შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბორბალი (დასასრული)


12-08-2016, 20:26
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 787

ვშეშდები.ჩემი ქვეცნობიერი ხვდება,რომ ის დაჩია,თუმცა მაინც მიჭირს ამის აღქმა,რა უნდა მას,ნუთუ იმიტომ მოვიდა,რომ მითხრას,არ წახვიდეო.განა ვგავარ ისეთ გოგოს,რომელიც ბიჭის გამო მთელი ცხოვრების ოცნებაზე იტყვის უარს?
უკან ვიხედები,მიუხედავად იმისა,რომ მისი ხელი მწვავს წელზე და ლამისაა ავორთქლდე.დაჩია,კი,დაჩია...მისი სახის თითოეული ნაკვთი დაძაბულია,არ იღიმის,თვალებითაც არაფერს ამბობს,ვერც მისი ხასიათის შესახებ ვიტყობ რამეს..
ჩუმად ვარ,ისიც არ იღებს ხმას..ესაა ყველაზე უხერხული და თან სასიამოვნო სიჩუმე..ბოლოს ხმას ვიღებ,ხელს ვაშვებინებ და პირდაპირ ვიწევი.
-რა ხდება? მე ხომ..
-მომენატრე-იღიმის,ახლა უკვე იღიმის და მის თვალებში ვხედავ რაღაც სხვას.
-დაჩი,არ გელოდი.
-ძალიან მომენატრები.მომწერე ხოლმე-ხელს კისერზე ვხვევს,თავს ჩემს თმაში რგავს და ძლიერად სუნთქავს..ნერვიულობს,მისი გულის ცემა მესმის,ის არაა ისეთი,როგორიც ჩვეულებრივ დრო.
-ახლა წადი,დაგაგვიანდება...-მიშვებს ხელს,მე კი არ ვინძრევი,არ ვიცი,რა ვთქვა.მივდივარ,ნელ-ნელა მივალტობ ჰაერს უკან,მივდივარ იმ კარისკენ,სადიდანაც შემოდის ნათელი,როგორც თანამედროვე ახალგაზრდა იტყვის,მივდივარ,რომ გავიარო ორწლიან ბეწვის ხიდზე,მივდივარ და გული მრჩება ჩემს ქვეყანაში,ჩემს საყვარელ ადამიანებთან...
რამდენიმე წამში იმდენს ვფიქრობ,რომ მიკვირს..ალბათ ასე ხდება ხოლმე,ალბათ ამის შესახებ ტყუილს არ წერენ ხოლმე წიგნებში..
ბოლოს ვჩერდები,მინდა,რომ დაჩის მადლობა გადავუხადო,სირბილით მივდივარ მისკენ,ვუსწორებ მზერას მის გაშეშებულ თვალებს,რომლებიც მომეყინა და არ მშორდება.. მეც ვშეშდები წამიერად,ხელებს ფეხის წვერებზე ვიწევი და ხელს კისერზე ვხვევ..
-მეც მომენატრები!-და ის ცახცახებს,მსგავსი რამ მისთვის არასდროს მითქვამს,არასდროს...უხარია,რა თქმა უნდა,უხარია და მეც მიხარია,თუმცა გულს მიწვამს იმაზე ფიქრი,რომ დიდ ხანს ვეღარ ვნახავ დაჩის.
-ელე,მიყვარხარ! დიდი ხანია,მინდა გითხრა..-ვშორდები ბიჭს და უკან ვიხევი,ჩემმა გულმა ხახა გააღო,მსგავ რამეს არ ველოდი,თუ მეტყოდა..ახლა უნდა წავიდე,უნდა წავიდე,,ამაზე ფიქრის დრო არაა.
-მაგვიანდება..მოგწერ,კარგი?-ვეუბნები დაბალ ხმაზე,ხმის იოგებიც ძლივს მემორჩილება,აღარ ვიცი,საიდან გვაქვს ამხელა გამბედაობა ან მე ან მას..ასეთი გულწრფელი სიტყვები,რომლებიც გულიდან მოდის,პირდაპირ გულიდან...იშვიათი უნდა იყოს,არა?
-ელენეეე....-ჩემკენ მოდის,მთელი სხეულით მიკრავს,თავს ხელებში მიქცევს,მაშტერდება და შემდეგ ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხება,ჰაეროვნად ეხება,როგორც ფილმებშია ხოლმე,ეს უჩვეულო და ღრმად გრძნობებით აღსავსე კოცნაა,რომელიც სხეულის თითოეულ კუნთს მიჭიმავს..
-დაჩი,ძალიან მომენატრები..-აცრემლებული თვალებით ვეუბნები და უკან ვიწევი.
-ელენე,სიგიჟემდე...მუდამ შენზე ვიფიქრებ..თუმცა არ გვინდა ახლა ცრემლები..მოიწმინდე..საახალწლოდ ჩამოხვალ,მანამდე დაგირეკავ ხოლმე,ინტერნეტი და რამე..-ძლიერად მიკრავს გულში და ჩემი ცრემლები მის ზედას ეწმინდება..
გამომშვიდობების გარეშე ვშორდებით ერთმანეთს ..და ახლა მე სულ სხვა ელენე ვარ,სულ სხვა გოგონა,ჩემში გაიღვიძა ქალმა,რომელსაც დაჩი უყვარს და ამის დამალვა არ უნდა,რომელიც სიგჟემდეა შეყვარებული და უნდა მთელ ქვეყანას გააგებინოს ამის შესახებ...
აცახცახებული ვჯდები ჩემს ადგილას,მარტოობას ვგრძნობ,თუმცა მეღიმება..მთელი დრო მეყოფა დაჩისთან გატარებული ამ რამდენიმე წუთის გახსენება...მთელი ღამეები შემიძლია ამით შევიქმნა იავნანური,მშვიდი გარემო,რომელსაც ახლავს ლამაზი სიზმრები.
გზაში აღელვებული ვარ,სხვანაირად ვერც იქნება..ორ ჭიქა შამპანურს ვსვამ,რაც მეხმარება გრძნობების მოთოკვაში..შემდეგ მეძინება და,როცა თვალს ვახელს,ვხედავ,რომ ხალხი ჩასასვლელად ემზადება,მეც ვდგები ფეხზე და ვიღიმი,ისტერიული სიცილიც კი მიტყდება... ეს ხომ კემბრიჯია!
აეროპორტიდან გავდივარ,მივაგორეებ ჩემოდან და ულევ თავისუფლებას ვგრძნობ..აქ სულ სხვა სამყაროა..თითქოს ჰაერიც უფრო თავისუფალია,მგონია,ღრუბლებზე ვწევავ,ვცურავ,დავფრინავ..მგონია,რომ მრვაალ არაორდინალურსა და გიჟურს ჩავდივარ...მხოლოდ ჰაერიც კი მახსენებს იმას,რომ ფეხი მიდგას მიწაზე,რომელიც იტევს კემბრიჯისნაირი უნივერსიტეტის ნატერფალებს...
-შესანიშნავია...-ჩემთვის ვამბობ,ვაშტერდები ცას,რომელიც სხვანაირი მგონია და ტელეფონს ვიღებ..ნინას უნდა დავურეკო და ვუთხრა ამ ყველაფრის შესახებ/მერე მაკოსაც უნდა დავურეკო და გიოსაც,ხომ შევპირდი..ამდენ რამეს რა დაიმახსოვრებს..
სასტუმროს ნომერში ვბინავდები,ძალიან კომფორტულია,შემიძლია ვთქვა,რომ ზედმეტააც კი...ძალიან იოლია აქ ცხოვრება,სამჯერადიკვება უფასოდაა,ცხოვრება უფასოდაა,მოგზაურობა და რამის დათვალიერებაც კი შედის მომსახურებაში.აი,რას ნიშNავს სწავლა,მართლაც,განათლებული ადამიანები მართავენ ყველაფერს..
დათვლიერება,სეირნობა,ახალი ნაცნობები,ახალი სანახაობები,ახალი...ეს ყველაფერი მალე სრულდება..თუმცა,ახალი ჰაერი და ახალი ეგრძნებები რჩება..იწყება სწავლა და არ მჯერა,რომ ვარ იმ უნივერსიტეტში,რომელშიც დადიოდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნის „ახალგაზრდობის“ ავტორი ვერა ბრიტენი.ეს საოცრებაა! ის ხომ ჩემთვის ქალის იდეალია,სამაგალითო გოგონა,რომელმაც შეუძლებელი შეძლო და იმის მაგივრად,რომ მიებაძა სხვებისთვის,გაჰყოლოდა სხვის აზრებსა და იდეოლოგიას,გახდა საუკეთესო მწერალი და პოლიტიკოსი...
კემბრიჯის შენობა მშვენიერია და ყველაფერი იდეალურ განცდებს იწვევს ჩემში,ლექტორებიც სულ სხვანაირები არიან,სტუდენტებიც მოწადინებულები,თითქოს ეს სხვა სამყაროა,ყველაფერი იდეალურად მიდის..ვგრძნობ,რომ ქართველური სიზარმაცე არ იგრძნობა აქ..სურვილი მიჩნდება,რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი გავხდე..ვიმუშაო რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში და ლექციები ვიკითხო კემბრიჯში.მართლია,ადრე ეს უკანასკნელი რამ არ მომწონდა,თუმცა შემდეგ მოვიხიბლე ამ პროფესიით.
სწავლა რთულია,ბევრი დრო მიაქვს,აქ მუშაობას ვეღარ ვახერხებ და არცაა მსგავსი შესაძლებლობა,ძირითად დროს ლექციების მომზადებაში ვართ ჩაბმულნი,მშობლებს ვპირდები,რომ ორმაგად გადავუხდი ხარჯებს.როცა შემიძლია,ვეხმიანები ხოლმე მეგობრებს,გიო და მაკო გახარებულნი არიან ჩემი წინსვლით,გულწრფელად ეხატებად სახეზე ბედნიერება..ნინას ვენატრები,ლუკა კი დღეებს ითვლის,როდის ჩავალ,დაჩი გაწონასწორებულია,ხშირად მირეკავს ხოლმე საღამოობით და მიყვება დღის თითოეულ წვრილმანს,ხშირად მეძინება ხოლმ ელეპტოპთან,თუმცა ამაზე არ მიბრაზდება ხოლმე..ეს ისაა,რაც მასში საშინლად მომწონს..
მეგობრებს აქაც ვიძებ,რომლებთანაც კვირა საღამოს გასართობად მივდივარ ხოლმე,კლუბის ხშირი სტუმარი ვხდები,დალევა ხშირად მეხმარება ხოლმე დატვირთული კვირის შემდეგ.დაჩი მაფრთხილებს,სასმელმა არ შეგიტყუოსო,რაზეც მეცინება,დამოკიდებულება რაიმისადმი არ მჩვევია.ადამიანები კი მჯაჭვავენ ხოლმე თავიან სახეებზე,თუმცა ეს სულ სხვა რამაა,სად სპირტი და სად ის,ვინც სიგიჟემდე გიყვარს. ეს სია იზრდება დროსთან ერთად და ამაზე სასიახარული შეგრძნება არ არსებობს, ალბათ..
თუმცა,მთლად ასეც არ მიდიოდა საქმეები..ხშირად არ მეძინა ხოლმე ღამეები,ხშირად ვერ ვახერხებდი თბილისში ვყოიფლიყავი ვირტუალურად,ხშირად ძალიან მიჭირდა აღალი ქულების მიღება,თავს ვაკლავდი სწავლას..ხშირად ნერვოზიც კი მემართებოდა და არაფერი მახსოვდა ხოლმე.ჭამაც კი მავიწყდებოდა გამოცდების დროს,ანუ სემესტრის ბოლო თვეს,რის გამოც ისედაც გამხდარი ძალიან გავხდი,რასაც საუბედუროდ ვერ ვამჩნევდი,ყირადღება მხოლოდ გამოცდებზე მქონდა გადატანილი.
რაც არ უნდა საოცარი იყოს,ეს ერთი თვე ძალიან მალე გავიდა,გამოცდებიც ჩავაბარე და ლოდინის მდგომარეობა გავითავისე.მიუხედავად ამისა,მაინც ვღელავდი და მხოლოდ სატელეფონო ზარებით შემოვიფარგლებოდი,როცა ვურეკავდი საყვარელ ადამიანებს და ეს ზარებიც მალევე სრულდებოდა.
ასეთი რთული არ მეგონა ეს ყველაფერი,რაც ცოტა არ იყოს მთრგუნავდა.პასუხები კიდევ კარგი მალე გახდა ცნობილი,რამაც დამიბრუნა ცხოვრება და ისევ დამაბრუნა მიწაზე,მაქსიმალურთან მიახლოებული ქულების შესახებ რომ გავიგე,მთელ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ვიყავი,ვინაიდან დავძლიე და დავამარცხე ასეთი რთული პროგრამა,როგორიც კემბრიჯს აქვს.
აქ განსაკუთრებულად ერთ გოგოსთან გამოვნახე საერთო ენა.ელისაბეტი ჰქვია და ლიზის ეძახიან,ინგლისიდანაა და საშინლად შესანიშნავი აქცენტი აქვს,მეც დამახევნა კიდეც.
-ისე ძალიან გახდი,უნდა მოიმატო..-მეუბნება ერთ დღეს,როცა გულს ვიჯერებთ გამოცდებისგან თავისუფლებით.
-გოგო,თბილისში ვაპირებდი საახალწლოდ ჩასვლას,ასე ვერ ჩავალ..ცარიელი პოლის ჯოხი ვარ დარჩენილი..შოკში ვარ..-დეპრესია არ მეწყებოდა,გამოცდების შედეგებით გამოწვეული სიხარული ამ უიღბლოდ იდიოტურ ქცევას წონიდა.
-აუ,რატომ არ ჭამდი წესიერად..ანორექსიის ზღვარზე ხარ..ექიმთან მიხვალ დღესვე..
-კარგი,ჩამწერე,წლის ბოლოს ჩვეულ ფორმაში უნდა ვიყო,გესმის?-ვმკაცრდები..არადა ეს ყველაფერი ჩემი ბრალია..აწი „სკაიპშიც“ ვეღარ დავენახები ვერავის,არ მინდა,ინერვიულონ...
მეგობრებსა და მშობლებს ვატყობინებ,რომ მხოლოდ რამდენიმე დღეა დასვენება და არ ღირ ჩასვლა,აქ ბევრი სასწავლი მაქვს და ძალიან ვიღლები.ისიცნი მიგებენ,რაც ძალიან მახარებს,თუმცა დაჩის სევდიანი მონატრებით აღსავსე ხმა გულს მიკლავს.ვეუბნები.რომ ზაფხულში უფრო ამაღელევებელი და სასიხარულო იქნება ჩვენი შეხვედრა.ისიც მეთანხმება და მეუბნება.რომ ჩემს გარეშე ყველაფერი უფერულია,ცხოვრება შავ-თეთრად ესახება და ძალიან ვუყვარვარ..ეს სიტყვები ჩემი სტიმულია,წონაში მომატებისა და თბილისში დაბრუნების სტიმული..
იმ დღესვე მივდივარ ექიმთან და ვიწყებ რაღაც წამლების სმას,ჩემთვის საყვარელ „ფასტ ფუდებსა“ და ტკბილეულს დიდი ულუფებით ვიღებ ყოველ დღე,პლუს ბევრ ცილასა და პროტეინს,ვარჯიშსაც ვიწყებ ფიტნესში,რომელიც ჩემი სასტუმროს გვერდითაა.
ახალ სემესტრს უფრო შემართებით ვიწყებ,ფიტნესზეც დავდივარ,“დიეტასაც“ ვიცავ..დრო მალე გადის,ზაფხულში უკვე შესანიშნავ ტანზე ვარ,უკეთესზე,ვიდრე აქამდე ვიყავი,ფიტნეს გოგოს მეძახის ლიზი.
გამოცდების პერიოდიც გადის და დასასავენებლად გვიშვებენ ივლისის შუა რიცხვებში..ეს ძალიან მახარებს..ვემშვიდობები ყველას და აეროპორტშის გზას ვადგები იმ დღესვე,მინდა,სიუპრიზი გავუკეთო მშობლებსა და მეგობრებს.
მგზავრობისას ტელევიზორს ვუყურებ და ვსვამ,განცხრომას ვეცემი,ჩემს საყვარელ დესერტებსაც კი ვაგემოვნებს..დროც ასე გადის,მახსენედება დაჩისთან ბოლო შეხვედრა და გული ლამისაა ამომივარდეს..ეს ხომ ჩემთვის უეცარი გასროლა იყო იმ ბედნიერების მომტანი ტყვისაა,რომელიც ადამიანებს ასე გვგვრის აღფრთოვანებას...
ბედნიერი ვარ ისე,როგორც არასდროს..ეს რაღაც საოცარი გრძნობაა..ერთუ სული მაქვს,როდის ვნახავ დაჩის..

სახლში სირბილით ავდივარ,ჩემოდანს ვახეთქებ იატაკზე,დედაჩემთან გავბივარ და ვეხვევი,უკვირს და იღიმის,ემოციებს ვერ მალავს,მამა მალე მოვაო,მეუბნება და ძლიერად მიკვრავს გულში..
-დე,მომენატრე..
-მეც,ჩემო საყვარელო..
-დე,შენი საყვარელი ნამცხვარი უნდა გამოგიცხო-ვეუბნები თინას და ფეხზე ვიხდი-ძალიან მცხელა...
ვხვდები,რომ განშორება იწვევს მონატრებას,რომელსაც თან უსაზღვრო ბედნიერება და უზარმაზარი ადრენალინი ახლავს...
ვხვდები,რომ სიყვარულს ამტკიცებს განშორება...
ვხვდები და ბედნიერი ვარ...
ნამცხვარს პირველად ვაცხობ დიდი სიყავრულით...თან ისე,რომ წინსაფრისა და საცვლების გარდა არაფერი მიფარავს ტანს.ჩაცმისთვისაც კი არ ვხარჯავ დროს.ნინას ვურეკავ და ვეუბნები,რომ კოლა წამოიღონ და კიდევ რამე ალკოჰოლური.მშვიდად კი ვეუბნები,თუმცა იგი სიტყვებით გამოუთქმელ შოკშია,ნეტავ რაა ამაზე მაგარი...
ნინა სხვებსაც ეუბნება ჩემს შესახებ,ვერ წარმომიდგენია,დაჩი რას გრძნობს ამ წამებში..
მოკლედ,გულს ვდებ ნამცხვარში,ვასრულებ დიასახლისობას.მაღაზიიდან სხვა გემრიელობებიც ამოაქვს დედაჩემს და სუფრას ვშლით..მგონი.ეს პირველი შემთხვევაა,როცა ჩემი ყველა მეგობარი და მშობლები ერთად აღვნიშნავთ ჩემს დაბრუნებას..ნუ,მერე კიდევ მივდივარ,მაგრამ ზაფხულსა და გამოცდებში გამარჯვებას მაინც..
-მამაშენიც მოვიდა..
-მა-ვეხვევი და სახიდან სალფეთქით ოფლს ვწმენდ-ცხელა,ჰო?
-ძალიან მომენატრე..-და რა არის იმაზე დიდი ბედნიერება,როცა მსგავს პასუხს გცემს საყვარელი ადამიანი...
უფრო ძლიერად ვგრძნობ სიყვარულსა და მონატრებას,მალე ჩემი მეგობრების მოვლენ და მოვა დაჩის..ღმერთო,არ მჯერა!
კემბრიჯში ერთწლიანმა ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა,ამ ყველაფერს ფურცელი ვერ დაიტევს,ამიტომ ვერ აღვწერ.აი,ლიზიც მირეკავს,როგორ ხარო..ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს ვყოფილვარ...ვხვდები,რომ ცხოვრება ათასი ბედნიერი ფერითაა სავსე..ფერადოვნება სიხარულს იწვევს სახეზე,ანუ ბედნიერების საიდუმლო თვით ფერებში....
მეგობრები,ჯგუფური ჩახუტება,ტბილი სიტყვები...მონატრება და სიყვარულის ზეიმი სუფევს...ყველანი ვსხედვართ და ჭიქებს ვავსებთ,მიხარია,მაგრამ დაჩის ველოდები,ერთი სული მაქვს,როდის მოვა,ერთი სული..
-რა მაგარი არაა,ისევ ერთად..-კისკისებს ნინი...
-ვიღაცაა კარზე-ვამბობ და გასაღებად მივდივარ.არც კი ვიხედები ჭრილში,რადგან დაჩი მგონია...მაგრამ ვაღებ და დემეტრე მხვდება წინ..ხელში ყვავილები უჭირავს და იღიმის..
-შენ საიდან?-მეცინება მის დანახვაზე,ეს გაკვირვების სიცილია.
-რავი,დავინახე შენი დაქალები როგორ ამოდიოდნენ შენთან და..
-და შენ აქ რა გინდოდა?
-აქვე ვიყავი-იღიმის და თაიგულს მიწვდის.
-ახლა ახლობლების შეკრება გვაქვს..შემოდი შენც..-გადიო,ვერ ვეუბნები,როგორ უნდა ვუთხრა..დემეტრეს,როგორც ჩემს ცეკვის პარტნიორს,ვაცნობს ხალხს,ის ჩემს გვერდით ჯდება და გაფაციცებით მესაუბრება,ემოციურია,მეუბნება,რომ ძალიან მაგარ ტანზე ვარ,მეც უნდა წავიდე კემბრიჯში,რა ხდება იქ ასეთიო..მე კი მეცინება,ვეუბნები.რომ უბრალოდ ფიტნესზე დავდიოდი და თვითონაც შესანიშნავად გამოიყურება..
-აბა რა ხდებოდა კარგი და ახალი?-მეკითხება თინა.
-გამოცდები ჩავაბარე ძალიან მაგრად,უმაღლესი ქულებით...ახალი მეგობრები გავიჩინე...იქაურობაც მომეწონა..-ვაგრძელებს ემოციურ საუბარს.ამ დროს ნინა ფეხზე ხტება,ვერ გაიგეთო და კარებისკენ მიდის..
-დაჩია!-ვხტები სკამიდან და სირვილით მივდივარ კარის გასაღებად.
-ელეეე..-ზრურბს ახტება დაჩი,მეც მისკენ მივიწევ და ყელზე ვხვევ ხელებს,ფეხებს ვკეც და გველივით ვეხუტები.
-ძალიან მომენატრე,ელენნეეეე..
-მეც,დაჩი...
-მიყვარხარ,ძალიან.............-ეს წამები იწელება,ვიღიმი,თვალები მცემენ ალბათ,ელეენსაც უყვარხარო..
-შენს გარეშე რთული იყო,დაჩი-ვეუბნები და თვალებში ვაშტერდები.
-რაღაც მაქვს შენთვის-სერიოზულად მიყურებს და ხელს მიშვებს.ვშეშდები,ვფიქრობ,რა უნდა იყოს-მეთქი.ეს ჩემთვის ყველაზე ინტრიგული მომენტია,როცა ძალიან მაინტერესებს,რას მჩუქნიან..
-ელეენე.ეს შენი საყვარელი წიგნია...-იღიმის დაჩი და ლამაზხტიან წიგნს მაჩვენებს...
-„ამაოების ბაზარი“ ..ღმერთო,ამის წაკითხვა რამდენი ხანია,რაც მინდა..-წიგნს ვართმევ და გულში ვიხუტებ.
-ელე,ეს წიგნი თუ მე? რომელი გირჩევნია?-სიცილს ვერ იკავებს დაჩი და გულში მიკრავს.
___
დასრულდა ესე ამბავი,ვითა სიზმარი ღამისა..იმედია,სექტემმბერში მოემატება ნახვები.უმუზობა მჭირდა ამის წერის დროს და სულ ვაგვიანებდი,თუმცა თქვენც არ აქტიურობდით,ასე რომ,მეპატიება..



№1 სტუმარი sofo

პრივეტ
[spoiler][/spoiler]
[u][/u][i][/i][center][/center][right][/right] crying

sofo
პრივეტ
[spoiler][/spoiler]
[u][/u][i][/i][center][/center][right][/right] crying


sofo
პრივეტ


როგორ ხარ winked
[/quote]
[quote]

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

sofo


რახან ეს ისტორია დავასრულე,ცუდად არ ვარ ანუ.რამდენი ხანია ვექაჩები ამას იცოდე ნეტა ;დ

შენ როგორ ხარ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent