მათხოვარი (21 თავი)
ოცდამეერთე თავი მეგობრებთან ერთად ვიდექით სანაპიროზე, ხმას ვერ იღებდნენ, ჩუმად გვიმზერდნენ, ორივეს, იქნებ გვამტყუნებდნენ? იქნებ მხდალსაც მიწოდებდნენ, მაგრამ ხმამაღლა არც ერთი ამბობდა. - რას ფიქრობთ? როგორ მოვიქცეთ? - როგორც იქნა დუმილი დაარღვია გიორგიმ. - იმედია ნომერში შესვლის უფლებას მომცემენ, ბარგს ჩავალაგებ და... - ირონიულად მეღიმება მე. - ხომ იცი, ჩემი და ხარ, ჩემთან თუ წამოხვალ!... - გმადლობ, გიო!...- ჩემს ნაცვლად პასუხს სანდრო უბრუნებს -გაქცევა გამოსავალი არაა, საკუთარი პრობლემები ერთად უნდა მოვაგვაროთ! - კი, მაგრამ, შენთან ხომ არ წამოვა?! შენები ორმაგად არ გაღიზიანდებიან?! - ანიტა შეძლებისდაგვარად კორექტულად სვამს კითხვას - იქნებ ჩვენთან?!... - როგორმე საყვარელი ადამიანის დაცვას მოვახერხებ! - ისეთი ტონით ამბობს სანდრო, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი უქრება ანიტას. - ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ დიდი ხნით შენთან დარჩენას არ ვაპირებ, სულ რამოდენიმე დღით, ვიდრე საცხოვრებელს ვიშოვი!... - საკუთარი თავის მეც კი მიკვირს იმდენად მტკიცედ ჟღერს ჩემი ხმა. - რას ჰქვია რამდენიმე დღით? მართალია ასე არ ვგეგმავდით, მაგრამ დღეიდან ჩემი ცოლი ხარ, მე რე რა, რომ ქორწინების გარეშე?!. მალე ისედაც ყველაფერს მის სახელს დავარქმევთ! - განაწყენებული მიყურებს სანდრო. - სახელს?! - ტკივილით მეღიმება მე - სახელი უკვე დამარქვეს, „გასართობი გოგო“! - ნერვებზე ნუ მოქმედებ!.. ნუ მახვეწნინებ, უბრალოდ დამიჯერე! ადრე თუ გვიან მოუწევთ შეგუება, მოუწევთ, თუ ჩემთან ყოფნა უნდათ, თუ არა და.. - ისეთ სიტყვებს ნუ იტყვი, შემდეგ სანანებელი გაგიხდეს! ჩემები დღემდე მენატრებიან, გესმის?! ის ქალი ჩემი დედაც კი არაა, მაგრამ ყოველი უმისოდ გატარებული დღე მკლავს, შენ არც კი იცი რა არის მშობლის მონატრება!... - ცრემლებს ვერ ვიკავებ, იმის წარმოდგენაზეც კი რომ შეიძლება შემიძულოს, რომ ერთ დღეს მშობლებთან დაპირისპირებაში დამადანაშაულებს. - დამშვიდდი გთხოვ, მანანასთვის იდეალური ქალი არ არსებობს, მისი მოსაწონი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. არ ვაპირებ მათი ხუშტურების გამო შენს დაკარგვას, არ ვაპირებ! - იმდენად ძლიერად მიჭერს ხელებს, რომ ძვლებიც კი მტკივა. - შემდეგ რა იქნება? ცხოვრება ჯოჯოხეთად რომ გვიქციონ, მაშინაც გეყვარები?! - ეტყობა შენგან ბევრს ველოდი, ასე უცებ შეშინდი?! - რატომღაც იმედგაცრულებული მიმზერს და გული მტკივა. ნუთი ასე არაადეკვატურად ჟღერს ჩემი სიტყვები? - ხვდები, რომ შენით ამბობ უარს?- სანდროზე არანაკლებ გაღიზიანებული მეკითხება გიორგი. - უარს?! - ამის გააზრებაზეც კი შიში მიპყრობს - უარს? ოცნებაზე უარს არ ამბობენ! - ვატყობ, რომ ცოტაც და პანიკაში ჩავვარდები - სანდრო, დედას გეფიცები სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, უშენოდ ვერ გავძლებ, რომც მთხოვო წასვლა, ვერ შევძლებ. მაგრამ მეშინია, იმის მეშინია, რომ შემიძულებ, რომ ერთ დღეს მშობლებთან დაპირისპირების გამო მისაყვედურებ!... - ცრემლების ყლაპვით ვეხუტები მას. - მოკლედ, პრობლება მოხსნილია, გვანცას ბარგს ვალაგებთ და ჰერი-ჰერი სანდროსთან! - როგორც ყოველთვის ხალისიანია ირაკლი - ისე, რავარი ჩაგვიტარა მანანამ? ვერ დააქორწინა შვილი ერთ დღეში? - სულ ღლაბუცის ხასიათზე როგორ ხარ?! - თავში წამოარტყა შოთიმ ტყუპის ცალს. - ეეე, ცოტა ნელა, შე ჩემა, მეტკინა! - ხელით თავს იზელს ირაკლი. - თავის ტკივილი შემდეგ ნახე, დედაჩემმა თუ გაგიგო, მაყრულის სიმღერით რომ მოგვყვებოდი მეფე- პატარძალს! - თვალი ჩაუკრა სანდრომ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ გეტყვით, იმ ღამით სანდროსთან გადავბარგდი. მიუხედევად დღევანდელი ინციდენტისა, სანდროსთან ჩემს გადაბარგებას რესტორანში შეწყვეტილი ქეიფის გაგრძელება მოჰყვა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მანანასა და მომხდარ ინციდენტზე მხოლოდ მე ვდარდობდი. გაოცებული ვუმზერდი ბიჭებს, ვერ ვხვდებოდი ამ სიტუაციაში, როგორ ახერხებენ ასეთ განწყობაზე ყოფნას, იქნებ მე აღვიქვამ ყველაფერს მძაფრად და დრამატიზირებულად? - დარწმუნებული ხარ, რომ გაუძლებ? - სამზარეულოში შესულს ეჭვით მეკითხება ანიტა. - არ ვიცი, მაგრამ... იცი ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, უბრალოდ სანდრო იმდენად ჩემია, რომ... სხვაგვარად არ შემიძლია, მასთან ყოფნის სანაცვლოდ გადასახდელი ხარკი, თუ მისი მშობლების ატანაა, გავუძლებ, მოვითმენ. იქნებ დროთა განმავლობაში.... - მეოცნებე ხარ, ასეთი ადამიანები არ იცვლებიან, ცხოვრებას გაგიმწარებენ! - არ გინდა, გთხოვ, ისედაც მეშინია, შენ მაინც ნუ დამიმატებ. მიყვარს, იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ჩემი სამყაროა. იქნებ არც არაფერი გამოგვივიდეს, მაგრამ... - ამის წარმოდგენაზეც კი ხმა მებზარება მე. - ჩვენი წასვლის დროა! - სამზარეულოში გიორგი და კაკი შემოდიან. - სანდრო კარგი ბიჭია, ვიცი პირობას შეასრულებს, არაფერს გაგიჭირვებს, მაგრამ, იცოდე, ჩვენც შენთან ვართ. გავჩუმდებით, მოვითმენთ, ხმას არ ამოვიღებთ, თუ გვეცოდინება რომ ბედნიერი ხარ. შენს გამო იმ ჯოჯო ქალსაც კი ვაპატიებ დღევანდელ სიტყვებს, მაგრამ თუ კიდევ გაწყენინებს, გეფიცები...- გულში მიკრავს ნასვამი გიორგი. - არ გინდა! - ტუჩებზე ხელს ვაფარებ - ბედნიერი ვიქნები... მაგ ადამიანებს უბრალოდ დავივიწყებ, სანდროს გამო დავივიწყებ! - ტყუპებთან ჩახუტებულ მომღელ სანდროს ვუმზერ მე. - ხომ იცი, შენთან ვართ?! - კაკი თვალებში მიმზერს. - იმედია დახმარება არ დამჭირდება! - ოდნავ შესამჩნევად მეღიმება მე. მეგობრებს ვაცილებ, კიდევ ერთხელ ვეხვევით ერთმანეთს და მეც მოქეიფე სანდროს და ტყუპებს ვუერთდები. თუმცა არსებობდა ერთი, მაგრამ... რამდენად ძლიერადაც არ უნდა გვდომოდა თავის მოჩვენება, რომ ახალკაცების აზრი ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა, ოჯახში დაძაბულობა მაინც იგრძნობა. დილა-საღამოს წამალივით მქონდა გამოწერილი მანანას კივილ-წივილის მოსმენა, რასაც მისი და სანდროს შეხლა-შემოხლა მოჰყვებოდა. იცით, შეიძლება ჩამთვალოთ, რომ მთლად ნორმალური არ ვარ, მაგრამ რაღაც მომენტში მანანა მეცოდებოდა, ვერც კი ამჩვევდა, მისი გამოხტომებით ყოველდღიურად როგორ შორდებოდა შვილს. მე? ერთად-ერთი რაც მოვახერხე ის იყო, რომ მათი იგნორი ვისწავლე. თავიდან არსებული ილუზია, რომ ადრე-თუ გვიან მათი გულის მოგებას შევძლებდი, რათქმა უნდა გაქრა. ამ ადამიანებისგან იმდენი უსამართლო რეპლიკა მესმოდა, რომ ზოგჯერ ვფიქრობდი ჩემზე კი არა, ვიღაც სრულიად უცხო ადამიანზე საუბრობდნენ. პირდაპირი გაგებით ვძულდი, ეს არ იყო გაფორმებული და შელამაზებული ფრაზა, სხვა ახსნას ვერ მოვუძებნიდი. იქნებ ვაჟასთან კიდევ მომეხერხებინა რაღაც დონემდე დისტანციის დაცვა, თუნდაც ფორმალური ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ მანანასთან ეს ნამდვილად გამორიცხული იყო. ამ ქალთან ნებისმიერი შეხვედრა კივილ-წივილით სრულდებოდა. შემდეგ ისევ მე ვიყავი დამნაშავე და მათი ოჯახის სიმშვიდის დამრღვევი. - ოღონდ შენ არ აჰყვე და მათ შემოტევებს მე მოვიგერიებ! - მპირდებოდა და დანაპირებს ასრულებდა კიდევაც სანდრო. ნელ-ნელა ვისწავლე მათი არ შემჩნევა, იგნორი. ვისმენდი როგორ მავსებდნენ რეპლიკებით, ვიყავი წურბელა, მუქთახორა, თქვენ წარმოიდგინეთ მკითხავებთანაც კი დავდიოდი და ჯადოებსაც ვაკეთებდი. უცნაური ის იყო, რომ მანანას მსგავს ვითომ ცივილიზებულსა და გაპრანჭულ არსებას ასეთი სისულელეების სწამდა. თავი ისე მეჭირა თითქოს მათი სიტყვები მე არ მეხებოდა და სრულიად უცხო ადამიანზე საუბრობდნენ. ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა ოჯახში ასეთი ურთიერთობები, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი უბრალოდ ვერ ვნახე. რადგან მე აღარ ვგიჟდებოდი და კამათშიც აღარ ვყვებოდი, სანდროც დამშვიდდა, რაც არ უნდა ეთქვათ ყველაფერზე თავს უქნევდა, თუმცა რეალურად საწინააღმდეგოს აკეთებდა. თითქოს მაგალითი ჩემგან აიღო, ამ სტრატეგიამ შედარებით გაამართლა. ნელ-ნელა მანანამაც უკლო ყოველ დღიურ ვიზიტებს, კვირაში ერთხელ შემოივლიდა, აგრესიისგან დაიცლებოდა და წავიდოდა, ამ დროსაც სახლიდან გასვლას და მასთან შეხვედრისგან თავის არიდებას ვცდილობდი. რაც შეეხება სამსახურს, როგორც დიპლომიან მზარეულს, ჩემმა ლექტორმა რეკომენდაცია გამიწია და ერთ-ერთ რესტორანში შეფ-მზარეულის დამხმარედ დავიწყე მუშაობა. ახალ სამსახურში ბევრად უკეთეს ანაზღაურებასაც ვიღებდი და უფრო მეტი თავისუფალი დროც მრჩებოდა. ნინა მიხაილოვნამაც ანსამბლში გადამიყვანა და თქვენ წარმოიდგინეთ ანაზღაურებაც დამინიშნა. ორივე სამსახურიდან იმხელა შემოსავალი მქონდა, რომ ჩემი ხარჯებისთვის ნამდვილად მყოფნიდა. სანდრო? სანდროს მთავარ იდეა ფიქსად საქმის სწრაფად გახსნა ექცა. ნელ-ნელა დრო გადიოდა, ჩვენი თანაცხოვრების ოთხი თვე თვალსა და ხელს შუა გაგვექცა, უნდა აღვიშნო, რომ ახალკაცების უარყოფითი დამოკიდებულება თითქოს სტიმულად გვექცა, იმის შიშმა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ერთმანეთი დაგვეკარგა, ერთმანეთის მიმართ უფრო ფაქიზები გაგვხადა, უფრო ყურადღებიანები, უფრო რომანტიულები, არც კი ვიცოდი ეს თვისება სანდროს თუ ჰქონდა, თითქოს ასე ცდილობდა მისი მშობლების ცივი დამოკიდებულების კომპენსირებას. ლტოლვა, გრძნობა რომელსაც ერთმანეთის მიმართ განვიცდიდით დღითიდღე მატულობდა, სულ ერთმანეთის ძებნაში ვიყავით. აქამდე თუ იმას ვფიქრობდი ჩემი ყურადღებით ზედმეტად არ შემეწუხებინა, ახლა პირიქით სანდრო მსაყვედურობდა ნახევარ საათში ერთხელ თუ არ დავრეკავდი. მეგობრები ხუმრობით გვსაყვედურობდნენ: - დაოჯახებული ვინ არ ყოფილა, მაგრამ ასე უერთმანეთოდ წუთი ვერ ძლებდნენ, ასეთი არაფერი გაგვიგიაო! თავიდან მეხამუშებოდა როცა ოჯახად მოგვიხენიებდნენ, მაგრამ თანდათან შევეჩვიეთ, დიახ, შეიძლება იდეალური არა, მაგრამ მაინც პატარა ოჯახი ვიყავით. ამ სიტუაციაშიც თუ შეიძლებოდა სარგებლის ნახვა რას წარმოვიდგენდი, მაგრამ აშკარად ასე დაგვემართა, „ზოგი ჭირი მარგებელიაო!“- სწორედ ჩვენზე იყო ნათქვამი. მანანა საკმაოდ იშვიათად მოდიოდა, ვაჟა ჩემს არსებობას საერთოდ არ იმჩნევდა, ეს დიდად არც მაღელვებდა, პირიქით რაც უფრო შორს იქნებოდნენ ჩემგან მეც ეს მინდოდა. იმ დღესაც ჩვეულებისამებრ ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი. თავს რატომღაც უჩვეულოდ სუსტად ვგრძნობდი, ვიცოდი სანდროს სამსახურში საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა, რამდენიმე დღე ჩემთვის ვერ მოიცლიდა, ამიტომ მასთან დარეკვა არც მიფიქრია, თან მისი შეშინებაც არ მინდოდა. სამსახურში წასვლამდე სახლში შევლა და დასვენება გადავწყვიტე. თითქოს ჯინაზე ლიფრი არ მუშაობს, სვენებ-სვენებით კიბეებს ფეხით მივუყვები, მეშვიდე სართულზე ასვლა სულაც არ ყოფილა სახუმარო. რამოდენიმეჯერ თაბვრუც დამეხვა, სახლამდე ძლივს ავაღწიე და როგორც იქნა შევედი. მოულოდნელობისგან ადგლზე გავშეშდი, როცა სანდროს ხმა გავიგონე: - ამ სისულელის გამო მომიყვანე? მეგონა მართლა საქმე გქონდა, მართლა ცუდად იყავი, ფიქრობ მაინც რას აკეთებ? საერთოდ არ გეცოდები? - მომისმინე, შვილო, დაგაბრმავა, მაგ გოგოს გარდა ვერავის ხედავ, ან როგორ ნახავ, როცა ყველგან ეგ ქუჩის ქალი გახლავს... - დედა, დაფიქრდი რას ლაპარაკობ, გვანცა ჩემი ცოლია, გესმის ცოლი? როგორც დედა ხარ ერთი, ისე ისაა შეუცვლელი! - ცოლი? რამდენ ქალთანაც გაივლი ყველა ცოლი ხომ ვერ იქნება? ახალგაზრდა ხარ, შეცდომა ვის არ მოსვლია, არც კი იცი რა გოგოა, ისეთი ოჯახის შვილი, განათლებული, ლამაზი... - არ მაინტერესებს მეთქი ადამიანო, რამდენჯერ გითხრა?! - სანდრო დამიჯერე, ბავშვობიდან უყვარხარ, ხომ იცი როგორ გვინდოდა თქვენი ერთად ყოფნა, როგორც იქნა დაბრუნდა... - ყურებს არ ვუჯერებ, მანანა მაჭანკლობს - ამდენი წლებია არ გინახავს, ხვალ აპირებენ მოსვლას, გთხოვ, უარს ნუ მეტყვი... -კარგი, უზრდელობაში რომ არ ჩამომართვათ, მოვალთ მე და გვანცა... - გაგიჟდი? მაგ ქალის ფეხი არ იქნება ჩემს ოჯახში! - გაკაპასებული გაჰკივის მანანა. - კეთილი, იყოს შენებურად, მაშინ არ მოვალთ! - სანდრო, მომისმინე, აშკარად ვერ გაგებინებ... - ვხვდები ქალი პოზიციის დათმობას არ აპირებს და სამზარეულოში მოკამათეებთან შევდივარ. - გამარჯობათ! - მანანას აპილპილებულ სახეს არ ვიმჩნევ, ცივ წყალს ვისხამ ჭიქაში და სანდროს ვუდგები გვერდით. - ასეთი ფერმკრთალი რატომ ხარ?! - შეშფოთებული მეკითხება სანდრო. - გადავიღალე! - ღიმილს ვერ ვიკავებ მისი შეწუხებული სახის შემხედვარე. - არ მეგონა სახლში თუ დამხვდებოდი, ხომ მშვიდობაა? - თავს ისე ვიჭერ თითქოს მათი კამათი არ მომესმინოს. - ცოტა ხნით შემოვირბინე, დასვენება არ გაწყენდა, იქნებ სამსახურში არც წახვიდე?! - აშკარად ვამჩნევ სანდროს სიტყვები, არ სიამოვნებს მანანას, სანდრო თვალებს უბრიალებს დედამისს. - მე წავალ, იფიქრე რაც გითხარი! - ღრენით ეუბნება შვილს. - რატომ ქალბატონო მანანა?! დარჩით, ყავას მოგიდუღებთ!... - მიამიტი ღიმილით ვთავაზობ. - შენი ხელიდან მოწოდებული წამალიც კი არ მინდა! - როგორც გნებავთ! - ორონიულად ვიჩეჩავ მხრებს. მანანამ ერთი კი შემომიბღვირა, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, რეპლიკისგან თავი შეიკავა, სიტყვის უთქმელად ადგა და კარების ჯახუნით წავიდა. გვერდულად გავხედე ჩუმად მყოფ სანდროს. - არაფერს მეტყვი?- ზედმეტად აპილპილებული ვეკითხები სანდროს, რომელიც უარყოფის ნიშნად თავს იქნევს. - შემთხვევით, დაქორწინების მოლოცვა ხომ არ მომიწევს? - ირონიულად ვეკითხები მე. - გაიგონე?! - მისი კმაყოფილი ღიმილის დანახვაზე ნერვები მეშლება. - დავიჯერო ასეთი სასაცილოა?! - არ მინდა, მაგრამ სიბრაზისგან ვცახცახებ მე. - ეჭვიანობ? აღიარე ხომ ეჭვიანობ?! - მე? ვისზე უნდა ვეჭვიანობდე, უცნობ ადამიანზე? - თვალებს ვარიდებ მე. - რომ იცოდე როგორ მომენატრე, სულ რაღაც ორი საათი მაქვს თავისუფალი, შენ კი მანანას გამო მეჩხუბები! - თავს ისაწ....ბს ის, ხელებს მიშლის და ჩასახუტებლად მიხმობს. - ორი საათი? - ეშმაკურად მეცინება - მეტი რა მინდა? - გულაჩუყებული ვეხვევი მონატრებულს. მთელი სხეულით ვეკვრი, ვცდილობ მისი სურნელი დავიმახსოვრო, ბედნიერების სურნელი. მისი ცხელი ტუჩები ისევ მეხებიან მხრებზე, ხერხემლის თითოეულ მალაზე, თითებს ფრთხილად დააცურებს იარებზე და ჩემი ტკივილიც თანდათან უფერულდება. ალერსით დაღლილნი ერთმანეთის ცქერით ვტკბებით, არის მის მზერაში რაღაც ამოუცნობი, გაურკვეველი, ისეთი რაც მაბნევს, ისევ მაწითლებს. - ერთხელაც, რომ არ გაწითლდე ალბათ მოვკვდები! - სიცილით მიკოცნის აჭარხლებულ სახეს. მეშინია, გააზრებაც კი არ მინდა, რომ ერთ დღესაც ეს ყველაფერი დასრულდება, გაქრება... ცახცახი მიტანს და მკერდს ცრემლებით ვულბობ. - რამე გაწყენინე, გატკინე? - მისი შეშფოთებული სახის დანახვაზე სულელივით მეცინება - ვეღარ გავიგე, რა გჭირს?! მაგრამ პასუხს მაინც ვერ ვცემ, უბრალოდ ვიღიმი, სახე ნელ-ნელა უნათდება: - გიჟი ხარ, დედას გეფიცები, გიჟი!... - ძლიერად მიკრავს მკერდში. მე კი მის სიტყვებზე ვფიქრობ, საკუთარი განწყობის ასეთი ცვალებადობა მაბნევს, თავში უცებ აზრი მომდის, საპირფარეშოში ფეხშიშველი გავრბივარ, უჯრაში ორსულობის ტესტი მეგულება, გაფართოებული თვალებით ვუმზერ ბაც წითელ ხაზებს. სანდრო დაძაბული მომჩერებია და... მინდა ვიკივლო, ხმამაღლა ვიყვირო: - მართალია, გესმით მართალია, მე დედა გავხვდები! თვალები ბედნიერებისგან მიციმციმებს, სიტყვის თქმა აღარც მჭირდება, ისედაც ხვდება და ისევ მოდის სრული ბედნიერების, სრული სისავსის შეგრძნება, ჩვენ ემოციებისგან გაგიჟებულები ერთმანეთს ვეხვევით, ვისღა ახსოვს მანანა და მისი შხამი. დიახ, ბედნიერი ვარ, უბედნიერესი. ამ ცხოვრებაში ბევრი რამ გინდათ? მე არაფერი, ან ყველაფერი, გააჩნია რას დავარქმევთ სახელად და როგორ აღვიქვამთ მოვლენებს. ბედნიერებას ფერი არ აქვს, არც - სუნი, არც - გემო, კონკრეტულად ვერ იტყვი სად და რა დროს ხარ ბედნიერი, დაუკითხავად მოდის და დაუკითხავადვე მიდის. ვიღაცას ფული აბედნიერებს, ვიღაცას კარგი მანქანა, იქნებ სამკაულიც. მე?! ჩემთვის ბედნიერებას მხოლოდ ორი ადამიანის სახელი ჰქვია - სანდრო და ჯერ კიდევ არ დაბადებული შვილი. მათში მოქცეულა მთელი ჩემი ცხოვრება და ჩემს არსებაში გაუდგამს ფესვები. ალბათ, პირველად ვარ ასეთი სავსე, ასეთი შეუვალი, ასეთი თამამი და ასეთი ქალური. ერთმანეთს ჩახვეულები ვწევართ, ჯერ კიდევ გვიჭირს რამოდენიმე საათის წინ განცდილი სიხარულის ბოლომდე აღქმა. კედელზე დაკიდებულ საათზე მაღვიძარა რეკავს და ადგომის დროს გვამცნობს. უკმაყოფილოდ შეჭმუხნილი სახით უმზერს მობილურის ეკრანს. - შენი საათი წინაა! - უცხვად მატყუებს - ჯერ კიდევ გვაქვს დრო! - უნდა ავდგეთ. სამსახურში გაგვიანდებათ, ბატონო სანდრო! - რომ გავაცდინო, მოვიმიზეზო, ვითომ ცუდად ვარ?! - ზედმეტად მაცდურად ჟღერს მისი წინადადება, მაგრამ არ ვნებდები. - რა მენაღვლება? მე საღამოს სმენა ვარ! ისე საინტერესოა, ცუდად გახდომას როგორ ახსნი?!... - ეშმაკურად ვეკითხები მას. - ასეთი ბოროტი რომ ხარ, შენს უფროსებს ვეტყვი, სამსახურიდან გაგანთავსუფლონ! - არა მგონია ხვეწნა დაგჭირდეს! - სიცილს ვეღარ ვიკავებ, როგორც იქნა ლოგინიდან ვდგები და იქვე მიგდებულ პლედს ვიხვევ ტანზე. - რა დავაშავე, მსოფლიოში ყველაზე უჟმური არსება მე რატომ შემიყვარდა?!... - ხელოვნურად ნაწყენი სახით მეკითხება. - სიყვარული ბრმაა, ჩემო სანდრო! - ტანის მაცდური რხევით აბაზანაში ვძვრები და სარკეში ასახულ საკუთარ ანარეკლს ვუმზერ. ბედნიერ, სახეგაბრწყინებული მწვანეთვალება ლამაზმანში ჩემთვის ნაცნობი გოგონას დანახვა მიჭირს. სახლიდან ერთად გამვდიოვართ, სამსახურში თავად წაიყვანა: - გვანც, უფროსები გააფრთხილე და ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, რესტორანში სამუშაოდ არ წახვიდე! - რატომ?! - დაბნეული ვუმზერ მას. - უბრალოდ, გთხოვ... შემდეგ მოგიყვები... ზედმეტი კითხვებით აღარ ვაწუხებ, მაგრამ აზრებით მაინც მის სიტყვებს ვუტრიალებ. - ფრთხილად ხომ იქნები?! - ხმა მიკანკალებს მღელვარებისგან. - ვიქნები! - მარჯვენა ხელით ისევ ჩემს თითებს იქცევს მუჭში. ისევ კოცნის, თუმცა ხელს არ მიშვებს, ვგრძნობ, რომ ისიც დაძაბულია, მაგრამ არ მიმხელს. თვალები ცრემლებით მევსება, ზედმეტი კითხვებით ვეღარ ვაწუხებ, გულდაწყვეტილი ვუმზერ როგორ მიდის და ვრჩები მარტო საკუთარ განცდებთან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.