შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი III)


20-07-2016, 11:26
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 673

ესეიგი შემიძლია რაღაცეები წინასწარ ვნახო. მაგრამ ეს მხოლოდ გაბრიელზე რატომ გამომდის?
ანას ვუთრა თუ არა?! არა ჯერ ვერ ვეტყვი, სჯობს თავი შევიკავო. შესაფერის დროს დაველოდები და მერე ვეტყვი. გაკვეთილები რომ დასრულდა მე და ანა დერეფანში გამოვედით და კიბეებს ჩავუყევით. თვალების ცეცება დავიწყე, აქეთ-იქით ვიხედებოდი და მას ვეძებდი, თუმცა ამაოდ. გარეთ გამოვედით და ანა მე მომიბრუნდა:
-ძალიან მიხარია წელს ექსკურსიაზე,რომ მოდიხარ! როგორც იქნა ვეღირსე! მეოთხე კლასის მერე არც წამოსულხარ. მე დღეს მივდივარ ლაშქრობისთვის ნივთები უნდა ვიყიდო. მარტო წასვლა მეზარება და წამომყევი რა. გთხოვ-ლეკვის თვალებით შემომხედა და თავი მოისაწყლა. მის ასეთ საქციელზე გამეცინა, ხელები მოვხვიე და ვუთხარი:
-წამოგყვები აბა რას ვიზავ? შენი თავი ვინმემ რომ მომტაცოს მერე რა ვქნა? გამოცდების კონსპექტები ვისთან ერთად ვწერო?-გავეხუმრე და მოვშორდი რომ მისგან გამოქანებული ჩანთა ამეცილებინა.
-აჰა, ესეიგი მხოლოდ ამისთვის გჭირდები არა?! წელს ყველაფერს შენით დაწერ ქალბატონო-სიცილით გამომეკიდა. მეც სიცილი დავიწყე. სახლში მივედით, ჩანთა დავტოვე და საჭირო თანხა ავიღე, ჩემები გავაფრთხილე და ანასთან ერთად სახლი დავტოვე.
3 საათი მატარა ანამ მაღაზიებში, ხან რომელიმე ნივთის ფერი არ მოსწონდა ხან ფორმა.
-კარგი რა ანა!!! დავიღალე... აღარ შემიძლია... რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმის თერმოსი ან როგორი ფერის კარავი გექნება? მაინც 2 დღისთვის დაგჭირდება.გთხოვ სწრაფად იყიდე და სახლში წავიდეთ რა!!!-ანას უკან მივყვებოდი წუწუნით. თუმცა ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. მეც უხმოდ გავყევი. შემდეგი კითხვა კი ნამდვილად არ ვიცი რატომ დავუსვი, თითქოს ავტომატურად ვკითხე.
-გაბრიელს იცნობ?-ამ კითხვაზე შეცბა, აშკარად არ ელოდა. თუმცა წამის მეასედში ეშმაკურად გამომხედა და მითხრა:
-მისით ასე რატომ დაინტერესდი?-ჯერ მე შემომხედა შემდეგ ისევ ნივთს, რომელიც ხელში ეჭირა-მოგწონს?-ახლა თვალებგაბრწყინებულმა მკითხა და ისევ მე შემომხედა.
-არა, არა რა მომწონს! გაგიჟდი?! რა სისულელეა... უბრალოდ მაინტერესებს!-თავისმართლება დავიწყე და დახლთან კიდევ უფრო ახლოს მივედი რომ ხელით დავყრდნობოდი.
-ეკა, 16 წელია გიცნობ და კარგად ვიცი, რომ უბრალო დაინტერეების გამო არაფერს არ კითხულობ, ამიტომ გიჯობს სიმართლე მითხრა.
-ოხხ, კარგი, კარგი-დანებების ნიშნად ხელები მაღლა ავწიე და განვაგრძე-მაშინ დროზე იყიდე და წამო სადმე დავჯდეთ აქ ვერ მოგიყვები.
ყიდვა არ დაუყოვნებია სწრაფად მოათავა ყველაფერი. გადაწყვიტეთ კაფეში დავმჯდარიყავით.
-ორი ფორთოხლის წვენი და 1 შოკოლადის ნამცხვარი-მივეცი შეკვეთა ოფიციანტს, მან მალევე მოიტანა ჩვენი შეკვეთა. ანა ჭამას შეუდგა და თან თვალით მანიშნა შენ დაიწყე მოყოლაო.
-მოკლედ... 25 დღეა განუწყვეტლივ მესიზმრება, სხვადასვხა სიზმარი ერთიდაიმავე პერსონაჯებით, ერთი პერსონაჯი მე ვარ, მეორე კი გაბრიელი-ეს ვუთხარი და შევჩერდი, ანას რეაქციის სანახავად. აქამდე თეფშს უყურებდა ახლა კი გაფართოებული თვალებით მე შემომხედა-თავიდან მეგონა რომ ის ჩემს თავში შექმნლი, გამოგონილი ადამიანი იყო. მაგრამ 2 დღის წინ სკოლის დერეფანში დავინახე. სიმართლე თუ გინდა მისი სახელიც სიზმრიდან გავიგე და როცა შენც დამიმოწმე, მივხვდი რომ ეს სიზმრები რაღაცას უნდა ნიშნავდეს. ასე უბრალოდ ვერ დამესიზმრებოდა ის ადამიანი, რომელიც აქამდე არ მინახავს.
ანა გაკვირვებული მიყურებს, მე კი ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქას დავწვდი და მოვწრუპე. შემდეგ კი განვაგრძე:
-ხო, ვიცი რომ გიჟურად ჟღერს მაგრამ ეს ასეა...
-დაუჯერებელია... მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც წინასწარ ხედავენ მოვლენების განვითარებას.
-არანაირი, მოვლენების განვითარება არ მინახავს, უბრალოდ რაღაც იდიოტური ტყე მესიზმრება სადაც გავრბივარ და მერე არსაიდან ის ჩნდება.
-მაგარია.
-სულაც არა არის მაგარი-წავიბურდღუნე და ისევ ჭიქას წავავლე ხელი.
-გაგიჟდი?! შენი ბედისწერაა-ეშმაკურად გამომხედა.
-ნუ ცანცარებ!-შევუბღვირე, თუმცა მაინც გამეღიმა.
სახლში დაღლილი მივედი, ისევ სიზმარი.
ისევ ის ტყე.
იქვე ახლოს ტრასა.
ავარია.
ორი დანგრეული მანქანა.
მანქანებს ფრთხილად ვუახლოვდები და გული კოლიბრივით მიცემს. თითქოს უკვე ვიცი იქ ვისაც ვნახავ, არც შევმცდარვარ. ისევ გამოღვიძება და საშინელი აურზაური თავში.
სკოლაში ჩვეულებისამებრ წავედი. გაკვეთილების შემდეგ ანა მაღაზიაში გავიდა, რაღაც უნდა ვიყიდოო, მე იქვე სკოლის ეზოში,სკამზე, ჩამოვჯექი. 2წუთიც კი არ იყო გასული, როცა ნაცნობი ხმა მომესმა:
-გამარჯობა ეკა, როგორ ხარ?
-კარგად, ბექა!-უკმაყოფილომ შევხედე.
-მეც არა მიშავს-მითხრა და გაეცინა.
-არც კი მიკითხავს-ვუთხარი და მზერა ავარიდე.
-დღეს 6-ისთვის გამოგივლი და სადმე წავიდეთ-ისე მითხრა ჩემი აზრით არც დაინტერესულა.თუმცა მან პასუხი უკვე იცოდა. შევნიშნე ანა როგორ მოგვიახლოვდა.
-იცი... დღეს ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეა და ამიტომ მასთან უნდა წავიდე... წავიდეთ-სწრაფად დავაბოლოვე და ანას გავხედე. ის, რა თქმა უნდა, მიმიხვდა ჩანაფიქრს და ტყუილში ამყვა.
-ხო, ერთად მივდივართ... აი საჩუქარიც ვუყიდე- უთხრა და მაშინვე საკუთარ ჩანთას დასწვდა, რაღაც შეფუთული ყუთი ამოიღო და უჩვენა. ბექამ ჯერ მე შემომხედა შემდეგ მზერა ანაზე გადაიტანა.
-კარგი თუ ასეა, სხვა დროს იყოს. ნახვამდის ეკა.-დამემშვიდობა, შებრუნდა წავიდა. მე მობეზრებულად თვალები გადავატრიალე, ანამ ერთი ამოიოხრა. ხელკავი გამიყარა და გზა განვაგრძეთ. საერთოდ ტყუილები არ მიყვარს, თუმცა მოცემლი სიტუაციით კარგად ვსარგებლოდ ხომლე. ისე ვიტყუები რომ ჩემი ტყუილის მეც კი მჯერა. სკოლის ეზოს ცოტა რომ მოვშორდით საპირისპირო მხარეს გაბრიელი დავინახე. მეგორბებთან ერთად იდგა და საუბრობდა. ანამ დღევანდელი სიზმრის შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდა ამიტომ ვუთხარი:
-ან, ვიცი რომ გიჟურად ჟღერს, მაგრამ უნდა ვუთხრა, როგორმე უნდა გავაფრთხილო. ახლა თუ არ ვეტყვი შესაძლებელია მერე უკვე გვიანი იყოს.
-რაა? შენ ხომ არ გაგიჟდი... და როგორ უნდა უთხრა? გამარჯობა იცი რა ერთი თვეა მესიზმრები და დღეს შენზე ცუდი სიზმარი ვნახე და არ მინდა რომ სახლიდან გახვიდეო? სულელი ეგონები და დაგცინებენ.
-ხომ მაგრამ რომ მოკვდეს? რამე რომ დაუშავდეს? მე ეს ვიცოდე და შიშის გამო არ ვუთხრა. ჩემი ბრალი იქნება რამე რომ დაემართოს-სიტყვა არც დამიმთავრებია ისე გავემართე იმ ადგილისკენ სადაც გაბრიელი იდგა. თან მეშინოდა თან თავს ვალდებულად ვთვლიდი ეს მეთქვა. ნელი, თუმცა გაბედული ნაბიჯებით მივდიოდი. საგრძნობლად, რომ მივუახლოვდი შემამჩნიეს და კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრეს. აშკარად არ ვეცნე და ალბათ ფიქრობდნენ , რომ "მისამართი შემეშალა". პირდაპირ გაბრიელის წინ გავჩერდი, ღრმად ამოვისუნთქე და თავი ოდნავ მაღლა ავწიე, რომ მისთვის კარგად შემეხედა.
-მოკლედ... როგორ სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოს დღეს თუ სადმე წასვლას აპირებ მანქანით არ წახვიდე. გთხოვ დამიჯერე და...-წინადადების დასრულება არ დამაცადა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ჯერ კარგად შემომხედა შემათვალიერა და ირონიული ღიმილით მითხრა:
-გაცნობა თუ გინდოდა სხვა ხერხი უნდა მოგენახა!-გამიღიმა და გაბრიელს შეხედა. თავიდან საუბარი, რომ დავიწყე გაკვირვებულები მიყურებდნენ, ახლა კი ყველას სახე გაბადვროდა, ეცინებოდათ და აქეთ-იქით იყურებოდნენ. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა ანა, როგორც ჩანს ყველაფერი გაიგო და ხელზე დამქაჩა წავიდეთო.
- ჩემი გაცნობა თუ გინდა, შეგიძლია გამიცნო, შენს სიზმრებში-დამცინავი ტონით მითხრა და გადაიხარხარა. არ ვიცი იქვე როგორ არ მოვკვდი, გული საშინლად ახმაურდა,ვიგრძენი როგორ მომაწვა ღაწვებზე სისხლი, სულ ავხურდი.
-მე... მე... უბრალოდ...-დაბნეულობამ იმატა. ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი ასეთი სულაც არ წარმომედგინა. თვალები ამიცრემლიანდა და ისევ ანას ხელის მოქაჩვა ვიგრძენი. სწრაფად შევტრიალდი და უკან აღარც მიმიხედავს. ანას აღარაფერი უთქვამს, წინ მიდიოდა ვიცი რომ ჩემ გამო დარდობდა. მე უკან მივყვებოდი და ვცდილობდი გულს ცემა დამერეგულირებინა, და არ მეტირა... ნუ ახლა მაინც. თუმცა ცრემლები მაინც წამომივიდა. როცა დავინახე, რომ ანას სახლს მივუახლოვდით ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და შეძლებისდაგვარად გავიღიმე. ანა ჩემკენ შემოტრიალდა და ღრმად ამოისუნთქა:
-ძალიან გთხოვ, მაგ იდიოტების გამო არ იდარდო. დარდი გაუშვი... დამიჯერე ასეთი ავსტრალოპითეკები თეთრს შავისგან ვერ არჩევენ და მიტუმეტეს კარგს ცუდისგან ვერ გაარჩევენ. შენ უფრო მეტს იმსახურებ... ბევრად მეტს.-გამიღიმა, მაგრა ჩამეხუტა და სადარბაზოში შესვლა დააპირა, თუმცა უცბად შემოტრიალდა და მითხრა:
-თუ გინდა ჩემთან ამოდი და დღეს დარჩი
-არა, არა მადლობა. სახლში წავალ, ნუ ღელავ კარგად ვიქნები. ეს არ არის პირველი დამცირება. თუმცა უნდა ვაღიარო ჩემი ბრალია, არ უნდა გადამედგა ასეთი გაბედული ნაბიჯი.
სახლის გზას, რომ დავადექი მაინც მომაწვა გრძნობები და თვალები ისევ ამიცრემლიანდა. ცამ დაიგრუხუნა და ჩემდა გასახარად წვიმა წამოვიდა. ზუსტად ეს მჭირდებოდა ახლა, კარგია ვერავინ შენიშნავს, რომ ვტირი. ღმერთო, რა სირცხვილია ახლა მათ ჰგონიათ, რომ ვიღაც გაუწონასწორებელი, ცანცარა გოგო ვარ, რომელიც ყოველ მეორე ბიჭს კისერზე ეკიდება. არ მსიამოვნებს, როდესაც ვინმეს ჩემზე არასწორი წარმოდგენა აქვს. ასეთი ფიქრებით მივედი სახლში, სულ სველი. გავმშრალდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი, დაღლილობამ თავისი ქნა და ჩამეძინა. ეს პირველი ღამე იყო სიზმრის გარეშე, ამ ერთი თვის შემდეგ.



№1  offline წევრი niko._.

gaagrdzele
male dade ra

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

niko._.
gaagrdzele
male dade ra

მიხარია, რომ მოგწონს ისევ 11:26 ზე დავდებ.

ახალი თავი დავდე, თუმცა უკვე 3 საათია ველოდები, როდის დადებენ ადმინები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent