შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნებული თილისმა (პირველი თავი)


8-06-2016, 00:26
ავტორი tgvinianidze29
ნანახია 4 294

პირველი თავი - ალპებში გინდა? ანუ საშობაო საჩუქარი
ისეთი ადამიანი ვარ ყველა ქართული ანდაზა რომ უხდება. ,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო," ან ,,ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო." მოკლედ, იმდენი ვიშაყირე ერთი შეხვედრით სიყვარულზე, სანამ ეს აფსურდი თავად არ ამიხდა. ახლა ფეხი ფეხზე გადადებული კომპიუტერთან ვზივარ და სიყვარულის სინდრომებს ვკითხულობ. სიყვარული, როგორც ვირუსი, რომელიც უდროოდ შეგეყარა და გინდა სასწრაფოდ განიკურნო.

***
შემთხვევითობების არ მჯერა. ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ყველა წვრილმანი იმ მნიშვნელოვანი ცვლილების ნაწილია, რომელიც მომავალში მოხდება. შვიდი მისი საყვარელი ციფრია. სწორედ შობის ღამეს აიჩემეს ჩემმა მეგობრებმა კლუბში წავიდეთო... ნორმალურ ადამიანს 7 იანვარს კლუბში რა უნდა? არც კი ვიცი როგორ დამითანხმეს.
-ამას არ უნდა ვაკეთებდეთ... - ჩავილაპარაკე, (შემჩნეული გაქვთ, რომ დაუვიწყარი მოგონებები სწორედ ამ ფრაზით იწყება? ) როცა მეტროში ექსკალატორზე ვიდექით და ვცადე მობილურით ,,ვაიფაი“ დამეჭირა. მინდოდა რაიმე თამაში ჩამომეწერა. კლუბში თუ ვერ გავერთობოდი, მობილურით მაინც ვითამაშებდი. ეკა და ეკა ექსკალატორზე იდგნენ და ჩემ უკან მდგარ კაცს გაშმაგებულები აკვირდებოდნენ. ერთს თვალები ეჭვისგან გაწვრილებოდა, ცხვირი ზიზღით ოდნავ აებზიკა. მეორეს თვალები ახალდაკრეფილ ნიგოზს მოგაგონებდათ. წარბები მის შუბლზე გაზმორილიყვნენ.
-ამას უყურე ერთი, დინარას უკანალს როგორ აკვირდება! - წამოიძახა ჩოლკიანმა ეკამ, ჩემს კიბეზე ჩამოაბიჯა და საჯდომზე ხელი ისე ამაფარა, ეჭვი შემეპარა შიშველი ხომ არ ვდგავარ-მეთქი. მეორე ეკამ ჩემი შავი ,,დუტის“ ქურთუკი მომაწოდა და მანიშნა ჩაიცვიო. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მორჩილი შვილივით გაუაზრებლად შემოვიხურე.
-ეს ჩემი დაქალია! ჩემი ა! გაიხედე სანამ თვალები ამოგთხარე! - ეკას მკაცრი ხმა ჰქონდა. გაბრაზებულ აფთარს მოგაგონებდათ. მისი ,,მოწინააღმდეგე“ მაღალი, ბებერი ხესავით გამხმარი კაცი იყო, თუმცა 35 წელზე მეტს მაინც ვერ მისცემდით. ტიპური ქართველი ,,ვაჟკაცებისგან“ განსხვავებით თავზე ჯაგარივით თმა ჰქონდა. არც მისი ღიპი გვიყვებოდა ბოჰემური ცხოვრების შესახებ. როგორც ჩანდა, ლუდის კათხასთან და ყანწთან მეგობრობა არ გამოსდიოდა. თავი უკან გავაბრუნე თუ არა უცნობმა თვალი აგვარიდა. ეკას გამარჯვებულ სახეზე წამით ღიმილმა გადაურბინა.
-როგორ იცავენ ჩემი გოგონები ჩემს ,,ღირსებას!“ - სიცილით წამსკდა, მაგრამ ჩემს ხმაში სიამაყე და კმაყოფილება მაინც იგრძნობოდა. - უცნაურია... ჩვეულებრივი შავი შარვალი მაცვია. ეს ხომ მოკლე კაბა არ არის?
-უცნაური? კარგი რა. გავიწყდება რომ სქესობრივად დაუკმაყოფილებელ საზოგადოებაში ცხოვრობ? ზოგ კაცს ხის ფუღუროს დანახვაზეც კი უდ**ება.
მეტროდან გავედით თუ არა სხეულის მოშიშვლებულ ნაწილებზე სიცივე ამოგვაცოცდა. ჯერ ხელები გაგვეყინა, მერე - სახე. ორივე ეკას ჯინსის შარვლის ბოლოები (როგორც მოდაშია) ერთნაირად აეკეცა, ხორცისფერი კოჭები კედებს ზემოდან ამპარტავნად დასცქეროდნენ და არ იმჩნევდნენ, რომ მათაც სციოდათ. ყოველთვის ხალმხრავალი, ღამით კი ცარიელი გამზირი ყვითელი შუქით იყო გაკაშკაშებული. ლამპიონები უჟმურ კოლექციონერებს ჰგავდნენ, ნათურები - ქილაში გამომწყვდეულ ციცინათელებს. თითქოს მთელი დღის განავლობაში ხმაურით დაღლილი ქუჩა ჩათვლემას ცდილობდა, მაგრამ ხანდახან ჩავლილი ტაქსი ან მოტოციკლეტების მოტორის გუგუნი ძილს თავხედურად უფრთხოვდა. კლუბისკენ ჩვენი ჩრდილები მიგვიძღვებოდნენ.
-დიდი იმედი მაქვს ვინმე სასმელზე დაგვპატიჟებს. აღარც მახსოვს ბოლოს ვინ დამალევინა. - ამოიოხრა ეკამ და ,,კეპკა“ გაისწორა. - ჩოლკები ნორმალურად მაქვს? - მკითხა, მაგრამ სანამ პასუხს გავცემდი მეორე ეკა აჰყვა საუბარში.
-ძალიან ,,გაჟმოტებულია“ ხალხი.
-,,გაჟმოტებული“ კი არ არის, ყველას უჭირს... ორ კაპიკს რომ იშოვის უცხო გოგოს რატომ დაპატიჟებს? მითუმეტეს სამს! თვითონ დათვრება.
გამზირიდან გადავუხვიეთ და პატარა ქვაფენილიან ქუჩას ავუყევით. აქ შედარებით ბნელოდა. რამდენიმე მანქანა ბარდიურზე შეეყენებინათ. ასეთ ავტომობილებზე ვიღაც ტიპი დაგეშილია და ნადირობს. სურათებს იღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ალბათ იმედი აქვს, რომ სამყაროს თუ არა თბილისს მაინც გამოასწორებს... საწუხაროდ, ,, ერთი მერცხლის ჭიკჭიკს გაზაფხული არ მოჰყავს.“ ვიფიქრე, სურათს გადავუღებ და დავეხმარები-მეთქი, მაგრამ ჩემს მობილურს ე.წ. ,,ვსპიშკა“ გაფუშჭებული ჰქონდა და მაინც არაფერი გამოჩნდებოდა.
-იქნებ ვინმე უცხოელმა მომაქციოს ყურადღება. მაგათ სულ აქვთ ფული. - ,,კურნოსა“ ეკასთვის ყურადღების ცენტრში მოხვედრა არასდროს ყოფილა რთული. მართალია ჩვენ სამში ასაკითა და სიმაღლით ყველაზე პატარაა, მაგრამ გენებში სლავური სისხლი უყივის. ისეთი გოგოა ქუჩაში რომ გაივლის და ჰეტეროსექსუალი ბიჭების უმეტესობა თვალს აყოლებს. მასთან ერთად თავი ფილმის პერსონაჟი გგონია. დარწმუნებული ხარ, რომ სადაცაა სიმღერა ჩაირთვება.
კლუბის კედლებს რომ შეხედავ ვერც კი იფიქრებ, რომ ამ დრომოჭმულ შენობაში მთელი ღამე ცნობილი სახეები, გავლენიანი ადამიანები, დამწყები მოდელები და სპორტსმენები, სახელგანთქმული დიზაინერები და ფოტოგრაფები, უბრალო თინეიჯერები ან წლებთან მებრძოლი ხალხი მთის მდინარესავით შეედინება. ეს ადგილი ყველა უბედურის თავშესაფარია. ოღონდ ბედის ირონია ისაა, რომ გათენებამდე ვერავინ ხვდება რამდენად მარტოსულია. ფანჯრებს ავხედე, თეთრი და სადა იყო. შუშების მიღმა რამდენჯერმე ფერადი სინათლე გაიელვებდა. მინიმალები კედლებს აწყდებოდა და გარეთ მხოლოდ ყრუ ბგერები ისმოდა. დასაწყისში ყოველთვის ასეა... მერე დიჯეიც გაბრუებულ ხალხთან ერთად აფრენს და თითქმის მთელ ქუჩას ჩაესმის აჟიტირებული თუ აღგზნებული ტექნომუსიკა.
კიბეებს მივუახლოვდით. ორი ზორბა, დევივით მამაკაცი უმეტყველო სახით იდგა. ლადოს და მერაბს მაშინ არ ვიცნობდით. მერაბს პირველად 31 დეკემბერს დაველაპარაკე. საახალწლოდ, ცოტათი შეზარხოშებულები ამ კლუბს მივადექით. მე შესვლის უფლება მომცეს, ეკას და ეკას - არა. მერაბიმ, როგორც თინეიჯერები იტყოდნენ, ,,მიჯიგრა.“ შენი ხათრით შენს დაქალებსაც შეგაყოლებო. თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა... იქნებ მოგვიანებით მოგიყვეთ კიდეც. Facecontrol და Agecontrol უპრობლემოდ გავიარეთ და ლურჯი კარები შევაღეთ. ამ სილურჯის მიღმა სრული საგიჟეთია... საგიჟეთი ისეთი გიჟებისთვის, რომლებიც ,,ვიქენდამდე“ ჩვეულებივი ადამიანებივით იქცევიან. მათ ყველგან შეხვდებით: სამსახურში, ქუჩაში, კაფეში, თეატრში, კინოში, ტელევიზორში ან ბანერზე გამოკრულსაც კი დაინახავთ. დაცვამ ჩანთები გაგვახსნევინა და, მგონი, პირველად გაგვეხუმრა:
-ბომბი ხომ არ მოგიტანიათ?
გააჩნია ვისთვის რა არის ბომბი: ატომური იარაღი თუ ემოციებით სავსე გული და ენერგიით დამუხტული სხეული, რომელიც მზად არის ცეკვით დაიცალოს. გარდერობთან მდგარ ქალს, ნაზის, თავაზიანად მივესალმე. წინა შაბათს შევნიშნე, რომ ვიღაც მთვრალი ბიჭი ეუხეშებოდა და ძალიან შემეცოდა. მინდოდა დამეცვა, მაგრამ შემეშინდა იმ ჯიბგირს ჩემთვის არ შემოერტყა. ნაზი საწყალი და უწყინარი ქალია, რომელიც დიდი ალბათობით ხალხმრავალ ადგილებს ვერ იტანს და ერთი სული აქვს მისთვის ძალიან დამღლელ სიტუაციას გაერიდოს. სამსახური, რომელიც გტანჯავს ამქვეყნიური ჯოჯოხეთია. ამ ქალს შინდისფრად შეღებილი თმა და დაღარული სახე აქვს. ყველა ქართველ ქალს განსაკუთრებულად სევდიანი ნაოჭები აერთიანებს. უცხოელების ნაოჭებში წლების მიერ მოტანილ გამოცდილებას ამოიკითხავთ, მასში ცხოვრების ორ საპირისპირო მხარეს ( თეთრს და შავს ) დაინახავთ, ჩემს ქვეყანაში კი - დაუსრულებელ ტკივილს, დარდს, არაადამიანურ შრომას, დაუფასებლად განვლილ წარსულს, უსამართლობას და იმედგაცრუებას. სახეზე გაშლილი კანიონები მემატიანეა, რომელიც წყაროებზე არა ნაკლებ მნიშვნელოვან ისტორიებს ყვება... ინდივიდუალური ტრაგედიები მთელი ერის ისტორიას ქმნის.
პირველი სართულის დარბაზში შევედით. სანამ არ დათვრებით და ხალხით გაჭედილ ოთხ კედელში უცნაური ილეთების გაკეთებას არ ეცდებით, სიგარეტის, პლანისა და ასობით სუნამოთი გაზავებულ ჰაერს არ ჩაისუნთქავთ, ვერ მიხვდებით ამ ადგილას ხალხი დროს, ფულსა და ენერგიას რატომ ხარჯავს. (შემიძლია დავიფიცო, რომ ეგ ჯადოსნური უნარი მხოლოდ მე მაქვს! ) მოცეკვავეების, მუსიკოსებისა და ბარმენების მუხტი შენში იჭრება. ამ დროს შენი დაბნეული ფლუიდები ფიქრობენ, რომ ქაოსიც კი ნორმალურია. ჩვეულებრივი, ხის, ათასჯერ (სასმელით, ფეხსაცმელებითა და სიგარეტით) გაუბედურებული მაგიდები განსაკუთრებულია, მონგრეული სკამები კი თვალით აღქმული სასწაული, სამი გოგონაც რომ ჩაჯდეს არ ტყდება, არა და დანახვისას იფიქრებ რომ სულის შებერვით წაიქცევა. ზედმეტად უბრალო და ღარიბულ ბარში შეუფერებელი ფასის სასმელი იყიდება. უსწორმასწორო, შეკიდული თეთრი ჭერი უგეოვნობის ზეიმია, მაგრამ მეტალის, ბაბუჩემისდროინდელი მოძრავი ჭაღი (რომელიც ამოტრიალებულ ჯამს მოგაგონებთ) მაინც ძალიან უხდება და დინამიკებიც მიმზიდველ ელფერს მატებს. იატაკი მოხატულია. კედლებს პრიმიტიული ფერწერული ტილოები ამშვენებს. LSD-თი გაბრუებულ ხალხს ეჩვენება, რომ კედლიდან გიტარა თავისი ფეხით ჩამოდის, უახლოვდება და სთხოვს ჩემს სიმებს ხელი ჩამოჰკარიო. ამ დროს ჩიტებიც ჟღურტულს იწყებენ და აუღწერელი ხმაურის მიუხედავად მათი სიმღერა ისმის. ზოგიერთი თვითმფრინავში ჯდება და თბილ ქვეყნებში მიფირინავს, იმიტომ რომ თბილისში ძალიან ცივა... 2015-2016 წლის ზამთარი მაინც განსაკუთრებულად ცივია. ამ ხალხიდან, ნეტავ, რამდენმა იცის, რომ სინამდვილეში საქართველოში, კლიმატიდან გამომდინარე, თბილი (და რბილი) ზამთარია. ხოლო სიცივე, რომელიც მათ აწუხებთ, სულაც არ არის ამინდის ბრალი.
ერთხელ ვიღაცამ ამ შენობის ისტორია მომიყვა. თურმე ადრე აქ ცოლზე უგონოდ შეყვარებული მხატვარი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, უშვილო იყო. ერთხელ ცოლი გამოსტყდომია ორსულად ვარო. ქმარს ღალატი უპატიებია. ღამით ცოლი სახლიდან საყვარელთან ერთად მაინც გაპარულა. მხატვარმა, როგორც ხელოვან ადამიანებს სჩვევიათ, სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. (ადამიანებს ხომ ძალიან ხიბლავთ ტრაგიზმი!) ზუსტად ამ დარბაზის შუა ნაწილში თავი ჩამოიხრჩო. მერე ეს შენობა ორჯერ გაიყიდა. საბოლოოდ კლუბის მეპატრონემ შეიძინა და მხდალი სულების თავშესაფრად აქცია... ეს სულები პარასკევობით და შაბათობით რეალობას გაურბიან. რა ირონიულია ცხოვრება... დიდი სიამოვნებით ვნახავდი იმ კაცის რომელიმე ნახატს. დარწმუნებული ვარ მის მიერ შესრულებულ ნატურმორტშიც კი ვიგრძნობდი მის ცოლს. ჩემი გადმოსახედიდან, ღალატისკენ კაცები უფრო არიან მიდრეკილები, ვიდრე ქალები, მაგრამ სინამდვილეში ღალატმა სქესი არ იცის.
ოთახის სიღრმეში შესვლა ვერ მოვასწარი, ჩემ წინ გოგონა ჩაიკეცა. გრძელი ქერა თმა ჰქონდა და წითელი მოკლე კაბა ეცვა. ერთი შეხედვით სხვა ვერაფერი გავარჩიე. ხელი შევაშველე რომ არ დაცემულიყო. სახეზე დავხედე თუ არა ჩემი ბავშვობის მეგობარი - მონიკა ვიცანი. პირველად მონიკა კაიფში ამ კლუბში ვნახე. უდიდესი იმედგაცრუება ხაოიანი ბურთივით გამეჩხირა ყელში. თვალებზე ცრემლები მომაწვა, მაგრამ ძალით ვიღიმოდი, არ მინდოდა ეფიქრა რომ მასთან შეხვედრა არ მესიამოვნა. დაახლოებით ხუთი წუთი სრულიად წაშლილი, გამოთაყვანებული სახით მაკვირდებოდა. ბოლოს მოთმინების ფიალამ მიმტყუნა და ვკითხე ვერ მიცანი-მეთქი? წამით თვალებში ჩამაკვირდა, მერე კი იკივლა და გადამეხვია. მაშინ არ დაუმალავს, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო, მაგრამ მომდევნო შეხვედრაზე თავგამოდებით უარყოფდა. რა სასაცილოა როცა სიმართლე იცი და მაინც გატყუებენ. ამჯერად როცა ხელებში მეწვინა, თვალებს ძლივს ახელდა და მუხლები უკანკალებდა. არ მესმოდა მისი... ლამაზი გოგონა იყო, უნივერსიტეტში სწავლობდა, მუშაობდა, მოსიყვარული მშობლები და ბევრი მეგობარი ჰყავდა, გასართობად დადიოდა. რა უშლიდა ხელს ბენდიერებაში? რაში სჭირდებოდა გამაბრუებელი საშუალებები. იმიტომ მუშაობდა, რომ ფული ნარკოტიკში გადაეყარა...
-მონიკა... მონიკა... - რამდენჯერმე დავუძახე, წამოვაყენე და ბარსთან მივაყუდე. - გესმის ჩემი?
-ჰა-ერ-ზე უნ-და გა-ვი-დე. - ენას ძლივს იბრუნებდა. ეკა და ეკა უკნიდან მომადგნენ.
-მონიკაა? რა სჭირს? - ,,კურნოსა“ ეკას გულწრფელად შეეშინდა.
-წადი, მისი დები იპოვე. - ვთხოვე და მონიკას ხელი ჩემს ბეჭზე გადავიდე. მკლავი წელზე მოვხვიე და დერეფანში გავბრუნდი.
-ხელი გამიშვი... სად მიგყავარ?
-მონიკა, მე ვარ, დინარა.
-ვინ დინარა?
-შენი ბავშვობის დაქალი...
-უი, დინარა. შენ აქ რა გინდა?
-საცეკვაოდ მოვედი. - კიბეებთან მივედით. ვცადე ფრთხილად ჩამეყვანა. შეიძლებოდა ორივე დავგორებულიყავით.
-გოგო, როგორ მომენატრე... რამდენი ხანია არ მინახიხარ!
-ხო, ხო. მეც მომენატრე. ახლა ერთი ნაბიჯი ჩადგი.
-მოიცა... სად ვართ?
-კლუბში.
-მაგარია! - ისე გამიღიმა, რომ ყველა კბილი გამოუჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ლამაზი იყო, იმწუთას მთვრალ თახვს მივამსგავსე.
-,,ბრეკეტები“ ჩაგისვია.
-კი. მიხდება?
-ძალიან. ჩამომყევი ახლა კიბეებზე.
-დინამიკთან მივიდეთ და ვიცეკვოთ რა...
-ჰაერზე მინდაო, ხომ მითხარი?
-აღარ მინდა. ვიცეკვოთ! ვიცეკვოთ!
-მონიკა, ფეხზე ძლივს დგახარ! შენი დები სად არიან?
-,,ხუი იხ ზნაიეტ!“ - იყვირა. (გამათბობელთან მდგარმა დაცვამ ჩვენკენ გამოიხედა.) ძალიან მეწიყნა მისი პასუხი. როგორ შეიძლება დედმამიშვილი ასე ,,გეკიდოს“ მაშინაც თუ ფხიზელი არ ხარ?
-სალომე ვიპოვე! - ეკას ხმა მომესმა. ,,კაპიშონიანი“ გოგოსთვის ხელმკლავი გამოედო და ისე მოათრევდა, როგორც უშველებელი წაგრძელებულ სალაშქრო ჩანთას.
-ესეც კაიფშია? - ვიკითხე, თუმცა არ გამკვირვებია.
-როგორც ხედავ.
-რა ვუყოთ ახლა ამათ?
სალომე მიყურებდა და ვერ მცნობდა.
-რა ლამაზი ბიჭია... - წარმოთქვა ჩემ გასაგონად.
-რა თქვა ამან? - სიცილი ვერ შევიკავე.
-რა ლამაზი ბიჭი ხარ-მეთქი. წამო ,,ვიზასაოთ.“
-სალომე, ოცნებას მორჩი, დინარაა... - წაიბურტყუნა მონიკამ.
-დინარა? ვაიმე, ვაიმე. როგორ გიხდება შეჭრილი თმა! გადავირიე! - გიჟივით გადამეხვია. წონასწორობა ძლივს შევინარჩუნე. მონიკას ხელი ვუშვი. გადავარდებოდა ეკას რომ არ დაეჭირა. გავსწორდი თუ არა შევნიშნე, რომ სალომეს თვალები ამოშავებული ჰქონდა. მაკიაჟი საერთოდ არ ესვა. უპეები შეშუპებოდა. უძილობამ, გადამეტებულმა ალკოჰოლმა და ნარკოტიკმა მის სილამაზეს შესამჩნევი დაღი დაასვა.
-აქ ვისთან ერთად ხართ? - იკითხა ეკამ.
- მხოლოდ ჩვენ, მაგრამ მეგობრები მოგვაკითხავენ და მეორე კლუბში წავალთ. - უპასუხა სალომემ, რომელსაც თვალს ვერ ვწყვეტდი. ყოველთვის თხელი გოგონა იყო, მაგრამ ასეთი გამხდარი არასდროს მენახა. რამდენი კილო დაიკლო? ხუთი? შვიდი? მოტკეცილ ელასტიკში მკაფიოდ ჩანდა მისი ავადმყოფურად გამოწეული მუხლები, ისეთი თხელი წვივები ჰქონდა, როგორც ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულ ტყვეს. ბარკლებს შორის იმხელა დაშორება ჰქონდა, ძველებური მაგნიტოფონიც თავისუფლად გაეტეოდა.
-მშობლებმა იციან სად ხართ?
-არა, გოგო. ,,ღადაობ?“ ხომ მოგვკლა მამაჩვენმა! - შეიცხადა მონიკამ. დები მხრებით ერთმანეთს მიეწეპნენ და სიცილი დაიწყეს.
-ჰგონიათ რომ დაქალთან ვართ და იქ ვრჩებით.
მონიკას და სალომეს მესამე დაც ჰყავთ, ლიზი. ლიზი სალომეს ტყუპისცალია.
-ლიზი დარბაზშია? - მოვიკითხე ჩემი მესამე მეგობარი.
-კი. ცეკვავს ან ფანჯრისრაფაზე ზის.
-წავალ, ვიპოვი და მოვიყვან. თქვენ კიბეებთან ნუ იდგებით. ხალხი ამოდის და ხელი ეშლება.
დარბაზში შევბრუნდი. ლიზის პოვნა არ გამჭირვებია. კართან მდგარ სავარძელში ვიღაც ბიჭთან ერთად იჯდა და კოცნაობდა. ძალიან ბევრჯერ მინახავს წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ეფერებიან. მეტიც, ამ კლუბში ჩემ წინ გოგო და ბიჭი სექსითაც დაკავდა, მაგრამ ასეთი უსიამოვნო განცდა არ დამუფლებია, უბრალოდ ავდექი და მეორე დარბაზში გადავინაცვლე... მეწყინა, თუმცა ვერ მივხვდი რა.
-უკაცრავად... არ მინდა ხელი შეგიშალოთ, მაგრამ... - ალბათ იმ დედის ტონი მქონდა, რომელმაც შვილი ეროტიკულ სიტუაციაში გამოიჭირა. ლიზიმ მომენტალურად მიცნო. ის ბიჭი ნაგავივით მიაგდო და გადამკოცნა.
-როგორ მიყვარხარ, დინარა!
-ვინ არის ეს ბიჭი?
-არავინ. წამოდი, გავიდეთ. - ხელი გადამხვია.
-შენ ხომ შეყვარებული გყავს.
-კი.
-მერე ამასთა რა გინდა?
-ლევანი არ მიყვარს. ვმეგობრობდით. სიყვარული რომ ამიხსნა, უარი ვერ ვუთხარი... შემეცოდა.
-შეცოდების გამო დათახმდი მასთან ყოფნას?
-ხომ იცი რა კეთილი ვარ. - გაიცინა. ლიზი ადრე მორიდებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი იყო. საზოგადოებაში იშვიათად ლაპარაკობდა და იცინოდა. თავშეკავებულობის გამო უფროსი და, მონიკა, დაკომპლექსებულ გომბიოს ეძახდა ხოლმე. მის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა...
ყველანი ერთად გარდერობთან შევგროვილიყავით. ეკა და გოგონები საუბრობდნენ, რომ მომავალ კვირაში აუცილებლად უნდა წავსულიყავით კაფეში ან კინოში და ბევრი ,,გვეჭორავა.“ ვხვდებოდი რომ დებს ჩვენზე გაცილებით მეტი ისტორია ექნებოდათ მოსაყოლი. უეცრად ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მეგობრებს გამოვეყავი და დამკვირვებლად გადავიქეცი. ვუყურებდი ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მთელი ბავშვობა გავატარე და მიკვირდა როგორ შეიცვალნენ ისინი! ერთდროულად ჩემთვის ძალიან ახლობლები და უცნობები იყვნენ. თვალწინ გამირბინა ზაფხულის ცხელმა, მზიანმა, მხიარულმა დღეებმა. ყურში ტექნომუსიკის მაგივრად ჩვენი სიცილი და ხუმრობები ჩამესმოდა.მწვანედ მობიბინე, გვირილებით გადაპენტილი მდელოს ვხედავდი. ამ მდელოში კალიები დახტუნაობდნენ. ალაგ-ალაგ მზისგან გამხმარი ბალახი მიწაზე გაწოლილიყო, იფიქრებდით ირუჯებაო. აქვამარინისფერი ზეცა ზღვას ჰგავდა, ღრუბლები ტალღებზე მოლივლივე იალქნიან გემებს. ჩვენ გიჟებივით დავრბოდით მდელოში... შორს ბუმბერაზი მთები აღმართულიყო, მაგრამ მდელოს გამოწეულ კიდეზე თუ დადგებოდი, გეგონებოდა, რომ ერთი ხელის გაწევაც საკმარისი იყო მათთან მისაწვდომად. რეალობას დავუბრუნდი... კლკუბში ვიდექი, ჩემი ბავშვობის მეგობრები კი ეკას ემშვიდობებოდნენ. მონიკა მომიახლოვდა და კიდევ ერთხელ გადამეხვია.
-შეხვედრამდე! აბა თქვენ იცით, კარგი დრო ატარეთ... - დაგვიძახა ლიზიმ, როცა სამივენი კარებს მიუახლოვდნენ.
-მშვიდობით მიდით სახლში...- გამოვეხმაურე მეც. ლურჯი კარები გაიღო და გოგონებიც ღამეში ჩაიკარგნენ.

