სიყვარული და ტკივილი (34თავი)
ერთი თვის შემდეგ: -სანდრო რაღაც მინდა გითხრა. -რაიყო ხომ კარგად ხარ? -სანდრო მე... ორსულად ვარ. -რაა? შენ რა მეხუმრები? ეს არ შეიძლება. -გთხოვ დაწყნარდი ნუ ყვირი. -ნუ ვყვირი? გინდა რომ სხვისი შვილი გავზარდო? არავითარ შემთხვევაში. -სანდრო აპა რა უნდა ვქნა? -მოიშორე ეგ ბავშვი. -შენ გინდა რომ ჯერ არშობილი სიცოცხლეს გამოვაცალო? არა ამას არასოდეს არ გავაკეთებ. -არ გააკეთებ და წადი მაშინ ჩემგან. -რომ მომიწიოს მაგას მაინც არ გავაკეთებ... -რას აკეთებ თიკო? -ბარგს ვალაგებ. მივდივარ აქედან და ქუჩაში რომ დავრჩე ამ ბავშვს მაინც არ მოვიშორებ. -მაპატიე თიკო გთხოვ. ზედმეტი მომივიდა. გთხოვ. მოდი ჩემთან. უცებ გავბრაზდი, შენ ხომ მაგაში არ ხარ დამნაშავე. მიყვარხარ ძალიან და... -ხალხნო ხომ მშვიდობაა? -აუ ამას რაღა ჯანდაბა უნდა. შენ დარჩი აქ მე გავალ.... დათო რა გინდა აქ? -რა მინდა? რავიცი ისეთი ყვირილის ხმა გამოდიოდა მეთქი რა ხდებათქო. -არაფერი ისეთი შენთვის საინტერესო -თიკო ორსულად არის ხო? -ხო მერე შენ რა გინდა? -ვიცი რომ შენ არ გინდა ეგ ბავშვი. -მართალია მე არ მინდა მაგრამ თიკოს უნდა ამიტომ ბავშვის გამო თიკოს ვერ დავკარგავ. -აუ კარგი რა. შენ თვითონ შეგიძლია მოაშორო ეგ ბავშვი. -შენ გინდა თქვა რომ.... მოგკლავ. დრო აქედან ეხლა, აქ დაბრუნებული არ დაგინახო თორე ცოცხალი ვერ გადამირჩები და შენ გულისთვის მე.... -სანდრო გეყოს გთხოვ. -თიკო გაიწიე, ნუ მაკავებ, ეს დიდი ხნის წინაც უნდა გამეკეთებინა. მაია მართალი იყო არ უნდა მიგვეცა ჩვენთან დაახლოების საშუალება, განსაკუთრებით კი შენთან. -სანდრო გაუშვი და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. -გაეთრიე აქედან და მეორედ ამ სახლში ვერ შემოდგამ რაც არ უნდა მოხდეს. გასაგებია? თორე რაც დაგემართება ჩემი ბრალი არ იქნება. -სანდრო რა მოხდა ასეთი რომ ეჩხუბე ესე? -გთხოვ ნუ ჩაერევი რა. შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. დაქეჯი და დამშვიდდი. დღეიდან გვერდიდან არ მომშორდები, მაღაზიაში ყოველთვის მე ვივლი და საღამოობით ერთად ვისეირნებთ. -მიყვარხარ სანდრო. -მეც ძალიან მიყვარხარ. -უკაცრავად კარი ღია იყო და შეიძლება შემოვიდე? -დედა? სანდრო მოდი რა მოეხმარე. -ვის უნდა მოვეხმარ?.. დედა? როგორ ხარ? შემოდი. -მე არამიშავს თქვენ როგორ ხართ? -ჩვენც არაგვიშავს, ვართ ნელ ნელა. -თიკო შენ როგორ ხარ? -რავიცი არამიშავს, ეხლა უკეთესად ვარ. -წარმომიდგენია იმდენი რაიმე გადაიტანე მე კი გვერდით არ გყავდი. როგორც კი გავიგე, უფრო სწორად დათომ მომახალა, ცუდად გავხდი. როცა გამოვჯამრთელდი იმწამსვე მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ხომ უნდა მემუშავა ცოტა ფული რომ წამომეღო? -კარგი დედა არაუშავს, რაც მთავარია ყველაფერი კარგადაა, შენ რშვები გული როგორ გაქვს? -რავიცი ოპერაცია გამიკეთეს და იმდენი წამლები დამინიშნეს იმედი მაქვს კარგად ვიქნები. შენ ცოტა გასუქებულხარ. -მე? ხოო. ჯერ სადაა უფრო გავსუქდები კიდე. -რამდენის ხარ? -თითქმის ორი თვის. რამდენიმე დღეში გავხდები. -თიკო მაპატიე რომ ასეთ რთულ პერიოდში შენს გვერდით არ ვიყავი. ყოველ წუთს შენზე ვფიქრობდი, ნეტა როგორ არის რაიმე ხომ არ აწუხებსთქო. ისე მინდოდა შენთან ყოფნა. -კარგი დედა არ ინერვიულო რა, არაუშავს ვიცი რომ გულით გინდოდა აქ ყოფნა, მთავარია რომ ეხლა ყველაფერი კარგადაა. -სანდრო სად ხარ? -რაიყო დედა რაიმე მოხდა? -საავადმყოფოში მოდი რა... -დედა რა მოხდა. - თიკო ყავთ შეყვანილი. -კი მაგრამ ხომ ყველაფერი კარგადააა? -არვიცი ველოდები უკვე ექიმს და იმედია ყველაფერმა კარგად ჩაიარა. -გილოცავთ თქვენ გოგო შეგეძინათ. ბავშვი კარგადაა, დედას ცოტა გაუჭირდა, მაგრამ კარგად იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.