შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვითურთ [სრულად 2]


10-08-2016, 10:59
ავტორი Drama Queen
ნანახია 2 430

ნუცუბიძე გვანცა, ჩვენი სამეგობროს ყოფილი, ყველასთვის საყვარელ წევრი. 2 წელია ჩვენთან კონტაქტი აღარ აქვს. წასვლით ყველას ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ ყველაზე რთულად დიტო შეეგუა მის წასვლას, ყველაზე ადვილად კი - მე.
წერილის კითხვას რომ მოვრჩი, წუთი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ამ წუთის განმავლობაში კი შეგრძნების უნარი დამკარვოდა, თვალი გამშტერებოდა, საღი აზროვნება შემზღუდვოდა და ხელები სულ ოდნავ მიკანკალებდა, გონზე მოსვლისას კი სხეული ნორმალურად ამუშავდა, ხელებიც აღარ მიკანკალებდა და ტკივილისა და ემოციების ტალღა მთელი ძალით შემასკდა. ვინატრე, ისევ დაეკარგა სხეულსა და გონებას ჩვეული შესაძლებლობები, თუმცა ნატვრა ნატვრადვე დარჩა. წერილი დავკეცე, კონვერტში ჩავდე და თვალი ხელებში მოქცეულს გავუსწორე.
– აბა, არ გვეტყვი რა მოგწერა? - მოთმინება დაკარგულმა მკითხა.
– წერილი. - ჩვეული ტონით ვუპასუხე აწითლებულ, ძარღვებდაბერილ დიტოს.
– მაგდა! - იყვირა. - წლებია გიცნობ და მართალია სულ წამით, მაგრამ მაინც გაგიფითრდა სახე კითხვიდას, რაც იმას ნიშნავს რომ უბრალო წერილი არ გიჭირავს ახლა ხელში. - ხმამაღლა მელაპარაკებოდა სახეგაქვავებულს. თავი დავიწყევლე, წამიერი სისუსტის გამო, რამაც ნათლად ასახა არსებული ფაქტი, რომ წერილი უჩვეულო იყო.
– არაფერი განსაკუთრებული მოუწერია. - მშვიდად ვაგრძელებდი, რაც აშკარად უშლიდა ნერვებს.
– წაგვაკითხე მაშინ. - მომთხოვა. ამას მოველოდი, მაგრამ მაინც დავიძაბე.
– კონვერტს მემგონი ნათლად და გარკვევით აწერია, რომ მხოლოდ მე უნდა წამეკითხა. მე თუ არა, მას უნდა სცე პატივი. - თითით მივანიშნე კონვერტზე არსებულ წარწერაზე.
– ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზულია, რასაც გვიმალავთ! - არ ჩერდებოდა დიტო. სხვებიც ჩემ ჯინაზე არ იღებდნენ ხმას და არ აჩერებდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათაც კლავდა ცნობისმოყვარეობა.
– არა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ჩაერიო. - ტონს ოდნავ ავუწიე, ფეხზე წამოვდექი და ოთახისკენ გავქუსლე. დიტო ხმას აღარ იღებდა, რისთვისაც მადლიერი ვიყავი. ოთახში შესულმა საგულდაგულოდ გადავმალე წერილი და სანამ არ დავრწმუნდი, რომ მის ადგილმდებარეობას ვერავინ გაიგებდა, მანამდე არ გავედი მისაღებში. დიტო, ლუკა და საბა არსად ჩანდნენ. დანარჩენები ოთახში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. კატერინამ ერთი გამომხედა, მაგრამ სწრაფად ამარიდა მზერა და ჯიუტად მიაშტერდა ტელევიზორს. სამზარეულოში შევედი და ყავის გაკეთებას შევუდექი.
– ბავშვებო, ყავა გინდათ? - გავხედე. რამდენიმე წამი ხმა არავინ გამცა და მეც უკან ვაპირებდი შესვლას, აკომ რომ გამომძახა.
– კი, მე მინდა. - ხმაში სევდა, წყენა და ბრაზი იგრძნობოდა. თავი დავუქნიე და შეკვეთის მზადებას შევუდექი. იშვიათად ვჩხუბობთ ხოლმე და თუ ვჩხუბობდით, მაქსიმუმ სამ საათში წყენას ვივიწყებდით. ეს კი სხვა შემთხვევა იყო. გადასარევად ვიცოდი, ეს ის ბავშვური წაკამათება არ ყოფილა. დიტოს გვანცასადამი კიდევ ჰქონდა გრძნობები და ჩემგან ასეთი ცივი დამოკიდებულება საშინლად სწყინდა, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო, სხვაგვარად.. უბრალოდ გავნადგურდებოდი. გრძნობებისთვისს გასაქანი რომ მიმეცა, ცოცხლად შემჭამდნენ, არ დამინდობდნენ და მოსიარულე მკვდრად მაქცევდნენ.
– ასეთი როდის გახდი? - კატერინას ხმამ შემაკრთო. ინტერესით შევხედე და ვანიშნე "როგორი"-მეთქი.
– ცივი, გაყინული, გულქვა. არა, ეს თვისებები სულ გახასიათებდა, მაგრამ როცა საქმე შენს ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს ეხებოდა, ყველაფერს განიცდიდი, ყველაფერი გულთან მიგქონდა. - მიხსნიდა. - ამასაც რომ თავი დავანებოთ, ახლა უფრო გამძაფრდა შენში ზემოთხსენებული თვისებები. მაგდა, რამე მოხდა? ხომ იცი, შეგიძლია მენდო. - მომიახლოვდა. ხმას ძლივს აკონტროლებდა. ვგრძნობდი, წარსულის ბედნიერი დღეები ენატრებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არ იყო არც უბედური ან რაიმე სხვა მსგავსი რომ ასე ნატრობდეს წარსულს. ამას ხომ, მხოლოდ ისეთი ადამიანები აკეთებენ, რომლებსაც მომავალი არ გააჩნიათ ან გააჩნიათ, მაგრამ ჯოჯოხეთური.
– კატერინა, არაფერი მომხდარა. სულ ასეთი ვიყავი და საიდან მოიტანე, რომ არ განვიცდი. მეც მეწყინდა გვანცას წასვლა და მისი წერილი ისთი არაფერი ყოფილა, რომ ავეტირებინე ან მსგავსი ემოცია გამოეწვია ჩემში. - ვუხსნიდი და თვალს არ ვაშორებდი ჩაიდანს.
– დიტომ კი არ გამოიგონა რომ გაფითრდი. მეც და ალბათ, ყველამ შენიშნა ეგ.
– თუ ეგრეა, ლადო ექიმის მონახულება მომიწევს. - გავიცინე და მასაც ვაეღიმა. მომეხვია და მივხვდი, ჩემ გაშვებას დიდი ხანი არ აპირებდა.
– კატერინა, ისედაც ცხელა. - დავიწყე შეწუხებულმა.
– არაფრის ღირსი ხარ რა! - სიცილით მომშორდა და იქვე ჩამოჯდა. გავიგე კარის ხმა და იმ იმედით, რომ დიტოს ვნახავდი მოსულს, ჩემი დეიდაშვილი და მისი ქმარ-შვილი შემრჩა ხელში. თვალები გაბეზრებულმა გადავატრიალე და ყავა ჩამოვასხი.
– აუ მეც მინდაა. - თქვა თამუნამ და სკამზე მიესვენა. უნდა მეთქვა, რომ საჯდომი აეწია და გაეკეთა, როცა ბოროტმა "მე"-მ შემახსენა თავი.
– რა თქმა უნდა, შაქარი რამდენი? - ღიმილით ვკითხე. გაკვირვებულმა შემომხედა, თითქოს ამოწმებდა, მართლა მე ვიყავი თუ არა, მერე ორიო მიპასუხა და წამოდგა.
– გამოვიცვლი და ჩამოვალ. - კიბეებზე როგორც კი ავიდა, მარილი და წითელი წიწაკა გადმოვიღე. კატერინას სიცილი აუტყდა და საჩვენებელი თითი ტუჩებდათ მივიტანე, გაჩუმდი-მეთქი. ერთი კოვზი მარილი და კოვზ-ნახევარი წითელი წიწაკა. მახსოვს, ერთხელ ბებიას ზედმეტი მოუვიდა წიწაკა კერძში და მთელ ოჯახს ენაზე ცეცხლი გვეკიდა. თამუნას ენისა და კუჭის წარმოდგენისას, თავი მონსტრად შევრაცხე. ყავა დავუსხი და ჩამოსულს ღიმილით მივაწოდე. მადლობაო მითხრა და მაგიდასთან ჩამოჯდა. აკოსა და ჩემ ჭიქებს დავწვდი და მისაღებში სიცილშეკავებული გავედი. კატერინაც ფხუკუნით მომზდევდა და აკომ ჩუმად მკითხა, ახლა რა გააკეთეო. წამის მერე თამუნას კივილმა აიკო იქაურობა და სიცილშეუკავებელი კატერინა ზევით ავაგდე. სახეზე გაკვირვებული ნიღაბი ავიკარი და ენაგადმოგდებულ თამუნას გავხედე.
– თამუნა, რა ხდება? კარგად ხარ? - შეწუხებული ვეკითხებოდი და გულზე ხელებს ვიდებდი.
– შენ! - აჩლიფინდა და სიცილის შესაკავებლად არაადამიანური ძალა დამჭირდა. - ვერ გიტან! - დაიყვირა და სიმწრის ცრემლები გადმოყარა. ზევით ავიდა და ოთახის კარი გაიჯახუნა. აკოს გავხედე და ორივეს სიცილი აგვიტყდა. ბექა, ნოდო და ანანოც აგვყვნენ.
– რა გაუკეთე ასეთი? - მკითხა ნოდომ.
– ყავა. - მხრებისჩეჩვით ვუპასუხე და კატერინას გავხედე, რომელიც კიბეზე ძლივს ჩამოდიოდა.
– გოგო, მაგის ცოდვა არ დაიდო! - თქვა აკომ და ყავა უნდა მოესვა, რომ გამომხედა. - ჩემსასაც რამე უქენი, ხო? - მაკვირდებოდა. ჭიქა გამოვართვი, მოვსვი და ღიმილით გავუწოდე. კმაყოფილმა დალია და წამის მერე სახე დაეჭყანა. რა თქმა უნდა, მასაც მარილი ჩავუყარე, წიწაკისთვის ვერ გავიმეტე მხოლოდ.
– ფუ, მაგდა! თამუნას ვგავარ?! - გაბრაზებულმა მკითხა.
– არა, მაგიტომ არ ყრია შენს "გემრიელ" ყავაში წითელი წიწაკა. - თვითკმაყოფილი ვიღიმოდი.
– წიწაკა ჩაუყარე? - გაკვირვებული მეკითხებოდა ბექა.
– თამუნას ხო. -დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე და გავიცინე. ყველა გავჩუმდით, კარის გაღების ხმა რომ გავიგეთ. ბიჭები შემოლაგდნენ.
– რა მოხდა? თამუნას ყვირილი სანაპიროზე მესმოდა. - მკითხა ლუკამ.
– შენი აზრით? - გამოელაპარაკა კატერინა. ლუკამ გამომხედა და სახეზე სიბრალული დაეტყო.
– არ მითხრათ, სუსტი გულის პატრონი ვარ. - თავს ისაწ....ბდა, მაგრამ ხომ ვიცოდი, ერთი სული ჰქონდა როდის გავცემდით პასუხს.
– ყავაში მარილი და წითელი წიწაკა ჩაუყარა. - უთხრა ბექამ სიცილით.
– საწყალი. - ამოიოხრა ლუკამ.
– ოო, არ მოკვდება. - უდარდელად ვთქვი. დიტოს გავხედე, რომელსაც თავი ჩაეხარა და სახეზე არაფერი ეკითხებოდა, მის თვალებს კი ვერ ვხედავდი. არ ვაპირებდი გამოლაპარაკებას, დრო სჭირდებოდა რომ თავად გადაეწყვიდა შემირიგდებოდა თუ პასუხს მომთხოვდა. სამზარწულოში გავბრუნდი და ყავის სმა დავიწყე. ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი, როცა ჩახველების ხმა გავიგე. კარში დიტო აყუდულიყო.
– რა იყო, დიტო? - ჩვეულებრივად ვკითხე, თითქო ორმოცი წუთის წინ ის არ იყო, ვინც ბოლო ხმაზე მიყვიროდა. წყენას ყოველთვის ადვილად ვივიწყებდი.
– მაგდა, - დაიწყო. - იცი ახლა რა მინდა? აი, შენი ბორში. ხო იცი, შენებურად რომ აკეთებ, კაცს თითებს რომ ჩააკვნეტინებ. - გამეცინა.
– გაგიკეთებ, დიტო. - ჭიქა რაკოინაში ჩავდე და მივუბრუნდი. - დამეხმარები, თუ უთითო დაგტოვო?
– იყოს, ეგრეც არ მიყვარს, სხეული რომ გავიუბედურო. - სიცილით მითხრა. ერთ საათში ბორშიც მზად იყო. ბავშვებს დავუძახე და გაშლილ სუფრაზე მივუთითე.
– აუ, მაგდა, მაგდენს ვერ შევჭამ. - მითხრა საბამ, როცა თეფში გავუვსე.
– ისეთი გემრიელია, ქვაბს დაუწყებ ლოკვას. - ვუთხარი და თეფში მივაწოდე. ყველას პირამდე გავუვსე და ქვაბში ჩემი წილი ბორში დავტოვე.
– შენ? - მკითხა ბექამ, როცა მიხვდა, დაჯდომას არ ვაპირებდი.
– მე არ მშია. - გავუღიმე და გარეთ გავედი. დღეს ჩემი ზღვა არ მინახავს. ორი საათი იყო და მზე ისე აჭერდა, შუა გზაში ლამის უკან გავბრუნდი. სანაპიროზე რამდენიმე ადამიანი იყო. "ასეთ დროს, ვინ გამოდის გარეთ?! მაგრამ მე ვიზე რას ვამბობ?" გავიფიქრე და ზღვას გავხედე. ისე მშვიდად ღელვდა, მეც უმალ დამაწყნარა. გაღიავებულიყო და მზის სხივებისგან ანათებდა. ვუყურებდი და ბავშვობას ვიხსენებდი. ერთხელ შლოპანცებით შევედი ზღვაში. მაშინ ექვსის ვიქნებოდი. მშობლები მიმეორებდნენ, გაგძვრება და დაგეკარგებაო, მაგრამ ვირივით ერთ აზრზე ვიდექი. მაგ დღეს ზღვა ძლიერად ღელავდა და რა თქმა უნდა, ცალი ფეხსაცმელი დავკარგე. მაშინ ისე გავუბრაზდი ზღვას, ცრემლები მომდიოდა. ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი წამართვა-მეთქი, ვიძახდი და ლოყებს ცრემლებით ვისველებდი. მეორე დღეს კი სანაპიროზე გამორიყული ვიპოვე და სიხარულისგან წყლიდან ამოსვლა არ მინდოდა.
მოგონებებზე გამეღიმა და მაშინ ვიკადრე შინ წასვა, როცა თავის ტკივილი აუტანელი გახდა.
– მზის დარტყმა გინდა?! - მისაყვედურა ნოდომ. მხოლოდ რამდენიმე დღე ვიცნობდი, ამიტომ მთლად არ მესიამოვნა მისი ნათქვამი, მაგრამ გავატარე და გავუღიმე.
– დღეს ბათუმში გავისეირნოთ, ბულვარზე. - შევთავაზე.
– ძლივს! - წამოიძახა აკომ. - უი, ლუკა, შემახსენე ნიძლავის საქმე როგორ მიდისო? რვა გოგო ხო? ჰმმ.. - "დაფიქრდა" და გაბეზრებულ ძმაკაცს გახედა. - მე ათი გოგო დავკერე. უი, გამისწრია. არადა ვერც შევნიშნე. - აგრძელებდა ლუკას გაბრაზებას, თან მე გამომხედავდა ხოლმე. ამ უკანასკნელმაც წამოარტყა და უთხრა.
– არსაკიძე, გაგხევ შუაზე. - უღრენდა ლუკა. მათ შემყურეს თავი ცირკში მეგონა.
– ეს რა უჟმურია, ხტფუი. - სასაცილოდ თქვა აკომ.
– მე მეძინება და ოთახში შევალ. ცხრისკენ გავიდეთ ხო? - გავხედე ბავშვებს. თვალებს ძლივს ვახელდი, ამიტომ პასუხს არ დავლოდებივარ, ისე გავემართე ოთახისკენ. - თუ მეძინა არ დამტოვოთ! - მოვითხოვე. ტანსაცმლიანად დავეხეთქე ლოგინზე და ფშვინვა ამოვუშვი. ვგრძნობდი უცხო და სასიამოვნო სურნელს, ლოგინის მეორე მხრიდან რომ მოდიოდა და რამდენადაც არ მხიბლავდა ამის აღიარება, ვერ გავექცეოდი იმ ფაქტს, რომ ძალიან მომწონდა.
დაფეთებული წამოვხტი, ხელები ყელზე შემოვიხვიე და გაოფლიანებულმა ღრმად სუნთქვა დავიწყე. როცა დავრწმუნდი, რომ ისევ კოშმარი ვნახე, შედარებით დამშვიდებულმა საათს გავხედე. რვას აკლდა ოცდასამი. დაახლოებით სამი საათი მეძინა.
– მაგდა, - გავიგონე და შეშინებული ადგილზე შევხტი. - კარგად ხარ? ბოდიში, არ მინდოდა შემეშინებინე. - მიღიმოდა ბექა და ლოგინზე წამოჯდა. "ამასაც ეძინა?" გავიფიქრე.
– კი, კარგად ვარ. - ვუპასუხე და წამოვდექი. - გაგაღვიძე?
– არა, არ მეძინა. - ლოყები სულ ოდნავ შეეფარკლა, რამაც დამიდასტურა ის ფაქტი, რომ ძილში მიყურებდა.
– ბავშვები რას შვებიან? - ვკითხე და აივნის კარი გამოვაღე. ძალიან ცხელოდა.
– ზღვაზე გავიდნენ. აკომ თავი გაიგიჟა, გასვლა მინდაო, ხოდა სხვებიც გაყვნენ. ცხრამდე მოვალთო ასე მითხრეს. - მიხსნიდა, თან თვალს არ მაშორებდა.
– შენ? რატომ არ წახვედი, ცუდად ხარ? - ვკითხე. თავი საშინლად მტკიოდა, თითქოს ათ ჩაქუჩს ერთდროულად მირტყამდნენ. თავბრუსხვევა რომ ვიგრძენი, ისევ ჩამოვჯექი.
– არა, მარტო ხომ არ დაგტოვებდი. - გამიღიმა.
– კი არ მეშინია მარტო დარჩენის. - შევუბღვირე, რაზეც გაეცინა. თავი დამძიმებოდა. "ალბათ, მზის ბრალია. გადამივლის" გავიფიქრე და ისევ დაძინება გადავწყვიტე. ბექა გაშეშებულიყო, წამით მეგონა, სუნთქვაც შეეწყვიტა, მაგრამ მწველი მზერა ამას უარყოფდა.

***

– ნაყინი! - ჯიუტად იძახდა კატერინა.
– კარგი რა კატა. უკან უნდა გავბრუნდეთ მაგის გამო? თან სად იყო აღარც მახსოვს. - არც აკო ჩამორჩებოდა სიჯიუტეში. მე სკამზე ვიჯექი. თავი მისკდებოდა და თვალებს ძლივს ვახელდი.
– მერე რა! წამომყევით რა. - შეგვეხვეწა და ყველას თვალი მოგვავლო.
– ესენი სულ ასეთები იყვნენ? - სიცილით მომიჯდა ბექა.
– როგორები? - დაღლილმა ვკითხე.
– რავი, ვირივით ჯიუტები და ბავშვურები. - დამიკონკრეტა.
– ყველანი ეგეთები ვართ. - გამეცინა. მართლაც, სამეგობროში ყველას გვახასიათებდა სიჯიუტე და ბავშვურობა. ბექა მიღიმოდა და თვალს არ მაშორებდა. მე კიდევ კატერინასა და აკოს მივშტერებოდი.
– თვალები ჩაწითლებული გაქვს. - უეცრად დასერიოზულებულმა მითხრა.
– ძილის მერე ვიცი. - ვუპასუხე, მაგრამ თვალებში მაინც ამოიკითხებოდა ნერვიულობა.
– კარგი! წამოდი. - წამოიძახა აკომ და კატერინაც კმაყოფილი გაყვა უკან. ფეხზე ადგომისას შევბარბაცდი და ბექა რომ არა, ჩემი და ასფალტის "ემოციურ ჩახუტებას" ყველა ნახავდა.
– კარგად ხარ? - მზრუნველად მკითცა. "რას გადამეკიდა?!" გავიფიქრე, მაგრამ საკუთარ თავს გავუბრაზდი, ის ხომ უბრალოდ ჩემზე ნერვიულობდა.
– კი, არაფერია. - ამოვიხრიგინე. მგონი, ყელიც მტკივდებოდა.
– თუ გინდა სახლში გაგიყვან. - შემომთავაზა და შეწუხებული ჩამაშტერდა თვალებში.
– არა, მადლობა. - ბავშვებს დავეწიე და საუბარში ჩავერთე. ანანო კატერინას მიკროდა, რის გამოც ბევრი უცნობი ეჭვის მზერით უყურებდა.
– კატერინა. - დავუძახე. გამომხედა და სახე შეუწუხდა.
– მაგდა, კარგად ხარ? - მკითხა.
– სულ დაგავიწყდი რა! - გაბუტულმა დავილაპარაკე. - ანანოსთან ხარ სულ. მეც რომ სულ შეყვარებულთან ვიყო მოგეწონება? - გაკვირვებული მიყირება, მერე გაეცინა, მოვიდა და მომეხვია.
– და შენ რომ შეყვარებული არ გაქვს? - ეშმაკურად მკითხა, ტუჩები შუბლზე მომაკრო და დენდარტყმულივით მომშორდა. - სიცხე გაქვს. - ანერვიულებულმა მითხრა.
– მცხელა, სიცხე არა ნიჩაბი. - ხელი ჩავიქნიე.
– მაგდა, სახლში უნდა წაგიყვანო. - მითხრა.
– რა? - ალაპარაკდა ანანო. - ეხლა არ გამოვედით. - უკმაყოფილო მიყურებდა. გამაღიზიანა მისმა საქციელმა, მაგრამ მართალი იყო. ჩემ გამო მხიარულებას ხომ არ შეწყვეტდნენ.
– ანანო! - საყვედურით მიმართა კატერინამ.
– რას ერჩი, მართალია. მე ჩემით წავალ, თქვენ აქ იყავით. წამლები მაქვს სახლში, ჩაი, ძილი და ხვალ ცხენის ჯანი მექნება ისევ. - გავუცინე, ლოყაზე ვაკოცე და ჯიბიდან გასაღები ამოვიღე.
– მარტო ვერ ვაგიშვებთ. - მითხრა დიტომ.
– არ მოვკვდები. - შევუბღვირე.
– დიტო მართალია, მაგდა. ეხლა მანქანას ვერ ატარებ. - მითხრა ლუკამ. აკოს რაღაც უნდა ეთქვა, ბექამ რომ დაასწრო.
– მე წავიყვან, თქვენ აქ იყავით. - გასაღები გამომართვა და წინ წავიდა.
– არ მჭირდება ძიძა! - ავწუწუნდი, მაგრამ ბექას სახეს რომ შევხედე, გავჩუმდი. თავი ისე მტკიოდა, შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა.
– მოგვწერე რომ მიხვალთ. - სიტყვა დაგვაწია აკომ. მიუხედავად სიცხისა, მაინც გავარჩიე მისი გაბრაზებული ტონი, მაგრამ ზედმეტან არ დავუფიქრდი. უეცრად საშინლად შემცივდა, ცოტაც და კანკალი ამიტყდებოდა. მანქანაში ჩაჯდომისას სიდენიაზე მოვიყუჟე და კბილებს ვაკანკალებდი.
– გცივა? - მკითხა.
– ცოტა. - უსიტყვოდ ჩართო გამათბობელი. ფილმებში, როცა გოგოს სცივა, ბიჭი თავის მოსასხამს აძლევს ხოლმე, მაგრამ ამ პაპანაქებაში ბექას, რა თქმა უნდა, არავითარი მოსასხამი ეცვა. არადა, სიამოვნებით ჩავისუნთქავდი მის სურნელს. თავი გავაქნიე ფიქრების მოსაშორებლად და მზერა მორბენალ ხეებზე გადავიტანე. სახლში მისვლისთანავე ლოგინში შევწექი, მხოლოდ ფეხსაცმლის გახდა მოვახერხე.
– ლიმონიან ჩაის გაგიკეთებ. - მითხრა და ოთახიდან გავიდა. თხელი საბანი ვერ მათბობდა და უარესად მციოდა. ჩაით ხელდამშვენებული ბექას დანახვისას წამოვჯექი და ცხელი სითხე მოვსვი, რამაც სასიამოვნო ჟრუანტელი მომგვარა.
– თერმომეტრი სად გაქვს? - მივუთითე მისი ადგილმდებარეობა და ჩაის სმა გავაგრძელე. ჭიქა გამოვცალე და სიცხე გავიზომე.
– ოცდათვრამეტი და ცხრა. - ჩაილაპარაკა. წამლები დამალევინა და თავზე დამადგა.
– ეგრე ნუ ხარ, ასე მგონია მოვკვდი და ჩემს კუბოსთან დგახარ. - ვეცადე მეხუმრა, მაგრამ ატკიებული ყელი სიცილს უსიამოვნოს ხდიდა. გვერდით მომიწვა. დაუფიქრწბლად გადავბრუნდი მისკენ და მოვეხვიე. ალბათ, გაუკვირდა, რადგან რამდენიმე წამი გაშეშდა, მერე ისიც მომეხვია და სპილენძისფერ, მოკლე თმაზე დამიწყო ფერება. მე კი მისი სურნელით ვტკბებოდი. არ ვიცი, ალბათ სიცხის ბრალი იყო, მაგრამ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და მისი უცხო სურნელიც საშინლად მომწონდა.
– რატომ გესიზმრება კოშმარები? - მოულოდნელად შემეკითხა.
– მესიზმრება. - გულუბრყვილოდ ვუპასუხე.
– ეგ გასაგებია, და რატომ? ზედიზედ ორჯერ გამოგეღვიძა მაგის გამო. - არ ჩუმდებოდა.
– ხო. - დავეთანხმე. მიხვდა, არაფერა ვეტყოდი და გაჩუმდა. - შენც გესიზმრება. - ახლა მე დავიწყე.
– მე ანდრია მესიზმრება. - ჩურჩულებდა. სახე ახლოს მოეწია და მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი.
– ანდრია. - ჩავილაპარაკე. - მეძინება. - დავამთქნარე და მის გულ-მკერდზე უკეთ მოვკალათდი.
– დაიძინე. - გაეცინა. მეც მას დავუჯერე და წყვდიადს შევუერთდი.
ისევ გამომეღვიძა. ამჯერად უკოშმაროდ. ლოყაზე რაღაცას ვგრძობდი და წუთი დამჭირდა გასააზრებლად, რომ ბექას გულისცემა იყო. მოვშორდი და წამოვჯექი. სიცხეს დაეწია, მაგრამ მაინც მქონდა. საათი ვნახე, ორს აკლდა სამი წუთი. აივანზე გავედი, ფანჯრის რაფიდან სიგარეტი ავიღე და მოწევა დავიწყე. როცა ყელში ბურთი მეჩხირებოდა, გონება სხვა რამეზე გადავიტანე. განახსენდა როგორ ვეხუტებოდი ბექას და თავი დავიტუქსე. "მოუნდა გოგოს free hug-ები და ამბები." ვფიქრობდი და სიგარეტის ბოლს თვალს ვაყოლებდი.
– სიცხემ დაგიწია? - გავიგე დაბოხებული ხმა და ბექას გავხედე. ეს უკანასკნელიც მუშტებით იზელდა თვალებს და უნებურად გამეღიმა, როცა იგი ბავშვს შევადარე. მხრებამდე წამოზრდილი, მუქი ქერა თმა აჩეჩვოდა და ტუჩებიც ძილისგან გამუქებოდა, რაც ძალიან მიმზიდველად მიმაჩნდა. თავი გავაქნიე აბეზარი ფიქრწბის მოსაშორებლად და ვუპასუხე.
– კი, მაგრამ დაბალი მექნება. ასე, ოცდაჩვიდმეტი და ექვსი. -უდარდელდ ვუპასუხე, ღერი საფერფლეში ჩავაქრე და უკან შესვლას ვაპირებდი, როცა სიტყვა დამაწია.
– სამი ღამეა სულ ამ დროს გეღვიძება. - გავჩერდი, - გაქვს რამე მიზეზი? - ცივმა ოფლმა დამასხა, მაგრამ სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება ავიკარი და მივუტრიალდი.
– არა, - სწრაფად ვუპასუხე და კითხვა შევუბრუნე. - შენ? ბოლო სამი ღამე შემც ჩემთან ერთად ეწევი ამდროს. გაქვს მიზეზი? - თვალებში ჩავაჩერდი. ცოტახანს მიყურა, ალბათ ფიქრობდა, ეთქვა თუ არა. ბოლოს დაილაპარაკა.
– ამ დროს მოკლეს ანდრია. - დავინახე, ლოყები შეფარკლოდა. - ალბათ, სუსტი და მიამიტი გგონივარ. - მწარედ ჩაიცინა.
– არა, როგორ გეკადრება. - გავუღიმე. სახეზე მაკვირდებოდა, მეც უხერზულად ავტუზულიყავი და ადგილს ვერ ვიცვლიდი.
– ლამაზი ხარ. - მითხრა ბოლოს. - თან ძალიან. - ჩაიჩურჩულა. სირცხვილისგან ავწითლდი და გამორიცხული არაა, სიცხესაც აეწია.
– მ-მადლობა. - თავდახრილმა ვუპასუხე და სწრაფად შევძვერი ლოგინში. მისი ხითხითი გავიგე და უარესად შემრცხვა. "რა გეტაკა?! ადრე არავის უთქვამს ლამაზი რომ ხარ?! დაიმორცხვა სკოლის მოსწავლესავით!" არ ისვენებდა ალტერეგო. საბოლოოდ ისევ ჩამეძინა.
დილით თავს უკეთ ვგრძნობდი, კატერინამ ტოლმასავით გამახვია ტანსაცმელში, ისევ არ მოგცეს სიცხეო. მე კიდე სუნთქვას ვერ ვახერხებდი ნორმალურად და ისე მცხელოდა, ასე მეგონა, ცეცხლი წაეკიდათ ჩემთვის. ბავშვები დამცინოდნენ, ტომარა ხარო. მეც შევუბღვერდი და მათ კომენტარებს უპასუხოდ ვტოვებდი. ბოლოს მოთმინება ამომეწურა და მისაღებშივე გადავიძრე ზედმეტი ტანსაცმელი.
– მაგდა, ისევ აგიწევს სიცხე. - მზრუნველად და მკაცრად მითხრა კატერინამ. გაბეზრებულმა გავხედე.
– არაუშავს. - მხრები ავიჩეჩე. მისი საყვედურებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და სამზარეულოში გავედი. ტკბილი მინდოდა, ხოდა გადავწყვიტე, ნამცხვარი გამომეცხო. შოკოლადს ვურევდი, როცა ლიკუნა შემოვარდა.
– რას აკეთებ? - მკითხა.
– ნამცხვარს. - მოკლედ ვუპასუხე.
– რატომ?
– იმიტომ.
– აუ, რა უჟმური ხარ. - ჩაილაპარაკა.
– აუუ, რა ტრა*ის ჭია ხარ. - მისივე ტონით ვუთხარი. დამიბღვირა. შიკილადი იქვე დავდე და ღუმელში მყოფი, გემრიელი ნამცხვარი შევამოწმე. დავინახე, ლიკუნამ როგორ ჩაყო თითი და შოკოლადი გასინჯა.
– გემრიელია. - შემფასებლურად მითხდა.
– რას მელაპარაკები? - "გავიკვირვე" და დასვრილი ჭურჭლის რაკოინაში ჩაწყბა დავიწყე. ვიგრძენი თითი როგორ ამისვა ღია ცისფერ ჯინსზე და შოკოლადით დამსვარა. სისხლმა ტვინში ამასხა, როცა თავისი გულისგამაწვრილებლად წრიპინა ხმით ჩაილაპარაკა, უიიო. შოკოლადის ჯამი ავიღე და თავზე გადავასხი.
– უიი. - კმაყოფილმა გავიმეორე მისივე ნათქვამი და ტირილით, რომელიც კივილს უფრო ჰგავდა, გავარდნილ გოგონას მზერა გავაყოლე. "შოკოლადი ისევ უნდა გავაკეთო ამ ღლაპის გამო." გავიფიქრე და კოპებშეკრული შევუდქი საქმეს.
– ჩემს შვილს მეორედ ეგრე აღარ მოექცე, გასაგებია?! - ყვირილით მომვარდა თამუნა.
– შენს შვილს ასწავლე უფროსებთან მოქცევა და არც დამჭირდება ასე მოქცევა. კიდევ ითავხედებს, არ მომერიდება მისი ასაკის, უარესს გავუკეთებ. - მშვიდად ველაპარაკებოდი აწითლებულ დეიდაშვილს.
– ღმერთო, როგორ ვერ გიტან. - შეჰყვირა.
– აბა მე მკითხე. - ვუპასუხე და ისიც თავისი შვილივით გავარდა ოთახიდან.

***

– არ წავიდეთ, უკვე გვიანია. - იკითხა ანანომ, რომელსაც მალე ფეხზე მდგომს ჩაეძინებოდა.
– კი, მეც ძალიან დავიღალე. - უპასუხა კატერინამ.
– მეც მოვალ მალე. - გავძახე წასასვლელად მომზადებულ ბავშვებს და მზერა ზღვას გავუსწორე.
– მეც. - გვერდით ჩამომიჯდა ბექა და ბავშვებს ხელი დაუქნია. მარტო ყოფნის დიდი სურვილის მიუხედავად, მაინც მესიამოვნა მისი სიახლოვე. "ჯანდაბა, არ მაქვს უფლება.." გავიფიქრე. ცოტახანი ვდუმდით, მერე მოულოდნელად იჭექა და პატარა წვეთები ვიგრძენი შიშველ მკლავებზე. მიყვარდა წვიმის დროს ზღვა.
– რა ლამაზია. - მიმანიშნა ზღვაზე, რომელიც გაშავებულიყო.
– ძალიან. - სიყვარულით ვუპასუხე. გამომხედა. როცა მივხვდი, თვალის მოშორებას არ აპირებდა, მეც გავხედე. ნაცრისფერ თვალებში სითბო ჩაღვროდა და წამით შიშისგან გამაკანკალა. თუმცა, ასე იმდენად მიმზიდველი იყო, იმდენად სასურველი. უცებ, მომინდა მისთვის მეკოცნა.
– იცი, მაგდა, - დაიწყო, თვალს წამითაც არ მაშორებდა. - მგონი შემიყვარდი. - გავშტერდი. შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა და ერთადერთი ფრაზა მიტრიალებდა თავში, "არ შეიძლება." დაიწია და მაკოცა. წუთით კოცნაში ავყევი, მოწყურებულივით ვკოცნიდი და ვცდილობდი, ეს სიამოვნება კარგად ჩამებეჭდა გონებაში, მერე დენდარტყმულივით წამოვხტი ფეხზე და უკან დავიწიე.
– რა მოხდა? - მკითხა.
– არა, ეს არ შეიძლება. - წავიბურტყუნე. წვიმა გაძლიერებულიყო.
– რა, რომ გაკოცე? - ჩაეღიმა.
– არა, შენ არ უნდა შეგყვარებოდი, არ უნდა გიყვარდე. - ხმა გამებზარა. სახე დაუსერიოზულდა. წამოდგა და მომიახლოვდა.
– რატომ? - მკითხა. - შენში ყველაფერი მიყვარს. შენი მწარე წამოძახილები, რეალობის მშვენიერი აღქმა, შენი სილამაზე, ბავშვური და ამავე დროს, სრულწლოვნის ხასიათი. სიგარეტიც კი მომწონს შენს ხელში, მოწევაც გიხდება. - აგრძელებდა და მეც სახე უარესაც მიფითრდებოდა.
– არა, - გავაწყვეტინე. - შენ ვერ ხვდები, მე ვერ შემიყვარებ. - ტირილს ძლივს ვიკავებდი.
– რატომ?! - ხმამაღლა მკითხა.
– შეუძლებელია, ბექა, ჩემნაირს ვერ შეიყვარებ.
– როგორ შენნაირს, მაგდა?! - გაბრაზებულმა იყვირა. - შეუდარებელი ხარ.
– არა! - ვუყვურე. - არ ვარ! საშინელი ადამიანი ვარ! ადამიანიც არ ვარ! - ვყვიროდი. წვიმას ორივე დავესველეთ.
– ამას რატომ ამბობ? - შეწუხებულმა მკითხა, თვალებში სხივი ჩაქრობოდა
– მე ვიყავი, - დავიწყე. ხმა ჩავიწმინდე და განვაგრძე. - ანდრია ბრეგვაძე ჩემი მოკლულია. - სახე შეეცვალა, ერთდროულად ყველა ემოციას ვხედავდი მის თვალებში. ტკივილს, ბრაზს, იმედგაცრუებას, სევდას.. მაგრამ ზიზღმა მომკლა, იქვე აორთქლება ვინატრე, საკუთარი, ისედაც შეძულებული თავი, უარესაც შემზიზღა და ორი წლის განმავლობაში, პირველად მივეცი თავს უფლება, მეტირა.

.

ბოდიში ბავშვებო, ინტერნეტი არ მქონდა, ამიტომ ვერ ავტვირთე. იმედია მოგწონთ და ყველას მადლობა ვინც კითხულობთ.
პ.ს. გამიხარდება, თქვენ აზრსს თუ დააფიქსირებთ. ;)



№1 სტუმარი kati

zalian sainteresoa da iqneb male dado momdevno tavi.

 


№2  offline წევრი Drama Queen

მადლობა, ვეცდები მალე დავდო.

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

შოკში ვარ მართლა.
გვანცა ძალიან მომწონს,ჩემ თავს მახსენებს,ამჩემფეხება,ცივი,გულქვა ვარ :/

 


№4  offline წევრი Drama Queen

ძალიან მიხარია რომ მოგწონს. და ალბათ მაგდა იგულისხმე :დ

 


№5 სტუმარი mari

Mec momwonss

 


№6  offline წევრი Drama Queen

მადლობა დიდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent