შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (6 თავი)


7-10-2016, 18:17
ავტორი terooo
ნანახია 3 779

ეზო ედემის ბაღს გავდა, წამის მეასედში რასაც მოვკარი თვალი, სახლს თვალიც კი ვერ შევავლე როგორი იყო, ნაინა ისე სწრაფად დამატარებდა, მისაღებში მაგიდასთან დამსვა, წინ ჩამომიჯდა, ღიმილი გადაკვროდა სახეს.
-დაიწყებ?- თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
-რას?- გამიკვირდა, გამაოცა მისმა შეკითხვამ.
-რატომ დაიგვიანეთ?- ჩურჩულით მითხრა.
-საუბარს შევყევით- როგორ მაბედნიერებდა ეს გოგო თავისი არაორდინალობით, მისი ამ ცოტა გიჟური ხასიათით - ისტორიებს მიყვებოდა.- დავაზუსტე მისი ღიმილის შემყურემ.
-წამო სახლს დაგათვალიერებინებ- გამიღიმა და წამოდგა- ვიცი სვანური სახლები ძალიან გაინტერესებს, ჩვენს სახლში კი თანამედროვეობა და სიძველე ერთადაა შეხამებული.
-უხერხული ხომ არ იქნება?- დავიმორცხვე
-არა რას ამბობ, ჩვენ სამის გარდა არავინ არაა, დედა და მამა რეგიონში არიან წასულები, ისიც მალე წავა- ჩურჩულით მითხრა- მიკვირს აქამდე რომ სახლშია, მერე მხოლოდ ჩვენ დავრჩებით და ოოო- კიდევ უფრო ლაღად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, პატარა ეშმაკუნამ.
სახლი ორსართულიანი იყო. მართალი აღმოჩნდა ნაინა, სიძველისა და თანამედროვეობის დეტალები ერთად იყო ყველაფერი შეხამებული, მეორე სართულის კიბეებზე ავდიოდი და მეგონა თავი მეთვრამეტე საუკუნეში ამოვყავითქო, სახელურებს ვეხებოდი თითებით, დაგრეხილი რკინა, სათუთად დამუშავებული, მისი მოყვანილობა რაღაცას მახსენებდა, სადღაც ნანახ დეტალებს, მაგრამ რას?
-აქ მთელ სიგრძეზე საძინებლებია, ბაბუასთან ხშირად მოდიოდნენ თანამდებობის პირები ოჯახებით, სტუმრები, მერე ჩვენი მეგობრები, ასე რომ სახლი ნელ ნელა გავადიდეთ მაგრამ სულ ვცდილობთ გაახლების დროს სიძველის ეფექტი შეგვენარჩუნებინა. - დიდ კალიდორში ვიდექით კართან, ნაინა ისევ ღიმილიანი სახით მიხსნიდა.
ალბათ ხუთი ექვსი საძინებელი იყო, კიდევ რამდენიმე ოთახი, დიდი მისაღები ოთახი, რომელიც შესანიშნავად მოწყობილი და რეკვიზიტებით დატვირთული. ერთი კედელი მთლიანად კუთხური სუვენირებით, ყანწებით, ცხოველის თავის ფიტულებით, ხმალი და აბჯარი, ნაბადი, მეცხვარის ქუდი, ჯიხვის რქები, აი რას მაგონებდა კიბის სახელურები, ჯიხვის რქებს, მასავით დაგრეხილი და გამოყვანილი. ფანჯარასთან შევამჩნიე ბევრი წარწერები, სხვადასხვა ხელით ნაწერები, ახლოს მივედი მაგრამ ვერ ამოვიკითხე, ზოგი გაცრეცილი, ზოგი კი ცუდი ხელნაწერის გამო.
-ეს ბაბუს მეგობრებმა შემოიღეს წესად, აქ თათბირობდნენ, როდესაც მნიშვნელოვან გადაწყეტილებებს იღებდნენ, შემდეგ რაღაც წარწერებს აკთებდნენ და მიდიოდნენ, ვცდილობდი ამომეხსნა რა წარწერებია, გამეშიფრა მაგრამ მხლოდ იაგომ გაიგო მისი მნიშვნელობა და ამიკრძალა ამ თემაზე და ამ წარწერებზე სიტყვის თქმაც კი- ნაინას პირველად ვხედავდი სერიოზულსა და ასეთ მოლაპარაკეს- და როდესაც ის რაღაცას კრძალავს ეს მართლა აკრძალვააა.
-ანუ გამოდის ძალიან ძველი სახლია.?- ვკითხე ჩუმად რომ აქ, ამ სახლში გამეფებული მყუდროება და სიმშვიდე არ დამერღვია.
-კი თითქმის ორი საუკუნის, ძველად კოშკი ყოფილა, შემდეგ ჩემმა დიდმა პაპამ, სახლი ააშენა, ბაბუმ მისი პერიოდის თანამედროვეობა შესძინა, შემდეგ მამამ და იაგომ კი ბოლო შტრიხები შეიტანა. ეს სახლი ოთხი თაობის მომსწრეა, ბევრი ტკივილიც უნახავს და სიყვარული. დიდი ძირძველი ფუძეა, აქედან არავინ გაყოფილა, ფუძეს ყოფდნენ როგორც იცი, მაგრამ არც ჩემს დიდ ბაბუს გაუყვია და არც მამას, იაგო მითუმეტეს არ გაყოფს.
-ეს ხომ იშვიათობაა... და- მხოლოდ ახლა შევამჩნიე კუთხეში მდგარი სკამი, უბრალო არა, მახშვის სკამი, წინ რომელიღაც ცხოველის ბეწვი ეფინა ნოხად- ნაინა ეს..
-ხომ ეს მახშვის სკამია, მთავრის, ბაბუა მთავარი იყო, მისი სიტყვა კანონი იყო ვერავინ გადადიოდა მის სიტყვებს.
-ნაინა, საოცარ საყაროში ცხოვრობთ- კრძალვით ვუთხარი.
-კარგი რა მარიამ, ეს ტკივილიანი სამყაროა, წამო რაღაც გაჩვენო- მან ერთ კედელთან მიმიყვანა, სადაც დიდი მუხის ხე გაეკეთებინათ, გატოტილი, პატარა ყლორტებითა და პატარა ყვავილებით, ყველა ტოტს, ყვავილს, ნაყოფს სახელი და გვარი ეწერა. იატაგიდან ჭერამდე ჰქონდა ხეს განშტოება, ნაინას უთქმელად მივხვდი რომ ეს საგვარეულო ხე რომ იყო, მაგრამ რამდენიმე სახელი და გვარი წითლად შეეღებად, ნაინაც მიხვდა რა მაინტერესებდა და უთქმელად დაიწყო.
-ეს ხე იაგოს ინიციატივით გაკეთდა, თითქმის ყველაფერს ის აკეთებს უკვე და მამა არ ერევა, ყველანი ხვდებიან რომ ბაბუს გავს, არ არის ძალაუფლების მოყვარული მაგრამ არის სამართლიანი, ყველაფერს ცდილობ რომ სისხლი აღარ დაიღვაროს და მოდავე მხარეებისთვის სასურველი შეთანხმება დადოს.
-ეს?- წითლად შეღებილი სახელი და გვარი ვაჩვენე.
-ესენი, ის ადამიანები არიან რომლებიც მოკლეს და შთამომავლობის გარეშე დარჩა, იაგომ შური არ იძია, სისხლი არ აიღო მაგრამ სანათანოდ გაუსწორდა, ცდილობს სისხლი არ დაიღვაროს. ის, არ არის ისეთი....
-ნაინა სად ხართ?- იაგოს გაბრაზებული ხმა ისმოდა.
-წამოდი, არ უყვარს როდესაც ამ ყველაფერზე სხვებს ვუყვებით მითუმეტეს მასზე.
-რატომაა ის ასეთი? სხვებისგან განსხვავებული, გადმოცემით ვიცი რომ ბევრი თანამედროვე ახალგაზრდა თემის საქმეში უკვე აღარ ერევა და ის ერთადერთია რომელსაც სიტყვის თქმის უფლება აქვს.
-ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში, არ გეწყინოს მისი უხეში ხასიათი, ის ასეთი არ იყო, ამ სამყარომ აიძულა ასეთი გამხდარიყო.
-კი მაგრამ რ ხდება თქვენთან ასეთი, რატომ ენგრევათ ადამიანებს ცხოვრება?
-აქ, ადამიანების სიცოცხლეზე მეტად სიტყვა ფასობს, ყველა გვარს მისი საიდუმლო აქვს.
-იაგოს რა დაემართა? - მაინც მძლია ცნობისმოყვარეობამ და ჩუმად ვკითხე.
-მარიამ მე არ მაქვს უფლება მასზე რამე მოგიყვე, ალბათ ოდესმე თავად მოგიყვება, თუკი დამეგობრდებით, მე მართლა ვერ გეტყვით. - თითქოს მის ხმაში საყვედური ერია, თავი დამნაშავედ ვიგრძენი, არ უნდა მეკითხა მისთვის ნამდვილად არა.
-რატომ არ მიდიხართ აქედან?- მშვიდად ვკითხე მაინც.
- იმიტომ რომ მას იმდენად სძულს ეს სამყარო, არ უნდა ეს სიძულვილი გაუნელდეს, იმიტომ რომ მას რაც გადახდა არ დაუშვებს სხვამაც იგივე განიცადოს. მე კი მე აქედან გავიქეცი- ნაინას ხმა სევდამ დაფარა, დავინახე ცრემლის წვეთი როგორ გაკრთა, მაგრამ უცებ გაქრა კიდეც რადგან ღიმილმა დაფარა უცებ- მაგრამ არ ვნანობ აქედან გაქცევას, მე ეს უნდა გამეკეთებინა, ის რომ აქედან მე წავედი ყველას არ ჩაუთვლია გაქცევად, ზოგმა გამამართლა კიდეც.
როგორ მინდოდა მეკითხა, რატომ გაიქცა, ვიცი იაგო მისთვის ყველაფერს შეძლებდა და ნაინას სურვილი თუ იქნებოდა დარჩებოდა კიდეც მაგრამ რატომღაც არ დარჩა, მაინც გაქცევა გადაწვიტა, ,,ნეტავ შემეძლოს მისთვის რამის კითხვა“.
-ნაინა სახელი სვანეთისთვის მეტისმეტად უცნაურია და ცოტა შეფერებელიც, სახელიც ისეთივე სინაზის განსახიერებაა როგორც თავად შენ.- ვფიქრობდი ერთს მგრამ ვკითხე სხვა, ის რაც მაინტერესებდა მაგრამ , არ მინდოდა მასში უნდობლობა გამომეწვია.
-ხო, ცოტა უცნაურია- ღიმილით დაიწყო- მაგრამ დედას და მამას განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, დედაქალაქში ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი ჩვენი მშობლები, მამა იქ მუშაობდა, მეც იქ დავიბადე, ბაბუ უხუცესთა საბჭოს თავი იყო, მაგრამ ის დედას და მამას ურთიერთობაში არ ერეოდა, მათი ბედნიერება უხაროდა, შვილებს სრული თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ მათ ყველა ქმედებაზე პასუხს თხოვდა. ნაინა კი დედამ დამაქვა.
-ძალიან მომწონს შენი სახლი და შენი სახელი
- მე კი შენ მომწონხარ მარიამო.- გამიღიმა და უცებ ჩამეხუტა.- წამო ახლა ქვემოთ ჩავიდეთ და იქ განვაგრძოთ. ისევ ისე დამავლო ხელი, როგორც პატარა ბავშვს და გასასვლელისკენ წამიყვანა.
შემოსასვლელ კართან წმინდა გიორგის მოჩუქურთმებული დიდი ხატი იყო კედელზე, წინ კანდელით, პირჯვარი გადავისახე.
-სვანეთში წმინდა გიორგი გასხვავებულად სწამთ. ტყვეთა განმათავისუფლებლად, ბოროტთა შემუსვრელად და გლახაკთა დამცველად წარმოუდგენიათ როგორც მის ტროპატშია, ალბათ იცი რომ სვანეთს იშვიათად ესეოდა მტრები, ის თითქმის არასდროს არავის დაუპყვრია და როდესაც ომი მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სვანეთში ამოჰქონდათ ძვირფასი განძი და ღირებული ნივთები, სამეფო ოჯახები აქ ხიზნავდნენ თავიანთ ახლობლებს და აქ აფარებდნენ მეფე-დედოფლები თავს. მიუვალი ადგილებისა და ციხე კოშკების გამო. ახლა გახდა ცოტა ადვილად მისადგომი ჩვენი მხარემ ადრე კი ძნელად თუ მოვიდოდნენ აქ, სვანეთი მთებითა და კლდეებითა გარშემორტყმული, მტერი ადვილი სამიზნე იქნებოდა, ამიტომ ძალიან იშვიათად თუ გაილაშქრებდნენ სვანეთზე.
არსეობობს ერთი ლეგენდა, სვანეთში არის ერთი სოფელი მახვერი, როდესაც მტრები შემოსევია სოფელს, სოფლის მცხოვრებს მალულად დასხმიან თავს, ალბათ როგორც ახლა და ყოველთვის, მაშინაც ციხე შიგნიდან გატყდა და ის ბილიკი აჩვენა მტრებს რომელიც სოფელს აკავშირებდა გარე სამყაროსთან, მოულოდნელი თავდასხმის გამო, თითქმის მთლიად გაწყვიტეს სოფლის მცხოვრებნი და მათი მცველები, ამ სოფელში არის წმინდა გიორგის ტაძარი, ერთ ერთი დაჭრილი მცველი, მიბობღებულა ტაძრის კართან და დაუკაკუნებია
,,წმინდაო გიორგი, გამოდი დაგვეხმარე, ხომ ხედავ გაგვჟლიტეს ამ ურჯულოებმა“ო - გაკადნიერებულა მცველი. ამპარტავნებას უძლევია მასში. შიშს, სიძულვილს და საკუთარი და ახლობელი ადამიანების სიყვარულს.
ლეგენდის მიხედვით ტაძრის კარი გაღებულა, ცხენზე ამხედრებული და ხმალ შემართული წმინდა გიორგი გამოსულა, ის შებრძოლებია მთლიან მტრის ჯარს და გაუჟლეტია, ამბობენ ეკლესიის ეზოში მთლიანად სისხლის მდინარეები ჩამოედინებოდაო. იმდენად სწამდათ სჯეროთად ეს რწმენდა უნარჩუნებთან სიმტკიცეს, ამდენად შეურყეველ და შეუდრეკელ ხალხად ჩამოვყალიბდით. ეკლესიის ეზოში და მის ახლოს წყალი არ მოედინება, სასულიერო პირები წყალს შორი მანძილიდან ეზიდებოდნენ რადგან ეკლესია ისეთ ადგილას მდებარეობს, ახლომდებარე მოსახლეც კი შორსაა, ბრძოლის შემდეგ, ამ სასწაულის შემდეგ, ეკლესიის ეზოში წყარომ ამოხეთქა, ამბობენ სასწაულმომქმედიაო, ბევრი მომლოცველები დადიან და სნეულები მოყავთ. რწმენას დიდი ძალა აქვს.
-ვეღარ დაამთავრეთ?- მკაცრმა ხმამ შეაწყვეტინა. ისევ დავლილი სიცივე ვიგრძენი სხეულის ყველა წერტილში- რა დაგრჩა ნაინა უთქმელი?- ისევ ის სიფიცხე და სიმკაცრე, ტკივილით გაჟღენთილი ხმა.
-გეყოფა, შენ ყველაფერს აურევ- მშვიდად უთხრა ნაინამ და პირველი სართულის მისაღების კარი შეაღო, იმდენად მონუსხული ვუსმენდი, ამ ლეგენდებსა და ამბებს ვერ გავიგე როდის ჩამოვიარეთ კიბეები, როდის აღმოვჩნდი მისაღებში მაგიდასთან, იაგოს მკაცრი ხმა ჩამესმოდა ისევ და ვცდილობდი რეალობის შეგრძნება არ დამეკარგა.
ვცდილობდი ამეხსნა რატომ ვგძნობდი მისი ხმის გაგონებისას მთელ სხეულში სიცივესა და ტკივილს, რატომ იწვევდა ის ჩემში ასეთ რეაქცებს. მისი თვალები ხანდახან საშინლად მაშინებდნენ, ხანდახან ტკივილს ვგრძნობდი, ხანდახან კი სითბოს, და კიდევ რაღაცას, ვცდილობდი ამომეხსნა ეს რა იყო, მაგრამ ვერა და ვერ შევძელი, ვერ დავინახე რა იყო ეს, ჩემდამი სიძულვილი თუ რაღაც სხვა, ... შევამჩნიე საკუთარი თავი რაღაც იმედს ეძებდა, რომ მასში სხვა ადამიანი დამენხა, ჩემიანი და ჩემნაირი, მაგრამ ისიც კი არ ვიცოდი რა მინდოდა და რას ვცდილობდი, რატომ მინდოდა დამენახა მასში სხვა. იმდენად დამაბნეველი იყო, ხანდახან ორი აადამიანი მეგონა, რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ერთი თბილი და ყურადღებიანი მეორე კი ცივი და უბრალოდ მხოლოდ სვანი.




........
საღამო მშვიდობისა, სამსახურიდან მოვედი თუ არა, მაშინვე კომპს მივუჯექი, რათა ჩემი ორი დღის ნაჯაფი და ნაწვალები თქვნთვის დროულად მომეწვდინა, მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ უკვე ორი ახალი თავი მაქვს.....
მადლობა თითოეულ თქვეენგანს სითბოსა და სიყვარულისთვის. თითოეული კომენტარისთვის.
თქვენი დაღლილი ტეროოო



№1  offline აქტიური მკითხველი tamo1804

უფრო და უფრო მაინტრიგებ, ძალიან მაინტერესებს ამ ოჯახის ამბები.. ბევრი ისტორია წამიკითხავს სვანეთზე, მაგრამ შენ აბსოლუტურად განსხვავებულად აღწერ, ეჭვსაც ვერ შეიტანს ადამიანი, როკ მართლა არ გიმოგზაურია მარიამისნაირად და თავად არ გადაგხდა იგივე :)) მოკლედ, ძალიან ძალიან მომწონს და როგორც ყოველთვის, სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს :* <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
უფრო და უფრო მაინტრიგებ, ძალიან მაინტერესებს ამ ოჯახის ამბები.. ბევრი ისტორია წამიკითხავს სვანეთზე, მაგრამ შენ აბსოლუტურად განსხვავებულად აღწერ, ეჭვსაც ვერ შეიტანს ადამიანი, როკ მართლა არ გიმოგზაურია მარიამისნაირად და თავად არ გადაგხდა იგივე :)) მოკლედ, ძალიან ძალიან მომწონს და როგორც ყოველთვის, სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს :* <3

ძალიან ძალიან მიხარია... ინტერესის სფერო რაც უფრო ღრმა და საინტერესო იქნება უფრო უკეთეია... ძლიან მახარებ შენი ასეთი კომენტარებითა და გამხნევებით...
მთავარია მარიამი არის ნამყოფი.... (ნეტავ, ვინ არის მარიამი?) ვცდილობ მთელი გული სული, მტელი სამყარო ჩავდო მე ამ ისტორიასი და მგონი შეძლებსდაგვარად გამომდის კიდეც...

და მადლობა შენ ჩემო....

 


№3  offline აქტიური მკითხველი tamo1804

შეძლებისდაგვარად კი არა, იდეალურად გამოგდის, მეც ვმოგზაურობ მარიამთან ერთად, განვიცდი, მიხარია, მაინტერესებს, მეშინია, მომწონს ... საოცრად გადმოსცემ ყველაფერს და ძალიან სასიამოვნო წასაკითხია <3 გელიი

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
შეძლებისდაგვარად კი არა, იდეალურად გამოგდის, მეც ვმოგზაურობ მარიამთან ერთად, განვიცდი, მიხარია, მაინტერესებს, მეშინია, მომწონს ... საოცრად გადმოსცემ ყველაფერს და ძალიან სასიამოვნო წასაკითხია <3 გელიი

როგორ როგორ როგორ ზალიან ძაიან ძალიან ძალიან მახარებ...
მადლობაა შენი თითოეული სიტყვისთვის და გამხნევებისთვი....
მიყვარხარ...

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე დადებული.ძალიან კარგად გადმოცემ და აღწერ სვანეთს და მათ ლეგენდებს.მომწონს ძალიან.ერთი სული მაქვს ხოლმე როდის დადებ ახალ თავს.
--------------------
ლანა

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

La-Na
გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე დადებული.ძალიან კარგად გადმოცემ და აღწერ სვანეთს და მათ ლეგენდებს.მომწონს ძალიან.ერთი სული მაქვს ხოლმე როდის დადებ ახალ თავს.

მადლობა.. მიხარია რომ მოგწონს ახალი თავი უკვე მზადაა.

 


№7 სტუმარი Nacka

Tero ki martsliaw amigrdzslen th leponis xelshi dachra .ca kitxva magram mainc vcexr

Mainc ver movi dvene rom ar camekitxa axali tavi,yoxhagi gigo xar

Xoda amis gamo meugle gamebuta da axlaw shen shemarigeb

Anstvales miyidiw

A'gare davcer aci komentars shemacuxa am telem me tviton vers vkitxulob chems nacers w

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

Nacka
Tero ki martsliaw amigrdzslen th leponis xelshi dachra .ca kitxva magram mainc vcexr

Mainc ver movi dvene rom ar camekitxa axali tavi,yoxhagi gigo xar

Xoda amis gamo meugle gamebuta da axlaw shen shemarigeb

Anstvales miyidiw

A'gare davcer aci komentars shemacuxa am telem me tviton vers vkitxulob chems nacers w


არა კომენტარი უნდა დამიწერო, შენ კომენტარი ჩემთვის მნიშვლელოვანია, მხოლოდ შენ ხედავ როგორ ვწერ, როგორ ან რარიგად მიჯდება თითოეული თავის ატვირთვა...
შეგარიგებ.... შეგირიგდება....
მადლობა... მადობა.... მადლობააა...
აი, ახლი თავის მზადააა

 


№9 სტუმარი cisartyela

რატომ ვამსგავსებ მარიამსა და იაგოს ნამდვილ ადამიანებს მათი ხასიათიდან გამომდინარე...
ღიმილი...
მიმმიკა...
ხასიათი...
მოძრაობა...
მარიამის სიცილი...
მოძრაობა..
მეტყველება...
ახლა გავგიჟდები... შენ მომკლავ მე...

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
რატომ ვამსგავსებ მარიამსა და იაგოს ნამდვილ ადამიანებს მათი ხასიათიდან გამომდინარე...
ღიმილი...
მიმმიკა...
ხასიათი...
მოძრაობა...
მარიამის სიცილი...
მოძრაობა..
მეტყველება...
ახლა გავგიჟდები... შენ მომკლავ მე...

გოგო ვინ გითხრა შენ დასკვნები გამოიტანეს და ხმამაღლა თქვი ან დაწერეოო....
დაგახრჩოობ...
წადი წაიკითხე...

 


№11 სტუმარი cisartyela

terooo
cisartyela
რატომ ვამსგავსებ მარიამსა და იაგოს ნამდვილ ადამიანებს მათი ხასიათიდან გამომდინარე...
ღიმილი...
მიმმიკა...
ხასიათი...
მოძრაობა...
მარიამის სიცილი...
მოძრაობა..
მეტყველება...
ახლა გავგიჟდები... შენ მომკლავ მე...

გოგო ვინ გითხრა შენ დასკვნები გამოიტანეს და ხმამაღლა თქვი ან დაწერეოო....
დაგახრჩოობ...
წადი წაიკითხე...


ვითომ მე არაფერი ვიციი...
კაი ვჩუმდებიი... joy joy

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
terooo
cisartyela
რატომ ვამსგავსებ მარიამსა და იაგოს ნამდვილ ადამიანებს მათი ხასიათიდან გამომდინარე...
ღიმილი...
მიმმიკა...
ხასიათი...
მოძრაობა...
მარიამის სიცილი...
მოძრაობა..
მეტყველება...
ახლა გავგიჟდები... შენ მომკლავ მე...

გოგო ვინ გითხრა შენ დასკვნები გამოიტანეს და ხმამაღლა თქვი ან დაწერეოო....
დაგახრჩოობ...
წადი წაიკითხე...


ვითომ მე არაფერი ვიციი...
კაი ვჩუმდებიი... joy joy


შენ თუ კითხულობ განაგრძე კი თხოვა...
კარგი აზრია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent