სიზმრის ქურდი (თავი XXII)
გაბრიელმა სახლამდე. -ხვალამდე! -ხვალამდე!-ვუთხარი და კარებისკენ შევტრიალდი, რომ სახლში შევსულიყავი, თუმცა გაბრიელი ხელს არ მიშვებდა. -დამშვიდობება?!-მითხრა ღიმილით. -ხომ დაგემშვიდობე?-გავიკვირვე.-მე სხვანაირი დამშვიდობება არ ვიცი-მივხვდი საითკენაც უმიზნებდა და ამიტომ სახლში სწრაფად შევედი. ოთახში ავედი, დღევანდელი დღის მერე დაღლილი ვიყავი და ლოგინზე წამოვწექი. ვიფიქრე ცოტას დავიძინებდი. თვალები დავხუჭე და ფიქრი შევწყვიტე. სადაცაა ჩამთვლემს, და ამ დროს ვიღაც პირდაპირი მნიშვნელობით ზედ დამახტა. -ეკუ, ეკუ გაიღვიძე!!!!-ყურში ჩამყვირა ანასტასიამ და შემაჯანჯღარა. -აუუ... ან მეძინება რა...-ამოვიზმუვლე და გვერდი ვიცვალე. -ძაან მაგარი რაღაც მოგიტანე... ბიძაჩემმა გაჩუქა!!!-მითხრა და ისევ შემაჯანჯღარა. მეც სხვა რა გზა მქონდა თვალები გავახილე: -იმედია, ეგ რაღაც ჩემს გაღვიძებდ ღირდა-ვუთხარი და თითით პატარა ყუთზე მივანიშნე.-თორემ ვერ გადამირჩები. -კი... კი ძაან მაგარია-მითხრა და ყუთ მომაჩეჩა-მიდი, გახსენი!!! მეც შევუდექი ყუთის გახსნა და ხელში პატარა, ერთ თვლიანი უბრალო საყურეები შემრჩა: -ბიძაშენმა საყურეები მაჩუქა-ვთქვი გაკვირვებულმა და მერე ანას ავხედე-დიდი მადლობა გადაეცი, მაგრამ ამისთვის გამაღვიძე?! -დამაცადე მოყოლა და გეტვი, ჯერ ერთი ეგენი ჩვეულებრივი საყურეები არ არის. საყურეების თვლები, ერთგვარი ღილაკებია. შიგნით კი სასმენი აპარატია. ამ ღილაკს თითს დააწვები და ის ხმები რაც შენ გესმის, ისინიც გაიგებენ , ვისაც მოსასმენი აპარატი აქვს, ანუ ბიძაჩემს დამის განყოფილებას.-მითხრა და გამიღიმა. -რაა?-გაკვირვებამ და სიხარულისგან ვერ გამეგო რაც მეუბნებოდა ანა. -ხო, სწორად გამოგე. ხომ მაგარია. მათ მითხრეს, რომ როგორც რეზოსთან მიხვედი კომპანიაში და რაღაც კითხვები დაუსვი ასევე უნდა მიხვიდეე გია ასათიანთანაც და მის კაბინეტში ერთ-ერთ საყურეს ჩართულს დატოვებ სულ ეს არის. გრისკვა არ მოგიწევს, ძალიან მარტივია. -ხო, მართალი ხარ უმარტივესია, თუმცა იმ კაბინეტში, რომ არ ისაუბროს ამ მკვლელობაზე? მერე? -ეკა, შენ მაგაზე ნუ ფიქრობ! ის უნდა გააკეთო რაც გევალება! გასაგებია? -კი. გაბრიელს ხვალ შენ ეტყვი, ხომ? -კი, ეგ მე მომანდე. ხვალ არ შეგეშინდეს, მეც ბიძაჩემთან ერთად ვიქნები და ყველაფერს მოვუსმენ, რასაც იქ ისაუბრებთ! ჩათვალე, რომ შენთან ერთად ვარ! ხომ იცი, მეც ვერ წამოვალ,რომ შემეძლოს დაუფიქრებლად წამოვიდოდი. -ვიცი... ვიცი... არაუშავს, არ მეშინი, ხომ არ შემჭამს? მართალია, რომ მკვლელი, თუმცა არ ვაგრძნობინებ, რომ მასზე ვიცი. _______________________________________________________________ ანას წასვლის შემდეგ დასაძინებლად დავწექი. "მათ გეგმას არ მიჰყვე! არაფერი გამოუვათ!" "რატომ?"-ჯერ ქალს ვერსად ვხედავდი, თუმცა ხმა ყველა მხრიდან მესმოდა. "კომპანიაში, თუ მიხვალ ის იქ არ დაგხვდება" "მაშინ რა ვქნა?" "შენ არაფერის გაკეთება არ მოგიწევს, გზას მე გიჩვენებ" დილით, რომ გავიღვიძე ეს სიზმარი, თუ რაც ჰქვია, კარგად მახსოვდა. ჩემებთან ერთად ვისადილე, მერე დათოსთან ერთად ტელევიზორს ვუყურე, რაღაც კარგი მულტფილმი გადიოდა. და საათს, რომ დავხედე 4 ხდებოდა. ოთახში გავედი. ჩანტაში საჭირო ნივთები ჩავალაგე:ჯიბის დანა, ფანარი და ა.შ რადგანაც მასთან კომპანიაში არ მომიევდა წასვლა, ესეიგი შეიძლბა ისეთ ადგილას მივეყვანე გაბრიელის დედის მოჩვენებას, რომ შესაძლოა ეს ნივთები დამჭირვებოდა. ჩანთაში მობილურიც ჩავაგდე, ანას მოტანილი საყურეები გავიკეთე და სახლიდან გავედი. სად მივდიოდი? არ ვიცი. ტვინი ვერ ხვდებოდა სად მიდიოდა, სხეული კი ქვეცნობიერულად მიუყვებოდა გზას. ადგილები საერთოდ არ მეცნობოდა. არც კი ვიცოდი სად ვიყავი, თუმცა ჩემი ფეხები სიარულს არ წყვეტდნენ. ერთ შენობას მოვუარე, და ხალხიც უცაბედად გაქრა. ამ შენობის უკან, უამრავი ავტოფარეხი იყო. თუმცა ხალხი არსად ჩანდა. თავი მარჯვნივ მივაბრუნე და დიდი შავი ჯიპი დავინახე, მაშინ ხილვაში, რომ ვნახე ისეთი. ამ მანქანის გვერდით შავებში ცაცმული კაცი და მის გვერდით პატარა გოგონა. მოიცადე ეს უბრალოდ პატარა გოგონა კი არა, თიკაა!!!! -თიკა?!-დავიჩურჩულე და მისკენ წავედი. კაცი თიკას რაღაცას ელაპარაკებოდა. მერე ის ხელში ძალით აიყვანა და მანქანაში ჩატენა. მეც მასთან მივირბინე და ხმამაღლა წამოვიყვირე მისი სახელი. ჩემს უკან ვიღაცის მოახლოვება ვიგრძენი მერე კი პირისახეზე რაღაც სველი ხელსახოცი მომადეს, საზიზღარი სული ჩავისუნთქე და თვალები თავისით დამეხუჭა. მერე არ ვიცი რა მოხდა, თუმცა ბუნდოვნად მესმოდა და ვგრძნობდი რაღაც ხმებს. თვალები, რომ გავახილე თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ყველაფერი უცბად გამახსენდა და ვცადე საყურესთვის ხელი მომეკიდა, თუმცა ხელები ვერ გავამოძრავე. თვალები კიდევ უფრო ფართოდ გავახილე და დავინახე, რომ სკამზე ვიყავი მიბმული, ხელები კი სკამის სახელურებზე მქონდა მიტმასნილი. თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე. მინდოდა გამეგო სად ჯანდაბაში ვიყავი. თუმცა ირგვლივ, მხოლოდ დაბზარული კედლები და ნესტის სუნი იყო. ჩემგან ცოტა მოშორებით თიკაც ეგდო თუმცა ის ჩემსავით დაბული არ იყო. ჯერ მოძრაობა დავიწყე, უაზროდ ვხტუნავდი აქეთ-იქით და როცა მივხვდი, რომ ამით ვერაფერს გავაწყობდი მერე თიკას გაღვიძეა ვცადე: -თიკა! თიკა, გაიღვიძე-როგორც შემეძლო ჩუმად, თუმცა მტკიცედ ვამბობდი. კარების ხმა გავიგე და ოთახში ჯერ ორი ერთნაირად ჩაცმულ დახურული კაცი სემოვიდა, მათ შემდეგ კი მესამე კაცი. მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო გია ასათიანი. -ჩვენ სტუმარს გაუღვიძია!-ირონიუად მითხრა.როგორც შემეძლო შიში და ყველაფერი უარყოფითი ემოცია უკან მოვისროლე და თავდაჯერებულმა ვუთხარი. -დამცინით, ამხელა კაცებს ჩემი გეშინიათ?!მაგრამ გასაკვირი არცაა სპილო ჭიანჭველის დანახვაზე, ხომ თრთის!-ახლა, როგორმე საყურეს უნდა მივწვდე. -შენი რატომ უნდა მეშინოდეს? საერთოდ თუ იცი ვინ ვარ? -არა, არ ვიცი და არც მაინტერესებს!-უტიფრად ვიცრუე-და თუ ჩემი არ გეშინიათ მაშინ 16 წლის გოგო დაბმული რატომ გყავართ? სამ 2 მეტრიან კაცს რას ვუზამ? -ჩემი გამოწვევა გინდა? -თქვენი გამოწვევა კი არ მინდა, იმდენი ტვინი მაინც მაქვს, რომ ვხვდები. ტყუილ უბრალოდ თიკას არ მოიტაცებდით და მერე მეც არ მიმაყოლებდით. -მართალი ხარ, თიკა უბრალოდ არ მოგვიტაცია, თუმცა შენ არც კი გიცნობ. უბრალოდ როცა თიკა დაინახე და სავარაუდოდ ჩვენი მანქანის მოდელი და ნომერიც იცი, სახიფათო იქნებოდა შენი იქ დატოვება. ამიტომ როგორც იტყვიან ხელს გავაყოლეთ. -ვიცი, რომ როცა ამის დრო მოვა მომკლავთ შეიძლება ახლა ამის გასაკეთებლადაც შემოხვედით და ამიტომ არ მინდა ჩემი ბოლო წუთები ხელ-ფეხ შეკრულმა გავატარო. ძალინ გთხოვთ მომეცით უფლება სიკვლილს, ისე არ შევხვდე, როგრც ტყვე. -ოჰო, ერთი ამას შეხედეთ როგორი მამაცია?! შენს ადგილას ბევრი პანიკაში ჩავარდებოდა.-ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ-კარგი გაუხსენით ხელ-ფეხი. თოკებისგან ნატკენი ადგილები ხელით დავიზილე და ხელი ყურისკენ შეუმჩნევლად წავიღე, მერე კი საყურის თვალს თითი მივაჭირე. -მადლობა. და მაინც თიკას მოტაცება რაში გჭირდება? რა დაგიშავა? -მან არაფერი დამიშავა. თიკა ეთგვარი სატყუარაა მამამისისთვის, როცა გაიგებს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი მე მყავს. მაშინვე აქ წამოვა და მერე მე მას ყველაფერს ვაზღვევინებ. 5 წლის წინ დაშვებულ შეცდომას გამოვასწორებ. -ხო, მაგრამ ეს ხომ უსამართლობაა. თიკა აქ არაფერს შუაშია. მარ რატომ უნდა აგოს პასუხი მამის გამო? -რას ვიზავთ? ცხოვრება უსამართლოა! რეზოს ყოველთვის ყველფერი კრგი ხვდებოდა. შესანიშნავი ოჯახი, შესანიშნავი სახლი, იდიალური მანქანა, იდიარული კომპანია, იდიალური ცოლი-ნუცამაც კი ის აირჩია.-თვალები სიბრაზით აევსო.-თუმცა მე არ მინდოდა მისი მოკვლა, მეგონა იმ დაჭყევლილ მანქანაში რეზო იჯდა. მან მე ყველაფერი წამართვა რაც მიყვარდა, რაც კი ჩემთვის ძვირფასი იყო. ახლა კი მე წავართმევ ყველაფერს. -ეკა!!!-შორიდან გაბრიელის სასოწარკვეთილი ხმა გავიგე. -რაა? გაბრიელს აქ რა უნდა?-ჩუმად ვთქვი და მერე სხვა რამ დავიყვირე-გაბრიელ წადი აქედან ახლვე წადი. დროზე!!!!-თუმცა ხმა ნელ-ნელა ახლოვდებოდა. გაბრიელი იმ ოთახში შემოვიდა სადაც დანარჩენები ვიყავით. -შესანიშნავია! ახვლედიანის უფროსი ვაჟიც აქ არის!-მერე იმ ორ კაცს ანიშნა თვალით, რომ გარეთ გასულიყვნენ.-კარგი, აბა პირველი ვინ მოვკლა? სატყუარად თიკაც მეყოფა. დუმილია? კარგი მაშინ მივიღე სიამოვნებას და რეზოს ძვირფას ვაჟს მოვკლავ!-როცა ეს სიტყვები ჩემს ყურებამდე მივიდა ტვინმა ვერაფერი გაიგო, თუმცა სხეულმა თავისით დაიწყო მოძრაობა. გაბრიელი ჯერ კიდევ გაკვირვებული იყო, ვერც კი ხვდებოდა აქ რა ხდებოდა. საერთოდ რა მინდოდა აქ. მე ხომ ახლა ასათიანის კომპანიაში უნდა ვყუფილიყავი. 3 წამში, იარაღის შემაძრწუნებელი ხმა გავიგედა მუცლის ღრუში საშინელი ტკივილი. ჩავიკეცე და მხოლო მაშინ მივხვდი ყველაფერს, როცა გაბრიელის უფრო დაბოხებული ხმა გავიგე! ისიც შემთან ერთად ჩაიკეცა და გულზე მიმიხუტა. სიტყვები გაურკვევლად მესმოდა. ვხედავდი, მის ამღვრელ დაურკვეველ თვალებს. კიდევ ვხედავდი, როგორ მეუბნებოდა რაღაცას,თუმცა ამდენი სიტყვიდან მხოლოდ რამდენიმე გავიგე: -ეკა, ჩემო პატარა ეს რატომ გააკეთე?! -შეყვარებული ადამიანი ყოველთვის სჩადის სისულეეებს!-მისი სიყვები გავიმეორე და ლოყაზე ჩამოგორებული ცხელი ცრემლი ვიგრძენი, მერე თვალები დამიმძიმდა და ირგვლივ დაბნელდა, ყველაფერი მიწყნარდა. ------------------------------- დიდი გამომივიდა, შემიფასეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.