შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [სრულად]


23-09-2016, 16:44
ავტორი მარრიამი
ნანახია 28 976

- დედიკო, წავედი მე, მოდი დამლოცე და დაკეტე კარები _ გასძახა მეორე ოთახში დედას.
- ჭკვიანად იყავი დედი და ტელეფონს მიაქციე ყურადღება.
- კაი დე _ მაგრად ჩაეხუტა და თავისი პატარა ჩანთით გაუდგა გზას.

მარიამ იმნაძე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი კურსელებთან ერთად მიდიოდა სვანეთში, ექსკურსიაზე. ერთი კვირაა უკვე დიდი ენთუზიაზმით ემზადება ამ ტურისთვის, ახლაც თვალებგაბრწყინებული ავიდა ავტობუსში და თავისუფალი ადგილი დაიკავა. სვანეთი ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა, მიუხედავად იმისა რომ სვანი არ იყო. გეზი ზემო სვანეთისკენ ჰქონდათ აღებული. უშგული უნდა მოენახულებინათ, სვანური კოშკები, ტაძრები. ორდღიანი ექსკურსია დაგეგმეს. როგორც იქნა დაიძრა ავტობუსი, ნელა გადაადგილდებოდა ქალაქის ქუჩებში. მხიარულობდნენ, მღეროდნენ, მაგრამ მალე დაიღალა ყველა, ძალიან ადრე გამოვიდნენ წასასვლელად და ამიტომ ყველას ეძინებოდა. ავტობუსში სიჩუმემ დაისადგურა და ბოლოსდაბოლოს ამ გადატვირთულ ქალაქსაც გამოსცდნენ. ყურსასმენები გაიკეთა მარიამმა და ასეთი შემთხვევისთვის წამოღებული წიგნი გადაშალა. იცოდა რომ ასე ადრიანად ყველას დაეძინებოდა და მარტო დარჩებოდა. ტურის განრიგი ყველამ ერთად დაგეგმა, მესტია, უშგული - უნდა ენახათ სიყვარულის კოშკი, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ლამარიას ციხე-კოშკი მონასტერი. პირველ დღეს მგზავრობისგან ვიქნებით დაღლილები და მხოლოდ სიყვარულის კოშკი ვნახოთო, გადაწყვიტეს ერთხმად. ნახევარი წიგნი წაიკითხა, როცა ბოლოსდაბოლოს ვიღაცამ გამოიღვიძა. ნელ-ნელა სხვებმაც გაიღვიძეს და ისევ ახმაურდა ავტობუსი. უკვე დასავლეთში იყვნენ, საკმაოდ დაღლილები. გზად შეისვენეს, სურათები გადაიღეს, დანაყრდნენ და გზა განაგრძეს. სვანეთს რომ მიუახლოვდნენ, გულმა ფრენა დაიწყო. გიდობას სვანი კურსელი უწევდათ.

- მოვედით, ჩამოდით ავტობუსიდან, ეს არის სიყვარულის კოშკი _ გამოაცხადა კურსელმა. გოგონაც პირველი ჩავიდა და კოშკს მიუახლოვდა.
- რა ლამაზია _ მაშინვე გამოხატა აღფრთოვანება. ყველა მივიდა კოშკთან და „გიდმაც“ დაიწყო.
- როგორც ხედავთ, კოშკი ენგურის ნაპირზე უზარმაზარ ლოდზეა აგებული. სიყვარულის კოშკი, ასე ეწოდება მას და თავისი ლეგენდა აქვს. ლეგენდის გმირია მშვენიერი სვანი ქალი მირაგული, რომელმაც თავი სატრფოს შესწირა და მთელი ცხოვრება ამ კოშკში გაატარა. _ ლეგენდას ხმაური მოჰყვა, ოვაციები. კოშკთან უამრავი სურათი გადაიღეს, ყველა კუთხე-კუნჭული მოიარეს და დაათვალიერეს. გაბრწყინებული თვალებით უყურებდა კოშკს მარიამი და ცდილობდა არსებული განცდები დაემახსოვრებინა. _ იცით რა მოდი მაინც აქ ვართ და მუზეუმიც დღეს ვნახოთ _ გამოთქვა გიდმა ახალი იდეა. კოშკის ნახვით აღფრთოვანებულ საზოგადოებას დაღლის აღარაფერი ეტყობოდა, ამიტომ დათანხმდნენ.

ახლა მუზეუმისკენ აიღეს გეზი. ჩავიდნენ, სურათები იქაც გადაიღეს რა თქმა უნდა. შიგნით შესულები მთელი ინტერესით აკვირდებოდნენ გარემოს, უსმენდნენ მუზეუმის გიდს და ყურადღებით კითხულობდნენ წარწერებს. მუზეუმიდან გამოსულები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

- ახლა წავედით ჩემთან სახლში და ხვალ ვნახოთ „ლამარია“ _ გამოაცხადა კურსელმა და მისი სახლისკენ წავიდნენ.

სახლში მისულები მაშინვე დატრიალდნენ გოგონები, წაღებული საჭმელი ამოალაგეს, სუფრა გაშალეს და შემოუსხდნენ. შემდეგ ეზოში ცეცხლი დაანთეს, გარშემო დასხდნენ, იმღერეს, იცეკვეს, გვიან ღამით დაიშალნენ და დაიძინეს. დილით როგორც კი მაღვიძარამ დარეკა, მარიამი ჩუმად ადგა, პლედი შემოისხა და გარეთ გავიდა. მეორე სართულის კიბეზე ჩამოჯდა და მზის ამოსვლას გაცქეროდა. აქ მზეც კი სხვანაირი იყო, ბავშვობიდან ასე განსაკუთრებულად უყვარს სვანეთი. თვითონაც არ იცოდა რატომ, უბრალოდ ძალიან იყო მოხიბლული კუთხის მშვენიერებით და საბოლოოდ გადაწყვიტა „სვანეთი ჩემი საყვარელი კუთხეა.“ მზე ამოვიდა თუ არა, გოგონები გააღვიძა, ბიჭებიც შეაღვიძეს. ისაუზმეს, ისევ ავტობუსში მოკალათდნენ და ლამარიას ციხე-კოშკი მონასტრისკენ აიღეს გეზი.

- ამ ადგილს ყველა იცნობს სახელით „უშგულის ლამარია“ _ ავტობუსშივე დაიწყო საუბარი გიდმა. _ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია, მამათა მონასტერი, მეათე საუკუნეში აგებული. სხვათაშორის ძალიან მაგარი სასურათე ადგილებია _ სიცილით დააყოლა ბიჭმა და გოგონებს გადახედა.
- ერთ მტკაველსაც კი არ დავტოვებთ დაფიქსირების გარეშე _ გამოეხმაურა ვიღაც.
- მოვედით, ჩამოდით.

ყველა ჩამოლაგდა, ჯერ გარემო მოათვალიერეს. გადაწყვიტეს ტაძარში შესულიყვნენ და სურათები შემდეგ გადაეღოთ. პირველი მარიამი გაეშურა ტაძრისკენ, თავდახრილი შევიდა და ტაძრის შუაგულში დაბრძანებული ხატისკენ წავიდა. მორჩილად ემთხვია და მხოლოდ შემდეგ მოავლო ტაძარს თვალი. მოხატული, კედლებზე ფრესკებით, ფეხისწვერებზე მიუახლოვდა ღვთისმშობლის ხატთან მდგარ სასანთლეს. სანთელი აანთო და თვალები დახარა, უხმოდ ლოცულობდა და შემწეობას ევედრებოდა.

_____________

ტაძრის კუთხეში მდგარმა მამაკაცმა ადვილად შენიშნა იმ წამს შესული გოგონა. თავი ოდნავ ზემოთ ასწია და როგორც კი მის სახეს შეხედა თითქოს სუნთქვა შეეკრა. მუხლამდე სარაფანი, შემოცმული ზედატანი, თავზე მოხვეული მანდილი - პეპელასავით ნაზი ეჩვენა. როცა დაინახა როგორი მოკრძალებით ემთხვია ხატს უნებურად გაეღიმა. სასანთლესთან, სანთლით ხელში, თავდახრილი, ანგელოზს აგონებდა. თავისი უბრალოებით მიიქცია ანდრონიკეს ყურადღება. ანდრონიკე არღვლიანი უკვე ერთი თვეა რაც ამ მონასტერშია. სულიერად დასვენება სჭირდებოდა ჯარისკაცს. უკვე მერვე წელია სამშობლოს ემსახურება, აგვისტოს ომშიც იყო, ავღანეთშიც. მიუხედავად იმისა რომ ეს პროფესია მისთვის იყო განკუთვნილი, მაინც იგრძნო დაღლა ავღანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ. ძნელია უყურო ადამიანების სიკვდილს, თვითონაც მოკლა და ამაზე რეაქცია არ გქონდეს. ჩამოსვლის შემდეგ შვებულება მიიღო და დაუფიქრებლად წამოვიდა მონასტერში. მონასტრები ქალაქშიც ბევრია, მაგრამ თავის კუთხეში სულ სხვა ემოციით ჩამოვიდა, თითქოს მხრებიდან ტვირთი მოეხსნა. სვანეთი ყველაზე მეტად უყვარს, ასეც უნდა იყოს, გასაოცარ სიმშვიდეს გრძნობს აქ.

მარიამმა სანთელი სასანთლეში ჩაარჭო, თავდახრილმა გადაიწერა პირჯვარი და იმ კუთხისკენ წავიდა, სადაც ანდრონიკე იდგა. სწორედ იქ იყო ფრესკა, რომელმაც გოგონა ძალიან დააინტერესა. მიუახლოვდა და გვერდით მიუდგა მამაკაცს, მხოლოდ ფრესკას აკვირდებოდა, თითქოს არღვლიანის არსებობას ვერც ამჩნევდა. ის კი პირიქით, კიდევ უფრო ახლოს ხედავდა იმნაძის ლამაზ თვალებს, გრძნობდა სასიამოვნო სურნელს, რომელიც მისი თავსაფრიდან მოდიოდა. ასეთი რამ არასდროს დამართნია სვანს, ერთი ნახვით არავის მოუხიბლავს იგი, არც მისი არსებობა დარჩენიათ შეუმჩნეველი. ჩვეულებრივ ადვილად ამჩნევენ და ინტერესდებიან კიდეც ქალები. მისი აღნაგობის გამო ადვილად ექცევა მდედრობითი სქესის ყურადღების ცენტრში. შესაბამისად, სიყვარულზე არასდროს უფიქრია არღვლიანს, ქალების ნაკლებობას არ განიცდიდა, ასე რომ როცა სითბო ესაჭიროებოდა, მარტო არასდროს რჩებოდა. ახლა კი ამ გოგომ უცებ მიიქცია მამაკაცის ყურადღება, თვითონ კი ვერც ამჩნევს.

თავდახრილი გამობრუნდა მარიამი უკან და შემთხვევით დააბიჯა ფეხი ანდრონიკეს. მხოლოდ მაშინ აიხედა ზემოთ, თავისზე მთელი თავით მაღალი სილუეტი შენიშნა, ან შეიძლება უფრო მეტითაც, მხრებამდე წვდებოდა მისი ვარაუდით, არადა თვითონაც მაღალი იყო. „რამ სიმაღლეა“ - გაიფიქრა გულში და სახეზე შეხედა.

- უკაცრავად _ მოუბოდიშა და ოდნავ გაუღიმა.
- არაუშავს _ ბოხი ხმით უპასუხა ვაჟმა და სულ ოდნავ აპრიხა ტუჩის კუთხეები.

ახლა უკვე კარგად ხედავდა იმნაძის მოლურჯო-მომწვანო, ბრჭყვიალა თვალებს. „ღიმილიც როგორ უხდება, ძალიან უბრალოა, სადა და ნაზი“ - გაიფიქრა თავისთვის და კიდევ ერთხელ შეხედა გოგონას. მარიამმაც ადვილად შენიშნა არღვლიანის თვალები, თითქოს სევდიანი, მკაცრი გამოხედვით. აღნაგობის და მზერის მიხედვით დაადგინა აუცილებლად სვანი უნდა იყოსო, თუმცა არაფერი უთქვამს, უთქმელად გამობრუნდა უკან, კიდევ ერთხელ ემთხვია ხატს და ტაძრიდან გავიდა. გარეთ შეჯგუფებულ კურსელებს მიუახლოვდა. სურათები გადაიღეს ცალ-ცალკე, ჯგუფებად. ერთიანი ფოტოს გადაღება უნდოდათ, თუმცა არავინ ჩანდა. სწორედ ამ დროს გამოვიდა არღვლიანი ტაძრიდან. „გიდი“ მიუახლოვდა, მიესალმა და სურათის გადაღება სთხოვა. ყველა ერთად დადგა, სვანმა აპარატი გააჩხაკუნა და სურათი გადაიღო. სურათშიც კი გამორჩეული ეჩვენა გოგონა, ყველასგან განსხვავებით მოკრძალებული. აპარატი მფლობელს დაუბრუნა. გიდმა საუბარი გაუბა, სხვებიც მიუახლოვდნენ.

- მორჩილი ხარ?
- არა, უბრალოდ დროებით ვესტუმრე მონასტერს.
- საიდან ჩამოხვედი?
- ქალაქიდან.
- ქალაქის მერე სვანეთი სამოთხეა _ გაუღიმა გიდმა.
- მე აქაური ვარ, ხშირად დავდივარ, გამოდის სამოთხიდან ვარ _ თვითონაც გაეღიმა. „ხომ ვთქვი სვანი იქნება-თქო“ - გაიფიქრა მარიამმა და ფარულად შეათვალიერა სვანი.
- ჩვენი წასვლის დროა, დაგემშვიდობებით _ ღიმილით დაემშვიდობა გიდი და ყველა ერთად წავიდა ავტობუსისკენ.

მწველი მზერა არ შორდებოდა მარიამის ზურგს სანამ ავტობუსში არ ავიდა. ფანჯარასთან მოკალათდა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი „ლამარიას.“ კიდევ ერთხელ შეხვდა სვანის მზერას, თავი დახარა და იქამდე აღარ გაუხედავს, სანამ ტაძარს არ მოშორდნენ. უცნაური ემოცია დაეუფლა, თითქოს გულში ჩაებეჭდა მამაკაცის თვალები. მსგავსი რამ არასდროს დამართნია. კაცების მხრიდან ყურადღებას არასდროს უჩიოდა, თუმცა თვითონ არავის დაუინტერესებია, რატომღაც თავს არიდებდა სერიოზულ ურთიერთობას. განსაკუთრებულს ელოდა, სვანმა უცებ მოახერხა გონებაში ჩაბეჭდვა, ამისთვის კი არაფერი გაუკეთებია.

______________

სივრცეში მიშტერებოდა ერთ წერტილს სანამ ავტობუსი თვალს არ მიეფარა. თავისთვის გაეღიმა, იმ პეპლის სახელიც კი ვერ გაიგო. მეორედ ან შეხვდება, ან არა, თუმცა კი ძალიან უნდა შეხვედრა. მხოლოდ ერთხელ შეახვედრა და დანარჩენს უკვე თვითონ მიხედავს, იმდენად დააინტერესა ამ სიფრიფანა გოგომ.

ხასიათებითაც ნამდვილი სვანია არღვლიანი, დინჯი, მტკიცე, მკაცრი. თუმცა უნდა ითქვას რომ საკმაოდ მძიმე სვანია, ასევე მძიმე ხასიათებით. უბრალო რამეზეც ადვილად ბრაზდება, მონასტერში კი იმ სიმშვიდეს პოულობს, რომელიც აგერ უკვე მერვე წელია დაკარგული აქვს. მამაც ჯარისკაცი იყო, ომში დაიღუპა. იდეალი იყო მამა ანდრონიკესთვის, ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა ჯარისკაცობა. დედა თავიდან აპროტესტებდა შვილის გადაწყვეტილებას, ეშინოდა, თუმცა არღვლიანმა სვანური სიმტკიცე, სიჯიუტე გამოიჩინა და ახლა ჯარისკაცია. მართალია იცის როგორ ნერვიულობს დედა მასზე, ამის გამო ძალიან წუხს და თუმცა დედა უმნიშვნელოვანესია მის ცხოვრებაში, ჯარიდან მაინც ვერ წამოვა მისი ნერვიულობისთვის. როცა ბაზაზეა წასული, ცდილობს ხშირად დაურეკოს და დაამშვიდოს.

_______________

ავტობუსი გაჩერდა, ჩამოლაგდნენ, ერთმანეთს დაემშვიდობნენ და საკუთარი სახლებისკენ აიღეს გეზი. ფრთხილად დააკაკუნა გოგონამ კარებზე.

- მოდი დედი _ ჩაიხუტა დედამ.
- როგორ ხართ დე?
- კარგად დედი, შენ როგორ ხარ? როგორი იყო სვანეთში?
- ძალიან მაგარი, გადასარევი, არ ვიცი ემოციებით ვარ სავსე, მაგრამ ახლა თუ არ დავიძინე მოვკვდები, ისე მეძინება. ხვალ მოგიყვები ყველაფერს დაწვრილებით და სურათებსაც გაჩვენებ.
- კაი დედი, დაიძინე _ შუბლზე აკოცა, მარიამიც თავისი ოთახისკენ გაეშურა.

მოწესრიგდა და თავის ლოგინს მიაშურა. როგორ ცხელა ქალაქში სვანეთისგან განსხვავებით. გონებაში თვალი გადაავლო სვანეთში გატარებულ ორ დღეს, ბალიშს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა. მალე წაიყვანეს ღრუბლებმა ძილის სამყაროში, „იქ შორს ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა. ნელა მიაბიჯებს გოგონა, ფაფუკად ეფლობა მისი ნაბიჯები, მიდის, სილუეტი კი თანდათან იკვეთება. თითქოს ცნობს, მაგრამ მაინც ვერ იხსენებს ვინ არის. მიდის და ვეღარ უახლოვდება, ნაბიჯები შეანელა, თითქოს გამოდის, უახლოვდება, აი თვალები გამოჩნდა. სვანი! მაშინვე ამოუტივტივდა თავში და გამოეღვიძა. „რამ დამასიზმრა“ - გაიფიქრა გაკვირვებულმა და ისევ დაწვა. „უბრალოდ მეხსიერებაში ჩამრჩა და იმის ბრალია“ - გული დაიმშვიდა და ისევ დახუჭა თვალები.

________________

არღვლიანს არც დასძინებია, გოგონას აბრჭყვიალებულ თვალებს იხსენებდა. თვითონ უკვირდა საკუთარი თავის, რატომ დაიჩემა ამ გოგონაზე ფიქრი. თუმცა მოსწონს, მოსწონს როცა მის სახეს იხსენებს, მის ნათელ თვალებს, ხატისკენ მომზირალს, მის ნარნარა ტანს ნაზ სარაფანში. უნდა დაიძინოს, ხვალ დილით ადრე მოუწევს ადგომა, დილით შვიდგზის ფსალმუნები უნდა წაიკითხოს ექვს საათზე, შემდეგ წირვას დაესწროს, მონასტერში უამრავი საქმეა. გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა. კიდევ ერთხელ წარმოიდგინა გოგონას თვალები და გაეღიმა.


მარიამი სიცხემ გამოაღვიძა დილით. ნელა წამოდგა და საღამურებით გავიდა სამზარეულოში. წყალი გააცხელა და ყავა მოიმზადა. როგორც არ უნდა ცხელოდეს, დილით მაინც ცხელ ყავას სვამს. ახლაც, ყავა ოთახში შეიტანა და საღამურებითვე მიჯდა კომპიუტერთან. სოციალურ ქსელს გადახედა, მეგობრების მიერ გამოქვეყნებული სურათები ნახა, სურათებმა კიდევ ერთხელ გაახსენეს სვანეთის ორი დღე და ბედნიერებისგან გაეღიმა.

- დე _ ოთახიდანვე დაუძინა.
- რა გაყვირებს? _ სიცილით შემოვიდა დედა.
- მოდი სურათები გაჩვენო _ გვერდით მოისვა და სურათები აჩვენა, თან ყველაფერს უხსნიდა, ყველა ადგილს უხასიათებდა და აღფრთოვანებით ყვებოდა. _ აუ დე ტაძარში ვიღაც ბიჭი ვნახე, რამ სიმაღლე იყო იცი? ორმეტრიან _ გაიცინა.
- შენ მარტო სიმაღლეს უყურე დედი _ გაუცინა დედამ.
- ოო, აბა ჩემზე დაბლებს ვიყურო? უბრალოდ აღვნიშნე ოჰ _ კისკისით აუხსნა და კარადასთან მივიდა. _ დე რა ჩავიცვა?
- ახლა დამანებე თავი, არ გაქვს ტანსაცმელი?
- რომ მაქვს იმიტომ გეკითხები, რომ არ მქონდეს სულ არ ჩავიცვამდი _ გაუცინა.
- ენა რომ არ გქონდეს მერე რა გეშველებოდა ენა?
- შენ არ იცი? მე გარეთ არ მაქვს ენა, სახლში შემოსვლისთანავე ისევ მიგრძელდება.
- რა გეშველება. სახლში ხარ დღეს?
- კი რავი, სახლში ვარ, შეილება გოგოებთან გავიდე, ან თვითონ გამოვიდნენ.
- კარგი დედიკო _ ოთახიდან გავიდა და კარები მიიხურა.

_____________________

ექვსის ნახევარზე სწრაფად გაახილა თვალები ანდრონიკემ, გამოფხიზლდა, სწრაფად ჩაიცვა და თავი მოიწესრიგა. ექვს საათზე უკვე ტაძარში იყო და ფსალმუნების კითხვას ესწრებოდა. სული დაუმშვიდა ლოცვამ და ნელი ნაბიჯებით გამოვიდა ტაძრიდან. დილის სუსხი იგრძნობოდა მთაში, არაფრად ჩააგდო სიცივე, ცოტაოდენი წაივარჯიშა და ისევ კელიას დაუბრუნდა. ხვალ უნდა წავიდეს აქედან, დაუბრუნდეს ქალაქს, ჯარს. ცხრა საათზე ისევ ტაძარში იდგა მორჩილად და წირვას ესწრებოდა. წირვის შემდეგ საშეშესთან მივიდა, შეშის ჩეხვა დაიწყო. რაც აქაა საზამთროდ შეშის დაჩეხვაში ეხმარება ბერებს, მიწაზე მუშაობაში. ბოლო რამდენიმე დღე განსაკუთრებით ინდომებდა და შრომობდა, ცდილობდა რაც შეიძლება ბევრი მოესწრო.

- ე.ი. გვტოვებ ანდრონიკე _ მიუახლოვდა ბერი და გაუღიმა.
- დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ _ ღიმილით უპასუხა ანდრონიკემ.
- შეგიძლია დარჩე.
- შემიძლია, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ, იქნებ ოდესმე სამუდამოდ დავბრუნდე კიდეც _ მშვიდად გაუღიმა და ისევ შეშას მიუბრუნდა.

_________________

- დედიკო, რას მიკეთებ? _ ჩუმად მიახლოვდა მარიამი დედას და ინტერესით გადახედა მოფუსფუსე ქალბატონს.
- რავიცი დედი, გავაკეთებ და ნახავ.
- დე ქალაქიდან როდის გავდივართ?
- ჯერ მამიკო მუშაობს დე და სახლში ხომ უნდა ვიყოთ ვინმე როცა მოვა.
- აბა მარტომ რა ვაკეთო სოფელში. დაგელოდებით. ახლა მე გავემზადები და თეკლასთან წავალ.
- კარგი დე, გუშინ გოგამ დარეკა.
- რაო?
- დაბადების დღე აქვს ზეგ და დაგპატიჟა.
- ჰო ეგ ვიცოდი და მივდიოდი კიდეც, ხვალ გავივლი საჩუქრისთვის.
- კაი დე.
- წავედი მე.

დაქალთან წავიდა, ილაპარაკეს, თეკოსაც დაწვრილებით მოუყვა სვანეთის შესახებ. არც „ლამარიაში“ აღმოჩენილი მაღალი სვანი გამორჩენია. შემდეგ გოგასთვის საჩუქრის საყიდლად წავიდა. არჩევანი საათზე შეაჩერა და კმაყოფილი დაბრუნდა შინ. სახლში დაბრუნებულმა ჯერ წიგნი წაიკითხა, ტელევიზორს უყურა, სოციალურ ქსელში შეიხედა და ლოგინს მიაშურა. ბალიშს ჩაეხუტა, ძილის სამყაროში გადაეშვა.

____________

დილით ადრე გაიღვიძა არღვლიანმა. მოემზადა, ბერებს დაემშვიდობა და ფეხით დაუყვა გზას ტრანსპორტამდე. ქალაქის ავტობუსში მოკალათდა და თვალები დახუჭა. ვინ იცის რაზე ფიქრობდა, ან ვისზე, მაგრამ სანამ ქალაქში არ ჩავიდა, თვალები არ გაუხელია. დინჯი ნაბიჯებით ჩამოვიდა ავტობუსიდან, სახლთან მისულმა ფრთხილად დააკაკუნა კარებზე. დედამ გაუღო.

- ჩამოხვედი დედა? შემოგევლე მე შენ _ თბილად ჩაეხუტა _ როგორ მომენატრე დედი _ კიდევ ერთხელ აკოცა. სვანმა შესამჩნევად გაუღიმა და თავის ოთახს მიაშურა. ტელეფონმა დარეკა.
- გისმენთ. ხვალ? კი მცალია, რა ხდება? კარგი, კარგი, მოვალ მადლობა.

_________________

საღამოს რესტორანში უნდა წასულიყო. არ აპირებდა ზედმეტად გამოპრანჭვას იმნაძე. სულაც არ უნდოდა ვინმეს აკიდება და დაბადების დღის ჩაშლა გოგასთვის. მუხლს ოდნავ აცილებული, თავისუფალი სტილის სარაფანი შეარჩია, დატალღული თმები ზურგზე დაიყარა, სულ მცირე მაკიაჟი, მაღლები და მზად იყო. ჩანთა, საჩუქარი, მობილური აიღო და წავიდა. ბავშვობიდან ასე იყო, არასდროს უყვარდა ზედმეტად გამომწვევი სამოსი, მაგრამ ყოველთვის ყველაზე ორიგინალური უნდა ყოფილიყო, თუნდაც სრულიად უბრალო მაგრამ ორიგინალური. მაღლების ჩაცმას ერიდებოდა, ძალიან მაღალი ჩანდა, თუმცა ასეთ შემთხვევებში გამონაკლისს უშვებდა.

____________

ანდრონიკე განსაკუთრებით არ მომზადებულა, თავისუფალი სტილი მოირგო, საჩუქრად ნაყიდი საათი აიღო და სახლიდან გავიდა. ხმაურიან შეკრებებზე არ გიჟება, მაგრამ უწევს და ამიტომაც შეეჩვია. მეგობარს მით უმეტეს უარს ვერ ეტყოდა.

________

- ჩემი პრინცესა მოსულა _ სიცილით შეეგება გოგა და მარიამს ჩაეხუტა.
- გილოცავ _ მარიამმაც გაუცინა და საჩუქარი გადასცა _ გახსენი და გაიკეთე.
- ახლავე პრინცესა _ მიიხუტა. _ მიდი შენ დაჯექი მაგიდასთან, რამდენიმე სტუმარიღა დარჩა და მოვალ მეც.
- კარგი.

- გამარჯობა _ რესტორანთან მისულ მეგობარს ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა.
- გილოცავ _ საჩუქარი გაუწოდა არღვლიანმა.
- მადლობა. საათია? _ გაუცინა.
- საათია _ ღიმილით დაეთანხმა სვანიც და უეცრად გაუშტერა თვალი გოგას საათს. _ როგორც ჩანს ვიღაცას დაუსწრია _ გაუღიმა.
- ჩემმა პრინცესამ დამასაჩუქრა. შემო შემო შევიდეთ _ უკან მიყვა სტუმარს და შევიდნენ.

იმნაძე იუბილარს ელოდებოდა. მის გვერდით მაღალი სილუეტი შენიშნა, ახლოს რომ მოვიდა და მასში სვანი ამოიცნო, თან გაუკვირდა, თან რაღაც უცნაურად აღელდა. თითქოს ესიამოვნა კიდეც მისი დანახვა. მორცხვად გაუღიმა მომავლებს.

ანდრონიკემაც შენიშნა შორიდან უკვე შესწავლილი სილუეტი. გაოცდა, არ ელოდა, მაგრამ გოგასთვის არაფერი უთქვამს. თავისთვის ჩაიცინა. „ მადლობა“ - გაიფიქრა გულში უშგულის ლამარიის ღვთისმშობლის მიმართ და კიდევ უფრო მიუახლოვდა გოგონას.

- ანდრონიკე გაიცანი ეს არის ჩემი პრინცესა, რომელმაც ზუსტად იგივენაირი საათი მაჩუქა _ გაუცინა გოგამ და მარიამი მიიხუტა. _ ოდნავ გაღიმებული სახე მაშინვე დაუსერიოზულდა არღვლიანს. ვერ წარმოიდგენდა თუ მისი პეპელა სხვას ეკუთვნოდა. „მისი“ - უკვე დაისაკუთრა კიდეც. ვეღარაფერს ამბობდა, კითხვისაც ერიდებოდა.
- ანდრონიკე არღვლიანი _ დინჯად გაუწოდა ხელი.
- მარიამ იმნაძე _ გაუღიმა გოგონამ და თავისი ხელი შეაგება. ელექტროდენებმა დაუარეს სხეულში სვანის შეხებაზე, ხელი ტუჩებთან რომ მიიტანა და ეამბორა ხომ სულ გაუბრუჟდა ის ადგილი. არც სვანი ყოფილა უკეთეს დღეში, მაშინ როცა არავის შეხება ასე მძაფრად არ უგრძვნია, ახლა რაღაც დაემართა. თან საკუთარ თავს უბრაზდებოდა, მეგობრის „პრინცესას“ რომ ასეთი კუთხით უყურებდა. გადაწყვიტა იქვე დაესრულებინა ყველაფერი რაც ამ გოგონას უკავშირდებოდა მის ფიქრებში და გოგას მიერ მითითებულ ადგილზე დაჯდა. იუბილარმა წინ დაუსვა მარიამი. თვითონ კი დროებით გაეცალა იქაურობას.
- გოგონა უშგულიდან _ ბოხი ხმით წარმოთქვა არღვლიანმა, საკუთარ თავს ვერ სძლია რომ სიტყვები შეეკავებინა.
- ბიჭი უშგულიდან _ გაუღიმა გოგონამ და თვალები შეანათა. კიდევ ერთხელ გაუარა სასიამოვნო და თან უსიამოვნო შეგრძნებებმა მისი თვალების დანახვისას სვანს.
- არ მეგონა თუ აქ გნახავდით.
- მე უფრო არ მეგონა დამიჯერეთ _ მხიარულად გაუღიმა მარიამმა.
- თან არ მეგონა თუ გოგას შეყვარებულის სტატუსში გნახავდით.
- ვის სტატუსში? _ გადაიკისკისა იმნაძემ.
- ჩემი მეგობრის შეყვარებულის _ გამხიარულების მიზეზს ვერ მიუხვდა გოგონას.
- რაღაცები არასწორად გაიგეთ, გოგას შეყვარებული არ ვარ, ნათესავი ვარ.
- უკაცრავად, უბრალოდ პრინცესათი რომ მოგიხსენიათ.
- გასაგებია _ გაუღიმა მარიამმა _ მაგ „პრინცესის“ გამო ბევრს ჰგონია ასე, მაგრამ უბრალოდ ჩემთან მომართვის ფორმა აქვს ასეთი.
- ხომ არ მოიწყინეთ? _ ხალისიანად შემოუერთდა იუბილარი.
- რა მომაწყენს _ გაუცინა მარიამმა.

დაიწყო სმა, გართობა. მარიამი ჩვეულად, მოკრძალებულად იჯდა და მშვიდად იღიმოდა. ანდრონიკე მხოლოდ ხანდახან თუ გაიღიმებდა, დროდადრო აპარებდა თვალს იმნაძისკენ და კიდევ უფრო იხიბლებოდა მისი უბრალოებით. იმნაძესაც გაურბოდა თვალები წინ მჯდომისკენ, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია. მუსიკა რომ ჩაირთო და გოგამ ცეკვა სთხოვა, თავიდან უარზე იყო, ბოლოს მაინც დათანხმდა. ნაზი ნარნარით გაემართა საცეკვაო მოედნისკენ და ხელები მოხვია იუბილარს. მუსიკის რითმებს აჰყვა და ნელა ამოძრავდა. თუმცა მალე დაუბრუნდა თავის ადგილს და გოგას მის მეგობრებთან ცეკვის საშუალება მისცა. სუფრასთან არღვლიანი დახვდა, ოდნავ გაუღიმა მარიამმა ზრდილობის მიზნით და სკამზე მოთავსდა. ლიმონათი მოსვა და მოცეკვავე წყვილებს გახედა. ანდრონიკეს უნდოდა რაიმე ეთქვა, თუნდაც კომლიმენტი, მაგრამ თავს იკავებდა. არ უნდოდა ზედმეტი ელაპარაკა. მოცეკვავე საზოგადოება დაუბრუნდა სუფრას, უკვე გვიანი იყო.

- გოგა მე წავალ _ ჩუმად უჩურჩულა მარიამმა.
- სად წახვალ? ასე მალე?
- რა მალე? გვიანია უკვე _ გაუცინა.
- მოიცა გაგიყვან მაშინ, მარტო ხომ არ გაგიშვებ.
- სტუმრებს მარტო დატოვებ? ტაქსით გავალ რა პრობლემაა.
- არ მინდა რომ მარტო გაგიშვა.
- არაფერი არ მომივა, მოვწესრიგდები და მოვალ ახლავე. _ მაკიაჟი შეისწორა და დარბაზში დაბრუნდა.
- პრინცესა, ანდრონიკეც მიდის უკვე და გაგიყვანს რა თან _ გადახედა გოგამ.
- აუცილებელია ვინმე შევაწუხო? _ ღიმილით ჰკითხა.
- არ შევწუხდები _ მშვიდი ტონით, სერიოზულად უპასუხა სვანმა.
- ნუღარ ფიქრობ, გაგიყვანს ანდრონიკე პრობლემა არაა.
- კარგი, კარგი _ დაეთანხმა მარიამი და დაემშვიდობა გოგას. არღვლიანი მშვიდი ნაბიჯებით მიჰყვებოდა გოგონას უკან, სახეზე არაფერი შეუმჩნევია, თუმცა გულში გაუხარდა რომ დათანხმდა. იქნებ უკეთ მოახეხოს საერთო ენის გამონახვა.

მთელი გზა სიჩუმეში გალიეს, მხოლოდ ერთხელ ამოიღო მარიამმა ხმა, როცა მისამართი უთხრა. თითქოს მამაკაცისკენ გახედვის ერიდებოდა, ფანჯარას თვალს არ აშორებდა იმნაძე. ანდრონიკე ხანდახან გადახედავდა, მერე ოდნავ ეღიმებოდა და ისევ გზას გაჰყურებდა. სახლთან რომ მიიყვანა, საუბარი წამოიწყო არღვლიანმა და მხოლოდ მაშინ შეხედა გოგონამ.

- ერთნაირი გემოვნება გვქონია _ მშვიდი ტონით დაიწყო სვანმა.
- როგორც ჩანს _ გაუღიმა გოგონამ.
- მეგონა ერთადერთი იქნებოდა ჩემი ნაჩუქარი საათი.
- მეც ასე მეგონა. ჩემი წასვლის დროა, ივასუ ხარი (სვანური: მადლობა) _ ღიმილით გადაუხადა მარიამმა მადლობა და თავი ძლივს შეიკავა არღვლიანის გაოცებულ მზერაზე რომ არ გაეცინა.
- დეემგვაშ (არაფერს). სვანური იცი?
- ცოტა.
- შენც სვანი ხომ არ ხარ?
- არა, სვანი არ ვარ.
- გასაგებია.
- კარგი, ხოჩა ლეეთ (ღამემშვიდობის).
- ხოჩა ლეეთ _ შესამჩნევი ღიმილით დაემშვიდობა სვანი. მანქანა იქამდე არ დაძრა, სანამ მარიამი არ გაუჩინარდა. შემდეგ კი სასიამოვნოდ გაოცებული გაუყვა გზას. ჯერ თავისი სილამაზით გააოცა ამ გოგონამ, შემდეგ უბრალოებით, მოკრძალებით, ახლა სვანურის ცოდნით. მიუხედავად საკუთარი დინჯი ხასიათისა, მაინც გადაწყვიტა მარიამის ნომრის გაგება.

_____________________

კმაყოფილი დაბრუნდა იმნაძე სახლში. ჩუმად შეიპარა და ოთახში შევიდა. მალე დედა მიჰყვა.

- კარგი დრო გაატარე დე?
- კი დე ძალიან, იცი ვინ იყო? აი რომ გიყვებოდი მაღალი ბიჭი ვნახე-თქო.
- მერე?
- რავიცი არაფერი, გოგამ მას გამომაყოლა სახლამდე, უბრალოდ ვისაუბრეთ და მოვედით. ძალიან სერიოზულია _ გაეცინა _ შუბლს არ ხსნის.
- ეგ არაფერი დედი, დაიძინე ახლა.
- ძილინების _ დედას აკოცა და ლოგინში დაწვა.

მაინც ვერაფრით მოიშორა სვანზე ფიქრები, რატომ აეკვიატა თვითონაც ვერ გაიგო. სვანები ყოველთვის ადვილად იქცევდნენ მის ყურადღებას, მაგრამ ასე დაჟინებით ჯერ არავისზე უფიქრია, თან უკვე მეორედ შეხვდა. ახლა უნდა დაიძინოს, თორემ ანდრონიკეზე ფიქრები შორს წაიყვანს. სახელიც როგორი ორიგინალური აქვს - „ანდრონიკე“. გვარი? არღვლიანი, არა აშკარად კარგი ვინმეა. „დაიძინე, მარიამ, დაიძინე, სვანზე ფიქრები არ გამოგადგება ახლა“ _ გაიფიქრა და ბალიშს მიეხუტა.

_______________________

ჩვეულებისამებრ დინჯად დააკაკუნა არღვლიანმა კარებზე. დედა გამოეგება.

- მოხვედი დედი? კარგი დრო გაატარე?
- კი დედა, კი _ უცნაური ღიმილით უთხრა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ გაეშურა.

დედამაც უცნაურად გაიღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. ანდრონიკე მოწესრიგდა და ლოგინზე წამოწვა, ხელები თავქვეშ დაიწყო და ჭერს ახედა. აშკარაა ამ სიფრიფანა გოგოს მიმართ ინტერესი გაუჩნდა. ძალიან უნდა უკეთ გაიცნოს, როგორი ბავშვურია, სუფთა, მორცხვი. სწორედ ეს მოწონს სვანს, მისი სისადავე, მისი უბრალოება. ის უბრალოება, რომელმაც ტაძარში შემობიჯებისთანავე მიიპყრო არღვლიანის ყურადღება. მისი თვალებიც მოწონს, სუფთა, დიდრონი. მოწონს და რა ქნას? საკუთარ თავს ხომ არ მოატყუებს. ტყუილი მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ვერ იტანს როცა ატყუებენ, თვითონ ხომ არ იტყუება. გონებაში კიდევ ერთხელ წარმოიდგინა მარიამის სახე. სვანურად რომ უთხრა მადლობა, ჯერ გაოცდა, შემდეგ კი კინაღამ გაეღიმა ინტონაციის გამო, მაგრამ თავი შეიკავა, არ უნდოდა ეწყენინებინა. „მარიამი - სახელიც როგორი ლამაზი აქვს, ზუსტად ისეთი მას რომ შეეფერება“ _ კიდევ ერთხელ შეეპარა სვანს ღიმილი და გვერდი იცვალა. ხვალ აუცილებლად მიხედავს ამ საკითხს. მარიამს როგორმე დაეკონტაქტება და გაარკვევს ყველაფერს მის შესახებ, მისგან დამალულად.

ნელა იცვალა მხარი იმნაძემ და თვალები გაახილა. მზის სხივები უკვე თამაშობდნენ ოთახში, ადგომა დაეზარა, ზურგზე დაწვა და ჭერს მიაშტერდა. არაფერზე ფიქრობდა იმ წამს, უბრალოდ ჭერს უყურებდა, მერე უეცრად თვალები მოისრისა და წამოხტა. სამზარეულოში საღამურებისამარა გავიდა, ყავა მოიმზადა და ისევ თავის ოთახს დაუბრუნდა. დღეს საქმე არაფერი აქვს, მთელი დღე იჯდება სახლში, წიგნებს წაიკითხავს, ფილმებს უყურებს. გიჟდება თავისუფალ დღეებზე, შეუძლია არც კი ჩაიცვას, ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საღამურებში და რა ქნას. დედაც სულ ეჩხუბება ამაზე მაგრამ ბავშვობიდან ვერაფრით მოაშლევინა ეს ჩვევა. უკვე შუადღეა და ის მაინც დილის ფორმაშია წამოწოლილი და წიგნს კითხულობს.. ტელეფონის ვიბრაციამ გამოაფხიზლა, ნელა წაიღო ხელი ლოგინის გვერდით მდგარი პატარა „კარადისკენ“ და ტელეფონი აიღო. უცხო ნომრის დანახვას არ ელოდა მაგრამ უპასუხა.

- გისმენთ.
- ხოჩა ლადეღ (დღემშვიდობის) _ ღიმილი ეტყობოდა ხმას. „სვანია?!“ გაუკვირდა, გაოცდა, გაუხარდა.
- ხოჩა ლადეღ _ მშვიდი ტონით უპასუხა.
- კიდევ რომ გავაგრძელო მოკითხვა გეყოფა სვანური? _ აშკარად ჩაიცინა არღვლიანმა.
- სადამდეც მეყოფა წამოგყვები _ გაიცინა გოგონამაც.
- მაგუარდ ხარი? (როგორ ხარ?) _ აშკარად ეტყობოდა სვანს ეგონა იმნაძემ გამარჯობა- ნახვამდის მეტი არაფერი იცოდა. მის მოსახიბლად ბევრს გამოუყენებია ეს ხერხი, მაგრამ იმაში დარწმუნებული იყო რომ მარიამს მისთვის თავის მოსაწონებლად არ უსწავლია სვანური.
- ხოჩამდ, სი მაგუარდ? (კარგად, შენ როგორ?) _ ღიმილი შეეპარა გოგონას.
- ხოჩამდ, იმ ხასდბა? ( რას საქმიანობ?)
- დეემგვაშ (არაფერს) რას ვსაქმიანობ იმის სათქმელად სვანური აღარ მყოფნის _ გადაიკისკისა მარიამმა.
- კარგი, მაშინ ასე მითხარი აბა რას საქმიანობ?
- წიგნს ვკითხულობდი.
- ე.ი. მოგაცდინე. უბრალოდ მინდოდა შეხვედრა მეთხოვა, სალაპარაკო მაქვს.
- ჩემთან? _ გაუკვირდა მარიამს. „ჩემთან რა საქმე უნდა ჰქონდეს?“ - გაიფიქრა.
- ჰო შენთან, თუ შეძლებ ხუთი საათისთვის გამოგივლი.
- კარგი _ ორჭოფობის შემდეგ როგორც იქნა დათანხმდა.
- კარგი, დროებით. _ დაემშვიდობა ანდრონიკე.

რატომ დათანხმდა თვითონაც არ იცის, მაგრამ საკუთარ სურვილებს წინააღმდეგობა აღარ გაუწია. თანაც რა მოხდება თუ ერთხელ შეხვდება, მით უმეტეს რომ აშკარად დაინტერესებულია ამ მამაკაცით. წარმოდგენაც არ აქვს რა საქმე შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მოუსმენს. „ნეტავ ნომერი როგორ გაიგო? ვითომ გოგას ჰკითხა?“ _ გაეღიმა, თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად და წიგნს მიუბრუნდა. წიგნის კითხვა რომ დაამთავრდა უკვე სამი საათი იყო. კარადასთან მივიდა და გამოაღო. ბევრი იფიქრა, შიგნით იყურა და საბოლოოდ შარვალსა და უბრალო ზედაზე შეჩერდა. თმები კოსად აიწია, ფეხზე დაბლები, მზის სათვალე მოირგო და მზად იყო. ოთახიდან გასულს დედა შეეგება.

- საით? _ ღიმილით ჰკითხა.
- არ დამიჯერებ _ გადაიკისკისა.
- იქნებ ვიჯერებ.
- სვანმა დამირეკა.
- ვინ სვანმა?
- იმ სვანმა გუშინ გოგას დაბადების დღეზე და ექსკურსიაზე სვანეთში რომ ვნახე და შეხვედრა მთხოვა. ჰო და დავთანხმდი.
- კარგი, ჭკვიანად იყავი _ დედა ენდობა, თანაც უკვე დიდი გოგოა და ასეთ საკითხებზე პრობლემას და პანიკას არ ქმნის, მაგრამ მაინც არასდროს ავიწყდება სტანდარტული გაფრთხილება.
- ჭკვიანად ვიქნები და მალე მოვალ _ გაუცინა დედას, აკოცა და სახლიდან გავიდა. სადარბაზოსთან ელოდა სვანი თავისი მანქანითურთ. რომ გამოვიდა გადაკოცნა, კარები ჯელტმენურად გაუღო, დაჯდომაში მიეხმარა, მანქანას მოუარა და თვითონაც დაჯდა.
- აქვე ერთი კაფეა, იქ წავიდეთ. _ გადაწყვეტილება ამცნო ანდრონიკემ.
- კარგი _ უბრალოდ დაეთანხმა გოგონა და სანამ ადგილამდე არ მივიდნენ ხმა აღარ ამოუღია. მანქანა გააჩერა არღვლიანმა, გადავიდა, მოუარა, კარები მარიამსაც გაუღო, ამჯერადაც დაეხმარა გადმოსვლაში და შემდეგ დაკეტა. უკან მიჰყვა გოგონას, კაფის კარი გაუღო, თავის მსუბუქი დაკვრით შეატარა, სკამი გამოუწია. მის ქმედებას ღიმილით ადევნებდა თვალს იმნაძე, ვერ გაეგო ბუნებრივი მოქმედებები იყო თუ თავის მოსაწონებლად ხელოვნურად შექმნილი.

- რა შევუკვეთოთ?
- ნაყინი _ გაუღიმა. შეკვეთა მისცა და ისევ ფოფონას მიუბრუნდა.
- რამდენი წლის ხარ? ზედმეტად პირდაპირ კი გკითხე როგორც არაკორექტული კითხვა, მაგრამ ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვები არ მიყვარს.
- გასაგებია, 22 წლის ვარ.
- ხოხვრა (პატარა) _ ჩაეცინა.
- თქვენ ზედმეტად დიდი ხართ ალბათ _ გაუცინა.
- არც მაგდენად, 28 წლის. პირდაპირ გეტყვი რომ მომეწონე და შენთან ურთიერთობა მინდა.
- ასეთ პირდაპირობასაც ვერ წარმოვიდგენდი. რომ არც კი მიცნობ არაუშავს?
- არაუშავს.
- რომ ვერ გავუგოთ?
- გავუგებთ.
- მეც პირდაპირ გეტყვი, გამიგია სვანების რთული ხასიათის ამბავი, ამიტომ გეუბნები ურთიერთობა, ერთმანეთთან შეგუება რომ გაგვიჭირდეს?
- არ გაგვიჭირდება, შენ პატარა ხარ, მე უფროსი, ორივე ჩვენს დასათმობს დავთმობთ და ყველაფერი კარგად იქნება. ცდას რა უდგას წინ.
- სურვილი _ გაუცინა მარიამმა.
- ანუ რისი თქმა გინდა, სურვილი არ გაქვს? _ უცებ დასერიოზულდა.
- არ ვიცი.
- კარგი, არ დაგაჩქარებ მაგრამ ბევრიც არ იფიქრო. ლოდინი არ მიყვარს, მით უმეტეს უშედეგო.
- შენ ახლავე პირობებს მიყენებ, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის დაწყებასაც კი არ აქვს აზრი.
- უბრალო პირობაა, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თუ არ მოგწონს მაშინ კარგი, ასე შევთანხმდეთ : ერთი კვირა დაგელოდები. ამ ერთ კვირაში შენ შემატყობინებ შენს გადაწყვეტილებას, თუ ვერ გადაწყვიტავ სულ გავქრები შენი ცხოვრებიდან.
- კარგი _ გაუღიმა.

სახლამდე მიაცილა, ჯელტმენური ჩვევები არ ახლა დავიწყნია. დაემშვიდობა და დაფიქრებული გაუშვა სახლში. კიბეებზეც კი ფიქრობდა მარიამი. ჩაფიქრებულმა შეაღო კარები და ტელეფონი აიღო.

- თეკო, აუ გამო რა ჩემთან, კაი გელოდები.

ოთახში შევიდა, შორტი და ზედა ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. ცივი ყავა მოამზადა და მაცივარში შედგა.

- მოხვედი დე? _ სამზარეულოში შეიხედა დედამ.
- მოვედი.
- მერე? არ უნდა მომიყვე?
- მოდი, მოგიყვე. ასე პირდაპირ ჯერ არავის დაუწყია, მომწონხარ და შენთან ურთიერთობა მინდაო.
- ოჰ, მერე?
- ვუთხარი არ ვიცი-თქო და ერთი კვირა მომცა დასაფიქრებლად. რომ ვერ შევეწყოთ-თქო? შევეწყობითო.
- შემართებითაა. შენ რას ფიქრობ?
- არ ვიცი, ვიფიქრებ ეს ერთი კვირა.
- იფიქრე, იფიქრე _ გაუცინა დედამ.
- თეკო მოვიდოდა _ კარებზე კაკუნისთანავე წავიდა გასაღებად. _ მოდი.
- როგორ ხარ?
- გაურკვევლად _ გაუცინა. _ შედი ჩემთან ოთახში, ყავას მოვიტან და მოვალ. _ ყავიანად დაბრუნდა ოთახში.
- რაო აბა?
- სვანს შევხვდი დღეს.
- რაღაც ძალიან ხშირად ხვდებით..
- შეთანხმებულად შევხვდით _ გაუცინა.
- ოჰო, მერე?
- მომწონხარო, ურთიერთობა მინდაო, ერთი კვირა მოსაფიქრებელი ვადაო.
- შენ?
- არ ვიცი.
- მაინც?
- მართლა არ ვიცი, აზრზე არ ვარ.
- მოგწონს?
- სვანია გოგო, თან მაღალი, კარგი თვალებით.
- აღფრთოვანებული ხარ ანუ _ გაუცინა თეკლამ.
- დაახლოებით _ გაიცინა თვითნაც.
- უყურე შენ.
- აუ თეკო რა ვქნა?
- მე რა ვიცი, თუ გინდა კი, თუ გინდა არა.
- არ ვიცი მინდა თუ არა, ადამიანს არ ვიცნობ და..
- გაიცნობ მერე, სცადე შენც და თუ არ გამოგივა დაშორდებით და ეგ იქნება.
- არ ვიცი რა, ფაქტია ძალიან სერიოზული და რაღაცნაირია.
- მასეთი შეგეფერება შენ ზუსტად _ გაუცინა თეკლამ.
- ჰო და მეყოლება _ სიცილით ჩაილაპარაკა.
- კაი წავედი მე, სახლში მელოდებიან და დამირეკე მერე ან შემომიარე.
- კაი _ დაქალს დაემშვიდობა და შინ შევიდა.

პირდაპირ ლოგინს მიაშურა, ბალიშს ჩაეხუტა და ფიქრებს მისცა თავი. „ერთი კვირა.. სვანი.. სერიოზული.. გარეგნულად აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს..“ აღარ იცის როგორ მოიქცეს, ფაქტია არღვლიანმა პირველივე ნახვით მოახდინა შთაბეჭდილება. თვალები ჩაებეჭდა გულში, გონებაში. ფაქტობრივად ერთი ნახვით შეაფასა მისთვის იდეალურად, მაგრამ გაცნობის შემდეგ რა იქნება კაცმა არ იცის. იქნებ გამოვიდეს, შეიძლება არც გამოვიდეს. კარგად იცის მთიელების რთული ხასიათის შესახებ. მიუხედავად იმისა რომ ანდრონიკეზე ანგელოზის შთაბეჭდილება დატოვა, არც მარიამია ნამდვილი ანგელოზი. პირიქით, მასაც რთული ხასიათი აქვს. ნაკლებად შესამჩნევი გარედან, მაგრამ ურთიერთობაში საკმაოდ რთულია. ალბათ ამიტომაც ვერ შეძლო ჯერ ვერავინ მისი ატანა. მის პრეტენზიებს და წუნებს ვერ გაუძლეს და სიმპათიების გამოცხადებიდან მაქსიმუმ ერთ თვეში ყველა დაიკარგა. დამთმობი ხასიათი აქვს, მაგრამ საბოლოოდ ბევრ რაღაცას ვერ ითმენს. ბევრს არასდროს ორჭოფობს და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. ერთი კვირაა სვანზე ფიქრები ვერ მოიშორა, ამიტომ მარტივად გადაწყვიტა ყველაფერი. მესამე დილას ტელეფონი აიღო და ანდრონიკეს ნომერი აკრიფა.

- ხოჩა ლადეღ (დღემშვიდობის) _ ღიმილით მიესალმა სვანს.
- გამარჯობა _ ქართულად დაუბრუნა პასუხი.
- თუ გცალია შეგვიძლია ვილაპარაკოთ.
- ანუ გადაწყვეტილება მიიღე, ძალიან კარგი, საღამოს გამოგივლი, ახლა სამსახურში ვარ _ ზედმეტად სერიოზული და მკაცრი ტონი ჰქონდა არღვლიანს.
- კარგი _ გაუთიშა და ტელეფონი იქვე მიაგდო.

ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა სწორად იქცევა თუ არა, მაგრამ იცის რომ ამის გაკეთება უნდა. იცის, თუ შეუყვარდება მის რთულ ხასიათსაც აიტანს, მით უმეტეს იგნორის არაჩვეულებრივი უნარი აქვს.

________________________________

სამი დღე ელოდა არღვლიანი მარიამის ზარს. ფიქრობდა ხომ არ იჩქარა, მაგრამ მეტს ვეღარ მოიცდიდა. ერთ თვეში ისევ ავღანეთში მიდის და ნახევარი წელი უკან ვეღარ დაბრუნდება. ნახევარ წელში შეიძლება გათხოვილიც დახვედროდა. წასასვლელი რომ არ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ გამოიჩენდა ასეთ სისწრაფეს, მაგრამ ახლა საჭირო იყო. მისი ნომერი რომ დაინახა ჩაეღიმა, სამსახურში იყო და მშვიდი, სერიოზული ტონით ესაუბრა. საღამომდე დრო გაიწელა. ლოდინის დროს ხომ თითოეული წუთი საუკუნეს ჰგავს. ჰო და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. როგორც იქნა გამოაღწია, ჯერ ასე არასდროს მოსურვებია ჯარის დატოვება. მანქანას სწრაფად ატარებდა. მისულმა დაურეკა გოგონას, ისიც მალე ჩამოვიდა. მანქანაში ჩაჯდა და ცოტა არ იყოს გაუკვირდა ჯარისკაცის ფორმით რომ ნახა.

- გამარჯობა _ ოდნავ გაუღიმა სვანმა.
- გამარჯობა.
- როგორ ხარ?
- კარგად, თავად?
- მეც არამიშავს.
- ჯარისკაცი ხარ? _ ცნობისმოყვარეობა ვეღარ დამალა.
- კი _ მოკლედ უპასუხა.
- არ ვიცოდი.
- არ მიცნობ.

ისევ იმ კაფეში მივიდნენ. ყავა შეუკვეთეს.

- აბა რა მოიფიქრე?
- მოკლედ, თანახმა ვარ ვცადოთ.
- როგორც ჩანს მეც მაქვს შთაბეჭდილების მოხდენის უნარი.
- შენს სვანობას უმადლოდე _ გაუცინა.
- ანუ გავარკვიეთ რომ სვანები გიყვარს.
- სვანეთი უფრო. ე.ი. ჯარისკაცი ხარ. _ ისევ სამსახურის თემას დაუბრუნდა.
- ჯარისკაცი ვარ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ნაწილის, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის, მეოცე ქვეითი ბატალიონის მეოთხე ქვედანაყოფის მეთაური ვარ.
- უფ გამიჭირდება დამახსოვრება _ გაიცინა.
- ნუ დაიმახსოვრებ, უბრალოდ თქვი რომ ჯარისკაცი ვარ.
- კარგი, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი მეთაურო _ ჩაილაპარაკა, ხელი თავთან მიიტანა და გაიცინა. სვანის სახეზეც გაიელვა ღიმილმა.
- შენ სწავლობ?
- კი მე ვსწავლობ.
- მგონი ერთმანეთზე მეტი რამ უნდა ვიცოდეთ.
- დავიწყებ. მარიამ იმნაძე, 22 წლის, ვსწავლობ, მყავს დედ-მამა და ძმა, უმცროსი, მათთან ვცხოვრობ, მიყვარს წიგნების კითხვა, ნაკლებად ფილმების ყურება, მყავს ერთი საუკეთესო მეგობარი თეკლა, მიყვარს მოგზაურობა, საოცნებო კუთხე საქართველოში უკვე ვნახე, ახლა ვენეცია ან ბორა-ბორა დამრჩა _ გაუცინა. _ გისმენ.
- ანდრონიკე არღვლიანი, სვანი, ნამდვილი სვანი _ ღიმილით აღნიშნა _ 28 წლის, სად ვმუშაობ უკვე იცი, მხოლოდ დედა მყავს, მამა დაიღუპა, თავისუფალ დროს თავს ვირთობ წიგნებითაც და ფილმებითაც, მეც ერთი საუკეთესო მეგობარი მყავს, კონსტანტინე,კოსტა. მთელი საქართველო მოვლილი მაქვს _ გაიცინა _ უცხოეთში ჯერ-ჯერობით ავღანეთით შემოვიფარგლები _ ჩაეცინა.
- ავღანეთში დასასვენებლად არ იქნებოდი _ გაოცება შეეპარა მარიამს ხმაში.
- მართალი ხარ _ გაუცინა.
- რა მაგარია.
- სულაც არ მინდა იმის გამო აღფრთოვანდე რომ იქ ვმსახურობდი _ სერიოზული ტონით უთხრა.
- ეგ არ მიგულისხმია, არა აღფრთოვანებული ნამდვილად ვარ, მაგრამ ჯარისკაცი ხარ და სადაც გევალება იქ უნდა იყო. უბრალოდ მეც ძალიან მინდა ავღანეთში, იქაური ბავშვების გაცნობა მინდა.
- არ მეგონა აქ ვინმეს ასეთი იდეა თუ შეაწუხებდა _ გაეღიმა.
- მე მაწუხებს, თან სერიოზულად.
- ვერც კი წარმოიდგენ იქ რა ხდება, თორემ არ მოგინდებოდა. მოვრჩეთ, არ მიყვარს ჩემს სამსახურზე საუბარი.
- როგორც გინდა _ გაუღიმა. _ შეიძლება ოჯახზე უფრო დაწვრილებით გკითხო? _ მორიდებით იკითხა.
- შეიძლება. მამა ომში დაიღუპა, მარტო დედა მყავს და ბებია სოფელში, რომელიც არაფრის დიდებით არ მოგვყვება. _ მარიამს გაეცინა.
- სვანეთში?
- კი, სვანეთში. წაგიყვან ერთხელ და გაგაცნობ.
- თუ მივედით ოჯახების გაცნობამდე.
- აუცილებლად მივალთ _ „იქამდეც მივალთ სახლში რომ მეყოლები“ - გაიფიქრა.
- მგონი წასვლის დროა ხომ?
- კარგი, წავიდეთ.

სახლამდე მიაცილა, დაემშვიდობა. მარიამი კარგ ხასიათზე დაბრუნდა, სვანმა დაიპყრო მისი გონება, მაგრამ გულამდე მივა თუ არა.. თუ უკვე მისული არ არის..ბედნიერმა შეაბიჯა სახლში, დედას ძალიან მოკლედ უთხრა რომ კარგი ადამიანია ანდრონიკე და თავის ოთახს მიაშურა. ლოგინზე გადაწვა, თვალები დახუჭა და გაეღიმა. ჯერ-ჯერობით სულაც არ ჩანს მძიმე ხასიათების, მაგრამ წინასწარი დასკვნებისგან თავს შეიკავებს. საკმაოდ სიტყვაძუნწია, მაგრამ ეგ არაფერი, მის სალაპარაკოსაც მარიამი ილაპარაკებს როგორც კი უკეთესად გაიცნობს.

______________________

სახლში უჩვეულოდ კარგ განწყობაზე დაბრუნდა. პეპელა ცხოვრებას უხალისებს. ჯერ თითქმის ერთი კვირაა რაც იცნობს და უკვე უკეთესობისკენ შეცვალა მისი ცხოვრება. აღარ არის ისეთი მკაცრი, დედასთანაც თითქოს უკეთესად პოულობს საერთო ენას. კოსტა აღარ უნახავს რამდენიმე დღეა, არადა ახლა ნამდვილად უნდა ესაუბროს.

- კონსტანტინე სად ხარ? ამოხვალ ჩემთან? კაი გელოდები.

მეგობარი მალე ესტუმრა.

- სად დაიკარგე სვანო? ასე უნდა? _ მოჩვენებითი წყენით ჩაილაპარაკა კოსტამ.
- მოდი კოსწია მოდი _ გაუცინა.
- რა ხდება რომ დიდ მეთაურს გავახსენდი?
- მოიცა რა, მოდი დაჯექი.
- მოვედი მოვედი, რა ხდება აბა?
- ცუდად არის ჩემი საქმე.
- რატომ?
- ცოლი უნდა მოვიყვანო.
- სულ გააფრინე შენ?
- რატომ?
- ერთი კვირის წინ არავინ იყო და დღეს ცოლი მოგყავს.
- ოო, დღესვე კი არ მომყავს, მაგრამ იმედი მაქვს თვის ბოლოს მოვიყვან.
- რა გეჩქარება? ორსულადაა და რამე?
- შენ გააფრინე მგონი _ უკმაყოფილოდ დაიღრინა სვანმა _ დავინახე, მომეწონა, გავიცანი, შემიყვარდა. ხომ იცი რომ ერთ თვეში ისევ ავღანეთში მივდივარ ექვსი თვით და ისეთი გოგოა თუ არ ვიჩქარე ექვსი თვე ან გააჩერებენ ან არა _ ჩაიცინა.
- მაშინ როდის მაცნობ მომავალ რძალს?
- რავი, გაგაცნობ მალე.
- შენადა რომ არ დაგთანხმდეს მერე სად მიდიხარ?
- სვანეთში.
- ვერ გავიგე.
- რომ არ დამთანხმდეს სვანეთში მივდივართ.
- თან მრავლობითში?
- ჰო აბა მარტო რა მინდა, წავიყვან ჩემი სურვილით და დამთანხმდება თავისი სურვილით.
- მოტაცების გარეშე ცივილიზებულად ვერ წყვეტ?
- მე შენსავით ქალაქელი ბიჭი არ ვარ კოსწიკ _ გაუცინა.
- მოიცა ერთი რა, მომინდომა ახლა ნაღდი სვანობა და იქ ცხოვრება.
- ანგელოზია რა.
- რა დღეში ხარ _ ხმამაღლა გაიცინა კონსტანტინემ _ რას წარმოვიდგენდი შენ თუ ასე გნახავდი, გამაცანი რა მალე ის გოგო, ასე ერთ კვირაში როგორ გადაგრია _ ვეღარ ისვენებდა.
- გაგაცნობ ამ დღეებში.
- კარგი, წავედი მე ახლა და შემეხმიანე, რძალი უნდა გამაცნო.
- მიდი, მაგრად.

კოსტა ერთადერთი ადამიანია რომელიც ბავშვობიდან მის გვერდითაა. ბევრთან მეგობრობდა, ბევრსაც ჩამოშორდა, ბევრიც თვითონ ჩამოშორდა. ვერ გაუძლეს სვანის ხასიათების სიმძიმეს. მხოლოდ „კოსწიამ“ შეძლო ბოლომდე ეერთგულა ანდრონიკესთვის. მაშინაც მის გვერდით იყო როცა მამა დაეღუპა, ერთი წამითაც არ მოშორებია. ერთად გადააგორეს ეს ტკივილი. ბავშვობიდან ბევრს კამათობდნენ განსხვავებული შეხედულებების გამო, მაგრამ მერე თანხმდებოდნენ. დღემდე ასე მოჰყვებიან ერთმანეთს. ბევრს ნიშნავს არღვლიანისთვის კოსტას მეგობრობა. ეს ადამიანი ის ძმაა, რომელიც არასდროს ჰყოლია ანდრონიკეს. თუმცა ემოციების გამოხატვა არ ეხერხება და არასდროს უთქვამს კოსტასთვის რამდენს ნიშნავს მისი არსებობა. მასაც უკვე კარგად აქვს სვანის ხასიათი შესწავლილი, არასდროს არ ელის ზედმეტ, ძმობის გამომხატველ ფრაზებს მისგან, იცის რომ საჭიროების შემთხვევაში სიცოცხლესაც კი გასწირავს, ამიტომ ბანალური ტექსტების თქმით თავს არ იწუხებენ არც ერთი.
მოწესრიგდა, ლოგინზე დაწვა და ისევ მარიამზე ჩაფიქრდა. ხვალ ნახავს, ვინ იცის იქნებ კოსტაც გააცნოს. ზეგ მუშაობს, სულ ვერ ნახავს. იმედია იმნაძე იმ გოგონებს არ ჰგავს ვისაც პრობლემები აქვს ყოველდღიურ შეხვედრასთან დაკავშირებით, თორემ ასე ნამდვილად ვერ შეთანხმდებიან. მით უმეტეს რომ არღვლიანი ავღანეთშიც აპირებს წასვლას. კიდევ ბევრი საკითხი აქვთ გასარკვევი, თუმცა ალბათ ერთმანეთის უკეთ გაცნობასთან ერთად ყველაფერს შეძლებენ. ენამჭევრობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ არ უნდა გოგონაზე უყურადღებოს შთაბეჭდილება დატოვოს. ტელეფონი აიღო და მხოლოდ ორი სიტყვა მიწერა: „ხოჩა ლეეთ“ (ღამემშვიდობის). თავად არღვლიანიც კი ვერ წარმოიდგენდა როგორ გააბედნიერა მარიამი ამ ორი სიტყვით. უკვე მიხვდა იმნაძე ვისთან აქვს საქმე, სიტყვაძუნწი სვანისგან დიდ ტექსტებს არც უნდა ელოდოს, მისთვის ეს ორი სიტყვა იმაზე მეტი იყო ვიდრე მთელი ტექსტი სიყვარულებით გამოტენილი. გაეღიმა, კიდევ ერთხელ გადაიკითხა ორი სიტყვა და თვითონაც მოკლედ უპასუხა: „შენც.“

დილით ახალგაღვიძებულ იმნაძეს არღვლიანის მესიჯი რომ დახვდა, ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა. მიუხედავად ორიოდეს სიტყვისა, მაინც აგრძნობინებს კარგად შენიღბულ სითბოს. თვალები ფართოდ გაახილა და მესიჯი წაიკითხა, ისევ მხოლოდ ორი სიტყვა: „ხოჩა ლადეღ“ (დღემშვიდობის). პასუხი კვლავაც მარტივი იყო: „შენც“. ერთადერთი რამაც გააკვირვა მოწერის დრო იყო, დილის ექვსის ნახევარი. „რამ გაამწარა“ - ჩაიბურდღუნა და გაეცინა. გვიან მიხვდა: „ალბათ ვარჯიშობს, აბა ასეთ ტანს დაყენება ხომ უნდა. ან ლოცულობს ბოლოსდაბოლოს მონასტერში იყო“. ფეხები გაუხახუნა რბილ მატერიას, ერთი-ორჯერ გადაკოტრიალდა ლოგინზე, ბოლოს კი შუაში ზღვის ვარსკვლავას ფორმა მიიღო და თვალები დახუჭა. სახლში გამეფებული სიწყნარით ტკბებოდა. ძმა სოფელში იყო, მამა მუშაობდა, დედა კი თავისთვის ფუსფუსებდა. გვიანობამდე ძილი გარანტირებული ექნებოდა რომ არა ეს მზე. დილაადრიან ათამაშდნენ მისი ცელქი სხივები მარიამის სახეზე და გაღვიძება მოუწია. სასიამოვნო სურპრიზი კი დახვდა მესიჯის სახით. წოლა მობეზრდა, წამოჯდა და საღამურებისამარა „გატანტალდა“ სამზარეულოში.

- დეე _ უკნიდან მიეპარა და ყელში აკოცა _ წყალი დამიდგი რა.
- დავდგამ, მაგრამ ჩაიცვი.
- აუ კაი რა.
- დედი ნინო მამიდა უნდა მოვიდეს სირცხვილია.
- კარგი ჰო _ ჩაიფრუტუნა და ოთახში დაბრუნდა.

ზაფხული იმიტომ უყვარს ასე განსაკუთრებულად რომ შეუძლია მთელი დღე იტანტალოს სახლში, ახლა ამასაც არ აცდიან. მაგრამ ერთი ტონა ტანსაცმლის ჩაცმა რომ არ უწევს ეგეც კარგია. სწრაფად გადმოიღო მოკლე სარაფანი, გადაიცვა, თმები კოსად შეიკრა და მისაღებში დაბრუნდა. სახლის ფორმაშია, სახლში არასდროს არ ატარებს მაკიაჟს, მაკიაჟის ტარებას ქუჩაშიც კი ერიდება და ახლა კიდევ სახლში. ყავა დაისხა და იქვე სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა.

_________________

თვალები გაახილა თუ არა არღვლიანმა, მაშინვე ტელეფონს დასწვდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. აქამდე ტელეფონი მხოლოდ დარეკვის საშუალება იყო, როცა რეკავდნენ მხოლოდ მაშინ იღებდა ხელში. ახლა კი როგორც კი იმნაძე ახსენდება ტელეფონს უყურებს, ფიქრობს მიწეროს თუ არა, ზედმეტად არ შეაწუხოს. არც ის უნდა ზედმეტ ყურადღებას მიაჩვიოს, ყურადღებიანი არის მაგრამ ავღანეთიდან ნამდვილად ვერ შეძლებს ყოველ საათში მის მოკითხვას. ისიც იფიქრა არ გავაღვიძო ადრეაო, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა მიეწერა. მიწერა თუმცა პასუხი არ დაუბრუნდა. ლოცვის წაკითხვის შემდეგ ივარჯიშა, სახლში დაბრუნებულმა თავი მოიწესრიგა და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა პასუხი. პასუხი ზუსტად იგივე იყო, რაც წინა ღამეს მიწერა მარიამმა. ღიმილმა გაიელვა სვანის სახეზე. ნომერი აკრიფა და დაურეკა.

- დილამშვიდობის _ თავისი ბოხი ხმით მიესალმა ანდრონიკე.
- დილამშვიდობის _ მშვიდად უპასუხა გოგონამაც.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც კარგად. დღეს გცალია?
- საღამოსკენ.
- მანამდე რას აკეთებ? _ ეჭვიანი მამაკაცის ტონით ჰკითხა.
- სტუმრები მყავს მანამდე _ მის ტონზე ჩაეცინა იმნაძესაც.
- ვინ სტუმრები?
- მამიდა და რძალი.
- კარგი, საღამოს შეგეხმიანები და გნახავ.
- კარგი.
- ჩემს მეგობარს უნდა შენი გაცნობა _ სანამ გაუთიშავდა მანამდე მოასწო თქმა სვანმა.
- თუ ფიქრობ რომ უკვე დროა ერთმანეთის მეგობრებს ვიცნობდეთ, გავიცნობ რა პრობლემაა _ გადაწყვეტილება ანდრონიკეს მიანდრო მარიამმა.
- კარგი _ პასუხით ნასიამოვნებს, ამ ერთ სიტყვაშიც კი შეეტყო ჩაღიმება.

_________________

- გადიხარ დედი? _ როგორც კი ტელეფონი გათიშა მარიამმა, მაშინვე დაინტერესდა დედა.
- საღამოს გავალ, მეც მინდა მამიდას და სოფის ნახვა.
- მეგობრები უნდა გაგაცნოს?
- გაგიგონია ყველაფერი _ გაიცინა _ კი რავი ერთს უნდა გაცნობაო და გავიცნობ.
- ჭკვიანად იყავი დედი _ თბილი ხმით ჩაილაპარაკა.
- ჭკვიანად ვიწნები დე _ უკვე ეცინება კიდეც სტანდარტულ დარიგებაზე, მაგრამ ისე შეეჩვია, რომ არ უთხრას ისე ვერ გავა სახლიდან, გრძნობს რომ რაღაც დარჩა.

_______________________

როგორც კი იმნაძესთან საუბარი დაასრულა, კონსტანტინეს დაურეკა.

- კოსტა გცალია დღეს?
- რა საქმე მაქვს, ვისვენებ.
- ჰო და გაგაცნობ სარძლოს.
- როდისთვის? მოვემზადო უნდა _ გაიცინა.
- საღამოს გავიდეთ.
- კარგი ანდრუშ.
- კოსწიკ სახელს ნუ მიმახინჯებ _ გაიცინა სვანმა.
- ვაიმე, იმ გოგოს ქანდაკება უნდა დავუდგა, ბოლოს როდის გაიცინე არ მახსოვს _ ტელეფონში ფხუკუნებდა კოსტა.
- წავედი ახლა.
- კარგად.

არღვლიანს კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩნდა. დედას უნდა დაელაპარაკოს. მისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანია და ისეთ სერიოზულ ნაბიჯს როგორიც ქორწინებაა, უბრალოდ ვერ გადადგამს დედის გარეშე. უკვე მერამდენე წელია ეჩიჩინება ქალი რომ ცოლი მოიყვანოს, ოჯახი შექმნას. ეგ კი არა უკვე სარძლოც კი არჩეული ჰყოლია, საუბარში წამოცდა, მაგრამ სვანი სულაც არ არის ასე ადვილად დასაყოლიებელი. თანაც არც ისეთია სხვის ნათქვამზე გაიაროს, მით უმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება როცაა მისაღები. დედასთან ლაპარაკი გადადო, ელოდება როდის დასერიოზულდება კიდევ უფრო მათი ურთიერთობა.

____________________________

- მობრძანდით _ სიცილით გაუღო მარიამმა კარები მამიდას და რძალს.
- ჩემი გოგო, როგორ ხარ? _ ჩაეხუტა მამიდა.
- კარგად, მოდით. რძალო, როგორ ხარ? _ კისკისით გადაკოცნა რძაცილ.
- კარგად მარიამ, შენ როგორ ხარ?
- აქეთ წამოდით, დედა აქეთაა. ყავას ხომ დალევთ?
- კი დავლევ.
- გავაკეთებ და მოვალ ორ წუთში.

ყავა გაამზადა, მისაღებში პატარა სუფრა გააწყო და სტუმრებთან დაბრუნდა. ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა მათთან, ან როგორ არ უნდა ჰქონოდა, ერთ ქალაქში იყვნენ, ძალიან ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს და რაც მტავარია ძალიან უყვარდა. მამიდა მისი ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი იყო ყოველთვის.

- რას ხდება მამიდო შენკენ? რას იხრუკები ამ სიცხეში?
- რავი მამიდ, ამათ ველოდები რომ ერთად გავიდეთ.
- სულ ამათ ელოდება _ ჩუმად, მაგრამ მარიამის გასაგონად ჩაილაპარაკა დედამ, გაეცინა.

სტუმრებთან ილაპარაკა, სხვადასხვა თემები განიხილეს, იმხიარულეს. მოსაღამოვდა თუ არა არღვლიანის ზარმა აამღერა ტელეფონი. საპასუხოდ სამზარეულოში გავიდა.

- გისმენ.
- როგორ ხარ?
- კარგად. შენ?
- კარგად. გცალია?
- სტუმრები მყავს.
- კარგი, მაშინ რომ მოიცლი დამირეკე.
- კარგი, შეგეხმიანები. _ კმაყოფილმა გაუთიშა ტელეფონი. გამგებიანი ადამიანი აღმოჩნდა სვანი. ესმის სტუმარ-მასპინძლობის საკითხი. არ მოითხოვს რომ სასწრაფოდ ნახოს. თვალებგაბრწყინებული დაბრუნდა მისაღებში, სტუმრები უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ. როგორც კი გააცილა, მაშინვე დაურეკა არღვლიანს.

- მოვიცალე _ როგორც კი უპასუხა, ახარა მარიამმა. სვანს ჩაეღიმა. „ ბობშ“ (ბავშვი) - გაიფიქრა.
- კარგი, გამოგივლი და ჩამო.
- გელოდები.

ოთახში შეიხედა, დღეს ისეთ ხასიათზეა აუცილებლად გრძელი კაბა უნდა ჩაიცვას. კოჭებამდე სიგრძის შიფონით დაფარული კაბა გადმოიღო, შედარებით მოტკეცილი ზედა ჩაიცვა, დაბლები, თმები გაიშალა და მზად იყო. დაურეკა და ჩავიდა.

- გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა და გადაკოცნა.
- გამარჯობა _ კარები გაუღო, მანქანას მოუარა და თვითონაც ჩაჯდა. _ მაკდონალდსში წავიდეთ, კოსტაც იქ მოვა.
- კარგი _ ღიმილით დაუქნია თავი _ კონსტანტინე, კოსტა, კოსწია, კოსწიკ _ თავისთვის ბურტყუნებდა მარიამი.
- რას ლაპარაკობ? _ გადახედა სვანმა.
- რამდენი ფორმა აქვს კოსტას _ გაიცინა _ მაგრამ მე თუ მკითხავ კოსწია ყველაზე კარგია, კოსწიკ _ გადაიკისკისა. მის კისკისზე ანდრონიკესაც გაეღიმა. _ კარგი სახელი აქვს.
- ანდრონიკეს რას უწუნებ? _ ღიმილით გადახედა.
- არაფერს, არ მოკლდება _ ისევ გაუცინა.
- კოსტა ამოკლებს „ანდრუშას“ ფორმით.
- მე არ მომწონს _ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი.
- არც მე მომწონს.
- ძალიან კარგი, ჩემი სახელი არ შეამოკლო კიდევ არასდროს, ცუდად ვრეაგირებ _ გაუცინა იმნაძემ.
- გავითვალისწინებ მარიამ _ ხაზგასმით ჩაილაპარაკა.

მაკდონალდსში შევიდნენ, ერთმაგიდასთან მოკალათდნენ და კოსტას დაელოდნენ. ნაკაშიძე კი არ ჩანდა.

- ქალებიც კი უფრო სწრაფად ემზადებიან ვიდრე ეგ _ ჩაიბურტყუნა სვანმა და დარეკა. _ სად ხარ? გელოდებით, კაი მალე. - გამოსულია, ხუთ წუთში მანდ ვარო _ ამცნო კოსტას პასუხი გოგონას.

ამ ზარიდან ზუსტად ნახევარ საათში, მათი მაგიდისკენ მიმავალი მხიარული გამომეტყველების ბიჭი გამოჩნდა.

- მოვედი, ხომ არ დამიგვიანია _ სიცილით დაიწყო _ გამარჯობა.. _ სახელთან შეჩერდა.
- მარიამი _ გაუღიმა იმნაძემ.
- გამარჯობა მარიამ, მე კონსტანტინე ვარ, როგორც მოგეწონოს ისე შეამოკლე ჩემი სახელი. როგორც უკვე მოგეხსენება ამ სვანის მეგობარი ვარ, ძალიან მიხარია რომ მეღირსა მისი მხრიდან ვინმეს გაცნობა. ჰო, მართლა ძალიან სასიამოვნოა _ სიცილით დაამთავრა მონოლოგი და მარიამს ჯელტმენურად ეამბორა გაწვდილ ხელზე. გოგონამ გადაიკისკისა, ვერ წარმოიდგენდა თუ ამდენად მხიარული პიროვნება აღმოჩნდებოდა კოსტა. რატომღაც სვანივით სიტყვაძუნწს, სერიოზულს ელოდა და გაუხარდა როცა აღმოაჩინა რომ ასეი გულღია მეგობარი ჰყავს.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა _ ძლივს ჩააკვეხა ორიოდე სიტყვა იმნაძემ.
- ნაყინი მეც მინდა, თქვენ შეგიჭამიათ უკვე. იმედია მარიამი კიდევ ერთ ნაყინზე უარს არ მეტყვი და გამიწევს კომპანიონობას _ მარიამმა სიცილით დაუქნია თავი და კოსტაც მაშინვე სალაროსკენ წავიდა.
- რა მხიარულია _ ჩაილაპარაკა და არღვლიანს შეხედა, რომელიც უბრალო ღიმილით ადევნებდა თვალს ნაკაშიძის მოქმედებას.
- ჯერ სად ხარ, რომ შეგაწუხებს მხიარულებით მერე ნახე _ გაეღიმა.
- არ შევწუხდები.
- ესეც შენი ნაყინი _ ხმაურიანად დაბრუნდა კოტა _ აბა მომიყევი შენზე რამე, გისმენ.
- მარიამ იმნაძე, 22 წლის, ვსწავლობ, აქ ვცხოვრობ, ოჯახი მყავს _ სიცილით ზედმეტად ლაკონურად ჩამოუყალიბა სათქმელი.
- ახლა არ მაფიქრებინო რომ არღვლიანმა როგორც იქნა თავისნაირი იპოვა _ ჩაიფხუკუნა კოსტამ.
- როგორი თავისნაირი? _ დაინტერესდა მარიამი.
- ზედმეტად სიტყვას რომ ვერ ათქმევინებ.
- აჰ, არ იღელვო, არ ვარ მასეთი ჩუმი.
- ძალიან კარგი რძალო, იმედია მომართვაზე პრობლემები არ გვაქვს.
- არანაირი _ გაუცინა.
- გადასარევია. მოკლედ გაგეცნობი ახლა, კონსტანტინე ნაკაშიძე, 28 წლის, თავისუფალი _ წარბები აათამაშა _ ვინმე კარგი გოგო თუ მოგეძებნება სამეგობროში შეგძლია გამაცნო _ გაიცინა. _ ერთ-ერთ ფირმაში ადვოკატი ვარ, მარტო ვცხოვრობ და ვუძლებ სვანს _ დაასრულა სიცილით და დაბღვერილ ანდრონიკეს გადახედა _ სვანს რომელიც შუბლს და პირს არ ხსნის _ დაამატა.
- ეგ სვანი იქნება ერთხელაც რომ მოგკლავს _ დაიღრინა არღვლიანმა. მარიამს გაეცინა.
- ზოგადად განსხვავებული ხალხი კარგად უგებს ერთმანეთს, თქვენც ეს შემთხვევა ხართ _ ღიმილით გადახედა ორივეს.
- რძალო, აბა ქორწილი როდის გვაქვს? _ ანდრონიკეს თვალი ჩაუკრა შეუმჩნევლად და მეგობრისთვის საინტერესო თემაზე წამოიწყო საუბარი.
- რა დროს ქორწილია, გაცნობა მაინც მოვასწროთ _ შორს დაიჭირა იმნაძემ ეს ამბავი, რაც აშკარად არ ესიამოვნა სვანს. „ მაგასაც ვნახავთ ერთ თვეში“ - გაიფიქრა და ჩაეცინა.
- ჰმ, სანამ არღვლიანი არ დაოჯახდება მე ცოლის მომყვანი არ ვარ და იზრუნეთ ცოტა ჩემზეც და საქართველოზეც.
- საქართველო რა შუაშია? _ სიცილით ჰკითხა იმნაძემ.
- ჩემისთანები არ უნდა გადაშენდნენ, მომავალი თაობა გვჭირდება.
- მე ჯერ ვერაფრით დაგეხმარები _ გაუცინა მარიამმა. _ ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა მაგრამ უნდა წავიდე.
- წავიდეთ _ დაეთანხმა კოსტაც. გარეთ გამოვიდნენ. _ მე ჩემი მანქანით ვარ, თქვენ მარტო გტოვებთ, ჭკვიანად იარეთ _ ჩაიფხუკუნა.
- კონსტანტინე _ შეუღრინა სვანმა.
- კარგი ჰო არ მცემო _ ხელები ასწია დანებების ნიშნად. _ სასიამოვნო იყო _ გაუღიმა მარიამს და თბილად ჩაეხუტა.
- ჩემთვისაც კოსწიკ, თუ პრობლემა არ იქნება ასე მოგმართავ _ გაუღიმა.
- არავითარი პრობლემა, შენ ყველაფრის უფლებას გაძლევ.

კიდევ ერთხელ დაემშვიდობნენ და მანქანებშ დანაწილდნენ.

- აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მაგარი ადამიანია _ აჟიტირებული იყო მარიამი.
- ცოტა ბევრს ლაპარაკობს _ ჩაილაპარაკა სვანმა.
- აბა ყველა შენსავით სიტყვაძუნწი ხომ არ იქნება? ავსებთ ერთმანეთს.
- იმედია შენც მალე ჩათვლი საჭიროდ რომ შენი მეგობარი გამაცნო.
- შემდეგში გაგაცნობ თეკოს.
- ხვალ ვერ გნახავ.
- ხომ მშვიდობაა?
- კი მშვიდობაა, მაგრამ ვმუშაობ. მინდა ამ დროიდანვე იცოდე რომ ყოველ დღე ვერანაირად ვერ მოვახერხებ შენს ნახვას, ხანდახან მთელი დღე-ღამე იქ მიწევს ყოფნა. როგორც კი თავისუფალი დრო გამოჩნდება მაშინვე შეგეხმიანები, მაგრამ შეიძლება ვერ მოვახერხო.
- გასაგებია და ზოგადად არც ამდენი ახსნა-განმარტება დამარცვლა მჭირდებოდა, მესმის რომ შენი საქმე გაქვს, რომელიც დროს მოითხოვს. რა უფლება მაქვს პანიკები გიმართო რატომ არ მნახე-თქო, არც მასეთი ვარ კიდე.
- კარგია _ მშვიდად ჩაილაპარაკა სვანმა და გაეღიმა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა არჩევნის სისწორეში.
- კარგი, ნახვამდის _ ღიმილით დაემშვიდობა მარიამი და ლოყაზე აკოცა.
- ნახვამდის.

სახლში კი არ ავიდა, აფრინდა იმნაძე. საოცრად ბედნიერი იყო, იმ ფაქტმა კიდევ უფრო აღაფრთოვანა რომ ანდრონიკემ მეგობარი გააცნო, ანუ სერიოზულად ფიქრობს მასზე. რა ქნას მოხიბლულია ამ ადამიანით. პირდაპირ თავის ოთახს მიაშურა, მოწესრიგდა და ლოგინზე წამოწვა. ძილს არ აპირებდა, თეკო მოკლავდა რომ არ მოეყოლა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით დაურეკავს, მანამდე კი თავიდან უნდა გაიხსენოს ყველაფერი. გახსენებაზეც კი ეცინებოდა კოსტას სიტყვებზე. გიჟდება ასეთ მხიარულ და პოზიტიურ ადამიანებზე, მათთან არასდროს მოიწყენ. თუმცა არც თავის სიტყვაძუნწ სვანს არ უწუნებს არაფერს. ჰმ, „თავისი“ - უცებ დაისაკუთრა. „ჩემია და“ - გაიფიქრა კმაყოფილმა და ახლა პირქვე დაემხო ლოგინზე.


არღვლიანიც მაყოფილი დაბრუნდა სახლში. უხარია რომ მარიამმა და კოსტამ ერთმანეთს გაუგეს. რამდენიმე მეგობარს სწორედ იმის გამო ჩამოშორდა მათი მეწყვილეები ცხვირს რომ უბზუებდნენ. მაგრამ იმნაძე ასეთი არ არის. მოეწონა გოგონას დამოკიდებულება ნაკაშიძესთან, ბედნიერი იყო ასეთი აღფრთოვანებული რომ დარჩა მისი მეგობრით. დღის ბოლოს სულ გადარია იმნაძემ. აშკარად ეწყინა მისი დამარცვლით, მკაცრი ტონით ახსნილი მოუცლელობა, მაგრამ წყენა არ შეიმჩნია და გასაგებად ჩამოუყალიბა რომ ასეთ რაღაცებზე არ ბრაზდება. სწორედ ის არის ვინ ჭირდება. კიდევ კარგი რომ მონასტერში ერთი თვით დარჩა და ორ კვირაშ არ წამოვიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. თორემ ხომ ვერ აღმოაჩენდა ამ ანგელოზს. გრძნობს რომ გოგონა უფრო გაუშინაურდა, გრძნობს რომ სითბოც გაიზარდა მის მიმართ. იმასაც ხვდება მალე მოუწევს გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ რამდენად ადვილად დაითანხმებს ოჯახის შექმნაზე ეს უკვე საორჭოფო საკითხია. თუმცა, ყველაფერს ეშველება. კმაყოფილი გადაწვა ლოგინზე, ხელები თავქვეშ დაილაგა და თვალები დახუჭა. ხვალ ვერ ნახავს, ან იქნებ ცოტა ხნით მაინც მოახერხოს. „რამ გადაგრია“ - გაუწყრა საკუთარ თავს და მხარი იცვალა.

წვიმის წკაპუნმა გამოაღვიძა იმნაძე. მხარი იცვალა, ძილის გაგრძელება სურდა, მაგრამ ვერ შეძლო. ნელა გაახილა თვალი და ფანჯრისკენ გადაბრუნდა. ზანტად წამოჯდა ლოგინზე, ეძნელებოდა სიზმრების სამყაროსთან გამოთხოვება. რაღა მაიცდამაინც დღეს მოუნდა წვიმას წკაპუნი, აქამდე სულ მზე იყო. ისევ ბალიშს დაუბრუნდა, მაგრამ ვერ მოისვენა. საოცრად არ უყვარს დღეები, როცა მზე არ ანათებს. აღარაფრის ხალისი აღარ აქვს, ცუდ განწყობაზეა. ტელეფონს დახედა და გაეღიმა. „ყოველთვის შეიძლება რაღაცამ გაგახაროს“ - გაიფიქრა და არღვლიანის მესიჯი წაიკითხა. „დილამშვიდობის“ - ამჯერად ქართულად მიესალმა სვანი. იფიქრა როგორ მოქცეულიყო, დარეკვას აზრი არ ჰქონდა, სამსახურში იქნებოდა, ვერ უპასუხებდა, მაგრამ მესიჯს ნახავდა? საბოლოოდ მაინც მიწერა: „ დილამშვიდობის.“ ჯერ ასე არ დამართნია, არასდროს გაუბედნიერებია ტელეფონში წაკითხულ ერთ სიტყვას. ზოგადად არც მესიჯს დალოდებია ასეთი გულისფანცქალით. თვითონაც იცის რომ არ არის კარგი, არ უნდა ზედმეტად მიეჯაჭვოს, ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყეს ურთიერთობა და რა მოხდება არავინ იცის. ჯერჯერობით სვანს რთული ხასიათები არ გამოუვლენია და საოცრად კმაყოფილია ამით. ტელეფონმა დაიწრიპინა, გაბრწინებული თვალებით მივიდა და უეცრად ჩაქრა როცა უცხო ნომერი შენიშნა. გახსნა და გაეღიმა პირველივე სიტყვის წაკითხვისას:
„ რძალო! როგორ ხარ? მიხვდებოდი „კოსწიკა“ ვარ.“
„ გამარჯობა კოსწიკ, კარგად? შენ? საიდან გაგახსენდი?“
„ გუშინ გაგიცანი რა დამავიწყებს შენს თავს სკლეროზი კი არ მაქვს, საიდუმლოს გაგიმხელ სვანმა ჩამაბარა შენი თავი.“ _ გაუხარდა? მსუბუქი ნათქვამია, ასე ეგონა მალე ფრთები ამოუვიდოდა სიხარულისგან.
„ შენც მეთაურის დავალებას პირნათლად ასრულებ.“
„ აბა რა, გნახო დღეს არ გინდა? წამოიყოლე ვინმე დაქალი.“
„ არ ვიცი, ვნახოთ, ჯერ დაქალს უნდა შევუთანხმდე მაშინ.“
„ კარგი შეუთანხმდი და გამოგივლი მერე, სადმე დავსხდეთ, ცხელი ყავის ამინდია.“
„ კარგი კოსწიკ, მოგწერ თუ დავითანხმე დაქალი.“

ბედნიერებისგან გააჟრჟოლა, ასეთ მოკლე დროში რომ ამხელა ადგილი დაიკავა არღვლიანმა მის ცხოვრებაში, მერე რაღა იქნება? თუმცა არც თვითონ განიცდის ამის ნაკლებობას, გრძნობს როგორი მნიშვნელოვანია ანდრონიკესთვის და სწორედ ეს ახარებს. პირველი დანახვისთანავე რომ მოიხიბლა ფაქტია, მაგრამ ასე უცებ თუ შეუყვარდებოდა.. შეუყვარდა?.. დიახ, დიახ, სხვა სახელი არ აქვს ამ გრძნობას. როცა მთელი გულით ელოდები მის მონაწერს, როცა ერთი უბრალო სიტყვა და მოქმედება გაბედნიერებს, როცა მასზე ზრუნავ, ღელავ, გენატრება.. სხვა რა უნდა იყოს? ტელეფონი აიღო და თეკლას დაურეკა.

- თეკო როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც, გცალია დღეს?
- კი, რა ხდება?
- კოსტამ დაგვპატიჟა.
- ეგ შენი სვანის ძმაკაცი?
- ჰო, მაგ კოსტამ.
- მეც დამპატიჟა?
- შენც, შენც.
- როდისთვის?
- არ ვიცი, დაქალს თუ დავითანხმებ დაგიკავშირდები-თქო.
- კარგი, თანახმა ვარ _ გაუცინა.
- კარგი, მოგწერ მაშინ.

თეკოსთან ლაპარაკის შემდეგ კოსტას მიწერა.

„ კოსწიკ დაქალი თანახმაა.“
„ კარგი, საღამო შემოგეხმიანები მაშინ.“
„ კარგი.“

ცოტათი ცივი დღეა, საღამურებზე მოკლე ხალათი შემოიცვა და ისე გავიდა სამზარეულოში. ყავისთვის წყალი დადგა, გაამზადა და მისაღებში შევიდა. სავარძელში მოკალათდა და ყავაც იქვე დაიდგა.

- დილამშვიდობის მა, სახლში ხარ დღეს? _ მაშინვე ჰკითხა, როგორც კი ოთახიდან გამოსული მამა შენიშნა.
- დილამშვიდობის, სახლში ვარ.
- დედას ძინავს?
- კი, წევს ჯერ.
- კაი _ ყავა სწრაფად დალია და მშობლების ოთახისკენ წავიდა. დედას ეღვიძა, ლოგინში ჩაუხტა და მიეხუტა.
- გაყინული ხარ დედი _ გაუცინა დედამ.
- ჩამეხუტე მერე და გავთბები _ მიეხუტა.
- ნეტა როდემდე უნდა მეხუტებოდე და მიწვებოდე ლოგინში? _ სიცილით ჰკითხა.
- სანამ სხვა არ გამათბობს _ ენა გამოუყო.
- დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ მალე დადგება ეგ დროც.

სწორედ ეს უყვარს ამ ადამიანში განსაკუთრებულად, ურთიერთობაში თავისუფლება და ნდობა. არ ექცევა ისე როგორც დედა შვილს, თითქოს დიდი იყოს, პირიქით, ზედმეტად მეგობრულია, მესაიდუმლე. არასდროს არაფერი დაუმალავს მისთვის, ბავშვობიდან ასე ზრდიდა. მიაჩვია დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილებების თავად მიღებას, მაგრამ მისი ყველა ნაბიჯი დედასთან იყო განხილული. ხშირად ეკითხებოდა რჩევებს და ისიც დაუზარებლად ასწავლიდა.

- იცინე, იცინე და რომ გაგიფრინდები მერე ნახე როგორ მოგენატრები _ ნიშნის მოგებით გაუცინა და აკოცა.
- მომენატრები კი არა, დროზე მოგიშორო, დავისვენო _ გაუცინა.
- მაბრაზებ დედუსკუნა _ ტუჩები გამობზიკა გაბუტულივით.
- შენც აბრაზებ დედუსკუნას _ გაუცინა და აკოცა. _ ახტი ახლა და ავდგე მეც, დავლიოთ ყავა.
- მე დავლიე უკვე.
- ჰო და ახლა მეც დამალევინებ, წამოფრინდი აბა.
- ცოტა ხანი ვიყოთ რა.
- ადექი.
- მოიცა რაღაცა უნდა გითხრა, მამიკო სახლშია და მერე ვეღარ გეტყვი.
- პროვოკატორო _ გაუცინა _ გისმენ.
- დღეს მომწერა კოსწიკამ.
- ეს კოსწიკა ვინღაა?
- აუ დედიკო, სკლეროზი არ გქონდა შენ რამდენადაც მახსოვს _ გაუცინა _ ანდრონიკეს მეგობარია.
- თქვენს ხელში კიდევ კარგად ვარ _ გაიცინა.
- ჰო და გავიდეთ სადმეო.
- კითხვა მაქვს, კოსწიასთან ერთად რატომ უნდა გახვიდე.
- კოსწია ჩემთვისაა დედა, შენთვის კოსტა _ გაიცინა _ დღეს ანდრონიკე მუშაობს არ სცალია და არ მოიწყინოო კოსტამ, თან დაქალიც გამოიყოლე ვინმეო. ჰო და თეკოსთან ერთად წავალ.
- ისე მიდიხარ არც მეკითხები?
- არ გამიშვებ? _ გაუცინა.
- ყავას თუ არ გამიკეთებ არა.
- კარგი ჰო, სანამ ადგები ყავა მზად იქნება _ კიდევ ერთხელ აკოცა დედას და ლოგინიდან წამოფრინდა.

მშობლებისთვის ყავა გააკეთა და მიუტანა. მოწყენილობაში დღე უცებ გავიდა. საღამოს კონსტანტინე შეეხმიანა, მარიამიც თავის ოთახში შეიკეტა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო. დღეს ცივა მაგრამ მაინც შორტი მოირგო, თავისუფალი ზედა და გრძელი მოსაცმელი, ასე თუ ისე სითბო მაინც ექნებოდა. თმები კოსად აიწია, ფეხზე კეტები ჩაიცვა და მზად იყო. ეზოში ჩასული პირდაპირ მანქანისკენ წავიდა, ჩახტა და კოსწია გადაკოცნა.

- როგორ ხარ რძალო?
- კარგად, შენ?
- მეც, აბა სად ცხოვრობს შენი დაქალი? _ მისამართი უკარნახა და თეკოსკენ წავიდნენ. ჩამოიყვანა და ნაკაშიძე მანქანიდან გადმოვიდა. მარიამიც გადმოყვა, ერთმანეთისთვის ხომ უნდა გაეცნო.
- ე.ი. ეს თეკლაა, თეკო ჩემი მეგობარი, თეკო ეს კონსტანტინეა, კოსტა, კოსწია და კოსწიკა მარტო ჩემთვის _ სიცილით აღნიშნა.
- სასიამოვნოა _ ხელი გაუწოდა თეკლამ.
- ჩემთვისაც _ უჩვეულოდ სერიოზულად გაუღიმა და ხელზე ეამბორა. იმნაძე გაოცებული უყურებდა კოსტას საქციელს, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. გოგოები უკან მოთავსდნენ. კაფეში წავიდნენ. მისულებს კოსტამ გაუღო კარები, მერე კაფეშიც რევერანსით შეატარა, მარიამმა შესვლის წინ თვალი ჩაუკრა კოსტას და გაეცინა. იგივე გაიმეორე ბიჭმა და უკან მიჰყვა.
- ოთხი ყავა და შოკოლადის ნამცხვარი _ შეკვეთა მისცა კოსწიამ.
- ოთხი რატომ? _ დაინტერესდა იმნაძე.
- კიდევ ველოდებით ერთს და იმიტომ.
- ვის?
- მოვა და ნახავ.
- კარგი ჰო _ უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა. კარების ყოველ გაღებაზე იქით იყურებოდა, ელოდა ვინ შემოვიდოდა. ახლაც გაექცა თვალი და მაღალი, ნაცნობი სილუეტი რომ დაინახა სამსახურის ფორმით გულის ძგერა იგრძნო მკერდში. სახე გაუბრწყინდა, გაუაზრებლად გაეშურა მისკენ და მოეხვია. სვანს გაეღიმა, ფრთხილად, თბილად მოჰხვია ხელები და სულ ოდნავ ააცილა იატაკს.
- არ გელოდი _ ბედნიერმა ჩაიჩურჩულა იმაძემ.
- ვიცი. _ მაგიდისკენ წავიდნენ, კონსტანტინე მოხერხებულად გადავიდა თეკოს მხარეს, წყვილს ხომ არ დავაშორებთო და ადგილი დაუთმო. გახარებული მოკალათდა ანდრონიკეს გვერდით და ყავა მოსვა.
- შენ სპეციალურად მომიყვანე ხომ? _ წარბის აწევით ჰკითხა კოსტას.
- არა, მეც ახლახანს შემატყობინეს _ გაუცინა.
- ანდრონიკე გაიცანი ეს არის თეკლა, თეკო, მეგობარი, და, მრჩეველი, კრიტიკოსი _ გაიცინა. _ ცოტა გვიან გამახსენდა რომ ერთმანეთს არ იცნობთ _ მხრები აიჩეჩა _ თეკო ეს არის ანდრონიკე. _ ყოველგვარი დახასიათების გარეშე წარუდგინა ანდრონიკე.
- თეკლა ტყემალაძე, თეკო _ ხელი გაუწოდა თეკლამ ანდრონიკეს.
- ანდრონიკე არღვლიანი _ ფეხზე წამოდგა სვანი და ისე შეაგება თავისი ხელი.
- რას საქმიანობ თეკო? _ კითხვა დაუსვა კოსტამ.
- ვსწავლობ.

ისაუბრეს, ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, ბევრი თემა განიხილეს. კოსტას თვალებში ეშმაკურად აციმციმებულ სხივებზე ბევრს იცინოდა მარიამი.

- მე სამსახურში უნდა დავბრუნდე _ უჩურჩულა სვანმა _ გაგიყვან სახლში თუ გინდა და მერე წავალ.
- არ დაგაგვიანდება?
- არა.
- კარგი. ბავშვებო მგონი სახლში წასვლის დროა _ გამოაცხადა მარიამმა.
- აუ რძალო ცოტა ხანიც რა.
- მე და ანდრონიკე წავალთ და თეკო თუ დარჩება იყოს _ გაიცინა. თეკომ შეუბღვირა.
- კარგი ჰო წავიდეთ _ უკმაყოფილოდ დაეთანხმა კოსტა.
- მარიამს მე გავიყვან _ ამცნო ანდრონიკემ.
- თუ ნებას დამრთავთ მე მიგაცილებთ _ თავი დახარა კოსტამ, გაეცინათ, თეკოს ჯელტმენურად გაუღო კარები, დაჯდომაში მიეხმარა. იმნაძე და ანდრონიკეც მოთავსდნენ და დაიძრნენ.
- როგორ ხარ? _ შესამჩნევად გაუღიმა სვანმა.
- კარგად, შენ?
- კარგად, ცოტა ხნით გამოვედი.
- კარგია, გამახარე _ ემოციები არ დაუმალავს მარიამს. არღვლიანმა უბრალოდ გაუღიმა.
- ისე მგონი ეს შორტი მოკლეა _ დასერიოზულებულმა გადახედა.
- მართალი ხარ, შორტი იმიტომ ჰქვია რომ მოკლეა _ მშვიდი ტონით უპასუხა მარიამმა.
- არა, ვერ გამიგე, ზედმეტად მოკლე მეჩვენა.
- მოიცა, მოიცა, აქ გავჩერდეთ _ ზედმეტად დასერიოზულდა იმნაძეც. _ ეს შორტი ნამდვილად არ არის კატასტროფულად მოკლე, ასეთი რომ იყოს მე თვითონაც არ ჩავიცვამდი, პლიუს ამას, თუ ხედავ ამ სიგრძე მოსაცმელი მაცვია. _ ნელ-ნელა უფრო ბრაზდებოდა მარიამი. ყველაზე მეტად რასაც ვერ იტანს ზუსტად ის გააკეთა არღვლიანმა. ჩაცმაზე შეუქმნა პრობლემა, ოჯახშიც კი არასდროს ჰქონიათ ამ თემაზე კონფლიქტი, მით უმეტეს თვითონაც არ იცვამს ძალიან მოკლე რაღაცებს.
- მე უბრალოდ აღვნიშნე.
- არ იყო ეს უბრალო აღნიშვნა.
- მე აღვნიშნე და თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება.
- ანდრონიკე, მოდი ახლავე შევთანხმდეთ ასეთ რაღაცებზე პრობლემების შექმნა ცუდი ტონია, ცუდად ვრეაგირებ და არ მომწონს. მე თვითონაც არასდროს ჩავიცვამ ისეთ რამეს, რაც ზედმეტად მიიქცევს ყურადღებას.
- არ მეგონა თუ გაბრაზდებოდი.
- ჰო და გავბრაზდი.
- ასეთ რაღაცებზე თუ გაბრაზდი ცუდად გვექნება საქმე _ გაეღიმა სვანს.
- მაშინ აღარ უნდა მითხრა ასეთები.
- ადი ახლა სახლში _ შუბლზე აკოცა.
- ბავშვი ვარ თუ დებილი? _ გაბრაზებულმა შეუღრინა.
- ბავშვი.

მანქანიდან გაბრაზებული გადმოხტა და სახლში ავიდა. ტელეფონმა დაიწრიპინა: „ეგ შორტი მაინც მოკლეა.“ „ბავშვი ვარ და მეპატიება“ - დაუბრუნა პასუხი. გააბრაზა, მაგრამ მაინც ძალიან კარგადაა, მის სანახავად გამოვიდა როგორც კი დრო იპოვა. რა ქნას, არ მოწონს ასეთი გამოხტომები. თვითონ უკეთ იცის როგორ ჩაიცვას. როცა საპრეტენზიო არაფერია, ვერ იტანს დაუმსახურებელ შენიშვნებს.

.................................................

უკვე სამი კვირაა რაც ერთად არიან, ხანდახან კამათობენ, მაგრამ თავს ერთად კარგად გრძნობენ. ჯერ არც ერთს არ უთქვამს სიტყვა „მიყვარხარ“, მაგრამ არც ამაზე დარდით იკლავენ თავს, მთავარია რომ გრძნობენ. ანდრონიკე უკვე სერიოზულად ფიქრობს დაოჯახებაზე, მარიამი ვერც კი წარმოიდგენს ანდრონიკეს გეგმებს. ახლაც მშვიდად ემზადება მასთან შესახვედრად, დაპატიჟა. სამსახურის გამო მეორე დღეა აღარ უნახავს. ენატრება, მაგრამ წუწუნს არ აპირებს. იცის არღვლიანისთვის რამდენს ნიშნავს მისი საქმე. მოკლე, მოტკეცილი კაბა მოირგო, ზედა და მოსაცმელი, თმები გაიშალა და თავის სვანთან შესახვედრად გაემართა.

- ხოჩა ლადეღ (დღემშვიდობის) _ თბილად მიესალმა ანდრონიკე.
- გამარჯობა _ მიეხუტა მაღალ სილუეტს.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც კარგად, დღეს სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.
- რა ხდება? _ დასერიოზულდა მარიამიც.
- მივალთ და გეტყვი.
- კარგი _ მთელი გზა ფიქრობდა რა უნდა ეთქვა. დაშორების საკითხიც კი განიხილა და გული დაუმძიმდა. ვითომ სვანს ასე ადვილად მობეზრდა? არა, არა და კიდევ ერთხელ არა, ამას ვერ დაიჯერებს. მით უმეტეს არღვლიანს არაფერი ეტყობა.
- მოვედით _ ფიქრებიდან ანდრონიკეს ხმამ გამოიყვანა _ ჯერ კოსტას უნდა ლაპარაკი.
- კარგი _ კოსტა იქ დახვდა, თბილად მოიკითხა და შემდეგ სერიოზული სახით დაიწყო ლაპარაკი.
- რძალო, უნდა გელაპარაკო. რასაც გეტყვი შეიძლება არც კი დამიჯერო, მაგრამ შენი იმედი მაქვს. გეფიცები გოგოსთვის სერიოზულად ოცი წლის შემდეგ აღარ შემიხედავს, იმის მერე ხომ ხვდები რა, ძირითადად გასართობად შექმნილ თოჯინებს ვხვდებოდი. რაც თეკო გამაცანი ვეღარ ვარ კარგად. მაგრად მომეწონა ეგ გოგო, გავგიჟდი. ზედმეტად უბრალოა, პირდაპირი, მოკლედ ჭკუიდან გადავდივარ რა. გეტყოდა ალბათ, ვწერ ხანდახან, მაგრამ თვითონ საკმაოდ მშრალად მპასუხობს, ოდნავ ინტერესსაც არ იჩენს. უნდა მიშველო რა, მიშუამდგომლო. ეცადე წამოიყოლო ისეთ ადგილებში სადაც ვიქნები, ძალიან გთხოვ. _ იმდენად სერიოზული იყო ნაკაშიძე, მარიამმა ღიმილი ვერ შეიკავა.
- ეს ყველაფერი მართლა მესმის შენგან?
- მართლა, მართლა.
- კარგი, აუცილებლად გავარკვევ. _ ამ დროისთვის იმნაძემ უკვე ყველაფერი იცოდა. მათ შორის ისიც, თეკოსაც რომ ჰქონდა სიმპატიები კოსწიას მიმართ, მაგრამ არ აგრძნობინებდა. ეშინოდა რომ ნაკაშიძე ჩვეულებრივი ქალთა სქესის მოყვარული მამაკაცი აღმოჩნდებოდა და იმედი გაუცრუვდებოდა.
- მადლობა რძალო, მარტო შენ თუ გადამარჩენ. წავედი ახლა მე _ სწრაფი ნაბიჯით გავიდა. მარიამმა ღიმილიანი მზერა გააყოლა.
- ყოჩაღ თეკოს _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
- ახლა რაც შეგვეხება ჩვენ _ წამოიწყო სვანმა და მარიამიც დაიძაბა.
- გისმენ.
- უკვე სამი კვირაა ერთად ვართ.
- სამი კვირა _ დაუმოწმა გოგონამ.
- ცოლად გამომყვები? _ პირდაპირ აჯახა სვანმა. ეგონა მოესმა, როგორ თუ ცოლად გაჰყვება, ეს რას ნიშნავს? სამკვირიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახის შექმნას სთავაზობს? „არაა მთლად დალაგებული“ - გაიფიქრა იმნაძემ.
- დიდხანს უნდა იფიქრო?
- არა.
- რა არა?
- არ ვარ თანახმა.
- გაიმეორე _ დასერიოზულდა სვანი.
- თანახმა არ ვარ _ გაუმეორა მარიამმა.
- ხვდები რას მეუბნები?
- ვხვდები.
- და ასე მშვიდად?
- თანხმობას ელოდი?
- მეგონა იფიქრებდი მაინც.
- მგონი უნდა გესმდეს, ჯერ მხოლოდ სამი კვირაა რაც ერთად ვართ, უამრავჯერ ვიკამათეთ უკვე. ოჯახის შექმნის შემდეგ ეს კამათი კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს, ცოტა მეტი რომ გეფიქრა კარგი იქნებოდა.
- ნაფიქრი მაქვს, კამათის შემდეგ მაინც ვრიგდებით.
- არ ვარ თანახმა _ მტკიცედ გაუმეორა იმნაძემ.
- კარგი, როგორც გინდა, წავედით, წაგიყვან სახლში.
- შეგიძლია მითხრა რა გამოხტომა იყო ახლა ეს?
- არაფერი, წავედით.
- ანდრონიკე?!
- მარიამ, ძალიან გთხოვ რა ზედმეტად არ დამელაპარაკო, წავედით. _ გაუჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება სვანს.

ენთუზიაზმით ელოდა მარიამის თანხმობას, თუმცა ვერ მიიღო. რატომრაც ფიქრობდა რომ უკვე საკმარისად უყვარდა გოგონას. სახლამდე ისე მიიყვანა ხმა არ ამოუღია. დამშვიდობებისას არც კი აკოცა, კარები გაუღო და გადასასვლელად უბიძგა. ცრემლიანი თვალებით გადავიდა მარიამი, ვერ გაეგო რა მოხდა. საერთოდ აირია, ნუთუ მისი უარი იყო ყველაფრის მიზეზი? არღვლიანი უნდა მიმხვდარიყო რომ სამკვირიანი ურთიერთობა ოჯახის შესაქმნელად საკმარისი არაა. იმასაც უნდა მიმხვდარიყო ასე ერთი ხელის მოსმით რომ ვერ გაყვებოდა გოგონა და იმასაც, ჯერ ოჯახისთვის მზად რომ არ იყო. სახლში ასულმა პირდაპირ თავის ოთახს მიაშურა, ძალაგამოცლილი ჩაეხუტა ბალიშს და ცრემლი მოიწმინდა. არ შეხმიანებია არღვლიანი, არც მშვიდი ღამე უსურვებია. ურთიერთობის პირველი დღიდან დღე არ გასულა რომ საღამოს მესიჯი არ მიეწერა. ახლა კი ელოდება, მაგრამ სულ ტყუილად, სვანი მიწერას არ აპირებს. ბოლოს ისევ თვითონ აიღო ტელეფონი, აკანკალებული ხელით და დაბინდული თვალებით აკრიფა ერთი სიტყვა „ძილინების“ და გაგზავნა.

პასუხი არ დაუბრუნდა. რა გასაკვირი იყო, სვანს ტელეფონისთვის არც დაუხედავს. ისიც გამწარებული დამხობილიყო ლოგინზე და თვალები მაგრად დაეხუჭა. „ახლა რა ვქნა?“ - ფიქრობდა და ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო. კოსტას თუ დაუჯერებდა, მისი სვანური მოპყრობა არ გაამართლებდა, მაგრამ ფაქტია ასე ცივილიზებულად ვერ დაითანხმა. წინ მხოლოდ ერთი კვირა აქვს. ორი დღე არ შეეხმიანება, დააცდის დაფიქრებას, ჩამოყალიბებას, თვითონაც უნდა დამშვიდდეს. მერე? მერე უკვე აღარ იცის რას იზამს, კიდევ ერთხელ დაელაპარაკება ადამიანურად და თუ არ გაჭრის საკუთარ გეგმაზე გადავა. იმედია ეს მაინც გაამართლებს. აბა სხვაგვარად როგორია გოგოს უთხრა რომ ექვსი თვით მიდის და კაცმა არ იცის ჩამოვა თუ არა. კოსტამ როგორც ყოველთვის სწორი რჩევა მისცა, თუმცა ამჯერად ამ რჩევის გაზიარება არ უნდა.

„ -ფიქრობ ის როგორ უნდა უთხრა რომ ექვსი თვით მიდიხარ და არ იცი უკან დაბრუნდები თუ არა, მაგრამ აბა დაფიქრდი.წახვიდე და მართლა აღარ ჩამოხვიდე? მე ყველაზე მეტად მიმძიმს ამის თქმა, თუმცა შენ მასწავლე რომ მწარე რეალობას თვალი უნდა გავუსწორო. მართლა რომ ვეღარ ჩამოხვიდე? ის გოგო უნდა დატოვო ერთი კვირის გათხოვილი, უკვე დაქვრივებული, უბედური. გიღირს ამად? ეგოისტივით რომ იქცევი ვერ ხვდები? კიდევ უფრო გავამძაფროდ სიტუაცია, ორსულად რომ დარჩეს?
- ერთ კვირაში?_ ჩაიფრუტუნა.
- რატომაც არა, არ მომხდარა ჯერ? იფიქრე ანდრონიკე იფიქრე, ნუ გააუბედურებ ამ გოგოს, მარტო საკუთარი თავის კეთილდღეობისთივის ნუ იზრუნებ.“

გაიხსენა კოსტას რჩევა. მართლა ფიქრობს ამ ყველაფერზე, არც მარიამის გაუბედურება უნდა, მაგრამ უნდა რომ მხოლოდ მისი იყოს, რაც შეიძლება მალე. როცა ეცოდინება რომ ის ელოდება, აუცილებლად დაბრუნდება. რაღაც უნდა მოახერხოს. სულ სამი დღე აქვს, სულ სამ დღეს მისცემს მარიამს დასაფიქრებლადაც და მეორედ საპასუხოდაც. მერე კი უკვე საკუთარ გეგმას განახორციელებს.

დილითაც რომ არ დახვდა იმნაძეს არღვლიანის მესიჯი, ისევ მოუნდა ტირილი, ყელში ბურთი გაეჩხირა, მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი და თვალები დაახამხამა. მთელი ღამე ელოდა რომ პასუხს დაუბრუნებდა, მერე დაეძინა, დილითაც იმედით გაიღვიძა, მაგრამ სულ ტყუილად. ხალათი მოიცვა, სამზარეულოში გავიდა და ყავა მოიმზადა. ყავა არის მისთვის ყველაფრის წამალი, სცივა, ტკივა, ცხელა, ბედნიერია, ყოველთვის ყავა შველის. ყავით დაბრუნდა ოთახში, ლოგინის გვერდით დადგა ფინჯანი, თვითონ კი ლოგინში შეწვა. აღარ მიწერს თვითონ, გუშინ ხომ მიწერა, ისიც არ იკადრა ეპასუხა, ახლა თვითონ აღარ მიწერს. ის თუ სვანია და ჯიუტია, პრინციპულია, არც იმნაძეა მასზე ნაკლები. ემბრიონის ფორმა მიიღო და თვალები მაგრად დახუჭა. იქნებ უნდა დათანხმებოდა? „არა, რა სისულელეა“ - გაიფიქრა და თავი გააქნია. აუცილებლად უნდა ელაპარაკოს თეკოს, დედას, მათზე უკეთეს მრჩეველს ვერსად ნახავს, ამ შემთხვევაში კი საკუთარ თავს ვერ ენდობა.

- თეკო ხომ გცალია?
- რა ხდება?
- ამო რა ჩემთან, უნდა დაგელაპარაკო.
- მოვდივარ.

გვიან ღამით ნახა მარიამის წერილი და ამ დროის განმავლობაში პირველად გაეღიმა. იგრძნო რამდენად მნიშვნელოვანია გოგონასთვის. მაგრამ მაინც უარი უთხრა. მას არ უბრაზდება, ამართლებს კიდეც, ესმის მისი, საქმის ვითარება რომ ცოდნოდა, შეიძლება სხვანაირადაც კი ეპასუხა. ძალიან მოუნდა ეპასუხა, მაგრამ პრინციპებს ვერ გაცდა, გაბრაზებული იყო და ასე უცებ ვერ დათმო. უნდა დააცადოს ფიქრი, მონატრება. მეორე დილითაც ინსტიქტურად გაექცა ხელი ტელეფონისკენ, მაგრამ როგორც კი გაიხსენა არსებული სიტუაცია, იმ წამსვე ცივად დააბრუნა ადგილზე. სასწრაფოდ კოსტა უნდა ნახოს, იცის რომ მეგობრის მართებული აზრები კიდევ უფრო გააღიზიანებს, მაგრამ ეს ჭირდება. ისევ გადასწვდა ტელეფონს და კოსტას ნომერი აკრიფა.

- კოსტა სახლში ხარ?
- კი, ხომ მშვიდობაა.
- გამოვალ და გნახავ რა.
- კაი გელოდები.

_________

თეკო შეძლებისდაგვარად სწრაფად მივიდა მეგობართან. მისი შეწუხებული სახლის დანახვისას სულ გადაირია.

- რა მოხდა?
- შემო.

მისაღებში დასხდნენ. მარიამმა ყველაფერი უამბო, მხოლოდ კოსტაზე არ უთქვამს არაფერი. მათგან რჩევას ელოდა, მაგრამ დედაც და თეკოც ჩუმად ისხდნენ.

- გაუფრენია _ უკმაყოფილოდ დაასკვნა ტყემალაძემ. _ სვანური წამოვლები დაეწყო ალბათ _ ჩაიფრუტუნა.
- შენ რას ფირქობ დედი? _ მარიამს მოუბრუნდა დედა.
- მიყვარს _ მოკლედ უპასუხა.
- ეგ ვიცი ისედაც, ოჯახზე რას ფიქრობ.
- არ ვიცი, შეიძლება მზადაც ვიყო, ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ მეშინია რომ ვერ შევეწყოთ.
- სწორად ფიქრობ დედი, სამი კვირაა არაა ის დრო რომ ოჯახის შექმნა და შენარჩუნება შეძლოთ.
- იცი რა? ახლავე თუ ასეთია, მერე რა იქნება _ უკმაყოფილო იყო თეკო.
- შენც უნდა გითხრა რაღაც _ ხასიათი გამოუკეთდა იმნაძეს.
- რა?
- კოსწიას მოწონხარ.
- ვის არ მოვწონვარ _ გაიცინა.
- ოო, სერიოზულად გეუბნები, გადარიე ის ბიჭი.
- მერე სხვა გადარევს და ეგ იქნება.
- აუ გოგო ნუ ხარ ასეთი, გეუბნები ბიჭი იწვის შენი სიყვარულით ვერ გეტყვი, მაგრამ მოწონებით მაინც.
- კარგი ჰო, კარგი ბიჭია.
- შენც მოგწონს.
- დამანებე თავი.
- თუ გვეღირსა შერიგება მე მოგიგვარებთ საქმეს _ სიმწრით ჩაეცინა.
- მიხვდება სვანი თავის შეცდომას და შეგირიგდება. ან კოსწია მიახვედრებს.
- კოსწია?? _ სიცილით ჰკითხა.
- კარგი ჰო, კოსტა.
- სვანია, არავის დაუჯერებს.
- ეგეც მართალია, იქნებ თვითონ მიხვდეს.
- იქნებ.

________________________

- მოდი, ხომ მშვიდობაა? _ შეშფოთებული ჩანდა კოსტა.
- არ არის მშვიდობა.
- დაჯექი და მომიყევი.
- რა უნდა მოგიყვე, უარი მითხრა.
- სხვა რამეს ელოდი?
- არ ველოდი და ამიტომაც არსებობს გეგმა „ბ“.
- ანდრუშ კაი რა.
- კოსწიკ გეხვეწები არ დაიწყო რა.
- რა არ დავიწყო ანდრონიკე, შენც იცი რომ არასწორად იქცევი და მაინც შენსას იძახი.
- ვიცი, ვიცი, გავიგე _ დაიგრგვინა სვანის ხმამ _ მაგრამ ვერ დავტოვებ ასე _ უცებ დამშვიდდა ისევ.
- ასე როგორ? აქ არ ვარ? მივხედავ რა.
- ვერ მიხედავ კოსწიკ რა, სხვანაირადაა ყველაფერი. ვერ წავალ ასე.
- მე არ დაგეხმარები. ჯერ არსად დამიტოვებიხარ მარტო და ახლა დაგტოვებ. შენ თუ გეგმას არ გადაუხვევ მე ხელებს ვიბან, მაგ გოგოს ვერ გავაუბედურებ რა.
- ვიცი, არც გთხოვდი დახმარებას ახლა, ეს მარტო ჩემი საქმეა, უბრალოდ მინდოდა მოგესმინა.
- არ გააკეთო ანდრონიკე.
- არ შემიძლია კოსწიკ.
- მამაოს ელაპარაკე?
- არა.
- ჯვარს არ დაგწერთ ანდრონიკე.
- რომ დავბრუნდები მერე დავიწერთ.
- რომ დაბრუნდები მერე წაიყვანე სახლში, ახლა სახლში უნდა დასვა და მარტო დატოვო? ელემენტარული შეგუება უნდა ამ ყველაფერს და მარტო უნდა შეეგუოს? დედაშენზე რომ ვგიჟდები იცი მაგრამ მისი რთული ხასიათიც კარგად იცი. რომ ვერ შეეგუონ, რომ ვერ გაუგონ, მარტო ტოვებ?
- გაუგებენ _ დარწმუნებით ჩაილაპარაკა.
- იცი რა? შენი საქმის შენ იცი, მაგრამ მე გეუბნები, შენ რომ ახლა ეგ გოგო მოიყვანო, დატოვო, მერე დედაშენს ვერ შეეწყოს, ადგეს და წავიდეს, იცოდე სულ წავა და ვეღარ დაიბრუნებ. დანარჩენი შენ იცი, დარწმნებული ვარ რომ მარიამს ძალიან უყვარხარ, მაგრამ ასეთი სიყვარულიც კი აიძულებს თუ არა ექვსთვიანი მარტოობის ატანას კაცმა არ იცის.
- მადლობა რომ მომისმინე, რჩევებისთვისაც მადლობა, ახლა მივდივარ.
- ანდრონიკე იფიქრე რა _ კიდევ ერთხელ შეეხვეწა მეგობარს და გააცილა.

მართლა ფიქრით გავიდა სახლიდან, ყველაფერზე ფიქრობდა, ყველაფერს წონიდა. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, იცის რომ მარიამისთვის რთული ასატანი იქნებ, მაგრამ უყვარს, ვერ ტოვებს. ეშინია, ასე ჯერ არავის დაკარგვის არ შეშინებია. ცხოვრებაში პირველად ფიქრობს და უნდა ასე მთელი გულით დაბრუნება. ეშინია რომ ვერ დაბრუნდეს, პირველად წუხს იმის გამო რომ უნდა წავიდეს. ბევრი იფიქრა, მაგრამ გადაწყვეტილება კვლავ თავის სასარგებლოდ მიიღო, ორივეს სასარგებლოდ, მაგრამ აშკარად თვითონ უფრო კარგად იქნებოდა ამ შემთხვევაში. საბოლოოდ მაინც ეგოისტობამ სძლია, მთიულმა ხასიათმა, სვანურმა სიჯიუტემ თავისი გაიტანა და გეგმის განხორციელება გადაწყვიტა. იმ საღამოსვე დაურეკა მარიამს.

ტელეფონი რომ ამღერდა თითქმის გაფრინდა იმნაძე, ელოდა არღვლიანის ზარს და ბედნიერი იყო მოლოდინი გაუმართლდა.

- გისმენ _ მშვიდი ტონით უპასუხა.
- როგორ ხარ?
- გადასარევად.
- გეხვეწები ირონიის გარეშე რა, ჩამო გნახო.
- რატომ?
- ჩამოდი, გნახო.
- რატომ?
- იმიტომ რომ უნდა გნახო და ჩამოდი.
- გუშინ არ გინდოდა ნახვა?
- გუშინ ხომ გნახე _ ჩაიცინა. _ გელოდები, მალე ჩამო.

უბრალოდ შემოიცვა ზედა და ჩავიდა. მანქანასთან ელოდებოდა არღვლიანი. ამჯერად მარიამმა არ აკოცა, მიუხედავად იმისა რომ ანდრონიკე მომზადებული დახდა. მის ქცევაზე ჩაეცინა, მანქანას მოუარა და დაჯდა.

- გაბრაზებული ხარ?
- არა.
- არ გეტყობა.
- არაუშავს.
- წავედით?
- სად?
- მე ვიცი.
- კარგი _ სულერთიას ტონით დაელაპარაკა.
- ძალიან კარგი _ გაუღიმა და მანქანა დაძრა.

მანქანა მიდიოდა და აღარ ჩერდებოდა.

- ანდრონიკე სად მივდივართ?
- მე ვიცი.
- მეც მინდა რომ ვიცოდე.
- გაიგებ მალე.
- ანდრონიკე ზედმეტად დიდი ხანია რაც მოვდივართ, იქვე ახლოშიც იქნებოდა კაფე.
- კაფეში არ მივდივართ.
- აბა საით?
- რომ გითხრა პანიკები უნდა ატეხო და არ მაწყობს.
- ანდრონიკე?!
- სვანეთში მივდივართ.
- სულ გაგიჟდი? რა გვინდა სვანეთში?
- მოგიტაცე _ თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
- არ მეხუმრება.
- არც მე.
- ანდრონიკე!
- გისმენ მარიამ.
- ანდრონიკე ახლა გკითხავ და წესიერად მიპასუხე, სად მივდივართ?
- სვანეთში.
- რა გვინდა ანდრონიკე სვანეთში?
- მო-გი-ტა-ცე.
- ანდრონიკე მოაბრუნე მანქანა.
- არა.
- ანდრონიკე გთხოვ _ ხმაში შიში შეეპარა გოგონას და აუკანკალდა.
- არა მარიამ.
- ანდრონიკე _ ამოისლუკუნა და თავი ფანჯრისკენ მიაბრუნდა.
- მარიამ ტირი?
- ანდრონიკე დავბრუნდეთ უკან რა.
- არა მარიამ.
- რატომ?
- ცოლად უნდა მოგიყვანო.
- არ გამოგყვები.
- კი როგორ არა.
- ანდრონიკე.
- მარიამ გაჩუმდი და დაიძინე.
- ვერ დავიძინებ,
- დაიძინებ.
- ანდრონიკე.
- უკან არ დაგაბრუნებ და ძალიან გთხოვ დაწყნარდე რა.
- ანდრონიკეე..
- მარიამ! არ დავბრუნდებით, მე მოგიტაცე და მორჩა.
- რატომ არ გინდა გაიგონო რომ არ ვარ თანახმა?
- სვანი ვარ _ ღიმილით მიუბრუნდა.
- ვერ გიტან _ გამწარებულმა ჩაილაპარაკა და გაჩუმდა.
- მარიამ, წესიერად.
- რა წესიერად, რა წესიერად? _ გამწარებულმა შეუყვირა.
- მშვენივრად იცი რომ გიყვარვარ.
- კი როგორ არა, ვგიჟდები.
- სვანეთში რომ ჩავალთ მერე დაგელაპარაკები.
- არ მაინტერესებს.
- მართლა გეუბნები, დამშვიდდი ახლა, სვანეთში რომ ჩავალთ დაგელაპარაკები და ყველაფერს აგიხსნი.
- დამანებე თავი.
- მარიამ გთხოვ, დამშვიდდი, გეუბნები ყველაფერს აგიხსნი, დაიძინე ახლა _ თბილი ხმით ჩაილაპარაკა, სიჩქარის გადამრთველიდან ხელი მის სახეზე გადაიტანა და ლოყაზე მოეფერა. სხეულში გაჩენილი ელექტროდენები დააიგნორა იმნაძემ და გაბრაზებულმა უხეშად მიატრიალა თავი. კიდევ უფრო გაბრაზდა არღვლიანის ჩაცინებაზე. საბოლოოდ, დაღლილობამ და დაძაბულობამ თავისი გაიტანა და ჩაეძინა. დროდადრო გადახედავდა მძინარეს და ეღიმებოდა სვანს, ყოველ გადახედვაზე კიდევ უფრო რწმუნდებოდა გადაწყვეტილების სისწორეში. მერე რა რომ ეგოისტურად მოიქცა, სამაგიეროდ მისი ანგელოზი უმშვენებს გვერდს.

დიდი ხნის სიარულის შემდეგ ჩააღწიეს. ფრთხილად შეაღვიძა იმნაძე და გაუღიმა.

- ჩამოვედით.
- სად? _ ახალგაღვიძებულმა უცებ ვერ აღიქვა სიტუაცია.
- სვანეთში.
- ანდრონიკე.
- ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ, ყველაფერს გავარკვევთ, გადმოდი ახლა მანქანიდან.
- არ გადმოვალ, არ არსებობს.
- გადმოხვალ, გადმოხვალ, ახლა ბებო გამოგვეგებება. არ უთხრა რომ თანახმა არ ხარ, გული ეტკინება.
- მეც მეტკინა გული.
- მაგრამ ის მოხუცია.
- ანდრონიკე _ მუდარის ტონით უთხრა.
- ჩუ _ ხელი მოხვია და სახლისკენ უბიძგა. ნელი ნაბიჯით შევიდნენ, ეზოში შესულმა ანდრონიკემ დაიძახა _ ხოშა დედე (ბებო) _ სახლიდან მოხუცი გამოვიდა.
- რომელი ხარ?
- ვინ ვიქნები _ ღიმილით იკითხა.
- მიშგვი ჭყინთ, მიშგვი მახეგვაჯ (ჩემი ბიჭი, ჩემი ვაჟკაცი) _ აჩქარებული ნაბიჯით წავიდა ქალი მისკენ და მოეხვია. როგორც კი მის გვერდით გოგონა შენიშნა მოშორდა.
- ხოჩა ნაბოზუ ჯარ (საღამო მშვიდობისა) _ მიესალმა მარიამს.
- ხოჩაუ ჯარ (გაგიმარჯოს) _ მორცხვად მიესალმა გოგონა.
- ბებო ცოლი მოვიყვანე _ გაუღიმა ანდრონიკემ.
- ხეხუ? (ცოლი?) _ გაიკვირვა ბებომ.
- ხეხუ, ხოშა დედე, ხეხუ (ცოლი, ბებო, ცოლი) _ გაუღიმა.
- გენაცვალოთ თქვენი ხოშა დედე (ბებო) _ გაუცინა და გოგონა თბილად ჩაიხუტა. _ რა კარგი გოგოა, ლუხთავე (დახატული).
- ივასუხარი (მადლობა) _ მორცხვად ჩაილაპარაკა გოგონამ.
- სვანურიც კარგად იცის, უყურე შენ. სვანია ბებო?
- არ არის სვანი, ისე იცის.
- მოდით ბებო სახლში, მოდით.

მორიდებულად შევიდა მარიამი სახლში და იქვე ტახტზე ჩამოჯდა, ანდრონიკეც გვერდით მიუჯდა და ხელი ღიმილით გადახვია.

- ახლავე გავშლი ბებო სუფრას.
- მოგეხმარებით _ სასწრაფოდ წამოხტა გაბუტული იმნაძე რომ არღვლიანისგან თავი დაეღწია.

სუფრა გაშალეს, გოგონას პირი არაფრისთვის დაუკარებია, გაბუტული გადახედავდა ანდრონიკეს და გულში ლანძღავდა მისი ხასიათის გამო. სუფრის ალაგებაშიც მიეხმარა ბებოს და მისაღებში დაბრუნდნენ.

- ბებო მაღლა მზად არის შენი ოთახი, შეგიძლია ახვიდეთ.
- მადლობა ბებო. წავედით _ „ცოლს“ გასასვლელად უბიძგა და კიბეებზე წინ გაუშვა.

ოთახში შესულმა ერთი ლოგინი რომ აღმოაჩინა დენდარტყმულივით გამობრუნდა უკან. ადვილად მიუხვდა ანდრონიკე, მშვიდად მოკიდა ხელი, ლოგინისკენ წაიყვანა და დასვა.

- ახლა უნდა ვილაპარაკოთ.
- რაში გჭირდება ეს ცირკი?
- რა არის ცირკი?
- ეს მოტაცება, სვანეთში წამოსვლა, გითხარი თანახმა არ ვარ-თქო.
- უბრალოდ რომ მომისმინო ხომ შეიძლება.
- გისმენ.
- გრძნობების გამოხატვა მაინცდამაინც არ გამომდის, მაგრამ ვეცდები. „ლამარიაში“ რომ დაგინახე, მაშინვე მოვიხიბლე. კი არ მოვიხიბლე გამაოცე, მაშინ დაგარქვი პეპელა, მაშინ დაგარქვი ანგელოზი. იმ დღის შემდეგ სულ შენზე და შენს თვალებზე ვფიქრობდი. მხოლოდ ერთადერთ შეხვედრას ვთხოვდი ღმერთს და დანარჩენს მე მივხედავ-თქო ვფიქრობდი. გოგას დაბადების დღეზე რომ გნახე თვალებს არ დავუჯერე. ჩემი პრინცესაო რომ მითხრა, მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი, მეგონა თავს ვერ მოვერეოდი. მერე აღმოვაჩინე რომ სულაც არ ყოფილხარ მისი შეყვარებული. შენი ნომერი გავიგე და დაგირეკე, მეშინოდა რომ არ დამთანხმდებოდი, მაგრამ უარი არ გითქვამს, ამით გამაბედნიერე. რომ გითხარი მომეწონეთქო და უკეთ გაცნობაზეც დამთანხმდი, მაშინ მივხვდი რომ არც შენ იყავი მთლად ინდიფერენტული. ძალიან ბევრი ვიფიქრე სანამ ცოლობას გთხოვდი, მაგრამ გავრისკე, თუმცა უშედეგოდ. იქ მივხვდი რომ ახლა საკუთარი ნებით არ დამთანხმდებოდი, ამიტომ მე გამოვიჩინე „კეთილი ნება“.

- რა გეჩქარებოდა ანდრონიკე რა? იქნებ მივსულიყავით იმ პერიოდამდე როცა საკუთარი ნებით გეტყოდი თანხმობას.

- დამამთავრებინე და მიზეზს გაიგებ. რამდენიმე დღეში უნდა წავიდე _ მარიამის გაოცებული თვალები შენიშნა და განაგრძო _ ავღანეთში უნდა წავიდე, ექვსი თვით _ იმნაძის თვალებში რომ აკიაფებული ცრემლი შენიშნა გაეღიმა _ ამიტომ ვჩქარობ, ექვსი თვის შემდეგ რომ ჩამოვიდე და ამბავი დამხვდეს მოგტაცესო? მერე მე რა ვქნა?

- სულ გაგიჟდი, თუ მე არ მინდა თითსაც ვერ დამაკარებს ვერავინ.
- მე ხომ მოგიტაცე?
- სხვებს მანქანაში არ ვუჯდები.
- არც ეგ იქნება პრობლემა, ვიცი და ამიტომ ვამბობ. რომ წავალ, მინდა იმ შეგრძნებით წავიდე რომ ვიღაც მელოდება. ვიღაც, ვისთვისაც სიცოცხლე მიღირს, ვისთვისაც ჩამოსვლა და დაბრუნება მიღირს. მინდა მელოდებოდე არა როგორც უბრალოდ მარიამი, არამედ როგორც ჩემი ცოლი.
- ანდრონიკე _ ამოისლუკუნა.
- ჩუ, ნურაფერს მეტყვი, ვიცი რომ ამის მოსმენის შემდეგ უარს ვერ მეტყვი მაგრამ არც თანახმა ხარ. _ მისკენ მიიწია და ჩაეხუტა. _ მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ) _ საოცარი სითბოთი ჩაილაპარაკა. მარიამმა გაკვირვებულმა ამოხედა, არღვლიანს ხომ არასდროს ეთქვა მისთვის ეს სიტყვები, იმდენად მოულოდნელი იყო.
- მეც _ ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა. სვანს გაეღიმა.
- მიშგუ ლადაღ (ჩემი სიცოცხლე), მიშგუ თვალუულდ ( ჩემი ლამაზი) _ სვანურად ამკობდა კომპლიმენტებით იმნაძეს.
- ჩემები? _ შეცბუნებულმა ჩაილაპარაკა მარიამმა.
- მივხედე უკვე მაგას, კოსტას დავურეკე.
- კონსტანტინემ იცოდა?
- არა, ადრე ვუთხარი და მე არ დაგეხმარები, გირჩევ არც შენ გააკეთოო.
- კარგი ბიჭია კოსწია.
- ხვალ ჯვარს დავიწერთ.
- რა თქვი? _ გაკვირვებულმა ამოხედა.
- ხვალ ჯვარს დავიწერთ და რამდენიმე დღე აქ ყოფნით გავილამაზებთ დროს.
- ანდრონიკე არ გვინდა რა.
- მარიამ, ხვდები რას მეუბნები? შეიძლება ვეღარ დავბრუნდე, მინდა აქ დაგტოვო როგორც ჩემი ცოლი გესმის.
- მესმის _ ამოისლუკუნა.
- ჰო და ჩუ, მოდი ჩემთან _ ჩახეუტა და შუბლზე აკოცა. _ დავიძინოთ, დაწექი.
- შენ?
- მეც აქ ვიქნები, არ ვაპირებ ცოლთან პირველი ღამე სხვა ოთახში გავატარო.
- რა პირველი ღამე? _ დაფეთებული წამოხტა იმნაძე.
- დაულდ, მიშგუ დაულდ (ბოთე, ჩემი ბოთე) _ ღიმილით ჩაილაპარაკა სვანმა. _ ახლა ამ ოთახიდან რომ გავიდე, ჩათვალე სასწაული მოხდება, რას აღარ დააბრალებენ. შენთვისვე უკეთესი იქნება თუ მეც აქ დავიძინებ, სვანურ ტრადიციებზე არაფერი გსმენია? _ გაუცინა.
- უბრალოდ დავიძინებთ.
- სხვა რამე არც მე შემომითავაზებია.

ერთ ლოგინზე მოთავსდნენ, სივიწროვე აწუხებდათ, თუმცა არც ერთი არაფერს ამბობდა. ზურგ-შექცევით რომ ვერ მოისვენეს, მერე ერთმანეთისკენ გადაბრუნდნენ. ორივეს გაეღიმა.

- იცი რა? პირველ ღამეს ცოლს რომ არც კი ვაკოცო სირცხვილია _ გაუღიმა და მარიამისთვის მოულოდნელად დასწვდა მის ტუჩებს.

რა იგრძნო? ჟრუანტელი, ელექტროდენებმა დაუარეს მთელ ტანში, გაძლიერებული გულისცემა, არტერიებში მოძრავი სისხლის ხმაც კი ესმოდა თითქოს. პირველი კოცნა იყო იმნაძისთვის. სამკვირიანი ურთიერთობის მანძილზე ინიციატივაც კი არ გამოუჩენია არღვლიანს, არ აჩქარებდა, მაგრამ ახლა მისი ტუჩების, უშფოთველი სუნთქვის შემხედვარემ ვეღარ მოითმინა. ტუჩებს რომ მოშორდა გაუღიმა, მიიხუტა და ახლა თავზე აკოცა.

- ხოჩა ლეეთ ( ღამემშვიდობის) _ თბილად ჩაილაპარაკა.

დილა სოფლისთვის ჩვეული ხმაურობით გათენდა. თვალები მოიფშვნიტა იმნაძემ, გაიხედ-გამოიხედა, მაგრამ არღვლიანი ოთახში ვერ შენიშნა. „საუკეთესო დროა ფიქრისთვის“. ჯერ წარმოიდგინა მშობლები რა დღეში იქნებოდნენ, მით უმეტეს როცა მამა გაიგებდა რომ სამკვირიანი ურთიერთობის შემდეგ გაჰყვა. თეკო? თეკო სულ გაგიჟდება. თვითონ? თვითონ უბრალოდ არ იცის რა ქნას. ფაქტია უყვარს, მაგრამ ასე თავზე-ხელაღებით ოჯახის შექმნა ადვილი საკითხი ხომ არაა. რამდენიმე დღეში ანდრონიკე უნდა წავიდეს და მერე? მარიამი მარტო დარჩეს ექვსი თვის მანძილზე, თუნდაც სვანის ოჯახში, ოჯახთან ერთად, მაგრამ მაინც მარტო - ქმარი ხომ გვერდით არ ეყოლება. ამას ნამდვილად ვერ აიტანს, უცხო ოჯახთან მეუღლის გარეშე შეგუება კატასტროფაა მისთვის, მით უმეტეს რომ ადამიანებს ასე ადვილად ვერ უთანხმდება. ჯვრისწერა? ეს ხომ ფაქტობრივად სამუდამოდ არღვლიანთან დაკავშირებას ნიშნავს, თან ასე უბრალოდ, მეგობრების, ოჯახის გარეშე. მაშინ როცა ყველაფერი სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი. უყვარს, მართლა წრფელი გულით მაგრამ ასეთი რისკიანი არ არის.

- დილამშვიდობის _ ღიმილით შემოვიდა არღვლიანი ოთახში.
- გამარჯობა _ მშვიდი ტონით უპასუხა მარიამმა.
- მოემზადე და წავიდეთ ტაძარში.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- თავიდან ვიწყებთ?
- ანდრონიკე გუშინ ხომ მოგისმინე, ახლა ჩემი ჯერია და ძალიან გთხოვ მომისმინო.
- კარგი გისმენ _ ლოგინზე ჩამოჯდა.
- არ მინდა ქორწინება.
- აბა რა გინდა?
- გუშინ უბრალოდ იმდენად დავმძიმდი ემოციებით, ხმაც კი ვერ ამოვიღე. ანდრონიკე შეგვიძლია დავინიშნოთ, დამიჯერე თითზე ბეჭედწამოცმულს არავინ შემომხედავს და მოტაცებით მით უმეტეს. ჯვრისწერა, ქორწინება ეს ორი ადამიანის ერთად ცხოვრებას მოიაზრებს, ჩვენ დავქორწინდებით და რა? შენ წახვალ ავღანეთში ექვსი თვით, მე უნდა ვიცხოვრო შენს ოჯახში მარტომ.
- დედაც იქ იქნება.
- მაგრამ შენს გარეშე მაინც მარტომ, ადამიანებთან შეგუება და კიდევ უფრო მეტი, ერთ სახლში ცხოვრება ძალიან გამიჭირდება. უბრალოდ ვერ შევძლებ ანდრონიკე. გინდა უკან რომ დაბრუნდები დღევანდელი მარიამის მაგივრად ჩამომჭკნარი, ექვს თვეში დაბერებული გოგო შეგრჩეს?
- ასე რთულად იქნება საქმე?
- ძალიან, ძალიან რთულად. რატომ ხარ ჯიუტი, ხომ შეგვიძლია ახლა ჩვეულებრივ დავბრუნდეთ ქალაქში, ჩემებს დაველაპარაკოთ, ოფიციალურად დავინიშნოთ. რა საჭიროა მოტაცება და მთელი ამბები, ექვსი თვე ადამიანო, ექვსი თვე რამდენია ხვდები მაინც?
- ვხვდები.
- კარგია, მე სულ სხვანაირ ქორწილზე ვოცნებობდი და ძალიან გამიხარდება თუ გამიგებ, თუ ჩემს სურვილებს არ შეეწინააღმდეგები. არასდროს განმისაზღვრავს ჩემი ქორწილი მეგობრების, ოჯახის გარეშე. გვერდით ქმრის გარდა, სხვა საყვარელი ხალხიც მინდა რომ მყავდეს. დიდი, თეთრი კაბა, ბედნიერი სახეები, სუფრაც, სურათები, ეს ყველაფერი იმდენად მაქვს გათავისებული რომ.. მესმის სადაც სიყვარულია იქ ყველაფერი უნდა აიტანო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ ატანის აუცილებლობას, მაშინ როცა შეიძლება ყველაფერი სხვანაირად იყოს..
- გასაგებია.
- არ მინდა რომ წახვიდე, მაგრამ ეს შენი საქმეა და შეჩერების უფლება არ მაქვს, მაქსიმალურად გაგიგებ ნებისმიერ საკითხში, მაგრამ შენც უნდა შეგეძლოს ჩემი გაგება. ურთიერთგაგება ორმხრივი უნდა იყოს ანდრონიკე.
- ჩაიცვი და წავიდეთ.
- სად?
- „ლამარიაში“.
- ამდენი ტყუილად ვილაპარაკე?
- წავიდეთ უბრალოდ, მოვილოცოთ, აქ ჩამოვედი და ბერები რომ არ ვნახო არ შეიძლება. მოვილოცოთ და დავბრუნდეთ ქალაქში _ მარიამს სახეზე ღიმილი მოეფინა, ნელა წამოიწია და თბილად ჩაეხუტა.
- მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ) _ ჩუმად უჩურჩულა.
- მეც, მიდი მოემზადე და წავიდეთ.
- კაბა რომ არ მაქვს? _ უცებ შეწუხდა.
- ჩემ სიგრძე ყელსახვევი გეკეთა, შემოიხვიე და კაბაა რა. _ გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.

ლოგინიდან წამოფრინდა იმნაძე, სვანთან ადამიანურმა ლაპარაკმა გაჭრა. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ანდრონიკეს მის სიყვარულში ეჭვი შეეპაროს, კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით. როცა დაბრუნდება ავღანეთიდან მაშინ ხომ დარწმუნდება. არც კი განიხილავს იმ შემთხვევას ანდრონიკე რომ არ დაბრუნდეს. გაფიქრებაც კი არ უნდა, რომ დაფიქრდეს იცის, აუცილებლად ცრემლებით დაამთავრებს, ამიტომ ფიქრები გვერდით გადადო და მშვიდად მოემზადა. თავი მოიწესრიგა, ოთახიც მოაწესრიგა და კიბეებს ჩაუყვა.

- ხოჩა ლადეღუ ჯარ (დილა მშვიდობისა) _ მიესალმა ბებოს და ეზოს თვალი მოავლო.
- ხოჩა ლადეღუ ჯარ. მაგუარდ ხარი? ( დილა მშვიდობისა. როგორ ხარ?)
- ხოჩამდ, სგაი მაგუარდ? (კარგად, თქვენ როგორ?)
- ხოჩამდ. _ გაუღიმა ბებომ. _ რატომ ისწავლე სვანური თუ სვანი არ ხარ?
- სვანეთი მიყვარდა ყოველთვის ძალიან და დავინტერესდი.
- წავედით? _ მიუახლოვდა ანდრონიკე.
- რა დროს წასვლაა ამ გოგოს კუბდარის გარეშე არსად გავუშვებ. გაგისინჯავს?
- გამისინჯავს, მაგრამ არ მომეწონა _ მორცხვად ჩაილაპარაკა.
- სვანეთში გასინჯე?
- არა, სვანეთში არა.
- ჰო და ახლა მოგეწონება, ისაუზმეთ და ისე წადით.
- შევიდეთ მაშინ სახლში. _ გაუღიმა ანდრონიკემ.
- ახლავე დავაცხობ, გამზადებული მაქვს.

სწრაფად გამოაცხო და სუფრაზე მიიტანა, დაჭრა და თავისი ხელით გადაუღო მარიამს. თავიდან უკმაყოფილოდ შეხედა იმნაძემ, მაგრამ ბებოს ხათრით ერთი ლუკმა მოკბიჩა, ნელა დაღეჭა და გადაყლაპა. „სულაც არ ყოფილა ცუდი“ - კმაყოფილმა გაიფიქრა და მეორე ლუკმა წაიღო პირისკენ.

- მოგეწონა? _ გაუღიმა სვანმა.
- აშკარად სვანური უკეთესია, ვიდრე ქალაქში გაკეთებული.
- კიდევ რომ ჩამოხვალთ შენც გასწავლი, ანდრონიკეს უყვარს. _ მიმართა ბებომ.
- კარგი _ ღიმილით დაეთანხმა იმნაძე.

საუზმე დაასრულეს, მარიამი მიეხმარა ალაგებაში და ეზოში მდგარ არღვლიანს მიუახლოვდა.

- წასვლის დროა _ ჩამოხედა სვანმა.
- წავედით.

ბებოს თბილად დაემშვიდობნენ და „უშგულის ლამარიას“ მიაშურეს.

- გუშინ დედას დავურეკე ცოლი მოვიყვანე-თქო _ გადახედა ანდრონიკემ.
- წინასწარ არ უნდა გაგეფრთხილებინა _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- ახლა რომ გაიგებს არ გამომყევი გადაირევა _ გაიღიმა.
- რომ ჩამოხვალ მერე გამოგყვები.
- რომ არ ჩამოვიდე?
- ფსიქოლოგიურ ზეწოლას აქვს ადგილი.
- მე მართლა გეკითხები, რომ ვერ ჩამოვიდე?
- რომ გეცოდინება აქ ჩამოსვლის შემდეგ შენი ცოლი გავხდები, აუცილებლად ჩამოხვალ. ახლავე რომ გამოგყვე იფიქრებ უკვე ჩემიაო და მოტივაცია აღარ გექნება _ გადაიკისკისა.
- შენ ხარ სვანი თუ მე _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა.
- „ხარი ხართან რომ დააბაო“ ხომ იცი ეგ შენ? _ გაიცინა _ ისე ცნობისთვის სვანებზე ნაკლებად ჯიუტი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ როგორც კაცმა, თან სვანმა ვაჟკაცმა ქალს, დიაცს უნდა დაუთმოს.
- გითმობ მერე. ჩამოხტი ახლა.

მანქანიდან ჩამოვიდა, ყელსახვევი კაბად მოიხვია და ტაძრისკენ წავიდა. ანდრონიკეც უკან მიჰყვა. რას წარმოიდგენდა იმნაძე ასე მოკლე დროში მეორედაც თუ ესტუმრებოდა „ლამარიას“. კიდევ ერთხელ დაუარა ნაცნობმა შეგრძნებამ, თავისუფლების შეგრძნებამ და თავდახრილი შევიდა ტაძარში. ისევ ემთხვია შუაგულში დაბრძანებულ ხატს და სასანთლისკენ წავიდა. არღვლიანი დაკვირვებით უყურებდა მის ყველა ქმედებას, მხიარული, ცელქი გოგონა აქ შემოსვლისას მოკრძალებული ქალბატონი ხდებოდა, პეპელა, ანგელოზი, ნაზი და მორცხვი. ტაძრიდან რომ გამოვიდნენ ერთ-ერთ კელიას მიუახლოვდა ანდრონიკე და მსუბუქად მიუკაკუნა. ბერი გამოვიდა და სვანის დანახვისას გაიღიმა. მეგობრულად გადაეხვია, მარიამისკენ გააპარა მზერა.

- ჩემი საცოლეა, მარიამი _ გააცნო ანდრონიკემ. მარიამმა გაუღიმა.
- ღმერთმა დაგლოცოთ _ გაუღიმა ბერმა და ჯვარი გადასახა.

ანდრონიკემ სხვებიც ნახა, ყველას გააცნო მარიამი, სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს და წამოვიდნენ. გზა კვლავ უსაშველოდ გაგრძელდა, თუმცა იმნაძე აღარ ღელავდა. როგორც იქნა ჩავიდნენ ქალაქში და პირდაპირ გოგონას ოჯახისკენ გაეშურნენ. კარებზე დააკაკუნა იმნაძემ და დედა გამოეგება.

- ჩამოხვედით? ხომ კარგად ხარ? _ თბილად ჩაიხუტა შვილი, არღვლიანს ცივად მიესალმა და ოთახისკენ შეუძღვა. მამაც იქ იჯდა დაძაბული სახით, შვილის და სვანის დანახვისას ფეხზე წამოდგა, მკაცრად გადახედა ორივეს, ზრდილობის გამო ჩამოართვა ხელი სვანს და დაჯდომა ანიშნა.
- ახლა ამიხსენით ყველაფერი _ გაიჟღერა მკაცრმა ხმამ. მარიამი კიდევ უფრო დაიძაბა.
- ნება მომეცით მე აგიხსნათ _ მშვიდი ტონით დაიწყო ანდრონიკემ. _ მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს, მინდოდა ჩემი ცოლი გამხდარიყო და მოვიტაცე, მაგრამ როგორც ვხედავ მარიამი ქორწინების წინააღმდეგია ამიტომაც დავაბრუნე უკან საღ-სალამათი.
- შენ? _ მარიამს მოუბრუნდა მამა.
- მეც მიყვარს _ ნერწვყი მძიმედ ჩაყლაპა _ მაგრამ ოჯახისთვის მზად არ ვარ.
- რატომ ჩქარობდით ასე? _ ისევ ანდრონიკეს მიუბრუნდნენ.
- მე ჯარისკაცი ვარ, რამდენიმე დღეში ავღანეთში მივდივარ და მინდოდა მარიამი აქ დამეტოვა როგორც ჩემი ცოლი _ შესაშური სიმშვიდით პასუხობდა სვანი.
- გასაგებია _ შუბლი ნერვიულად შეჭმუხნა მამამ. _ რამ გადაგაფიქრებინათ თქვენი გეგმის შესრულება?
- მარიამმა, საკმაოდ მშვიდად ამიხსნა სიტუაცია და შევთანხმდით, წუხელვე წამოსვლა არ მოხერხდა, დღეს დილით წამოვედით.
- ძალიან კარგი.
- ყველაზე მთავარი, მინდა ქალიშვილის ხელი გთხოვოთ.
- გუშინ რომ ამოსულიყავით მაგ თხოვნით უკეთესი იქნებოდა _ დაძაბული ღიმილით უპასუხა.
- ვიცი და მომიტევეთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს _ გაუღიმა.
- კარგი, ამ შემთხვევაში ვფიქრობ ჩემი ქალიშვილის პასუხი იქნება გადამწყვეტი. თუ თანხმობას განაცხადებს, მე უარს ვერ გეტყვით, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც დაბრუნდებით. რას იტყვი მარიამ?
- მე.. თანახმა ვარ _ მორცხვად ჩაილაპარაკა. _ მამას გაეღიმა, დედამ ისედაც იცოდა შვილის პასუხი.
- შეგვიძლია პატარა სუფრა გავაწყოთ _ გადახედა მამამ დედას. იმნაძემ შვებით ამოისუნთქა. დედას სამზარეულოში გაყვა.
- მალე გაფრენაში ამას თუ გულისხმობდი არ მეგონა _ გაუცინა დედამ.
- კარგი რა დე, კინაღამ გული გამისკდა ისედაც _ დაიწუწუნა და მაგრად მოეხვია.
- დედას პატარა _ გაუცინა დედამ და აკოცა _ მორჩა ახლა, გამაშლევინე სუფრა, შეგაპარო იმ ბიჭს და მერე აღარ გამოგაგდებს იმედია.
- დეეე _ გაუცინა.

მისაღებში გავიდნენ და დასხდნენ. „ვაიმე თეკო“ - გაიფიქრა მარიამმა და სწრაფად წამოხტა. აივანზე გავიდა და თეკოს დაურეკა.

- თეკო.
- მარიამ? როგორ ხარ, სად ხარ? სად წაგიყვანა მაგ ხისთავიანმა სვანმა? კოსტამ რომ დამირეკა კინაღამ გავგიჟდი, ჯერ იმ ვაჟბატონს ვეჩხუბე, ახლა მაგ სვანს გავუტეხავ თავს.
- თეკო დაწყნარდი, ჩემებთან ვართ.
- ორივე?
- ორივე.
- უჩემოდ გათხოვდი?
- არ გავთხოვილვარ გოგო, დაველაპარაკე, ყველაფერი ავუხსენი და დამაბრუნა სახლში.
- უყურე შენ, მთლად ხისთავიანიც არ ყოფილა, მაგრამ შენ უარესი ხარ და _ გაიცინა.
- გაემზადე და გამო ჩემთან.
- მოვფრინავ. კოსტაც მანდაა? _ ტელეფონში იგრძნო მარიამმა, როგორ ჩაეღიმა თეკლას.
- არ არის, მაგრამ ამოვიყვან თუ გინდა.
- არაფერიც არ მინდა, მოვდივარ.

ოთახში დაბრუნდა და ანდრონიკეს მიუჯდა გვერდით.

- სად იყავი? _ ჩუმად ჰკითხა.
- თეკოს დავურეკე.
- მეც უნდა დავურეკო კოსტას, გაბრაზებულია ჩემზე, ჰგონია რომ დავქორწინდით.
- დაურეკე.
- ჩემი წასვლის დროა _ წამოდგა არღვლიანი _ მადლობა მასპინძლობისთვის, მგონი შევთანხმდით, ჩამოსვლის შემდეგ კიდევ გესტუმრებით.

არღვლიანი გააცილეს და დაახლოებით ათ წუთში ქარიშხალივით შემოვარდა თეკლა.

- გოგო, როგორ შემეშინდა _ ერთი წლის უნახავივით ჩაეკონა დაქალს.
- წამო ჩემთან ოთახში. _ გოგონები ოთახში შევიდნენ.
- დაიწყე აბა, რა, როგორ, რანაირად.
- მშვიდობიანად _ გაუცინა _ ჩავჯექი, მეგონა კაფეში მივდიოდით და გამაქანა სვანეთში, მერე მელაპარაკა და ხმა ვერ ამოვიღე. ავღანეთში მიდის ექვსი თვით. იმ საღამოს არაფერი, მაგრამ დილით რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ ვერ შევძლებდი, ყველაფერი ავუხსენი და ჰოი საოცრებავ, გაიგო.
- ავღანეთში? ექვსი თვით?
- ჰო _ დასევდიანდა მარიამი.
- ეგ მართლა სვანი, რამე რომ მოუვიდეს ამ ანგელოზივით გოგოს ქვრივობისთვის გიმეტებს?
- თეკო! არაფერიც არ მოუვა.
- ჰო, ჰო, მართალი ხარ არაფერი არ მოუვა _ დაამშვიდა მეგობარი.
- შენ და კოსწია რას შვრებით?
- არაფერს, გუშინ გამოვლანძღე, თუ იცოდი რომ უნდა მოეტაცა ცოტა ადრე გეთქვა-თქო.
- კოსწია არაფერ შუაშია, არ იცოდა, ანდრონიკემ მერე დაურეკა. არ ეჩხუბო, მიწერე და ბოდიში მოუხადე რომ დაუმსახურებლად გალანძღე.
- კი, როგორ არა. მაინც ღირსი იყო, როგორ არ იცოდა საუკეთესო მეგობრის გეგმები.
- კარგი ახლა, კოსტასთან ერთად როცა წავალთ დაგპატიჟებ.
- აბა შენ იცი.

____________________

- კოსტა ჩამოვედით.
- თუ მაინც შენებურად გაუბერე ხმა არ გამცე.
- კოსწიკ კაი რა, არაფერი არ გამიბერია, მივალ სახლში ჯერ და მოვალ შენთან.

კარებზე დააკაკუნა, დედამ გაუღო, აშკარად ვიღაცას ეძებდა შვილის გვერდით.

- ტყუილად ეძებ დე _ გაუღიმა.
- რა უყავი ცოლი?
- არ წამომყვა.
- როგორ თუ არ წამოგყვა? _ შეიცხადა ქალმა.
- აი ასე, არ წამომყვა.
- რა გაქვს დასაწუნი? _ აშკარად ბრაზდებოდა სადედამთილო.
- კარგი რა დე, რომ ჩამოვალ მერე მოვიყვან.
- ვინმე გატუტუცებული იქნება.
- დედა! _ დაიძაბა არღვლიანი _ ძალიან კარგი გოგოა, უბრალოდ ოჯახისთვის არ არის მზად და მოვრჩეთ ამ თემაზე, კოსტასთან მივდივარ _ კარები გამოიხურა და წამოვიდა.

-------------

- მოხვედი?
- მოვედი.
- ცოლი?
- არ მომიყვანია.
- მართლა? _ გაუხარდა კოსტას.
- მართლა, როგორც ყოველთვის ახლაც მართალი იყავი _ გაუღიმა.
- ხომ ხედავ, უნდა დამიჯერო _ გაუცინა. _ ხომ მოიტაცე?
- მოვიტაცე, ველაპარაკე, თვითონაც მელაპარაკა და მივხვდი რომ მართლა ცოდოა მარტოობისთვის.
- საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ოჯახში?
- ვიყავით ასულები, მეგონა მამამისი ხანჯალს გამოიტანდა ან ტყვიას დამახლიდა შუბლში _ გაეცინა _ ავღანეთში წასვლა აღარ დამჭირდებოდა.
- ანდრონიკე! _ სვანი ყოველთვის თავისუფლად საუბრობდა ავღანეთში წასვლის შესახებ, იმის შესახებაც რომ შეიძლება ვეღარ დაბრუნებულიყო. კოსტას კი ამ საკითხის განხილვა აბრაზებდა.
- შენთან რა ხდება თეკოს მხრივ?
- გუშინ გამომლანძღა იმის გამო რომ შენ მოიტაცე მისი დაქალი _ გაიცინა.
- ბოდიში, აღარ გავიმეორებ _ გაუღიმა სვანმა.
- ძალიან კარგს იზამ, ახლა როგორც აჩხუბე ისე შემარიგე.
- მაგას მე და მარიამი მივხედავთ. ახლა კიდე დედაჩემმა დაიწყო თავისებურები, ჯერ არ გაუცვნია უკვე აითვალწუნა მარიამი რატომ არ გამოგყვაო.
- და შენ მეუბნებოდი მარტო იცხოვრებს დედაჩემთანო? კარგი რა, ზრდილობის გამო პასუხსაც არ დაუბრუნებდა.
- ვიცი, ვიცი, ვიფიქრე შენს ნათქვამზე მეც.
- ძალიან კარგი, როგორც იქნა ერთი გადაწყვეტილება მაინც შეგაცვლევინა ვიღაცამ.
- ჰო, კაი წავედი ახლა, ხვალ ვმუშაობ და მერე ეს სამი დღე სულ ვისვენებ წასვლის წინ.
- კარგი, შემეხმიანე.

მეგობრის შეფასების შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა რომ სწორად მოიქცა, როცა მარიამს დაუჯერა. ჩამოვა და დაქორწინდებიან, აუცილებლად დაბრუნდება. მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გაუჩნდა სიკვდილის შიში, თუმცა მაშინვე უკუაგდო. „აუცილებლად დავბრუნდები, მარიამის გამო მაინც აუცილებლად“ _ დარწმუნებით ჩაილაპარაკა და სახლისკენ წავიდა.

თეკოსთან ჭორაობით დაღლილი იმნაძე ლოგინზეა გაწოლილი ვარსკვლავის ფორმაში, თვალები უხუჭია და ფიქრობს. ფიქრობს განვლილ ორ დღეზე და თვითონაც ხვდება, სწორად მოიქცა რომ სვანს თავისი არ გაატანინა. რაც მთავარია მშობლებს არ გაუცრუა იმედი და საკუთარ თავს. ბავშვობიდან იმას ამტკიცებდა, თუ არ გინდა, ზედმეტად ვერავინ შემოგხედავსო, და ბედნიერი იყო რადგან საკუთარ პრინციპებს არ უღალატა. არც ისეთი სიყვარულის სჯეროდა ადამიანებს საკუთარ მე-ს რომ აკარგვინებდა, ყველა პრინციპს უკარგავდა და სიამაყეზე ფეხს აბიჯებინებდა. სწორედ ამიტომ კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით, რაც მთავარია ანდრონიკეც ისევ გვერდით ჰყავს. ექვს თვეში დაუბრუნდება და იქორწინებენ კიდეც. მანამდე კი სამი დღე დარჩათ. „რა მოხდება როცა წავა?“ _ ფიქრები ავღანეთისკენ გაექცა. „არაფერიც არ მოხდება, ექვს თვეში უვნებელი დამიბრუნდება“_ გაიფიქრა და მხარი იცვალა. ტელეფონი ამღერდა.

- გისმენ.
- დაურეკე თეკოს და გავიდეთ სადმე, კოსტას წამოვიყვან.
- კარგი დავურეკავ _ გაუცინა.
- თან მეც გნახავ, ხვალ ვმუშაობ და შეიძლება ვერ გავიდე.
- კარგი გავემზადები.

თეკოს დაურეკა, ძლივს დაითანხმა კოსტასთან ერთად წასვლაზე. დედა გააფრთხილა და გავიდა.

- საღამომშვიდობის _ მიესალმა სვანს.
- გამარჯობა, წავიდეთ ჩვენ და თეკოს კოსტა მიაკითხავს.
- კარგი, წავიდეთ, იმედია კაფეში წამიყვან _ უკმაყოფილოდ წაკბინა.
- ახლა სულ რომ მეხვეწო სვანეთში წამსვლელი აღარ ვარ _ ცხვირზე გაეთამაშა და მანქანა დაძრა.

კაფეში მისულებს წყვილი უკვე იქ დახვდა. სხვადასხვა მხარეს ისხდნენ და უკმაყოფილო მზერით უცქერდნენ ერთმანეთს. მარიამი კოსტას მიუსკუპდა და გადაკოცნა.

- როგორ ხარ?
- მე კარგად, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, კარგი ბიჭი ხარ შენ _ თეკოს გასაგონად ჩაილაპარაკა.
- სხვებსაც რომ ესმოდეთ კარგი იქნება _ გაიცინა კოსტამ.
- გაიგებენ.

ერთად კარგი დრო გაატარეს, თუ თეკოს დაბღვერილ სახეს არ ჩათვლიდნენ კოსტასკენ მომზირალს. მანქანებში დანაწილდნენ და სახლებისკენ წავიდნენ.

- არ მესმის რას მერჩი _ წამოიწყო კოსტამ.
- გითხარი უკვე.
- ხომ გაიგე რომ დამნაშავე არ ვყოფილვარ. არ შემირიგდები?
- შეგირიგდე?
- აბა რა უნდა ქნა, მთლად ნაწუწნ კამფეტს ნუ დამამსგავსებ _ გაიცინა. თეკოსაც გაეცინა.
- კარგი ჰო.
- ხვალ რომ შეგეხმიანო შეიძლება?
- არ ვიცი, შემეხმიანე და ვნახოთ _ გაუღიმა.
- კარგი.
- მადლობა რომ მომიყვანე.
- ისე სვანის ილეთი ხომ არ გამემეორებინა?
- ის სვანი ჩემმა დაქალმა მოარჯულა ნუ დაივიწყებ.
- მადლობა რომ შემახსენე.
- კარგი, ნახვამდის.
- კარგად _ გაუღიმა.

_____________________

- ეშველებათ რამე? _ გადახედა არღვლიანმა მარიამს.
- ეშველებათ, სადაც ჩვენ გვეშველა იმათაც ეშველებათ _ გაუცინა.
- ეშველებათ.
- კარგი, წავედი.
- კარგი ნახვამდის _ მისკენ მიიწია და ტუჩებს შეეხო _ მშვიდი ძილი.
- შენც _ გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.

სახლში ასულმა მაინც მიიღო მესიჯი: „ ძილინების“. გაეღიმა, ტრადიცია არ დაურღვევია სვანს. პირდაპირ ოთახს მიაშურა, მოწესრიგდა და ლოგინში შეწვა. ემოციებით დატვირთული და სასიამოვნო დღე გამოუვიდა იმნაძეს. თვითონაც ბედნიერია რომ ყველაფერი მოგვარდა, ერთადერთი რაც აშინებს მომავალი ექვსი თვეა, მაგრამ იმედს იტოვებს რომ ეს ექვსი თვეც დღევანდელი დღესავით პოზიტიურად დასრულდება.

დილით ტელეფონის ხმამ გააღვიძა, უკმაყოფილოდ იცვალა მხარი და ზანტად აიღო ტელეფონი ხელში. დახედა თუ არა მაშინვე გაუბრწყინდა თვალები და განწყობაც შეეცვალა. „დილამშვიდობის“ - წერდა არღვლიანი. „გამარჯობა“ - დაუბრუნა პასუხი და მაშინვე ამღერდა ტელეფონი.

- როგორ ხარ?
- კარგად შენ? _ ძილისგან ხმა შეცვლილი ჰქონდა მარიამს.
- გაგაღვიძე?
- კი.
- ბოდიში, დღეს სამსახურში ვარ, საღამომდე ვეღარ შეგეხმიანები და ისე ვერ წავედი.
- არაუშავს, საღამოს შემეხმიანე.
- ხვალისთვის არაფერი დაგეგმო.
- კარგი არ დავგეგმავ.
- გეძინება შენ, გეძინება, დაიძინე და დაგირეკავ საღამოს.
- კარგი _ ტელეფონი გათიშა და ისევ ბალიშს მიეხუტა. თვალები დაუმძიმდა, ძილი გააგრძელა.

შუადღე იყო მეორედ რომ გაიღვიძა. ემოციებმა განაპირობეს ალბათ კარგი ძილი. დღეს მარტოობა მოუწევს, მაგრამ უნდა შეეჩვიოს ნელ-ნელა. ექვსი თვით დარჩება მარტო და კაცმა არ იცის დარეკვასაც მოახერხებს თუ არა. „მთავარია უკან დაბრუნდეს და დარეკვას ვინ ჩივის“ - გაიფიქრა და გუნებაწამხდარი გავიდა სამზარეულოში. ყავა მოიმზადა და იქვე ჩამოჯდა. რომ ვერაფერი მოიფიქრა, თეკოს დაურეკა.

- თეკო რას აკეთებ? გამო რა ჩემთან.
- აუ იცი კოსტამ დამპატიჟა.
- რაო, რაო? მე ამას ახლა უნდა ვიგებდე?
- ვაპირებდი ისედაც დარეკვას.
- კარგი, კარგი ხელს არ შეგიშლით _ ჩაიფხუკუნა მარიამმა.

ახლა რაღა გააკეთოს? უკმაყოფილოდ დაუბრუნდა თავის ოთახს და კომპიუტერს მიუჯდა. კომპიუტერიც მობეზრდა და წიგნთან მივიდა. ბალზაკის „შაგრენის ტყავი“ ამოირჩია და ლოგინზე წამოწვა. საღამომდე კითხულობდა. მხოლოდ მაშინ დახურა წიგნი, შიმშილმა რომ შეაწუხა. მსუბუქად მიირთვა და მისაღებში ჩამოჯდა. ტელევიზორით გაირთო თავი. როგორ უნდა ახლა სადმე დასასვენებლად, სადმე რა, სოფელში. მაგრამ მარტო წასვლა არ სურს, მოიწყენს. ანდრონიკეს წასვლის შემდეგ აუცილებლად გავა ქალაქიდან, სხვა თუ არაფერი ზღვაზე წავა. ცოტას განიტვირთება. თეკოს და კოსტას შესთავაზებს წასვლას და წავლენ. გეგმები დაწყობილია! ტელეფონი ამღერდა, უხალისოდ უპასუხა, ნომრისთვის არც კი შეუხედავს.

- რას აკეთებ?
- ანდრონიკე, რავი არაფერს.
- არ გინდა მნახო?
- ჯარისკაცად გადავიცვა?
- არ არის საჭირო, ჩამოდი ეზოში.
- აბა ვმუშაობ დღესო?
- ვმუშაობდი, ღამე აღარ დამტოვეს, ჩამოხვალ თუ წავიდე?
- სად უნდა წახვიდე, დამელოდე. _ სწრაფად მოწესრიგდა და კიბეებზე ჩაირბინა. მანქანასთან მდგარი სილუეტისკენ წავიდა და წინ გაჩერდა.
- გამარჯობა _ ჩაიცინა სვანმა.
- გაგიმარჯოს. _ გაუღიმა და ჩაეხუტა.
- წავიდეთ ხომ სადმე? ჯერ ძალიან გვიანი არ არის.
- გვიანი რომ იყო იმიტომ არ გამაქანე სვანეთში? _ ისევ წაკბინა.
- ისე ხშირად ახსენებ სვანეთს, მგონი შენ თვითონ გინდა წასვლა.
- ვგიჟდები მაგის სურვილით.. სად მივდივართ?
- კოსტასთან და თეკოსთან.
- ხელი უნდა შევუშალოთ?
- არა, მივალთ და ოთხივე ერთად გავატარებთ საღამოს.
- გასაგებია.

კაფეში მივიდნენ, თეკო და კოსტა ბედნიერი სახეებით ისხდნენ ერთ მხარეს და ნამცხვარს შეექცეოდნენ.

- ბოდიში მყუდროების დარღვევისთვის _ კისკისით განაცხადა მარიამმა და ორივე გადაკოცნა.
- ეგ არაფერი _ გაუცინა კოსტამ.
- რა შევუკვეთოთ? _ იკითხა არღვლიანმა.
- მე ნაყინი მინდა.
- ხომ გეუბნები ბავშვი ხარ.
- მაშინ არ ვიყავი ბავშვი სვანეთში რომ მიგყავდი ცოლად მოსაყვანად? _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა.
- გავიგონე _ გაუღიმა.
- იმიტომ ვთქვი რომ გაგეგონა.
- მოგეწონა მარიამ სვანეთი? _ ჰკითხა კოსტამ.
- ნამყოფი ვიყავი უკვე, ისედაც ძალიან მომწონდა _ გაუცინა.
- კიდევ როდის ვესტუმროთ? _ გადახედა კოსწიამ საზოგადოებას.
- მე რომ წავალ, წადით თქვენ ბებოსთან.
- ანდრონიკე რომ წავა ცოტა ხნით ზღვაზე წავიდეთ რა _ სიტყვა ჩააკვეხა იმნაძემ.
- მიშვებთ და გულაობთ? _ გაუცინა სვანმა.
- არ წახვიდე და ჩვენთან ერთად იგულავე _ ენა გამოუყო.
- წადით წადით, ბავშვები უნდა გაერთოთ.
- ანდრონიკე არღვლიანი თავს ნუ მომაკვლევინებ, აბა რა გეგონა რომ დამადგი თვალი ამ ბაღის ბავშვს _ გადაიკისკისა.
- ბაღის ბავშვს ასეთი გრძელი ენა არ აქვს.
- ჰმ, მიწუნებს კიდეც.
- ვის იწუნებს გოგო? შენნაირ ანგელოზს მეორეს სად ნახავს? _ მაშინვე წამოენთო თეკო.
- გვერდით მიზის მეორე ანგელოზი _ ჩაილაპარაკა კოსტამ და გაეცინათ.
- ეს რა რომანტიული ბიჭი ყოფილა და არ ვიცოდი _ ჩაიფხუკუნა იმნაძემ.
- შენ კიდევ ბევრი რამე არ იცი რძალო _ გაუცინა კოსტამ.
- არ წავიდეთ? _ იკითხა არღვლიანმა.
- წავიდეთ, მაგრამ მომისმინეთ ჯერ, წასვლის წინ გაცილებასავით რომ მოვაწყოთ რამე? ჩემთან ამოდით ყველა, სხვებსაც ვეტყვი და კარგი იქნება.
- ვინ სხვებს?
- რავი ლუკას, კოტეს, წამოიყვანონ ცოლებიც..
- კარგი, მაშინ ხვალ საღამოს კოსტასთან ვიკრიბებით.
- გოგოებო დატრიალდებით ხომ თქვენ? _ ეშმაკურად აათამაშა თვალები ნაკაშიძემ.
- ტრიალი და „პროწიალი“ მომინდომა ახლა _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა თეკომ.
- კი კოსწიკ ამოვალთ _ ორივეს მაგივრად დაეთანხმა მარიამი.
- რატომ არ ახვალ თავი ხომ უნდა მოაწონო საქმროს, აბა მე მკითხეთ? _ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჩანდა ტყემალაძე.
- თეკო კარგი რა, შენც უნდა მოაწონო ვიღაცებს თავი _ გაუცინა იმნაძემ.
- მოწონებულია უკვე და ვერ იფერებს _ გადახედა კოსტამ.
- შევთანხმდით, წავედით _ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სახლებისკენ წავიდნენ.

__________

- კოტე და ლუკა ვინ არიან? _ ინტერესით ჰკითხა მარიამმა.
- მეგობრები, სხვებთან შედარებით ახლო, მაგრამ მე და კოსტა სულ სხვანაირად ვართ.
- ჰო, გასაგებია.
- ხვალ ავიდეთ კოსტასთან და დანარჩენი ორი დღე მარტოები ვიყოთ _ გაუღიმა.
- კარგი.
- რაღაც სხვანაირი ხარ, ყველაფერი კარგადაა?
- კი.
- გეშინია?
- რისი?
- იცი შენ რისიც.
- არ მეშინია _ რაც შეეძლო მტკიცედ თქვა. არ სურდა სვანს გაეგო მართლა როგორ ეშინოდა. უკვე პანიკებში ვარდებოდა ამაზე ფიქრისას. ყოველთვის პოზიტიურად მოაზროვნე იყო, მაგრამ ახლა შიშებმა შეიპყრო, უკვე ვეღარ ფიქრობს ბედნიერ მომავალზე. თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს რომ ერთხელ უკვე იყო ანდრონიკე ავღანეთში და უვნებელი დაბრუნდა. იმედი აქვს მეორედაც ასე მოხდება.
- გამოფხიზლდი, მოვედით _ სახეზე შეხებამ გამოაფხიზლა ფიქრებიდან _ ნუ გეშინია, დავბრუნდები _ გაუღიმა და აკოცა.
- არ მეშინია.
- ნუ ბავშვობ _ ცხვირზე გაეთამაშა.
- კარგად.
- ნახვამდის.

სახლში უჩვეულოდ დამძიმებული ავიდა.. რა ქნას, მაინც აწუხებს ცუდი შეგრძნებები. ლოგინზე მიწვა და არღვლიანის მესიჯს დაელოდა, რომელსაც არ დაუგვიანია: „ძილინების.“
„ძილინების, მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ).“
„ მი სი მალატ.. მაგრამ ხომ გეუბნები უჩვეულოდ იქცევი და ვერც კი მალავ.“
„ ჩვეულებრვი ვიქცევი, ვიძინებ.“
„ დაიძინე, დაიძინე.“

- როდის მოხვედი დედი? ვერ გავიგე _ ოთახში შემოიხედა დედამ.
- ახლახანს დე, მოდი რა ცოტა ხანი ჩემთან.
- რა გჭირს დედი?
- შიში.
- რისი დე?
- ავღანეთის.
- შენ თუ ასე ინერვიულე, სანამ ის ბიჭი ჩამოვა გაგისკდება გული.
- მენერვიულება.
- გადაბრუნდი დაიძინე ახლა, როდის მიდის?
- სამ დღეში.
- არ ინერვიულო, არ გამწირავს და შენ თავს არ შემატოვებს _ გაუცინა.
- დეე _ მარიამსაც გაეცინა, გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა.

...........................
სროლის, აფეთქების ხმები ისმის, გარშემო კვამლია, არაფერი ჩანს. იმნაძე კი სულ ტყუილად მიიწევს წინ, სინამდვილეში ვერც კი უახლოვდება მიზანს. მხოლოდ შორიდან ხედავს როგორ ხვდება საყვარელ სილუეტს ტყვია და იკეცება. განწირული ყვირილით მიაბიჯებს და შორდება... ყვირის, მაგრამ ხმას ვერ აწვდენს.. მთელი ძალა მოიკრიბა და მისი სახელი დაიძახა..

...........................

საკუთარმა ყვირილმა გამოაფხიზლა მარიამი. ნერვიული კანკალი აუვარდა, ვეღარ წყნარდებოდა.. კოშმარებიღა აკლდა. სასწრაფოდ უნდა დაემშვიდობოს დამძაბველ ფიქრებს, ყველაფერი კარგად იქნება. ანდრონიკეს წასვლის შემდეგ ქალაქგარეთ წავლენ, დაისვენებს, განიტვირთება და მალე სვანიც დაბრუნდება. „მალე, როგორ არა“ _ ჩაიბურტყუნა და ისევ ბალიშზე დაეშვა. ძილს ებრძოდა, აღარ უნდოდა კიდევ ერთხელ იგივე სიზმრის ნახვა, მაგრამ მაინც ჩაეძინა. სიზმარი აღარ უნახავს და დილამდე უშფოთველად ეძინა..


დღე ზაფხულისთვის უჩვეულო მოღრუბლილობით დაიწყო. ასეთ დღეებში არაფრის ხალისი არ აქვს მარიამს, ხასიათსაც ეტყობა ამინდი. უკმაყოფილოდ წამოჯდა ლოგინზე, ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა. სამი დღე, ანდრონიკესთან ყოფნის სამი დღე დარჩა. „რამე რომ მოუვიდეს?“ - დასვა ტვინში კითხვა ვიღაცამ. „რა უნდა მოუვიდეს?“ - გაკაპასდა იმნაძე. „შეიძლება დაიჭრას, შეიძლება მოკვდეს, შეიძლება დასახიჩრდეს.“ - არ ჩუმდებოდა. „ახლავე შეწყვიტე“ - მობეზრებულად გაიქნია თავი ფიქრების მოსაშორებლად. ყავა მექანიკურად დაისხა, მაგიდაზე დადგა და შოკოლადი დატეხა. „პოზიტივის მომტანი“ - კმაყოფილმა გაიფიქრა და სკამზე მოთავსდა. „დილამშვიდობის“ - მესიჯმა არ დააგვიანა. გაეღიმა. „ დილამშვიდობის“ - უპასუხა და ტელეფონი იქვე დადო. იცის რომ აუცილებლად დაურეკავს, ესეც ერთგვარ ტრადიციად ექცათ უკვე და გულისფანცქალით ელის მისი ხმის გაგონებას. ემოციებს ყოველთვის აკონტროლებდა, არ გამოხატავდა, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შეუძლია. სხეულის თითოეული ნაწილი გრძნობს ბედნიერებას. ხმაც ეცვლება, თვალებიც უბრჭყვინავს როცა არღვლიანს ესაუბრება. უყვარს და არ მალავს! ტელეფონი ამღერდა.

- გისმენთ.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც. კოსწიამ საყიდლებზე გავიდეთ საღამოსთვისო.
- კარგი, გავემზადები და გამომიარე.
- გელოდები.

თავისუფლად ჩაცმა ამჯობინა, ჯინსი და უბრალო ზედა. თმები კოსად შეიკრა და მაკიაჟის გარეშე გავიდა სახლიდან. კიბეები ჩაირბინა, მხიარულად გავიდა სადარბაზოდან. ღიმილით მიუახლოვდა საყვარელ სილუეტს, საკუთარი ინიციატივით აკოცა და ჩაეხუტა. ფრთხილად მოჰხვია სვანმა ხელები და ჩაეღიმა.

- წავედით?
- წავედით.

მთელი გზა უღიმოდა იმნაძე ადრონიკეს. ასეთ ამინდში ასეთ ხასიათზე მისი ნახვა იშვიათობაა. არღვლიანიც თბილი მზერით გადახედავდა და უღიმოდა. რა ქნას, მასაც აბედნიერებს ეს სიფრიფანა გოგო. არავისზე ყოფილა ასე მიჯაჭვული. ახლა კი ერთი დღეც რომ ვერ ნახოს დანაკლისს გრძნობს. მისი ხმის გაგონება სითბოთი ავსებს და მისი თვალები სიცოცხლეს აზრს აძლევს. თვითონაც ვერ ხვდება როგორ შემოიჭრა მარიამი მის ცხოვრებაში, შემოიჭრა და ამხელა ადგილი დაიკავა. წარმოდგენაც არ აქვს როგორ უნდა გაძლოს მის გარეშე ექვსი თვე. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ფიქრობდა, როგორც კი ჯარს დაემშვიდობებოდა ბერად აღიცკვეცებოდა, ახლა, ახლა კი უკვე ოჯახის შექმნაზე ფიქრობს. გეგმებიც კი შეუცვალა პეპელამ, მიზნები, ოცნებები.

- თეკოსაც მოიყვანს? _ ფიქრების ჯაჭვი გაუწყვიტა იმნაძის ხმამ.
- კი მოიყვანს, კაი ბუზღუნა დაქალი გყავს _ გაუღიმა.
- მშვენიერი გოგოა _ გამოესარჩლა.
- მშვენიერი კია, ბუზღუნაა.
- არ უნდა გააბრაზო და არ იბუზღუნებს _ გაუცინა.

მანქანიდან გადავიდნენ, თუმცა წყვილი ვერ შენიშნეს. უკვე შესულები იყვნენ. არღვლიანმა წელზე მოჰხვია ხელი მარიამს და მაღაზიაში შევიდნენ. რიგებს შორის დადიოდნენ, ანდრონიკეს „ურიკა“ მიჰქონდა, გოგონა კი პროდუქტს ალაგებდა. ერთ-ერთ რიგში შეხვდნენ კოსტას და თეკლას და ვაჭრობა ერთად განაგრძეს. ყველაფერი რომ იყიდეს, ნაკაშიძესთან წავიდნენ სახლში. შესვლისთანავე ინტერიერს მოავლეს თვალი.

- კარგი სახლი გაქვს ხომ იცი? _ გაუცინა მარიამმა.
- შეგიძლია დაქალი დატოვო _ გაუცინა კოსტამაც.
- მე უკეთესი მაქვს _ მარიამის ყურთან ჩაიჩურჩულა არღვლიანმა.
- ჯერ-ჯერობით ჩემი სახლი სავსებით მაკმაყოფილებს _ გაუცინა. _ კოსწიკ რა პატარა სამზარეულოა _ მაშინვე თქვა, როგორც კი სამზარეულოში შეაბიჯა.
- თქვენ მართლა ტრიალს ხომ არ აპირებთ _ გაიცინა.
- რატომაც არა _ შეეპასუხა თეკო.
- ბურთი და მოედანი თქვენ, რაც გინდათ ის გააკეთეთ _ ნება დართო ნაკაშიძემ.
- მე მაქვს დიდი სამზარეულო _ თვალი ჩაუკრა სვანმა იმნაძეს.
- მეც სხვათაშორის _ გაუღიმა მარიამმა. _ გადით ახლა სამზარეულოდან ხელს მიშლით.
- მივდივართ.

გოგოებმა საქმიანობა დაიწყეს. ხან ერთ ინგრედიენტს ჭრიდნენ, ხან მეორეს, საბოლოოდ რამდენიმე სახის სალათი, პიცა და ხილის ასორტი მოამზადეს. სუფრა გაშალეს და მისაღებში დაბრუნდნენ.

- სად არიან სხვები?
- გზაში.
- მოვიდნენ _ ნაკაშიძე კარებისკენ წავიდა _ მობრძანდით. _ მისაღებში ოთხი ადამიანი შევიდა. არღვლიანს ხელი ჩამოართვეს, გადაკოცნეს, მოიკითხეს. გოგონებს უბრალო ღიმილით მიესალმნენ.
- მარიამი, ჩემი საცოლე და თეკო, მარიამის მეგობარი _ წარუდგინა სვანმა _ ლუკა და ლიკო, კოტე და კატო .
- სასიამოვნოა _ გაუღიმა გოგონამ.
- ჩვენთვისაც _ ერთხმად მიუგეს.
- დაბრძანდით _ გაუღიმა თეკომ.
- მასპინძლობას უკვე საკუთარ თავზე იღებ? _ უჩურჩულა კოსტამ და ჩაიცინა.

სუფრასთან დასხდნენ, წყვილებად მოთავსდნენ, ანდრონიკე და მარიამი ერთ დიდ სავარძელს იკავებდნენ. წელზე მოხვეულ ხელს ცოცხალი თავით არ უშვებდა არღვლიანი. დროდადრო ღიმილით გადახედავდა. იმნაძეც კარგად მოთავსებულიყო, თავი სვასნი მხარზე მიესვენებინა და მშვიდად სუნთქავდა, თან ღიმილიან მზერას არ აკლებდა საზოგადოებას.

- ქორწილს როდის აპირებთ? _ დაინტერესდა კოტე.
- როგორც კი დავბრუნდები _ ჩვეული სიდინჯით უპასუხა ანდრონიკემ.
- ძალიან კარგი, კოსტაღა დაგვრჩება და სრულად შევივსებით.
- კოსტაც მალე დაგეწევათ _ გაიცინა კოსტამ და შეუმჩნევლად გააპარა მზერა გვერდით მჯდომი ტყემალაძისკენ.
- ჩვენ უნდა წავიდეთ, პატარა ჭირვეულობს და ვეღარ დავრჩებით _ გამოაცხადა ლუკამ და წასასვლელად მოემზადნენ. _ სასიამოვნო იყო _ გაუღიმა გოგოებს და თბილად დაემშვიდობა.

მალე კოტე და კატოც მიყვნენ. სახლში მხოლოდ ორი წყვილი დარჩა. გოგოებმა სუფრა აალაგეს. ჭურჭელი დარეცხეს, სამზარეულო მოაწესრიგეს და გამოაცხადეს ჩვენც უნდა წავიდეთო. მანქანებში დანაწილდნენ და სახლისკენ გაეშურნენ.

- კარგი მეგობრები გყავს _ გაუღიმა მარიამმა.
- სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან გიხდება.
- მე რა გითხარი და შენ რას მპასუხობ.
- შენ შენი ემოციები გამიზიარე, მე ჩემი.
- ვაიმე არღვლიანო _ გაუცინა.
- ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები რომ ასე წინ და უკან აღარ ვიარო, მიგიყვანო და დაგსვა სახლში.
- დამსვა თუ გამომკეტო?
- რატომ გამოგკეტო?
- აბა წინ და უკან თუ არ ივლი, სულ სახლში უნდა ვიყო.
- ტირანი კი არ ვარ _ გაუღიმა.
- ძალიან კარგი _ ჩაიკისკისა. არღვლიანიც გიჟდება მის კისკისზე, ისე გულიანად, ბავშვივით გულწრფელად იცინის, მოდი და არ გაგიჟდე.
- ხვალ ღამე მივდივარ.
- აბა სამ დღეშიო?
- გადმოიწია თარიღმა.
- ასე არ შეიძლება _ აშკარად დაიბნა მარიამი, ხმა საგრძნობლად შეეცვალა.
- შენ არ ინერვიულო რა, ხვალ დილით დაგირეკავ და მთელ დღეს შენ გვერდით გავატარებ.
- მე მეგონა ორი დღეს კიდევ გვექნებოდა.
- დამშვიდდი.
- რა ადვილია _ ჩაიბურტყუნა და ფანჯრისკენ გაიხედა მისი ცრემლიანი თვალები რომ არ შეემჩნია ვაჟს.
- მოვედით.
- ვხედავ _ თვალები ძლიერად დახუჭა და მხოლოდ შემდეგ მობრუნდა ანდრონიკესკენ. _ ხვალ დილით დამირეკე, ჩამოვალ და გნახავ, ღამე გაგაცილებ კიდეც.
- არ მინდა გაცილება და დამშვიდობების სცენები.
- ანდრონიკე, უნდა გაგაცილო.
- მარიამ, უფრო გაგვიჭირდება.
- ექვსი თვე ვეღარ გნახავ, ამ დროისთვის თითოეული წუთიც კი მნიშვნელოვანია.
- კარგი, კარგი _ თბილად გაუღიმა და ლოყაზე თითი ჩამოატარა.

შეძლებისდაგვარად გაუღიმა მარიამმაც და ყელზე დაუტოვა კოცნი კვალი. იგრძნო არღვლიანის ემოცია, თითქოს ჟრუანტელმა დაუარა, ერთი წამით დაიძაბა და ისევ მოეშვა. თავი მაღლა ააწევინა გოგონას და თვითონ შეეხო მის ტუჩებს. მოშორდა, გაუღიმა, ჩვეულებისამებს ცხვირზე გაეთამაშა და მარიამი მანქანიდან გადავიდა. სახლში ასული არ იყო მესიჯი რომ მიიღო: „ტკბილი ძილი.“ ალბათ მართლა ტკბილად დაეძინებოდა რომ არა ბოლო დიალოგია. „ერთი დღეც და მიდის“ - ტალღასავით დაუარა სიტყვებმა და შიშმაც არ დააყოვნა, მაშინვე გამოჩნდა. ისევ ამოტივტივდა თავში კითხვა: „რამე რომ მოუვიდეს?“ ამჯერად უპასუხოდ დატოვა, თვითონაც ხვდება რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მართლა შეიძლება რამე მოუვიდეს, თუმცა სულაც არ უნდა ამის გათვიცნობიერება, იცის უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს საკუთარ თავს და თავს იკავებს. ყოველთვის რეალურად მოაზროვნე იმნაძე, თითქოს ახლა თვალს ვეღარ უსწორებს არსებულ რეალობას, პირიქით, ცდილობს თავის პოზიტივით სავსე სამყაროს შეეკედლოს და მხოლოდ კარგზე იფიქროს. ბალიშს ჩაეხუტა და ღრმად ამოისუნთქა. თითქოს ამ ერთი ამოსუნთქვით დაიცალა ემოციებისგან, მაგრამ მხოლოდ თითქოს. სინამდვილეში მაინც გულში დაიტოვა ყველაფერი, ვერც ბურთს მოუხერხა ვერაფერი, ყელში რომ შემაწუხებლად იყო გაჩხერილი. ერთმა ცრემლმა მოაგვარა ეს პრობლემები, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და გულიანად აქვითინდა.. წინასწარ გამოიტირა მოსალოდნელი საფრთხე და ძლივს დამშვიდდა. ტირილისგან გათანგულს ჩაეძინა.

______________________

მძიმე ნაბიჯებით მიუყვებოდა არღვლიანი კიბეებს, ცდილობდა გოგონას ტკივილიანი მზერა დაევიწყებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. დინჯად დააკაკუნა კარებზე და ისე შევიდა თავის ოთახში დედასთვის სიტყვაც არ უთქვამს. ბარგი შეკრა და ლოგინზე ჩამოჯდა. გრძნობების დამალვა არ გამოსდის იმნაძეს, მაშინვე ეტყობა რა წყინს და რა უხარია, სვანმაც ადვილად შეატყო მისი წასვლით გამოწვეული ტკივილი, შიშიც ადვილად დაინახა მის თვალებში. არ უნდა რომ გული ატკინოს, მის ნებაზე რომ იყოს, ალბათ წასვლაზე უარს იტყოდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული. მოგვიანებით გავიდა ოთახიდან და დედასაც შეატყობინა რომ ხვალ ღამით მიდის. კიდევ ერთხელ უსმინა დედის ტირილს, მამამისის გარდაცვალების ისტორიას, თხოვნას რომ თავი დაანებოს ჯარისკაცობას. ისევ უხმოდ ჩაეხუტა დედას და თავის ოთახს დაუბრუნდა. დედაზეც ღელავს, მაგრამ იცის გაუძლებს, ძლიერი ქალია. აი მარიამი კი, მისი სიფრიფანა პეპელა რამდენად შეძლებს ამის ატანას.. კიდევ კარგი ცოლად არ მოიყვანა, მხოლოდ ახლა ხვდება რა შეცდომა შეიძლებოდა დაეშვა, სრულიად დაკარგავდა... როგორ უმძიმს წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ლოგინზე გადაწვა და შეეცადა დაეძინა, შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. ბოლოს მარინც მარიამს დაურეკა, ცოტახნით ელაპარაკა, მაგრამ მიხვდა რომ უარესად ამძიმებდა და დაემშვიდობა.

_____________________

პირველად გათენდა ასეთი მძიმე დილა იმნაძის ცხოვრებაში. ღამით ტირილისგან თვალები ოდნავ შესიებოდა. ხანდახან მაკიაჟის არსებობაც ძალიან ეხმარება, მისი მეშვეობით დაფარა თვალის უპეები, ღრმად ამოისუნთქა, სარკეში საკუთარ ანარეკლს ფართოდ გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. ბავშვობიდან ასე იმშვიდებს თავს: „გაიღიმე და ყველაფერი კარგად იქნება.“ ყოველთვის ასე უღიმის საკუთარ თავს როცა პრობლემა აქვს. შინაგანი ცახცახი ვერაფრით დაიოკა, გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა, მაგრამ მთელი სხეულით თრთოდა, გული თითქოს საგულეში დახტუნავდა. ტელეფონის ზარზე ისე შეხტა, თვითონაც მიხვდა რამდენად არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა. შეეცადა მაქსიმალურად მშვიდად ეპასუხა.

- დილამშვიდობის _ ისე გაიღიმა, თითქოს ანდრონიკე დაინახავდა.
- გაიღვიძე?
- კი გავიღვიძე.
- გამოვალ და ჩამო.
- კარგი გამოდი _ ტუჩი მოიკვნიტა და ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა. სწრაფად მოემზადა, სარაფანი და დაბლები ჩაიცვა. თმები გაიშალა და კიბეებზე ჩაფრიალდა. ანდრონიკეს დანახვისას კიდევ ერთხელ იმძლავრა ტირილის სურვილმა, მაგრამ მაშინვე უკუაგდო, მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა სილუეტს და ისე ჩაეხუტა, თითქოს უკანასკნელი იყო.
- გავიჭყლიტები _ ღიმილით უთხრა ანდრონიკემ და მარიამიც თავჩაღუნული მოშორდა. _ ნუ მაფიქრებინებ რომ გეშინია _ სახეზე მოეფერა და მშვიდად გაუღიმა.
- ვეცდები _ ძლივს ამოილაპარაკა და მანქანისკენ წავიდა.
- სად წავიდეთ?
- არ ვიცი, სადაც გინდა.
- მთამწმინდაზე ავიდეთ?
- ავიდეთ.

მთაწმინდაზე ასულებმა ჯერ ისეირნეს, შემდეგ ეშმაკის ბორბალზე დასხდნენ. სიმაღლის სიყვარულით გამოირჩეოდა იმნაძე, ყოველთვის იტაცებდა მაღალი ადგილები, მაგრამ ახლა ვერ გრძნობს ბედნიერებას, ახლა მხოლოდ დროს ითვლის და უნდა რაც შეიძლება ნელა გავიდეს.

- მარიამ..
- გისმენ.
- შენი ხელი კი ვითხოვე და თანხმობაც მივიღე, მაგრამ ბეჭედი არ მქონდა მაშინ, ამიტომ ახლა კიდევ ერთხელ გკითხავ, თანახმა ხარ ცოლად გამომყვე?
- თანახმა ვარ _ გაუღიმა, ანდრონიკემ ბეჭედი მოარგო მის თითს და ღიმილით შეეხო ტუჩებს.
- მოიცა, მე ბეჭედი არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა გკითხო, თანახმა ხარ ცოლად მომიყვანო? _ გაუცინა.
- თანახმა ვარ _ ღიმილით გაუწოდა მარიამმა ღვთისმშობლის კულონი _ დაგიცავს.
- არ მოვიშორებ _ მიიხუტა და თავზე აკოცა.

ნახევარი დღე გაატარეს ასე სეირონობაში, მიხვდნენ რომ მოშივდათ და იქვე კაფეში შევიდნენ. მარიამის ტელეფონი ამღერდა. დახედა, შეწუხებული სახე მიიღო და გათიშა. ისევ ამღერდა, ამჯერადაც არ უპასუხა. ანდრონიკე ჯერ ჩუმად აკვირდებოდა, რამდენიმე ზარს რომ არ უპასუხა დაიძაბა.

- მარიამ ვინ არის?
- არავინ.
- როგორ არავინ, ვიღაც რეკავს და შეგნებულად არ პასუხობ.
- არავინ არ არის ანდრონიკე.
- მარიამ _ ხმა დაეძაბა არღვლიანს.
- არავინ მნიშვნელოვანი.
- რომ გეკითხები უნდა მიპასუხო.
- უბრალოდ არ ღირს ამაზე გაბრაზება, არაა მნიშვნელოვანი და მორჩა.
- თან უნდა გავბრაზდე კიდეც თურმე, მითხარი ახლა ვინ არის.
- ანდრონიკე.
- რატომ გინდა უარესად გამაბრაზო?
- არ მინდა.
- ჰო და გისმენ.
- ერთი ბიჭია ადრე მოვწონდი.
- და ასე მშვიდად მეუბნები? _ ტონს აუწია სვანმა _ რამდენი ხანია რაც გირეკავს?
- დიდი ხანია, სანამ შენ გაგიცნობდი იქამდეც იყო.
- და რამდენი ხანია ამას მე მიმალავ?
- ბოლოს რომ დამირეკა უკვე ურთიერთობა გვქონდა, ავუხსენი და ვთხოვე აღარ დარეკა.
- მერე?
- მას შემდეგ სულ რამდენჯერმე დამირეკა.
- როგორ? _ სიბრაზეს ვეღარ აკონტოლებდა _ ერთ თვეში რამდენჯერმე დამირეკაო, მეტს ფიზიკურადაც ვერ მოასწრებდა. არ აპირებდი ჩემთვის ამის თქმას?
- არა _ თავი დახარა.
- რატომ?
- არ მინდოდა ზემდეტი პრობლემები გვქონოდა.
- ახლა რომ უარესი გვექნება იმედია ხვდები.
- ანდრონიკე.
- მორჩა, რა ოჯახზეა საუბარი, გოგოს სხვა თაყვანისმცემლებიც ჰყოლია.
- ხვდები რა სისულელეს ამბობ?
- მე ვხვდები, მე უნდა მივხვდე. შენ? შენ ხვდებოდი რას აკეთებდი?
- ანდრონიკე _ თვალები აუცრემლიანდა. ტონი ოდნავადაც არ აუწევია ამ ერთი თვის განმავლობაში და ახლა მისთვის ხმამაღალი კამათის მოსმენა, დაძაბული სახის ყურება გულის გასკდომის ტოლფასი იყო.
- რა ანდრონიკე, რა? _ უფრო ბრაზდებოდა სვანი.
- არ გინდა რა.
- რა არ მინდა?
- წასვლის დღეს ჩხუბი _ ჩუმად ამოთქვა და გარემოს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. კიდევ კარგი კაფეში ხალხი არ იყო თორემ სირცხვილით დაიწვებოდა.
- კარგი, არაფერი, არ მინდა წავედით.
- სად?
- სახლში მიგიყვან.
- ანდრონიკე.
- არავიტარი ანდრონიკე, სახლშ დაგტოვებ.
- საღამოს?
- მარტო წავალ.
- გაცილება?
- არ მინდა.
- ანდრონიკე.
- მოვრჩეთ _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და სკამიდან ადგა. მარიამიც მორჩილად მიჰყვებოდა. სახლში დატოვა, თვითონ კი პირდაპირ სახლში წავიდა.

ცრემლიანი თვალებით აუყვა მარიამი კიბეებს, პირდაპირ თავი ოთახში შევიდა, გაუხდელად დაწვა ლოგინზე და ემბრიონის ფორმაში მოიკეცა. ცრემლებს გასაქანი მისცა და ასლუკუნდა. იმ ბიჭის არსებობის შესახებ მხოლოდ იმიტომ არ უთხრა, რომ არ უნდოდა ზედმეტი პრობლემებით შეეწუხებინა, მან კი ყველაფერი სხვანაირად გაიგო. არც კი დაემშვიდობა, არც გაცილების უფლებას აძლევს. დაურეკა, მიწერა, მაგრამ არ პასუხობდა. გამოსავალი იპოვა, თეკოს შეეხმიანა და მასთან ერთად გადაწყვიტა აეროპორტში წასვლა. წავიდნენ, მაგრამ ალბათ ჯობდა არ წასულიყვნენ. უტეხი მზერით უყურებდა არღვლიანი, მაგრამ სიტყვა „ნახვამდის“-აც კი არ უთქვამს. ისე გაბრუნდა და წავიდა ერთხელაც არ მოუხედავს უკან, თვალებით აცილებდა იმნაძე, მას კი თვალიც არ შეუვლია. თეკოს ჩახუტებამ გამოაფხიზლა, მაშინ მიხვდა რომ თურმე ტიროდა. მოგვიანებით შენიშნა კოსტამ ორივე და მათკენ წამოვიდა. მთელი ძალით მოეხვია მარიამი, თითქოს ანდრონიკეს მაგივრად მას ემშვიდობებოდა. ემოციებისგან რომ დაიცალა მოშორდა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.

- დამშვიდდი, გადაუვლის და დაგირეკავს _ გვერდით მიუჯდა კოსტა.
- არც კი დამემშვიდობა _ ამოიტირა.
- არ იტირო რა, გაბრაზებულია უბრალოდ, ვერაფერს შეაგნებინებ, სვანური ბუნება აქვს, დამშვიდდება, გადაუვლის და დაგირეკავს.
- რა მოხდებოდა უბრალოდ რომ შემოეხედა _ თავისას გაიძახოდა მარიამი.
- ხისთავიანი _ გაბრაზებულმა გამოცრა თეკომ.
- წავიდეთ სახლში _ მშვიდი იყო კოსტა.

კოსტამ წაიყვანა სახლშ, ჯერ თეკო მიიყვანა, მერე მთელი გზა იმნაძეს არღვლიანის ხასიათს უხსნიდა და ცდილობდა დაემშვიდებინა. მაგრამ არ გამოუვიდა, კიდევ უფრო დამძიმებული დაბრუნდა მარიამი სახლში. ტელეფონზე მიხუტებულმა დაიძინა, მთელი გულით ელოდა მესიჯს, რომელიც არ ჩანდა. სვანის ცივი მზერის გახსენება სულს უყინავდა. ასე ძლიერ ჯერ არაფერი განუცდია, ძლივს დაეხუჭა თვალები.

დილითაც იმედით დახედა ტელეფონს თუმცა სულ ტყუილად, დასიებული თვალები ისევ მაკიაჟით დაიფარა. შუადღისას ნაკაშიძე შეეხმიანა, შეატყობინა რომ მშვიდობით ჩავიდა ანდრონიკე და კიდევ ერთხელ მისცა ტირილის მიზეზი. ჩასვლის ამბავიც კი არ შეატყობინა. ნუთუ ამ ექვს თვეს ისე გაატარებს რომ არ შეეხმიანება? არა, ნამდვილად ვერ გაუძლებს პეპელა ამას. „კოსტამ თქვა გადაუვლისო“ - დაიმშვიდა თავი და უკვე გაციებული ყავა მოსვა. იმედი აქვს რომ მოგვარდება, უკვე აღარ იცის რომელზე იღელვოს, იმაზე რომ ურთიერთობა გაუფუჭდათ, თუ იმაზე რომ ავღანეთშია და იბრძვის. ორივე შემთხვევაში დაძაბულია. ტელეფონზე ისევ კოსტას ზარი შევიდა.

- გისმენ.
- ზღვაზე წასვლა გადაიფიქრეთ?
- არ ვიცი, თეკოს არ შევხმიანებივარ, მე ხალისი არ მაქვს.
- ვიცი, მაგრამ გულს მაინც გადააყოლებ, თქვენ შეთანხმდით და დანარჩენი ჩემზე იყოს.
- კარგი. _თეკოს შეეხმიანა, მისი ლექციების შემდეგ წასვლა გადაწყვიტა. მშობლებთან მოაგვარა, კოსტას შეუთანხმდა და ბარგი ჩაალაგა.

-----------------

კონსტანტინეს წინასწარ მოეგვარებინა ტყემალაძესთან ყველაფერი. მართალია მსუბუქი ლანძღვა მიიღო მეგობრის გამო, მაგრამ ეგ არაფერი, აიტანს. როგორც კი თეკოს სიმართლე უთხრა, მაშინვე დამშვიდდა.

- მათქმევინე ახლა და დაწყნარდი.
- კარგი ჰო გისმენ _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა.
- ანდრონიკემ მთხოვა სადმე წამეყვანა განსატვირთად.
- ოჰ ახლა გაახსენდა მარიამის არსებობა და ნერვიულობა? ხისთავიანი.
- აუ შენ ვინ ხარ, ადამიანი ზრუნავს თავი საცოლეზე.
- აეროპორტში არ ახსოვდა ზრუნვა?
- თეკლა! დაელაპარაკები თუ არა?
- კარგი, დაველაპარაკები, მხოლოდ იმიტომ რომ მარიამიც ცუდადაა.

_______________

ხვალ უკვე ბათუმში მიდიან, ეეჭვება ყურადღება გადაიტანოს, მაგრამ გარემოს ხომ მაინც შეიცვლის. დაძინებამდე გულმოდგინედ ილოცა, სანთელი აანთო და ისე დაწვა. ფიქრები მაინც ჯიუტად მიიწევენ ავღანეთისკენ. „ნეტავ ძილისთვის საერთოდ თუ იცლის?“ - გაიფიქრა და გული შეეკუმშა წინა ხაზზე მებრძოლი არღვლიანის წარმოდგენაზე. როგორ არ უნდა რომ ცუდზე იფიქროს, მაგრამ ასეთ დროს ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ვერც კი მიხვდა როდის გადაეშვა ძილის სამყაროში, ფერად ღრუბლებში ჩაეფლო და ყველა პრობლემისგან ერთბაშად განთავისუფლდა.


დილით კოსტას ზარმა გააღვიძა. შორტი, თავისუფალი ზედა მოირგო და ბარგი ოთახიდან გაიტანა.

- დე მოდი, გავდივარ. _ ჩვეულებისამებს დალოცა დედამ, არც სტანდარტული გაფრთხილება დავიწყნია.

ნელა ჩაიარა კიბეები, ნაკაშიძეს თბილად მიესალმა და მანქანაში უკან მოთავსდა. ამაოდ ცდილობდა კოსტა მის გამხიარულებას. თეკო წინ მიუსკუპდა, არც მას გამოუვიდა არაფერი, ბოლოს თავი დაანებეს, აზრი არ ჰქონდა. იმნაძეს ჩაეძინა. მალე ჩავიდნენ, იმდენად ადრე გავიდნენ გზებიც კი არ იყო გადატვირთული. სასტუმროში გაჩერდნენ, ოქროსფერმა ინტერიერმა ბრწყინვალება შეიტანა მათ განწყობაში. თეკომ და მარიამმა ერთი ოთახი აიღეს, კოსტამ მეორე. სასტუმროშივე იყო კაფე, ღია ბარი. საკმაოდ სასიამოვნო სიტუაცია დახვდათ, მომღიმარი მომსახურე პერსონალი, ბარმენი, მიმტანები. ოთახში ორი ლოგინი იყო, კონდენციონერი, ტელევიზორი, სააბაზანო, მყუდრო გარემო. ტანსაცმელი ამოალაგეს გოგონებმა და გარეთ გავიდნენ. ფრთხილად მიუკაკუნეს კოსტას კარებზე და მანაც არ დააყოვნა.

- ვისაუზმოთ ხომ? _ გადახედა გოგონებს და მოპირდაპირე მხარეს კარები გააღო. ამ გზით პირდაპირ ხვდებოდა სასტუმროს კაფეში.
- მე ყავა და შოკოლადი მინდა _ ჩაილაპარაკა მარიამმა.
- მე ყავა და ნამცხვარი.
- მე ჩაი და კარაქიანი პური _ სიცილით ჩაილაპარაკა კოსტამ.

შეკვეთა მისცა და იქვე მაგიდასთან დასხდნენ. შოკოლადის ფილა დატეხეს, ერთი ფილა ყავაში ჩააგდო, დანარჩენს ისე შეექცა გემრიელად. ბათუმმა თითქოს მართლა უშველა მარიმის განწყობას. ზღვის სურნელი გაბატონებულიყო მთელ ქალაქში და ეს მოწონდა. „ისაუზმეს“ და ზღვაზე გასვლა გადაწყვიტეს. მოემზადნენ და ფეხით დაუყვნენ გზას. ზღვიდან მონაბერი ქარი რომ იგრძნო და ზღვის ხმაური გაიგო, გული აუძგერდა. ხელით მოიჩრდილა და ზღვას გახედა. ნაპირთან რაც შეიძლება ახლოს დასხდნენ. მაშინვე შეცურა იმნაძემ, ცოტა ხნით ნაპირთან ახლოს „იჭყუმპალავა“, მერე ზურგზე დაწვა და ისე ტივტივებდა. კოსტამ და თეკომაც მიბაძეს და სამივე ერთად ცურავდა. წყალში დიდი ხანი დაყვეს და როგორც იქნა ამოვიდნენ. ნაპირზე ჩამოსხდნენ, ტალღებს ითვლიდნენ, მათ ხმაურს ყურს უგდებნენ. ნაკაშიძე წამოდგა და თავის ნივთებს მიუახლოვდა, ტელეფონს დახედა, სახე შეეცვალა. გოგონებს არ შეუმჩნევიათ. „ნაყინს მოვიტანო“ - მათ გასაგონად ჩაილაპარაკა და ჯიხურისკენ წავიდა. ტელეფონზე ანდრონიკეს ზარი იყო შემოსული. გადარეკა, თუმცა ვეღარ დაუკავშირდა. უკან ბრუნდებოდა ისევ რომ შევიდა ტელეფონზე ზარი.

- როგორ ხარ სვანო? _ ომახიანად უპასუხა კოსტამ.
- როგორც შეიძლება აქ ვიყო. თქვენ როგორ ხართ? მარიამი როგორაა?
- ჩვენ კარგად, მარიამი ცუდად.
- რატომ? _ შეშფოთდა არღვლიანი.
- შენი აზრით? არ დაემშვიდობე, არ ურეკავ, არ წერ..
- შევეხმიანები _ დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.
- კიდევ კარგი მიხვდი _ ტონი არ შეუცვლია ნაკაშიძეს.
- დღეს ვეღარ მოვახერხებ, როგორც კი შევძლებ მესიჯს მივწერ.
- დარეკვას არ აპირებ?
- ჯერ არა.
- ნერვებს მიშლი.
- დამშვიდდი კოსწიკ, მარიამის ხასიათზე მე ვიზრუნებ, წავედი ახლა.
- ღმერთი შენკენ.
- გაიხარე.

გოგონებს მიუახლოვდა და უკვე დამდნარი ნაყინი გაუწოდა.

- სად იყავი ამდენ ხანს? _ ეჭვით იკითხა თეკომ.
- რიგი იყო _ დამაჯერებლად უპასუხა.
- არ წავიდეთ? დავიწვებით _ გადახედა მარიამმა ორივეს.
- წავიდეთ.

ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ გზას. სასტუმროში მისულები მოწესრიგდნენ და კაფეს მიაშურეს. მსუბუქად ისადილეს და ღია ბარში გავიდნენ, იქვე ჩამოსხდნენ, ცივ წვენს სვამდნენ. მარიამი ქუჩებს უყურებდა, თეკო მარიამს, კოსტა კი თეკოს არ აცილებდა თვალს.

- აჭარულები როდის ვჭამოთ? _ მხიარულად იკითხა ნაკაშიძემ.
- ხვალ _ გაუღიმა მარიამმა.
- კარგი, საღამოს ბულვარში გავიდეთ ხომ?
- მე არ მინდა, შენ და თეკო გადით.
- მე მარტო ამასთან ერთად? არა! _ გადაჭრით თქვა თეკომ.
- თეკო ადამიანი მარტო ხომ არ ისეირნებს, თან აქ სასტუმროში ყონისთვის ხომ არ ჩამოსულხარ? გადი გარეთ.
- იგივე შემიძლია გითხრა.
- დღეს ვერ ვარ კარგად, დიდხანს მომიწია მგონი მზეში ყოფნა, ხვალიდან შემოგიერთდებით.
- ამასთან ერთად მარტო არ ვისეირნებ შანსი არაა! _ შეუვალი იყო თეკო.
- არც არავინ გეხვეწება რა _ ცივად ჩაილაპარაკა კოსტამ, ადგა და გავიდა.
- თეკლა კარგი რა _ შეუბღვირა მარიამმაც.
- რა? _ გულუბრყვილოდ აიჩეჩა მხრები.
- ხანდახან რა სასტიკი ხარ, რა დაგიშავა კოსწიკამ.
- არაფერი.
- აბა რანაირად ექცევი? მით უმეტეს იცი რომ გულგრილი არ არის, სხვათა შორის არც შენ _ ნიშნისმოგებით გადახედა.
- დამანებე თავი შენი ჭირიმე რა, არ მცალა ახლა გრძნობებისთვის.
- ვერ ხარ შენ.
- ახალი ამბავი _ გაიცინა.
- წაყევი რა.
- ოო, ვთქვი უკვე არა და სიტყვებზე ვიხტუნაო ახლა?
- ღმერთო ჩემო, იჯექი მაშინ აქ. წავალ მე რა, წავუძინებ ცოტას იქნებ გამოვფხიზლდე, ძაან მოთენთილი ვარ.
- მიდი, მიდი.

მარიამი ოთახში შევიდა, ტანსაცმელი მოიშორა და ლოგინში შეწვა. ესიამოვნა ცივი მატერიის შეხება, თვალები დახუჭა და ადვილად დაეძინა. სიზმრების გარეშე გამოიძინა, გამოღვიძებული შედარებით მხნედ გრძნობდა თავს. ისევ ის პოზიტიური გოგონა იყო, ღიმილით გავიდა ღია ბარში და გარემოს გახედა. თეკო ოთახში არ იყო, კოსტას კარებზე აკაკუნა და არ გაუღო, ალბათ სასეირნოდ წავიდნენო იფიქრა და აღარც დაურეკავს. წვენი შეუკვეთა და იქვე მაგიდასთან მოთავსდა. წვენი მოსვა და განვლილ დღეებზე დაფიქრდა. კიდევ ერთხელ შეუტია ანდრონიკეზე ფიქრებმა, მაგრამ უბრალოდ გაიღიმა და დაასრულა. დარწმუნებული არაფერი მოუვა და უვნებელი დაბრუნდება, მაგრამ თუ ამ დღეებში არ შეეხმიანება, დაბრუნებულს ბეჭდის უკან მიღება მოუწევს. სამი დღე გაატარა გლოვაში და სულაც არ აპირებს ასე გააგრძელოს. ბუნებით პოზიტიური სატირალში მყოფ ქალს დაამსგავსა. ბათუმში იმისთვის ჩამოვიდა რომ გული გადააყოლოს, ჰო და ასეც მოიქცევა. დღეს უბრალოდ არ უნდა თეკოს და კოსტას ხელი შეუშალოს. მშვიდად მიირთმევდა წვენს და გარშემო არსებულ საზოგადოებას აკვირდებოდა, ზოგი მარტო იყო, ზოგი მეწყვილით, ზოგი მეგობრებით. უცხოელებიც იყვნენ. საკმაოდ გვიანი იყო კარებში რომ ნაკაშიძე და ტყემალაძე შენიშნა. წინ დაუსხდენენ და გაუღიმეს.

- როდის გაიღვიძე?
- დიდი ხანია უკვე, თქვენ სად გამეპარეთ? _ ეშმაკურად გაუცინა.
- დავითანხმე ქალბატონი სეირნობაზე და ბულვარში გავედით.
- გადასარევია, ხვალიდან არ გამომტოვოთ _ გაუღიმა.
- ოჰ, შემოგვიტია ენერგიამ? _ გაიცინა კოსტამ.
- კი, ზღვა ჩემი სტიქიაა, ყველაფერს შველის, აღარ ვაპირებ დარდს.
- გადასარევი გადაწყვეტილებაა, იმ ხისთავიანის გამო ნერვების შლა არ ღირს _ მოუწონა თეკომ.
- ის ხისთავიანი როგორც შენ უწოდებ ჩემი მეგობარია _ გადახედა ნაკაშიძემ.
- იყოს კიდევ, მე რაა _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა. _ მაშინებ თუ?
- შენ ვინ შეგაშინებს, მამალი მგლის არ გეშინია _ გაუცინა კოსტამ.
- რა თქვი ახლა ვითომ?
- აუ ამას ხომ ვერაფერი მოვაწონე _ ჩაიბურტყუნა.
- აშკარად მარტო უკეთესად უგებთ ერთმანეთს, მე წავალ, დავიძინებ ახლა და შენ ქალბატონო ოთახში რომ დაბრუნდები არ გამაღვიძო.
- რამდენი უნდა გეძინოს?
- ხვალ მზეს შევეგებები _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ნელი ნაბიჯით გავიდა.

ოთახში შესულმა ჯერ შხაპი მიიღო, შემდეგ ცივ ლოგინში შეწვა და კედლისკენ გადაბრუნდა. მიუხედავად საკუთარი გადაწყვეტილებისა, მაინც გაექცა ფიქრები არღვლიანისკენ. რა ქნას რომ უყვარს, დავიწყება ასე ადვილი ხომ არაა? ჯერ ისევ მტელი გულით ელის მის ზარს. უკვე მეორე დღე გავიდა რაც არც დალაპარაკებია, არც მოუწერია. ნეტავ კიდევ რამდენ ხანს გასტანს მიდი გაბრაზება? სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, მაგრამ ძალიანაც არ დაუგვიანდეს. ღრმად ამოისუნთქა, გაიღიმა და თვალები დახუჭა. დილით კიდევ უფრო კარგ ხასიათზე გაიღვიძა. ამას დაემატა მზიანი ამინდი, მზის ამოსვლა ვერ ნახა, ძილი გაუგრძელდა. „ამათმა ეტყობა გაათენეს“ _ ღიმილით გაიფიქრა და მძინარე თეკოს გადახედა. ჩუმად მოემზადა და ზღვაზე გავიდა. ნაპირზე ჩამოჯდა, მაინც ადრე იყო, ხალხიც არ ჩანდა, უყვარს სიმშვიდე ასეთ ადგილებში. ახლა მხოლოდ ზღვის ხმაური ისმის და სიამოვნებით უსმენს, მაგრამ მალე დაურღვია მყუდროება ზარმა.

- გისმენთ. _ ნომრისთვის არც დაუხედავს.
- სად ხარ?
- ზღვაზე.
- ანუ გუშინ სერიოზულად თქვი მზეს უნდა შევეგებოო?
- ცოტა დამაგვიანდა _ გაუცინა. _ მოემზადეთ თქვენც და გამოდით.
- კარგი.

ორ წუთში ისევ ამღერდა ტელეფონი.

- თეკო, პირდაპირ გადმოდით და დამინახავთ, ან დამირეკეთ და დაგენახვებით _ მობეზრებულად უპასუხა მყუდოება-დარღვეულმა.
- თეკო არ ვარ _ სასიამოვნოდ გაიჟღერა მამაკაცის ბოხმა ხმამ, მარიამს თავიდან ეგონა მოეჩვენა, მერე ერთიანად დაუარა ცხელმა ტალღამ, გაშრა, ვეღარაფერი უთხრა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა სიტყვებისთვის თავი მოეყარა, უკვალოდ გაქრა მისი მყარი გადაწყვეტილება. _ მარიამ, გესმის?
- მესმის _ ეცადა მშვიდად და მტკიცედ ეთქვა.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- შეძლებისდაგვარად კარგად.
- კარგია _ ჩაილაპარაკა.
- კარგ დროს ატარებთ? _ თითქოს დიალოგის გაგრძლებეას ცდილობდა, მაგრამ სიტყვებსაც ვეღარ პოულობდა.
- შეძლებისდაგვარად. მანდ რა სიტუაციაა?
- სიმშვიდეა.
- ჰო, კარგია, მგონი სალაპარაკო გვაქვს, მაგრამ თავს ვერ ვაბამთ.
- რომ ჩამოვალ მერე ვისაუბროთ.
- კარგი, დამაკლდი _ იმდენად გაუაზრებლად გაუზიარა ემოცია, ტელეფონის მეორე მხარეს გაეღიმა სვანს მის ბავშვურობაზე.
- მეც მომენატრე.
- არ გეტყობოდა _ ბუზღუნა პატარასავით გამოუვიდა.
- რომ ჩამოვალ მერე ვისაუბროთ, ახლა უნდა წავიდე, როცა მოვახერხებ შეგეხმიანები.
- კარგი, დროებით.

გაყინული დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანს, თან ეღიმებოდა, მაგრამ არც ეღიმებოდა. დაურეკა! ძალიან კარგი, ბედნიერი იყო. იმედია ყველაფერი დალაგდება, პოზიტიურად ფიქრობდა და იღიმოდა.

- ჰეი, მარიამ აქ ხარ? _ სიცილით ეძახდა კოსტა.
- დამირეკა _ მაშინვე ახარა.
- ხომ გეუბნებოდი _ ნიშნისმოგებით გადახედა თეკოს და მარიამს გვერდით მიუჯდა.
- რაო მივხვდი რომ ხითავიანი ვარო? _ უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარა და მეორე მხარეს მიუჯდა მარიამს.
- არა, უბრალოდ ვილაპარაკეთ, დანარჩენზე რომ ჩამოვა მერე ვისაუბრებთ.
- ძალიან კარგი რძალო, აი ნახავ ყველაფერი დალაგდება.
- შენ კი გინდა ჩემი დაქალისნაირი რძალი, მაგრამ აბა მე მკითხე მინდა თუ არა ხისთავიანი სიძე? _ მაინც გაბრაზებული იყო ტყემალაძე.
- თეკო _ მარიამმა შეუბღვირა და გაჩერდა.
- კარგი ჰო _ ჩაიბურდღუნა და კენჭი ისროლა ზღვაში.

თითქმის შუადღემდე ზღვაზე იყვნენ, მერე სასტუმროში დაბრუნდნენ, მსუბუქად ისადილეს და ყველა ერთად მოკალათდნენ კოსტას ოთახში. საღამომდე საუბრობდნენ, მხიარულობდნენ, თეკო იბღვირებოდა კიდეც, მაგრამ მარიამის ერთი „მუჯლუგუნი“ და მაშინვე იღიმოდა. აშკარად ამჩნევს იმნაძე ამ ორის თვალებში მოკიაფე ვარსკვლავებს, მაგრამ თვითონ არ იმჩნევენ და რა ქნას. ეშმაკური ღიმილით მისჩერებია ორივეს და ცდილობ რაც შეიძლება მეტი საერთო მოუძებნოს.

_____________________________

უკვე ერთი კვირა გავიდა რაც ზღვაზე არიან, ამ ერთმა კვირამ სრულად დაამშვიდა. სამ დღეში უკან ბრუნდებიან, მაგრამ არ დარდობს, მიიღო ის რაც უნდოდა, განიტვირთა, გამხიარულდა. არღვლიანი ყოველ დღე ურეკავს, დღეში ერთხელ, მაგრამ ყოველ დღე. სტანდარტულ მოკითხვას თბილ სიტყვებს მოაყოლებს და იმნაძესაც აბედნიერებს. ყოველ ზარზე ეუბნება რომ იქ მშვიდობაა, მართალია არ სჯერა, მაგრამ მაინც მშვიდადაა, რადგან ანდრონიკე უვნებელია. რაც შეეხება ტყემალაძეს და ნაკაშიძეს, ცოტა დათბნენ ერთმანეთის მიმართ. ახლა ემზადება, ზღვაზე უნდა გავიდეს, ფერი შეეცვალა, კანი გაუმუქდა. დასვენებით კმაყოფილია.

- აღარ მოდიხარ? _ დაუძახა თეკომ.
- მოვდივარ _ კმაყოფილმა გააღო კარები და გარეთ გავიდა. გრძელი სარაფანი ეცვა და ჰაეროვნად დააბიჯებდა.

ზღვაზე ყოფნით გული იჯერეს, კარგი დრო გაატარეს. ენანება ბათუმი დასატოვებლად, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, უნდა დაბრუნდეს. უკვე აგვისტოა, მალე სწავლა დაეწყება, ხუთი თვე და ორი კვირა დარჩა ანდრონიკეს დაბრუნებამდე. ყოველ კვირა დღეს წითელი კალმით ხაზავს და ისე ითვლის.

........................

ძლივს ჩაბარგდნენ რომ არაფერი დარჩეთ, ბარგი მანქანამდე ჩაიტანეს და კიდევ ერთხელ მოავლეს თვალი გარემოს. სასტუმროში დაბრუნდნენ, ამ დროში დაახლოებულ პერსონალს მადლობა გადაუხადეს და მანქანაში მოთავსდნენ. გზა გაიწელა, საღამოს ჩამოაღწიეს. ჯერ მარიამი მიიყვანეს სახლში, ჩანთა აატანინა კოსტამ და დატოვა, შემდეგ თეკო წაიყვანა. კარებზე დააკაკუნა მარიამმა, დედა გამოეგება.

- დედიი, მოდი _ ჩაეხუტა _ აბა როგორი იყო?
- არაჩვეულებრივი _ თვალებგაბრწყინებულმა გაუზიარა ემოცია და ტელეფონიც ამღერდა.
- გისმენ _ თავის ოთახში შეიკეტა.
- როგორ იმგზავრეთ?
- კარგად, შენ როგორ ხარ?
- არამიშავს. უნდა წვაიდე დამიძახეს _ სასწრაფოდ გაუთიშა. ასე ჯერ არასდროს მოქცეულა. იმნაძე ანერვიულდა, მაგრამ საკუთარ თავს დამშვიდება აიძულა. დედას ემოციები გაუზიარა და ლოგინში დაწვა. აფორიაქებული იყო, თვითონაც სცადა დარეკვა, მაგრამ არ გამოუვიდა. შუაღამემდე ვერ დაიძინა, ალბათ ვერც დაიძინებდა რომ არა ანდრონიკეს მესიჯი: „ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა, ძილინების, მი სი მალატ (მე შენ მიყვარხარ)“. ბედნიერმა გაიღიმა და თვალები დახუჭა.


დილა პოზიტიური განწყობით დაიწყო, ჯერ მზის სხივებმა გაახალისეს, შემდეგ ანდრონიკეს „დილამშვიდობისა“-მ. ამ ყველაფერს დაემატა დეიდას ზარი იმის შესახებ, რომ ესტუმრებოდა რამდენიმე დღით. მეტი რა უნდოდა იმნაძეს. არღვლიანს პასუხი დაუბრუნა და მშვიდობიანი დღე უსურვა. მართალია შესანიშნავ განწყობაზეა, მაგრამ გულში მაინც წიწკნის რაღაც, მაინც აქვს სადღაც სიღრმეში დამალული შიშები. ღიღინით გავიდა სამზარეულოში და ყავა მოიმზადა. მისაღებში გაიხედა, დედა არ ჩანდა. „ალბათ მაღაზიაშია“ - გაიფიქრა და ყავა მოსვა. თეკო სოფელში უნდა წასულიყო, ასე რომ „მარტო“ რჩებოდა. დეიდას საღამოსთვის ელოდა. დედაც დაბრუნდა, პროდუქტი უყიდია და ახლა ერთად ფუსფუსებენ სამზარეულოში. ამ ფუსფუსში დრო შეუმჩნევლად გავიდა. კარებზე კაკუნი რომ გაიგონა სულ „კუნტრუშით“ გავიდა შემოსასვლელში და გააღო. დეიდას ისე ჩაეხუტა, ცოტაც და გაჭყლიტავდა. მშვენიერი საღამო გაატარეს ერთად, ახალი ამბები გაცვალეს ერთმანეთში, განიხილეს, შეაფასეს.

ბავშვობიდან გიჟდებოდა ამ ადამიანზე. დეიდა-დიშვილზე მეტად მეგობრები იყვნენ, დები, ასაკით პატარა დეიდა ყველაფერში უგებდა მარიამს. ბევრსაც აწვალებდა პატარაობაში, მაგრამ მაინც უსაყვარლესი იყო იმნაძისთვის. მხიარული, პოზიტიური, თბილი, გამგები - ფაქტობრივად იდეალური. დიშვილზე მასაც მზე და მთვარე ამოსდიოდა და ყოველთვის ამაყობდა ამით.

ის რამდენიმე დღე რაც სოფიო მათთან იყო არ მოუწყენია, მაგრამ მის წასვლასთან ერთად დაცარიელდა. აღარც თეკო იყო, მხოლოდ დედა ჰყავდა და მასთან გაჰყავდა მთელი დღე. ერთი კვირა და თვითონაც წავიდოდა სოფელში, ცოტა ხნით მაგრამ მაინც. რაც უფრო მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა, მით უფრო მეტს ფიქრობდა არღვლიანზე, მეტს დარდობდა.

................................

ქალაქში ზამთარი მოვიდა, სუსხია. ერთფეროვანი იყო განვლილი ოთხი თვე სვანის გარეშე. ნაკაშიძე ყურადღებას არ აკლებდა გოგონებს, ანდრონიკეც ყოველ დღე ეხმიანებოდა, მაგრამ მაინც აკლდა. მისი ჩახუტება აკლდა, სითბოთი სავსე მზერა, აკლდა ის ჟრუატელი მისი შეხებისას რომ უვლიდა. ორი თვე დარჩა და უკვე დღეებს ითვლის, 60 დღე, 1440 საათი, 86400 წუთი, 5184000 წამი - წარმოუდგენლად დიდი დროა ზოგადად და ამავე დროს ბევრად უფრო მცირე ოთხ თვესთან შედარებით.

ყოველ დღე ჩვეულ რეჟიმში დადის უნივერსიტეტში, თეკოს ხვდება. ხშირად აკითხავს კოსტა ორივეს.. სიახლეებია ამ წყვილის ცხოვრებაშიც, როგორც იქნა ეღირსათ და სიმპატიებში გამოუტყდნენ ერთმანეთს. მათ შემხედვარეს, კიდევ უფრო ენატრება მარიამს სვანი. ყოველი დღის გასვლა ენთუზიაზმით ავსებს, რადგან კიდევ ერთი დღე აკლდება დანიშნულ ვადას, მაგრამ ყველაფერი უფერულდება, როცა იცის რომ მომდევნო დღეც არ იქნება განსხვავებული.

............................

სუსხიანად მიილია დეკემბერი, უკვე 30 რიცხვია, ქალაქს საახალწლო სამზადისი ეტყობა. მორთულ სახლს კმაყოფილმა გადახედა და სამზარეულოში გავიდა. დედა საჭმელებს აკეთებდა, მარიამს ნამცხვრები დაევალა. თვალს არ აშორებდა გაზქურას რომ ფირფიტები არ დამწვარიყო. მისმა ყურადღებამ შედეგი გამოიღო და არაჩვეულებრივი ნამცხვარი გამოვიდა. საღამოს სუფრა თვითონ გაშალა, მაქსიმალურად ეცადა რომ გაფორმებაზეც ეზრუნა. სანამ ახალი წელი დადგებოდა, მანამდე მიულოცეს კოსტამ და თეკომ, მერე გადატვირთული ხაზების გამო ვეღარ დაგიკავშირდებით-ო.

10..9..8..7..6..5..4..3..2..1.. გილოცავთ!

დაიწყო ჩვეული ხმაური, ასაფეთქებლების ხმა, ფეიერვერკი.. საოცარი ემოციით სავსე შეჰყურებდა ცას და ეღიმებოდა. ეს ის დროა როცა ბავშობაში ბრუნდება, ათასფრად განათებული ცა ისევ უღვიძებს სიცელქის სურვილს.

- გილოცავთ _ ამოთქვა ბედნიერმა, როგორც კი ცას თვალი მოწყვიტა. ჭიქები შეავსეს და ერთად დალიეს. ამიტომაც უყვარს ახალი წელი, ყველაზე ოჯახური დღესასწაულია, ყველა ერთადაა, სუფრას უსხედან, საუბრობენ, ხუმრობენ.

ტელეფონმა რომ დარეკა და ანდრონიკეს ზარი დაინახა, თავის ოთახში გავიდა და უპასუხა.

- გილოცავ _ თავისი ბოხი, თბილი ხმით მიულოცა მარიამს.
- მეც გილოცავ _ ჩაილაპარაკა იმნაძემ და საოცარმა სურვილმა შეიპყრო რომ ჩახუტებოდა.
- რა გინდა ახლა ყველაზე მეტად?
- შენთან ყოფნა _ სურვილი არ დაუმალავს. არღვლიანს ჩაეცინა.
- მერე რას ელოდები?
- ერთი თვის გასვლას.
- არ არის საჭირო.
- ხომ კარგად ხარ? _ გაიცინა.
- სავსებით.
- მე ეჭვი მეპარება.
- მომენატრე.
- მეც ძალიან.
- მოდი ჩემთან.
- ანდრონიკე ნერვებს მიშლი _ ბუზღუნით ჩაილაპარაკა.
- კარგი, ჩამოდი ეზოში.
- მოიცა.. არ არსებობს.
- ჩა-მო-დი _ დაუმარცვლა. სწრაფად შემოიცვა ქურთუკი, ჩექმები და გარეთ გავიდა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები, სადარბაზოდან გავიდა, ეზო მოათვალიერა და ადგილს მიეყინა მანქანასთან მდგარი არღვლიანი რომ შენიშნა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, არ სჯეროდა, ნელი ნაბიჯით წავიდა მისკენ და პირდაპირ დადგა. სვანმა ჩვეულად გაუღიმა, წინ წაიწია და მარიამი თავის ხელებში მოაქცია.
- ახალ წელს გილოცავ პეპელა _ ჩუმად ჩაილაპარაკა და მიწას ააცილა.
- არ მჯერა _ ბედნიერმა უჩურჩულა და შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი.
- მიყვარხარ.
- მი სი მალატ. _ როგორც იქნა მოშორდნენ ერთმანეთს. _ როდის ჩამოხვედი?
- დღეს.
- ექვსი თვე არ გასულა.
- ვიცი, მაგრამ ჩამოვედით.
- ღმერთო ჩემო, შენ აქ ხარ, უვნებელი _ კიდევ ერთხელ შემოჰხვია ხელები და მიეხუტა.
- ადი ახლა სახლში, შეგცივდება და ხვალ გნახავ.
- კარგი.
- ხვალამდე.
- ნახვამდის _ მორცხვად შეეხო მის ტუჩებს და სადარბაზოსკენ გაიქცა.

ბედნიერება ალბათ ზედმეტად მსუბუქადაა ნათქვამი, ეს სიტყვა ვეღარ იტევდა იმას, რასაც იმნაძე გრძნობდა. ეგონა ფრთები შეესხა, ფიქრობდა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მთელ დედამიწაზე. ამ დღის შემდეგ კიდევ უფრო შეუყვარდა ახალი წლის დღესასწაული. ემოციები ვინმესთვის რომ არ გაეზიარებინა, ალბათ გული გაუსკდებოდა ზედმეტი სიხარულისგან, თეკოს ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის უპასუხებდა.

- კიდევ გილოცავ მარიამო..
- მეც გილოცავ თეკო..
- აბა რა ხდება?
- ჩამოვიდა.
- ვინ?
- ანდრონიკე.
- მოიცა, ბევრი დალიე?
- რა დავლიე გოგო, მართლა ჩამოვიდა.
- აბა ექვსი თვეო?
- ადრე გამოუშვეს.
- ამასაც გილოცავ _ გაიცინა თეკომ.
- რა ბედნიერი ვარ იცი?
- წარმომიდგენია.
- რომ მითხრა ეზოში ჩამოდიო, კინაღამ გავგიჟდი.
- ხვალ დილით შენთან ვარ, ახლა ჩემთან ხომ იცი რა ამბავია სტუმრები, სტუმრები, სტუმრები, გადამასახლებენ რომ გამოვიდე. ხვალ მოვალ და თავიდან მომიყვები, სახის მიმიკები უნდა ვაკონტროლო _ გაიცინა.
- ჰო, ხვალ დილითვე გამოდი.
- კარგი.
- კაი, წავედი ახლა.
- მიდი, ძილინების, თუ დაგეძინება.
- მეეჭვება.

ისევ სუფრას შეუერთდა. დედას ალაგებაში მიეხმარა, ახალი წლის ღამეს არავინ სტუმრობს. პირველში კი დილიდან იწყება სტუმრიანობა. მარიამი და დედა გვიანობამდე შემორჩნენ სამზარეულოში, ალაგებდნენ იქაურობას.

- წეღან სად გაიპარე?
- ყველამ შემამჩნიეთ? _ გაუცინა.
- სულ ყველამ.
- ანდრონიკე ჩამოვიდა.
- მაგიტომ დადიხარ ღიმილ-აკრული.
- ჰო, არ ველოდი.
- ძალიან კარგი, იმედია შენს ჩამოშვებულ ცხვირს ვეღარ დავინახავ.
- ვეღარ დე ვეღარ _ გაუცინა.
- მგონი მოვრჩით, აბა დავიძინოთ?
- დავიძინოთ, იმედია დილით ცხრაზე არ მომიწევს გაღვიძება.
- მოგიწევს, მოგიწევს _ აკოცა და სიცილით გააცილა თავის ოთახში.


დედის ვარაუდი გამართლდა, დილით ადრე მოუწია გაღვიძება. ხმაურმა შეაწუხა, მოემზადა და ოთახიდან გავიდა. რა თქმა უნდა სტუმრები, ელოდა კიდეც, ყველა სათითაოდ გადაკოცნა, მიულოცა და სუფრასთან ადგილი დაიკავა. ცოტა ხანს იყო მათთან ერთად, მერე თეკო მოვიდა. წარუდგინა და თავის ოთახში შეიყვანა. ყველაფერი მოუყვა, ტყემალაძეს ეცინებოდა მისი გაბრწყინებული თვალების შემხედვარეს. ვერასდროს წარმოიდგენდა მარიამს ასეთ შეყვარებულს თუ იხილავდა, მაგრამ ამ ქვეყნად ხომ ყველაფერი ხდება, ჰო და ახლა უსმენს როგორი აღფრთოვანებით ესაუბრება მეგობარი სვანზე და ხედავს როგორ გამოსჭვივის მისი თვალებიდან სიყვარული.


__________________

შეუჩერებლად, ძლიერად აკაკუნებდა არღვლიანი ნაკაშიძის სახლის კარებზე. როგორც იქნა გაუღო ნახევრადმძინარე კოსტამ და ცალი თვალით შეათვალიერა. როცა მიხვდა ვინ იყო, ორივე თვალი ფართოდ გაახილა და გაოცებული სახე მიიღო.

- მიჩქმიტეთ ახლა ვინმემ _ ჩაილაპარაკა და წინ მდგომს გახედა.
- „მუჯლუგუნი“ უკეთესად გამოგაფხიზლებს _ გაუცინა სვანმა და სახლში შეაბიჯა.
- მართლა შენ ხარ? როდის ჩამოხვედი? რატომ არ მითხარი? _ აქეთ-იქით დადიოდა კოსტა.
- დაჯექი რა, დავიღალე, არ გაგიხარდა?
- როგორ არა, არ გელოდი, უფრო გამიკვირდა.
- აბა როგორ იყავით უჩემოდ?
- შესანიშნავად _ გაუცინა. _ ახლა? არ აღვნიშნოთ?
- საღამოს, მარიამთან და თეკოსთან ერთად გავიდეთ სადმე.
- კარგი, სახლში იყავი?
- კი, ჯერ მარიამთან მივედი, მერე სახლში და ბოლოს აქ.
- ძმაკაცმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა ხომ? _ მოჩვენებითი წყენით ჩაილაპარაკა.
- არა, ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე _ გაუცინა.

...............................

საღამოს ყველა ერთად ისხდნენ მათთვის საყვარელ კაფეში. ანდრონიკეზე მიხუტებული მარიამი ღიმილით უყურებდა წინ მჯდომ წყვილს. კოსტა უშედეგოდ ცდილობდა თეკოსთვის ხელი მოხვევას, ყოველი მცდელობა ტყემალაძის მწარე სიტყვებს იწვევდა.

- შენებთან როდის ამოვიდე? _ იმნაძის გასაგონად ჩაილაპარაკა არღვლიანმა.
- რატომ?
- როგორ თუ რატომ? პირობა ხომ არ გავიწყდება? _ ჩაეცინა.
- არა, რავი როცა გინდა.
- მე დღესვე წაგიყვანდი სახლში.
- ეგ არ მიგულისხმია, როცა გინდა მაშინ ამოდი-თქო.
- კარგი.
- მე და თეკომ უნდა დაგტოვოთ _ ყურადღება მიიპყრო კოსტამ.
- რას ჰქვია უნდა დავტოვოთ? _ გაოცებულმა ახედა ტყემალაძემ.
- იმას რომ დავტოვებთ, სალაპარაკო გვაქვს _ ხელი მოკიდა და წაიყვანა.
- გამიშვი, ახლავე გამიშვი, მე არსად არ მოვდივარ, სალაპარაკო არ მაქვს _ თავისუფალ ხელს აქეთ-იქით იქნევდა და ცოფებს ყრიდა. მერე კი ერთბაშად ჩაცხრა და მორჩილად გაჰყვა გარეთ.
- სალაპარაკო ჩვენც გვაქვს _ ღიმილით გადახედა სვანმა მარიამს. გოგონა მოპირდაპირე მხარეს გადაჯდა და ინტერესით შეხედა.
- გისმენ.
- პირველ რიგში წრსულის თემები უნდა გავიხსენოთ.
- გახსენებად აღარ ღირს, ყველაფერი რიგზეა.
- დარწმუნებული ხარ?
- კი.
- კარგი, მაშინ მომავლის თემები განვიხილოთ.
- კერძოდ?
- მაგალითად ის თუ რა იქნება ქორწილის შემდეგ.
- და რა იქნება?
- აქედანვე მინდა იცოდე რომ დედაჩემთან ერთად ვიცხოვრებთ, ჩემს გარდა არავინ ჰყავს და არ ვაპირებ დავტოვო.
- რომ არ გეთქვა ისედაც მივხვდებოდი როგორმე. _ ჩაეცინა სვანს.
- სულ რატომ მიბრაზდები როცა რაღაცას გიხსნი?
- ვერ ვიტან როცა ისეთ რაღაცას მიხსნიან რაც უკვე ვიცი, თან გამაფრთხილებელი ტონით რომ მიხსნიან.
- კარგი, გავითვალისწინებ.
- ძალიან კარგი. დედაშენმა იცის ცოლი რომ მოგყავს?
- სანამ წავიდოდი იცოდა რომ მომყავდა, მერე გაიგო უარი რომ მითხარი, ახლა მიგიყვან და მორჩა.
- კარგი _ გაუღიმა _ არ წავიდეთ?
- კარგი, წავიდეთ.

სახლში მიიყვანა, თბილად დაემშვიდობა, ჩვეულებისამებრ ჯერ ტუჩებზე აკოცა, შემდეგ შუბლზე და გაუშვა. ბედნიერებას ასხივებდა იმნაძე, თავი მოიწესრიგა. ლოგინში შეწვა და ბალიშს ჩაეხუტა. ახლა კიდევ უფრო კარგად ხვდება რა აკლდა მთელი ხუთი თვე.. ერთიანად შეივსო სვანის არსებობით, მასთან ერთად არსებობით.. ღიმილით მინაბა თვალები და ფერად სიზმრებს დაელოდა.


ერთი თვის შემდეგ...........................

ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა, ყოველგვარი ზედმეტი ინციდენტების გარეშე, რაც დამახასიათებელია ხშირ შემთხვევაში. ყველაფერი ისე იყო როგორც მარიამს სურდა, ანდრონიკემ სრული თავისუფლება მიანიჭა ამ საკითხში. მონაწილეობას თვითონაც იღებდა მზადებაში, მაგრამ ძირითადად იმნაძეს ეთანხმებოდა.

თეკო ფაქტობრივად არ მოშორებია მეგობარს, თითოეულ დეტალს განიხილავდნენ ერთად. იდეალურობისკენ ისწრაფოდნენ და თავს არ ზოგავდნენ ამისთვის. კოსტას და ტყემალაძის ურთიერთობის გამო, მარიამის მეჯვარე ვეღარ იქნებოდა. როგორც იქნა ეღირსათ და გამოუტყდნენ სიყვარულში ერთმანეთს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქორწილი მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა. ყველამ იმხიარულა, გაერთნენ. მხოლოდ ანრონიკე ვერ იყო ხასიათზე. მარიამმა შეამჩნია, მიზეზიც ჰკითხა, მაგრამ არ უპასუხა. ან როგორ ეტყოდა, სულაც არ უნდოდა იმნაძე წინასწარ დაძაბულიყო. ვერაფრით დაივიწყა დედასთან დიალოგი, რატომღაც ქალბატონ დალის სარძლო არ მოწონდა. იმ დღიდან აითვალწუნა, პირველად რომ უარი უთხრა ცოლობაზე მის შვილს. იცოდა რომ ვერ გადააფიქრებინებდა, მაგრამ მაინც თავისას ეცადა. ამაზე ღელავდა არღვლიანიც, დედას ვერ მიატოვებდა, მაგრამ არც იმას აპირებდა მარიამი ვინმეს ეწყენინებინა. გადაწყვიტა რმ ერთად ცხოვრების პერიოდში, როცა დედამისი უკეთ გაიცნობდა რძალს, აუცილებლად გაუგებდა და შეიყვარებდა.

თაფლობის თვე სვანეთში გაატარეს, ბებოსთან. დაუვიწყარი, ბედნიერებით სავსე ორი კვირა. მარიამმა კუბდარის კეთებაც ისწავლა. ისევ ესტუმრნენ „ლამარიას“, სიყვარულის კოშკსაც, საგვარეულო კოშკებიც მოიუნახულეს. მთელი დღეები აქეთ-იქით დადიოდნენ, სვანმა დაათვალიერებინა მთელი სვანეთი. დაწვრილებით უყვებოდა თითოეული არქიტექტურული ძეგლის შესახებ, აცნობდა სვანურ ტრადიციებს და აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას.

დღეს კი უკვე წასასვლელად ემზადებიან, ქალაქში ბრუნდებიან. არღვლიანის გონებასაც რაღაც ჭია შეუჩნდა, მარიამიც ნერვიულობს. ადვილი ხომ არ არის უცხო ადამიანთან ერთად ერთ სახლსში ცხოვრება, მაშინ როცა არც მისი ხასიათები იცი, არც მოთხოვნები. მაგრამ საკუთარი თვისებებიდან გამომდინარე ფიქრობს რომ ადვილად შეეგუება. უფროსებთან ზედმეტად დამთმობი ხასითი აქვს და ამის იმედადაა, შეუძლია უბრალოდ დააიგნოროს ისეთი კომენტარები რაც არ მოეწონება. იმედოვნებს რომ ამის საჭიროება არ იქნება. სჯერა სიყვარულის ძალის, ფიქრობს რომ არღვლიანის გამო ყველაფერს აიტანს. ბედნიერი რომ არის მასთან, წყალი არ გაუვა. თვალები უბრწყინავს, ჯერ ყველაფერში უგებენ ერთმანეთს. ვნახოთ ქალაქში დაბრუნების შემდეგ რა იქნება.

გზა უსაშველოდ გაიწელა, დაღლილობა ეტყობოდა წყვილსაც. ჩააღწიეს ქალაქში, მიაღწიეს სახლამდე, მანქანიდან გადმოვიდნენ. ანდრონიკემ ჩანთები ამოიღო დაბარგულიდან და სადარბაზოში შევიდნენ. კარებს რომ გაუსწორდა ანერვიულდა იმნაძე, ფრთხილად დააკაკუნა და დაელოდა. მალე გააღო ქალბატონმა დალიმ, უბრალოდ მიესალმა, ცივად გადაკოცნა და შეატარა, შვილს ფართოდ გაუღიმა, გულიანად ჩაეხუტა და ისე შეუშვა. სვანმა თავიანთი ოთახი აჩვენა მარიამს და ბარგი შეიტანა. ღიმილით გამოვიდნენ მისაღებში და იქვე დივანზე ჩამოსხდნენ. ბედნიერად მიეყრდნო ქმრის გულ-მკერდს და პირდაპირ მჯდარ დედამთილს გაუღიმა.

- როგორი დრო გაატარეთ დედა? _ ღიმილით ჰკითხა ანდრონიკეს.
- ძალიან კარგი დე.
- შენ მარიამ, მოგეწონა თუ გერთულა სვანეთში ცხოვრება?
- მომეწონა, არაჩვეულებრივია. კუბდარის კეთებაც ვისწავლე _ ახარა ქალბატონ დალის.
- ისწავლე, ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ-ჯერობით მე ვდიასახლისობ ამ სახლში.
- რა თქმა უნდა, სახლის დიასახლისი თქვენ ხართ _ მშვიდად გაუღიმა იმნაძემ.
- ძალიან კარგი _ თავდაჯერებულად გაიღიმა ქალმაც.
- მარიამ ხვალ ვმუშაობ _ ჩაილაპარაკა მეუღლის მისამართით.
- საუზმე უნდა მოგიმზადო? _ ღიმილით ახედა.
- აბა ქმარს სამსახურში მშიერს უშვებ? _ უკმაყოფილოდ ასწია წარბები დედამთილმა.
- უბრალოდ ვიკითხე, არ ვიცი მიირთმევს თუ არა დილაობით.
- არ უნდა იცოდე ქმარი როდის ჭამს?
- დედა, ახლახანს დავქორწინდით _ ჩაერია ანდრონიკე და დედა დაამშვიდა.
- საჭმლის გაკეთება მაინც თუ იცი, დილით რა უნდა აჭამო _ ირონიული ტონით ჩაილაპარაკა.
- ვიცი, მე დასაძინებლად წავალ თუ შეიძლება, ძილინების _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა და ოთახისკენ წავიდა. იქ შესულმა ღრმად ამოისუნთქა, მოემზადა და ლოგინში დაწვა. არ ელოდა პირველივე დღე ამ სახში ცხოვრების ასე თუ დაიწყებოდა. ბევრი რამ გაუგონია იმ დედების ეგოისტობის შესახებ, რომელთაც ერთი შილი ჰყავთ. ქალბატონი დალიც ალბათ მათ რიცხვში შედის, ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ სულ რაღაც ნახევარ საათში რომ ასე მოუშხამა განწყობა, მერე რა იქნება.

ოთახში არღვლიანი შევიდა. მოწესრიგდა და დაწვა. მეუღლის მხარეს მიიწია, მუცელზე ხელი მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. მის ნებას დაჰყვა და მიიწია. კისერში მიეფრქვა სვანის სუნთქვა და გაეღიმა. ყელზე კოცნა დაუტოვა და ცხვირი მარიამის ყელში ჩარგო.

- ნუ მიაქცევ ყურადღებას, ცოტა რთულია _ უჩურჩულა მშვიდად.
- ვეცდები _ ღრმად ამოისუნთქა მარიამმა და მოეშვა.


დილით არღვლიანის კოცნამ გააღვიძა. თვალები მოიფშვნიტა, ნელა გაახილა და ფორმაში გამოწყობილ ქმარს ახედა.

- მიდიხარ უკვე? ახლავე გაგიმზადებ საუზმეს _ მის ფაციფუცზე ჩაეცინა სვანს.
- არ მინდოდა გამეღვიძებინე, მაგრამ კოცნის გარეშე ვერ წავიდოდი. გააგრძელე ძილი, ვისაუზმე უკვე.
- კარგი _ გაუღიმა და ტუჩები წინ წასწია. სურვილს მიუხვდა ანდრონიკეც და კიდევ ერთხელ აკოცა.

მარიამმა მშვიდად განაგრძო ძილი. მგზავრობით დაღლილს ათ საათამდე ეძინა. გაღვიძებულმა სწრაფად მოიწესრიგა თავი, ოთახი მოაწესრიგა და გავიდა. ქალბატონი დალი სამზარეულოში იყო. შევიდა, ღიმილით მიესალმა და ჩაიდანი დადგა გაზქურაზე.

- ყავას სად ინახავთ? _ მიმართა დედამთილს.
- უნალექო ყავა არ გვაქვს.
- კარგი, ნალექიანი?
- მანდ ნახე კარადაში.
- თქვენც მიირთმევთ?
- მე დილით ადრე დავლიე უკვე, როცა შენი ქმარი გავაცილე სამსახურში _ ხაზგასმით გამოკვეთა ყველა სიტყვა და უკმაყოფილო სახით დატოვა სამზარეულო.

მარიამმა თავისთვის ჩაიბუზღუნა რას მერჩისო და ყავა მოამზადა. იქვე დალია, ფინჯანი გარეცხა და თავის ადგილას დააბრუნა. მთელი სახლი დალაგებული დახვდა. „ხვალიდან ადრე უნდა გავიღვიძო“ - გაიფიქრა და მისაღებში გავიდა. ტელეფონი ამღერდა, კოსტა იყო.

- გისმენ კოსწიკ. _ მხიარულად ჩაილაპარაკა.
- როგორ ხარ რძალო?
- კარგად, შენ?
- მეც კარგად, თეკოს უნდა შენი ნახვა და ამოგიაროთ?
- კი რავი ამოდით, ანდრონიკე მუშაობს დღეს.
- მაშინ საღამოს ამოვალთ ანდრონიკეც რომ მოვა.
- კარგი, გელოდებით.
- კარგი რძალო, აბა შენ იცი.

ღიმილით გათიშა ტელეფონი და პატარა მაგიდაზე დადო. მთელი დღის განმავლობაში დედამთილი არ გამოხმაურებია. სადილობა რომ შესთავაზა მარიამმა, უარი უთხრა. თვითონაც აღარ გამოუჩენია ინიციატივა. საღამოს ანდრონიკემ დაურეკა, ჰკითხა რამე ხომ არ უნდოდა, ყავის წამოღება თხოვა და ამცნო რომ საღამოს სტუმრები ეყოლებოდათ. კარებზე კაკუნი გაიგონა თუ არა, ღიმილიანი სახით წავიდა და გაუღო. ზღურბლზევე აკოცა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოუშვა. ქალბატონი დალიც შვილის დაბრუნების შემდეგ გამოვიდა ოთახიდან.

- რას შეჭამ? _ მზრუნველი ტონით ჰკითხა ქმარს.
- რასაც მომიმზადებ იმას _ გაუღიმა.
- შხამი რომ მოამზადოს ეგეც უნდა ჭამო? _ უკმაყოფილოდ გამოეხმაურა დედა.
- მისი მომზადებული შხამიც კი გემრიელი იქნება _ მშვიდად გაუღიმა ჯერ დედას, შემდეგ მარიამს და თბილი მზერით გააცილა სამზარეულომდე.

იმნაძემ ყველაზე სწრაფი და მარტივი საჭმელი აირჩია, მეუღლეს კვერცხი და ძეხვი შეუწვა, სუფრასთან მიიწვია. თვითონაც წინ ჩამოუსკუპდა და გაუღიმა.

- იმედია არ მოიწამლები _ გაუცინა.
- იმედია. როდის ამოვლენ თეკო და კოსტა?
- არ ვიცი, შენს მოსვლას ელოდებოდნენ.
- დავურეკავ მაშინ.

მარიამმა სუფრა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა, მისაღებში გავიდა და მეუღლეს მიუსკუპდა. არღვლიანმა ხელი მოჰხვია და თავზე აკოცა. დედამთილი კი მკაცრი მზერით უყურებდა მათ ქმედებებს. რა ქნას, არ მოწონს ეს გოგო. არ მიაჩნია შვილის შესაფერისად, არც გარეგნობით, არც ისე. თან მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გაიგო რომ მის ვაჟს ცოლობაზე არ დათანხმდა.
სტუმრებიც მოვიდნენ, მარიამი კარებშივე შეეგება. დაქალს მთელი ძალით ჩაეხუტა და რომ არა კოსტას სიცილი, კიდევ დიდ ხანს არ მოსწყდებოდა.

- მეც მნახე რძალო, არ მოგენატრე? _ გაუცინა.
- როგორ არ მომენატრე კოსწიკ _ კოსტასაც ჩაეხუტა და შეიპატიჟა. ნაკაშიძე ღიმილით მიესალმა ქალბატონ დალის, გადაკოცნა და თეკო გააცნო. დედამთილმა ახალგაზრდები მარტო დატოვა და თავის ოთახში შევიდა. მარიამი და თეკო სამზარეულოში გავიდნენ.
- აბა, როგორია გათხოვილი ქალის ცხოვრება? პირდაპირ მითხარი არ დამიმალო _ გაუცინა თეკომ.
- რავი ჩვეულებრივი, უბრალოდ შენს ლოგინის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია _ მარიამმაც გაუცინა.
- მაგას ვერ ავიტან _ ჩაიფხუკუნა ტყემალაძემ.
- თქვენთან რა ხდება? ეს ორი კვირა ვერ გელაპარაკე წესიერად.
- მშვიდობაა, კარგად ვართ.
- ძალიან კარგი _ გაუღიმა.

მისაღებში დაბრუნდნენ ყავის ფინჯნებსა და ტკბილეულთან ერთად. მეწყვილეების გვერდით მოკალათდნენ და ბიჭების საუბარში ჩაებნენ. ცოტა ხანს ისაუბრეს, მერე სტუმრები გააცილეს და იმნაძემ დალაგება დაიწყო.

- დაანებე რა, ხვალ დაალაგე.
- არა, დედაშენს ხომ არ დავუტოვებ? დილითაც რომ ავდექი მილაგებული დამხვდა ყველაფერი.
- ადრე ადგომას მაინც ვერ მოასწრებ. _ გაუღიმა.
- რატომ?
- იმიტომ.
- იმიტომ პასუხი არაა.
- ჩემთან ერთად თუ გაიღვიძებ შეიძლება მოასწრო კიდეც.
- და შენ როდის იღვიძებ?
- ექვსის ნახევარზე.
- რამ გაგამწარა _ გაუცინა.
- ვვარჯიშობ, ისე შენც არ გაწყენდა.
- რისი თქმა გინდა რომ მსუქანი ვარ? _ თვალების ბრიალით გადახედა ქმარს.
- მარტო მსუქნებს სჭირდებათ ვარჯიში? გაკაჟდები _ გაუცინა.
- კარგი, გამაღვიძე ხვალ და ვნახოთ _ ხელები გაიმშრალა და ანდრონიკესკენ მიბრუნდა.
- მორჩი? შეგვიძლია ოთახში წავიდეთ?
- მოვრჩი და შეგვიძლია წავიდეთ _ გაუცინა და წინ წავიდა.
- ძალიან კარგი _ ღიმილით ჩაილაპარაკა და ცოლს უკან მიჰყვა.

კმაყოფილი ღიმილით დახურა კარები და ლოგინისკენ წასულ მარიამს დაეწია. თავისკენ მიატრიალა და ტუჩებზე დაეწაფა. იმნაძემაც ხელები შემოჰხვია და სცადა აყოლოდა მეუღლის ალერსს.

სწრაფად გაირბინა ერთად ცხოვრების ექვსმა თვემ, სწრაფად და ბედნიერად. დღეს მეუღლის კოცნით იწყებს და ასრულებს.
ვინმეს რომ ეთქვა ამდენს აიტანო, გაეცინებოდა. არასდროს ითმენდა დაუმსახურებელ სიცივეს, კომენტარებს, მაგრამ ახლა ითმენს. იცის რამდენად ძვირფასია ანდრონიკესთვის დედა და შესაბამისად არ სურს მათი ურთიერთობის არევა. როცა არღვლიანი სახლშია, ქალბატონი დალიც შედარებით მშვიდადაა, არც მაშინ აქტიურობს ზედმეტად როცა მისი შვილი შინ არაა, მაგრამ აშკარად აგრძნობინებს მარიამს თავის ცივ დამოკიდებულებას.
თუმცა ყველაფრის ატანა შეიძლება.. დედამთილის ცივ დამოკიდებულებას ქმრის თბილი მზერა ანეიტრალებს. როცა დრო აქვს სულ იმნაძესთანაა, შინ, გარეთ. ძალიან ყურადღებიანია, მზრუნველი, მარიამი კი გიჟდება როცა ვინმეს მხრიდან ამხელა ყურადღებას გრძნობს.
უკვე ივლისია, ქალაქში ტემპერატურა მაღალია, ხალხს გაძლება უჭირს, მიიჩქარიან ზღვისკენ, მთისკენ, სოფლებისკენ.. ანდრონიკეც შეპირდა მარიამს, როგორც კი შვებულებას მომცემენ, მაშინვე წავიდეთო. რამდენიმე დღით თავის სოფელში უნდა იმნაძეს წასვლა, შემდეგ სვანეთში წავლენ, საბოლოოდ კი თეკოსთან და კოსტასთან ერთად ზღვაზე წავლენ.
ამ ორს რაც შეეხება, დაოჯახებას არ ჩქარობენ, ჯერ ისევ ასე სიარული ურჩევნიათ, ოჯახისთვის მზად არ ვართო გაიძახიან.


- მარიამ _ სასიამოვნოდ ბოხი ხმა ჩაესმა იმნაძეს, თვალები არ გაუხელია. _ პეპელა, ვარჯიშის დროა. _ ნელა გაახილა თვალები და უკვე მომზადებულ ქმარს ახედა. თვითონაც მალე გამოფხიზლდა, სწრაფად მოიწესრიგა თავი, ბრეტელებიანი მაისური და მოკლე შორტი მოირგო, ფეხზე კედები, თმები კოსად აიკეცა და მზად იყო. მათი სახლიდან დაახლოებით ას მეტრში სტადიონი იყო და იქ მიდიოდნენ. სულ პირველად რომ დაიწყო მარიამმა ვარჯიში, ანდრონიკე ბევრს დასცინოდა, ადვილად იღლებოდა, ხშირად ისვენებდა. ახლა პირიქით, დასვენება აღარ სჭირდება და კმაყოფილია.
- ზედმეტად გემრიელი ჩანხარ ამ ფორმაში _ ჩაეღიმა ქმრის კომპლიმენტზე.
- მხოლოდ ამ ფორმაში? _ წარბის აწევით იკითხა.
- ამ ფორმაში განსაკუთრებით. _ კმაყოფილმა გაუღიმა და სირბილი დაიწყო.

ვარჯიშის შემდეგ სახლში დაბრუნება ყოველთვის ხმაურს იწვევს. პატარა ბავშვებივით კინკლაობენ ვინ შევა სააბაზანოში პირველი. ყოველ დილას კინკლაობენ და მაინც ყოველ დილას არღვლიანი თმობს. მარიამი გამარჯვებული ღიმილით კეტავს კარებს და მინიმუმ ნახევარი საათი მაინც ალოდინებს მეუღლეს. სააბაზანოდან გამოსული კარგად ხალისობს ანდრონიკეს უკმაყოფილო, დაბღვერილ სახეზე. დღესაც იგივე განმეორდა. სანამ სვანი თავს მოიწესრიგებდა, მარიამმა საუზმე გაამზადა და სუფრა გააწყო. მსუბუქად მიუკაკუნა დედამთილსაც ოთახის კარებზე, ნებართვის შემდეგ თავი შეყო და სუფრაზე მიიწვია. იმ დილით ყველამ ერთად ისაუზმა.

- ანდრონიკე დღეს ჩემებთან უნდა ავიდეთ.
- რა ხდება?
- ჩემი ძმის დაბადების დღეა, თქვენც დაპატიჟებული ხართ _ გადახედა დედამთილს. ჯერ მიმართვის ფორმა ვერ მოუძებნა, დედას ვერ ეძახის, სახელით ხომ თავისთავად არ მიმართავს, ქალბატონოს დაძახებაც ეუხერხულება, ამიტომ ცდილობს ასე, ყოველგვარი მიმართვების გარეშე უთხრას თავისი სათქმელი. ქალბატონმა დალიმ თავი დაუქნია და ჭამა განაგრძო.
- მე სამსახურიდან რომ გამოვალ, ამოვალ და შენ მანამდე ადი თუ გინდა.
- არა, დაგელოდები და ერთად ავიდეთ.
- კარგი, იქნებ ცოტა ადრე გამოვიდე, საჩუქარიც ვუყიდოთ და ავიდეთ.
- კარგი.
- წავედი მე, გემრიელი იყო _ გაუღიმა და ადგა.
- უკაცრავად, გავაცილებ _ გაუღიმა დედამთილს და მეუღლეს უკან მიჰყვა.
- საღამომდე _ გულზე მიიკრა სვანმა და კოცნით დაემშვიდობა.
- დროებით _ გაუღიმა და კარები დაკეტა.

სამზარეულოში დაბრუნდა, საუზმე დაასრულეს, მიალაგა და მისაღებში გავიდა.

_________________________

საღამოს უკვე გამზადებული იჯდა მისაღებში და მეუღლეს ელოდა. ქალბატონი დალიც გამზადებულიყო, ანდრონიკემ მოსვლა შეატყობინა და ორივე ჩავიდნენ. მანქანაში მოკალათდნენ. საჩუქარი იყიდეს და მარიამის მშობლებთან ავიდნენ. საღამომ მშვიდად ჩაიარა. მიუხედავად იმისა რომ იმნაძე დედას არაფერს უმალავდა, არასდროს უსაუბრია დედამთილთან ურთიერთობაზე. ოჯახში სტუმრიანობა იყო, მოენატრა საკუთარ სახლში გატარებული თბილი, ხმაურიანი საღამოები.
შესცქერის დედის თვალებს და ივსება, საყვარელი ადამიანები გვერდით ჰყავს, სხვა რა უნდა. პატარების სადღეგრძელო შესვეს და ჩვეულებრივ, წყვილს მალე ახალი წევრის მილოცვა უსურვეს.

- რაღაც ძალიან აგვიანებენ _ ღიმილით განაცხადა ქალბატონმა დალიმ და ყველა დაეთანხმა.
- თავის დროზე ყველაფერი იქნება _ საზოგადოებას თვალი მოავლო არღვლიანმა და გაუღიმა. ქმრის პასუხით კმაყოფილი გაღიმებული მიეხუტა. ჯერ სულაც არ ღელავს, ყველაფერი უფლის ნებააო ფიქრობს და მშვიდადაა. მაგრამ კარგად იცის როგორ უნდა სვანს შვილი, ამ მხრივ დედამთილიც საკმაოდ მონდომებულია, ხშირად ახსენებს რომ შვილიშვილს ელოდება.
- ხომ არ დაიღალე? _ მზრუნველი ტონით ჰკითხა სვანმა.
- არა, მაგრამ თუ გინდა წავიდეთ, ხვალ მუშაობ _ ღიმილით ახედა.
- შენ თუ გინდა ვვიყოთ, არაუშავს, გავიღვიძებ როგორმე.
- დედაშენს ჰკითხე, თუ დაიღალა წავიდეთ.

ქალბატონმა დალიმ დავრჩეთ კიდევ ცოტა ხანსო. ამდენი ხნის განმავლობაში მგონი პირველად გაახარა ქალმა მარიამი. დედას მიუსკუპდა და მიეხუტა, მოენატრა დედის სითბო, ჯერ ისევ ბავშვია, მართალს ამბობს ანდრონიკე. მოგვიანებით დაემშვიდობნენ მშობლებს და შინ დაბრუნდნენ. ბედნიერებას ასხივებდა იმნაძე, მშვიდად მოემზადა დასაწოლად და ლოგინს მიაშურა. მეუღლეც მალე მიუწვა გვერდით, ჩვეულებისამებრ მიიხუტა და კისერში კოცნა დაუტოვა.

- ხვალაც და მერე ვისვენებ.
- სულ ისვენებ?
- ერთი თვით სულ ვისვენებ, წავიდეთ ერთად დავისვენოთ.
- კარგი _ ბედნიერმა ჩაიჩურჩულა და გაინაბა.

მეორე დილით მეუღლე გააცილა, სუფრა აალაგა, ქალბატონ დალის ყავა შესთავაზა და ისიც დათანხმდა. ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო და გაუხარდა. სასწრაფოდ მოამზადა, მისაღებში გაიტანა და თვითონაც სავარძელში მოთავსდა.

- სოფელში წასვლა არ გინდათ? _ ღიმილით ჰკითხა მარიამმა.
- მე დავისვენო და თქვენ აქ იყოთ? _ გადაწყვეტილებით უკმაყოფილომ ჰკითხა.
- არა, ხვალიდან ანდრონიკეც ისვენებს და ერთად წავიდეთ.
- თქვენ ზღვაზე აპირებდით წასვლას.
- დიახ, ვაპირებთ, მაგრამ ჯერ სვანეთში წავალთ, ჩემებთანაც გვინდა სოფელში შევლა.
- არ ვიცი, მოვიფიქრებ, ანდრონიკეს უნდა დაველაპარაკო.
- კარგი _ გაუღიმა. უხარია ასეთი შემთხვევები როცა ასე თუ ისე საერთო ენას პოულობს. თითქოს ცოტა დათბა კიდეც, იმედი აქვს კიდევ უფრო დათბება და შეეჩვევა.

საღამოს ვახშამზე ანდრონიკესთან ერთად განიხილეს დასვენების საკითხი. გადაწყდა ჯერ სვანეთში წასულიყვნენ, ქალბატონი დალი იქ დაეტოვათ, შემდეგ სტუმრებოდნენ მარიამის სოფელს და შემდეგ ზღვისპირეთს. ზეგ წავიდეთო განაცხადა სვანმა და დაეთანხმნენ.

____

მთელი მეორე დღე მზადებაში გაატარეს. ენთუზიაზმით სავსე იყო იმნაძე. სვანეთში წასვლის მოლოდინი სიხარულით ავსებდა. ბედნიერმა დაიძინა და გაიღვიძა. გზა ხედების ყურებაში გალია და საყვარელ სახლთანაც მალე აღმოჩნდნენ. პირველი გადაფრინდა მანქანიდან, ეზოში შევიდა და იქვე მოფუსფუსე მოხუცს დაუძახა.

- ხოშა დედე (ბებო) _ ღიმილით მივიდა მასთან და ჩაეხუტა.
- გენაცვალოს ხოშა დედე შენ მიშგუ თვალუულდ (ჩემო ლამაზო) _ ღიმილით ჩაეხუტა ბებოც.
- ხოჩა ლადეღ (დღემშვიდობის) _ ჩაიხუტა ანდრონიკემ.
- გამარჯობა _ მიესალმა ქალბატონი დალიც თბილად.
- რატომ არ გამაფრთხილეთ თუ მოდიოდით? კუბდარს დავაცხობდი, გავამზადებდი რამეს _ დამწუხრებით ქოთქოთებდა ქალი.
- მე გამოვაცხობ _ სიამაყით გამოაცხადა მარიამმა.
- დარწმუნებული ხარ რომ გამოგივა? _ ჩაეკითხა დედამთილი.
- გავაკეთებ და შემიფასეთ _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა.

ბებოს დახმარებით მოამზადა კუბდარი, სუფრაც გააშლევინა, ქალბატონი დალიც მიეხმარა სუფრის გაშლაში და მშვიდად ივახშმეს.

- ხვალ „ლამარიაში“ წავიდეთ _ გაუღიმა მეუღლემ.
- წავიდეთ ისევ „ლამარიაში“.
- ახლა მაღლა ავიდეთ ჩვენი ოთახისკენ.
- ავიდეთ _ გაუცინა _ ღამემშვიდობის _ ღიმილით დაემშვიდობა ქალებს და მეორე სართულისკენ წავიდა. ოთახში შესულმა სწრაფად მოჰხვია მკლავები სასურველ სხეულს და ტუჩებზე დაეწაფა.


დილით გამოღვიძებულმა იმნაძემ ადვილად შეიგრძნო მთის სუფთა, თავისუფლებით გაჯერებული სურნელი. სუსხი იგრძნობოდა, მოემზადა, სქელი მოსაცმელი შემოიცვა და კიბეებზე დაეშვა. არღვლიანი ეზოში, ბალახზე წამოწოლილი დახვდა. ხელები თავ-ქვეშ ამოედო და თვალები დაეხუჭა. ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა და იმავე პოზაში მიუწვა გვერდით. შეხება რომ იგრძნო, გაკვირვებულმა გაახილა თვალები, მარიამი რომ დაინახა ჩაეღიმა. გოგონა ცოცხალი თავით არ აპირებდა შეხედვას, ძილის იმიტაცია კარგად გამოსდიოდა, თუ მის მომღიმარ სახეს არ ჩავთვლიდით. ღიმილით დაიხარა ანდრონიკე და ტუჩებზე შეეხო. გოგონამაც არღარ შეიკავა თავი და ხელები ბედნიერად მოჰხვია კისერზე. კიდევ კარგა ხანს გააგრძელებდნენ ნებივრობას, რომ არა უკმაყოფილებით სავსე ტონი.

- სირცხვილი და მორიდება არ იცით თქვენ? _ სახლის ზღურბლიდან გაბრაზებული იყურებოდა ქალბატონი დალი. იმნაძე გაწითლდა, სვანმა კი ვითომც აქ არაფერიო ისე უპასუხა.
- ისეთს რას ვაკეთებდით, ჩემს ცოლს რომ ვაკოცო ნებართვა უნდა ავიღო?
- ადგილს გააჩნია _ უკმაყოფილოდ უპასუხა დედამ და სახლში შებრუნდა.
- ნუ მიაქცევ შენ ყურადღებას _ ღიმილით უთხრა და ცხვირზე გაეთამაშა. _ გინდა მაგარი იდეა გითხრა?
- გისმენ აბა.
- სიგიჟეა ოღონდ.
- გისმენ.
- შხარა დავლაშქროთ გინდა?
- სულაც არაა სიგიჟე და მინდა _ გახარებული დაეთანხმა. _ მაგრამ ბოლომდე არამგონია.
- ბოლომდე ზოგი მთამსვლელი ვერ ადის გოგო _ გაუცინა _ სადამდეც შევძლებთ იქამდე რა.
- კარგი, მოვემზადები. _ მაშინვე მეორე სართულზე გაიქცა, ერთადერთი თბილი შემოსაცმელი ჰქონდა, შემოიცვა, არღვლიანისთვისაც წამოიღო და წავიდნენ.


ჯერ „ლამარიაში“ მივიდნენ, მოილოცეს. „ლამარიიდან“ კი ფეხით გაუყვნენ გზას. თავიდან პატარა, ტალახიან ბილიკზე იარეს, მაგრამ იყო ჩაბღაუჭებული ანდრონიკეს მკლავს და ნელი ნაბიჯებით მიდიოდნენ. ვიწრო ბილიკი თანდათან გაგანიერდა, ნიშნები უჩვენებდა განვლილ კილომეტრებს. თავიდან დაღლას ვერ გრძნობდნენ, ენთუზიაზმით სავსეები მიუყვებოდნენ გზას, მგრამ შემდეგ მარიამი დაიღალა. ცოტა ხნით შეისვენეს და გზა განაგრძეს. ფეხები აღარ ემორჩილებოდა, მაგრამ იმდენად უნდოდა მწვერვალის დალაშქვრა, ხმას არ იღებდა. ხეობას მიჰყვებოდნენ და თან ხშირად იხედებოდნენ შხარასკენ. მწვერვალი სულ ნისლში იყო გახვეული.

- აქ სულ ნისლია, მაგრამ ხშირად უნდა შეხედო, შეიძლება კიდეც გაიფანტონ ღრუბლები, ხანდახან რამდენიმე წუთით შესაძლებელი ხდება შხარას ნახვა _ ერთი ამოსუნთქვით უთხრა სათქმელი და ჩაისუნთქა.

მარიამიც უჯერებდა და ყოველ წამს შხარასკენ იხედებოდა. ბოლოს ბილიკი დაახლოებით ორ მეტრზე ზემოთ მიცოცავს. ამ ბილიკს აუყვა წყვილიც. გოგონას უკვე საკმაოდ უჭირდა სიარული, ჩამორჩა სვანს. ის კი წინ მიიწევდა. უკან მოიხედა და ერთ ადგილას გაჩერებული მარიამი რომ დაინახა ჩაეღიმა, უკან დაბრუნდა, ხელი ჩასჭიდა და ნელ-ნელა სვენებ-სვენებით აჰყავდა.

- ხელში ვერ აგიყვან, დამრეცია და ორივე დავგორდებით თორემ არ გაწვალებდი _ გაუღიმა.
- დავიღალე _ ქოშინით ჩაილაპარაკა. რაც უფრო მაღლაა მიიწევდნენ, ტემპერატურა აშკარად ეცემოდა.
- დავბრუნდეთ მაშინ.
- გაგიჟდი? აქამდე ამოსული უკან გავბრუნდე?
- კარგი, მაშინ ცოტაც და მყინვარამდე მივალთ, მეტი არც გვინდა _ გაუღიმა და მიიხუტა. _ შეგცივდა პეპელა?
- სულ ცოტა.
- ავად არ გახდე.
- ახლა იქ რომ არ ავიდე უფრო ავად გავხდები _ გაუღიმა და მოშორდა _ აბა შემართებით, წავედით _ ხმამაღლა გამოაცხადა და წინ წავიდა. არღვლიანს ჩაეცინა, თავი გადააქნია. _ მეთაურო არღვლიანო არ მოდიხარ? _ მობრუნდა მარიამი და გაუცინა.
- მოვდივარ გენერალო _ სიცილით ჩაილაპარაკა და ცოლს დაეწია.

სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ, ალბათ კიდევ დიდხანს გაჰყვებოდა ეს შემართება სიცივე რომ არა. უკვე შესამჩნევად მოიბუზა იმნაძე. ხელები სულ გაეყინა, ფეხებიც, ცხვირსაც ვეღარ გრძნობდა. სვანმა თავისი მოსაცმელიც მარიამს შემოახვია და თვითონაც მოეხვია.

- მე გაგათბობ გენერალო _ გაუღიმა და მობუზული კიდევ უფრო მიიხუტა.
- თანახმა ვარ მეთაურო _ გაუღიმა და თვითონაც ჩაეხუტა.

...........................

- ერთი.. ორი.. სამი.. ჩვენ მყინვარი დავლაშქრეთ _ საზეიმოდ განაცხადა არღვლიანმა და ეს ამბავი კოცნით აღნიშნა.
- დავლაშქრეთ _ ბედნიერმა ამოთქვა და ახლა თვითონ დალაშქრა მეუღლის ტუჩები.

უკვე ბინდდებოდა უკან რომ წამოვიდნენ. შედარებით ადვილი აღმოჩნდა გზა „ზემოდან ქვემოთ“. ღამე იყო ლამარიაში რომ მივიდნენ, იქ დატოვებული ჰყავდათ მანქანა, ჩასხდნენ და სახლში დაბრუნდნენ. შუაღამისას მიაღწიეს სახლში და ჩუმი სიცილით შეიპარნენ.

- სად იყავით? _ შიშისგან შეხტა იმნაძე.
- დედა გაუხეთქე გული რძალს, როგორ შეიძლება ასე _ გაუცინა ანდრონიკემ _ შხარა დავლაშქრეთ და ახლა გვშია. _ ჩაი მოამზადა და იქვე მიუსხდნენ მაგიდას. ერთიანად გაათბო ერთმა ფინჯანმა ცხელმა ჩაიმ.
- წავედით ახლა გავათბოთ ერთმანეთი _ გაუღიმა არღვლიანმა და გასასვლელად უბიძგა. იმნაძემაც მხიარული კისკისით მიიტანა ხელი თავთან:
- არის მეთაურო _ გაიცინა და მეუღლეს წინ გაუძღვა.


შესანიშნავი იყო სვანეთში გატარებული ერთი კვირა. ფაქტობრივად სახლში არ გაჩერებულან, სულ აქეთ-იქით დაეხეტებოდნენ. ქალბატონი დალი ხანდახან უჯავრდებოდა კიდეც ასე უთავბოლო ბოდიალისთვის, მაგრამ ახალგაზრდები ყურადღებას არ აქცევდნენ.
იმ დილით მარიამის სოფელში მიდიოდნენ, დედამთილს სვანეთში ტოვებდნენ. მანქანაში ჩაბარგდნენ და რჩევა-დარიგებების მოსმენის შემდეგ დაიძრნენ.

- ჩემი სოფელი ასეთი ღირშესანიშნაობებით არ გამოირჩევა _ გადახედა იმნაძემ ანდრონიკეს.
- ეგ არაფერი.
- სამაგიეროდ დიდი ჰამაკი მაქვს _ გაუცინა.
- სადაც შეგვიძლია მთელი დღე ვინებივროთ, მაგის თქმა გინდოდა?
- ზუსტად _ სიცილით დაეთანხმა.

მანქანა ჭიშკართან გააჩერა, მარიამი პირველი გადმოხტა, გააფრთხილა შენ არ გადმოხვიდე, გავაღებ და მანქანა შემოიყვანეო. ჭიშკარი გაუღო, ანდრონიკემ მანქანა შეიყვანა და მხოლოდ შემდეგ გადმოვიდა. იმნაძე უკვე სახეგაბრწყინებული ეხვეოდა ბებოს და პაპას.

- ჩამოგიყვანეთ სიძე _ გაუცინა. არღვლიანმა გადაკოცნა მოხუცები, მოიკითხა.
- რატომ არ მითხარი ბებო თუ მოდიოდით, დაგახვედრებდი ხაჭაპურებს შენ რომ გიყვარს.
- ახლაც არ არის გვიანი ბებიკო, მოგეხმარები თან.
- ისე მოვხუცდი დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებ? _ იწყინა ქალმა.
- გააკეთე ბებიკო, გააკეთე _ გაუცინა და აკოცა.
- ხომ დარჩებით? _ გადახედა პაპამ.
- დავრჩებით _ გაუღიმა ანდრონიკემ.
- ანდრონიკე ჩანთები წამოიღე რა, ავიტანოთ ბარემ. _ მეორე სართულისკენ წაუძღვა და თავის საყვარელ ოთახში შეატანინა. _ მერე ამოვალაგებ, წავედით. _ ერთად დაბრუნდნენ პირველ სართულზე და წინსაფრიანი ბებოს დანახვაზე გაეღიმა.
- მიეხმარე გოგო _ ჩამოხედა არღვლიანმა.
- ანდრონიკე კარგი რა, ახლა ვართ ჩემს სამფლობელოში და ხმა სუსი არ გავიგო მეთაურო, გენერლის ბრძანებას დაემორჩილე _ გაუცინა _ ძალიანაც რომ მოვინდომო ახლოს არ გამიკარებს, სიძეს თვითონ უნდა უმასპინძლოს.
- უყურე როგორ მეტლიკინება თავის სამფლობელოში.
- შემოდით ბავშვებო _ სახლიდან დაუძახა პაპამ.
- მიდი ახლა შედი შენ, მე ბებოსთან წავალ სათონეში.

ანდრონიკე სახლში შეუშვა, თვითონ სათონეში გაიქცა და მხიარულად შეაბიჯა.

- ბებიკოო, რას აკეთებ აბა?
- უცებ დავაცხობ ბებიკო და გავშალოთ სუფრა.
- აბა რა, როგორ ხართ?
- რავიცი ასე ვართ, შენები როდის ჩამოდიან?
- არ ვიცი ბებიკო, ეგენიც მალე ჩამოვლენ ალბათ. ჩვენ ანდრონიკესთან ვიყავით ჯერ სვანეთში, ახლა აქ ვიქნებით ცოტა ხანს და მერე ზღვაზე წავალთ.
- გენაცვალეთ ბებო თქვენ. ბებო, შვილთაშვილს არ უნდა მომასწროთ? _ ღიმილით დაეკითხა ქალი.
- თავის დროზე ყველაფერი იქნება ბებიკო _ ქმრის საფირმო პასუხით უპასუხა და გაუცინა.

საღამო სუფრასთან გაატარეს. დალიეს, ისაუბრეს, იმხიარულეს. სუფრა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა, ამასობაში პაპამ დაიძინა. ანდრონიკე კი სამზარეულოში გავიდა მარიამთან.

- მალე მოიცლი ჩემთვის პეპელა?
- რა ხდება მეთაურო?
- არაფერი, ერთი გოგო დამპირდა ჰამაკში ნებივრობას.
- კარგად ხარ შენ უკვე.
- საკმაოდ, კარგი ღვინო აქვს პაპაშენს _ გაუცინა და კისერში ტუჩების კვალი დაუტოვა.
- მაცადე ორი წუთიც და წავიდეთ.
- გელოდები _ ზურგიდან მიეხუტა და ხელები მუცელზე შემოჰხვია.
- ანდრონიკე.
- რა მარიამ? _ აღარაფერი უპასუხია იმნაძეს, თავი გვერდზე გადასწია და არღვლიანიც უკეთესად „მოკალათდა“.
- მოვრჩი _ საზეიმო ტონით გამოაცხადა და მეუღლეს მიუბრუნდა.
- წავედით?
- რამეს ავიღებ დასაფარებლად და წავიდეთ.
- რად გვინდა?
- შეგვცივდება.
- მერე ჩვენ იქ რისთვის ვართ? _ მარიამს ჩაეცინა.
- მოიცა ერთი _ ოთახიდან პლედი გამოიტანა და ეზოში გავიდნენ.

ხეივნის ქვეშ იყო გაბმული ჰამაკი. ეზოს ყვავილების ღობე ჰქონდა შემორტყმული, ბებო გიჟდებოდა ყვავილებზე, ვარდები უამრავის სახის, წითელი, ყვითელი, თეთრი, ვარდისფერი, სტაფილოსფერი, ბარხატის, ბათუმის, გეორგინები წითლები, იასამნისფერები, ნარცისები, იასამნები. დაელოდა სანამ არღვლიანი მოკალათდებოდა, შემდეგ თვითონაც ჩაჯდა, თავი მის მკერდზე დადო, პლედი დაიფარეს, ხელი მოჰხვია და სულ ოდნავ გააქანავა. ანდრონიკე მარიამის ზურგზე ათამაშებდა თითებს, მარიამს ეღიმებოდა. თავი ზემოთ ასწია და ყელში აკოცა, გაიგონა როგორ ჩაიცინა სვანმა. ჰამაკზე ფეხებიც აიკეცა და თვალები დახუჭა. არ იცის რამდენ ხანს იყვნენ ასე, ფაქტია ორივეს ჩაეძინა. დილის სუსხმა და ბებოს ხმამ ერთად შემოუტია ორივეს.

- მომიკვდეს თავი, აქ გეძინათ ბავშვებო? ვაიმე როგორ შევრცხვი _ ქოთქოთებდა ქალი. ცალი თვალით ახედა იმნაძემ და გაეცინა.
- ბებო, ბებო დამშვიდდი, აქ გვინდოდა და იმიტომ დავიძინეთ.
- დედა, როგორ აქ გინდოდათ? სულ გაგიჟდი ბებო? არ შეგცივდათ მაინც?
- არ შეგვცივდა ბებიკო, ნახე რა თბილად ვართ _ გაუცინა. სვანიც ნელ-ნელა შეიშმუშნა და თვალები გაახილა. ბებო ქოთქოთით მოშორდა წყვილს და საქათმისკენ წავიდა.
- დილამშვიდობის _ კიდევ უფრო დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა.
- დილამშვიდობის, როგორ გეძინა? _ გაუცინა მარიამმა და ტუჩებზე მიწვდა.
- კარგად, ცოტა ბეჭები მტკივა აშკარად _ გაუღიმა. _ შენ?
- არაჩვეულებრივად.
- რატომაც არა, ჰამაკზე კი არა ჩემზე გეძინა _ ცხვირზე გაეთამაშა. _ რომელი საათია?
- არ ვიცი, ალბათ ექვსი ან შვიდი.
- არ ვირბინოთ?
- აუ ეს ერთი თვე მაინც დავისვენოთ რა _ ტუჩები გაბუსხა.
- კარგი, მაგრამ რომ მოიმატებ მე არ დამაბრალო.
- აღარ მოგეწონები თუ? _ ანდრონიკემ გაუცინა. _ თან რომ არ მპასუხობს, გაგებუტები ახლა.
- ბავშვი ხარ, პატარა ბავშვი.
- წამო, წამო შევიდეთ სახლში.

მარიამის სოფელში გატარებული დღეებიც ლამაზ მოგონებად დარჩა წყვილის ცხოვრებაში. თბილ მოგონებად, რომელიც ყოველი გახსენებისას აავსებდა დადებითი ემოციით. დილით დასავლეთისკენ აიღეს გეზი, ზღვისპირეთისკენ. თეკო და კოსტაც გზაში იყვნენ უკვე. იმავე სასტუმროში გადაწყვიტეს გაჩერება, ამჯერადაც ორი ნომერი აიღეს და წყვილების მიხედვით დანაწილდნენ. იმ საღამოსვე გავიდნენ ზღვაზე. როგორც კი ბიჭებმა შესცურეს, გოგოებმა ჭორაობა დაიწყეს.

- აბა რა ხდება თქვენთან? ქორწილს არ აპირებთ? _ ეშმაკური ღიმილით ჰკითხა მარიამმა.
- რავი ვნახოთ, ცოტა ხანი კიდევ არ გვეჩქარება, ვივლით ასე. თქვენ არ აპირებთ მატებას?
- კი ვაპირებთ მაგრამ არ ჩანს რაღაც _ დასერიოზულებული ტონით ჩაილაპარაკა იმნაძემ.
- ეგ არაფერი, ნახევარი წელი რა არის, ხალხს ორი, სამი და მეტ ხანს არ ჰყავს შვილები.
- როგორ დამამშვიდე _ გაუცინა.
- რაზე ჭორაობთ გოგოებო? _ ცნობისმოყვარე მზერით მიუსკუპდა კოსტაა.
- არაა ეგ შენი საქმე _ გაუცინა მარიამმა.
- მე მაპატიეთ რძალო.
- მიპატიებია. აბა თქვენ იცით, წავედი მე წყალში. _ მშვიდად წამოდგა და ზღვისკენ წავიდა. თამამად შევიდა და მაშინვე უკან დაიხია ცივია, ცივია-ს ძახილით. შემდეგ ნელ-ნელა სცადა ტემპერატურასთან შეგუება და ცურვით მიაღწია ანდრონიკემდეც.
- მოხვედი? _ თბილი ტონით ჰკითხა და თავისკენ მიიზიდა.
- მოვედი _ სიცილით უპასუხა. _ შევეჯიბროთ? _ ეშმაკუნები ათამაშდნენ მარიამის თვალებში.
- მე მეუბნები მაგას? _ სიცილით ჰკითხა სვანმა.
- რატომაც არა, ვერ გაჯობებ?
- ვერა.
- მაგასაც ვნახავთ, აი გახედე, იქამდე ვინც პირველი მივა _ ხელით ტივტივასკენ მიუთითა _ აბა მოემზადე, ერთი, ორი და სამი.. _ მთელი ძალით მოუსვა ხელები, ცდილობდა ანდრონიკე დაემარცხებინა, მაგრამ დაწევაც კი გაუჭირდა. როგორც იქნა თვითონაც მიცურა ტივტივამდე და გაბუტულმა შეხედა სვანს. _ ჯელტმენობა მაინც გამოგეჩინა.
- შენ წამოიწყე, მე გაგაფრთხილე _ გაუცინა და გაბუტული ტუჩები დაუკოცნა.
- წამოდი ნაპირზე, აღარ მინდა წყალში _ მხიარულად ავიდნენ ნაპირზე და მზეს მიეფიცხნენ.
- გეღირსათ ამოსვლა? გელოდებოდით _ გადახედა კოსტამ.
- რა ხდება კოსწიკ?
- წავიდეთ და აჭარულები ვჭამოთ.
- კარგი იდეაა _ დაეთანხმა იმნაძე.
- ჭამე შენ კუბდარი, ხაჭაპური, არ ივარჯიშო და მერე იწუწუნე რატომ აღარ მოგწონვარო _ უჩურჩულა ქმარმა და კიდევ ერთხელ მოუწია მარიამის გაბუტული სახისთვის ცქერა.
- ნუ მაბრაზებ _ ჩაიბუზღუნა და უკმაყოფილო სახით მიეყრდნო ქმარს.

აჭარულები მიირთვეს, ბულვარში ისეირნეს, იმხიარულეს და კმაყოფილები დაბრუნდნენ სასტუროში. ცოტა ხანი იქაც დაყვეს ღია ბარში და ოთახებში „შეიყუჟნენ.“

- ამ ოთახში იყავით შარშანაც?
- არა, სხვაგან, მაშინ ცალ-ცალკე ლოგინები ავიღეთ. _ გაუცინა.
- ახლა აღარ გვჭირდება.
- მართალი ხარ.
- კარგი სიტუაციაა, მომეწონა.
- როდის იყო რამე ცუდს ვარჩევდი? _ ენა გამოუყო.
- ანუ?
- ანუ ყოველთვის იდეალურ არჩევანს ვაკეთებ.
- სულ ყოველთვის?
- ახლა გინდა გითხრა რომ შენ ყველაზე იდეალური ხარ ჩემს არჩევნებს შორის? _ გაუცინა და ლოგინზე წამოწვა.
- უყურე, ანუ არ აღიარებ?
- არა.
- ჰოდა ვიზრუნოთ რომ აღიარო _ გვერდით მიუწვა და წამებში უკვე მის ტუჩებს აგემოვნებდა.
.............

- დილამშვიდობის _ ხმაურიანად აკოცა კისერში მის სხეულზე აკრობილ გოგონას და ხელები უფრო მოხერხებულად შემოჰხვია.
- დილამშვიდობის ჩემო სვანო _ გაიღიმა და თვითონაც უკეთესად მოთავსდა.
- გავიდეთ ზღვაზე?
- დღეს დავრჩეთ რა.
- ვინებივროთ, როგორც შენ იტყოდი?
- ვინებივროთ.
- ძალიან კარგი, მშვენიერი იდეაა. _ მეუღლის ტუჩების დაგემოვნება დაიწყო, კაკუნი რომ გაისმა. უკმაყოფილო სახით ადგა მარიამი, ხალათი შემოიცვა და თავი გაყო კარებში.
- ზღვაზე არ მოდიხართ? _ თეკო იდგა კარებში.
- არა.
- ბოდიში რომ შეგაწუხეთ _ გაუცინა და დაეჭყანა.
- ბოდიში მიღებულია.
- კარგი, ჩვენ წავედით.
- დროებით გვრიტებო _ კარები სიცილით მიუხურა და ლოგინში დაბრუნდა.
- სად გავჩერდით? _ ღიმილით ჰკითხა სვანმა.
- სად გავჩერდით აღარ მახსოვს, მაგრამ ყავა მინდა.
- აბა ვინებივროთო?
- ჯერ ყავა _ გაუცინა და სარაფანი გადაიცვა. _ წამოხტი ახლა და მერე დავბრუნდეთ ოთახში.
- კარგი ჰო.
- გავალ მე მივცემ შეკვეთას და სანამ მოწესრიგდები მზად იქნება.
- კარგი გენერალო, ვემორჩილები ბრძანებას.

ყავა მშვიდად მიირთვეს, სასიამოვნო მუსიკის ფონზე, გემრიელი შოკოლადით და ერთმანეთისადმი მიმართული თბილი მზერით. ოთახში სიცილით დაბრუნდნენ. მთელი დღე იმ პატარა ოთახში გაატარეს. პატარა, მაგრამ საკმაოდ მყუდრო, მით უმეტეს წყვილისთვის.

_______________
დასვენების დღეებმა არაერთფეროვნად, მხიარულად, ყველასთვის სასიამოვნოდ ჩაიარა. როგორ ეძნელებოდათ გამოთხოვება ბათუმთან, მაგრამ ანდრონიკეს სამსახური ეწყებოდა. ჯერ დედამთილს ჩააკითხეს სვანეთში, წამოიყვანეს და შემდეგ დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას. ეს ერთი თვე კი მარიამის მეხსიერებაში დარჩა როგორც პირველი ზაფხული სვანთან ერთად, ბედნიერებით და სითბოთი სავსე..

ბედნიერებით სავსე სამი წელი გავიდა მათი თანაცხოვრებიდან.. ყველაფერი ძველებურადაა, ზედმეტად ძველებურად.. არც მათ სიყვარულს ეტყობა განელება, გახუნება. არღვლიანი ისევ ისეთი თბილია, მზრუნველი, ყურადღებიანი, მარიამიც ძველებურად უღიმის მეუღლეს და ანებივრებს. ქალბატონი დალიც ისევ ისე იქცევა, არც თბილად, არც ზედმეტად ცივად და ესეც საკმარისია იმნაძესთვის. წყვილის ერთადერთი პრობლემა შვილია. მარიამი უკვე სერიოზულად ღელავს ამ საკითხზე, ანდრონიკე არ იმჩნევს, მაგრამ ისიც ნერვიულობს. შვილი ორივეს ძალიან უნდათ, თუმცა ამ თემაზე საუბარს ერიდებიან, არ სურთ ერთმანეთს გული ატკინონ. სამაგიეროდ, სხვები არ იღლებიან ამ თემის განხილვით, ყველა იმას ეკითხება მატება რატომ არ აქვთ ან როდის ექნებათ. ამას მოჰყვება მარიამის ამღვრეული თვალები, სვანის დაძაბული მზერა და უბრალო, მარტივი პასუხი „ყველაფერი ღვთის ნებაა.“ ყოველი საღამო ქალბატონი დალის მხრიდან უშვილობის განხილვით სრულდება. იმნაძე კი ვერაფერს ამბობს, თავდახრილი ისმენს ქალის სიტყვებს და შემდეგ ოთახში, თავისთვის ჩუმად ტირის. ამ საღამოსაც ასე მოხდა. დედამთილმა კიდევ ერთხელ შეახსენა რომ შვილიშვილს ელოდება, შვილიშვილს რომელიც უკვე მესამე წელია არ ჩანს.

- ვისაუბრებთ მე და ანდრონიკე და ამ დღეებში ექიმთან წავალთ. _ ჩუმად უპასუხა იმნაძემ.
- რა თქვი? რა უნდა ჩემს შვილს ექიმთან? ჩემი შვილის რა ბრალია შენ რომ უშვილო ხარ _ საკმაოდ ცუდი რეაქცია ჰქონდა ქალბატონ დალის.
- იქნებ მეც არ ვარ უშვილო _ აცრემლებულმა ჩაილაპარაკა და თავი ისევ ოთახს შეაფარა. ლოგინზე წამოწვა, მოიკუნტა და ცრემლებს გასაქანი მისცა.

სამსახურიდან დაბრულებულ არღვლიანს მეუღლის მგაივრად დედა რომ შეეგება გაუკვირდა. სახლს თვალი მოავლო, მაგრამ მარიამი ვერ იპოვა.

- მარიამი სად არის დედა?
- თავის ოთახშია.
- ცუდადაა? _ შეშფოთდა.
- არ ვიცი _ ცივი ტონით მიუგო ქალბატონმა დალიმ და სამზარეულოს მიაშურა. ანდრონიკემ კი მაშინვე ოთახის კარები შეაღო. მოკეცილი მარიამის დანახვაზე უსიამო შეგრძნება დაეუფლა, ჩასძინებოდა, სახეზე კი ჯერ კიდევ შეუმშრალი ცრემლები შერჩენოდა. ადვილი მისახვედრი იყო ვინ იქნებოდა ტირილის მიზეზი. უკან გამობრუნდა და სამზარეულოში შევიდა.

- რას შეჭამ დედიკო? _ ფეხის ნაბიჯზე უკან მოიხედა დედამ.
- არაფერს არ შევჭამ, შეგიძია ამიხსნა რა გინდა მარიამისგან? _ ცივი ტონი ეუცხოვა შვილისგან, გაკვირვებულმა შეხედა.
- რაო რა გითხრა, რა იჩივლა?
- არაფერი არ უთქვამს, სძინავს, მაგრამ ნამტირალევია.
- ჩემი ბრალია?
- სხვა ვინმე იყო სახლში?
- არაფერს არ ვერჩი.
- მაშინ მითხარი რატომ იტირა.
- სიმართლე ვუთხარი და იმიტომ.
- რა სიმართლე?
- ვუთხარი რომ უშვილოა.
- რა?? _ დედის პასუხმა სულ გადარია.
- არ არის სიმართლე? მესამე წელია ერთი შვილი ვერ გაგიჩინა.
- შენ არ იცი სიმართლეა თუ არა, რატომ არ უშვებ რომ შეიძლება შენი შვილი იყოს უნაყოფო.
- ასე არ იქნება და იმიტომ _ არანაკლებ აღშფოთებულმა დაბეჯითებით ჩაილაპარაკა.
- შეუძლებელი არაფერია, კიდევ ერთხელ რომ ვნახო მარიამი ატირებული ამ სახლიდან წავალთ.
- მემუქრები?
- კარგად იცი რომ უბრალო მუქარა არაა, იცი რომ შევასრულებ. იცი როგორ მიყვარხარ და რამხელა პატივს გცემ, მაგრამ როგორც ჩანს შენ არ სცემ პატივს ჩემს არჩევანს. ისედაც დიდი ხანია გითმენს მარიამი, აქამდე სწორედ მისი სურვილით არ ვერეოდი თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ დღეიდან აღარ ავიტან. ვეღარ ვუყურებ მარიამის ცრემლიან თვალებს.
- მშვენიერია, დედაზე მეტად მას აფასებ _ აღელვებულმა ჩაილაპარაკა ქალბატონმა დალიმ და სკამზე ჩამოჯდა.
- ყველაფერს დამსახურება უნდა _ მკაცრად უთხრა და გამობრუნდა.
- შეგიძლიათ წახვიდეთ, ამ სიტყვების შემდეგ მით უმეტეს ვეღარ შევძლებ შენს ძვირფას მეუღლესთან ცხოვრებას _ ჰაერში გაიჟღერა დედის ხმამ. გაოგნებული მიბრუნდა ანდრონიკე, ქალის სახე კი კვლავ შეუვალი იყო. შვილისგან ამ სიტყვებს არ ელოდა და არც აიტანდა, ზედმეტად მტკიცე ხასიათი ჰქონდა ქალბატონ დალის.
- კარგი, გასაგებია _ არანაკლებ მტკიცე იყო არღვლიანი, გაყინული სახით შებრუნდა უკან და ოთახისკენ წავიდა. _ მარიამ, გაიღვიძე _ მშვიდი ხმით შეაღვიძა მეუღლე.
- რა ხდება? _ თვალები მოიფშვნიტა და ლოგინზე წამოჯდა.
- მივდივართ.
- სად მივდივართ? _ გაოცებულმა შეხედა.
- ამ სახლიდან მივდივართ.
- რატომ? _ კიდევ უფრო გაოცდა.
- იმიტომ რომ ყოველ დღე შენს ცრემლიან თვალებს აღარ ვუყურო.
- ჩემ გამო? ანდრონიკე არ ღირს _ თხოვნით ჩაილაპარაკა.
- ღირს _ მტკიცე იყო სვანის გადაწყვეტილება.
- დედაშენი? მარტო ტოვებ? არ გეცოდება?
- მარიამ ძალიან გთხოვ, შენ თუ არა მე დავიღალე. გგონია აქამდე ვერაფერს ვამჩნევდი? ისედაც დავაგვიანე გადაწყვეტილების მიღება.
- ანდრონიკე ის დედაშენია.
- დედა რომელმაც ჩემი მეუღლე, საყვარელი ადამიანი არ მიიღო. ის ყოველთვის დედაჩემი იქნება, მაგრამ არ დავუშვებ მის გამო ჩვენი ურთიერთობა დასრულდეს.
- იქნებ.. _ მაინც თავისას გაიძახოდა მარიამი.
- მორჩა, ჩაალაგებ თუ მე ჩავალაგო? არავითარი კამათი.
- კარგი მაგრამ სად მივდივართ?
- სასტუმროში, რამდენიმე დღე სანამ ბინას ვნახავთ იქ ვიქნებით.
- კარგი.
- ბევრი არაფერი ჩაალაგო, იმდენი რომ რამდენიმე დღე გვეყოს და მერე პირდაპირ სახლში გადავიტანოთ ბარგი.
- კარგი. მაგრამ დედაშენი მეცოდება, სულ მარტო უნდა დარჩეს.
- გადამრევ შენ, მას რატომ არ ეცოდები? პირდაპირ რომ მოგახალო უშვილო ხარო შეგიბრალა მაშინ? _ მარიამს სიმწრით ჩაეცინა და ჩალაგება განაგრძო _ ჰო და კიდევ, ხვალვე მივალთ ექიმთან. სულაც არ მინდა რომელიმეს თავი „დამნაშავე“ გვეგონოს. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ _ ზურგიდან მიეხუტა და კისერში აკოცა.
- იმედია _ ღრმად ამოისუნთქა იმნაძემ და ჩანთა შეკრა.
- მზად ხარ?
- კი. _ არღვლიანმა ცალ ხელში ჩანთა აიღო, მეორე ცოლს მოჰხვია და ოთახიდან გავიდნენ.

არაფრისმთქმელი თვალებით შეათვალიერა ქალბატონმა დალიმ წყვილი და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. მხოლოდ მას შემდეგ მისცა თავს სისუსტის გამოვლენის უფლება, რაც კარების დაკეტვის ხმა გაიგონა. მხოლოდ მაშინ ჩამოუგორდა ობოლი ცრემლი ლოყებზე, ხანდახან თვითონაც ხვდება რომ კარგად არ გამოდის მაგრამ ამდენი წლის მანძილზე ვერაფრით შეელია პრინციპულ ხასიათს. რასაც იტყვის, იმას აღარ გადათქვამს და აი, რა შედეგამდე მიიყვანა ამ ყოველივემ.

წყვილი სასტუმროში დაბინავდა. უთქმელად მოწესრიგდა მარიამი და დაწვა. ჩუმად მიუწვა გვერდით ანდრონიკეც. ჯიუტად დუმდნენ, ორივემ ბევრი იწრიალა და როგორც იქნა მოთავსდნენ. ზურგშექცევით მწოლიარე ცოლს ხელი შემოჰხვია მუცელზე და თავისკენ მიიზიდა, მიიხუტა, ცხვირი მის მხარსა და ყელს შორის მოათავსა და ტუჩებით შეეხო მის ზურგს.

- ნუ ღელავ რა, ყველაფერი დალაგდება _ ჩურჩულით უთხრა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია მეუღლეს.
- როგორ არ ვინერვიულო, ჩემ გამო სახლიდან წამოხვედი.
- კი არ წამოვედი წამოვედით და შენ გამო კი არა, მის გამო. მშვენივრად იცის ჩემი ხასიათები, იცის როგორ ვერ ვიტან როცა არჩევანს მიწუნებენ და მას შესაბამისად არ ეპყრობიან.
- არ ვიცი, მაინც მგონია რომ არასწორად მოვიქეცით.
- შენ არაფერი ჩაგიდენია, სწორად მოვიქეცით თუ არასწორად მაგაზე პასუხს მე ვაგებ. ახლა დაიძინე, ხვალ ექიმთან უნდა წავიდეთ.
- არც ის მინდა ექიმთან იძულებით, მხოლოდ იმის გამო წავიდეთ რომ მე არ ვინერვიულო.
- ექიმთან იმიტომ მივდივართ რომ ორივესთვის ასე ჯობს, ორივესთვის და კიდევ მომავალი შვილისთვის _ შეხედვის გარეშე იგრძნო მარიამმა როგორ ჩაეღიმა ანდრონიკეს. თვითონაც გაეღიმა და თვალები დახუჭა.
- ძილინების _ ჩუმად, არღვლიანის გასაგონად ჩაილაპარაკა.
- ძილინების პეპელა.

დილით გაღვიძებულს ანდრონიკე გვერდით არ დახვდა. ოთახშიც ვერ შენიშნა, თავისთვის რაღაც ჩაიფრუტუნა და მხარი იცვალა. კარების ხმაზე თავი წამოყო, ოთახში შესულ სვანს გაუღიმა.

- დილამშვიდობის _ კოცნით მიესალმა ქმარი.
- დილამშვიდობის, სად იყავი?
- დილაობით სად დავდივარ? _ ღიმილით ჰკითხა.
- მერე მე?
- აღარ გაგაღვიძე ისე ტკბილად გეძინა.
- გასაგებია.
- მოემზადე და გავიდეთ, ჯერ კოსტა უნდა ვნახო, დილით ველაპარაკე და რაღაც ბინები იცის, გვაპოვნინებს რამეს და მერე ექიმთან ვართ მისასვლელები.
- კარგი. _ მშვიდად მოემზადა და ქმართან ერთად დატოვა სასტუმრო.

კოსტას შეხვდნენ, ბინების ამბავი გაარკვიეს. გაოცებული იყო ნაკაშიძე ქალბატონი დალის საქციელით, იცოდა მისი რთული ხასიათები, მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა არ ეგონა. წყვილი „გაამხნევა“ და მარტო დატოვა.

- ყავა დავლიოთ და წვიდეთ _ გადახედა ანდრონიკემ ცოლს.
- კარგი.
- ნერვიულობ? _ გაუღიმა.
- ძალიან.
- ყველაფერი კარგად იქნება _ დაბეჯითებით ჩაილაპარაკა და მარიამის ხელი ტუჩებთან მიიტანა.
- იმედია _ გაუღიმა ქმარს და ყავა მოსვა.

საავადმყოფოში შესვლისას გული აუჩქარდა, ასე მას შემდეგ აღარ უნერვიულია რაც 5 წლის ასაკში დედას აცრაზე ჰყავდა მიყვანილი. ნემსების ეშინია, ვერ იტანს, არადა იცის რომ ახლა აუცილებლად მოსთხოვენ ანალიზის გაკეთებას და წინასწარ, ფსიქოლოგიურად ემზადება. ექიმის კაბინეტში რომ შეაბიჯეს, უკვე მუხლები ეკეცებოდა. ჩამოსხდნენ და საუბარი დაიწყეს. ექიმმა დაწვრილებით გამოკითხა ყველაფერი, საბოლოოდ ანალიზები აიღეს და გამოკვლევები ჩაიტარეს. პასუხები ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო, აღელვებულები დაბრუნდნენ სასტუმროში და ოთახში შეიყუჟნენ.
ამ ერთ კვირაში მოახერხეს სახლის პოვნა, გადაბარგება, მოწყობა. იმდენ ხანს ალაგებდა მარიამი, სანამ როგორც თვითონ თქვა „თავის ჭკუაზე არ მოიყვანა“. მთელი სამი დღე არ დაუსვენია, ოთახებს შორის დაფარფატებდა და ყველაფერს აწესრიგებდა. საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩა თვითონაც და ანდრონიკეც. ეს სამი დღე გადააყოლა გული სახლის დალაგებას, აღარ გახსენებია გამოკვლევების შედეგის მოლოდინი, მაგრამ როგორც კი გაახსენდა, შიგნაგანად ისევ აფორიაქდა. შიში არ ასვენებდა, ერთნაირად ტკიოდა შესაძლო პასუხები, ტკიოდა რომ შეიძლება თვითონ ყოფილიყო უშვილო, კიდევ უფრო ტკენდა რომ შეიძლება ანდრონიკე ყოფილიყო უშვილო. ცდილობდა არ ეგრძნობინებინა არღვლიანისთვის თავისი განცდები, მაგრამ სვანი უთქმელადაც ყველაფერს ხვდებოდა. თვითონაც უმძიმდა მოსალოდნელი პასუხები. უმძიმდა რომ ვერაფრით ამშვიდებდა იმნაძეს. უკვე თითქოს ფასი დაკარგა სიტყვებმა „ყველაფერი კარგად იქნება“, მაგრამ მაინც ჯიუტად იმეორებდა. ყოველი დილა გულმოდგინე ლოცვით იწყებოდა წყვილისთვის, აქამდეც ლოცულობდნენ, მაგრამ ახლა რაღაც განსაკუთრებული შეგრძნებით, ყოველი საღამოც ლოცვით სრულდებოდა. თითქოს რაღაც განსაკუთრებულს მოელოდნენ, თითქოს სწორედ ამ პასუხებს უნდა შეეცვალა მათი ცხოვრება. თითქოს? თითქოს კი არა დაზუსტებით, სრულიად შეცვლიდა ეს პასუხები მათ ცხოვრებას.

- იცი რა? აღარ მინდა რომ ასე ინერვიულო _ კატეგორიული იყო სვანის ტონი.
- არ ვნერვიულობ _ გაუღიმა.
- კარგი რა, ვის ატყუებ _ ჩაეცინა _ გამოსავალი ყოველთვის არსებობს მარიამ.
- არასასურველი პასუხის შემთხვევაში რა გამოსავალს იპოვი?
- იცი რამდენ ბავშვს აკლია მზრუნველობა? იცი რამდენს უნდა მშობლების სითბო? ჩვენც ერთ-ერთ მათგანს გავაბედნიერებთ _ ქმრისგან ასეთ პასუხს არ ელოდა. იგრძნო როგორ აივსო სითბოთი და სიამაყით. საშინლად ამაყი იყო იმით, რომ ასეთი მეუღლე ჰყავდა. აცრემლებული თვალებით წავიდა მისკენ და ჩაეხუტა.
- იცი რა? მე იდეალური არჩევანი გავაკეთე _ გაუღიმა და ხმაურიანად აკოცა ყელში.
- როგორც იქნა აღიარე _ გაუცინა და ცხვირზა წაეთამაშა. იმნაძემ ფეხები აიკეცა დივანზე, უკეთესად მოთავსდა ქმრის გულ-მკერდზე და ემოციებით დაღლილს მალევე ჩაეძინა.

ღელავდა? ეს ალბათ მსუბუქი ნათქვამია, გულის ფეთქვას გრძნობდა, სისხლის „შხუილს,“ დილიდან ასეთი განწყობით გაიღვიძა. დღეს ისევ ექიმთან აქვთ ვიზიტი პასუხების გასაგებად. თვითონაც არ იცის რას ელის, მაგრამ მოლოდინი დიდია. უხმაუროდ ადგა, არ უნდოდა ანდრონიკეს გაღვიძება, ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. ყავა მოიმზადა და მაგიდასთან მოთავსდა. ცალი ფეხი აიკეცა, თავი მუხლზე დადო და ყავის ფინჯანს გაუსწორა მზერა. ჯერ ისევ ვერ „მოინელა“ სახლიდან წამოსვლა, ცდილობს კიდეც ამაზე საუბარს, მაგრამ არღვლიანი მაინც თავისას გაიძახის და აჩუმებს. თუმცა ფაქტი ერთია, რაც აქ ცხოვრობენ თავს ბევრად უფრო მშვიდად გრძნობს, არც დაძაბულია. ამ ერთი კვირის მანძილზე მშობლები არ უნახავს, ტელეფონით ეკონტაქტება მაგრამ ჯერ არაფერი უთქვამს. მხოლოდ თეკომ იცის, მანაც კოსტასგან გაიგო და მაშინვე დაურეკა მარიამს, ცოფებს ყრიდა და ტელეფონიდან იმუქრებოდა. ამის გახსენებაზე ახლაც ვერ შეიკავა ღიმილი. სამზარეულოში ღიმილით შემოაბიჯა ანდრონიკემ, დილამშვიდობისა უსურვა, აკოცა და მაგიდას მიუჯდა.

- ყავა გაგიკეთო?
- კი დავლევ. _ ყავა გააკეთა და წინ დაუდგა. _ დღეს კოსტას და თეკოს უნდათ ამოსვლა, სახლის ნახვა.
- ვიცი, მითხრა თეკომ, ამოვლენ საღამოს.
- ექიმთან?
- ექიმთან სამ საათზე _ ღრმად ამოისუნთქა.
- კარგი..
- მანამდე გავამზადებ რამეს საღამოსთვის და წავიდეთ მერე. შენ გადიხარ სადმე?
- არა, დღეს სულ შენი ვარ _ გაუცინა.
- დღეს მე შენთვის არ მეცლება _ მარიამმაც გაუცინა და ყავის ფინჯანი ნიჟარაში ჩადო. _ აბა ვნახოთ რა გვაქვს _ თავისთვის ჩაილაპარაკა და მაცივარი გამოაღო. ყურადღებით შეათვალიერა და საჭირო ინგრედიენტები გამოალაგა. დაჭრა, შეწვა, მოხარშა, საღამოსთვის ყველაფერი მოამზადა.

შუადღე ისე მოვიდა, ვერც კი გაიგო. საათს რომ შეხედა, ორის ნახევარი იყო. სწრაფად მოემზადა და უკვე მომზადებულ მეუღლესთან ერთად სახლი დატოვა. საავადმყოფოსთან მიახლოებასთან ერთად ნერვიულობაც მატულობდა. ადგილზე მისულებმა მანქანა დააყენეს. არღვლიანმა თბილი მზერით გადახედა თვალებამღვრეულ მეუღლეს, მისი ხელი ნელა მიიტანა ტუჩებთან, ოდნავ შეეხო და გაუღიმა, ლოყაზე მიეფერა და შუბლზე აკოცა.

- ყველაფერი კარგად იქნება. _ ჩაიჩურჩულა და გადასასვლელად უბიძგა. მანქანიდან გადმოსულს წელზე ხელი მოჰხვია და ისე შეაბიჯეს. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდნენ. კაბინეტში შესულმა ნერვიულად გაუღიმა ექიმს და დაჯდა.

- გამარჯობა. როგორ ხართ? _ გაუღიმა ექიმმა.
- ვნერვიულობთ _ ღიმილით უპასუხა ანდრონიკემ და აღელვებულ მეუღლეს გადახედა.
- დამშვიდდით, ყველაფერი კარგადაა _ სახე გაუნათდა მარიამს. _ საბედნიეროდ უნაყოფო არც ერთი არ ხართ. ახლა მარტივად, არასამედიცინო ენით რომ აგიხსნათ, გეტყვით რომ საშიში და სავალალო არაფერია. უბრალოდ მკურნალობაა საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. სამწუხაროდ დაზუსტებითი თარიღის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ მთელ კურსს დაგინიშნავთ. ერთი სრული კურსის ჩატარების შემდეგ ისევ ჩაიტარებთ გამოკვლევებს და გავიგებთ რა გამოვა. _ ღიმილით უსმენდა მარიამი, საოცრად გააბედნიერა მოსმენილმა სიტყვებმა. _ ვერ გეტყვით რომ შეიძლება პირველივე კურსის შემდეგ შვილი გეყოლოთ, მაგრამ მკურნალობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
- მადლობა _ გაბრწინებული თვალებით უცქერდა მარიამი.
- მადლობა _ ღიმილით უთხრა ანდრონიკემაც _ მაინტერესებს რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის პროცესი?
- ეს კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული, შეიძლება ერთ თვეში მივიღოთ შედეგი, შეიძლება ერთ წელში, შეიძლება ორში, მაგრამ აუცილებლად იქნება.
- მადლობა _ ექიმს დანიშნულება გამოართვეს და საავადმყოფო დატოვეს.
- ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგადაა _ ღიმილით უთხრა ცოლს და მიიხუტა.
- ჰო, მაგრამ ერთი ან ორი წელი ანდრონიკე, არ არის ცოტა დრო _ ნაღვლიანი მზერით ახედა.
- ერთი თვე რატომ ვერ დაიმახსოვრე? _ გაუცინა _ შეიძლება ერთ თვეშიც ჰქონდეს შედეგიო.
- არ ვიცი, მეშინია _ ნერვიული ღიმილით ახედა.
- კარგი, წავედით _ გაუღიმა და მანქანის კარები გაუღო.

მიუხედავად იმისა რომ დროის საკითხი აწუხებდა, მაინც დაუმშვიდდა გული. საზურგეს მიეყუდა და თვალები დახუჭა, თითქოს ისვენებსო. ექიმის სიტყვებმა იმედი გაუჩინა, იმედი იმის რომ ოდესმე თვითონაც იგრძნობდა ამ საოცარ განცდას, დედობის განცდას. თვალი გაახილა და მომღიმარ ანდრონიკეს გადახედა, ვერ გაეგო რატომ იღიმოდა.

- რამე ხდება და არ ვიცი? _ გაუცინა ქმარს.
- კი, რაღაც ხდება და არ იცი.
- ჰო და გამაგებინე.
- ორ წუთში გაიგებ.
- ველოდები _ გაუცინა და ზუსტად ორ წუთში მანქანაც გაჩერდა. _ არაა _ გაოცებულმა გადახედა ქმარს.
- კი, ეს ჩვენთვის ბედნიერება იქნება, ხომ გინდა?
- მინდა _ სახეგაბრწყინებული ჩაეხუტა არღვლიანს, მანქანიდან გადავიდნენ და თავშესაფარში შეაბიჯეს. უამრავი პატარა ირეოდა აქეთ-იქით. სვანმა დირექტორის კაბინეტისკენ წაიყვანა, დააკაკუნა, შევიდნენ და სიტუაცია აუხსნეს ქალბატონს.
- ძალიან გვიხარია როცა წყვილები ამ გადაწყვეტილებით მოდიან, როგორც ხედავთ საკმაოდ ბევრ პატარას აკლია მშობლის ზრუნვა. ბავშვის აყვანის საკითხი ასე მარტივი რომ არაა ალბათ მოგეხსენებათ, ყველაფერი ადვოკატთან უნდა მოგვარდეს სხვადასხვა საბუთების საფუძველზე.
- ეს ყველაფერი ვიცით, უბრალოდ იქნებ შეძლოთ რომ პატარა დღესვე მოგვაშვილოთ, სახლში წავიყვანოთ და დანარჩენს ყველაფერს მოვაგვარებთ.
- არ ვიცი რამდენად შესაძლებელია მოხერხდეს.
- მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ გთხოვდით _ მუდარის ტონმა გაიჟღერა მარიამის ხმაში.
- იცით, თუ მოახერხებთ დღესვე წარმოგვიდგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ქორწინების მოწმობა, ადვოკატიც მოიყვანოთ, შეიძლება რაიმეს გაკეთება.
- კი, კი შევძლებთ. _ ტელეფონი ამოიღო და კოსტასთან დარეკა. _ კოსწიკ უნდა დამეხმარო, ადვოკატი მჭირდება სასწრაფოდ _ გათიშა და მარიამს გადახედა. _ ჩვენ წავალთ და საბუთებთან და ადვოკატთან ერთად დავბრუნდებით _ გაუღიმა დირექტორს.
- კარგი, გელოდებით.

სახლში დაბრუნდნენ, მთელი გზა აჟიტირებული იყო მარიამი, ემოციებს ვერ იოკებდა. კოსტა უკვე კარებთან ელოდა, მთელი სისწრაფით მოძებნა იმნაძემ საბუთები და კმაყოფილი მზერით გავიდა მისაღებში.

- გისმენთ ახლა, დაიწყეთ და ამიხსენით რა ხდება _ ინტერესით გადახედა კოსტამ.
- ბავშვი უნდა ავიყვანოთ _ მშვიდად უპასუხა არღვლიანმა.
- მოიცა, როგორ, რატომ? _ აშკარად დააბნია მეგობრის პასუხმა.
- როგორ და ჩვეულებრივ, რატომ და შვილი გვინდა _ გაუღიმა.
- არა, არ ველოდი, კარგია, მაგრამ მაინც ვფიქრობ ექიმთან რომ მისულიყავით _ ყოყმანით გადახედა წყვილს.
- ვიყავით უკვე კოსწიკ _ გაუღიმა მარიამმა.
- და?
- და იმკურნალებთ, ყველაფერი კარგად იქნებაო _ გაუღიმა ანდრონიკემ.
- აბა რატომღა აგყავთ? _ კიდევ უფრო დაიბნა ნაკაშიძე.
- იმიტომ რომ შვილი ახლავე გვინდა, თან აუცილებელი სულაც არაა მხოლოდ უშვილოებს აჰყავდეთ ბავშვი. _ მშვიდად გაუღიმა იმნაძემ.
- ყველაფერი გავიგე _ გაიცინა _ ძალიან მაგარი გოგო ხარ რძალო _ ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა _ შენც გაღიარებ სვანო.
- ოღონდ გეხვეწები რა თეკოს არაფერი უთხრა, საღამოს რომ მოხვალთ თვითონ ნახოს.
- კარგი, წავედით ხომ მაშინ?
- წავედით.

ბავშვთა სახლში დაბრუნდნენ. კოსტამ ყველაფერი მოაგვარა, წყვილი კი მოუთმენლად ელოდა როდის აჩვენებდნენ მათ პატარას.

- იცით ჩვენს ოჯახს ახალი წევრი შეემატა რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ძალიან პატარა და უმწეოა, რამდენიმე თვის, ბავშვი კარებთან დატოვეს, მხოლოდ ის ვიცით რომ ტასო ჰქვია, ახლა გაგაცნობთ მას, იმედი მაქვს ბედნიერები იქნებით ერთად და ჩვენს პატარას მზრუნველობას არ მოაკლებთ _ გაუღიმა ქალმა.
- ნამდვილად ასე იქნება _ ღიმილით გაჰყვა უკან მარიამი.

პატარა მართლაც ისეთი უმწეო იყო, დანახვისთანავე გულში სითბო ჩაეღვარა იმნაძეს. თვალებაციმციმებულმა აიყვანა პატარა ხელში და შუბლზე ნაზად შეახო ტუჩები. ის მისი შვილია, დღეიდან სულ ერთად იქნებიან, არ დაუშვებს ვინმემ ატკინოს, ავნოს მის პატარას. ოთახიდან გამოსულები ანდრონიკემ რომ დაინახა, იგრძნო როგორ შეუტოკდა შიგნით რაღაც. იმ წამს იგრძნო რომ ბედნიერი ადამიანი იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ბიოლოგიურად მათი შვილი იქნებოდა თუ არა. ცოლს გაუღიმა, მათკენ წავიდა და მოეხვია.

- ბედნიერი ვარ _ მარიამის გასაგონად ჩაიჩურჩულა და ლოყაზე აკოცა.
- მეც, მადლობა _ გაუღიმა და მიეხუტა.
- ამ პატარას ყველაზე მაგარი ძია ჰყავს _ გაიცინა კოსტამ. _ სანამ შენ მას იცნობდი რძალო, სხვათაშორის დიდი ხანი დაჰყავი ოთახში, ძიამ ყველაფერი იყიდა რაც საჭიროა.
- მადლობა კოსწიკ _ გაუცინა მარიამმა.
- წავედით _ გაუღიმა არღვლიანმა და ცოლ-შვილი წინ გაატარა.
- მეც წავალ, სტუმრების დრო აღარ დაგრჩებათ თქვენ.
- როგორ არა, ცოტა ხნით მაინც ამოდით რა, მერე რა რომ დაგვიანდა _ გაუცინა იმნაძემ.
- კარგი, ვეტყვი თეკოს და ამოვალთ.
- გელოდებით.

მანქანებში დანაწილდნენ. სახლამდე მივიდნენ, ანდრონიკემ კარები გაუღო, გადმოსვლაში დაეხმარა, პატარას ჯერ ვერ კიდებდა ხელს, ნაყიდი ნივთები ამოიღო მანქანიდან და სახლში ავიდნენ. მძინარე პატარა თავიანთ ოთახში შეიყვანა, ლოგინზე დააწვინა, გარშემო ბალიშები შემოულაგა და მისაღებში დაბრუნდა. გაღიმებულ ანდრონიკეს მიუახლოვდა და ჩაეხუტა. ქმარმაც შემოჰხვია ხელები და თავზე აკოცა.

- ძალიან პატარაა _ ჩაიცინა არღვლიანმა.
- ჰო, ცოტათი მეშინია _ გაეღიმა მარიამსაც.
- ნუ გეშინია, ზუსტად ვიცი საუკეთესო დედა იქნები.
- იმედია, ანდრონიკე ჩვენებს როდის უნდა ვუთხრათ?
- როცა გინდა.
- ჩემს მშობლებს რაც შეიძლება მალე, დედაშენსაც ხვალვე ვუთხრათ.
- შენებს დავურეკავთ და ვეტყვით, დედაჩემს რაც შეეხება, ჯერ მე უნდა ველაპარაკო.
- კარგი. ტირის _ გაოცებული სახე მიიღო მარიამმა, სვანს გაეცინა.
- იტირებს აბა რას იზამს, თოჯინა კი არაა. _ იმნაძე მაშინვე ოთახში გაიქცა, მტირალი პატარას დანახვაზე გაეღიმა, კიდევ ერთხელ იგრძნო რომ მისია, სულ მისი. მიუახლოვდა, ფრთილად აიყვანა ხელში და დაარწია. უკვე კარგად გამოცდილი დედასავით დააძინა და ისევ ლოგინზე დააწვინა. მისაღებში გასვლისთანავე კარებზე კაკუნი გაიგონა, დაფეთებული გავარდა, ბავშვს არ გაეღვიძოსო და კარები გააღო.
- მარიამ _ ხმაურიანად შემოვიდა თეკო.
- ჩუ, ჩუ _ დაუცაცხანა.
- ძინავს ვინმეს? _ გაეცინა თეკოს.
- ძინავს, შემოდით და ჩუმად _ კოსტას თვალი ჩაუკრა და ტყემალაძე წინ გაატარა. მისაღებში მოკალათდნენ.
- გავშლი მე სუფრას, რაღაცები გავამზადე დღეს.
- მოგეხმარები.
- ჯერ ვიღაც უნდა გაგაცნო _ ეშმაკურად გაუღიმა თეკოს.
- ვინ? _ ინტერესით შეხედა თეკომ.
- წამომყევი _ ოთახისკენ წაიყვანა, კარები შეაღო და შეატარა. ბავშვის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა ტყემალაძეს.
- ეს ვინ არის? _ ხელით ანიშნა პატარასკენ.
- ეს ტასოა.
- რამე სახელი თავისთავად ერქმევა მარიამ, ზოგადად ვინ არის და აქ რა უნდა.
- ჩვენი შვილია.
- ჩემს გაგიჟებას ცდილობთ?
- თეკო კარგი რა, ხანდახან როგორ მიშლი ნერვებს. მაცადე და მოგიყვები სამზარეულოში, ბავშვი არ გამიღვიძო. _ სამზარეულოში გადაინაცვლეს და მარიამმა თხრობა განაგრძო, _ დღეს ვიყავით ექიმთან, მკურნალობა ყველაფერს მოაგვარებსო, მაგრამ დრო ვერ გვითხრეს, ერთი თვე, ერთი წელი ან შეიძლება მეტიც. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეს პატარა დღეიდან ჩვენი შვილი იქნება, სანამ მეორე პატარა შემოემატება ჩვენს ოჯახს.
- არ ველოდი, არც ვიცი ახლა რა უნდა გითხრა.. ჰო.. გილოცავ ჩემო ლამაზო, გილოცავ _ მეგობარს ჩაეხუტა.
- მადლობა.

საღამო მშვიდად გაატარეს. ღამე შედარებით მშფოთვარე იყო, წყვილს ფაქტობრივად არ დაუძინია, მთელი გულისყური პატარისკენ ჰქონდათ. მეორე დღე კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა იმნაძეს მათი მშობლები როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს. დედასთან ხშირად უსაუბრია ამ საკითხზე, ასე თუ ისე მისი მოსაზრებაც იცის. მამასაც არ უნდა ჰქონდეს პრობლემები, შვილს ყოველთვის თავისუფალი არჩევნის საშუალებას აძლევდა და მით უმეტეს დაოჯახების შემდეგ. ქალბატონი დალის მოსალოდნელი რეაქცია კი ძალიან აშინებს. მაგრამ იმედი აქვს შვილიშვილი შეუცვლის დამოკიდებულებას. დილითვე დაურეკა მარიამმა თავის მშობლებს, ესაუბრა, მოკლედ აუხსნა ყველაფერი და დაპატიჟა. ანდრონიკეც ესაუბრა დედამისს, თუმცა დაწვრილებით არაფერი უთქვამს იმნაძესთვის, მხოლოდ ნერვიული ღიმილით და რამდენიმე სიტყვით „ყველაფერი კარგად იქნება“ შემოიფარგლა. მარიამი კი ზუსტად მიხვდა რომ არაფერი არ იყო კარგად და შესაძლოა არც ყოფილიყო.

......................................

უკვე ხუთი თვეა რაც ერთ ოჯახად ცხოვრობენ მარიამი, ანდრონიკე და პატარა ტასო. ბავშვი მათი სულის ნაწილად იქცა, მის გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმოუდგენიათ. მეხუთე თვეა რაც მკურნალობენ, ერთი სრული კურსი უკვე ჩაიტარეს, მეორე დაიწყეს. კურსის გავლის პერიოდშიც იტარებენ გამოკვლევებს, ანალიზებს იღებენ. რამდენიმე დღის წინ ჩაიტარეს პროცედურა და დღეს პასუხების მისაღებად მიდიან. ტასოს ტყემალაძეს დაუტოვებენ ცოტა ხნით. ქალბატონი დალი ჯერ სანახავად არ მისულა, თუმცა ხანდახან ურეკავს და კითხულობს მათ ამბებს, ესეც უხარია იმნაძეს. ხედავს რომ ნელ-ნელა ლაგდება ურთიერთობები დედა-შვილს შორის და საოცრად ბედნიერია. კაბინეტის კარებზე დააკაკუნეს და შევიდნენ, ექიმს გაუღიმეს, მაგიდასთან მოკალათდნენ.

- როგორ ხართ? _ გაუღიმა ექიმმა.
- კარგად, თქვენ? _ ღიმილითვე უპასუხა ანდრონიკემ.
- ძალიან კარგად, მით უმეტეს მას შემდეგ რაც გავიგე რომ ასეთი ამბავი უნდა გახაროთ. _ მხიარული ღიმილი შეანათა ექიმმა _ გილოცავთ, მალე ახალი წევრი შეგემატებათ. _ მარიამის რეაქცია? უბრალოდ გაიყინა, სიტყვა ვერ თქვა, თვალები აუცრემლიანდა, სხეულში მეორე გულის ფეთქვა იგრძნო. როგორ ელოდა ამ სიტყვების მოსმენას და ეს დღეც დადგა. ანდრონიკე? ანდრონიკე მიმიკის გარეშე გამოხატავდა სიხარულს, შინაგად იყო ბედნიერი, საოცარი ემოციით სავსე, ეგონა ახლა რომ მოენდომებინა მთებსაც კი გადადგავდა. ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ საავადმყოფოდან, სახეზე ღიმილით, გულში ბედნიერებით.
- ანდრონიკე.
- გისმენ.
- ახლა რაღაცას გეტყვი და ხომ შემისრულებ? _ გაინაზა მარიამი.
- რასაც მეტყვი.
- დედაშენთან წავიდეთ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, გუშინ დარეკა სხვათაშორის მოგვიკითხა, მინდა რომ ვუთხრათ.
- შენები?
- ჩემებს მივწერე უკვე _ გაიცინა.
- კარგი წავიდეთ.

ხუთი თვეა იმ სახლში აღარ ყოფილა, განსაკუთრებული მოლოდინით მიდის. სჯერა რომ ყველაფერი დალაგდება, აუცილებლად. ბედნიერმა აიარა კიბეები და მსუბუქად დააკაკუნა. ქალბატონმა დალიმ კარები რომ გააღო შეცბა, არ ელოდა შვილის და რძლის დანახვას. მარიამმა თბილად გაუღიმა.

- შეიძლება?
- მობრძანდით _ გამოცოცხლდა ქალი. სახლში შევიდნენ და დივანზე გვერდი-გვერდ მოკალათდნენ.
- როგორ ხართ? _ ისევ მარიამმა წამოიწყო საუბარი.
- არამიშავს, თქვენ როგორ ხართ?
- კარგად.
- ტასო ხომ კარგადაა?
- ტასოც კარგადაა, უბრალოდ ბებოზეა განაწყენებული რომ არ ინახულა _ ღიმილით უპასუხა.
- ვნახავ.
- აქ ახალი ამბის სათქმელად მოვედით _ ჩაერთო ანდრონიკეც.
- რა ამბის?
- კიდევ ერთი შვილიშვილი გეყოლებათ _ გაუღიმა მარიამმა.
- კიდევ აგყავთ ბავშვი? _ გაუკვირდა ქალს.
- არა, ბიოლოგიურადაც შენი შვილიშვილი იქნება _ მშვიდი ტონით მიუგო ანდრონიკემ.
- როგორ გამახარეთ _ გაუღიმა წყვილს. გულწრფელი ტონი იგრძნო იმნაძემ, არღვლიანმაც, ამდენი ხნის მანძილზე პირველად გაუღიმა დედას.
- ჩვენ წავალთ, ტასო თეკოსთან გვყავს დატოვებული _ წამოდგა მარიამი.
- კარგი.
- გელოდებით, ტასოს თქვენი გაცნობა უნდა, გვესტუმრეთ.
- აუცილებლად, ამ დღეებში.
- ძალიან კარგი _ გაუბედავად წაიწია წინ რომ გადაეკოცნა, მისდა გასაოცრად ქალმა არამარტო გადაკოცნა, ხელებიც შემოჰხვია. გაეღიმა, თვითონაც მორცხვად ჩაეხუტა და დაემშვიდობა.

.......................................

თვეები ნელ-ნელა მიჰყვებოდა ერთმანეთს.. სეზონს სეზონი ცვლიდა... მუცელი ეზრდებოდა.. ტანსაცმელი უპატარავდებოდა.. წონაშიც მოიმატა ცოტა, თუმცა წყვილს სულაც არ ადარდებდა ეს. ძველებურად თბილი თვალებით შესცქეროდა არღვლიანი ორსულ მეუღლეს, თავის მხრივ არც მარიამი აკლებდა სითბოს და სიყვარულს.. დიდი განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს რომ პატარასთვის ალექსანდრე დაერქმიათ. ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როცა წყვილი თბილი მზერით შესცქეროდა მოთამაშე ტასოს, მარიამმა მუცლის ტკივილი იგრძნო, უკვე დროც იყო. შეშინებულმა შეხედა ანდრონიკეს და ნერვიულად გაუღიმა.
- დაიწყო..

__________
კიდევ ერთი ძველი სრულად.. ძალიან მომენატრეთ, ვეღარ ვძლებ სიახლეს რომ ვერ ვტვირთავ.. ვინც არ იცით, იმედი მაქვს მოგეწონებათ.. ველი შეფასებას და კრიტიკას..
მაკლიხართ..
ახალსაც ვწერ, ვნახოთ რა გამოვა..



№1  offline წევრი Ana Imnadze

კითხვა მხოლოდ იმის გამო დავიწყე,რო მთავარი პერსონაჟი (მარიამი) ჩემი მოგვარეა :D

 


№2  offline წევრი Kiki )))

ძალიან ძალიან კარგი იყოო.. არა არაა კარგი კიარა უკარგესი უმაგრესი უსაყვარლესი ჩასაკოცნი ჩასაპროშვნი ნუ რავიცი აი გასაგიჟებელი.. ♥♥♥ შენხარ ძალიან ძალიან ძალიანდა კიდევ ძალიანმაგარი გოგოოო.. თვითვეული ემოცია ისე კარგად იყო გადმოცემულიი ♥♥♥ უბრალოდ სიტყვებიარმყოფნის ისეთი კარგი იყო...მართლა ძალიან კარგი იყოოვდა ეს ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ისტორიაა დღეიდან ... უკვე მიყვარხარ ჩემო მარწყვოოო სოკოლადში ამოვლებულოო და ველოსები შენს ახალ და ცხელცხელ ისტორიას ♥♥

 


№3 სტუმარი ტატალია

ძალიან კარგად გიწერია.
არაბანალურია რაც მთავარია და ამის გამო გაფასებ ♡♡♡♡
ნუ ცოტა იყო რაღაცეები მაგალითად ანდრონიკეს ხასიათი.
თუმცა საბოლოო ჯამში, იმ ჯანრში რაც შენ გიწერია, საუკეთესოა ♡♡

 


№4 სტუმარი Sema

Madlobaaaaaa tkven asetiiiii kargiiiii romanistvissssss bevriiiii vitireeeeee magariiii iyooooı madlobaaaa

 


№5  offline მოდერი მარრიამი

Ana Imnadze
კითხვა მხოლოდ იმის გამო დავიწყე,რო მთავარი პერსონაჟი (მარიამი) ჩემი მოგვარეა :D

იმედი მაქვს ღირდა აკითხვად <3
Kiki )))
ძალიან ძალიან კარგი იყოო.. არა არაა კარგი კიარა უკარგესი უმაგრესი უსაყვარლესი ჩასაკოცნი ჩასაპროშვნი ნუ რავიცი აი გასაგიჟებელი.. ♥♥♥ შენხარ ძალიან ძალიან ძალიანდა კიდევ ძალიანმაგარი გოგოოო.. თვითვეული ემოცია ისე კარგად იყო გადმოცემულიი ♥♥♥ უბრალოდ სიტყვებიარმყოფნის ისეთი კარგი იყო...მართლა ძალიან კარგი იყოოვდა ეს ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ისტორიაა დღეიდან ... უკვე მიყვარხარ ჩემო მარწყვოოო სოკოლადში ამოვლებულოო და ველოსები შენს ახალ და ცხელცხელ ისტორიას ♥♥

ვაიმე უღრმესი მადლობა <3 ძალიან გამახარე <3
ტატალია
ძალიან კარგად გიწერია.
არაბანალურია რაც მთავარია და ამის გამო გაფასებ ♡♡♡♡
ნუ ცოტა იყო რაღაცეები მაგალითად ანდრონიკეს ხასიათი.
თუმცა საბოლოო ჯამში, იმ ჯანრში რაც შენ გიწერია, საუკეთესოა ♡♡

მადლობა ჩემო კარგო <3
Sema
Madlobaaaaaa tkven asetiiiii kargiiiii romanistvissssss bevriiiii vitireeeeee magariiii iyooooı madlobaaaa

მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ <3

 


№6  offline წევრი mimimimo

გავსკდი ტირილით.
ავივსე სიხარულით!

 


№7  offline წევრი ლუკკიანეცცი

ძალიან მაგარი იყო. შენს ნიჭიერებაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. ეს სვანი მართლა ხისთავიანი ოღონდ საყვარელი❤ მინდა გითხრა რომ ძალიან მიყვარძარ მართლა ნიჭიერი ხარ და შესანიშნავი ისტორიები გაქვს❤❤❤❤

 


№8  offline მოდერი მარრიამი

mimimimo
გავსკდი ტირილით.
ავივსე სიხარულით!

მადლობა ჩემო კარგო <3
ლუკკიანეცცი
ძალიან მაგარი იყო. შენს ნიჭიერებაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. ეს სვანი მართლა ხისთავიანი ოღონდ საყვარელი❤ მინდა გითხრა რომ ძალიან მიყვარძარ მართლა ნიჭიერი ხარ და შესანიშნავი ისტორიები გაქვს❤❤❤❤

უღრმესი მადლობა <3 მეც ძალიან მიყვარხართ <3

 


№9  offline წევრი Ninuca)

Zaliankargi iko<3

 


№10  offline წევრი LizaStyles

Dzalian magaria meore nacilis daceras arapireb??❤️

 


№11  offline მოდერი მარრიამი

Ninuca)
Zaliankargi iko<3

მადლობა <3
LizaSts
Dzalian magaria meore nacilis daceras arapireb??❤️

მადლობა <3 არა, მეორე ნაწილი არ შედის ჩემს გეგმებში

 


№12 სტუმარი amerika

აუ რაღაც განსაკუთრებული იყო მართლა ძააან მომეწონა ასე განაგრძე მაგარი იყო სითბოთი სავსე და ემოციებითაც ყოჩაღ

 


№13  offline მოდერი მარრიამი

amerika
აუ რაღაც განსაკუთრებული იყო მართლა ძააან მომეწონა ასე განაგრძე მაგარი იყო სითბოთი სავსე და ემოციებითაც ყოჩაღ

მადლობა <3

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Aii zdalian tbili tbilii istoriaa :* gamatboo :**

 


№15  offline მოდერი მარრიამი

ნარჩიტა
Aii zdalian tbili tbilii istoriaa :* gamatboo :**

მადლობა <3

 


№16  offline აქტიური მკითხველი aanamaria

შენ ხარ ყველზე მაგარი გოგო მსოფლიოში heart_eyes

 


№17  offline მოდერი მარრიამი

aanamaria
შენ ხარ ყველზე მაგარი გოგო მსოფლიოში heart_eyes

თქვენ ხართ პირადი საოცრებები <3

 


№18  offline წევრი Laliashvili009

Dzaliaan momewona ❤❤❤

 


№19  offline მოდერი მარრიამი

Laliashvili009
Dzaliaan momewona ❤❤❤

მადლობა <3

 


№20 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან მადლიერი ვარ დიდი

 


№21 სტუმარი Alexander G-I

უპს. კი დავწერე კომენტარი მაგრამ გმონი არასწორად ამიტომაც სიამოვნებით თავიდან მოგახსენებთ ჩემ ემოციას. ექშენების და თრილერების მერე ამ ისტორიამ სასიამოვნოთ გამატარებინა საათ ნახევარი. ზოგადად მიყვარს კითხვა როცა ვკითხულობ ყველაფერს ვივიწყებ ირგვლივ და მთლიანად ვეფლობი ისტორიაში. განვიცდი, ვხდები თანამონაწილე გმირების. სულ მეგონა ამ ისტორიის წაკითხვის დროს, რომ ბიჭი დაიღუპება, ან რაღაც მოხვდება. ვნერვიულობდი. მერე ვიფიქრე ალბათ მწერალი მაინც რამე სურპრიზს ამზადებს და დაძაბული ვკითხულობდი ამავე დროს სიამოვნებით. მაგრამ ბოლომდე რო ჩავიკითხე, დავმშვიდდი და კაია როცა ისტორია კარგად მთავრდება. ერთხელ მასეთივე სასიამოვნო წიგნი წავიკითხე და ბოლოს წყვილი კვდებოდა. ისე გავბრაზდი რო ავიღე და ფინალი შევცვალე. მადლობა, რომ ეს საათნახევარი კვლავ წიგნეთში ვისეირნე და ნასიამოვნები დავბრუნდი. მეც ვწერ წიგნებს ერთდროულად ორ წიგნზე ვმუშაობ და იმედია როგორც თქვენი ისტორია სასიამოვნო და მაგარი გამოვა.!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent