სიყვარული და ტკივილი (28თავი)
-სანდრო შეგიძლია მაღაზიაში რომ ჩახვიდე? -კარგი რა ამ დილაადრიან რა დროს მაღაზიაა? -ორი დაიწყო და რაღა დილაა? -კარგი ხო წავალ რა მოვიტანო მითხარი ოღონდ. შენ რაღაც დაბნეული ხარ და რა ხდება? -არ იცი დღეს ვიწყებ ცეკვაზე სიარულს და ცოტა ვღელავ. -კარგი არაუშავს თუ გინდა წაგყვები დღეს. -კარგი. მიყვარხარ ძალიან. მიდი წადი ეხლა და მალე მოდი.... ნეტა ვინ მირეკავს? .... დედა როგორ ხარ? -კარგად თიკო თქვენ როგორ ხართ? კამერა ჩართე. -ეხლავე. როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები? ხომ კარგად ხარ? -კი არამიშავს თქვენ როგორ ხართ? სანდრო სად არის? -ეხლა ჩავიდა მაღაზიაში და მალე მოვა. შენ როგორ ხარ? ხომ მოეწყვე კარგად? -რავიცი კი მოვეწყვე. თქვენ რაშვებით? -რავიცი ჩვენთან მეზობლად იცი ვინ გადმოვიდა? -მე რავიცი არ დამსიზმრებია. -ვინ და დათო. ჩვენ რომ არ მივიღეთ მერე ჩვენს წინ რომ 2 ოთახიანი იყო ის იყიდა და 2 დღის გადმოსულია. აქედან ვერ ვიშორებთ რა. -აუ ეგ ვერაა თავის ჭკუაზე ხომ იცი შენ? თიკო ფრთხილად იყავით, მაგ კაცს ბოლომდე არასოდეს ენდოთ. მე ვიცი რაც არი. შეიძლება მოგაჩვენოთ თავი რომ კარგად გეპყრობათ, მაგრამ სინამდვილეში საშინელი პიროვნებაა. -კარგი დედა გავითვალისწინებთ აუცილებლად. -თიკო რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ გთხოვ სანდროს არაფერი უთხრა კარგი? -რა ხდება დედა ხომ კარგად ხარ? -გუშინ ექიმთან ვიყავი რაღაც არ შემეძლო და გულის პრობლემა მაქვს, უნდა ვიმკურნალო. ზოგჯერ გული მიმდის ჰაერის უკმარისობის გამო... -დედა ჩამოდი აქ ჩვენ მოგხედავთ გთხოვ მანდ არ დარჩე. -თიკო დამამთავრებინე სათქმელი. 3თვე ვიქნები აქ. კარგი ხელფასი მაქვს და ჩვეულებრივად სამი თვის გასვლის შემდეგ ჩამოვალ. სანდროს არაფერი უთხრა რა ინერვიულებს. -კარგი არ ვეტყვი მაგრამ მალე ჩამოდი რა გთხოვ. -ხო იცი რომ პირობას არ ვტეხ?..... სანდრო როგორ ხარ? -დედა? კარგად შენ როგორ ხარ? -მეც კარგად. ჩემი ბიჭი რამხელა გაზრდილხარ. -აუ დე 1 კვირის წასულიც არ ხარ მთლად და რა უნდა გავზრდილიყავი? -კარგი ხო აღარ ვიღებ ხმას. როგორ ხართ? -კარგად, გითხრა თიკომ ჩვენი ახალი მეზობლის შესახებ? -კი მითხრა. და სანდრო თიკოს კი ვუთხარი და შენც გაფრთხილებ, რაც არ უნდა მოხდეს ბოლომდე არასოდეს ენდოთ, შეიძლება მოგაჩვენოთ თავი რომ თქვენზე ზრუნავს, მაგრამ ვიცი რაც არის და ნურასოდეს ენდობით. -კარგი დედა გავითვალისწინებთ. შენ მიხედე თავს და მალე ჩამოდი თორე უკვე მენატრები. -ხო სანდრო მეც მინდა მალე ჩამოვიდე და შევეცდები კიდეც... კარგი წავედი ბავშებო მე და ჩართული გქონდეთ ზოგჯერ კომპიუტერი და შეგეხმიანებით. -კარგი დე აპა და თავს მიხედე გთხოვ. -კარგი თიკო. აპა კარგად ბავშვებო. -სანდრო საჭმელს გავაკეთებ ეხლა მე, ვჭამოთ გავემზადოთ და წავიდეთ კარგი? -სად უნდა წავიდეთ? -აუ არ გახსოვს რომ დამპირდი ცეკვაზე პირველ დღეს წაგყვებიო? -კი მახსოვს უბრალდო გეხუმრე სიხარულო. ჩემი ლამაზი გოგო. გინდა მოგეხმარო საჭმლის გაკეთებაზე? -კი დიდი სიამოვნებით. არ ვიქნები წინააღმდეგი....... სანდრო მზად ხარ? წავედით უკვე დროა. -კი მიდი ჩადი შენ. მე ფეხზე ჩავიცვამ კარს დავკეტავ და წამოვალ კაი? -კაი მიდი მალე რა არ მინდა დავაგვიანო პირველივე დღეს. -გამარჯობა ნიკა როგორ ხარ? -კარგად დათო შენ როგორ ხარ? რაიმე ახალი მოხდა. -კარგად ვარ. კი მოხდა. თიკომ ცეკვაზე სიარული დაიწყო. -ეგ მეც ვიცი... -დამამთავრებინე სანდროც დაყვება თან. -მეხუმრები ხო? სანდროს რაღა უნდა ნეტა? ალბათ პირველ დღეს წაყვა თორე არამგონია ყოველდღე ეცალოს. -ხო არვიცი ისე რომ გცოდნოდა მაგიტო გითხარი. გავარკვევ მაგ ამბავს და ხვალ შეგატყობინებ -კარგი მიდი შენი იმედი მაქვს. ბოდიში დაგვიანებისთვის. ვერ ვახერხებ ხშირად შემოსვლას? მოგეწონათ ახალი თავი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.