შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (3 თავი)


7-08-2016, 22:29
ავტორი murachashvili
ნანახია 4 435

მესამე თავი
ტირილ-ტირილში ვერ ვიგებ როგორ და როდის მეძინება. როგორც ყოველთვის კოშმარები მაწუხებს. ისევ მას ვხედავ, “რაიონის პრინცს“, თითქოს ისევ ვგრძნობ, როგორ მეხება მისი ბინძური ხელებით, მისი საზიზღარი ტუჩებით მკოცნის.
- არ მომეკარო, გემუდარები, არ შემეხო! - ძილში ვფართხალებ, უმისამართოდ ვიქნევ ხელებს, თითქოს მისი მოშორება მინდა. მეღვიძება, ოფლად ვარ გაღვრილი, დაფეთებული აქეთ-იქით ვიყურები, თითქოს ვცდილობ გავერკვიო სად ვარ, მოციმციმე მონიტორებთან მთვლემარე დაცვის, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა პოლიციის თანამშრომელს ვხედავ და შვებით ვიღიმი. სიზმარით შეშინებულს საკუთარი გულისცემაც კი მესმის, მკერდზე ხელს ვიჭერ, თითქოს ასე ვცდილობ პულსის დარეგულირებას. მინდა ყველაფერი დავივიწყო, წარსულის ლაქები მოვიშორო, მაგრამ...
ძილში განცდილი ემოციები იმდენად მძაფრია, რომ დაძინებას ვეღარ ვახერხებ, მოგონებები ისევ ჯიუტად იკვლევენ გზას და ისევ წარსულში ვბრუნდები.

მახსენდება ნოემბრის ბოლო იყო. თითქმის ერთი თვე ჩემი პატარა ძმა ავადმყოფობდა, სერიოზული არაფერი, როგორც ექიმები ამბობდნენ მწვავე ვირუსული ინფექცია, ჩუტყვავილა, ჩვენებურად, მარტივად კი - ბატონები. დაავადება საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, მაღალი სიცხით და სხეულზე წყლულოვანი გამონაყარით, ბრილიანტის მწვანით ჭიამაიასავით დაკოპლილი ჩემი ძმა ლოგინში იწვა და მთელი დღე ხვნეშოდა. მის გამოჯანმრთელებას არადა, არ დააგდა საშველი, ტიპიური მამაკაცი იყო ავადმყოფობისას, წუწუნა და კრუტუნა. ოცდაერთი დღის გასვლამდე ლამის დღეებს ვითვლიდით მთელი ოჯახი. რამდენიმეჯერ მაღალი სიცხის გამო, კინაღამ გაგვეთიშა, მახსოვს როგორ შეშინდა დედა, პანიკაში მყოფი ისტერიულად გაჰკიოდა. მისი რეაქციის შემხედვარე, ავადმყოფთან წუთითაც ვეღარ ვტოვებდი მატროს, არც ცეკვაზე დავდიოდი და სკოლასაც ვაცდენდი.
უკვე მესამე დღე იყო, რაც ჩემს ძმას სიცხემ დაუკლო, ნელ-ნელა გამონაყარმაც იწყო ალაგება, ჭირვეული პაციენტი, როგორც იქნა დამშვიდდა. გავბედე, იმ დღეს დედასთან ერთად სახლში დავტოვე და სკოლაში წამოვედი.
გარეთ თან წვიმდა, თან თოვდა, უკვე აღარც მჯეროდა, რომ ნოემბერი შემოდგომის თვე იყო. საკმაოდ ციოდა. ჩემი დანახვისთანავე წამოვიდა საყვედურების კორიანტელი დამრიგებლისგა, ვინ იცის მერამდენედ მეუბნებოდა, რომ ოქროს მედლის კანდიდატს ამდენი გაცდენები არ წამადგებოდა. თავდახრილი ვუსმენდი პედაგოგს და ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ან რა მეთქმოდა?! ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი. საბოლოოდ ალბათ შევეცოდე და გაჩუმდა, ერთი ჩაიქნია ხელი სინანულის ნიშნად და წავიდა.
დამრიგებლის მსგავსად, რამდენიმე წუთიანი საყვედურების შემდეგ ისტორიის მასწავლებელმაც გაკვეთილის ახსნა დაიწყო. იქ კი ვიჯექი, მაგრამ პედაგოგის მოსმენის ნაცვლად გათოშილი ჩემს ჩრჩილისგან შეჭმულ, საცერივით დაძენძილ კაბასა და შემოგლეჯილ ჩექმებს დავცქეროდი. მათი რეაქციიდან გამომდინარე უკვე ცეკვაზეც ვნერვიულობდი, გულის სიღრმეში მეშინოდა გაცდენილი დღეების გამო ცეკვის მიტოვება არ მოეთხოვათ. სწორედ ამ დროს შევნიშნე დერეფანში მოსიარულე კაკი და ანიტა, რომელმაც თავი შემოყო ნახევრად შემინულ კარებში, ღიმილით მიესალმა პედაგოგს და მე გამომხედა შუბლშეკრულმა:
- შენთან საქმე გვაქვს, იქნებ ცოტა ხნით მოიცალო და შემოგვიარო?!... - ზედმეტად მკაცრი, ოდნავ ირონიული ხმით გამომიცხადა მან.
უნებურად გამაცია, არ მესიამოვნა მისი ტონი, როგორც წესი ასეთი მომართვის ფორმა არ ახასიათებდა. ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში, ხელის გულები ოფლით დამეცვარა, ალბათ გავფითრდი კიდევაც, უსიტყვოდ დავუქნიე თავი.
თითქოს ჯიბრით მაინცდამაინც იმ დღეს სკოლაში ჩვეულებრივზე დიდხანს დამტოვა დამრიგებელმა. თუმცა რა მიკვირდა, იმდენ საგნებში ჩამოვრჩებოდი, რომ აშკარად დამატებითი გაკვეთილები მჭირდებოდა.
შებინდებული იყო, როცა დარბაზამდე მივედი, მოცეკვავეები კარგა ხნის წასულები იყვნენ, საკმაოდ ასაკიანი, ღამის დარაჯი, ძია ლექსო უკვე კარების დაკეტვასაც კი აპირებდა.
- მასწავლებლებიც წავიდნენ? -ხმა გამებზარა მე.
- ეს-ესაა დირექტორთან შევიდნენ, გამოვლენ თუ არა ვეტყვი რომ მოხვედი....
- ძია ლექსო, დარბაზში შემიშვებთ?! - მუდარით ვუმზერ მას.
- რა თქმა უნდა შვილო, ანიტასაც ვეტყვი, რომ ელოდები...
შევედი დარბაზში, აქეთ-იქით მიმოვიხედე, ღრმად შევისუნთქე ლაკწასმული პარკეტის სუნი, თითქოს ახლაღა ვიგრძენი როგორ მომნატრებია აქაურობა. პედაგოგების ლოდინით გაბეზრებული სარკეში ასახულ საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდებოდი, ერთი ფერმკრთალი, ზედმეტად გამხდარი, მწვანეთვალება, სევდიანი გოგონა მიმზერდა. ფეხის ნელი ბაკუნით თანდათან ტემპს ვკრეფდი, ვითვლიდი და სარკის წინ ვცეკვავდი, თავიდან ჩემი დამფრთხალი გამოსახულება თითქოს გაუბედავად მოძრაობდა, შემდეგ კი აშკარად ცეკვის ეშხში შესული ციბრუტივით ტრიალებდა, თვალები უბრწყინავდა, ანცი გამოხედვით მიმზერდა, ასე თვალნთავლივ არასოდეს შემიმჩნევია, თურმე ბედნიერება მეც შემძლებია და ეს ბედნიერი გოგონა რატომღაც ლამაზი მეჩვენებოდა. მუსიკა არ მქონდა თუმცა არც მჭირდებოდა, მელოდიას გულში ვღიღინებდი და ისე ვცეკვავდი. ვერ გეტყვით რამდენ ხანს ვივარჯიშე, ერთი საათი ან იქნებ მეტიც. საკმაოდ დაღლილმა, ტრიალ-ტრიალით დავარტყი კიდევ ერთი წრე დარბაზს და თავბრუსხვევისგან აკისკისებული იატაკზევე ჩავჯექი ბუდას ფორმაში.
ვუმზერდი სარკეში ასახულ საკუთარ გამოსახულებას, მეორე მხრიდან ბედნიერი, თვალებ აციმციმებული თხუთმეტიოდე წლის გოგონა მიმზერდა, ისეთი მშვენიერი, ისე დავაკვირდი, თითქოს ამ გოგონაში ჩემი თავის ცნობა გამიჭირდა, ასეც იყო, ბედნიერი ვიყავი, უბედნიერესი - მე.
ზურგს უკან ვიღაცამ ტაში დამიკრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დარბაზში მარტო ვიყავი, მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი, შებრუნება ვერც კი გავბედე, სარკეშივე დავინახე მომღიმარი ანიტა და კაკი.
- ხომ გეუბნებოდი, ამ გოგოს ცეკვა უყვარს, ამისთვისაა დაბადებული! - მრავალმნიშვნელოვნად გახედა ანიტამ კაკის.
- მეუბნებოდი, მაგრამ მხოლოდ სიყვარულით შორს ვერ წავა, ვარჯიში ჭირდება, ის კი -ხშირად აცდენს, ეზარება!... - კოპებშეკრული, მკაცრად მიყურებდა კაკი.
- გაცდენა არ მინდოდა, უბრალოდ... - ვცდილობდი როგორმე თავი მემართლებინა, მაგრამ ცრემლები ყელში მაწვებოდა და სიტყვაც მიწყდებოდა.
- არ იტირო! - მკაცრად მითხრა კაკიმ და მეც უკვე მოწოლილი ცრემლები მყისვე შემაშრა, წამიერად გავჩერდი. - აქ სასაყვედუროდ არ დაგვიბარებიხარ, შემოთავაზება გვაქვს, გვინდა ყურადღებით მოგვისმინო და კარგად გაიაზრო რასაც გეტყვით...
- კარგად იცი, ეს პროექტი ადრე თუ გვიან დასრულდება. - საუბარში ჩაერთო ანიტაც. - მერწმუნე ძალიან მიხარია, მე და კაკი პედაგოგობას რომ დავთანხმდით და აქ წამოვედით. ამ თვეებმა საკმაოდ ბევრი შეგვძინა, იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ველოდი. ნიჭიერი მოცეკვავეები აღმოვაჩინეთ, ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო. მაგრამ ამ ბავშვებს გზის გაკვლევა და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდებათ, რასაც აქ, ამ პირობებში ვერ მოახერხებენ. რამდენიმე მათგანის მშობლებს უკვე ვესაუბრეთ, საკუთარ მომავალზე ალბათ თავადვე იზრუნებენ, მაგრამ შენ... - ვხვდებოდი რომ საკმაოდ ღელავდა ანიტა, თითქოს თითოეულ სიტყვას არჩევდა - არ მინდა გული გატკინო. ბევრი ვიფიქრეთ როგორ გვეთქვა, შენში დიდ პოტენციალს ვხედავთ, საცოდაობაა შენი აქ დაკარგვა, თუ სურვილი გექნება... მოკლედ ჩვენ მხარში ამოგიდგებით, ყველაფერში დაგეხმარებით, ოღონდ ჩვენთან ერთად თბილისში წამოდი....
- მე, მე... - მღელვებისგან ხმა მებზარება, ვიცი მათ ნათქვამს ახდენა არ უწერია, მაგრამ მაინც მიხარია - მადლობთ ასეთი წინადადებისთვის, მაგრამ... - სულ ცოტაც და ისევ ავტირდები.
- დედაშენთან ერთად ვიყავით მისულები, გვეგონა გაუხარდებოდა ჩვენი შემოთავაზება, თუმცა სიურპრიზი დაგვხვდა, რომელსაც ნამდვილად არ ველოდით... - რატომღაც სიტყვა „სიურპრიზს“ საეჭვოდ ირონიულად ამბობს კაკი.
- სიურპრიზი?! - დაბნეული ვაფახუნებ თვალებს.
- თურმე სკოლას დაამთავრებ თუ არა, გათხოვებას გეგმავ. ალბათ, ცეკვაზე ფიქრიც კი არ ღირს!... - გულდაწყვეტილი აღნიშნავს ანიტა.
გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მივჩერებოდი მასწავლებლებს.
- რას ამბობთ, მე ვთხოვდები?! ასეთი რამ არც კი მიფიქრია, რა სისულელეა... დედას გეფიცებით, უნდა დამიჯეროთ!... -ჩემი გაოგნება ნელ-ნელა სასოწარკვეთილებამ შეცვალა, რადგან ვხედავდი, რამდენად დაბნეულები უმზერდნენ ერთმანეთს კაკი და ანიტა. - ჩემი არ გჯერათ?! - ამჯერად ცრემლები ნამდვილად ვეღარ შევიკავე მე.
- გვჯერა, როგორ არ გვჯერა... - თითქმის ჩემივე ასაკის ანიტა პატარა ბავშვივით მიხუტებდა გულში, - არ გინდა, გთხოვ, დედას გეფიცები, კაკის გეფიცები, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული ყველაფრით დაგეხმარებით!...
- მოგვისმინე, გვანცა, შენი გვჯერა თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, რომ მაინც სოფელში ცხოვრობ, საკმაოდ ლამაზი გოგონა ხარ, ალბათ დედაშენსაც უნდა პატრონს ჩაგაბაროს... - აშკარად მის ნათქვამ სიტყვებს მიმეორებდა - მაგრამ თუ შენ გსურს, დედაშენს კიდევ ერთხელ დაველაპარაკებით. ოღონდ მოინდომე, ჩვენ დაგაფინანსებთ, ჩვენთან იცხოვრებ, ყველაფერში დაგეხმარებით...
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მათ წინადადებას დავეთანხმე, ანიტას სიხარულით სავსე მზერას ვხედავდი და ორმაგად გულაჩუყებული ცრემლებს ვეღარც ვიკავებდი, ემოციების დაფარვას აღარც ვცდილობდი, ხან ერთ ვეხუტებოდი და ხან მეორეს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ გეტყვით, რომ იმ დღიდან მოყოლებული გაორმაგებული ძალებით ვვარჯიშობდი, ჩემთვის აღარაფერი არ არსებობდა, მხოლოდ სწავლა და ცეკვა. აღარც აბეზარი თაყვანისმცემელი ჩნდებოდა, ან იქნებ მე ვეღარ ვამჩნევდი. ანიტამ და კაკიმ ახალი მიზანი გამიჩინეს, თითქოს იმედი მომცეს, რომ შეიძლებოდა მეც მქონოდა უკეთესი მომავალი, ცხოვრება რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი და ამ ყველაფერს ჩემი შრომით, ჩემი ნიჭით მივაღწევდი.
ახალი წელი ახლოვდებოდა. სვანეთში, მესტიაში მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, სადაც განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით ჩვენც უნდა მიგვეღო მონაწილეობა, ჩვენი ფორმებისა და მგზავრობის ხარჯებს ისევ სამინისტრო ფარავდა. ვინაიდან ჩვენი გუნდი არსებობის რამდენიმე თვეს ითვლიდა, მონაწილეობას კონკურსგარეშე ვიღებდით, თუმცა ფესტივლის გახსნის პატივი სწორედ ჩვენ გვერგო.
კარგად ვიაზრებდით რამხელა პასუხისმგებლობას გვაკისრებდნენ ორგანიზატორები. ფესტივალის მსვლელობის დროს სულ ხუთი ცეკვა უნდა შეგვესრულებინა: სამაია, მთიულური, კინტაური, აჭარული და დავლური. პედაგოგების გადაწყვეტილებით სამ მათგანში სოლისტი მე უნდა ვყოფილიყავი. ბავშვებმა ერთი კი გამომხედეს გაოცებულებმა, მაგრამ თითქოს ჩემი ლიდერობა აღიარესო, გადაწყვეტილება არც ერთს არ გაუპროტესტებია.
ცხოვრებაში პირველად შემეშინდა, მომინდა სადმე გავმქრალიყავი და დავმალულიყავი, იცით როგორი შეგრძნება მქონდა?! თითქოს ყველაზე მკაცრ გამოცდას ვაბარებდი, პედაგოგებს მათი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი სურდათ დაენახათ, მე კი, რა მინდოდა მე?! მე მიყვარდა ცეკვა და ამით სიამოვნების მიღება მსურდა, მეტი არაფერი, ეს იყო და ეს...

ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოგვიტანეს ანიტამ და კაკიმ ჩვენი ფორმები, ვიგრძენი როგორ გამალებით მიცემდა გული, როცა სათუთად დამუშავებულ ნაქარგებსა და უძვირფასეს ქსოვილს ხელით ვეხებოდი.
პირველად სამაიას კაბა მოვისინჯე, წელზე სარტყელი და ბარმა ჩემით დავიმაგრე, ისედაც გრძელი, ბუნებრივი, ოდნავ მწითური თმა ორ სქელ ნაწნავად მხრებზე მეფინა. კაკი ჩოხა -ახალუხში გამოწყობილ ბიჭებთან ერთად მოთმინებით გველოდა, გვირგვინის დადგმაშიც ისევ პედაგოგი დაგვეხმარა. ფეხების კანკალით, მხრებში მოუხერხებლად აწურული გავედი საცეკვაო დარბაზში ლოდინით გაბეზრებულ ბავშვებთან.
რამდენიმე წუთით უხერხული დუმილი ჩამოვარდა, წყვილი თვალები უსიტყვოდ მიმზერდნენ და აღფრთოვანებასა და აღტაცებას გამოხატავდნენ. ხმა არ ამოუღიათ, არც ერთი სიტყვა, მაგრამ ამ დუმილში ყველაფერი იყო ნათქვამი.
- აი, ეს მესმის! - თითქოს თითოეულის სათქმელი ამ სამ სიტყვაში გამოხატა კაკიმ - არჩევანში არ შევმცდარვართ! -კმაყოფილმა მიმართა ანიტას.
ინტერესით გავაპარე თვალი სარკეში საკუთარი ანარეკლისკენ, დაჟინებით ვცდილობდი წინ მდგომ ულამაზეს არსებაში ჩემი თავის ამოცნობას.
- შეუძლებელია, ეს მე არ ვარ! - აშკარად ვერ ვიჯერებდი ასეთ სახეცვლილებას. ბედნიერებისგან თვალები ცრემლებით ამევსო, არ მინდოდა ტირილი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი, ვხედავდი ჭროღა თვალები როგორ აუწყლიანდა სარკიდან მომზირალ ჩემს ანარეკლსაც.
- ამას არასოდეს დაგივიწყებთ, უღრმესი მადლობა! - ძლივს მოვახერხე მღელვარებისგან რამდენიმე სიტყვის თქმა.

- ჩემი მახინჯი იხვის ჭუკი! - ეს ალბათ ყველაზე თბილი და გულწრფელი კომპლიმენტი იყო გიორგისგან, რაც კი ოდესმე მომისმენია, - სულაც არ მიკვირს ის ველური რომ გადარიე!
ძნელი მისახვედრი არ იყო, ველურში ვისაც გულისმობდა.
- კარგი რა გიო, ბოლოს თუ არ აურიე, ხომ ვერ მოისვენებ?! - ნამდვილად არ მესიამოვნა „რაიონის პრინცის“ ხსენება.
- გვანცუ, ხომ იცი ჩემი და ხარ! რამე რომ დაგჭირდეს, ხომ იცი?!... - არ ვიცი რის თქმას ცდილობდა, უბრალოდ რატომღაც სიტყვა არ დაასრულა და მეგობრულად ჩამიკრა გულში.
- სულელობ რაღაცას, რა უნდა დამჭირდეს?! - მისი ტორებიდან დასხლტომას ვცდილობდი, თუმცა უშედეგოდ.
- დედას გეფიცები, ვინმემ რამე რომ გაწყენინოს, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს, ჩემი ხომ გჯერა?!
- ვიცი გიო, ვიცი! - უკვე სიცილს ვეღარ ვიკავებდი მე.
გიო ხომ ბავშვობიდანვე ასე იყო, ჩემი დაცვის სურვილი აშკარად პარანოიასა და ახირებაში გადასვლოდა, მუდმივად ეჩვენებოდა, რომ ვიღაცისგან ხსნა მჭირდებოდა.
- ისე ცოდვა გამხელილი სჯობს და არც შენ გამოიყურები ურიგოდ! - თვალებზე ჩამოვაფხატე თეთრი ფაფახი.
- აბა, რა... - როგორც იქნა ხელები გამიშვა და კმაყოფილი გამეჭიმა.
მართლაც სასიამოვნო შესახედი იყო მხრებში გაშლილი, ჩემზე თითქმის ერთი თავით მაღალი, შავ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი თეთრი ფაფახიდან თვალებბრიალა, ქორივით მომზირალი ვაჟი.
- სიფრთხილე მმართებს, სვანის გოგოებმა არ მომტაცონ ერთად-ერთი მეგობარი!...- ძლივს შევწვდი, მაგრამ მაინც მოვახერხე მისთვის თავში მსუბუქად წამორტყმა.
- ამას უყურე ერთი!... - ვითომ გაბრაზდა გიორგი -შენ ვისზე ლაპარაკობ?! ასე დედოფალივით გაპრანჭული თუ დაგიტოვეს მესტიაში, ხმის ამომღებიც არ ვარ, პირიქით ხმამაღლა დავიყვირებ, მეშველა მეთქი და მაყრულის სიმღერ-სიმღერით საქორწინო სუფრის თავშიც გამოვიჭიმები!...
- ბოროტო, ასე გასასაღებლად მაქვს საქმე?! - აშკარად მეწყინა მისი სიტყვები, თვალები ცრემლებით ამევსო, ცოტაც და ალბათ მართლა ავტირდებოდი.
- სულელი ხარ! - ხარხარით ამიტაცა ხელში და რამოდენიმეჯერ დამატრიალა - გასასაღებელი კი არა, ჩემი ცხოვრება ხარ, ერთი ვინმემ გაბედოს და!....- ისევ ჩემს ვირტუალურ მჩაგვრელს ემუქრებოდა ის. ხმამაღლა ვკისკისებდი და ყელზე ვეკიდებოდი მეგობარს.
ამ დღის გახსენებაზე ეხლაც სულელივით მეღიმება, თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ, მე კი ვერც ვხვდებოდი. ჩემი გიორგი, ჩემი ერთად-ერთი... სად არის ეხლა?! ნეტა თუ ვენატრები? სევდა ბოღმის სახით მაწვება, გული დარდით მევსება და ისევ ცრემლების სახით მიიკვლევს გზას.
ჩვენ წასასვლელად ვემზადებოდით, ერთი და იგივე კითხვას ვინ იცის მერამდენედ ვსვავდით: - შორია? რამდენი საათი მოგვიწევს მგზავრობა?
ანიტა და კაკი, ამდენი კითხვებისგან ალბათ უკვე გაბეზრებულები, გაღიზიანებას არ იმჩნევდნენ და მოთმინებით გვპასუხობდნენ თითოეულ დასმულ კითხვაზე.
ოცდარვა დეკემბერს ჩვენი ავტობუსიც დაიძრა მესტიისკენ. მივიწევდით წინ, მივდიოდით და გზა არადა, არ მთავრდებოდა. თავიდან საკმაოდ ომახიანად ვმღეროდით, ვთამაშობდით, თუმცა ბოლოს გასართობების მარაგიც ამოგვეწურა და ფანტაზიის უნარიც. დაღლილები, მისავათებულები ჩვენ-ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით და უბრალოდ ჩაგვეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, იქნებ საათი ან იქნებ ორიც. როცა თვალები გავახილე უკვე ზუგდიდში შევდიოდით. ჩემს გვერდით მჯდომ გიორგის თავი ჩემს მხარზე ჩამოედო და ისე ღრმად ეძინა, ჩემი გაღვიძება არც კი შეუნიშნავს. ფანჯრიდან ვაკვირდებოდი სამეგრელოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს.
- ის დადიანების სასახლეა! - ჩუმად გადმომილაპარაკა წინ მჯდომმა ანიტამ და ხელმარცხნივ დარჩენილ ულამაზეს შენობისკენ გამახედა.
- რა მაგარია! - აღტაცება ვერ დავმალე.
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია კაკიმაც: - ბებია მყავდა მეგრელი, მთელი ბავშვობა ზუგდიდში მაქვს გატარებული.
- დრო თუ გვექნება, უკან რომ დავბრუნდებით, იქნებ გამოვიაროთ კიდევაც! - თხოვნას მერიდებოდა, თუმცა მაინც ვიგრძნი ჩუმი მუდარა როგორ შემერია ხმაში.
- კარგი იქნებოდა, იმედია დანარჩენებიც მოინდომებენ! - ღიმილით დამეთანხმა ანიტასთან მჯდომი კაკი.
- ეჭვიც არ მეპარება წამოსვლას ისინიც მოინდომებენ! - ეშმაკურად გადავხედე ყველაფერში ბუნტისთავ გიორგის - მთავარია ის დავითანხმო, დარწმუნებული ვარ ამ მცირედზე უარს ნამდვილად არ მეტყვის - კმაყოფილმა გავიფიქრე მე.
ცოტა არ იყოსდა, ნერვების მომშლელად ნელ-ნელა მიიწევდა ავტობუსი ვიწრო უღელტეხილის მიხვეულ-მოხვეულ გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ მძინარე ბავშვებმაც გაიღვიძეს, საუბრის თავი მაინც არავის გვქონდა, გასუსულები მივჩერებოდით ბუმბერაზ დათოვლილ მთებს, ღრუბლებში დაკარგულ მყინვარს, სუნთქვაშეკრულნი გადავყურებდით ხევში დაკარგულ მდინარეს. რას ვგრძნობდი?! ამ განცდის შესაფერის სიტყვას ვერც ვიპოვი და ალბათ ზუსტ ახსნას ვერც მოვუძებნი, რა ერქვა ამ ყველაფერს?! ალბათ სიამაყე, მართალია წარმოშობით სვანი არ ვიყავი, მაგრამ ქართველი მაინც ხომ ვიყავი, ამ ქვეყნისა და ამ მთების ნაწილი. იცით როგორი ამაღლებული ვიყავი?! ვიდრე მე საკუთარ ემოციებში გარკვევას ვცდილობდი პირველი სვანური კოშკიც გამოჩნდა, რომლის დანახვისთანავე მხიარული ყიჟინაც აღმოგვხდა. მგზავრობის დასრულებით გახარებული მგზავრები ერთმანეთს ვეხუტებოდით.
მესტიის ბუნების აღწერით თავს არ მოგაბეზრებთ, ან რა აზრი აქვს?! მისი სილამაზის დასახასიათებლად ჩემი მწირი ლექსიკონი მაინც არ მეყოფა. ოჯახური ტიპის სასტუმროში დავბინავდით, ორგანიზატორები საშუალებას გვაძლევდნენ იმ საღამოს დაგვესვენა, ფესტივალი მეორე დღეს იწყებოდა, უბრალოდ გეტყვით, რომ იმ საღამოს მოვინახულეთ ხერგიანების კოშკი, მიუხედავად იმისა, რომ მეშინოდა, ფეხებისკანკალით მეგობრებთან ერთად მაინც ავძვერი კოშკის სახურავზე და ზემოდან გადმოვხედეთ სვანეთს.
წარსულის მოგონებაში როდის მეძინება ვერც ვგრძნობ, სიზმარში ისევ სამაიას ფორმა მაცვია, სცენაზე ვდგავარ, დარბაზი სავსეა მაყურებლებით, ღიმილით ვცდილობ ცრემლების შეკავებას, გაბრწყინებული სახით ვიღებ მათ ოვაციებსა და აპლოდისმენტებს. შეგრძნება: - ამაღლებული, როგორც იტყვიან - ზებედნიერი!!!!
- ეს გოგო დედოფლადაა დაბადებული!... - უცნობი ბიჭი აღტაცებას ვერ მალავს და გულწრფელ ემოციას ზედმეტად ხმამაღლა გამოხატავს.
მისი სიტყვები რათქმა უნდა მსიამოვნებს, მიხარია და ისევ ჩვეულებისამებრს ვწითლდები.

არ მახსოვს რამდენ ხანს მეძინა. სასიამოვნო ზმანებიდან დაცვის თანამშრომლის საკმაოდ ფრთხილ შეხებას გამოვყევარ. უკმაყოფილო, ნაწყენი სახით ვუმზერ ისევ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ, თბილად მომღიმარ კეთილისმყოფელს, არ იფიქროთ მისი დანახვა არ მიხარია, უბრალოდ გული მწყდება, ისევ საკუთარ სიზმარში მინდა დაბრუნება.
- გათენდა?! - ძილისგან დაბოხებული ხმით ვეკითხები.
- სავარაუდოდ. - საათს დასცქერის ის.
- მე.. მე... - თხასავით ვკიკინებ - ეხლავე ავდგები, მადლობთ, რომ შემიფარეთ!

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულია და არ ცივა, ჩვეულებისამებრ მაინც მხრებზე ვიხვევ შალის, უხეში ქსოვილისგან დამზადებულ კუბოკრულ, შარფის ნარჩენებს, რომელიც აშკარად მრავალფუნქციურია: ხან - საბანია, ხან - პლედი.
- არაფრის! - ისე მპასუხობს, თითქოს რაღაცის თქმა სურს და ვერ ბედავს.
- კარგად ბრძანდებოდეთ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! - ვერ ვხვდები ასე უხერხულად რატომ ვგრძნობ თავს, თუმცა რატომღაც წასვლას ვჩქარობ და დაცვის ჯიხურიდან გამოსასვლელად კარების სახელურს ვწვდები.
- უკაცრავად, ერთი წუთით! - კარების ზღურბლთან ადგილზე მაშეშებს მისი მკაცრი ხმა.
- დიახ! - არ ვიცი რატომ, მაგრამ უსიამოვნო საუბრის მოლოდინში ხმა მიწყდება, მისკენ შებრუნებას ვერც კი ვბედავ.
- რაღაც მინდა შემოგთავაზოთ, თუ რა თქმა უნდა დაგაინტერესდებათ! - იგივე ტონით აგრძელებს საუბარს, ის და მე უკვე საკუთარი გულისცემაც კი მესმის.
- ჩემს ახლობელს რესტორანი აქვს, სადაც მომსახურე პერსონალს ეძებს, სჭირდებათ მიმტანები, ზოგჯერ სამზარეულოში მომუშავე ხალხიც, რათქმა უნდა მზარეულად არავინ დაგნიშნავს, მაგრამ თუ გენდომება იქნებ რამე შენი შესაფერისიც ვიპოვოთ....
გაოცებისგან თვალები მიდიდდება, მისკენ ვბრუნდები და ყურადღებით ვაკვირდები, თითქოს ვცდილობ გავიგო, ხომ არ მეხუმრება. საკუთარ ბინძურ ხელებს დავცქერი, ჭუჭყიან სამოსს.
- სამსახურს მთავაზობთ?! - ეჭვით ვეკითხები.
ის ოდნავ შესამჩნევად იღიმება: - ასე გამოდის.



№1  offline წევრი Elle025

როგორი განსხვავებულია და როგორ ძალიან მომწონს..მაგარი გოგო ხარ შენ!! მოუთმენლად ველი
მომდევნო თავს,იმედია არ დააგვიანებ..:-* :-* <3 <3❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან ძალიან საინტერესოააა. ვკითხულობ და არ მინდა დამთავრდეს. ერთი სული მაქ გაგრძელებას როდის წავიკითხავ

 


№3  offline მოდერი ლილიანა

სულ გულის ბაგაბუგით ეავიკითხე.საინტერესოა წარსულის გახსენება,მაგრამ აწმყოს ინტერესი მკლავს.ალბათ კარგად უნდა ვიცოდეთ მისი წარსული,რომ აწმყოს გავუგოთ.❤❤❤❤ ოღონ სამი დღე ბევრია ძალიან,ზეგ რომ იყოს გაგრძელება?
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4 სტუმარი ემი

გიოს გამოჩენას ველოდები.... არ ვიცი როდის გამოაჩენ, მაგრამ რომ უნდა გამოჩნდეს, ეს უკვე ვიცი... love

ეს პოლიციელი, რაღაცნაირი, იდუმალი ტიპია... მარა კაი ტიპია... winked

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

Giorgi, giorgi...
Weris kargobaze agarafers vityvi. Momwons es yvelaferi.
Awmyo drois pirveli kargi ambavic gamochnda. Tumca gvanca arasrulwlovania da, 17isaa xom? Xoda imedia es faqti xels ar sheushlis...
(bodishi shriftistvis, fbze wavawydi axal tavs da vegar movitmine, teledan wavikitxe :d)

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ხო, საქართველოში იმდენად კონტროლზეა ყველაფერი აყვანილი რომ დიდი შანსია თუ სრულწლოვანი არ ხარ დამლაგებლად არ აგიყვანონ. აბააა:))))). მარილის ნაკლებობა ისევაა,ან სრულიად უმარილოა. უბრალოდ, რაღაც გაქვთ შეცვლილი სტილში, რაღაცა მსუბუქად იკითხება ყველა თავი, ბევრი დამახასიათებელი "სიმძიმეები" მოგიშორებიათ. "მაგარი გოგო ხარ"-ზე გადავბჟირდ-ჩავბჟირდი:)))). ეს ყოველ მესამე დღეს ახალი თავის დადება რა პონტია, ახალი სტატუსი უკვე თავში აგივარდათ თუ რა ხდება?:))

 


№7  offline მოდერი Behandice

სამივე თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა love შესანიშნავია!ძალიან კარგად წერ,მოუთმენლად ველოდები ახალ თავს love

 


№8  offline მოდერი sopiko

ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ მჭირდება ფიქრი...
აი, მაშინ გვანცა ხომ ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს მათხოვარი იქნებოდა?
რა საშინელებაა, როცა არ იცი, რა მოხდება და უცებ ბრახ!
გული მეკუმშება ამ ისტორიის კითხვისას... ძალიან, ძალიან კარგად წერ და მეც ძველი დროიდან მომწონხარ... ეს სტატუსი ზუსტად შენთვისაა შექმნილი, ახალბედა მწერალს ვგულისხმობ love
გვანცაში ყველაფერი მომწონს! ყველა თვისება... განა იმიტომ, რომ იდეალურია? უბრალოდ ჩემსა და მას შორის პარალელებს ვავლებ.
ერთ-ერთი საუკეთესო ხარ! feel

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Elle025
როგორი განსხვავებულია და როგორ ძალიან მომწონს..მაგარი გოგო ხარ შენ!! მოუთმენლად ველი
მომდევნო თავს,იმედია არ დააგვიანებ..:-* :-* <3 <3❤️

ლილიანა
სულ გულის ბაგაბუგით ეავიკითხე.საინტერესოა წარსულის გახსენება,მაგრამ აწმყოს ინტერესი მკლავს.ალბათ კარგად უნდა ვიცოდეთ მისი წარსული,რომ აწმყოს გავუგოთ.❤❤❤❤ ოღონ სამი დღე ბევრია ძალიან,ზეგ რომ იყოს გაგრძელება?

ablabudaa
ძალიან ძალიან საინტერესოააა. ვკითხულობ და არ მინდა დამთავრდეს. ერთი სული მაქ გაგრძელებას როდის წავიკითხავ

მოგესალმებით, ძალიან მიხარია თქვენი კომენტარები love ვცდილობ, ცოტა მალ-მალე დავდო ახალი თავები მაგრამ არ გამომდის, ეტყობა ზაფხულის ბრალია, მაწანწალა ცხოვრების რეჟიმზე გადავედი wink

ემი
გიოს გამოჩენას ველოდები.... არ ვიცი როდის გამოაჩენ, მაგრამ რომ უნდა გამოჩნდეს, ეს უკვე ვიცი... love

ეს პოლიციელი, რაღაცნაირი, იდუმალი ტიპია... მარა კაი ტიპია... winked

lullaby
Giorgi, giorgi...
Weris kargobaze agarafers vityvi. Momwons es yvelaferi.
Awmyo drois pirveli kargi ambavic gamochnda. Tumca gvanca arasrulwlovania da, 17isaa xom? Xoda imedia es faqti xels ar sheushlis...
(bodishi shriftistvis, fbze wavawydi axal tavs da vegar movitmine, teledan wavikitxe :d)

გიორგი ალბათ საინტერსო პერსონაჟი იქნება, ვნახოთ რა გამოვა, თუმცა მგონია რომ მსგავსი მეგობრები თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში არიან, ერთგული, საიმედო ბავშვობის მეგობრები love რაც შეეხება აწმყოს, ვფიქრობ საინტერესო განვითარება გველის...

grafo
ხო, საქართველოში იმდენად კონტროლზეა ყველაფერი აყვანილი რომ დიდი შანსია თუ სრულწლოვანი არ ხარ დამლაგებლად არ აგიყვანონ. აბააა:))))). მარილის ნაკლებობა ისევაა,ან სრულიად უმარილოა. უბრალოდ, რაღაც გაქვთ შეცვლილი სტილში, რაღაცა მსუბუქად იკითხება ყველა თავი, ბევრი დამახასიათებელი "სიმძიმეები" მოგიშორებიათ. "მაგარი გოგო ხარ"-ზე გადავბჟირდ-ჩავბჟირდი:)))). ეს ყოველ მესამე დღეს ახალი თავის დადება რა პონტია, ახალი სტატუსი უკვე თავში აგივარდათ თუ რა ხდება?:))


სტატუსის თავში ავარდნაზე ბევრი ვიცინე wink უბრალოდ სხვანაირად არ გამომდის, წერას ვერ ვასწრებ. ასე, რომ ეს სამ დღიანი გრაფიკი ფაქტიურად ჩემივე თავისთვის დაწესებული ნორმაა. love რაც შეეხება უმარილობას, ალბათ ამ აზრს უნდა შევეგუო, ფაქტი-ფაქტად რჩება, მინდა თუ არა, მაინც უმარილო ვარ. wink ჩემთვის განკუთვნილი "მაგარი გოგო", ნუ გშურს! უკვე იმ ასაკში ვარ ქალბატონოს ნაცვლად გოგოთი რომ მომმართავენ მიხარია wink love

Behandice
სამივე თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა love შესანიშნავია!ძალიან კარგად წერ,მოუთმენლად ველოდები ახალ თავს love

მიხარია, თუ მოგწონთ love

sopiko
ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ მჭირდება ფიქრი...
აი, მაშინ გვანცა ხომ ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს მათხოვარი იქნებოდა?
რა საშინელებაა, როცა არ იცი, რა მოხდება და უცებ ბრახ!
გული მეკუმშება ამ ისტორიის კითხვისას... ძალიან, ძალიან კარგად წერ და მეც ძველი დროიდან მომწონხარ... ეს სტატუსი ზუსტად შენთვისაა შექმნილი, ახალბედა მწერალს ვგულისხმობ love
გვანცაში ყველაფერი მომწონს! ყველა თვისება... განა იმიტომ, რომ იდეალურია? უბრალოდ ჩემსა და მას შორის პარალელებს ვავლებ.
ერთ-ერთი საუკეთესო ხარ! feel

მომენატრე love ამ ისტორიის აზრიც ალბათ ესაა, რომ სულ ოდნავ, ერთხელ მაინც დავფიქრდეთ, ჩვენი ცხოვრება ასე საათივით აწყობილი და დალაგებული რამდენად წამიერად შეიძლება შეიცვალოს. გვანცა მეც საკმაოდ მომწონს, თუმცა შენი თქმისა არ იყოს იდეალური არცაა და ალბათ ვერც იქნება, რადგან ერთი ჩვეულებრივი ადამიანია მისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები...

 


№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი საყვარელი მწერალი დაბრუნებულა და მე მხოლოდ ახლა გავიგე... პირველ რიგში გილოცავ ახალ სტატუსს "ახალბედა მწერლობა" ნამდვილად დაიმსახურე და ძალიან გამიხარდა... რაც შეეხება ისტორიას ძალიან განსხვავებულია როგორც ყოველთვის... ამ გოგოს საცოდაობამ გული მომიკლა მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ძლიერი და მებრძოლი გოგოა აი ისეთია ცხოვრება რომ ვერ დააჩოქებს... შენ კი საოცრება ხარ და ძალიან გამახარე რომ დაბრუნდი... ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ჩემი საყვარელი მწერალი დაბრუნებულა და მე მხოლოდ ახლა გავიგე... პირველ რიგში გილოცავ ახალ სტატუსს "ახალბედა მწერლობა" ნამდვილად დაიმსახურე და ძალიან გამიხარდა... რაც შეეხება ისტორიას ძალიან განსხვავებულია როგორც ყოველთვის... ამ გოგოს საცოდაობამ გული მომიკლა მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ძლიერი და მებრძოლი გოგოა აი ისეთია ცხოვრება რომ ვერ დააჩოქებს... შენ კი საოცრება ხარ და ძალიან გამახარე რომ დაბრუნდი... ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

უღრმესი მადლობა love მომენატრეთ და დაბრუნება გადავწყვიტე wink ვაღიარებ აშკარად მომაკლდა თქვენი თბილი კომენტარები, ენერგიით მავსებთ და მათბობთ love იმედია არ დამეკარგებით love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent