ბედის ბრალია!(5)
დედაჩემი ნერვიულად დაკაკუნობდა ოთახში და უკვე ისე მიშლიდა ნერვებს ვფიქრობდი სად გავპარულიყავი.ავდექი და წასვლა დავაპირე მაგრამ რათ გინდა ვინ გამიშვა. -ადგილზე დაეტიე!სანამ არ მოვიფიქრებთ რამეს მანამდე აქიდან ფეხს არ გაადგამ! -კარგი რა დედა მე რაგავაკეთო შენ დარდობ მაგაზე თორე მე საერთოდ არ მჭირდება არაფერი! -გეყოფა მიშკა!აი მამაშენიც მოვიდა.ოთახში ირაკლი შემოვიდა უდარდელი სახით. -აუ მამა დამიხსენი რამოხდება დედას კლანჭებიდან მთელი დღეა აქ ვყავარ და გამომიჭედა ტვინი ათასი სისულელით! -ხედავ ირაკლი რადღეშია? -ნატა რაგინდა?რატომ შეჭამე ბავშვი??რაქნას ერთ დღეში გოგო საიდან გააჩინოს?? -ვაიმე რა უდარდელად ხარ!სულ არ განაღვლებს ჩვენი ბედი ხო??შენი საყვარელი ძამიკოს ცოლს..ხო რას მიყურებ იმ გველთავა ელენეს უკვე რძალი ნაშოვნიც ექნება და პლიუს ალბათ ის დოყლაპია შენი ბიძაშვილი ბავშვსაც გააკეთებდა!ქუჩაში რომ დავრჩებით მერე ნახეე..ახლა მე მომიბრუნდა,მე კიდე ვეღარ მოვთოკე ნერვები და მემგონი ცხოვრებაში პირველად დედაჩემს შეუყვირე. -ნატა ზედმეტი მოგდის!ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა რა ბავშვზე და რძალზე ლაპარაკობ სულ გააფრინე ამ სიბერეში?მხოლოდ ეს უთხრა მამამ. -დედა რაგინდა?!იქნებ თავი გამანებო!თუ იშოვა იშოვა ვაახხ!რას გადამატანეთ ეს ანდერძი არაფერში მჭირდება მე სულ ქუჩაში რომ დავრჩე ვიღაცას არ მოვიყვან რამოდენიმე თვე რომ ჩემი ცოლი ერქვეს,მერე ბავშვი გააჩინოს და გავეყარო!მემგონი გასაგებია არა?კარგად იყავით არმელოდოთ სახლში! გაბრაზებულმა გამოვიხურე კარები და კლუბში წავედი სადაც ჩემი ძმები ალექსანდრე და გიორგი მიცდიდა..გიორგი ახალი ჩამოსული იყო,ვახ ჩემი როგორ მომენატრა ეგ გადარეული.იმდენად ვიყავი ნერვებზე მოშლილი დედაჩემის საქციელის გამო რომ მემგონი სამუდამოდ წამოვიდოდი სახლიდან.ალბათ გაინტერესებთ რახდება.რათქმაუნდა გაინტერესებთ და მეც გეტყვით რამოხდა.ცხონებული ბებიაჩემი რამოდენიმე ხნის უკან გარდაიცვალა,მოხუცი იყო მაგრამ არველოდით რომ ასე უცებ გამოგვეცლებოდა ხელიდან.მილიონებს და მილიარდებს ფლობდა,ყველა კომპანია მის სახელზე იყო,რაც გაგვაჩნდა.გუში ადვოკატმა შეგვკრიბა ანდერძი რომ წაეკითხა.ანდერძის წაკითხვას ვესწრებოდით ოჯახის წევრები,ვინც დაიბარა ბებიამ.მე,დედა,მამა,მამას ძმა,თავისი ცოლი ელენეთი და შვილი პატათი.აღმოჩნდა რომ ბებიამ ყველაფერი დაუტოვა შვილიშვილებს.ანუ მე და პატას.მაგრამ არც ასე მარტივად იყო საქმე.ყველაფერს ის მიიღებდა მემკვიდრეობით ვინ პირველი მოიყვანდა ცოლს და გაუჩნდებოდა ბავშვი.დედაჩემი გადაირია მარა იქ არაფერი უთქვია სახლში რომ მოვედით დაიწყო და დაიწყო.დილას გაღვიძებული არ ვიყავი თავი რომ ამხადა..ვბრაზობდი ასე რო იქცეოდა მაგრამ მიზეზიც ვიცოდი.რძალ-მული ერთმანეთს ვერ იტანდა.სულ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ,ახლაც ასე ხდებოდა..რომც არ აგვეღო ქონება მაინც მოვახერხებდით რამეს და მართლა ქუჩაში არ დავრჩებოდით,მაგრამ უდიდესთა შორის უდიდესი ნატა როგორ წააგებდა ელენესთან ბრძოლას და ქონებას დაუთმობდა..ამ სიტუაციას ვეღარ გაუძელი და სწორედ ამიტომ წამოვედი ბარში.ბიჭები ვნახე და დავლიეთ.სახლში გვიან დავბრუნდი,ნასვამი ვიყავი ჩამეძინა მარა გაცდის ვინმე?დილის 8საათი იქნებოდა დედაჩემი თავზე რომ დამადგა,ჩქარა ჩაიცვი ქვემოთ ჩამოდიო,მეც წამოვიზლაზნე და ჩავედი. -მოდი მოდი დაჯექი ბომბა ამბავი გვაქვს შენთვის! -რახდება ამ დილაუთენია რომ არ გაგეღვიძებინეთ არ შეიძლებოდა? -საცოლე გიშოვეთ! -ბატონო?რასაცოლე დედა თავი რამეზე ხომ არ მიგირტყია?მამა გესმის? -მშვენიერი გოგოა. -რა მშვინიერი გოგოა დედა?შენ მართლა სერიოზულად მიიღე ეს საკითხი და ფიქრობ რო შენი ნებით ვინმე გოგოს შემრთავ?არმოგცემ მაგის უფლებას ხოიცი არა! -მიშკა მართლა კარგი გოგოა..იმედია წიკვინს არ ატეხავდ რომ გაიგებს რამოდენიმე ხნის შემდეგ სიმართლეს და უპრობლემოდ გაგშორდება. -დედა ვინ ჩაიგდეთ ხელში? -მამაშენის კომპანიონი რომა ხომ იცი ალექსანდრე.აი მაგის შვილია.მამაშენს გამოვწიწკნე დღეს ნომერი და მის ცოლს ნიტას დაურეკე.საღამოს გველოდებიან ვახშმზე! -მალადეც დედა!ჩემი იმედი არ გქონდეთ რაც გინდათ ის ქენით! მშვენიერია ახლა ვიღაც მამიკოს განებივრებული ბავშვი უნდა იყოს ჩემი ცოლი.ჩემ მშობლებს თავი აქვთ რაღაცაზე დარტყმული.ტელეფონი ამიფეთქა,შუადღემდე რეკავდა..მერე მესიჯი მომწერა.’სანამ გავცოფებულვარ სახლში მოდი დროზე გელოდებით მე და მამაშენი,ისინიც გველოდებიან სირცხვილია მიხეილ სირცხვილი’.მე კი მხოლოდ ეს მივწერე.’არმოვდივარ წადით,რამეს მოიფიქრებ დარწმუნებული ვარ’.აღარაფერი მოუწერია ეტყობა წავიდნენ,მაგრამ მაინც გადავამოწმე არმინდოდა სახლში დამხვედროდნენ და მოსამსახურეს დაურეკე. -გისმენთ ბატონო მიშო. -დეა წავიდნენ ჩემები? -კი დაახლოებით რამოდენიმე წუთის უკან. ძალიანაც კარგი.სახლში მივედი და დავისვენე.მარა ცოტა ხნით..მოვიდნენ სახლში და დაიწყო დედაჩემმა..ერთადერთი სახელი ეკერა პირზე.ანუშკი და ანუშკი.ისეთი გოგოა და ასეთი.კარგი რძალი იქნება და იქნებ გენახაო და მოკლედ რა..ისევ წავედი სახლიდან..გვიან დავბრუნდი და ჩამეძინა..დილას არავის გაუღვიძებივარ..ხოა მშვიდობა ნეტა..მეც გვინა გამეღვიძა და საღამო იქნებოდა ქვემოთ რომ ჩავედი.. -რახდება მშვიდობა? რაღაც მშვიდად იჯდა დედაჩემი. -კი შვილო. -ნატა?დედა შენხარ?რატომ არ ქოთქოთბ?გაგეგცა გოგო და ისე ხარ გამწარებული ვეღარ ძავ სიტყვას? -შვილო რა ლაპარაკია.მოდი აქ დაჯექი..მივედი და მასთან და მამასთან დავჯექი.დედამ მამას რაღაც ანიშნა,მამამ ამოისუნთქა ღრმად და გამიღიმა. -ვიცი დედაშენმა თავი აგხადა ამიტომ არგინდა დასასვენებლად წახვიდე?აი მაგალითად საქართველოში..ჩვენთან სასტუმროში,დაისვენებ თან გადახდე სიტუაციას რახდება...შენთვისაც განსხვავებული იქნება..არ მოგენატრა საქართველო? ყურებს არ უჯერებდი..ხანს ერთს მივაშტერდებოდი ხან მეორეს,ვცდილობდი რამე ამომეკითხა მათ თვალებში მაგრამ შენც არ მომიკვდე..გადავწყვიტე წავსულიყავი თან დავისვენებდი დედაჩემის ჭირვეულობიდანაც,სიმართლე ვთქვა საქართველოც მომენატრა..უკვე 3თვეა არ წავსულვარ..ალექსანდრე და გიორგიც დაბრუნდნენ მემგონი უკვე..სანამ დავთანხმდებოდი კითხვების დასმა გადავწყვიტე ასე უცნაურად რატომ იქცეოდნენ მაინტერესებდა. -ჰო კარგი აზრია... -ჰოო შესანიშნავი..დამეთანხმა მამა.. -მაგრამ...ერთი დიდი მაგრამ..ორივეს გამომცდელას შევხედე მერე დედას მიუბრუნდი..დედა აბა რახდება?რატომ აიღე ხელი ყველაფერზე? -იცი..მე და მამამ ვილაპარაკეთ.მივხვდი რომ ცუდად ვიქცეოდი..ჯობია დაისვენე,თან იქნებ გაიცნო იქ ვინმე.. -გავიცნო ვინმე..გავიცინე და დედას მოვეხვიე..მაინც დედა არის და რავქნა..ოხ დედა დაგაბრმავა ელენემ რა! -ხო კარგი არგვინდა ახლა მაგაზე!მოგიმზადო ჩანთა? -კი კი წავალ! ჰოდა ასე იყო,საიჭვო სიტუაციის მიუხედავად წავედი საქართველოში,ჯერ თბილისში ჩავედი,ჩვენთან სახლში,მანქანა მჭირდებოდა ისე სად მეარა..სახლში მოსამსახურე იყო..სანამ ჩვენ არ ვიყავით აქეთ სახლს უვლიდა..მივესალმე და გარაჟიდან ჩემი შავი BMW X6 გამოვაყენე..ბათუმისკენ წავედი,მაგრამ ძალიან მეძინებოდა,საერთოდ თვითფრინავში ვერ ვიძინებ,ჰოდა ახლა მომაწვა ძილი,გზაში სადაც დავინახე კაფე შიგნით შევვარდი ყავის საყიდლად,ვიფიქრე დავჯდები თქო მაგრამ უკვე ბათუმში ვიყავი და სასტუმროშიც მალე მივიდოდი,ასე აჯობებდა მერე დავიძინებდი,ყველა კუნთი მტკიოდა,მანქანას ძლივს ვმართავდი,ისე მეძინებოდა მეგონა ჩამომეძინებოდა საჭეზე,მუსიკები ჩავრთე იქნებ გამოვფხიზლდე თქო,მალე სასტუმროც დავინახე,წამოვჯექი ხალისიანად და ნაგვის ურნა დავინახე,ხელი გადავწიე და ვისროლე ყავის ჭიქა,რომელშიც კიდევ იყო ცოტა ყავა..სულ არმიფიქრია თუ ავაცდენდი,4წელი კალათბურთზე დავდიოდი,რომ იტყვიან მიზანს მიზანში ვაჯენდი..ხოდა ახლა მითუმეტეს არმიფიქრია ვინმეს თუ მოვარტყამდი..ხმა ჩაწვდა ჩემ ყურთასმენას,ცოტა შევანელე და სარკეში დავინახე ვიღაც გოგო იყო..გზა გავაგრძელე,მშვენიერია ჯერ არ ჩამოვსულვარ და უკვე ვიღაც გავამწარე..მანქანის ადგილს ვეძებდი,როგორც დავაყენე,საბარგულიდან ჩანთა ამოვიღე და შესასვლელს მივეშურე,რომ დავინახე ის გოგო ქოთქოთობდა და ისე მოდიოდა,მემგონი ჩემ სასტუმროში მოდიოდა,შესვლა დავასწარი,ისედაც ნელა მოდიოდა,გული შემიწუხდა რასაცქვია რიგი რომ დავინახე,ისე მეჩქარებოდა ჩემ ნომერში ასვლა და დაძინება..ყველა მიცნობდა და უპრობლემოდ გადავაბიჯებდი ნებისმიერს და მაგრამ არ ვიყავი მასეთი პიროვნება..რადგან მე მათზე მაღალი თანამდებობა მქონდა ამ სასტუმროში და მათ არა ამიტომ უნდა შემემოკლებინა გზა?ისინიც ხომ იცდიდნენ..მე ასე ვფიქრობდი მაგრამ ის ლაწირაკი გოგო ასე ნამდვილად არ ფიქრობდა..გადააბიჯა ყველა და გოგონას დაუდგა წინ,ნერვები კი მომიშალა ასეთი ტუტუცი როგორ შეიძლება იყოს თქო,მესმოდა მათი ლაპარაკი და მინდოდა მივვარდნილიყავი და საერთოდ გამეგდო ჩემი სასტუმროდან ეს გაუზდელი გოგონა..მერე დაიწყო შენ იციი ვინ ვარო და ეგეთები..თავიდან შლაპა მოიხსნა და სათვალეებიც..რის შედეგად გოგონამ გაიკვირვა და გაუშვა უპრობლემოდ,მე კი მხოლოდ მის ქერა თმას უყურებდი..ნეტა ვინ იყო ასეთი..ჩემი ჯერიც მოვიდა,გოგონამ რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა და დამიწყო აფირისტობა..ოო როდის მორჩებოდა ეს ყველაფერი რო დამესვენა უკვე პიკზე ვიყავი...გამიმართლა ლიფტს უცდიდაის გოგო ამიტომ დავეწიე,შემეძლო მისი ვინაობის გაგება..უკვე ლიფტში იყო უცებ რომ შევვარდი..უყურებდი ხელს როგორ აწვალებდა,ძალიან მომსვლია,პირდაპირ ხელზე როგორ დაეცა,ჩამეღიმა და ვკითხე ვინ გაგაბრაზათ თქო მან კიდევ მიპასუხა რომ იცოდეს ვინ გააბრაზა ცოცხალი აღარ იქნებოდა..გამეღიმა,ცისფერი თვალები რომ შემომანათა,ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა,არგავდა წიკვინა ქერა თმიან გოგონებს..მაშინ რატომღაც მომინდა მელაპარაკა და მელაპარაკა მასთან,ის დაბუშტული ლოყები და ტუჩები დამეკოცნა გაბრაზებისგან რომ ჰქონდა ასე..ალბათ იფიქრებთ ვინა ეს გიჟიო პირველად ნახა გოგოო,მაგრამ არვიცი რა დამემართა..ის კიდევ ხელიდან დამისხლტა და გაუჩინარდა..მაინტერესებდა ვინ იყო..ხვალ ვიკითხავდი აუცილებლად.წყალი გადავივლი და თითქოს დაღლილობა მომეხსნა,მინდოდა ისევ მენახა ის გოგონა..დაძინებას ვაპირებდი სანდრომ და გიორგიმ დამირეკეს,ბათუმში ვართკლუბში გამოდი უეჭველიოო.მეც წავედი,უკან სადგომზე ვიყავი და მანქანაში ვჯდებოდი ის ღიმილა გოგო რომ დავინახე...გამიღიმა რომ დამინახა და ხელი დაუქნიე,მანაც იგივე გააკეთა მე კიდევ მოვწყდი იქაურობას და ბარში წავედი ბიჭებთან,ბარში ჩემი ბავშვობის მეგობარი ლიზი შემხვდა..როგორ მომნატრებია,უკვე წლებია არ მენახა..ლიზი მართლაც კარგი მეგობარი იყო..მისი ძმა რატი ჩემი ძმა იყო რასაც ქვია,მაგრამ წლების წინ ავარიაში მოყვა და დაიღუპა,ლიზა კი გადარჩა..მის თავს აბრალებდა ლიზი სულ ამ ყველაფერს..მერე დამშვიდა,მაგრამ რომ ვნახე მის თვალებში კიდევ ამოვიკითხე ის სევდა. -ლიზი? -არმჯერა მიშო ნუთუ ეს შენ ხარ?ერთმანეთს მოვეხვიეთ. -მე ვარ მე!როგორ გამიხარდა შენი ნახვა..რამდენი წელი გავიდა.. -ჰო.. -ამ ხმაურიან ადგილას რასაკეთებ?თვალები აუწიე..მახსოვსარ გიყვარდა ასეთი კლუბები. -არც ახლა მიყვარს!მეგობრებს წამოვყევი,მაგრამ როდის გავიქცევი ერთი სული მაქვს თან გამიხმა ქალს კუჭი. -წამო წამო..ხელი მოვკიდე და წავიყვანე. -გიჟო სად მიგყავარ? -წყნარი ადგილი ხო გინდა..ხოდა ჩემთან სასტუმროში,თან კარგ რაღაცეებს ამზადებენ..მინდა დაგელაპარაკო. -მიშო.. -რომ მივალთ მერე..რა არის ეს რა ჩაგიცვია მეტი მოკლე ვერ ნახე?შავ კაბაზე მიუთითა. -ლიანას შემოქმედება,გინდა თუ არა ეს ჩაიცვიო.. სასტუმროში მალე მივედით.ერთ-ერთ მაგიდასთან დავსხედით. -როგრო ხარ ლიზი? -კარგად რას მეკითხები.გამიცინა,მაგრამ ხომ ვიცი ამ ღიმილის უკან დიდი სევდა იმალებოდა. -იცი რასაც გეკითხები. -სიმართლე გაინტერესებს? -კი. -კარგად..ახლა მართლა კარგად ვარ..შეიძლება რაცმოხდა ჩემი ბრალია მაგრამ რატი არ იქნებოდა ბედნიერი მთელი ცხოვრება რომ მეგლოვა ასე რომ..თვალებში ცრემლები ჩაუდგა..მე კიდევ ხელები გამოვაწევინე და ხელებზე მოვეფერე ისე როგორც ბავშვობაში ვიცოდი,ნაზად მოვწმინე თვალებიდან ცრემლი. -არ იტირო!აღარასოდეს გესმის?თორე გამაბრაზებ! -არის მიხეილ ბატონო! -ვახ ჩემი ნუ მიძახი ამ მიხეილს!არმომწონდა ამ სახელით რომ მომმართავდნენ.ხომ იცი თუ რამე შენს გვერდით ვარ,შენი მეორე ძმა ვარ,რატი წავიდა მე აქ ვარ!რამე თუ დაგჭირდა ჩემი ნომერი და ვსიო..ვეუბნებოდი თან უღიმოდი ჩვენსკენ მომავალი სილუეტი რომ დავინახე,კინაღამ ყბა ჩამომივარდა.. -ამას აქ რაუნდა?ჩავიბურტყუნე ჩემთვის. -ვის სიყვო?მიღიმოდა ლიზის. ის გოგო იყო,ღიმილა გოგო..მაგრამ მიმტანი?ანუ მიმტანად მუშაობდა?ძალიან გამიკვირდა,თან ირონიულად ათვარიელებდა ლიზის და ისე იღებდა შეკვეთას.მერე წავიდა..მე და ლიზიმ კი ლაპარაკი გავაგრძელეთ,მკითხა გოგონაზე რატომ გაგიკვირდა ასე მისი დანახვაო,უთხარი უბრალოდ ისე ვიცნობ შორიდან თქო.არც მომიტყუებია,მართლა ხომ ასე იყო..სახელიც არ ვიცოდი,მარა ლიზის როგორც გავისტუმრებდი გავიგებდი იმ წუთას.საიდანღაც გაჩნდა უცებ შეკვეთით ხელში და მაგიდაზე დაალაგა,ყავაზე ხელი რომ გაეკრა და შარვალზე გადამასხა ცხელი ყავა,მერე მომვარდა და ბოდიშებს მიხდიდა გაგისუფთავებთო,მეგონა თავიდან მართლა ისე გადაესხა,მაგრამ მის თვალებში ჭინკები რომ დავინახე და ეღიმებოდა,მაგრამ არაფრის დიდებით იცინოდა მივხვდი რომ სამაგიერო გადამიხადა და ხელები გავაშვებინე,ლიზამ დამცინა ამ გოგოს შენთან რაღაც დაუმთავრებელი მისია აქ და სანამ არ გაგამწარებს არ მოისვენებსო..მერე ლიზა სახლში დავტოვე და მე უკან დავბრუნდი...დავინახე როგორ შევიდა ლიფტში ღიმილა გოგო,ვიცოდი რომელ სართულზეც იყო და კიბეებით უცებ ავედი,კარებში შედიოდა რომ მივარდი და მკლავში ვწვდი.მაგრამ ასეთი გინახიათ?ვერაფერი ვათქმევიე ისეთი თვალებით დამიწყო ყურებდა,აი შრეკში რომ კატა არის ფუმულა,ეგ რო იყურება დიდი მწვანეთვალებით ისე,ოღონდ ამას ცისფერი ჰქონდა..უთხარი ვიცი სპეციალურად რომ გადამასხი და აღიარე თქო მაგრამ რა ხეირი,აქეთ გამომეკიდა არც გიცნობთ რატომ უნდა მექნა სპეციალურადო,მეგონა იტირებდა და ჩემ თავს ვწყევლიდი მარა უკან დახევას არ ვაპირებდი..როგორ შეეძლო ასეთი ყოფილიყო,საყვარელიც,გაბრაზებულიცი,ღიმილა გოგოს და ყველაფერი..ქამელეონივით იყო,წამში იცვლიდა ხასიათს.ჩემი სახელი არიცოდა,სიტყევბს რომ მოუყარა თავი ბატონო მიშო უნდა ეთქვა მაგრამ არიცოდა ჩემი სახელი,მეც უთხარი მიშო მქვია თქო და რა გააკეთა..ბატონო მიხეილო ასე მომმართა..გავგიჟდი კინაღამ ხო მძულს და მეზიზღება ეგრე რომ მომმართავენ,მეც უცებ ავვარდი და იმედი რაღაცეები უთხარი პროვინციელი და პელენწუკა უწოდე,ის კი არც შერხეულა,მაგრამ დავიფიცებ მიის თვალებში იმხელა სიბრაზე დავინახე შეეძლო ჩემთვის ყელი გამოეჭრა დანა რომ ჰქონოდა.მან კი მშვიდად მითხრა რომ შეურაცყოფას რატო მაყენებთ,თქვენი დონის რომ არვარ მერე რაოო..ისევ აგრძელებდა რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა შურისძიებაზე ვლაპარაკობდი,მეც ორი წლის ბავშვივით უთხარი ყავა რომ გადაგასხი მიტო თქო..არაფრად ჩამიგდია ეგო და დამემშვიდობა..ბოლოს მითხრა რომ ხვალ უნდა ემუშავა,რომ მისთვის ფულები ციდან არ ცვიოდა..ტვინი ამიმუშვდა და ქვემოთკენ დავეშვი,კაბინეტში შევედი იქ სადაც შეკრებებს ვახდენდით და შევკრიბე ყველა თანამშრომელი და განუცხადე რომ ჩემი ვინაობა არავისთვის ეთქვათ და ამ არავიში ღიმილა გოგოს ვგულისხმობდი,არმინდოდა გაეგო რომ მე ვიყავი სასტუმროს მფლობელი მერე შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყო,აფერისტობა დაეწყო ჩემთვის,ის კიდევ ისეთი სხვანაირი იყო,შემიძლია ვთქვა ზუსტად ვიცოდი რანაირი იყო,მისი ქცევებით ეგონა თავს იკატუნებდა და სუსტი და დაუცველი ჩანდა სხვის თავში,მარა ისეტი ჯიუტი იყო უკვე ვიცოდი ლიფტში რომ წაველაპარაკე ორი წამი მაშინ მივხვდი და ახლა ვერ ვხვდებოდი ასეთი იმიჯი რაში ჭირდებოდა ან ვინ იყო,ჩემ საწადელ კითხვაზე პასუხის მოლოდინში გავიყურსე. -ახალი გოგო აგიყვანიათ ვინა?რას წარმოადგენს? -ვის გულისხმობთ?ერთმა იკითხა. -აი ის მაღალი ქერა როა.არავინ ხმას არ იღებდა.ერთი გოგო იყო,წიკვინა ხმით დაიწყო ლაპარაკი. -მიშო..უცებ გადააკეთა..ბატონო მიშოოოო...რაღაცის თქმას აპირებდა მასთან შედარებით პატარა გოგონამ რომ გააჩერა. -მას ანა ქვია! -ჰო?შენ რა ქქვია გოგონა ? -მე?ბელატრისი. -ბელატრის მოდი აქ..ახლოს მოვიდა გოგონა,დაფეთებული მიყურებდა. -იცნობ შენ ანას?მეტი ინფორმაცია მინდა. -მე გეტყვით ყველაფერს.ისევ იმ წიკვინამ დაიწყო. -ბელა გისმენ.მე ბელას მივმართე. -ანა ქვია. -ეგ მითხარი უკვე. -აქ დაიწყო ახლახანს მუშაობა. -გვარი?სხვა მონაცემები? -არვიცით. -რასქვია არიცით?აბა ისე აიყვანეთ სამსახურში?იქნებ კრიმინალია,ან მკვლელი..ან ან.. -იცით..ჩემ სოფელში ცხოვრობს და შორიდან ვიცნობ..არა ცუდი გოგო..უბრალოდ არუნდოდა მისი მონაცემების გამჟღავნება..შეგიძლიათ მენდოთ არც ქურდია და არც მკვლელი ვიცნობ!მტკიცედ მეუბნებოდა ბელატრისი. -კარგი შეგიძლიათ გახვიდეთ. -ესენი ერთმანეთს კუკუდამალობიანას ეთამაშებიან თუ რა მაფიაა?გავიგონე როგორ ჩაიბურტყუნა იმ გოგონა,მერე კი დავინახე ბელატრისი როგორ მივიდა იმ გოგონასთან და გაბრაზებული ეუბნებოდა რაღაცას,ბოლო სიტყვებს ყური მოვკარი. -მემგონი გასაგებად თქვა!და შენ არ უნდა დაგეწყო ენის ყრანტალი. ვერ გავიგე რას ნიშნავდა..გვიანი იყო ამიტომ არ მეძინებოდა და ბარში წავედი,სავარაუდოდ იქ იყვნენ ბიჭებიც..სულ მანდ არიან...რატომღაც სულ ანაზე მეფიქრებოდა..’ღიმილა გოგო ანა’..ასე შევარქვი..უფრო მეტის გაგება მინდოდა,მაგრამ როგორ მოვახერხებდი არვიცი..ბევრი დავლიე,მერე ვიღაცა ნაშა ავაგდე და როგორც ჩანს სასტუმროში წამიყვანია,არც მახსოვდა,უბრალოდ დილას კარებზე ბრახუნმა რომ გამაღვიძა გვერდით მიწვა ვიღაც ქერა..ტანსაცმელებს ვერ მივაგენი,არადა სულ შიშველი ვიყავი ასე ხო არ გავაღებდი კარებს,იქვე პირსახოცი დავინახე და ის შემოვიხვიე და კარები გავაღე.ჩემი ღიმილა გოგო იდგა კარებში..რატო ჩემი?ისე უბრალოდ უხდება სიტყვა ჩემი..ისე მიყურებდა არმოელოდა ნახევრად შიშველი რომ ვიქნებოდი ალბათ და იმასაც არმოელოდა რომ მე ვიქნებოდი ამ ნომერში,საუზმე მოუტანია,ფლირტაობა დაუწყე და დავინახე როგორ გაბრაზდა,მერე ის ქერა გამოვიდა გაწელილი სიტყვებით როგორც ჩვევია და დავინახე ამაზე როგორ გაბრაზდა,ალბათ იმ გოგოს თმებით თრევა უნდოდა,მემგონი მიხვდა რომ მის აზრებს მივხვდი და მიტომ ვიღიმოდი და უკან მოუხედავად დატოვა იქაურობა.იეჭვიანა,მოიცა რა სისულელეებს ვამბობ რატომ უნდა ეეჭვიანა..უმეტესად გარეთ ვიყავი,სასტუმროშიც ვიყავი და უყურებდი ხოლმე ანას,ის ყურადღებასაც არ მაქცევდა...ეგრე გინდა არა?მშვენივრად ვიცი როგორც მივიქცევ შენ ყურადღებას..ერთ საღამოს ბარში ვიყავი და ისევ ისე ქერა გოგო შემხვდა,მეც წამოვიყვანე სასტუმროში მანამდე ვივახშმეთ..ვიცოდი,უეჭველი ვიოცოდი რომ დამინახავდა და მოვიდოდა,მაინრტერესებდა ამჯერად რას იჩალიჩებდა..არც შევცდი ჩვენ მაგიდასთან შეკვეთა რომ მოიტანა,ღვინო გადაასხა გოგოს,თან თეთრი კაბა ეცვა,გამწარებული გავარდა საპირფარეშოშო..ამ სულელმა კიდევ სიცილი დაიწყო..ესიამოვნა რომ მომშხამა,მაგრამ სულაც არ გავბრაზებულვარ..მაინც ვწვდი მკლავში და ყვირილი დაუწყე,უთხარი რომ 2 თვე ჩემი გამწარების მეტს არაფერს აკეთებდა და სამსახურიდან დავითხოვდი..უცდიდი როდის გადმომიკარკლიდა მის შრეკის თვალებს მაგრამ შევცდი..კიდე აქეთ დამიწყო ჩხუბი,ისეთი თავდაჯერებული იყო..ვინ ეგონა მართლა მისი თავი?დედოფალი?პრინცესა?საქართველოს 1ლედი?პრეზიდენდი?რავიცი ვიღაც დიდი კი ეგონა,ურჩობა დამიწყო რომ არ შემეძლო მისი გაგდებ..ეს არც გამივლია აზრად რათქმუნდა ისე უთხარი რეაქცია მაინტერესებდა..გაბრაზებულზეც ისეთი საყვარელი იყო..მის მერე არც ისე დიდიხანი იყო გასული,ხომე ვხვდებოდით ერთმანეთს,წამიერადაც გადაყრილა ჩვენი მზერა.. გიორგის დაბადების დღეს იყო..თბილისში უნდა წავსულიყავი,მანქანის გასაღები და ყავა ავიღე რომელიც ჯერ კიდევ ცხელი იყო და თან ვსვამდი,რამ წამომიარა არვიცი ლიფტიტ არ წავედი,ფეხით დაუყევი კიბეებს და იმ სართულზე გავიარე სადაც ღიმილა იყო დასახლებული,კარებს მიუახლოვდი და დავინახე როგორ გამოვიდა კარებიდან უკუსვლით,გამეღიმა,ყავის ჭიქა ქვემოთ ჩამოვწიე და მიუახლოვდი,ეს ალქაჯი კიდე ისე შემობრუნდა შემასკდა და ყავა თვითონაც გადაესხა და მეც გადამასხა..ეს იმდენჯერ მოხდა უკვე სათვალავი ამერია,ვწუნწაობდით ყავებით.ორი პატარა ბავშვი..ისე გაბრაზდა,მერე დავინახე როგორი ლამაზი იყო,გამიკვირდა მისგან ასეტი ჩაცმა,ძალიან ელეგანტური იყო,მაკიაჟიც ეკეთა,გამომლანძღა და უკან შებრუნდა,უხსნიდი რომ ძალით არმინდოდა მარა ვინ გაიგონა?ცხვირ წინ მომიკეტა კაბრაზებულმა კარები,მეც გამოვიცვალე უცებ და თბილისისკენ ავიღე გეზი,გზაში შემაგვიანდა სანდროს გაუარე,მერე ერთი საათი უცდიდი,კაფეში იყო მის სიყვარულთან მარიამთან ერთად.მემგონი ყველაზე ბოლოს ჩვენ მივედით,უიბილარის საუკეთესო ძმაკაცები..შოკი მოკი მაშინ იყო გიორგიმ რომ მითხრა ნახე ვინ უნდა გაგაცნოო..გოგონა რომ შმეოტრიალდა და ხელში ჩემი ღიმილა შემრჩა ავიჭერი..უცებ გიორგის ის საბედო მეგონა სულ რომ გვიყვებოდა,ნეტა ყოფილიყო კი..უცებ დააბრეხვა ჩემი და არისო,აქ სულ გადავირიე რა და..მისი და ერთი ვიღაცა სულელი,გატუტუცებული გოგოა რომელიც ახლა ამერიკაშია სავარაუდოდ...მერე გადააკეთა როგორ ლანა და მარიამია..ამოვისუნთე,გავიცანით ერთმანეთი,ვითომ არ ვიცნობდით,მერე ჩემი მერცხლები ლანა და მარიამი მოფრინდა,ეს გოგოები დებივით მიყვარს ისე როგორც საკუთარი და მეყვარებოდა რათქმაუნდა რომ მყოლოდა..დავინახე ანას დაქაჩული თვალები..მერე გოგოებმა გიორგი წაიყვანეს და მარტო დაგვტოვეს ჩვენ..მე კიდევ გაოცება ვერ გამოვხატე,ნამდვილად მიკვირდა მისი იქ ყოფნა,გიორგის მეგობარი ვარო..არმეგონა ნამდვილად ასეთი სამეგობრო წრე თუ ეყოლებოდა,რატომღაც ერთი პროვინციელი გოგო მეგონა და თბილისსში ასეთ გაჩითულ სასტავში თუ ვნახავდი ნამდვილად არმეგონა..ჩემი ფიქრები უთხარი და გაბრაზდა..მერე დავინახე ლანას და მარიამს გაბრაზებული ელაპარაკებოდა,ღამის შუქზეც ვხედავდი სიბრაზისგან სახე როგრო ჰქონდა გაწითლებული.მერე სვა და სვა შორიდან უყურებდი..წაყვანა შევთავაზე,მიუხედავად იმისა რომ ბათუმში დღეს დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებდი,ვიფიქრე გავერთობი თქო მაგრამ მისმა აქ ყოფნამ იმდენად ამაფორიაქა,გზაში ცუდად გახდა და მომითხვარა მთელი მანქანა.საყვედურები უთხარი..ჯანდაბას ეს ყველაფერი მეორე დღეს ისევ გამამწარა,დავიმდუღრე...არა ამ გოგოს ცხელ რაღცეებთან მაგარი გართულება აქ..ოთახში შეუვარდი გაქფული და ჩხუბი დაუწყე..რეაქცია 0..იმ დღეს სასტუმრო დავტოვე,მაგრამ ნივთები არ წამიღია..მოშორება მინდოდა სასტუმროდა ცოტახნით..ვერ გავიგე რახდებოდა ჩემთავს..ეს გოგო თან ნერვებს მაჭამდა,თან ისეთი საყვარელი იყო,რომ ვერ ვხედავდი მინდოდა მომეძებდა და მეყურებინა ისე ვითომდა ექსპონანტი ყოფილიყოს..რომ უყურებდი მის სავსე ფიგურებს სხეულზე სული მიცხელდებოდა,ვნებების ქარცეცხლში ვიძირებოდი,თან ბავშვური და სექსუალური იყო..ნეტა რამდეი წლის იყო19?20?მეტის შეუძლებელია..მაინტერესებდა მის მიმართ რამეს ვგრძნობდი თუ უბრალო შევეჩვიე მის ხუშტურებს რომ სულ უნდა გავემწარებიე და რამეს უნდა ველოდე მისგან.სასტუმროში 1 თვის შემდეგ რომ დავბრუნდი აღარ დამხვდა,იმ გოგოს წამოცდა რომ რამოდენიმე ხნის უკან გაიგო ჩემი ვინაობის შესახებ..მეც ვიფიქრე რომ ჩემი შეეშინდა სამსახურიდან მართლა გამაგდებსო და თავისით წავიდა..დედაჩემმა დამირეკა..თან ქართული ნომრიდან,კინაღამ დავვიხჩვი იმდენი ვახველე,წინასწარ ვიცოდი რამე საშინელებეას მეტყოდა..არც დამაკლო,საქართველოში იყვნენ და თბილისში მიცდიდნენ..კისრიტეხით ჩავედი და სიურპრიზი დამახვედრეს..ხვალ მივდიოდით იმ ოჯახში,რომ ქორწილზე გველაპარაკა..რამ დამარტყა ტვინში არვიცი წავყევი..ალბათ მიზეზი ის იყო რომ ჩემ ღიმილა გოგოს აწი ვეღარ ვნახავდი..მე თბილისში ვიყავი,ის ბათუმში იყო და ალბათ სახლშიც დაბრუნდა რომელიღცა სოფელში..სახლს რომ მიუახლოვდით თვალები გადმომცვივდა. -დედა აქ რაგივნდაააა? -აქ გვინდა თუ გვინდა! -ხო არ გაგიჟდით?ეს ხომ გიორგის დედ-მამის სახლია?ის ალქაჯი გოგო უნდა მომაყვანიოთ ცოლად? ალბათ გაგიკვირდებათ რომ ახლა გავიგე ჩემი მომავალი სიდედრის და სიმამვრის ვინაობა..მაგრამ არ გაგიკვირდეთ..იმ დღეს დედაჩემმა რომ მითხრა მამაშენის კომპანიონიო..მამაჩემს იმდენი კომპანიონი ყავს სულ არ მიფიქრია გიორგის დედაზე და მამაზე თუ ლაპარაკობდა,სიმართლე რომ გითხრათ არც ის მახსოვდა რა სახელები თქვა ისე გავვარდი მაშინ სახლიდან..ახლა კი რა გამოდიოდა ჩემი ძმაკაცის ალქაჯი და უნდა მომეყვანა ცოლად?ნანახი არ მყავდა მაგრამ გიორგის მონაყოლით რაღაც დიდი საოცრება იყო..იმედი მქონდა ძალიან საშინელებაც არ იქნებდოა და როგორმე ავიტანდით ერთმანეთს.ქალბატონი ნიტა და ალექსანდრე გახარებულები შემოგვეგებნენ,პრინცესა იგვინაბდა,ფართხუნის ხმა გავიგონე მაგრამ უკან რომ გავიხედე მარტო ფეხები ჩანდა კიბეების თავზე რომლებიც გარბოდნენ..მომთმენად უცდიდი..ცოტახანში კაკუნის ხმა გაისმა,აუჰ თუ დაიწყო ახლა დედაჩემივით სახლში ცოლად რომ მოვიყვან კაკვებით სიარული..ჩემ გიქრებზე გამეღიმა და უკან შევტრიალდი,სახეზე მიმეყინა ღიმილი ისევე როგორც ჩემს წინ მდგარ ანას,რომელიც კინაღამ დაიმტვრა კიბეებზე,ჩემსავით გაოცებული იყო ისიც,მარა მე ვაბშე შოკში ვიყავი..ხმას ვერ ვიღებდი..ან ისე მომენატრა ჩემი ღიმილა მას ვამსგავსებდი,ან მისი რაღც შორეული ნათესავი იყო..შეუძლებელია ჩემი ღიმილა იყოს ეს გოგო..მემგონი ჩემზე ცუდად ის იყო,რომ გაიგო ქორწილზე მემგონი მოკვდა ისე ცუდად გახდა..გაოცრდა,პირი ღია დარჩა არივიც რა უწოდო ამ სიტუაციას..უკან გავყევი და კარებზე დავაკაკუნე,შემოდიო როგორც მითხრა შევედი,გაბრაზებული იყო არანაკლები მე...რომ ლაპარაკობდა თითქოს ჩემ თავს ვარწმუნებდი რომ ეს მართლა ჩემი ღიმილა იყო,მერ ეგამახსენდა ასე უნამუსოდ რომ მატყუებდა და ჩხუბი დაუწყე,არც იმან დამაკლო,მერე ქვემოთ ჩავედით,განაცხადა რომ ჩემზე არ დაქორწინდებოდა..დედაჩემი აიჭრა ლექციები ჩაატარა გიცდიდიო,მერე როთქვა ერთმანეთს კარგად იცნობთო კინაღამ ავყირავდი,ამგენმა საიდან იცოდნენ,უეჭველი მოგვიწყვეს..მერე წავედით..მანქანაში როგორც კი ჩავჯექით დუმილი დავარღვიე. -თქვენ მომიწყვეთ არა? -რაზე ამბობ შვილო?დედამ მკითხა.. -იქ სასტუმროში რომ გამიშვით..არა მეც არ გამიკვირდა რამ წამოუარათ თქო.. -ეგ წარსულია უკვე..ჯობია მომავალზე იფიქრო..ცოლი და ბავშვი,ბავშვი... -აჰა დაბრუნდა დედაჩემი!თურმე რაყოფილა..არა ერთი წუთით როგორ ვიფიქრე რომ გეგმიდან გადაუხვევდი!შენ!არ რა..და მინდა გითხრა რომ ეგ გოგო მეზიზღება!ჩვენი იქ დაჯახებით ვერაფერს გახდით!მასაც ვეზიზღები იმავე დოზით და უფრო მეტითაც დარწმუნებული ვარ! -მერე რა ჯობია მაგას შვილო!განქორწინებისას ბევრს არ უწუწუნებს..ლოგინში ქალების ჩაგორება შენ არ გიძნელდება!მოაჩვენე თავი რომ გიყვარს და დააღირსეთ ბავშვი! არ ვღელავდი დარწმუნებული ვიყავი დედაჩემი მოაგვარებდა,არ გაუშვებდა ხელიდან ამ შანსს,არც შევცდი,ანა დამთანხმდა და მეამიტურად მიხაროდა რომ ჩემი ცოლი იქნებოდა,მაგრამ...დიდი სისულელე იყო ეს ყველაფერი ზღაპარს გავდა უფრო ვიდრე სინამდვილეს..რომ შემყვარებოდა მერე რა?მაინც გავშორდებოდით,რომც არ გავშორებულიყავით როდესმე სიმართლეს გაიგებდა და მიმატოვებდა..ამიტომ არც მე არუნდა შემყვარებოდა და არც მას..ეს თუ უკვე არმოხდა..ქორწილის დროს ოროვე თავს შორს ვიჭერდით ერთმანეთისაგან..ქორწილიდან გავიპარეთ,უყურებდი ეშინოდა,სულაც არ იყო ისეთი კლდებამოსილი როგორსაც თავს აჩვენებდა,მაშინ დავრწმუნდი საქორწინო კაბა რომ გაუხსენი შეკრთა,მაგრამ არაფერი მიქცია,არც მივკარებივარ,რატომღაც სათუთი არსება იყო ჩემთვის..არმინდა რასაც ქვია მეხმარა და მერე მიმეგდო...საშინელება იქნებოდა ეს..ვერ გაუკეთებდი ამას ჩემ ღიმილას..არ მაინტერესებდა დედაჩემის გეგმები,მე ვიცოდი რასაც გავაკეთებდი.. უკვე რამოდენიმე დღეა ერთად ვცხოვრობთ,დავლაგდით,რამდენიმეჯერ შევამჩნიე რომ ჩვენ სასტუმროს ინციდენტებს იხსენებს,ან ესიზმრება,მერე მეც რომ ვიხსენებ მეცინება და ერთად ვიცინივართ..ისე კი ძალიან მაინტერესებს რატომ მეთამაშებოდა?მაგრამ ხომ მითხრა შენი გამწარება მინდოდაო მეტი რა უნდა მინდოდეს ვერ გავიგე. ახლა უყურებ და სიცილით ვიგუდები..ცდილობს სადილი მოამზადოს და კვერცხი ვერ გატეხა..მის უკან დავდექი,იგრძნო იქ რომ ვიყავი და შემიღრინა. -იდიოტო თუ გამცილდები კაის იზამ! -მოვეხმარები ჩემ ცოლუკას თქო ვიფიქრე! -ცოლუკა არა ის კიდე.. -რა ის კიდე? -აუუ გეყოს!მოდი და ჰა გატეხე.. კვერცხი ხელში ავიღე და ვაჩვენე როგორ უნდოდა გატეხვა,მერე ვივახშმეთ და მე სამსახურში წავედი..ის არვიცი რას გააკეთებდა მთელი დღე..სახლში რომ დავბრუნდი უხეშად მოვექეცი და ვატყობ ვაწყენიე..ოთახში ავიდა და სლუკუნის ხმა მესმოდა..არაფერი მითქვია..მის მერე უხეშად ვექცევი აი ახლაც..არმინდა შეუყვარდე..ვიცი დედაჩემი ყველაფერს გააკეთებს რომ დავშორდეთ..არმინდა ტყუილი ილუზიების შექმნა ჯობს დინებას მივყვე,ჯობდა მეც ასე მოვქცეულიყავი. ვიწყებ ბოდიშის მოხდით იმიტომ რომ გუშინ ვერ დავდე ახალი თავი..საქმე იმაში არის რომ მთელი დღე სახლში არ ვიყავი,მერე დაღლილი მოვედი და მკვდარივით დამეძინა..დღესაც არ მეცალა,ახლა ისე მეძინება ვკვდები მარა ვნახე დრო და უკვე ორ საათნახევარია ამ თავს ვწერ..ეს თავი და წინა თავი ჩემი რეკორდებია..ამხელა თავები ჯერ არ დამიწერია..ესეც მიშოს ენით აღწერილი მომხდარი,იმედია მოგეწონებათ..ველოდები შეფასებებს,არ დაიშუროთ კომენატრები,ისე მიხარია თითოეული კომენტარი რომ არვიცი,ისიც მიხარია რომ ვიღაცას ჩემი ნაჯღაბნი მოსწონს..ასევე მაინტერესებს რა აზრის ხართ პერსონაჟებზე? მოკლედ ველოდები შეფასებებს! და ბოლოში მაპატიეთ შეცდომებისატვის რომელიც როგორც ყოველთვი დარწმუნებული ვარ მექნება,სხვა დროს ვასწორებ მარა ახლა ნამდვილად არ მაქ მაგის თავი მთლიანად რომ გადავხედო მოთხრობას,ასე რომ მომიტევეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.