I ____ You (თავი მეთორმეტე)
(თავი მეთორმეტე) 29 აგვისტო. 6:30 - ძალიან გთხოვ მარინას შენ დაურეკე და უთხარი. მე არ შემიძლია. - ხო, მე ვეტყვი, მაგრამ მომიყები წესიერად რა მოხდა. - მოკლედ , აქედან მივდიოდი სახლში და გზაზე ვიღაცა გოგომ გადაირბინა და მანქანა რო არ გამეწია დავეჯახებოდი , ისიც არ გაჩერდა ვა , გვერდზე რო გამოვწიე მანქანა , საჭე ვეღარ დავიმორჩილე და დავეჯაზე ხეს, აირბაგები არააქვს ჩემ მანქანას და ეს ხელი ვიტკინე. მოვედი აქ , გადამიხვიეს და ანალიზები გამიკეთეს, პასუხს ველოდები. ვერ დავურეკე მარინას , შენ გამახსენდი პირველი. თან მარინასთვის როგორ მეთქვა, საერთოდ ლაპარაკი როგორ დამეწყო.. გაგიჟდებოდა. - ესეთი რა დაეჯახე.. სახეც რა დღეში გაქ. - ხორავიცი. - მანქანა სად დატოვე. - პროფილაქტიკაში. - კარგი დავურეკავ ეხლა მე მარინას. - ჩავალ რა მე ყავას დავლევ. - მიდი. სანდრო ყავის დასალევად ჩავიდა ქვედა სართულზე, ამასობაში გუგა ექიმთან მივიდა და ყველაფერი გამოკითხა. - მოკლედ , ბაგრატიონს ხელი აქვს ნაღრძობი, სახეზე აქვს მცირე დაზიანებები, თუმცა ჩვენ მაინც დავუმუშავეთ. არაფერი არარის საშიში ხელს გაუფრთხილდეს. ეს ანალიზის პასუხებია შეგიძლიათ ნახოთ. - მადლობა. თქვენთქვის ხმ არ უთქვამს როგორ იღრძო ხელი. - როგორც ყვება , გზიდან გადავიდა და მერე საჭე ვეღარ დაიმორჩილა. - კარგი , მადლობა. სანდრო გუგამ წაიყვანა მარინასთან სახლში. მანქანაში სულ სანდროს წუწუნს უსმენდა. - დაურეკე მარინას? - არა. - რატოო? - ჯობია მივიდეთ და ცოცხალი გნახოს. - ხო ეგრე ჯობია. - მიდი ეხლა სიმართლე მომიყევი ვის დაეჯახე. - ხეს. - არ მჯერა. ხელი როგორ იღრძე... - ნუ გჯერა. ხელი შეიძლება მოიტეხო კიდეც სრულიად შემთხვევით. - კარგი, მშვიდად. - აუ. მაინც დამაინც მარცხენა ხელი ვიღრძე. - გაჩუმდი ეხლა. ნუ წუწუნებ ყველაფერზე. ტარება შენ არიცი და იღრძობდი აბა რა მოგივიდოდა. - აურაა. არუნდა დამერეკა შენთან. - რატო დამირეკე?! - გადავალ ეხლა. - კარგი ხო. სანდრომ ფანჯარა ბოლომდე ჩამოწია.. თვალებს ხუჭავდა ხლმე, როცა ახელდა და გზას შეხედავდა უანაური გრძნობა ეუფლებოდა.. ვერც შიშს დაარქმევდა, ვერც აღელვებას , არც უფიქრია სიტყვებით ამ გრძნობის აღწერაზე. უბრალოდ არუყურებდა გზას .. არ უჩნდებოდა სურვილი , თავიდან იმ გრძნობის განცდა არუნდოდა რაც რამდენიმე საათის წინ განიცადა... ცოტახანში ფანჯარაც ასწია... ოთხი საათის წინ: სანდრო გუგასთან და სალომესთან ერთად ერთობოდა, ცოტახანში მარინამ დაურეკა, თათია არიყო კარგად და სანდროს სახლში დაბრუნება სთხოვა. სანდრომ თავიდანვე შეატყო მანქანას რომ წესრიგში არიყო.. პირველად დაქოქა ასე ძნელად მანქანა. ძალიან დიდი ყურადღებაც არ მიექცევია ამისთვის , მაგრამ გზაში რაღაც ხმები ესმდოა და ხშირად აჩერებდა მანქანას ქუჩაში. ვერაფერს ატყობდა ისეთს და გადაწყვიტა აღარ გაეჩერებინა და მალე მიეღწია სახლამდე , ხმაც აღარ ესმოდა, მაგრამ ბენზინ გასამართ სადგურთან გაჩერება როცა მოუნდა , მანქანას ვეღარ აჩერებდა , შიშით მაგრამ კარგა ხანს იარა ასე.. რაღაც გაურკვეველ ადგილებში რომ გადავიდა და თან დიდი მანქანების გადავლის საფრთხეში აღმოჩნდა , მანქანის კარი გააღო და "აწყვეტილი" G კლასიდან გადმოხტა. ბალახებამდე იგორავა , მანქანა მალევე გაქრა გზიდან. სანდროს ტელეფონი სულ დამსხვრეული იყო, ვერც ინძრეოდა ადგილიდან მაგრამ დაახლებით ხუთ წუთში გამოფხიზლდა, ხოხვის გადავიდა გზაზე , ფეხზეც წამოდგა ისევ უკან წავიდა და ბენზინ გასამართ სადგურთან მდგარმა ბიჭებმა მიაქციეს ყურადღება.. სასწრაფოშიც იმათმა დარეკეს. სანდროს როცა მიხედეს, სანდრომ პლიციასაც შეატყობინა მომხდარის შესახებ. ახლაც ეძებენ მანქანას. საავდმყოფოდან გუგას დაურეკა და აგარაკიდან ჩამოიყავანა. *** 8:30 სთ. მარინა ლიზა და თათია , სუყველა ემოციების ქვეშ იყვნენ , ძალიან შეეშინდათ სახეზე დაკაწრული და ხელ შეხვეული სანდრო რომ დაინახეს , მაგრამ გუგამ ყველაფერი აუხსნა მათ და დაამშვიდა. მარინა სუფრას აწყობდა , თათია სანდროს გევრდით დივანზე იჯდა და სანდროს უყურებდა შეშინებული თვალებით, ცდილობდა არ ენერვიულა ამ მდგომარეობაში. თვალსაც არიდებდა ხოლმე არუნდოდა სანდროს სეემჩნია რომ უყურებდა და ნერვიულობდა თათია. სანდრო დივანზე იწვა მარცხენა ხელი მუცელზე ედო , თავი კი ლიზას მუხლებზე. ლიზა თავზე ეფერებდა და კოცნიდა. - რანაირად მოახერხე რა.. ჩემი შტერი... - ძალიან მტკივა ხელი. - არაუშავს.. მერე მე და თათია რაღაცეებს დაგაწერთ თაბაშირზე. - მშია. - ვაა.. წამოდი ვჭამოთ. ძლივს მივიდა მაგიდამდე და მარჯვენა ხელით ცდილობდა ეჭამა საჭმელი , მაგრამ საერთოდ ვერ იმორჩილებდა მარჯვენა ხელს. - აუ ამ ხელით ვერ ვჭამ.. დედაა.. - მოვალ , ჩემო სიცოხლე და გაჭმევ.. - მადლობა. - ხშირად დამიძახე დედა და სულ მე გაჭმევ ხოლმე. - ორი ლუკმის მერე აღარ შეჭამა სანდრომ და თავის ოთახში შევიდა. გუგამ მაინც ვერაფერი დასტყუა და სალომესთან წავიდა. სანდროს როცა ჩაეძინა , მის ოთახში ლიზა შეიპარა მარკერებით. თაბაშირი გაულამაზა ფრთხილად , ნაცნობი და ღრმა ბავშობიდან ამოღებული ფრაზები დააწერა , გულები დაახატა , შუაში კი დიდი ასოებით დააწერა " მარიამი". დილით სანდრმ წარწერა როცა დიანახა ლიზას ცოტა გაუბრაზდა , მაგრამ მერე შეეჩვია და სულ ეღიმებოდა მომავალი შვილის სახელის წაკითხვისას. თათიას ცალკე ეღუტუნებოდა რაღაც გულში. *** არამგონია არსებობდეს ადამიანი ,რომელსაც ერთხელაც კი არ უოცნებია , ხოგიერთი მათგანი ყოველდღე ოცნებობს , არვიცი რა არის სასიამვნო ოცნებაში , მაგრამ ბევრი იღებს ამისგან სიამოვნებას , შეუძლებელ ამბებს ასხამენ ხორცს. თათია სულ ხნებობს , ყველაზე და ყველაფერზე , მარტივად ვერაფერს წყვეტს და სულ გაურკვევლობაშია ამიტმაც უადვილდება სისულელეებზე ფიქრი, ოცნება. ოცნებას , მიზნის დასახვა სჯობს თუმცა ეს თათიასგან შორს არის. ერთ დღეს დემეტრესგან მესიჯი მუვიდა ტელეფონზე , ზუსტად მაშინ როცა სანდრო წარმოიდგინა შვილთან ერთად და თითქმის მთელი მომავალი სანდრსთან ერთად დაგეგმა. საწოლზე იწვა თათია , ხელის ნელი მოძრაობით მოძებნა ტელეფონი და მესიჯი ნახა. - თათია , მინდა , რომ ყველაფერი მაპატიო რაც დავაშავე შენთან. მინდა მაპატიო უყურადღებობა , ვიცი რომ ადვილად არ უნდა გამეშვი, მაგრამ არც გაგიშვი. არ გეგნოს რომ ადვილად დაგთმე. მე ისევ მიყვარხარ! თან ათასჯერ უფრო მეტად , უბრალოდ გამოსავალს ვერ ვპულბ , არვიცი რა გავაკეთო ,რომ ერთად ვიყოთ. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისევ ის არის რომ , ჩემთან უნდა წამოხვიდე. არვიცი ეხლა რას ფიქრობ , შეიძლება ძალიან დავაგვიანე და გაბრაზდი , მაგრამ ისევ გთხოვ მაპატიო და ყველაფერი დატოვ. მეც ყველას და ყველაფერს დავტოვებ და შენთან ვიქნები, სულ!! ძალიან მინდა რომ მე ამირჩიო დამიჯერე ერტად უკეთესად ვიქნებით. შენს ოჯახსაც მვასვენებთ. ყველა პრობლემაც უკან მოვიტოვებთ, შეიძლება მილიონერი და ბაგრატიონი არ ვარ მაგრამ არც მე მოვაკლებ არაფერს ბავშვს. აუცილებელია ბევრი ფული მქონდეს ,რომ სიყვარული დაგიმტკიცო? ყველაზე მეტად შენი ბედნეირება მინდა ამიტომ შენ აირჩიე ვისთან გინდა მთელი ცხოვრება გაატარო. სად უფრო ბედნეირი იქნები , ეგარის მთავარი , შენი შვილის ბედნიერება კი უმთავრესია , მისთვის აირჩიე კარგი მომავალი. დარწმუნებული ვარ შენნაირი ლამაზი და ჩკვიანი იქნება ამიტომაც ყველაფერს გაიგებს , ნაბიჭვარ მამაზე როცა მოვუყვებით! მოკლედ , მინდა ტანჯვა მორჩეს!! ადექი და წმაოდი ჩემთან , თუგინდა მოვალ და ძალით გამოვგლიჯავ იმათ შენს თავს, არ მეშინია მე ვიღაც თავში ავარდნილი ტიპების. გთხოვ რამე მომწერე.. ოღონდ კარგად დაფიქრდი , ვიცი ისიც ბევრი სისულელით გიბურღავს ტვინს! მიყვარხარ და საშინლად მომენატრე. თათია ამ მესიჯმა რეალობაში დააბრუნა და ღიმილი ცრემლებში გადაუყვანა. არიცის თათიამ ფიქრი.. ბევრს ითხოვთ მისგან.. ახლა ვერაფერს ხვდება და იამზე დიდი დრ ჭირდება ვიდრე აქვს. არცერთის სიყავრულის დმატკიცება არ ჭირდება თათიას.. გრძნობებში გამრკვევი ადამიანი ჭირდება, ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებს თათიას გაგებას ბოლომდე. ერთი ისეთი ამბიციურია , ისეთი ამაყია არასდროს პირველი არ დაგელაპარაკება. მეორეს მშვიდი და კარგი ცხოვრება უნდა ოღონდ ძალიან მარტივად , ყველა წინაღობის გარეშე არადა წინაღობები ისეთია ვერაფრით გადააბიჯებ თუ რამეს არ გამოედე. დემეტრეს პასუხი არ დაუბრუნა. ტირილი დაიწყო .. ბოლომდე უნდ ადაცლილიყ და მერე მშვიდად დაეძინებოდა. ცდილობდ ახმა არავის გაეგო.. მაგრამ სანდრს ხელი ძალიან ტკიდა და ფხიზლად იყო. დიდხანს იფიქრა გავიდე თუ არაო და მაინც გავიდა თათიასთან. - რა მოგივიდა? - არაფერი.. - მალე შეიშრო ცრემლები. ხმაში მაინც ჩარჩა ტირილის ლაქები. - როგორ არაფერი. უბრალოდ ტირი? - ხო. - ვა. მიდი ჩემს მაგივრადაც იტირე, ხელი ძალიან მტკივა და ვერ ვტირი. - არვიცი რა გიშველო, უნდა გაუძლო. - და მე რა გიშველო? რა გატირებს მითხარი. - არმინდა რომ თავი მოგაბეზრო, ჩემი პრობლემებით. - არ მაბეზრებ. თან შენი ერთადერთი პრობლემა მე ვარ და შესაბამისად რაღაცას დავაშავებდი , ისე არ გამოვა. - როგორ გითხრა არაფერ შუაში ხარ თქო , მაგრამ მაინც არ მინდა ლაპარაკი. უფროსწორად მინდა მაგრამ ვინმე სხვასთან, ბევრი ემგობარი მინდა მყავდეს , კარგი მეგობრები , რომლებსაც ვადა არ გასდით. - კარგი , არ დაგაძალებ... აქ რო დავრჩე შეიძლება? - რაგინდა აქ? - ისე უბრალოდ , შენთან დავრჩები რა. - კარგი დარჩი. მაგრამ ნუ იწუწუნებ , არ შეიძლება ჩემთვის ნერვიულობა , ისედაც გული გამისკდა ესეთი რო დაგინახე. - ინერვიულე? - ხო. - კარგია ეგ. - რა არის კარგი?! რო ვინერვიულე? - ხო. ანუ .. ნუ კარგია რა. - თათიას მიუწვა გვერდით. სანდრო პირით თათიასკენ იყო, მარჯვენა მხარეს იწვა. თათიას თვალი არ მოუხუჭავს , სანდროს უყურებდ ამთელი ღამე და თაბაშირზე წარწერა თვალებს უშტერებდა. სანდროს წუწუნიც არ აძინებდა , ძალიან წუხდა როცა სანდრო "წკმუტუნებდა". ხელზე მოეფერებოდა ხოლმე და საანდროც ხმას აღარ იღებდა. თავლებს გაახელდა ხოლმე, მძიმედ დაახამხამებდა , თათიას გადაამოწმებდა , იცოდა რომ არ ეძინა მაგრამ იმის თავიც არ ქონდა რამე ეთქვა. სითბოს მაინც აგრძნბინებდა თათიას, მუცელზე ადებდა შეხვეულ ხელს, როცა ვეღარ მისვენა და ხელი ეტკინა, ისევ ჩამოწია და ახლოს მიიწია თათიასკენ და ლავიწთან დაადო თავი. თათიაც ეფერებოდა ნატკენებზე, თან ცრემლები ცვიოდა თვალებიდან. (ხალხნო მომილოცეთ ! გამოცდები მორჩა ! წაიკითხეთ და მითხარით თვენი აზრი.) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.