შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (12)


3-06-2016, 21:50
ავტორი ანკა
ნანახია 9 388

ჩემოდნიან ალექსანდრეს უკან ავეკიდე.
-გამარჯობათ ბატონო ალექსანდრე! - წინ ვიღაც ოფიციალურად ჩაცმული კაცი მოგვეგება, ბარგი თვითონ დაიჭირა და გვერდზე ამოგვიდგა.
-გამარჯობა! როგორ ხარ? - მეგობრულად უპასუხა და გაუღიმა.
-კარგად. უკანა ეზოშია გაშლილი სუფრა და იქ გელოდებიან - დაგვარიგა და ჩემოდნები სახლში აიტანა.
-ხომ არ დაიღალე? - მკითხა ალექსანდრემ მზრუნველი ტონით, ხელები წელზე მომხვია და ტუჩებზე ნაზად შემეხო. სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და კოცნაში ავყევი.
-არა... - დავიჩურჩულე მისუსტებული ხმით.
-ჩემი გემრიელი გოგო... არ შეიძლება სულ ჩემთან რომ დაგიტოვო? სახლში არ გაგიშვებ, რას იტყვი? - მაცდურად დაიბუბუნა ბოხი ხმით და ისევ ბაგეებზე წამეტანა. თითები მის თმებში ავხლართე და ვიგრძენი რომ გული საგრძნობლად ამჩქარებოდა.
-ნწ - თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე და ქვედა ტუჩზე კბილი მსუბუქად გავკარი. წელზე შემოხვეული ხელები დაეჭიმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.. აშკარად ესიამოვნა.
-ძალიან ეშმაკუნა ხარ - ვნებიანად მითხრა და ხელები თეძოებზე ჩააცურა. ჩემდაუნებურად ამოვიკვნესე და ალექსანდრეს ტანზე უფრო ავეკარი.
-ვინმე გამოვა და დაგვინახავენ... - საწყლად ამოვიკნავლე, ძლივს მოვშორდი საყვარელ ტუჩებს და ალექსანდრეს მზერა გავუსწორე. ვნებისგან ამღვრეული თვალებით მიყურებდა... მხეცის გამოხედვა ჰქონდა.
-გამოვიდნენ მერე რა - უდარდელად აიჩეჩა მხრები, მარცხენა ხელი წელზე ამოაცურა, მარჯვენათი კი კულულებზე წამეთამაშა.
-სირცხვილია... - თვალები გამაფრთხილებლად დავუბრიალე და უკანა მივტრიალდი რომ წამოვსულიყავი, თუმცა ალექსანდრე ზურგიდან მომეხუტა, ხელები მუცელზე ძლიერად მომხვია და ჰაერში დამაბზრიალა.
-ალექსანდრეე!!! დამსვიი!! - მხიარულად ავკისკისდი და თან ხელ-ფეხის ქნევა დავიწყე.
-წიკვინაა! მიყვარხარ!!! - ხმაურიანად მაკოცა კისერში და ხმამაღლა დაიძახა.
-ჩუუუუ!!! - მაშინვე შევკრთი და ახლა მისი გაჩუმება დავიწყე, თან სახიდან ბედნიერ ღიმილს ვერ ვიშორებდი.
-ჩემს სახლში ვარ გოგო რას მაჩუმებ. რასაც მინდა იმას ვიყვირებ - ამაყად გამეჭიმა წინ და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-მოვიდნეენ!!!! - ვიღაც ახალგაზრდა გოგო გამოვიდა უკანა ეზოდან და ჩვენს დანახვაზე გახარებულმა დაიძახა.
-გაუმარჯოს ტვინის ჭიას! - ღიმილიანმა ალექსანდრემ გოგონას გახედა და ისე მიესალმა, რომ მარცხენა ხელი ჩემი წელიდან არ მოუშორებია... ყველას მაინცდამაინც ჩემზე მიხუტებულს უნდა მისალმებოდა?! ცოტა არ იყოს ასეთი მომენტები უხერხულია...
-მეც მაგარი ვარ შენი ნახვა რომ გამიხარდა რაა! - ხელი აიქნია გოგომ და ჩვენკენ წამოვიდა.-შენ დეა ხარ ხომ? მე ვარ თათა, ამ უნამუსო ვაჟბატონის ბიძაშვილი! - თავისი თავი წარმიდგინა და მეგობრულად გადამკოცნა.
-სასიამოვნოა თათა - გავუღიმე მეც.
-მოიცაა... მე უნამუსო რატო ვარ?! - იკითხა გაკვირვებულმა ალექსანდრემ.
-იმის მაგივრად რომ მოხვიდე და მითხრა მომენატრეო მეუბნები ტვინის ჭია მოვიდაო! მერეც მოვასწრებ შენს გაბრაზებას! - შეუბღვირა მან და ხელებგადაჯვარედინებული აესვეტა წინ.
-ჩემს გამწარებას გირჩევნია სკოლას მიხედო ტვინიკოსო - თათას თმები აუჩეჩა და სიცილით უთხრა.
-სხვათაშორის სკოლა უკვე დავამთავრე - ენა გამოუყო და ნიშნისმოგებით უპასუხა.
-კაია, დიდი ბიჭი გაიზარდე - განაგრძო ნათესავის გაბრაზება. მოცინარი ვადევნებდი მათ კინკლაობას თვალყურს, როდესაც დავინახე, რომ ჩვენკენ ვიღაც მოდიოდა.
-ისევ აქ დგახართ? ყველა თქვენ გელოდებით! - ალექსანდრეს დედამ ყველა უკანა ეზოში შეგვიპატიჟა.
-დეა, გაიცანი ეს მამაჩემია გია - გამაცნო ოდნავ ჭაღარა შეპარული კაცი, თუმცა უნდა ვაღიარო ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ასე მეგონა ალექსანდრეს ვუყურებდი... ძალიან გავდნენ ერთმანეთს, რომ იტყვიან გაჭრილი ვაშლივითო, აი დაახლოებით ეგრე.
-სასიამოვნოა ბატონო გია - თბილად გავუღიმე კაცს.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა... სანამ შენ მოხვედი შენი მშობლები გავიცანით უკვე - მიპასუხა მან და მეც გაკვირვებულმა გავიხედე მის უკან.
-დეეე!! - გახარებულმა შევძახე და დედაჩემს გადავეხვიე.
-ოჰჰ... გარუჯულხარ - შენიშნა მომღიმარმა.
-მომენატრეთ! - შემდეგ მამაჩემს გადავეხვიე და მალევე მოვშორდი. ალექსანდრე ჩემს უკან იდგა, ხელი ჩავკიდე და ღრმად ამოვისუნთქე.
-დე, მა... გაიცანით ალექსანდრე - ორივეს წარვუდგინე და ალექსანდრეს გავხედე. შემდეგ დედაჩემს და მამაჩემს შევხედე. შევამჩნიე როგორ გაუბრწყინდათ თვალები. ალექსანდრეს თბილად მიესალმნენ, შემდეგ კი ისევ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.
ყველა მაგიდას მივუსხედით და ლაპარაკი დავიწყეთ. გვეკითხებოდნენ როგორ გავატარეთ დრო ჰავაიზე, როგორ მოგვეწონა იქაურობა. შემდეგ ისიც გვკითხეს როგორ გაიცანით ერთმანეთიო და ალექსანდრემ სიცილით თქვა, რომ წყალი შემასხა და გამაბრაზა. მომღიმარმა გავხედე და მანაც თვალებში შემომხედა, მაგიდის ქვეშ ხელი ხელზე მომკიდა და კალთაში ჩამიდო.
-აბა ჩვენც მოვედიით! - გავიგეთ ზურგს უკან ბაჩოს პოზიტიური ტონი, უკან ერეკლე, თოკა და ლილე მოყვებოდნენ.
-მოდით ბავშვებო! დასხედით! - ალექსანდრეს დედა ფეხზე წამოხტა და გახარებული გადაეხვია ყველას.
-ნამცხვარი გამომიცხვეთ რომ დამპირდით? - იკითხა ბაჩომ და ინტერესიანი მზერა მოავლო იქაურობას.
-კი აბა რა ვქენი! დესერტად მოგართმევთ - უპასუხა მომღიმარმა. ყველამ გაიცნო ერთმანეთი და რამდენიმე ტრადიციული სადღეგრძელოს შემდეგ სუფრამ არაფორმალური სახე მიიღო. ყველა ერთმანეთს ეჭორავებოდა. დედაჩემი ალექსანდრეს დედას, მამაჩემი ალექსანდრეს მამას... ერეკლე და თოკა რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, ლილე მასზე მიხუტებული იყო და თვითონაც ყურს უგდებდა. ხანდახან საუბარში ერთვებოდა...
-დესერტის დროა, ახლავე გამოვიტან ნაყინებს და ტკბილეულს - ფეხზე წამოდგომა დააპირა ალექსანდრეს დედამ, თუმცა ამ დროს ფეხზე თათია წამოხტა.
-მე მოვიტან არ შეწუხდეთ! - თქვა და კუნტრუშით შევიდა სახლში.
-დავეხმარები - ვუჩურჩულე ალექსანდრეს და თათიასთან წავედი.
-ნუნუ, ნამცხვრის დაჭრაში დამეხმარე რა - უთხრა ვიღაც მოსამსახურეს და თან უზარმაზარი ნამცხვარი მაცივრიდან წვალებით გამოიღო.
-მეც დაგეხმარები - მივედი მასთან და გვერდზე ამოვუდექი.
-მოდი... ნუნუ რომ დაგვიჭრის გარეთ გავიტანოთ - მიპასუხა მხიარული ტონით.-იცი პირველად ტელევიზორში გავიგე, რომ ალექსანდრეს შეყვარებული ჰყავდა. შემდეგ ინტერნეტშიც წავაწყდი სიახლეებს და ჟურნალის ყდაზეც ვნახე მაგრამ მაინც არ დავიჯერე რომ მისი შეყვარებული იყავი. რაც ალექსანდრეს ვიცნობ გოგოსთან ერთად არ მინახავს, ყოველღამე კლუბებში დაძვრებოდა - თეფშებზე ნამცხვრის ნაჭრების დალაგება დაიწყო და თან მელაპარაკებოდა.-აუ ისე რა იდიოტია... წყალი შეგასხა ხო? - მკითხა და ახარხარდა.
-კიი... ძალიან გამაბრაზა - მეც გამეცინა.
-უნიკალური ნიჭი აქვს... შეუძლია რომ ნერვები მოგიშალოს მაშინაც კი, როდესაც ხმას არ იღებს და ხმა თუ ამოიღო ხომ საერთოდ! შეიძლება შემოგაკვდეს. არც კი ვიცი როგორ ვუძლებთ ერთმანეთს, მე უფრო უარესად ვაბრაზებ ხოლმე - მხიარულად კისკისებდა ის.
-როგორ აბრაზებ? - ვკითხე ინტერესით.
-რავიცი... ყველაზე მეტად იმაზე ბრაზდება როცა ვეუბნები რომ დაქალებთან ერთად კლუბში მივდივარ შუაღამეს. ასეთ დღეებში ან ყოველწამს მირეკავს რას შვები ხომ კარგად ხარო, ანდაც პირდაპირ მოგვყვება ბიჭებთან ერთად და სანამ არ წამოვალ მანამდე არ მიდის - უდარდელად აიჩეჩა მხრები. - აი ესენი შენ აიღე, მე ამას გამოვიტან - მითხრა და თეფშზე მანიშნა.
გემრიელი ხილით სავსე თეფში ავიღე და თათიას უკან გავყევი. შემდეგ უკან დავბრუნდით, ყველას თითო-თითო ნაჭერი ნამცხვარი დავურიგეთ და ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით.
-დაღლილი ვარ... - შემომჩივლა ალექსანდრემ საწყლად, ჩამეხუტა და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-ადი ოთახში და დაისვენე თუ გინდა - მზრუნველად ვუჩურჩულე ყურში და ხელის თითებით სახეზე მოვეფერე.
-ტეხავს... აუ შენთან მინდა - მიპასუხა ხმადაბლა.
-ჩემთან არ ხარ? - გაკვირვებულმა ვკითხე და გამეცინა.
-სულ შენთან მინდა რომ ვიყო. ახლა მილანში რომ წახვალ ალბათ გამოყოლას ვერ მოვახერხებ... ცოტა მოგვიანებით ჩამოვალ
-რატო? საქმეები გაქვს? - ლეკვის თვალებით შევხედე და ტუჩები დავბუშტე.
-ხო... კომპანია კი გადავაბარე მამაჩემს დროებით, მაგრამ ახლა უკვე დროა რომ შევამოწმო ყველაფერი რაც ჩემი არყოფნის განმავლობაში მოხდა
-მომენატრები... მალე ჩამოხვალ?
-კი. აბა შენს გარეშე დიდხანს როგორ გავძლებ - თბილი ღიმილით მიპასუხა და საკოცნელად დაიხარა, თუმცა დენდარტყმულივით გავწიე თავი და ხელით ოდნავ უკან ვუბიძგე.
-ნუ გავიწყდება სად ვართ - შევუბღვირე მკაცრად.
-ჩემი მორცხვი გოგოო... - გულში ძლიერად ჩამიკრა და თავზე მაკოცა.
დიდები თვალს აპარებდნენ ჩვენკენ, თუმცა დიდად არ იმჩნევდნენ ჩვენს სიყვარულობანას. ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ და თავისთვის იყვნენ.
-თათუშ... კიდევ მინდა ნამცხვარი რა - სთხოვა ბაჩომ და ლეკვის თვალებით გახედა გოგონას.
-ახლავე - მოკლედ უპასუხა და ყოჩაღად გაემართა სახლისკენ. თეფშიანი თათიას დანახვისას ბაჩოს თვალები გაუბრწყინდა და ხელები გაშალა.
-რა გემრიელად გამოიყურება! - კიდევ ერთხელ აღმოხდა აღტაცების გამოძახილი.
-აიღე - უპასუხა მოკლედ და თეფში გაუწოდა, თუმცა ბაჩომ ხელზე დაქაჩა და გოგონა კალთაში ჩაისვა.-ააა!!! ბაჩო გამიშვი! - მაშინვე შეჰკივლა თათიამ და ფეხზე წამოხტა.
-რაიყო გოგო კი არ მოგკლავ - გაუცინა ბაჩომ.
-მადლობელი ვიქნები - შეუბღვირა თათამ და ხელებგადაჯვარედინებული თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ამათთან რამე ხდება?! - გაკვირვებულმა ვუჩურჩულე ალექსანდრეს, რომელიც ჩემს თმებთან თამაშით იყო გართული.
-ვისთან?
-ბაჩო და თათა
-რა?! - თვალებგაფართოებულმა გამისწორა მზერა და თმებს თავი მიანება.
-რა კი არა რა ხდებათქო - გამეცინა და კითხვა გავუმეორე.
-საიდან მოიტანე ბაჩო და თათა... რა შტერი ხარ - ახარხარდა ალექსანდრე.
-შეგეხედა ბაჩო რა დღეში იყო და ნახავდი საიდანაც მოვიტანე - თვალები დავუბრიალე და წარბშეკრულმა გვერდზე გავიხედე.
-არაფერი არ ხდება შტერუკა... რამდენი წელია ერთმანეთს იცნობენ და თითქმის სულ ასე არიან - მიპასუხა თბილი ტონით.
-ხო ალბათ შემეშალა - მხრები ავიჩეჩე და შემდეგ ცხვირი მის კისერში ჩავრგე მაინც რა სასიამოვნო სურნელი ასდიოდა ალექსანდრეს! მაბრუებდა და მადუნებდა...
-მე უნდა წავიდე და მერე გნახავთ - უეცრად ფეხზე წამოდგა ერეკლე მობილურით ხელში.
-რამე ხდება? - ჰკითხა ალექსანდრემ და მეც წამოვჯექი.
-ისეთი არაფერი... კაროჩე მეჩქარება ახლა რა... კარგად - სწრაფად მოგვაყარა და ეზოდან გავარდა.
-რა უცნაურად გაიქცა - თქვა ლილემ.
-რა საქმეზე წავიდა? - იკითხა თოკამ და ბიჭებს გადახედა.
-მე რავიცი... ამ ქალაქში სულ ასე დარბის. მე მგონი თბილისში მაგისი გაჩერება არ შეიძლება - გაეცინა ბაჩოს.
დაღამებამდე ეზოში ვისხედით. შემდეგ დიდები სახლში შევიდნენ, ჩვენ კი გარეთ დავრჩით. ლილე თოკაზე იყო მიხუტებული, მე კიდევ ალექსანდრეზე. ბაჩო ხელში მობილურის თამაშით ერთობოდა, თათა კი უბრალოდ გაწოლილი იყო რამდენიმე სკამზე. მომკალით და მაინც მქონდა ის გრძნობა, თითქოს ბაჩოსა და თათას შორის რაღაც ხდებოდა... ან მოხდებოდა. მეჩვენებოდა? ნუთუ მთელი დღე მეჩვენებოდა როგორ აპარებდნენ ერთმანეთისკენ თვალებს ბაჩო და თათა?! როგორ უყურებდა ბაჩო მას. ძალიან განსხვავებული იყო... ოდნავ დასერიოზულებული გამომეტყველება ჰქონდა. თითქოს ისეთ რაღაცას უყურებს რაც აქამდე არ ენახაო.
არაა, ვერ გამომაპარებენ ესენი მე ვერაფერს! შეიძლება ალექსანდრე მიეჩვია მათ ასეთ ქცევას, თანაც თუ უკვე რამდენიმე წელია ასე გრძელდება, მაგრამ მე ხომ პირველად ვხედავდი ასეთ ბაჩოს... თათას ქცევებსაც დაეტყოთ ცვლილება მას შემდეგ, რაც ბაჩო მოვიდა. კარგით, კარგით... გავჩუმდები ახლა, მგონი უკვე ზედმეტს ვლაქლაქებ...

ძალიან სასიამოვნო დღე გავატარე... წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ყველას დავემშვიდობე, თათას გემრიელად ჩავეხუტე, ალექსანდრეს კი მსუბუქად ვაკოცე ტუჩებში, ისე რომ სხვებს არ დაენახათ და რამდენიმე წამი მის ძლიერ მკლავებში გავიყურსე. პირველად ხდებოდა ისე, რომ თუ მომინდებოდა ალექსანდრეს ვერ ვნახავდი. არ მეყოლებოდა რამდენიმე ნომრის მოშორებით და ცუდი გრძნობა დამეუფლა. უკვე მენატრებოდა და მისგან მოშორება არ მინდოდა.
წვალებით გადავდგი ნაბიჯი ჭიშკრისკენ და ყველა გამოგვყვა. მამაჩემი და დედაჩემი მანქანაში ჩასხდნენ. ალექსანდრემ მანქანის კარი გამიღო და თვითონაც იქვე დადგა, სანამ მშობლები ერთმანეთს საბოლოოდ დაემშვიდობებოდნენ.
-ამაღამ ვერ დავიძინებ... - მხოლოდ ეს რამდენიმე სიტყვა მითხრა და შემდეგ უკან დაიხია.
მანქანა დაიძრა და მშობლებთან ერთად სახლისკენ წამოვედი.
დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს სახლში ვიყავი და ვგრძნობდი როგორ მენატრებოდა იქაურობა. ღიმილით მოვავლე ჩემს ოთახს თვალი და ფაფუკ საწოლზე დავწექი. ერთსაათიანი გორაობის შემდეგ მივხვდი, რომ დრო იყო შხაპი მიმეღო და დასაძინებლადაც დავწოლილიყავი.
საღამურებით შევწექი საბანში და ჭერს ავხედე. ალექსანდრე... ალექსანდრე... მარტო ეს სახელი მიტრიალებდა თავში და მხოლოდ მისი სახე მედგა თვალწინ. მობილუზე შეტყობინება მომივიდა. ალექსანდრესგან იყო: "იმაზე რთული ყოფილა უშენობა ვიდრე მეგონა... მაგიჟებს იმის გაფიქრება, რომ უკვე ნახევარსაათიანი გზა გვაშორებს ერთმანეთს და არა სასტუმროს ვიწრო დერეფანი. ალბათ ახლა გძინავს ხო? ალბათ საბანში ცხვირამდე ხარ ჩამძვრალი და ლამაზი ტუჩები გამობუშტული გაქვს. როცა გძინავს სულ ლამაზად გებერება. აი დაახლოებით ისე, როცა მიბრაზდები და წარბშეკრული მიყურებ. ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე საქმეები მაქვს მაგრამ რა ჯანდაბა ვქნა რომ ვერ ვიძინებ? შენზე ფიქრები ერთი წამით არ მასვენებენ... მიყვარხარ ჩემო ფერია. ხვალ აუცილებლად უნდა გნახო, თორემ გავრეკავ..."
სულ ღიმილით ჩავიკითხე sms და გულში სითბო ჩამეღვარა. ასეთი საყვარელი და რომანტიული თუ იყო გაცნობის წამიდან რატომ მაბრაზებდა სულ?! "არც მე მეძინება..." - მივწერე და მეორე წამსვე განათდა მობილურის ეკრანი ალექსანდრეს ზარით.
-რატომ არ გძინავს? - მკითხა ყოველგვარი შესავლის გარეშე.
-რავი.. შენ? - კითხვა შევუბრუნე და მის პასუხს დაველოდე.
-მე ისედაც გითხარი შენზე ფიქრები თავს არ მანებებენთქო - ჩაიცინა მან.
-მეც იმავე მიზეზს დავასახელებდი - გამეცინა და მთვარეს გავხედე.
-იცი ყველაზე მაგრად როდის მძინავს?
-როდის?
-შენ რომ მყავხარ გულში ჩაკრული. ან თავი რომ შენს კისერში მაქვს და ყველა ჩასუნთქვაზე შენს სურნელს ვგრძნობ... - მითხრა ბოხი ხმით. თვალები და ტუჩები ხომ მომაჯადოვებელი ჰქონდა, მისი ტანის ყურებისას ხომ ჟრუანტელი მივლიდა, მის ხელებს ხომ ჭკუიდან გადავყავდი, მაგრამ ხმა სულ სხვანაირად მაგიჟებდა. იმდენად ბოხი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა, რომ ცხოვრების ბოლომდე მოვუსმენდი როგორ მელაპარაკებოდა გაუთავებლად.
-მიყვარხარ - მთელი გრძნობით და სითბოთი ვუთხარი და პატარა თინეიჯერი გოგოსავით გამეცინა. მართლა ძალიან ბავშვურად ვიქცეოდით ამ წამს ორივე... მისი ჩაცინება გავიგე და შემდეგ რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოწვა.
-რამდენი შვილი გინდა რომ გვყავდეს? - მკითხა თბილი ტონით.
-ჯერ რა დროს შვილებია, ცოლად მომიყვანე უკვე? - კისკისით მხიარულად შევეპასუხე და წარბი ავზიდე თითქოს დამინახავდა.
-აქამდე არ იცოდი? - თვითონაც გაეცინა. დარწმუნებული ვიყავი იმ მომენტში აკაშკაშებული თვალები ჰქონდა, ყურებისას რომ მატყვევებდა და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ ტუჩის კუთხე ჩატეხილი ჰქონდა. აი მისი ტუჩები რომ წარმოვიდგინე ცხელმა ტალღამ დამიარა. აშკარად სხვა რაღაცაზე უნდა ვიფიქრო, თორემ სულ გამოვშტერდები ახლა...
-არა, არ ვიცოდი... ანუ ჩემი ქმარი ხარ? - ხუმრობაში ავყევი და ინტერესით ვკითხე. მაინტერესებდა სადამდე მივიდოდა ეს თამაში.
-კი. და მაინტერესებს რატომ არ არის ჩემი ცოლი სახლში ამ დროს!..
-არ ვიცი... არ უთქვამს?
-მისმა მშობლებმა მომტაცეს, მაგრამ მეც მალე მოვტაცებ - თქვა ნიშნისმოგებით.-თან ისე, რომ სამუდამოდ ჩემთან მეყოლება.
-და ეს გოგო დარჩება სამუდამოდ შენთან? - გამეცინა და მორიგი შეკითხვა დავუსვი. სიტყვებით ვერ ავღწერ რამდენად მაბედნიერებდა ალექსანდრეს მიერ ნათქვამი ყველა თბილი სიტყვა, მისი ყველა მზრუნველი გამოხედვა და ეჭვიანობისგან აფეთქებული მზერა. ახლა, ამ წამს კი სრულიად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელს მსოფლიოში.
-დარჩება - მიპასუხა თავდაჯერებულად.
-და სულ ერთად იქნებით?
-კი, სამუდამოდ... - ამ პასუხზე ბედნიერებისგან გამეცინა. ემოციების მოზღვავება მჭირდა იმ საღამოს მგონი... აღარაფერი მიპასუხია, ორივე ჩუმად ვიყავით და ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით. ნელ-ნელა დაღლილობა ვიგრძენი და თვალები დამეხუჭა, თუმცა მობილურს არც ერთი არ ვთიშავდით. მაინც ერთად ვიყავით...
-ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ჩემო პატარა... დაიძინე ახლა ცოდო ხარ... დაღლილი იქნები..
-ძილინებისა
-ტკბილი ძილი...


.....
მიყვარხაართ ყველა! როგორ მომნატრებია თქვენი ტკბილი კომენტარები...

მადლობა ყველას, იმედია მოგეწონათ...



№1 სტუმარი Mariami

Ra magari tavi iyo,tbili,tkbili... Miyvars es istoriaa dzalian..

 


№2  offline წევრი BLACK TBILISI

შეე არასწორო მაინც დააბრუნე? :დდდ

 


№3 სტუმარი zaika

უტკბილესიმოთხრობა და უტკბილესი შენნ love ქუულქუულ არდაააგვიანო შემდეგი თავი

 


№4  offline მოდერი ანკა

Mariami
Ra magari tavi iyo,tbili,tkbili... Miyvars es istoriaa dzalian..

Didi madloba sayvareloo❤❤❤❤
BLACK TBILISI
შეე არასწორო მაინც დააბრუნე? :დდდ

:DDDD❤❤❤
zaika
უტკბილესიმოთხრობა და უტკბილესი შენნ love ქუულქუულ არდაააგვიანო შემდეგი თავი

Ar davagvianeeb❤❤❤madloba❤

 


№5  offline წევრი ალექსისი

მაგარია თანაც მსუყე თავი იყო

 


№6  offline მოდერი ანკა

ალექსისი
მაგარია თანაც მსუყე თავი იყო

Madloba sayvarelo❤❤❤dzalian mixaria rom mogwons❤❤❤

 


№7 სტუმარი alisaa

damatkbe,gamatbe da yvelaze pozitiur ganwyobaze damayeneee!!!!!!umagresi xar shen!

 


№8  offline მოდერი ანკა

alisaa
damatkbe,gamatbe da yvelaze pozitiur ganwyobaze damayeneee!!!!!!umagresi xar shen!

Dzalian didimadloba❤❤❤❤❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Auu ra kargiaa rogor momcons ar iciii !❤ male dade shemdegi raa tore gadavirevi ❤❤

 


№10  offline მოდერი bibo

Vax chemi marwyvis jemi mosulao ramfra gamaxare chemo legvis chirO da tylapov :*****ro ar chandi me shen dzvel istoriebs vkitxulobdi bevrobajer chemoo alubalo atmis kurkav da kivis bususov :*****udideso tortovv bevroba kremit.au chavtkbi piri chamikoklozine chemo tkbilooooo gogchov nazuqo da saswauli saocrebaavvvv vashlis pirov da vashhalatmis ylortov :******* vgijdebi

 


№11  offline წევრი Peoplefallformysmile

თორმეტივე თავი დღეს წავიკითხე . ძაან მაგარია

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან მაგარიაა საყვარლებიი <3

 


№13 წევრი tatuli)

matbobs es istoria :*** dzalian kargi xar avtor da madloba amistvis ese ro manebivreb :*araperi ro ar gixaria sadgac shors ro xar gadakarguli da shen istorias ro vnaxav vivsebi bednierebit yvelaperi maviwydeba am qveynad :***

 


№14  offline წევრი isterichka123

ვოუ მაგარია გაგრძელე

 


№15  offline მოდერი ანკა

Dzalian didi madloba bavshvebo❤❤❤❤yvelazee yvelazee tbilebi xart da mec matbobt❤❤❤ miyvvarxart dzaliann!!!! ❤❤❤

 


№16  offline წევრი I L O N A

ძან კარგი იყოო საყვარელო ველოდები შემდეგსს

 


№17  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Shesanishnavia sityvebi ar myofnis rogor agvwero ar viciii chems bachosac yolia vigaca ehhh chemo tavooo ra bedi gaq :D

 


№18  offline მოდერი ანკა

I L O N A
ძან კარგი იყოო საყვარელო ველოდები შემდეგსს

Madlobaa❤❤❤❤❤❤
aanamaria
Shesanishnavia sityvebi ar myofnis rogor agvwero ar viciii chems bachosac yolia vigaca ehhh chemo tavooo ra bedi gaq :D

Abaa gaiqca bachukiic :D ❤❤❤❤❤

 


№19  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ანკა
I L O N A
ძან კარგი იყოო საყვარელო ველოდები შემდეგსს

Madlobaa❤❤❤❤❤❤
aanamaria
Shesanishnavia sityvebi ar myofnis rogor agvwero ar viciii chems bachosac yolia vigaca ehhh chemo tavooo ra bedi gaq :D

Abaa gaiqca bachukiic :D ❤❤❤❤❤

Mokled bedi ar maq raaa ereklinioc dakavda memgoni siyvarulobanaiatii :D eh chemo tavoooo

 


№20  offline წევრი კატუნა

Aii dzalian dzalian dzalian magarii xaarr <3 gaagrdzele dzaann miyvarxarr <3

Dzalianamagariaaivgijdebi am IsIstoriaze yvelaze magarii xarr <3

 


№21  offline მოდერი ანკა

Madlobaaaa❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№22  offline წევრი ketia

აუ რატო დაგვივიწყე?როდის დადებ გაგრძელებას??? აუ მაგრა მგონია რო დაეძაბებეათ ურთიერთობა

 


№23  offline წევრი gvanciii kereselidze

Shemdegg tavad agarrr debb???
--------------------
G.ke

 


№24  offline წევრი NiniNinia

მალეე დადეე რაა ((((((((((
--------------------
ⒹåŘ₭₦εçs

 


№25  offline წევრი ketia

სად ხარ რო დაიკარგდე აგ დებ ახალ თავს?>

 


№26  offline წევრი ketia

აუ აგარ დებბბბბ ახალ თავს??

 


№27 სტუმარი ქქეთი

დავიღალე აღარ დებ ახალ თავს?

 


№28  offline წევრი lilearchvadze:)

აუ არ აგრძელებ?

 


№29  offline წევრი ketia

რაო დაივიყე რო გელოდებით??

 


№30 სტუმარი mariami

au kai ra rac wavikitxe isic dmaviwyda da agarc maxsovs sad gavcherdit! :/ male gaagrdzele ra nu dagvtanje -_-

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent