შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა დანაკარგის ფასად ღირხარ (5)


27-06-2016, 22:54
ავტორი tsn
ნანახია 2 019

.......


ლინა და ლუკა მუსიკის მშვიდ ჰანგებს ნაზად აყოლებდნენ ტანს და ერთმანეთის გვერდით ყოფნით ტკბებოდნენ...
- იცი ლინ - დაიწყო ლუკამ..- პირველად რომ დაგინახე, შენ ისეთი შეშინებული იყავი, ისეთი ცივი, მაგრამ შენი გამოხედვა.. შენი თვალები ამბობდნენ, რომ დაცვა გჭირდებოდა.. როცა შემოგხედე, მაშინვე დავრწმუნდი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ის, ვინც შენზე იზრინებდა.. შენზე და ელიზე... ალბათ მთელი ეს დრო ფიქრობდი, რომ ყველაფერს ელისთვის ვაკეთებდი, რომ ის მჭირდებოდა მხოლოდ, მაგრამ ასე არ იყო.. მე მინდოდა, რომ შენც ბედნიერი ყოფილიყავი, გეგრძნო, რომ შენს გვერდით არის მამაკაცი, რომელიც სულ შენთან იქნება, რომელსაც უყვარხარ და ეყვარები.. ლინა, მისმენ?.. - ღიმილი შეეპარა და მას დახედა.. ისევ გაეღიმა, როდესაც დაინახა, როგორ ჩასძინებოდა ლინას, ფეხზე მდგომარეს,.. ასე უბრალოდ თავი მის მკერდზე მიედო და ჩასძინებოდა.. ხელში აიტაცა მისი ბუმბულივით მსუბუქი სხეული და შემდეგ ოთახში გაიყვანა, რომელიც საძინებელი აღმოჩნდა, ტანსაცმელი გახადა და საწოლზე დააწვინა.. თვითონაც მალევე მიუწვა გვერდით, მის მძინარე სხეულს ჩაეხუტა, კიდევ ერთხეც ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი და დაიძინა..
მშვენიერი დილა გათენდა.. როგორც ჩანს, ლუკამ ისევ დაასწრო ლინას ადგომა და იმავე სახლში არსებულ სამზარეულოში გასვლა.. ჯერ არ უთქვამს, თუმცა ეს სახლი ლინასთვის იყიდა, რათა ქორწინების მეოთხე წლისთავზე აჩუქოს.. გასული საღამო კი მისი პირველი ტკბილი მოგონება იქნებოდა ამ სახლზე..
- დილამშვიდობისა - სამზარეულოში ნახევრად მძინარე ლინა გამოჩნდა..
- დილამშვიდობისა - გოგონასთან ახლოს მივიდა და თავზე აკოცა.. - შენი ყავა - მაგიდასთან მისულ ლინას წინ დაუდგა..
- გმადლობ.. როგორ ხარ? - ჰკითხა ლინამ და ყავა მოსვა.. - ელისთან არ დარეკე?
- კარგად ვარ და, გთხოვ ნუ ღელავ, ელიც კარგადაა და საერთოდაც, ბელა მიხედავს, ხომ იცი?..
- კი, მაგრამ ვერ ვძლებ მის გარეშე
- ვიცი, მეც მასე ვარ - გაუღიმა ლუკამ და გვერდით მიუჯდა.. - გუშინ ვერ ვისაუბრეთ -თქვა ლუკამ და ყავის ფინჯანს თვალი გაუშტერა.. რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც მისმა მობილურმა დარეკა.. "ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა" ამბობდა გულში და საკუთარ ბედზე ბრაზობდა.. ვერაფრით დაელაპარაკა ლინას თავის გრძნობებზე..
- სამსახურში წასვლის დროა - მოღუშული სახით უთხრა ლინას და მალევე ჩასხდნენ მანქანაში.. დღე სასიამოვნოდ დაიწყო, მაგრამ მაშინვე მოიწყინა ლინამ, რაც გიორგი დაინახა.. წინა საღამოს არ დაელაპარაკა ლუკს..თანაც გაახსენდა, რომ გიორგი უნდა ენახა და საბოლოოდ დაემთავრებინა მასთან ურთიერთობა.. როგორც წინა დღით, ახლაც ცდილობდა გიორგისთვის თავის არიდებას..
- რა გჭირს?.. - ჰკითხა ლუკამ ლინას შესვენებისას..
- რა?.. - კითხვა შეუბრუნა ლინამ..
- თითქოს ვიღაცას გაურბიხარ.. ოთახიდანაც არ გასულხარ..
- ლუკა მე.. მე აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო.. ეს სერიოზულია..
- გისმენ ლინ.. ხომ იცი, რომ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს..
- საქმე ელის მამას ეხება - საუბარი უჭირდა ელის.. ელის მამის ხსენებამ ლუკაც შეაშინა..
- რა ხდება?.. - შეშფოთებულმა იკითხა ლუკამ..
- ის დაბრუნდა - თქვა თითქმის ჩურჩულით და ჩანგალი ნამცხვარში ჩაასო.. ლუკას კი გულში საშინელი სიბრაზის, გაწბილების და ამავდროულად შიშის გრძნობა ჰქონდა.. - ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ის ჩვენს წრეში ტრიალებს..
- ვინაა - გახევებულმა იკითხა ლუკამ..
- გიორგი.. ვიცი, რომ ეს რაღაც სისულელეს ჰგავს, რაღაც ფილმის უაზრო სიუჟეტს - უთხრა ლუკას და თვალებზე ხელი აიფარა, რომ წამოსული ცრემლი დაემალა, მაგრამ ლუკამ მაინც შეამჩნია და ახლაღა მოვიდა აზრზე.. ლინასთან ახლოს მიიწია და სახეზე ხელი დაუსვა, შემდეგ თავი ზევით ააწევინა და თვალებში ჩახედა.
- გთხოვ, ასე ნუ განიცდი..
- მან იცის, რომ ელის მამაა - ამოთქვა ლინამ..
- მან გითხრა სხვა რამე?..
- არა, მთხოვა, რომ ვნახო და ვესაუბრო..
- აქამდე რათომ არ მითხარი?.. - ლუკა სულაც არ იყო ღიმილის ხასიათზე, მაგრამ ლინას მაინც უღიმოდა, რათა არ შეეშინებინა..
- ვერ მოვახერხე.. მე...
- მშვიდად ლინა - ხელები მხრებზე მოსჭიდა და მასთან ახლოს მიიწია.. ნუ გეშინია, ყველაფერს მოვაგვარებთ.. ერთად ყველაფერს მოვაგვარებთ.. გინდა დღეს გამოგყვე მის სანახავად?..
- არა, მირჩევნია მარტო ვიყო.. ასე ისიც თავისუფლად იქნება.. მინდა, რომ ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი - უთხრა და ცრემლიანი თვალები ლუკას შეანათა.. ლუკამ სურვილს ვეღარ სძლია და მის ბაგეებს ფრთხილად შეეხო..

ლინამ ამოისუნთქა.. ახლა ლუკამ სიმართლე იცოდა და თავს მშვიდად გრძნობდა.. გიორგისთან შევიდა და უთხრა, რომ ერთ საათში ნახავდა...
ლუკა ვერ ისვენებდა.. თავს საშინლად გრძნობდა.. ახლა უნდოდა დაეჭირა გიორგი და ყველა ძვალი სათითაოდ გადაელეწა იმ ყველაფრისთვის, რაც ლინას მიმართ დააშავა.. იმისთვის, რომ ახლა ლინას მის გამო ეშინოდა.. თავს ძლივს იკავებდა, რომ კაბინეტში არ შეჭროდა და თავი მაგიდისთვის არ ერტყმევინებინა.. ლინას დაემშვიდობა და ოფისი დატოვა.. დიდ ხანს დაბოდიალობდა და, როგორც იქნა, სასურველი კარის წინ გაჩერდა, ზარი დარეკა და დაელოდა..
- დედა - მოწყენილმა უთხრა დედას..
- ლუკა, ძვირფასო.. რა ხდება დედი?..
- გეტყვი, მხოლოდ ცივი ყავა გამიკეთე და მერე..

- აბა როგორ ხარ?.. - იკითხა ბელამ და ყავა მაგიდაზე დადო.. თავად კი დივანზე ჩამოჯდა.. ლუკამ ყავა აიღო, მასთან მივიდა, წამოწვა, თავი მის მუხლებზე დადი და ცოტა ხნით გაჩუმდა..
- ის დაბრუნდა დედა - ძლივს ამოღერღა ლუკამ..
- ვინ დაბრუნდა - ვერაფერი გაეგო ქალს..
- კაცი, რომელიც წარსულში ჩემს ცოლს უყვარდა.. ბელამ შვილს ლოყაზე ხელი ჩამოუსვა..
- ახლა რას აპირებთ დედა..
- ლინა მას დაელაპარაკება.. არ ვიცი დედა.. თავი ძლივს შწვიკავე, რომ არ მეცემა.. მინდოდა ყველაფრისთვის პასუხი მომეთხოვა.. იმ ყველაფრისთვის, რაც ლინას დაუშავა..
- ლინა გიყვარს არა.. ვიცი, რომ გიყვარს.. იმ მომენტიდან ვიცუ, რა წამსაც პირველად ერთად დაგინახეთ.. მასთან ისეთი ლაღი ხარ, ისე გიბრწყინავს თვალები.. გეფიცები, სხვა არაფერი მინდა, გარდა შენი ბედნიერების.. ლინა არ დათმო შვილო.. ის შწნი ბედნიერებაა, ამიტომ არ გაუშვა..
- მის დათმობას არ ვაპირებ.. მაგრამ მეშინია, მეშინია, რომ.ის ისევ მოატყუებს და თავგზას აურევს, რომ ისევ ატკენს.. არ მინდა, რომ ვინმემ ლინა და ელი წამართვას.. ისინი ჩემი ოჯახი არიან.. ლინამ ოჯახი მაჩუქა დედა.. საშუალება მომცა, რომ მამობრივი სიყვარული მეგრძნო.. მან მე ყველაფერი მომცა და ვერავინ წამართმევს ამას..
- წადი ახლა და დარწმუნდი, რომ გიორგი ვეღარ მოატყუებს მას.. - თბილად მოჰკიდა ხელი მხრებში და გაუცინა შვილს..
- საუკეთესო ხარ - აკოცა დედამისს ლოყაზე და წავიდა..
..

ლინა საშინლად ღელავდა.. არ იცოდა რითი უნდა დაეწყო.. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც წინ მიდიოდა..
- მიხარ.. - რაღაცის თქმა უნდოდა გიორგის, როდესაც ლინამ შეაწყვეტინა
- პირდაპირ საქმეზე გადადი - მკაცრი ჩანდა ლინა..
- იცი შენი დამოკიდებულება მკლავს ლინა.. ვიცი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და ამას ძალიან განვიცდი.. ხომ იცი, რომ შენი ცოლად მოყვანა მინდოდა.. მე ეს ძალიან მინდოდა, მაგრამ..
- მაგრამ.. სასაცილოა, რატომ არსებობს ამდენი მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში..
- ლინა მე მართლა მიყვარდი, თუმცა იმ მომენტში დედაჩემი...
- საკმარისია ამ ყველაფერში დედაშენის დადანაშაულება.. გიორგი, რომელსაც ვიცნობდი არავის ჭკუაზე არ გაივლიდა.. შენ უბრალოდ შეგეშინდა, ზედმეტი პასუხისმგებლობის შეგეშინდა..
- არა ლინა.. ჩემი ნებით არ დამითმიხარ.. ეს შეცდომა იყო, სასტიკი შეცდომა.. პატარები ვიყავით.. მეშინოდა, ჩემი.მშონლები სულ სხვა რაღაცას გაიძახოდნენ.. მათ თავგზა ამირიეს და მეც შიშს დავყევი.. საშუალება მივეცი მას ვემართე და მზად ვარ, ამის საფასური მთელი დარჩენილი დრო გადავიხადო.. უბრალოდ ამის საშუალება მომეცი..
- მე არ მჭირდება ეს ყველაფერი.. ერთადერთი, რის გამოც აქ მოვედი, ელია.. მინდა მის შესახებ ვისაუბროთ, რადგანაც "მე და შენ" წარსულში მოკვდა..
- მე მინდა, რომ შენ და ელი ჩემთან იყოთ..
- ყოველთვის ასეთი იყავი გიორგი.. ყველაფერი გინდოდა და მის ძიებაში იმხელა შეცდომებს უშვებდი, რომ არაფერი გრჩებოდა ხელთ.. მიუხედავად იმისა, რომ არ იმსახურებ, ნებას გაძლევ, რომ ელი ნახო ხოლმე, მაგრამ იმ პირობით, რომ ვერასოდეს გაიგებს, ვინ ხარ სინამდვილეში.. მას და ლუკას შორის ძლიერი კავშირია და არ მინდა, რომ რაიმემ ეს დაარღვიოს..
- ანუ არ გინდა გაიგოს, რომ მე ვარ მისი მამა?
- ზუსტადაც..
. ლინა ეს.. მე.. მე სასამართლოს მივმართავ იცოდე - უკვე სასოწარკვეთილი იყო მამაკაცი
- იცი მე შანსი.მოგეცი.. შეგიძლია ელი ინახულო ხოლმე.. ისე რომ.შენზე არ მოუყვე.. და მაინც, თუ ეს საქმე სასამართლომდე მივა, მე მას მოვიგებ და შვილთან დაახლოვების ამ ერთადერთ შანსს დაკარგავ.. რაც შემეხება მე, მე და შენ ერთად ვერასოდეს ვიქნებით, რადგან მე ლუკა მიყვარს, ყველაფერზე მეტად და ვერაფერი დამაძალებს მის დატოვებას.. - ლინა ადგა და წასვლა დააპირა, როდესაც გიორგიმ სიტყვა დააწია..
- მე ავად ვარ ლინა, ვკვდები.. - ლინა ადგილზე გაიყინა, ფრთხილად მიუბრუნდა და დაჯდა
- რა?..
- მას შემდეგ, რაც დავშორდით, მე შენ გეძებდი.. ყველგან მოგძებნე, მაგრამ ვერ გიპოვე.. საშინლად ვნერვიულობდი, ყველაფერი მოვივიწყე და სმა დავიწყე.. მე ღვიძლის პრობლემა მაქვს.. სადაცაა დამეშლება.. სუკ რამდენიმე თვე დამრჩა და სამუდამოდ წავალ.. - თავი დაბლა დაეხარა მას.
- და ეს აქამდე არ უნდა გეთქვა? - გაუბრაზდა ლინა..
- თანახმა ვარ ლინა, ელის ისე ვნახავ ხოლმე.. ვერასოდეს გაიგებს, რომ მამამისი ვარ და არც შენ შეგიქმნი ლუკასთან რაიმე პრობლემას..
- ვწუხვარ და გმადლობ - უთხრა ლინამ, ხელზე ხელი მოჰკიდა და მალევე წავიდა, თუმცა არავინ იცოდა, რა ჰქონდა გულში გიორგის... კაფიდან გასული არ იყო, როცა ლუკა შეხვდა.. ეს სჭირდებოდა.. მასთან ახლოს მივიდა და ხელები მჭიდროდ მოჰხვია.. ლუკამაც არ დააყოვნა, ხელები შემოხვია და შუბლზე აკოცა..
- ყველაფერი რიგზეა?.. - ჰკითხა ლუკამ
- კი - თავი დააქნია გოგონამ..
წყვილი სასეირნოდ გავიდა..
- იცი ლუკა, როდესაც გიორგი გავიცანი, მე ის ჩემს აზროვნებაში იდეალურ მამაკაცად შევრაცხე.. მე ის წრფელი გრძნობით შევიყვარე და ბოლომდე ვენდე.. მე არ დავკვირვებულვარ მის ქცევებს მანამდე.. მიმაჩნდა, რომ მაქსიმალურად დადებითი პიროვნება იყო.. როცა გავიგეყ, რომ ბავშვს ველოდებოდით, შემომთავაზა ცოლად გამომყევიო, მაგრამ რამდენიმე დღეში პირობა წამომიყენა, ან ბავშვი მოიშორე, ან წავალ თქვენგანო და მე ვარჩიე წასულიყო.. უფრო სწორად მე წამოვედი.. ორსულობის გამო ოჯახი გაგიჟდა და ფაქტობრივად, არ მიმიღო.. მე ყველა ერთ დღეს დავკარგე.. მერე კი შენ გამოჩნდი.. შენ ერთადერთი ხარ, ვინც უანგაროდ დამეხმარა, სწორედ საჭირო დროს.. შენი დამსახურებაა, რომ ახლა აქ ვარ, შენთან ერტად და ისიც, რომ ელი ჯანმრთელი და საღ-სალამათი გვყავს.. მე არასოდეს მითქვამს შენთვის მადლობა, რადგან ეს სიტყვა ვერ გადმოსცემდა ვერაფერს.. მე ჩემი საქციელებით ვცდილობდი, რომ შენი ბალი გადამეხადა.
- ლინა - მამაკაცი შეჩერდა, მხრებზე ხელი ჩასჭიდა და თვალებში ჩააცქერდა.. - შენ არანაირი ვალი არ გაქვს.. შენ არც კი იცი, რას ნიშნავთ თქვენ ორი ჩემთვის.. შენ მე ოჯახი მაჩუქე.. შვილი მაჩუქე.. ხო, შეიძლება ერთი სისხლი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მამა-შვილობა სხვებზე მეტად ნამდვილია.. გგონია მანამდე მე უცოდველად ვცხოვრობდი?.. მე ერთი ცანცარა ბიჭი ვიყავი, რომელსაც სერიოზულო არაფერი გააჩნდა.. მერე შემიყვარდა ქალი, რომელმაც გამომიყენა და დამშორდა.. მიზეზად კი იცი რა მოიტანა?.. ის, რომ მე უშვილო ვარ.. ერთ კვირაში კი ის ქალი ჩემს მეგობართან ერთად დავინახე.. ეს საშინელება იყო, მაგრამ შენ და ელიმ გადამატანინეთ.. მიყვარხარ ლინა, მიუვარხარ და არ დავუშვებ, რომ ისევ გეტკინოს.. გენდომება შენ ეს თუ არა,.მე მაინც თვალ-ყურს მივადევნებ ყველაფერს, მე ვერ დავუშვებ, რომ ვინმემ გაწყენინოს და აგატიროს.. - ლინა გაოცებილული უსმენდა და ყურებში მხოლოდ მისი მიყვარხარ უტრიალებდა, შემდეგ ფეხის წვერებზე აიწია და ქმრია ბაგეებს მისწვდა..
- მიყვარხარ - ესღა თქვა გოგონამ და ისევ გაეხვა სასიამოვნო ემოციებში...




***********

ველოდები თქვენს აზრებს.. შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი.. მობილურით ვწერ და სენსორზე ალბათ მეშლება, თანაც ამ წამს მოვრჩი წერას, საშინლად გადავიღალე და არ მაქვს იმის თავი, რომ გადავიკითხო.. იმედია მოგეწონებათ...



№1  offline წევრი isterichka123

კაია გაგარდზელე

 


№2 სტუმარი Teo..

Uf rakargia momewona dzalian aseti ganvitareba .momewona dzalian.da sheni weris stilic momwons.

 


№3  offline წევრი kaxelii

იმედია გიორგი არაფერს იჩალიჩებს თორე ძალიან დაადაბლებ ისტორიის დონეს

 


№4 სტუმარი Nini

Dzalian magari iyo,sagol shenc kargi xar,istoria tbili da originaluria.momwons dzalian. :-*

 


№5  offline მოდერი tsn

ყველას დიდი მადლობა ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent