შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბორბალი (თავი 3)


30-07-2016, 23:05
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 335

-რას?-ვაშტერებ თვალებს და ამ დროს ნინა გამოდის,თვალებს იფშვნეტს და გვერდით მიჯდება,პლედს მაფარებს და თავს კალთაში მიდებს.
-არ მეძინება..-ამბობს და უკმაყოფილოდ უყურებს ცეცხლს.
-ელე...
-ჩუ..იძინებს-ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიმაქვს და ვუღიმი დაჩის,რომელიც საშინლად ხურს,ფეხზე დგება და ხელებს ჯიბეში იწყობს.
-გავისეირნებ რა.
-ჰო,მიდი..-არც ვუყურებ,ისე ვპასუხობ და თავს ნინას ვადებ,რომელსაც თვალები დახუჭული აქვს და უხეშად სუნთქავს.ნინასთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს,ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია,ვერც კი წარმომიდგენია მის გარეშე ჩემი ცხოვრება.ალბათ ამ გოგოს გარეშე ყველაფერი უფერული იქნებოდა.ის ძალიან სხვანაირია,გგონია,აფერადებს ცხოვრებას.

თვალებს ძლივს ვახელ.ცხელა...ძალიან ცხელა,ალბათ ეს რომ არა,არც გამეღვიძებოდა,მე ხომ ძალიან ტკბილად მეძინა,ზედმეტად ტკბილადაც კი..ზემოთ ვიწევი ოდნავ და ცას ვუყურებ,ეს საოცარი ინსტიქტია,პირდაპირ ცას უყურებ,როცა იღვიძებ.უცნაურია არა,თითქოს სიზმრისთვის მადლობას ვეუბნები ღმერთს.
მახსენდება წლების წინანდელი ამბავი,როცა სკოლის მასწავლებელმა მითხრა,ჩიტი,როცა წყალს სვამს,ზემოთ იხედება მადლობის ნიშნადო.მეცინება,მაშინ როგორ მეწყინა ეს,ახლა კი ღიმილით ვიხსენებ.ირიბად უყვარდა საუბარი მას,უცნაური ქალი იყო,როგორც მახსენდება.
-გაიღვიძე? იცი,რამდენ ხანს გეძინა?-იცინის ნინა და თან რაღაცას უშნოდ კბეჩს.
-იცი,რას ვიხენებდით?-იხედება ლუკა და სასტიკად იცინის.ეს უკვე ზედმეტია.
-რას?
-იმ დღეს,როცა სახლში ნამტირალევი მოხვედი,იმ ბავშვმა,რომელიც იმ მერხზე იჯდა მაწყენინაო...ესეც მესმის,აი,რას ნიშნავს,როცა ბავშვობის მეგობარი გყავს,აი,რას!

დასვენება მშვენივრად მიდის,ერთ კვირაში თბილისში ვბრუნდებით ახალი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი.მოგზაურობამ თითქოს,თითქოს კი არა,მართლა შეგვივსო ჩვენი სულის ნაწილი.ეს ყველამ უნდა გამოსცადოთ.
ვაღიარებ,შესანიშნავ დროს ვატარებდით და ამ დროს დავუახლოვდი დაჩის,რაც ძალიან არ მინდოდა,თუმცა არ ვნანობ,მგონი.
უცნაური გრძნობაა,როცა ჩამოდიხარ თბილისში და გული ისევ იქითკენ მიგიწევს,იმ მთებისკენ,რომლებიც სიწმინდითაა სავსე..მართლაც უცნაურია...
სახლში მისულს უცნაური გრძნობა დამეუფლა,შევედი თუ არა ჩემს ოთახში,მაშინვე თავით დავემხე საწოლზე,ბალიში ავიღე და თვალები დავხუჭე.ყოველთვის ასე ვიქცეოდი ხოლმე,როცა რაღაც „ახლის“ გადამუშავებას ვცდილობდი.ასე რომ,ეს არ იყო ჩემთვის უცნაური.
-ცხოვრება მშვენიერია,არა?-სიცილით ვკითხე საკუთარ თავს,მჩვეოდა მსგავსი კითხვები.როცა რაღაცას ნორმალურად ვერ ვააანალიზებდი,ვფიქრობდი,ვფიქრობდი ხმამათლა და ეს მეხმარებოდა.
ემოციებით სავსეს მეძინება,სასიამოვნოზე სასიამოვნოდ მძინავს,თუმცა ტელეფონის ზარი მიფრთხობს სიზმრებს,ვიბდღვერი და უკმაყოფილოდ ვიღებ ტელეფონს.ვერ ვხვდები,ვინ უნდა იყოს ასე ადრე.ნომერს არ ვუყურებ,ისე ვპასუხობ და თან თვალების გახელას ვცდილობ.
-გამარჯობათ-ოფიციალური ხმა ჩამესმის.ვინ უნდა იყოს ეს ქალი.
-გამარჯობათ.რომელი ხართ?-ნამძინარები რომ ვარ მეტყობა,ნამდვილად.
-თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტის სტუდენტი ხართ ჰო?
-დიახ,ელენე ვარ.
-შესანიშნავია.თქვენ ხვალ მიფრინავთ აშშ-ში.დაიმსახურეთ,ვინაიდან საუკეთესო სტუდენტი ბრძანდებით.
-ეს სიუპრიზია?-არ მჯერა და სარკისკენ მივდივარ,უნდა დავრწმუნდე,რომ არ ვარ სიზმარში,რომ არ მძინავს,სწორედ ამისთვის მჭირდება სარკე.ამბობენ,თუ საკუთარი თავის ანარეკლს დაინახავ,ყველაფერი რიგზეაო,თუმცა, ვერ ვხვდები რა ლოგიკაა.თუ სიზმარში ვარ,როგორ გავარჩევ ცხოველს ადამიანისგან და ჩემს თავს ნინასგან.
-ღადაობთ?-ვეკითხევი დებილური სახით,კიდევ კარგი არავინ მიყურებს.
-არა,ეს სრული ჭეშმარიტებაა-მესმის ქალის საზეიმო ხმა,ვხტები ამხელა გოგო,ტაშს ვკრავ და ისტერიულად ვიცინი.
-დიდი მადლობა-ტელეფონი ითიშება და ძირს ვარდება.ისევ სიცილი,ნინას უნდა დავურეკო,მეტ ვერაფერზე ვფიქრობ..უძლიერეს ემოციებში ვარ,მაციებს და თან მაცხელებს,ფანჯარას ვაღებ,ტელეფონს ვიღებ და რაფაზე ვჯდები.ნიავი უნდ ავიგრძნო,თორემ მოვკდები.
-აეეეეეეეეეეეე...
-რას ყვირი?
-არ ვყვირი..
-გოო,ჩუმად...რა ხდება?-ისმის ნინას ნერვიული ხმა.
-ამერიკაში მივდივარ ხვალ,გოგო...გესმის?
-ვაუ..დიდი ხნით?
-არ ვიცი..-ემოციებს ძლივს ვაკავებ და ლამისაა ძირს გადავვარდე,გინდ გადავვარდე,დიდი არაფერი,ბედნიერი მაინც მოვკვდები...ესეც ბევრ რამეს ნიშნავს.
გახარებული დავდივარ ოთახიდან ოთახში,მშობლები ჯერ არ ჩამოსულან და მარტო ვარ,ამიტომ შემიძლია ბოლო ხმაზე ვუსმინო მუსიკას ისე,რომ პრეტენზია არავინ გამოთქვას.
ყვირილი და მუსიკა...მერე რაღაც ხმაც ერწყმის,მაინც ბუნდოვნად მესმის..ვიღაცაა კარებთან,მვონი.გასაღებად მივდივარ ცეკვა-ცევით,სულ აღარ მახსოვს,რომ ტრუსისა და მაისურის გარდა არაფერი მაცვია.გარებს მაშინვე ვაღებ და განზე ვიწევი.
-ელე...-ლუკა მხვდება ხელში.
-აქ რა გინდა?
-ახალი ფორმაა?
-არ გელოდი..-ვწუწუნებ.
-ნინამ მითხრა და..გილოცავ,ელე..-უხერხულად მეხვევა,ხელებს მხვევს ზურგზე,მე კი ხვლიკივით ვიკლაკნები,მოკლედ მაისური მაცვია და უარესად არ ამეწიოს-მეთქი.
-მადლობა,მადლობაა..ვიშორებ ლუკას ხელებს და კარებს ვკიდებ ხელს.
-ძალიან ცხელა...-სახლში დაუკითხავად შემოდის და დივანზე იშხლართება.მას მხოლოდ მეგობრად აღვიქვამ,მეტი არც არასდროს გვექნება,ძმასავით ვუყურებ,თორემ ამდენის ნებას როდი მივცემდი.
-ჩავიცვვამ შორტს,თორემ დაჩიმ რომ დამინახოს,დაგვცროლავს ორივეს..-ამაზე ორივე ისტერიული სიცილი გვივარდება,შემდეგ გავდივარ ჩემს ოთახში,ჯინსის შორტს ვიცვამ და ლუკასთან ვბრუნდები.
საღამოს ერთად ვატარებთ,პიცას ვუკვეთავთ და ბავშვობის მოგონებებს ვიხსენებთ,რაშიც წითელი ღვინოც გვეხმარება.ვსაუბრობთ და დრო ძალიან მალე გადის,ვერ ვხვდებით ისე ვაცარიელებთ ღვინის ბოთლს.
-დაბნელდა..-ვფხიზლდები და ფეხზე ვდგები,ცოტა არ იყოს ვგრძნობ სასმელის მოკიდებას.ლუკა მახსენებს,რომ ნივთები არ ჩამილაგებია,რაზეც ვპანიკდები და არ ვიცი,რა ვქნა.
-რამდენი ხნით მივდივარ უნდა გავიგო...ან როდის გადის...სულ ყველაფერი დამავიწყდა..
-არაუშავს.დაგეხმარები-ჩემოდანის მოძებნაში მეხმარება,მე კი ეტელფონზე ვრეკავ და ბილეთების ამბავს ვაგვარებ.

-დაჩის არ დაურეკავს?-ტაქსიში ვზივარ და თან ნინას ველაპარაკები,ღამის 2 საათია,თუმცა არ ძინავს,ის ხომ დიდი ღამურაა.
-არა,რა დაჩი? აუ,როდის მიმალ..-წუწუნ-წუწუნში დრო გადის და ტაქსიც ჩერდება,გადმოვდივარ ფართხაფურთხით,ზურგჩანთას ვიკიდებ,ჩემოდანს ვაგორებ და წინ მივიწევ,ჩასხდომამდე დროა დარჩენილი,ამიტომ იქვე ვჯდები და ძირს ვაშტერდები რაღაცას.უაზროდ ვფიქრობ,რატომღაც მინდა,რომ დაჩი მოვიდეს და მგონია,რომ მოვა,თუმცა ასე არ ხდება.აცხადებენ ჩემს რეისს და იმედიც ქრება.
მგზავრობისას მძინავს,მთელი 48 საათის უძინარი ვარ,მეტის თუ არა..სხვანაირად არ შემიძლია,არც ხედი მაინტერესებს,რომელიც ფეხქვეშ მეშლება და რც არაფერი..ძილი,ძილი და მხოლოდ ძილი.
ვფიქრობ გასულ დროზე,იმ დროზე,რომელიც სვანეთში გავატარე და გულში სითბო მეღვრება,თითქოს მინდა,დავაბრუნო ის წამები,წუთები,როცა დაჩის ვუშლიდი ნერვებს,ვაწვალებდი და ვუსმენდი მის წუწუნენს.არ ვიცი რატომ,მაგრამ ვგრძნობ,რომ გული მწყდება,არ დამირეკა-მეთქი.
დროც გადის...უკვე ამერიკაში ვარ..არ მჯერა,ნიუ იორკში ხომ ყოველთვის ვოცნებობდი..ოცნენები ხდება,თუმცა მარტო ვარ,რაც არ მსიამონებს.რამდენიმე ნაცნობი სტუდენტი კია,თუმცა მეგობრების გარეშე ყველაფრის ღირებულება ნახევრდება..სამწუხარო რეალობაა,ძალიან სამწუხარო,თუმცა გართობა მაინც შეიძლება.
ძლირადღირებულ სასტუმროში ვბინავდებით...ვუყურებ ანტივარულ ავეჯს და უფრო ვრწმუნდები,თუ როგორ ფასობს სწავლა,განათლებული ადამიანი არ დაიკარგებაო,ტყუილად არაა ნათქვამი.
-ვაუ!-საწოლზე ხელებგაშლილი ვეშვები და სახის ყველა კუნთი მიღიმის,აი,სწორედ ესაა ეიფორია.
ვეწყობი,შხაპს ვიღებ,კომფორტულად ვიცვამ და ქალაქის დასათვალიერებლად მივდვართ.რამდენიმე გოგონაა,რომელთანაც ადრეც მქონია დიალოგი და ურთიერთობას ახლაც მშვენივრად ვამყარებ,ამის პრობლემა არც არასდროს მქონია.
დათვალიერება ნაყოფიერად მთავრდება,ბევრად საინტერესო რამეები ყოფილა,ვიდრე მეგობა.თავისუფლების ქანდაკება ხომ იქცევს და იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას.ეს ქანდაკება თურმე პირველად პარიზში დაუდგამთ,შემდეგ კი ნიუ-იორკში გადმოუტანიათ გემით.ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მქონია და,რომ ვიგებ,ძალიან მიკვირს,თუმცა არ გამოვხატავ.
განათებული ემპაიერიც მაოცებს,რომელიც გარკვეულ 70-იან წლებამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა.
გვიანობამდე არ მთავრდება ჩვენი მარშრუტი,შემდეგ ისევ ვუბრუნდებით ნომრებს.ჯოკერის თამაშით ვირთობთ თავს,3-4 საათისთვის მივდივარ დასაძინებლად,თავს ვდებ ბალიშზე და ფიქრებით თბილისში მივდივარ.განა ადრე ვიფიქრებდი ამას-ვყოფილიყავი ამერიკაში და მეფიქრა თბილისზე?! ალბათ იმის გამო,რაც თბილისთან მაკავშირებს,განსაკუთრებით მეგობრები და...დაჩითო მკარნახობს გონება,თუმცა ამის აღიარება არ მინდა.

სექტემბრამდე ვრჩები შტატებში,ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი ვარ,წასვლის დღესაც შესანიშნავად ვატარებ,ნინასაც ვესაუბრე რამდენჯერმე და საკმაოდ საინტერესო რამეები შევიტყვე,შეიძლება არცაა ასე,თუმცა გავერთე.ალბათ იმიტომ,რომ ძალიან მომენატრა დაქალი.
იმ ღამეს საერთოდ არ მიძინია..დრო საშინლად იწელებოდა,ძალიან იწელებოდა ისე,როგორც არასდროს,არ მეძინებოდა,ფიქრი მიშლიდა ხელს,რასაც ემატებოდა ორმაგი ყავა,რომელიც ცოტა ხნის წინ მქონდა დალეული..
საათის ხმა ისმოდა მხოლოდ,თუმცა ისიც არ მესმოდა..ძალიან,ძალიან მენატრებოდა ლუკა,ნინა,დაჩიც კი...ამ ბიჭზე ფიქრის ვუკრძალავდი თავს,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,მუდამ გონებაში მესმოდა მისი სიტყვები...მუდამ მინდოდა,რომ ჩემთან ყოფილიყო ახლოს,მუდამ მინდოდა,რომ ჩემთან ერთად დაეთვალიერებინა ნიუ-იორკი..საკუთარ თავს ვერ ვაიძულებდი მის უკუგდებას,უბრალოდ არ შემეძლო..

თვითმფრინავმა ისევ გადაიარა მთა და ზღვა...ბევრი,ბევრი იარაა....და ბოლოს მიადგა საქართველოს გულს-თბილისს...დაეშვა,როგორც იქნა,დაეშვა და ადრენალინმა იმატა..ვნერვიულობდი,საშინლად ვნერვიულობდი და ისე ველოდი შეხვედრას,რომელზეც არაერთხელ მიფიქრია..ვიცოდი,რომ დაჩი მოვიდოდა,მიუხედავად იმისა,რომ მხოლოდ რამდენიმეჯერ მომიკითხა.
გულის ცემა მატულობს...უკვე თვითმფრინავს ვშორდები.ცნობისმოყვარეობა მკლავს,თვალები დაჩის ეძებენ...
____

ბავშვებო,დაახლოებით 5 საათი ვწერდი.
მუზები აღარ მაქვს,ძალით დავწერე.ეს პირველად ხდება,საკუთარ თავს აღარ ვგავარ.
ამდენი ხანი ვერაფერს ვწერდია,ამიტომ დავაკვიანე ასე ძალიან,თუმცა თავს იმით ვიმშიდებ,რომ ნაკლები ადამიანი შემოდის და მეც მეპატიება უმუზობა...ჩემს მკითხველთა რაოდენობაც 5-ჯერ ნაკლები დარჩა საიტზე ზაფხულის გამო..

მოკლედ,ასეთ გასაჭირში ვარ..((((




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent