შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა (2)


18-09-2016, 21:55
ავტორი N7
ნანახია 2 418

2
დიდხანს ველოდი. ყოველდღე ან პოლიციის, ან მისი გამოჩენის იმედით ვიწყებდი დილას. სულ ამერია ცხოვრება. უნივერსიტეტში სიარულსა და, შესაბამისად, სწავლას მოვუკელი. ლექტორებისგან ყოველ დღე ვიღებდი წერილებს, მოკითხვას, გამოჩენას მოითხოვდნენ, მე კი თავი არ მქონდა, არც მიწერის და არც მითუმეტეს მისვლის. ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში და სასწრაფოდ მჭირდებოდა დახმარება; კითხვებზე პასუხის გაცემა.
სახელი და გვარი გავიგე. ვისი – ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ ყუთი რომ გავხსენი, გარკვევით ეწერა “ირაკლი ირემაზე”. უნდა მომეძებნა ეს ბიჭი, ყველა ღონე უნდა მეხმარა და დავლაპარაკებოდი. უნდა მცოდნოდა, რაში გავერიე.
ორი კვირის განმავლობაში არაფერი ვიცოდი, არავინ ვიყავი. მერე ნაცნობები გამოვიყენე და საბოლოოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოვყავი თავი. ყველა გზა მოჭრილი რომ არ მქონოდა, ამას არასდროს გავაკეთებდი; დახმარებას იმ ადამიანს არ ვთხოვდი, რომლის გამოც არაერთი ღამე დამესველებინა ცრემლებით წარსულში. თუმცა მომიწია. ვეზიარე ჩემსავე მოსაზრებას ცხოვრების ირონიულობის შესახებ.
და, როცა პირველს რამდენიმე წუთი აკლდა, დერეფაში ვიჯექი, ალექსანდრე ტომარაძეს ველოდი და მწარედ ვიღიმოდი. ვლოცულობდი, რომ ისე “გამოვმძვრალიყავი” ამ საქმიდან, რომ არავის აეღო ეჭვი და ხაფანგში არ გავბმულიყავი. ზედმეტად რთულ საქმეს შევეჭიდე, როცა ალექსანდესთან მოსვლა გადავწყვიტე სათხოვნელად, რადგან 95%–ით ვიცოდი, რომ ენა დამებმოდა და თავს გავცემდი. მაგრამ, როგორც უკვე ცნობილია, სხვა გზა არ მქონდა. სხვას არავის ვიცნობდი, იმაში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ წარსულის სიყვარული აიძულებდა მცირედად მაინც დამხმარებოდა.
– ეს ვის ვხედავ?! – მოხვდა ჩემს ყურთასმენას ნაცნობი, სულ მცირედ შეცვლილი ხმა.
ანაზდად ავწიე თავი ზემოთ და ნახევარი მეტრის რადიუსში მდგარ ალექსანდრეს გავუღიმე. თითქმის დარწმუნებული ვარ, ძალიან დამეტყო ნერვიულობა ღიმილშიც კი.
– თვალები მატყუებს?! – გაიცინა.
წამოვდექი და გადავკოცნე.
– რამ შეგაწუხა? – განარძობდა ალექსანდრე.
– აქ დავილაპარაკოთ? – დავიბენი.
– არა, რა თქმა უნდა, – გრაციუზული მოძრაობით მიმითითა მისი კაბინეტის კარზე და შებრძანდითო, მითხრა.
სანამ სახელურისკენ ხელი ზანტად მიმქონდა, დამასწრო და გამიღო.
– ნუ მაფიქრებინებ, რომ გაბნევ, – მიჩურჩულა ყურთან და ჟრუანტელი მთელ სხეულში გამიშალა.
არადა, მართლა მაბნევდა, ოღონდ იმიტომ არა, თვითონ რომ ფიქრობდა…
დიდ, შავ–თეთრ ფერებში გაწყობილ, ნათელ კაბინეტში შევაბიჯე, რომელსაც უზარმაზარი შუშაბანდი აკავშირედა გარე სამყააროსთან. “აი, თურმე სად ქრება ქვეყნის ბიუჯეტი!” – გავიფიქრე გესლიანად და რბილ სავარძელში ჩავეშვი.
– რას დალევ? – შორიდან გამომძახა ალექსანდრემ და ტელეფონის ყურმილი მოიმარჯვა.
– არაფერს რა, – უხერხულად ვიგრძენი თავი.
– ისევ მწარე ყავა გიყვარს? – მკითხა და უცნაური შეგრძნება გამიჩინა.
– არა, ტკბილზე გადავედი! – ნიშნისმოგებით ვიცრუე, არ მინდოდა ეფიქრა, რომ წარსულთან ისევ რამე მქონდა საერთო. არც ტკბილი და არც მწარე მოგონებები. მივანიშნე, რომ ყველაფერი წავშალე, რაც მასთან მაბავდა უხილავი ძაფებით. თუმცა გულის სიღრმეში ამის თავადაც არ მჯეროდა.
გავიგე, როგორ უთხრა ორი ყავაო მეორე ტელეფონის მიღმა მდგარ ადამიანს.
მერე ჩემ წინ დაჯდა. მხოლოდ ერთი, დაბალტანიანი მინის მაგიდა გვაშორებბდა და მრავალი მოგონება.
– როგორ მიდის საქმეები, აბა, რა ეტაპზე ხარ? – ღიმილით მკითხა.
ველოდი ამ კითხვას და მომზადებული დავუხვდი.
– ნორმალურად. ვსწავლობ და ვარ ასე, – მხრები ავიჩეჩე და თვალი უმალ მოვაშორე მის გამომწვევ შავ, ღრმა თვალებს.
– არავინ გყავს? – განაგრძობდა შეკითხვების დასმას და ვიგრძენი, რომ ამას მთელი ინტერესით აკეთებდა
და, რადგან ამ თემასაც ველოდი, ვუთხარი:
– თუ შეიძლება ასე ითქვას, – მხრები ავიჩეჩე, მორცხვად გავუღიმე და ვკითხე, მასთან რა ხდებოდა.
– ოო, აი, ჩემთვის კი ერთადერთ სიყვარულად დარჩი, – გამომწვევად გამიღიმა და სწორედ ამან მაიძულა, არ დავბნეულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მის თვალებში რომ სინანული და მონატრება ამომეკითხა ამ ჯიქური სურვილის გარდა, შეიძლება უბრალოდ კი არ დავბნეულიყავი, იმაშიც კი გამოვტყდომოდი, რომ ყველაფერი ვიცრუე და რომ ისიც ერთადერთ სიყვარულად დარჩა ჩემს ცხოვრებაში.
– კარგი რა, ორივემ ხომ ვიცით, რომ ეგ მასე არ არის! – თვალი ჩავუკარი მე და თითების ზელას მოვყევი, ნერვიულობა ამით მაინც უნდა გამენეიტრალებინა.
გაეცინა.
– დღემდე ასეა, ხვალ რა იქნება, არ ვიცით.
გამხდარი, შავ ფერში გამოწყობილი სიფრიფანა გოგო შემოვიდა ოთახში, ორივე ხელში ყავის ფინჯნები ეკავა და კუზე უფრო ნელა მოდიოდა ჩვენკენ, თან ისეთი მოძრაობით, მეგონა მუხლები გადაუტყდებოდა ყოველ ახალ ნაბიჯზე.
რომ გავიდა, დავასწარი სიტყვის თქმა ალექსანდრეს და მკვეთრად მოვუჭერი გზა პირადიდან.
– აღარ მოგაცდენ, პირდაპირ საქმეზე გადავალ.
– არ მაცდენ. რომ გავიგე, ვინ ჩაეწერა შეხვერაზე, ყველა საქმე გადავდე! – თვალი ჩამიკრა და ყავა მოსვა. – გასინჯე, ნამდვილ საოცრებას ამზადებს ეს გოგო.
მის მიმზიდველ წინადადებას ყური არ ვათხოვე და ჩემს საქმეს დავუბრუნდი.
– მოკლედ, ერთი ბიჭი დაიჭირეს, ირაკლი ირემაძე, ერთი თვის წინ. მაინტერესებს, რომელ ციხეშია…
გაუკვირდა. ამას აღარ ელოდა. მერე გაეცინა.
– და შენ ამ საქმეზე ზემდგომ სტრუქტურას მიმართე?
დავიბენი.ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
– მეგობრის ახლო ადამიანია, მთხოვა დავხმარებოდი და მე ამ კანონებში ვერ ვერკვევი, ხო იცი, არა?! – ვუთხარი ბოლოს.
– ირაკლი ირემაძე სერიოზულ საქმეზეა ბრალდებული, ასე რომ, რომც გითხრა, რომელ ციხეშია, მაინც არ აქვს მნიშვნელობა. იმ შენ მეგობარს, ახლოსაც არ გააკარებენ ამ ბიჭს. იზოლატორშია.
