შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭინკობისთვე (II) მეზობელი


18-10-2016, 14:54
ავტორი mildiani
ნანახია 5 276

დილით ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები და ქათმების აუტანელი, უცნაური და გაბმული ხმები მაღვიძებს. მიხარია კარგმა ამინდმა დილიდანვე კარგ განწყობაზე დამაყენა. ფანჯარასთან ახლოს უზარმაზარი ხე დგას, რომლის ყვითელი ფოთლები ნაწილობრივ ფარავენ ულამაზეს ხედს, თუმცა იმის გარჩევა, რომ ცა კამკამა ცისფერია არ მიჭირს. დათოსკენ ვბრუნდები, რომელსაც კარებთან მდგომ საწოლზე მშვიდად სძინავს. ვხვდები როგორ მტკივა მთელი სხეული და დამღლელი დღე მახსენდება, პირი გამიშრა, ძალიან მწყურია ეს ალბათ იმის ბრალია ღვინო რომ დავლიეთ. საინტერესოა ნინის როგორი ღამე ჰქონდა. ლოგინიდან ხელს ვყოფ, ძირს დაყრილ ტანსაცმელზე დადებულ ტელეფონს ვიღებ და საათს ვუყურებ - არცისე გვიანია. ფეხზე ვდგები, ძველ, ხის იატაკს შიშველი ფეხებით ვეხები და ფეხქვეშ ჭიებისგან ამოჭმულ რგოლებს ვგრძნობ. არც მიკვირს, ალბათ ეს იატაკი თითქმის საუკუნისაა. ფანჯარასთან მივდივარ, ვაღებ და გარეთ ვიყურები, სუფთა გრილი ჰაერი თელ სხეულზე სასიამოვნოდ მედება. ამას სოფლის ხედი და მთებიც ემატება, საოცარი დილა გათენდა. ფანჯარას ღიას ვტოვებ. ჩემ მუქ ლურჯ ჯინსს და ნაცრისფერ მოკლემკლავიან მაისურს ჩანთიდან ვიღებ და იმ იმედით რომ არ შემცივდება ვიცვამ. დათოსაც ეღვიძება, თვალებს ისე ახელს თითქოს ვიღაც აძალებსო.
-დილამვიდობისა! ნახე რა ამინდია. - ვახარე დათოს და ფანჯრისკენ გავაპარე თვალი.
-დილამშვიდობისა კი არა ამ ქათმებს სათითაოდ დავკლავ რა უბედურებაა ეს რა იყო? - ბურტყუნბს დათო და ისევ თვალებს ხუჭავს.
დათოს სიტყვებზე მეცინება, ქათმების ხმამ მეც ნერვები მომიშალა მაგრამ კარგ ხასიათზე ვარ და ყურადღებას აღარაფერს ვაქცევ.
- გამოუშვა მგონი მართამ უკვე ასე რომ შეგიძლია გააგრძელო ძილი.
- ავდგები უკვე თორე მერე მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიქნები ბევრი ძილი არ მიყვარს. - დათო იძულებით სწევს თავს ლოგინიდან, - გესმოდა გუშინ ნინის სიმღერა?
ცალყბად ვიღიმი და თავს ვაქნევ.
- ისე ხმამაღლა მღეროდა რომ გაიგონე?
- მაგას და სესილის დიდი კამათი ჰქონდათ არ გაჩუმებულა ნინი მთელი ღამე მღეროდა მერე ჩაეძინა. ცოტაც და გავაკითხავდი.
- ეტყობა ტკბილად მაგიტო მეძინა. ცუდად ხომ არ გამხდარა?
-არვიცი, არამგონია. ტკბილად კი არა მწყურია, არ წამოგვიღია ხო წყალი?
- არა ჩაიცვი და ჩავიდეთ.
მხრებში ვსწორდები და ვამთქნარებ.
- ისე არ მეგონა სოფელი ესე თუ მომეწონებოდა. - ვამბობ.
- მაგარია, ეხლა მითუმეტეს ნისლი არ არის და ძალიან ლამაზი იქნება. კარგი ბებია და ბაბუა გყავს, გუშინ მიგსვეს შენ ადგილას. - ირონიულად ჩაიცინა დათომ
-აბა?! მე მეგონა გულს ავუჩუყებდი, მერე მამაჩემს ვთხოვდი აქ ჩამოსვლას და გავახარებდი, ესენი კიდე ჩემზე კარგად აზროვნებენ.
- რას ჰგავს ჩემი შარვალი. მაგრად დავსველდი და დავიღალე გუშინ. - ვცვლი თემას შარვალს სკამზე ვკიდებ.
- აი ეხლა იმ ალუბლის წვენს სიამოვნებით დავლევდი.- ამბობს დათო და ჩაცმას ასრულებს.
აივანზე გავდივართ, ჰაერს ისევ სიამოვნებით ვსუნთქავ, აშკარად იგრძობა განსხვავება. პატარა ეზო ხილის ხეებითაა სავსე, მზის შუქი კი ამ სიყვითლეს უფრო კაშკაშას ხდის, ხის ავიანს ვეყრდნობით და ეზოში მოსიარულე ქათმებს ვუყურებ.
- აი შენი ძილის დამაფრთხობლები. - ვანიშნებ დათოს ქათმებზე.
- რა იყო ეს, ასეთი საშინელება არაფერი მომისმენია.
კიბეებზე ჩავდივართ და მზეს ვეფიცხები. საოცარი სითბოა, გრილი ნიავი უბერავს. საიდანღაც ძაღლი ჩნდება, ჩემს ფეხებთან წვება და მოფერებას ელოდება.
- ტყუილად მელოდები, - ვეუბნები. ის არ ინძრევა, ისევ ქვემოდან მიყურებს და ენაგადმოგდებული ქოქინებს, ვიხრები და თავზე ხელს ვუსვამ.
- ესე ყველას თუ ეფერები ამ მოხუცებს დაცვა არ სჭირდება? გუშინ გავბრაზდი რომ თავისუფლად შეგვიშვი სახლში.
- საშინელი მოსასმენია როგორ ელაპარაკები ძაღლს, - ჩაიცინა დათომ. - იქნება და მიხვდა პატრონი რომ ხარ, ძაღლები ხო ჭკვიანები არიან.
- გათამამებულები და განებივრებულები არიან ძაღლები სოფელში. - ფეხზე ვდგები და ვშეშდები.

კიბეზე ნინი ჩამოდის, გრაციოზული მოძრაობებით, ამაყად, მხრებში გამართული, გაშლილი თმა მზის შუქზე უბრწყინავს. მოკლე, ყავისფერ შორტში თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე პერანგი აქვს ჩაყოლებული. თუ ვინმემ შეიძლება თავისი სილამაზით და უზადო სხეულით დაიკვეხნოს ალბათ ყველა ნინის ჩრდილში დაიკარგებოდა ამ წუთას. ღმერთს რომ ქალის შესაქმნელად მამაკაცის ყველა ნეკნი გამოეყენებინა ამ საოცრებისთვის ნამდვილად ეღირებოდა.
- ულამაზესი ხარ. - ვამბობ დაუფიქრებალად, -ნაბახუსევის კვალობაზე კარგად გამოიყურები.
-მადლობა მეუბნება, - ნინი და მიღიმის, - დიდი ხანია გაიღვიძეთ?
- არა, ახლახანს.
-შევალ, მართას იქნებ დახმარება სჭირდება გუშინ ცოტა ცუდად მოვიქეცი და დღეს გამოვასწორებ, არ შემოხვალთ?
- ცოტახანს ვიქნებით. - უთხრა დათომ
ნინის სილუეტი სანამ კარს უკან არ მიიმალა თვალი არ მომიშორებია, ფიქრებიდან დათოს ხმამ გამომიყვანა.
- „ულამაზესი ხარ!“ - ბაძავს ჩემს ხმას დათო და ღიმილი ეპარება.
- და რა არის იმაში ცუდი რომ კომპლიმენტი ვუთხრა? ხო მართლა ლამაზი იყო?- ხმა მირბილდება.
-კი იყო ლამაზი, მაგრამ შენ უფრო საინტერესო სანახავი იყავი როგორ ჭამდი თვალებით. სულ მინდოდა მეკითხა და არ გეკითხებოდი მეთქი მეჩვენებათქო, მოგწონს ნინი?
ადგილზე ვშეშდები, მითუმეტეს ეს კითხვა უფრო დასკვნასავით ჟღერდა. ასე შესამჩნევია ჩემი მისდამი სიმპათიები? მე არც კი ვიცი მომწონს თუ რა ხდება მაგრამ ჩემს მაგივრად დასკვნები დათოს გამოაქვს და ცოტა ვბრაზდები.
- ჩვენ ხო მეგობრები ვართ?! - ვცრი კბილებიდან.
- ისე გკითხე რა იყო ან სიყვარული რა დასამალია ან მოწონება. რატო გაბრაზდი? კარგი გოგოა, რო იცოდე ბევრს მოსწონს და სანამ რამე იქნება თუ მოგწონს მიდი იმუშავე.
- მერე მეტყვი რაზე ბრაზდებიო, გოგო ლამაზი იყო და უბრალოდ ვუთხარი ლამაზი ხართო და იმიტომ ვუყურებდი ესე რომ მართლა ლამაზი იყო. - ხმას ვუწევ რომ არავინ გაიგონოს
- ეს მზერა სხვა იყო, დადნი ლამის რომ დაინახე, რატო მეჩხუბები?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- კაი გავჩუმდები, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის არასოდეს შეგიხედავ სესილისთვის ეგრე და არც სხვისთვის. - სიცილს ვერ იკავებს დათო რაზეც კიდევ უფრო ვბრაზდები, - ვიტყოდი სოფელში ერთი კვირის ჩამოსულები, რომ ვიყოთ გოგოები მოენატრათქო, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, დამიჯერე.
- მზერის ექსპერტი ხარ?
მხრებში სწორდება და ნიკაპს ისრესს.
- შეიძლება ითქვას.
დათოსთან პირისპირ ვდგები და თვალებში ვუყურებ
- ჩამხედე თვალებში და მიხვდი რას გეუბნები?
დათო იცინის მერე სახე უსერიოზულდება, თვალებს ავიწროვებს და ხმას იბოხებს.
- შენ მეუბნები რომ მაგრად მოგწონს ნინი და მართალი ვარ!
- არა, მე გითხარი რომ შიგ გაქვს და გირჩევნია გაჩუმდე! - კმაყოფილი სხით მოვშირდი დათოს და სახლისკენ მივდივარ, - გწყუროდა ასე მახსოვს.
სახლში ნინი და მართა რაღაც თემაზე საუბრობენ, ბებია ისევ თბილი ღიმილით მესალმება, ოთახში ხაჭაპურის სუნი ტრიალებს და ამ ყველაფერს შემწვარი ქათმის ხორციც ემატება, არ მშია მაგრამ ეს სურნელი თავბრუს მახვევს ბუხრისაკენ ვიცქირები და კეცებზე დადებულ თხელ ხაჭაპურებს ვუყურებ, ამ სიცხეში ბებია მაინც არ ისვენებს.
- წყალი სად არის? - ვეკითხები მართას.
- გინდა? - ჩემსკენ ტრიალდება ნინი და ტუჩებს ენით ისველებს, ესეც ჩემს გაგიჟებას ხომ არ აპირებს?
თავს ვუქნევ დათოსკენ გახედვაც არ მინდა, დარწმუნებული ვარ ამაყი, მრავლისმეტყველი და მარავლისმცოდნე სახით აკვირდება სიტუაციას. ისე მართლა, რა მაქვს დასამალი? მაგრამ მე თითონ არ ვიცი რა ხდება. ნინის ჩემთვის და დათოსთვის ჭიქებით წყალი მოაქვს და ამბობს:
- მართა ბებიამ კომპოტი დამალევინა ნაბახუსევზე იქნებიო და კარგი იყო, თქვენც თუ გინდათ, გუშინ ბევრი კი არაფერი დაგილევიათ მაგრამ იქნება და გესიამოვნოთ.
- ერთი ამას უყურეთ, - წამოიძახა დათომ, - ქალი რომ ლოთაობ ამით ამაყობ? დაღლილი ვიყავი და მალე მომეკიდა თორემ შენ გაჩვენებ დალევა როგორ უნდა.
ნინი წარბებს კრავს, თავს ისე აქნევს თითქოს რაღაც სისულელე თქვა დათომ და ამბობს:
- დაღლილი მეც ვიყავი.
- შენ არაფრით არ იღლები აღიარე, არც ლაპარაკით, არც სიარულით, არც სმით და არც სიმღერით, - სიმღერა განსაკუთრებიტ გამოკვეთილად თქვა დათომ, - სმა ყველას შეუძლია აი კარგი სიმთვრალით კი ცოტას შეუძლია იტრაბახოს.
ნინი გაჩუმდა, მიხვდა რაზეც მიანიშნა დათომ, ტილო მოიმარჯვა და თეფშების გამშრალება დაიწყო.
- შეეშვი ბებია მე ვიზამ, - იუხერხულა მართამ, ხაჭაპური მაგიდაზე გადმოიტანა და კარაქი წაუსვა.
- ხომ არ გავშალო?
- არა ბებია, ისეთი კაი ამინდია გარეთ ვჭამოთ გაშრა უკვე ყველაფერი, თუ არა აქ ცხელა და შეწუხდებით. - ხელებს იკაპიწებს და ფქვილში ისვრის და ცომის გუნდას იღებს
ოთახში სესილი შემოდის აცეჩილი თმით და საოცრად დაღლილი სახით, ამთქნარებს და გვესალმება.
- გამოიძინე ნინი? - ცალ წარბს სწევს ზემოთ სესილი.
-კი! - ცალყბად იღიმის ნინი და ცისფერ თვალებში ნაპერწკლები დაუხტის.
- კიდევ კარგი თორემ გუშინ მთელი ღამე იმის ნატვრაში ვიყავი ნეტავ ამ გოგომ მშვიდი ძილი მოახერხოსთქო და თვალი ვერ მოვხუჭე.
- ხომ გიმღერე ტკბილად რომ ჩაგძინებოდა?
- ისე სასიამოვნოდ მღეროდი შენ თვითონ ჩაგეძინა შენს ნამღერზე. რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება? ხელ პირი სად უნდა დავიბანო?
ის ფაქტი რომ შუქი არ არის ძალიან მაწუხებს. თედო მალე გვიერთდება დაღლილი მაგრამ ღიმილიანი სახით. ნინის ცბიერად თვალს უკრავს და ჭაჭას სთავაზობს რაზეც ჩვენგან იღებს პასუხს და რათქმაუნდა უარყოფითს. ბაბუა ასაკის შეუფერებლად დატვირთულია საოჯახო საქმეებით, ისევე როგორც ბებია, სწორედ ეს შრომა ასწავლის სიმკაცრეს და ეჩვევიან ცხოვრების ასეთ სტილს. მამაჩემისგან, რაც არ უნდა იყოს, ასეთი დამოკიდებულება არ მსიამოვნებს, მიუხედავად იმისა რომ ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ფერადი ტელევიზორი მაინც გამოუგზავნოს მშობლებს, დამღლელი დღის ბოლოს რომ განიტვირთონ და ცოტახნით ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ. ამას აუცილებლად გავახსენებ.
გარეთ მზე კიდევ უფრო ძლიერად აცხუნებს, გადამწიფებული ხილის ტკბილ სურნელს, ყვითელი ფოთლების ბალახის და მიწის სუნი უერთდება. მაგიდა ეზოში გაგვაქვს, ხის ქვეშ ვდგამთ, ცოტა ხანში სუფრა ბებიას გაკეთებული კერძებით ივსება. ისევ ხილის წვენი და წითელი ღვინო, გარშემო ულამაზესი ბუნება და სიმშვიდე, მოკლედ იდიალური გარემო იქმნება, როცა მაგიდასთან ვსხდებით, ეზოში თბილად ჩაცმული, გამხდარი მოხუცი ქალი შემოდის. მას გვერდით ძაღლი მოჰყვება. ჯოხს ეყრდნობა და მოულოდნელად ომახიანი ხმით იწყებს:
-მართა! - ძაღლიც და მოხუციც მართას პასუხს ელოდებიან.
- მოდი ეფროსინე, მოდი! - ყვირილითვე უპასუხა მართამ. ფეხზე წამოდგა კალთა დაიფერთხა და თავსაფარიც კოხტად შეისწორა, სტუმრის დასახვედრად მოემზადა.
- ვინ არიან ესენი? - კითხა მოხუცმა ძაღლს ჩვენზე, - არიცი მივიდეთ გევიგოთ ერთი, სტუმრები ჰყავს მართას?
- გამარჯობა ეფროსინე, მოდი, კაი დროს მოხვედი. - ეგებება ეფროსინეს მართა, მე ფეხზე ვდგები როგორც მათი შვილიშვილი, რადგან ბებია აუცილებლად წარუდგენს ეფროსინეს ჩემს თავს.
- სტუმრები გყოლია მართა, ბოდიში რო შეგაწუხეთ კაი გამარჯობა თქვენი! - თბილი ღიმილი დასთამაშებს მოხუცს დანაოჭებულ სახეზე, შრომისაგან დამსკდარ ხელებს კი წვრილ ჯოხს უჭერს და ინტერესით იწყებს ჩვენს შეთვალიერებას.
- ეს ჩემი გეგია, ჩამამივიდა ბიჭი. - დიდი სიამაყით და გარკვევით წარმოსთქვამს მართა ჩემს სახელს, - ესენი მაგის ამხანაგები არიან.
- მეიცა ეს შენი შვილიშვილია? უი რას ლაპარიკობ, დედა რავარი კაი შექნილა შე ქალო, რა დასანახავია, რა დევინახე ესე. - პირზე ხელს იფარებს მოხუცი და გახუნებულ თვალებს უფრო ავიწროვებს რომ კარგად დამაკვირდეს, მეღიმება და თავს ვუქნევ გამარჯობის ნიშნად.
- დაჯექი, მოდი შემოგვიერთდი. - სთავაზობს თედო და სკამს უწვდის.
ეფროსინე უხერხულად იშმუშნება , სკამზე ჯდება და ამბობს:
- რო მცოდნოდა სტუმრები გყავდა რავა შეგაწუხებდით, მარა კი გამიხარდა ამ ბოვშის დანახვა, სადმე რო შემხვედროდა ვერც ვიცნობდი.
-სად შეგხვდებოდა შექალო, ჩემი არ იყოს ბაზარში ვერ წავსულვარ ჩემ ჭკუაზე, - ჩაიცინა მართამ და თეფში დაუდო, - წამეიზარდა ბიჭი და მევიდა ბებიასთან და ბაბუასთან, არ გამხარებია კაი ხანს ასე არაფერი. კაი ამხანაგები მეიყვანა და ვქეიფობთ ახლა. რამდენი ხანია ჩემი გაკეთებული ხაჭაპური არ გიჭამია, გუშინ თედომ გეიხსენა შენ დაბადებს დღეზე რო გავაკეთე და მის მერე არ მიჭამიაო და აგერ არის სულ ცხელი.
ეფროსინე მორცხვად ილუკმება და თვალს არ გვაშორებს, ხაჭაპურის ერთი ნაჭრის თითქმის ნახევარს ძაღლს უგდებს და ამბობს:
- ჭამე, არ გიჭამია დღეს შენ სჭმელი, რო მოგწყურდება მითხარი და წევიეთ, მართას ხაჭაპურია ეს.
ძაღლისადმი ესე ადამიანურმა დამოკიდებუებამ ცოტა გამაკვირვა და დიდი ინტერესით ვაკვირდები ეფროსინესა და მისი ძაღლის ურთიერთობას. ის ისე ექცეოდა მას როგორც ოჯახის წევრს ან ძალიან ახლობელ ადამიანს.
- ჩემი სიმინდი ხო იცი თედო შენე გექნება დანახული, - ეუბნება თეოდოს, - მწვანე არი ახლაა კაი მოსახარში, რა მამაფიქრებდა თუ ამ დროს მწვანე სიმინდი იქნებოდა, მიყვარს ეს ჭყლინტი სიმინდი და რა ვქნა.
- გვიან დათესეთ? - ეკითხება სესილი
- ხო გვიან დავთესე, მიყვარს ამისთანა რაღაცეები, წელს პირველად გავაკეთე და გაამართლა, მარა არ არის ბევრი რამდენიმე ტაროს მოტეხავ რო გასინჯო თუ არა საყოფი არ არის, რახან ჩამევიდნენ სტუმრები, მოგვეხარშა მართა რას იტყვი?
- რავიცი ეფროსინე, შენი სიმინდია მე არც გადამიხედია შიგნით, რაფრაც შენ გაგიხარდება ისე ვქნათ.
- რამ გაყო ჩვენი, ბოვშბს არ ექნებათ ნაჭამი წელს და მოუხარშოთ, ვინ დეიჯერებს ახლა იმას რომე, ყანას იღებს ხალხი და ახლა ვიღაცას მწვანე სიმინდი ექნება ყანაში.
სიმინდის მოხარშვა საღამოსთვის გადავდეთ მანამდე კი სოფლის დათვალიერება მინდოდა, ჭამა რომ დავასრულეთ ეფროსინეც გამოგვემშვიდობა და წავიდა მართასთან მივედი და ვკითხე:
-რატომ ელაპარაკება ძაღლს, როგორც ადამიანს, მარტო ცხოვრობს?
- ხო ხმის გამცემი არ ყავს არვინ და დეელაპარიკები ძაღლს კი არა კედელს რო გაგიჭირდება, ჩვენ ჯვარი გვსწერია, კაი ქალია ეფროსინე ნამეტანი, მშრომელი, კაი მეზობლობა და სიყვარული იცის, ახლა მორიდებულია ცოტა. კაი ასაკიანია ისე, ქმარი ომში წევიდა და ქე დარჩა იქ, ახალგაზრდა გათხოვდა ნამეტანი და მის მერე არც არაფერზე უფიქრია.
ბებისთან საუბარს ტელეფონის ზარი მაწყვეტინებს, მამაჩემია ბებიას ვშორდები და მოშორებით ვპასუხობ:
-აბა როგორ სივენებ?- ისმის მამაჩემის მხიარული უდარდელი ხამა, - არ უნდა დაგერეკა ერთხელ მაინც რომ ჩახვედი? უყურადღებო ხარ, ვინერვიულეთ მე და დედაშენმა.
-კარგად ვისვენებთ ჩავედით გუშინ ღამითვე შეგეძლო დაგერეკა, ნუ მადანაშაულებ იმის არქონაში რაც შენთვისაც არ მოუმადლებია ბუნებას..
მამა ცოტახანს ჩუმდება და გაკვირვებული ხმით მეკითხება:
-რას გულისხმობ?
- რას და მშობლების მიმართ შენც უყურადღებო ხარ.
- როგორ მოახერხეს შენი მოქცევა ასე ერთ დღეში მაინტერესებს. - იცინის და ისე არასერიოზულად უდება ჩემს შენიშვნას რომ ვბაზდები.
- რა არის სასაცილო ვერ ვხვდები, არ უნდა გაგიკვირდეს ერთ დღეს ისე რომ მიგატოვო როგორც შენ მიატოვე შენი მშობლები?! გენახა მაინც, შავ-თეთრი ტელევიზორი მგონი სოფელში მარტო ამათ აქვს. გამოგეყო რაღაც მინიმალური თანხა და გასართობად და ცხოვრების გასაფერადებლად ესეც საკმარისი იქნებოდა. რაც შეეხება ჩემი მოქცევის საკითხს, ისინი გამალებით გიცავენ და გამართლებენ, რომ სამსახური გაქვს და ვერ იცლი.
- მაგას ჩემი მოხუცი მშობლები ხვდებიან და შენ ვერა? შენს გამო ვაკეთებ ყველაფერს, ნორმალური ოჯახი გვქონდეს და არაფერი მოგაკლდეს.
- მესმის მაგრამ შაბათ-კვირას შეგიძლია თვეში ერთხელ ჩამოხვიდე და ცოტახნით უარი თქვა ძმაკაცებზე ქეიფზე და დროსტარებაზე.
- ერთი დღეა რაც ჩახვედი და ყელში ამომიყვანე.
- ამას ყოველთვის გეუბნებოდი, მაგრამ რაც აქ ვნახე... იმაზე მარტოსულები არიან ვიდრე მეგონა, შენ ჩამოდი, მშობლების დაფასება მაჩვენე და ამათგან სიყვარული ისწავლე, დემდე გიჟდებიან ერთმანეთზე თქვენგან განსხვავებით.
-ახლა ჩემი და დედაშენის ურთიერთობა აღარ მოგწონს? ორი დღით ჩვენც გავდივართ ქააქგარეთ თან არავინ არ მიგვყავს მეტი რა გავაკეთო?
- კაი არაფერი, ხომ იცი, დედას კომფორტი უყვარს სადმე ისეთ ადგილას არ წიყვანო, - ირონია ჩავაქსოვე ნათქვამში, - კარგი ამინდებია აქ, ძალიან კარგად გვიმასპინძლეს და თბილად მიგვიღე. სამწუხაროა ამათ რომ დამაშორეთ.
- ეხლა დამოუკიდებელი ხარ, რაც გინდა ის აკეთე და როცა გინდა მაშინ წადი სოფელში, მე და შენ ძმაკაცები კი ვართ მაგრამ ცოტა ბევრი მოგდის ჩემთან მიმართებაში.
- ცუდად არაფერი არ მითქვამს, თუ ვცდები შეგიძლია მითხრა და გავითვალისწინებ, შუქი არ არის და ტელეფონი მალე დაჯდება.
- მომიკითხე ბავშვები და მოხუცები.
- კაი, წვედი.
- კარგ დასვენებს გისურვებ.
- შენც.
- იმ სიტყვების მერე რაც მითხარი მშვიდად ვერ დავისვენებ.
- შენ იმან შეგაწუხა ცოტა რომ გაგითამამდი და არა ის რომ სიმართლე გითცხარი, თორემ დღესვე წამოხვიდოდი აქ.
- გეგი, ახლაც სამსახურში ვარ იცი?
- კარგი ხო.
- ჭკვიანად!
ყურმილს ვკიდებ და შუბლიდან ოფლს ვიწმენდ.
შუადღით კიდევ ერთი მეზობელი შემოდის ეზოში, მოხუცი, მაგრამ ძალიან სხარტი და ენერგიით ახსავსე ქალია, როგორც კი კარს კეტავს მაშინვე საუბარს იწყებს და აქეთ-იქით იყურება, ისიც ჩვენს დანახვაზე შეშდება.
- მოდი ნათელა. - ისევ გაჰკივის მართა.
მიხარია რომ მეზობლებს ერთმანეთთან მიმოსვლა აქვთ და ახალი ადამიანის გასაცნობად ვემზადები.
- ვინ არიან მართა ეს კაი ხალხი? - იღიმის მოხუცი.
მართა ჩვენს თავს აცნობს, დიდი სიყვვარულით მართმევს შრომისაგან გაუხეშებულ თუმცა მაინც თბილ ხელს, ისიც ამბობს რომ დავკაცდი და აწი საშიში არაფერია, მოხუცებს პატრონი გამოუჩნდა, შემდეგ კი იწყებს იმერულ ქაქანს.
- რა დამემართა გოგო, -იწყებს სწრაფად ლაპარაკს, - შენ კი არ შემოგჩივი მარა ვალოდიას რასაც ვწყევლი რათი დეიარება მიკვირს, შენი ინდოურის ჭუკები გადმოდიან ჩემ ვენახში და ყურძენს მიჭამენო, მეზობელია ეს ერთი კაცი ხო არ მევიმდურებდი, ისედაც რა ვართ დარჩენილი. კი ვიცი რო არ არის ჩემი ჭუკი არაფლის შემჭმელი მარა ავდექი და გამოვაბი ვენახის ბოლოზე, ინდოურს ჭუკები არ მოშორდებიან მეთქი და საღამოს რო ჩევედი სანახავად თოკზე მარტო ფეხი კონწიალობდა, რაცხამ შემიჭამა. კიღამ გადევედი ქალი ჭკუიდან.
მართამ სახეში ხელი შემოირყდა და თვალები გააფართოვა.
- რამ შეჭამა ნეტა, რავა უფრთხილდებოდი.
- არ ვივი კიდო რათი მაქ ლაპარიკის თავი, თქვენ ბოდიშ გიხდით მარა გლახათ ვარ და უნდა ვთქვა, -ტრიალდება ჩვენსკენ ნათელა, - სანამ ჩემი ქმარი იყო ცოცხალი ვერაფერს მიბედავდა იმიტო რო ორი ძაღლი ერთად საშიში იყო, მარა ჩემი ქმარი მიმწარებდა სიცოცხელს, ახლა რო წევიდა მეორე დამაჯდა თავზე. უმტკიცე ახლა ხო მეიშორა ჩემი ჭუკები თავიდან, დაკრიფოს ის ყურძენი და დაწუროს, მაგ მისთანა ენის პატრონია დამლევი არავინ მოუვა და ქონდეს. ღვინო რო ღვინოა ასაკში უფრო კაი ხდება და ეს კიდო უფო ძაღლდება. ჩემი კაცი მერჩივნა რო წამჩხუბებოდა კიდე, უცხოს ვერ ევიტან, ყანის ბოლოზე ღობე გადმამიწია რათ უნდა, მთხოვოს ვაჩუქებ რა მოყავს რამდენი უნდა შეჭამოს ამ ერთმა ძროხამ, მარა გოუმაძღარია და რა ქნას? ვერ ძღებოდა ახლაგაზრდობაში და სიბერეშიც ისეთი დარჩა.
- ნუ ლაპარიკობ კაცო ამხელაზე არ გეიგონოს. - ჩურჩულით ეუბნება ბებია.
- კითხე აგერ შენ კაცს რავარი იყო, კაცია, ნამუშევარია მაგასთან ერთად. მე მეტი არ შემიძლია ჩემო მართა, რათ მიდოდა ან ჭუკი ან ინდოური რამდენს შევჭამ, ან რო გავყიდო ის ფული სა წევიღო ვის გოუგზავნო და ვის ვაჩუქო? მარა მოსავლელი რო მყავდა რაცხა დრო გადიოდა და რასაც ვიყავი მიჩვეული მეც ვაკეთებდი. ახლა ქე ვარ გამწარებული, მარა რეალობა დევინახე, უფო შემაძულა თავი. მიუხტები ერთი დღეც იქნება სახლში და არ ვიცი რას გავაკეთებ, ამევიყრი ჩემი ქმრის ჯავრსაც და მაგისასაც ერთად და ვნახოთ რამდენს გოუძლებს.
როგორცჩანს ეფროსინესინესგან რადიკალურად განსხვავებული ქალია, აქტიური, მებრძლოლი მაგრამ საწუხაროდ სიყვარულში არ გამართლებია,მაინც დღემდე მისტირის ძველ სიყვარულს. საინტერესოა ვინ არის ესეთი ვალოდია.
- დოუკვირდით ბებია ვის გაყვებით, ფულის გამო არ დახამდეთ ცხოვრებას, - ნაღვლისნი სახით გახედა გოგოებს ნათელამ, - მამაჩემმა სულ ახალგაზრდა გამაყოლა კაცს. ნანახი არ მყავდა ჯერ, გაჭირვებული ცხოვრება გამევიარეთ, მარილიან ქონში გამომცხვარ ჭადს ვჭამდით და ეგეც არ იყო ზოგჯერ. ყველი რო გათავდებოდა, ისიც დედაჩემის ნათესავის მიკითხული, მარილწყალში ვალბობდით ერთი კვირის ჭადს და იმას ვჭამდით. გვხეთქავდა მუცელზე წყლის სმა, დედაჩემი აკეთებდა ყველაფერს, მამას არ შეეძლო. ძროხა ჩვენ არ გვყავდა და ხარი, არ უნახია მამაჩემს კაი ცხოვრება იფიქრა სიძეს რახან ორი ძროხა, ხარები და კაი სახლი აქ, კარქათ მაცხოვრებს მეც და ჩემ შვილსაცო, მარა არც ისე გამახარებდნენ. არც მამაჩემისთვის მიუხედია ჩემ ქმარს და არც ჩემთვის, ეზარებოდა შრომა. მე ვაკეთებდი ყვეფერს დეამთილი ხელს უწყობდა, ქალმა უნდა აკეთოსო. ბოვში არ გამიკეთებია მარტო დანარჩენს ყველაფერს ვაკეთებდი კაცისას. ფეხი ვიღძე ერთხელ ორი დღე ბღაოდა ძროხა მე რო არ შევსულვარ მოსაწველად ბოსელში და ჩემ ქმარს ერთხელ არ შემოუხედია კარქათ ვიყავი თუ გლახათ, რათ მინოდა მაგის ცხოვრება და ქონება? კაცად თუ არ ვარგა არც მისი ქონება შეგერგება და არც ცხოვრება.
ნათელას ნათქვამი ყველა სიტყვა გულზე მწარედ მხვდებოდა. მაგრამ სიტუაცია ღიმილს მგვრიდა, ცხოვრებამ ბევრი რამე ასწავლა და ახლა ცდილობს თავის გამოცდილება გოგოებს გაუზიაროს. მეგონა ძველებს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა შეეძლოთ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ნათელა ცოტა განსხვავებული და საინტერესო ქალია, რომელიც დღემდე იბრძვის ბედნიერებისთვის და ღიმილი სახეზე მაინც არ შორდება. ისტორია, რომელიც სოფელში ალბათ ყველამ იცის ჩვენ იმიტომ მოგვიყვა რომ უფრო კარგად ეგრძნო თავი. ასეთ შემთხვევაში ვიბნევი და მისთვის სანუგეშებელი სიტყვაც კი არ მაქვს, როცა წასვლას აპირებს მართა ღიმილიანი სახით ეუბნება:
- ნათელა, დღეს ეფროსინე სიმინდს მეიტანს მოსახარშად საღამოს და არ დააგვიანო გამოგვიარე.
- გამევივლი აპა რას ვიზამ, ხო არ შეგაწუხეთ შვილო ჩემი ლაპარიკით? სარამოს მე მოგისმენთ.- იუხერხულა ნათლამ.
-რას აბბობთ, - უთხრა სესილიმ, - იმდენად საინტერესო ისტორია იყო რომ ძალიან დავინტერესდი თქვენით, როგორ გაუძელით ამდენს ან რატომ არ შეეწინააღმდეგეთ მამათქვენს როცა გათხოვებდათ კაცზე, რომელიც ნანახი არ გყავდათ?
- უმალ მამის სიტყვა კანონი იყო, წინ ვერ აღუდგებოდი, მეც ვიფიქრე რო ამით ოჯახს დევეხმარებოდი, მარა საკუთარ თავიც დარუპე და ოჯახიც. ზოგჯერ უფროსებიც, მამებიც ცდებიან, რას ვიზამთ. თუ რამეა უნდა შეწინააღმდეგო აბა რა უნდა ქნა შვილო, მარა პატივისცემა არ უნდა დაკარგო მშობლის, არც საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო, ყოველთვის შენ თავზე და მომავალზე უნდა იფიქრო. შეიძლება დედას ან მამას კარგი უნდა შენთვის მაგრამ უნდა იცოდე ამ ასაკში რა იქნება შენთვის კარგი და იბრძოლო შენი კარქათ ყოფნისთვის. წევედი ახლა მე თუ არა ქათმებსაც შემიჭამს რაცხა.
ნათელა ეზოდან გადის მაგიდის გარშემო ვსხედვართ და ხმას არ ვიღებთ.
-საწყალი ქალი. - ამბობს ნინი.
- მარა ეს მისთანაა, სახლს მეიკიდებს ზურგზე და გადადგამს, - ამბობს თედო,- ასწავლა ცხოვრებამ და ეგ არის.
- თქვენი სიყვარული სულ სხვა არის.
- თავიდან არ გვიყვარდა ან ვერ ვხვდებოდით ამას,- მორცხვად თითქმის ჩურჩულით იწყებს თედო, - მარა რო დავბერდი მივხვდი რა ძვირფასია მართა ჩემთვის, რამდენი რამე გვაქვს ერთათ გაკეთებული და გამოვლილი, შეიძლება ამას არ ეტყობა მარა ესეც კაი ძლიერი ქალია.
- თქვენც გარიგებით გაყევით?
- არა, მთლად მასე არ ეთქმის რო არ მამწონებოდა და არ შემეტყო ამისთვისაც რო მოვწონდი რავა მევიყვანდი, კაი შესახედაობის ქალი იყო მშრომელი, ყავდა მთხოვნელი მარა ბოლოს ჩემზე გააკეთა არჩევანი, გლახა ბიჭი არც მე ვიყავი.
მართა იღიმის და ისე მიშტერებია მაგიდას თითქოს წარსულს ხედავსო, მერე ღიმილით ამბობს:
-გლახა რავა იყავი შე კაცო, ისეთი მხარბეჭიანი და კაი შესხედავი იყო, ქე გადაგრევდა ქალს რო დეინახავდი, ე ჩემი გეგისნაირი, კაი სიტყვა პასუხი ქონდა, კაი დედ-მამა ყავდა მაგაშიც გამიმართლა. - მართას ასეთი შედარების გამო უხერხულად გამეღიმა და მზერა ნინისკენ გავაპარე, ეშმაკურად მიღიმოდა. უხერხულობის გასაფანტად თემა სასწრაფოდ შევცვალე:
- რთველი როდის იქნება?
-ჯერ კარგად უნდა გაშრეს მტევნები წყალი რო შეყვეს არ შეიძლება, ასეთი ამინდი თუ კიდო იქნა ხვალისთვისაც შეიძლება რო მოკრიფო. -მპასუხობს თედო.
ამინდი საღამოსკენ გაუარესდა და სოფელმა ისევ ნისლში დაიწყო გახვევა. სახლში შევიკრიბეთ და თედოს მოყოლილ ამბებს ვუსმენდთ, სანამ ძროხის მოსაყვანად არ წავიდა. მართამ კი მზადება დაიწყო მეზობლების დასახვედრად. ეფროსინემ სარამოს სიმინდი უნდა მოიტანოს. ისე დააბნელა ნისლმა და ღრუბლებმა სოფელი რომ თითქმის შეუძლებელი გახდა რამის დანახვა. ფანჯარაში ვიყურები და ვხედავ როგორ მოაქვს ქარს გამხმარი ფოთლები, წვიმის წვეეთები მინას ეცემა და მხატვრულ, ულამაზეს სურათს ქმნის. წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს. შემოდგომაც განსაკუთრებით ლამაზია სოფელში. თედო ისევ წვიმაში მოყვება ვნერვიულობ თუმცა მართა ისევ ჩვეული სიმშვიდით იცდის, რამდენიმე წუთში კი სახლში აქოშინებული სულ სველი თედო შემოდის კარს ხურავს და ხელს იქნევს:
- ვერ ვიპოვე ვერსად, ვიცოდი რო დეიკარქებოდა კიდე მარა, მაინც გოუშვი, ვალოდიას ადგილში არ არის არც ეფროსინეს დოუნახია იქით ჩავლილი, ვენახისკენ ვიყავი გადასული და არც იქ იყო, მთაში თუ დააწვა ვიღა იპოვის იმას ასეთ ამინდში.
- მოგაძებნინებთ თედო ბაბუა არ ინერვიულო, - ფეზე წამოდგა ნინი, - რა ქვია ძროხას ეს გვითხარი და ჩვენც წამოვალთ.
- სახელი რათ გინდა? - ვეკითხები გაკვირვებული
- რომ დავუძახოთ.
- გაგაგონებს და მოგიკითხავს კიდეც. - მეცინება ჩემს ნათქვამზე
- დედა რაღა სიკვდილი ვქნა,- დოინჯს იდებს მართა, - საცხა შორს არის წასული, ქე მაინც დავაბათ თუ ვიპოვეთ.
- ხო ვთქვი მოგაძებნინებთთქო, - არ მშვიდდებოდა ნინი და აშკარად მონდომებული იყო წვიმაში სიარულისთვის.
- სახლში ჯდომას კი ჯობებს, - თავს უქნევს დათო, სოფელსაც ვნახავთ თან საქმეს გავაკეთებთ.
- თქვენ რა იცით ბებია ან გზა, ან საით წევიდოდა.
- რაც მთავარია არსად დავიკარგებით და რამეს ვიზამთ, ცუდი ამინდია მითუმეტეს. მარტო ხო არ მოძებნის ბუხართან ჯდომით რას ვაკეთებთ ჩვენ ვართ მოხუცები თუ თედო?
- რას ლაპარიკობ ბებია გადეირიე, ამ წვიმაში სად გაგიშობთ.
- მე წავყვები და თქვენ დარჩით, - ვეუბნები მათ.
-შვილიშვილი ვარ და მევალებაო თუ რა პრინციპით წახვალ შენ? - წარბებს კრავს დათო და იბღვირება.
- მე არ მინდა დასველდეთ და სად უნდა იაროთ მართლა არ იცით, ორი კაცი საკმარისი იქნება.
- რაც მეტი წავალთ უკეთესი იქნება და გავიყოფით თან და მალე ვნახავთ.
- წავიდეთ, წავიდეთ, თორემ დღეს გადავთელეთ ეზოიში სიარულით ბალახი,- ჩაერთო სესილიც, - თბილად ჩავიცვათ მაღლა ავიდეთ.
- მე არ მინდა, - თავს აქნევს ნინი.
-რა არ გინდა შეხედე შორტები გავცია ამ სიცივეში, გაგეხედა მაინც გარეთ, გამვარ რამის მომძებნ ქალს?
-მე ვიცი რაც მინდა!
- ხო და იმედია შუა გზიდან შენი სიცივის გამო უკან არ დაბრუნდები.
მართას და თედოს ვითანხმებთ, მოსაცმელს ვიღებ, მართა დიდ ცელოფანს გვაძლევს ყოველი შემთხვევისთვის თვთონ სახში რჩება და ეზოდან გასვლისთანავე გაყოფაზე ვიწყებთ საუბარს, მოულოდნელად დათო იღებს გადაწყვეტილებას
- შენ და ნინი ზემოთ წადით, ჩვენ კიდე საიდანაც მოვედით იმ გზით წავალთ, ან თედო ბაბუას გავყვებით სადაც გვეტყვის.
დაკეცილ ცელოფანს ხელს მაგრად ვუჭერ, ვხვდები რატომ გაგვყო დათომ ასე, მაგრამ ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის რომ ვანიშნო ვინცაა. თუმცა ახლა წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. ნინიმ ჩვეულებრივად მიიღო, ან რატო უნდა მიეღო არაჩვეულებრივად?! მიუხედავად იმისა რომ წვიმამ გადაიღო, მაინც ცივა.
- ვინც იპოვის რა შეხვდება?- ხუმრობს ნინი.
- ადუღებული რძე. - იკრიჭება სესილი.
-იხუმრე?- კითხა დათომ სესილის და ტუჩები დაბრიცა
- შორს არ წახვიდეთ ბაბუა, გზაზე იარეთ და დეინახავთ თუ სადმე იქნება, მაგის მეტი ძროხა არ იქნება ახლა გარეთ.
-კარგი. - ვუქნევ თავს.
მე და ნინი მთისაკენ მიმავალ ატალახებულ გზას ჩუმად მივუყვებით, ცივი ქარი უბერავს, ნინი ხმას არ იღებს და ჩემს გვერდით ჩაფიქრებული მოდის. თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ, თითქოს რაღაც მაწუხებს, მორცხვი ვარ? ბოლოს გამბედაობას ვიკრებ და ვეკითხები:
- არ გცივა?
ნინი თავს აქნევს, მხრებს ვიჩეჩავ და გზას ვაგრძელებ, აქეთ-იქით ვიყურები და ძროხას ვეძებ, თუმცა გამხმარი, ბებერი ხეების მეტი არაფერია გარშემო.
ცოტა ხანში პატარა, რა ყვაისფერი ხის ერთსართულიანი სახლი გვხვდება ნისლში ვამჩნევ რომ აივანზე რაღაც წითელი ფრიალებს თუმცა სანამ სახლთან ახლოს არ მივდივარ ვერ ვარჩევ რა არის. ნუთუ მეჩვენება? საბჭოთა კავშირის წითელი დროშა? გაოცებისაგან ლამის ყბა ჩამომივარდეს. რაღა დროს ეს დროშაა? თუმცა ალბათ ვიღაც სტალინზე ძალიან შეყვარებულია. საკვამურს ვუყურებ კვამლი არსად ჩანს, ეზოშიც ყვითელი ბალახია, სახლს მონგრეული, თითქმის უფუნქციოდ დარჩენილი, ხის დაბალი ღობე იცავს. შესასვლელი კარი კი საიმედოდაა ჩაკეტილი. მაინტერესებს ცხოვრობს თუ არა ვინმე სახლში, ფანჯრებს ვაკვირდები და ვცდილობ რამე დავინახო. რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ დაბურული მინიდან ორი წითელი ნათელი ერტილი ჩნდება, შეშინებული უკან ვიხევ და ნინის ვუყურებ.
- დაინახე?- ვეკითხები ჩურჩულით
- რა უნდა დამენახა? მიტოვებული სახლია.
-არა ვიღაც არის შიგნით. - ვამბობ და სახლს თვალს არ ვაშორებ.
- წამოდი, ძროხა გვყავს მოსაძებნი, რა გინდა ამ სახლთან ან როგორ დაინახე აქედან ჩაბნელებულ სახლში რომ ვინმეა?
ნინისთვის პასუხის დაბრუნებას ვერ ვასწრებ, რომ სახლიდან შავებში ჩაცმული ქალი გამოდის, საშინელი, ცივი მზერა აქვს, დაჟინებით გვიყურებს და აივანს ხელებით ეყრდნობა.
- ვკითხოთ ძროხაზე? - მეკითხება ჩურჩულით ნინი და მხარს უკან მიდგება.
- დამთავრდა ომი? - გაისმა მოხუცი ქალის ომახიანი ხმა. ქალის კითხვამ დამაბნია, ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ის ისევ არ გვაშორებდა თვალს და ჩვენგან პასუხს ელოდებოდა. მერე ცივად გაიღიმა და ასაკისათვის ცოტა შეუფერებელი, თეთრი კბილები გამოაჩინა.



№1  offline წევრი natia23

ძალიან მომეწონა,დღეს წავიკითხე ორივე თავი.კარგად აღწერ ყველაფერს და ძალიან სასიამოვნო საკითხავია.მომდევნო თავს ველოდები

 


№2  offline წევრი mildiani

natia23
ძალიან მომეწონა,დღეს წავიკითხე ორივე თავი.კარგად აღწერ ყველაფერს და ძალიან სასიამოვნო საკითხავია.მომდევნო თავს ველოდები


გმადლობთ შეფასებითვის. ხვალ მესამე თავი იქნება

 


№3 სტუმარი tabatadze ana. amirani

Male dade raa zaan magaria martla zaan sainteresoa .gtxov ar daagvianoxolme tavebi

[quote= anaMale dade raa zaan magaria martla zaan sainteresoa .gtxov ar daagvianoxolme tavebi[/quote]

 


№4  offline წევრი mildiani

ყველა თავი უკვე დაწერილია პირველი წიგნის სულ 18 თავია, ყოველ დღე დაიდება, მესამე თავიდან უფრო მოგეწონებათ :)
tabatadze ana. amirani
Male dade raa zaan magaria martla zaan sainteresoa .gtxov ar daagvianoxolme tavebi

[quote= anaMale dade raa zaan magaria martla zaan sainteresoa .gtxov ar daagvianoxolme tavebi
[/quote]

 


№5  offline წევრი mildiani

mildiani
ყველა თავი უკვე დაწერილია პირველი წიგნის სულ 18 თავია, ყოველ დღე დაიდება, მესამე თავიდან უფრო მოგეწონებათ :)
tabatadze ana. amirani
Male dade raa zaan magaria martla zaan sainteresoa .gtxov ar daagvianoxolme tavebi

[quote= anaMale dade raa zaan magaria martla zaan sainteresoa .gtxov ar daagvianoxolme tavebi
[/quote]
mildiani
ყველა თავი უკვე დაწერილია პირველი წიგნის სულ 18 თავია, ყოველ დღე დაიდება, მესამე თავიდან უფრო მოგეწონებათ :)
tabatadze ana. amirani
Male dade raa zaan magaria martla zaan sainteresoa .gtxov ar daagvianoxolme tavebi

[quote= anaMale dade raa zaan magaria martla zaan sainteresoa .gtxov ar daagvianoxolme tavebi
[/quote]

დაიდო მესამე

 


№6  offline წევრი natia23

mildiani
natia23
ძალიან მომეწონა,დღეს წავიკითხე ორივე თავი.კარგად აღწერ ყველაფერს და ძალიან სასიამოვნო საკითხავია.მომდევნო თავს ველოდები


გმადლობთ შეფასებითვის. ხვალ მესამე თავი იქნება

Dzalian kargia tu mzad gaqvs tavebii.. )) moutmenlad velodebi yovel dge

 


№7 სტუმარი დორა

ანუ,მე პირველი წიგნი წაკითხული მაქვს,ადრე რომ დაიდო,მაშინ სხვა სახელით იყავი,თუ არ ვცდები,ჰოდა რა მაინტერესებს,შეცვალე რამე? თუ ისევ იგივეა?

ისე,ძალიან მომწონს ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent