ყველა დანაკარგის ფასად ღირხარ -- სრულად--
ყველა დანაკარგის ფასად ღირხარ... ..... - ექიმო, ხომ ყველაფერი რიგზე ექნება? მე... - დამშვიდდით ბატონო.. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ... თქვენი ცოლ-შვილი კარგად იქნება, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს... - უთხრა ახალგაზრდა მამაკაცს ექიმმა - კი მაგრამ ის ხომ კივის? მას სტკივა.. - ხელი პაკატისკენ გაიშვირა ბიჭმა. - ყველა მშობიარე ქალი ამ დღეშია.. ჩამოჯექით და ვალერიანი დალიეთ - გაიღიმა ექიმმა და თავისი გზა განაგრძო.. გრძელ დერეფანში იდგა ლუკა ლობჟანიძე და წამებს ითვლიდა, თუ როდის გამოვიდოდნენ სამშობიარო ბლოკიდან.... მის ცხოვრებაში ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.. ის საყვარელმა ქალმა მიატოვა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდში დგომა.. საქმე ის იყო, რომ მას შვილი ვერასოდეს ეყოლებოდა, ეს ამბავი კი მისთვის ახალი და ძნელად გადასატანი აღმოჩნდა.. სწორედ ეს მიზეზი გამოიყენა ნატალიამ, რომ ლუკასგან წასულიყო, თუმცა მან მშვენივრად იცოდა, რომ ამის რეალუღი მიზეზი ის ფინანსური პრობლემა იყო, რომელიც იმ პერიოდში მის კომპანიას დაემართა.. იმ დღეს, როდესაც ნატალიამ მიატოვა, თითქოს მთლად მპეღო ბოლო.. საჭესთან განადგურებული დაჯდა და მიუხედავად სიფხიზლისა, ავარია შეემთხვა.. გოგონა, რომელიც, როგორც ჩანს, არანაკლებ გულგატეხილი იყო, ისე კვეთდა ქუჩას, რომ არც კი იყურებოდა გარშემო.. ავარიის შემდეგ ლუკამ შეამჩნია, რომ გოგონას სისხლდენა დაეწყო და მიხვდა, რომ ის ფეხმძიმე იყო.. საშინლად ანერვიულდა, სულ დაავიწყდა თავისი გასაჭირი.. თავში მხოლოდ ის უტრიალებდა, რომ ორი სიცოცხლე მის გამო საფრთხეში იყო.. მას შვილი არასოდეს ეყოლებოდა და ახლა, შესაძლოა ვიღაც სხვა ადამიანი დაეტოვა უშვილოდ.. მანქანა ვერ დაძრა, ვერც სასწრაფოს დაელოდა, გოგონა ხელში აიყვანა და ფეხით მიადგა უახლოეს საავადმყოფოს.. ის ექიმებმა ბავშვის მამად ჩათვალეს.. პირველად რომ უთხრეს, თქვენი შვილი კარგადააო, ტანში სასიამოვნოდ გასცრა და გული აუჩქარდა.... მას ხომ სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები, მაგრამ ვერასოდეს გახდებოდა მამა.. ძლივს მოვიდა გონზე და ახლაღა გაიფიქრა, ბავშვის მამას ვიპოვიო.. გოგონასთან შევიდა და მოიკითხა, გადაწყვიტა, რომ არ ჰკითხავდა ბავშვის მამაზე.. ვინაიდან გოგონას რამდენიმე დღით კლინიკაში ტოვებდნენ, მოახერხებდა ალბათ იმ კაცთან შეხვედრასაც.. არც კი იცის რატომ დაინტერესდა მაშინ ბავშვის მამით... .... გოგონა ლინა გიგაური გახლდათ.. მისი ცხოვრებაც ერთი დიდი ტრაგედია იყო.. ის ერთ პატარა სოფელში დაიბადა და გიზარდა.. სკოლაც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტშიც მოეწყო.. ის ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, უკვე მეორე კურსზე იყო.. ლინა ძალიან ლამაზი გოგონაა, მუქი ლურჯი თვალებით და ხვეული, გრძელი, ქერა თმით.. საშუალო სიმაღლისაა და გამხდარი.. ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა არავისთან გაუბია უთრიერთობა.. უნივერსიტეტში კი ყველაფერი უეცრად შეიცვალა.. მასზე ორი კურსით უფროსი ბიჭი გაიცნო და პირველად ცხოვრებაში, რაღაც გრძნობა გაუჩნდა.. გიორგი ერთადერთი და პირველი ადამიანი იყო, ვისაც ასე დაუახლოვდა. თითქოს გიორგისგანაც იმავეს გრძნობდა.. მოხდა ისე, რომ ერთადაც ღამე ერთად გაატარეს.. მართალია, ეს ერთადერთხელ მოხდა, მაგრამ ლინა ამასაც კი განიცდიდა.. სწორედ ამ ღამეს მოჰყვა სერიოზული შედეგი - ბავშვი.. თავიდან გიორგი პასუხისმგებლობას არ გაექცა, ან გაექცა, მაგრამ ოსტატურად მოატყუა ლინა.. გიორგიმ ლინას ცოლობა სთხოვა და ცოტა ხანში ქორწილსაც გეგმავდნენ . თუმცა გიორგის დედამ დროზე ადრე გაიგო ბავშვის არსებობა და ბიჭს გული გაუწყალა.. ოქამდე არ მოეშვა, მანამ ლინას ცოლად მოყვანა არ გადააფიქრებინა... გიორგი ლინასთან მივიდა და უთხრა, რომ თუ უნდოდა, რომ მათი ურთიერთობა გაგრძელებულიყო, ბავშვი უნდა მოეშორებინა.. ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ლინას ცხოვრებაში.. მან გააცნობიერა, რომ არარაობა უყვარდა, რომ ერთ დიდ ტყუილში ცხოვრობდა და ტყუილად ჰქონდა გიორგის იმედი.. იმ სიტყვების მოსმენის შემდეგ მასთან არც ულაპარაკია... ყველაზე რთული კი ის დრო იყო, როცა მშობლებს სიმართლე გაუმხილა.. ეს იყო ყველაზე საშინელი რეაქცია.. ფაქტობრივად ლინამ ყველა და ყველაფერი დაკარგა და მხოლოდ იმიტომ, რომ ის უბრალოდ მოატყუეს... ერთ დღეს კი, როდესაც ქუჩაში მიდიოდა, როგორც ყოველთვის, ჩაფიქრებული, ავარიაში მოყვა.. ეს ავარია არ ყოფილა დასასრული, პირიქით.. ეს ლუკას და ლინას ცხოვრებაში რაღაც ახალის დასაწყისი აღმოჩნდა.. არა, ერთმანეთი არ შეჰყვარებიათ, მაგრამ დამეგობრდნენ.. მართალია ლუკას არ უკითხავს მისთვის არაფერი, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ლინა უბრალოდ მოატყუეს.. თავადაც არ იცოდა, რატომ სჯეროდა ამის.. ერთი კვირა ლინა საავადმყოფოში დატოვეს.. ყოველ დღე ნახულობდა მას ლუკა.. მთელი ის დრო გულს ვერაფერს უდებდა და საავადმყოფოში მიეჩქარებოდა.. ერთ დღეს კი შემთხვევით ნატალიას და მის ერთ-ერთ "მეგობარს" წააწყდა.. საშინელი იმედგაცრუება იგრძნო.. განსაკუთრებით კი მაშინ, როდრსაც ნატალიას ნათქვამი გაახსენდა.. სიტყვა სიტყვით ჩაესმოდა ყურებში, თუ როგორ ეუბნებოდა ნატალი, შვილი არასოდეს გეყოლება, მთელი ცხოვრება მარტო იქნებიო.. აი იმ წამს მიიღო მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.. იუველირთან მივიდა და ლინასთვის ბეჭედი იყიდა.. ახსოვს, როგორ ნერვიულობდა იმაზე, თუ რას ეტყოდა ლინა... გონებაში არეულ-დარეულ სიტყვებს ლამაზ ტექსტად აწყობდა.. მართალია არ უყვარდა ლინა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მაინც საუკეთესო ქმარი და მამა დადგებოდა მისგან.. ამას ნატალის ჯიბრზე მაინც შეძლებდა.. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ის სურვილი კლავდა, რომ მამა გამხდარიყო, თუნდაც სხვისი შვილის.. არ იყო დიდი, სულ რაღაც 23 წლის, ლინა კი 19-სა.. საავადმყოფოშივე ესაუბრა ლინას ქორწინებაზე, გოგონამ კი დრო სთხოვა.. ლუკას დედას ნამდვილად არ ესიამოვნა ეს ამბავი.. როგორც ყველა ქართველ დედას, მასაც არ სჭირდებოდა ორსული სარძლო.. მაგრამ მაინც კეთილშობილი ქალი გახლდათ ბელა.. როცა საავადმყოფოში მივიდა ლინას სანახავად, აპირებდა დაერწმუნებინა, რომ უარი ეთქვა ქორწინებაზე, მაგრამ პირველივე შეხვედრა იყო საკმარისი, რომ ლუკას სიტყვებში '' ის უბრალოდ მოტყუებული ქალია დედა'' დარწმუნებულიყო.. ლუკამ რომ გაიგო დედამისი ლინასთან იყო, პირდაპირ მათთან გაიქცა, სავარაუდო კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ პალატაში ორი ჩახუტებული ქალი დახვდა.. ეს იყო მათი ურთიერთობის დასაწყისი.. ლინამ და ლუკამ მხოლოდ ხელი მოაწერეს.. არ ყოფილა თეთრი კაბა, დიდი ჯვრისწერა, უამრავი სტუმარი და ა.შ.. მათი ურთიერთობა კი ნელ-ნელა აეწყო.. მართალია არ ყოფილა რაიმე რომანტიკული მომენტი, მაგრამ ურთიერთობა მაინც იდეალური იყო.. არასოდეს უწყენინებიათ ერთმანეთისთვის, არც რაიმე სკანდალში გახვეულან.. ლინამ ლუკას კომპანიაში მუშაობაც კი დაიწყო და ერთიანი ძალებით კომპანია კრიზისიდან ამოიყვანეს.. ახლა კი ლუკა დგას და ელოდება, როდის გამოვა ექიმი და ცოლ-შვილის მდგომარეობას გააცნობს.. ბავშვის ტირილიც გაიგო და გული აუჩქარდა.. თვალზე ცრემლი მოადგა და ლამის ხტუნაობა დაიწყო.. ხო, ლუკა მარტო არ ყოფილა.. მასთან ერთად ნისი მშობლები და მეგობრები არიან.. მხოლოდ ლინას მშობლები არ ჩანდნენ, რადგანაც ლინამ მათთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა.. არ შეეძლო მათი სიცივის ატანა . მიუხედავად ამდენი დანაკარგისა ლინა თავს უბედურად სულაც არ გრძნობდა.. პირიქით, თავს ყველაზე ბედნიერ ადქმიანად ატვლიდაა.. საოცარი გრძნობა დაეუფლა, როდესაც პატარა გულზე დააწვინეს.. ეს იყო გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ იტყოდა.. ახლა მართლაც გრძნობდა, რომ ყველა დანაკარგის ფასად უღირდა ეს ყოველივე.. ამდენი ხნის მერე სიცოცხლის სურვილს გრძნობდა.. .... .... ლინასა და ლუკასთვის არაფერი ყოფილა იმაზე კარგი, ვიდრე პატარა ელის დაბადება.. ვერანაირი გრძნობა ვერ შეედრებოდა იმ გრძნობას, რომელსაც ამ პატარა ანგელოზის მიმართ გასცემდნენ.. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ბიოლოგიურად სულაც არ იყო ელის მამა, ამას მნიშვნელობას საერთოდ არ ანიჭებდა.. ის იმ წამიდან გახდა ელის მამა, როდესაც მის არსებობაზე გაიგო და მერე რა, თუ ის მისი სისხლი და ხორცი არ იქნებოდა.. სამშობიაროდან მალე წავიდნენ სახლში.. მართალია ლინას არანაირი გართულება, ან პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ლუკა მაინც არ აძლევდა დატვირთვის საშუალებას.. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ დრო იყო ერთ ოთახში დაეძინათ მას და ლინას, დროებით მაინც.. დღეები დღეებს მისდევდა, კვირები კვირებს, თვეები კი თვეებს.. დრო სწრაფად გადიოდა.. ელი სწრაფად იზრდებოდა და მშობლებს სიხარულს და ბედნიერებას სჩუქნიდა.. ამასობაში სამმა წელიწადმა გაიარა.. გაიზარდა არამარტო ელი, არამედ ლუკას გრძნობა ლინას მიმართ.. მთელი ამ დროის გასვლის შემდეგ ლინაც შეიცვალა.. ის ყოველთვის მზრუნველი დედა და მზრუნველი ცოლი იყო.. მან შეიცვალა სტილი, ვარცხნილობა.. მისი ხასიათიც კი გამოცოცხლდა.. უფრო თამამი და მხიარული გახდა.. ლუკასთან თავს შებოჭილად აღარ გრძნობდა.. ქალბატონ ბელას კი ძალიან დაუახლოვდა.. იმდენად, რომ ზოგჯერ ლუკა მათ ურთიერთობაზე ეჭვიანობდა კიდეც.. მუდამ სიყვარულით განებივრებულ, დედისერთა ბიჭს შეეძლო კედლებზე გასვლა, ოღონდ მათი ყურადღება მიეპყრო.. არა, გულის სიღრმეში უხაროდა, რომ ასე დაახლოვდნენ მისი მშობლები ლინასთან.. ახარებდა ისიც, რომ ელის განსაკუთრებით ის უყვარდა.. უყვარდა? - არაა, გიჟდებოდა მამაზე.. უიმისოდ არც კი იძინებდა, უფრო სწორად, ლინას და ლუკას გარეშე საწოლში არც კი წვებოდა.. ეს ნელ-ნელა აახლოვებდა ლინას და ლუკას.. მაგრამ ლინა გრძნობებზე აყოლას არ აპირებდა.. ლუკასთან თანაცხოვრება იდეალურად მიაჩნდა და ამის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც მოისაზრებდა, რომ არ იყო მათ შორის ის თავბრუსდამხვევი და ყველაფრის ამრევი გრძნობა, რომელსაც ხალხი სიყვარულს უწოდებს.. სწორად მიხვდით, ამხელა იმედგაცრუების შემდეგ, ლინას გრძნობების ეშინოდა და ერჩია, რომ აღარასოდეს შეყვარებოდა.. მაგრამ გრძნობები სულაც არ ეკითხებოდნენ ლინას.. ისე ჩუმად ეჩვეოდა და ეპარებოდა გრძნობა ლინას, რომ თავად ვერც კი ამჩნევდა და საერთოდაც, თავს უფლებას არ აძლევდა რაიმე ეგრძნო.. თვლიდა, რომ ახლა ერთადერთი ვინც უნდა ჰყვარებოდა, ელი იყო.. ლუკაც მშვენივრად ხვდებოდა ამას და გრძნობებზე საერთოდ არ ესაუბრებოდა ლინას... ლუკა გრძნობდა, როგორ ებმებოდა ნელ-ნელა.. ყოველ საღამოს შედიოდა ლინას ოთახში და მძინარეს უყურებდა.. ის გრძნობა, რომელსაც ეს ქალი მასში იწვევდა, სულაც არ ჰგავდა იმას, რაც ნატალიასთან აკავშირებდა... ეს იყო უთქმელი გრძნობა, რომელიც ნათქვამზე ათასჯერ ძლიერი და ნამდვილი გახლდათ.. ლინა მთელს ლუკას სანაცნობოს დაუახლოვდა.. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.. რეალურად ლინა კარგი ხასიათების, მზრუნველი და ლამაზი გოგო იყო.. ყველასთან ადვილად შედიოდა კონტაქტში და შეეძლო ყველაზე ერთდროულად ეზრუნა.. სულ იცოდა, ვის რა კერძი უყვარდა, ვის რა ფერი, ფილმი, მუსიკა და ა.შ.. ბოლო ერთი თვის მანძილზე ლუკას საზღვარგარეთ წასვლა მოუხდა.. ახლა კი დაბრუნებას გეგმავს.. - ლინა როგორ ხარ?.. - ომახიანად ჩასძახა ლუკამ მობილურში ლინას.. - კარგად - მძინარე ხმით უპასუხა ლინამ.. იგრძნობოდა მის ხმაში ის სიხარული, რომელიც ლუკას ზარმა მასში გამოიწვია..- შენ?.. - მოვიწყინე.. ხვალ მოვდივარ და დილით ხომ დამხვდებით?.. ელი მომენატრა ძალიან - ლინამ მის ხმაში მართლაც იგრძნო მონატრების სევდა და გული აუჩქარდა.. - აუცილებლად - გაიღიმა გოგონამ.. - მე შენც მომენატრე - უთხრა გოგონას, რომელსაც მობილური უკვე გაეთიშა.. ....... დილით ადრიანად ადგა ლინა, პატარა გამოაფხიზლა და აეროპორტის გზას გაუდგა.. ძალიან კარგ ხასიათზე იყო.. ამდენ ხანს ლუკა არასოდეს წასულა სხვა ქვეყანაში.. არა, შეჩვეული კი იყო, რომ ხშირად უწევდა წასვლა, მაგრამ, როგორც წესი, ლუკა იქ ორ-სამ დღეზე მეტს ვერასოდეს ძლებდა.. ძალიან უნდოდა ასე არ ყოფილიყო, მაგრამ უკვე სახეზე ეწერა, როგორ ენატრებოდა ქმარი და როგორი გახარებული იყო მისი ჩამოსვლით... აეროპორტში სწრაფად შევიდნენ და მოუთმენლად ელოდნენ საჭირო თვითმფრინავის დაშვებას.. ცოტა ხანში კიდეც გაისმა სასურველი ფრაზა, თუ როგორ დაეშვა ლონდონიდან მომავალი თვითმფრინავი აეროპორტში.. - მამაა - ხმაურიანად გაიქცა ელი ლუკასკენ და კისერზე ჩამოეკიდა.. - ჩემი ციცქნა - მაგრად მოეხვია ლუკაც და ფუმფულა ლოყები დაუკოცნა.. შემდეგ ლინასკენ წავიდა, მოულოდნელად ჩაეხუტა და ყელთან ახლოს აკოცა.. ხარბად ჩაისუნთქა საყვარელი ქალის სურნელი.. მაინც რა უცნაურად გრძნობდა თავს, თინეიჯერივით, რომელსაც პირველად შეუყვარდა... - აბა როგორ ხარ? - გაუღიმა ლინამ - ახლა უკვე ძალიან კარგად - გაიღიმა ლუკამ - კარგია.. მოდი ელი ბაღში წავიყვანოთ და სახლში დავბრუნდეთ - შესთავაზა ლინამ.. - მე უკეთესი იდეა მაქვს - უთხრა ლუკამ და პატარა ზურგჩანთა მხარზე შეისწორა.. - მაინც?.. - კარგი ხო, გზაში მოვიფიქროთ.. - ღიმილით მიუგო ლუკამ და დაუკითხავად ჩაჯდა ლინას მანქანაში.. - მთავარია, რომ მთელ დღეს ერთად გავატარებთ.. - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და მანქანა დაძრა... - მოდი მაკდონალსიდან დავიწყოთ - შესთავაა ლუკამ გოგონებს.. - მაკდონალსის საკვები არ... - ლინაა - დედაა - ერთად თქვეს ელიმ და ლუკამ - კარგი კარგიი - ხელები დანებების ნიშნად ზემოთ ასწია ლინამ.. - ვაშაა - იყვირა ელიმ და ტაში შემოკრა.. მაკდონალსიდან დაიწყეს, შემდეგ ზოოპარკი, მთაწმინდა, სხვადასხვა კაფე და სანაყინე.. ბოლოს კიდევ ერთ კაფეში შევიდნენ, სადაც შეეძლოთ კარაოკეზეც ემღერათ.. სამივე პატარა სცენაზე იდგა, მღეროდა და როგორც ახერხებდნენ ისე ცეკვავდნენ.. გართობა მობილურის ზარმა შეაწყვეტინა.. - ჯანდაბა, ბელაა.. მთელი დღეა გველოდება - ტუჩი მოიკვნიტა ლინამ.. - უუჰ - სახე დამანჭა ლუკამაც.. - გიისმენთ - სიტყვა გაწელა ლინამ.. - ლინა, შვილო ხომ ყველაფერი რიგზეა, გელოდებით.. - აა, კიი.. ჩვეეეეენ... - გასაგებია ყველაფერი, უბრალოდ, კიდევ დიდ ხანს ნუ გვალოდინებთ - იგრძნო რომ ბელას გაეღიმა და ამოისუნთქა.. არასოდეს უყვარდა ბელას წყენინება .. - კარგი - გაიღიმა ლინამაც და ყურმილი დაკიდა.. - დროა სახლში წავიდეთ - განუცხადა ოჯახის წევრებს.. მალე კი მანქანაში ისხდნენ და სახლის გზას ედგნენ.. სახლში დაბრუნებულებს ლუკას მეგობრები და მშობლები დახვდნენ.. ეს საღამოც მშვენივრად გაატარეს, მხიარულებაში.. როდესაც დაღამდა ეზოში ჩავიდნენ და იქ მდგარ მაგიდას შემოუსხდნენ... მთვარის შუქზე, ოდნავ მბჟუტავი განათების ქვეშ რამდენიმე ახლო მეგობარი მაგიდას ესხა და სხვადასხვა სასუსნავებს მიირთმევდნენ.. ლინა და ლუკა ძალიან ახლოს ისხდნენ ერანეთთან, ელის კი ბებია აძინებდა.. - გაგვიხარდა, რომ დაბრუნდი, ერთად უკეთ გავერთობდით - გაიღიმა ლუკას ბავშვობის მეგობარმა საბამ.. - ისე ხომ გაკლდათ გართობა - მიწის თხილი ესროლა მას ლუკამ.. - ენამწარე - არც საბა დარჩა ვალში მეგობარს.. დიდ ხანს ისმოდა მათი ეზოდან სიცილის და მხიარულების ხმა.. მუდამ ასე იყვნენ, შესაშური იყო მათი ურთიერთობა.. მართალია იყო რაღაც-რაღაც პატარა პრობლემები, მაგრამ ეს არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რაიმე უხერხულობა ან არეულობა გამოეწვია.. საბა ელის ნათლია იყო და აბოდებდა ამ ბავშვზე.. თავად საბას და ნინას ჯერ შვილი არ ჰყავდათ... ცოტა ხანში, როდესაც სტუმრები წავიდნენ, ლუკა ცოტა ხნით დედამისთან შევიდა.. როდესაც უკან დაბრუნდა სავარძელში მოთავსებული მძინარე ლინა დაინახა.. გოგონას საყვარლად ეძინა და თმაც სასაცილოდ ასწეწოდა.. ლუკა მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და თმა ყურზე გადაუწია, შემდეგ ხელი ლოყაზე ჩამოუსვა.. საოცარი გრძნობა გაუჩნდა.. უნდოდა მოჰხვეოდა, ეკოცნა და მასთან ჩახუტებულს დაეძინა, მაგრამ რატომღაც არ შეეძლო.. არ უნდოდა მისი დაფრთხობა... მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე არასოდეს უსაუბრიათ, გრძნობდა, რომ წარსულს ლინაზე დიდი კვალი დაეტოვებინა.. ლინას აღარ სჯეროდა გულწრფელი სიყვარულის.. ახლა მას მიაჩნდა, რომ სადაც სიყვარულია, იქ არის ტყუილიც და გულისტკენაც, დამცირება და არეულობა.. საინტერესოა, რატომ არ გასჩენია ლუკას მის მიმართ ეჭვი.. ყოველთვის, როდესაც ლუკა ლინაზე და მის წარსულზე დაფიქრდებოდა, ყოველთვის ერთი დასკვნა გამოჰქონდა, ის, რომ ლინა მოატყუეს და გული გაუტეხეს.. მას იმდენად სჯეროდა მისი, რომ საკუთარ თვალებსაც კი არ დაუჯერებდა, საპირისპირო რომ დაენახა კიდეც.. ის მართალიც იყო.. გიორგის მერე ლინამ კაცთა მოდგმა შეიძულა.. ლუკა კი ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელიც მის ცხოვრებაში დარჩა, თანაც ისე, რომ ლინამ კი არ შეიძულა, არამედ პირიქით, დაუახლოვდა და შეიყვარა კიდეც, მაგრამ საერთოდ არ აძლევდა თავს იმის უფლებას, რომ კიდევ ერთხელ ახლართულიყო ემოციებში და თავი დაეკარგა.. ეს გულის სიღრმეში შიში იყო, კიდევ ერთი იმედგაცრუების შიში, რომელსაც, უბრალოდ, ვეღარ გადაიტანდა.. თანაც არასოდეს უფიქრია, რომ შესაძლოა ლუკას მის მიმართ გრძნობა გასჩენოდა.. ყოველთვის ეგონა, რომ ლუკას ელი სჭირდებოდა, რადგანაც შვილი არასოდეს გაუჩნდებოდა და არა ლინა, თუმცა ამაშიც სასტიკად ცდებოდა.. შეიძლება გრძნობდა კიდეც ლუკას ინტერესს, მაგრამ თავს აჯერებდა, რომ ეს მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.. ლუკამ ლინა საწოლში დააწვინა და ლოყაზე აკოცა კიდეც.. ცოტა ხანში თავადაც დაწვა.. სასიამოვნო იყო ამდენი ხნის შემდეგ საკუთარ საწოლში დაძინება.. .... დილა ელის ტიტინით დაიწყო.. პატარამ ჯერ მამა გააღვიძა, შემდეგ კი დედა.. მას შემდეგ, რაც მოწესრიგდნენ სამზარეულოში შეიკრიბნენ.. - ლინა, დღეს შეხვედრას ვმართავთ.. ოღონდ არაოფიციალურს და თანაც აქ, ჩვენს სახლში... - დღის გეგმა გააცნო ლუკამ - აა, იმ ახალ ბიზნესმენს ხვდები?.. - კი და წარმოდგენა არ მაქვს ვინაა, მამას გამო ვხვდები.. ტვინი წაიღო, ძმაკაცის შვილია, ძმაკაცის შვილია და ა.შ.. - კარგი რა პრობლემაა.. რომელზე? მე რომ არ ვიყო არ შეიძლება?.. - ასე ხუთისკენ და დიახ, შეიძლება.. მხოლოდ ხელს მოაწერ შემდეგ.. - გაუღიმა ლინას და მისი ყავა გადასცა, სამაგიეროდ კი თეფშიდან ნამცხვრის ნაჭერი მოპარა.. - მაგ დროს ელი ბაღიდან გამომყავს, თუ მოვასწრებ გავიცნობ მაინც, მაგრამ რატომღაც, ვგრძნობ, რომ არ ღირს - ბოლო წინადადება ჩუმად თქვა ლინამ და ყავა მოსვა.. მთელი დღე სამსახურში იყვნენ.. ლინა თავს უცნაურად გრძნობდა.. არ უნდოდა, რომ ახალი ბიზნეს პარტნიორი გაეცნო.. თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ეს გრძნობა არ შორდებოდა.. ხუთი საათისკენ ლუკას დაემშვიდობა და ელის ბაღში მიაკითხა.. ელის გვერდით ყოველთვის ყველა პრობლემა ავიწყდებოდა და დაღლასაც ვერ გრძნობდა.. საყვარელი ბავშვი იყო ელი.. დედასავით ქერა და ლურჯთვალა.. თუმცა ლინაზე ბევრად მეტიჩარა.. ლინას დაპატარავებული ასლი გახლდათ.. გზად ლინას აუტყდა, რომ ჰამბურგერი უნდოდა.. ლინა კი ყოველთვის თავს არიდებდა სწრაფი კვების პროდუქტებს, ამიტომ საჭირო ინგრედიენტები იყიდა და ელის დაპირდა, რომ სახლში თავად მოუმზადებდა მათ.. მალე მივიდნენ სახლში.. ელი თავის პატარა ლეკვს წაეთამაშა, მანამ კი ლინა ოთახში შევიდა.. შორიდანვე დაინახა მისი ქმარი და სტუმარი, რომელიც მისკენ ზურგით იდგა.. - აი ლინაც მოვიდა - გაიღიმა ლუკამ და სტუმარიც მაშინ შემობრუნდა.. ლინა გაშეშდა, გაშრა და გაშტერდა, როდესაც მის წინ მდგარი გიორგი დაინახა.. თავი საშინლად იგრძნო, თითქოს ჭრილობა გაუხსნეს და მარილი დააყარეს.. თავი ძლივს შეიკავა, რომ ხელიდან პარკები არ დავარდნოდა და თავადაც იატაკზე არ აღმოჩენილიყო.. თავად გიორგიც გაკვირვებული ჩანდა.. მისი სახიდანაც მხოლოდ მღელვარება და დაბნეულობა იკითხებოდა.. ლინას ვერაფერი გაეგო.. არ იცოდა საიდან და როგორ აღმოჩნდა მათთან გიორგი.. არც უნდოდა ამის გაგება და საერთოდაც, არ უნდოდა, რომ კიდევ ერთხელ ენახა.. თუმცა, ამ შეხვედრის შემდეგ, ლინა მიხვდა, რომ გიორგის მიმართ არაფერს გრძნობდა, სიძულვილსაც კი.. მაგრამ მისი იქ ყოფნა და ფაქტი, რომ მას ლუკასთან ექნებოდა კონტაქტი, ჭკუიდან შლიდა.. ახლა ყველაზე მეტად ის არ უნდოდა, რომ ელი შემოსულიყო და გიორგის ის ენახა, თუმცა ყოველთვის ისე არაა, როგორც გვსურს.. ელი კისკისით შემოვარდა და დაიკივლა - მამიკოო - პატარა პირდაპირ გაიქცა, გიორგის გვერდი აუარა და ლუკას მაგრად მოეხვია.. გიორგი პირდაღებული უყურებდა პატარას.. ლინა კი ისე იყო, რომ თუ არ გავიდოდა აეტირებოდა.. ლუკაც ამჩნევდა დაძაბულობას, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ.. მან ორივეს '"გააცნო" ერთმანეთი, შემდეგ მივიდა და ლინას ხელები მოჰხვია.. დიდ ხანს არ ყოფილა არეული ლინა, აზრზე მოვიდა და ლუკას გაუღიმა.. ლინამ გაიფიქრა, რომ ახლა დრო იყო გიორგის პასუხი ეგო წარსულის დანაშაულზე და ენენა ის, რა უსამართლობაც ლინას მიმართ ჩაიდინა.. - ყველაფერი რიგზეა? - იკითხა ლუკამ.. - რა თქმა უნდა - გაუღიმა გოგონამ.. - ელის ჰამბურგერი უნდა და ვაპირებ მოვამზადო, შემომიერთდები?.. - უკვე "გადაივიწყა" ლინამ გიორგის იქ ყოფნა.. - ჭამაში კი - გაიმაიმუნა ლუკამ.. ლინამ კი თითქოს არაფერი მომხდარა, ელის ხელი ჩასჭიდა და სამზარეულოსკენ წაიყვან, გრძნობდა, რომ წინ უარესი ელოდა.. .... დანაკარგის ფასად ღირხარ (3) tsn 23-06-2016, 23:54 462 ისტორია .... მალევე შეიყვანა ელი სამზარეულოში და ბართან ჩამოსვა.. მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ ღელავდა.. მიუხედავად გამქრალი გრძნობისა, ლინასთვის გიორგის გამოჩენა განგაშის ზარის ჩამოკვრას ჰგავდა.. პირველ რიგში ელი აღელვებდა.. არაფრის დიდებით დაუთმობდა მას გიორგის.. ან რა უფლებით უნდა წაერთმია შვილი ლინასთვის, მაშინ, როდესაც პატარაზე მანამ თქვა უარი, სანამ მან დღის სინათლე იხილა.. აღელვებდა ლუკაც.. არ იცოდა ეთქვა, თუ არა მისთვის ყველაფერი.. არა, მას ვერ მოატყუებდა.. იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, არასოდეს მალავდნენ რაიმეს.. მათ შორის არ ყოფილა საიდუმლო, უბრალოდ იყო თემები, რომლებზეც ჯერ არ ესაუბრათ.. ფიქრობდა, რომ ბედი ძალიან ცუდ თამაშს ეთამაშებოდა.. როგორ უნდა ეთქვა ლუკასთვის, რომ მამაკაცი, რომელთანაც კონტრაქტს დებდა, რლის ბიოლოგიური მამა იყო, რომ ახლა ის გამოჩნდა და კაცმა არ იცის გონებადი რა უტრიალებს.. ახლა ერთადერთი რაც შეეძლო ის იყო, რომ ლუკას ხელს ჩასჭიდებოდა და არასოდეს გაეშვა.. რა მოხდებოდა, თუ გიორგის გამოჩენა მათ ურთიერთობაზე აისახებოდა.. იქნებ ლუკას სულაც უბრძოლველად დაეთმო ორივე.. მაგრამ არა, მასეთი ბრმაც არ იყო ლინა, რომ ლუკას უსაზღვრო სიყვარული, თუნდაც ბავშვის მინართ ვერ შეემჩნია.. ახლა საჭირო იყო მხოლოდ დროს მიჰყოლოდა და მოვლენები გონივრულად შეეფასებინა.. - დედი მე მამასთან მინდაა - ელის წრიპინმა მოიყვანა გონს ლინა.. - ელი, დე, მამას სტუმარი ჰყავს, მერე მიდი მაშთან კარგი?.. - მშვიდად უთხრა ბავშვს და თავზე ხელით მოეფერა.. - დე, მე რომ ახლა მინდა - შეწუხებული სახე მიიღო ელიმ.. - დე კარგი რა.. მოდი ფანქრებს და სახატავს მოგიტან, დახატე და მერე გავიდეთ ლუკასთან, ვაჩვენოთ.. რას იტყვი.. -კარგი ჰოო - ხელები გადააჯვარედინა და გაბუტული სახე მიიღო პატარამ.. - ჩემი ბუტიაა - სიცილით თქვა ლინამ და ბავშვს მაგრად აკოცა ლოყაზე, შემდეგ კი ოთახში ავიდა და საჭირო ნივთებიც აიღო.. სამზარეულოში ჩასულს ისევ უცნაური სიტუაცია დახვდა.. ელი გიორგის გვერდით იდგა და მაცივარზე მიკრულ ფოტოებს ათვალიერებინებდა.. არ იცოდა რა ექნა.. მიუხედავად სიბრაზისა, არ დაუშვებდა, რომ გიორგის ელისთან არ ჰქონოდა ურთიერთობა.. გულში რაღაც ჩასწყდა.. ხომ შეიძლებოდა, რომ თავის დროზე მოგვარებულიყო ყველაფერი და ასე არ დამთავრებულიყო მათი ურთიერთობა.. მაგრამ მეორე წამს გონებაში ლუკამ გაუელვა.. რომ არა ეს ყოველივე, მას ვერც კი შეხვდებოდა.. ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ ლუკა ყველა დანაკარგის ფასად უღირდა.. მას სრულიად ენდობოდა და, რაც მთავარია, მისი დახმარების იმედი ნებისმიერ სიტუაციაში ქონდა.. ფიქრები ძლივს მოიშორა თავიდან და გაუბედავად შეაბიჯა სამზარეულოში. - ელი, ესეც ფანქრები.. შეგიძლია დახატო - გაუღიმა გოგონას და ფანქრების შეკვრა,სახატავ რვეულთან ერთად მაგიდაზე დადო.. ცდილობდა არ შეემჩნია გვერდით მყოფი გიორგი და საქმე განაგრძო.. გრძნობდა მამაკაცის მწველ მზერას და თითქოს ეშინოდა კიდეც.. "მაინც და მაინც მე რატომ მემართება ასეთი ამბები" ბრაზობდა ლინა გულში.. - როგორ ხარ?.. - მოესმა ხმა, რომელიც წლებია აღარ სმენია.. - გმადლობ, კარგად - რაც შეეძლო მშვიდად უპასუხა ელიმ.. - მე არ.. - რაღაცის თქმას აპირებდა გიორგი, როდესაც ოთახში ლუკა შემოვიდა. - მამიკოო - გახარებული ელი სკამიდან ჩახტა და ლუკას მკავებშიც მალევე მოექცა, ლინას სახეზე კი ღიმილი გამოესახა.. - ლინა.. - დაიწყო ლუკამ.. - ჩამოჯექი და ავადუღებ - სიტყვა გააწყვეტინა ქმარს და ისევ გაიღიმა.. - სუპერ ცოლი ხარ - ლუკამ ჩუმად ჩასჩურჩულა გოგონას და თავზე აკოცა.. შემდეგ ელი თავის სკამზე დასვა და თავადაც ჩამოჯდა.. რა თქმა უნდა, გიორგიც ჩამოჯდა.. ლინამ სამივეს ახლად მომზადებული ჰამბურგერები დაუდო წინ და ყავის მომზადება დაიწყო.. - დიდი ხანია დაქორწინდით?. მამაჩემს არასოდეს უხსენებია - სიჩუმე გიორგიმ დაარღვია.. - სამ წელზე მეტია - პასუხი ლუკამ დაუბრუნა და ჰამბურგერი დააგემოვნა.. გიორგი კი ისევ გაჩუმდა.. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც ელიმ ისევ იყვირა - ბებუციი - გოგონა ისევ ჩახტა სკამიდან და იმ წამს შემოსულ ქ. ბელას კისერზე შეაფრინდა.. - ძვირფასო - უამრავჯერ აკოცა ელის ქალმა და შემდეგ ძირს დასვა.. - ლინა, აი შენ - ღიმილით შეხედა რძალს და მაგიდაზე ყველიანი ჩიფსების შეკვრა დაუდო.. მართალია ლინა ცდილობდა, რომ ელის ასეთი სასუსნავები არ ეჭამა, მაგრამ თავად უარს ვერ ამბობდა.. - გმადლობ - პატარა ბავშვივით აღფრთოვანდა ლინა და ბელას ლოყაზეც აკოცა.. გიორგიმ კი თავი უხერხულად იგრძნო.. ამიტომაც ყველას დაემშვიდობა და წავიდა.. ბელამაც ამოისუნთქა.. ცოტა ხანში ლუკასთან საუბარსაც აპირებდა... ის ერთადერთი იყო, ვისი დახმარების იმედიც ჰქონდა.. ცოტა ხანს საუბრობდნენ და მხიარულობდნენ.. მალე კი ელიმ დაიჩემა დაჭერობანა მინდა ვითამაშოთ ეზოშიო.. მშობლები წაიყვანა და ეზოში გავიდა.. ცოტა ხანს დარბოდნენ.. შემდეგ ელიმ ბურთით თამაში მოისურვა.. დედიკომ და მამიკომ ამაზეც არ უთხრეს უარი.. ლუკამ ბურთს ცოტა ძლიერად დაარტყა და ეზოს გარეთ გადაისროლა.. - მოგიტანთ - შეთავაზა ლინამ და ბურთის მოსატანად გაიქცა.. ფრთხილად გავიდა ეზოს გარეთ და ბურთისკენ წავიდა, აიღო და უკან შებრუნდა, როდესაც ვიღაც ხელზე ჩაეჭიდა.. სწრაფად შტრიალდა და ერთიანად აღელდა, როდესაც მის წინ მდგარი გიორგი დაინახა.. - უნდა ვისაუბროთ - მიუგო მამაკაცმა.. - ვისაუბროთ?.. დავიჯერო დარჩა რაიმე, რაზეც ვისაუბრებთ?.. - ირონიულად დაუბრუნა კითხვა ლინამ.. - ლინა, ვიცი, რომ სერიოზული შეცდომა დავუშვი, მაგრამ მგონი დარჩა ვიღაც, ვისზეც ვისაუბრებთ და ეს ჩვენი შვილია.. ოღონდ არ თქვა, რომ არა - მკაცრი ჩანდა მამაკაცის ტონი... გოგონა კი უკანასკნელმა სიტყვებმა საშინლად გააცოფა.. სისხლი ლამის თავში აუვარდა. - ის შენი შვილი არაა.. მას არანაირი კავშირი არ აქვს ისეთ ადამიანთან, როგორიც შენ ხარ - გაციფებული ჩანდა ლინა.. - შენ მხოლოდ მისი გენის დონორი ხარ.. წამოდი - ხელი ჩასჭიდა და საკუთარ ეზოში შეახედა, სადაც ლუკა და ელი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.. ლუკას გოგონა ხელში აეყვანა და აბზრიალებდა, ელი კი კისკისებდა.. - შეხედე მათ.. მათი მამაშვილობა სისხლით არ დაწყებულა და არც მთავრდება.. ისაა მისი მამა.. ის იყო მაშინ, როდესაც გვჭირდებოდა.. შენ.. შენ კი უბრალოდ არ იყავი.. იცი რამდენ ხანს ვფიქრობდი, რომ რაღაც შემეშალა, რომ ჩემი ბრალი იყო ეს ყოველივე.. მაგრამ, რეალურად, ეს შენ გაანადგურე ყველაფერი კარგი, რაც გაგვაჩნდა, რაც გამაჩნდა.. შენ გამო ყველა დავკარგე.. ნუ გგონია, რომ ანდენი ხნის შემდეგ დაბრუნდები და რაიმეს აურევ.. ამას ცოცხალი თავით არ დავუშვებ - მკაცრად უთხრა ლინამ და ეზოში შევიდა.. გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც გაიღიმა და ოჯახის წევრებს მიუახლოვდა.. - აბა, პიცა ვის უნდაა - იყვირა ხმამაღლა.. - ჩვეენ - ორივემ ერთდროულად იყვირა.. - მაშიინ - სიტყვა გაწელა ლინამ - ორივე დამეხმარებით - გაუცინა და ორივეს ხელი ჩასჭიდა.. ასე შეათრია სამზარეულოში და ადგილი მიუჩინა.. ნელ-ნელა ამზადებდა ყველაფერს.. - ლუკაა, მოდი ეს შენ დაჭერი რა - სთხოვა ქმარს.. - კარგი რაა - დაიღრიჯა ლუკა, შემდეგ ლინას შეხედა - კარგი ხოო - დათანხმდა და საქმეს შეუდგა.. სამზარეულიში მოფუსფუსე ქალბატონი ხშირად აპარებდა ქმრისკენ თვალებს და ამჩნევდა, როგორ ცოდვილობდა ლუკა.. - მასე არა.. აი ასე - ლინამ მის ხელს ხელი ჩასჭიდა და დანა ფრთხილად დაასმევინა.. ყოველთვის საოცარი გრძნობა ეუფლებოდა, როდესაც მას ეხწბოდა.. ახლა კი, როცა გიორგიც გამოჩნდა და მათი ურთიერთობის არევის საფრთხე დადგა, ლინა გაორმაგებულად გრძნობდა მის მიმართ სითბოს და ლტოლვას.. მალე შეეშვა და თავისი საქმე გააგრძელა.. - ბელა როდის წავიდა?.. - მოულოდნელად ჰკითხა ლუკას.. - წეღან ოთახში რომ ახვედი მაშინ - მცრები აიჩეჩა ლუკამ.. - პიცა მალე იქნებაა?.. - იკითხა ელიმ, რონელსაც ძილი ერეოდა.. - კი დეე - გაუღიმა ლინამ ბავშვს და კოცნა გაუგზავნა.. .... ლუკა უყურებდა დედა-შვილს და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.. რამდენი რამ შეცვალა ლინამ მის ცხოვრებაში.. ოჯახი აჩუქა, საშუალება მისცა, რომ შვილი ჰყოლოდა და მამა ყოფილიყო.. ის სიხარული ეგრძნო, რომელსაც მათი არსებობის გამო განიცდიდა.. განა ცოტა ხნის წინ შეუყვარდა ლინა?.. არა, ახლა აცნობიერებს, რომ ის პირველივე ნახვის შემდეგ შეუყვარდა.. მაშინ, როდესაც პირველად ჩახედა თვალებში, როდესაც მისი ხმა პირველად გაიგონა.. ეს გოგო ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც სრულიად ესმოდა და აბსოლიტურად ყველაფერს აპატიებდა.. რომლის გამოც ყველაფერს იზამდა.. ვერავინ წარმოიდგენდა, როგორ სტკიოდა ლუკას ის ამბავი, რომ შვილი არ ეყოლებოდა და როგორ ახარებდა ის ამბავი, რომ ლინამ საშუალება მისცა მისი შვილის მამა გამხდარიყო.. შეიძლება სხვა ვინმეს ეს სისულელედ მოსჩვენებოდა, მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.. უყურებდა ლინას და ვერ ხვდებოდა, რატომ ამჩნევდა მის თვალებში აღელვებას.. რა ხდებოდა ასეთი, რომ მომენტებში ის ჩაფიქრდებოდა და თითქოს ყველაფერს ეთიშებოდა და ვეღარაფერს ამჩნევდა.. იცოდა, რომ ლინა აუცილებლად დაელაპარაკებოდა რაიმე რომ ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა.. პიცა მალე მოამზადეს და მაგიდას შემოუსხდნენ.. მხიარულად მიირთმევდნენ და იცინოდნენ.. გიჟდებოდა ლუკა ლინას კულინარიულ შედევრებზე.. - დედა არ მოვიდა ძილის დრო?.. - იკითხა გადაღლილმა ელიმ.. - კი პატარავ.. მოდი გაგასუფთავებ და დავწვეთ.. - მამაც ხომ წამოვა.. - რა თქმა უნდა დე - გაუღიმა ლინამ.. ლუკას სასიამოვნოდ გაეღიმა.. საოცარი დედა-შვილი იყო ლინა და ელი.. პატარას გამო ლინას ყველაფეის გაკეთება შეეძლო.. ბავშვთან ერთად თვითონაც ბავშვი ხდებოდა.. ლუკაც ასე იყო, შეეძლო ელისთან ერთად საწოლზეც კი ეხტუნავა.. ცოტა ხანში მაგიდა აალაგეს, ლინამ ელი დასაძინებლად მოამზადა და საწოლშიც დააწვინეს.. ელი შუაში იწვა.. აქეთ-იქიდან კი მშობლები იწვნენ.. პატარას ორივეს ხელი ეჭირა და მშვიდად სუნთქავდა.. ლინა და ლუკა ისე იწვნენ, რომ ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.. ხმას არცერთი იღიბდა.. ლინას ძალიან უნდოდა ქმრისთვის სიმართლე ეთქვა, მაგრამ ახლა საუბრის წამოწყებას აზრი არ ჰქონდა.. როორც წესი, ელის მარტო სძინავს ხოლმე, მაგრამ ახლა ლინას და ლუკასაც მასთან ერთად ჩაეძინა.. ელის ორივესთვის ჩაეჭიდა ხელი და ანგელიზებს ძილში უღიმოდა.. ლინას და ლუკასაც უკვე ღრმად ჩასძინებოდათ, სახლში კი უჩვეულო სიჩუმე გამეფებულიყო.. .... ..... ოთახი სრულ სიმშვიდეს მოეცვა.. მიუხედავად ამისა, ლინას მაინც გაეღვიძა.. საათს დახედა და სამი იყო.. სავსე მთვარე გაჭირვებით კვეთდა ფანჯრებს და მკრთალად ეცემოდა მძინარე ლუკას და ელის.. თავს უცნაურად გრძნობდა ლინა.. უყურებდა და ყველაზე მეტად მათი დაკარგვის ეშინოდა.. ვერც კი ხვდებოდა, თუ რატომ ჰქონდა ეს გრძნობა.. რატომ ფიქრობდა, რომ გიორგის გამოჩენა ყველაფერს აურევდა... თანაც ახლა გიორგიზე ლუკასთან უნდა ესაუბრა.. არც კი იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ლუკას, მაგრამ გრძნობდა, რომ სიმართლის დამალვა უარეს შედეგს მოუტანდა.. ფრთხილად გადაბრუნდა მათკენ და ისევ შეავლო თვალი მისთვის მნიშვნელოვან ორ ადამიანს.. საოცარია, გიორგის გამოჩენამდე ასე ძლიერ არ უგრძვნია, თუ რა ძვირფასი იყო მისთვის ლუკა და ურთიერთობა, რომელიც ჰქონდათ ერთმანეთთან.. ყველაფერს დაუპირისპირდებოდა, ყველაფერს შეძლებდა, სამყარო რომ წასულიყო მის წინააღმდეგ, ამასაც გადაიტანდა, თუ ლუკა მის გვერდით იქნებოდა, თუ მის დამხმარე ხელს იგრძნობდა.. ძლიერი ქალი იყო ლინა.. ალბათ ბევრი ვერ გაუძლებდა იმას, რაც ასე მცირე ასაკში გადაიტანა მან, მაგრამ ლუკასთან ყველაფერი სხვაგვარად იყო.. მასთან ჩვეულებრივი სუსტი ქალი ხდებოდა და ეს მოსწონდა.. მოსწონდა, რომ ლუკას შეეძლო მისი დაწყებული წინადადება დაესრულებინა, რომ უსიტყვოდ შეეძლო გამოეცნო რა სურდა, რა ადარდებდა და ა.შ... ფიქრებში გართულს როდის ჩაეძინა ვერ მიხვდა.. როდესაც გაიღვიძა უკვე კარგდ იყო გათენებული.. საათი თერთმეტს აჩვენებდა.. საწოლში მარტო იწვა.. აღარც ელი იყო და არც ლუკა.. პირველ რიგში ის იფიქრა, რომ ელის ბაღის გაცდენა ისევ მოუწევდა და ეს საშინლად არ უნდოდა.. თვალების ფშვნეტით წამოდგა და მაშინვე შეამჩნია ერთი ცალი წითელი ვარდი და თაბახის დაკეცილი ფურცელი, რომელიც წერილი აღმოჩნდა.. "ლინ, ტკბილად გეძინა და არ გაგაღვიძეთ.. ელიზე არ იღელვო, ბაღში მე მივიყვან.. როცა მოახერხებ სამსახურში მერე მოდი, არაა პრობლემაა.. ხო, ის ნახევარფაბრიკატები, რაც მაგიდაზე დაგხვდება ჩვენ არ გვიჭამია.. P.S მაცივარში შენს საყვარელ შოკოლადს გიტოვებთ მე და ელი.. იმედია ეს ვარდიც მოგეწონება .. გკოცნით გეხვევით გვიყვარხარ... ელი & ლუკა " - აფერისტები - ხმამაღლა გაიცინა ლინამ და ვარდის სირნელი ღრმად შეისუნთქა და უსევ გაეღიმა.. ასეთი იყო ლუკა.. ხშირად აძლევდა ელის იმის უფლებას, რასაც ლინა უშლიდა.. შემდეგ კი მამა-შვილი ყვავილებით და შოკოლადებით ცდილობდა გაბრაზებული ლინას მოთაფვლას და გამოსდიოდათ კიდეც... წერილი დაკეცა და სწრაფად წამოდგა.. ყველაფერი მოამზადა და სამსახურშიც წავიდა.. ლინა კრიზისების მართვის დეპარტამენტში მუშაობს, ამიტომ იშვიათად აქვს ბევრი საქმე.. ისე კომპანიის ერთ-ერთი აქციონერიცაა და მაინც უწევს ყოველ დღე სამსახურში გამოცხადება.. კარგ ხასიათზე იყო ლინა.. მისი დილა აშკარად კარგად დაიწყო და იმიტომ.. მხიარულად შეაბიჯა კომპანიაში და სახეზე ღიმილი გამოესახა, როდესაც ლუკა შენიშნა.. - დილამშვიდობისა - გაუღიმა მამაკაცმა, როდესაც ლინას მიუახლოვდა. - დილამშვიდობისა - გაიღიმა ლინამაც.. - იცოდე, დღეს ვარდმა და შოკოლადმა გიხსნათ - უთხრა ღიმილით მეუღლეს და სახლიდან გამოყოლილი ვარდი ხუმრობით ცხვირზე მიარტყა.. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, როდესაც ერთ-ერთი კაბინეტიდან გამოსული გიორგი დაინახა და ღიმილი სახეზე შეაშრა.. - ის აქ რას აკეთებს? - გიორგიზე ანიშნა ლინამ.. - მასთან კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ.. რა ხდება ლინ, გუშინაც არ გქონდა კარგი რეაქცია მის დანახვაზე.. - ყოველ დღე აქ ხომ არ უნდა იყოს?.. - იკითხა ლინამ ისე, თითქოს მისი კოთხვა ვერ გაიგო.. - კარგი რა ლინა.. რა ხდება?.. - კარგად იცნობდა ლუკა თავის ცოლს და ხვდებოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო.. - ის ხდება, რომ.. - უკვე აპირებდა ყველაფრის თქმას, როცა ლუკას მობილურმა დაურეკა სიტყვა გააწყვეტინა. -ცოტა ხანში ვისაუბროთ რა - სთხოვა ლუკამ ლინას და მნიშვნელოვან ზარს უპასუხა.. მთელი სამუშაო საათები ლინა თავს არიდებდა გიორგისთან შეხვედრას.. ლუკას ახლო-მახლო ტრიალებდა და მშვიდად იყო.. თუმცა ვერანაირად დაელაპარაკა ლუკას და ამაზე საშინლად ბრაზობდა.. ცოტა ხანს მოადუნა ლინამ ყურადღება და გიორგიმაც მიაღწია მასთან.. - უნდა ვილაპარაკოთ - მშვიდი ჩანდა მამაკაცი.. - ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს..- უპასუხა ლინამ.. - გვაქვს და გთხოვ.. ძველი გრძნობევის ხათეით მაინც.. ელის ხათრით.. - ელის ნუ ახსენებ - აფეთქდა ლინა.. - კარგი.. უბრალოდ ხვალ ჩვენს კაფეში დაგელოდები, სამსახურის შემდეგ.. უბრალოდ ვილაპარაკოთ და ყველაფერი გავარკვიოთ - პასუხს არ დალოდებია გიორგი, ისე წავიდა.. ლინა რაც უფრო დიდ ხანს ფიქრობდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ უნდა ესაუბრა მასთან სა საბოლოოდ გაერკვია ყველაფერი, მაგრამ ჯერ ლუკაშთან უნდოდა საუბარი, რასაც ვერა და ვერ ახერხებდა.. სამსახურიდან ადრე გავიდა და ბავშვს ბაღში მიაკითხა.. ელი მხიარულად გაყვა დედას და მანქანაში ჩაუსკუპდა.. ლუკას ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა ოფისში და ამიტომ იგვიანებდა.. ელი სახლში მიიყვანა, აჭამა და სათამაშოდ გაუშვა.. თავად კი კომპიუტერს მიუჯდა და მნიშვნელოვან პროექტზე დაიწყო მუშაობა.. გულს ვერ უდებდა, მაგრან არც ჩერდებოდა.. ლუკას ვერ დაელაპარაკა, ამიტომაც იყო გაბრაზებული.. ვერც მიხვდა, დრო როგორ გარპარა და როგორ მოვიდა ლუკა.. რა თქმა უნდა, პირველი მას ელი შეეგება.. ლინას ისევ ლეპტოპი ეჭირა და პროექტს მიშტერებოდა.. ცალი თვალით კი ლუკას და ელის უყურებდა.. ყოველთვის უყვარდა ამ სცენის ყურება.. ლუკა ცოტა ხანს ელისთან თამაშობდა, მაგრამ მაინც შეხედავდა ხოლმე ლინას.. მას კარგად იცნობდა და ხვდებოდა, რომ ახლა გაბრაზებული იყო.. რაღაც უნდა მოეფიქრებინა, რომ გაემხიარულებინა.. ელის ჟესტების ენაზე რაღაც ანიშნა და ლინასკენ წავიდნენ.. - დეე, მე ახალი ლექსი ვისწავლე - მხოარულად წამოიძახა პატარამ - ელი, ამ პროექტს დავამთავრებ და მომიყევი მერ, კარგი?. - კარგი - გაებუტა ელი..- მოდი ვუთამაშოთ რა - შესციცინა თვალებში ლინას. - რა ვითამაშოთ - კომპიუტერიდან თავი ამოყო ლინამ - უცხოპანეტელობანა - ტაში შემოკრა პატარამ . - ეგ როგორ დე?.. - აი ასე - გაიქცა ელი და ლინას ლეპტოპი დახურა.. - კარგი რა ელ...- გაუჯავრდა ლინა და ლეპტოპი გახსნა.. - ოო, ლინაა - ახლა ლუკამ დაუხურა ლეპტოპი.. ლინას ღიმილი შეეპარა, ლეპტოპი გადააგდო და ლუკას ზურგზე შეახტა.. - დაგამარცხებ უცხო პლანეტელო - სიცილით ეუბნებოდა ლინა.. - ბოლოკი, ბოლოკი, ბოლოკი - ამბობდა და თმაზე მუშტებს ძლიერად უსვამდა.. - დაგამარცხეებთ - იყვირა ელიმაც და ლუკას ფეხებზე მოეჭიდა.. ლუკამ ვერ დაიცვა წონასწორობა.. სამივე დივანზე დაეცნენ, დივანი გადაბრუნდა და სამივე უკანა მხარეს აღმოჩნდა.. - ერთობით?.. - მოესმათ ბელას სიცილნარევი ხმა და ერთი მეორეს მიყოლებით ამოყეს თავი.. - ვცდილობთ - გაუღიმა ლუკამ.. ცოტა ხანს საუბრობდნენ.. არც ისე გვიან იყო.. - მოდი სადმე გავიდეთ - შესთავაზა ლინას ლუკამ. - კარგი, ელის მოვამზადებ და. - მარტო მე და შენ - უცნაურად გაუღიმა მამაკაცმა.. ლინა დაიბნა, თან გაუხარდა კიდეც.. როგორც იქნა ლუკა მის მიმართ ინტერესს იჩენდა.. - ჩვენ? სად?.. - ჰკითხა მეუღლეს.. - გზაში მოვიფიქრებთ - გაუღიმა მამაკაცმა და ხელი ჩასჭიდა. - ასე?.. კარგი რა.. მაცადე, გამოვიცვლი - კარგი - უპრობლემოდ დაეთანხმა ცოლს და ხელი გაუშვა.. თავად კი რამდენიმე ზარი განახორციელა.. უნდოდა, რომ ეს საღამო ლინასთვის დასამახსოვრებელი გაეხადა.. ლინა ოთახში ავიდა, კარადა გახსნა და ტანსაცმელი შეათვალიერა.. არ იცოდა რა ჩაეცვა.. პატარა ბავშვივით იყო, აი სათამაშოს რომ აჩუქებენ და ეიფორიაში რომაა.. ღია ცისფერი, მოკლე, მთლიანი კბა შეარჩია.. კაბის ზედა ნაწილი ტანზე მომდგარი იყო, ქვედა კი ფარფალა და ფრიალა.. კაბა წინა მხარეს სამკუთხედის ფორმაზე იყო ამოჭრილი.. თმა გაიშალა და თმის ზედა თხელი ფენა ლამაზად შეიკრა.. ძალიან ლამაზი იყო, ნამდვილად ფერიას გავდა.. ფეხსაცმელიც შეუფერა და მალე ქმართან ჩავიდა.. ეცადა, მაგრამ ემოცია ვერ დამალა ლუკამ.. სულაც რომ არაფერი ეთქვა, უკვე იმდენ ხანს იცნობდა ლინა, რომ მაინც გაუგებდა სათქმელს.. - შენ.. უმშვენიერესი ხარ - სიტყვები ძლივს გადააბა მამაკაცმა.. რამდენჯერ უნახავს ლინა ლამაზად გამოწყობილი, მაგრამ ახლა ასმაგად მოსწონდა.. მანქანის კარი გაუღო და ლინა მანქანაში ჩასვა.. შემდეგ უსწრაფესად მიირბინა მეორე კარამდე და მანქნა დაძრა.. ამდენი ხანია ისინი ცოლ-ქმარნი იყვნენ, მაგრამ ეს მათი პირველი რომანტიკული ვახშამი იყო.. ვაცშამი, გასეირნება თუ სხა რაღაც.. ეს მათი პირველი რომანტიკული მომენტი იყო.. საოცარ რითმში უცემდათ გული.. ლუკამ საიდანღაც, ასე უეცრად ნაშოვნი მინდვრის ყვავილების ბუკეტი აიღო და ლინას მიაწოდა.. ლინას ძალიან მოეწონა მის კაბაზე ცოტათი მუქი ყვავილების ბუკეტი და გაიღიმა.. - გმადლობ - უთხრა ბიჭს და ლუკამაც იგრძნო, თუ რამხელა სიხარულს იტევდა ეს ერთი სიტყვა.. ცოტა ხანში ერთ ლამაზ შენობასთან გაჩერდნენ.. შენობას ლამაზი ბაღი ერტყა გარშემო.. ლუკამ მანქანა გააჩერა, მპუარა და ლინას კარი გაუღო.. ფრთხილად დაეხმარა გადასვლაში და ეზოში შეიძღვა.. შესასვლელშივე გაისმა ლინას საყვარელი კლასიკური მუსიკა, ბეთჰოვენის ელისეა.. ყოველთვის გიჟდებოდა ბელა ამ მუსიკაზწ.. ახლა კი ორმაგად უხაროდა, რადგანაც ლუკამ მისი საყვარელი სიმღერა იცოდა.. ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა და გაღიმებული გაჰყვა უკან.. კარი შეაღო და მადინვე თვალში მოხვდა ფერადი, სურნელოვანი მბჟუტავი სანთლები, ვარდის ფოთლებით მორთული იატაკი და ლამაზად გაწყობილი მაგიდა ორ კაცზე.. გულის ცემის ტემპმა პიკს მიაღწია.. ბუნებით რომანტიკოსი იყო ლინა და ახლა ცოტაღა აკლა, რომ არ ეტირა.. ლუკა კი.. ლუკა ყოველ ნაბიჯზე ფრთხილობდა, რაიმე რომ არ შეშლოდა.. ახლა მართლა გავდა თინეიჯერს, რომელსაც პირველად შეუყვარდა.. წამოსვლისას ლინა ფიქრობდა, რომ გიორგიზე დაელაპარაკებოდა, მაგრამ ახლა ასეთი მომენტის გაფუჭებას არ აპირებდა.. ლუკამ მისი სკამი გამოსწია და დაჯდომა შესთავაზა.. ლინამ ღრმად ჩაისუნთქა და მოთავსდა.. მალე ლუკაც მასთან ახლოს ჩამოჯდა.. - იმედია, რომ მოგწონს.. - გაუბედავად ჰკითხა ლუკამ.. - ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი და კარგია - აღფრთოვანებულმა უპასუხა ლინამ.. - შენზე ლამაზი არაა - ხელი ლოყაზე ჩამოუსვა გოგონას და მომაჯადოებლად გაუღიმა.. მასთან ახლოს მიიწია და წითელი სითხით ავსებული ლამაზი ფორმის ჭიქა მიაწოდა.. ლინამ ნელ-ნელა მოსვა გამაბრუებელი სითხე და ლუკას თვალებში შეხედა.. ლუკას თვალებში ყველაფერს კითხულობდა.. გრძნობდა, როგორ ერეოდა ლუკას გრძნობები ერთმანეთში და ეოგორ უჭირდა ამაზე საუბარი.. მაინც რა კარგად იცნობდა.. იმდენად ჟარგად, რომ მისი ფიქრებიც კი ესმოდა.. რამდენიმე წუთში ისევ გაისმა მუსიკა.. ლუკამ ხელი გაუწოდა ლინას და საცეკვაოდ დაპატიჟა, გოგონამაც შეახვედრა ხელი მის ხელს და მის ნებას დაჰყვა.. კლასიკური მუსიკის ფონზე, მბჟუტავ სინათლეში შავ სილუეტად ჩანდა ცოლ-ქმრის სხეული.. არ იყო მათ შორის დისტანცია, ერთმანეთთან ძალიან ახკოს იდგნენ.. იმდენად ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვასაც გრძნობდნენ.. ლუკა გოგონას ზემოდან დასჩერებოდა, ლინა კი თავს მაღლა არა და არ სწევდა.. მამაკაცმა კი ერთი ხელი ზურგზე ძლიერად შემოსჭიდა, მეორე ხელით კი თავი ფრთხილად ააწევინა და მის ტუჩებს მიეპარა.. შემდეგ ორივე ხელი კისერზე მოსჭიდა და კოცნა ისე განაგრძო.. არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია ლინასგან.. კოცნიდა ნელა და აუჩქარებლად, მთელი გრძნობით.. შემდეგ ცოტა ხანს მოშორდა, ხელები წელზე მოხვია და ჰაერში დაატრიალა, ისევ ძირს დასვა, ძლიერად მოსჭიდა ხელები და გულზე მიიკრა.. .... ...... ლინა და ლუკა მუსიკის მშვიდ ჰანგებს ნაზად აყოლებდნენ ტანს და ერთმანეთის გვერდით ყოფნით ტკბებოდნენ... - იცი ლინ - დაიწყო ლუკამ..- პირველად რომ დაგინახე, შენ ისეთი შეშინებული იყავი, ისეთი ცივი, მაგრამ შენი გამოხედვა.. შენი თვალები ამბობდნენ, რომ დაცვა გჭირდებოდა.. როცა შემოგხედე, მაშინვე დავრწმუნდი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ის, ვინც შენზე იზრინებდა.. შენზე და ელიზე... ალბათ მთელი ეს დრო ფიქრობდი, რომ ყველაფერს ელისთვის ვაკეთებდი, რომ ის მჭირდებოდა მხოლოდ, მაგრამ ასე არ იყო.. მე მინდოდა, რომ შენც ბედნიერი ყოფილიყავი, გეგრძნო, რომ შენს გვერდით არის მამაკაცი, რომელიც სულ შენთან იქნება, რომელსაც უყვარხარ და ეყვარები.. ლინა, მისმენ?.. - ღიმილი შეეპარა და მას დახედა.. ისევ გაეღიმა, როდესაც დაინახა, როგორ ჩასძინებოდა ლინას, ფეხზე მდგომარეს,.. ასე უბრალოდ თავი მის მკერდზე მიედო და ჩასძინებოდა.. ხელში აიტაცა მისი ბუმბულივით მსუბუქი სხეული და შემდეგ ოთახში გაიყვანა, რომელიც საძინებელი აღმოჩნდა, ტანსაცმელი გახადა და საწოლზე დააწვინა.. თვითონაც მალევე მიუწვა გვერდით, მის მძინარე სხეულს ჩაეხუტა, კიდევ ერთხეც ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი და დაიძინა.. მშვენიერი დილა გათენდა.. როგორც ჩანს, ლუკამ ისევ დაასწრო ლინას ადგომა და იმავე სახლში არსებულ სამზარეულოში გასვლა.. ჯერ არ უთქვამს, თუმცა ეს სახლი ლინასთვის იყიდა, რათა ქორწინების მეოთხე წლისთავზე აჩუქოს.. გასული საღამო კი მისი პირველი ტკბილი მოგონება იქნებოდა ამ სახლზე.. - დილამშვიდობისა - სამზარეულოში ნახევრად მძინარე ლინა გამოჩნდა.. - დილამშვიდობისა - გოგონასთან ახლოს მივიდა და თავზე აკოცა.. - შენი ყავა - მაგიდასთან მისულ ლინას წინ დაუდგა.. - გმადლობ.. როგორ ხარ? - ჰკითხა ლინამ და ყავა მოსვა.. - ელისთან არ დარეკე? - კარგად ვარ და, გთხოვ ნუ ღელავ, ელიც კარგადაა და საერთოდაც, ბელა მიხედავს, ხომ იცი?.. - კი, მაგრამ ვერ ვძლებ მის გარეშე - ვიცი, მეც მასე ვარ - გაუღიმა ლუკამ და გვერდით მიუჯდა.. - გუშინ ვერ ვისაუბრეთ -თქვა ლუკამ და ყავის ფინჯანს თვალი გაუშტერა.. რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც მისმა მობილურმა დარეკა.. "ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა" ამბობდა გულში და საკუთარ ბედზე ბრაზობდა.. ვერაფრით დაელაპარაკა ლინას თავის გრძნობებზე.. - სამსახურში წასვლის დროა - მოღუშული სახით უთხრა ლინას და მალევე ჩასხდნენ მანქანაში.. დღე სასიამოვნოდ დაიწყო, მაგრამ მაშინვე მოიწყინა ლინამ, რაც გიორგი დაინახა.. წინა საღამოს არ დაელაპარაკა ლუკს..თანაც გაახსენდა, რომ გიორგი უნდა ენახა და საბოლოოდ დაემთავრებინა მასთან ურთიერთობა.. როგორც წინა დღით, ახლაც ცდილობდა გიორგისთვის თავის არიდებას.. - რა გჭირს?.. - ჰკითხა ლუკამ ლინას შესვენებისას.. - რა?.. - კითხვა შეუბრუნა ლინამ.. - თითქოს ვიღაცას გაურბიხარ.. ოთახიდანაც არ გასულხარ.. - ლუკა მე.. მე აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო.. ეს სერიოზულია.. - გისმენ ლინ.. ხომ იცი, რომ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს.. - საქმე ელის მამას ეხება - საუბარი უჭირდა ელის.. ელის მამის ხსენებამ ლუკაც შეაშინა.. - რა ხდება?.. - შეშფოთებულმა იკითხა ლუკამ.. - ის დაბრუნდა - თქვა თითქმის ჩურჩულით და ჩანგალი ნამცხვარში ჩაასო.. ლუკას კი გულში საშინელი სიბრაზის, გაწბილების და ამავდროულად შიშის გრძნობა ჰქონდა.. - ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ის ჩვენს წრეში ტრიალებს.. - ვინაა - გახევებულმა იკითხა ლუკამ.. - გიორგი.. ვიცი, რომ ეს რაღაც სისულელეს ჰგავს, რაღაც ფილმის უაზრო სიუჟეტს - უთხრა ლუკას და თვალებზე ხელი აიფარა, რომ წამოსული ცრემლი დაემალა, მაგრამ ლუკამ მაინც შეამჩნია და ახლაღა მოვიდა აზრზე.. ლინასთან ახლოს მიიწია და სახეზე ხელი დაუსვა, შემდეგ თავი ზევით ააწევინა და თვალებში ჩახედა. - გთხოვ, ასე ნუ განიცდი.. - მან იცის, რომ ელის მამაა - ამოთქვა ლინამ.. - მან გითხრა სხვა რამე?.. - არა, მთხოვა, რომ ვნახო და ვესაუბრო.. - აქამდე რათომ არ მითხარი?.. - ლუკა სულაც არ იყო ღიმილის ხასიათზე, მაგრამ ლინას მაინც უღიმოდა, რათა არ შეეშინებინა.. - ვერ მოვახერხე.. მე... - მშვიდად ლინა - ხელები მხრებზე მოსჭიდა და მასთან ახლოს მიიწია.. ნუ გეშინია, ყველაფერს მოვაგვარებთ.. ერთად ყველაფერს მოვაგვარებთ.. გინდა დღეს გამოგყვე მის სანახავად?.. - არა, მირჩევნია მარტო ვიყო.. ასე ისიც თავისუფლად იქნება.. მინდა, რომ ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი - უთხრა და ცრემლიანი თვალები ლუკას შეანათა.. ლუკამ სურვილს ვეღარ სძლია და მის ბაგეებს ფრთხილად შეეხო.. ლინამ ამოისუნთქა.. ახლა ლუკამ სიმართლე იცოდა და თავს მშვიდად გრძნობდა.. გიორგისთან შევიდა და უთხრა, რომ ერთ საათში ნახავდა... ლუკა ვერ ისვენებდა.. თავს საშინლად გრძნობდა.. ახლა უნდოდა დაეჭირა გიორგი და ყველა ძვალი სათითაოდ გადაელეწა იმ ყველაფრისთვის, რაც ლინას მიმართ დააშავა.. იმისთვის, რომ ახლა ლინას მის გამო ეშინოდა.. თავს ძლივს იკავებდა, რომ კაბინეტში არ შეჭროდა და თავი მაგიდისთვის არ ერტყმევინებინა.. ლინას დაემშვიდობა და ოფისი დატოვა.. დიდ ხანს დაბოდიალობდა და, როგორც იქნა, სასურველი კარის წინ გაჩერდა, ზარი დარეკა და დაელოდა.. - დედა - მოწყენილმა უთხრა დედას.. - ლუკა, ძვირფასო.. რა ხდება დედი?.. - გეტყვი, მხოლოდ ცივი ყავა გამიკეთე და მერე.. - აბა როგორ ხარ?.. - იკითხა ბელამ და ყავა მაგიდაზე დადო.. თავად კი დივანზე ჩამოჯდა.. ლუკამ ყავა აიღო, მასთან მივიდა, წამოწვა, თავი მის მუხლებზე დადი და ცოტა ხნით გაჩუმდა.. - ის დაბრუნდა დედა - ძლივს ამოღერღა ლუკამ.. - ვინ დაბრუნდა - ვერაფერი გაეგო ქალს.. - კაცი, რომელიც წარსულში ჩემს ცოლს უყვარდა.. ბელამ შვილს ლოყაზე ხელი ჩამოუსვა.. - ახლა რას აპირებთ დედა.. - ლინა მას დაელაპარაკება.. არ ვიცი დედა.. თავი ძლივს შწვიკავე, რომ არ მეცემა.. მინდოდა ყველაფრისთვის პასუხი მომეთხოვა.. იმ ყველაფრისთვის, რაც ლინას დაუშავა.. - ლინა გიყვარს არა.. ვიცი, რომ გიყვარს.. იმ მომენტიდან ვიცუ, რა წამსაც პირველად ერთად დაგინახეთ.. მასთან ისეთი ლაღი ხარ, ისე გიბრწყინავს თვალები.. გეფიცები, სხვა არაფერი მინდა, გარდა შენი ბედნიერების.. ლინა არ დათმო შვილო.. ის შწნი ბედნიერებაა, ამიტომ არ გაუშვა.. - მის დათმობას არ ვაპირებ.. მაგრამ მეშინია, მეშინია, რომ.ის ისევ მოატყუებს და თავგზას აურევს, რომ ისევ ატკენს.. არ მინდა, რომ ვინმემ ლინა და ელი წამართვას.. ისინი ჩემი ოჯახი არიან.. ლინამ ოჯახი მაჩუქა დედა.. საშუალება მომცა, რომ მამობრივი სიყვარული მეგრძნო.. მან მე ყველაფერი მომცა და ვერავინ წამართმევს ამას.. - წადი ახლა და დარწმუნდი, რომ გიორგი ვეღარ მოატყუებს მას.. - თბილად მოჰკიდა ხელი მხრებში და გაუცინა შვილს.. - საუკეთესო ხარ - აკოცა დედამისს ლოყაზე და წავიდა.. .. ლინა საშინლად ღელავდა.. არ იცოდა რითი უნდა დაეწყო.. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც წინ მიდიოდა.. - მიხარ.. - რაღაცის თქმა უნდოდა გიორგის, როდესაც ლინამ შეაწყვეტინა - პირდაპირ საქმეზე გადადი - მკაცრი ჩანდა ლინა.. - იცი შენი დამოკიდებულება მკლავს ლინა.. ვიცი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და ამას ძალიან განვიცდი.. ხომ იცი, რომ შენი ცოლად მოყვანა მინდოდა.. მე ეს ძალიან მინდოდა, მაგრამ.. - მაგრამ.. სასაცილოა, რატომ არსებობს ამდენი მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში.. - ლინა მე მართლა მიყვარდი, თუმცა იმ მომენტში დედაჩემი... - საკმარისია ამ ყველაფერში დედაშენის დადანაშაულება.. გიორგი, რომელსაც ვიცნობდი არავის ჭკუაზე არ გაივლიდა.. შენ უბრალოდ შეგეშინდა, ზედმეტი პასუხისმგებლობის შეგეშინდა.. - არა ლინა.. ჩემი ნებით არ დამითმიხარ.. ეს შეცდომა იყო, სასტიკი შეცდომა.. პატარები ვიყავით.. მეშინოდა, ჩემი.მშონლები სულ სხვა რაღაცას გაიძახოდნენ.. მათ თავგზა ამირიეს და მეც შიშს დავყევი.. საშუალება მივეცი მას ვემართე და მზად ვარ, ამის საფასური მთელი დარჩენილი დრო გადავიხადო.. უბრალოდ ამის საშუალება მომეცი.. - მე არ მჭირდება ეს ყველაფერი.. ერთადერთი, რის გამოც აქ მოვედი, ელია.. მინდა მის შესახებ ვისაუბროთ, რადგანაც "მე და შენ" წარსულში მოკვდა.. - მე მინდა, რომ შენ და ელი ჩემთან იყოთ.. - ყოველთვის ასეთი იყავი გიორგი.. ყველაფერი გინდოდა და მის ძიებაში იმხელა შეცდომებს უშვებდი, რომ არაფერი გრჩებოდა ხელთ.. მიუხედავად იმისა, რომ არ იმსახურებ, ნებას გაძლევ, რომ ელი ნახო ხოლმე, მაგრამ იმ პირობით, რომ ვერასოდეს გაიგებს, ვინ ხარ სინამდვილეში.. მას და ლუკას შორის ძლიერი კავშირია და არ მინდა, რომ რაიმემ ეს დაარღვიოს.. - ანუ არ გინდა გაიგოს, რომ მე ვარ მისი მამა? - ზუსტადაც.. . ლინა ეს.. მე.. მე სასამართლოს მივმართავ იცოდე - უკვე სასოწარკვეთილი იყო მამაკაცი - იცი მე შანსი.მოგეცი.. შეგიძლია ელი ინახულო ხოლმე.. ისე რომ.შენზე არ მოუყვე.. და მაინც, თუ ეს საქმე სასამართლომდე მივა, მე მას მოვიგებ და შვილთან დაახლოვების ამ ერთადერთ შანსს დაკარგავ.. რაც შემეხება მე, მე და შენ ერთად ვერასოდეს ვიქნებით, რადგან მე ლუკა მიყვარს, ყველაფერზე მეტად და ვერაფერი დამაძალებს მის დატოვებას.. - ლინა ადგა და წასვლა დააპირა, როდესაც გიორგიმ სიტყვა დააწია.. - მე ავად ვარ ლინა, ვკვდები.. - ლინა ადგილზე გაიყინა, ფრთხილად მიუბრუნდა და დაჯდა - რა?.. - მას შემდეგ, რაც დავშორდით, მე შენ გეძებდი.. ყველგან მოგძებნე, მაგრამ ვერ გიპოვე.. საშინლად ვნერვიულობდი, ყველაფერი მოვივიწყე და სმა დავიწყე.. მე ღვიძლის პრობლემა მაქვს.. სადაცაა დამეშლება.. სუკ რამდენიმე თვე დამრჩა და სამუდამოდ წავალ.. - თავი დაბლა დაეხარა მას. - და ეს აქამდე არ უნდა გეთქვა? - გაუბრაზდა ლინა.. - თანახმა ვარ ლინა, ელის ისე ვნახავ ხოლმე.. ვერასოდეს გაიგებს, რომ მამამისი ვარ და არც შენ შეგიქმნი ლუკასთან რაიმე პრობლემას.. - ვწუხვარ და გმადლობ - უთხრა ლინამ, ხელზე ხელი მოჰკიდა და მალევე წავიდა, თუმცა არავინ იცოდა, რა ჰქონდა გულში გიორგის... კაფიდან გასული არ იყო, როცა ლუკა შეხვდა.. ეს სჭირდებოდა.. მასთან ახლოს მივიდა და ხელები მჭიდროდ მოჰხვია.. ლუკამაც არ დააყოვნა, ხელები შემოხვია და შუბლზე აკოცა.. - ყველაფერი რიგზეა?.. - ჰკითხა ლუკამ - კი - თავი დააქნია გოგონამ.. წყვილი სასეირნოდ გავიდა.. - იცი ლუკა, როდესაც გიორგი გავიცანი, მე ის ჩემს აზროვნებაში იდეალურ მამაკაცად შევრაცხე.. მე ის წრფელი გრძნობით შევიყვარე და ბოლომდე ვენდე.. მე არ დავკვირვებულვარ მის ქცევებს მანამდე.. მიმაჩნდა, რომ მაქსიმალურად დადებითი პიროვნება იყო.. როცა გავიგეყ, რომ ბავშვს ველოდებოდით, შემომთავაზა ცოლად გამომყევიო, მაგრამ რამდენიმე დღეში პირობა წამომიყენა, ან ბავშვი მოიშორე, ან წავალ თქვენგანო და მე ვარჩიე წასულიყო.. უფრო სწორად მე წამოვედი.. ორსულობის გამო ოჯახი გაგიჟდა და ფაქტობრივად, არ მიმიღო.. მე ყველა ერთ დღეს დავკარგე.. მერე კი შენ გამოჩნდი.. შენ ერთადერთი ხარ, ვინც უანგაროდ დამეხმარა, სწორედ საჭირო დროს.. შენი დამსახურებაა, რომ ახლა აქ ვარ, შენთან ერტად და ისიც, რომ ელი ჯანმრთელი და საღ-სალამათი გვყავს.. მე არასოდეს მითქვამს შენთვის მადლობა, რადგან ეს სიტყვა ვერ გადმოსცემდა ვერაფერს.. მე ჩემი საქციელებით ვცდილობდი, რომ შენი ბალი გადამეხადა. - ლინა - მამაკაცი შეჩერდა, მხრებზე ხელი ჩასჭიდა და თვალებში ჩააცქერდა.. - შენ არანაირი ვალი არ გაქვს.. შენ არც კი იცი, რას ნიშნავთ თქვენ ორი ჩემთვის.. შენ მე ოჯახი მაჩუქე.. შვილი მაჩუქე.. ხო, შეიძლება ერთი სისხლი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მამა-შვილობა სხვებზე მეტად ნამდვილია.. გგონია მანამდე მე უცოდველად ვცხოვრობდი?.. მე ერთი ცანცარა ბიჭი ვიყავი, რომელსაც სერიოზულო არაფერი გააჩნდა.. მერე შემიყვარდა ქალი, რომელმაც გამომიყენა და დამშორდა.. მიზეზად კი იცი რა მოიტანა?.. ის, რომ მე უშვილო ვარ.. ერთ კვირაში კი ის ქალი ჩემს მეგობართან ერთად დავინახე.. ეს საშინელება იყო, მაგრამ შენ და ელიმ გადამატანინეთ.. მიყვარხარ ლინა, მიუვარხარ და არ დავუშვებ, რომ ისევ გეტკინოს.. გენდომება შენ ეს თუ არა,.მე მაინც თვალ-ყურს მივადევნებ ყველაფერს, მე ვერ დავუშვებ, რომ ვინმემ გაწყენინოს და აგატიროს.. - ლინა გაოცებილული უსმენდა და ყურებში მხოლოდ მისი მიყვარხარ უტრიალებდა, შემდეგ ფეხის წვერებზე აიწია და ქმრია ბაგეებს მისწვდა.. - მიყვარხარ - ესღა თქვა გოგონამ და ისევ გაეხვა სასიამოვნო ემოციებში... ... ...... გონებაში შეფრინდა და მთელს სხეულში ჟრუანტელად დაიარა ამ ერთმა სიტყვამ- "მიყვარხარ".. ეს იყო სრულიად უბრალო გრძნობათა გამხელა, მაგრამ უდიდესი ემოციით ნათქვამი.. შეიძლება ბანალურიც, მაგრამ ამ წუთში ეს არც ლუკას ადარდებდა და არც ლინას.. ეს იყო წუთი, როდესაც, უბრალოდ, შენ გარშემო სამყარო წყვეტს არსებობას და თავად შენსავე შექმნილ სამყაროში გადადიხარ.. არ იცოდნენ, ასე რამდენ ხანს იდგნენ.. წამები, წუთები, თუ საათები... შორიდან უყურებდა ლუკას და ლინას გიორგი და თავს უცნაურად გრძნობდა.. რისთვის დაბრუნდა? - იქნებ სწირედ იმის დასანახად,, რასაც ახლა ხედავს.. დასარწმუნებლად, რომ იქ, საიდანაც წლების წინ თითქმის ყველაფერი წაიღო, კიდევ დარჩა რაღაც, რაღაც თბილი, სასიამოვნო და კეთილი.. ის, რაც სევდას და სიცივეს გააქრობდა.. ან, იქნებ იმისთვის, რომ პატიება ითხოვოს და დამშვიდებული სულით წავიდეს იქ, საიდანაც აღარასდროს ბრუნდებიან... თუმცა ზუსტად იცის, რომ როგორც არ უნდა მოიქცეს, წარსულს ვერ შეცვლის.. ვერაფერს გამოასწორებს.. რამდენიმე წუთს ასე უყურა წყვილს, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და წავიდა... ...... თითქმის არც არაფერი შეცვლილა.. ლინა და ლუკა დროის უმეტეს ნაწილს ისევ ერთმანეთს და ელის უთმობდნენ.. წყვილი გიორგის საშუალებას აძლევდა, რომ ელის დაახლოვებოდა.. გიორგი ხან ბაღში მიაკითხავდა ბავშვს, ხანაც სასეირნოდ მიჰყავდა და ხვდებოდა, რომ ნელ-ნელა მართლაც უყვარდებოდა ბავშვს.. - დღეს ძალიან კარგად გამოიყურები - ზურგიდან მიეკრა ლუკა ლინას და ყურის ქვეშ ნაზად აკოცა.. ლინას ჟრუანტელმა დაუარა.. თავი მხარზე მიადო და გაიღიმა.. - გმადლობ - უთხრა მამაკაცს, სწრაფად შებრუნდა და ისევ გაიღიმა - გვაგვიანდება, ელი უნდა გამოვიყვანოთ - ხელზე დაექაჩა ქმარს და მის გათრევას ეცადა, თუმცა ლუკამ.ძლიერად დაიჭირა და პირდაპირ მკერდზე აიკრა სიფრიფანა გოგონა.. მისკენ დაიხარა და ის იყო, უნდა ეკოცნა, რომ კარზე დააკაკუნეს.. ლინას გაეცინა.. დიდი ხანია ასე ხდებოდა.. სხვა დასასრულს აღარც კი ელოდა.. - მანქანაში დაგიცდი - მიაძახა ლუკას.. - ოჰ, გამარჯობა ბელა - მიესალმა დედამთილს, ჩაუქროლა და მანქანისკენ წავიდა.. - ამას რა სჭირს - გადაიკისკისა ქალმა, ლუკასგან კი პასუხად მხოლოდ მხრების აჩეჩვა მიიღო.. ... - მეგონა დღეს გიორგი.მიაკითხავდა ელის - უთხრა ლინას ლუკამ და მძღოლის ადგილი დაიკავა.. - ექიმთან არის, კონსულტაციაზე და არ შეუძლია.. - სიბრალული იგრძნობოდა ლინას ხმაში.. ამას რამდენიმე წუთიანი დუმილი მოჰყვა.. - იცი, ამ ბოლო დროს ხშირად იცინი.. მე მივეჩვიე, რომ სულ გაღიმებული ხარ და ვერ ვიტან მაგ სახით რომ ზიხარ ახლა აქ - სიჩუმე ისევ ლუკამ დაარღვია.. - როგორი სახით? - ფიქრებიდან გამოერკვა ლინაც - აი ასე, მოწყენილი.. კარგად გიცნობ და ვიცი, ახლა თავს იდანაშაულებ.. გგონია, რომ გიორგის ეს ყველაფერი შენ გამო დაემართა.. მაგრამ შენი ეს სინანული ლინა... მთელი ეს შენი სინანული უსაფუძვლოა.. შენ მის გამო ძალიან ბევრი რამ დაკარგე, ბევრი ვინმეც, ვინც გიყვარდა, ვისაც უყვარდი.. შენ შენი თავიც კი დაკარგე.. სულ სხვა გახდი.. მოგიწია იმ ცხოვრებით გეცხოვრა, რომელიც სულ არ იყო შენი.. - ერთი ამოსუნთქვით თქვა ლუკამ.. - ვიცი, რომ მაეთალი ხარ.. მაგრამ მე უბრალოდ მეცოდება.. - მესმის, მაგრამ, გთხოვ.. გთხოვ, უბრალოდ გაიღიმე.. - ამის თქმა იყო და ლინას მართლაც გაეღიმა.. ... - გიორგი არ მოსულა?.. - იკითხა ერთ დილას სამსახურში მისულმა ლინამ.. - დიახ ქალბატონო, კაბინეტში შევიდა, რაღაც დატოვა და წავიდა ისევ.. ისე, რომ არაფერი უთქვამს..- უპასუხა მდივანმა.. - გასაგებია.. ლინა შედი მის კაბინეტში, ალბათ პროექტის გაუმჯობესებული გეგმა დატოვა - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლუკამ.. - ახლავე - "სხვა რა გზა მაქვს" გამომეტყველებით წავიდა ლინა გიორგის კაბინეტში.. მართლაც იდო მაგიდაზე რამდენიმე ფურცელი.. პირველივე აიღო და დახედა.. ეს სულაც არ იყო პროექტის გეგმა, არამედ წერილი, რომლის თავშიც დიდი ასოებით ეწერა "ლინასთვის" "ლინა, ალბათ ფიქრობ, რომ ყველაზე სუსტი ადამიანი ვარ მსოფლიოში.. ადამიანი, რომელმაც პირისპირ დამშვიდობებაც კი ვერ გაბედა.. დამშვიდობება.. სწორედაც ლინა... მაპატიე.. მაპატიე, რომ მეორედაც ასე გავრბივარ, ასე არაკაცივით, ჩუმად და მალვით, მაგრამ არ შემიძლია.. არ შემიძლია გიყუროთ და სიცოცხლე არ მომინდეს, მე კი ვკვდები ლინა.. მე ვერ ჩავეჭიდები ცრუ იმედებს, ვერ ვიქნები სასწაულების იმედზე.. სასწაულები.. შენ იყავი ჩემი ერთადერთი სასწაული ლინა.. სასწაული, რომელიც ამიხდა, მაგრამ ხელი ვერ ჩავჭიდე, ვერ გავუფრთხილდი.. შენ ისეთი კარგი ხარ ლინა.. როცა დავბრუნდი, ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ შენს თვალებში სიძულვილი ვერ დავინახე.. არც ახლა შემიძულო.. ძალიან გთხოვ, არასოდეს უთხრა ელის ჩემს შესახებ.. არ მინდა გაიგოს, რომ წლების წინ მე და მას შორის არჩევანის გაკეთებას ვითხოვდი.. არ მინდა იცოდეს, რომ მამამისი ყოველთვის გარბის და უკან იხევს.. მხოლოდ გადაეცი ეს ყელსაბი - ლინამ მაგიდაზე ლამაზი ოქროს ყელსაბამი დაინახა - იმედი მაქვს, რომ ამას სულ ყოველთვის ატარებს.. ბედნიერი იყავი ლინა, ლუკა სწორედ ისაა, ვინც გჭირდება.. მე კი თან ელის უზომოდ დიდი სიყვარული მიმაქვს.. მაპატიე და მშვიდობით" ლინას თვალზე ცრემლი მოადგა.. რატომღაც არ უკვირდა.. გრძნობდა, რომ გიორგი ამას იზამდა კიდეც, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო.. უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო, შებრუნდა და ლუკა დაინახა.. - ისევ წავიდა -ამოთქვა გოგონამ. -ეს ხომ მოსალოდნელიც იყო.. -არც ლუკას გაჰკვირვებია.. - მას უნდა გავუგოთ ლინ.. - კი, ვიცი და მესმის.. ალბათ მეც ასე ვიზამდი.მის ადგილზე - ამოისუნთქა ბელამ.და ყელსაბამს დახედა.. ეს იყო პატარა ვარსკვლავი, რომლის ერთ მხარესაც ამოკაწრული იყო სიტყვები "ყოველთვის ზეცაში ვიქნები, მაგრამ არასოდეს მოვკვდები".. ლინამ მაგიდაზე არსებული სხვა ფურცლებიც აიღო.. ერთ-ერთი სამსახირიდან წასვლის წერილი იყო, მეორე კი გეგმა, რომელსაც ეძებდნენ.. ელის ძალიან მოეწონა ყელსაბამი.. თავადვე თქვა, რომ მას ყელიდან არასოდეს მოიხსნიდა, რადგანაც გიორგის ნაჩუქარი იყო.. როგორც ამბობენ, სისხლი ყივისო, ელის უკვე უზომოდ უყვარდა გიორგი და სწყინდა, რომ წავიდა.. ..... - ლინა, ერთ კვირაში კორპორატიული წვეულება გვაქვს და არ გადაგავიწყდეს..-ერთ საღამოს უთხრა ლუკამ ლინას.. - აუცილებელია ჩემი წამოსვლა?.. - უ'აუცილებლესი - გადაიხარხარა ლუკამ და ლინას თმა აუჩეჩა.. - ბოროტი ხარ - გაიცინა ლინამ და მის მოზრდილ თმაზე უმისამართოდ დაიწყო ხელების ქნევა.. - ბოლოკი, ბოლოკი - ისევ იცინოდა ლინა და ცდილობდა ლუკას მორევოდა, თუმცა უშედეგოდ.. ერთი ხელის მოსმით მოიცალა ზურგიდან ლუკამ გოგონა სხეულზე აიკრა.. შემდეგ თავი დახარა და ლინას ცხელი ტუჩები ტუჩებზე მიადო.. ისევ სასიამოვნოდ დააჟრალა ლინას, გული აუჩქარდა და სუნთქვა გაუხშირდა.. ლუკამ სახიდან თმა ყურზე ფრთხილად გადაუტანა და ახლა მის ყელსაც მისწვდა.. კოცნიდა ნაზად და მთელი გრძნობით.. გული ისე უცემდა, თითქოს გაუსკდებოდა სადაცაა.. ხან საერთოდაც ვერ გრძნობდა გულის ცემაშ, ხანაც ყელში აწვებოდა.. ემოციებით და სურვილით აკანკალებულმა ფრთხილად ჩამოუწია საღამურის "პლეჩი" და გოგინაც ხელში აიტაცა.. ფრთხილად მიაწვინა საწოლზე და მისი სხეულის შესწავლას შეუდგა... ... - არ ადგე რა - ჩუმად ამოიბუტბუტა ლუკამ და ლინას ხელი უფრო მჭიდროდ მიიკრო გულზე.. - ელი ბაღში უნდა წავიყვანოთ - ამოიჩურჩულა ლინამაც და წამოდგა.. - აუჰ, ხო - გაიზმორა ლუკა, გაიღიმა, შემდეგ კი ლინას ხელი ჩაავლო და მის ზემოდან მოექცა.. - მიყვარხარ, მიყვარხარ - ეუბნებოდა გოგონას და ლოყებზე ხმაურიანად და ცოტა უხეშადაც ჰკოცნიდა, თანახ უღატუნებდა... ლინა კი კისკისებდა და ფართხალებდა.. - სულ დაგავიწყდით რა - გაბუტული იდგა კარში ელი და ხელები გადაეჯვარედინებინა.. - მოდი აქ მა - დაუძახა ლუკამ და ელიც მაშინვე გაიქცა მისკენ.. ლუკამ ახლა ბავშვს დასტაცა ხელი და მას დაუწყო თამაში.. ... - მასე მოდიხარ წვეულებაზე? არ შეგცივდება?.. - გაიკვირვა ლუკამ, როდესაც ლინა ზამთრისთვის (თებერვლისთვის) აეც თუ ძალიან შესაფერის, მაგრამ ძალიან ლამაზ კაბაში დაინახა... - კი, არ შემცივა - გაუცინა ქალმაც - ნამდვილად? - წარბები შეათამაშა ბიჭმა - აბა როგორ - მოხდენილად გაიღიმა ლინამ.. .... უამრავ ხალხს მოეყარა თავი წვეულებაზე.. მათაც კი, ვის ნახვასაც ლუკა ვერასოდეს წაემოიდგენდა.. სწორედ ასეთი წყვილს წამოადგენდა მისი ყოფილი შეყვარებული ნატალია და ყოფილი მეგობარი დიმიტრი.. საშინლად გაბრაზდა ლუკა, მაგრამ არ უნდოდა, რომ ლინას ენერვიულა.. საერთოდაც, არ უნდოდა, რომ ნატალიას ლინასთან რაიმე შეხება ჰქონოდა.. ყველა ნაცნობს მიესალმნენ ლინა და ლუკა.. ულამაძესი იყო ლინა.. წითელი, ტანზე მომდგარი, მუხლს მაღლა კაბა ეცვა, ლამაზი, შესაფერისი ფეხსაცმელი.. გრძელი, ხვეული თმა წელზე ეყარა და მომხიბვლელობას მატებდა.. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველასგან გამოირჩეოდა.. ლუკაც იქცევდა ქალბატონების ყურადღებას, მაგრამ ახლა მისი ერთადერთი ქალბატონი ლინა იყო და სხვა არავინ ადარდებდა.. - ყურადღება - გაისმა ორგანიზატორის ხმა - მოგეხსენებათ, რომ ყოველ წვეულებას ვიდეოთი ვიწყებთ.. არც ეს იქნება გამონაკლისი.. ეს თბილი ვიდეო ჩვენგან.. ყველასთვის გასაკვირად ლინას და ლუკას ვიდეო ჩაირთო.. მართლაც, რომ.თბილი და სასიამოვნო ვიდეო იყო.. ამ ვიდეოში ისინი ცეკვავდენენ, იცინოდნენ და ელის ეთამაშებოდნენ.., - გთხოვთ, ტაშით დააჯილდოვეთ ეს მშვენიერი წყვილი - გაისმა ისევ ორგანიზატორის ხმა და დარბაზში ოვაციები გაისმა.. - მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები ჩვენი, უკვე დიდი ხნის, პარტნიორები და მეგობრები არიან.. ნატალი დაბღმილი უყურებდა ორივეს და მომენტს ეძებდა, რომ მათთან.მისულიყო და რაიმე ცუდად ეთქვა, თუმცა ლუკა ამას არ უშვებდა.. ახლოს მივიდა ლინასთან, წელზე ხელი მოსჭიდა და სხეულზე აიკრა.. ორივემ.კი ნაზ მელოდიას ააყოლა ტანი.. ცოტა ხანში ლინა საპირფარეშოში გავიდა, ლუკას კი ნაცნობი გამოელაპარაკა, ამიტომ.ვერ შენიშნა, როგორ გაყვა ლინას ნატალია.. .... - რაც არ უნდა ბედნიერად ცხობრობდე ახლა, გახსოვდეს, რომ ლუკამ მხოლოდ ჩემი ჯიბრით მოგიყვანა ცოლად, მე ვიყავი მისი შეყვარებული და მე უნდა მეტარებინა მისი ცოლის სტატუსი.. - უთხრა ლინას და წინ გადაუდგა.. - უკაცრავად? - გაუკვირდა ლინას - ახლა ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ვუყვარვარ, მიყვარს და ის ჩემი შვილის მამაა.. ან რა ჯიბრზე საუბრობ, სკოლის მოსწავლესავით.. სასაცილოა პირდაპირ - წყენა არ შეიტყო ლინამ და საპირფარეშო დატოვა.. წინ ლუკა შეხვდა, რომელსაც უკვე შეენიშნა, რომ ნატალია ლინასთან ერთად ცოტა ხნოთ გაუჩინარდა.. - ყველაფერი როგზეა?.. რა გითხრა? - მხრებზე ხელი მოსჭიდა და თვალებში ჩახედა.. ლუკა ხვდებოდა, რომ გოგონა არ იმჩნევდა, თუმცა რაღაც აწუხებდა.. - ყველაფერი რიგზეა - გაუღიმა ლინამ.. - მე მას ვუჩვენებ... ნატალიასკენ წავიდა ლუკა.. - არა, - ხწლით დაიჭირა ლინამ - არაფერია, მართლა.. ყველაფერი კარგადაა.. როგორც იქნა ორივე დამშვიდდა და ხალხში გაერია.. ნატალიასთვის მეტად არც მიუქცევიათ ყურადღება.. .... არ იმჩნევდა, მაგრამ ნატალიას სიტყვები მოქმედებდა ლინაზე.. მისი ქორწინება მართლაც არ ყოფილა სიყვარუზე დაფუძნებული.. ეს გრძნობა შემდეგ მოვიდა.. თანაც მათ ჯვარიც კი არ დაეწერათ, ეს კი სულ.ჭკუიდან შლიდა ლინას.. ვერაფერს უდებდა გულს.. ყურებში სულ ნატალიას სიტყვები უტრიალებდა.. ლუკა ვერ ხვდებოდა რა სჭირდა ლინას.. სულ რატომ გაურბოდა და თავს არიდევდა.. თითქის ისევ ხელახლა უნდა მოენადირებინა მისი გული.. ერთ დღეს კი ყველაფერი ნათელი გახდა.. ... 29 თებერვალი იყო.. დილით ადრიანად გაეღვიძა ლუკას, თუმცა ლინა ისევ არ დახვდა ოთახში.. ადგა, აბაზანაში შევიდა და მოემზადა.. შემთხვევით მაგიდისკენ გაიხედა და რაღაც საბუთები დაინახა.. ახლოს მივიდა, ხელში აიღო და თვალები გაუშტერდა.. ადგილზე გაიყინა, როდესაც წაიკითხა, რომ ეს განქორწინების საბუთები იყო, რომელზეც ორივეს ხელმოწერა იყო უკვე.. იქვე საქორწინო ბეჭედი იდო და ბარათი, რომელზეც მისამართი და ერთადერი სიტყვა "ვისაუბროთ" ეწერა.. სწრაფად მოემზადა გასასვლელად, გასაღებს ხელი ჩასჭიდა და გავარდა, ლინას ბეჭედს კი ხელიდან არ უშვებდა.. სწრაფად მიდიოდა, ერთი საათის გზა ოც წუთში განვლო.. რომელიღაცა სასტუმროს ეზოში გაჩერდა.. მაინც მოხვდა თვალში ძალიან ლამაზი, დათოვლილი ეზო.. სწრაფად გაირბინა, კარი მთელი ძალით შეაღო და იღრიალებდა ალბათ, როდესაც მთლად ჩაბნელებული ოთახი ნელ-ნელა განათდა.. ლამაზი, მკრთალი ნათურები იატაკს მიუყვებოდა.. ბოლოს კი ლინას ფეხებთან გაჩერდა.. ლუკამ თვალი ააყოლა ლინას, რომელსაც სინათლე ნელა დაეცა.. თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, კაბა ტანზე მომდგარი იყო, თუმცა წელს ქვემოთ ფართო და ფრიალა.. თითქმის მთლიან ფეხზე ჩახსნილი... ლინას გვერდით ელი იდგა, რომელიც დედასავით გამოწყობილიყო.. ვეღარ აზროვნებდა ლუკა.. თავგზა აბნეოდა.. ხვდებოდა რაშიც იყო საქმე, მაგრამ თვალებს ვერ უჯერებდა.. - იცი ლუკა.. ასე თუ ისე, ნატალიას ნათქვამმა იმოქმედა ჩემზე.. ბევრი ვიფიქრე, ამიტომაც, ვინაიდან დღეს 29 თებერვალია, ირლანდიაში არსებული ტრადიციის მიხედვით, უფლება მაქვს ხელი გთხოვო, თანაც ისე, რომ უარს ვერ მეტყვი.. - გაიცინა ლინამ.. ლუკასაც სიცილი აუტყდა.. ცოტა ხნის შემდეგ კი ამოისუნთქა და უთხრა - თანახმა ვარ - ამ დროს მთელი ოთახი განათდა, რასაც დარბაზის ოვაცია მოჰყვა.. როგორც ჩანს ეს ამბავი ყველამ იცოდა, ლუკას გარდა.. - არ შეგეძლო გეთქვა? - ჩასჩურჩულა ლუკამ, როდაც ყველაფერი დასრულდა.. - მერე ასე ხომ აღარ გაგიხარფებოდა - ჩაილაპარაკა ლინამ და ქმარს მოეხვია.. - მიყვარხარ ლიინ - მეც მიყვარხარ - გაუღიმა გოგონამ.. - მეც მიყვარხართ - ორივეს მუხლებზე შემოეხვია ელი.. ქორწილის შემდეგ ლუკამ მკურნალობა გადაწყვიტა.. განვითარებული.მედიცინის, პროფესიონალი ექიმების და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით კი ლუკა ახლა დგას და ელოდება, როდის მოევლინება ამ ქვეყანას მისი მეორე პრინცესა... კიდევ ერთხელ დაუარა ჟრუანტელმა პატარა ნამცეცას ტირილის გაგონებისას.. ისევ აუჩქარდა გული, როდესაც მიულოცეს, მამა გახდიო.. ისევ დაეწაფა მეუღლის ბაგეებს და თვალებიდან ისევ მოსწმინდა ბედნიერების ცრემლები.. - ყველა დანაკარგის ფასად ღირხარ.. - ჩასჩურჩულა ძალა გამოცლილ ქალს, მის საწოლთან ჩაიმუხლა და ხელზე ფრთხილად, მაგრამ მთელი გრძნობით ეამბორა... ******** ესეც დასასრული.. მაპატიეთ, რომ აქამდე გალოდინეთ.. იმედია ლოდინი გიღირდათ.. ველოდები თქვენს აზრებს.. გმადლობთ, რომ ასე მამხნევებდით და მიყვარხართ პ.ს შეცდომების გამო ბოდიშს ვიხდი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.