გამაჟრიალა, გავშრი, ცივმა ოფლმა დამასხა და ცხელი ყავა ერთდროულად სულ დავლიე.
შევნიშნე, როგორი მხეცური ინტერესით მიყურებდა და თან როგორ ბრაზობდა.
– არ გამოგდის ტყუილები, ელენა! – მკაცრად მითხრა ბოლოს.
“აბა, კი!” – ირონიით გავივლე გულში.
– ვინ არის ეგ ბიჭი შენთვის? – მონოტორულად ჩაილაპარაკა და მაინც შევნიშნე, როგორ უნდოდა ეყვირა და გაბრაზება გამოეხატა. როგორც ჩანდა, მართლაც სერიოზულ საქმეში ვიყავი.
– რა მნიშვნელობა აქვს, ალექსანდრე? – მიმწყდარი ხმით წარმოვთქვი. წამის მეასედში დამემსხვრა ყველა გამბედაობის კოშკი და შიშისგან გაძურწულ კნუტს დავემსგავსე.
წამოდგა. ღრმად სუნთქავდა. პიჯაკს მიღმაც მოუჩანდა დაკუნთული მკერდი როგორ აუდ–ჩაუდიოდა. ჩემთან მოვიდა, მუხლი ჩემ მუხლს მოაბჯინა და ავი მზერით ჩამაშტერდა თვალებში.
– რა გაკავშირებს ირაკლი ირემაძესთან? – მკითხა და ტონითვე მომთხოვა გულწრფელი პასუხი გამეცა.
– შენს იურისდიქციას ცდება ის, რაც მე მეხება! – შიში დავძლიე და მაქსიმალური გამბედაობით ვუთხარი, თითქმის ვუყვირე. მერე წამოდგომაც დავაპირე, მაგრამ ძლიერ მობჯენილმა მუხლმა შემაჩერა და ისეთი ტკივილი მომაყენა, სახე დამემანჭა.
– ცდები! აქ უკვე ვერევი, თანაც იმდენად უხეშად, რამდენადაც შემიძლია. სჯობს, მხოლოდ მე ჩავერიო.
გამაკანკალა.
– არა.
– მითხარი!
– არა–მეთქი.
– მე კი გითხარი, მითხარი–მეთქი!
– ჩემი შეყვარებულია! – ვუყვირე ბოლოს.
უკან დაიხია. მზერა ამარიდა და კედელს გაუსწორა. პერანგის ბოლო ღილები შეიხსნა, უფრო განერვიულდა.
– მეხმარები, თუ არა? – წამოვდექი.
ვიცოდი, შანსი არ მქონდა, მაგრამ მაინც ვკითხე, ბედი ვცადე,
– არ უნდა გიყვარდეს ეგ ბიჭი,– ისე ჩაილაპარაკა, ჩემთვის არ შემოუხედავს.
რამდენიმე წუთით ხმას ვერ ვიღებდი, ბოლოს დავალაგე სიტყვები გონებაში და ვუთხარი:
– შენც არ უნდა მყვარებოდი, მასე! მაგრამ მიყვარდი, ხო? იცი, რამდენჯერ, თან როგორ მატკინე? და მაინც მიყვარდი! შენ არ უნდა განსაზღვრო, ვის – ვინ და როგორ უყვარდეს! – ხმა მიკანკალებდა, მთელი სხეული მითრთოდა, ოფლში ვცურავდი და გული ისე ეხეთქებოდა კედლებს, თითქოს გამოღწევას ლამობდაო. – მადლობა დახმარებისთვის! – ვუთხარი და წამოვედი.
მთელი დღე ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ყველაფრის დალეწვა მინდოდა. ვბრაზობდი საკუთარ თავზე მეტად, ვიდრე ალექსანდრეზე. რა მეგონა? მართლა მეგგონა? მარცხს ვერასდროს ვეგუებოდი, მაგრამ მივხვდი, ეს დასრულებული ამბავი იყო. გადარჩენა თუ მინდოდა, სიკვდილის მატარებელნი უნდა ჩამომეშორებინა. ფუთას ვერ გადავაგდებდი, უნდა დამეწვა, ქალაქიდან შორს, სადაც არავინ იქნებოდა.
მანქანაში ჩავჯექი, რომელიც თვები არ მემართა. ქალაქიდან გავედი, ტელეფონი რომ აწკრიალდა. მანქანა გავაჩერე და უცხო ნომერს დავაშტერდი. მივხვდი, ვინც იყო და გული ამიჩქარდა.
ვუპასუხე.
– ხვალ, სამ საათზე, გორგასლის 77ა–ში. ჩაწერილი ხარ, – მითხრა არაფრის თქმა მაცადა, ისე გათიშა.

ძალიან მიხარია, რომ კითხულობთ და მოგწონთ (თუ კიდევ მოგწონთ).
ის "მწერალი" არ ვარ, ვარცხნილობის ტაქტიკას რომ აღწერს, მაგრამ თუ რაღაცას ვუთმობ ადგილს, ესეიგი მომავალში საჭიროა...
ჰოდა,
მიყვარხართ მე თქვენ!



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzalian kargia da sainteresoa ra Ari's is futa.velinaxal tavs.kdev ufro did tavebs tu shedzleb da dadeb dzaan magari iqneba
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი N7

Kristy
ძალიან კარგია. ვისურვები უფრო დიდი თავები იყოს, ძალიან მალე მთავრდება და გული მწყდება relieved

La-Na
Dzalian kargia da sainteresoa ra Ari's is futa.velinaxal tavs.kdev ufro did tavebs tu shedzleb da dadeb dzaan magari iqneba

ჩემო საყვარლებო!! ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ და ინტერესით მელოდებით <3 დიდი სტიმული ხართ ჩემთვის.
მაპატიეთ, ეს ჩემი მაქსიმუმია.. დიდი თავების წერა რომ დავიწყო, მერე დამაგვიანდება ხოლმე, ამიტომ სჯობს ეს იყოს და ყოვედღე დავდო, შეძებისდაგვარად <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

საინტერესოა, ძალიან საინტერესო...
ალექსანდრე vs ირაკლი, მე რატომღაც ირაკლისკენ ვიხრები.
მომწონს ყველაფერი როგორც წერ და რასაც წერ, ყოჩაღ!

 


№4  offline წევრი N7

ლორელაი
საინტერესოა, ძალიან საინტერესო...
ალექსანდრე vs ირაკლი, მე რატომღაც ირაკლისკენ ვიხრები.
მომწონს ყველაფერი როგორც წერ და რასაც წერ, ყოჩაღ!

ვაი, ევა!
ძალიან დიდი მადლობა. უდიდესი ძალა აქვს შენს და ამ სიტყვებს.
გმადლობ! <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი არ ვიცი რატომ მაგრამ ირაკლის მინდა რომ დარჩეს ეს გოგო და რა ვქნა... მგონია რომ ირაკლი იმსახურებს და ალექსანდრე რაღაცნაირია სიტყვებით ვერ გადმოვცემ ნდობას არ იწვევს ჩემში თუმცა მისი ბოლო საქციელი ძალიან მომეწონა, მაგრამ მაინც გული მისკენ არ მიდის და რა ვქნა...
რაც შეეხება ისტორიას ძალიან საინტერეაო და დამაინტრიგებელია მე მომწონს ძალიან და ახალ თავსაც მოუთმენლად ველი

 


№6  offline წევრი N7

უცნობი ქ
აი არ ვიცი რატომ მაგრამ ირაკლის მინდა რომ დარჩეს ეს გოგო და რა ვქნა... მგონია რომ ირაკლი იმსახურებს და ალექსანდრე რაღაცნაირია სიტყვებით ვერ გადმოვცემ ნდობას არ იწვევს ჩემში თუმცა მისი ბოლო საქციელი ძალიან მომეწონა, მაგრამ მაინც გული მისკენ არ მიდის და რა ვქნა...
რაც შეეხება ისტორიას ძალიან საინტერეაო და დამაინტრიგებელია მე მომწონს ძალიან და ახალ თავსაც მოუთმენლად ველი

მიხარია ძალიან, რომ მოგწონს <3
მადლობაა!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი dr ghost

tavi rogor movikla

 


№8  offline მოდერი Eleniko13

მდაჰ...
შვიდიანო, ცოტაც და
180 გრადუსით გადაიხრები იდეალურობისკენ.
ფორმაშიც ჩადგები.

მოკლედ, ძალიან მიყვარხარ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9 სტუმარი დარინა

მე რატომღაც ალექსანდრესკენ ვიხრები მინდა რომ ალექსანდრესთან დარჩეს მაგრამ შენ გახასიათებს არაორდინალურობა და კაცმა არ იცის რა როგორ იქნება სწორედ ეს მომწონს მე შენში ვნახოთ როგორ წარმართავ მოვლენებს ალექსანდრე არ დამიტანჯო

 


№10  offline წევრი N7

dr ghost
tavi rogor movikla

მარტივი ხერხი გაინტერესებს თუ რთული?

Eleniko13
მდაჰ...
შვიდიანო, ცოტაც და
180 გრადუსით გადაიხრები იდეალურობისკენ.
ფორმაშიც ჩადგები.

მოკლედ, ძალიან მიყვარხარ

მეც ძალიან მიყვარხარ, ელენიკო! <3

დარინა
მე რატომღაც ალექსანდრესკენ ვიხრები მინდა რომ ალექსანდრესთან დარჩეს მაგრამ შენ გახასიათებს არაორდინალურობა და კაცმა არ იცის რა როგორ იქნება სწორედ ეს მომწონს მე შენში ვნახოთ როგორ წარმართავ მოვლენებს ალექსანდრე არ დამიტანჯო

უჰ, დარინა, რაღაცნაირად გამახარა შენმა შეფასებამ არაორდინალურობაზე..
მადლობა დიდი <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

აბა რაა!
ზუსტადაც ვიცოდი, რომ წინა თავში ნაამბობი "ძველი" ამბავი ტექსტის გასაზრდელად არ გექნებოდა დაწერილი...
მშვენივრად მიდის ყველაფერი...
ჯერ-ჯერობით "ელენა ვისთან იქნებაზე" მეტად ის ყუთი და ირაკლი მაინტერესებს... ისე კი ორივეს თავის გზაზე გავუშვებდი :დდ
ხოდა "ეს ვის ვხედავ" სწორი ფორმაა? ნუ მეგრამატიკაში მაინცდამაინც ვერა, უნრალოდ ყურში ცუდად მხვდება, "ამას ვის ვხედავ" ხომ არ უნდა იყოს?
მე თავების სიდიდეზე არ ვწუწუნებ, ჩემთვის მშვენიერი ზომის თავებს დებ ^_^
გელი გელი მოუთმენლად <3

 


№12  offline წევრი მონაცისფრო

როგორი დამაინტრიგებელიაა... ცოტაა თავები გაზარდე არმეყო❤

 


№13  offline მოდერი sopiko

შვიდიანო, მაოცებ!
კი ველოდი რაღაც ძალიან მაგარს, მაგრამ ასეთსაც არა...
ინტრიგები, ინტრიგები...
აი, ძალიან მიხარია, რომ ეს სიუჟეტი მოგწერე... ხომ შეიძლებოდა დამზარებოდა? მაგრამ სამაგიეროდ ახლა ყოველი თავით ვისიამოვნებ heart_eyes
მარიამისა არ იყოს, აქ მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან ვინ იქნება... ნეტავ, შენ რა ''ჩადე'' იმ ყუთში? ჩემი აზრი უკვე გითხარი, მაგრამ შენი განსაკუთრებულად მაინტერესებს.
ირაკლიმ რა ჩაიდინა ასეთი?
თან ბოლომდე რეალურიც ხომ არ არის... მხოლოდ სა-ფუძ-ვე-ლი! :დ
გელი heart_eyes

 


№14  offline წევრი N7

lullaby
აბა რაა!
ზუსტადაც ვიცოდი, რომ წინა თავში ნაამბობი "ძველი" ამბავი ტექსტის გასაზრდელად არ გექნებოდა დაწერილი...
მშვენივრად მიდის ყველაფერი...
ჯერ-ჯერობით "ელენა ვისთან იქნებაზე" მეტად ის ყუთი და ირაკლი მაინტერესებს... ისე კი ორივეს თავის გზაზე გავუშვებდი :დდ
ხოდა "ეს ვის ვხედავ" სწორი ფორმაა? ნუ მეგრამატიკაში მაინცდამაინც ვერა, უნრალოდ ყურში ცუდად მხვდება, "ამას ვის ვხედავ" ხომ არ უნდა იყოს?
მე თავების სიდიდეზე არ ვწუწუნებ, ჩემთვის მშვენიერი ზომის თავებს დებ ^_^
გელი გელი მოუთმენლად <3

კი, კი, ამას ვის ვხედავ უნდა იყოს... "მიჩვეული" ვარიანტი ჩავსვი და არც გადამიხედავს, მაპატიეთ <3
მადლობა, მარ! უდიდეს სტიმულს მაძლევ! <3

მონაცისფრო
როგორი დამაინტრიგებელიაა... ცოტაა თავები გაზარდე არმეყო❤

მაპატიე, თავებს მეტად ვერ გავზრდი.. ვეცდები, თუმც ვერ შეგპირდები. მიხარია, რომ მოგწონს <3

sopiko
შვიდიანო, მაოცებ!
კი ველოდი რაღაც ძალიან მაგარს, მაგრამ ასეთსაც არა...
ინტრიგები, ინტრიგები...
აი, ძალიან მიხარია, რომ ეს სიუჟეტი მოგწერე... ხომ შეიძლებოდა დამზარებოდა? მაგრამ სამაგიეროდ ახლა ყოველი თავით ვისიამოვნებ heart_eyes
მარიამისა არ იყოს, აქ მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან ვინ იქნება... ნეტავ, შენ რა ''ჩადე'' იმ ყუთში? ჩემი აზრი უკვე გითხარი, მაგრამ შენი განსაკუთრებულად მაინტერესებს.
ირაკლიმ რა ჩაიდინა ასეთი?
თან ბოლომდე რეალურიც ხომ არ არის... მხოლოდ სა-ფუძ-ვე-ლი! :დ
გელი heart_eyes

ოო, ინტრიგაა! :დდ ეგგაა მთავარი..
მიხარია, რომ მოგწონს!
მადლობა, სოფოო, ყველაფრისთვის მადლობა! <3 <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№15  offline წევრი An_Gel

შენ რო საოცრება ხარ მე ეგ "პოლიტიკის თეორია" რომ წავიკითხე მაშინ გავიგე და "ალისფერ ადენიუმზე" დავრწმუნდი,მეც ყუთი უფრო მაინტერესებს ვიდრე ეს სამკუთხედი,მაგრააააამ შემთხვევით რაღაცა კომენტარი წავიკითხე და იქ წერდი 16 წლის ვარო და არ შემშალო და არ მომკლა მართლა 16ის ხარ???

 


№16  offline წევრი N7

papastatekulosi
შენ რო საოცრება ხარ მე ეგ "პოლიტიკის თეორია" რომ წავიკითხე მაშინ გავიგე და "ალისფერ ადენიუმზე" დავრწმუნდი,მეც ყუთი უფრო მაინტერესებს ვიდრე ეს სამკუთხედი,მაგრააააამ შემთხვევით რაღაცა კომენტარი წავიკითხე და იქ წერდი 16 წლის ვარო და არ შემშალო და არ მომკლა მართლა 16ის ხარ???

კი, ცოტა ხნის წინ შევსრულდი 16-ის :დდ ოღნდ არ შეიშალო რაა :დ <3
მადლობა უუუღრმესი! <3 <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent