შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბორბალი (სრულად)


21-08-2016, 18:16
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 16 228

თმა აპუტული ვდგავარ სარკის წინ და საკუთარ ანარეკს ვუყურებ.“გაღვიძების შემდეგ“ თმის სტილი არ მიხდება,თუმცა,რა გასაკვირია,არც არასდროს მიხდებოდა.ტელეფონის ვიბრაცია მახსენებს,რომ საათს უნდა დავხედო,ვიღებ ხელში და ნინას მოწერილი მხვდებალუკას დაბადების დღეა,არ დაივიწყოო.ლუკა ერთი ბიჭია,რომელსაც დიდი ხანია მოვწონვარ,თუმცა მეგობრობის მეტს არაფერს ვთავაზობ.სიმართლე ვთქვა,მეზარება წვეულებაზე წასვლა,თუმცა ნინას ხათრით ვთანხმდები.
აღარ ვვპასუხობ,რადგან ჩემს ყურადღებას სხვა რამ იქცევს და წამიერად ვიყინები.გონებაში სხვა რამ მიელვეს,თუმცა დიდ ხანს ვუნდები იმის გარკვევას,თუ რაა ეს.
-8 აგვისტო!-ხმამაღლა ვკითხულობ ტელეფონიდან და მეღიმება.სასაცილოა! კიდევ მახსოვს,არადა უნდა დამვიწყებოდა-ერთი თვე-ვაგრძელებ ფიქრს და ტუჩი მეკვნიტება,ესეც ძველი ჩვევა.რას უნდა ნიშნავდეს? ნუთუ მომენატრა? რა სისულელეა,თვითონ არ ვუთხარი,არ შევეფერებით ერთმანეთს,თავი დამანებე-მეთქი.
ერთი წელი გავიდა.ერთი...შემიძლია გავიხსენო ის,რაც დაჩისთან მაკავშირებდა,თუმცა არ მინდა,საკუთარ პრინციპებს ვერ გადავუხვევ.პრინციპს კი ვამბობ,თუმცა ამის არსს თავადაც ვერ ვწვდები წესიერად.
გახსენებაც კი მიჭირს,რა იყო და საერთოდ იყო თუ არა რამე.დღეს ერთი წელი გავიდა,რაც მას ვიცნობ.მახსენდება,რომ ერთი წლის განმავლობაში დროდადრო მირეკავდა,მწერდა და ამ სახით მიკითხავდა,მესაუბრებოდა,უნდოდა,ჩემთან ყოფილიყო,შეხვერდრებს მთხოვდა,მე კი მხოლოდ სამჯერ შევხვდი,თუმცა მას ფარხმალი მაინც არ დაუყრია.ვერ ვხვდებოდი,რა იყო ეს,ყოვეთვის ვუმეორებდი,რომ სხვა ენახა,რადგგან მე სულ სხვა პოლუსზე ვიყავი და ის სულ-სხვაზე.
საკუთარ თავს დავპირდი,რომ მასზე აღარ ვიფიქრებდი,მაგრამ მაინც მეფიქრებოდა.რეალურ ცხოვრებაში არც ისე კარგად ვიცნობდი,რაა აბა სამი შეხვედრა?! თუმცა ჩვენი საუბრები ერთ წელს ითვლიდა,მართალია პაუზებით,მაგრამ მაინც.
ზოგჯერ მეგონა,ერთმანეთს კარგად ვუგებდით,თუმცა ეს ასე არ იყო.ძალოან ფეთქებადი ხასიათი გვქონდა ორივეს,რაც გადამწყვეტ როლს ასრულებდა.შეიძლება ხუთი წუთის წინ კარგად ხასიათზე მყოფი,გავბრაზებულიყავი და საშინლად მომეშალა მისთვის ნერვები,ისიც ასე იყო,ზოგჯერ,როცა ნერვებს ვეღარ აკონტროლებდა,ისეთ რამეს იტყოდა,რისთვის მთელი თვეები ბოდიშს იხდიდა; მე ხომ შემეძლო ყოველ მეორე კვირას შემეხსენებინა მისი ძველი „დანაშაული.“
ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთი რაღაცნაირად გვიზიდავდა,გვაინტერესებდა..თუმცა ჩემი ხასიათი მასთან ყოფნუს ნებას არ მაძლევდა,არ შემეძლო,არ მომეშალა მისთვის ნერვები,ყოველ ნორმალურ საუბარს ვაფუჭებდით,ჩვენთვის ხომ ერთმანეთის გაბრაზება ამ ურთიერთობის ნაწილი იყო.
ცხელი ზაფხული იყო,თუმცა არც ისე ცხელი ან ვერ ვგრძნობდი,რადგან მთელი ზაფხული ნინას ტბის სახლში გავატარე,ერთი კვირა კი ანტალიაში ვიყავი,რომლის საგზური რაღაც კონკურსში მოვიგე.
ისე ხშირად მიფიქრია,რომ დაჩიში რაღაც განსაკუთრებული იყო,თუმცა ალბათ ის გვიშლიდა ხელს,რომ ორივემი ვერძი ვიყავით და ერთმანეთს მუდამ კონკურენტებად ვუყურებდით,ვეჯიბრებოდით ნებისმიერ რამეში,განსაკუთრებით მე ვიყავი ასეთი.მუდამ რაღაცის დამტკიცებას ვცდილობდი და გამომდიოდა კიდეც.
ფიქრებიდან საათის წიკ-წაკმა გამომიყვანა.გამახსენდა,რომ მარტო ვიყავი,თვალწინ დამიდგა გასული ერთი კვირა,როცა თბილისში ჩამოსულს მხოლოდ ცარიელი კედლები დამხვდა,ვინაიდან ჩემი მშობლები სამოგზაუროდ წავიდნენ.ხოდა ვიყავი ასე მარტო,ნინასაც იშვითად ეცალა,რადგან მთელი კვირა რაღაც შტაჟირებებზე დადიოდა.მოკლედ,ამ დღეების განმვალობაში წიგნების კითხვის მეტი არაფერი გამიკეთებია,რამდენჯერმე კინოშიც ვიყავი,ოღონდ სულ მარტო.
მეორეჯერ მივდივარ სარკესთან,რამე ნორმალურს ვეძებ,რადგან სავაჭრო ცენტრში ვაპირებს წასვლას,ლუკას დაბადების დღეზე ხელვარიელი ვერ მივიდოდი,ოღონდ ისეთი რამ უნდა მეყიდა,რომ მისთვის რაიმე სახის იმედი არ ჩამესახა.
შორტს ვიცვამ და უსახელო მაისურსაც ვირგებ.მიყვარს ასეთი სტილი,კაბები ძალიანაც არ მიზიდავს,უფრო სპორტულად მიყვარს ჩაცმა.
კარებს ვაღებ და გაღიმებული სახით მივდივარ,არასთვის მიწევს დაბარება,კითხვასაც ვერავინ მისვამს,მე ხომ მარტო ვარ.სათვალეებს თავზე ვირჭობ და ლიფტს ვიძახებ,ლოდინის მოლოდინში ვირხევი,როგორ ჩანს,კარგ ხასიათზე ვარ.
პირველ სართულზე ჩერდება ეს მოძრავი მანქანა და მეც ვიცვლი ადგილს.მეზობელ ბებოს ვესალმები და ღიღინით მივდივარ ავტობუსის გაჩერებისკენ,აბა სად მყავს მანქანა,რომელიც ძალიან მინდა,რის გამოც ხშირად ვიწყევლი თავს,რატომ არ ჩავაბარე ქართულ-ევროპულ სასაწავლებელში-მეთქი,იქ ხომ დაწყებისთანავე მანქანას თუ არა მის მსგავს მაინც მაჩუქებდნენ.
სავაჭრო ცენტრში ყველაფერი კარგად მიდის,იმას თუ არ ჩავთვლით,რომ ბავშვობის ნაცნობი მხვდება,რომელიც ერთ დროს ყურებამდე იყო ჩემზე შეყვარებული.
-როგორ ხარ,ელე?-შემოკლებული სახელით მომმართავს და სახე უბრწყინდება.ოღონდ ეს არა,ეს არ მაწყობს,ნადმვილად,თუმცა რა ვქნა,მივდივარ და გადასაკოცნად ვემზადები,ის ხელს მხვევს მხარზე და ლოყას მიხახუნებს.
-ძალიან შეცვლილვარ-შემდეგ უკან იწევა და თვალებს ძაბავს.
-შევცვლილვარ? შენც სხვანაირი ხარ-არც ვაკვირდები,ისე ვამბობ.
-ძალიან გალამაზებულხარ,ელე..-თვალები უფართოვდება.
-კარგი ერთი-ირობიულად ვპასუხობ,თუმცა ის არც კი იმჩნევს.
-ყავა არ დავლიოთ? ძალიან გამიხარდა შენი ნახვა.
-ახლა არ შემიძლია,დაბადების დღეზე მივდივარ საღამოს-თავს ვიმართლებ,თუმცა რატომ არ ვიცი.
-შეგეხმიანები იცოდე..-თვალს მიკრავს,სწრაფად მეხვევა და მიდის.
კარგი ერთი,რა სისულელეა,ყავა არა პივა კიდევ.გამოშტერებულის ღიმილით ვიკვლევ გასასვლელისკენ კარს და მაშინვე ნინას ვურეკავ.
-რა უყიდე?
-პერანგი.
-მოეწონება?
-აბა რა-ვპასუხობ და ზემოთ ვიხედები,ავტობუსის ლოდინში.

საღამო მალე მოდის,არასასურველ წვეულებაზე მივდივარ ფიქრებით დატვრითული.მგონი,ბედის ბორბალზე ვტრიალებ და ვშიშობ,ჩამოვვარდები. დამტხვევის მაკვირვებს ლუკას დაბადების დღე 8-შია,ბიჭის,რომელსაც დღემდე ვერ შევაგნებინე,რომ მხოლოდ მეგობრები ვართ,ზოგჯერ ისე მიყურებს ხოლმე,მეცოდება. და 8-ში გავიცანი დაჩი,სულ შემთხვევით,ბარში ვიჯექი,როცა სასმელი შეუკვეთა ჩემთვის,თუმცა უკვე მივდიოდი და არ დამილევის.ამის მიუხედავად,ჩემი სახელი გაუგია და „ფეისბუქის“ საშუალებით გამიცნო.სწორედ ეს მაკვირვებდა,რატომ არ შემეძლო,დამევიწყებინა რიცხვი 8,რვა აგვისტო,თითქოს დაწყევლილი ვიყავი და არ შემეძლო,დაჩის ჭაობივით თვალებდან ამოვსულიყავი.
-რაზე ფიქრობ?-მიახლოვდება ლუკა,რომელიც ისე იცინის,რომ ყველა კბილი უჩანს.
-არაფერზე.მოგეწონა პერანგი?
-ძალიან მომეწონა.არ მეცეკვები?
-რა თქმა უნდა-კისერზე ხელს ვხვევ და საცეკვაოდ მივყვები,თუმცა ფიქრებში სულ სხვაგან ვარ,მახსენდება,რას დავპირდი დაჩის,ტანგო უნდა გასწავლო-მეთქი,ნოსტალგიები მაწვება,მიმძიმს ის,რომ დღეს 8 აგვისტოა და იმედი მაქვს იმისა,რომ დაჩი მომწერს ან დამირეკავს,თუ,რა თქმა უნდა,ჩემი სახელი და გვარი მაინც ახსოვს.
ასეთი უიმედო არასდროს ვყოფილვარ და ამავდროულად ასეთი იმედიანი,საკუთარი თავის მიკვირს და ვერ ვხვდები,რატომ ვაწამემ ამ ბიჭს და ან თვითონ რატომ მაწამებს.
-აქ ხარ?-ლუკას ხმა მაფხიზლებს.
-რა? რამე მითხარი?
-ხვალ რას აპირებ-მეთქი.
-რა ხდება ხვალ?
-სვანეთში გვინდა წასვლა და თუ გინდა შენც წამოდი,ნინაც მოდის-ნინას ახსენებს და სახე უბრწყინდება,იცის,რომ წავალ.
-სვანეთში? კარგი რა....ეციება-მიზეზებს ვეძებ,რომ რამენაირად თავი დავიძვრინო,თუმცა მაინც ვთანხმდები,სვანეთში არასდროს ვყოფილვარ და დიდი სურვილი მაქვს ვნახო იქაურობა.
-რა მაგარია-ლამისაა წამაქციოს ნინამ,რომელიც ძალიან ბედნიერი ჩანს,მეც კი მიხარია,მაგრამ სვანეთზე დაჩი მახსენდება,არასდროს ვყოფილვარ და ერთად წავიდეთო.ამაზე მეცინება,ზედმეტად ფულუბრყვილოდ ვთამაშობდით...
მთელი ღამე წესიერად არ მძინავს,ვიხენებ ერთად გატარებულ ყოველ წუთს,ყოველი საუბრის წამებსაც კი და თითქოს გულში რაღაც მჩხვლეტს.
„შენი ბრალიაა,შენი..“-ეს ხმა არ მსიამოვნებს და ფეხზე ვხტები,ნუთუ ძილშიც არ უნდა მომასვენოს ამ საზიზღარმა ფიქრებმა.სამზარეულოში გავდივარ და ყინულიან წყალს ვიღებ,ასე სჯობს,ცოტას გავგრილდები მაინც.
მერე არ მახსოვს არ ხდება,ალბათ იმიტომ,რომ სწრაფად მეძინება და თანაც მაგიდაზე...ვიღვიძებ თუ არა,მეცინება საკუთარ „გმირობაზე“. ვდგები,სააბაზანოსკენ ვიკვლევ გზას და ცივი შხაპის ქვეშ ტანსაცმლიანი ვდგები,როგორც ჩანს,ყველაფერი რვა აგვისტოს ბრალია.

სვანეთში ისე ჩავდივართ,ხმას არ ვიღებ,რაც ყველას უკვირს,მე ხომ ძალიან მიყვარს საუბარი და ენას არ ვაჩერებ ხოლმე.
-კარგად ხარ,ელე? რამე ხომ არ გაწუხებს?-მზრუნველად მეკითხება ლუკა,რომელიც ჩემს გვერდით ზის და თვალს არ მაშორებ.
-არა,უბრალოდ მოვიწყინე.
-მოდი მუსიკას მოვუსმინოთ.ჰო ხედავ ნინას სულ არ ვახსოვართ-მის ნათქვამზე ორივეს გვეცინება,ცალ ნაუშნიკს ვართმევს და მადლობის ნიშნად ვუღიმი.
ასე დროც მალე გადის,ლუკა მუსიკას ცვლის და ცვლის,ჩემს გართობაზე ფიქრობს,მართლაც,კარგი მეგობარია...
-ჩავედით-ნინას მანქანის გაჩერება აფხიზლებს და თავს მაღლა სწევს.ხელს ვკიდებ და ადგომაში ვეხმარები,ბარგს ბიჭებს ვუტოვებთ,ჩვენ კი მაღლა ავდივართ,სადაც ლუკამ ჩვენი ოთახი უნდა გვაჩვენოს.
-დაეტევით?-ირონიულად გვეკითხება და გადის,ჩვენ ნელ-ნელა ვბარგდებით და მალევე საღამოვდება კიდეც,სვანეთში საკმაოდ ცივა,თუმცა შესაფერის ტანსაცმელს ვერ ვპოულობ ან როგორ ვიპოვი იმას,რაც არ წამომიღია.
-ჩემი ქურთუი გინდა?-მეკითხება ნინა,თუმცა უარს ვეუბნები,მას ხომ თბილი არაფერი არ აქვს.
სიცივეს არ ვიმჩნევ და დაქალს უკან მივყვები.გარეთ მწვადის სუნია და ვხვდები,რომ ბიჭებს უსაქმურად არ დაუკარგავთ დრო.
-ეს ჩვენი მეგობრები არიან-ვჯდები ცეცხლთან თუ არა,მეუბნება ლუკა და უკან იხედება,თუმცა მე ვერავის ვხედავ.
-მოდით აქ,ბიჭებო..-ლუკა ხმა უწევს-ლამაზი გოგონები უნდა გაგაცნოთ.
-აუ გვაცადე რაა.
-მოდით,თორემ გადავიფიქრე.
-რას გვემუქრები ტო-ერთ-ერთის ხმა მეცნობა,თუმცა ვერ ვიხსენებ,საიდან...უკნიდან ფეხის ხმას ვგრძნობ,მესმის ურიტმო სვლა,თუმცა უკან არ ვიხედები.
-აბა გოგონები?-ორივე ბიჭი ერთდროულად კითხულობს,მე და ნინა ფეხზე ვდგებით მექანიკურად.
-ელეეე!-ბიჭის სახეს დანახვამდე,მისი ხმა მესმის.ჩემი სახელი იცის,საიდან?
-ერთმანეთს იცნობთ?-გაკვირვებული სახით გვიყურებს ლუკა ხან მე და ხან დაჩის.
-ვიცნობთ?-იბნევა დაჩი,რომელიც ჩემს წინ ისეთი დაბნეულია,არ იცის,რა თქმას.
-ჰო..იცნობთ?
-ელე,უნდა დაგელაპარაკო-ნელი ნაბიჯით მიახლოვდება და მთხოვს,ეზოს მეორე მხარეს გავყვე,თუმცა ნაბიჯს არ ვიცვლი.ამას,რა საკვირველია,სპეციალურად არ ვაკეთებ,უბრალოდ შოკში ვარ.
-ელე,იცნობ დაჩის?-მეკითხება ლუკა,მე კი თავს ვუქნევ.ხმის ამოღება არ შემიძლია.მახსენდება გასული დღეები და თავს უცნაურად ვგრძნობ.
-ელენე!-ოფიციალური ტონით ამბობს დაჩი,თუმცა არ ვირხევი.
-მერე ესაუბრე,რატომ ძაბავ სიტუაციას?-ლუკა ცეცხლთან სვამს დაჩის,რომელსაც ლოყები ჟღალისფერი აქვს და თავს ვერ აკონტროლებს,ხელებს უმისამართლოდ ამოძრავებს,სახე შეკრული აქვს და ისე იქცევა,თითქოს საკუთარ სხეულში არ იყოს.მახსენდება,რა მითხრა ერთ დღეს,შენს გარეშე გამიჭირდება,ვერასდროს დაგივიწყებო,თუმცა მაშინ არ დავუჯერე,წარმოუდგენლად მიმაჩნდა,რომ მიწონების ზღვარს გასცდებოდა ჩვენი გრძნობები.
-კარგით,მოეშვით რაა-ამბობს ლუკა და ნინას გვერდით უჯდება-ნახეთ ნინაც რა ლამაზია-უყურებს დაჩის და შემდეგ ჩემ ხელს იღებს-ერთნაირიგემოვნება გვქონია,ძმა...-ეცინება ა მთელი არსებით აშტერდება დაჩის.
-რა?-ფეხზე დგება ბიჭი,თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის-თქვენ ერთად...?-ვეღარ ასრულებს კითხვას.
-ღმერთო....ჩვენ მეგობრები ვართ-ვამბობ და წარბს მაღლა ვწევ.
-და შენ? დაჩი,შენ ვინ ხარ? სად გაიცანი ელე?
-დაწყნარდით რა...აქ რამის გასარჩევად არ მოვსულვართ..თუ ასე იყო,დავრჩებოდით თბილისში..-გაბრაზებული ამბობს ნინა და ფეხზე დგება-ყელშია რაა!
-იცოდეთ,სულ წავალთ-ვაპროტესტებს და დაქალს გვერდით ვუდგები.
-ელე,მოყევი აბა სად გაგიცანი..-მიყურებს დაჩი და თან ცბიერად აპარებს თვალს ლუკასკენ.
-თქვენ ერთად იყავით?-ლუკას თვალებში ლამისაა კითხვის ნიშNები გამოისახოს,მიყურებს და პასუხის მოლოდინში ცქმუტავს.
-დაწყნარდით...ეს ბიჭი უბრალო ნაცნობია-თვალს ვაპარებ დაჩისკენ,მაინტერესებს მისი რეაქცია..
-ნაცნობი? უბრალო ნაცნობი?-ფეხზე დგება,ნერვებს ვეღარ თოკავს-არ მჯერა,თუ...ღმერთო ჩემო! ელე,მხოლოდ ნაცნობი? გადმოვქექო ჩვენი ქრონიკა?
-სახლში წადი.ნერვებს ხარ აყოლილი-მშვიდად ვამბობ და ერთ ნაბიჯს უკან დგავს.
-შენზე ვგიჟდები,შენ კი გკიდივარ,ისევ ჰო? მთელი წელი,მთელი წელი დამაწყვიტე ნერვები,მთელი წელი შენს ნებაზე მატარებდი,უბრალო შეხვედრასაც არ კადრულობდი,ვერ იცლიდი გოგო,მხოლოდ რამდენჯერმე მომეცი შენი ნახვის შესაძლებლობა,ახლა კი....ღმერთო! რა სულელი ვარ!
-არ გინდა ეს თავის მსხვერპლად გამოყვანაა...უბრალოდ წადი და ნუ გვიშლი საღამოს-ხმას ვუწევ,თუმცა მალევე ვხვდები,რომ ზედმეტი მომივიდა,თუმცა უკვე გვიანია,დაჩი კარისკენ მიდის,უკან არც კი იხედება,მე კი ნინას ვეკვრი.
-არ შეჭამთ?-ლუკას იუმორის გრძნობა შესაშნივნავი კი აქვს,მაგრამ ეს უკვე აღარაა იუმორი.
-ეჭვიანობის სცენებს მიწყობ,ლუკა?-თვალებინ ნაპერწკლებს ვყრი..-ჩემი მეგობარი ხარ და თუ ეს არ გაკმაყოფილებს,ჯანდაბამდეც გზა გქონია,გესმის?-ცრემლები მცვივა თვალებიდან,სირბილით ავდივარ მაღლა,ვიღებ ჩემს ნივთებს.ერთ ჩანთაში ვყრი და გალავნისკენ მივდივარ,ნინაც მომყვება.არ ვიცით სად,მაგრამ ვიცით,რომ მივდივართ.აქ გაჩერება უბრალოდ შეუძლებელია.
ლუკა შორიდან ცქმუტავს,ეტყობა,უკმაყოფილოა ან როგორ უნდა იყოს კმაყოფილი?! სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები ქუჩას,თუმცა არც მე ვიცი გზა და არც ნინამ,ჩვენ ხომ პირველად ვართ სვანეთში.მახსენდება დაჩის ნათქვამი,სვანეთში არასდროს ვყოფილვარ და მინდა წასვლაო.ვერ ვხვდები,რატომ მაქვს ასეთი რეაქცია მის სიტყვებზე,მე ხომ საკუთარ თავს გამოვუტყდი,რომ მის მიმართ არანაირი თბილი გრძნობა არ მაკავშირებს და ისიც იმავეს გრძნობს,სავარაუდოდ.განა შესაძლებელია სიმპათიაზე მეტი გქონდეს ადამიანთან,როცა მუდამ მის ნერვებზე „უკრავ?“
-ისე დაჩი მაგრად გამოიყურება-ეცინება ნინას.
-ნინა,არ გინდა...მაგრად გამოიყურება-ვიმეორედ ირონიულად-მხოლოდ გარეგნობაა მთავარი? არც მე გამოვიყურები ცუდად,ნახე რა ბალერინა ქალი ვარ-ცეკვა ჩემი ჰობია და ეს ტანზეც მეტყობა,აშკარად,რატომ ვარ დაჩიზე ნაკლები ან რით ვარ?!
-კარგი.გავჩერდები..ლუკას ზედმეტები მოსდის ხოლმე.
-იდიოტია,ნახოს,თუ შევურიგდე,დღეს ორმაგად ამაზრზენი იყო.
-ისე სად მივდივართ,ელე?-მეკითხება დაქალი,რომელსაც სული ძლივს უდგას.
-ჯანდაბაში...სად წავალთ?-ვპასუხობ და ჩემს პასუხს ირონიული სიცილი მოსდევს,ხმა უკნიდან მოდის.
-რა ხშირად ხმარობს სიტყვა ჯანდაბას.ალბათ ეს შენი სახლის სახელია,მეც მოვდივარ..-თვალებს არ ვუჯერებს,ისევ ირონიული დაჩი დგას ჩემს უკან..
-წადი და ლუკას ნორმალურად დაელაპარაკე..შერიგდით-გაბრაზება მივლის და მშვიდად ვეუბნები.არ მინდა,ჩემს გამო ურთიერთობა გაუფუჭდეთ.
-შენც შემირიგდები?
-როდის გეჩხუბე?-ვეკითხები ჩვეულად და ნინას ვანიშნებ,გაისეირნე-მეთქი.ისიც მიჯერებს.
-შენი საფირმო ფრაზე,ელეონორ!-იცის,რომ არ მიყვარს ეს მიმართვა და სპეციალურად იქცევა ასე,თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ და ვიცინი.
-ისე რაიმე ტრანსპორტამდე თუ მიგვასწავლი გზას,მადლობელი დაგრჩები.
-ჩემი მანქანა საუკეთესო ტრანსპორტია,ელე...
-არ ვღადაობ!-დოინს ვირტყამ და თვალებს ვძაბავ,ასე ვიქცევი ნერვიულობისას ჩვეულებრივ.
-კარგი რა,მართლა მრცხვენია,რომ ჩემს გამო მიდიხართ...ლუკასთან ტეხავს,წამოდი,შევურიგდები მხოლოდ იმ პიობით,რომ უკან დაბრუნდებით..არ ვიკბინები ჰო ხედავ?-ინტერესით მიყურებს,მეც რატომღაც მომწონს მისი აზრი და ნინას ვეძახი,ერთად მივუყვებით გზას,რომელიც უკან გვაბრუნებს,ლუკას სახლში.დაჩი ჩემს გვერდზე მოდის,მაგრამ ხმას არ იღებს,ვგრძნობ,რომ ნამოქმედარით კმაყოფილია.გალავანც ვცდებით თუ არა,ლუკასთან მიდის,რაღაცას საუბრობენ და მალე რიგდებიან.
-მთვრალები ვიყავით...-ორივე ერთდროულად ამბობს და გვიღიმის-ისე ელე მართლა მომწონს,თუმცა ამის იმედი დიდი ხანია,რაც აღარ მაქვს...ამაზე საუბარს არარ ვაპირებ-ლოყაზე მკოცნის ბავშვური ანცობით და მეც თავს ვუქნევ,არაუშავს-მეთქი.მასთან ხომ ყველაზე უჩვეულო და სასიამოვნო ურთიერთობა მაქვს.დაჩი შორიდან მიღიმის,ეტყობა,რომ უნდა ახლოს მოვიდეს,მაგრამ თითქოს ვერ ბედავს,ფეხები უკან მისდის.
ისევ ვუსხდებით ცეცხლს.ლუკა რაღაც ანეგდოტებს ამბობს,ცოტას გვაცინებს,მაგრამ მალევე გვბეზრდება,შემდეგ დაჩი იღებს ხმას:
-არ გინდათ „მოქმედება თუ სიმართლე“ ვითამაშოთ?-გვთავაზობს იგი.თამაშს ვიწყებთ,სხვადასხვა სფეროდან ვუსვამთ ერთმანეთს კითხვებს.დაჩი ხშირად ისეთ რამეს გვეკითხება,რაც არ ვიცით,ჩვენ ხომ ბიზნესის არაფერი გაგვეგება,ამიტომ დაჩაგრელები გამოვდივართ.
-კარგი რა,წესებს არ იცავ-ვამბობ და ლუკას ვუურებ,ვფიქრობ,დამიცავს-მეთქი.
-წესებს არც შენ იცავ და საერთოდ რა არის წესები?-სიცილს ვერ იკავეს დაჩი.
-კარგი,ვარჩევ სიმართლეს-უხერხულად მეღიმება,ეს თამაში ძალიან არ მომწონს,თუმცა უკვე თავს ვეღარ დავაღწევ.
-მოგწონვარ თუ არა?
-ღმერთო,ეს გაცნობის ბიურო არაა,სხვა რამ მკითხე-ვაპროტესტებ და ნინას ვუყურებ,რომელიც ძლივს იკავებს სიცილს.
-კარგი რა,ელე...ვიცი,რომ...
-არ მომწონხარ..ან რატომ უნდა მომწონდე?-სწრაფად ვპასუხობ და ვცდილბ,დაჩის მზერა ავირიდო.
-შემდეგი-ამბობს მკაცრი ხმით და მაცდურად აპარებს ჩემკენ თვალს „გაგაბამ“ გამომეტყველებით.
-აბა რა ფერის მაისური მეცვა,როცა პირველად შეგხვდი?-მეკითხება ნინა და პირზე ხელს იფარებს.
-ასეთებსაც ვართ? რა ვიცი,ბავშვობიდან გიცნობ...-ვფიქრობ,რომ ყველა ჩემს წინააღმდეგაა.
-არ იცი?-თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ,არ ვიცი,საიდან უნდა მახსოვდეს?!
-მოქმედება თუ სიმართლე?-ხმამაღლა მეკითხება ნინა.
-მოქმედება-ვამბობ იმის იმედით,რომ დაქალი არ გამწირავს.
-დაჩის უნდა აკოცო,აქ,ყველას თვალწინ!-გადაჭრით ამბობს და თვალს მარიდებს.
-შეთქმულებას მიწყობთ?-ვკითხულობ ირონიით და ადგილიდან არ ვინძრევი.
-ნუ გრცხვენია,ელე...თითქოს არ იცი ჩემი ტუჩების გემო..
-დაჩი,კიდევ მთვრალი ხარ.
-ხოდა მიფრთხილდი.
-კარგით,მე მაღლა ავედი,თქვენ გააგრძელეთ-ვუყურებ ცეცხლის გარშემო მსხდომთ და სახლის შესასვლელისკენ მივდივარ.სწრფად ვშორდები მათ ისე,თითქოს მტაცებელი ცხოველები იყვნენ და მეშინოდეს,არ დამგლიჯონ.კარებს ვხურავ და კიბეებზე ავდივარ,თუმცა მალევე უკან ვიხედები,რადგან ვგრძნობ,რომ ვიღაც მომყვება.
-შენც გამოგაგდეს?-ირონიულად ვეკითხები დაჩის,რომელსაც თვალებში ეშმაკები დაურბიან და ძალიან დაბნეული ჩანს.იმ წამს ვააანალიზებ,რომ ძალიან დაძაბულია და მეცინება.
-რაზე იცინი?-კითხვას პასუხის გარეშე ვუტოვებ და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ ჩემი ოთახისკენ,ის კი მომსმდევს,ვკისკისებ და უკან ვიხედები.
-ბავშვი ხარ?
-არა,უბრალოდ შენ მაჯადოებ-სიცილითვე მპასუხობს,მე კი ძალას ვიკრებ და მივიწევ წინ.არ მინდა,დამეწიოს.
-ელე,შეჩერდი-ვუახლოვდები თუ არა ჩემი ოთახის კარის ზღურბს,ხმამაღლა მეძახის.
-რა გინდა?
-არ მიყვარს ეს კითხვა...უბრალოდ ჩემთან მოდი.
-რა იყო ჰორმონები გაწუხებს?-წარბს მაღლა ვწევ და ოთახში შევდივარ,კარებს ვკეტავ და საწოლზე ვეშვები.
-გაუგებარი ხარ!-მესმის დაჩის ხმა,რომელშც გაბრაზებას ვკითხულობ.
-უნდა დავიძინო,წადი შენს სახლში.არ გრცხვენია მაინც?!
-ცოტა ხანს შემომიშვი,გთხოვ...რატომ ხარ ასეთი უხეში? რატომ?-არაფერს აღარ ვპასუხობ.ტანზე ვიხდი და ღამის მაისურს ვიცვამ,საწოლზე ვწვები და თვალებს ვხუჭავ,მინდა დავიძინო,მაგრამ დაჩის ხელში ეს შეუძლებელია.
-ელეეეე...............-ისევ ჩემი სახელი.ეს ხომ მომაბეზრებელია!
-ღმერთო,არ დამაძინებ?
-უბრალოდ დამელაპარაკე...
-არაკეთილსინდისიერად იქცევი..
-რას ამბობ?
-მთვრალი ხარ,ხვალ დაგელაპარაკები..-ვპასუხობ,ნაუშნიკებს ვირჭობ ყურებში და უაზროდ ვუშვებ მუსიკას,რომელსაც „ფლეილისტში“ ბოლოს ვუსმენდი.
სამყარო ჩერდება,მხლოლოდ რამდენიმე სიტყვა ტრიალებს გონებაში...ასე სჯობს,კმაყოფილად მეძინება,სიზმრებსაც არ ვნახულობ ან არ მახსოვს,მავიწყდება.დილას,როგორც ყოველთვის,ადრე მეღვიძება,მცივა,ხალათვს ვიცვამ და კარებს ვაღებ,გარეთ მინდა გასვლა.გასაღებს ვატრიალებ და უკან ვიხედები,ნინას ისევ სძინავს.
ბოლოჯერ ვატრიალებ გასაღებს და გარეთ გავდივარ,აივანზე მინდა გასვლა,თუმცა სურვილი მალევე ქრება.ისეც რამეს ვხედავ,რომ მიწევს ხელების პირზე მიფარება.დაჩი კარებთან ზის და იატაკს უყურებს.ვერ ვხვდები,რას ნიშნავს ეს.
-გავიღვიძე...-ამბობს და ფეხზე დგება.
-აქ იყავი მთელი ღამე? აქ გეძინა?-ენა დაბმულივით ვეკითხები.
-ჰო,მერე გაიქცეოდი სადმე..
-კარგი,არავინ გააღვიძო...აივანზე გავიდეთ-ჩუმად ვეუბნები და ხელი ტუჩებთან მიმაქვს.
-ელე,ღმერთო,არ მჯერა,რომ გხედავ...ძალიან მიხარია..-ემოციებს ვერ მალავს.
-ჩუმად...ჯერ ისევ სძინავთ-აივანზე გავდივართ,სკმაზე ვჯდები,ისიც გვერდით მიჯდება,ახლოს აჩოჩებს სკამს,თითებს ერთამნეთში ახვევს და შემდეგ ჩემკენ იხედება.
-ძალიან მენატრებოდი,ელეე.....ძალიან,შენ კი...
-იქნებ ამაზე არ ვისაუბროთ და არ ჩავიშხამოთ დასვენება-ვთავაზობ ღიმილით-ნახე,რა ლამაზი დილაა.ნუთუ არ მოგწონს?
-საქმეც ისაა,რომ შენ უფრო ლამაზი ხარ-თავს აქნევს და ხელს ხელზე მადევს,მხურვალეა მისი თითები,ეტყობა,რომ ნერვიულობს,ძალიან თანაც.
-ისევ ცივი ხელები გაქვს,უამრავ ადამიანში გიპოვი შენი ცივი ხელებით.
-გახსოვს..-მეღიმება და მისკენ ვიხედები,ისევ ღრმა მეჩვენება მისი თაფლისფერი თვალები.
-რა არ მახსოვს რო...
-კარგი,გაეღვიძათ,ჩავალ,ყავას მოვადუღებ-ხელს ვუშვებ და ფეხზე ვდგები,წამიერად ისიც იმავეს იმეორებს.
-ასე მალე?-თვალებით ძლიერად მაშტერდება-ასე მალე?
-დაჩი,გეყო რომანტიკული გმირის თამაში რა.უბრალოდ დატკბი სილამაზით.
-შენს ფონზე ვერაფერს ვხედავ...
-ჩუმად! ლუკა ადგა...-ვაშინებ და გავბივარ,უკან მომსდევს და ვკისკისებს,ასეთი მხიარული დაჩი ჯერ არ მინახავს,მგონი.
-გვრიტებს სალამი!-ლუკა სამზარეულოში გვხდება,ხომ ვთქვი. წელს ზემოთ შიშველია,თეძოზე დამჯდარი ღამის შორტი აცვია და თმა აჩეჩილი აქვს,დაჩი მასთან შედარებით მოწესრიგებულად გამოიყურება.
-ისევ მთვრალი ხარ?-მადუღარას ვართმევ და ლოყაზე ვკოცნი,მასთან მუდამ ასეთი თბილი დამოკიდებულება მაქვს,თუმცა ეს მეგობრობის ზღვარს არასდროს ვცდები.
-ჩემთან ასეთი რომ იყო,რა უჭირს.
-ჩვენ მეგობრები ვართ-ნიშნისმოგებით ეუბნება ლუკა და მაგიდასთან ჯდება.
-რა საყვარლები ხართ-ვიხედები უკან და მადუღარაში წყალს ვასხამ-დაჩი,ჭიქები გარეცხე რა-კისკისით ვამბობ და ვინტერესდები,როგორ შესრულდება.
-ჭიქები?-ზლაზვნით დგება ფეხზე-სხვას რომ ეთხოვნა,არა...თუმცა შენ,სხვა თემა ხარ..
-ასე მგონია,რომ ირონიულად იქცევი-მეცინება დაჩიზე და მაგიდასთან ვჯდები.
-რომანტიკოსია!-ჩუმად მეუბნება ლუკა და თავს მხარზე მადებს.ისეთი შთაბეჭდილება მექმნება,თითქოს დაჩის ეპაექრება-იცი როგორ დავიღალე...
-რამ დაგღალა?-ვეკითხები,ის კი ხელს წელზე მხვევს და კალთაში მისვამს,ახლა მე მიდევს თავი მის მხარზე.
-ყავა მოგვიტანე,დაჩი...დაღლილია ელე...-თავზე ხელს ვისვამს და ირონიულად იცინის.ძალიან უცნაურია,ეტყობა,დაჩის ნერვებს სინჯავს,არც მე ვეწინააღმდეგები,მისი ნერვების მოშლა ხომ ჩემი ერთ-ერთი ჰობია.
-მგონი,მეც მინდა,შენი მეგობარი ვიყო..მეგობრებს კარგად ექცევი,ბიჭს კი,რომელიც შენსგან მეტს ითხოვს,ფეხებზე იკიდებ.ასეთი გაუგებარი...
-დაჩი,ჩვენ ვისვენებთ-ვახსენებ და წარბს მაღლა ვწევ..
-კარგი,მოდით ყავა დავლიოთ..-ფინჯნებს წინ გვიწყობს და თვითონაც ჯდება.12 საათამდე ასე ვართ,მერე ნინაც იღვიძებს,წუწუნებს,ჩვენთან რატომ არ დარჩნენ შენი ძმაკაცები,სად წავიდნენო.მერე ჯდება და ლუკას თავს მხარზე ადებს-ჩაი მინდა რააა!-ისევ წუწუნებს.
-დაჩი!-ვანიშნებ ჩაისკენ დაჩის და ვკისკისებ.
-ისე დღეს რა კარგი განწყობაა.სალასქროდ უნდა წავიდეთ,სადმე ავიდეთ,გავინავარდოთ-გვთავაზობს ნინა,რომლის უშტერეტი ენერგია არასდროს კლებულობს.

ასეც ვიქცევით,ბუჩქ-ხეებში დავდივართ,მაღლა ავდივართ და თან ზურგჩანთებს დროდადრო ვიხსნით,ვისვენებთ.ღამის გათენებას მაღლა ვაპირებს,ამიტომ კარვებიც მოგვაქვს,მე და ნინა უკან მოვდივართ და თან ვჭორაობთ,დაჩი და ლუკა ხმას არ იღებენ და ისე მიიწევენ წინ.
-დავისვენოთ რა-ვჩერდები,რადგან წელი მეტკინა და სიარულის გაგრზელება აღარ შემიძლია.
-ცოტაც და...აქ ვერ გავჩერდებით-აპროტესტებს ჩემს ნათქვამს ლუკა.
-დაიღალე,ელე?-დაჩის დაბლა ჩამოდის და ცდილობს გაიგოს,რა მიჭირს.
-წელი მტკივა-გულახდილად ვამბობ და ძირს ვჯდები.
-მომეცი,წამოვიღებ.
-ვერ წამოიღებ,თავი მძლეთამძლეც ნუ გგონია-ჩემს ნათქვამზე ყველას ეცინება.
-მომეცი-ძალით მხსნის და ფეხზე მაყენებს.გაბრაზებული მივიწევ წინ და თან კმაყოფილი ვარ,რომ დაჩის ორი ჩანთის ტარება უწევს,უკნიდან ისეთი სასაცილოა,რომ მე და ნინა ვკისკისებთ.
-როგორ გააბი? გიჟი ხარ!-ნინას ხმამაღლა გამოსდის ნათქვამი.ხმას არ ვიღებ და ჩემთვის მივდივარ.ბოლოს,როგორც იქნა,ვჩერდებით,ვსხდებით ცეცხლის წინ და საჭმელს ვალაგებთ.
-არ მშია-ვამბობ და კარავში შევდივარ-მეძინება.
-მძინარა ხარ-მეთქი,ჰო გეუბნებოდი..-დაჩი იცინის და თვალს ვერ მაშორებს.
-მართლა მეძინება-ვამბობ და საძილე ტომარაში ვძვრები-როგორ თბილა.ვწვები და მალევე მეძინება,ალბათ იმიტომ,რომ მართლა დავიღალე.დილას ვჭამთ და უფრო მაღლა ავდივართ,ამჯერად სპეციალურად ვიქცევი და მუხლს ვიტკენ,მაინტერესებს,როგორი იქნება დაჩის რეაქცია,ვიცი,რომ ჩემი საქციელი ბავშვურიც კია,თუმცა ეს არ მაინტერესებს,ეს ბიჭი ბოლომდე უნდა გამოვწურო.
-მუხლი.ამის დედაც-ხმამაღლა მომდის-რას წამოვედე-მწვანესა და უცნაურ მცენარეს თვალს ვავლებ და ვშეშდები.
-გადარჩები,ელე...-ნინახვდება,რომ სპეციალურად ვიქცევი ასე,თუმცა ხმას არ იღებს.
-ელე,ვერ დგები?-ლუკა შორიდან მეკითხება,დაჩი კი ჩანთას იხსნის და ჩამორბის-ცოტა ხანს გავჩერდეთ.
-ორ ჩანთას და გოგოს თუ მოერევი,საღოლ-ნინა ისვენებს და უდარდელას კისკისებს,სულ არ ადარდებს ჩემი ნატკენი მუხლი,თვალს მიკრავს,შენ იციო და სანახაობით ტკბება.
-მძლეთამძლე გამოვიდა-ვხითხითებ და მიწაზე ვსწორდები.დაჩი შუბს იჭმუხნის,ახლოს მოდის და მუხლზე მაკვირდება-ძალიან გეტკინა,მოკლე შორტებში კარგად მიჩანს,თუ როგორ მდის სისხლი,რასაც მაშინვე ამჩვენს და ჩანთაში რაღაცის ძებნას იწყებს.
-ექიმის კურსები გაიარე?-თვალებში ვუყურებ,გაბრაზდება თუ არა-მეთქი,მისი ნერვებზე „დაკვრა“ ხომ ძალიან სასიამოვნოა.
დოლბანდი ამოაქვს,მაკრატლით ჭრის და იმუხლება,ყველაფერს გვერდზე დევს და მუხლს მახრევინებს.
-უნდა დაგიმუშაო.
-არაფერი მიჭირს,დოლბანდს გადავიჭიმავ-ადგომას ვცდილობ,თუმცა ის მაჩერებს.
-ელე,მოიცადე...-ფრთხილად მიმუშავებს,მერე დოლბანდს ჭიმავს და მუხლს მიხვევს-ახლა შეგიძლია,ადგე.
-როგორ დაჭიმე,ძლივს დავდივარ.
-მართლა?-გამომეტყველება ეცვლება.
-არა,მადლობა,დაჩი-ვუღიმი და ჩანთას ვართმევ-გუშინ რომ მოგეცი ტარების ნება იმას არ ნიშნავს,რომ გაჩუქე.
-გიჟი ხარ,ელე-ლუკა შორიდან იცინის და გვანიშნებს,გზა განვაგრძოთო.
მეორე ღამესაც კარვებში ვატარებთ,ლაშქრობა ძალიან მოგვწონს.ყველა წვება დასაძინებლად,თუმცა მე ისევ ცეცხლთან ვზივარ და ვფიქრობ,ოღონდ არ ვიცი რაზე.ხელებს ვიწყობ ნიკაპის ქვეშ და ცეცხლს ვაშტერდები.
-თბილა..-მესმის დაჩის ხმა.
-ძალიან გაწვალებ არა?-ვეკითხები ღიმილით.
-მსიამოვნებს,რომ...-აღარ აგრძელებს და გვერდით მიჯდება-გიხურს ლოყები.შორს გაიწიე.
-კარგად ვარ-ვეუბნები ისე,რომ პოზას არ ვიცვლი.
-არ გინდა ვილაპარაკოთ?
-აბა რას ვაკეთებთ?-გაკვირვებული ვუყურებ.
-ელე,იცი...იმ დღიდან,როცა ბოლოჯერ უთხარი ჩვენს ურთიერთობას უარი,სულ ამაზე მეფიქრება...და რას მივხვდი,იცი?
-რას?-ვაშტერებ თვალებს და ამ დროს ნინა გამოდის,თვალებს იფშვნეტს და გვერდით მიჯდება,პლედს მაფარებს და თავს კალთაში მიდებს.
-არ მეძინება..-ამბობს და უკმაყოფილოდ უყურებს ცეცხლს.
-ელე...
-ჩუ..იძინებს-ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიმაქვს და ვუღიმი დაჩის,რომელიც საშინლად ხურს,ფეხზე დგება და ხელებს ჯიბეში იწყობს.
-გავისეირნებ რა.
-ჰო,მიდი..-არც ვუყურებ,ისე ვპასუხობ და თავს ნინას ვადებ,რომელსაც თვალები დახუჭული აქვს და უხეშად სუნთქავს.ნინასთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს,ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია,ვერც კი წარმომიდგენია მის გარეშე ჩემი ცხოვრება.ალბათ ამ გოგოს გარეშე ყველაფერი უფერული იქნებოდა.ის ძალიან სხვანაირია,გგონია,აფერადებს ცხოვრებას.

თვალებს ძლივს ვახელ.ცხელა...ძალიან ცხელა,ალბათ ეს რომ არა,არც გამეღვიძებოდა,მე ხომ ძალიან ტკბილად მეძინა,ზედმეტად ტკბილადაც კი..ზემოთ ვიწევი ოდნავ და ცას ვუყურებ,ეს საოცარი ინსტიქტია,პირდაპირ ცას უყურებ,როცა იღვიძებ.უცნაურია არა,თითქოს სიზმრისთვის მადლობას ვეუბნები ღმერთს.
მახსენდება წლების წინანდელი ამბავი,როცა სკოლის მასწავლებელმა მითხრა,ჩიტი,როცა წყალს სვამს,ზემოთ იხედება მადლობის ნიშნადო.მეცინება,მაშინ როგორ მეწყინა ეს,ახლა კი ღიმილით ვიხსენებ.ირიბად უყვარდა საუბარი მას,უცნაური ქალი იყო,როგორც მახსენდება.
-გაიღვიძე? იცი,რამდენ ხანს გეძინა?-იცინის ნინა და თან რაღაცას უშნოდ კბეჩს.
-იცი,რას ვიხენებდით?-იხედება ლუკა და სასტიკად იცინის.ეს უკვე ზედმეტია.
-რას?
-იმ დღეს,როცა სახლში ნამტირალევი მოხვედი,იმ ბავშვმა,რომელიც იმ მერხზე იჯდა მაწყენინაო...ესეც მესმის,აი,რას ნიშნავს,როცა ბავშვობის მეგობარი გყავს,აი,რას!

დასვენება მშვენივრად მიდის,ერთ კვირაში თბილისში ვბრუნდებით ახალი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი.მოგზაურობამ თითქოს,თითქოს კი არა,მართლა შეგვივსო ჩვენი სულის ნაწილი.ეს ყველამ უნდა გამოსცადოთ.
ვაღიარებ,შესანიშნავ დროს ვატარებდით და ამ დროს დავუახლოვდი დაჩის,რაც ძალიან არ მინდოდა,თუმცა არ ვნანობ,მგონი.
უცნაური გრძნობაა,როცა ჩამოდიხარ თბილისში და გული ისევ იქითკენ მიგიწევს,იმ მთებისკენ,რომლებიც სიწმინდითაა სავსე..მართლაც უცნაურია...
სახლში მისულს უცნაური გრძნობა დამეუფლა,შევედი თუ არა ჩემს ოთახში,მაშინვე თავით დავემხე საწოლზე,ბალიში ავიღე და თვალები დავხუჭე.ყოველთვის ასე ვიქცეოდი ხოლმე,როცა რაღაც „ახლის“ გადამუშავებას ვცდილობდი.ასე რომ,ეს არ იყო ჩემთვის უცნაური.
-ცხოვრება მშვენიერია,არა?-სიცილით ვკითხე საკუთარ თავს,მჩვეოდა მსგავსი კითხვები.როცა რაღაცას ნორმალურად ვერ ვააანალიზებდი,ვფიქრობდი,ვფიქრობდი ხმამათლა და ეს მეხმარებოდა.
ემოციებით სავსეს მეძინება,სასიამოვნოზე სასიამოვნოდ მძინავს,თუმცა ტელეფონის ზარი მიფრთხობს სიზმრებს,ვიბდღვერი და უკმაყოფილოდ ვიღებ ტელეფონს.ვერ ვხვდები,ვინ უნდა იყოს ასე ადრე.ნომერს არ ვუყურებ,ისე ვპასუხობ და თან თვალების გახელას ვცდილობ.
-გამარჯობათ-ოფიციალური ხმა ჩამესმის.ვინ უნდა იყოს ეს ქალი.
-გამარჯობათ.რომელი ხართ?-ნამძინარები რომ ვარ მეტყობა,ნამდვილად.
-თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტის სტუდენტი ხართ ჰო?
-დიახ,ელენე ვარ.
-შესანიშნავია.თქვენ ხვალ მიფრინავთ აშშ-ში.დაიმსახურეთ,ვინაიდან საუკეთესო სტუდენტი ბრძანდებით.
-ეს სიუპრიზია?-არ მჯერა და სარკისკენ მივდივარ,უნდა დავრწმუნდე,რომ არ ვარ სიზმარში,რომ არ მძინავს,სწორედ ამისთვის მჭირდება სარკე.ამბობენ,თუ საკუთარი თავის ანარეკლს დაინახავ,ყველაფერი რიგზეაო,თუმცა, ვერ ვხვდები რა ლოგიკაა.თუ სიზმარში ვარ,როგორ გავარჩევ ცხოველს ადამიანისგან და ჩემს თავს ნინასგან.
-ღადაობთ?-ვეკითხევი დებილური სახით,კიდევ კარგი არავინ მიყურებს.
-არა,ეს სრული ჭეშმარიტებაა-მესმის ქალის საზეიმო ხმა,ვხტები ამხელა გოგო,ტაშს ვკრავ და ისტერიულად ვიცინი.
-დიდი მადლობა-ტელეფონი ითიშება და ძირს ვარდება.ისევ სიცილი,ნინას უნდა დავურეკო,მეტ ვერაფერზე ვფიქრობ..უძლიერეს ემოციებში ვარ,მაციებს და თან მაცხელებს,ფანჯარას ვაღებ,ტელეფონს ვიღებ და რაფაზე ვჯდები.ნიავი უნდ ავიგრძნო,თორემ მოვკდები.
-აეეეეეეეეეეეე...
-რას ყვირი?
-არ ვყვირი..
-გოო,ჩუმად...რა ხდება?-ისმის ნინას ნერვიული ხმა.
-ამერიკაში მივდივარ ხვალ,გოგო...გესმის?
-ვაუ..დიდი ხნით?
-არ ვიცი..-ემოციებს ძლივს ვაკავებ და ლამისაა ძირს გადავვარდე,გინდ გადავვარდე,დიდი არაფერი,ბედნიერი მაინც მოვკვდები...ესეც ბევრ რამეს ნიშნავს.
გახარებული დავდივარ ოთახიდან ოთახში,მშობლები ჯერ არ ჩამოსულან და მარტო ვარ,ამიტომ შემიძლია ბოლო ხმაზე ვუსმინო მუსიკას ისე,რომ პრეტენზია არავინ გამოთქვას.
ყვირილი და მუსიკა...მერე რაღაც ხმაც ერწყმის,მაინც ბუნდოვნად მესმის..ვიღაცაა კარებთან,მვონი.გასაღებად მივდივარ ცეკვა-ცევით,სულ აღარ მახსოვს,რომ ტრუსისა და მაისურის გარდა არაფერი მაცვია.გარებს მაშინვე ვაღებ და განზე ვიწევი.
-ელე...-ლუკა მხვდება ხელში.
-აქ რა გინდა?
-ახალი ფორმაა?
-არ გელოდი..-ვწუწუნებ.
-ნინამ მითხრა და..გილოცავ,ელე..-უხერხულად მეხვევა,ხელებს მხვევს ზურგზე,მე კი ხვლიკივით ვიკლაკნები,მოკლედ მაისური მაცვია და უარესად არ ამეწიოს-მეთქი.
-მადლობა,მადლობაა..ვიშორებ ლუკას ხელებს და კარებს ვკიდებ ხელს.
-ძალიან ცხელა...-სახლში დაუკითხავად შემოდის და დივანზე იშხლართება.მას მხოლოდ მეგობრად აღვიქვამ,მეტი არც არასდროს გვექნება,ძმასავით ვუყურებ,თორემ ამდენის ნებას როდი მივცემდი.
-ჩავიცვვამ შორტს,თორემ დაჩიმ რომ დამინახოს,დაგვცროლავს ორივეს..-ამაზე ორივე ისტერიული სიცილი გვივარდება,შემდეგ გავდივარ ჩემს ოთახში,ჯინსის შორტს ვიცვამ და ლუკასთან ვბრუნდები.
საღამოს ერთად ვატარებთ,პიცას ვუკვეთავთ და ბავშვობის მოგონებებს ვიხსენებთ,რაშიც წითელი ღვინოც გვეხმარება.ვსაუბრობთ და დრო ძალიან მალე გადის,ვერ ვხვდებით ისე ვაცარიელებთ ღვინის ბოთლს.
-დაბნელდა..-ვფხიზლდები და ფეხზე ვდგები,ცოტა არ იყოს ვგრძნობ სასმელის მოკიდებას.ლუკა მახსენებს,რომ ნივთები არ ჩამილაგებია,რაზეც ვპანიკდები და არ ვიცი,რა ვქნა.
-რამდენი ხნით მივდივარ უნდა გავიგო...ან როდის გადის...სულ ყველაფერი დამავიწყდა..
-არაუშავს.დაგეხმარები-ჩემოდანის მოძებნაში მეხმარება,მე კი ეტელფონზე ვრეკავ და ბილეთების ამბავს ვაგვარებ.

-დაჩის არ დაურეკავს?-ტაქსიში ვზივარ და თან ნინას ველაპარაკები,ღამის 2 საათია,თუმცა არ ძინავს,ის ხომ დიდი ღამურაა.
-არა,რა დაჩი? აუ,როდის მიმალ..-წუწუნ-წუწუნში დრო გადის და ტაქსიც ჩერდება,გადმოვდივარ ფართხაფურთხით,ზურგჩანთას ვიკიდებ,ჩემოდანს ვაგორებ და წინ მივიწევ,ჩასხდომამდე დროა დარჩენილი,ამიტომ იქვე ვჯდები და ძირს ვაშტერდები რაღაცას.უაზროდ ვფიქრობ,რატომღაც მინდა,რომ დაჩი მოვიდეს და მგონია,რომ მოვა,თუმცა ასე არ ხდება.აცხადებენ ჩემს რეისს და იმედიც ქრება.
მგზავრობისას მძინავს,მთელი 48 საათის უძინარი ვარ,მეტის თუ არა..სხვანაირად არ შემიძლია,არც ხედი მაინტერესებს,რომელიც ფეხქვეშ მეშლება და რც არაფერი..ძილი,ძილი და მხოლოდ ძილი.
ვფიქრობ გასულ დროზე,იმ დროზე,რომელიც სვანეთში გავატარე და გულში სითბო მეღვრება,თითქოს მინდა,დავაბრუნო ის წამები,წუთები,როცა დაჩის ვუშლიდი ნერვებს,ვაწვალებდი და ვუსმენდი მის წუწუნენს.არ ვიცი რატომ,მაგრამ ვგრძნობ,რომ გული მწყდება,არ დამირეკა-მეთქი.
დროც გადის...უკვე ამერიკაში ვარ..არ მჯერა,ნიუ იორკში ხომ ყოველთვის ვოცნებობდი..ოცნენები ხდება,თუმცა მარტო ვარ,რაც არ მსიამონებს.რამდენიმე ნაცნობი სტუდენტი კია,თუმცა მეგობრების გარეშე ყველაფრის ღირებულება ნახევრდება..სამწუხარო რეალობაა,ძალიან სამწუხარო,თუმცა გართობა მაინც შეიძლება.
ძლირადღირებულ სასტუმროში ვბინავდებით...ვუყურებ ანტივარულ ავეჯს და უფრო ვრწმუნდები,თუ როგორ ფასობს სწავლა,განათლებული ადამიანი არ დაიკარგებაო,ტყუილად არაა ნათქვამი.
-ვაუ!-საწოლზე ხელებგაშლილი ვეშვები და სახის ყველა კუნთი მიღიმის,აი,სწორედ ესაა ეიფორია.
ვეწყობი,შხაპს ვიღებ,კომფორტულად ვიცვამ და ქალაქის დასათვალიერებლად მივდვართ.რამდენიმე გოგონაა,რომელთანაც ადრეც მქონია დიალოგი და ურთიერთობას ახლაც მშვენივრად ვამყარებ,ამის პრობლემა არც არასდროს მქონია.
დათვალიერება ნაყოფიერად მთავრდება,ბევრად საინტერესო რამეები ყოფილა,ვიდრე მეგობა.თავისუფლების ქანდაკება ხომ იქცევს და იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას.ეს ქანდაკება თურმე პირველად პარიზში დაუდგამთ,შემდეგ კი ნიუ-იორკში გადმოუტანიათ გემით.ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მქონია და,რომ ვიგებ,ძალიან მიკვირს,თუმცა არ გამოვხატავ.
განათებული ემპაიერიც მაოცებს,რომელიც გარკვეულ 70-იან წლებამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა.
გვიანობამდე არ მთავრდება ჩვენი მარშრუტი,შემდეგ ისევ ვუბრუნდებით ნომრებს.ჯოკერის თამაშით ვირთობთ თავს,3-4 საათისთვის მივდივარ დასაძინებლად,თავს ვდებ ბალიშზე და ფიქრებით თბილისში მივდივარ.განა ადრე ვიფიქრებდი ამას-ვყოფილიყავი ამერიკაში და მეფიქრა თბილისზე?! ალბათ იმის გამო,რაც თბილისთან მაკავშირებს,განსაკუთრებით მეგობრები და...დაჩითო მკარნახობს გონება,თუმცა ამის აღიარება არ მინდა.

სექტემბრამდე ვრჩები შტატებში,ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი ვარ,წასვლის დღესაც შესანიშნავად ვატარებ,ნინასაც ვესაუბრე რამდენჯერმე და საკმაოდ საინტერესო რამეები შევიტყვე,შეიძლება არცაა ასე,თუმცა გავერთე.ალბათ იმიტომ,რომ ძალიან მომენატრა დაქალი.
იმ ღამეს საერთოდ არ მიძინია..დრო საშინლად იწელებოდა,ძალიან იწელებოდა ისე,როგორც არასდროს,არ მეძინებოდა,ფიქრი მიშლიდა ხელს,რასაც ემატებოდა ორმაგი ყავა,რომელიც ცოტა ხნის წინ მქონდა დალეული..
საათის ხმა ისმოდა მხოლოდ,თუმცა ისიც არ მესმოდა..ძალიან,ძალიან მენატრებოდა ლუკა,ნინა,დაჩიც კი...ამ ბიჭზე ფიქრის ვუკრძალავდი თავს,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,მუდამ გონებაში მესმოდა მისი სიტყვები...მუდამ მინდოდა,რომ ჩემთან ყოფილიყო ახლოს,მუდამ მინდოდა,რომ ჩემთან ერთად დაეთვალიერებინა ნიუ-იორკი..საკუთარ თავს ვერ ვაიძულებდი მის უკუგდებას,უბრალოდ არ შემეძლო..

თვითმფრინავმა ისევ გადაიარა მთა და ზღვა...ბევრი,ბევრი იარაა....და ბოლოს მიადგა საქართველოს გულს-თბილისს...დაეშვა,როგორც იქნა,დაეშვა და ადრენალინმა იმატა..ვნერვიულობდი,საშინლად ვნერვიულობდი და ისე ველოდი შეხვედრას,რომელზეც არაერთხელ მიფიქრია..ვიცოდი,რომ დაჩი მოვიდოდა,მიუხედავად იმისა,რომ მხოლოდ რამდენიმეჯერ მომიკითხა.
გულის ცემა მატულობს...უკვე თვითმფრინავს ვშორდები.ცნობისმოყვარეობა მკლავს,თვალები დაჩის ეძებენ...
და დაჩიც ჩნდება,იღიმის,ჩემკენ მოდის და გზაში ნაუშნიკებს ყურებიდან იძრობს.სახე გაცისკროვნებული აქვს,რაღაც საოცარი ფერები ეხატება გამომეტყველებაზე,მიახლოვდება,ჩემს წინ დგას,დგას,მაგრამ ხმას არ იღებს,უბრალოდ მიყურებს,არც კი ინძრევა,არც გაშეშებულია,უბრალოდ ძალიან პლასტიკურია..ისევ ღიმის ცალ ნაუშნიკს მაძლევს,მეც ვიკეთებ და ველოდები,რას მომასმენინებს...გული ლამისაა ამომვარდეს,მაინტერესებს,თანაც ძალიან...მიკვირს,რომ ამდენი ხნის მერე ასეთი გაშეშებული მხვდება,გამარჯობასაც კი არ მეუბნება,თუმცა ხშირად სიტყვები არ სჭირდება გრძნობებს.
მუსიკა ირთვება....ყურადღებით ვუსმენ...კარაოკეს შემდეგ ძლივს იწყება...
„სიყვარულს სიტყვით ვერ ახსნი,მას მოქმედება სჭირდება...უსიყვარულოდ სიცოცხლე ხომ იცი,გაგვიჭირდება...“-მბურძგლავს,სიმღერა მომწონს,კმაყოფილად ვიღიმი,რასაც დაჩიც ამჩნევს,მგონი.თვალებით ჩემკენ იწევა და რაღაცას მანიშნებს თითქოს...
მუსიკა მალევე წყდება,თუმცა დროის შეგრძნებას ვკარგავ და ვშეშდები,რატომღაც არ მინდა ეს წუთები წარსულს ჩაბარდეს,არ მიყვარს,როცა ლამაზი აწმყო წარსული ხდება,ძალიან,ძალიან არ მიყვარს..
-მოგეწონა,არა?-იცინის.
-ჰო,მომეწონა-თავს ვუქნებ და გვერდზე ვიხედები.
-მოდი,დაგეხმარები.
-არაა მძიმე-ვაპროტესტებ,თუმცა მაინც ვაძლევ ზურგჩანთას და უკან მივყვები.
-მოგეწონა აშშ-ში? ისე მეგონა,დარჩებოდი.
-ვინ მიტოვებდა?-მეცინება და აეროპორტიდან გავდივარ.მშობლიურ მიწაზე ვდგამ ფეხს და თითქოს ვგრძნობ რაღაც ნოსტალგიურს.მიკვირს ადრე ეს მხოლოდ უაზრო ილუზია მეგონა,ახლა კი იმავეს განვიცდი...მეღიმება,დაჩიმ ამჩნევს,ისის იღიმის..
შემდეგ ტაქსს ვაჩერებთ,ვსხდებით,უჩუმრად ვმგზაროვთ..სახლთან ნინას ვურეკავ,დაჩი მეხმარება ატანაში,ჩაის ვთავაზობ,ძალიან უხერხულად ვარ.მგონია,უარს მეტყვის,მაგრამ მთანხმდება.
-მხოლოდ ჩაი არა,ოღონდ-ირონიულად ამბობს და თვალს მიკრავს.
-შვილო, მოხვედრი?-ოთახში არ ვარ შესული,დედაჩემის ხმა რომ მეგებება.ოღონდ ეს არა,ახლა დაიწყებს ვინაა ეს დაჩიო,სად მაქვს ამის თავი.
-ჰო,დე..არ დამირეკავს,ბოდიში.-ვეხვვი დედაჩემს.
-გამარჯობათ-ცოტა ხანში დაჩი უხერხულად ესალმება დედაჩემს.
-ეს დაჩია,ეს დედაჩემი-თინა-ძალით ვიღიმი და ჩემი ოთახისკენ ვიხედები.
-სასიამოვნოა.
-დაჩი ჩემი მეგობარია-ვამატება და თინას ვუყურებ,შემდეგ ჩემს ოთახში გავდივარ და თინას ვთხოვ,ჩაი აადუღოს.ისიც გვტოვებს მარტო,დაჩის ვეუბნები,რომ დაჯდეს და ჩაის დაელოდოს,მე კი ოთახში გავდივარ და ბარგს ვალაგებ.არ მიყვარს ეს პროცესი,თუმცა რა ვქნა,ვერ გავექცევი.
დრო მალე გადის,თინა მეძახის,ჩაი თუ ყავაო,ყავე-მეთქი,ვპასუხობ,გამოფხიზლება მჭირდება,ნამდვილად.დაჩი ჩაის სვამს,ყავა არ მინდაო,დედაჩემიც გვიჯდება გვერდით და თავის გამომცხვარ ნამცხვარს სთავაზობს დაჩის,მე არ მიყვარს ზეპრა თუ რაღაც,სადაც ის ეძახის ამ შავ რაღაცას,თუმცა ცოტას ვიღებ და მაინც ვჭამ,სტუმარს მაგალითი ხომ უნდა მივცე.მახსოვს,პატარა რომ ვიყავი,მამაჩემი სულ მეუბნებოდა,როცა ფაფას არ ვჭამდი ხოლმე ბაღში,რა მაგალითი უნდა მისცე სხვა ბავშვებსო და ასე დამაწყებინა ფაფის ჭამა.
დედაჩემი საუბარს იწყებს,რაც არ მსიამოვნებს.დაჩის სად გაიცანიო,ვპასუხობ,რომ სკოლაში დავუახლოვდი.ადრე მასზე არაფერი გითქვამსო,უკვირს,თუმცა მალევე ივიწყებს ამას და ჩაის სმას აგრძელებს.
შემდეგ ვემშვიდობები დაჩის,მადლობას ვუხდი და ვეუბნები,რომ მასთან ვალში ვარ,რაზეც მპასუხობს,გადახდა უნდა ვალსო.მეცინება და კარებს ვკეტავ,თინა თუ არ დამეხმარა ბარგის ამოლაგებაში,გავგიჟდები ალბათ.ჩაბარგება-ჩამობარგება ჩემი სტილი არაა.
შემდეგ ორ დღეს ნინასთან ვატარებ.ვუყვები ამერიკის ამბებს,ნაცნობების შესახებ,ღისშესანიშნაობებზეც ვეუბნები ყველაფერს..ისიც მიყვება თბილისის ამბებს,ყაზბეგში ვიყავით,მაგრამ დაჩი არ წამოვიდა,ხასიათზე ვერ იყოო.დაჩის გახსენებაზე უცნაური შეგრძნება მივლის და ხმას არ ვიღებ.
-რა ხდება თქვენს შორის?-მეკითხება დაქალი ინტერესით.
-არაფერი.
-გაწითლდა.
-იმ დღეს დამხვდა,წამაღებინა ბარგი და მეტი არაფერი.
-კიდევ?-არ ნებდება ნინა.
-ჩაი დავალევინე და დედაჩემის საზიზღრობა ნამცხვარი ვჭამე,სირცხვილია-მეთქი.არაფერი საინტერესო.
-ეს უკვე სხვა საქმეა-იცინის ნინა.
-ლუკა რას შვრება?-ვცდილობ,სხვა თემაზე გადავიტანო საუბარი.ისიც მიყვება,რომ ლუკა ვიღაც გოგოს ხვდება,მარიამი ჰქვია და ძალიან ლამაზია,როგორც ბიჭი ამბობსო..მიხარია ლუკას ამბავი,კმაყოფილად ვიღიმი და იმ დღეზე მეფიქრება,როცა მშვენიერი დრო გავატარეთ და ნოსტალგიებში მოცურავეებმა გზა-კვალი ვერ ვიპოვეთ დილასა და ღამეს შორის.
ცხოვრება მართლაც მოგონებებია და მეტი არაფერი..ის სასიამოვნო განცდათა კრებულია,რომელიც დასასრულამდე მიგვყება...ეს არის საოცარი რამ,როცა უბრალოდ საკუთარ თავს სჯობი გრძნობებით და სადღაც იკარგები..
და ეს არის სადღაც,რომელსაც ადამიანებმა ჯერ ვერ დაარქვეს სახელი..
-მარიამი..ლამაზი სახელია ჰო?
-ჰო,ლამაზია...-მეღიმება და ისევ ვიმეორებ სახელს-მარიამი...
ღამით ნინასთან ვრჩები.ვატყობ,მომენატრა ეს გარემო,ეს სიტუაცია..ნინას ღამის მაისურს ვიცვამ და გადასაფარებელში ვძვრები..მეღიმება,მახსენდება ძველი დრო,რომელიც ასე მიზიდავს და მეუბნება,მოდი ჩემთანო..
-იცი,რა?-გვიანია,როცა მისკენ ვბრუნდები,ის გაკვირვებული სახით მიყურებს,რა გინდა,რა აღმოაჩინეო.
-დაჩი რატომ მოვიშორე იცი? მე ვხედავდი,რომ მიყურებდა ისე,როგორც კოვზი გემრიელ ნაყინს..ჰო ხვდები? რომ გინდა ამოიღო და დააცარიელო...თუმცა,ახლა თითქოს სხვა რამესაც ვხედავ..და თითქოს უნდა ვუარყო ჩემი სიტყვები-ეს უბრალო სიმპათიაა-მეთქი...
-რაო? ამაზე ფიქრობდი? მეც მომწონს ეგ ბიჭი შენთვის,არ გაუშვა ხელიდან..-ლოყაზე მჩქმეტს და გვერდზე ბრუნდება-ახლა უნდა დავიძინო..
ნინა მალევე იძინებს,თუმცა მე არ გამომდის ღამის გამოყენება,თვალებიც არ მეხუჭება ფიქრისგან.მგონი,ამდენს მხოლოდ გამოცდების შედეგების ლოდინისას ვფიქრობ ხოლმე...
წარმოსახვის უნარს ვრთავ,ვხედავ საკუთარ თავს მინდორში,რომელსაც დასასრული არ უჩანს,ხელში მიჭირავს გვირილა და უბრალოდ მივაბიჯებ...თანდათან ვაგდებ ძირს სათითაო ფურცელს და მეღიმება.ვცდილობ,გავიგო,რა იქნება მერე..“კი..არა“-ამ სიტყვებზე ბავშვობა მახსენდება და ამ ფიქრებშ თვალებიც მეხუჭება,სიზმრადაც იმავეს ვხედავ,რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს..
-გაიღვიძე..ლუკა მოვიდა..-მესმის ნინას ხმა,თავს ვწევ და თვალებს ვძაბავ.მიკვირს,რა ხდება..მინდა,ისევ მეძინოს,სიზმრის ასასრული ხომ სასტიკად მაინტერესებდა..
-ეეე რა ხდება?-ბრაზს ვერ ვმალავ.
-ლუკას მოენატრე და მოვიდა.
-მეძინება,გესმის?-თავს ისევ ბალიშზე ვდებ და გადასაფარებელში თავიდან ფეხებამდე ვძვრები.როგორ შეიძლება მთელი საათების უძინარ ასე მოქცე?!
-ადე რა..ყავა დალიე და გამოფხიზლდები..
-ნინა,არ მიძინია თითქმის..კარგი რა-ვწუწუნებ ისე,რომ თვალებს არ ვახელ..
-ადე რაა..-უკმაყოფილოდ წუწუნებს ლუკა,რომელიც ახალი შემოსულია ოთახში..
-ლუკას სალამი,მაგრამ მეძინება...მოგვიანებით რა-მუდარით ვამბობ და ვცდილობ თვალები ძლიერად დავხუჭო,თითქოს იმის იმედი მაქვს,რომ ამ შემთხვევაში ვერავინ შემიძლის დაძინებაში ხელს.
-ძალიან მომენატრე,გოგო...-გადასაფარებელს მხდის და კისკისებს ლუკა.
-ღმერთო..მეძინება-თვალს ვახელ და ვუბდღვერ მონატრებულ მეგობარს,რომლის მონატრებაზე ძლიერი ძილის სურვილია..რას ვიზამთ,ხდება ხოლმე...ჰო,ხდება,ზოგჯერ ადამიანები ცხოველების ინსტიქტებს ისე ძლიერად ვირგებთ ხოლმე,რომ ყველაფერი გვავიწყდება...
-ვგიჟდები შენზე,ელე..-ლუკა საწოლზე მოძვრება და ხელებს წელზე მხვევს,ძლიერად მიკრავს და ლამისაა დამახრჩოს.ხელებს ვიშველიებ და მისი ტორებიდან ვძვრები..
-ლუკა,მტკივა!-წარბს მაღლა ვწევ და შემდეგ თვითონ ვეხვევი.
-ადექი რა-ყურში მეუბნება ვედრებით.
-ამაყენე-ხელს ვუშვერ,ისიც მეხმარება და ასე ვდგები-რამე ჩასაცმელი მომეცი,ნინა...

არდადეგების ბოლო დღეები მალე გადის..სულ მავიწყდება,რომ სწავლა 9-ში მეწყება.კიდევ კარგი 8-ში მაინც მოვდივარ აზრზე,ახალ ტანსაცმელს ვყიდულობ და ფსიქოლოგიურად ვემზადები უნივერსიტეტის დაწყებისთვის...
სიმართლე ვთქვა,არც მიხარია და არც მწყინს..ძალიან დიდ ინდიფერენტულობას ვამჟღავნებ,თუმცა ვცდილობ,არ შევიმჩნიო.ჩემი ბოლო წელია და მერე ჰაიდა,მერე უფრო რთული ეტაპი იწყება-მაგისტრატურა,რომელიც სავარაუდოდ უცხოეთში უნდა გავაგრძელო,არ ვიცი ჯერ...რთულია საუკეთესო სტუდენტის სახელის მორგება,შენარჩუნება სჭირდება,ნამდვილად...სამსახურიც მეწყება თან და ძალიან ვიღლები ხოლმე,რაღაც კომპანიაში ვარ დასაქმებული მესამე კურსიდან,საოცარი ხელფასი არაა,თუმცა კვირაში რამდენიმა საათია მხოლოდ და გამოცდილებას ვიღევ,ჯიბის ფულიც მაქვს,მგონი,არაა ცუდი.
ახლაც ვდგვავარ შა ოთახში და ვგეგმავ მომავალს..მჩვევია ყველაფრის წინასწარ დადგეგმვა,ალბათ იმიტომ,რომ ძალიან არაპროგნოზირებადი ადამიანი ვარ და მეშიმია საკუთარი თავის.
საათს ვუყურებ..8 ხდება.არ მიყვარს ეს წკრილა არსება,რომელიც მუდამ გვახსენებს მოვალეობებს,თუმცა რას ვიზამ..ცხოვრება სწორედ ესაა..
8 საათი და მალე...მალე ცხოვრების ისევ ახალი ეტაპი...ყოველთვის ეს შეგრძნება მაქვს,ყოველი სექტემბრიდან ვიწყებ ახალ წელს,სწორედ ამიტომ ნაკლებად მიყვარს 1 იანვარი,ჩემთვის სექტემბერი ასოცირდებოდა მუდამ რაღაც საწყისთან და რა ვქნა..
ტელეფონის ხმას გამოვყვარ ფიქრისგან..მეზარება პასუხი,თუმცა მაინც ვიღებ..
-როგორ ხარ,ელე?-დაჩის ხმაა,დიდი დრო არ მჭირდება ამის გასაანაიზებლად.
-რა ვიცი,ემოციურად დაქანცული..შენ?
-მომენატრე,ელე..და შენთვის სიუპრიზი მაქვს..
-სიუპრიზი?-გაკვირვებად ვერ ვმალავ.
-თუ ნებას მომცემ..გაიგებ..-ამბობს პაუზის შემდეგ.
-ჰო? რა გავაკეთო?
-გაემზადე,მალე გამოგივლი..
-თანახმა ვარ-ვთიშავ ტელეფონს.სპორტულად ვიცვამ,მოკლე შორტს და უსახელო მაისურს,ბოტასებს ვიცვამ და თმას თავიდან ვიწევ ზემოთ.ზოგი გოგოსავით საბანკეო კაბებში არ ვეწყობი.
კარის ხმაზე ვვარდები გარეთ და დაჩის ვესალმები...ის იღიმის,ბედნიერი ჩანს...მთხოვს,რომ ფეხით ჩავიდეთ და მეც ვთანხმდები.ხელიხელჩაკიდებულები ჩავუყვებით კიბეებს და ვხვდები,რომ ზოგჯერ მცირედიც კი გვახარებს ადამიანებს..მართალია,ამას ადრე გულგრილად ვუყურებდი,თუმცა ახლა ასე აღარაა...თითქოს რაღაც მეტამორფოზი ხდება ჩემში.თუმცა ამის ბოლომდე აღაიარება არ მინდა..ბუნებრივია ალბათ..
-განსაკუთრებული ხარ,ელე...
-ჰო?-ვეკითხები და მეცინება.
-გაგიკვირდა?
-არა,უბრალოდ მე ზეგანსაკუთრებული ვარ!
-ამიტომ შესანიშნავი ადგილი ვიპოვე შენთვის..
ინტერესი მკლავს,თუმცა,საბედნიეროდ,მალე მივდივართ...მანქანას აჩერებს და რაღაც შენობაში შევდივართ..მხატვრების ნახატებს ვაწყდები,ვათვალიერებ და დაჩის ღიმილით ვუყურებ და ეს ღიმილია,რომელშიც კითხვა დევს,მუზეულია ეს -მეთქი.
რამდენიმე სართულს ავდივარ და ბარი ჩნდება..მუსიკები ისმის,თუმცა ეს ის არააო,მეუბნებიან დაჩის თვალები და მეც მივყვები..ბოლოს ვერანდაზე გადვივართ,საიდანაც შესანიშნავი ხედი ჩანს და დაბლა რომ გადაიხედო,გაგივირდება,საიდან ამოვედიო...ზემოდან სამი ეკლესია ჩანს..ერთი მეტეხია,მეორე სიონი,მესამე არ ვიცი,რომელია,თუმცა ძალიან ლამაზია...გეგონება თბილისის ერთ-ერთი ლამაზი ხელის გულზე დაგიდოო...
დაჩი იღიმის,მომეწონა-მეთქი,ვანიშნებ თვალებით და მაგიდასდან ის ევჯდები,რომ ხედით დავტკბე.ისიც მიჯდება გვერდით.პამიდვრის პიცას ვუკვეთავთ,პამიდვრისას ვერც ერთი ვერ შეედრება,ჩემი აზრით.შემდეგ სასმელს ვადგებით,თუმცა ალკოჰოლზე უარს ვამბობ,აბა უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი და ერთ ჭიქასაც ვერ დავაკარებ პირს.დიეტურ დაჩიც მბაძავს და კოლას ვსვამთ ორივე.
ბნელა,თუმცა ჩვენი ხედი განათებულია,რომელიც წინ გვეშლება და ისე ბრწყინავს,რომ ძალიან გესიამოვნება..
-არ ვიცოდი ეს ადგილი..-ვამბობ გულწრფელად და პიცას ვკბეჩ,საერთოდ არ მშია ამ სიტუაციის შემხედვარეს და ვიცი,რომ ამ ყველაფერს არც ალკოჰოლს დავამატებდი და არც სანთლებს,არც უაზრო საჭმელს,რომელიც უბრალოდ ადგილს იკავებს...
დრო დაჩისთან საუბარში გადის,ბავშვობაზე მიყვება და მშობლებზე,რომლებიც,როგორც ჩანს,ძალიან უყვარს.
უნივერსიტეტის წინა დღე ასე მშვენივრად გადის,ასეთი ამაღელვებელი გრძნობებითა და განცდებით,რომლებიც რაღაც საოცარ ექსტაზს ქმნის.ვგრძნობ,ვგრძნობ,რომ ამ ყველაფრად ღირს ცხოვრება,ღირს ისუნთქო,ღირს შეიგრძნო გარემო და,ყველა სირთულის მიუხედავად,იყო ადამიანი...
დაჩის თვალები რაღაც არაამქვეყნირსა და სხვას ჰგავს,მხოლოდ ამის გამოც კი გაეღიმება ადამიანს.უცნაურია,რომ ასეთი ემოციური ვარ ამ საღამოს ჩვეულებრივ გაწონასწორებული გოგო,რომელსაც მუდამ მყარი ემოციები აქვს,რასაც არც ისე ხშირად გამოხატავს.
დრო ძალიან მალე გადის...ძალიან ლამაზი საღამოა,საინტერესო და სასიამოვნო საუბარები....დაჩი ძალიან შეცვლილია,რაც ძალიან მიკვირს,მართლაც,რომ ძალიან...
-გახსოვს ის დღე,პირველად რომ შეგხვდი?-მეკითხება და თვალები უციმციმებს.
-ჰო..შენ?-ვეკითხები ჩვეულად.
-ძალიან..-ახლოს იწევა და თავით მიზიდავ,მისი თითები საოცრად სასიამოვნოდ ეხება ჩემს თმას.რაღაცნაირი უჩვეულო და შეუცნობელი გრძნობაა თითქოს.
-მომენატრე,ელე..ძალიან მენატრებოდი...-სახე შეწუხებული აქვს და ნოსტალგიებში ვვარდები თითქოს,ვერაფერს ვპასუხო,მაგიდას ვაშტერდები,ჭიქას ვუსწორებ თვალს და ეს ძალიან დიდ ხანს გრძელდება.
გვიანია,როცა უხმოდ ვშორდებით ერთმანეთს,უსიტყვოდ მაცილებს სახლამდე და უსიტყოდვე მშორდება.ასეთ დაჩის არ ვიცნობ,ნადმვილად..მიკვირს მისი დაბნეულობა,თუმცა არ ვიმნევ,არშემჩნევა კარგად გამომდის,მართლაც....
სახლის კარებს ვაღებ და უგონოდ ვეცემი საწოლზე,მეძინება ისე,როგორც არასდროს...ესა რაღაც საშინელი შეგრძნებაა და თანაც ძალიან სასიამოვნო.
დილას თვალს ვახელ და მახსენდება,რომ უნივერსიტეტი მაქვს...ახალი წელი დაიწყო-მეთქი,ვფიქრობ და ვდგები საწოლიდან...
მოთენთილი ვარ,ძალიან ვიღებ შხაპს,ვიცვამ,ფორმაში ვდგები და დაბლა ჩავდივარ,მანქანაში ვჯდები,გეზს პირდაპირ უნივერსიტეტისკენ ვიღებ,სად უნდა წავიდე აბა...არეული მივდივარ და დაჩიზე მეფიქრება.ვერ ვხვდები,რა მიზიდავს ამ ადამიანში ასე,არასდროს მყვარებია,თუ არ ჩავთვლით პირველ კლასს და არ ვიცი,რა გრძნობაა ეს,რომელიც მხოლოდ წიგნებში ამომიკითხავს..
ჰო,სჯობს გადავიდე..მოვედი,უნდა გავაჩერო მანქანა,ზედმეტი ფიქრის დრო სადაა აბა..მანქანის კარს ვაღებ და ვუყურებ შენობას,რომელშიც 3 წელი გავატარე...წელს ჩემი ბაკალავრიატის ბოლო წელია და რა იქნება მერე,არ ვიცი..
ისევ ნაცნობი ჟრუანტელი მივლის ტანში ისე,როგორც ყოველთვის,როცა დიდი ხნის მერე ვდგავარ ჩემს უნივერსიტეტის შენობასთან,რომელიც რაღაც ახლის სიმბოლოა...
-გამარჯობა,ელე..-მესმის ერთი გოგონას ხმა.მასთან კარგად ვარ,ერთად დავდიოდით საველე პრაქტიკაზე,“პონტის“ მეგობრები გვეთქმის ალბათ.ჩვენ ხომ ერთმანეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაგვხსენებია.
-როგორ ხარ,მაკო?-ვიხრები და ვკოცნი,ის ჩემზე გაცილებით დაბალია,მერე ვიხრები და წელში ვსწორდები ისე,როგორ მჩვევია,ჩემებურად.
-რა ვიცი,ვარ რა-ამბობს ჩვეულად და ტუჩს იკვნეტს.
-მაგრად მეზარება მეც-ვიცინი ძალიან და მასთან ერთად მივიწევ წინ,სხვა სტუდენტებიც გვხვდებიან,ყველას „ვპროშნი“.არ მიყვარს ეს რაღაცები,თუმცა როლის მორგებაში ბადალი არ მყავს.
-შენ რა მაგრად დაზაგრულხარ,გოგო-ამბობს გიო,ჩემი კურსელი.
-სოლარიუმში,ზღვაზე არ ვყოფილვარ წელს..-ვაკმაყოფილებ მის ინტერესს და მეცინება.ალბათ უკვირს ყველას,მე ხომ ზღვის გიჟი ვარ.
-აშშ-ში იყავი,გოგო!-ეცინება გიოს.
-ოო,კარგი რააა...-ვწელავ ბოლო ასოებს და ორ ნაბიჯს ვდგავ წინ.
-უკმაყოფილობის პიკია ტოოოო-სახე ეცვლება გიოს,მერე მხარზე მარტყამს ხელს და იღიმის.
-მოდი,წავიდეთ რა-ჩემს სათქმელს ამბობს მაკო.
-აუ,მერე პიცა ვჭამოთ რა-ვიცინი და ვუყურებ ბავშვებს.
-შენ კი ხარ ფორმაში და ჩვენ..-სიცილს ვერ იკავებს გიო.
-კარგი რა,ცეკვაზე შემოდი შენც..
-ვაა კიდევ დადიხარ?
-ჰო,მაგარი პონტია-ცერა თითს ვწევ და ვიღიმი.
-კარგი რა,ეგ არაა ჩვენი სტილი-აკონკრეტებს მაკო.
-ღმერთო,დაჩიმ რაები გამიკეთა გუშინ,იცით?-ვერ ვმალავ ემოციებს-მოგიყვებით პიცერიაში რა-გაოცებულ თვალებს ვუღიმი.
-ოოოო გოგო აფექტებშია-მაკო მეხუტება,ასე იცის ხოლმე ემციების გამოხატვა.
ლექციები ჩვეულად მიდის, საინტერესო გარემო,ლექტორები და ა.შ ვაღიარებ,ნაკლები ემოცია მაქვს,ვიდრე წინა წლებში.ახლა იმაზე ვნევიულობ,რომ როგორმე მოვხვდე გაცვლით პროგრამაში და მაგისტრატურა გავიარო კემბრიჯში.ეს ჩემი ოცნებაა.ბავშვობიდან ვიცოდი,რაც მინდოდა.მახსოვს პირველ კლასში რომ ვიყავი,დავწერ,მინდა ან ჰარვარდში ვისწავლო ან კემბრიჯში-მეთქი...იმედია,ამიხდება ეს ოცნება.მთავარია,არ მოვდუნდე და მთელი ენერგია ჩავდო სწავლაში..
ლექციების მერე პიცერიაში მივდივართ,ისევ პომიდვრისას ვუკვეთ,პომიდორი ჩემი სისუსტეა ბავშვობიდან.მახსოვს,იმდენს ვჭამდი,დედაჩემი მეჩხუბებოდა,დაუტოვე მამაშენსაცო.
-პომიდვრის გოგონა-გიო მიჯდება გვერდით და თავის სოკოიან პიცას აშტერდება-სად სოკო და სად პომიდორი.
-მოკლედ,რა მოხდა...-ვიწყებ და ორივენი ინაბებიან.
-გაკოცა?-თავს ვერ იკავებს მაკო.
-მაკოცა არა კვატი.მაგას მასე ვერ გავაჯეჯილებ-საიან მაფიქრდება ეს სიტყვა არ ვიცი,თუმცა ვამბობ.
-სიტყვებით მოთამაშე ელე!-იღიმის გიო.
-მოკლედ,რა მოხდა...-ვიწყებ თხრობას და თან კოლას ვწრუპავ.

მანქანაში ვჯდები და ვქოქავ,მას შემდეგ,რაც ვემშვიდობები ბავშვებს..გიო და მაკო მომწონს ძალიან,პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ და ალბათ საუკეთესო პონტის მეგობრები ვართ,თუმცა ეს ხუმრობით...განა პონტზე მეტი არაა? მე ხომ მათ დაჩიზე მოვუყევი...
გზაში დაჩის სახელი ციმციმებს ტელეფონზე...დაჩი..დაჩი..მეღიმება...ეს ბიჭი ვინაა ნეტა? მისი ნერვების კიბო ვიყავი და მაინც როგორ ვაინტერესებს,ადრე ეს რაღაც არალოგიკური მეგონა,თუმცა ახლა დიდი სურვილი მაქვს,განვაგრძდო დაწყებული ურთიერთობა.
8 საათი ხდება..უკვე გვიანია-მეთქი,ვფიქრობ და მარცხენა ხელით ვპასუხობ ტელეფონს.ვიცი,თინამ რომ დამინახოს მომკლავს,სულ მაფრთხილებს,საჭესთან არც ტელეფონი და არც მესიჯობაო,თუმცა დედაჩემი ქვეყნის მეორე მხარესაა,განა ახლოსაა მისი უნივერსიტეტი?!
-ელეე...-აღფრთოვანებული ხმა..ჰო,ზუსტად ისეთი,მე რომ მომწონს...აბა რა!
-გუშინ შესანიშნავი იყო,დაჩი-ვერ ვმალავ კმაყოფილებას.
-ჩემთვისაც,ელე....დღეც რომ გნახო,მოჟნა?
-დაჩი,დაღლილი ვარ,უნდა დავისვენო...ახლა მივდივარ სახლში და..
-დასვენებაში არ შეგიშლი ხელს..
-გთხოვ,არ გინდა...კარგი? შენს საქმეს მიხედე..
-ეელეეეე...-წელავს ჩემს სახელს,მერე კი მთანხმდება-კარგი! გადავხედავ ჩემს სილაბუსს.
ვთიშავ ტელეფონს და სიჩქარეს ვუმატებ..არ მიყვარს დუნედ სიარული,სისწრაფე ხომ ერთგვარი და ძალიან რაღაცნაირი ელექა..ცხოვრების ელექ..განა მის გარეშე იარსებებს ადრენალინი,რომლის გარეშეც ყველაფერი უაზრობაა?!
ამ ფიქრებში ვაღწევ სახლს,სახლში არავინ მხვდება,როგორც ხშირად...ნინას ვესაუბრები და თან ყინულიან წყალს ვსვამ,დაჩიზე რომ არ მოვუყვე ისე როგორ შეიძლება..,მერე რაღაც კომედიას ვუყურებ უაზროდ და მეძინება..სასიამოვნო დაღლილობა,აი,ეს მესმის,ნამდვილად,მესმის...დიახ,მესმის!
დილა დაჩის მოწერილით იწყება...
„დილა მშვიდობის,პატარა ანგელოზო“-ოოო,მეღიმება,თუმცა არა,ეს არ მომწონს,ზედმეტია,ნამდვილად!
არ ვპასუხობ და ფეხზე ვდგები,დღეს ისევ ლექციები მაქვს,უნდა მოვემზადო ფსიქოლოგიურად იმისთვი,რომ მძიმე ბრძოლა მელის წინ,კემბრიჯი უნდა დავისაკუთრო..
თინას ხმა მესმის,როგორ ხარო,არ მეცალა,ბოდიში,ვერ გნახეო..არაუშავს-მეთქი,ვპასუხობ და სწრაფად ვსვამ ყავას.
-დილას მაქვს ცეკვა,დე-ლოყაზე ვკოცნი დედაჩემს,რომელსაც უკვირს ჩემი ეს ჟესტი,რაა ნეტაო...ჰო,სასაცილოა,არ მიყვარს მსგავსი რამეები,იშვიათად თუ ვაკეთებ.
-კარგად აბა!-ხელს მიქნევს,თუმცა მერე ფეხზე დგება,მომყვება და მაფრთხილებს-ფრთხილად,დე....
ზოგჯერ ეს მწყინს,მაგრამ ვიცი,რომ ამით ის სიყვარულს გამოხატავს..ასეთი სიტყვები,ასეთი ზრუნვა ხშირად უფრო გამოხატავს ამ გრძნობას,ვიდრე უბრალოდ სიტყვა-მიყვარხარ.
-კარგი,დე...-ლიფტს ვიძახებ,ზედმეტი დრო არ მაქვს,ნამდვილად...
ცეკვის პირველი გაკვეთილი ივნისის მერე..ესეც ახალი ემოცია..მიყვარს ეს საქმე.ჩემთვის ყველაზე საინტერესო ჰობია.
დღე გრძელდება...პოზიტიურად გრძელდება,რა თქმა უნდა...ლექციებზე დავალებებს ვიღებ,მეზარება სახლში წასვლა,ბიბლიოთეკაში ვჯდები,როგორც ხშრად და,შეიძლება ითქვას,ძალიან ხშირადაც კი...
ყავა ისევ გიოს მოაქვს.მე და ის ხშირად ვმეცადინეობთ ხოლმე ერთად...ბიბლიოთეკიდან გვიან გამოვდივარ,მგონი,ყველაზე ბოლოს,მარტო მივდივარ მანქანამდე,ამდენ ხანს ვერავინ გაძლო,როგორც ჩანს...
თავი მტკივა ოდნავ,მანქანას ვეყრდნობი და ჰაერს ღრმად ვსუნთქავ,მსიამონებს ცივი ნიავი,რომელიც სახეზე სასიამოვნოდ მელამუნება..
ჰაერი..სიგრილე..თითქოს სიწმინდესთან ასოცირდება...თუმცა რატომაც არა?
თითქოს ახლიდან ვიბადე..ვდგავარ და ვგრძნობ,რომ სამყარო ბრუნავს,ვგრძნობ,რომ ცხოვრებაც მიჰყვება მას...და ეს არის რაღაც სხვა რამ,რაც აკრავს დედამიწას და მოუწოდებს რაღაც ახლისკენ,რომელიც თანდათან უახლოვდება სამყაროს..
თვალებს ვხუჭავ და ცოტა ხნით ვწყდები აქაურობას...ნეტავ არ მახსოვს,რომ სახლში უნდა წავიდე?! ტელეფონის ხმას გამოვყავარ ასტრალური სამყაროდან..
-დედა!-ხმამაღლა ვამბობ...რა ქალია რა! მზრუნველი „ზე“ ხარისხშო....ვპასუხობ...
-როგორ ხარ,შვილო?
-მალე მოვალ,დე...
-კარგი,გელოდები..რამე დაგახვედრო?
-არ მშია,ყავას დავლევ მარტო-ბედნიერი ხმით ვეუბნები....ძალით ვჯდები მანქანაში და ვქოქავ შეშლილი სახით....სახლისკენ მივდივარ,მგონი...კიდევ უნდა ვიმეცადინო,ბაკალავრიატის სტატიაზე ვმუშაობ,საუკეთესო უნდა იყოს...

კვირა გადის და მეორე იწყება,დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ლუკას ვხედავ და ვერც ნინას,დაჩიზე ხომ სულ აღარაა ლაპარაკი...საუბრითად იშვიათად ვესაუბრები მათ..ძირითადა გიოსთან და მაკოსთან ვარ,უნივერსიტეტში ვცხოვრობ თითქმის,მიყვარს ბიბლიოთეკის სიტუაცია,სიმყუდროვე..
წიგნების სუნიც რომ მიყვარს,აი,ეს მომენტია....
-დაჩი როგორაა?-მოულოდნელად მეკითხება მაკო.
-არ მცალია ახლა..ნუ მიშლი ხელს..-არც კი ვიხედები მისკენ.
ვაგრძელებ მუშაობას...ვატრიალებ წიგნებს და მერე...მოკლედ,ეს პროცესი არ დაგაინტერესებთ და აღარ აღვწერ....ცხოვრების ჭეშმარიტებისკენ მიდის ეს გზა,ერთი სიტყვით....
სახლში 11-ზე შევდივარ,დედაჩემი მხვდევა გახარებული,დაჩი მოვიდაო..ვინ დაჩი რის დაჩი,მეძინება-მეთქი,ვფიქრობ,თუმცა მაინც ვიღიმი..
-ჰო? მართლა?-ასეთი რეაქცია მაქვს...არაადეკვატური? ჰო,ალბათ,თუმცა რას გაიგებთ..
-ელეეე..-დაჩის გაბრწყინებული სახე,მაგრამ ჩემი? არა,ის არაა გაბრწყინებული,ის ჩამომტირალია....
-დაჩი...ძალიან დავიღალე..-აქ რომანტიკა ქრება..განა ცხოვრება იმ რომანტიკულ კომედიებს ჰგავს,რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებთ ხოლმე..სულაც არა!
-მოდი,ჩამოჯექი..-დივნისკენ იხედება,ვუღიმი,ჩანთას ვდებ და მეც ვჯდები.ის გვერდით მოჯდება,დედაჩემი გადის,ყავას გაგიკეთებო.
-როგორ ხარ? ძალიან მომენატრე..-იწყებს ბიჭი...
-დაჩი,მონატრებების დრო არ მაქვს ახლა...-ვეუბნები ხმადაბლა,დედაჩემმა რომ არ გაიგოს..
-არ მესმის..
-მადლობა,რომ ასე ფიქრობ ჩემზე,მაგრამ უბრალოდ ახლა არაფრის დრო არ მაქვს და არც თავი..
-რა ხდება აბა?
-დაჩი,მე ძალიან დიდი ამბიციები მაქვს,რომლებსაც ბევრი ვერ იგებს,თუმცა...-სიტყვე მიწყდება...-კემბრიჯისთვის ვიბრძვი,ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო..არ გესმის?
-ჰო,მესმის,მაგრამ განა ხელს გიშლი..
-უბრალოდ ყავა დავლიოთ..-დედაჩემს ვხედავ თუ არა,ვჩუდები..
-რას შვრებით აბა?-იღიმის თინა...

ჯანდაბა! გვიან მეღვიძება..დილას ცეკვა,მერე უნივერსიტეტი...არ უნდა დამაგვიანდეს...ჩაცმა მავიწყდება და ღამის გრძელი მაისურით გავდივარ გართ,მთავარია ჩანთა არ მრჩება.მაქნანაში ვჯდები და პირდაპირ მივდივარ სტუდიისკენ,ყავაც კი არ მახსოვს..როცა შევდივარ,ყველა მე მიყურებს..აი,სასწაული! და რომ ვერ ვხვდები?
-ოოო რითი მოვსულვარ...ძალიან სტრააანნნი ვარ?-ვკითხულობ და სიცილს ვერ ვიკავებ.
-სექსუალურიც კი...-მეცინება პასუხზე...
წყვილებში ვდგამთ ტანგოს,რაღაც კონცერტიაო და წაიღეს ტვინი..ჩემი მეწყვილე დემეტრეა,საუკეთესო მოცეკვავეა და თანაც ძალიან ათლეტური,მაღალი და მიმზიდველი ახალგაზრდა...ლამაზი წყვილი ვართ,მგონი..
კვირა დღეს ვისვენებ..ლუკასა და ნინას ვხვდები,ვერთობით ჩვენებურად,კინოში მივდივართ,შემდეგ კი კაფეში ვსაუბრობთ,ერთმანეთს ვუზიარებთ დაგროვილ ემოციას....ეს დიდ შვებას მგვრის..სასიამოვნოა ბავშვობის მეგობრებთან მთელი ცხოვრების გატარებაც კი...
როცა ვიშლებით,ნინა უცნაურად იღიმის,სახე უბრწყინას..ვიღაცას ხედავს,მგონი..მეც ვიხედები უკან და დაჩის ვხედავ..ისევ იღიმის...ღმერთო,რა უნდა აქ?!
-ელეე...-ფეხზე ვდგები და უემოციოდ ვესალმები.
-როგორ ხარ?
-რა დამთხვევაა,არა?-ვეკითხები და კარებისკენ ვიწევი-დროებით..
-შენი ნახვა მინდოდა-მეწევა და წინ მიდგება.
-ჰო მნახე?!-გაკვირვებული ვუყურებ და გარეთ ვიხედები,უნდა წავიდე,დემეტრეს უნდა შევხვდე,ცეკვაზე გვაქვს სასაუბრო,რაღაც დადგმებზე უნდა შევთანხმდეთ.
-გეჩქარება?
-აუ,ძალიან....ცეკვის ამბებია რაა..კონცერტია მალე და.ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს.
-გამოგყვები რაა.გზაში ვისაუბროთ..
-არაა საჭირო,ნუ წუხდები.
-არ ვწუხდები.
-დაჩი,უბრალოდ თავი დამანებე არ იცი შენ?-ვბრაზდები უკვე.
-ელეე...-გარეთ გავდივარ და მანქანაში ვჯდები,აღარ მაქვს მასთან საუბრის თავი.
სტუდიასთან ვაჩერებ,პატარა პარკია და იქ უნდა შევხვდე დემეტრეს...5 წუთში ისიც ჩნდება,გადასაკოცნად იხრება და შემდეგ ვსხდებით...
-ანუ რა მოვიფიქრე,იცი?-მეკითხება ის,თუმცა მას აღარ ვუსმენ.ვიხედები იმ მანქანისკენ,რომელიც ახლოს ჩერდება და ვიძაბები...დაჩის მარკის მანქანაა..ნუთუ ისაა?! ჩვენკენ ვიღაც მოდის...ნაბიჯის ხმა აშკარაა...ნამდვილი იდიოტია-მეთქი,ვფიქრობ და დემეტრესკენ ვიხედები.
-აბა რა იდეა?
-ელეე....-დაჩი წელავს ჩემს სახელს,დემეტრეს ეღიმება,მე კი დაძაბულ მდგომარეობაში ვარ.რა უნდა მას აქ? ეს უკვე ზედმეტია...
-აქ რა გინდა,დაჩი?-ფეხზე ვდგები და მეღიმება.
-უბრალოდ მომენატრე...არ შეიძლებოდა?-მეკითხება და თან ეჭვით აპარებს თვალს დემეტრესკენ,რომელსაც არანაირი რეაქცია არ აქვს.საინტერესოა ამ მომენტში რას ფიქრობს დაჩი.ეჭვიანი შეყვარებულივით არ მომივარდა აქ..მეცინება,მეცინება...
-გაიცანი ეს ჩემი ცეკვის მეწყვილეა-დემეტრე-ჩვეულებრივ ვეუბნები..ეს ჩემი მეგობარია-დაჩი-ვიღიმი და ბიჭებს ვუყურებს.ერთმანეთს ხელს ართმევენ,სასიამოვნოა,როგორც ჩვეულებრივ..ჰო,ესეც ბანალური გაცნობაა...თუმცა გაცნობა სხვანაირი როგორი უნდა იყოს?
დაჩის ძლივს ვანიშნებ,რომ დაგვტოვოს,ფეხის თრევით მიდის,რაც ძალიან მაღიზიანებს,მარტო ვრჩები დემეტრესთან.ვსაუბრობთ და ვგეგმავთ კონცერტს.მერე სახლში მივდივარ და მაშინვე მეძინება,არც თინა მაინტერესებს სადაა და არც არავინ.
დილა ენერგიულად იწყება,ყავას ვსვამ და უფრო ვფხიზლდები,შემდეგ უაზზე მივდივარ,მომენატრა ცურვა,მინდა ცოტა ხანს განვიტვირთო.წყლის შეგრძნება საოცრად მსიამოვნებს.საკმაოდ კარგად ვცურავ,თუმცა მაინც ვიღლეი და რამდენიმე საათის შემდეგ სუნთქვა მეკვრება,შუა გზაში ვარ,როცა ვფართხალებ და ველოდები,ვინმე თუ დამეხმარება...
შიშის შემდეგ ვიღაცის ძლიერ მკლავებს ვგრძნობ,ხელს წელზე მხვევს,მიჭერს და ასე გავყვარ.როგორც იქნა,წყლის მიღმა ვარ,ვმშვიდდები...ქუდს ვიძრობ და ჩემს მშველელს ვეძებ თვალებით,ვფიქრობ,რომ ახალგაზრდა და სიმპათიური იქნება პლუს ფიტნეს ტანით და სიმაღლით,თუმცა ვცდები.ჩემი გადამრცენელი ვუღაც მოხუცია.მეცინება,თუმცამალე ვჩერდები,მახსენდება,რომ მარტო არ ვარ..
-დიდი მადლობა.
-ასე აღარ მოიქცეთ..ბევრი მოგივიდათ ალბათ და გადაიღალეთ-მაშინვე აკეთებს დასკვნას და მიდის.
ესეც ასე! სასაცილოა ამხელა გოგოს ასეთი რამ როგორ უნდა დაემართოს....
დღეს მაინც არ ეკარგება ხალისი,სახლში მივდივარ,ვიცვლი და საწოლზე ვეხეთქები,არავის ნახვა არ მინდა,მარტომ მინდა გავატარა კვირა საღამო.რატომღაც ცეკვა მინდება,მუსიკას ვრთავ და ვიმეორებ კონცერტზე საცეკვს..მსიამოვნებს,ასეთი ჰონი,მართლაც,საოცარი რამაა.. შემდეგ ფილმის საყურებლად ვემზადები,ბატიბუტს ვამზადებ და დიდ ჯამში ვყრი..მიყვარს ხოლმე,როცა მარტო ვარ და ჩემთვის ვუყურებ იმას,რაც მინდა..
ზოგჯერ მგონია,რომ მარტოსულობისკენ მაქვს მიდრეკილება..არ ვიცი,ეს რამდენად მართალია,თუმცა მთლად რეალობას მოკლებულიც არ უნდა იყოს..
„სამეფო კარის თამაშებს“ ვუშვებს,ფილმი არაა,თუმცა სერიალიც არ უნდა იყო სურიგო...ვუყურებ და ბატიტუტს გეახლებით.მომწონს,როცა მარტო ვარ და ისტერიული სიცილი მიტყდება...
-ჩუმად...აღარ მესმის იმ ჯუჯა კაცი ხმა...-ვეუბნები საკუთარ თავს და იდაყვს ვეყრდნობი.

დრო გადის..დიდი არაფერი ხდება..ყველაფერი დუნებაა,თუმცა ამ აუჩქარებლად სიარულშიც არის რაღაც ნაპერწკალი.არცაა გასაკვირი,ჩვენ ხომ მუდამ ვპოულობთ სინათლეს ნებისმიერ მდომარეობაში.
ახალი წლები ახლოვდება,გამოცდებს ვაბარებთ,ცოტა ხანს გვიშვებენ დასასვენებლად,წადით,არ გადაიწვეთო..
მაინცდამაინც ხალისი არ მაქვს,არც არასდროს მიყვარდა ეს დღე,ეს ზემოთაც აღვნიშნე...დედაჩემიც არაა დიდი დიასახლისი,ჩემს სახლში არავინ ფუსფუსობს ხოლმე,მაგის დრო არავის აქვს,ყველა უფრო მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული,გოზინაყსაც არ ვაკეთებთ ხოლმე და საერთოდ საცივი როგორ კეთდება იცი კი არ ვიცი.არც მადარდებს,მზარეულს გავაკეთებინებ,როცა გავთოხვდები-მეთქი..იმედიც ასეთი უნდა..რატომაც არა?
მთლად ასეთი არადღესასწაული განწობაც არ მაქვს,ვაღიარებ..ნინასთან ვაატრებ ხოლმე ამ დღეს თითქმის ყოველთვის და შესანიშნავად ვერთობით კიდეც..თუმცა,ამაზე ფიქრის დრო სად მქონდა იმ დღეს,როცა კონცერტისთვის აღელვებით ვემზადებოდი..
25 დეკემბერი..რა საერთო აქვს ამ დღეს ჩვენთან? ჰო,25-ში ვემზადები მონცერტისთვის...ბოლთას ვცემ სარეპეტიციო დარბაზში.დემეტრეც აქაა,ძირს ზის და დაღლილი თვალებით ათვალიერებს გარემოს.
-ყავა არ გინდა?
-კარგი იქნება-ვუღიმი და ვაგრძელებ სიარულს.არაფრის თავი მაქვს,მთელი ღამე რეპეტიციაში გავათენე.ვიცი,არანორმალური ვარ,ამას ხშირადაც კი მეუბნებიან,თუმცა არ ვიცვლები,ასეთი ვარ და მორჩა..ესეც ჩემი ერთ-ერთი დევიზი..
მალე ამოდის დემეტრე..ერთი წრის დარტყმასაც ვერ ვასწრებ...ვხვნეში და ვართმევ ყავას,იატაკზე ვჯდები და თავს კედელს ვაყრდნობ.ასეთი ხასიათიც არ უნდა ვიყო,ხალხს უხარია ახალი წელი დგებაო..მე კი...
-ძალიან დავიღალეთ ...-მრავლობითში ვამბობ...დემეტრეს რომ ეძინებოდა და კინაღამ ცეკვისას წაიქცა არ ვივიწყებო.
-ძალიან..არ გამახსენო..ოღონდაც მორჩეს ეს საღამო და..დაპატიჟე ვინმე?-მეკითხება ინტერესით.
-ვინმე?-მხრებს ვიჩეჩ,ვინ უნდა დამეპაიჟებინა..-ნინა მოვა ალბათ..-ვპასუხობ და ყავას ვსვამ.
-მეტი არავინ?-ვერ ვხვდები მისი კითხვის აზრს.
-არა მგონია-ვაქცენ თავს და ფანჯრისკენ ვიხედები,ამ ზამთარში მცხელა კიდეც.მაისურს ვიხდი და ტოპზე არსებულ ოფლზე მეცინება...
-გცხელა?-მეკითხება დემეტრე.
-ძალიან..-გახშირებით ვსუნთქვამ და გასახდელისკენ მივდივარ,სულს თუ მოვითქვა,კარგი იქნება...

დარბაზი ივსება..არავინ ფიქრობს იმაზე,თუ რამდენი ვიშრომეთ,რამდენი დრო და ენერგია დავხარჯეთ,ყველა სანახაობას ელის..სხვანაირად არც არასდროსაა.
ცოტას ვღელავ,თუმცა შემდეგ ყველაფერი მავიწყდება და კონცერტიც იწყება.ჩემს გამოსვლამდე იწელება დრო,შემდეგ მალე მიდის და ყველაფერი ისე მალე მთვარდება,რომ ვერ ვაცნობიერებ...ბოლოს სასმელს არიგებენ და გვილოცავენ,ხალისი დიდად არ მაქვს,თუმცა მხიარულობაში ვყვები სხვებს..
ნინა მპოულობსდა მეხვევა,გილოცავო...იმასაც მეუბნება,რომ დაჩი არის მოსულა..მბურძგლავს,რა უნდა აქ..
-შენ უთხარი?-ვეკითხები დაქალს და თვალებს ვუბრიალებ.
-ჰო...ძალიან მომწონს ეს ბიჭი..
-ნინა!
-აი,მოდის..
-დაჩი..არ იყო საჭირო...
-ეს შენ...-ყვავილების თაიგულს მაწოდებს და მეღიმება..ყავვილები არ მიყვარს,რადგან ხრწნასა და სიკვდილთან ასოცირება ჩემთვის მიწას მოწყვეტილი მცენარე,რომელიც წყალში უნდა გქონდეს,სანამ არ დაჭკნება...ეს ყველაფერი იმას მაგონებს,თუ როგორ იყო ბებიაჩემი შეერთებული სასუნთქ აპარატთან..ალბათ სწორედ ამის გამო ვერ ვიტან ყვავილებს,თუმცა არ ვიმჩნევ,მადლობას ვეუბნები დაჩის და ვუღიმი.
ჩვენ სამნი კაფეში ვსხდებით,ნინა ადრე მისი და მარტო გვტოვებს,თვალებს კი ვუბრიალებ,მაგრამ არ მშველის..დაჩისთან მარტო ვრჩები,ცოტა ვიძაბები..
-შესანიშნავად ცეკვავ,რაღაც ჯადო გაქვს თითქოს...
-ჯადო?-მეცინება დაჩის ნათქვამდზე
-ტიპი ისე გიყურებდა..
-მსახიობობის არაფერი გაგეგება..-მეცინება დაჩის ნათქვამზე..

-ეჭვიანობს ტიპი..-ვეუბნები ნინას,რომელიც სიცილს ვერ იკავებს და გეგმბეს აწყობს,უნდა გაგათხოვოო.
-კარგი რა..-სასაცილოდაც არ მყოფნის დაქალის ნათქვამი.
ამ დღის შემდეგ ვამჩნევ,რომ დემეტრე შეცვლილია,სხვანაირად იქცევა ხოლმე...კინოში მპატიჟობს,უარს ვერ ვეუბნები...მივდივართ და მხვდება რომანტიკული კომედია...აქ უკვე ვიბნევი.იმედია,ამ ბიჭს რაიმეს იმედი არ აქვს.
ფილმის დრო ვამჩნევ,რომ გაშტერებით მიყურებს,მაკვირდება...ეს ყველაფერი კი ძალიან მაბნევს,არ ველოდი თუ მეწყვილე სხვანაირად შემომხედავდა,ეს არც მაწყობს,უბრალოდ ხელს შეგვიშლის..უარს რომ ვეტყვი,ჩემთან აღარ იცეკვებს...ათას რამეზე მეფიქრება,ფილმს უაზროდ ვუყურებ.ბეჭედი მეჭეჭი არ ვიცი მე...
-მოგეწონა?-მეუბნება,როცა ფილმი მთავრდება.ვერ ვხვდები,რომ მორჩა,მხოლოდ ხალხის აყრამახსენებს ამას...ოჰ,ესღა მაკლდა.პასუხად მხოლოდ ვუღიმი და ფეხზე ვდგები,დაბნეული ვარ,თანაც ძალიან..
მსიარული ჩანს დემეტრე...დებილივით მივყვები და ერთი სული მაქვს,სახლში როდის წავალ.თავის ტკივილს ვიმიზეზებ,აფთიაქში წამალს მყიდულობს და სახლამდე მაცილებს.წამალს არ დავლევ,რა თქმა უნდა...
სახლში მისული სიცილს ვერ ვიკავებ,ნინას ვურეკავ და ყველაფერს ვუყვები.
ახალ წელს ნინასთან ვატარევ..ნუ,ასე ვგეგმავ.მასთან მუდამ იგრძნობდა დღესასწაული...ლუკაც ჩვენთან იქნება.

თითქოს ძველი დრო მეორდება,ისევ ერთად ვატარებთ ჩვენ სამნი-მე,ლუკა და ნინა ახალ წელს,სხვა ბავშვებიც არიან და შესანიშნავად ვერთობით.სულ მავიწყდება,რომ ახალი წელი არ მიყვარს.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს,როცა დაჩი შემოდის,ხელში დიდი ტორტი უჭირავს და იღიმის.
-ვერაა ეს კარგად!-ემოციებს ვერ ვმალავ.
-ელეე....-ტორტს დებს და მეხვევა,ასეთ შეხვედრას არ ველოდი,ვშეშდები და ველოდები,როდის მომშორდება..-გილოცავ..-იღიმის,მგონი,ჩემს გარდა ვერავის ხედავს..სუფრასთან ვსხდებით და საერთო მხიარულებაში ვებმებით..
დრო ძალიან მალე გადის.საცეკვაოდ მიწვევს ლუკა,დემეტრეს ხომ ეცეკვეო.ძალიან სასაცილოა ის და ბავშვსაც კი ვეძახი ხოლმე.
-ცეკვაში ნული ხარ-ვეუბნები ნიშნის მოგებით და ვცდილობ,ვალსის მოძრაობა ვასწავლო,რაც არც ისე კარგად გამოსდის.ბუზღუნებს და შემდეგ დაჩი მოდის საცეკვაოდ,მასაც არ გამოსდის კარგად,თუმცა იხტიბარს არ იტეხს,ეს ჩემი პირველი ცეკვააო.იმ დღეს ვამჩნევ,რომ დაჩისთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებს,იმაზე მეტად,ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.
თუმცა ეს სასწაულებრივი დღეც მალე სრულდება...იწყება სწავლაც და დრო საერთოდ აღარ მრჩება,დაჩი მაჩიც უკან დამრჩება,თუ კარგად არ ვისწავლე,არა,კარგად არა,ძალიან კარგად...ძალიან კარგი თუ არ ხარ,გინდ იყო და გინდა არა.ყველამ იცის ჩემპიოის სახელი,თუმცა მეორე ადგილოსანის არსებობაც კი ავიწყდება ხალხს..ასეა,ასე! ესაა რეალობა,რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ..
დაიწყო 24 საათიანი მეცადინეობა,უნივერსიტეტი,დავალებები,სახლი,ძილი და ა.შ შუა ღამით ვიჯექი ხოლმე და თან ორ ჭიქა სხვადასხვანაირ ყავას ვწრუპავდი,რომ არ დამძინებოდა.ძალიან ბევრი მქონდა სამუშაო,რომ კემბრიჯში დამფინანსებოდა მაგისტრატურა.ეს მუდამ ჩემი ოცნება იყო და ვერანაირად ავუვლიდი მას გვერდს.

დრო ძალიან მალე გავიდა..ზოგჯერ ხომ ხდება ხოლმე ასე...თვეებმა ძალიან მალე გაირბინა და დავასრულე ბაკალავრიატი..ბოლო დღეს,როცა დიპლომებ არიგებდნენ,ძალიან აღელვებული ვიყავი,ამას ისიც ემატებოდა,რომ დაჩის დაჯინებული მზერა მხვდებოდა.
იმ დღეს გამოაცხადეს,რომ მაგისტრატურას გავაგრძელებდი კემბრიჯში..ამაზე დიდი ბედნიერება ჯერ არ განმეცადა,მეცხრე ცის მაღლა დავფრინავდი,აჩქარებით მიმოძრავებდა ძარღვებში სისხლი,ჩემზე ბედნიერი არავინ იყო..
-გილოცავ..-დაჩიმაც მომილოცა და ლოყაზე მაკოცა.
-მადლობა..-გავუღიიმე და სხვებისკენ წავედი,რომ მილოცვები მიმეღო..არ მიყვარდა მსგავსი სიტუაციები,თუმცა სხვა გზა არ არსებობდა..
მეგობრებმა წვეულება მომიწყევეს,რომელიც კემბრიჯში სწავლების აღსანიშნავი უნდა ყოფილიყო,თუმცა ეს გამოსამშვიდობებელიც იყო.
-არ დაგვივიწყო,კარგი?-ნინა და ლუკა კისკისებენ.
-არა,ღადაობ?-ვეკითხები და ღიმილს ვერ ვიკავენ.
-მომენატრები..-დაჩი ამბობს და მეღიმება..ეს სიტყვა გულზე მალამოსავით მხვდება..
-ბავშვებო,ძალიან მომენატრებით ყველანი..-მეტი აღარ მახსოვს,სასმლის ბრალია ალბათ...
ზაფხულშივე მიწევს წასვა ან რატომ ვიტყვი უარს..ფრენის დღეს ძალიან ვნერვიულობ,ყველას ვემშვიდობები და ვეუბნები,რომ არ გამაცილონ...არ მინდა ზედმეტი ემოცია..
საღამოს ვიძინებ,რომ 2 საათზე როგორმე გავაღწიო სახლიდან..2-ის ნახევაზე მეღვიძება და საწოლიდან ვხტები...
„ტაქსიში“ ვზივარ და ვფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე,რომელიც არც ისე ცუდად გამიტარებია,თუმცა უკმაყოფილების გრძნობა მაინც არ მანებებს თავს..ეს ბუნებრივია ალბათ...
აეროპორტთან მიჩერებ მძღოლი,ჯამაგირს ვუხდი და გადავდივარ...მალე უნდა წავიდე,დიდ ხანს ვერ დავბრუნდები...ვიცი,ეს ყველაფერი ვიცი,მაგრამ ბედნიერი ვარ...
ეს,ეს ჩემი ოცნებაა,რომელიც ბავშვობიდან თან მსდევს..
რიგში ვდგავარ,მალე უნდა გავიარო რეგისტრაცია,როცა ვიღაცის ძლიერი ხელის შემოხვევას ვგრძნობ..
ვშეშდები.ჩემი ქვეცნობიერი ხვდება,რომ ის დაჩია,თუმცა მაინც მიჭირს ამის აღქმა,რა უნდა მას,ნუთუ იმიტომ მოვიდა,რომ მითხრას,არ წახვიდეო.განა ვგავარ ისეთ გოგოს,რომელიც ბიჭის გამო მთელი ცხოვრების ოცნებაზე იტყვის უარს?
უკან ვიხედები,მიუხედავად იმისა,რომ მისი ხელი მწვავს წელზე და ლამისაა ავორთქლდე.დაჩია,კი,დაჩია...მისი სახის თითოეული ნაკვთი დაძაბულია,არ იღიმის,თვალებითაც არაფერს ამბობს,ვერც მისი ხასიათის შესახებ ვიტყობ რამეს..
ჩუმად ვარ,ისიც არ იღებს ხმას..ესაა ყველაზე უხერხული და თან სასიამოვნო სიჩუმე..ბოლოს ხმას ვიღებ,ხელს ვაშვებინებ და პირდაპირ ვიწევი.
-რა ხდება? მე ხომ..
-მომენატრე-იღიმის,ახლა უკვე იღიმის და მის თვალებში ვხედავ რაღაც სხვას.
-დაჩი,არ გელოდი.
-ძალიან მომენატრები.მომწერე ხოლმე-ხელს კისერზე ვხვევს,თავს ჩემს თმაში რგავს და ძლიერად სუნთქავს..ნერვიულობს,მისი გულის ცემა მესმის,ის არაა ისეთი,როგორიც ჩვეულებრივ დრო.
-ახლა წადი,დაგაგვიანდება...-მიშვებს ხელს,მე კი არ ვინძრევი,არ ვიცი,რა ვთქვა.მივდივარ,ნელ-ნელა მივალტობ ჰაერს უკან,მივდივარ იმ კარისკენ,სადიდანაც შემოდის ნათელი,როგორც თანამედროვე ახალგაზრდა იტყვის,მივდივარ,რომ გავიარო ორწლიან ბეწვის ხიდზე,მივდივარ და გული მრჩება ჩემს ქვეყანაში,ჩემს საყვარელ ადამიანებთან...
რამდენიმე წამში იმდენს ვფიქრობ,რომ მიკვირს..ალბათ ასე ხდება ხოლმე,ალბათ ამის შესახებ ტყუილს არ წერენ ხოლმე წიგნებში..
ბოლოს ვჩერდები,მინდა,რომ დაჩის მადლობა გადავუხადო,სირბილით მივდივარ მისკენ,ვუსწორებ მზერას მის გაშეშებულ თვალებს,რომლებიც მომეყინა და არ მშორდება.. მეც ვშეშდები წამიერად,ხელებს ფეხის წვერებზე ვიწევი და ხელს კისერზე ვხვევ..
-მეც მომენატრები!-და ის ცახცახებს,მსგავსი რამ მისთვის არასდროს მითქვამს,არასდროს...უხარია,რა თქმა უნდა,უხარია და მეც მიხარია,თუმცა გულს მიწვამს იმაზე ფიქრი,რომ დიდ ხანს ვეღარ ვნახავ დაჩის.
-ელე,მიყვარხარ! დიდი ხანია,მინდა გითხრა..-ვშორდები ბიჭს და უკან ვიხევი,ჩემმა გულმა ხახა გააღო,მსგავ რამეს არ ველოდი,თუ მეტყოდა..ახლა უნდა წავიდე,უნდა წავიდე,,ამაზე ფიქრის დრო არაა.
-მაგვიანდება..მოგწერ,კარგი?-ვეუბნები დაბალ ხმაზე,ხმის იოგებიც ძლივს მემორჩილება,აღარ ვიცი,საიდან გვაქვს ამხელა გამბედაობა ან მე ან მას..ასეთი გულწრფელი სიტყვები,რომლებიც გულიდან მოდის,პირდაპირ გულიდან...იშვიათი უნდა იყოს,არა?
-ელენეეე....-ჩემკენ მოდის,მთელი სხეულით მიკრავს,თავს ხელებში მიქცევს,მაშტერდება და შემდეგ ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხება,ჰაეროვნად ეხება,როგორც ფილმებშია ხოლმე,ეს უჩვეულო და ღრმად გრძნობებით აღსავსე კოცნაა,რომელიც სხეულის თითოეულ კუნთს მიჭიმავს..
-დაჩი,ძალიან მომენატრები..-აცრემლებული თვალებით ვეუბნები და უკან ვიწევი.
-ელენე,სიგიჟემდე...მუდამ შენზე ვიფიქრებ..თუმცა არ გვინდა ახლა ცრემლები..მოიწმინდე..საახალწლოდ ჩამოხვალ,მანამდე დაგირეკავ ხოლმე,ინტერნეტი და რამე..-ძლიერად მიკრავს გულში და ჩემი ცრემლები მის ზედას ეწმინდება..
გამომშვიდობების გარეშე ვშორდებით ერთმანეთს ..და ახლა მე სულ სხვა ელენე ვარ,სულ სხვა გოგონა,ჩემში გაიღვიძა ქალმა,რომელსაც დაჩი უყვარს და ამის დამალვა არ უნდა,რომელიც სიგჟემდეა შეყვარებული და უნდა მთელ ქვეყანას გააგებინოს ამის შესახებ...
აცახცახებული ვჯდები ჩემს ადგილას,მარტოობას ვგრძნობ,თუმცა მეღიმება..მთელი დრო მეყოფა დაჩისთან გატარებული ამ რამდენიმე წუთის გახსენება...მთელი ღამეები შემიძლია ამით შევიქმნა იავნანური,მშვიდი გარემო,რომელსაც ახლავს ლამაზი სიზმრები.
გზაში აღელვებული ვარ,სხვანაირად ვერც იქნება..ორ ჭიქა შამპანურს ვსვამ,რაც მეხმარება გრძნობების მოთოკვაში..შემდეგ მეძინება და,როცა თვალს ვახელს,ვხედავ,რომ ხალხი ჩასასვლელად ემზადება,მეც ვდგები ფეხზე და ვიღიმი,ისტერიული სიცილიც კი მიტყდება... ეს ხომ კემბრიჯია!
აეროპორტიდან გავდივარ,მივაგორეებ ჩემოდან და ულევ თავისუფლებას ვგრძნობ..აქ სულ სხვა სამყაროა..თითქოს ჰაერიც უფრო თავისუფალია,მგონია,ღრუბლებზე ვწევავ,ვცურავ,დავფრინავ..მგონია,რომ მრვაალ არაორდინალურსა და გიჟურს ჩავდივარ...მხოლოდ ჰაერიც კი მახსენებს იმას,რომ ფეხი მიდგას მიწაზე,რომელიც იტევს კემბრიჯისნაირი უნივერსიტეტის ნატერფალებს...
-შესანიშნავია...-ჩემთვის ვამბობ,ვაშტერდები ცას,რომელიც სხვანაირი მგონია და ტელეფონს ვიღებ..ნინას უნდა დავურეკო და ვუთხრა ამ ყველაფრის შესახებ/მერე მაკოსაც უნდა დავურეკო და გიოსაც,ხომ შევპირდი..ამდენ რამეს რა დაიმახსოვრებს..
სასტუმროს ნომერში ვბინავდები,ძალიან კომფორტულია,შემიძლია ვთქვა,რომ ზედმეტააც კი...ძალიან იოლია აქ ცხოვრება,სამჯერადიკვება უფასოდაა,ცხოვრება უფასოდაა,მოგზაურობა და რამის დათვალიერებაც კი შედის მომსახურებაში.აი,რას ნიშNავს სწავლა,მართლაც,განათლებული ადამიანები მართავენ ყველაფერს..
დათვლიერება,სეირნობა,ახალი ნაცნობები,ახალი სანახაობები,ახალი...ეს ყველაფერი მალე სრულდება..თუმცა,ახალი ჰაერი და ახალი ეგრძნებები რჩება..იწყება სწავლა და არ მჯერა,რომ ვარ იმ უნივერსიტეტში,რომელშიც დადიოდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნის „ახალგაზრდობის“ ავტორი ვერა ბრიტენი.ეს საოცრებაა! ის ხომ ჩემთვის ქალის იდეალია,სამაგალითო გოგონა,რომელმაც შეუძლებელი შეძლო და იმის მაგივრად,რომ მიებაძა სხვებისთვის,გაჰყოლოდა სხვის აზრებსა და იდეოლოგიას,გახდა საუკეთესო მწერალი და პოლიტიკოსი...
კემბრიჯის შენობა მშვენიერია და ყველაფერი იდეალურ განცდებს იწვევს ჩემში,ლექტორებიც სულ სხვანაირები არიან,სტუდენტებიც მოწადინებულები,თითქოს ეს სხვა სამყაროა,ყველაფერი იდეალურად მიდის..ვგრძნობ,რომ ქართველური სიზარმაცე არ იგრძნობა აქ..სურვილი მიჩნდება,რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი გავხდე..ვიმუშაო რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში და ლექციები ვიკითხო კემბრიჯში.მართლია,ადრე ეს უკანასკნელი რამ არ მომწონდა,თუმცა შემდეგ მოვიხიბლე ამ პროფესიით.
სწავლა რთულია,ბევრი დრო მიაქვს,აქ მუშაობას ვეღარ ვახერხებ და არცაა მსგავსი შესაძლებლობა,ძირითად დროს ლექციების მომზადებაში ვართ ჩაბმულნი,მშობლებს ვპირდები,რომ ორმაგად გადავუხდი ხარჯებს.როცა შემიძლია,ვეხმიანები ხოლმე მეგობრებს,გიო და მაკო გახარებულნი არიან ჩემი წინსვლით,გულწრფელად ეხატებად სახეზე ბედნიერება..ნინას ვენატრები,ლუკა კი დღეებს ითვლის,როდის ჩავალ,დაჩი გაწონასწორებულია,ხშირად მირეკავს ხოლმე საღამოობით და მიყვება დღის თითოეულ წვრილმანს,ხშირად მეძინება ხოლმ ელეპტოპთან,თუმცა ამაზე არ მიბრაზდება ხოლმე..ეს ისაა,რაც მასში საშინლად მომწონს..
მეგობრებს აქაც ვიძებ,რომლებთანაც კვირა საღამოს გასართობად მივდივარ ხოლმე,კლუბის ხშირი სტუმარი ვხდები,დალევა ხშირად მეხმარება ხოლმე დატვირთული კვირის შემდეგ.დაჩი მაფრთხილებს,სასმელმა არ შეგიტყუოსო,რაზეც მეცინება,დამოკიდებულება რაიმისადმი არ მჩვევია.ადამიანები კი მჯაჭვავენ ხოლმე თავიან სახეებზე,თუმცა ეს სულ სხვა რამაა,სად სპირტი და სად ის,ვინც სიგიჟემდე გიყვარს. ეს სია იზრდება დროსთან ერთად და ამაზე სასიახარული შეგრძნება არ არსებობს, ალბათ..
თუმცა,მთლად ასეც არ მიდიოდა საქმეები..ხშირად არ მეძინა ხოლმე ღამეები,ხშირად ვერ ვახერხებდი თბილისში ვყოიფლიყავი ვირტუალურად,ხშირად ძალიან მიჭირდა აღალი ქულების მიღება,თავს ვაკლავდი სწავლას..ხშირად ნერვოზიც კი მემართებოდა და არაფერი მახსოვდა ხოლმე.ჭამაც კი მავიწყდებოდა გამოცდების დროს,ანუ სემესტრის ბოლო თვეს,რის გამოც ისედაც გამხდარი ძალიან გავხდი,რასაც საუბედუროდ ვერ ვამჩნევდი,ყირადღება მხოლოდ გამოცდებზე მქონდა გადატანილი.
რაც არ უნდა საოცარი იყოს,ეს ერთი თვე ძალიან მალე გავიდა,გამოცდებიც ჩავაბარე და ლოდინის მდგომარეობა გავითავისე.მიუხედავად ამისა,მაინც ვღელავდი და მხოლოდ სატელეფონო ზარებით შემოვიფარგლებოდი,როცა ვურეკავდი საყვარელ ადამიანებს და ეს ზარებიც მალევე სრულდებოდა.
ასეთი რთული არ მეგონა ეს ყველაფერი,რაც ცოტა არ იყოს მთრგუნავდა.პასუხები კიდევ კარგი მალე გახდა ცნობილი,რამაც დამიბრუნა ცხოვრება და ისევ დამაბრუნა მიწაზე,მაქსიმალურთან მიახლოებული ქულების შესახებ რომ გავიგე,მთელ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ვიყავი,ვინაიდან დავძლიე და დავამარცხე ასეთი რთული პროგრამა,როგორიც კემბრიჯს აქვს.
აქ განსაკუთრებულად ერთ გოგოსთან გამოვნახე საერთო ენა.ელისაბეტი ჰქვია და ლიზის ეძახიან,ინგლისიდანაა და საშინლად შესანიშნავი აქცენტი აქვს,მეც დამახევნა კიდეც.
-ისე ძალიან გახდი,უნდა მოიმატო..-მეუბნება ერთ დღეს,როცა გულს ვიჯერებთ გამოცდებისგან თავისუფლებით.
-გოგო,თბილისში ვაპირებდი საახალწლოდ ჩასვლას,ასე ვერ ჩავალ..ცარიელი პოლის ჯოხი ვარ დარჩენილი..შოკში ვარ..-დეპრესია არ მეწყებოდა,გამოცდების შედეგებით გამოწვეული სიხარული ამ უიღბლოდ იდიოტურ ქცევას წონიდა.
-აუ,რატომ არ ჭამდი წესიერად..ანორექსიის ზღვარზე ხარ..ექიმთან მიხვალ დღესვე..
-კარგი,ჩამწერე,წლის ბოლოს ჩვეულ ფორმაში უნდა ვიყო,გესმის?-ვმკაცრდები..არადა ეს ყველაფერი ჩემი ბრალია..აწი „სკაიპშიც“ ვეღარ დავენახები ვერავის,არ მინდა,ინერვიულონ...
მეგობრებსა და მშობლებს ვატყობინებ,რომ მხოლოდ რამდენიმე დღეა დასვენება და არ ღირ ჩასვლა,აქ ბევრი სასწავლი მაქვს და ძალიან ვიღლები.ისიცნი მიგებენ,რაც ძალიან მახარებს,თუმცა დაჩის სევდიანი მონატრებით აღსავსე ხმა გულს მიკლავს.ვეუბნები.რომ ზაფხულში უფრო ამაღელევებელი და სასიხარულო იქნება ჩვენი შეხვედრა.ისიც მეთანხმება და მეუბნება.რომ ჩემს გარეშე ყველაფერი უფერულია,ცხოვრება შავ-თეთრად ესახება და ძალიან ვუყვარვარ..ეს სიტყვები ჩემი სტიმულია,წონაში მომატებისა და თბილისში დაბრუნების სტიმული..
იმ დღესვე მივდივარ ექიმთან და ვიწყებ რაღაც წამლების სმას,ჩემთვის საყვარელ „ფასტ ფუდებსა“ და ტკბილეულს დიდი ულუფებით ვიღებ ყოველ დღე,პლუს ბევრ ცილასა და პროტეინს,ვარჯიშსაც ვიწყებ ფიტნესში,რომელიც ჩემი სასტუმროს გვერდითაა.
ახალ სემესტრს უფრო შემართებით ვიწყებ,ფიტნესზეც დავდივარ,“დიეტასაც“ ვიცავ..დრო მალე გადის,ზაფხულში უკვე შესანიშნავ ტანზე ვარ,უკეთესზე,ვიდრე აქამდე ვიყავი,ფიტნეს გოგოს მეძახის ლიზი.
გამოცდების პერიოდიც გადის და დასასავენებლად გვიშვებენ ივლისის შუა რიცხვებში..ეს ძალიან მახარებს..ვემშვიდობები ყველას და აეროპორტშის გზას ვადგები იმ დღესვე,მინდა,სიუპრიზი გავუკეთო მშობლებსა და მეგობრებს.
მგზავრობისას ტელევიზორს ვუყურებ და ვსვამ,განცხრომას ვეცემი,ჩემს საყვარელ დესერტებსაც კი ვაგემოვნებს..დროც ასე გადის,მახსენედება დაჩისთან ბოლო შეხვედრა და გული ლამისაა ამომივარდეს..ეს ხომ ჩემთვის უეცარი გასროლა იყო იმ ბედნიერების მომტანი ტყვისაა,რომელიც ადამიანებს ასე გვგვრის აღფრთოვანებას...
ბედნიერი ვარ ისე,როგორც არასდროს..ეს რაღაც საოცარი გრძნობაა..ერთუ სული მაქვს,როდის ვნახავ დაჩის..

სახლში სირბილით ავდივარ,ჩემოდანს ვახეთქებ იატაკზე,დედაჩემთან გავბივარ და ვეხვევი,უკვირს და იღიმის,ემოციებს ვერ მალავს,მამა მალე მოვაო,მეუბნება და ძლიერად მიკვრავს გულში..
-დე,მომენატრე..
-მეც,ჩემო საყვარელო..
-დე,შენი საყვარელი ნამცხვარი უნდა გამოგიცხო-ვეუბნები თინას და ფეხზე ვიხდი-ძალიან მცხელა...
ვხვდები,რომ განშორება იწვევს მონატრებას,რომელსაც თან უსაზღვრო ბედნიერება და უზარმაზარი ადრენალინი ახლავს...
ვხვდები,რომ სიყვარულს ამტკიცებს განშორება...
ვხვდები და ბედნიერი ვარ...
ნამცხვარს პირველად ვაცხობ დიდი სიყავრულით...თან ისე,რომ წინსაფრისა და საცვლების გარდა არაფერი მიფარავს ტანს.ჩაცმისთვისაც კი არ ვხარჯავ დროს.ნინას ვურეკავ და ვეუბნები,რომ კოლა წამოიღონ და კიდევ რამე ალკოჰოლური.მშვიდად კი ვეუბნები,თუმცა იგი სიტყვებით გამოუთქმელ შოკშია,ნეტავ რაა ამაზე მაგარი...
ნინა სხვებსაც ეუბნება ჩემს შესახებ,ვერ წარმომიდგენია,დაჩი რას გრძნობს ამ წამებში..
მოკლედ,გულს ვდებ ნამცხვარში,ვასრულებ დიასახლისობას.მაღაზიიდან სხვა გემრიელობებიც ამოაქვს დედაჩემს და სუფრას ვშლით..მგონი.ეს პირველი შემთხვევაა,როცა ჩემი ყველა მეგობარი და მშობლები ერთად აღვნიშნავთ ჩემს დაბრუნებას..ნუ,მერე კიდევ მივდივარ,მაგრამ ზაფხულსა და გამოცდებში გამარჯვებას მაინც..
-მამაშენიც მოვიდა..
-მა-ვეხვევი და სახიდან სალფეთქით ოფლს ვწმენდ-ცხელა,ჰო?
-ძალიან მომენატრე..-და რა არის იმაზე დიდი ბედნიერება,როცა მსგავს პასუხს გცემს საყვარელი ადამიანი...
უფრო ძლიერად ვგრძნობ სიყვარულსა და მონატრებას,მალე ჩემი მეგობრების მოვლენ და მოვა დაჩის..ღმერთო,არ მჯერა!
კემბრიჯში ერთწლიანმა ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა,ამ ყველაფერს ფურცელი ვერ დაიტევს,ამიტომ ვერ აღვწერ.აი,ლიზიც მირეკავს,როგორ ხარო..ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს ვყოფილვარ...ვხვდები,რომ ცხოვრება ათასი ბედნიერი ფერითაა სავსე..ფერადოვნება სიხარულს იწვევს სახეზე,ანუ ბედნიერების საიდუმლო თვით ფერებში....
მეგობრები,ჯგუფური ჩახუტება,ტბილი სიტყვები...მონატრება და სიყვარულის ზეიმი სუფევს...ყველანი ვსხედვართ და ჭიქებს ვავსებთ,მიხარია,მაგრამ დაჩის ველოდები,ერთი სული მაქვს,როდის მოვა,ერთი სული..
-რა მაგარი არაა,ისევ ერთად..-კისკისებს ნინი...
-ვიღაცაა კარზე-ვამბობ და გასაღებად მივდივარ.არც კი ვიხედები ჭრილში,რადგან დაჩი მგონია...მაგრამ ვაღებ და დემეტრე მხვდება წინ..ხელში ყვავილები უჭირავს და იღიმის..
-შენ საიდან?-მეცინება მის დანახვაზე,ეს გაკვირვების სიცილია.
-რავი,დავინახე შენი დაქალები როგორ ამოდიოდნენ შენთან და..
-და შენ აქ რა გინდოდა?
-აქვე ვიყავი-იღიმის და თაიგულს მიწვდის.
-ახლა ახლობლების შეკრება გვაქვს..შემოდი შენც..-გადიო,ვერ ვეუბნები,როგორ უნდა ვუთხრა..დემეტრეს,როგორც ჩემს ცეკვის პარტნიორს,ვაცნობს ხალხს,ის ჩემს გვერდით ჯდება და გაფაციცებით მესაუბრება,ემოციურია,მეუბნება,რომ ძალიან მაგარ ტანზე ვარ,მეც უნდა წავიდე კემბრიჯში,რა ხდება იქ ასეთიო..მე კი მეცინება,ვეუბნები.რომ უბრალოდ ფიტნესზე დავდიოდი და თვითონაც შესანიშნავად გამოიყურება..
-აბა რა ხდებოდა კარგი და ახალი?-მეკითხება თინა.
-გამოცდები ჩავაბარე ძალიან მაგრად,უმაღლესი ქულებით...ახალი მეგობრები გავიჩინე...იქაურობაც მომეწონა..-ვაგრძელებს ემოციურ საუბარს.ამ დროს ნინა ფეხზე ხტება,ვერ გაიგეთო და კარებისკენ მიდის..
-დაჩია!-ვხტები სკამიდან და სირვილით მივდივარ კარის გასაღებად.
-ელეეე..-ზრურბს ახტება დაჩი,მეც მისკენ მივიწევ და ყელზე ვხვევ ხელებს,ფეხებს ვკეც და გველივით ვეხუტები.
-ძალიან მომენატრე,ელენნეეეე..
-მეც,დაჩი...
-მიყვარხარ,ძალიან.............-ეს წამები იწელება,ვიღიმი,თვალები მცემენ ალბათ,ელეენსაც უყვარხარო..
-შენს გარეშე რთული იყო,დაჩი-ვეუბნები და თვალებში ვაშტერდები.
-რაღაც მაქვს შენთვის-სერიოზულად მიყურებს და ხელს მიშვებს.ვშეშდები,ვფიქრობ,რა უნდა იყოს-მეთქი.ეს ჩემთვის ყველაზე ინტრიგული მომენტია,როცა ძალიან მაინტერესებს,რას მჩუქნიან..
-ელეენე.ეს შენი საყვარელი წიგნია...-იღიმის დაჩი და ლამაზხტიან წიგნს მაჩვენებს...
-„ამაოების ბაზარი“ ..ღმერთო,ამის წაკითხვა რამდენი ხანია,რაც მინდა..-წიგნს ვართმევ და გულში ვიხუტებ.
-ელე,ეს წიგნი თუ მე? რომელი გირჩევნია?-სიცილს ვერ იკავებს დაჩი და გულში მიკრავს.



№1  offline წევრი Ninuca)

ძალიან კარგი იყი <3

 


№2 სტუმარი Guest kristi

arc me var didad agprtovanebulii

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

Guest kristi
arc me var didad agprtovanebulii


ნუ,არც მე ვარ.
ეს ისტორია ძლივს დავწერე,უმუზობის ჟამს.
შეგიძლია სხვები წაიკითხო.

 


№4  offline წევრი varduka

ჯამაგირი ?

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

varduka
ჯამაგირი ?


?

 


№6 სტუმარი Jestine

Hello! I know this is kinda off topic however , I'd figured I'd ask.
Would you be innterested in trading links or maybe gujest writing
a blog article orr vice-versa? My blog addresses a lot of
the same subjects as yours and I believe we could greatly benefit from
each other. If you happen to bbe interrested feel free too
send me an e-mail. I look forward to hearing from you!
Superb blog by the way!

my web site :: http://WWW.Adtgamer.Com.br/

 


№7 სტუმარი Leonor

Thanks for sharing your info. I really appreciate your efforts and I will be waiting for your next post thanks once
again.

my web page p48525

 


№8 სტუმარი Lavonne

Hello, its good article regarding media print,
we all know media is a enormous source of information.

Also visit my page http://t20Suzuki.com/phpBB2/profile.php?mode=viewprofile&u=3007

 


№9 სტუმარი სტუმარი Monica

Wow, that's whazt Iwas serking for, what a material! existing
here at this blog, thanks admin of this web page.



Feel free to surf to my blog post http://Www.Adtgamer.Com.br/showthread.php?p=529395

 


№10 სტუმარი სტუმარი Lily

Hi there, I discvered your blog by way of Google
whilee looking for a related matter, your web site camje up,
it appears too be like great. I've bookmarked it in my google bookmarks.

Hi there, simply was aware of your weblog via Google, and located that it is really informative.

I am going to watch out for brussels. I will bbe grateful in the event you continue
this in future. Many other folks can be benefited from your writing.
Cheers!

My website - Comment-41810

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent