შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

M.I (თავი მეთორმეტე)


30-07-2016, 04:04
ავტორი სატი
ნანახია 1 905

მარიმ თვალით ანიშნა გამოდიო, არ უნდოდა გაეღვიძებინა ირაკლი მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-რა ხდება
-არ ვიცი, შენ გასაღვიძებლად შემოვედი და კატო შარვალში იქექებოდა.
-კატოს სიგარეტი უნდოდა და მე ვუთხარი ამოიღე თქო და ეხლა თუ შეიძლება ყველა გაეტიეთ ოთახიდან.
მარიმ არაფერი არ შეიმჩნია, ისიც დაავიწყდა რისთვის შევიდა ოთახში. ჩვეულებრივად გავიდა ოთახიდან.
-ცუდი იდეა იყო კატოს წამოყვანაც, მითუმეტეს როცა მარის გონია რო კატო მე წამოვიყვანე.(საბა)
-კატომ გაიგო რო მივდიოდი და სხვა რა გზა მქონდა,რამეს გააკეთებს და იცის რაც მოხდება არც ზედმეტს იტყვის და საბა დამანებე ცოტახანი თავი.
***
მარი,ნუცა და ტრეზორა სანაპიროზე გავიდნენ. მარის შავი მოკლე შორტი, თეთრი ტოპი და კეტები ეცვა, ზღვაში ჩასვლას არ აპირებდა. ნუცას ბიკინი ეცვა და ჩასვლისთანავე ზღვაში შევიდა.
-რატო არ ჩადიხარ ზღვაში
-რავი, არ მინდა
-დაჩიმ მიხედეო, წეღან დამირეკა კიდე ერთი დღე რჩებაო.
-ხო, მე ვთხოვე. რეზი სად არი
-შეყვარებულთან ერთად. შენ გყავს?-ტრეზორამ არ შეიმჩნია რომ დაჩიმ თხოვა ამის გაგება
-ტრეზორა, დიდიხანია მიცნობ და იცი რო არ გეტყვი რადგან მერე შენ გინდა თუ არა მოგიწევს უთხრა დაჩის.
-ანუ გყავს.-ტრეზორას გაეღიმა-ირაკლისთან ფრთხილად ჩემი ძმაკაცია და ვიცი რამდენიც ყავდა.
-საიდან მიხვდი?
-არ ვეტყვი დაჩის, არც არაფერი მაქ სათქმელი რაღაცას ხვდება მაგრამ არ ამბობს.
-ირაკლის იცნობს, მაგრამ გონია რომ ნუცას შეყვარებულია. ბაკურიანში მომაკითხა და მაშინ ნახა პირველად.
-საშა არ ჩამოვა?
-არა მგონია.
მარიმ სიგარეტის ღერი ამოიღო და დაიწყო მოწევა.
-აააა, კითხვა არ იცი? +18 აწერია და შენ 17ის ხარ...და 18ის მერეც დიდიხანი არ მოწევ, დიდიხანი კი არა საერთოდ არასდროს.
მარიმ არც მოუსმინა, დაჩის ყველა ძმაკაცი ძმასავით ექცეოდა. ტრეზორა საშასავით ბავშვობიდან მათთან ერთად იყო ყოველ ზაფხულს. უცებ ტრეზორამ მარი ხელში აიტაცა და ტანსაცმლიანად ზღვაში შეაგდო, წყალს ასხამდა.
-ტრეზორა!!! მოგკლავ
-თუ ადგები...-ტრეზორა ხარხარებდა
მარი წამოდგა და ის იყო წყალი უნდა შეესხა ტრეზორასთვის ისევ ფეხი გაუცურდა და წყალში ჩავარდა, ნუცაც ტრეზორასთან ერთად ხარხარებდა. მარიმ ფეხი ცუდად დაარტყა და ვერ დგებოდა, ამ დროს უკნიდან მარიმ იგრძნო შეხება, ირაკლიმ ხელში აიყვანა და ნაპირზე გაიყვანა. ტრეზორა გაყვა.
-რა გჭირს(ტრეზორა)
-ფეხი ცუდად გადამიბრუნდა არაფერი ისეთი.
-რატო არ მითხარი ზღვაზე რო ჩამოდიოდი!-ირაკლი თან გაბრაზებული და თან ოდნავ შეშინებული სახით იყურებოდა.
-გეძინა.
-აღარ წახვალ არსად ჩემ გარეშე სულელო.
-ტრეზორ მე ამას ავიყვან ზემოთ.
მარი ადგა და ირაკლისთან ერთად ზემოთ ავიდა.
-ტრეზორამ ჩემზე იცის, დაჩიც ხვდება რაღაცას სერიოზულად დამერხევა რო გაიგოს რო მოვატყუე.
-დაწყნარდი, არ გაიგებს. გტკივა?
-არა, ცოტა.
-რა ცოტა? ფეხს ვერ ადგამ, ნაღრძობი გაქ ალბათ. ანუ მთელი დღე უნდა იწვე და გააკეთო ყველაფერი რასაც გეტყვი-ირაკლიმ ბოროტულად გაიღიმა. ავიდნენ სახლში, მისაღებში იჯდნენ კატო და საბა ორივე ჩილიმს ეწეოდა.
-ჩემი ჩილიმი,მეც მინდა
-ჯერ ლოგინში
-რა ჭირს-საბამ ჩილიმი დადო და მარისთან მივიდა
-ფეხი ცუდად გადაუბრუნდა-ირაკლიმ ხელში აიყვანა და თავის ოთახში აიყვანა. დააწვინა ლოგინში, თხელი საბანი გადდაფარა და ჩავიდა საჭმლის ამოსატანად, მარის დრო ეყო და ირაკლის მალბოროს კოლოფიდან ერთი ცალი სიგარეტი ამოიღო. მალევე მოუკიდა და დაიწყო მოწევა, როგორც კი კიბეებზე გაიგო ხმა, ჩაწვა. ოთახში რეზი შემოვიდა.
-შენი მეორე სახელი ხიფათა.
-რეზიი.
-სიგარეტის ფერფლი საწოლზე გაქ, ბატო წესიერად მაინც დამალე.
რეზი ჩაეხუტა. ამ დროს ირაკლი ხელში სუპით შევიდა. მარიმ თვალით ანიშნა რეზის გადიო ისიც ასე მოიქცა. ირაკლი ჩამოჯდა საწოლზე და გვერდით სუპი დაიდო.
-არ არსებობს, გთხოვ ოღონდ ეს არაა.
-გაიხსენე რა დამპირდი-ირაკლი კვდებოდა სიცილით-ხელით გაჭმევ თუ დამჭირდება
-არ მინდა, არანაირად არ შევჭამ სხვა რაც გინდა მთხოვე.
-კაი, მიდი რა ტრეზორამ მითხრა არაფერი უჭამია რაც ჩამოვიდაო.
-გთხოვ.
-კაი გავიგე, ხელები რატო გიკანკალებს.
-მცივა, აუ თავიც მტკივა
-ა, თერმომეტრს მოვძებნი
-ლურჯ ჩანთაში მიდის ინჰალატორთან ერთად წამლები და თერმომეტრი
ირაკლი ადგა, სუპი მაგიდაზე დადო და კარადასთან მივიდა. გახსნა ჩანთა და დაინახა უამრავი წამალი, ამპულა, კოლოფი. გაეცინა მარის ფაქტიურად სამედიცინო ჩანთა დაქონდა. ამოიღო თერმომეტრი და სიცხე გაუზომა, 38.5 ჰქონდა.
-სიცხის დამწევი ან რამე გაქ?
-არ ვიცი, სანდროს დავურეკავ და ვკითხავ რა ვქნა.
მარიმ სანდროს დაურეკა.
-სანდრო სიცხე მაქ მაღალი 39 და რა ვქნა?
-ყოჩაღ ზღვაზე როგორ მოახერხე, ირაკლი მანდ არი?
-ხო
-დამალაპარაკე შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
-არ არსებობს, შენ რაღაც უჟასებს ეტყვი და არ მაწყობს უბრალოდ მითხარი რა დავლიო.
-არა, მარიამ სანამ დაჩი ჩამოვიდა მანდ დამალაპარაკე.
ირაკლი დაელაპარაკა სანდროს, უთხრა რომ მარის ცხელი სუპი და ბოსტნეული უნდა ეჭამა, სიცხის დამწევიც მიეცა. გათიშა აიღო წამალი და დაალევინა, შემდეგ ისევ ის სუპი აიღო.
-აბა მიდი, სანდრომ დაჩის ჩამოვიყვან თუ არ გააკეთებს იმას რასაც ეტყვიო და რაც საჭიროა.
მარიმ გამოართვა თეფში და დაიწყო ჭამა. მალე დაამთავრა, იმდენად დაღლილი იყო რომ ვერც შეამჩნია ირაკლის ლაპარაკში რომ ჩაეძინა, მან გადააფარა საბანი, ფარდები გადაწია და ჩავიდა დანარჩენებთან. რეზი, ტრეზორა, კატო, საბა და ნუცა იჯდნენ და ჩილიმს ეწეოდნენ.
-რა ჭირს მარის?(საბა)
-სიცხე აქ და ფეხი ნაღრძობი.
-ავალ ვნახავ(საბა)
-არა ძინავს.
-რა უქენით ჩემ დაქალს(ნუცა)
-ნუციკო გპირდები საიმედო ხელებშია.
-საიმედო ხელში იქნება სანდროსთან.(ნუცა)
-ხო, ნუციკოს უყვარს როცა სანდროსთან უწევს ლაპარაკი.(ტრეზორა)
ნუცა გაშეშდა. გული გაუსკდა რო იფიქრა რომ მთელმა მისმა საძმაკაცომ იცოდა უკვე ფაქტიურად.
-შენ... საიდან...
-ტრეზორამ ყველაფერი იცის. ვერაფერს დამიმალავთ სადაც ირაკლიმ ვერ დამალა რომ ეგ და მარი ერთად არიან იქაც შენ ვერ შეინახავ საიდუმლოდ იმას რო სანდრო გევასება სიგიჟემდე თან ბავშვობიდან.
-კაი ყოჩაღ, ათიანი.-ნუცა გადაჯდა სხვა სავარძელზე და ზურგი შეაქცია.
-ნუცი რაზე მიბრაზდები.-ტრეზორა გადაჯდა და ჩაეხუტა, ნუცამაც არ გააჩერა პირიქით.
-კატო, რამე ხო არ გინდა.(ირაკლი)
-არა, მე უნდა წავიდე ჩემი ძმაკაცი მელოდება.
-რომელი ძმაკაცი(საბა)
-არ იცნობთ. ნიკა ქვია, პაკაა.
კატო წავიდა.
-და ფეხზე კიდია? იქნებ ვისთან მიდის(საბა)
-ჩემი შეყვარებული ხომ არ არის.
-იკა, ნუ ექცევი ესე. ბევრი გადაიტანა ამ გოგომ.(ტრეზორა)
-როგორ ვექცევი, მარის არ სიამოვნებს როცა ამ გოგოსთან მხედავს და რა ჯინაზე მაინც გავეკიდო? თავს არ მოვაკვლევინებ მაგრამ 2წლის ბავშვივით ყველგან ვერ გავეკიდები, თუ ესე ძაან გინდა მიხედე. მე სანაპიროზე გავალ, რაც არ უნდა მოხდეს მარის ადგომის უფლება არ მიცე საბა. ტრეზორ, წამო რა სადმე ბარში.
-ნუცი წამო შენც.
სამივე წავიდნენ. საბამ სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო. საბას კატო დასავით უყვარდა თავიდანვე მისი საუკეთესო მეგობარი იყო და როგორც ტრეზორა მარის ისიც ისე ექცეოდა კატოს სანამ ირაკლი არ გაიცნო იმის მერე კატოს ირაკლის გარდა სალაპარაკო თემა არ ჰქონდა, საბას არ ასვენებდა სანამ მასთან არ წაიყვანდა. კატო და ირაკლის ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, კატოსთვის ვინმეს ზედაც რომ შეეხედა ან რამე მაინც დავარდნოდათ მასთან ახლოს ირაკლის შეიძლება ის მოეკლა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა იმის მერე რაც კატო ავარიაში მოყვა. ირაკლის ის უყვარდა მაგრამ 1თვე საავადმყოფოში უაზროდ ყოფნამ სულ შეცვალა. კატოს რომც გაეღვიძა, მას რეაბილიტაციის ყველაზე ხანგრძლივი კურსი დასჭირდებოდა და ამასაც ვერ გაძლებდა. იმის მერე აღარ დადიოდა ისე ხშირად მასთან, არც დეპრესიაში ჩავარდნილა და არც ლოთი არ გამხდარა. მხოლოდ თავს დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო რომ კატო იმ დღეს გაუშვა მანქანით, ვიღაც ბიჭთან ერთად. ამდენ ფიქრში საბას სულ გადაავიწყდა მარი რომ ავად იყო და მისთვის სიარული არ შეიძლებოდა და ზუსტად ამ დროს ის სამზარეულოში ჩავიდა და სიგარეტს ეძებდა რადგან მისი ირაკლიმ წაიღო. საბამ როგორც კი დაინახა, გიჟივით გაიქცა მისკენ და დასვა.
-ირაკლი მომკლავს მალე ზევით უნდა ავიდეთ.
-სიგარეტი წამართვა.
-მე მოგცემ ოღონდ ეხლა უნდა ამომყვე ზემოთ.
საბამ აიყვანა ხელში და ირაკლის ოთახში საწოლზე დააწვინა, აიღო სიგარეტის ღერი და მარის მისცა.
-როგორ ხარ
-ეხლა უკეთესად
-დაჩის ელაპარაკე?
-არა, მაგან რო გაიგოს გიჟივით გამოვარდება აქ და ჩამიყვანს ალბათ გლანდების ბრალია არ ამომიჭრია.
-კაი.
2საათი საბამ და მარიმ ფილმის ყურებაში გაატარეს, შემდეგ ირაკლი მოვიდა და საბა ქვემოთ ჩავიდა.
-როგორ ხარ ჩემო სიცოცხლე
-აუ რავი ძაან მცხელა.
ირაკლიმ აკოცა და ზუსტად ამ მომენტში ოთახის კარი გაიღო და შიგნით შემოვიდა...



№1  offline წევრი isterichka123

ვაიმე მაგარია გააგრძელე

 


ძალიან მომწონს, ძალიან საყვარლები არიან ნუცა და სანდრო, ასე გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent