შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XXI)


22-08-2016, 12:57
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 561

ნეტავ უნდა ვუთხრა გაბრიელს ზეგ რაც მოხდება? იქნებ ყველაფერი, რომ ვუთხრა არ დამიჯეროს?! ან კიდევ უარესი. დამიჯეროს და უფლება არ მომცეს ჩემი მისია შევასრულო. არ ვიცი, უკვე აღარაფერი ვიცი. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, გაბრიელის ხმამ, რომ გამომიყვანა ფიქრებიდან:
-ხვალ რამე გეგმები გააქვს?
-ხვალ? არა, არანაირი. რა არის რომ?
-თუ გცალია, იქნებ სადმე წავსულიყავით! ანას და ანდრეასაც ვუთხრათ.
-პაემანია!-გამეღიმა
-ორმაგი პაემანი-მანაც გამიღიმა და შესახვევში შეუხვია. მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა, მეც გადავედი და დავემშვიდობე. სახლის კარები შევაღე, პროდუქტები სამზარეულოში შევიტანე და მაცივარში დავახარისხე. მერე ოთახში ავედი და ანას დავურეკე.
-ანასტასია წერეთელო, სწრაფად გაჩნდი ჩემთან!
-კი მაგრამ რა მოხდა? მშვიდობაა?
-დროზე გამოდი და ყველაფერს მოგიყვები!
-2 წუთში მანდ ვარ-ყურმილს ჩაჰყვირა და გამითიშა. ანას მოსვლა არ დაუყოვნებია, მეც ყველაფერი მოვუყევი. იმდენად ყურადღებით მისმენდა, რომ რავიცი. თან ყოველი მეორე წინადადების დასრულების შემდეგ "ვაა"-ს დააყოლებდა ხოლმე. საღამოს, როცა ანა სახლში წავიდა. კომპიუტერს მივუჯექი. ამ დროს skype-ში მშობლებმა დამირეკეს. მეც გახარებულმა ვუპასუხე.
-ეკუნა, დედი რას შვრები? სახლში როგორ ხართ?-როგორც ყოველთვის დაღლილი ხმა ჰქონდა.
-რავიცი დე, კარგად ვართ. თქვენ როგორ ხართ? ზაფხულში ჩამოსვლას არ აპირებთ.
-არ ვიცი დედიკო. შვებულებას თუ ავიღებ, ხომ იცით მეც და ზურაც მაშინვე მაგეთ გამოვფრინდებით.-კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, მერე ლოგინში შევწექი და ფიქრში ჩამეძინა. დილით ენერგიულად წამოვფრინდი ზეზე. თავი მოვიწესრიგე და ტანზე ჩავიცვი. მერე გაბრიელმა მომაკითხა,ბებია გავაფრთხილე და მანქანაში მოვთავსდი.
-ანდრეა სად არის?-ვკითხე და თავი მისკენ მივაბრუნე.
-იქ დაგვხვდება!-მითხრა და გამიღიმა.
-და სად მივდივართ?-ვკითხე ინტერესით.
-შენ სადაც გინდა! აირჩიე!
-ამმმ.... ვარიანტები გაქვს?-ვკითხე მოკლეხნიანი ფიქრის შემდეგ.
-ხომ გითხარი, შენ სადაც გინდა იქ წავიდეთ!-მითხრა და მანქანა ანას სახლთან გააჩერა.-დაურეკე და ჩამოვიდეს.-მეც მობილური ამოვიღე და ანას ნომერი ავკრიფე. ისიც მალე ჩამოვიდა.
-აბა, მოიფიქრე რამე?!-მკითხა ინტერესით გაბრიელმა.
-ორი ვარიანტი მაქვს. ან მთაწმინდა ან კინო. ანა, შემთხვევით ხომ არ იცი რამე ახალი ფილმი თუ არის გამოსული?
-კი, Don't breathe ანუ არ ისუნთქო. საშინელებათა ჟანრია.
-მაშინ არ გვინდა, თქვენ შეგეშინდებათ და მერე ღამე ვეღარ დაიძინებთ-გადაიხარხარა გაბრიელმა.
-უკაცრავად? არაფერიც არ შეგვეშინდება. ხომ ასე ანა?-ანას თვალებში ბრაზი დავინახე. არადა ვიცოდი, რომ ვერ იტანდა საშინ კინოებს! მაგრამ ის ხომ ჩემი საუკეთესო დაქალია, ხოდა მხარი ამიბა.
-მართალია, არ შეგვეშინდება!-ისეთი საწყალი ხმით თქვა ეს, რომ ძალიან შემეცოდა და ჩემი საკუთარი თავი დავწყევლე. თუმცა უკან ვეღარ დავიხევდი. დანიშნულ ადგილამდე მალევე მივედით. ანამ როცა დაინახა, რომ ანდრეაც იქ იყო. ისეთი თვალებით შემომხედა, რომ ვინატრე მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე. თავიდან სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ხოლო როცა ანამ საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზა, აი მაშინ კი დამატყდა თავს რისხვა:
-ყოჩაღ, ეკა!-მითხრა გაბრაზებული ტონით.
-აუ კაი რა ან, ნუ მიბრაზდები!
-რას ნიშნავს ნუ გიბრაზდები გოგო?! არ უნდა გეთქვა ანდეაც, რომ მოდიოდა.
-ბოდიში დამავიწყდა, თან რომ მეთქვა აღარ წამოხვიდოდი!-ვუთხარი და პატარა დასჯილი ბავშვივით თავი დაბლა დავხარე.
-კარგი, წამოდი ეხლა თორე სირცხვილია, გველოდებიან.-მითხრა და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული, ფეხის ბაკუნით გავიდა დერეფანში.თუმცა შევაჩერე.
-ანა, ერთი წუთით. რაღაც მინდა გკითხო! ხომ იცი ხვალ რა დღეცაა?! ხოდა ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია, ვუთხრა თუ არა ამის შესახებ გაბრიელს!-ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე.
-რა თქმა უნდა, უნდა უთხრა ეკა. რამე, რომ მოგივიდეს მერე?
-ხომ მაგრამ, რომ არ მომცეს უფლება იქ წასვლის? მე ვალდებული ვარ ეს გავაკეთო! მაშინ მოდი ასე მოვიქცეთ. ეს ყველაფერი ხვალ, შენ უთხარი. იმის შემდეგ რაც მე სახლიდან გავალ. ისიც აუხსენი მე რატომ ვუმალავდ სიმართლეს, თუ მართლა ვუყვარვარ გამიგებს! დაფიქრდი, სხვანაირად არ შეიძლება!
-კარგი, შენ როგორც გინდა ეკა!
კინოსთვის ბიჭებმა პოპკორმი და ცივი სასმელებიც იყიდეს, დარბაზში შევედით და დიდი მონიტორიც განათდა. გაბრიელი, რა თქმა უნდა, ჩემს გვერდით დაჯდა. ჩემი ხელის მტევენი მისაში მოიქცია და სკამზე კონფორტულად მოთავსდა. ცოტა არ იყოს, ასე ჯდომა მეუხერხულებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში შუქი ჩამქრალი იყო. რამდენჯერმე ვცადე ხელის განთავისუფლება, გავიბრძოლე, თუმცა ამაოდ. ფილმი არც თუ ისე საშიში აღმოჩნდა. თუმცა ჩემს ანუს მაინც შეეშინდა. უნდა გენახათ, როგორი აწყალი სახით დადიოდა. შემდგომი პერიოდი. მერე ცოტა ვისეირნეთ და სახლისკენ გავწიეთ. აი, ხვალინდელი დღე კი საშინელი იქნება! ამას ვგრძნობ! თუმცა რა ვქნა?! მე უნდა შევცვალო ბედი!

--------------------------------------------------
ესეც ახალი ტავი. იმედია მოგეწონებათ. შემდეგს ხვალ დავდებ. ხვალინდელი თავი ფინალური არ არის, ჯერ კიდევ ბევრია მოსახდენი! აბა თქვენ იცით შემიფასეთ!



№1  offline წევრი mariami18

მაგარია, ველოდები მომდევნო თავს

 


№2 სტუმარი Nino

Zalian kargia

 


№3  offline წევრი ნეპტუნიელი

mariami18
მაგარია, ველოდები მომდევნო თავს

Nino
Zalian kargia

მიხარია, რომ მოგწონთ!

 


№4  offline წევრი რიტა

ვაიი ინტერნეტი არმქონდა და ვერ წავიკითხე. ახლა დაგვიანებით ვწერ კომენტარს კარგი იყო მაგრამ პატარა შემდეგი თავიც არ დაგიდვია. მალე დადე რაა მაინტერესებს ძალია. გელი შემდეგით წარმატებები...^^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent