შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა საქართველო აქ არის


16-09-2016, 22:46
ავტორი georg
ნანახია 2 092

1

დევი გამთენიისას ჩამოფრინდა ამსტერდამიდან. ჩასვრილი კაცის იერით ჩაჯდა მანქანაში. საყვარელი ქალივით მკერდში ჩახუტებულ საკვოიაჟს ხელიდან არ უშვებდა. საქართველოდან გაქცეული პატრიოტები იხუტებენ ხოლმე ასე მშობლიურ მიწას. სიცილი ამიტყდა: ჩეკისტებისგან დევნილ სასოწარკვეთილ მენშევიკს ჰგავხარ მეთქი.
-როდის უნდა დასერიოზულდე?- ძაღლივით იღრინება დევი.
მაშინ სიტუაციიის შებრუნება ვცადე.
-საქმე მოაგვარე?
- დევის არ ეშლება საქმეების მოწესრიგება- თქვა და ჟანგისფერ ცას ახედა, -მეზიზღება თბილისის ცა, ვერ წარმოიდგენ როგორ მძულს. ასე რამ გადამაჯიშა ღმერთო, იქნებ გამცე პასუხი?
- ჩამოიტანე წითელი მოკასინები?
- ჰო საბაჟოც მშვიდობით გამოვიარე. ამ წელიწადს მაგრად გაგვიმართლა ძმაო. წლის ბოლომდე ხელის განძრევა არ დაგვჭირდება.
,,როდიდან გავხდი შენი ძმა?”
წითელ მოკასინებზე სამი წელი ვინადირეთ, სამი დამღლელი წელიწადი, შეფი კმაყოფილი დარჩება.
შეფის ნაძირალა სიფათი გამახსენდა. წლის ბოლომდე არა მგონია მოგვასვენოს. შებერტყილი პიროვნებაა, პირველი კლასის განდონია. წუებელა, ნამდვილი მხეცი. სიტყვები არ მყოფნის...
- სოფო როგორ არის?
- სოფო კარგად არის, ერთი სული აქვს როდის გნახავს...
სარკეში ჩემი ფერმკრთალი სახის ანარეკლს მოვკარი თვალი. მეგობარი გზად და ხიდათო? ღმერთო ჩემო ვინ შეთხზა ეს სიყალბე? შოთას თვითონ სჯეროდა საკუთარი ტყუილების? ერთი დიდი ირონიაა მთელი მისი შემოქმედება. დაუოკებელი ვნებების შეფარული ნიტერპრეტაცია, შოთასაც ისევე სწამდა მეგობრობა როგორც ჩვენ, ეთაყვანებოდა ამ სისულელეს როგორც განუხორციელებელ იდეალს. სინამდვილე იმდენად მძიმე იყო, ყველა დროის უდიდეს პოეტს თვალები დასთხარეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მივიდნენ, ხელფეხი გაუკრეს და თვალები ამოშანთეს, ტირანია ვერ ეგუება სიტყვის თავისუფლებას.
-რა გჭირს? - დევის შებერტყილი მზერა ჰქონდა, მაძებარი ძაღლის ყნოსვა უბოძა სამყარომ. შემეშინდა, ეგ არის და იყნოსა სოფოს ვაგინის ნაზი სურნელება, ჩემს აფორიაქებულ სახეზე მეთქი, მაგრამ ამაოდ ვღელავდი. კოკაინის ყნოსვამ ბოლო დროს, დაუქვეითა ზედმეტად მგრძნობიარე, მეძებარი ძაღლის ინსტინქტები .
-რა გჭირს ძმაო?- რაღაცნაირად მკითხა. ოტელო ეკითხება დეზდემონას, იგივე გამომეტყველებით: ილოცე ძილის წინ?
-გული მერევა გუშინდელიდან...
დევიმ გადაიხარხარა,
- ბოლო 25 წელია გული მერევა საქათველოზე. ჩემი მშობლიური კუთხე ამსტერდამია, მხოლოდ იქ ვსუნთქავ თავისუფლად, მხოლოდ იქ ვგრძნობ თავს ნამდვილ ადამიანად. წამოსვლის წინ ვიტრინების ქუჩას დავუყევი... იფ იფ... შიკოლადისფერი ტაიშა მომემსახურა, მაროკოელი გოგონა. მსგავი ჩემს დღეში არ გაუკეთებია ქალს, ისეთი ქორფა იყო... არ იკითხავ? მწიფე მარწყვისფერი ძმაო..
-კარგი რა... - ისე შევიცხადე თითქოს პირველად გავიგე ეგ სიტყვა. თითქოს არასდროს თამთენებია თავზე მაგ საოცარი მარწყვის ლოღნაში. ბოლო განსაკუთრებული იყო, ღირდა დესერტისთვის უამრავი წლის ლოდინი.
-ხომ არ შეგიყვარდა ტაიშა?
- ღადაობ ძმაო...
საშინელებაა როცა საკუთარი ნების წინააღმდეგ მუშაობ. ყოველ დღე ეკითხები შენს თავს: აქ რა ჯანდაბა გინდა,? ვუყურებ დევის, ვინ არის ეს ტიპი, რა მესაქმება მასთან?
,,ფული ძმაო, ფულის გარეშე არარაობა ხარ, განსაკუთრებით ამ ჩაჯმულ ქალაქში ვერ დაიმკვიდრებ თავს. რამდენი ოცნება გაგიუფერულდა ჭუჭყიანი ქაღალდის გამო? " - მეორე მე შემომძახებს ხოლმე ომახიანი ხმით, ეს ხმა არტისტულ იერს იძენს, ისე ხმიანობს როგორც, ხევისბერი გოჩას მძაფრი, ვულკანისებური ტემბრი, სწორედ მაგ მსახიობის ტემბრით გამომაფხიზლებს ხოლმე, ზოგჯერ კიკუს ემსგავსება, და მიკნავლებული ხმით მილაწუნებს სიფათში:
,, ფული, ბევრი ფული ბაბა". დიახ, ყველაფერი ფულზე დგას, ყოველ შემთხვევაში ამბიციური ცხოვრების გადასახედიდან, თორემ შეიძლება ქოხში იცხოვრო ბედნიერად, მთელი ცხოვრება ხეხო ერთი და იგივე ნახვრეტი, ვიდრე სიკვდილი არ გაგაშორებთ, ან ყოველ დღე, გარე უბნის აქოთებულ სასტუმროში მოკალათებულმა უყურო ნამდვილ ლესბი პორნოს, იჯდე ფერადი სასმლით ხელში და ტკბებოდე სანახაობით, როგორ ლოკავენ ქალები ერთმანეთის ვაგინებს.
-თბილისში რა ხდება?
- საინტერესო არაფერი, ისევ იმ ქაქში ცურავს ხალხი. მე ღამის კლუბების იქით რა ხდება არ მაინტერესებს, ტვინი დაღალეს პოლიტიკით, მძღნერის სუნი ასდის ჩვენს დიდებულ ქვეყანას... აყროლდა თამარისა და დავითის ნანატრი საქართველო- ბოლო დროს მძაფრ, ამორალურ სიტყვებს ვისვრი, ყველაფერი მაღიზიანებს, განსაკუთრებით ანაფორიანი პედარასტები მიწამლავენ ნერვებს, დღე და ღამე მორალს კითხულობენ, რომელიც სულ ფეხებზე .
- ეგე ძველი ამბავია, ზვიადა რომ დავაყუდეთ იმის მერე შეიცვალა რამე?-სარკეში ჩაიხედა, შუბლზე ამოზრდილ წითელ ბურთულას თითები მოუჭირა. დევის წარსული არა აქვს, რაც ახსოვს უახლესი წარსულიდან, არის კალაშნიკოვი, სამოქალაქო ომი და სოხუმის დაცემა. უდიდეს მიღწევად, რომანტიულ მოგოგნებების ნუსხაში, ნომერ პირველია უზენაესი საბჭოს შტურმი ,,ფაშიზმის დამხობა”.

კონსპირაციულ ბინამდე სიტყვა არ დაგვიძრავს. მხოლოდ ერთხელ გავჩერდით წურწუმიას ქუჩაზე, შაურმა შეუკვეთა დევიმ. ისე საზიზღარად ნთქავდა, ღორის ხორცით გამოტენილ ლავაშს, წიხლის ჩარტყმა მომინდა სახეში, მართლა გავიმეტებდი იმ წუთში, უნდა გენახათ კეფის ნაკეცებზე წვრილ მარგალიტებად დასხმული ოფლი, უღონოდ ამოვიოხრე ,, დედიჯან გაძლება მომეცი, გადამატანინე ეს მძიმე პერიოდი. მომანიჭე სიმშვიდე"




გოიას რეპროდუქცია მისაღები ოთახის კედელზე ჩამოაკიდებინა სოფომ, ჩვენი საიდუმლო იპერაციების მთავარმა მენეჯერმა. სოფო დახვეწილი გემოვნების გოგოა, გარეგნულად ტურისტული კომპანიის მმართველს ჰგავს, და ეჭვსაც ვერ შეიტანთ ამ დახვეწილი ქალბატონის სოციალურ მდგომარეობაში, სოფო მართლა ხელმძღვანელობს ,,ვალიკოთრეველჯორჯია" - ს სათაო ოფისს, რომელსაც მოვიხსენიებთ კონსპირაციულ ბინად. ტურისტული ბიზნესის მიღმა ბნელი და ჩახლართული საქმეები წყდება, სულ მოძრაობაა, წამით არ ვჩერდებით. სიღრმეებში ჩვენც არ გვახედებენ. ვიცი რომ ტურისტული ჯგუფები ჩამოდიან ისრაელიდან, ბელგიიდან, შეერთებული შტატებიდან, იშვიათად მოსკოვიდან. დაკუნთული, კარგად მომზადებული ტიპები ზედმეტად ბრიყვული გამომეტყველებით მაქსიმალურად ირგებენ უნიათო, არაფრის მცოდნე, მოდებილო ტურისტების იერს. მეც ვცდილობ ტურისტებათ აღვიქვა ისინი, ზედმეტი კითხვების გარეშე დავარიგო სასტუმროებში და თუ დამავალეს გიდობასაც ვუწევ უფლისციხიდან საგარეჯომდე. კონსპირაციული ბინა ციხე-სიმაგრეა, აქ ყველაფერი წვრილმანების დონეზე წყდება. ტურისტული ფირმა ერთ წამში გადაკეთდება საფოსტო სამსახურად, რომელსაც ვერ აკონტროლებს სახელნწიფო, ხშირად ხდება დამკრძალავ ბიუროს ფუნქციებს შევითავსებთ ხოლმე.
მანამდე ერთი საწყალი პოლიციელი ვიყავი, მუდამ თვალებში ვუყურებდი ამბიციურ , პოლიტიკით მოწამლულ ხელმძღვანელებს, ნამუსსა და ღირსებას რომ ჰყიდდნენ მათხოვრული თანამდებობებისთვის. მერე მწერლობა მომინდა, ვფიქრობდი თავს დავაღწევდი ერთფეროვან ცხოვრებას, უფრო მეტი მწოველი მოიყრიდა თავს ჩემს ირგვლივ, მაგრამ ჩემი ნოველების ამბავი რომ გაბაზრდა, სამსახურიდან გამომაპანღურეს.
ჩუმად ვწერდი ფარჩაკულ ნოველებს და საწერი მაგიდის უჯრაში ვინახავდი, წარუმატებელი მწერალი ერთფეროვნების მორევში ვიხრჩობოდი.
გინახავთ სახე ადამიანისა რომელიც ნეხვის კასრში იხრჩობა? ჩემი რჩევა იქნება არასდროს ნახოთ, და თუ შეესწრებით ხელის გაწვდის ნაცვლად დააწექით და ბოლომდე ჩაძირეთ, თორემ იქიდან ამოსული ნეხვიანი თ თ ანუსის ხვრელში- ეს დიდაქტიკური იგავი შეფმა მოჰყვა ერთ ერთ ვახშმობისას. მისივე თქმით ნამდვილი ჭეშმარიტებაა, თანამედროვე ურთიერთობებზეა აგებული.
,,ან ძირავ ან გჟიმავენ დაუნდობლად, არჩევანი თქვენზეა, ოღონდ იცოდეთ ვინც უკანალს მიუშვერთ ჩემი იმედი ნუ გექნებათ, ხელსახოცის ნაცვლად შარვალს ჩავიხდი და თქვენს ნატანჯ უკანალს ძალიან დიდხანს დავამუშავებ, ტკივილი იქნება თქვენი შეგრძნება, უფრო საშინელი ვიდრე სამშობიარო ჭინთვები" - ბოსი არასდროს დამიძახოთ, უპრიანი იქნება მასწავლებელი, იმიტომ რომ დიდი ფულის პატრონი ვარ, თქვენზე მეტი ვიცი და მხოლოდ მე გაგიზიარებთ ჭეშმარიტების არსს, როგორც ჩემს შვილებს!

მასწავლებელი ნამდვილი პიტბულია, მოკლე დაღვარჭნილი ფეხებით დააბიჯებს მიწაზე, ტანი და კისერი ერთმანთზე შეზრდილი მთლიანობა გეგონებათ, თავს არ იკითხავთ? ზორბა კავკასიური შუბლით, მიბრტყელებული კეფა და უძირო, მჭიდროთ ჩამჯდარი თვალები. მჭახე ხმა, ჟანგიანი ბორბალის მსგავსად ამაზრზენ ჭრიალს გამოსცემს.
,,მასწავლებლები” სახიფათო ხალხია, მათი ღიმილი, ქლესურად აბრეცილი ტუჩიდან გადმოღვრილი, ქარიშხლის მაუწყებელია.
გარდაუვალი კანონი მოქმედებს ამ ხალხთან ურთიერთობისას: მასწავლებელი გმხარობს, ის შენზე ჭკვიანია, მის მიერ ნათქვამი ყველაზე მდარე, ხალხური ჟარგონით რომ ვთქვა: უკბილო ხუმრობა- ყოველთვის სასაცილოდ უნდა ჟღერდეს, არ გეცინება?კეთილი ინებე და სწორ ნაწლავში იტაკე ცერა თითი, სიმწრის ოფლი დაგასხავს, ცრემლის კურცხლები დაგინამავს მოსუქებულ ლოყებს, ეცადე უნაკლოდ გაითამოაშო კომედია და ეს ყველაფერი სიცილისგან მოგვრილ სიამოვნებად გაასაღე. თან შესძახე: ჩემი მასწავლებელი ყველაზე მაგრად ხუმრობს, დიდება ღმერთს!- ბოსი ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან აფასებს ტრაკზე კოცნას.

სოფო ღიმილით შეგვგება. მონატრებულ დევის ლოყაზე აკოცა, მოკრძალებულად, ქაჯობას და გოიმობას სულით ხორცამდე ვერ იტანს სოფო, სამაგიეროდ მოსწონს ფრანგული სენტიმენტალიზმი, გოიას რეპროდუქციები, ეგზოტიკური სალათები და ძვირფასი, მაქმანებით გაწყობილი თეთრეული, ყოველ სეზონზე ყიდულობს
Victoria's Secret Garter Belt -ის უნიკალურ ნაწარმს. შავი განსაკუთრებით უხდება, სოფოს ფითქინა, მკვრივ ბარძაყებს. ამ ქალის გამო ნაბიჭვარ დევის სიამოვნებით გავუყრიდი ხანჯალს. სოფომ ხელიდან გამომგლიჯა ეს სიამოვნება,სათვალიდან გადმომხედა, ჯოჯოხეთურად ლამაზი თვალები აქვს, ნამდვილი ფურიაა, დაუნდობელ გრძნობებს ქოლგასავით ხმარობს, ერთი შემოხედვა საკმარისია რომ სასოწარკვეთილების მორევში გადაგიძახოს. ახლაც ასე დამემართა. სამზარეულოში გავედი, ყავა დავისხი, ტყავის სავარძელში მოვკალათდი. History მამშვიდებს, ერთად ერთი გადაცემაა რომელსაც ვუყურებ ხოლმე.
სოფომ ხელკავი გამოსდო დევის, ჟალუზებით დაგმანულ შუშის კაბინეტში შეუძღვა. კაბინეტში შესვლის უფლება არ მაქვს. წესებს მკაცრად ვიცავთ. ინსტრუქციების დარღვევა სასტიკად იკრძალება, შეფს არ მოსწონს ანარქია და ქაოსი.

ძილი დამეუფლა, არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღრმა ძილი, რაც კი შეიძლება დაგეუფლოს ადამიანს. ერთი შეხედვით წამიერი, მაგრამ უსასრულოდ გაწელილი. ჩემს ირგვლივ სიბნელე იყო. დევიმ რომ გამომაღვიძა ისევ ბერძენ-სპარსელთა ომებს განიხილავდნენ history-ზე. დევის მოქანცული სიფათი რომ დავინახე ისევ ბნელ უსასრულობაში მომინდა დაბრუნება.
-დღეს თავისუფლები ვართ, შეფი ნიუჯერსიში გადაფრინდა, ტაილანდელ პარტნიორებს ხვდება.
-დარწმუნებული ხარ?
-ასიანი, წეღან ელაპარაკა სოფო!
როგორც იქნა, ცოტას მოვეშვები, ღამის კლუბების ბენლი სამყარო მელოდება წინ, მართალია რაღაცნაირად მოსაწყენი, მაგრამ გონების დასაკარგავად საკმარისია. მაგრამ წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, გამოსვლისას, სოფომ გვითხრა: -არ დაიკარგოთ, საღამოს ჩემთან ვიკრიბებით…
,,შენი დედაც” -ბრაზისგან ლამის გული გამისკდეს.
მონოტონურად გაწელილ დროს, გარდაუვალი სიმარტოვის შეგრძნება, აუტანელს ხდის ჩემს ცხოვრებას.
გამოფიტული არარაობა ვარ, ადამიანური გრძნობებისგან დაცლილი.
კორპორატიულ საღამოებს, თუ არ მივუდგებით განსაკუთრებული სერიოზულობით, არ შევიმოსებით ბერული კუნკულით და მორალს ფეხებს შორის დავიკიდებთ, ძალიან ბევრ სასიამოვნო მხარეს დაინახავთ იმ გარყვნილებასა და თავაშვებულ სიტუაციებში, რომლებიც ბევრს აღიზიანებს. ყველაზე დამპალ სიტუაციაში დადებითი მოვლენას ვხედავ. ეს მაძლიერებს, რწმენას მიბრუნებს ხოლმე. დიდი ხანია კოკაინი არ შემიყნოსავს, ჰენესით გამოქლიავებული შევედი სოფოს ბინაში. დღეს აშკარად გავმაზავ გადამთვრალ გოგონას, წინასწარ ვგრძნობ მათი ვაგინებიდან გადმოფრქვეულ მოკრძალებულ სუნს, კდემამოსილებას.
,,რა ჩემი მინდა აქ?”
სოფომ დამინახა, მომიახლოვდა. ყურებ ჩამოყრილი ვარ, იდიოტურად მორცხვი, წესიერ გოგოებთან ენას ვყლაპავ.
-რა გჭირს დათვერი?
-ძალიან…
-გაგაცილო?
-არ მინდა, ცოტახანს კიდევ ვიქნები.
-იცი რა ფერი გადევს?
-შენ თუ იცი როგორ მენატრები?
სოფოს ლოყები აუწითლდა.
-ჩუმად იყავი იდიოტო, გამოსირდი?
-შენ რომ გიყურებ…
სიტყვა არ დამასრულებინა, უაზროდ გამიღიმა და ვიღაც პრონწკებს შეუერთდა. ოთახის სიღრმიდან დევიდ ავგუსტის ელექტრონული ნაწარმის ბგერები ისმის, მონოტონური, თხელი, სასიამოვნო მუსიკა, მაგრამ უკვე გულის ამრევად გაპაპასებული, ამ ქალაქში რასაც შევეხებით, ძალიან მოკლე დროში ნეხვად იქცევა. დილას ბეგბედერი შეხვდა მკითხველს, კაცს ეგონა ლიტერატურაზე ვილაპარაკებო, მაგრამ აქაც ქართული სირობა გამოავლინეს, ტიპთან სელფშოთების გადაღება დაიწყეს, ყველა ტელეფონს აფრიალებდა, მერე გაადიდებენ ამ სელფებს და კედელზე ჩამოკიდებენ, შეხედავენ ბეგდებერს და ცოტახნით დაივიწყებენ ამძღნერებულ ცხოვრებას. რომ იტყვიან ბეგბედერიც გამოვასიერეთ, ქართულ სიბნელეს საზღვრები არა აქვს, სამყაროსავით ამოუცნობი და უკიდეგანოა.
პრონცკებს თავი შორს უჭირავთ ჩემგან, ისინი ყველას ერიდებიან, შეიძლება ნერვებმა გიმტყუნოს და იყვირო: თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ? ჩემს სამოქალაქო უფლებებს არღვევთ? ორმაგი სტანდარტებით თამაშობთ?.
მაგრამ სინამდვილე ძალიან განსხვავდება ფურცელზე დაწერილი ....ობებისგან, ამ მოდგმას ძალიან უყვარს საკუთარი თავი, სიახლოვე მხოლოდ მათ სუსტ მხარეებს გამოავლენს, ბოლოს და ბოლოს შანელის სუნამო რომ გასხია, ეს იამს არ ნიშნავს რომ ოლიმპოს ბინადარი ხარ, შენც ამ დამპალი ქალაქის მკვიდრი ხარ, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მე უშუალოდ იმ ნეხვის ზელა მიწევს, პეპლებივით რომ დაჰფარფატებენ პრონწკნი, სასაცილოა მაგრამ, ამ ნეხვის ორბიტის გარშემო ვტირალებთ ყველანი- ეს გავიფქირე და ავდმყოფური სიცილი ამიტყდა, ლამის გავიგუდე, ხველება ამიტყდა. დევიმ გაშტერებულმა გამომხედა, თითი შუბლთან მიიტანა ,,შიგ ხომ არ გაქვს?” -მანიშნა ოთახის ბოლოდან.
-შიგაც გაქვს და შენი დედაც…
ბარბაცით გავედი აივანზე, სიგარეტს მოვუკიდე. სინანულით ამევსო გული, ჩემი ბნელი და ვიწრო სორო მომენატრა, დავიღალე ამ ბოზების მასკარადებით-სახლში მინდა.
,,შენ ვერ გახდები თავისუფალი ადამიანი, პროლეტარი ხარ!” - დევის სიფათი წარმომიდგა თვალწინ. ს მოყვარული ქალივით სქელი ტუჩები აქვს ამ ნაბოზარ კაცსს, საეჭვოდ დაძვრება ამსტერდამში, ეტყობა გარდამავალი პედარასტია… სოფო მხოლოდ სათამაშოა მისთვის, კაცი!


სახლიდან შეუმჩნევლად გამოვედი, მობილურზე დავურეკე ვიკას, იმ წუთში მეგონა მისი ალერსი დამამშვიდებდა, ვიკას ხმა მართლაც მეამა, სასიამოვნოდ ჟრურტულებდა ტელეფონში ....ზე გაწაფული მეძავი, ვიკას ვერავინ შეედრება, მთელს თბილისში განთქმულია, განსაკუთრებით გდაღრძუებული კონსერვატორი ბიძები ნადირობენ მასზე, ტელევიზიით რომ მჭერმეტყველებენ ოჯახის სიწმინდეებზე, ღამის საათებში ვიკას ეძებენ, მისი სხეული სჭირდებათ, ცოლების და საყვარლების ერთფეროვანი პოზებით დაღლილებს. ვიკა ღიმილით მიყვება ხოლმე ამ ღიპიან ბიძებზე.
-რატომ არ წახვალ ამ ქვეყნიდან ვიკა?
-სად უნდა წავიდე?
-სადმე იქით,
-არსად არ ვაპირებ წასვლას, აქაც მშვენივარად იპარსებიან კლიენტები!
-მე უფრო რადიკალების მეშინია, ერთ დღესაც ძალაუფლება რომ აიღონ ხელში..
-დაიკიდე, ეგ ბიჭებიც ჩემს კალთაში ტირიან, ს წოვით დაღლილები მდუღარე ცრემლს ღვრიან ჩემს მუხლებზე, ეს არის ჭეშმარიტება, დანარჩენი ბუტაფორიაა. ტაბურეტკიანი მღვდელი-იმასაც უყვარს ქორფა ვაგინები, ლიბერალები, პატრიოტები, რაინდები და ჩოხოსნები- მე ყველას ვჭირდები, საჭირბოროტო პროფესია მაქვს- გაიცინა ვიკამ. მაცდურად ჩამიკრა თვალი, სისხლისფერი კაბა აცვია, თეხლი ტუჩები მწიფე ალუბლისფრად უელავს.
-ჩემი ლექსების კრებული წაიკითხე?
ვიკამ სიგარეტის კვამლი უდარდელად გამოუშვა პირიდან.
-იცი რას გეტყვი? დაანებე თავი ლექსების წერას, მიზანში უფრო მაგრად ურტყავ, წერა შენი საქმე არაა!
-რომელ მიზანს გულისხმობ?
მაცდური ღიმილი, სქელი კვამლი პირიდან. ხანდახან ამოუცნობი ხდება ვიკა.
-ყველაზე ცუდი მსროლელი ვიყავი…
-დაიკიდე!
ბურბონისგან ყელ ჩათუთქულმა, ყავა მოვითხოვე. სიყვარულსა და სიბეცეზე მინდოდა ვიკასთან საუბარი, ვგრძნობდი როგორ მერედა ენა, რაღაც სისულელეებს ვროშავდი, თვალწინ სოფოს მშვენიერი სახე მედგა, არ მცილდებოდა, მისი ფლობის სურვილით ანთებული ვიკას ვეტმასნებოდი, თვალებს ვხუჭავდი რომ მისი სუნამოს სურნელი შემეცნო, სოფოს და ვიკას ერთნაირი სუნამოები ეპკურებინათ იმ დღეს. ხელი ბარძაყებს შორის შევუცურე, ტრუსები გადავუწიე და ძალიან ნაზად შევეხე იმ დაწყევლილ გამონაზარდზე, რის გამოც მიწასთან იქნა გასწორებული ლეგენდარული ტროა…
-ახლა უნდა წავიდე-ვიაკს ყურის ბიბილოზე ვაკოცე და სწარაფად გამოვედი სალაროსთან, ფული მივეცი ოფიციანტს და აბურდული ფიქრებით მანქანამდე ძლივს მივედი, გული ამერია, სახლში დანაწევრებული მივედი, ხრუშოვკის ბინძურ სადარბაზოში გზა ძლივს გავიკვლიე, კედლებს ვებღაუჭებოდი, სახლში შევედი და უნიტაზთან ჩავჩოქე.


***


მანანა წარბშეკრული დამხვდა. თითქოს ჩემი გუშინდელი თრობის ამბავი შეიტყო, ახლა მიბღვერს - რატომ არ შეიძლება იცხოვრო ადამიანურად?
-გაგიმარჯოს, სად ჯანდაბაში დაიკარგე?- მანანამ სიგარეტს მოუკიდა,
-საქმეები…
-მთვარალი ხარ?
-გული მერევა….
ოთახიდან ძლივს გავასწარი, საზარელი ხმით ვკიოდი საპირფარეშოში, კუჭის წვენმა შიგნეულობა ჩამწვა.
ოთახში შესულს ცხვირ აბზეკილმამ მითხრა:
-ამ ნაგავს ვერ დავბეჭდავთ, ძალიან კატასტროფული ტექსტია, არა არა, პორნოგრაფიული სიუჟეტით ვერ გაოოცებ დღევანდელ მკითხველს უბრალოდ….
-კარგი მომეცი ხელნაწერი!
მეოცეჯერ მითხრეს უარი.
ხელნაწერი ნაგვის ურნაში მოვისროლე. დავიგინე რომ აღარასდროს ჩავყოფდი ცხვირს იმ მძღნერში რომელსაც თანამედროვე ქართული მწერლობა ჰქვია.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ქართული მწერლობის უკანასკნელი მოჰიკანი 1937 ში დახვრიტეს ბოზებმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent