შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა დანაკარგის ფასად ღირხარ (3)


23-06-2016, 23:54
ავტორი tsn
ნანახია 1 952

....

მალევე შეიყვანა ელი სამზარეულოში და ბართან ჩამოსვა.. მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ ღელავდა.. მიუხედავად გამქრალი გრძნობისა, ლინასთვის გიორგის გამოჩენა განგაშის ზარის ჩამოკვრას ჰგავდა.. პირველ რიგში ელი აღელვებდა.. არაფრის დიდებით დაუთმობდა მას გიორგის.. ან რა უფლებით უნდა წაერთმია შვილი ლინასთვის, მაშინ, როდესაც პატარაზე მანამ თქვა უარი, სანამ მან დღის სინათლე იხილა.. აღელვებდა ლუკაც.. არ იცოდა ეთქვა, თუ არა მისთვის ყველაფერი.. არა, მას ვერ მოატყუებდა.. იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, არასოდეს მალავდნენ რაიმეს.. მათ შორის არ ყოფილა საიდუმლო, უბრალოდ იყო თემები, რომლებზეც ჯერ არ ესაუბრათ.. ფიქრობდა, რომ ბედი ძალიან ცუდ თამაშს ეთამაშებოდა.. როგორ უნდა ეთქვა ლუკასთვის, რომ მამაკაცი, რომელთანაც კონტრაქტს დებდა, რლის ბიოლოგიური მამა იყო, რომ ახლა ის გამოჩნდა და კაცმა არ იცის გონებადი რა უტრიალებს.. ახლა ერთადერთი რაც შეეძლო ის იყო, რომ ლუკას ხელს ჩასჭიდებოდა და არასოდეს გაეშვა.. რა მოხდებოდა, თუ გიორგის გამოჩენა მათ ურთიერთობაზე აისახებოდა.. იქნებ ლუკას სულაც უბრძოლველად დაეთმო ორივე.. მაგრამ არა, მასეთი ბრმაც არ იყო ლინა, რომ ლუკას უსაზღვრო სიყვარული, თუნდაც ბავშვის მინართ ვერ შეემჩნია.. ახლა საჭირო იყო მხოლოდ დროს მიჰყოლოდა და მოვლენები გონივრულად შეეფასებინა..
- დედი მე მამასთან მინდაა - ელის წრიპინმა მოიყვანა გონს ლინა..
- ელი, დე, მამას სტუმარი ჰყავს, მერე მიდი მაშთან კარგი?.. - მშვიდად უთხრა ბავშვს და თავზე ხელით მოეფერა..
- დე, მე რომ ახლა მინდა - შეწუხებული სახე მიიღო ელიმ..
- დე კარგი რა.. მოდი ფანქრებს და სახატავს მოგიტან, დახატე და მერე გავიდეთ ლუკასთან, ვაჩვენოთ.. რას იტყვი..
-კარგი ჰოო - ხელები გადააჯვარედინა და გაბუტული სახე მიიღო პატარამ..
- ჩემი ბუტიაა - სიცილით თქვა ლინამ და ბავშვს მაგრად აკოცა ლოყაზე, შემდეგ კი ოთახში ავიდა და საჭირო ნივთებიც აიღო.. სამზარეულოში ჩასულს ისევ უცნაური სიტუაცია დახვდა.. ელი გიორგის გვერდით იდგა და მაცივარზე მიკრულ ფოტოებს ათვალიერებინებდა.. არ იცოდა რა ექნა.. მიუხედავად სიბრაზისა, არ დაუშვებდა, რომ გიორგის ელისთან არ ჰქონოდა ურთიერთობა.. გულში რაღაც ჩასწყდა.. ხომ შეიძლებოდა, რომ თავის დროზე მოგვარებულიყო ყველაფერი და ასე არ დამთავრებულიყო მათი ურთიერთობა.. მაგრამ მეორე წამს გონებაში ლუკამ გაუელვა.. რომ არა ეს ყოველივე, მას ვერც კი შეხვდებოდა.. ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ ლუკა ყველა დანაკარგის ფასად უღირდა.. მას სრულიად ენდობოდა და, რაც მთავარია, მისი დახმარების იმედი ნებისმიერ სიტუაციაში ქონდა.. ფიქრები ძლივს მოიშორა თავიდან და გაუბედავად შეაბიჯა სამზარეულოში.
- ელი, ესეც ფანქრები.. შეგიძლია დახატო - გაუღიმა გოგონას და ფანქრების შეკვრა,სახატავ რვეულთან ერთად მაგიდაზე დადო.. ცდილობდა არ შეემჩნია გვერდით მყოფი გიორგი და საქმე განაგრძო.. გრძნობდა მამაკაცის მწველ მზერას და თითქოს ეშინოდა კიდეც.. "მაინც და მაინც მე რატომ მემართება ასეთი ამბები" ბრაზობდა ლინა გულში..
- როგორ ხარ?.. - მოესმა ხმა, რომელიც წლებია აღარ სმენია..
- გმადლობ, კარგად - რაც შეეძლო მშვიდად უპასუხა ელიმ..
- მე არ.. - რაღაცის თქმას აპირებდა გიორგი, როდესაც ოთახში ლუკა შემოვიდა.
- მამიკოო - გახარებული ელი სკამიდან ჩახტა და ლუკას მკავებშიც მალევე მოექცა, ლინას სახეზე კი ღიმილი გამოესახა..
- ლინა.. - დაიწყო ლუკამ..
- ჩამოჯექი და ავადუღებ - სიტყვა გააწყვეტინა ქმარს და ისევ გაიღიმა..
- სუპერ ცოლი ხარ - ლუკამ ჩუმად ჩასჩურჩულა გოგონას და თავზე აკოცა.. შემდეგ ელი თავის სკამზე დასვა და თავადაც ჩამოჯდა.. რა თქმა უნდა, გიორგიც ჩამოჯდა.. ლინამ სამივეს ახლად მომზადებული ჰამბურგერები დაუდო წინ და ყავის მომზადება დაიწყო..
- დიდი ხანია დაქორწინდით?. მამაჩემს არასოდეს უხსენებია - სიჩუმე გიორგიმ დაარღვია..
- სამ წელზე მეტია - პასუხი ლუკამ დაუბრუნა და ჰამბურგერი დააგემოვნა.. გიორგი კი ისევ გაჩუმდა.. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც ელიმ ისევ იყვირა
- ბებუციი - გოგონა ისევ ჩახტა სკამიდან და იმ წამს შემოსულ ქ. ბელას კისერზე შეაფრინდა..
- ძვირფასო - უამრავჯერ აკოცა ელის ქალმა და შემდეგ ძირს დასვა..
- ლინა, აი შენ - ღიმილით შეხედა რძალს და მაგიდაზე ყველიანი ჩიფსების შეკვრა დაუდო.. მართალია ლინა ცდილობდა, რომ ელის ასეთი სასუსნავები არ ეჭამა, მაგრამ თავად უარს ვერ ამბობდა..
- გმადლობ - პატარა ბავშვივით აღფრთოვანდა ლინა და ბელას ლოყაზეც აკოცა.. გიორგიმ კი თავი უხერხულად იგრძნო.. ამიტომაც ყველას დაემშვიდობა და წავიდა.. ბელამაც ამოისუნთქა.. ცოტა ხანში ლუკასთან საუბარსაც აპირებდა... ის ერთადერთი იყო, ვისი დახმარების იმედიც ჰქონდა..
ცოტა ხანს საუბრობდნენ და მხიარულობდნენ.. მალე კი ელიმ დაიჩემა დაჭერობანა მინდა ვითამაშოთ ეზოშიო.. მშობლები წაიყვანა და ეზოში გავიდა.. ცოტა ხანს დარბოდნენ.. შემდეგ ელიმ ბურთით თამაში მოისურვა.. დედიკომ და მამიკომ ამაზეც არ უთხრეს უარი.. ლუკამ ბურთს ცოტა ძლიერად დაარტყა და ეზოს გარეთ გადაისროლა..
- მოგიტანთ - შეთავაზა ლინამ და ბურთის მოსატანად გაიქცა.. ფრთხილად გავიდა ეზოს გარეთ და ბურთისკენ წავიდა, აიღო და უკან შებრუნდა, როდესაც ვიღაც ხელზე ჩაეჭიდა.. სწრაფად შტრიალდა და ერთიანად აღელდა, როდესაც მის წინ მდგარი გიორგი დაინახა..
- უნდა ვისაუბროთ - მიუგო მამაკაცმა..
- ვისაუბროთ?.. დავიჯერო დარჩა რაიმე, რაზეც ვისაუბრებთ?.. - ირონიულად დაუბრუნა კითხვა ლინამ..
- ლინა, ვიცი, რომ სერიოზული შეცდომა დავუშვი, მაგრამ მგონი დარჩა ვიღაც, ვისზეც ვისაუბრებთ და ეს ჩვენი შვილია.. ოღონდ არ თქვა, რომ არა - მკაცრი ჩანდა მამაკაცის ტონი... გოგონა კი უკანასკნელმა სიტყვებმა საშინლად გააცოფა.. სისხლი ლამის თავში აუვარდა.
- ის შენი შვილი არაა.. მას არანაირი კავშირი არ აქვს ისეთ ადამიანთან, როგორიც შენ ხარ - გაციფებული ჩანდა ლინა.. - შენ მხოლოდ მისი გენის დონორი ხარ.. წამოდი - ხელი ჩასჭიდა და საკუთარ ეზოში შეახედა, სადაც ლუკა და ელი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.. ლუკას გოგონა ხელში აეყვანა და აბზრიალებდა, ელი კი კისკისებდა.. - შეხედე მათ.. მათი მამაშვილობა სისხლით არ დაწყებულა და არც მთავრდება.. ისაა მისი მამა.. ის იყო მაშინ, როდესაც გვჭირდებოდა.. შენ.. შენ კი უბრალოდ არ იყავი.. იცი რამდენ ხანს ვფიქრობდი, რომ რაღაც შემეშალა, რომ ჩემი ბრალი იყო ეს ყოველივე.. მაგრამ, რეალურად, ეს შენ გაანადგურე ყველაფერი კარგი, რაც გაგვაჩნდა, რაც გამაჩნდა.. შენ გამო ყველა დავკარგე.. ნუ გგონია, რომ ანდენი ხნის შემდეგ დაბრუნდები და რაიმეს აურევ.. ამას ცოცხალი თავით არ დავუშვებ - მკაცრად უთხრა ლინამ და ეზოში შევიდა.. გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც გაიღიმა და ოჯახის წევრებს მიუახლოვდა..
- აბა, პიცა ვის უნდაა - იყვირა ხმამაღლა..
- ჩვეენ - ორივემ ერთდროულად იყვირა..
- მაშიინ - სიტყვა გაწელა ლინამ - ორივე დამეხმარებით - გაუცინა და ორივეს ხელი ჩასჭიდა.. ასე შეათრია სამზარეულოში და ადგილი მიუჩინა.. ნელ-ნელა ამზადებდა ყველაფერს..
- ლუკაა, მოდი ეს შენ დაჭერი რა - სთხოვა ქმარს..
- კარგი რაა - დაიღრიჯა ლუკა, შემდეგ ლინას შეხედა - კარგი ხოო - დათანხმდა და საქმეს შეუდგა.. სამზარეულიში მოფუსფუსე ქალბატონი ხშირად აპარებდა ქმრისკენ თვალებს და ამჩნევდა, როგორ ცოდვილობდა ლუკა..
- მასე არა.. აი ასე - ლინამ მის ხელს ხელი ჩასჭიდა და დანა ფრთხილად დაასმევინა.. ყოველთვის საოცარი გრძნობა ეუფლებოდა, როდესაც მას ეხწბოდა.. ახლა კი, როცა გიორგიც გამოჩნდა და მათი ურთიერთობის არევის საფრთხე დადგა, ლინა გაორმაგებულად გრძნობდა მის მიმართ სითბოს და ლტოლვას.. მალე შეეშვა და თავისი საქმე გააგრძელა..
- ბელა როდის წავიდა?.. - მოულოდნელად ჰკითხა ლუკას..
- წეღან ოთახში რომ ახვედი მაშინ - მცრები აიჩეჩა ლუკამ..
- პიცა მალე იქნებაა?.. - იკითხა ელიმ, რონელსაც ძილი ერეოდა..
- კი დეე - გაუღიმა ლინამ ბავშვს და კოცნა გაუგზავნა..


....
ლუკა უყურებდა დედა-შვილს და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.. რამდენი რამ შეცვალა ლინამ მის ცხოვრებაში.. ოჯახი აჩუქა, საშუალება მისცა, რომ შვილი ჰყოლოდა და მამა ყოფილიყო.. ის სიხარული ეგრძნო, რომელსაც მათი არსებობის გამო განიცდიდა.. განა ცოტა ხნის წინ შეუყვარდა ლინა?.. არა, ახლა აცნობიერებს, რომ ის პირველივე ნახვის შემდეგ შეუყვარდა.. მაშინ, როდესაც პირველად ჩახედა თვალებში, როდესაც მისი ხმა პირველად გაიგონა.. ეს გოგო ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც სრულიად ესმოდა და აბსოლიტურად ყველაფერს აპატიებდა.. რომლის გამოც ყველაფერს იზამდა.. ვერავინ წარმოიდგენდა, როგორ სტკიოდა ლუკას ის ამბავი, რომ შვილი არ ეყოლებოდა და როგორ ახარებდა ის ამბავი, რომ ლინამ საშუალება მისცა მისი შვილის მამა გამხდარიყო.. შეიძლება სხვა ვინმეს ეს სისულელედ მოსჩვენებოდა, მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.. უყურებდა ლინას და ვერ ხვდებოდა, რატომ ამჩნევდა მის თვალებში აღელვებას.. რა ხდებოდა ასეთი, რომ მომენტებში ის ჩაფიქრდებოდა და თითქოს ყველაფერს ეთიშებოდა და ვეღარაფერს ამჩნევდა.. იცოდა, რომ ლინა აუცილებლად დაელაპარაკებოდა რაიმე რომ ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა.. პიცა მალე მოამზადეს და მაგიდას შემოუსხდნენ.. მხიარულად მიირთმევდნენ და იცინოდნენ.. გიჟდებოდა ლუკა ლინას კულინარიულ შედევრებზე..
- დედა არ მოვიდა ძილის დრო?.. - იკითხა გადაღლილმა ელიმ..
- კი პატარავ.. მოდი გაგასუფთავებ და დავწვეთ..
- მამაც ხომ წამოვა..
- რა თქმა უნდა დე - გაუღიმა ლინამ.. ლუკას სასიამოვნოდ გაეღიმა.. საოცარი დედა-შვილი იყო ლინა და ელი.. პატარას გამო ლინას ყველაფეის გაკეთება შეეძლო.. ბავშვთან ერთად თვითონაც ბავშვი ხდებოდა.. ლუკაც ასე იყო, შეეძლო ელისთან ერთად საწოლზეც კი ეხტუნავა..
ცოტა ხანში მაგიდა აალაგეს, ლინამ ელი დასაძინებლად მოამზადა და საწოლშიც დააწვინეს.. ელი შუაში იწვა.. აქეთ-იქიდან კი მშობლები იწვნენ.. პატარას ორივეს ხელი ეჭირა და მშვიდად სუნთქავდა.. ლინა და ლუკა ისე იწვნენ, რომ ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.. ხმას არცერთი იღიბდა.. ლინას ძალიან უნდოდა ქმრისთვის სიმართლე ეთქვა, მაგრამ ახლა საუბრის წამოწყებას აზრი არ ჰქონდა.. როორც წესი, ელის მარტო სძინავს ხოლმე, მაგრამ ახლა ლინას და ლუკასაც მასთან ერთად ჩაეძინა.. ელის ორივესთვის ჩაეჭიდა ხელი და ანგელიზებს ძილში უღიმოდა.. ლინას და ლუკასაც უკვე ღრმად ჩასძინებოდათ, სახლში კი უჩვეულო სიჩუმე გამეფებულიყო..
..




*******

აბა რას ფიქრობთ?.. წერას ახკახანს მოვრჩი და თვალის გადავლებას ვერ ვახერხებ, ამიტომ შეცდომების გამო ბოდიშს ვიხდი.. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ..



№1  offline წევრი aNuGi

როგორ ველოდებოდიი <3 love ძალიან მიხარია რომ გიოს სათანადო ადგილი მიუჩინა ლინამ.. მაგრამ მაინც მეცოდება, მგონია რომ ისიც, როგორც ბევრი, "დედის მსხვერპლია" recourse
საოცარი მწერალი ხარ, შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული და სულმოუთმქელად ველოდები ხოლმე ახალს request
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№2  offline მოდერი tsn

aNuGi
როგორ ველოდებოდიი <3 love ძალიან მიხარია რომ გიოს სათანადო ადგილი მიუჩინა ლინამ.. მაგრამ მაინც მეცოდება, მგონია რომ ისიც, როგორც ბევრი, "დედის მსხვერპლია" recourse
საოცარი მწერალი ხარ, შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული და სულმოუთმქელად ველოდები ხოლმე ახალს request

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.. ძალიან მახარებს შენი თბილი კომენტარები.. მიხარია, რომ კითხულობ, მოგწონს და აზრებს მიზიარებ.. კიდევ ერთხელ გმადლობ ♥♥

 


№3  offline წევრი isterichka123

კაია გაგრძელე

 


№4  offline მოდერი tsn

isterichka123
კაია გაგრძელე

გმადლობ ♥

 


№5  offline წევრი kaxelii

ქაი ისტორია ქაია. მალედადე რა კარგი ძალიან იმედია ელი ვერ გაიგებს სიმართლეს

 


№6  offline მოდერი tsn

nino k.d.
ქაი ისტორია ქაია. მალედადე რა კარგი ძალიან იმედია ელი ვერ გაიგებს სიმართლეს

მიხარია, რომ მოგწონს.. არ დავაგვიანებ.. ♥

 


№7 სტუმარი Nini

Ra gitxra arvici,dzalian magari xar,momwons dzalian,male dade shemdegi.super gogo xar.:-*

 


№8  offline მოდერი tsn

kui1996
DZalian momwons .....

მიხარია, რომ მოგწონს.. გმადლობ ♥♥

Nini
Ra gitxra arvici,dzalian magari xar,momwons dzalian,male dade shemdegi.super gogo xar.:-*

ძალიან დიდი მადლობა.. მიხარია, რომ მოგწონს და თქვენი თბიჭი კომენტარები ძალიან მახარებს ♥♥

 


№9  offline წევრი GT - Ucnobi

Aham... Da Ertaderti Var Romelsac Giorhi Uyvars? :/ Eg Rogoria Naxe Raaa ! Ara Sashinlad Ukmayofilo Var Shen Gogo Ra Mowie? Gamagebine Es Reeebi Atqmevine An Giorgis An Lanas :3 Uimeeeee :3 Ara Ra Mosaklavi Xar ^^ Chem Jinze Aketeb Xo Uxuxuxuxu :S Ara Giorgi Araa Iseti Rogoric Chans Yovelshemtxvevashi Imedi Maqvs :D Warmatebebi :D Giorgis mimixede :D

:D :D :D magari motxrobaa dzaan ! Sg :D

 


№10  offline მოდერი tsn

GT - Ucnobi
Aham... Da Ertaderti Var Romelsac Giorhi Uyvars? :/ Eg Rogoria Naxe Raaa ! Ara Sashinlad Ukmayofilo Var Shen Gogo Ra Mowie? Gamagebine Es Reeebi Atqmevine An Giorgis An Lanas :3 Uimeeeee :3 Ara Ra Mosaklavi Xar ^^ Chem Jinze Aketeb Xo Uxuxuxuxu :S Ara Giorgi Araa Iseti Rogoric Chans Yovelshemtxvevashi Imedi Maqvs :D Warmatebebi :D Giorgis mimixede :D

:D :D :D magari motxrobaa dzaan ! Sg :D

არ მინდა იმედები გაგიცრუვდეს, მაგრამ გიორგი იმიტომ არ შემომიყვანია, რომ ლინასთან შევარიგო.. ყველაზე მეტი შემიძლია მეგობრებად დავტოვო wink :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent