გამოღვიძება
– გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა, დროშები ჩქარა! – ომახიანად დასჭექა მეთაურმა. – თავისუფლება მომწყურდა, თავისუფლება. – ბანი მისცა იქვე მდგომმა ოფიცერმა და წელში გაიმართა კმაყოფილმა, რომ შესაძლებლობა მიეცა თავი წარმოეჩინა, ზუსტი ფორმულირება შემდეგი სტრიქონის ვერ გაიხსენა, თუმცა ამას ოდნავადაც არ შეუშლია ხელი, თავის წარმოჩენის შანსის ხელიდან გაშვება სამარცხვინოდ და გაუმართლებლად მიაჩნდა. დილის ექვსის ნახევარი იქნებოდა, მზემ ჩვეული სიდინჯით დაიწყო ამოსვლა, მოწინააღმდეგეს საჰაერო იერიში მთელი ღამე გრძელდებოდა, ნახევარი საათის შეწყვეტილი იქნებოდა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყოველ ღამით იბომბებოდა ქალაქი. ერთ დროს სიცოცხლით სავსე, ცამდე მიბჯენილი სახლებით, ეხლა ნანგრევებად ქცეულიყო. თავდაპირველად ქალაქი ჩვენი მეთაურის მხარემ აიღო, მოულოდნელი იერიშით, სულ რაღაც 2 დღე დასჭირდა ქალაქის დაპყრობას, მეთაურის ლაქიამ (ასე ეძახდნენ მას ზურგს უკან, თუმცა პირში თქმას ვერ უბედავდნენ, ყველა ერიდებოდა მის მლიქვნელ ხასიათს) ქალაქის აღების შემდეგ კმაყოფილებით აღსავსემ დამცინავად აღნიშნა თუ რა უსარგებლო შენობებით იყო ის სავსე. – რომ არაფერი ვთქვათ ასობით სრულიად უფუნქციო შენობაზე, სკვერებსა თ სხვა მხატვრული ელემენტებით აღსავსე ნაგებობებზე, უდიდესი შეცდომა რაც აქ დაუშვიათ ეს შუშის შენობებია, ყოველნაირად გაუმართლებელია ჩვენს დროში ასეთი დინდაუხედაობა გამოიჩინო და გამოიყენო ომის დროს არაგამძლე მატერიალი. ან კიდევ ეს არქიტექტურული ძეგლები, რომლებსაც არაფერი სარგებელი არ მოაქვთ, ჯობდა ქალაქის გამაგრებაზე ეფიქრათ და ეს თანხები უფრი მნიშვნელოვანი მიზნებისათვის გამოეყენებინათ. რომ გეკითხათ თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მნიშვნელოვანი ის უამრავ მაგალითს მოიყვანდა, და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არც გაუჭირდებოდა საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ქალაქის აღებისთანავე ყველა არამყარი შენობა განადგურდა, ხოლო შედარებით გამძლე შენობებში მეთაურის ბრძანებით ჯარისკაცებისათვის სამკურნალო პუნქტები და სხვადასხვა ომის დროს საჭირო ობიექტები განალაგეს. ამ ამბის შემდეგ უკვე რამოდენიმე თვე გასულიყო, არაერთი ქალაქი და სოფელი გაანადგურეს თავის გზაზე მეთაურის ჯარებმა, თუმცა ბოლო 1 თვეა მათ უკან დახევა მოუწიათ. მოწინააღმდეგეს მოულოდნელი მოკავშირეები გამოუჩნდათ და მტერს უკან დახევა აიძულეს. ამჟამად აღნიშნულ ქალაქში განლაგებულ მეთაურის ჯარებზე მუდმივ საჰაერო იერიშს ახორციელებდნენ, რათა დაესუსტებინათ ისინი და სახმელეთო იერიშისთვის ემზადებოდნენ. ორივე მხარეს კარგად ესმოდა, რომ თ არაფერი შეიცვლებოდა ქალაქის დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხი იყო. მზე უკვე ბოლომდე ამოსულიყო, სხივები ყველა ჭუჭრუტანაში შეღწევას ლამობდნენ, თითქოს არ ეგუებოდნენ, რომ სადმე შეიძლებოდა მათ გარეშე გათენებულიყო. ქალაქის ქუჩებში აქა–იქ სამოქალაქო სოფრმებშ ჩაცმული ხალხი გამოჩნდა, ისინი ქალაქის მკვიდრები იყვნენ, რომლებმაც თავის დროზე გაქცევა ვერ მოასწრეს და ეხლა მთელ დღეებს სამალავებში ატარებდნენ, თუმცა შიმშილისაგან და წყურვილისაგან შეწუხებულებს მაინც უწევდათ ზოგჯერ სამალავებიდან გამოსვლა. ჯარისკაცები არ ერჩოდნენ მათ, თუმცა ისინი მაინც ერიდებოდნენ თვალში მოხვედრას. უკვე რამოდენიმე კვირა იყო მზიანი დღე არ გათენებულიყო, ცდუნება იმდენად დიდი იყო ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო და გარეთ გამოვიდნენ, თითქოს მზეს ეფიცხებიანო, იდგნენ და ცისკენ მიეპყროთ თვალები, ზოგჯერ ეჭვის თვალით გამოიხედებოდნენ შენობისაკენ სადაც ჯარისკაცები იყვნენ განთავსებული. – ამათ უყურე რამდენი დარჩენილან კერ კიდევ – წამოიწყო საუბარი ლაქიამ, თუ სიჩუმე დიდხანს გრძელდებოდა ის თავს ვალდებულად თვლიდა საუბარი დაეწყო, რადგან ფიქრი, როგორც ის ამბობდა, არის უსაქმური და ზარმაცი ხალხის მოგონილი. – მზე აშკარად ჩვენ მხარესაა, აბა გაბედონ ამ ურჯულოებმა და დღისით გადმოვიდნენ შეტევაზე! – ასე თუ გაგრძელდა ეგეც მალე მოხდება – პასუხად ჩაილაპარაკა იქვე მდგომმა ჯარისკაცმა. – რა?! დღისით? მაგათ ხომ მხოლოდ ღამით შეუძლიათ რამის გაკეთება, როცა მათ ვერ ხედავენ. – ჩვენ კარგად ვხედავთ მათ ღამითაც, მაგრამ უძლურნი ვართ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები უკვე დიდი ხანია მწყობრიდან გამოვიდნენ, ისღა დაგვრჩენია ვიჯდეთ და ველოდოთ დღითი დღე როგორ მოწყინდებათ ჩვენი უმწეო ძაღლებივით ხოცვა. – გაუგონარი პესიმიზმია, როგორ ბედავ ასეთი ინფორმაციის გავრცელებას, ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება ლაპარაკზე რომ არაფერი ვთქვათ, მეთაური რომ ვიყო უკვე გაცემული მექნებოდა შენი დახვრეტის ბრძანება! – მეთაური რომ იყო მე აქ არ ვიქნებოდი. –კმარა! შეწყვიტეთ! – მკაცრად შეაწყვეტინა მეთაურმა. – ლაქია 10 კაცი შეკრიბე და შეამოწმე რა მდგომარეობაშია ჩვენი ობიექტები. კამათი შეწყდა, ლაქიას აშკარად კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, მან უცებ შეარჩია ათი კაცი, რომელთა შორის ერთი შრამიანი, 30 წლამდე რიგითი ერია. ადვილი მისახვედრი იყო რომ მრავალ ომგამოვლილი იქნებოდა, ხმას იშვიათად იღებდა, მაშინაც კი როდესაც რაიმეს ეკითხებოდნენ უხმოდ აკეთებდა რასაც მისგან მოელოდნენ. ლაქიას ის დიდად არასოდეს მოწონდა, მდუმარე ადამიანები მასში უნდობლობას იწვევდნენ, თვითონაც არ იცოდა რატომ შეარჩია ის ერთ–ერთ გამყოლად, ალბათ უბრალოდ ცდილობდა მალე გასულიყვნენ გარეთ და დავალება შეესრულებინა. ქუჩაში ჯერ კიდევ ცეცხლის კერები შემორჩენილიყო, ჯარისკაცების დანახვაზე ხალხი შეკრთა, მზისკენ აიხედეს, თითქოს ემშვიდობებიანო მას და სამალავებს მიაშურეს. – თქვენი დროც მალე მოვა, ურჯულოებო! ამ ქვეყნად არავის არაფერი შერჩენია თქვენ რომ შეგრჩეთ! ასე არ არის? – კითხვით მიმართა ლაქიამ უახლოეს ჯარისკაცს, რომელიც მისდა გასაკვირად შრამიანი აღმოჩნდა. – თუმცა შენ რა გაგეგება, სამყაროს თავისი კანონები აქვს, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას. – რა არ შერჩება ამ ხალხს? – ყველასათვის გასაკვირად უპასუხა შრამიანმა, მისი ხმის გაგონება იშვიათი მოვლენა იყო. – ნუთუ მათ შენი ვალი აქვთ? – რათქმაუნდა აქვთ, და არამარტო ჩემი, ყველა ჩვენგანის, მთელი სამყაროს ვალი აქვთ, მაშინ როცა ხალხი შიმშლობდა ისინი აქ სამოთხესავით ცხოვრობდნენ, ეს უღმერთობაა! – კი მაგრამ სხვებს ვინ დაუშალა კარგად ცხოვრება? ეს ქალაქი რა კავშირშია სხვების უბედურებასთან? – პირდაპირ კავშირშია! ღმერთმა ყველა თანასწორად შექმნა, დაუშვებელია ერთნი ყოველდღე ბედნიერად ცხოვრობდნენ, მეორენი კი მცირედ ბედნიერებას იყვნენ მოკლებული, ამის უფლება არავის აქვს. ოდითგანვე ასე იყო, თუ ვინმე სხვის კუთვნილ ბედნიერებას მიითვისებს ის აუცილებლად გაუბედურდება! ღვთის ნებაა ასეთი! – ანუ გამოდის რომ ამ ხალხს ჩვენ ღვთის სახელით ვსჯით? მე კი მეგონა მათი კანის ფერის გამო ვებრძოდით. – ერთიც და მეორეც, მთავარი კი ისაა რომ ეს ხალხი მშვიდობისათვის ისჯება, მომინდომეს მშვიდი ცხოვრება. ახლა თუ სიმშვიდე დაისადგურებს, ათასწლეულების მანძილზე დაღვრილი სისხლი ამაო ყოფილა მაშინ?! ეს პროცესია, სიამოვნება პროცესშია და არა დასრულებულ ქმედებაში, გინახავს მიღწეულით დაკმაყოფილებული ადამიანი? შემოქმედსაც ეს უნდოდა და მაგიტოამც შეგვქმნა ასეთი გაუმაძღრები. სიმშვიდე აუტანელი მდგომარეობაა, მასში თავს არარაობად, მიგდებულად, არასრულყოფილად გრძნობ, კაცობრიობის ნამდვილი სახე და ხასიათი ერთმანეთთან განუთავებელ ქიშპობაში ვლინდება! თუ სიმშვიდეს ეძებ ესე იგი არ ცხოვრობ! აი მაგალითად შენ რისთვის იბრძვი? ნუთუ შენც ეჭვი შეგპარვია ჩვენს იდეალებში?! შრამიანი ერთი წამით ჩაფიქრდა – მე უბრალოდ მსურს ცხოვრებისაგან მივიღო სიამოვნება, აღარ მსურს ვინმეს რაიმე ვუმტკიცო, არ მსურს დავხარჯო დრო იმ ხალხთან ურთიერთობაში, რომლებიც ვერ მიგებენ, არ მინდა სხვის აზრებში ჩავერიო, მინდა უბრალოდ ვიცხოვრო აწმყოთი. – შენგან ამ სიტყვებს არ მოველოდი, – გაკვირვებით მიაშტერდა ლაქია შრამიანს – უამრავი ომი გაქვს გამოვლილი და ეხლა აცხადებ რომ არ გინდა სხვის ცხოვრებაში ჩაერიო? გაქვს კი ამის უფლება?! შრამიანს არაფერი უპასუხია, მისი ყურადღება ცაზე რამოდენიმე შავ წერტილს მიეპყრო, რომლებიც უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდნენ. რამოდენიმე წუთში აშკარა იყო რომ ქალაქისკენ მტრის მოიერიშე თვითმფრინავები მოფრინავდნენ, ლაქია ამ ფაქტმა ისე აღაშფოთა რომ ადგილს ვერ პოულობდა, – როგორ ბედავენ! იმეორებდა ის და დაბნეულობისაგან ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, ქალაქში დაბომბვის მომასწავლებელი სირენების ხმა გაისმა, ჯარისკაცები ლაქიას მიაშტერდნენ, ყველა მისგან ელოდა ბრძანებას, ის კი შიშს აეტანა და თვითონაც ვერ გაეგო როგორ ემოქმედა. შრამიანი მიხვდა რომ გადაწყვეტილება სასწრაფოდ იყო მისაღები , თორემ მალე უკვე გვიანი იქნებოდა. ირგვლივ მიმოიხედა, ოციოდე მეტრში ჩამონგრეული შენობა შეათვალიერა, რომლის პირველი სართული თავშესაფრად გამოსადეგაგ ივარგებდა, უკეთესის ძებნის დრო არ იყო, მან ყველას ანიშნა შენობისკენ, მათაც უსიტყვოდ სწრაფად გაეშურნენ შენობისკენ, საჭირო გახდა ლაქიას ხელით წაყვანა, ის იმ დონეზე აეტანა შიშს მუხლები უკანკალებდა და საკუთარი ფეხით მისვლას ძალიან დიდხანს მოანდომებდა. შიგნით შესვლისთანავე შესავლელის და რამოდენიმე ღია სივრცის ამოვსება დაიწყეს, რათა ახლო აფეთქების შემთხვევაში ნამსხვრევებს შიგნით ვერ შეეღწია. ლაქია დამშვიდებულიყო, უკვე ბრძანებებს იძლეოდა რომ ღია სივრცე არ დაეტოვებინათ. პირველი აფეთქება თავშესაფრისგან საკმაოდ შორს მოხდა, მეორეც და მესამეც წამების შუალედებით მიყვნენ. სულ ოცამდე აფეთქება დათვალეს, უახლოესი ბომბი სამალავიდან 100–150 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა, ლაქია საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, წუთის წინანდელი დამფრთხალი ჯარისკაცისაგან ის თვითკმაყოფილებით აღსავსე პიროვნებად ქცეულიყო. – აი მოფიქრებაც ესეთი უნდა! მეთაური აუცილებლად გაიგებს შენი ვაჟკაცობის შესახებ შრამიანო. სიმართლე გითხრა თავიდან ვინანე კიდეც შენ რომ წამოგიყვანე, ეხლა კი ვხვდები რომ შემთხვევით არაფერი ხდება, ვინ იცის შენი გამოცდილება რომ არა ბევრი ამათთაგანი შეიძლება ვერც გადარჩენილიყო! – ამ სიტყვებზე მან ჯარისკაცებს გადახედა, მის სიტყვებში ეჭვის ნატამალიც არ იგრძნობოდა. ერთ–ერთი ფანჯარა ბოლომდე ვერ ამოევსოთ, სწორედ მასთან მივიდა ლაქია და შეეცადა გაერკვია გარეთ რა ხდებოდა. – ეს ურჯულოები თავისიანებსაც კი არ ინდობენ! რა უღმერთობაა! – ნიშნის მოგება უფრო იყო მის ხმაში ვიდღე უღმერთობის გამოვლინებისაგან აღშფოთება. შუა ქუჩაში პატარა ბავშვის სილუეტი გამოჩნდა, გაუგებარი იყო როგორ აღმოჩნდა ის იქ, ან რას აკეთებდა, ეტყობა მშობლებს დაკარგვოდა სირენების ხმაში, ან იქნებ არც ჰყავდა მშობლები. 4–5 წლისა თუ იქნებოდა, ხელში სათამაშო ჩაებღუჯა და ხან ცაში იყურებოდა ხან კი გარშემო დაბნეული მიმოიხედებოდა, თითქოს ელოდა როდის შეიძლებოდა თამაშის დაწყება. ჯარისკაცებმა ფანჯარასთან მოიყარეს თავი, ყველას დააინტერესა მარტოხელა ბავშვის ბედმა. შრამიანი რამოდენიმე წამით მიაშტერდა ბავშვს, სურდა დარწმუნებულიყო ხომ არაფერი ეშლებოდა, როგორც კი დარწმუნდა ჩახერგილ შემოსასვლელს მიაშურა და ელვის სისწრაფით დაიწყო დახერგილი შესასვლელის გათავისუფლება. – რას აკეთებ, ახლავე შეჩერდი! დაბომბვა ჯერ არ დასრულებულა, შენ რა გინდა ყველა ჩვენგანი დაგვღუპო?! შრამიანს ყურადღება არ მიუქცევია ლაქიას სიტყვებისათვის, ერთადერთი რაზეც ის ახლა ფიქრობდა – რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო გარეთ რომ არ დაეგვიანებინა, ყოველი წამი მნიშვნელოვანი იყო. – შეჩერდი მეთქი, გიბრძანებ! უფლებას არ მოგცემ ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ის ბავშვი უკვე განწირულია, ის ჩვენი მტერია, შენ კი ცდილობ მტერი დაიცვა? ასეც რომ არ იყოს მისი სისხლი ჩვენზე არ იქნება, მას თავისიანები უპირებენ მოკვლას! ამ სიტყვების ლოგიკურობამ ერთი წამით ყველა ჩააფიქრა, სრულებით საკმარისი იყო ეს მოსაზრება იმისათვის რომ უმოქმედობით გამოწვეულ ბავშვის სიკვდილის გამო სინდისის ქენჯვა არ ეგრძნოთ, წამიერი დუმილი ლაქიამ რაღათქმაუნდა თავის სასარგებლოდ აღიქვა. – გიბრძანებ ის ბავშვი სასიკვდილოდ გაიმეტო და არაფერი მოიმოქმედო! შრამიანი შეჩერდა, ლაქიას გახედა, თითქოს მისვლაზე დროის დაკარგვა არ უნდაო ისეთი მზერა მიაპყრო მას, ლაქია მიხვდა, რომ სიტყვებით ვერას გახდებოდა და ბრძანება გასცა მისთვის ხელი შეეშალათ, გასამხნევებლად შეახსენა მათ რომ თუ ასე არ მოიქცეოდნენ ყველა მათგანის სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდებოდა. როგორც კი ჯარისკაცებმა სიცოცხლის საფრთხე რეალურად აღიქვეს შრამიანს მიცვივდნენ და ძალით მოაშორეს შესასვლელს, მიუხედავად გაცხოველებული წინააღმდეგობისა მოახერხეს მიე მეორე მხარეს გამოყვანა. – ლაქია არ გააკეთო ეს, მე ვერ ვიცოცხლებ თუ ჩემ ხელებზე ბავშვის სისხლი იქნება! ვინ მოგცა ამის უფლება, გამიშვი ლაქია, გამიშვი თორე განანებ. – მემუქრები კიდევაც? სულ დაგიკარგავს საღად აზროვნების უნარი, მაინც რა ნახე ამ ბავშვში ასეთი განსაკუთრებული? წარმოიდგინე რამდენი ბავშვი დააობლე ამდენი წლის მანძილზე, იქნებ უკეთესიც კი არის რომ მან ახლა დაასრულოს სიცოცხლე და ვერ იხილოს მთელი ის ბოროტება რომლითაც სამყაროა გაჟღენთილი. იქნებ მართალიც იყოს, იქნებ მართლა ჩემი ხელით დაიღუპნენ ამ ბავშვის მშობლები, ამ აზრმა შრამიანს კიდევ უფრო დაუკარგა მოსვენება, მაშინ ხომ მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა. – გამიშვი ლაქია, გთხოვ, გემუდარები, ეს ჩემი შანსია რაღაც კარგი გავაკეთო. ვგრძნობ თუ ამ ბავშვს ვერ დავეხმარები ჩემი სული დაიტანჯება. – ბევრი მოგნდომებია შრამიანო, შენი სული უკვე განწირულია და ერთი ადამიანის ბედი ვერაფერს შეცვლის. ალბათ უკვე მართლაც გვიანია რაიმეს შეცვლა, მაგრამ მე ხომ მისი გადარჩენა არამარტო ჩემი სულის ხსნისთვის მსურს, არამედ მისთვისაც, იქნებ სადღაც ელოდებიან მას,უყვართ ის, ის ხომ სულ პატარაა, ჩვენ ომი სხვა რამის წინააღმდეგ წამოვიწყეთ, თვალები უნდა აგვეხილა ამ ხალხისთვის და სწორ გზაზე დაგვეყენებინა ისინი, ბავშვების მკვლელობა არ შედიოდა ჩვენ გეგმებში! – როგორ შეიძლება ჩვენს იდეალებში ეჭვის შეტანა, ამისათვის აუცილებლად სიკვდილით დაისჯები! – გაცოფებულმა ლაქიამ შრამიანს მიეჭრა და კონდახი მთელი ძალით სახეში ჩაარტყა, სისხლმა იჩქეფა, თუმცა შრამიანი ტკივილს ვერ გრძნობდა, მას ერთ–ერთი ფანჯრიდან ბავშვის მზერა დაეჭირა და ადგილიდან არ ინაცვლებდა, ეშინოდა ამ მზერის დაკარგვის, ცხოვრებაში ამაზე მეტად არაფრის შეშინებია, ბავშვიც გაუნძრევლად იდგა და მას მიშტერებოდა, მის გამოხედვაში შიში არ იყო, უფრო ცნობისმოყვარეობა, თითქოს სათამაშოდ ეპატიჟებიანო, ბავშვმა გაიღიმა, სათამაშოიანი ხელი შრამიანისკენ გამოიშვირა და რაღაც წაიბუტბუტა, ხელში სათამაშო დათუნია ეკავა, მიუხედავად შელახული მდგომარეობისა სახე და თათები მთელი შემორჩენილიყვნენ, მხოლოდ უკანა ფეხები ჰქონდა მოგლეჯილი. ბავშვმა მცირე პაუზის შემდეგ ორივე ხელით ანიშნა შრამიანს რაღაც, თან მხიარულად გაუცინა, გარშემო ისეთი ხმაური იყო 1 მეტრის დაშორებითაც რომ ყოფილიყვნენ მაინც შეუძლებელი იქნებოდა რაიმეს გაგონება, თუმცა შრამიანს ნათლად ჩაესმა ბავშვის კისკისი, მისთვის უკვე მთელ სამყაროს შეეწყვიტა არსებობა, აღარ არსებობდა სამალავი, თვითმფრინავი, ბომბი,ომი, მშვიდობა, ხელოვნება, წიგნი, ნახატი, მუსიკა, მეცნიერება, ყველაფერს აზრი დაეკარგა, ათასი წიგნიც კი ვერ გადმოსცემდა მის გრძნობებს, ვერცერთი ნახატი ვერ დაიტევდა მანძილს მისსა და ბავშვს შორის, ისინი სადღაც სხვა განზომილებაში არსებობდნენ, იქ სადაც ბავშვს უფლება ქონდა ეცხოვრა, მას კი უსასრულოდ ეყურებინა ბავშვისთვის, შეეგრძნო და დამტკბარიყო, ამ გრძნობას არ ჰქონდა საწყისი და დასასრული, ნაკლებად შესაძლებელია მეცნიერებმა ოდესმე იპოვნონ ეს ადგილი, მუსიკამ კი ოდესმე შექმნას რაიმე უფრო სასიამოვნო სმენისთვის ვიდრე ბავშვის კისკისი იყო. შრამიანს არ დაუნახავს როგორ დაეცა ბავშვის ფეხებთან ბომბი, როგორ მოიხედა ბავშვმა მისკენ, ხოლო წამის მეათასედში უკვე აღარც ბავშვი იყო და აღარც ბომბი, მხოლოდ მოგონებები. აფეთქება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ თავშესაფარმა ძლივძლივობით გაუძლო, ლაქიამ შიშით აათვალიერ ჩაათვალიერა საკუთარი თავი, სურდა დარწმუნებულიყო რომ არაფერი დაუზიანდა, შემდეგ გარშემომყოფთ გადაავლო თვალი. შრამიანი კედელთან იატაკზე იჯდა და უაზრო თვალებით მიშტერებოდა იმ ადგილს სადაც ბავშვი ეგულებოდა, მთელი სახე სისხლით ჰქონდა დაფარული. კარგად იცოდნენ რომ თვითმფრინავები ორ–ორ ბომბს ატარებდნენ, შესაბამისად დაბომბვის საშიშროება უკვე აღარ იყო, თუმცა ლაქიას ბრძანებით ათიოდე წუთი კიდევ დაქყვეს შიგნით, გარეთ პირველი ის გამოვიდა, ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს რაღაცას ეძებდა, უკან მალევე შემობრუნდა და ბრძანება გასცა გარეთ გასულიყვნენ და გზა გაეგრძელებინათ. მოულოდნენლად შესასვლელში ვიღაც შემოვიდა, ის შიშით მოუახლოვდა ლაქიას, ყველაზე ახლოს ის იდგა შესასვლელთან, მის წინ მუხლებზე დაემხო და თავის ენაზე რაღაცას უმეორებდა, უცნობი 30 წლამდე ქალი იყო, რაღაცას ეიძულებინა ის აქ შემოსულიყო, ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ეკავა, ხან გულში იკრავდა მას ხან კი ლაქიასკენ იშვერდა და ატირებული ხმით რაღაცას ითხოვდა. – გამეცალე, თავიდან მომწყდი, შენღა მაკლდი. – ლაქიამ ქალს ხელი ჰკრა, ის მუხლებზე დაეცა, ფეხებში ჩაუვარდა და თავისას არ იშლიდა. – ვინმემ იცით რა უნდა ამ შეჩვენებულს? – გააგებინეთ რომ თუ არ გამეცლება ახლავე სიცოცხლეს გამოვასალმებ. – მგონი ვიღაცას ეძებს. – ერთ ერთმა ჯარისკაცმა თავისი აზრი გამოთქვა, მას რაღაცეების სწავლა მოესწრო დამხვდურთ ენაზე. – ეძებს? მერე მე რა შუაში ვარ? აქ არავინაა აუხსენი. ჯარისკაცმა შეეცადა ქალისთვის გაეგებნებინა თუმცა ის თავისას არ იშლიდა, ლაქიას მოთმინება გამოეცალა, მუხლებზე ჩაკეცილ ქალს წიხლი ისე ძლიერ ჩაარტყა რომ ქალი რამოდენიმე მეტრზე გადავარდა. დიდი წვალებით ქალმა მოახერხა ოთხზე დადგომა, ლაქიას ამოხედა და განწირული ხმით დაიყვირა – მკვლელებო! მკვლელებო! – ჩვენი ენა სად ისწავლე შე ურჯულო, გამეცალე მეთქი ბოლოჯერ გაფრთხილებ, მადლობა თქვი რომ აქამდე სული არ გაგაფრთხობინე! ქალს თითქოს არაფერი გაუგონია, ლაქიასთან მიხოხდა და ფეხებზე რტყმევა დაუწყო, მკვლელებო! მკვლელებო! ძალგამოცლილი ხმით იმეორებდა ის. ლაქიამ იარაღი გადატენა და ქალს შუბლზე დაადო, ხელი აუცახცახდა, საკუთარი ხელით არც კი ყავდა ვინმე მოკლული. ქალი წამიერად გაჩუმდა, ის მზად იყო სიკვდილისთვის, მადლობელიც კი იქნებოდა თუ მის ტანჯვას ბოლო მოეღებოდა. მას მეტის ატანა აღარ შეეძლო, მის გულში ის ბოლო ნაპერწკალიც კი ჩამქრალიყო რომელიც ადამიანს გაუსაძლის პირობებშიც კი აიძულებს სიცოცხლისათვის იბრძოლოს. ერთხანს ასე უყურებდნენ ერთმანეთს, ქალმა შეატყო რომ ლაქია გასროლას ვერ გაბედავდა, მან იარაღის ლულას ხელები ჩაავლო, თითქოს სურდა ხელიდან გამოეტაცა. დახურულ სივრცეში იარაღის გასროლა ერთი–ორად უფრო ძლიერი ხმით გაისმა, მას წამიერად მეორე გასროლა მოყვა, გამოცდილი ჯარისკაცი შეამჩნევდა რომ მეორე სხვა იარაღიდან გაისროლეს. ქალისთვის შუბლი გაეპო, თვალები ღია დარჩენილიყო, უსულო სხეული მიწაზე დავარდა, ხელიდან ქაღალდის ნაგლეჯი გადმოვარდა, ეს ფოტო იყო, პატარა ბავშვის ფოტო, იმ ბავშვის რომელიც ცოტა ხნის წინ ქუჩაში მარტოდმარტო იდგა და შრამიანს სათამაშოდ ეპატიჟებოდა. ქალის გვერდით ლაქიას უსულო სხეული დაეცა, მეორე გასროლას მისთვის შიგ გულში გაევლო. ჯარისკაცები შრამიანს მიცვივდნენ, ხელიდან იარაღი გამოსტაცეს და ხელფეხი შეუკრეს. ის არ შეწინააღმდეგებია. დიდ სადარბაზო ოთახში 50–მდე ჯარისკაცი შეკრებილიყო, კარებთან თავშეყრილი ხალხით თუ ვინმსჯელებდით ცხადი იყო რომ მსურველები ბევრად მეტი იყვნენ, თუმცა ოთახი მეტს ვერ იტევდა. ცოტა ხანში ოთახში ხელებშეკრული 2 პატიმარი შემოიყვანეს, ერთი 18–19 წლის, სუსტი, მაღალი აღნაგობისა იყო, ის წინა ღამით დეზერტირობის მცდელობისას შეეპყროთ. მისივე უახლოესმა მეგობარმა, რომელსაც მან გაპარვის გეგმა გაანდო და შესთავაზა მასთან ერთად წასვლა ის მეთაურთან დაასმინა, მას გაქცევა ვერ გაებედა, თუმცა კი თავს უმტკიცებდა რომ ეს გაუმართლებელი საქციელი იყო. მეორე პატიმარი შრამიანი იყო, ყველას ყურადღება მისკენ იყო მიპყობილი, ამიტომაც შეკრებილიყო ამდენი ხალხი, დეზერტირობა იმდენად გახშირდა რომ ყოველდღე ერთი–ორი გაქცევის მსურველის დახვრეტა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თავის გასართობად თუ მივიდოდნენ მათი დახვრეტის საყურებლად. ახლა კი სულ სხვა შემთხვევა იყო, ყველა ცნობისმოყვარეობით ელოდა რა მოხდებოდა. დაპატიმრებულები კედელთან დააყენეს, არცერთს ხმა არ ამოუღია, არც წინააღმდეგობის გაწევა უცდიათ, ახალგაზრდა პატიმარი ხვდებოდა, რომ ყველაფერი უშედეგო იქნებოდა, ბევრჯერ უნახავს როგორ იხვეწებოდნენ სიკვდილმისჯილები შეწყალებას, თუმცა არასოდეს არავინ შეუწყალებიათ, მან პირობა მისცა საკუთარ თავს, რომ არავითან შემთხვევაში არ ითხოვდა სიცოცხლის შენარჩუნებას და არ დაიმცირებდა თავს. ყველანაირად ცდილობდა შიშს არ აჰყოლოდა, კედელზე მიეყუდა რომ აკანკალებული მუხლები არ შეემჩნიათ, მაგრამ იქვე მდგომმა ჯარისკაცმა ხელი კრა და კედელს მოაცილა – იქნებ ბალიშიც მოგიტანო? მომინდომა წამოწოლა! გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა მან, თუმცა მეთაურის ბრძანების გარეშე მეტის უფლება არ მისცა საკუთარ თავს. ცოტა ხნიანი სიჩუმე მეთაურმა დაარღვია, ის შრამიანს მიუახლოვდა: – მართალია რასაც გაბრალებენ? შენ ჩაიდინე მკვლელობა? – მართალია. – მსურს შენგან მოვისმინო რა მოხდა, რისთვის მოკალი ლაქია? – მე ლაქია არ მომიკლავს, მე ბავშვი მოვკალი, პატარა ბავშვი, რომელსაც ჩემი სჯეროდა, მე კი... მე.... მეთაური ერთხენს გაოგნებული უყურებდა, შემდეგ კი მიხვდა რომ შრამიანი არაფრის დამატებას არ აპირებდა: – ანუ ლაქია შენ არ მოგიკლავს?! – ლაქია დიდი ხანია მკვდარი იყო, მე არ ვიცი ვინ და როდის მოკლა ის, მე მას უბრალოდ დავეხმარე იქ წასვლაში სადაც მკვდრების ადგილია. – ამ სიტყვებმა ყველანი კიდევ უფრო დააბნია. – შრამიანო, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის გაფასებდი როგორც ერთგულ მეომარს, შეწყვიტე ეს გაუგებარი ლაპარაკი და პირდაპირ თქვი ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ მკვლელობაში. – აკი თავიდანვე გითხართ კი მეთქი, უფრო მეტკიც, მე ქალიც მოვკალი, ახალგაზრდა ქალი, მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს რადგან მოვკალი დედაშვილური სიყვარული, ბიჭის პირველი სიყვარული, დაბადებაც კი არ ვაცადე უამრავ გრძნობას, უამრავ ბედნიერ მომენტებს რომლებიც მას ელოდებოდა ცხოვრებაში. მე დამნაშავე ვარ და უნდა დავისაჯო! – ო ღმერთო! როდის გაიღვიძა შენში კაცთმოყვარე ბუნებამ? ნუთუ ჩვენ არ დავიმსახურეთ კარგი ცხოვრება? ნუთუ მათ მონობაში უნდა გაგვეტარებინა მთელი ცხოვრება? ჩვენ თუ მონობას შევეგუებით ჩვენმა შვილებმა რა დაგვიშავეს რომ ისინიც მონებად გაგვეზარდა? – ადამიანი ჩემო მეთაურო ურთიერთგამომრიცხავი ქმედებებისგანაა შექმნილი, ერთ უბრალო მოვლენას შეუძლია გააღვიძოს თქვენში სრულიად უცნობი ადამიანი. მე არასოდეს ვყოფილვარ კაცთმოძულე ან პირიქით. მე უბრალოდ ვაკეთებდი ისე როგორც ვთვლიდი საჭიროდ, დროთა განმავლობაში მე შემექმნა საკუთარ თავზე ისეთი წარმოდგენა როგორსაც ჩემგან მოელოდნენ გარშემომყოფები, ამან მე მონად მაქცია, ხელოვნულად შექმნილი, თავს მოხვეული იდეალების მონად. მე კი მეთაურო აღარ მინდა მონობა, მე ომს ვუცხადებ თქვენს წარმოდგენებს ჩემზე, მიუხედავად იმისა რომ ბრძოლა იქნება უაზრო, სასტიკი და უსასრულო, რადგან ბევრად ადვილია ეომო ადამიანს ვიდრე მათ წარმოდგენებს შენზე. იცხოვრო ნიშნავს ნელ–ნელა დაიბადო, ჩვენ ვიბადებით მხოლოდ მაშინ როცა თვითონ გადავწყვეტთ რაიმეს შეცვლას, ეს რთულია, ძალიან რთული, ეს უფრო რთულია ვიდრე სიცოცხლე, და კიდევ უფრო რთული ვიდრე სიკვდილი, სიკვდილი ხომ ადვილია, მასში თითქმის ყველაფერია, გარდა ერთისა, სული არაა სიკვდილში მეთაურო. მე კი სულის დაბადებაზე გეუბნებით. – არა შრამიანო, შენ ცდები! არ შეიძლება ჯერ მოკლა, მერე კი თქვა არ მინდოდა. არ შეიძლება უღალატო, მერე კი თქვა რომ შეიცვლები აუცილებლად. არ შეიძლება დაამცირო, მერე კი პატიება სთხოვო. არ შეიძლება გაიქცე შიშის გამო, მერე კი თქვა ერთი წუთით გავედი, არ შეიძლება როცა მობრუნდები , ისეთი სახე მიიღო თითქოს არაფერი შეცვლილა, რადგან ცხოვრება არ დგას ერთ ადგილზე, ყველაფერზემ ყოველთვის უნდა აგო პასუხი! გესმის შრამიანო? შენ უბრალოდ მშიშარა ყოფილხარ, ლაჩარი რომელმაც ვერ შეძლო დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ბევრი მინახავს შენნაირი, შუა გზაში ნებდებიან, ვეღარ უძლებენ და ათას მიზეზს მოძებნიან ხოლმე თავის გასასამართლებლად, და სხვებიც მას ამხნევებენ, რადგან ისინიც ისევე დანებდნენ. ვაჟკაცი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ცხოვრობს, იტანჯება, მაგრამ იცის რომ მისი ქმედება მომავალში სხვებს სარგებელს მოუტანს. შენ დანებდი, ვერ ჩაწვდი ჩვენი მიზნის სიწმინდეს და მოკვდები როგორც მშიშარა, მოღალატე, ყველასგან უარყოფილი! – შენ შეგეძლო მოგეკალი გუშინ, გუშინწინ, მაგრამ არა დღეს მეთაურო! დღეიდან შენ მე ვეღარ მომკლავ, ვინაიდან არავის არ ძალუძს მოკლას სული, მხოლოდ სხეული, მე კი ვეღარ ვგრძნობ სხეულს, მე თავს ფიფქზე უფრო მსუბუქად ვგრძნობ. ცდები მეთაურო, მე არ ვიქნები ყველასაგან უარყოფილი. მე არც არასოდეს დავნებებულვარ. ყოველ ჩემ ნაბიჯს მე აქამდე მოვყავდი, ყოველ შეცდომას, ყოველ გადაწყვეტილებას. მე ვგრძნობ სიკვდილს ისევე როგორც სიცოცხლეს, მე მისი არ მეშინია. ჩვენ ომი წამოვიწყეთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა ცხოვრების წესი გვაღიზიანებდა, ჩვენ ვერე ვაძლევდით ჩვენ თავს უფლებას გვეცხოვრა ისე როგორც ისინი ცხოვრობდნენ. იმის მაგივრად რომ საკუთარ თავში გვეძებნა გამოსავალი, საკუთარი თავი დაგვემარცხებინა ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ისინი იყვნენ ყველაფერში დამნაშავეები. ჩვენ თავიდანვე განწირულები ვიყავით დამარცხებისთვის, იმიტომ რომ ის ვინც სხვას ეომება მუდმივად საჭიროებს მტერს, და თუ ის მარ არ ჰყავს თავადვე იგონებს მას, საკუთარი ხელით ჰქმნის, რადგან დარწმუნებულია რომ მის უბედურებაში სხვები არიან დამნაშავეები. ეს გზა სავსეა იმედგაცრუებით, სასოწარკვეთილებით, ტკივილით, მთავარი კი ისაა რომ ეს გზა უსასრულოა, მასე მოპოვებული მცირედი გამარჯვება მოჩვენებითია და შვება არ მოაქვს, მეტიც, ამ მცირედ გამარჯვებას კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვს, აქ ადამიანი არც მარცხდება და ვერც იმარჯვებს, ის განწირულია მუდმივი ტანჯვისათვის. ხოლო მეორე გზა ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, გზა რომელიც პირველზე ათასჯერ უფრო რთულია, მაგრამ განსხვავებით პირველისაგან აქ მოპოვებული გამარჯვება მუდმივია, უსასრულოა, ის არ არის შეზღუდული დროში და სივრცეში, ყველაფერი შენშია, შენი სამყარო ბევრად უფრო დიდია ვიდრე გარე არსებული სამყარო. ყველა გრძნობა კარგი თუ ცუდი შენშია თავმოყრილი, და თუ შენ მოიპოვებ მათზე გამარჯვებას შენ იბატონებ სამყაროზე. ჯოჯოხეთიც და სამოთხეც ჩვენს აზროვნებაშია, ჩვენ თავისუფლება გვაქვს ავირჩიოთ რომელში გვინდა ცხოვრება. დადგება დრო როდესაც არ იარსებებს ხელოვნება, რადგან უძლურია ის გადმოსცეს ჭეშმარიტი გრძნობები, ის მხოლოდ მცდელობაა პირველ გზაზე დამდგარი ადამიანისა მოიპოვოს მცირედი გამარჯვება სხვების აზროვნებაზე და არა საკუთარ თავზე, დღეს დედა მოკვდა და შვილი მოვკდა, მათთან ერთად მოკვდა დედის ჩახუტება, ალერსი, მზრუნველობა, სითბო რომელიც მთელ სამყაროს გაათბობდა, რომელიც ათას მზეს გადაიწონიდა. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიისგან რომ სხვებს ვუკეთებთ სიკეთეს და ამ სიტყვებს ამოფარებული ჩავდივართ უამრავ საძაგლობას. ერთადერთი ვისაც მართლა შეგვიძლია დავეხმაროთ ეს საკუთარი თავია. ოთახში რამოდენიმე წუთით სიჩუმემ დაისადგურა, თითქოს სუნთქვითაც კი ცდილობდნენ არ დაერღვიათ ეს სიჩუმე. – მე მესმიშ შენი შრამიანო, შენ უფლება გაქვს თვითონ აირჩიო შენი გზა, სამწუხაროა რომ მე მიწევს შენთვის სიცოცხლის წართმევა, თუმცა მე ჩემ თავზე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, მე ვიცხოვრებ ამ აზრთან შეგუებული, ვინაიდან ასეთია ჩემი გადაწყვეტილება. ძლიერთა ხვედრია რთულ მომენტში თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. –იარაღი მოამზადეთ! – მეთაურის ხმაში აუღელვებლობა იგრძნობოდა, შიშიც და გამბედაობაც თანაბრად იკითხებოდა მის სახეზე. მან წინასწარ შერჩეულ ჯარისკაცებს გადახედა. – მე სიცოცხლე მინდა... – ახალგაზრდა პატიმარმა თითქოს წაიჩურჩულა, თუმცა კი ისე რომ ყველას ესმოდა – ხალხო, მეგობრებო, მე არაფერი გამიფუჭებია, ნუ მომკლავთ აქ, მე დედა მყავს, რომელიც მელოდება, მიუხედავად იმისა რომ არასოდეს ვყოფილვარ ყურადღებიანი შვილი პირობას ვდებ რომ გამოვსწორდები, მე მიყვარს დედა, ეხლა მივხვდი თუ როგორ მიყვარს ის. მე ჯერ ცოლშვილი არ მყავს, გოგოსთვის არც კი მიკოცნია, გთხოვთ, გემუდარებით, არ წამართვალ მე ეს ყველაფერი. – დაუმიზნეთ! – გთხოვთ, მე ძალიან მინდა სიცოცხლე.... – ცეცხლი! ახალგაზრდამ სახეზე ხელები აიფარა, თუმცა ტყვია ამან ვერ დააკავა, მისი უსულო სხეული მიწაზე დაეცა. შრამიანს თითქოს აღარაფერი ესმისო, ის ერთ წერტილს მიშტერებოდა, პირველ გასროლაზე მან ოდნავ წაიბორძიკა, თუმცა არ წაქცეულა, განმეორებით ნასროლმაც ვერ წააქცია ის. მეთაურმა საკუთარი იარაღი ამოიღო, ერთ მეტრის დაშორებით მიუახლოვდა და შუბლში დაუმიზნა, წამის მეასედში რაც მას გასროლისთვის დაჭირდა შრამიანმა თვალები მას მიაპყრო. ეს არ იყო შეშინებული გამოხედვა, არც რაიმეს ითხოვდნენ ეს თვალები, მეთაურმა იგრძნო რომ მისი გასროლა უკვე აღარაფერს წყვეტდა, თუმცა მაინც გამოკრა სასხლეტს თითი. შრამიანი დაეცა. ამჯერად საბოლოოდ. ერთხანს ყველა მას მიშტერებოდა, თითქოს სასწაულს მოელოდნენ, რომ წამოდგებოდა საღსალამათი. თუმცა ეს არ მოხდა, სამაგიეროდ ერთი სასწაული მაინც მოხდა, მისი სიკვდილის მომენტში ოთახში მყოფ ორმოცდაათამდე ადამიანის გულმა სხვაგვარად დაიწყო ცემა, ფიზიკურად ეს შეუმჩნეველი იყო, თუმცა სულიერად თითქოს მათში მარცვალი ჩააგდესო, რომელიც გაღვივებას და ხელსაყრელ ნიადაგს ეძებდა რომ აღმოცენებულიყო. იმ დღეს შრამიანი მოკვდა, მოკვდა როგორც სხეული, როგორც ჯარისკაცი, როგორც ადამიანი, მაგრამ დაიბადა როგორც იდეა, და თუ ის მანამდე ერთ სხეულში ცხოვრობდა ამ დღიდან მან ორმოცდაათში დაიმკვიდრა ადგილი. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო, ზოგჯერ საჭიროა ყველაფერი დათმო რაღაც ახალისთვის, აქამდე მიუწვდომელისათვის. შეუძლებელი არაფერია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.