შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ტკივილი (15თავი)


13-06-2016, 16:04
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 085

-მოიცა ნინი ვინ გიყვარს? ნინი..
-გეუბნები მე გამოვიკვლევ მაგას და ნახავ თუ არ გავიგებ ვინ არის ის პიროვნება რომელიც შენ გიყვარს. (ნიკა)
-ნიკა უმცირესი შანსი გაქვს რომ ეგ გამოიცნო და არამგონია გაგიმართლოს.
-თითქმის ვხვდები ვინ უნდა იყოს, მაგრამ მაგას მაინც გამოვიკვლევ და ნახავ თუ ვერ ვიპოვნი. აი ბიჭებიც მოდიან. რა ქენით?
-ვაიმე სანდრო რა სახე გაქვს? რა მოხდა? (თიკო)
-უარი მივიღე, რომ მივედი საშინლად მეჩხუბა, მითხრა რომ არასოდეს შემიყვარებს, იმიტომ რომ სხვა უყვარს.
-რაა? ნინის ვინმე უყვარს? არ არსებობს სანდრო. უბრალოდ მოგატყუებდა. მას რომ შეყვარებული ყავდეს მე აუცილებლად მეტყოდა.
-შენ საერთოდ თუ გითხრა რაიმე აწი მადლობა უნდა მთხრა. ეჭვი გაუჩნდა რომ ამ საქმეში შენც ხარ გარეული, მეკი ვუთხარი არაფერი იცოდათქო და რაღაცეები, მოკლედ გადაგარჩინე მაგრამ არ ვიცი რამდენად დაიჯერა.
-ვაიმე სანდრო დიდი მადლობა ძალიან მიყვარხარ. მომისმინე, გთხოვ არ ინერვიულო რა, შესაძლოა იხუმრა. არავინ უყვარს და რომ დაწყნარდება მოვიდეს გონს და შეგიყვაროს, თუარ შეუყვარდები არც მაგაზე ინერვიულო, ნინიზე უკეთესებიც გამოჩნდებიან, კარგით აპა ბიჭებო კარგად.
-თიკო მოიცა ერთი წამით რაღაც მინდა გითხრა (ნიკა)
-გთხოვ მაგას ყურადღება მიაქციე თორე ძალიან ინერვიულებს იმიტომ რომ მართლა უყვარს და მასთან უნდა ყოფნა. დაეხმარე. აი მე კი გავარკვევ ვინ არის ის პიროვნება.
-კი მივხედავ აპა რას ვიზამ. თორე ვერ ავიტან ამას რომ ცხვირ-პირი ჩამოსტირის მეც ცუდად გავხდები. აი შენ კი წარმატებებს გისუვებ ჩემს საქმეში
-თიკო გეხვეწები ყავა დამალევინე, ჩემს ოთახში შემომიტანე რა.
-კარგი სანდრო მიდი და მოგიტან.
-თიკო რა ჭირს სანდროს ხომ კარგადაა?
-კი არაუშავს უბრალოდ ხასიათზე არაა.
-არ დამიმალო მითხარი რა მოხდა.
-არაფერი დე, უბრალოდ ნინი უყვარს და სიყვარული აუხსნა დღეს, მაგრამ მან უარი უთხრა და ეჩხუბა.
-არაუშავს გაუვლის ცოტა ხანში. შენ გყავს შეყვარებული?
-არა დედა შეყვარებული არ მყავს, ერთი ვიღაც მომწონს მაგრამ მას სხვა უყვარს და იმედიც არ მაქვს რომ შემიყვარებს, მაგრამ იმედი ყველაზე ბოლოს კვდება, ეხლა კი მაპატიე ეს ყავა სანდროს უნდა მივუტანო.... სანდრ შეიძლება?
-კი თიკო შემო რა ხდება?
-არაფერი ყავა რომ მთხოვე მოგიტანე.
-ა ხო. ეგ სულ დამავიწყდა. მადლობა.
-არაფრის. გთხოვ არ ინერვიულო კარგი? ყველაფერი კარგად იქნება. არ უყვარხარ ნუ უყვარხარ, უკეთესი გამოჩნდება.
-ვიცი თიკო რომ ყველაფერი წინაა, მაგრამ ნინი მიყვარს, მაგრამ მას სხვა უყვარს, ალბათ არასრდოს შემიყვარებს, მეც პატარა ბავშვივით აღარ ვაპირებ დევნას.
-სწორი გადაწყვეტილებაა. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა.
-მადლობა თიკო. კიდევ კარგი შენ რომ მყავხარ თორემ არ ვიცი რა მეშველებოდა. მშია და საჭმელი არის რაიმე?
-არვიცი. თუ გინდა რაიმეს გავამზადებ მეც მშია და ერთად ვჭამოთ.... უი დე აქ ხარ?
-ხო ყავის მოდუღება მინდოდა რაღაც თავი მტკივა მგონი წნევა მაქვს. სანდრო რაშვრება?
-რას იზამს. არაუშავს. გავამხნევე არ იჯავრო უკეთესიც გამოჩნდებათქო. აუ მეც მინდა ყავა.
-თიკო არ მინდა რომ დაგაძალო და ძალით გათქმევინო მაგრამ გთხოვ მითხარი რა ხდება შენსა და სანდროს შორის. გამჩნევ რომ თითქოს რაღაცის გამო ნაწყენი ხარ მასზე.
-არაფერი ისეთი ხომ გითხარი ნიკას რომ ვუყვარდი იცოდა და ართ მითხრა, რასაც არ ველოდი მაგრამ ეხლა გამიარა და აღარ ვარ ნაწყენი.
-თიკო გასაგებია მაგრამ არამგონია მხოლოდ ეგ იყოს მიზეზი, თითქოს რაღაც დააშავა სანდრომ ისეთი შეგრძნება მაქვს.
-კარგი რადგან მეტი გზა აღარ დამიტოვე მაშინ იძულებული ვარ გითხრა. სანდროზე შეპირებული ვიყავი რომ არ გეტყოდი, მაგრამ თვითონ მითხრა თუ ძალიან გთხოვს არ მოატყყუო და სიმართლე უთხარიო.
-ვაიმე თიკო ხომ მშიდობაა?
-ჩემთვის კიი. მე ვაპატიე ეს სანდროს და იმედი მაქვს შენც აპატიებ, მაგრამ ჯერ შენპირდი რომ ამაზე არ იღელვებ.
-კარგი გპირდები, ოღონდ მალე მითხარი.


მოგეწონათ ახალი თავი?



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Ohh raa sainteresoaa
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent