შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (2 თავი)


4-08-2016, 17:41
ავტორი murachashvili
ნანახია 4 996

თავი მეორე
დაღლილი, დაქანცული, თითქმის ფორთხვით მივდივარ მეტროსადგურ „მარჯანიშვილის მოედნამდე“, როგორც იქნა დღევანდელი დღეც დასრულდა, თვალებით დაცვის თანამშრომელს ვეძებ, იმედი მაქვს, ჩვეულებისამებრ ღამის გასათევს შემომთავაზებს.
- რამდენი იშოვე დღეს, ალბათ ოც ლარამდე? - საკუთარ დასმულ კითხვას თვითონვე სცემს პასუხს ვიღაც - ასე კარდაკარ მათხოვრობას, ორმოცდაათ ლარად თუ მომცემ!... - მოულოდნელად მესმის, ვიღაც უხეშად ხელზე მექაჩება და უცერემონიოდ მაბრუნებს მისკენ. აქეთ-იქით დაბნეული ვიყურები, თითქოს მიკვირს, ვერ ვხვდები რა უნდა ჩემგან, ან რა უნდა მივცე საკმაოდ ასაკიან, ღიპიან მამაკაცს.
- უკაცრავად, რა ბრძანეთ?! - თვალების ფახუნით ვეკითხები მას.
- რაო, შემოთავაზება ხომ არ გეცოტავა?! არაა პრობლემა, საკმაოდ ქორფა ჩანხარ, ჰა-ჰა ათ ლარს კიდევ დაგიმატებ!...
იმდენად ურცხვად მათვალიერებს, რომ სიბრაზისგან ვკანკალებ, ვინ ვგონივარ, მეძავი?!
- ვიღაცაში შეგეშალეთ!... - დაუფარავი ირონიითა და ზიზღით ვითავისუფლებ მისი ბინძური თითებისგან მკლავს - კახპა არ ვარ!...
- ოჰ, გამომივიდა ანგელოზი, მადლობას არ მეტყვი, რომ?!.. - ისევ უხეშად მწვდება მკლავში და ზედმეტად ახლოს მიკრავს ქონიან მკერდზე.
- წადი, შენი!... - არ ვიცი ამხელა ძალას საიდან ვპოულობ, სრულიად მოულოდნელად აკრძალულ ილეთს ვიყენებ, მამაკაცს ფეხებსშუა ვურტყამ, ტკივილისგან ცხოველივით ღმუის, ხელს მიშვებს და იკეცება. მეც დროს არ ვკარგად და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. უფრო სწორად მინდა გაქცევა, მაგრამ როგორც ყოველთვის, უიღბლოს არც ამჯერად მიმართლებს, ჩემითვე ვუვარდები ხელებში პოლიციელს, სახეში არც კი ვუყურებ ისტერიულად ვფართხალებ და ვცდილობ როგორმე დავუსხლტე.
- დამშვიდდი, გესმის? ვერაფერს დაგიშავებს, მე შენთან ვარ! - ბრძანებითი ტონით ნათქვამი მესმის და ვგრძნობ როგორ ვდუნდები, უნებურად ვემორჩილები უცნობს. არ მინდა, მაგრამ მისგან წამოსული თამბაქოსა და სუნამოს სურნელი ცხვირში მიღიტინებს და ვერ ვხვდები რა მემართება, ნელ-ნელა თავს ვწევ, ქვემოდან ზევით შევცქერი თითქმის ერთი თავით მაღალ, პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს და სუნთქვა მეკვრის, როცა შუბლშეკრულ ჩემს დაცვის თანამშრომელს ვხედავ. გული სიხარულით მევსება, ორმაგად ვცახცახებ და მაკანკალებს ამდენი ემოციისგან.
თუმცა სიხარული, მალევე მშხამდება, ფეხზე წამომდგარი გაავებული მამაკაცი მიახლოვდება.
- არ გაუშვათ ეს კახპა, ჩემი გაქურდვა სცადა!... - უსირცხვილოდ მაბრალებს ქურდობას.
- მე, მე არა... - ენა მებმის დაბნეულს - ამას არ ვიკადრებდი, თქვენ ხომ იცით?! - თვალები ცრემლებით მევსება, მუდარით ვუმზერ პოლიციელს.
ჩემი დაცვის თანამშრომელი, რომელიც ამჯერად რატომღაც პოლიციის ფორმით მომევლინა, რამდენიმე წამით თვალებში მიმზერს, თუმცა ვერ ვხვდები ჩემი სჯერა თუ არა, კუშტი მზერით თვალს მარიდებს.
- ამ გოგონას მე მივხედავ!... - ღრენით ეუბნება მამაკაცს.
- ძალიან კარგით, ბატონო პოლიციელო, ახლავე მოგცემთ ჩვენებას... - მლიქვნელური, პირფერული თავაზიანობით იშაქრება მამაკაცი. მაციებს, მთელ სხეულში მაცახცახებს.
- ვერ გაიგეთ რა გითხარით?! - ხმა უმკაცრდება პოლიციელს - ამ გოგონას მე მივხედავ, თქვენ კი მისგან რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულწლოვანზე ძალადობის გამო, იქეთ გახდებით დასაჭერი!...
აშკარად ვხედავ, როგორ მოქმედებს პოლიციელის სიტყვები მამაკაცზე, ფითრდება, სიბრაზისგან თეთრდება.
- რას კადრულობთ, ახალგაზრდავ?! - შეტევაზე გადმოდის ის.
- რაც გესმით! - არ თმობს პოზიციას ჩემი მხსნელიც - ნუ მაიძულებთ ვიდეო ჩანაწერი ამოვიღო, არამგონია სასიამოვნო სანახავი იყოს!... - ირონიულად უმზერს მას.
- ერთმანეთთან შეკრულები ხართ?! უნდა მივმხვდარიყავი, ეს ამბავი არ შეგრჩებათ, არ იფიქროთ ამით დასრულდეს!... - თითის ქნევით გვშორდება აპილპილებული, ყოვლად გაურკვეველი მიზეზით ჩემზე მეტად შერაცყოფილი კაცი.
თუმცა მისი მუქარა აშკარად არ აღელვებს ჩემს დაცვის მუშაკს, დამცინავი სახით გაჰყურებს ექსკალატორზე მდგომს.
- კარგად ხარ?! - ისევ მკაცრი ტონით მეკითხება. სიტყვის ამოღებას ვეღარ ვბედავ, თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - მიხარია! - თვალებით მიცინის და ხელით მსუბუქად მისი ჯიხურისკენ მიბიძგებს.
ესეც ჩვენი პირველი შეხვედრა, პირველი დიალოგი, თუ ამას დიალოგს დავარქმევთ. თუმცა სიხარულისთვის ესეც მყოფნის, ბედნიერი ვარ, სულაც არ ყოფილა ჩემი დაცვა უჟმური და უხასიათო, თან როგორი მამაკაცურია, როგორ უხდება ფორმა, ნეტა აქამდე რატომ არ ეცვა?!
თითქოს ჩემ აზრებს კითხულობს, მოულოდნელად მეუბნება: - მიხდება ხომ? დღეს მოგვიტანეს... - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დანაშაულზე წამასწრო, ვგრძენობ როგორ ვწითლდები, ალბათ სიჩუმე ეხამუშება - არაფერს მეტყვი, მიხდება?!
თავს ვხრი და ძლივს გასაგონად ვბლუყუნებ: - კი, გიხდებათ! ვაჟკაცურ იერს გძენთ, თუმცა არ ვიცოდი პოლიციელი თუ იყავით, მე მხოლოდ დაცვის თანამშრომელი მეგონეთ...
- დაცვის თანამრომელი?! - გულიანად ხარხარებს ის - მეტროში პოლიცია პატრულირებს. - მისი კითხვა მაბნევს და კიდევ ერთხელ ვწითლდები, ის კი თითქოს ვერც კი ამჩნევს, ისევ აგრძელებს - ფორმის გარეშე არ ვარ ვაჟკაცი?!... - აშკარად ზედმეტად გაამხიარულა ჩემმა სიტყვებმა. ისედაც არეული, ორმაგად ვიბნევი, ისევ ვწითლდები.
- არა, ასე არ მითქვამს, უბრალოდ... ფორმა, უბრალოდ... - ენა მებმის, იმდენად ვირევი, რომ საკუთარი თავი მეცოდება და ტირილი მინდა.
- ნუ ნერვიულობ!.. - ჩემი ცრემლების დანახვაზე წუხს ის - მივხვდი რისი თქმაც გსურდა, პოლიციაში ხომ სწორედ ამ მუნდირის გამო წამოვედი, მიხარია თუ მოგწონს... - პატარა ბავშვივით აღტაცებული უმზერს ტანზე კოხტად მორგებულ კიტელს.
- ბედნიერი ხართ! - ემოციებს ვერ ვმალავ და ალბათ, ცხოვრებაში პირველად მისი მშურს, მან ხომ ჩემგან განსხვავებით ოცნება აისრულა. კაბინაში ჯერ მე მიშვებს.
- თუ წინააღმდეგი არ ხარ, ცოტა ხნით მეც აქ გავჩერდები!... - პასუხს არც კი ელოდება, სათვალთვალო კამერის მონიტორებთან მდებარე პატარა სკამზე თავსდება, ჩემი მიმართულებით არც კი იყურება, ჯიუტად ჩასცქერის გამოსახულებებს.
რამდენიმე წამით უხერხულად ვიშმუშნები, როგორც კი ვრწმუნდები, რომ საკუთარი საქმითაა დაკავებული და ჩემი არსებობა სავარაუდოდ აღარც კი ახსოვს, იქვე მდგარ პატარა სავარძელზე ვთავსდები და ვცდილობ დავიძინო, თუმცა მოგონებები ისევ მისით იწევენ წინ.

მახსოვს როგორ დავიბენი, როცა პირველად ჩემზე რამდენიმე წლით დიდმა ერთ-ერთმა ჩემმა რაიონელმა ბიჭმა მითხრა, რომ ველური კატის კვალობაზე საკმაოდ ლამაზი ვიყავი.
- ველური კატის?! - მისი სიტყვები ვიუკადრისე. არც მის მზერაში შემჩნეული დაუფარავი წადილი მესიამოვნა, რატომღაც შემრცხვა, შემეშინდა და აცახცახებული გავიქეცი სახლში.
ვიდექი სარკის წინ და ვუყურებდი საკუთარ გამოსახულებას, ვცდილობდი იმ უცნობი ბიჭის თვალებით დამენახა ჩემი თავი. მართლაც კატის მსგავსი ჭროღა თვალებით, სკეპტიკური სახით ვუმზერდი თხუთმეტიოდე წლის გამხდარ არსებას, ვერაფერ ლამაზს მე ვერ ვხედავდი, თუმცა...

უცნობმა ბიჭმა ნელ-ნელა მოუხშირა სკოლაში სიარულს, თავიდან მეგობრებთან სკოლის ეზოში იდგა, შორიდან მაყოლებდა თვალს, თითქოს ვერ ვამჩნევდი, ან უბრალოდ არ მინდოდა მისი დანახვა, შემდეგ შენობაშიც შემოვიდა, მეორე სართულზეც ამოვიდა და ჩემი კლასის წინაც დადგა.
ხმას არ იღებდა, არაფერს ამბობდა, არადა მთელმა სკოლამ იცოდა, რომ იქ ჩემს გამო მოდიოდა. გოგონები მეუბნებოდნენ, რომ იღბლიანი ვიყავი, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ ვახოს რაიონის ერთ-ერთ საუკეთესო ბიჭს მაინცდამაინც მე მოვწონდი. არადა მე იმდენად ვერ ვიტანდი, რომ მისი სახელის ხსენებასაც კი ვერიდებოდი, დაცინვითა და ირონიით „რაიონის პრინცს“ ვეძახდი და სხვა ეპითეტით არც არასოდეს მომიხსენებია.
წესით ალბათ, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, ცხოვრებაში პირველად შემამჩნიეს, დამინახეს, ვიღაცას მოვეწონე, მისთვის სასურველი ვიყავი, მე კი რატომღაც მეშინოდა. რამდენიმეჯერ მოინდომა ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება, თუმცა როგორც კი ჩემსკენ მომავალი დავინახე, მაშინვე გავიქეცი. ალბათ, ბავშვივით ვიქცეოდი, მაგრამ სხვაგვარად უბრალოდ არ შემეძლო, იყო რაღაც რაც არ მომწონდა, არ მსიამოვნებდა. არ ვიცი ეს რა იყო, იქნებ - ინტუიცია. თქვენ ყოფილხართ ასე?
ჩემი კლასელები მასზე აფანატებდნენ, დაუფარავად ეკეკლუცებოდნენ, ეპრანჭებოდნენ. გულში ვნატრობდი, მართლაც მოსწონებოდა რომელიმე მათგანი.
პერიოდულად იკარგებოდა, ზოგჯერ რამდენიმე თვითაც კი, ხშირად გამიგონია, როგორ ინტერესდებოდნენ გოგოები სად ქრებოდა, სად მიდიოდა იმ დღეებში, თუმცა „რაიონის პრინცი დუმდა. არადა, მე მისი არყოფნა მიხაროდა, ეს ჩემთვის საუკეთესო დღეებიც კი იყო. თითქოს თავისუფლად ვიწყებდი სუნთქვას, სახეზე ღიმილიც კი მიბრუნდებოდა.

მას აქებდნენ, მის ოჯახს პატივს სცემდნენ, იმდენი მოახერხეს, რომ დედაჩემიც კი დღე და ღამე მის ქება-დიდებაში იყო.
- ბედი კარს მოგდგომია, შენ კი არც კი იცი რა გინდა. ფიზიკურად კარგი ბიჭია, მშვენიერი ოჯახი, ყველაფერს შეგიქმნიან, ყველაფერს მოგცემენ რაც კი გჭირდება, ცხოვრებას ნახავ!... - მეჩიჩინებოდა ის.
მე კი, როგორც კი მის სახეს წარმოვიდგენდი, ძარღვებში სისხლი მეყინებოდა.
- ჭინჭი-პინჭებზე არასოდეს გავიყიდები, მისი არაფერი მჭირდება!... - რაც უფრო ცდილობდა დედა მისი დადებითი კუთხიდან წარმოჩენას, საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი.
- არ მინდა, არ მომწონს, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!
- სულელი ხარ, რაღაზე გელაპარაკო!... - საბოლოოდ უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი დედაჩემმა და თავიც დამანება.
ეს დღე იყო და ეს, მისი სახელიც კი აღარ უხსენებია ჩემთან. მეც დავისვენე, სხვა თუ არაფერი საკუთარ სახლში მაინც აღარ მესმოდა მისი ხოტბა.

რეალურად რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან? რა, რადა გათხოვება ნამდვილად - არა. ბევრი არაფერი, სკოლის დამთავრება, ჩემთვის სასურველი პროფესიის დაუფლება, შემდეგ, ოდესმე, ალბათ ჩემი ოცნების მამაკაცის ნახვა, ისეთის რომელსაც მთელი გულით ვეყვარებოდი და მოსიყვარულე ოჯახის შექმნა. ეს ბევრი იყო?! ალბათ, მაგრამ მე მაინც ვოცნებობდი. ჩემი თინეიჯერული, ჩამოუყალიბებელი გემოვნებითაც კი, ერთად-ერთი რაც ზუსტად ვიცოდი, ის იყო რომ ის, რაიონელი ბიჭი, ჩემი პრინცი ნამდვილად არც იყო და ვერც იქნებოდა.

ჩემი ოცნებები ალბათ ილუზიებს უფრო ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ჩემი ოჯახის მძიმე მატერიალური პირობების გამო სავარაუდოდ სწავლის გაგრძელებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. იქნებ თქვენც დედაჩემის მსგავსად მითხრათ, რას იტანჯებოდი, ბედი კარს მოგდომოდა და თავს რას იფასებდიო, მაგრამ მე ასე სულაც არ ვფიქრობდი.
ვცხოვრობდი ჩვეულებრივი მოზარდის ცხოვრებით. ვოცნებობდი, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი, ჩემს ოცნებებს ახდება არ ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ჩემი ოჯახის მძიმე მატერიალური პირობების გამო სავარაუდოდ სწავლის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. არადა, მთელი გულით მინდოდა მასწავლებლობა. გაგეცინებათ ალბათ, დღევანდელ ცხოვრებაში მასწავლებლობა რა სანატრებელიაო, მაგრამ მე ძალიან მინდოდა, განსაკუთრებით საბავშვო ბაღის მასწავლებლობა მსურდა. მინდოდა საკუთარი ბაღი მქონოდა, სადაც გაჭირვებული ოჯახებიდან ივლიდნენ პატარები და ოდნავ მაინც გავულამაზებდი და გავუხალისებდი უფერულ ცხოვრებას. ალბათ, ოცდამეერთე საუკუნის მერი პოპინსი ვიქნებოდი, თუმცა მე არც სათვალე მქონდა ცხვირზე და არც სასაცილო ქოლგა. გარდა მასწავლებლობისა, კიდევ მქონდა ერთი ოცნება, ყველაზე სათუთი და ყველაზე ტკბილი, ცეკვა მინდოდა მესწავლა.
იქნებ დედაჩემის მსგავსად, თქვენც მითხრათ, თავს რას იტანჯავდი, შე.. გაჭირვებულო, ბედი კარს მოგდომოდა გაჰყოლოდი იმ ყმაწვილს ცოლად და ცეკვასაც ისწავლიდი და საბავშვო ბაღიც გექნებოდაო, მაგრამ არა, მერწმუნეთ ეს ჩემი ახირება ნამდვილად არ იყო. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ის ადამიანი ჩემთვის არ იყო შექმნილი და აქ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არაფერ შუაში იყო.
თუმცა სულ სხვა თემაზე ვსაუბრობდი და სულ სხვაგან გადავხტი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა დამრიგებელმა სკოლაში გამოგვიცხადა, რომ განათლების სამინისტროსა და ჩვენი რაიონის გამგეობის დახმარებით ჩვენს სოფელში ცეკვის მასწავლებლები ჩამოდიოდნენ, სკოლიდან ცეკვის ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვებს შეარჩევდნენ და დაიწყებოდა რეპეტიციები. როგორც აღმოჩნდა, თავგადასავლების მაძიებელმა რამდენიმე ახალგაზრდამ გადაწყვიტა მიყრუებულ სოფლებში ცეკვის ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვების მოძიება, ყველაზე მომხიბვლელი კი, ის იყო რომ აღნიშნული პროექტით განათლების სამინისტროც დააინტერესეს, რომელიც მთლიანად საკუთარ თავზე იღებდა მათ დაფინანსებას. ჩვენ მხოლოდ მონდომება და კარგად ცეკვა გვევალებოდა.
გველაპარაკებოდა პედაგოგი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხოლოდ მე მესაუბრებოდა, სიხარულის ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, მეგონა, ღმერთმა ჩემი თხოვნა შეისმინა და ოცნება მისრულდებოდა. ასეც იყო, მაშინ ხომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რამხელა როლს ითამაშებდა ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში.
მასწავლებლები „ქართული ნაციონალური საბალეტო სკოლის“ წარმომადგენლები გახლდნენ, ალბათ ასე 20-22 წლამდე იქნებოდნენ, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ სუხიშვილების სოლისტები თურმე სულ რამდენიმე თვის წინ დაქორწინებულან. ეს წყვილის ერთობლივი პირველი პროექტი გახლდათ.
ვუმზერდი ჩემზე რამდენიმე წლით დიდ პედაგოგებს და ვხედავდი, თუ როგორი უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული მეუღლეები. მათი შემხედვარე სადღაც, გულის კუნჭულში თითქმის ვიჯერებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც შემომხედავდნენ ასეთი აღტაცებული თვალებით.
მთელი გულით შევიყვარე ისინი, ანიტა და კაკი, განსაკუთრებით მომწონდა მუდამ მომღიმარი და ხალისიანი ანიტა, ისეთი თბილი იყო, ისეთი უშუალო. რეპეტიციაზე მისულს მავიწყდებოდა საკუთარი პრობლემები, არც ჩემი სიღარიბე მაწუხებდა და არც მშიერი კუჭი, ვცეკვავდი თავდავიწყებით, მთელი არსებით და ვიყავი ბედნიერი.
- ვერც კი წარმოიდგენ როგორ იცვლები ცეკვის დროს. ანათებ, თვალები გიბრწყინავს... ასეთი რამ არასოდეს მინახავს. საცოდაობაა, ასეთი ნიჭი აქ იკარგებოდეს!... - პატარა ბავშვივით ემოციებს ვერ მალავდა ანიტა და ადგილზე ხტუნაობდა.
ვგრძნობდი უხერხულობისა და ბედნიერებისგან როგორ ვწითლდებოდი, არც კი იცით, როგორ მინდოდა მისი სიტყვები მხოლოდ სტიმულის მოსაცემად ნათქვამი ფრაზა არ ყოფილიყო.
აი რა იყო ჩემი ოცნება, აი რა მინდოდა, მესწავლა და მეცეკვა, გამეშალა ხელები, ვყოფილიყავი დედოფალი, თუნდაც მხოლოდ ცეკვისას დაეკრათ ტაში, ბევრი იყო?! ალბათ...
მოგონებებისგან გული მიჩუყდება, ცრემლები მისით იკვლევენ გზას და ვცდილობ ჩუმად მოვიწმინდო თვალებიდან. კედლისკენ ვბრუნდები, არ მინდა მან დაინახოს, როგორ ვტირი, არ მინდა კიდევ ერთხელ ნახოს უსუსური რომ ვარ. თუმცა, ის ისევ მონიტორს უმზერს, ჩემთვის რათქმა უნდა არ სცალია.



№1  offline წევრი Ignifex

როგორ მეცოდება :/
ის კაცი,ამაზრზენი,ფუ!
ძალიან საინტერესო ისტორიაა მართლა. ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Ignifex
როგორ მეცოდება :/
ის კაცი,ამაზრზენი,ფუ!
ძალიან საინტერესო ისტორიაა მართლა. ❤

გეთანხმები, ის კაცი ნამდვილად ამაზრზენია wink მადლობა შეფასებისთვის love

 


№3 სტუმარი ემი

გამიხარდა მთავარ გვერდზე ამ ისტორიის დანახვა.. request გილოცააავ.. love აქამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მთავარია, რომ უკვე არის.... love

 


№4 სტუმარი .............

gaagrdzele :3 dzaan kargad wer

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

როგორ მომენატრა შენი ისტორიები.. გამიხარდა შენი ნიკი რო დავინახე .
კარგი ისტორიაა ,იმედია მალე დადებ არ მიყვარს ლოდინი თუ მოახერხებ რა თქმა უნდა wink ნუ მე გელოდები

 


№6  offline წევრი mimimimo

გულიანად ვიტირე.

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
გამიხარდა მთავარ გვერდზე ამ ისტორიის დანახვა.. request გილოცააავ.. love აქამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მთავარია, რომ უკვე არის.... love

დიდი მადლობა love სიამთლე გითხრა ახალმა სტატუსმა ცოტა არ იყოს შემაშინა, იმედია არ გაგიცრუვებთ მოლოდინს love

.............
gaagrdzele :3 dzaan kargad wer

sameone crazy girl
როგორ მომენატრა შენი ისტორიები.. გამიხარდა შენი ნიკი რო დავინახე .
კარგი ისტორიაა ,იმედია მალე დადებ არ მიყვარს ლოდინი თუ მოახერხებ რა თქმა უნდა wink ნუ მე გელოდები

მე კი თქვენ მომენატრეთ love ერტი სული მქონდა როდის დავიწყებდი ისტორიის გამოქვეყნებას. რაც შეეხება მალე დადებას, ტრადიცია ტრადიციაა, ახალი თავი სამ დღეში იქნება wink

mimimimo
გულიანად ვიტირე.

არ მეგონა ასე თუ მოქმედებდა ჩემი ისტორიები, love დიდი მადლობა რომ კითხულობ

 


№8  offline წევრი elle elle

ძალიან მომწონს❤მარა ერთი თხოვნა მაქ

 


№9  offline მოდერი ლილიანა

ან არ .მეყო ❤❤❤ მეობა არა აქვს დაკსრგული,მიუხედავად ასეთი ყოფისა.კულტურა,საუბრის მანერა,ჟესტები,ზრხილობა და პატიოსნება.ისეთი იშვიათია შენგან ქალის ენით აღწერილი სიუჟეტი,რომ სულშიზის
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰო, ქალბატონო ანნა! დაგვიანებით გილოცავთ ესოდენ ნანატრ სტატუსს:). მაგრამ, გადავხედე კომენტარებს და ასეთ დიდ მნიშვნელობასაც ნუ მიანიჭებთ ამ ყველაფერს:)))). დაახლოებით წარმოდგენაც კი როგორ შეიძლება ეს ყველაფერი თქვენზე მოქმედებდეს, კარგ ხასიათზე მაყენებს:))))). ისტორია როგორია იცით? მარილის მოყრა დაგიწყიათ, ოღონდ თითქოს ვერ იმეტებთ და ძუნწობთ. მომწონს თხრობის ეს სტილი და განსხვავებულ რამეს ველოდები ამჯერად: შედარებით შემოკლებულ წარსულს და ზომიერად განვრცობილ აწმყოს!

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
ან არ .მეყო ❤❤❤ მეობა არა აქვს დაკსრგული,მიუხედავად ასეთი ყოფისა.კულტურა,საუბრის მანერა,ჟესტები,ზრხილობა და პატიოსნება.ისეთი იშვიათია შენგან ქალის ენით აღწერილი სიუჟეტი,რომ სულშიზის

love მართალი ხარ, ჩემგან ქალის ენით თხრობა მართლაც იშვითია, თუმცა როგორც წესი მსაყვედურობენ სუსტი და სენტიმენტალური მამაკაცები გყავსო, ალბათ ესეც ჩემი სქესის ბრალია wink ამჯერად მემგონი ქალს ამის გამო არ დაიწუნებენ love მიყვარხარ ძალიან და მიხარია რომ მოგწონს

grafo
ოჰო, ქალბატონო ანნა! დაგვიანებით გილოცავთ ესოდენ ნანატრ სტატუსს:). მაგრამ, გადავხედე კომენტარებს და ასეთ დიდ მნიშვნელობასაც ნუ მიანიჭებთ ამ ყველაფერს:)))). დაახლოებით წარმოდგენაც კი როგორ შეიძლება ეს ყველაფერი თქვენზე მოქმედებდეს, კარგ ხასიათზე მაყენებს:))))). ისტორია როგორია იცით? მარილის მოყრა დაგიწყიათ, ოღონდ თითქოს ვერ იმეტებთ და ძუნწობთ. მომწონს თხრობის ეს სტილი და განსხვავებულ რამეს ველოდები ამჯერად: შედარებით შემოკლებულ წარსულს და ზომიერად განვრცობილ აწმყოს!

დიდი მადლობა მოლოცვისთვის wink ჩემს სახელში ორი "ნ"-ს გამოჩენა ახალმა სტატუსმა გამოიწვია?! wink გელოდებოდი, ცოტა არ იყოს შემეშინდა რომ არ ჩანდი, უზომოდ მომენატრეთ და ცდუნებას ვეღარ გავუძელი, ისევ მოვედი love კარგია თუ მარილის მოყრა დავიწყე, ესეიგი წინ მივიწევ wink იმედი მაქვს მოდუნების საშუალებას არ მომცემ და არც ჯანსაღ კრიტიკას დაიშურებ, მიყვარხარ და ველი შენიშვნებს love

 


№12  offline ახალბედა მწერალი lullaby

ცეკვაო - და თვალებზე ბინდი გადამეკრა... ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავს ჩემთვის ჯერ მხოლოდ სიტყვა "ცეკვა" და მოქმედებაზე აღარ მაქვს საუბარი. ამ ფაქტმა ჩემი გეგმები გამახსენა, მეც ვაპირებდი მოცეკვავეებზე ისტორიის დაწერას, მაგრამ...

ქვეისტორიები მომწონს. კარგად აჩენს ამ გოგონას პიროვნებას, მაგრამ გრაფოს ვეთანხმები იმაში, რომ აწმყოზე მეტად წარსულზე წერა ცოტა გაჭიანურებას ჰგავს. მაგრამ ალბათ ეს სიუჟეტის ნაწილია და აწმყოსაც ექნება თავისი დრო... მე არ მაკლია არაფერი, ჯერ მხოლოდ ორი თავი და ყველაფერი წინაა...

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lullaby
ცეკვაო - და თვალებზე ბინდი გადამეკრა... ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავს ჩემთვის ჯერ მხოლოდ სიტყვა "ცეკვა" და მოქმედებაზე აღარ მაქვს საუბარი. ამ ფაქტმა ჩემი გეგმები გამახსენა, მეც ვაპირებდი მოცეკვავეებზე ისტორიის დაწერას, მაგრამ...

ქვეისტორიები მომწონს. კარგად აჩენს ამ გოგონას პიროვნებას, მაგრამ გრაფოს ვეთანხმები იმაში, რომ აწმყოზე მეტად წარსულზე წერა ცოტა გაჭიანურებას ჰგავს. მაგრამ ალბათ ეს სიუჟეტის ნაწილია და აწმყოსაც ექნება თავისი დრო... მე არ მაკლია არაფერი, ჯერ მხოლოდ ორი თავი და ყველაფერი წინაა...


მართალია, ჯერჯერობით ყველაფერი წინაა, უბრალოდ მთავარი პერსონაჟის კარგად გასაცნობად, ვფიქრობ უინტერესო არ უნდა იყოს მისი წარსული ცხოვრებაც. მართალი ხართ, სულ რამოდენიმე თავი მოქმედებები პარალელურ რეჟიმში განვითარდება, ვცდილობ შუალედი როგორმე სწორად დავიჭირო, მხოლოდ წარსულიც რომ არ გამოჩნდეს, არ ვიცი რამდენად გამომივა, ამას უკვე თქვენ შეაფასებთ, იმედი მაქვს მოგეწონებათ love

 


№14  offline წევრი neilo

ra kargia...tqven ar icit, rogor mixalisebt uintereso cxovrebas.

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

neilo
ra kargia...tqven ar icit, rogor mixalisebt uintereso cxovrebas.

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, სასიამოვო მოსასმენია, როცა შენს ნაწერს ასე აფასებენ, იმედი მაქვს მომავალშიც მოვახერხებ თქვენთვის საიტერესო ისტორიების შემოთავაზებას love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent