სიყვარულის შიშის სინდრომი (15)
ვიბლიანს ჩემს კალთაში ჩაეძინა , მე კი ძილი საერთოდ არ მეკარებოდა ,ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი და ეს მოსვენებას მაკარგვინებდა , მეშინოდა იმის რომ ჩემს მშობლებს შევხვდებოდი , მათთან საუბარი მომიწევდა და შემდეგ ისტერიკას მოვაწყობდი... ადგილი იმდენჯერ შევიცვალე რომ უკვე თვლა მეორეოდა , თვალებს ვხუჭავდი ხუთი წუთი ესე ვიყავი შემდეგ კი როდესაც მივხვდებოდი რომ ვერ ვიძეინებდი მეორე მხარეს მივტრიალდებოდი და ბალიშს ვეხუტებოდი ხან ვიბლიანს გავხედავდი , მის ბავშვურ სახეზე მეღიმებოა , მართლაც პატარა ბავშვს გავდა , ისე ტკბილად ეძინა მისი მშურდა , თან ისე იყო ჩემს ხელს ჩაბღაუჭებული რომ მისგან თავის დაძვრენა შეუძლებელი იყო , ხან ლუჩებთან ახლოს მიიტანდა ხან კი გულთან მიიხუტებდა , ეს ყველაფერი ცუდად მხდიდა , რატომღაც არ შემეძლო ესე ყოფნა , მეშინოდა მისი და იმის რომ ერთ დღეს მიმატოვებდა , ერთ დღეს სხვა მოეწონებოდა და მასთან გაიქცეოდა , ის ხომ დათი ვიბლიანია და რა უნდა გაგვიკვირდეს? მე კი ჩემი გულის გატეხვის საშუალებას ვეღარავის ვერ მივცემ... ხო მეშინია! მშიშარა ვარ , მშიშარა ვარ იმიტომ რომ სიცოცხლე მიყვარს , იმიტომ რომ თავისუფლება მინდა! ბედნიერებას ვეძებ და მისი წართმევის მეშინია...! -რატო არ გძინავს? - ჩუმად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა , ისე რომ თვალები არ გაუხელია , თავიდან მეგონა სიზმარში იყო და არაფერი ვუთხარი -კატო ახლა ჩაგეძინა? - ირნიულად ჩაილაპარაკა - ისეთი მოუსვენარი ხარ მე გამაღვიძე და ახლა დაძინების უფლებას არ მოგცემ - თვალები გაახილა და შემოხმედა , როდესაც ფხიზლად დავინახა გაეღიმა , თვალებზე დამხედა და თავი გააქნია - საერთოდ არ გძინებია? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და წამოჯდა -ვერ ვიძინებ - მოკლედ მოვუჭერი და მზერა ავარიდე , თავი ბალიშს ჩამოვადე და ნაღვლიანად გავიღიმე -რს გჭირს კატო? - ისეთი ხმით ჩაილაპარაკა ვინმეს ეგონებოდა რომ რამე ცუდი ჩავიდინე , თავი გააქნია და ჩემი სახე ხელებში მოიქცია -არაფერი - მისი კითხვები მაღიზიანებდა რადგან კარგად იცოდა რაც მჭირდა , კარგად იცოდა რომ მეშინოდა ის კი მაინც მთხოვდა მეღიარებინა -მისმინე საშიში არაფერი არაა - გამიღიმა - შენს გვერდით ვიქნები და ისეთ სიტუაციას არ შევქმნი რომ თავი ცუდად იგრძნო გპირდები , უბრალოდ ყველაფრის გაგებაში დაგეხმარები და ზუსტად ვიცი იმას მივიღებთ რაც გვინდა - შუბლზე მაკოცა და ხელები მომხვია -ვერ გავუძლებ ვიცი , იქ ვიტირებ - უეცრად , ჩემდა გასაკვირად ხელები მოვხვიე და მთელი ძალით ჩავეხუტე - რადგან ჩამამდე მოგიშვი გევედრები არ დამტოვო! - მეც არ ვიცოდი რას ვლაპარაკობდი , მაგრამ მეგონა რომ ეს ესე უნდა ყოფილიყო , მეგონა რომ სწორად ვიქცეოდი -ტირილის უფლებას მე არ მოგცემ იქ და თუ იტირებ ხელს ჩაგავლებ და წამოგიყვან სახლში! - მკაცრად ჩაილაპარაკა , თითქოს გამაფთხილა -მადლობა დათი - თბილად ვუთხარი და თვალები დავხუჭე , ძილი მომერია , ცოტახანში ალბათ საერთოდ არაფერი მემახსოვრებოდა და სიზმარში წავიდოდი , იქაც კი ისინი დამესიზმრებოდნენ და შემეშინდებოდა -უბრალოდ დამშვიდდი , დაიძინე - დაფეთქელთან მაკოცა და ხელები უფო მაგრად მომხვია , თითქოს სადმე ვაპირებდი გაქცევას... შემდეგ მხოლოდ ხუთი წუთი მახსოვს , შემდეგ ჩამეძინა... ********************************************************** რომ გავიღვიძე ვიბლიანი ჩემ გვერდით აღარ იყო , რატომღაც სიცარიელე ვიგრძენი , სახლი მოვათვალიერე და მომენტალურად მოვიწყვინე , მის ოთახს გავხედე და ორი წამით მზერა მასზე გავაჩერე , ველოდი რომ გამოვიდოდა მაგრამ ეს ლოდინი უაზროდ გამიგრძელდა... თვალები გამიბრწყიმდა როდესაც მაგიდაზე დადებული ჩემი საყვარელი პიცა და კოკაკოლა დავინახე , ღიმილი ყურებამდე გამეხა და თვალები გამიცრემლიანდა... რა საყვარელი მყავდა ეს იდიოტი!.. უი მყავდა ვთქვი? შემეშალა... ყავს საქართველოს ეს იდიოტი!... ეს ისე რა საჭიროა თქვენ იცოდეთ ჩემი გრძნობები... მინდოდა პიცა მეჭამა მაგრამ ყველაზე მეტად მძულდა ჩემი თავი როდესაც მოწესრიგებული არ ვიყავი , შეიძლება შიმშილისგან მოვმკვდარიყავი მაგრამ არაფრით არ შევჭამდი თუ არ მეცოდინებოდა რომ ყველანაირად მოწესრიგებული ვარ , ჩემი კბილები კი სითეთრისგან ბზინავს... როგორც ყოველთვის ძლივს ”ავფოფხდი” და გავმართე ჩემი ტანი , ზოზინით წავედი სააბაზანოსკენ , ”ჩუსწიკებს” ისე ვასრიალებდი იატაკზე რომ საშინელ ხმას გამოსცემდა და ეს თავს მატკიებდა მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო... ერთი ნაბიჯი სწრაფად რომ გადამედგა მეგომა ფეხი მომტყდებოდა იმდენად მტკიოდა ძვლები , თითქოს რაღაც სითზე ჩაასხეს ჩემში რომელიც ძვლებს მიყვებოდა , მიღიტინებდა და თან მტკენდა... წყალი საჩქაროდ გადავივლე , მოვწესრიდგი , ჯინსი და გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი , ფეხზე კედები და ისევ მისაღებში დავბრუნდი. ისევ ჩემი ადგილი დავიკავე და პიცას გემრიელად შევექეცი, თან ვიბლიანის ოთახისკენ ვიყურებოდი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა.. ცოტახანში კარები გაიღო და წელს ზემოთ შიშველი ვიბლიანი გამოვიდა , პიცა პირთან გამიშეშდა და მას მივაშტერდი , წამებში მოვეგე გონს და ჭამა გავაგრძელე , მას ჩემი რეაქციას არ გამოპარვია და პასუხად მხოლოდ გაიღიმა -როდის წავიდეთ? - როდესაც ჭამას მოვრჩი მაშინვე ვკითხე და ინტერესით მივაშტერდი -ჯერ ცხრა სააია სად გეჩქარება? - საათს გახედა ვიბლიანმა და მობეზრებული მზერით მე გამომხედა -თერთმეტისთვის გამოუშვებენ - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და გავუღიმე -თერთმეტისთვის იქ ვიქნებით - გამიღიმა ვიბლიანმა და ტელევიზორი ჩართო , ჩემკენ წამოვიდა და გვერდით მომიჯდა -ესე უნდა იჯდე? - დაბნეულმა გავხედე - ჩაცმას არ აპირებ? - მზერა ავარიდე -რა საჭიროა სახლში ვარ - ისე მითხრა ვიბლიანმა ვითომც არაფერიო -მარტო არ ხარ - უხეშად ვუთხარი და თავი გავაქნიე -და შენ რომ ხარ მერე რა? - მხრები აჩეჩა და დაბნეულმა გამომხედა -არაფერი დათი - ირონიულად ჩავილაპარაკე და მზერა ავარიდე -რა შტერი ხარ ხუჭუჭ - ჩაიცინა ვიბლიანმა და ტელევიზორის ყურება განაგრძო ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი , ძალიან მომინდა ყავა და რომ არ გამეკეთებინა ალბათ გავაფრენდი , აპარატი ჩავრთე და იქვე დახლთან ჩამოვდექი , ორი ფინჯანი გადმოვიღე , გადავწყვიტე ვიბლიანისთვისაც გამეკეთებინა რადგან შემდეგ აუცილებლად მომთხოვდა და მისი თავი არ მქონდა , ცოტახანში ყავაც გაკეთდა , ჩამოვასხი და ნელი მოძრაობით დივანს მივუახლოვდი , ყოველთვის ესე ვიყავი ვერ ვიტანდ როდესაც ყავა ჭიქას სვრიდა ჩემი არასწორი მოძრაობის გამო... -მადლობა - მითხრა ვიბლიანმა ღიმილით როდესაც ფინჯანი მაგიდაზე დავდგი - თუ ეს შენია? - მაგრამ ირონიით გააგრძელა რადგან მეორე ფინჯანი არ დაუნახავს -არა შენ გაგიკეთე - უხერხულად ჩავილაპარაკა და დივანს ისე მივეყრდნე ვინმეს ეგონებოდა რომ ვიბლიანს ვემალებოდი -მაშინ მადლობა - ფინჯანსხელი დაავლო და ისეთი სისწრაფით წაიღო პირისკენ რომ მთელ ტანზე გადაესხა მე პირდაღებული ვუყურებდი და სიცილი მინდოდა მაგრამ არ მეცინებოდა რადგან ჩემი დივანი დასვარა და ამის გაწმენდა მე მომიწევდა , თან ახლა საბანაოდ შევიდოდა და დრო უფრო გაიწელებოდა , რაც ძალიან არ მაწყობდა ვიბლიანი ჭიქას მიშტერებოდა და ხელს ისე უჭერდა მეგონა შემოატყდებოდა , თვალები სიბრაზისგან სადაცაა გადმოეყრებოდა ფინჯანს გადავწვდი და ნელა გამოვართვი , იქვე დაგდებულ ხელსახოცს დავწვდი და იმის მაგივრად რომ ვიბლიანისთვის მიმეწოდებინა დივანის გაწმენდა დავიწყე , დათიმ დაბნეულმა გამომხედა და გაეცინა , გულმკერდი უკვე გაიწითლდა და მიკვირდა როგორ არ ეწვოდა , ყავა ცხელი იყო და ნამდვილად დაიწვებოდა ფეხზე წამოდგა -გადავივლებ და წავიდეთ , მოემ... - ეცერად ამათვალიერა - თუ მზად ხარ შენ - თავი გააქნია და სააბაზანოსკენ წავიდა მე კი დივანი გავწმინდე , რომ გადამდე ლაქა დარჩებოდა და ბებიაც ძალიან მეჩხუბებოდა , ის სისუფთავის მოყვარული ქალი იყო , როგორიც ჩამაბარა ისეთი უნდა დამებრუნებინა უკან... დაახლოებით თხუთმეტ წუთში ვიბლიანი უკვე მზად იყო , ჩემ წინ მოწესიგებული იდგა და ტკივილისგან სახეს მანჭავდა -რამე მალამო წაივი რა , დამწვარი ხარ და ძალიან გეტკინება - წამლების ყუთის ძებნა დავიწყე და როდესაც ის ვიპოვე რასაც ვეძებდი ვიბლიანისკენ მივტრიალდი მაიკა ავუწიე და შემეშინდა როდესაც სიწითლე დავინახე , მალამო თხლად გადავუსვი და სული შევუბერე თითქოს ეს დამწვრობას შეაჩერებდა , ის კი ღიმილით მიყურებდა და საერთოდ არაფერს არ აკეთებდა -რა იყო? - ვკითხე როდესაც მის საინტერესო მზერას გადავწყდი , მაგრამ მგონი კითხვა საერთოდ არ გაუგია , თავი გავაქნიე და მალამოს წასმა განვაგრძე -იცი რა ლამაზი ხარ? ძალიან განსხვავებული ყველასგან და ეს საოცარს გხდის - დაბნეულმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა , გათიშულს გავდა -წავიდეთ? - მის კომპლიმენტს თავი ავარიდე რადგან მსგავს სიტუაციებში არ ვიცოდი რა მეთქვა , "მადლობა" კი ყველაზე სულელური პასუხი მეგონა -კი წავიდეთ მაგრამ ახლა მაისური რომ დამესვრება იცი? - მალამოზე მანიშნა და სახე დამანჭა -არაუშავს ვითომ ფაფა ჭამე და დაისვარე - სიცილით ვუთხარი , მალამო წამლების ყუთსი დავაბრუნე და კარები გამოვაღე - წამოდი მალე რა! - ხმას ავუწიე და გაბუტული ბავშვივით ჩამოვდექი ვიბლაინი ღიმილით წამოვიდა ჩემკენ , უეცრად ლოყაზე მაკოცა და მხიარულ ნოტაზე გავიდა სახლიდან , რაღაცას ღიღინებდა და ეს მე ძალიან მართობდა... *************************************** დაახლოებით ნახევარ საათში სკოლასთან ვიყავით , ვიბლიანი მოუსვენრობისგან ადგილს ვერ პოულობდა , წინ და უკან დადიოდა მე კი მისი ქმედებით დაღლილი ვცდილობდი ის შემეჩერებინა -ყავას დავლევდი - უეცრად შეჩერდა და გამომხედა - გიყიდო? - გამიღიმა და dunkinისკენ წავიდა -არა არ მინდა? - ღიმილით ვუპასუხე და მზერა სკოლის კარებზე გადავიდტანე , რადგან ზარი დაირეკა და ბავშვები უნდა გამოსულიყვნენ -დონატი? - მაინც არ მეშვებოდა ვიბლიანი -არა - უხეშად უთხარი და შემდეგ ჩემი მზერით მოვუბოდიშე ამ საქციელის გამო მას მხოლოდ გაეცინა და ყავის საყიდლად წავიდა , ამ დროს სკოლიდან ლიზიკო გამოვიდა , ის ისეთი ბედნიერი ჩანდა , ხტუნვა-ხტუმვით მოდიოდა და ხელში მის პატარა ჩანთან ათამაშებდა , როდესაც მე დამინახა თვალები გაუბრწყინდა და მთელი სისწრაფით გამოიქცა მეც მისკენ დავიხარე და მოვეხვიე , მისი პატარა ხელები მთელი ძალით მომხვია , მისი ხვეული თმა კი ჩემს სახეზე გადაეფინა , მხოლოდ ახლა მივხვდი რატომ უყვარდათ ჩემი თმა ასე ძალიან , ეს ბუმბულებში ჩახტომას გავდა... -აქ რა გინდა? - მკითხა მხიარულად გოგონამ და გაიღიმა - იცი მე დღეს ათიანი დამიწერა მასწავლებელმა - ღიმილი ყურებამდე გაეხა და მეც გამეღიმა -მართლა ლიზიკო? ძალიან მაგარი გოგო ხარ! - მისი წარმატება მთელი გულით გამიხარდა -შენ ის არ გითქვამს აქ რა გინდა - თითქოს ნაწყენმა ჩაიალაპარაკა რადგან კითხვა დავუიგნორე -შენთან მოვედი - მხიარულად ჩავილაპარაკე და ლოყაზე ვაკოცე -მართლა? - იყვირა და ხელები ჰაერში გაშალა - მაგრამ მე და სანდრო სახლში უნდა წავიდეთ , მამა გველოდება - თავი დახარა -სანდრო სადაა? - ვკითხე ინტერესით და სკოლას გავხედე -დირექტორთან შევიდა უნდა გაენთავისუფლოს - ნაღვლიანი ხმით ჩაილპარაკა ლიზიკომ -და შენ ეს არ გინდა ხო? - გავუღინე გოგონას და თავი ავაწევინე -ის ამის გამო ცუდადაა , მერე მთელი დღე წიგნებთან ზის და მეცადინეობს. მე არ მიყვარს როდესაც სანდრო მოწყენილია - თავი გააქნია და თვალები ცრემლით აევსო -გამარჯობა - გაისმა ვიბლიანის მხიარული ხმა და მინდოდა მომეკლა ნაგლი მზერით გავხედე და დავეჯღანე ლიზიკომ მას გახედა შემდეგ მე და თვალებზე დაბნეულობა დაეხტა -ეს ვინაა? - ამ ბავშვმაც კი ამითამაშა წარბები და გამიღიმა ნუთუ მართლა ესე ვგავართ წყვილს?!.. -მე მისი ბიჭი ვარ - ჩემ მაგივრად უპასუხა ვიბლიანმა და ლიზიკოს დონატი გაუწოდა - მას არ უნდა და შენ ჭამე , ხომ გიყვარს ორმაგი შოკოლადით? - გაუღიმა და მის წინ ”ჩაიცუცქა” -კი მადლობა - მხიარულად ჩაილაპარაკა ლიზიკომ და ვიბლიანს გაუღიმა , რაც იმას ნიშნავდა რომ მას ის მოეწონა - ანუ შეყვარებულები ხართ? - ჩაიცინა და მზერა ამარიდა -არა ლიზიკო, ჩვენ უბრალოდ... - მინდოდა სიმართლე მეთქვა მაგრამ ვიბლიანმა არ დამაცადა -ის არ აღიარებს რომ ვუყვარვარ - სახე ახლოს მიიტანა ბავშვთან და ჩემს გასაგონად ”უჩურჩულა” , თავი გავაქნიე და თვალები მოვჭუტე -არადა სახეზე ეტყობა - მხიარულად ჩაილაპარაკა ლიზიკომ და მე გამომხედა , როდესაც ჩემი გაფართოებული თვალები დაინახა გაიცინა და ვიბლიანი ჩემკენ მოახედა - ნახე - მას აეკრა და ჩაიხითხითა ვიბლიანი გამარჯვებულის გამომეტ....ბით მიყურებდა და მიღიმოდა მე კი მზერას ვარიდებდი და საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი , მინდოდა თავი დამეცვა მაგრამ არ გამომდიოდა... -გამარჯობა - გავიგე სანდროს ხმა , გამიღიმა და ვიბლიანს დაბნეულმა გახედა ვიბლიანს სახეზე გაკვირვება დაეტყო , ხან მე გამომხედავდა ხან კი მას და უაზროდ იღიმოდა -გამარჯობა სანდრო - გავუღიმე და ვიბლიანს ხელი ისე გავკარი რომ მას არ შეემჩბიე -როგორ ხარ კატო? - გამიღიმა და ლიზიკოს ხელი ჩაჰკიდა - ბოდიში რა გვეჩქარება - ნაღვლიანად ჩაილაპატაკა , ეტყობოდა რომ ნერვებზე იყო და საშუალება რომ ჰქონოდა ვინმეს მაგრად სცემდა -შენ არსად არ გეჩქარება - გავუღიმე და ლიზიკოს ხელი ჩავკიდე - წადი სკოლაში , ლიზიკოს მე მივიყვან სახლში - თავი დავუქნიე და სკოლისკენ ვანიშნე -არა კატო ეგრე არ შეგაწუხებ - თავი გააქნია და თავი დახარა -სანდრო ეს შეწუხებაა არაა - სახე ავაწევინე და გავუღინე - თან მე შემოგთავაზე და არა შენ , ასე რონ სკოლაში დაბრუნდი , ლიზის მე და დათი მივხედავთ , სახლი თვითონაც იცის და მივაგნებთ ერთად - სკოლისკენ მივაბრუნე -გამარჯობა - წინ წავიდა ვიბლიანი და სანდროს გვერდით მიუდგა - შეიძლება არ მიცნობ , მაგრამ დამიჯერე შენი და საიმედო ხელშია , სახლში ჩვენ მივიყვანთ შენ კი ისწავლე - ხელი მხარზე დაადო ვიბლიანმა და გაუღიმა სანდრო ორიოდე წამს ჩაფიქრდა , ხან ბავშვს გახედავდა , ხან კი ჩვენ და ნაღვლიანი გამომეტყველებით თავს ხრიდა ბოლოს ლიზიკოსთან დაიხარა და გაუღიმა -დაუჯერე კაი? - ლოყაზე მაგრდ აკოცა და ფეხზე წამოდგა - გთხოვთ მამაჩემს უთხარით რომ სკოლაში ვარ - დაბნეულმა ჩაილპარაკა - ძალიან დიდი მადლობა - მე გამიღიმა , დათის კი ხელი ჩამოართვა და სკოლისკენ წავიდა ლიზიკო გაღიმებული მომაჩერდა და თვალები უბრწყინავდა -წავიდეთ - წამოიყვირა ლიზიკომ და მთელი ძალით მექაჩებოდა -ის სიტყვები ორაზროვანი იყო - გვერდით ამომიდგა ვიბლიანი და ღიმილით ჩაილაპარაკა -რომელი? - დაბნეულმა გავხედე -შენი და საიმედო ხელშიათქო - წარბები აათამაშა და ლიზიკოსკენ წავიდა , გვერდით ამოუდგა და რაღაცაზე ლაპარაკი დაიწყო მე კი გავშეშდი და დებილივით ვიღიმოდი... თავი გავაქნიე და სიცილით მათ დავედევნე... ******************************************** ორმოც-ორმოცდახუთ წუთში უკვე ლიზიკოს სახლის კართან ვიდექეთ , ფეხები მიკანკალებდა და მეგონა სადაცაა ჩავიკეცებოდი , ვიბლიანს ხელი ჩავკიდე და მთელი ძალით მოვუჭირე , ლიზიკომ კარზე რომ დააკაკუნა მეგონა გავითიშებოდი -დამშვიდდი - მიჩურჩულა ვიბლიანმა და წელზე ხელი მომხვია რომ დავეჭირე ყოველი შემთხვევისთვის. მაგრამ დამშვიდება საერთოდ არ შემეძლო , ან ჩემს ადგილას ვინ შეძლებდა აბა? მე მშობლები უნდა მენახა , ნუ ამის მწამდა , მაგრამ მაინც თუნდაც არ ყოფილოყვნენ ჩემმა გონებამ ხომ ასე აღიქვა ყველაფერი... უეცრად კარი გაიღო და ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა , რამაც გამაკვირვა , ის ძალიან გამხდარი იყო , თვალებში ძალიან დიდი ტკივილი იგრძნობოდა , ერთი შეხედვით ლოთს გავსა რომელსაც არაფერი არ ადარდებდა , მაგრამ როდესაც მისი შვილის დანახვისას თვალები გაუნათდა მივხვდი რომ ესე არ იყო , პატარა გოგონასკენ ხელები გაიშვირა და ჩაეხუტა , თვალებზე ცრემლები მოადგა და მოიწმინდა... თავიდან ვერ შეგვამჩნია , მაგრამ როდესაც დაგვინახა შეშინებულმა ჩაჰკიდა ლიზიკოს ხელი , დაბნეული მომაშტერდა , როდესაც დამინახა გაქვავდა , მიყურურებდა და თითქოს რაღაცის გარკვევას ცდილობდა , მეც ვუყურებდი , ჩემდა გასაკვირად წარბიც არ შემხრია , გავცივცი , გული გაქვავდა და უაზრო გამომეტყველებით მივჩწრებოდი მას -მამა ესენი ჩემი მეგობრები არიან - ლიზიკოს სიტყვებმა გონს მომიყვანეს , მეც და ისიც - მათ მომიყვანეს სახლში რადგან სანდრო სკოლაში დარჩენილიყო - გამიღიმა -გამარჯობა , მე დათი ვარ ეს კი კატოა - ღიმილით გაუწოდა ხელი ვიბლიანმა , ჩემზე ანიშნა და ხელი მომიჭირა რომ გამოვფხიზლებულიყავი არადა ფხიზლად ვიყავი , უბრალოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი -მე ლადო - ხელი ჩამოართვა მან ვიბლიანს და სახლის კარი შეაღო - მოდით მობრძანდით - დაბნეულმა ჩაილაპარაკა და სახლში შეგვიპატიჟა ვიბლიანი სახლში შევიდა და მეც მან შემიყვანა -არ გვინდა რა - ჩუმას ჩავილაპარაკე და კართად გავჩერდი -არცერთი არ გავს მას ისე როგორც შენ - თავი გააქნია ვიბლიანმა და მისაღებში შემიყვანა სახლი უბრალო იყო , სუფთად მოვლილი , მტვერს ვერსად ვერ იპოვიდით რომ გეძებნათ , მოკლედ ქალის ხელი ეტყობოდა , მაგრამ ”დედას” ვერსად ვერ ვხედავდი -მადლობა რონ ლიზიკო მოიყვანეთ - გვითხრა ლადომ და მაგიდაზე რაღაცეები დააწყო - მიირთვით რა არ ჩანდა ცუდი კაცი , მეტიც თბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა... -მადლობა - უთხრა ვიბლიანმა და გაუღიმა -იცით ვმუშაობ ხოლმე და არ შემიძლია მისი სახლში მოყვანა , სანდრო ჩემი ერთადერთი მშველელია , ვიცი მას ცხოვრებას ვუნგრევ მაგრამ ლიზიკოს ძალიან ვუფრთხილდები , მას რომ რამე მოუვიდეს თავს ვერასდროს ვერ ვაპატიებ - თავი დახარა -მესმის მაგრამ სანდრო ახლა ისეთ პერიოდშია რომ მისთვის სწავლა აუცილებელია , ახლა თუ არ ისწავლა შემდეგ ვერაფერს იზავს - თავი გააქნია ვიბლიანმა - ლიზიკოს შეუძლია რომ დაელოდოს , დამატებითებზე შეიყვანეთ და ერთად მოუწევთ წამოსვლა - გაუღიმა -იმის საშუალებაც კი არ მაქვს ჩემი ბიჭი მასწავლებლებთან ვაპატო - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ლადომ - ლიზიკო კიდევ ძალიან ცელქია და მეშინია - თავი გააქნია -უკაცრავად ლიზიკოსთან გავალ - ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და ფეხზე წამოვდექი ვერ ვცნობდი ჩემს თავს , თითქოს წამიერად შევიცავლე , თითქოს ჩემში ყველაფერი თბილი მოკვდა!.. -თქვენ მხოლოდ ორი შვილი გყავთ ხომ? - ოთახში უნდა შევსულიყავი მაგრამ ვიბლიანის სიტყვების შემდეგ საჩქაროდ მოვბრუნდი თვალები ცრემლებით ამევსო და პასუხის მოლოდინში მას მივაშტერდი კაცი თითქოს დაიბნა , გაშრა , გათეთრდა ,ან მე მეგონა ასე რადგან მისგან დადებით პასუხს ველოდი... *************************************** სულ ხუთი თავი დამრჩა.. ეს მოთხრობა დამთავრებული მაქვს , შეიძლება რაღაცეები შესაცვლელია მაგრამ სასწავლის გამო ვერ ვახერხებ უკეთესი გავხადო... ძალიან დიდი მადლობა ყველას... როგორც ყოველთვის ველოდები თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.