***
კლუბში 12 საათზე ნურასდროს მიხვალთ, თორემ ორი განცდიდან ერთ-ერთი აუცილებლად დაგეუფლებათ: დამალობანას ვთამაშობდი და მეგობარს ,,დავასტუკე!“ ან სახლიდან გამომაგდეს და აქაურობას თავი შევაფარე.
პირველი სართულის დარბაზში ექვსი ფანჯრისრაფაა, მე კი მაინც და მაინც მეოთხეზე დავჯექი. დიჯეის ერთი ფანჯარა მაშორებდა. მუსიკა უკნიდან მცემდა. ბგერათა ძლიერი ნაკადი გულზე მაწვებოდა და მას ვიბრაციას გადასცემდა. რაღაც მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ გული გარეთ გამოაღწევდა და რომელიმე დინამიკის თავზე გიჟურ ცეკვას შეასრულებდა. ჭუჭყისგან ფერშეცვლილ, ცივ კედელს მივეყუდე (ადრე უსათუოდ რძიფერი იქნებოდა), ფეხები გვერდულად მოვხარე და მობილურში ჩავძვერი. ეს სიტყვა ზუსტად შეეფერება ადამიანს, რომელიც ეკრანის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევს.
-ლუდს დალევ? - გავიგონე უეცრად ბიჭის ხმა. არ მეცნო, ამიტომ ანდროიდისთვის თვალი არ მომიშორებია.
-დინარა, შენ გეკითხება. - ჩოლკიანმა ეკამ მობილურს ხელი დააფარა და თამაში გამაწყვეტინა.
თინეიჯერს, რომელიც ზემოდან დამყურებდა ალკოჰოლის მძაფრი სუნი სდიოდა. ცალი თვალი ეხუჭებოდა. გეგონებოდათ ძილს ებრძვისო. სინამდვილეში წაიკაიფა, თვალის წვეთები მთელ საძმაკაცოს არ ეყო და გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩა. სიცილი რომ შემეკავებინა პირი მოვკუმე და ტუჩები ერთმანეთზე ისე მივაბჯინე, თითქოს ბაგებით ენის დაჭერას ვცდილობდი. ერთი წუთიც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ ეს ბიჭი ახლახან 18 წლის გახდა. დიდი ალბათობით აქამდე კლუბებში არ უშვებდნენ და დღეს, როცა მისთვის იდუმალ ადგილას (პირადობის მოწმობის დახმარებით) შეაღწია, გადაწყვიტა დედ-მამის მიერ სიმწრით ნაშოვნი ფული ბოლომდე დაეხარჯა და დილას ცარიელი ჯიბით გასულიყო გაჩერებასთან. ალბათ მიკროავტობუსის მძღოლს მოატყუებდა, ისე როგორც ეკა და ეკა იქცევიან ხოლმე. ამ ოინზე ცოტა მოგვიანებით აუცილებლად მოგიყვებით. ვინ იცის, იქნებ თქვენც გამოგადგეთ. ბიჭს ნაცრისფერი პერანგი ეცვა. მის საყელოზე იისფერი და ყავისფერი ტუჩსაცხის ნაკვალევს შენიშნავდით. შარვალი უხერხულად შემოტმასნოდა გენიტალიაზე. ხელში ორი ლუდის ბოთლი ეჭირა. ცოტაც და ან მე დამასხამდა, ან თავს დაისველებდა. აქოჩრილი შავი თმა გაოფლიანებოდა. საფეთქლებთან რამდენიმე ცვარივით წვეთი მოცურავდა. ალბათ სანამ ჩვენ დარაბზში შემოვიდოდით მუხლუხოსავით იკვანწებოდა და კენგურუსავით ხტუნავდა. (ვინ თქვა, რომ კენგურუები მხოლოდ ავსტრალიაში ბინადრობენ?) სწორი და უჩვეულოდ მოკლე, არაქართული ცხვირი ჰქონდა. ეს ცხვირი აშკარად შემთხვევით აღმოჩნდა მის სახეზე.
-მადლობა. არ მინდა. - ცივად წარმოვთქვი. ახალი ნაცნობების გაჩენის ხასიათზე არ ვიყავი, ჯერ კიდევ სალომეზე, ლიზიზე და მონიკაზე ვფიქრობდი.
-მე გიორგი მქვია. - მითხრა თუ არა ვინატრე ხელის ჩამოსართმევად არ გამოიწიოს-მეთქი. ასეთ მთვრალს არამგონია საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელების დაბანა გახსენებოდა.
-მე დინარა ვარ. - მობილურს მივუბრუნდი.
-გამომართვი, ნუ გერიდება. - ბოთლი ახლოს მომიტანა.
-გასწიე. ალკოჰოლს არ ვსვამ.
-კარგი რა... აბა კლუბში რატომ დადიხარ?
ქართველებს (განსაკუთრებით ბიჭებს) ჰგონიათ, რომ კლუბში აუცილებლად უნდა იკაიფო, ყველას მოწოდებული ალკოჰოლით გონების დაკარგვამდე გაიჭყიპო, დახრჩობამდე სიგარეტი მოსწიო და საბოლოოდ ბინძურ საპირფარეშოში ვინმეს უნდა ეჟ**ავო. ვერ წარმოუდგენიათ, რომ სხვანაირად გართობაც შეიძლება. ჩოლკიან ეკას გავხედე. თვალებით ვანიშნე მომაშორე ეს აბეზარა-მეთქი.
-დაანებე მაგას თავი. ხომ ხედავ, უხასიათოდ არის. მე დავლევ ლუდს. - ეკამ სასმელი მოწრუპა.
შუშის მიღმა სასტუმროს მაღალ შენობას ვხედავდი. ფანჯრები ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულიყვნენ. ჩამოშვებული ფარდები თითოეულ ოთახს უფრო საინტერესოს ხდიდა. ალაგ-ალაგ შუქი აენთოთ. ამ შენობაში მხოლოდ მდიდარი ადამიანები იყრიდნენ თავს. მასში ერთი ღამის გატარებაზეც კი მხოლოდ ოცნება შემეძლო... ოცნება კი ნამდვილად კარგად გამომდიოდა! არ ვიცი რამდენხანს დავხეტიალებდი ლუქსებში, მდიდრულად გაწყობილ დერეფნებში, გამჭვირვალე ლიფტში (რომელიც ან ცისკენ მიგაფრენს ან ჯოჯოხეთისკენ მიგაქანებს), გამწვანებულ ვერანდებზე (სადაც ყვავილები ზამთარშიც კი ყვავის), აუზის ირგვლივ, (რომელშიც წყალი ცისფრად კამკამებს), მაგრამ უკან როცა მოვიხედე დარბაზი ხალხით გადაჭედილი დამხვდა.
მართალია დიჯეი კარგად უკრავდა, მაგრამ განწყობის ხასიათის გამო მუსიკამ მაინც ვერ ამიყოლია. როცა ვერ ერთობი დრო ნელა გადის. თითქოს საათის ისრებს უხილავი ძალა უკან-უკან ექაჩება. შევნიშნე, რომ ჩოლკიანი ეკა ,,დენსფლორიდან“ დაბრუნებულიყო და ჩემ წინ იჯდა, ჩვენ შორის რამდენიმე ცარიელი ლუდის ბოთლი იდგა.
-ყველა შენ დალიე?
-კი. - გამიღიმა, მაგრამ სახე წამში დაუსერიოზულდა. ინტერნეტი დაეჭირა და სოციალურ გვერდზე უაზროდ დაძვრებოდა: ათვალიერებდა იმ ადამიანების ფოტოებს, რომლებსაც დასანახად ვერ იტანდა ან იმ ბიჭების გვერდებს სტუმრობდა, რომლებთანაც დიდი ხნის წინ რაღაც აკავშირებდა. რამდენიმე მიმოწერასაც გადაავლო თვალი და იფიქრა, რომ უკეთესი პასუხების მოფიქრებაც შეეძლო.
-მოწყენილი რატომ ხარ? - დიალოგის გაგრძელება ვცადე.
-ვერ ვერთობი რაღაც.
-ვერც მე. ეკას ხედავ?
- სიღრმეშია.
- ისევ გიორგის ძმაკაცთან ერთად ცეკვავს?
-არამგონია. - ხმაზე არ ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. არ მოეკიდა.
-მეორე სართულზე უკრავს ვინმე?
-არ ვიცი. გავიგოთ?
-ეკა ვიპოვოთ და სამივე ერთად ავიდეთ.
მთვრალი ეკა დინამიკზე იდგა. ბრჭყვიალა ჭაღის სინათლე ხანდახან სახეზე დაურბოდა. თუ დააკვირდებოდით შენიშნავდით, რომ მოგრძო სახეზე ჰარმონიულად ჩამჯდარყო ორი ჭრელი თვალი და ოდნავ ატეხილი წარბები. ეკა ისეთი გოგოა მაკიაჟი რომ არ სჭირდება. გამოყვანილ, სქელ ტუჩებზე ალკოჰოლი უბზინავდა. ვინ იცის, რამდენი ბიჭი ფიქრობდა, რომ მისი ბაგებიდან დალეული წყალიც კი მათრობელა იქნებოდა, მაგრამ მისვლას ვერ ბედავდა. დაუვიწყარ მშვენიერებასთან მიახლოებას იშვიათი სიმამაცე სჭირდება. ეკა საოცარი დასანახი იყო! წაბლისფერი თმა წელამდე ჩამოშლოდა და ცეკვისას ნელა ირხეოდა. ქარიან ამინდში აშრიალებულ ტირიფს მოგაგონებდათ . ტანზე მოტკეცილი ზედა მის ქალურ ფორმებს ხაზს უსვამდა. ეკას ასაკისთვის შეუფერებლად დიდი მკერდი ყველა კაცისთვის სამოთხის კარიბჭეს ჰგავდა - შაქრისფერი და ახალი მთებივით წამოზნექილი. მკრივ ძუძუებზე ხორცისფრად წამომდგარ თავებს ლიფი უფარავდა, თორემ დაკვირვებული მზერა ადვილად შენიშნავდა, როგორ ადვილად აღაგზნებდა მუსიკა. უკიდან მივეპარე და საჯდომზე ხელი წამოვარტყი. შეცბა და თითქოს ბურუსიდან გამოერკვიაო, სწრაფად მობრუნდა უკან. ჩხუბს აპირებდა, მაგრამ მე შევრჩი ხელში.
-რა იყო? - მიყვირა. ტუჩების მოძრაობით უფრო მივხვდი რა მკითხა.
-ზემოთ ავიდეთ! - ხელით ვანიშნე.
დინამიკიდან ჩამოსვლაში დავეხმარე. ბრბოში ძლივს გავიკლიეთ გზა. გარდერობთან ხალხი შეკრებილიყო. ტრანსგენდერები გოგონებს დასცინოდნენ. ორი გეი ერთმანეთს ეფლირტავებოდა. რამდენმე ბიჭი რიგში დგომას გაეღიზიანებინა, წუწუნებდნენ რომ ქურთუკები დიდი ხნის წინ უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ სხვებმა უტიფრად გადაუსწრეს.
-უცხოეთში ასეთი რაღაცები არ ხდება! ამ დედა მოტ**ულებმა არც რიგის დაცვა იციან, არც წესიერად მოქცევა!
- აი ცოტაც მოვითმინოთ, ძმაო, და ,,დავაწვებით“ ამერიკაში!
-აი მეც ,,ლიჟბი“ აქედან წავიდე... უკან აღარ მოვბრუნდები! - მათი ხმა გომბეშოების ყიყინივით ჩამესმოდა ყურებში. დანარჩენები ცხოველებივით აწვებოდნენ ერთმანეთს, უყვიროდნენ, იგინებოდნენ, სხვადასხვა ენაზე (ინგლისურად, რუსულად, გერმანულად და თურქულად) აღშფოთებას გამოხატავდნენ, სიგარეტს ითხოვდნენ, ნარკოტიკისგამსაღებლებს ეძებდნენ. მეორე სართულზე ამავალ კიბეებზე ფეხი ძლივს შევდგით.
კიბეებზე ჩამომჯდარი თინეიჯერები ხის ტოტზე დასკუპებულ ბეღურებს ჰგავდნენ... თვალებიდან ლურჯი და წითელი ნაპერწკლები სცვიოდათ. ზოგს ეგონა, რომ უცხო სხეულივით შეჭრილიყო მულტფილმში. სხვებს სჯეროდათ, რომ თავად განასახიერებდა მულტფილმის პერსონაჟს. კიბის თავში ,,მოზასავე“ წყვილს არ აინტერესებდა, რომ იქვე მჯდარი ,,გრუზინი,“ რომელიც პირველად შეესწრო მსგავს თამამ სცენას, ორივეს დედის ტრ**ს აგინებდა. ალბათ გოგოს თმით ირევდა და იმ ბიჭს სახეს დაუნაყავდა ერის გარყვნისთვის, ახლო-მახლო დაცვა რომ არ მდგარიყო. ეს მაღალი, ახოვანი, ჭაღარაშეპარული, სერიოზული მამაკაცი მკაცრად აკონტროლებდა დერეფანს. თუ ნერვები გიმტყუნებს ან მთვრალზე საღერღელი აგეშლება კლუბიდან კინწის კვრით მიგაბრძანებენ და სამუდამოდ გაგაშავებენ. ,,ქართველმა ვაჟკაცმა“ წყვილს თვალი მოსწყვიტა და შემომხედა. ჩემს მოკლე თმაზე სახე ისე დაემანჭა, თითქოს ქართველობის (ეროვნების) წართმევა დავუპირე. ქართლის დედას ხომ გრძელი თმა აქვს! ასეთი ბიჭების დანახვისას ძალიან მაინტერესებს როგორია მათი და, დედა, შეყვარებული ან ცოლი და როგორი იქნება შვილი.
მეორე სართულზე ცეკვა უფრო მომწონს. იქ ყოველთვის უკეთესი მუსიკა ჟღერს, მაგრამ ნაკლები ხალხი ადის. კარის შეღებისთანავე სასიამოვნო სიგრილე ვიგრძენი. კედლებზე იდუმალი სიბნელე აკრულიყო. გათანგული ქალის მსგავსი შუქი მხოლოდ ბართან ენთო. მის წინ გრძელი მაგიდა იდგა. ამ მაგიდის დანახვისას შეუძლებელია არ გაიფიქროთ, რომ ვესტერნული ბარიდან არის წამოღებული. ჩვეულებრივ, მასზე ადიან და ცეკვავენ. დიჯეის აპარატურა ცოლის სხეულივით ჰყავდა შესწავლილი და შეეძლო თვალდახუჭულს დაეკრა. ეკა და ეკა მისკენ ცეკვა-ცეკვით წავიდნენ. მეგობრებს თვალი გავაყოლე და მუსიკას თავისუფალი მოძრაობებით ავყევი. ასეთ დროს ყველაზე ხშირად თავს და თეძოებს ვაქნევ. ჩემ უკან კარი კიდევ ერთხელ გაიღო. ვიგრძენი რომ ვიღაცამ ჩამიარა და ახლოს გაჩერდა. ვერ ვიტყვი, რომ დამაინტერესა ვინ შემოვიდა-მეთქი, მაგრამ რაღაც აუხსნელმა გრძნობამ მისკენ გამახედა. მაღალი იყო (თვალითაც შენიშნავდით რომ დაახლოებით ორი მეტრი), გაგატისფერი კარდიგანი წვივებზე სცემა, კაპიშონი ისე წამოეფარებინა რომ პროფილში სახის დანახვა მიჭირდა. ხელები ჩამოეშვა. გრძელი, მამაკაცური, მაგრამ ლამაზი თითები ჰქონდა. მხრებით ოდნავ ირწეოდა. მისი სხეული ზღვის მიმოქცევასავით ჯერ უკან იხევდა, შემდეგ კი წინ მიიწევდა. მიმიზიდა. მომენტალურად მისი აურის ტყვეობაში აღმოვჩნდი. მთელი ბავშვობა ,,ჰარი პოტერს“ ვკითხულობდი და ჯადოსნურ სამყაროზე ვიყავი შეყვარებული. ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ჰოგვორტსიდან (*სასწავლებელი ჯადოქრებისთვის) მაგლების (*ადამიანები, რომლებიც მაგიურ უნარს არ ფლობენ.) წვეულებაზე იყო გამოპარული. მისი გიშერივით შავი მანტია სკოლის ფორმას მაგონებდა. მთელ კლუბში ყველაზე საინტერესო ადამიანად მომეჩვენა. ძალიან მინდოდა მივსულიყავი და გამეცნო, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. მუსიკის ტემპმა იმატა, მისი ილეთებიც უფრო ენერგიული გახდა. დაცხა და კაპიშონი გადაიძრო. ციტრინისფერი, მოგრძო თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი. დახვეწილი სახეზე, გამოყვანილი ყვრიმალები, თხელი ლოყები და სწორი, რუსივით წაწვეტებული ცხვირი დავინახე. ქვედა ტუჩი ზედაზე დიდი იყო, მაგრამ ერთად საუცხოო კომბინაცის ქმნიდა. არასდროს მენახა ისეთი ლამაზი ბიჭი. სუნთქვა შემეკრა. აღარაფერი მესმოდა ჩემი გულისცემის გარდა. ირგვლივ თითქოს ყველამ შეწყვიტა არსებობა. სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი, ჩემსა და გარესამყაროს შორის კინოფირივით კარბოდა კლუბში მოსვლის წუთიდან მომხდარი კადრები, თითქოს დერეფნის შესასვლელში ვიდექი, ბოლოს კი მის მომნუსხველ სილუეტს ვხედავდი. ტანში ჯერ თბილმა ჟრუანტელმა დამიარა, შემდეგ გულში მიწისძვრა ვიგრძენი, ბოლო კი რაღაც გასკდა და მუცელში ჩაიღვარა. ვგრძნობდი რომ ვენებიდან ამოყლორტილი უხილავი ძაფები ელვისებური სისწრაფით მიიწევდნენ მისკენ. დავინახე მის სხეულში როგორ ღრმად შეიჭრნენ და შეესისხლხორცნენ. ვცდილობდი ადგილიდან არ დავძრულიყავი, მაგრამ მთელი არსებით, მისდაუნებირად, თავისკენ მექაჩებოდა.
-რატომ არ ცეკვავ? - ჩოლკიანი ეკა წინ დამიდგა და ხელები ჩამკიდა, რომ გავემოძრავებინე.
-სრულყოფილებაა... - წავიჩურჩულე. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფს ხმის ამოღებაც კი მიჭირდა.
-რა თქვი?
ეკას ხელი მხრებში მოვკიდე და უცნობისკენ შევატრიალე.
-ღმერთო ჩემო, რა ლამაზია! - მოურიდებლად წამოიძახა.
-ჩუმად! გაიგონებს! - პირზე ხელი ავაფარე. - არ ვიცი რამდენი ხანია ასე ვდგავარ... ვდგავარ და ვუყურებ. არ მბეზრდება.
-მერე?
-მერე არაფერი. ერთხელაც არ შემოუხედავს. ვერ მამჩნევს.
-ვაიმე, რა მაგრად ცეკვავს!
-ვიცი. ვხედავ.
-მიდი და გამოიცეკვე.
-გადაირიე?! ვერ გავბედავ!
-მიდი, ჰე, მიდი! ნუ სულელობ.
-ასეთ ბიჭს ათასი წელი არ მოვეწონები!
,,კურნოსა“ ეკა მოგვიახლოვდა.
-რა ხდება? - სიგარეტს მოუკიდა და კოლოფი ელვისებური სისწრაფით ჩაიდო ჯიბეში. ალბათ ფიქრობდა ვინმემ ერთი ღერი არ მომთხოვოსო.
-ბიჭი მოეწონა და არ მიდის საცეკვაოდ.
-რომელი ბიჭი?
-გვერდზე გააბრუნე თავი, ოღონდ რეაქცია არ გამოხატო. - უპასუხა ეკამ.
-დინარა, მიდი, თორემ მე მივალ! - ,,კურნოსამ“ სიგარეტიანი ხელი მისი მიმართულებით გააქნია.
-პირველად მე დავინახე! მისვლა არ გაბედო! - სერიოზულად გავბრაზდი. ბიჭის გამო არასდროს გვიჩხუბია. მაშინ კი მზად ვიყავი ნებისმიერ გოგოს ხელით შევხებოდი თუ მის სიახლოვეს დავინახავდი.
ეკა ათი წუთი მელოდა. მე ვცქმუტავდი. უცობს შეუმჩნევლად წრეებს ვარტყამდი. მის სიახლოვეს ვცეკვავდი, მაგრამ მისვლა ვერ გავბედე. მაშინ ,,კურნოსა“ წინ დაუდგა და გამომწვევად დაიწყო მოძრაობა...



№1  offline ადმინი შამანი

როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა...♥
მომენატრა შენი ისტორიები და შენ! ♥
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს ♥ ♥ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2 სტუმარი Yhuuuuu

ვაიმე მელანდებააა? აუუუ როგორ გამახარე.

 


№3  offline მოდერი bibo

Vaime ramtfra momewona didu :****kargia tkbilooo ragac gansxvavebuli da saswauli iqneba vatyob magas me caa :D tkbilooo aba shen ici aluchav geli geli mogeliii didze didi tavebi dade xarchov kaiiii biskviw geli meo

 


№5  offline წევრი N7

ეს ის მომენტია, როცა ათასიწელი დაველოდები ახალ თავს ისე, რომ ამ ემოციებისგან, რომელიც კითხვისას მივიღე, მაინც არ დავიცლები.
არ ვიცი, რატომ არაფერი მაქვს წაკითხული შენი, მაგრამ პირველივე სიტყვებიდან მივხვდი, რომ ძალიან ახლოს მოხვიდოდი შენი ნაწერით ჩემთან.
და შეძელი.
შვიდიანი გამიხარდა დასაწყისში... საყვარელი რიცხვი – 7. მეც ხომ შვიდიანი ვარ..
სიტყვების მარაგი, ამდენად მრავალფეროვანი ნაწერი...
თავიდან სულში ჩამიძვერი, ბოლოში თითქოს უკვე მიყრილი იყო ემოციები, მაგრამ თავიდან ყველა მძიმე და წერტილი ჩემამდე მოვიდა.
ბრავო!
წარმატებები.
ველი ახალ ნაწილს.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

გამიხარდა საიტზე რომ დაბრუნდი. სხვათაშორის, ჩემი კარგი ხნის წინ წამოყენებული იდეაა რომ როცა საიტზე ავტორების დაბრუნებაზე მიდგა ჯერი, შენი დონის ავტორისთვისაც უნდა მიემართათ იგივე თხოვნით. წარმატებებს გისურვებ!

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თათული, ძალიან მიხარია რომ არ გადაიფიქრე დადება. პირველად ვკითხულობ შენს ნაწარმოებს და აღფრთოვანებული ვარ როგორც სტილით,ისე სიუჟეტით, ყველაფერია რაც შეიძლება იყოს. ველი, მომდევნო თავს.

 


№8  offline წევრი isterichka123

კაია გაგრძელე

 


№9  offline მოდერი წითური გოგონა

ახალი რა უნდა დაგიწერო.
კიდევ გავიმეორებ
მიყვარხარ
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№10  offline წევრი Ignifex

მეც პირველად ვკითხულობ და მეც გადამრიე.
საოცრად კარგად წერ. აი,საინტერესოდ და ჩამთრევად.
ველი შემდეგს. ❤

 


№11  offline მოდერი nicol

სრულყოფილი ნაწერი.
ჩაგვირისტებულის სიტყვები, უშუალოდ და ზუსტად გადმოცემული ამბავი love
ძალიან მომეწონა და რა თქმა უნდა ველი გაგრძელებას
--------------------
თინა ნიკოლ

 


№12  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

შამანი
როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა...♥
მომენატრა შენი ისტორიები და შენ! ♥
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს ♥ ♥ ♥


დიდი მადლობა თბილი დახვედრისთის. მოუთმენლად დაველოდები შენს კომენტარებს. იცი, რა სასიამოვნო მოსასმენია როცა მკითხველს ენატრები? :3

Yhuuuuu
ვაიმე მელანდებააა? აუუუ როგორ გამახარე.

მეც გამიხარდა, რომ დავბრუნდი ^^ რაღაც მოულოდნელად გადავწყვიტე. მომაწვა, როგორც იტყვიან :დდ

Mariami_MariamOo
gamexardi <3

იმედია იმედებს არ გაგიცრუებ :*

N7
ეს ის მომენტია, როცა ათასიწელი დაველოდები ახალ თავს ისე, რომ ამ ემოციებისგან, რომელიც კითხვისას მივიღე, მაინც არ დავიცლები.
არ ვიცი, რატომ არაფერი მაქვს წაკითხული შენი, მაგრამ პირველივე სიტყვებიდან მივხვდი, რომ ძალიან ახლოს მოხვიდოდი შენი ნაწერით ჩემთან.
და შეძელი.
შვიდიანი გამიხარდა დასაწყისში... საყვარელი რიცხვი – 7. მეც ხომ შვიდიანი ვარ..
სიტყვების მარაგი, ამდენად მრავალფეროვანი ნაწერი...
თავიდან სულში ჩამიძვერი, ბოლოში თითქოს უკვე მიყრილი იყო ემოციები, მაგრამ თავიდან ყველა მძიმე და წერტილი ჩემამდე მოვიდა.
ბრავო!
წარმატებები.
ველი ახალ ნაწილს.


ათასი წელი ნამდვილად არ გალოდინებთ, მაგრამ თვის ბოლომდე ცოტა გაგვიჭირდება. მერე გამოცდებსაც ჩავაბარებ, სამსახურიდანაც წამოვალ და შევძლებ ყოველდღე დავდო დიდი თავები.
შვიდი მეც მიყვარს. ადრე 7 შვილი მინდოდა მყოლოდა. არასდროს ვიცოდი რატომ ამოვიჩემე ეს ციფრი.
ყველა მწერლის ოცნებაა მკითხველის გულამდე ახლოს მივიდეს. თუ მე ეს შევძელი, გამოდის მისია წარმატებით შემისრულებია.
მადლობა! <3

grafo
გამიხარდა საიტზე რომ დაბრუნდი. სხვათაშორის, ჩემი კარგი ხნის წინ წამოყენებული იდეაა რომ როცა საიტზე ავტორების დაბრუნებაზე მიდგა ჯერი, შენი დონის ავტორისთვისაც უნდა მიემართათ იგივე თხოვნით. წარმატებებს გისურვებ!

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის <3 თხოვნა არ დამჭირდა, ხომ ხედავ ^^

ლორელაი
თათული, ძალიან მიხარია რომ არ გადაიფიქრე დადება. პირველად ვკითხულობ შენს ნაწარმოებს და აღფრთოვანებული ვარ როგორც სტილით,ისე სიუჟეტით, ყველაფერია რაც შეიძლება იყოს. ველი, მომდევნო თავს.

დიდი მადლობა <3 მიხარია, რომ მოგეწონა. მითუმეტეს თავადაც წერ, წიგნის რედაქტირებაც აიღე საკუთარ თავზე, მოკლედ გამოცდილი ადამიანი ხარ.

isterichka123
კაია გაგრძელე

მადლობა შეგულიანებისთვის ^^

წითური გოგონა
ახალი რა უნდა დაგიწერო.
კიდევ გავიმეორებ
მიყვარხარ

მეც ძალიან მიყვარხარ!!!

Ignifex
მეც პირველად ვკითხულობ და მეც გადამრიე.
საოცრად კარგად წერ. აი,საინტერესოდ და ჩამთრევად.
ველი შემდეგს. ❤

დარჩი ჩემთან ერთად და უფლება მომეცი უფრო გადაგრიო... უფრო ჩაგითრიო!

nicol
სრულყოფილი ნაწერი.
ჩაგვირისტებულის სიტყვები, უშუალოდ და ზუსტად გადმოცემული ამბავი love
ძალიან მომეწონა და რა თქმა უნდა ველი გაგრძელებას

მეც მოუთმენლად ველი შენს შეფასებებს, პერსონაჟების დახასიათებებს, სიუჟეტის განვითარების პროგნოზს და ა.შ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent