შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XXIV)


2-09-2016, 11:24
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 700

როგორც იქნა ექიმიც გამოვიდა საოპერაციოდან. ამასობაში ეკას ბებია, დეიდა და დათოც მოსულიყვნენ. ანას დაღლილობისგან ბიძამისის მხარზე ჩასძინებოდა. სახე ჯერ კიდევ სველი ჰქონდა, ცრემლებისგან. ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა თუ არა, ეკას ოჯახის წევრები მაშინვე მას შემოეხვივნენ. მეც მივედი და იქვე დავდექი.
-კატერინა წიკლაურის ოჯახის წევრები ხართ?-ჰკითხა ექიმმა მათ.როცა თანხმობა მიიღო საუბარი განაგრძნო.-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.საბედნიეროდ, ტყვიამ ორგანოები არ დააზიანა. ამიტომ შიგა სისხლ დენაც არ ყოფილა. თუმცა კატერინამ მაინც ბევრი სისხლი დაკარგა. მისთის შემდეგი 24 საათი იქნება გადამწყვეტი. პაციენტი ჯერ გონს არ მოსულა, თუმცა შეგიძლით მასთან შეხვიდეთ.ოღონდ მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდეს. მასთან შესვლას მაშინვე შეძლებთ როგორც კი პალატაში გადაიყვანენ.-დაასრულა ექიმმა და გადვტოვა. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ეკას, თუმცა მასთან ჯერ ოჯახის წევრები უნდა შესულიყვნენ. ანა ჩემთან მოვიდა და მითხრა:
-წადი და სახლში დაისვენე, გაბრიელ, ჯერ მაინც არ შეგვიშვებენ მასთან და აქ უაზროდ ჯდომას რა მნიშვნელობა აქვს?-თავიდან უარზე ვიყავი, მერჩივნა იქ უაზროდ მჯდარიყავი ვიდრე. სახლში წავსულიყავი. მაგრამ მერე თიკა გამახსენდა. ალბათ, როგორი შეშინებულია, ამ ყველაფრის შემდეგ. საავადმყოფოდან გავედი და სახლის გზას დავადექი. სახლში შევედი, მამა ჯერ მოსული არ იყო ამიტომ მარინა ისევ სახლში დამხვდა. გეზი თიკას ოთახისკენ ავიღე. ოთახის კარი, რომ შევაღე ფანჯარასთან იჰდა, მე რომ დამინახა ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავჯექი თან კალთაში ჩავისვი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. სიჩუმე თიკამ დაარღვია.
-ახლა ეკაც ზეცაში წავა დედიკოსთან? ისიც ვარსკვლავი გახდება?-მკითხა სევდიანი ხმით.
-არა, არსადაც არ წავა. ჯერ აქ ჩვენთან უნდა დარჩეს! შენ ნუ გეშინია კარგი?-ვკითხე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
-იმ კაცს რა უნდოდა, გაბრიელ?
-რაც უნდოდა ის ვერ მიიღო, თუმცა ეკა რომ მომჯობინდება მე მივიღებ იმას რაც მინდა. ეგ არაკაცი ციხეში ამოლპება!-ვუთხარი და ლოგინზე დავაწვინე. საბანი გადავაფარე და შუბლზე ვაკოცე.-ახლა დაიძინე კარგი? უკვე გვიანია.
_______________________________________________________________________
მეორე დილით გათენდა თუ არა. საავადმყოფოში წავედი. ჩემდა საბედნიეროდ პალატაში არავინ იყო. მეც დრო ვიხელთე და შევედი.როგორც კი ეკა დავინახე. მაშინვე ემოციები მომაწვა. საწოლზე იწვა და სუსტად სუნთქავდა. უამრავი რაღაც ჰქონდა შეერთებული. წვეთოვანი გვერდით ედგა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. მისსაწოლთან სკამი იდგა, დავჯექი და კიდევ ერთხელ დავხედე. სახეზე ფერი არ ედო. არც ტუჩები ჰქონდა ჩვეულებისამებრ ვარდისფერი.
"ეს რატომ გააკეთა?"-ვკითხე საკუთარ თავს.-"ახლა მის ნაცვლა ამ საწოლზე მე უნდა ვწოლილიყავი. მან კი ჩემგამო თავი გაწირა"
-ჩემი სულელი გოგო...-ეს უკვე ნამდვილად წარმოვთქვი, თუმცა ჩუმად. მერე მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და ხელის მტევანი სახესთან მივიტანე. ხელზე ვაკოცე და მისი ხელი ლოყაზე მივიდე. თავლები დავხუჭე და ხმამაღლა ვუთხარი.
-იცოდე, მალე უნდა მომჯობინდე! ვიცი, რომ ძლიერი ხარ. ასე, რომ არ იყოს. საკუთარ თავს ასეთ საფრთხეში არ ჩააგდებდი. შენ რომ რამ დაგემართოს, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. ჯერ კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი.
ერთი კვირა ასე დავდიოდი საავადმყოფოში. თუმცა ეკა გონს არ მოდიოდა. ექიმები ამ ფაქტს ვერ ხსნიდნენ. ერთადერთი ახსა ის იყო, რომ ის კომაში უნდა ყოფილიყო. თუმცა კომის ნიშნები არ ჩანდა. ეკას მშობლებიც ჩამოვიდნენ იტალიიდან. ანაც დღე და ღამე საავადმყოფოში იყო, ჩემსავით. უკვე მართლა ვფიქრობდით, რომ ის კომაში ჩავარდა. მასთან პალატაში ვიყავი. სკამზე ვიჯექი და თავი ხელებში მქონდა ჩარგული. ღამე იყო. მისმა მშობლებმა უფლება მომცეს ღამე მასთან დავრჩენილიყავი. მას მერე რაც მათ საკუთარი თავი წარვუდგინე. ანამაც თითქმის ყველაფერი უამბო. ასევე მისმა ბიძამაც რომ დაუზუსტა. მათ დავგიჯერეს. თავი მაღლა ავწიე და ეკას შევხედე.
-მომენარტე... ძალიან მომენატრე-ჩურჩულით ვუთხარი და დავიხარე. მის ტუჩებს ჩემი შევახე, მერე შუბლზეც ვაკოცე. და ისეც ჩემი ადგილი დავიკავე. მოიცადე... მომეჩვენე თუ...? არა, მგონი დამდვილად ხელი გაამოძრავა.
-ღმერთო!-ვთქვი და ისევ ხელზე მივაჩერდი. ახლა ერთი თითი გაამოძრავა. მაშინვე პალატიდან გვვარდი და ექიმს დავუძახე. ექიმიც სწრაფად შემოვარდა პალატაში. მე პალატიდან გამოვედი და გახარებულმა ანას დავუმესიჯე, რაც მოხდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი. ესეიგი კომაში აღარ არის და გონზე ისევ მოვა. გავიფიქრე და დერეფანში სკამზე მოვთავსდი.

----------------------------------------------------------
ესეც შემდეგი თავი. იმედია ისიამოვნებთ. ძალიან გამიხარდა. გუშინ ჩემს მოთხრობას ახალი მკითხველი, რომ შეეძინა. თU არ ვცდები თაკო ჰქვია. მადლობა თბილი კომენტარისთვის. ყველანი მიყვარხართ. ძალიან გთხოვთ შემიფასეთ. <3



№1  offline წევრი TAkOO1980

Mიყვარხარ რაა confused heart_eyes აიი ძალიან Mაგარი გოგო ხარ და ვერცკიწარმოიდგენ როგორ გამახარე ამ თAვით^^
მომეწონა მაგრამ ძAლიან მეცოტავა :/
Iმედი მაქვს არ შEწყვეტ წერას :**
წარმატებები

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

TAkOO1980
Mიყვარხარ რაა confused heart_eyes აიი ძალიან Mაგარი გოგო ხარ და ვერცკიწარმოიდგენ როგორ გამახარე ამ თAვით^^
მომეწონა მაგრამ ძAლიან მეცოტავა :/
Iმედი მაქვს არ შEწყვეტ წერას :**
წარმატებები

არა, წერას არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ. ეს ერთადერთი საშვალებაა რეალური სამყაროდან გამოგონილ სამყაროში მოხვდე. სადაც შენნაირი თბილი და ტკბილი ადამიანები არსებობენ. <3

 


№3  offline წევრი მარიამი ))

როგორ მომწონს blush blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent