შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ჩახუტებით ყველა ტკივილი მავიწყდება!!(თავი 2)


7-07-2016, 13:27
ავტორი ErTi MeOcnEbe Gogo
ნანახია 1 715

-აბა?!-საჭესთან მჯდომმა ნიკამ გახედა, მანქანაში ახლახანს ჩამჯდარ ლიკას და მანქანა დაქოქა-როგორი იყო პირველი დღე
-მშვენიერი, იმას მივაღწიე რაც მე მინდოდა....სკოლის გაოცებული სახე-ღვედი შეიკრა ბედნიერმა და ღიმილით დააყოლა-ეს მხოლოდ დასაწყისია!!
-გილოცავ
სახლში მისულები თავიანთ ოთახებში ავიდნენ.მარიამი მუშაობს თავის სუპერმარკეტში და გვიან ბრუნდება სახლში. ლიკას და ნიკას მამა კი ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერია, ასერომ ისიც საკმაოდ გვიან ბრუნდება.ლიკამ ოთახში ასვლისას პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა.გრილი წყლის ქვეშ იდგა და ალექსანდრეზე ფიქრობდა.თავიდან ვერ ამოეგდო მასზე ფიქრი, სულ თვალწინ უტრიალებდა მისი თვალები. რაღაც არა ამქვეყნიური ქონდა ზღვასავით ლურჯი და.... ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამოიყვანა ისევ
-ლიკაა...ლიკა სად ხარ?-გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე(გიჟია რა,ვიცინი)
ლიკამ უცებ დაკეტა წყალი, პირსახოცი შემოიხვია და ოთახში გავიდა
-უი აქ ყოფილხარ.. ამდენიხანია გეძახი და ვერ თქვი?
-არ მესმოდა.. რა გაყვირებდა რამე მოხდა?
-არა, გავდივარ და რო გცოდნოდა მაინც-გაეკრიჭა. სულელია ეს ბიჭი, გადარეული დასავით. მეცინება
-სად მიდიხარ
-ნაშებში-აი ახლა ისე გაიკრიჭა მართლა ამაზე ნათქვამი„რას გადმოგიყრია 32 კბილი ზოროს ცხენისავით"-ო რასაც ლიკა ხშირად ეუბნება
-სულელი-ლიკას ჩაეცინა ძმაზე, რომელიც უკვე აორთქლებული იყო. იმის შიშით, რომ რამე არ მოხვედროდა თავში.
-აუ რა ვქნა მარტომ?!-ჩაილაპარაკა მოწყენილმა და ამღერებულ ტელეფონთან მივიდა
-ბატონო..
-ჰეი პუპსიკ?რას შვრები?
-ვიკა?!! შენ უნამუსო სად დამეკარგეე.. გადავიდა ქალბატონი სხვაგან საცხოვრებლად და აღარ ახსოვს დაქალი, რატომ არ იყავი დღეს
-კაი პუპსიკ ამოისუნთქე, ჰაჰაჰჰა ხო იცი ვერ ვიტან პირველ დღეს
-კაი ჯანდაბას, მაგრამ ვაფშე არ მოგენატრეე?!
-კი პუპსიკ, როგორ არ მომენატრე.... მართლა ვერ მოვახერხე...ხოდაა...ახლა სასწრაფოდ აწიე დუნდულები და გამოქროლდი ჩემთაან,ჰაჰაჰჰაჰაჰ
-რა გეშველება,ჰაჰაჰჰა, მაგრამ არც არაფერი...ისევე, როგორც მე. ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები პუსუუნნ
-აბა რაა..ჰაჰაჰ..კაი ეხლა წამო მალე გელოდები
-ოკს..მალე მოვალ-ტელეფონი გათიშა და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა.ამჯერად დახეული მიკი მაუსის ჯინსი გამოიღო, შავი მინიონებიანი მაიკა და All star-ის თეთრი, მაღალყელიანი კეტები.სიცხის გამო ისევ კოსა გაიკეთა და როგორც ყოველთვის ტუში და ტუჩის ფანქარი წაისვა. შემდეგ კი ტელეფონი და ნაოშნიკები აიღო და სახლიდან გავიდა. ვიკასთან მშვენივრად გაერთო. უკვე 9 საათი იყო, რომ წამოვიდა. ავტობუსში მთელი გზა მუსიკებს უსმენდა. ჩამოსვლისასაც არ მოუშორებია. თავის სახლამდე უკვე ორი სახლი იყო დარჩენილი ,რომ უეცრად მხარზე შეხება იგრძნო და შეშკივლა
-ჩუმად ჩუმად ნუ ყვირი
-დაჩი?! აქ რას აკეთებ.. შენ რა მთვრალი ხარ?
-ხო ლიკა, შენმა სიყვარულმა დამათრო და შენ არ გინდა, რომ მიშველო
-რეებს ბოდავ დაჩი, მე შენ ხომ აგიხსენი, რომ არ მიყვარხარ და მხოლოდ მეგობრობა შემიძლია
-შემიყვარებ-დაჩი მისკენ მიიწია და ხელები მოხვია
-მომშორდიი-ლიკა მის ჩახუტებაზე რაღაც საშინლად გახდა.ვერიტანს დაჩის.რამდენიხანია უხსნის,რომ არ უყვარს და თავი დაანებოს.დაჩი კი ყურსაც არ ატოკებს.თან ახლა მთვრალია..ღმერთო როგორ ვერ იტანს მთვრალ ადამიანებს ნეტა იცოდეთ.არა თვითონაც კი დამთვრალა დღესასწაულზე,მაგრამ კაცს რას შეაგნებინებ.ძლივს მოიშორა და გაიქცა.დაჩიც მალევე დაეწია და ხელი ჩაავლო
-სად გარბიხარ? რაიყო არ მოგწონს ჩემი ჩახუტებაა? ჰა მითხარი!რატომ შემაყვარე თავი რატომ? ხოდა ახლა იმას გავაკეთებ რაც მინდა
-გამიშვი გამიშვითქო. საერთოდ ვინ გგონია თავი.რა გინდა ადამიანო რატო არ გესმის რომ არ მიყვარხარ და არც მომწონხარ არააა!! ან მე რა თავი შეგაყვარე...რა ჩემი ბრალია თუ შეგიყვარდიი.მორჩა შემეშვი ჩათვალე რო ჩვენი მეგობრობა დამთავრდა მორჩა!!არ მიყვარხარ და ვერც და არც არასდროს შეგიყვარებ!!ა რ ა ს დ რ ო ს!!!გაიგე ბოლოს და ბოლოს-ბოლო ხმაზე გაჰყ იროდა და ცდილობდა როგორმე მოეშორებინა,მაგრამ 14წლის გოგო 18 წლის კაცთან რას გახდებოდა.
-მოგიწევს შემიყვარო.. შენ ჩემი იქნები ლიკა ჯაჭვლიანო!!-დაჩიმ კოცნა დააპირა, ლიკა უძალიანდებოდა,მაგრამ ვედაფერს გახდა.ბოლოს ხელიც კი გაარტყა სახეში.ლიკას ცრემლები წასკდა. მაინც აგრძელებდა თავისას,რაც შეეძლო.დაჩი უკვე ძალიან ახლოს იყო მის ტუჩებთან,რომ ვიღაცის ხმამ დაიჭექა
-გოგოს ხელი გაუშვი დაჩი, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!!!
-ვა ვა სანდრექსა გასვიანი? რა სასაცილოა ბედისწერა ხედავ?ისევ შეგვახვედრა ბედმა ერთმანეთს.. შენ ვინ გეკითხება მე ჩემს გოგოს რას ვუზამ!!!-ახლა ლიკას მაგრად მოუჭირა ხელზე ხელი, იმის იმედად რომ არ გაქცეოდა
-მე შენი გოგო არ ვარ ცერცვაძევ, არც ოდესმე ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები ა რ ა ს დ რ ო ს!! შეიგნე ბოლოს და ბოლოს!!!-ლიკამ დაუყვირა და მიიღო კიდევაც სახეში. მაშინვე ცრემლები წასკდა და ხელი მოიკიდა ახურებულ ლოყაზე. ალექსანდრემ როგორც კი დაინახა ლიკას ჩაწითლებული თვალები არვიცი რა დაემართა. თვითონაც ვერ მიხვდა. უცებ გამხეცდა და დაჩის ყელში ეცა
-თუ სიცოცხლე არ მოგბეზრდა ახლავე გაქრი აქედან!!!გაფრთხილებ ვერ გადამირჩები. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ იმას, რომ კიდევ ერთი უდანაშაულო გოგო დაიტანჯოს შენს გამო გაიგეე?!!ა რ ა ს დ რ ო ს!!!არ დავუშვებ კიდევ ვინმე გახდეს შენი მსხვერპლი.. იცოდე ამჯერად არ დაგინდობ ვერ გადარჩებიი...დროზე დაახ**ე აქედან!!!-გამწარებული ყვიროდა ანდრო და ლიკა მის შემხედვარე უფრო ტიროდა.დაჩი კი ცდილობდა როგორმე მისი ხელი მოეშორებინა, რადგან უკვე იხრჩვებოდა. ალექსანდრემ დაამთავრა და ხელი უშვა,დაჩი კი მიწაზე დავარდა.ხელს ყელზე იჭერდა და სწრაფად სუნთქავდა.სიმთვრალისგან წითელი თვალები უფრო ჩასწითლებოდა და საშინელი შესახედი იყო.
-გასაგებად ვერ გითხარი თუ?! ისევ აქ რატო ხარ
-დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები სანდრექსა გასვიანო, ამჯერად ჩემს საქმეს ბოლომდე მივიყვან და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის..ვერც შენ.ის ჩემი იქნება-ლიკას გახედა და წავიდა
-ეს არ მოხდება..არასოდეს!!
ანდრომ დაჩის წასვლის შემდეგ ლიკასკენ გაიხედა და გული შეეკუმშა. ლიკა მიწაზე იყო ჩაკეცილი და ტიროდა. მიუახლოვდა და წამოაყენა
-ლიკა..ადექი ყველაფერი კარგად არის, ვერაფერს დაგიშავებს
-ალე..ქსა...ნდრეე ის..ის-ლიკა სლუკუნებდა და სათქმელს ვერ ამბობდა.ალექსანდრე უყურებდა ლიკას და რაღაც გრძნობა ეუფლებოდა.
ვერ ხვდებოდა.. პირველად რომ დაინახა დღეს მის კლასთან, როგორ ტლიკინებდა და არ ისვენებდა.თვალი არ მოუშორებია, იდგა ჩუმად და უყურებდა.ახლა კი ამ მდგომარეობაშია.
-ჩუმად, არ იტირო ლიკუნა.. მორჩა
გასაკვირია, ლიკა ხომ ვერ იტანს როცა ვინმე ლიკუნას ეძახის. ახლა კინაღამ გაითიშა, ისე ესიამოვნა სანდროსგან სიტყვა ლიკუნა..ისე საყვარლად თქვა, რომ უცებ ჩაეხუტა. ხელები მხრებზე მოხვია და ცხვირი ყელზე გაუსვა.გაკვირვებულმა ანდრომაც ხელები წელზე მოხვია და.. სასწაულია მაგრამ ლიკა დამშვიდდა და ტირილიც შეწყვიტა. მართალია ანდროს გაუკვირდა ეს უეცარი ლიკას მოქმედება(ჩახუტება) მაგრამ ესიამოვნა.ასე იდგნენ სახლის წინ ჩახუტებულები და ტკბებოდნენ.ლიკა უცებ გამოერკვა რაც გააკეთა და დენდარტყმულივით განზე გახტა
-მაპატიე ...მე ..მე ..უბრალოდ-დამორცხვილი ალუღლუღდა და ანდროს ჩუმად ჩაეცინა
-არაუშავს არაფერია..კარგად ხარ?
-კი, გმადლობ-უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო და გაკვირვებულმა დაამატა -მოიცა შენ აქ საიდან?
-ამმ.. მე როგორც აღმოჩნდა შენი ახალი მეზობელი ვარ-გაიკრიჭა
-შეენ?ანუ ამ სახლში შენ გადმოხვედი?
-ხო რაიყო ხოარ გეწყინა
-ამმ არა არა, რა სისულელეა უბრალოდ.. იმედი მქონდა, რომ ვინმე ჩემნაირი შერეკილი გოგო იქნებოდა-ამაზე გაეცინა
-ნუ გეშინია, გამართლდა შენი იმედი-ალექსანდრეს ჩაეცინა,ლიკამ კი გაიფიქრა „აი სად დაგერხა ლიკა ჯაჭვლიანო?!"
-ეგ როგორ
-და მყავს, კარგად გაუგებთ ერთმანეთს
-ვაუ მართლა? რა კარგია.იმედია მალე მექნება შესაძლებლობა იმის რომ გავიცნო
-რათქმაუნდა, ეჭვი არ შეგეპაროს
-ამმ..კარგი შევალ უკვე გვიანია-უხერხულად გაიღიმა
-კარგი, ხვალამდე
ლიკა ეზოში შედიოდა, ასევე ალექსანდრეც რომ ლიკამ უცებ დაუძახა
-ალექსანდრე
-გისმენ
-მადლობა-ლოყები აუწითლდა რაზეც ანდროს ჩაეღიმა
-არაფერია
-ალექსანდრე-ისევ დაუძახა, თითქოს რაღაც გაახსენდა
-არ ინერვიულო ნიკას არ ვეტყვი-გაუღიმა
-მადლობა
-ალექსანდრეეე-უცებ ისევ წამოიყვირა
-ახლა რაღა დაგავიწყდა-სანდრო სიცილით გამობრუნდა
-დაჩისთან რა მოხდა
-გრძელი ამბავია-თვალებში სევდა ჩაუდგა.ლიკამ ეს შენიშნა და თვითონაც დამწუხრდა
-მაპატიე, არ უნდა მეკითხა.. კარგი კარგად-უცებ მიაყარა და სახლში შევარდა.ალექსანდრეს კი ჩაეღიმა-გადარეულია რაა-და ისიც სახლში შევიდა.
-ღმერთო რა იდიოტი ვარ-შუბლზე მიირტყა ხელი ლიკამ კარის დაკეტვისთანავე და თან გაეცინა-ეს რაიყოო..რა დამემართა, როგორ ჩავეხუტე...თითქოს ყველაფერი დამავიწყდა...ლიკუნაო..რა საყვარლად დამიძახაა...არადა როგორ ვერ ვიტან ლიკუნას რომ მეძახიან,მაგრამ მან ისე საყვარლად დამიძახა..ნეტავ საიდან იცნობს დაჩის,რა მოხდა..რა ბედისწერა...ღმერთო რამდენი კითხვა მაქვს,რა მემართება,რატომ ვარ აფორიაქებული.ის ხომ დღეს გავიცანი.ვაიმე რა საყვარლად იცინოდაა.ღმერთო შარში ვაარ.თან ჩემი ახალი მეზობელი ის აღმოჩნდა.არა უნდა დავმშვიდდე თორემ ასე ვერ ვიქნები,სასწრაფოდ აბაზანა მესაჭიროება.ხო ასე აჯობებს-ლუღლუღებდა ლიკა თან ეღიმებოდა.ბოლოს აირბინა თავის ოთახში და აბაზანაში შეიკეტა.იქ ალბათ ორი საათი ნებივრობდა და გამოსვლის შემდეგ თავისი პანდებიანი პიჟამოები ჩაიცვა.სათს რომ შეხედა 12-ს უჩვენებდა და პირი დააღო გაოცებისგან.სასწრაფოდ ქვემოთ ჩაირბინა და დივანზე გაშოტილ ნიკას ზემოდან დაახტა.
-ააა..გოგოო მომშორდიი!!დამენგრა გვერდები!!
-როდის მოხვედი ზიღვარულოო-კისკისებდა ლიკა
-აუუ გაჩუმდიი თავი მისკდება ისედაც
-მერე ვინ გითხრა გაილეშეო შენი ბრალია.ჰე ადექი ახლა დროზე დედა მოვა წუთიწუთზე და გული გაუსკდება ასეთ დღეში რო გნახავს.მალე ადი ზემოთ
-აუუ ჩემი კაი...კაი ხო ვდგები ვაა.ისე დამჩხავი თავზე გამისკდება სადაცაა-ნიკა ძლივს წამოიზლაზნა და რის ვაივაგლახით ავიდა თავის ოთახში.ლიკაც აპირებდა ასვლას,მაგრამ კარის ხმა გაიგო და გიჟივით გაექანა
-დედიკოოო...მომენატრეე ზიღვარულოო-კინაღამ წაიქცა მარიამი ისე დაეტაკა ეს გადარეული და ჩაკოცნა
-ვაიმეე ლიკაა შემომიშვი ჯერ-გაეცინა და თვითონაც მოხვია ხელები
-დაიღალე ხოო
-კი დე ძალიან
-კაი მიდი დაწექი და მეც დავწვები მალე
-კაი დე წავედი-დაღლილი სახე ქონდა მარიამს ამიტომ დასაძინებლად წავიდა. ლიკაც მალე ავიდა ოთახში,მაგრამ არ ეძინებოდა სიცხისგან.აივანზე გავიდა და ჰამაკში ჩაჯდა.მის პირდაპირ იყო ალექსანდრეს სახლი.მის მოპირდაპირე მხარეს ოთახში ჯერ კიდევ შუქი ენთო. გაიფიქრა კიდევაც, რომ შეიძლებოდა იმ ოთახში სანდრო ყოფილიყო,მაგრამ ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია.მალე დაინახა როგორ შემოვიდა ეზოში მანქანა და გიჟივით ჩაირბინა კიბეები.ეზოში გავარდა და დავითს შეახტა.ამხელა კაცი კინაღამ წააქცია
-მამიკოო
-ჩემი პატარა სულელი!-სიცილით შემოხვია ხელები კაცმა და შემდეგ გაუწყრა-რატომ არ გძინავს ლიკა?!
-არ მეძინებოდა-გაიკრიჭა და ლოყები დაუკოცნა
-ნუ ცუღლუტობ!!-გაეცინა კაცს და ასე ხელში აყვანილი შეიყვანა
ის კიარ იცოდა ლიკამ, რომ ის ოთახი მართლაც ანდროსი იყო და ამ ყველაფერს ბედნიერი სახით უყურებდა და ეცინებოდა მის ბავშვურობაზე,თან გულში ფიქრობდა„ჩემი გადარეული".



№1 სტუმარი Tako

Kaiaaa dzaan veli did tavs

 


№2  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Tako
Kaiaaa dzaan veli did tavs

მადლობააა. შევეცდები მალე დავდო
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent