შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური წელი #2


26-07-2016, 18:47
ავტორი dreammgirl
ნანახია 1 277

___შემოდგომა___

ზზზზზზზ. და აი ეს ხმა ისევ გაისმა ოთახში და მეც ისევ მივხვდი რომ ძალიან რთულია კარგი და მშვიდი ზაფხულის მერე გაგაღვიძოს მაღვიძარას შემზარავმა ხმამ,რომელმაც პირდაპირ გაიარა შუამდებარე ტვინი და მარჯვენა და მარცხენა საფეთქელში ძლიერად დამარტყა და მეც მივხვდი,რომ დამთავრდა თავისუფლება და დაიწყო სწორედ ის წელი,რომელიც გადამწყვეტია შენი მომავლისათვის. ეს ყველაფერი თვალის გახელამდე წამში გავიაზრე და მივხვდი რომ თუ არ ავდგებოდი აბიტურიენტობის პირველ დღესვე დაგვიანებით დავიწყებდი. ამ საზიზღარ გრძნობის მიუხდავად, მაინც იყო მომენტი რომ მინდოდა ის სირთულე რაც წინ მელოდებოდა.. თვალი გავახილე ჩავრთე ელექტრო მუსიკა და როგორციქნა თავზე ძალის დატანებით გამოვძვერი საბნიდან და სხვა დღეებისგან განსხვავებით წინასწარ ვიცოდი რისი ჩაცმა მინდოდა ამიტომ დრო არ დამიკარგავს. როგორც ყოველთვის ნუცის დავურეკე,ვიწუწუნეთ თუ როგორ გვეძინებოდა და შემდეგ გავაგრძელეთ მზადება ..

ნუცი ჩემი ცხოვრების ნაწილია, მესამე კლასის შემდეგ ერთად მოვდივართ და თავისუფლად ვიტყვი,რომ ერთად გამოვიარეთ ჩვენი ცხოვრების ყველა პერიოდი,რომლებაც ბევრი რამე გვასწავლა. ყველას გიჟები ვგონივართ,რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გაუჩერაბლად ვიცინოთ ისეთ იდიოტობაზე,რაზეც ნორმალურ ადამიანებს არც გაეღიმებათ. ზოგი დაგვცინის თქვენ იმდენს იზამთ ბოლოს ერთმანეთს გაყვებით ცოლადო. ყველას ვერევით და ერთმანეთის დაბადების დღეებს გვილოცავენ. როცა მარტო ვარ გაკვირვებული მეკითხებიან ხოლმე ნუკი ხომ კარგად არისო. მოკლედ რა ყველა გვიყურებს,როგორც ერთ ადამიანს..


სკოლის დანახვამ ერთიანად გამახსენა შარშანდელი წელი,კარგი და ცუდი მოგონებებით,თითქოს შარშანდელი ნაცრისფერი ფერი რაღაც ღია ფერმა ჩაანაცვლა და ამ ყველაფერმა ჩემში რაღაც კარგი გრძნობა გააღვიძა,აი ის გრძნობა ახალი და კარგი დასაწყისის რომ გჯერა. ბევრი ახალი სახე იყო,რომელიც სულაც არ მეცნობოდა,მაგრამ ბევრი ნაცნობი სახეც,რომლის ცნობაც არ მინდოდა.. და ზარის ხმამაც აიკლო მთელი ეზო და ყველა ერთიანად მიდიოდა შენობისკენ, მე და ნუციმაც ცხრილს დავხედეთ და მითითბული ოთახის ნომრისკენ წავედით. და აი მესამე სართულზე 55 ოთახის კარები შევაღეთ და ვხედავთ როგორ მოფრინავს ჩვენკენ ცეკვით ვიღაც ქალი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ვიღაც ქალი ჩვენი მასწავლებელი იყო..
კლასში ბევრი ბავშვი იყო, მათ შორის ის ორი გოგოც შარშანდელი წელი მთლიანად ერთად ,რომ გავიარეთ და ახლა ჩვენი შეხვედრა მხოლოდ გაღიმებით და მისალმებით შემოიფარგლა. მე და ნუციმ რა თქმა უნდა ჩვენი ტაქტიკა გამოვიყენეთ და მობილურები ამოვიღეთ, მობილურზე სმს როგორც კი მოვიდა ეგრევე მივხვდი,რომ ნუცი იყო და გამეცინა.
- იმედია ამ გაკვეთილზე ჩვენთან ერთად არ არიან - მწერდა ნუცი და სულაც არ შეიმჩნია ეს ყველაფერი ისე უღიმოდა ჩვენს ენერგოვამპირ მასწავლებელს.
შესვლის ზარიც დაირეკა და გაგვიმართლა ,რადგან გაკვეთილზე მხოლოდ უცნობი სახეები დარჩა. ამ ქალმა დაგვაგდო, გამოგვაშტერდა,თვითონ კი ამ ყველაფრით ენერგია ემატებოდა.


საათი და 30 წუთი! რას გვერჩოდნენ ჩვენი მშობლები ვერასდროს ვერ ვხვდებოდით..
პირველი ტანჯვა დამთავრდა და დასვენების დროც მოვიდა, ეზოში ბავშვებთან ერთად ვიდექით, მე ნუცი გვანცა და დემე ვიყავით,როცა ჭიშკარი გაიღო და იკა შემოვიდა და მეც მივხვდი,რომ ეს იდიოტი და დეგენერატი ბიჭი საშინლად მენატრებოდა.
იკა სკოლაში ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო, აი სწორედ ისეთი იყო ყველა ბიჭს,რომ დაძმაკაცება უნდოდა. ჩვენკენ წამოვიდა და ისე დავიბენი,რომ ვერ მივხვდი რა მექნა. დემე გადაკოცნა და უკან გაბრუნდა. ნუცამ გამომხედა და სევდიანი სახით,რომელიც ცოტა არ იყოს სიბრაზეში გადადიოდა მითხრა
- აი რა უნამუსო ბიჭია პროსტა რააა.
დემეს გაეცინა და მშვიდად გვითხრა
- ხო იცით,რომ მაინც შერიგდებით.
- არ არსებობს,შანსი არ არის . ვთქვი ირონიული სახით და ისევ ბიჭებისკენ მიმავალ იკას ვუყურებდი.
გვანცა სულ ცდილობდა ამ თემისთვის თავი აერიდებინა. რამდენჯერაც იკაზე დავიწყებდით საუბარს,იმდენჯერ სხვა თემას წამოიწყებდა ხოლმე, მაგრამ არცერთი არ ვიმჩნევდით ხოლმე და ისევ ვაგრძელებდით.
- ცოტახანში დავინახავ როგორ დადგებით იკასთან ერთად - ჩაცინებით გვითხრა დემემ და რა თქმა უნდა მობილურში ჩაძვრა.

დემე სკოლაში ყველაზე ცანცარა ბიჭი იყო,არა მარტო სკოლაში,ალბათ მთელს ქალაქში დემეზე სასაცილო,ცანცარა და გიჟ ტიპს ვერ ნახავდით. არც ვიცით რატომ ვიდექით სკოლის პირველ დღეს დემესთან ერთად,რადგან მთელი ზაფხული არც გვიკონტაქტია, ის თავისთვის ჩვენ ჩვენთვის.მაგრამ სწორედ ამიტომ ეძახიან და არის დემე ყველაზე კომუნიკაბელური. ალბათ ერთი ადამიანიც კი არ იტყოდა დემეზე ცუდს,რადგან ყველასთან კარგად იყო..



№1 სტუმარი mk

auu dzaan daagviane kargi iyo tan dzalian patara

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent