შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნებული თილისმა (პირველი თავი, მეორე ნაწილი)


9-06-2016, 20:19
ავტორი tgvinianidze29
ნანახია 2 765

ეკას და მანტიიანს შორის ჩავდექი, კურნოსას ვანიშნებდი აქედან მოშორდი-მეთქი. გაეცინა, თვალი ჩამიკრა და მასთან მარტო დამტოვდა. მინდოდა ამ ბიჭთან მეცეკვა, მაგრამ თან გაქცევისკენ მიმიწევდა გული. რამდენიმე ილეთი გავაკეთე და წრე შემოვარტყი. უკან დავუდექი, ინტერესით და აღფრთოვანებით ვაკვირდებოდი. როგორც ჩანს, ფართო ბეჭებზე ჩემი მზერა იგრძნო. ცეკვა-ცეკვით მობრუნდა, ჩემი შეთვალიერება უნდოდა, არ ვიცი სიბნელეში რამდენად გამარჩია. სასწრაფოდ გავერიდე და ხალხში შევერიე. ვცდილობდი თვალთახედვის არიდან არ გამომპარვოდა. შევნიშნე რომ თვითონაც მეძებდა. ვერ მიპოვა და დარბაზიდან გავიდა. ფინია ლეკვივით უკან დავედევნე. დავინახე, რომ გოგოებში ჩადგა. თითქოს მთის ბროლი იაფფასიან ქვებში ჩააგდეს. ყველას იცნობდა. ისინი ეკეკლუცებოდნენ, ერთმა ხელმკლავი გამოსდო, მეორემ ლოყაზე ხელი მოუთათუნა. გამოწვევად კისკისებდნენ, ისეთ პოზებს იღებდნენ თითქოს იცოდნენ პაპარაცები დაგვზდევენ და კადრში ლამაზად გამოჩენას ცდილობდნენ. შუქზე უცნობი კიდევ უკეთესად გავარჩიე. რბილი თმა ოქროსფრად უბზინავდა. სწორი, მოსქო, ოთკუთხედი წარბები მის პრენიტივით (მწვანე-მოყვითალო ქვა) თვალებს უსვამდა ხაზს. მისი ცქერით ვერ ვძღებოდი. გულის რომელიღაც კუნჭულში მინდოდა შევემჩნიე.
-დინარა... - ფიქრებში მივუახლოვდი და ,,ნაშებს“ იდილია დავურღვიე. მდუმარემ ხელი ჩავკიდე და ცივ ქუჩაში სასეირნოდ გავიყვანე...
-დინარა! - ჩოლკიანი ეკას ძახილმა გამომაფხიზლა. შევცბი, წონასწორობა დავკარგე და ინაღამ დავგორდი.
-რა იყო?! - უკან ცოტა წყენთ მივიხედე. სახეზე მეწერა რას ქვია ოცნებაში ხელი შემიშალე-მეთქი.
-რამდენი ხანია გაშტერებული უყურებ... - გადაიხარხარა.
-მოკეტე!
კვლავ მანტიიანისკენ მივბრუნდი. აღარსად ჩანდა. რამდენიმე გოგო პირველი სართულის დარბაზში შევიდა.
-წავიდა... ასე მალე... ერთ თვალის დახამხამებაში გაქრა...

***

ალბათ ერთი საათ გავიდა... ან ორი...
კიბეების მოაჯირზე ვიჯექი, ცივ კედელს ზურგით ვეხუტებოდი და ვფიქრობდი სწორად მოვიქეცი თუ არა მისი გაცნობისგან თავი რომ შევიკავე... ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ შემეშინდა... ხელი რომ ეკრა ჩემთვის? მასხრად რომ ავეგდე? როგორ მეპატიებინა საკუთარი თავისთვის? შეიძლება, შეკითხვები რომელიც თავში გვიტრიალებს, დაუვწყარი მოგონებების შექმნაში ხელს გვიშლის.
-გოგო, ნეტავ, დაგენახა როგორ უყურებდა! - ჩოლკიანი ეკა ,,კურნოსას“ ელაპარაკებოდა და იცინოდა. - მიშტერებოდა, ცოტაც და დორბლი გადმოუვიდოდა! - ხითხითისას ხელს მუცელზე იკიდებდა, თითქოს სიცილის შეკავებას ამ გზით ცდილობდა.
- დავუძახე, დინარა-მეთქი. ვერ გაიგონა. მერე იმხელაზე ვუყვირე შეხტა, კინაღამ კიბეებიდან დაგორდა და თავზე დაეცა იმ ბიჭს. ,,პრიკოლია“ რა...
ვიგრძენი, რომ ჩამობნელდასავით. ჩემ წინ შავი სილუეტი აღიმართა. თავი ნელა ავწიე, გული გამალებით მიცემდა, ყურებში გაბმული წრიპინი მესმოსა, მეგონა ეს პროცესი რამდენიმე წამს გაიწელა. ხომ შეიძლებოდა ის ყოფილიყო?!
-არ წასულა...- წარმოვთქვი გულში. მადლობა ღმერთს, ფიქრი არ გავახმაურე. თვალები სიხარულით წამომენთო. თუ ერთმანეთს მზერას გავუსწორებდით უსათუოდ შენიშნავდა, რომ გამოლაპარაკება მინდოდა. თვალებზე ენატანია ორგანო არ არსებობს! ჩემ წინ დაახლოებით სამი წამი იდგა. ეკა და ეკა ხმას არ იღებდნენ. ვგრძნობდი, რომ მანტიიანი რაღაცას ელოდა. დავიბენი. გონებაში ერთი სიტყვაც ვერ ვიპოვე, რომელიც შეიძლებოდა მეთქვა. ალბათ ყველა ფრაზა აზრთა სამუმმა დაფლა. აუჩქარებელი მოძრაობით გადადგა ნაბიჯი და შეჩერდა. თითქოს შანსი მომცა, რომ ხმას თუ ვერ ვიღებდი, წამოვმხტარიყავი და კარდიგაში მაინც ჩამევლო ხელი. ვიფიქრე, რომ ეს მდუმარე მუდარას ემსგავსებოდა... თავმოყვარეობამ ყელში წამიჭირა ხელი. არ გაინძრე! მიყვიროდა გონება. იმოქმედე! - მკარნახობდა გული. კართან მსივლამდე ისეთი განცდა დამიტოვა, რომ ფეხები უკან რჩებოდა. ის იყო სახელური უნდა ჩამოეწია, როცა ხელი უან წაიღო და გამომხედა. იმ წამს პირველად გადაიკვეთა ჩვენი მზერები. მინდოდა მისთვის თვალი მომეშორებინა, მაგრამ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. მახეში გავები... და რაც მთავარია ამ მახეში ყოფნა მსიამოვნებდა. ტუჩების მოძრაობით და გამომეტყველებით მივხვდი, რომ რაღაც თქვა, მაგრამ ხმაურში ვერაფერი გავიგონე. ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი.
- რა გქვია?
- ადალბრეჩტი. შენ?
- დინარა. - რაღაც მომენტში ვიფიქრე ახლა უკან გავბრუნდები მეთქი, რადგან სახელის დამახსოვრება ვერ მოვახერხე.
-რაღაცას ამბობდი... ვერ გავიგონე და მოვედი.
-ხო... - ჩაფიქრდასავით და წამიერი დუმილის შემდეგ მხიარულად წამოროშა - ალპებში გინდა?
ვერ მივხვდი ნაროტიკულ საშუალებას მთავაზობდა, სექსს თუ უცნაური იუმორი ჰქონდა. მან ხელი კარისკენ გაიშვირა, მასზე დიდი მრგვალი ლურჯი პოსტერი იყო გაკრული, წარწერით: ,,ალპებში გინდა?“
-ტურისტული რეკლამა... - გამკრა თავში. - ალპებშიც მინდა და შენი ნომერიც...
არ მჯეროდა რომ ეს სიტყვები წარმოვთქვი. ჩემი ხმა ისე მესმოდა, როგორც რადიოწამყვანის ნათქვამი. სახეზე ავილეწე. რაც უფრო უკეთ ვაცნობიერებდი, რომ ადალბრეტჩს ნომერი მართლა ვთხოვე, მით უფრო მძაფრად ვგრძნობდი ჩახუთულობას და სიცხეს. დაიბნა. ბაგე ოდნავ შეხსნა, მაგრამ ბგერა არ დასცდენია. თვალი ავარიდე.
-ალბათ არ მომცემს ნომერს. რა სულელი ვარ! ეს როგორ მომივიდა? - ფიქრის დამთავრება არ დამაცადა:
-ნომერი გამორთული მაქვს...
-რა თქმა უნდა, რას ველოდი აბა? - საკუთარი თავის მიმართ ირონიით ავივსე. თითქოს ჩემს სხეულს გამოვეყავი, წინ დავუდექი და დაუნდობლად დავცინე, ის კი ცოტაც და ატირდებოდა.
ბიჭი რაღაცის ლაპარაკს განაგრძობდა, მაგრამ ვეღარ ვუსმენდი. ყურები დამიგუბდა. თვალებზე ცრემლები მოამწვა. არ მინდოდა მის წინაშე ავტირებულიყავი. ისედაც საკმარისად დავიმცირე თავი.
-კარგი. - მოვუჭერი მოკლედ, შევბრუნდი და მეგობრებთან სწრაფი ნაბიჯით დავბრუნდი.
-რაო? - აფორიაქდნენ ჩოლკიანი და კურნოსა.
-მოდი, ნუ ვილაპარაკებთ ამაზე...
-რა მოხდა, მოყევი, გოგო! - ჩამეძია ჭრელთავალა.
-ნომერი ვთხოვე და არ მომცა. დაისვენე? - შევუღრინე. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, როცა ნაწყენი ან გაბრზებული ვარ უდანაშაულო ადამიანს შემიძლია ვეჩხუბო.
-არ მოგცა? - გულწრფელად გაუკვირდა ეკას.
- მოდის... - წაიჩურჩულა ჩოლკიანმა.
- ვინ მოდის?
-ეგ მოდის!
-ერთი დამცირება არ კმარა ეტყობა.
-გიახლოვდება..
- ალბათ პირველ სართულზე ჩადის...
- ჩუმად... შენ უკან დგას...
ვეცადე აუღელვებლად დავმჯდარიყავი ჩემს ადგილას და მისთის ყურადღება არ მიმექცია. არტისტული ნიჭი გამომადგა. ისე ვიქცეოდი, თითქოს საერთოდ არ არსებობდა.
-მაგრად ,,გამიტყდა.“
ეკასთან ლაპარაკი წამოვიწყე.
-რაღაც გითხრა. - თავი ადალბრეტჩისკენ გააქნია.
წარბებაზნექილმა გავხედე.
-რა იყო? გინდა რამე? - გამყინავი ხმა და გამომეტყველება მქონდა.
-,,გამიტყდა.“ ეს რა საქციელი იყო?
-აჰ... კიდევ შენ ,,გაგიტყდა“ რამე?
-ამიხსენი, ასე რატომ მომექეცი?
,,ეს ბიჭი მგონი ვერ არის.“ უპასუხოდ დავტოვე, კიბეები ავირბინე
(კიდევ კარგი, სიჩქარეში რომ არ წავიქეცი) და საპირფარეშოში შევედი. კარგი დავხურე თუ არა ცრემლები წამომივიდა. მთელი სხეულით ვცახცახებდი. თავი მსოფლიოში ყველაზე მახინჯი გოგო მეგონა
-ღმერთო ჩემო... ნომერი ვთხოვე, არ მომცა, რაღაც სისულელე მოიგონა... დამაჯერებელი ტყუილი მაინც ეთქვა! ნომერი გამორთული მაქვსო. შე დალოცვილო, ვერ ჩართავ მერე? იდიოტი! კრეტინი! - ონკანი მოვუშვი, რომ წყლის ხმას ჩემი რეპლიკები ჩაეხშო. სარკეში ჩემ თავს მოვკარი თვალი: ცხვირი გაწითლებული და გაბუშტული მქონდა (ტირილისას სულ ასე მემართებოდა), თვალები - შეშუპებული და გავარდისფერებული, მოკლეთმიანი ვიყავი, მაგრამ ნაზი ნაკვთები მაინც გოგოს მამსგავსებდა. შავი როლინგი და იგივე ფერის შარვალი მეცვა. იმდენად უბრალო ვჩანდი, ადამიანს დანახვისთანავე დავავიწყდებოდი.
-შენ მართლა ფიქრობდი, რომ ნომერს მოგცემდა?! ჰაჰ, პაემანზე დაპატიჟებასაც ხომ არელოდი? - ვტიროდი და თან ვიცინოდი. გიჟს ვგავდი. უეცრად საკუთარი თავის შემეშინდა. კარზე ეკამ და ეკამ დააკაკუნეს.
-გააღე, დინარა!
-წადით! მარტო ყოფნა მინდა!
-დროზე შემოგვიშვი! - ფეხი მოარტყა ჩოლკიანმა.
-მალე! - ძლიერად დაარტყა მუშტი ,,კურნოსამ.“
კარი გავაღე თუ არა შემოცვივდნენ და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი რამდენად ვიწრო იყო საპირფარეშო. სამი კი არა ერთი ადამიანიც ძლივს ეტეოდა და მოსაშარდად შარვლის ჩახდა ძალიან გაუჭირდებოდა. გამიკვირდა ხალხი აქ სექსს როგორ ახერხებდა.
-ნუ ტირი... - ორივე გადამეხვია. ამან კიდევ უფრო მეტად ამიჩუყა გული. - კართან დგას.
-რა?
-ხო. - კურნოსამ დასამშვიდებლად მაკოცა.
-მანდ რა უნდა? ყელაფერი გაიგონა?
-ალბათ, არ ვიცი.
-ვაიმე, რა სირცხვილია... - ჩავიბუტბუტე.
-გამოდი, დაელაპარაკე. - შემომთავაზა ჩოლკიანმა.
-მაგ ტიპთან არაფერი მაქვს გასარჩევი.
-თვითონ უნდა, რომ რაღაც გითხრას.
-ოღონდ თავი მოიწესრიგე. წყალი შეისხი. - დასძინა ჭრელთვალა ეკამ.
მარტო დავრჩი. ძალიან აფორიაქებული ვიყავი. საშინლად გამოვიყურებოდი. არ მინდოდა ნამტირალები ვენახე. ისედაც დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე და ახლა სულ მთლად თავში აუვარდებოდა ამ სულელმა გოგომ ჩემ გამო ცრემლები ღვარაო. პირი დავიბანე და აღმოვაჩინე, რომ ტუალეტის ქაღალდი დამთავრებული იყო და არც სალფეტკი მედო ჯიბეში.
-უკეთესს რას ვინატრებდი. - ახლა უკვე გალუმპულ კატას ვგავდი, რომელმაც დელგმაში ირბინა და გასაწური სარეცხივით დასველდა. სახე როლინგის სახელოებით შევიმშრალე. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე (მხოლოდ იმ მომენტში ვიგრძენი, რომ აყროლებული იყო იქაურობა პლანის, შარდია და განავლის სუნით) და კარი გავაღე. კედელს ცალი მხრით მიყრდნობოდა და დაჟინებით მიყურებდა.
-მე... უნდა... ვიცეკვო... - განერვიულებუმა მხოლოდ იმიტომ ჩავილაპარაკე, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა და გვერდით ჩავურბინე. ნელა რომ გამევლო მუხლები მომეკვეთებოდა. თვალი გამომაყოლა. მის სახეზე ემოციის ამოკითხვა ვერ მოვასწარი.
ალკოჰოლით და ნარკოტიკით გაბრუებული ხალხი მუსიკაში ყვინთავდა. ხელებს უმისამართოდ იქნევდნენ, ერთმანეთს ეტმასნებოდნენ, ეწეოდნენ, სვავდნენ, რაღაც მომენტში ერთი მთლიანობა ხდებოდნენ, მაგრამ მაინც ქაოსის შეგრძნებას გიტოვებდნენ. სკამზე ჩამოვჯექი, მუხლებს იდაყვებით დავეყრდენი და თავი ხელებში ჩავრგე. არ ვიცი რამდენიმე წუთი გავიდა თუ წამი, მაგრამ, ვიგრძენი რომ ვიღაცა გვერდით მომიჯდა.
-რატომ გამირბიხარ?
თავი გიჟივით წამოვწიე, კედელს მივარტყი და წამოვიყვირე.
-ჯანდაბა! ჯანდაბა, როგორ მეტკინა! - მინდოდა გულიანად შემეგინებინა. ხელები კეფაზე ვიტაცე. თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.
ის გუწლრფელად გაოცებული მიყურებდა. ალბათ ფიქრობდა ეს გოგო საგიჟეთიდან არის გამოქცეული ან აშკარად ემოციურად გაუწონასწორებელიაო. ტკივილმა გაიარა თუ არა, სახე დამიმშვიდდა. თუმცა სხეულში ადალბრეჩტის სახლოვისგან გამოწვეული ტორნადო დაქროდა.
-ბოლოს და ბოლოს ამიხსნი? - ფეხი ფეხზე საქმიანად გადაიდო.
-რა უნდა აგიხსნა?
-რატომ მომექეცი ასე?
-როგორ ასე?
-გითხარი მობილური გამორთული მაქვსთქო, აგიხსენი რატომ და ჩემი ძმაკაცის ნომერი შემოგთავაზე, რომ მოგეწერა ან დაგერეკა. შენ კარგიო, გაბრუნდი და წახვედი. ,,დამადე“ შენი ჭკუით?

გონებაში მომხდარი აღვიდგინე. ახლა უკვე დინარა კი არა მესამე ადამიანი ვიყავი, რომელიც მომხდარს აკირდებოდა. მე მართლაც აღარ ვუსმენდი, წინადადების პირველ ნაწილზე ჩავიციკლე. ალბრეჩტმა მობილური გამომართვა, თავისი ძმაკაცის ნომერი აკრიფა და კონტაქტებში ,,დანის“ სახელით შეინახა.
-აი თურმე რა ჰქვია... დანიელი...



№1  offline წევრი natia-natia

Sainteresoa sainteresoaa

 


№2  offline წევრი niino

ეს გოგო ცოტა ვერ არიის რაა...მარტლა ბავსჰვურად იქცევააა...ცოტაა დაასერიოზულეეე რა..ისე კარგიაა..მომწოონსსს///////////

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

მე სიცილისგან მოვკვიდი :დდ
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

natia-natia
Sainteresoa sainteresoaa

უფრო და უფრო საინტერესო გახდება. წინ ,,დიდი ამბები" გველის!

niino
ეს გოგო ცოტა ვერ არიის რაა...მარტლა ბავსჰვურად იქცევააა...ცოტაა დაასერიოზულეეე რა..ისე კარგიაა..მომწოონსსს///////////

რა თქმა უნდა, პერსონაჟებს სუბიექტურად ავღვიქვამთ და ეს კარგია, მაგრამ უცნაურია რომ მხოლოდ მისი ბავშვური საქციელი დაინახე და სხვა ვერაფერი. მეორე ნაწილიდან ხომ არ დაგიწყია კითხვა?

წითური გოგონა
მე სიცილისგან მოვკვიდი :დდ

აწი ვინმემ არ თქვას თათულის ნაწარმოებს იუმორი აკლიაო :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent