15 ივლისი
08:00, 14 ივლისი მზე – წითელი ბურთი, რომელთანაც დიდი ხანია ვთამაშობ, ისევ მზადყოფნაშია. ისევ უნდა, რომ დილით ადრიანად ავდგე და ვეთამაშო – როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი. საწოლში წამოვჯექი და თმები ავიჩეჩე. ფანჯარაში გახედვისას ყოველთვის ვფიქრობ, რომ სოფელში უფრო ადრე თენდება ვიდრე ქალაქში. უკვე მესამე დღეა ბებიასთან ვარ ჩამოსული და ვგრძნობ, რომ ფრაზა „მხოლოდ მთებშია თავისუფლება“ ამ ადგილას ფრთებს ისხამს. კარზე კაკუნია. – თებეა, ბებო, არ ჩამოხვალ, ვჭამოთ. – შემოიხედა ბებიამ. – ვაპირებდი, მაგრამ ამ ხედს რომ შევხედე, ყველაფერი დამავიწყდა! – ვუთხარი და თავით ფანჯარაზე ვანიშნე. მზე იდგა თეთნულდის თავზე. როგორც მზრუნველი დედა, ისე ვარცხნიდა მთას თეთრ თმას. და როგორც მთის ვარცხნისას სწორდება და ძირს ეცემა თმა, სწორედ ასე მიიწევდა თოვლი თეთნულდის თავიდან. ბებიამ გამიღიმა და გავიდა. თავი მოვიწესრიგე და მეც ჩავედი. – ლილე სად არის? – ვკითხე ბებოს. – სძინავს ბებო, გუშინ გვიანობამდე მეხმარებოდა სახლის დალაგებაში. – რაა? მე რატომ მითხარი ადიო დასაძინებლად? – აღვშფოთდი. – შენ რა, გუშინ არ იმუშავე მთელი დღე? ლილე ვერ დავითანხმე, არ მეძინებაო და დამეხმარა. – ბებო, ასეთ რამეს კიდევ თუ იზამ, სულ აღარ ჩამოვალ შენთან! – ტუჩი გადმოვაგდე. – ვო, ისგუ ნაცაად ისგუ ბებო! (ოო, შენ შემოგვლოს შენი ბებოო). როცა დავნაყრდი, ოთახი მივალაგე და გარეთ გავედი. – ხოჩა ლადაღ თებეა! (კარგი დღე თებეა!) – მომესალმა მეზობელი, რომელიც სარეცხს კიდებდა. – გამარჯობა მერი დეიდა! – მივესალმე ქართულად. – მაგვაიდ ხარი? (როგორ ხარო) – მკითხა ღიმილით. – ხოჩაამდ! (კარგად) – ვუთხარი ომახიანად. – სტუმრები როდის მოგდით? – მკითხა. – დღეს საღამოს. – ბებიას უთხარი, ნებისმიერ რამეში დავეხმარები, ოღონდ მითხრას! – მითხრა ღიმილით. – დიდი მადლობა, მერი დეიდა! – ვუთხარი და სახლში შევედი. ამიტომ მიყვარს სვანეთი! სტუმარ–მასპინძლობა კარგი იციან და რაც მთავარია მეზობლობა არ ეშლებათ. – ბებო, მერი დეიდამ დამაბარა თუ დავჭირდი დამიძახოს, დავეხმარებიო. – დანაბარები გადავეცი ბებოს. ბებოს პასუხს აღარ დაველოდე და ლილესთან ავედი. ოთახში შესულს ლილე ზუსტად იმ პოზაში დამხვდა, როგორშიც მე ვიყავი, როცა ვიწექი. – შენც დაგშოკა ხო? – ვკითხე ღიმილით და ლოგინზე ჩამოვჯექი. – საოცრებაა! – თქვა და მომეხვია – მადლობა, რომ აქ ჩამომიყვანე! – ჩვენ რაზე შევთანხმდით? დაქალები მადლობას არ უხდიან ერთმანეთს! – ვუთხარი სიცილით. – დღეს სტუმრები მოდიან ხო? – მკითხა. – ჩემზე უკეთ გეცოდინება! დარწმუნებული ვარ წუხელ ბებოს ყველა დეტალს გამოსტყუებდი! – ნუ ასეცაა – გაეცინა – მოგიყვე? თავი დავუქნიე. – ჩამოდის ერთი დიდი ოჯახი თბილისიდან. დედა, მამა, ოთხი გოგო და ერთი ბიჭი. – ოთხი გოგო? რა ამბავია? – გამეცინა – ან მერისთან გადასვლა მოგვიწევს ან კოშკზე გაბმულ საცოდავ ჰამაკზე დაძინება. – ამხელა სახლში როგორ ვერ დავეტევით შენც კიდე! – წარბი ამიწია. – იმედია ბავშვები ღლაპები არ არიან... ბებო ცოტა „ჭედავს“ მეტიჩარა ქალაქელებზე – გამეცინა. – ჰოდა, ამიტომ ხარ ასეთი მოთვინიერებული! – ლილეს გაეღიმა – თან, ღლაპები კი არა, გასათხოვარი ბიჭი–გოგონები არიან. – მოიცა – სიცილი დავიწყე – ბიჭიც გასათხოვარია? კარგად გვქონია საქმე! – შენ იცინე და ლორეტა ბებომ თქვა ისეთი მაგარი ბიჭია, აქაურ ცანცარა გოგონებს იმენა დაყრისო! – ნიშნისმოგებით მითხრა ლილემ. – „იმენა დაყრისო“ ასე თქვა? – ტუჩები მოვპრუწე. – მთლად ასე არა, მაგრამ... 15:00 მე და ლილუმ მთელი დღე საჭმელების კეთებაში გავატარეთ. ბებომ ყანაში წასვლა დაიჟინა, ახალ კარტოფილს მოვიტანო. – ბებო, ჩვენ წავალთ და მოვიტანთ რაა, შენ სახლს მიხედე. – ვუთხარი. – თქვენ ქალაქელ გოგონებს რა გაგეგებათ კარტოფილის ამოთხრის! – ირონიულად შემომხედა ბებომ. – ქალბატონო ლორეტა, ხომ არ გავიწყდება თერთმეტ წლამდე აქ ვცხოვრობდი და კარტოფილის მოთხრიდან დაწყებული ძროხის მოწველამდე დამთავრებული ყველაფერი ვიცოდი! – დარჩით კაცო, მოვალ მალე! – შეგვეხვეწა ბებო. – ლორეტა ბებო, წავედით ჩვენ! – გასძახა ლილუმ ბებოს და გარეთ გავიდა. – დედა, რა ჯიუტები ხართ, რა გეშველებათ ჰა? – მკითხა და ვედრო მომცა კარტოფილის ჩასაყრელად. – ბებო, თოხი ყანაშია ბალახების ქვეშ დამალული, იმითი მოთხრით,თავში მოთხარე, მოთხრილი კარტოფილი ვედროში ჩაყარეთ, ბალახი კიდე ლამაზად დააწყვე სადმე! – დამარიგა. – ვიცი ბებო, წავედით! – გავძახე კარიდან. – თოხი კარგად დამალე მერე! – მომაძახა. ყანა არც ისე შორს იყო. ლილემ სელფი გადავიღოთო დაიჟინა. – მერე დავაწერ #mivdivart #kanashi #kartopili #gvelodeba – ბარემ ისიც მიუწერე, თოხი ბალახებშია დამალული და უნდა ავიღოთთქო. – ტუჩები მოვპრუწე. ყანაში შევედით. როგორც ბებომ მითხრა ყველაფერი ისე გავაკეთე. – ახალი კარტოფილი! – იკივლა ლილემ და სურათების გადაღება დაიწყო. – შენ ძროხა რო მოგაწველინონ სულ რას იზამ! სახლში მოსულებს ბებომ კუბდარი დაგვახვედრა და კარტოფილის შეწვა დაიწყო. – დავურეკე იმათ და თხუთმეტ წუთში ვიქნებითო. – თქვა ლორეტამ. – ბებო, მაგ ოჯახს მე არ ვიცნობ? – ვკითხე. – არა ბებია, ესენი წინა წელს გავიცანი, მაშინ მდგმურებად მივიღე. წინა წელს სვანეთში არ ვყოფილვარ. – ძალიან კარგი ოჯახია, ისეთი ლამაზი გოგონები არიან ძმა რომ გყავდეს ერთს დავატოვებინებდი... – ბებო, გოგონები შენ კნუტები ხომ არ გგონია, ჩემს პატარობაში რომ იტოვებდი! – ბიჭი კიდევ – ყური არ მათხოვა – ისეთი კარგია... კი მემეტები იმისთვის, ბებო! ლილემ სიცილით მხარი გამკრა. რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ბებომ ისევ დამასწრო: – მარა, შენი ამბავი რომ ვიცი, წუნია და მათხოვარივით იქცევი! აღარ ხარ ბებო ბავშვი, 23 წლის ხარ უკვე! – შენ სამაჭანკლოდ ჩამოგყავს ისინი, თუ დასასვნებლად? – ვკითხე ბებოს და წარბი შევკარი. – ღეერბეთ, სი ლაახეშდ ალ დიინას! (ღმერთო, შენ უშველე ამ გოგოსო) – ამოიოხრა ბებომ. ისეთი სუფრა გაიშალა, მე და ლილუ თითებს ვღეჭავდით ისე გვშიოდა. მერიმ დიდი ნამცხვარი გამოაცხო და ბებოს გამოუტანა. – თებეა, გახსოვს სოფლური ცხოვრება? – მკითხა მერიმ და დივანზე მოკალათდა. – კი, აბა როგორ! – მაგიდასთან ვიდექი და საჭმელიან თეფშებში თითს ვყოფდი. ბებო სუფრას ამოწმებდა და როცა დამინახა რას ვაკეთებდი თითებში მაგრად ჩამარტყა. – თებეა, შენი ნალოკი ვაჭამო იმ ხალხს? სიცილით გამოვედი და ლილეს მივუჯექი, რომელსაც გული წასვლაზე ჰქონდა ისე შიოდა. – ბებო, ვკვდებით! – ამოვიღნავლე და დივანს მივესვენე. – მოითმინეთ ცოტა! – გვისაყვედურა ბებომ. – ჩვენი გაკეთებული საჭმელები იმ მეტიჩრებმა უნდა ხეთქონ და ჩვენ შიმშლით სული გვძვრებოდეს?! – წუწუნი დავიწყე. – ლორეტა, აჭამე ამას რამე, გაგიგია ამისგან საჭმლის ასე თხოვნა?! – მერის შევებრალეთ და გამოგვექომაგა. ბებიამ შემოწმება დაამთავრა და საქანელა სავარძელში ჩაჯდა. – მეტი კუბდარი უნდა გამომეცხო მემგონი! – თქვა და შემომხედა. – ვაი ვკვდები... – დივანზე გადავაგდე თავი და ხროტინი დავიწყე. ეზოში სიგნალის ხმა გაისმა. – მოვიდნენ! – წამოხტა ბებო და გარეთ გაქანდა. მერიც გაყვა. – ვნახოთ აბა ის ბიჭი როგორია, თუა საშენო ასე რომ გიქნებს ლორეტა! – სიცილით თქვა ლილემ. – ლილუ, ამაზე ფიქრის თავი გაქვს? – ვკითხე. – აბა, სხვა რაზე ვიფიქრო? – შენი კუჭის ბუყ–ბუყს უსმინე და მერე დაფიქრდი რა გაკლია! – სიცილი დავიწყეთ. – ეე, ადექი სახლში შემოდიან უკვე! – მითხრა ლილემ და უცებ წამოხტა. – ახლა შევჭამთ! – ვიყვირე და წამოვხტით. – დედა, როგორ მომნატრებია აქაურობა! – ქალის ხმა გაისმა შემოსასვლელში. – ეპაა, სადედამთილო ზღურბლს გამოსცდა. – დაიჩურჩულა ლილემ სიცილით. – მოკეტე თორემ შენს კუბოს დავდგამ! – მობრძანდით! – უკვე სასტუმრო ოთახში შემოვიდნენ – გაიცანით, ეს თებეაა, ჩემი შვილიშვილი, ეს კი ლილე, მისი მეგობარი. ჩვენს წინ შავგვრემნების თავები წამოიმართა. ყველა ისე ჰგავდა ერთმანეთს, თავიდან თავი კომაში მეგონა – ჩემი კუჭის გადამკიდე. – მე ნანა ვარ. – მოგვესალმა – დედა, რა ლამაზი გოგო ყოფილა თებეა! ბებიას ასლი ხარ, იცი? – მკითხა. – ვიცი. ლილემ ხელი გამკრა. მივხვდი, წესიერად იყავიო. – დაბრძანდით რაა სუფრასთან, ნამგზავრები ხართ, მოშიებულები იქნებით! – უთხრა ბებომ. – არა, იყოს ჯერ არ გვშია! – თქვა ნანამ და დივანზე დაჯდა. – რატო კაცო, მოდით დაბრძანდით! – კინაღამ ჩავიკეცე, როცა უარი მითხრეს. ჩემს მუცელს კიდევ მოუწევს მოცდა. – თებეა, ლილე, გაიცანით ესენი ჩემი ქალიშვილები არიან – დაიწყო ნანამ – ყველაზე უფროსი ქეთია, ამის მერე ბიჭია, მაგრამ ის აქ არ არის, შემდეგი თეკოა, მარიამი და სულ უმცროსი ანასტასია. – სასიამოვნოა! – ვუთხარი და გავიღიმე, მაგრამ ვაი ასეთ გაღიმებას. – ეს კიდევ ჩემი ქმარია! – ოთახში სიმპათიური კაცი შემოვიდა, ისიც შავგვრემანი. – ლევანი – გამეცნო კაცი და გამიღიმა. ბოლოს, ბებომ ივარგა და თქვა, რომ კუბდარი და ხაჭაპური გაცივდებოდა თუ დროზე არ დავჯდებოდით სუფრასთან. – მერი დეიდა, ჩემთან დაჯექი რაა! – ვთხოვე მერის. ისე მოხდა, რომ ნანა ჩემს პირდაპირ მოხვდა. – თებეა, რამდენი წლის ხარ? – მკითხა ცოტა ხანში, როცა ჩემი მუცელი დაცხრა. – ოცდასამის. – ვუთხარი. – ვაა! – გაუხარდა – ანუ უნივერსიტეტი დამთავრებული გაქვს? – მკითხა. – დიახ, წელს დავამთავრე. ლილემ ფეხი გამკრა მაგიდის ქვეშ. მეც საპასუხოდ მაგრად დავარტყი. – ლევან, იმ ბიჭზე ვდარდობ კაცო! რამე არ მოიწიოს მარტო! – თქვა ნანამ და ლევანს გადახედა. – ოო, კარგი რა ნანა, რა მოუვა, პატარა აღარაა! – თქვა ლევანმა და კუბდარს მადიანად უკბიჩა. ალბათ, შვილზე ლაპარაკობდნენ. ძალიან გამიხარდა ის ბიჭი რომ არ ჩამოსულა. მერე ლილეს „ღადაობებს“ რა გაუძლებდა! 20:00 – თებეა, შენ დიდი ხანია აქ ცხოვრობ? – მკითხა მარიამმა, როცა ეზოში ვიჯექით და ვლაპარაკობდით. (ქეთი და ანასტასია ჰამაკში იჯდნენ, თეკო სკამზე, მარიამმა და ლილემ ბალახზე გადაწყვიტეს დაჯდომა). მე საქანელაში ვიჯექი, რომელიც ბებიამ სპეციალურად ჩემთვის იყიდა და ხელშეკრულებაც დამიდო, რომ ჩემია. – არა, მე თბილისში ვცხოვრობ 11 წლიდან. – ვუთხარი ღიმილით. – აა! მეც არ ვიფიქრე აქცენტი რატომ არ აქვს მეთქი! – გაეცინა. უცებ ნანა გამოდის. – გოგონებო! საზამთროები დაგვრჩა მანქანაში! დაიწყეთ გადმოზიდვა რაა! – თქვა და საბარგული გააღო. – მეც მოგეხმარებით. – ვუთხარი და მანქანასთან მივედი. – შენ როგორ შეგაწუხებთ! – მითხრა ნანამ. ლილეს სახე წარმომიდგენია ახლა! ზის და გულში მეღადავება. – ნამგზავრები თქვენ ხართ და მე კი არა! მე რა დამღლის! – ვუთხარი ღიმილით. – ნანა, აცალე ამას, ისეთი ჯიუტია შეიძლება რქებით გაგიტანოს! – გასძახა ბებომ. ნანას გაეცინა და საზამთროს აღების უფლება მომცა. როცა ლილეს ჩავუარე გულზე ხელი დაიდო და ვნებიანი კოცნა გამომიგზავნა. დამპალი! არ შევარჩენ! დაინახავს! 24:00 დივანზე დავჯექი. მალევე ჩამეძინა. კარგა ხანი მესმოდა ნაბიჯების ხმა, მერე კარების გაღების და ბებიაჩემის გახარებული ხმა. მერე ყველაფერი მიჩუმდა. 07:00,15 ივლისი დილით ადრე მეღვიძება. ბებიას ჩემთვის პლედი გადაუფარებია. თვალებს ვახელ და მალევე ვხუჭავ. – გამარჯობა. – მესმის ხმა ჩემი მოპირდაპირე დივნიდან. გამოვიხედე. ვიღაც ბიჭი ზის , ხელში ტელეფონი უჭირავს და მიყურებს. – შენ ვინ ხარ? – ვკითხე გაკვირვებულმა და უცებ წამოვჯექი. – გამარჯობათქო. – გამიმეორა ღიმილით. – რას დამჯდარხარ სულთან სულეიმანივით, ვინ ხარ? – შევუბღვირე. – სტუმრებს ასე ხვდები ხოლმე? – მკითხა ისევ ღიმილით. არარსებობს! ეს „ის ბიჭია“ ? – ასე როგორ? – ასე მკაცრად. – სტუმარი ხარ თუ სატანა? – ვკითხე. – საერთოდ არ გეტყობა სოფლელი რომ ხარ. სოფლელი გოგონები მშვიდები და ზრდილობიანები არიან, შენ კიდევ უზრდელი. ვინ მიგდია, რომ მაკრიტიკებს? – ეს ნახე! ჩემს სახლში რამდენს მიბედავს! უზრდელიც ხარ და გაუზრდელიც! მომისკუპდა აქ ნიბლია ჩიტივით! სიცილი დაიწყო. არა, ეს „ის ბიჭი“ არ არის, ის ლორეტას თქმით „ძალიან კარგი“ ბიჭია. – რამე სასაცილო ვთქვი? – წარბი შევკარი. სიცილი არ შეუწყვეტია. – თავში ქვა გიხლია! – ვუთხარი, პლედი დავიფარე და მის საპირისპიროდ შევტრიალდი. ისევ იცინის. ვცდილობ ძილი შევიბრუნო, მაგრამ ამის სიცილი არ მაძინებს. – შეწყვიტე! – ვუთხარი. ისევ. – გაჩერდი! – ვიკივლე ბოლო ხმაზე, გიჟივით წამოვვარდი და დავეტაკე. წინააღმდეგობა ვერ გამიწია, ისე იყო სიცილისგან მისუსტებული. ამიტომ მოვახერხე და ზურგში მუშტი ძალიან მაგრად დავარტყი. – რა ხდება ბებია, რატომ კივიხარ? – შემოვარდა დაფეთებული ლორეტა, უკან ნანა და ლილე შემოჰყვნენ. – ეს კუნძი აქ შემოიპარა, გამაღვიძა და ძალიან გამაბრაზა! – ვთქვი და როცა ლილეს აღფრთოვანებული სახე დავინახე ყველაფერს მივხვდი. – აქაც გამოამჟღავნე ხო შენი სახე?! – ამოიოხრა ნანამ. – თებეა, რა ისტერიკები მოაწყვე ბებია, არ გრცხვენია?! ვინ ხვდება ასე სტუმარს?! – მითხრა და მწყრალად შემომხედა. – ზუსტად ასე ვუთხარი მეც და მერე დამეტაკა! – ამოიღო ბიჭმა ხმა. უკან გავიხედე. ირონიულღიმილაკრული მიყურებდა. – შენ ხმა აღარ ამოიღო, თორემ აქვე მოგკლავ! – ვუყვირე, პლედს ხელი დავავლე და კიბეებზე ხმაურანად ავედი. 07:01 ჩემს ოთახში ლილემ შემოირბინა და ლოგინზე დაგორდა. – ეს „ის ბიჭია“ ხო? – ვკითხე გაბრაზებულმა. – რა გინდა, კარგად გაგიცნიათ ერთმანეთი! – სიცილით კვდებოდა. – როდის მოვიდა? მე მეგონა თბილისში დარჩა! – მეც ასე მეგონა, შუაღამემდე. – მითხრა და გველურად გაიღიმა. – შუაღამემდე? მე რომ დამეძინა იმის მერე? – ვკითხე. – ზუსტად 12 საათზე კარზე კაკუნი გაისმა. ნანა კარს მივარდა და ისე გამოლანძღა ვიღაც, კინაღამ სახლს ჭერი აძვრა ყვირილისგან. მერე ვიღაც ბიჭი შემოვიდა, ლორეტას ისე მაგრად მოეხვია და მიესიყვარულა, თითქოს შენი კი არა, მისი ბებია ყოფილიყოს. შენ ჩაგეძინა, ლორეტამ პლედი დაგაფარა და თქვა თვითონ გაეღვიძება ახლა რომ გავაღვიძო ცოდვააო. ის ბიჭი მოვიდა, კარგა ხანი გიყურა, მერე ჩაიცინა და დასაძინებლად ავიდა. მე რევერანსი გამიკეთა, როცა კიბეზე ადიოდა. – გაიცინა ლილემ. – რაღა გიჭირს! – ვუთხარი ტუჩებმოპრუწულმა – და, ასე ადრე რატომ ადექი? – არ მეძინა და შენი კივილი რომ გავიგე ჩამოვირბინე. ძალიან გაბრაზებული ხარ? – მითხრა იდუმალ–ღიმილნარევი ხმით. თვალები დავხუჭე და ჩურჩულით ვთქვი: – ძალიან... 08:15 როცა სასტუმრო ოთახში ჩავედი, მხოლოდ უფროსები დამხვდნენ. – დილა მშვიდობისა. თუ ამას მშვიდობიანი ჰქვია – ჩავიბურტყუნე. – მოდი თებეა აქ, მოდი! – მითხრა ბებომ და დივანზე მიმითითა. – მოკლედ, თებეა – დაიწყო ნანამ – მე გიხდი ბოდიშს იმისთვის რაც იმ მუტრუკმა გაგიკეთა... – ნანა დეიდა, თქვენ რატომ მებოდიშებით?! გთხოვთ... – წინადადება არ დამასრულებინა. – თებეა, თქვენ თუ ერთმანეთს ვერ შეეწყობით, ჩვენ წასვლა მოგვიწევს, რაც ძალიან არ მინდა... – ხო და ამიტომ წესიერად უნდა მოიქცე! – თვალები დამიბრიალა ლორეტამ. – ჩემი ბრალი არაფერი არ არის! – ჩავიბურტყუნე. – ისტერიკები მე არ გამიმართავს. – ისმის მშვიდი ხმა. უკან ვიხედები. კიბეებზე რაღაც არსება ჩამოდის. ამ არსების გამოსარჩევი ნიშანი ისაა, რომ ქერაა, ოჯახის არც ერთ წევრს არ ჰგავს. – მე მგონი შენთვის არავის არაფერი არ უკითხავს! – ბოროტად შევხედე. – შენთვის არაფერი არ მითქვამს და შეგიძლია მოკეტო! – მითხრა. – ჩემივე სახლში ამდენს მიბედავ? – შენს სახლში არა – დივანზე დაჯდა და ბებიას ხელი გადახვია – ლორეტა ბებოს სახლში. – ზედმეტები მოგდის! – ნანამ მკაცრად გახედა – რომელ გოგოსთან მოქცეულხარ ასე? – დედაჩემო მომისმინე! დილით ადრე გამეღვიძა და ჩამოვედი სასტუმრო ოთახში, იქ ისევ დამხვდა ეს არსება, რომელმაც ნიბლია ჩიტს შემადარა – და ისევ სიცილი დაიწყო – მივესალმე, მაგრამ პასუხის ღირსად არ ჩამთვალა და თავზე დამახტა. – დაასრულა მოყოლა. – იცი რას გეტყვი? თავხედი ხარ! – მივახალე. – გამაკვირვე! – ჩაიცინა. – და ჩემს ბებიას, კარგად დაიმახსოვრე ჩ ე მ ს ბებიას ხელი გაუშვი! – ეჭვიანობის გრძნობამ უცებ იფეთქა. – რახან საბუთებით ბებიაშენია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შემიძლია შევიყვარო. – გაუშვი ჩემს ბებიას ხელი! – რო არა? – გეყოფა! – ყვირის ნანა. – მე გაგაფრთხილე! – და რო არ გავუშვა რას მიზამ? სიცილით მომკლავ? – ჩაიცინა. უცებ ასეთი რამ ხდება: – კარგი, შემოგევლოს ლორეტა, თავი დაანებე, ამხელა კაცი ხარ უკვე, რატომ თამაშობ ამის ნერვებზე? – ბებია იმ ბიჭს მკერდზე მიეკრო. პირი ღია დამრჩა. – ასე ხო? – ვთქვი და ჩემდაუნებურად საშინელება დამემართა: ცრემლი ჩამომიგორდა. წუთით იმ ბიჭსაც შეეყინა სახეზე ღიმილი, მიყურა, მაგრამ მალევე ისეთი ცინიკური გახდა, როგორიც იყო. – დედა, არ გრცხვენია! ნახე, დატანჯე გოგო! – ნანამ ამოიოხრა. – აფერისტია! – ირონიულად შემომხედა. – აფერისტი ვარ ხო? ხო ვარ აფერისტი? – დივნიდან წამოვხტი და გარეთ გამოვვარდი. – ცრემლის მოწმენდა არ დაგავიწყდეს! – მომაძახა. – წადი შენი!.. – დავუყვირე და ეზოში გამოვედი. 17:00 მთელი დღეა ტყემლის ხეზე ვზივარ. თან ძალიან მშია, მკვახე ტყემალი დიდხანს ვერ შეგიჩერებს შიმშილს. არავის არ მოვუკითხივარ. მხოლოდ ლილემ მომწერა სად ხარო და როცა ვუთხარი ვსეირნობთქო თავი დამანება. ტყემლის ხე ძალიან მაღალია. ალბათ ესაა მიზეზი, რომ ვერავინ დამინახა. რათქმაუნდა, ლორეტა ბებომ იცის ასეთ შემთხვევებში სად ვიმალები ხოლმე, მაგრამ არ მოსულა. ეტყობა უნდა, რომ საკუთარ თავთან მარტო დავრჩე და ჩემს „ჩადენილ დანაშაულზე“ ვიფიქრო. თქვენ მაინც ხომ მამართლებთ?! არა? კარგი, მაშინ წარმოიდგინეთ: დილით გეღვიძება, ვიღაც მუტრუკი გეკრიჭება, მერე გაბრაზებს, ძილის საშუალებას არ გაძლევს, საკუთარ სახლში შეურაცყოფას გაყენებს, მერე თავს იმართლებს, ყველაფერს შენ გაბრალებს, ბებიას გართმევს და შენ იძულებული ხარ მისი მახინჯი სიფათის თავის არიდების გამო, მთელი დღე ტყემლის ხეზე იყურყუტო და ჭამო ტყემალი, რომელმაც უკვე მუცელი გატკინა. ხო, კარგი, ვიცი ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ სიმართლეა! გაბრაზებული ვარ ბიჭზე, რომლის სახელი არც კი ვიცი! ჩემს თავთან გამართული დრამატული მონოლოგის შემდეგ, სახლის კარი იღება და მთელი ოჯახი ლორეტას და ლილეს ჩათვლით გარეთ გამოდის. – ახლა თებეა რომ სახლში ყოფილიყო კი გაგყვებოდათ სადაც გინდათ... ლილეს კი გამოგაყოლებდით, მაგრამ თვითონაც ჩამოსულია და... – ლორეტას ხმა გავიგე. – არაუშავს ლორეტა ბებო, დიდი ამბავი, ქეთის დავათვალიერებინებთ აქაურობას, რახან წინა წელს არ იყო ჩამოსული. – ეს უკვე ნანაა. – აქაურობაზე არ იდარდოთ, მე მივხედავ ყველაფერს. – დააიმედა ლორეტამ. სიტყვა „აქაურობა“ ძალიან ცუდად მომხვდა ყურში. აქ რაღაც ამბავია. – შენ, ბიჭო, წესიერად მოიქეცი, ერთი ზედმეტი ხმა და ხვალვე თბილისში გიკრავ თავს გაიგე? – ნანამ ახლა იმ ბიჭს დაუწყო ლაპარაკი. – კარგი, ყველაფერი მზადაა, წავედით. – მანქანიდან თავი გადმოყო ლევანმა. ყველა მანქანაში ჩაჯდა. ლორეტას იმ ბიჭმა ხელი გადახვია და სახლში შევიდნენ. ცოტა ხანში ისევ იღება შემოსასვლელი კარი და გარეთ ის ბიჭი გამოდის. ყველანაირად ვცდილობ არ ვიხმაურო, რადგან აქეთ მოდის. როცა ახლოს მოვიდა, ტოტი ჩამოწია და ტყემლის ჭამა დაიწყო. – შხამად შეგერგოს. – ჩავიბურტყუნე. – მადლობა. – თქვა ისე, რომ ჩემი იქ ყოფნა არ გაჰკვირვებია. – უტიფარი. – ... – უცხვირპირო. – ... – ღორი. – ხო ხვდები, რომ მიწვევ? – მითხრა ღიმილით. – ... – და საერთოდ ასე რატომ მექცევი? – მკითხა და ტყემლის კურკა გადააფურთხა. – ასე როგორ? – მე შენთან მეგობრობა მინდოდა და შენ კიდე ჩხუბი დამიწყე. – უაზროდ არ მიჩხუბია. – ზუსტადაც, უაზროდ მეჩხუბე. – შენ რომ დივანზე ჩაგეძინოს და მეორე დილით ვიღაც უცნობი გოგო გეჯდეს წინ და ლაპარაკი გაგიბას, რა, არ გაგიკვირდება და არ გაბრაზდები? – ვკითხე წარბშეკრულმა. – უცნობი გოგო? – ტუჩები გააწკლაპუნა და თვალები გაუფრთოვდა – იქვე შევჭამდი. – ძალიან კარგ შთბეჭდილებას ტოვებ ჩემზე. – ხელები გადავიჯვარედინე. – თუ ამომიშვებ ნორმალურად დავილაპარაკებთ. – მითხრა და ხეს ხელები მოხვია. – როდის აქედან მთხოვ რამის ნებართვას? ხეზე ძალიან სწრაფად ამოცოცა და გვერდით დამიჯდა. – კარგი, – თქვა და შემომხედა – ხო, მართალი ხარ, დილით ასე არ უნდა მექნა, უნდა გაგცნობოდი. – ოჰო, წინსვლაა, მერე? – მერე შენც არ უნდა გენაგლა ასე. – მართალი ხარ, უნდა გამცნობოდი და გეთქვა ვინ ხარ. – ეგ წინა პუნქტი იყო. – გაეღიმა. – ხოდა, ეს პუნქტი რომ შეგესრულებინა მე და შენ ასე არ ვიქნებოდით. – ასე როგორ? – შენ დედაშენი არ დაგტოვებდა ჩემთან შერიგების და ურთიერთობის გამოსწორების გამო და მე ბებიას დავეხმარებოდი სახლის საქმეებში. – გამოდის ახლა ორივე ნიბლია ჩიტები ვართ ხო? – სიცილი დაიწყო. დაბღვერილი ვიჯექი, მაგრამ ღიმილი შემომეპარა და ბოლოს ავხარხარდი. – ასე რაა! სულ დაბღვერილი რო მიყურებ, არ ჯობია სულ გაღიმებული იყო? – ძალიან არ მაძლევ გაღიმების საბაბს! – ისევ შევიკარი შუბლი. – კარგი მორჩა ჩვენს შორის უთანხმოება ხო? – მკითხა და პასუხის მოლოდინში წარბები აწია. თავი დავუქნიე. – ხო, მართლა, მე მათე მქვია. – მითხრა ღიმილით და ხელი გამომიწოდა. – თებეა. – უნდობლად დავხედე მის გამოწვდილ ხელს. ბოლოს კი ჩამოვართვი. – ასე რაა! – თქვა და უცებ ხელი ძალიან მაგრად მომიჭირა. – მტკივა! – ვიყვირე და თავისუფალი ხელით ვუჯიკავე. თავი ვეღარ შეიმაგრა და ძირს დაენარცხა. არც ყვირილის ხმას, არც ბღავილის და არც კვნენის ხმას არ გამოსცემს. უსულოდ გდია, მოღრეცილი. – ეე! – დავუყვირე. არც კი განძრეულა. – ბიჭო! – მათე! რახან ხმას არ მცემდა ვიკადრე და ძირს ჩამოვცოცდი. მასთან მივირბინე და ჩავიმუხლე. – მათე! – ნჯღრევა დავუწყე – გესმის ჩემი? – ნუ მაქანავებ რაა! – ამოიკვნესა. – მადლობა ღმერთს! – ამოვისუნთქე. – ადგომა შეგიძლია? – არ ვიცი. – გაეცინა. – კარგი, მოდი, გადმობრუნდი, ნელა, ჰო, აი ასე, ფრთხილად! არ იბღავლო თორემ ჩაგარტყამ რამეს თავში, წამოჯექი, ასე, ადგომა შეგიძლია? ნელა, მოიცადე, შენ მე ვირი ხომ არ გგონივარ , ნელა! როგორც იქნა წამოვაყენე. – მგონი ფეხი მაქვს მოტეხილი. – თქვა და უფრო მაგრად დამეყრდნო. – კარგი, მოიცადე, ბებიას დავუძახებ. – არა, სახლში შესვლას მოვახერხებ როგორმე. – შენ რა გიჭირს, საკაცე კი არ ვარ! – შევუბღვირე. – შენ ჩამაგდე ასეთ დღეში თუ გახსოვს! – ბებიას დავუძახებ. – არა! წამოვალ ჩემით, უბრალოდ ცოტა მომეხმარე. მოკლედ, სკუპ–სკუპით შევიყვანე მათე სახლში და დივანზე დავდე. – რა ხდება ბებია? – იკივლა ლორეტამ დივანზე დამხობილი მათე რომ ნახა. – ბებო, სასწრაფოში დარეკე რა, მგონი ფეხი აქვს მოტეხილი. – რა მოხდა? – სახე წაეშალა ბებიას. – დარეკე ბებია! – მეც პანიკაში ჩავვარდი. ლილემ ჩამოირბინა. – მე დავრეკე უკვე, მოვლენ მალე! – თქვა და მოგივახლოვდა. ლორეტა დივანზე დაჯდა და ტირილი დაიწყო: – რა ვუთხრა მე ნანას და ლევანს? თებეამ კინაღამ ბიჭი მოგიკლათთქო? რა პირით შევხედო მე იმათ?! თებეა მიპასუხე ახლა! – უცებ მე გამომხედა გააფთრებულმა. – კარგი რაა, ლორეტა ბებო! თებეასი რა ბრალია?! ჩემი მოუქნელობის გამო ხელი დამიცურდა და ჩამოვვარდი, ბოლო–ბოლო კაცი ვარ და გავუძლებ! – თქვა მათემ ლორეტას ზურგზე ხელი მოუთათუნა. – შენ შემოგევლოს შენი ლორეტა ბებო! – მიეხუტა ლორეტა. თვალები გადავატრიალე, მათემ შემამჩნია. – კარგი, ლორეტა ბებო, არ არის საჭირო ამდენი ჩახუტება, თორემ თებეა ეჭვიანობს. – ჩაიცინა. დავემანჭე და სხვაგან გავიხედე. ლილეს მზერა დავიჭირე. ეშმაკურად მიღიმის. 19:00 მათეს საავადმყოფოში მე გავყევი. ბებოს ვთხოვე მერის ქმარს მანქანით გამოევლო, როცა წამოსასვლელად მზად ვიქნებოდით. – ფეხია ნაღრძობი. – თქვა ექიმმა და თავი გადააქნია. – ამხელა კაცი ხიდან რამ გადმოგაგდო. ბებიაჩემი აქ რომ ყოფილიყო, იტყოდა ისეთი გამხდარია ქარმა რომ დაუბერა გაჰყვაო. – რავიცი, ბედი დამცინის. – გაეღიმა მათეს. – იმ ბედს უთხარი, ნუ გჩაგრავს. – თქვა ღიმილით ექიმმა და გამომხედა. – ააარა, არა! გეშლებათ, მე მოწმე ვარ, ბედი კი არა! – ვთქვი და ბურტყუნით დავამატე – ღმერთმა დამიფაროს. ექიმმა და მათემ სიცილი დაიწყეს. ფეხზე პროცედურები (თუ რაღაც ჯანდაბა თქვეს, ვერ გავიხსენე)გაუკეთეს და თაბაშირი დაადეს. (მაინც ყოველი შემთხვევისთვის). – არ დამახეიბრა ანგელოზივით ბიჭი? – ჩაიბურტყუნა, როცა ჯოხები მოუტანეს. – აწისთვის გეცოდინება ჩემთან მოქცევა. – ვუთხარი. მერის ქმარმა გამოგვიარა და სახლში მიგვიყვანა. – რაო ბებია, ექიმმა რა თქვა? მოვკვდი ნერვიულობით. – შემოგვეგება ლორეტა – შენ მოგიკვდი შვილო, როგორ დადიხარ! – ერთი კვირა უნდა იწვეს და მერე ექიმთან უნდა მივიდეს. – ვუთხარი ბებიას. სახლში შევედით თუ არა, ლორეტამ მათე დივანზე წამოაწვინა და ტელევიზორის პულტი მიაჩეჩა ხელში. – ბებია, მაჭამე რამე რაა, ვკვდები. – ვუთხარი ბებოს და სამზარეულოში გასვლა დავაპირე. – აქ იყავი შენ, აქ მოგიტან. – მითხრა და გავიდა. – რას ნიშნავს ეს? – ვიკითხე გაკვირვებულმა. – რას და დამახეიბრე და უნდა მომიარო! – მითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა. თავი ხელებში ჩავრგე. რამე უნდა მოვიფიქრო, რომ ერთი კვირა ამის ძიძა არ გავხდე. 21:40 ჭიშკრის ხმა გავიგეთ. მათეს ოჯახი სახლში დაბრუნდა. ბებიამ მაიძულა მათეს გვერდით დავმჯდარიყავი, ლილე სავარძელში იჯდა, ბებია კი საქანელა სკამზე და ტელევიზორს უყურებდა. ოთახში პირველი ნანა შემოვიდა. – თქვენ შერიგდით? რა ბედნ... – ვერ დაამთავრა, რადგან მათეს ფეხი დაინახა. – მათე რა არის ბიჭო ეს? – იკივლა და მათეს მივარდა. – ფეხი საყინულეში ჩავდგი და გამეყინა. – გაეკრიჭა მათე. – რას მაიმუნობ ბიჭო, რა მოხდა? – ახლა უკვე ლევანმა იკითხა. მათემ თვალი ჩამიკრა, გამიღიმა და თქვა: – ხიდან ჩამოვვარდი. – ხიდან ჩამოვარდი? თებეა რა მოხდა? – ახლა მე შემომხედა ნანამ – ვინმესთან ხომ არ იჩხუბა? – იცით... – დავიწყე, მაგრამ მათემ არ მაცალა. – კარგი ხოო, გეტყვი... მოკლედ... ვიჩხუბე რაა! – თქვა სრულიად სერიოზულმა. – რაა? ვისთან? – მეზობლის ბუღამ დედა შემაგინდა და დავეტაკე. ყველა გაოცებული უყურებდა. ერთადერთი მე ვიცინოდი ჩუმად. – ხო იცი, დე, როგორ მიყვარხარ და გინება არ შევარჩინე. – გაცინებული რომ მნახა გამხიარულდა. – თებეა რა მოხდა? – მოკლედ ხეზე ავ... – ხეზე ავედი ტყემლის საჭმელად და ფეხი დამიცდა ქალო! დიდი ამბავი! თებეას რომ არ ვეპოვნე ზალაში შემომივლიდით ალბათ. – შუბლი შეიკრა მათემ. – თებეა ასე იყო? – ნანა ჩამაცივდა. მათემ თვალები დამიბრიალა და ოდნავ შესამჩნევად დამიქნია თავი. – იცით... მათემ ჩაახველა. – კი, ასე იყო. – ვთქვი ბოლოს და ამოვისუნთქე. – დიდი არაფერია, ნაღრძობია, თაბაშირი ყოველი შემთხვევისთვის დამადეს. ერთ კვირაში გავივლი. – დააიმედა ნანა მათემ. – ამხელა მუტრუკი ხიდან რა ჯანდაბამ გადმოგაგდო? – ახლა ლევანმა დაუწყო გაკიცხვა. – ისეთი გამხდარია ქარმა დაუბერა და გაყვა ესეც! – თქვა ლორეტა ბებომ. ხომ გეუბნებოდით! 22:00 ყველა სასტუმრო ოთახში ვიჯექით, იმ განსხვავებით, რომ მათესთან ახლა ნანა იჯდა, მე კი ლილეს მხარზე მედო თავი და თითქმის მეძინა. დანარჩენები ტელევიზორში ფილმს უყურებდნენ. უცებ ლილეს ტელეფონმა დაურეკა და გარეთ გავიდა. ჩემდაუნებურად მათეს გავხედე. მიყურებდა. თვალებით ვანიშნე რა გინდათქო. გაეღიმა. ახლა ბებოს გავხედე, რომელიც ისეთი აღფრთოვანებით უყურებდა ფილმს ლამის შემძვრალიყო ტელევიზორში. მათეს მზერას ვგრძნობდი. ჩავისუნთქე და წარბშეკრულმა ისევ გავხედე. ჩაიცინა. ისევ ვანიშნე რა იყოთქო? საჩვენებელი თითები შუბლთან მიიტანა და ბუღას პაროდია გააკეთა. წამოვხტი და გარეთ გავირბინე. მათეს სიცილი გაგვიგე. გარეთ გამოსულმა იმხელა ხმაზე დავიწყე ხარხარი, მგონი შიგნითაც გაიგეს. სული რომ მოვითქვი, შემდეგ ლილე დავინახე, ჰამაკში იჯდა. – ლილუ, რას აკეთებ? – მივუახლოვდი. – თბილისში მივდივარ. – მითხრა და თვალიდან ცრემლი მოიწმინდა. მივუჯექი. – მშვიდობაა? – დედა საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ და ჩემს დასთან უნდა დავრჩე. (ლილეს მამა ადრე გარდაეცვალა) – ჩამოიყვანე შენი და აქ და ჩემთან დარჩით! – ვუთხარი. – არ გამოვა... ამდენი არიან და მე ვეღარ დავემატები, სირცხვილია უბრალოდ. – რაა? და შენ ამის მერე დაქალი გქვია? – ვკითხე და შევუბღვირე – ჩამოიყვანე შენი და რაა! – არ გამოვა – თავი გააქნია – მომიწევს წასვლა. – როდის? – ხვალ დილით. – მითხრა და მაგრად მომეხვია. ბებიამ ლილეს წასვლის შესახებ რომ გაიგო მოიწყინა და იგივე შესთავაზა, რაც მე მაგრამ ლილე ვერ დაითანხმა. ლილემ მეორე დღეს დაგვტოვა. 06:00, 16 ივლისი დილით, როცა ლილე გავაცილე და სახლში დავბრუნდი, ქვევით არავინ დამხვდა. ყველას ეძინა. წუხელ მათე დივანზე დატოვეს, კიბეზე ასასვლელი რომ არ ყოფილიყო. წიგნი ავიღე და მათეს პირისპირ მდგარ დივანზე წამოვწექი. შუა კითხვის დროს ჩამთვლიმა. 08:00 თვალებს როცა ვახელ, ვხედავ, რომ ფეხებთან ნანა მიზის, ყავას სვამს და საქანელა სავარძელში მჯდარ ბებიას ჩუმად ესაუბრება. (მე მათეს მხარეს ვარ შეტრიალებული და მის სახესაც ვხედავ, სძინავს). გადავწყვიტე თავი მომემძინარებინა. – თებეას არ დაუტოვებია წუხელ მათე და აქ დარჩენილა! – თქვა ნანამ – ძალიან კარგი გოგოა, ძალიან! – გუშინ ცუდად კი მოიქცა, მაგრამ მგონი დაულაგდათ სიტუაცია. – დაეთანხმა ბებო. – გამიხარდება ესენი ერთმანეთს თუ შეეწყობიან. თებეა ისეთი კარგია... დიდი სიამოვნებით დავიტოვებდით – ჩუმად გაიცინა ნანამ. ამანაც დაიწყო? ოღონდ ეს არა! თვალი ცოტათი გავახილე და მათეს გავხედე. ღიმილი აეკრა სახეზე. არ სძინავს! – ვერ მოგართვით! – დაიწყო ბებომ – მიდი ბებო! მიდი, მიაწექი! – გულში ვამხნევებდი – თუ ესენი შეეწყობიან მათეს არსად არ გავუშვებ! – თქვა ღიმილით. რაა? ბებია ეს შენ თქვი? არ მჯერა! მათეს ისევ გავხედე. პლედი სახის ნაწილს უფარავდა, მაგრამ დავინახე ცალი თვალით როგორ მიყურებდა. დარწმუნებული ვარ იცინის! – პირველი ბიჭი უნდა გვეყოლოს! – თქვა ნანამ სიცილით. – ესენი იყვნენ ბედნიერები, ჩემო ნანა და რას დავეძებ ბიჭი იქნება თუ გოგო! – თქვა ბებიამ. რა საშინელებაა! რომელი საუკუნეა?! მათემ პლედი ნახევრად გადაიძრო და გაიღიმა. – დილა მშვიდობისა! – გაიზმორა. – ჩუ, არ გააღვიძო თებეა! – უსაყვედურა ნანამ. – დედა, სულ რატომ მეჩხუბები? – იწყინა მათემ. ნანამ თავი გააქნია. – სძინავს ბავშვს! – ამას რო სძინავს, ისე გძინავს შენც! – უთხრა ნანას მათემ ღიმილით და გადმომხედა. – თებეა! – „თბილად“ მომმართა. ვითომც არაფერი, მძინავს. – თებე! – შეამოკლა სახელი. ისევ არაფერი. – თებე, საყვარელო! – მითხრა. გავშრი. ახლა რისი ღირსია ეს? წამოვხტი. – საყვარელო კი არა, გადმოგათრევ და სახეს მოგინგრევ! აბა გაბედე და კიდევ დამიძახე ასე! – ხომ გითხარით, არ სძინავსმეთქი! – ცალყბად გაიღიმა მათემ. – შენს ტლიკინში რა დამაძინებს? – ანუ ბიჭი გინდათ პირველი? – ირონიულად ჰკითხა ბებოს და ნანას. გაიცინეს. – ზუსტად , ბიჭი გვინდა! – უთხრა ნანამ. – დედამისს სთხოვეთ ეგ! – თქვა მათემ და მე შემომხედა. ისე გავმწარდი, რომ დივნიდან წამოვხტი და ზიზღნარევი სახით დავტოვე იქაურობა. ჩემს ყურს მათეს სიცილი მოსწვდა. 13:00 – ბებია, სად ხარ? – დამირეკა ლორეტამ. – სეტის ბაღში ვარ, გოგონებთან ერთად. – ვუთხარი, მაგრამ გოგონებთან ერთად არ ვიყავი, მარტო ვიჯექი სკამზე და წარბშეკრული ვუყურებდი როგორ სვამდა ერთი ლაწირაკი წყალს. – ნანას და ბავშვებს მჟავე წყალი უნდათ და ბეთქილში წაიყვანე რაა, გამოგივლიან. – კარგი, ველოდები. – ვუთხარი. – ვო, ისგუ ნაცაად ისგუ ბებო! – მითხრა და ტელეფონი გამითიშა. დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი. მალე მოვიდნენ. არ ვიცი ჩემი სახე რა გაოცებას გამოხატავდა, როცა საჭესთან მათე დავინახე. – თებეა, წინ დაჯექი, გზა არ ვიცით და... – გამიღიმა ნანამ. მანქანაში ბებოც იჯდა. ჩავჯექი. ნანამ გოგონებს გაუბა საუბარი. – შენ არ უნდა ამდგარიყავი. – ვუთხარი მათეს კუშტად. – როდის აქედან ზრუნავ ჩემზე? – მითხრა ღიმილით. – მამაშენი სადაა? – თემა გადავატანინე. – სათევზაოდ გაჰყვა ბიჭებს და ამათი წამოყვანა მე მომიწია. თავი უკაყოფილოდ გავაქნიე. – ნუ ნერვიულობ – არაფერი დამემართება – გველურად გაიღიმა. 13:10 – მათე, შენ მანქანაში იჯექი, ჩვენ მანამდე სუფრას გავშლით. – უთხრა ნანამ მათეს. – მე მანქანაში ვიჯდე დებილივით და თქვენ მადიანად ჭამოთ ხო? ვერ მოგართვით! – თქვა და მანქანიდან გადმოსვლა დაიწყო. – მათე, კარგი, მე მოგიჯდები და ერთად ვჭამოთ, ოღონდ არ გადმოხვიდე! – უთხრა ნანამ. – არ მინდა. – თქვა ჭირვეული ბავშვივით. – მაშინ მე მოგიჯდები. – თქვა ქეთიმ. მათემ თავი გააქნია. – მაშინ მე, მოვალ და ვითამაშოთ რამე. – ახლა მარიამმა უთხრა. მათემ მარიამსაც უარი უთხრა, თეკოსაც და ნატასაც. ბებოც შეეხვეწა, მაგრამ უარი მიიღო. ბოლოს მათეს შევხედე. წარბი აეწია და მიღიმოდა. ნანამ ჩამჩურჩულა: – თუ შენ ახლა მათესთან მიხვალ და გადამარჩენ, მთელი ცხოვრება შენს ვალში ვიქნები, ოღონდ გთხოვ, მანქანიდან არ გადმოუშვა, რამე არ დაემართოს! ამოვიოხრე და მათეს გვერდით დავჯექი. – ჭკვიანი ნიბლია ხარ! – მითხრა და გამიღიმა. კარი ღია დავტოვე და ხელები გადავაჯვარედინე. – კარი დახურე, ქარი მიბერავს. – გამომხედა. – კაცი რომ არ იყო, ვიფიქრებდი ორსულადაამეთქი. – ტუჩები მოვპრუწე და კარი დავხურე. – ახლა დებილი ნიბლია ხარ! – სიცილით მითხრა და თავისი კარიც დახურა. – ჭირვეული ბავშვივით ნუ იქცევი რა, გთხოვ! – დაღლილი ვიყავი. – რა იყო, დაღლილი მეჩვენები. – სერიოზულად მითხრა. – ხო, რავიცი, ადრე ავდექი და მეძინება. – წავიდეთ სახლში? – სახლში რა გინდა, ყველა აქ ვართ! – აქ მომბეზრდა, მთელი დღეები სულ აქ ვარ ხოლმე, ბიჭებთან ერთად. – თქვა. – რაა? გზა იცოდი? – ვკითხე გაბრაზებულმა. – ხუთი თითივით! – გამეკრიჭა. – და მე რატო წამომიყვანე? ხო ვიქნებოდი სახლში? – სავარძელს მივეყუდე და თვალები დავხუჭე. – უშენოდ ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე და ხო უნდა მემეტყუებინე! თავი გადავაქნიე. მათემ მანქანა დაქოქა და დაძრა. – მათე სად მიდიხარ? – დაუყვირა ნანამ. – ლორეტა ბებო, არ შეგეშინდეს, თებეას ვიტაცებ, შერიგებაზე მოვალთ! – გასძახა სიცილით. ფანჯრიდან თავი შემოყო და ბევრჯერ დაასიგნალა. უკან გავიხედე და დავინახე, რომ ყველა იცინოდა. – მართლა რომ მომიტაცო ბებიაჩემი წინააღმდეგი არ იქნება. – ვუთხარი ტუჩებმოპრუწულმა. გაკვირვებულმა შემომხედა. ეს არ უნდა მეთქვა! რა სულელი ვარ! იდიოტი! – ანუ წაგიყვანო? შენც თანახმა ხარ? – მართლა გაოცებული სახე ჰქონდა. – შენ აქ ცოლის მოსაყვანად მოხვედი თუ დასასვენებლად? – წარბაწეულმა ვკითხე. – მე ცოლის მოსაყვანად და ჩემები დასასვენებლად. – გაიკრიჭა. – მანქანის ტარება იცი? – მკითხა. – ვიცი. – რომ არ გცოდნოდა გასწავლიდი. – გამიღიმა. – ასე „აბამ“ გოგონებს? – ცალყბად გამეღიმა. გაეცინა. – ჭკვიანი ნიბლია ხარ! სახლში მივედით. – დამეყრდენი. ნელა, ნელა! ჩამოვარდები! როგორც იქნა ჩამოვიყვანე. – ჯოხები სად გაქვს? – ბეთქილში კარები რომ დავხურე ჯოხები ძირს ჩაცურდა. – თმები აიჩეჩა. – დამეყრდენი. – ვუთხარი და მანაც მხარზე ხელი გადამხვია. ოთახში ძლივს შევედით. დივანზე დაწვა და თვალები დახუჭა. – მომშივდა. – ჩაიბურტყუნა. სამზარეულოში გავედი. ლორეტას კუბდარი დაუტოვებია. – კუბდარია, ოღონდ ცივია! – გავძახე მათეს. – არაუშავს, მოიტანე. კუბდარი გავიტანე და ტელევიზორი ჩავრთე. ერთი თეფში მთლიანად შევჭამეთ. საინტერესო ფილმი გადიოდა და პირდაღებული ვუყურებდი. როცა დამთავრდა, გამახსენდა, რომ ყველა ბეთქილში დავტოვეთ. – მათე! – დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. გავხედე. ჩასძინებია. პლედი დავაფარე და ტელევიზორი გამოვრთე. ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. ეზოში გავედი. – ბებო, სად ხართ ამდენ ხანს, მართლა ხო არ გაიპარეთ? – მკითხა სიცილით. – ოო, ბებო რას ბოდიალობ! წამოგიყვანოთ? – ვკითხე. – ხო, მოდით რაა! მათემ გასაღები სასტუმრო ოთახში, მაგიდაზე დადო. ავიღე და მანქანა დავძარი. ბეთქილში რომ მივედი, ყველას გუკვირდათ საჭესთან რომ ვიჯექი. – მათე სადაა? ან სად იყავით? – მკითხა ნანამ და წინ დამიჯდა. – სახლში ვიყავით, მათეს დაეძინა და აღარ გავაღვიძე. ნანა მკლავზე მომეხვია. – შენ შემოგევლე, რა კარგი გოგო ხარ! გავუღიმე და მანქანა დავძარით. – სად იყავი? – მკითხა მათემ, ოთახში შევედი თუ არა. – ხალხი მოვიყვანე. – გაგეღვიძებინე! – რატომ? – მე მოვიყვანდი. დივანზე დავემხე და თვალები დავხუჭე. 17:00 საღამოს ქეთიმ დაიჟინა კითხვებს დავსვამ და თან ვითამაშოთო. (ჟურნალისტია) – კარგი, ასე მოვყვეთ... ლორეტა ბებო – მიმართა თავის საქანელა სავარძელში მჯდომ ბებოს ქეთიმ – რატომ დაგარქვეს ლორეტა? გამეცინა. ყველამ მე შემომხედეს. – სინამდვილეში – დაიწყო ბებომ და გამიღიმა – ლოლა მქვია. მოფერებით ლოლიტას მეძახდნენ. პატარა თებეა „ლ“–ს ვერ ამბობდა და „რორეტას“ მეძახდა. მერე, როცა წამოიზარდა ლორეტას დაძახება დამიწყო და იმის მერე შემრჩა ეს სახელი. – გაეცინა. – „რ“–ს ამბობდი და „ლ“–ს ვერა? – გაეცინა მათეს. – რა გაცინებს? შენ ახლა ძლივს ლაპარაკობ! – შევუბღვირე. – კარგი, ნანა დედა, რა მოგწონს ყველაზე მეტად სვანეთში? – მორიგი კითხვა დასვა ქეთიმ. – ყველაფერი მომწონს! მაგრამ სვანურ მზეს არაფერი მირჩევნია! – გაიცინა – შეხედეთ, როგორ დამწვა, არც კი დავწოლილვარ გასარუჯად! – აბა, თეკო, შენ რა არ მოგეწონა სვანეთში? – ახლა თეკოს მიუბრუნდა ქეთი. – რავი... ის არ მომწონს ზამთარი რომ არ არის... მაგრად ვისრიალებდით! – გაიცინა. – ზამთარი მაშინ არ გვინდა როცაა და შენ ახლა ნატრულობ?! – გაეცინა ბებოს – ჩამოდით მერე და ისრიალეთ რამდენიც გინდათ ბებია! – არამგონია, – თქვა მათემ. – რატო ბებო? – თებეამ ისე დამანჭა სახე, მგონი ხვალვე წავალ აქედან. თვალები გადავატრიალე. – ჩემი ნერვების მოშლის მეტი საქმე არ გაქვს? – ამოვიოხრე. – მორიგი შეკითხვა მათეს! თებეას ნერვების მოშლის მეტი საქმე არ გაქვს? – ჰკითხა ქეთიმ. – ისე მალე ბრაზდება, ამაზე სასიამოვნო საქმე არ ვიცი რა მოვნახო. – გაიბადრა. – ჰაჰაჰა! – დავემანჭე – შენნაირებს მოუშალე ნერვები. – ნატა, სვანი ბიჭები მოგეწონა? – ჰკითხა სიცილით ქეთიმ. – აბა ეგეთები არ იყოს! ესენი ნახე! მომინდომეს ბიჭები! ღლაპებო! – მათე წამოხტა. – რა დღეში გაქვს შენ ნერვები? – ჰკითხა ქეთიმ – შენ გოგონების შესაბმელად თბილისიდან ჩამოხვედი და მე შეკითხვის უფლება არ მაქვს? – რა გოგონების შესაბმელად ჩამოვედი ნორმალური ხარ? დასასვენებლად ვარ! – თქვა და შემომხედა. კი, როგორ არა! – გავიფიქრე. – თებეა, შენ გკითხავ რაა, მარიამს და ნატას არ დააცდის ეს ვარაკაკა ლაპარაკს. – მთხოვა ქეთიმ. – გისმენ დიდის გულისყურით.– გამეცინა – შეყვარებული გყავს? არ მინდა სიმართლე ვთქვა და ვაღიარო რომ არ მყავს. – ახლა რატომ არ ავარდი მათე? – ჰკითხა მარიამმა – წეღან ისტერიკები რომ გამართე. – გაჩუმდი, აცალე გოგოს ლაპარაკი! – თქვა მათემ და ცალყბად გაღიმებულმა გამომხედა. ყველა გაისუსა. – არ ვიცი. – ვუთხარი. ცოტა ინტრიგა ყოველთვისაა საჭირო! – არ იცი შეყვარებული გყავს თუ არა? – გაუკვირდა ქეთის. – აჰამ, ზუსტად ასეა. სიჩუმე ჩამოწვა. კარგა ხანი ხმა არავის ამოუღია. მათე ერთ ადგილს მიშტერებოდა. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, ამომხედა და ისევ ეშმაკური სახე „აიკრა“. 18:00–20:00 მთელი ამ დროის განმავლობაში ლილეს ველაპარაკებოდი. ყველაფერი მოვუყევი. – შენი აზრით, რა ხდება? – ვკითხე. – ვერ ხვდები? – რას გოგო? – მოსწონხარ! ეს ნათელია! – ეგ მეც ვიფიქრე. – გამეცინა. – შენ? – რა მე? – შენ თუ მოგწონს? – გაიცინა ტელეფონში – არ თქვა არაო, თორემ გავგიჟდები. – გარეგნობით მომწონს და ხასიათით მძულს! – ოოჰ, ასე იმიტომ იქცევა, რომ შენი ყურადღების მიქცევა უნდა! აბა გითხრას მიყვარხარო! მაშინვე მორვილდება და ფეხქვეშ გაგეგება! – როგორ მინდა ჩემთან იყო! – მეც მაგრად მინდა საყვარელო! – საყვარელო აღარ დამიძახო, თორემ გავაფრენ! – რატომ? ის ამბავიც მოვუყევი. – მართლა ასე თქვა დედამისს ჰკითხეთო? – სიცილი დაიწყო – გეუბნები მოსწონხარ კი არა, გიჟდება შენზე! მოტაცებაც რომ დაგიპირა! – ჰო, თავისი ჭკუით მიტაცებდა. – გამეცინა. – ძალიან გაუტყდა არ ვიცი რომ თქვი შეყვარებულზე? – სახე გაუშტერდა და რომ გავხედე მერე ისევ გველურად შემომხედა. – ახლა რა კარგი იქნება ერთი კვირით სადმე რომ წახვიდე! ისიც გაერკვევა თავის გრძნობებში და შენც! – ხო, რავიცი, რავიცი... – შენც მოგწონს მემგონი... – ჯერ არ ვიცითქო! – გამეცინა. – ბებიაშენის ძმის შვილიშვილებს დაურეკე და დაგპატიჟონ ზევით სოფელში! მოიცა, რა ჰქვია? – მულახი. – ხო, აი მანდ! რა იცი, იქნება და ამოგაკითხოს მერე ფეხი რომ მოურჩება! – გაიცინა. – კარგი, ასე ვიზამ! ლილუსთან ლაპარაკის შემდეგ ბებიაჩემის ძმის შვილიშვილს დავურეკე, რომელთანაც ყოველთვის კარგად ვიყავი. – მაკო! როგორ ხარ? – ვკითხე. – თებეა! არ არსებობს! შენ მირეკავ?! ღმერთო ჩემო! სვანეთში ხარ? – კი, სვანეთში ვარ! – სიცილით ვუთხარი. – ახლავე ჩაყარე ბარგი, ხვალვე გამოგივლი! მულახში ამომყავხარ! – გაიცინა და გამითიშა. 08:00, 17 ივლისი დილით ადრე ბებია ჩემს ოთახში შემოდის და მაღვიძებს: – თებეა, ბებო, მაკო ჩამოვიდა შენს წასაყვანად, გაყვები? – მკითხა. უცებ ჩავიცვი და გარეთ გამოვედი. – მაკო! – ვიყივრე და ისე მაგრად მოვეხვიე ლამის ძვლები შემოვამტვრიე. – ჩემი გოგო! რამხელა გაზრდილხარ! – შემათვალიერა. მათეს მზერა დავიჭირე. არანაირი ემოცია მის სახეზე! – წავედით! მიდი ბარგი აიღე! – თქვა და გამიღიმა. ბებოს ბარგის გამოტანა მოესწრო. – ჩემი ძმა მომიკითხეთ! სულ დამივიწყა! – თქვა მან. – ხო აი ზუსტად ბაბუამაც ასე დამაბარა შენთან! – გაიცინა მაკომ. – აბა, დროებით! – ვთქვი და ნანა გადავკოცნე. – მალე მოდი რაა თებეა, მოგვენატრები! – მითხრა. ნანას მერე ბებო გადავკოცნე, ბებოს ქეთი, თეკო, მარიამი, და ნატა მოჰყვნენ. ლევანიც გადავკოცნე. გამოვტრიალდი და დავინახე მათე ფეხზე იდგა. გაკვირვებულს გამეღიმა და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად. – შენს გამო ფეხზე წამოვდექი და შენ ხელს მართმევ? – წარბი ამიწია. ყველას გაეცინა. მივუახლოვდი და უცებ ჩამიხუტა. რა მექნა, მეც მოვხვიე ხელები. – დიდი ხნით დარჩები? – ჩამჩურჩულა. – ერთი კვირით. – ვუთხარი და მოვშორდი. გარეთ გამოვედი და მაკოს მანქანაში ჩავჯექი. – ეს ბიჭი ვინაა? – მკითხა ისე, რომ ჩემკენ არ გამოუხედავს. – იმ ნანას შვილია. – ვუთხარი. – მაგას მივხვდი. – ჩაიცინა. გაკვირვებულმა შევხედე. – შენი ვინაათქო ის ვიგულისხმე. – ჩემი? ჩემი ვინ უნდა იყოს? – არავინ? რაც არ უნდა იყოს, არ ხუმრობს. – მითხრა სერიოზულად. – ასე ფიქრობ? – ძალიან იდიოტი ყოფილხარ მის თვალებში ცეცხლს თუ ვერ ამჩნევ! – თქვა სიცილით. – ოო, კარგი რაა! სხვა საღადაო მოძებნე! – მეც გამეცინა. მულახში ნახევარ საათში ავედით. უკვე კარგად გათენებულიყო და ცხელოდა. – რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ! – ვთქვი და ბებიას მშობლების სახლს შევხედე. – შედი, ბაბუა ნახე, ბარგს მე შემოგიტან. – მითხრა მაკომ. სახლში სირბილით შევვარდი. – ვაჟა ბაბუუ! – ვიღაც იძახის, გაიხედეთ! – გავიგე სასტუმრო ოთახიდან. იქითკენ გავიქეცი. – ვაჟა ბაბუუ! – სასტუმრო ოთახში შევირბინე. – ეეე, თებეა მოსულა! – იყვირა გახარებულმა ბაბუამ და მომეხვია. – როგორახარ გოგო?! რამხელა გაზრდილხარ! დედა , როგორ მომნატრებიხარ! – თქვა და ისევ მომეხვია. – ლალი, გამოდი, ნახე ვინ მოვიდა! – იყვირა ისევ ვაჟამ და თავის ცოლს უხმო. ლალიც მომეხვია და მომესიყვარულა. – საიდან გამოჩნდი გოგო ჰა? – მაკომ ამომიყვანა, წუხელ მოვილაპარაკეთ და სიურპრიზი გაგიკეთეთ! – ჩემი ორი ქაჯი შვილიშვილი! – თქვა ვაჟამ და მე და მაკოს ჩაგვეხუტა. 17:00 ყველაფერი ისეა, როგორც ბებოს სახლში, მაგრამ აქ თიბვა უკვე დაწყებულია. – მაკო, ლაშა სადაა? – ვკითხე მაკოს, როცა ეზოს ვფარცხავდით. – ჩემი გარეწარი ძმა საზღვარგარეთაა უკვე ერთი თვეა. – მითხრა მშვიდად. – ლაშა საზღვარგარეთაა? არ ვიცოდი. – ტუჩი გამოვვბზიკე. – საცოლეც ჰყავს! – რაა? ეს მაინც გეთქვა! – ვუსაყვედურე. – შენ ჩემს გვერდით ხარ და არ მიტყდები შეყვარებული რომ ხარ და მე ტელეფონში თქმას მავალდებულებ? – ეშმაკურად გამიღმა. – შეყვარებული არა ის! აუ, ნუ მახსენებ რაა! – წარბები შევიკარი. – რატო, გენატრება? – მითხრა სიცილით. – გაჩუმდი, თორემ ამ ფოცხს პირში ჩაგტენი! მაკომ სიცილი გააგრძელა. 22:00 ლილეს ველაპარაკე. ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მულახში ამოვედი. მაფრთხილებს, რომ მუდამ საქმის კურსში ჩავაყენო. მერე ბებომ დამირეკა: – ქალბატონო ლორეტა! რა პატივია, როგორ ბრძანდებით? – ვუთხარი სიცილით. – ნუ მასხრობ ერთი! კარგ ხასიათზე ყოფილხარ! ჩვენ კი დაგვტოვე მოწყენილები და! – მისაყვედურა. – გყავთ მერე მასხარა და გაგართოთ იმან, თუ მარტო ჩემს ნერვებზე თამაშობს? ოთახში მაკო შემოვიდა. – ბებია, ძროხები მოვიდნენ უნდა მოვწველო, ელაპარაკე იქამდე ვინმეს. – ვინმეს როგორ ველაპარაკო? – ვკითხე, მაგრამ უკვე წასული დამხვდა – ბებო, ვინაა? – ახლა მათეს ხმა ვიცანი. ლორეტამ ყურმილი მათეს მისცა. – ალო – თქვა ტელეფონში. ყურმილი მოვიშორე და მაკოს ვანიშნე მათე რეკავსთქო. – აუწიე, აუწიე! მეც ავუწიე. – ბებოო – დავიძახე და პასუხის მოლოდინში სახე დავმანჭე. – ვაა! თვით თებეა რეკავს! ღმერთო მაღალო! რა ქარმა გადმოგაგდო? – იკითხა ირონიულად. – ქარი მე კი არა, შენ გაგდებს თუ გახსოვს! – ვუთხარი ნაგლურად. – მოკითხვა არ იცი? – უცებ მკითხა. – ახლა არ დაიწყო რაა, გთხოვ. – დაღლილი ხმით ვუთხარი. – როგორ ხარ? – მკითხა უკვე დათაფლული ხმით. – მშვენივრად. მაკო მეუბნება მოიკითხეო. – მეც კარგად ვარ, მადლობა. – ჩაახველა მათემ. – ხოო... – არ აპირებ სახლში ჩამოსვლას? – მკითხა უცებ. მაკოს თვალები გაუფართოვდა. – თუ გახსოვს დღეს ამოვედი. რა იყო, ვეღარავის უშლი ნერვებს? – ნერვებს ყველას ვუშლი, მაგრამ შენს ნერვებზე თამაში განსაკუთრებულად მიყვარს. – ჩაიცინა. – ამიტო ჩამოვალ. – ტუჩები მოვპრუწე – ხო, მართლა, ფეხი როგორ გაქვს? – ვკითხე. – არი რა, მარიამმა მომიხატა დღეს. – თაბაშირის მოხატვა არ შეიძლება. – ვუთხარი ექსპერტივით დავდაჯერებულად. – შენ რა იცი? – ვიცი. – პაუზის შემდეგ – კარგი, კარგად აბა! – ჭკვიანად იყავი. – უშენოდ მივხვდები ამას. – ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. მაკო მიყურებდა. – რაა? – დაგენიძლავები ორ დღეში ამოვა და წაგიყვანს. – გაიღიმა. – არარსებობს! შანსი არ არის. – ვთქვი. – დავნიძლავდეთ?! – რაზე გინდა? – ხელი გავუწოდე. – წაგებული მაგრად ეხუტება მათეს. – ხმამაღლა გადაიხარხარა. – მოგიწევს ნეკნები დაამტვრიო. – იხტიბარი არ გამიტეხია. – ვნახოთ, ვნახოთ... – იდუმალად ჩაიღიმა მაკომ. 3 დღის შემდეგ, 13:30 ბებიას დავურეკე. მაკო ჩემს გვერდით ზის. ტელეფონი რათქმაუნდა ხმამაღალზეა ჩართული. – ბებიაჩემი, როგორ ხარ? – ვკითხე სიცილით. – როგორ ვიქნები, შენგან დავიწყებული! – ოო, ბებო, მონატრებული ბაბუა ვნახე, სამი დღეა ამოსულები ვართ მულახში და შენ კიდევ მსაყვედურობ! – უი, ბებია მოიცადე, ნანა და მათე დაბრუნდნენ. – სად იყვნენ? – ექიმთან იყვნენ, მათესთვის თაბაშირი უნდა მოეხსნათ. – ნანა, როგორ ხართ აბა? – ჰკითხა ბებომ. – რავიცი, მოიხსნა თაბაშირი და მიდის სადღაც! – თქვა საყვედურნარევი ხმით. – ლორეტა ბებო, შენს ძმას რა ჰქვია? – მათეს ხმა გავიგე. – ვაჟა, ბებო შემოგევლოს, მშვიდობაა? – ვაჟა, ვაჟა! – ხმამაღლა თქვა. მაკომ სიხარულისგან დაიკივლა. – ბებია რა დაგემართა? – მკითხა ლორეტამ. – არაფერი, მაკოს ფეხი დაუცდა და კივილი დაიწყო. – რამე ხომ არ იტკინა? ყველას ფეხი როგორ ერევა შენს გვერდით ჰაა? – გაიცინა. – კარგი, ბებო, დაგირეკავ მერე. მაკოს გავხედე. – ლორეტა ნახე! მაგას უნდა მგონი მათე რომ გაგირიგოს! – იცი როგორი მოწადინებულია? გაგიჟდები პირდაპირ! – მიდი ბარგი ჩაალაგე, მიდიხარ! – სიცილით მითხრა მაკომ. – ბარგს მართლა ჩავალაგებ და ფეხით ჩავალ მესტიაში! – შევუბღვირე. ბარგი ჩავალაგე და ლილეს დავურეკე. მაკო დაბლა ჩავიდა. ყველაფერი მოვუყევი. – ასეთი არაფერი მინახავს! ეს ბიჭი გიჟია? – იკივლა სიხარულისგან ლილემ. კიბეებზე ვიღაც ამორბოდა. – ჩქარა... – სუნთქვა შეეკრა მაკოს. – რა ხდება მაკო? – მივვარდი. – ჩადი... ის... მოვიდა... ლილეს დავპირდი, რომ ყველაფერს მოვუყვებოდი. კიბეებზე ჩავედი, მაკო უკან მომყვებოდა. სასტუმრო ოთახში ჩასულს ასეთი სურათი გადამეშალა: ვაჟა ზის, გვერდით მათე უზის და გულიანად ხარხარებენ. – გამარჯობა! – გავუღიმე მათეს. დამინახა თუ არა წამოხტა და ხელები გამოიწვდინა. – პატარავ, ნიძლავი წააგე, მიდი და ჩაეხუტე! – ჩამჩურჩულა მაკომ. რა მექნა, მივედი და მის გამოწვდილ მკლავებში გავეხვიე. – როგორ ხარ? – მკითხა, როცა მოვშორდი. – კარგად, შენ? – მეც ვარ რაა... წავედით?! – ბარგს ჩამოვიტან. – ბაბუა, რა გეჩქარებათ, გეჭამათ რამე! – შეეხვეწა ვაჟა ბაბუა მათეს. – არა, ვაჟა ბაბუა, მე რომ ნახევარ საათში მესტიაში არ ჩავიდე და საქმეები არ მოვაგვარო, შეიძლება გავგიჟდე! – გაეცინა მათეს. ზევით ავირბინე და ჩემოდანი ჩამოვიტანე. მაკო, ლელა და ვაჟა ეზომდე გამოგვყვნენ. სამივეს მაგრად მოვეხვიე. – საღამოს მირეკავ და ქორწილში მპატიჟებ იცოდე! – სიცილით ჩამჩურჩულა მაკომ. საჩვენებელი თითი საფეთქელთან გადავატრიალე. – წავედით? – მითხრა მათემ. – წინ დავჯდე? – ხო, აბა სად უნდა დაჯდე? – გაიკვირვა. მხრები ავიჩეჩე და წინ დავჯექი. მათემ დაასიგნალა და გზას გავუდექით. ცოტა ხანში სიჩუმე დავარღვიე: – ფეხი მოგირჩა? – კი, ისედაც არაფერი არ იყო. – უდარდელად თქვა. – არაფერი რომ არ ყოფილიყო, თაბაშირში არ ჩაგსვამდნენ – უკმაყოფილო სახე მივიღე. – იცი, მგონი ნატამ ვიღაც ბიჭს დაადგა თვალი. – უცებ თემა შეცვალა. – ყოჩაღ ნატა! – სიცილი დავიწყე. – რა ყოჩაღ? ბავშვია ჯერ! – საყვედურნარევი ხმით მითხრა. – დავიჯერო, ნატას ხელა რომ იყავი შეყვარებული არ გყავდა? – თვალები მოვჭუტე. გაეცინა. – ნატას ასაკში სამს ერთად ვხვდებოდი. – მითხრა. სიცილი დავიწყე. – რა გაცინებს, მართლა! – თვითონაც გაეცინა. – თან სამივე ჩემზე დიდი იყო. სიცილიდან ხარხარში გადავედი. – ერთხელ სამივემ ერთად მნახეს... იმ დღის გახსენება აღარ მინდა... – ვითომ დასევდიანდა. – და ამის მერე ნატას უშლი შეყვარებულს? – წარბი ავუწიე. – უბრალოდ, არ მინდა ვინმემ ისევე ატკინოს გული, როგორც იმ გოგონებს – მე. – ახლა მივხვდი. – გამეღიმა. – მაგრამ , ყველა შენნაირი მექალთანე არაა. რა ჯანდაბა წამომცდა?! – რატომ გგონია, რომ მექალთანე ვარ? – გაეღიმა. – შენ თვითონ თქვი, რომ სამ გოგოს ხვდებოდი. – გადავხედე. – ის მაშინ იყო. ახლა მექალთანე არ ვარ. – თქვა და მანქანა ნაპირზე გადააყენა. – ხო მშვიდობაა? – ვკითხე. – მოკლედ, თებე, რაღაც უნდა გითხრა. – გამიღიმა. „თებე“ ყურს ეუცნაურა. – გისმენ. – მოკლედ... ყველაფრისთვის ძალიან, ძალიან, ძაალიან დიდ ბოდიშს გიხდი! – რისთვის? – არ შემაწყვეტინო! – თვალები დამიბრიალა და დაიწყო: – ბოდიშს გიხდი, ყოველი დილისთვის, გამწარებდი, ძალიან გაბრაზებდი, მაგრამ ამას ერთი რამისთვის ვაკეთებდი – უბრალოდ შენი ყურადღების მიქცევა მინდოდა. – ხო, მოკლედ... მაპატიე რა... შენი ყურადღების მიქცევა კი იმიტომ მინდოდა, რომ... – გაჩუმდა. – რომ? – შევეშველე. – რომ ძალიან მიყვარხარ. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პირი ღია დამრჩა. მოდი აგიხსნით: ასეთ რაღაცას ველოდი, ოღონდ მეგონა, რომ მეტყოდა მომწონხარს ან რამე მსგავსს. „მიყვარხარს“ მართლა არ მოველოდი. – გიყვარვარ? – ესღა ვთქვი. – ძალიან! გაგიჟებით! არ ვიცი როგორ ვთქვა! – ... – ამის თქმა რომ გაგიცანი იმ დღიდან შემეძლო, მაგრამ თავს ვიკავებდი. ამ სამმა დღემ მიჩვენა, რომ არასწორად მოვიქეცი. – ჩემი გვარი იცი? – მოულოდნელად ვკითხე. დაიბნა. – ამას ამ წუთში დიდი მნიშვნელობა აქვს? – მკითხა. – უბრალოდ მაინტერესებს. ცოტა ხანი გაჩუმდა. – მეგონა, ქორწინების სახლში გავიგებდი. – გაიცინა. – წერეთელი ვარ მე. – შევუბღვირე. – მე ნიშნიანიძე. – ხელი გამომიწოდა. – მართლა, რამდენი წლის ხარ? – 23. – მე 24. სასიამოვნოა. – ისევ ჩამომართვა ხელი და გაიკრიჭა. გამეცინა. – წეღან სიყვარული აგიხსენი და შენ რაზე მელაპარაკები?! – აბა რა გავაკეთო? – მითხარი გიყვარვარ თუ არა. – მომახალა. – არათქო, რომ გითხრა, გეწყინება? – ვკითხე ცალყბად გაღიმებულმა. – ძალიან! – შეშინებულმა შემომხედა. – მაშინ არ ვიცი. – ხელები გადავაჯვარედინე. – რა გოგო, არ გიყვარვარ? – შემომხედა. – არ ვიცითქო. ო, ღმერთო, თქვენ არ იცით როგორ მიხაროდა მათეს გრძნობებ–ნერვებზე თამაში! გაჩუმდა და ფანჯარაში გაიხედა. – თებეა, მართლა არ გიყვარვარ? – სერიოზულად მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. – ხო. – რა ხო? – ხო. – გავგიჟდები! ანუ არ გიყვარვარ? – ხო. – ანუ გიყვარვარ? – ხო. ხელები თავზე მოიკიდა. – რა ვერ გაიგე, შე დებილო, ხო ნიშნავს ცოტა მიყვარხარს! – ცოტა გიყვარვარ? მაინც რამდენია ეს „ცოტა“? – 100%–დან 1%. – ვუთხარი და გავუღიმე. – შეაყარე კედელს ცერცვი! ახლა იმასაც მეტყვი ძმასავით მიყვარხარო! – გაბრაზდა მათე. – გამოიცანი, ამის თქმას ვაპირებდი. – შენ ჭკუიდან შემშლი! – თქვა და მანქანა დაქოქა. სახლამდე ხმა აღარ ამოგვიღია. სახლში შევირბინე და ბებიას მაგრად მოვეხვიე. – სიურპრიზიი! – ვიყვირე. – შემოვიდა და მოიტანა ბედნიერება! – ნანამ გამიღმა და მომეხვია. ოთახში ცხვირჩამოშვებული მათე შემოვიდა. – ოთახშიც ავიტანო შენი ბარგი თუ რა ვუქნა? – ირონიულად მითხრა. – მე თვითონ ავიტან, არ შეწუხდე, მეორე ფეხზეც რამე არ მოგივიდეს. – ვუკბინე. მათე დამეჭყანა. ოთახში ავედი. – ლილეე! – დავუყვირე ტელეფონში – სიყვარული ამიხსნა! – რაა? არიიის! – იკივლა და სიცილი დაიწყო. ყველაფერი მოვუყევი. – როდემდე უნდა აწვალო? – მკითხა. – როდემდეც გავძლებ. – გამეცინა. მაკოსაც დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი. დაბლა ჩამოსულს გოგონები ქვევით დამხვდნენ. – ბებია, მე ბიბლიოთეკაში ჩავალ რაა, წიგნები მაქვს დასაბრუნებელი. – არ დაიგვიანო იცოდე. – შეიძლება გამოგყვე? – მკითხა მარიამმა. – კი, წამოდი. – გავუღიმე და გარეთ გავედით. ცოტა ხანში მარიამმა ლაპარაკი დაიწყო. – იცი, ჩემს ძმას ძალიან უყვარხარ. გამეცინა. – არ ვხუმრობ, მართლა. – გაუკვირდა. – ვიცი. – ღიმილით ვუთხარი. – იცი?! – დღეს მითხრა, სანამ მოვიდოდით. – ანუ ჩემი მომავალი რძალი ხარ? ღმერთო მადლობა! – მომეხვია მარიამი. – პასუხი არ გამიცია. – გავუღიმე. – აი თურმე რატომ იყო ცხვირჩამოშვებული დღეს! – გაიცინა. – შენ თუ უარს ეტყვი და ვიღაც ჯოჯოს მოათრევს სახლში, იცოდე, ჯერ შენ მოგკლავ, მერე ჩემს ძმას და ბოლოს თავს მოვიკლავ! ავხარხარდი. – ოღონდ გთხოვ, არავის არაფერი უთხრა, ჯერ არ მინდა რომ ვინმემ გაიგოს. – სიტყვას გაძლევ. შენ ოღონდ დათანხმდი! – ბოლო სიტყვები ჩაიბუტბუტა. 21:00 მათე სახლში არ მოსულა. გოგონები კინოს უყურებენ. მარიამი ჩემს გვერდით ზის და მკლავზე მეხუტება. ცოტა ხანში კარი იღება და მათე შემოდის. – სად იყავი მათე? ვინერვიულე! – ნანა მივარდა და მოეხვია. – ნანა, ცოცხალი ვარ, არაფერი მჭირს. – მშრალად თქვა. – მოდი, ჭამე რამე! – არ მშია, დავიძინებ მე, ცოტა დაღლილი ვარ. – თქვა და ზევით ავიდა. 24:00 დასაძინებლად წავედით. ბოლოს, როცა ყველანაირი ხმაური მიწყდა, ავდექი, დერეფანში გავედი და მათეს კარზე მივუკაკუნე. – ვინ არის? – იკითხა. შიგნით შევედი და კარი უხმაუროდ დავკეტე. – თებეა, რას აკეთებ? – მკითხა. – ჩუმად, ახლა მე ვილაპარაკებ. – ვუთხარი და საწოლზე დავჯექი. – იმის სათქმელად მოვედი, რომ დღეს რაღაც შეცდომა დავუშვი. – რა შეცდომა? – მკითხა მათემ და ლოგინზე წამოჯდა. – იმ ერთ პროცენტს ორი ნული დავაკელი. მათე გაქვავდა. – მეც მიყვარხარ, მათე. კარგა ხანს მიყურა. – სწორად გავიგე რაც თქვი? არ მომესმა ხო? თავი გავაქნიე. – ანუ გიყვარვარ? – გვერდით მომიჯდა. თავი დავუქნიე. – მორჩა ჩემი წამება! – თქვა და ჩამეხუტა. – ძააალიან, ძალიან მიყვარხარ. – ვუთხარი და მეც ავეკარი. – ჭკვიანი ნიბლია ხარ! – მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. 21 ივლისი, 08:00 დილით, როცა თვალს ვახელ თავი სიზმარში მგონია. უბრალოდ გავაცნობიერე, რომ შეყვარებული მყავს. დაბლა ჩავედი. სადღაც მიდიოდნენ. – დილა მშვიდობისა. – ვთქვი სახეგაბრწყინებულმა. – ოჰო, კარგ ხასიათზე ხარ თურმე! ძალიან კარგი! – ნანამ გამიღიმა. – მიდიხართ სადმე? – ვკითხე. – ხო, ჯერ მუზეუმში წავიყვანთ ქეთის, მერე კი გავისეირნებთ სადმე. ხომ წამოხვალ? – მოდი, ბებია წაიყვანეთ რა, მე სახლს მივხედავ. – გავუღიმე. – ბებია ისედაც მიგვყავს, მათე მოდის თუ არა ეს არ ვიცი. – სად მიდიხართ? – კიბეზე მათე ჩამოვიდა. – სასეირნოდ დედა, წამოხვალ? – არა. – უხალისოდ თქვა. – რატომ? ავად ხარ? – თავი მტკივა ცოტა. – თქვა მათემ და ჩუმად თვალი ჩამიკრა. – წამალს მოგიტან. – თქვა ნანამ და გასვლა დააპირა, მაგრამ მათემ არ აცალა: – გამივლის თავისით. – წავედით ნანა, ბებია სადაა? – შემოვიდა ლევანი. – აქ ვარ! – ჩამოირბინა კიბეებზე ლორეტამ. – ბებო, ჭკვიანად იყავით და ერთმანეთი არ დახოცოთ რაა, იქნება და გაუგოთ ერთმანეთს, ილაპარაკეთ. – დაგვარიგა ბებიამ. – მმ, ვეცდები. – ვთქვი. – ჭკვიანად! – დაიძახა ნანამ და გარეთ გავიდნენ. ეზომდე გავაცილე და როცა მანქანა დაიძრა, სახლში შევედი. – ჩემი ნიბლია ჩემთან! – დაიძახა მათემ და მომეხვია. – არ მჯერა, იცი? – მითხრა ცოტა ხნის შემდეგ. – რა არ გჯერა? – ასე მაგრად რომ გიხუტებ და შენი პწკენის სურვილი რომ არ მიჩნდება! – გამიღმა. – არ გაბედო და არ მიპწკინო! მაინც მიპწკინა. – მეტკინა! – ვიკივლე. – იმიტო გიპწკინე, რომ გეტკინოს. – გაეცინა. გარეთ გავედი და ჰამაკში ჩავჯექი. მალე მათეც გამოვიდა და გვერდზე მომიჯდა. – შენს მშობლებს არ ვიცნობ... – თქვა მათემ და მიმიხუტა. – არც მე. – გამეღიმა. გაკვირვებულმა შემომხედა. – დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა, მამას თურმე ამდენი წლის განმავლობაში არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ვცხოვორბ. – მომიყევი ყველაფერი. – მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, როცა თერთმეტი წლის ვიყავი და სვანეთიდან წამიყვანა, რადგან შვილი არ უჩნდებოდათ და ალბათ სუვენირად ვუნდოდი. ან თავის ცოლს აჩვენებდა, თუ როგორი მზრუნველი მამა იყო. მართალია, არაფერი მაკლდა, მაგრამ დროდადრო ვგრძნობდი, როგორი ზიზღით მიყურებდა დედინაცვალი და როგორი მობეზრებული ხმით მელაპარაკებოდა მამაჩემი. წელს უნივერსიტეტი დავამთავრე და სვანეთში გადავწყვიტე წამოსვლა. მამას არ უნდოდა ჩემი გამოშვება. შარშან დარჩენა მაიძულა, ამიტომ ბებია ვერ ვნახე. წელსაც იგივეს მიპირებდა, მაგრამ ბარგი ჩავალაგე და გამოვუცხადე მივდივარმეთქი. – მერე? – მერე ის, რომ მითხრა: თუ ფეხს გაადგამ, იცოდე ჩემი შვილი აღარ იქნებიო. შენ ისე არასდროს მომქცევიხარ, თავი შენ შვილად რომ მეგრძნოთქო – ვუთხარი და იმის მერე აქ ვარ. – გავუღიმე. – ჭკვიანი ნიბლია ხარ! – მათემ მაგრამ მომხვია ხელები. ჩემმა მობილურმა დარეკა. – აჰა, ლილე მირეკავს, აინტერესებს უკვე მთხოვე თუ არა ხელი. მათემ გაიცინა. – დამალაპარაკე რაა. – თქვა და ყურმილი აიღო. – თებეა, რატომ არ დამირეკე, მომიყევი ახლავე ყველაფერი! – იყვირა ყურმილში – მათეს რა უთხარი? – როგორ ხარ ლილე? – ჰკითხა მათემ. ლილე გაშრა . – მა...თე... შენ... ხარ? – ბოლოს ხმა ამოიღო. – კი, მე ვარ. – თებეა სადაა? – ჩემოდანი უნდა ამოალაგოს, საძინებელშია. – რა? – შენთვის არ უთქვამს? – მათემ თვალი ჩამიკრა. – რა უნდა... ეთქვა? – მოვიტაცე წუხელ. – თქვა მათემ. სიცილი დავიწყე. – რა... ქენი? – მოვიტაცე. – დამალაპარაკე! ახლავე! – თებეას ხმა გაუმკაცრდა. მათემ ტელეფონი გამომიწოდა. პირზე ხელი ავიფარე სიცილის შესაკავებლად. – ლილეე! – ვთქვი ტელეფონში სიცილით, მაგრამ პირზე აფარებული ხელი ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებდა. – თებეა, ტირიხარ? – იყვირა ტელეფონში. – ხოო. – შენ რა, არ გინდოდა გაყოლა? – მკითხა. – გაყოლა რომ მდომოდა თავს მოვატაცინებდი? – ამოვიღნავლე. – ახლავე პოლიციაში ვრეკავ! – იკივლა. – სკაიპში დამელაპარაკე რაა! – ვუთხარი. – მაგის საშუალება გაქვს? – მკითხა. – კი, ხუთ წუთში ჩავრთავ. ტელეფონი გავთიშე,ზევით ავირბინე და ნოუთბუქი ჩამოვიტანე. – რამდენს ვიცინებ ახლა ლილეს სახეზე! – თქვა ნეტარებით მათემ. სკაიპი ჩავრთეთ. – ლილე! – ხელი დავუქნიე გაღიმებულმა. მათემაც იგივე გააკეთა. გაკვირვებულმა შემოგვხედა. – წეღან შენ არ ღნაოდი მომიტაცესო, თუ სხვაგან მოვხვდი? – გაოცებული იყო. – გეხუმრეთ. – მათემ გაიცინა. მოკლედ, ლილემ ისეთი დღე გვაყარა, ჯობია აქ არ დავწერო. შუაღამემდე არავინ მოსულა. ჩვენ ფილმი ჩავრთეთ და ყურება დავიწყეთ. – მეძინება. – დავიწუწუნე. მათე დივანზე გაშოტილიყო, მე კიდევ მის გვერდით ვიჯექი. – მოდი დაწექი ჩემთან. – თავისკენ მიმწია. ერთმანეთში გადახლართულები ვუყურებდით ფილმს. ბოლოს ჩამეძინა. – ვაიმე დედა! – მაღვიძებს ვიღაცის კივილი. მგონი ნანაა. მე და მათე ერთდროულად წამოვხტით. – რა ხდება აქ? – იკითხა ნანამ. შუბლზე ხელი დავიდე და თვალები დავხუჭე. – მშვიდობაა. – მათე გაეკრიჭა. – თებეა, რა ხდება? – მე მომახტა ნანა. ენა დამება. – ჩვენ... მე... – რა არ შეიძლება ჩემი შეყვარებულის გვერდით დავიძინო?! რამეს ვაშავებ? – თქვა ძალიან მშვიდად მათემ. ყველამ გაოცებულებმა შემოგვხედეს. – რა თქვი დედა? – ნანამ ხმა ძლივს დაიბრუნა. – ჩვენ შეყვარებულები ვართ! – გაიმეორა. – არ მატყუებ ხო? – საცოდავდ შეხედა. მათემ თავი გააქნია. – მოდი დედა ჩემთან! – იყვირა და ძალიან მაგრად მოეხვია. გოგონებმა კივილი ატეხეს. ბებია მე მომვარდა. – ბებია, კი მეგონე წუნია და მათხოვარი, მაგრამ შენც კარგი მაიმუნი ყოფილხარ! – მითხრა და მომეხვია. ნანამ მგონი ნეკნები აღარ დამიტოვა მთელი. – ახლა, კეთილი ინებეთ და თავი დაგვანებეთ, ჩვენ გვეძინება! ფეფე წამოდი! – მითხრა და ხელი მომკიდა. – რა დამიძახე? – ვუთხარი სიცილით, როცა კიბეებზე ავდიოდით. – აბა ნიბლია დამეძახა? – გაეცინა. ჩემს კართან გავჩერდით. – ძილინებისა. – ცხირზე მაკოცა. ჩავეხუტე. – შაყუარელი გოგო ხარ! შესაჭმელი! – გაეცინა. – შაყუარელი ვარ? – ავხარხარდი. – წავედი, თორემ აქვე ჩავიკეცები და მერე ჩემი წათრევა მოგიწევს. – მითხრა და გემრიელად მაკოცა. 22 ივლისი, 08:30 ტელეფონმა დამირეკა. – ფეფე, მათე ვარ ჩამოდი რა დაბლა. – მითხრა და გამითიშა. მშვიდობაა? მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. – რა ხდება? – ოთახში არეულობა იყო. გოგონებს ჩემოდნები ეკავათ. – თქვენ რა, მიდიხართ? – ვკითხე და გაკვირვებულმა შევხედე მათეს. – წამოდი, რაღაც უნდა გითხრა. – მათემ ტყემლის ხესთან მიმიყვანა. – მომისმინე. ჩემები დღეს მიდიან და ეს ახლა მარტო გავიგე. ძალიან არ მინდა შენი დატოვება, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ. თბილისში ბინა გაგვიძარცვეს. – თქვა და ამოიოხრა. – რა? როდის? რანაირად? – ვიკივლე. – ამას მნიშვნელობა არ აქვს, მინდა აქ გითხრა რაღაც. მუხლზე დაეცა. – თებეა, ცოლად გამომყვები? ყველაფერს ველოდი და ამას არა. – მათე მე... – თვალზე ცრემლი მომადგა. – უბრალოდ თქვი კი, ან არა. – მათე... – ბეჭედი არ მაქვს, მაგრამ თბილისში რომ ჩავალთ იქ დაგნიშნავ. – გამიღიმა. – ფეხზე ადექი. – ვუთხარი. გაოცებული იყო. ფეხზე წამოდგა. – მათე, – ვტიროდი – ძალიან, ძალიან მიყვარხარ! ვგიჟდები შენზე! ეს სიტყვებიც არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მე ვგრძნობ! მაგრამ... მაგრამ... ჯერ ოჯახის შექმნისთვის მზად არ ვარ, ბებიას ვერ დავტოვებ... – ბებიასაც წავიყვანთ... – ხომ იცი, რომ ვერ წავიყვანთ... უბრალოდ – შევტრიალდი – მზად არ ვარ! პატარა ბავშვივით ვბღაოდი. ბოლოს მათეს გავხედე. გაქვავებული იდგა. – ანუ მზად არ ხარ? – მკითხა ისე, რომ არც კი შემოუხედავს. თავი გავაქნიე. მომიახლოვდა და ცრემლები მომწმინდა. – მე შენ დაგელოდები. ძალიან დიდ ხანს დაგელოდები. – მითხრა და ტუჩებში მაკოცა. ერთი წლის შემდეგ: თბილისში აღარ დავბრუნებულვარ. არც მამაჩემის შესახებ გამიგია რამე. ზამთარი ვაჟა ბაბუასთან გავატარეთ მულახში. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაგვინახეს. რათქმაუნდა მაკომ ჩემი და მათეს ამბავი იცოდა, მაგრამ არაფერს მეკითხებოდა, რადგან ამ საკითხზე მეთვითონ არ მინდოდა საუბარი. მათე წავიდა. წავიდა და წავიდა... აღარც დაურეკია, აღარც მოვუკითხივარ და არაფერი. არც გოგონები მეხმიანებოდნენ. მართალია, მათეს მე ვუთხარი მზად არ ვართქო, მაგრამ მან ხომ მითხრა, რომ დამელოდებოდა? იქნებ და მელოდება? მე ისევ ძველებურად მიყვარს. ლილე თბილისშია. მუშაობა დაიწყო და ჩემი საქციელი მოიწონა, როცა მათეზე ვუთხარი. მაკომ კი მითხრა უნდა გაჰყოლოდი, არც შენ დაიტანჯებოდი და არც ბებიას დატანჯავდიო. ბებია მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა ხასიათზე, რაც ვაჟა ბაბუასთან ამოვედით. ჩემსავით განიცდიდა ყველაფერს. ახლა ივლისია. ჩვენ ისევ მესტიაში ვართ, ბებიას სახლში. ყველაფერი „კარგად“ მიდიოდა იმ დღემდე: 15 ივლისი, 17:00 სახლში ბებიამ შემოირბინა. დაფეთებული იყო. – თებეა... ის მოვიდა... – ვინ „ის“ ბებია? – მათე მოვიდა... გავქვავდი. მერე გონს მოვედი და გარეთ გავვარდი. – თებეა! – მათე კართან იდგა. რამდენი ღამე ვნატრობდი ეს ხმა გამეგონა! რამდენი უძილო ღამე! და ახლა?! – მათე?! – თებეა, რატომ თხოვდები? – მკითხა. გაოცებულმა შევხედე. – მათე... – თებეა, – შემაწყვეტინა – მანახე ის ბიჭი, რომელშიც გამცვალე და მერე წავალ! უბრალოდ ის ბიჭი მანახე და მორჩა. – მათე რა... – მანახე! – უკვე მიღრიალა. – ნორმალური ხარ? – ვერც მე ვერ მოვითმინე. – სად არის? მანახე! – იყვირა და ოთახებში სირბილი დაიწყო. – მომისმინე! – დავუყვირე – გაგიჟდი? ვინ გითხრა ეს? – ვინ მითხრა? მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს? – დამიყვირა. – დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტყუილია! – ვიკივლე. მათე გაშრა. მერე ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა. – მომატყუე? – ჰკითხა. – ... – ლილე, მომატყუე? – დაიყვირა მათემ. ლილე?! – მოგატყუე! მიდი ახლა და დაელაპარაკე! – იმხელა ხმაზე იკივლა ლილემ მეც კი გავიგონე. მათემ ტელეფონი გათიშა და დივანზე დაჯდა. – მაპატიე... – დაიჩურჩულა. – ყველაფერი რიგზეა. – რატომ არ მირეკავდი? – მითხრა უცებ. – შენთვითონ რატომ არ მირეკავდი? – მე ვიცდიდი თებეა, შენ გელოდებოდი. – ამომხედა. – მე მელოდებოდი? ჩემგან ელოდი ნაბიჯს? ხომ იცოდი, რომ მე ვერ დაგირეკავდი?! – რატომ, ქალური სიამაყე შეგელახებოდა?! – მიყვირა. – შენც შეგეძლო კაცური თავმოყვარეობისთვის გადაგებიჯებინა და მესიჯი მაინც მოგეწერა! – თვალები ცრემლებით ამევსო. – თებეა, მე შენ გელოდებოდი! გვერდით მივუჯექი. – მე მეგონა... დამივიწყე... – ვთქვი და ცრემლები ვეღარ შევაკავე. – რა? – გაცოფებული სახით შემომხედა მათემ. თავი ხელებში ჩავრგე. – შენ გეგონა მე დამავიწყდი? ასე მიცნობ? ესაა შენი სიყვარული? – გაჩუმდი! – ვიყვირე. თავი გააქნია. ბოლოს დავწყნარდი. – ყოველ 15 ივლისს მატირებ. – გამეღიმა. მათემ შემომხედა. – წინა წელსაც შენ ამატირე, ბებიაზე რომ მაეჭვიანე! გაეღიმა. – დღეს იცი რა დღეა? – ვკითხე. თავი გადააქნია. – ჩვენი გაცნობის საშინელი დღე. – გამეცინა. – ერთი ნახვით შეყვარების დღე. – გაეღიმა მათესაც. უცებ ჩემს წინ დაიჩოქა: – მინდა ეს დღე ჩემი შემოთავაზებით დავაგვირგვინო. – გამიღიმა და ბეჭედი ამოიღო. – ცოლად გამომყვები? – მკითხა და ცოტა ხანში ირონიულად დაამატა – იმედია მზად ხარ. თვალები დავხუჭე და თავი გადავაქნიე. – თანახმა ვარ. – ვუთხარი მათეს და მაგრად მოვეხვიე. ––––––––– 15 ივლისს შეიძლება ასეთები მოხდეს და ზოგი 15 აგვისტოს ელოდება >_< :D თქვენი coco girl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.