შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭინკობისთვე IV აღმოჩენა


20-10-2016, 00:12
ავტორი mildiani
ნანახია 2 822

დილით ოთახი ისევ მზის სხივებით აივსო. გარშემო მიმოვიხედე და უცნაურ ღამეზე დავფიქრდი, იატაკს დავაშტერდი. ძირს პატარა კენჭები ეყარა, თუმცა მათში განსხვავებული ვერაფერი შევნიშნე. ფანჯარასთან მივედი, მინას დავაკვირდი, გაბზარული არ იყო. ფანჯარა გავაღე და ქვები ეზოში მოვისროლე.
მშვიდი და სასიამოვნო დილაა. ასე უცებ შეცვლილი ამინდები და ხასიათი შემოდგომას ჩვევია, მაგრამ აქ ესეც უკიდურესობამდეა მიყვანილი. სუფთა ტანსაცმელს ვიცვამ და თვალს დათოს საწოლისკენ ვაპარებ. ისევ ძინავს. ახლა ყველაზე მეტად გოგოების ნახვა მინდა, მაინტერესებს გუშინდელთან დაკავშირებით რას მეტყვიან. შუქის ჩამრთველს უიმედოდ ვწევ და ჩემდა გასაკვირად სინათლე ირთვება. ტელეფონს დასატენად ვაერთებ და ქვევით ჩავდივარ. კიბესთნ ჩვენი ძაღლი კეთილი თვალებით და სიყვარულით მეგებება ტრადიციულად, მეც რამდენიმე წამით ვეთამმაშები, ხმელ ტოტს ვიღებ და ვუგდებ თუმცა მასზე რეაგირება არ აქვს, მეგონა თედო გაწრთვნიდა თუმცა ალბათ ვერ მოიცალა.
სახლიდან ტელევიზორის ხმა გამოდის, ხის კარს ფრთხილად ვაღებ, მართას გობში ხელები ჩაუყვია და მჭადის ცომს, თან ცალი თვალით ტელევიზორს უყურებს. ჩემი შესვლა არც შეუმჩნევია საქმეში გართულს. ვესალმები და შავ-თეთრ, უძველეს ტელევიზორს ვუყურებ, რომელშიც უცხოური სერიალი გადის, გმირები ერთმანეთს გაცხარებით კოცნიან, გულში გამეცინა და მართას რეაქციას ველოდები, მანაც არ დააყოვნა:
- უი თქვენ გლორწკათ ჯანდაბამ, - ცომიდან ხელები ამოიღო და წყალი ჩაამატა, - გამორთე ბებია არაფერია მაგაში საყურებელი. - არადა ეტყობოდა როგორი მონდომებით უყურებდა სერიალს, მის ნათქვამზე გამეღიმა და დავამშვიდე:
-არა იყოს, უყურე გაერთობი.
თედო ტრადიციულად სახლში არ დამხვდა, ძროხის დასაბმელად იყო გასული. ნეტა გოგოებმა გაიღვიძეს? გაფიქრებას ვერ ვასწრებ, ოთახში ნინი შემოდის. ისევ შორტებში და შავი მაისური აცვია. თმა თავზე დაუხვევია და ჭრელი ყვავილებიანი თავსაფარი აქვს წაკრული. ძალიან უხდება. ღიმილით გვესალმება, ვიბნევი და რისთვისაც მინდოდა მისი ნახვა მავიწყდება.
- გეხვეწებით, მასწავლეთ როგორ უნდა მართლა მაინტერესებს, - ისეთი თვალებით გახედა მართას, თითქოს დიდ სასიამოვნო საქმეს აკეთებდა, - გამომადგება, თუ წინააღმდეგი არ ხართ.
- ვაი შენ გენაცვლე ბებია, - შესძახა მართამ და სიცილი დაიწყო, - მაგაზე რავა გეტყვი უარს, მოდი გასწავლი აბა რას ვიზამ. ახალი რო მოვზილო არც მაქვს მაგდენი ფქვილი, მერე გავაგზავნი თედოს წისქვილში და გასწავლი. მოდი შვილო, აქ დეიბანე ხელები, - მართა წყლიან თასზე ანიშნებს, ნინიც სიხარულით მირბის და წყალში ნატიფ გრძელ თითებს ჰყოფს.
- ახალ ყველს დავფშვნი მე და გავაკეთოთ ჭადები, გაქ ნაჭამი?- ნინის მონდომებით მართაც გახარებულია მე კი დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვაკვირდები ამ პროცეს, ნინი უარის ნიშნად თავს აქნევს და ამბობს:
- თავსაფარი წაკრული მაქვს და აღარ დამჭირდება. რა იცი რაში გამომადგება ჭადის ცხობა.
- კი ამბობენ ახლანდელი ბიჭები რო არ უნდათ ქალი მზარეულები მარა, საქმეს რო დაჭირდება ესეც ქე უნდა იცოდე და ყველაფერი. არ უნდა ეზარებოდეს ქალს საჭმლის კეთება, ქმრისთვის უნდა უხაროდეს.
- ქმარიც უნდა აძლევდეს იმის საბაბს, რომ ცოლმა სიხარულით გააკთოს საჭმელი არ მეთანხმებით? - თვალები უციმციმებს ნინის, ცომში ხელებს ჰყოფს და ზელას განაგრძობს.
- მაგეც მართალია.- ეთანხმება ბებია.
ნინი მე მიყურებს და იღიმის, ეტყობა უაზროდ ვუყურებ და ჩემი ემოციების და გამომეტყველების კონტროლს ვიწყებ.
- ერთი შენი გამომცხვარი მჭადი რა იქნება მაინტერესებს. -ვეუბნები აგდებით.
- კაი იქნება ძალიან.- იცავს მართა ნინის.
- რატომ არ იქნება ვთომ? - წარბები შეკრა ნინიმ, - მე არაჩვეულებრივი მზარეული ვარ. ნუ რაღაცეების კეთება გამომდის, დაგპატიჟებ ერთხელ.
- დიდი სიმოვნებით. - ვუღიმი, ისიც ალბათ გუშინდელ ამბავს იხსენებს და სერიოზულდება, - ქვის სროლაც კარგად იცი.
ნინი თავს გვერძე ხრის და ჩერდება.
- რას გულისხმობ?
- გუშინ ლამის თავი გამიტეხე და ლამის მინაც ჩაამსხვრიეთ. რატომ ჩახვედით იმ წვიმაში თან ღამე ვერ ვხვდები. თუ გაერთეთ და ისიამოვნეთ კიდე არაუშავს, მაგრამ მართლა რა ხუმრობა იყო ვერ მივხვდი.
ნინი ჩემ ნათქვამს უფიქრდება, მართაც ისე მაკვირდება თითქოს პირველად მხედავსო.
- რა ქვის სროლა რა თავი გაიტეხე, გუშინ არსად არ ჩავსულვარ, რაზე ლაპარაკობ?
მინდოდა ნინის სიტყვებში ან გამოხედვაში რაიმე ისეთი დამეჭირა რაც დამაეჭვებდა რომ მატყუებდა მაგრამ არ თამაშობდა და სერიოზულად მპასუხობდა.
- გუშინ ღამით კენჭები ესროლა ვიღაცამ ფანჯარას და ერთი თავში მომხვდა, მეგონა თქვნ იყავით, მაგრამ შესამოწმებლად ოთახში მაინც არ შემოვსულვართ.
-შეგეძლო დაგეძახა და გაგეღვიძებინეთ, ჩვენ მართლა გვეძინა. - როგორც ჩანს, ნინი ამ ბრალდებამ ძალიან გააღიზიანა.
-რას ლაპარიკობ ბებია? - პირზე აიფარა ხელი მართამ, - მოდი მაჩვენე თავი, მაგისთანა არაფერი არ გამიგია, რავა დოუშენდნენ ქვებს ფანჯარას.
-არაფერია ისეთი სერიოზული, სალომეზეც ვიფიქრე და გამახსენდა გუშინ როგორ გვესროლა ტალახები, იქნებ ის იყო?
მართა თავს აქნევს.
- მაგე ბებია ეზოს გარეთ არ გამოდის, უვლის თავის ფუტრებს და არის ძაღლი არ შემოუშვებდა ეზოში.
- მაშინ რა შეიძლება ყოფილიყო? მართლა მაინტერესებს. - კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში ვარ. მინდა შევეშვა და დავივიწყო რაც მოხდა, არ მინდა ნინი და ბებია შევაშინო, ამიტომ მომხდარში დათოს ვადანაშაულებ და ამ თემაზე საუბარს ვწყვეტ. ნინიც მშვიდდება და მჭადის ზელას ამთავრებს. ბებია გახურებულ კეცს იღებს და მჭადის დასმას ასწავლის, ნინი თავისი „მოხერხებულობის“ წყალობით ხელს იწვავს და მართა ისე განიცდის, თითქოს რამე სერიოზული დაემართა და თვითონაა ამ ყველაფერში დამნაშავე.
- ბებია, წისქვილი შორსაა? - ვეკითხები მართას როცა მდგომარეობა წყნარდება.
- არცისე ბებია, მდინარეზეა სოფლის ბოლოს.
- წავიდოდი, სულ სახლში ვარ და ცოტა გავლა არ მაწყენდა. თანს თედოსაც საქმეს შეუმსუბუქებ. - გულწრფელი ვარ ჩემს სიტყვებში და წყლის წისქვილის ნახვაც მინდა, გასეირნება მართლა არ მაწყენდა, თუმცა მართა კვლავ წინააღმდეგი:
- შენ რავა გაგიშობ იქა?
-მართლა გეუბნები რომ მინდა წასვლა და სიმინდს თუ გამიმზადებ, სიამოვნებით წავალ.
მართა ფიქრობს და ბოლოს მთანხმდება.
- იქნება დღეს ვინმე იქა, უთხარი თედოს შვილიშვილი ვართქო და დაგიქფავენ. ცოტა დრო კი უნდა ბებია მარა თუ გინდა წამოდი შენე და მერე თედოს გავაგზავნი მოსატანად.
- სად მიდიხარ?- ინტერესდება დათო, რომელიც იმ წუთას შემოვიდა ოთახში.
- წისქვილში. ხომ არ წამოხვალ?
-კი წამოვალ, ისედაც სულ სახლში ვართ, - იმეორებს ჩემს სიტყვებს დათო, - წავიდეთ?
მართას გარეთ გავყავართ და თეთრ ტომარაში შაყრილ სიმინდზე გვანიშნებს რომელიც ნახევრადაც კი არაა სავსე.
-ამოვაკლებ ამას ბებია, თუ არა გაგიჭირდებათ წაღება. - მივიდა ტომარსთან გასახსნელად.
- რა უნდა ამოაკლო, პირიქით, ცოტა ჩაყარე კიდევ, ამის წაღებას რაღა უნდა, - სანამ შემეწინააღმდეგებოდა უფრო მეტად შევუტიე, - მინდა რამე გავაკეთო, ვიცი რომ არ გინდა შევწუხდე, მაგრამ ასე უფრო ვწუხდები. არაფერი არ არის სირცხვილი და შემაწუხებელი.
მართა მორცხად ხრის თავს, ტომარაში ცოტა სიმინდს ვამატებთ, ზურგზე ვიგდებ.
- წაგაღებიებ მომეცი. - მექჩება დათო მხარზე.
- შემეშვით, რა გჭირთ?! - მეცინება, - თქვენთან კამათი უფო მღლის ვიდრე ეს ტომარა.
- შენ გენაცვალოს ბებია. იმ გზას გოუყევი სიდანაც მოხვედით და ბოლოს დეინახავ გადასახვევს მდინარისკენ, თუ ეფროსინე შეგხვდეს ან ვინმე არ მოგერიდოს,კითხე გზა. წისქვილში კი იქნება ვინმე, დღეს აღებენ ხოლმე. - მარიგებს მართა.
როდესაც ეზოდან გავდივართ დათო გუშინდელის შესახებ მეკითხება
- გოგოები იყვნენ? კითხე ნინის?
- მითხრა არაო. მგონი არ იტყუება. სალომეზე მქონდა ეჭვი, მაგრამ მართამ მითხრა ეზოს გარეთ საერთოდ არ გამოდის, მარტო თავისი ფუტკრები აინტერესებსო.
- ფუტკრები ყავს? -გაიკვირვა დათომ.
- რა ვიცი რაც უნდა ის ქნას, დღეს თუ კიდევ განმეორდა აუცილებლად გავარკვევ ვინ ერთობა ასე ცუდად. - ახლა უფრო შემეშინდა ვიდრე გუშინ და თემას ვცვლი, - ტელეფონი დამრჩა, დასატენად შევაერთე და თუ ვინმე დარეკავს გოგოები იმედია გაიგებენ.
სოფელს მზის შუქზე კიდევ უფრო დიდი ინტერესით ვაკვირდები. აქ თითქმის ყველა სახლი ერთნაირია და ჩვენს სახლს ჰგავს. გზა ვიწროვდება და თავდაღმართში ვეშვებით. გზაში არავინ არ გვხვდება, ვინც წისქვილის გზას გვასწავლის. წყაროსთან ვჩერდებით და ტომარას სკამზე ვდებ. მინდა ეს წყალი გავსინჯო, რადგან წვიმაში ვერ მოვახერხე, მილს მაღლა ვწევ და ხელებს ვიბან, მერე კი პირდაპირ ხელიდან ვსვამ წყალს. ეხლა მივხვდი და დავრწმუნდი რომ წყალსაც შეიძლება ჰქონდეს გემო, შუბლზე სველ ხელს ვისვამ და გარემოს ვაკვირდები. მხოლოდ ქათმების კაკანი და ჩუმი ხმები ისმის, სოფელი ზედმეტად მშვიდია, რაც უსიამოვნო გრძნობას მიჩენს. ჩვენგან რამოდენიმე მეტრში გზა მარჯვნივ უხვევს, ალბათ წისქვილიც იქაა. დათოც დიდი სიამოვნებით სვამს წყალს და ტომარას ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ზურგზე იკიდებს, დილის ვარჯიშია და მომიხდებაო.
- საოცარი სოფელია. - ამბობს აღფრთოვანებული, - სხვა სოფლებს არ ჰგავს. უი ნახე ის სახლი ვისი ყოფილა, მეუბნება მოულოდნელად, თვალს მის მზერას ვაყოლებ.
სოფელში მოსვლისას ხის ულამაზესმა სახლმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება ლამაზი, მოვლილი ეზოთი და ახლა დავინახე როგორ ეფერებოდა ეფროსინე თავის ყვავილებს და სარეველა ბალახისგან ათავისუფლებდა. თავისი განუყრელი მეგობარი - ძაღლი კი კუდის ქიცინით დასდევდა უკან.
- დილა მშვიდობისა! - ვეძახი ხმამაღლა და ვუღიმი.
ეფროსინე ხელის გულით სახეს იჩრდილავს და ისე უხარია ჩვენი დანახვა თითქოს მისი შვილიშვილები ან დიდი ხნის ნაცნობებ ვიყოთ.
- გამარჯობა ბებია, მოდით აქეთ სად მიდიხართ?
- წისქვილში მივდივართ და გზა მაინტერესებს საით არის?
- აგერ ბებია პირველივე შესახვევში, იშვერს ხელს ეფროსინე, ცოტა დაღმართია და შორს არის მარა არ გაგიჭირდებათ. რო გამეივლით გადმამძახეთ, საქმე მაქ, არ დაგავიწყდეთ.
- კარგი, მადლობა თავს ვუქბნევ და დროებით ვემშვიდობები.
იმ შესახვევში ვუხვევთ რომელზეც გვითხრა, გარშემო სულ ხეები და პატარა ბილიკია, მდინარის ხმა ძალიან შორიდან ისმის. დათოს ვცვლი და ტომარას ვართმევ. საუბარს ისევ ქალთა მოდგმამდე მივყავართ, თუმცა მიხარია, რომ დათო ნინიზე არაფერს მეკითხება. ცოტა სიარულის შემდეგ მდინარესთან მივდივართ და გაოცებულები ვრჩებით. კამკამა მდიარეა, მიუხედავად იმისა რო გუშინ იწვიმა. ოდანავ მოშორებით მეორე ნაპირზე ხეებში ჩაფლლული ხის კრამიტით გადახურული წისქვილია შემოსკუპებული უზარმაზარ ქვებზე, კრამიტზე კი ნესტისაგან ხავსია ამოსული, რაც ამ ლამაზ წისქვილს კიდევ უფრო დიდ ხიბლს მატებს. რა ხდება? სიძველეები როდიდან მიზიდავს? წინ საფეხმავლო ხიდად უზარმაზარი ხეა გადებული, რომესაც ზედაპირი წათლილი აქვს. სახელურად კი ერთმანეთზე გადაბმული გრძელი ტოტებია. ხიდზე გადავდივართ და წისქვილს უფრო ვუახლოვდებით. ვხედავ რომ რკინის ბორბალი ტრიალებს, ბებია მართალი იყო, აქ ვიღაცაა.
ქვისგან გკეთებულ კიბეებზე ავდივართ, ღია კარში ვიხედებით. ჩვენი ასაკის ბიჭი ხის სკამზე ზის, თეთრი, ჭორფლებიანი ჟღალი თმით და უფილტრო სიგარეტს ეწევა. ჩვენს დანახვაზე კრთება, თითქოს სიგარეტის დამალვას ცდილობს.
- გაუმარჯოს! - ვესალმები და ტომარას შესასვლელთან ვდებ.
- გამარჯობა! - აბობს ბიჭი და უხერხულად იშმუშნება თითქოს რცხვენიაო, ნახევრად დამწვარ სიგარეტს იატაკზე აქრობს და ფიცრებს შორის დარჩენილ სიცარიელეში აგდებს. მერე კი ისევ გაკვირვებული იწყებს ჩვენს თვალიერებას.
-ა, მე თედოს და მართას შვილიშვილი ვარ გეგი, ეს ჩემი მეგობარი დათოა, - ხელს ვუწვდი ბიჭს, ისიც ფქვილიან ხელს მართმევს და თავს მიქნევს, ველოდები როდის იტყვის სახელს. მას სახე უნათდება და მორცხვად იღიმის:
- თედო ბაბუასთან ხართ?
- ხო, წისქვილიში წამოვედით, შენ ფქვავ ეხლა ხო?
- კი ჩემია, მარა მოვჩები ახლა მალე და დაქფით თქვენ.
- მე არ ვიცი რა და როგორ უნდა, თუ არ შეწუხდები არ გამორთო, ჩავყრი სიმინდს და მერე მასწავლე როგორ გამოვრთო.
-არა დაგაფქვევინებთ, ვიქნები მეც აქ. - იღიმის ბიჭი და პატარა ბავშვივით ლოყები უწითლდება.
-შენი სახელი არ გითქვამს. - ვახსენებ.
-სოსო, სოსო მქვია. - ჩაიბურტყუნა ბიჭმა და ამ ხმაურში ძვლივს გავარჩიე რა მითხრა.
-ბაბუის საპატიცემულოდ? - ვკითხე ღიილით.
- არა, ბაბუაჩემს ვალოდია ქვია. სტალინის საპატივცემულოდ.
-კი მგრამ რამდენი წლის ხარ? - ვერ ვმალავ ჩემს გაოცებას.
- ჩვიდმეტის ვარ ჯერ მარა, ბაბუაჩემს ერჩივნა სტალინის სახელი დაერქმიათ ვიდრე თავისი. ასე უთქვია მამაჩემისთვის, სახლში არ გაგაჩერებ მაგდენ პატივს თუ არ მცემო, არც მე მამწონს ჩემი სახელი მარა რა ვქნა?
- ვალოდია ვიცი გმიგონია ჩვენებისგან. - ვეუბნები მას მაგრამ რა მსმენია მასზე იამას რა თქმა უნდა არ ვამბობ, - არ მეგონა ვინმე ახალგაზრდა თუ შემხვდებოდა აქ. სკოლაში სწავლობ? -არ ვეშვები ბიჭს მიუხედავად იმისა რომ ჩემთან საუბრის ერიდება.
- დავამთავრე წელს, ახლა ვხდები თვრამეტი წლის, შემოდგომაზე. - მპასუხობს და წისქვილის ქვას მიშტერებია თითქოს ერთი სული აქვს როდის გაჩერდებაო, ფქვილი ნელ-ნელა იკლებს და სოსოც ფქვილის ამოღებას და ტომარაში გადაყრას იწყებს. დათო კედელს მიჰყუდებია და აკვირდება ამ პროცესს, როცა ამთავრებს დაცლას, ჩვენი ტომრის ასაღებად მიდის, მაშინვე ვაჩერებ.
-არა, მითხარი რა ვქნა და მე ვიზამ.
-ონჯაროში ჩაყარე ზევით, - მანიშნებს სამკუთხედ ხის შეკრულ ონჯაროზე, რომელიც წისქვილის ქვის თავზეა დაკიდებული,- საჭმელად უნდა ხო?
თავს ვუქნევ და პატარა კიბით წისქვილზე ავდივარ, სიმინდს ონჯაროში ვყრი.
-მორჩა? - ვეკითხები მას.
- ხო დეიფქვება ახლა და ჩვენგან არაფერი არ უნდა, ფქვილი წიქვილის ქვიდან იწყებს გადმოსვლას. ცარიელ ტომარას გვერდით ვაგდებ და პროცესს ვაკვირდები.
- გავიდეთ რა გარეთ. - თითქმის ყვირილით ამბობს დათო.
-კაი. - ვუქნევ თავს და სოსოსკენ ვბრუნდები. - მასწავლე როგორ უნდა გამოვრთო და წადი შენ, მართლა არ მინდა დალოდება, ჩემს გამო ნუ დაიცდი
-არა, არ მეჩქარება. სახლში ყოფნას და ვალოდიას ყურებას აქ ყოფნა მირჩევნია.
ოჰო, შვილიშვილსაც არ მოსწონს ვალოდია.
-მაშინ თუ არაფერი არ უნდა და თავისით დაიფქვება, შენც გამოდი გარეთ. - ვთავაზობ და მინდა კონტაქტში უფრო შემოვიყვანო.
გარეთ სამივე გავდივართ, ხმაურიც აღარ მაწუხებს, ისევ კიბეებზე ჩავდივართ და დაბურლ ტყეს ვაკვირდები, დათომ ხიდზე ჩამოჯდომა მოინდომა და ხიდისკენ მივდივართ, სოსო ხმას არ იღებს. აქ სიმშვიდეა და წყალიც მშვიდად მოდის. ხიდის შუაში ვსხდებით.
-უნივერსიტეტში ჩაბარება არ გიცდია? - ვეკითხები სოსოს.
ის ჩერდება, პატარა ჯოხს ათამაშებს ხელში და მთებს მიშტერებია. დათო მხარზე მსუბუქად მიბიძგებს. მგონი კითხვა არ უნდა დამესვა, რატომ არ ვანებებ თავს ჩემს თავზე მეშლება ნერვები.
-არა! - მპასუხობს ის, - დიდი ფული უნდა, კი ვსწავლობდი კარქათ მარა ვალოდიამაც არაო.
- რატო ფულის გამო, იქნებ ისე ჩაგებარებინა რომ დაეფინანსებიათ სწავლა?
- მოხუცია ახლა და ვინმემ ხო უნდა მომხედოს? თქვენთვის ვიშრომე მე და ახლა გინდათ წასვლაო? და რავიცი არც მიცდია.
-დედაშენი და მამაშენი ხო არიან აქ.
-წასულები არიანსაზღვარგარეთ კაი ხანია. - ჩაიბურტყუნა მან.
-მერე არ უნდა იბრძოლო შენი ცხოვრებისთვის? - საუბარრში გვერთვება დათო, - მე შენ ადგილას წავიდოდი მითუმეტეს შენი მშობლები თუ დაგეხმარებიან და საზღვარგარეთ არიან.
-რავიცი. - მხრები აიჩეჩა მან.
- რა უნდა აკეთო აბა აქ ბაბუაშენს უნდა მოუარო?
დათომ ჩემზე თამამი და უხერხული კითხვები დასვა.
-რა ვქნა, მეცოდება, ხო არ დავტოვებ. - ბიჭი ჯიბდან უფილტრო სიგარეტის კილოფს და ასანთს იღებს და სიგარეტის მოწევას იწყებს. - არ გინდათ? - გვთავაზობს და კოლოფს გვიწვდის.
-არა, არ ვეწევით. არ იცის ბაბუაშენმა რომ ეწევი?- ღიმილით ვკითხე
ის უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და მთებს თავალს არ წყვეტს.
-შეყვარებული თუ გყავს?- ჰკითხა დათომ.
-არა, საიდან უნდა მყავდეს?
- რავიცი, სკოლა. იქნებ სოფელში არის ისეთო გოგო რომელიც მოგწონს და გიყვარს?
-სკოლა არ გავაქ სოფელში და არც ჩემხელა გოგოა, სადაც ვსწავლობდი კი მომწონდა ერთი გოგო, მარა რავიცი... - თავი დახარა და სიგარეტს ძლიერად მოქაჩა, - იქაც სუყველა ისეთი იყო რო რავიცი მოკლედ. ტელეფონით ვწერ ერთ გოგოს მარა არ მინახია ჯერ.
-რაღაც რო გკითხო შეიძლება? - თვალები დაავიწროვა დათომ, თითქოს შეკითხვის დასმის ეშინიაო და ტუჩზე იკბინა.
-მკითხე.- გაიღიმა ბიჭმა და ჭორფლებიანი ლოყები ისევ გაუწითლდა.
-სექსი გქონია?
ბიჭი უფრო წითლდება და თითქმის ჩურჩულით ამბობს.
-არა საიდან?
-თვრამეტი წლის ხო ხდები?- გაიოცა დათომ.
დათოს ცოტა ზედმეტი მოსდის, ახლა მე გავკარი მხარი და ვანიშნე გაჩერებულიყო.
- ეგ არაფერს არ ნიშნავს, კარგი გოგოც გამოჩნდება, მაგრამ მე ვფიქრობ უნდა ჩააბარო. სცადე მომავალ წელს და იბრძოლე შენი ცხოვრებისთვის. ბაბუაშენი შენზე ბევრად უფროსია, თავის თავზე ფიქრობს, ხოდა შენც იფიქრე შენ თავზე. არ გინდა დღეს რო მოიცლი გამოგვიარო? რაღაც მარტო ვართ, სათევზაოთაც შეიძლება წავიდეთ და გავერთობით თუ მოიცლი. კიდევ გვყავს ორი მეგობარი წამოყვანილი, გოგოები. თედო დაგვპირდა გაგიყვანთ სათევზაოდო.
- მოვახერხებ მემგონი, - ამბობს ღიმილით და სიგარეტს მდინარეში აგდებს, - თედო ბაბუმ კაი თევზაობა იცის.
სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ მდინარის ხმაური ისმოდა. სოსო ალბათ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავაგდეთ და ცუდად მოვექეცით ამდენი კითხვა რომ დავაყართ. თავს ცოტა უხერხულად გრძნობს და მეც ძალიან მაწუხებს მისი ეს მდგომარეობა.
ცოტა ხნის შემდეგ, წისწვილში ვბრუნდებით, სოსო კიბეზე ადის და ონჯაროში იყურება.
-ცოტა არის დარჩენილი და მორჩება მალე.
ფქვილის ჩაყრას ვიწყებ ტომარაში და ველოდები, დრო იწელება. ნახევარი სათის შემდეგ სიმინდის მარცლების ჩამოოყრაც სრულდება, სოსო გარეთ გადის და წისქვილი ჩერდება. დარჩენილ ფქვილს ტომარაში ვყრი და ზურგზე ვიგდებ.
-შენც მოდიხარ ხო?- ვეკითხები სოსოს.
-კი, იქით მოვდივარ მეც, ამას დავტოვებ ღიას, ვიღაცა მოვა კიდე დღეს. ვკეტავთ ხოლმე და კვირაში ერთხელ ვაღებთ. - ბიჭი ჩვენსაზე დიდ ტომარას ზურგზე იგდებს და გარეთ გავდივართ, გზა ისევ სიჩუმეში გრძელდება. სოფელში გავდივართ და ეფროსინეს დანაბარები მახსენდება. სოსო გადასახვევიდან ქვემოთ მიდის.
-გამოგვივლი დღეს?- ვეკითხები მას.
-კი. რომელი საათისთვის პირებთ წასვლას?
-არციცი ზუსტად, ალბათ შუადღეს. შენ გამოიარე ან ტელეფონის ნომერი გვითხარი შენი და დაგირეკავთ, სოსოს ტელეფონის ნომერს დათო იწერს, მადლობას ვუხდი და ვემშვიდობებით, როგორც კი ვშორდებით დათოს ვეუბნები:
-მგონი ბევრი კითხვა დავუსვით, რაღაც ცუდად გამოგვივიდა. შემეცოდა, ვალოდიას რატომ უნდა უყუროს? მთელი ცხოვრება წინ აქვს.
-სექსი არ მქონიაო. - თქვა გაოცებულმა.
-მე რა მაწუხებს შენ რა... რა სექსი, ბიჭმა ბაბუამის უნდა მოუაროს. თან ვერ გაიგე ნათელამ რა მოყვა ვალოდიაზე? არ იქნება ეგ კაცი დალაგებული. ჩააბარებს, წავა სდმე სასწავლებლად და ყველაფერი ექნება, თან მითუმეტეს კარგი მოსწავლე თუ იყო.
ეფროსინეს სახლს ვუახლოვდებით ქალი ისევ ადგილზეა, ყვავილების ძირიდან შიშველი ხელებით ბალახს თხრის და ისევ ძაღლს ებურტყუნება. ჩვენს დანახვაზე სახლისკენ გარბის და იქედან ყვავილების თაიგული და გოგრები მოაქვს.
- რა საყვარელია! - იცინის დათო.
ქალი გაბრწინებული თავალებით გამოდის ეზოდან და დათოს გოგრებს და ყვავილებს აწვდის. როგორც ჩანს თვითონაც ბედნიერია იმით რასაც აკეთებს.
-ეს გოგოებს მიუტანეთ, - ამბობს ყვავილებზე, - ეს მართას. უთხარით ბუხარში შეწვითქვა.
- ძალიან დიდი მადლობა. - უღიმის დათო.
- ლამაზი ეზო გაქვთ, შემოდგომაზე ყვავილები თუ ხარობდა არ ვიცოდი. - ვამატებ მე.
- უჰ რას ლაპარიკოპ, აქ გაზაფხულზე უნდა ნახო რა არის, სულ ფერად-ფერადი ყავილებია ისეთი დასანახავია რო რაციცი.
ქალს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას და ვემშვიდობებით. ყვითელ გოგრებს და თეთრ, ხავერდოვან გირილებს თვალს ვავლებ. ეზოში შევდივართ თუ არა დათო მეუბნება:
-ეს ყვავილები ნინის მიართვი, მე სესილის მივცემ და მართასაც გავუნაწილოთ.
-ძალიან დავიღალე და არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. - ვუბღვერ და ტომარას ხელს უფრო ძლიერად ვუჭერ ხელს.
- ბიჭო, ტყეში ტყუილად გაგიშვით? - წარბებს კრავს დათო და სიცილს ძვლივს იკავებს.
- მორჩი, ვისაც გინდა იმას მიეცი ყვავილები, მე შემეშვი.
- რატომ მიმალავ ვერ ვხვდები, თორე მე კი მოვრჩები. შენთვის არასოდეს არაფერი დამიმალავს, თუ რამე მიჭირდა და მილხინდა გეუბნებოდი და შენ რა გჭირს არ ვიცი...
დათოს კითხვას უპასუხოდ ვტოვებ. იცის როგორ უნდა იმოქმედოს ჩემზე, ახლა თავს ნამდვილ ნაბიჭვარად ვგრძნობ. სახლში შევდივართ, ტომარას შესასვლელთან ვდებ და ფქვილიან ხელებს ვიფერთხავ. სახლში გოგოები ფუსფუსებენ და თიხის ქოთანში მოხარშულ ლობიოს მწვანე ხასხასა მწვანილს აყრიან.
-სად იყავით ბებია ამდენხანს? - გვეკითხება მართა.
-ცოტა შეგვაგვიანდა, ეს ეფროსინემ გამოგიგზავნა ბუხარში შეწვიო. - ვანიშნებ გოფრებზე.
- ეს კიდე გოგოებს დაურიგეთო. - დათო ყვავილებს ხელში მაჩეჩებს და თავის წილს სესილის და მართას აწვდის, მათაც შეიფერეს, მე კი დაბნეული ვდგავარ ყვავილებით ხელში და აზრზე ვერ მოვდივარ რა უნდა გავაკეთო. ნინი მოთმინებით მელოდება, მისი ეშმაკური გამოხედვა კიდევ უფრო მაბნევს. ყვავილებს ვაწვდი და ორივეს გვეცინება.
- მადლობა! - ამბობს მორცხვად და ყნოსავს,- იმ პატარა გოგრასაც თუ მომცემთ კარგ რაღაცას გავაკეთებ, შესაწვავად მაინც არ გამოდგება.
ნინი დანას და პატარა გოგრას იმარჯვებს, თავს აჭრის და გულს აცლის, შემდეგ შიგნით წყალს ასხამს და საოცარ საყვავილეს აკეთებს, ფერების არაჩვეულებრივი შეხამებაა. ვეუბნები, რომ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ ნიჭსაც ფლობდა, პასუხად მხრებს იჩეჩავს და შეუმჩნევლად ეღიმება ტუჩის კუთხეებში.
ტელეფონის მოსატანად ავდივარ. შემოსულ გზავნილებს ვპასუხობ. ნაშუადღევს თევზაობას ვგეგმავთ. სიმართლე გითხრათ, თედოს პრიმიტიული ანკესი მაოცებს, მითუფრო, რომ სოსომ თქვა თედო ბაბუა არაჩვეულებრივი მეთევზეაო. თუმცა თუ ნიჭი და მოხერხება გაქვს სათევზაოდ ალბათ ესეც გამოდგება. ყველანი ვირაზმებით და სოსოსაც ვურეკავთ, ისიც გვთანხმდება და წყაროსთან დაგველოდება.
- სოსო ვინ არის? - გვეკითხება სესილი.
- წისქვილში ერთი ბიჭი გავიცანით, სხვათაშორის ვალოდიას შვილიშილი. - პასუხობს დათო.
წყაროსთან იმავე სტილის ანკესით მორცხვად ატუზული გველოდება სოსოც. გოგოების დანახვაზე კიდევ უფრო იბნევა წითლდება და თავის სახელსაც ძვლივს ამბობს. მდინარემდე მიმავალ გზაზე ერთი სიტყავც არ დასცდენია, შიგა და შიგ თვალს გოგოებისკენ უხერხულად აპარებს, რაც ნაკლებად სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ ისინი მართლა ისეთები არიან თვალს ვერ მოსწყვეტ. ამის გაფიქრებაზე წელში ისე ვიჯგიმები გეგონება ჩემი საკუთრებები არიან და საკუთარ თავს დავცინი. არა მგონია სოსომაც რაიმე განსაკუთრებული იკადროს, ამიტომ შეფარული თვალის გაპარებები ეპატიება. თან ჩემდა საბედნიეროდ სესილის უფრო ხშირად უყურებს და ვმშვიდდები. მაგრამ რატომ მაინცდამაინც სესილი? რა დაუწუნა ნინის?
ისევ იმ გზაზე ვართ რა გზითაც წისქვილში წავედით. მდინარე ისევ კამკამაა და არცისე ღრმა, თუმცა მეეჭვება შემოდგომაზე თევზი დავიჭიროთ. თედო გულმოდგინედ ეძებს ქვის ქვეშ ჭიაყელებს და მეც ვცდილობ სილაში ჩაფლული ქვები გადავატრიალო, თუმცა გამოცდილება თავისას შვება, თედო ორ წითელ ჭიას იჭერს და მოურიდებლად აცვამს პირდაპირ ანკესზე. ზიზღისაგან სახე მეჭმუხნება და ირონიული ტონით ვეუბნები:
- ამ ჭიის ხელა თევზი თუ დავიჭირეთ მადლობა უნდა ვთქვათ. რა ამბავია, მოერევა მაგხელა ჭიას თევზი? აქეთ არ შეჭამოს.
თედომ ჩაახველა, ძუა ჭიასთან ერთად წყალში მოისროლა, მერე კი ნიშნისმოგებით გადმომხედა და მითხრა:
- მოდი, ანკესი გამომართვი და რაცხა ამოყვება დეინახავ.
ზურგს უკან ჯერ ფხუკუნი მესმის, შემდეგ კი თავშეუკავებელი ხარხარი, დათოს გაბრაზებული ვუყურებ, ასეთი სასაცილო არავის არაფერი უთქვამს.
სოსო ისევ ქვების ქვეშ იქექება, მის მოსახმარებლად სესილი მიდის და ჩემთვის გაურკვეველ თემაზე საუბრობენ. მდინარის ხმაში არაფერი მესმის, ბიჭმა ხმა ამოიღო, არც ისეთი მორცხვი ყოფილა როგორც მეგონა. ხელით მითითებებსაც აძლევს სესილის, ნინის ჭიები ეზიზღება, ამიტომ იმას აკეთებს, რაც ყველაზე მეტად მესიამოვნებოდა და გამახარებდა ამ მომენტში, ჩემს გვერდით დგება და თბილად მიღიმის. ანკესი სულ მავიწყდება, უაზროდ მიჭირავს და ნინის მივშტერებივარ, რომელიც რაღაცას მელაპარაკება, მაგრამ ნაწილობრივ მდინარის ხმაურში და მეტწილად მისი სილამაზით მონუსხული ნახევარს ვერ ვიგებ.
ანკესი უკვე რამდენიმე წუთია მდინარის ყველაზე ღრმა ნაწილში მაქვს, არც მანიშნებელი ბურთი აქვს, რომ გავიგო, გაება თუ არა თევზი ჩემს ანკესში. თედო ამბობს რომ ეს ხელებში უნდა იგრძნოო, მაგრამ არამგონია რამე ვიგრძნო. სესილი ხმამაღლა კივის, მისკენ ვტრიალდები და ვხედავ რამხელა სიხარულს ანიჭებს ჭიის პოვნა, თითებით წითელი ჭიაყელა ჰყავს დაჭერილი და ისეთი ბედნიერი სახით უყურებს როგორ იკლაკნება მის თეთრ ხელის გულზე ეს არსება, თითქოს დიდი საგანძური ეჭიროს ხელში. სოსო მპურიდებლად კავზე აცვამს და მდინარეში ისვრის, მერე კი სესილის უწვდის ანკესს, ისიც სიხარულით ართმევს და მოხერხებულად იჭერს.
-ერთი იმათ გახედეთ. - გვითხრა დათომ და თვალი არ მოუშორებია მათთვის,- ეს მე პატიოსნი ბიჭი მეგონა და შეხედე რა დღეშია.
-ვხედავ! - ვუპასუხე მოკლედ.
-დათო რეებს ბოდიალობ? ანკესი ათხოვა, უბრალოდ ეკონტაქტება, რა ნახეთ აქ ისეთი? - ნინი ცოტა ხნით დაფიქრდა და ღიმილით დაამატა: - თუმცა ფლირტიც იგრძნობა ცოტა, მეც ვიგრძენი.
-შენ სხვა რამეებიც უნდა იგრძნო, - თავლს უკრავს ნინის დათო.
- შეგიძლია ცოტა ხანს ანკესი გამომართვა?- ვეკითხები ნინის, - არ გეფლირტავები უბრალოდ დაიჭირე. თუ ზღვარს გასცდება სოსო ჩვენ აქ ვართ მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება.
- რავა გლახა ბიჭია თუ? - წამოიყვირა თედომ, რომელიც მშვიდად იჯდა დიდ ქვაზე და არ ხმას არ იღებდა. არ მეგონა ჩვენს საუბარს თუ ისმენდა
ნინი ანკეს მართმევს და ისე იჯგიმება, თითქოს მთელი ცხოვრება თევზაობაში გაეტარებინოს. დათოსკენ ვბრუნდები და ვუბღვერ, დანებების ნიშნად ხელებს მაღლა სწევს და იცინის.
-ვინ თქვა რომ ცუდი ბიჭია? - გავიკვირვე და თედოსკენ მივბრუნდი .
-მაგ მისთანა მშრომელია, ათ ოჯახს შეინახავს და ათ ქალს გოუძლებს.
-გაძლებაში რას გულისხმობთ? - გადაიხარხარა დათომ, ამ ბოლო დროს უჩვეულო იუმორის გრძნობა აქვს და რაც მთავარია თითონ ერთობა თავის ნათქვამზე.
-რას და საცა ვალოდიას უძლებს კაცის ნერვები ის ათ ქალსაც გოუძლებს, - არ იმჩნევს, ან ვერ ხვდება დათოს ჩაკითხვის მიზეზს, - მაგე ჩუმად იქნება წამოსული, თუ არა არც აქ გამოუშობდა მისთანა არის.
ვალოდიამ ძალიან დამაინტერესა, ვინ არის ეს კაცი ასეთი, მთელი სოფლის კრიტიკას რომ იმსახურებს და ერთი კარგი არავის არაფერი დასცდენია მასზე?! მათ შორის, არც საკუთარ შვილიშვილს. დათოს ვუახლოვდები და რამდენიმე წუთის წინ რაც თქვა იმას ვახსენებ.
- კიდე თუ ამოიღებ ხმას ჩემზე და ნინიზე, ანკესზე შენ გამოგაბამ. - ჩუმად ვცრი კბილებიდან და დათოს არასერიოზულ სახეზე მაინც მეცინება, სოსოს და სესილის ვუახლოვდები. აშკარად უჩვენოდაც მშვენივრად გრძნობენ თავს.
- ჯერ ვერაფერი დაიჭირეთ? - ვარღვევ მათ იდილიას.
სესილი იკრიჭება, სოსო კი ისევ წითლდება. ეტყობა ეს ჩვევაა და არანაირ კავშირი არ აქვს სირცხვილის გრძნობასთან.
- ვერაფერი ჯერ მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ იქნება რამე.
- კარგი მოსწავლეა?- ველითხები სოსოს.
-კი. - ხრის თავს და სიგარეტს იღებს, მისი ქცევის მანერები შეცვლილია თითქოს ლაპარაკიც. ცუდადაა ჩვენი საქმე, ესენი ერთმანეთს უნდა დავაშორო თორე ასე არაფერი არ გამოვა. ინტრიგანი დედაბერივით ვლაპარაკობ, მაგრამ სოსო აშკარად მოიხიბლა სესილით, ამიტომ მათი მარტო დატოვება არ მინდა, თუმცა ნინის ხმამაღალი შეძხილის გაგონებისთანავე მისკენ გავრბივარ, მასთან თედოა და ანკესის წყლიდან ამოღებაში ეხმარება.
- დავიჭირე!- მეუბნება გაბრწყინებული თვალებით და მეხვევა. მეც ხელებს წელზე ვხვევ და ვაქებ. ნინის მხარიდან დათოს ირონიულად დაბრეცილი ტუჩების ვკიდე თვალი და ისევ ვუბღვერ.
- საყვარლები.- ბურტყუნებს ძვლივს გასაგონად და მოჩვენებითი სიყვარულით სავსე თვალებით შემოგვყურებს.
ჩუმად შუა თითს ვუჩვენებ და ანკესზე გადამაქვს ყურადღება. მაინტერესებს რა ზომის თევზი იქნება. აფართხალებული ვერცხლისფერი თევზის კანი მზის შუქზე ბრწყინავს.
- არ გავუშვათ?- მკითხა ნინიმ და საწყალი თავლებით გახედა ნანადირევს.
- რა უნდა გაუშვა, შენი დაჭერილი თევზი?
-ხო, მთავარია რომ დავიჭირე, - ნინი თევზს უახლოვდება და ფრთხილად აკვირდება, - ნახე როგორ იბრძვის სიცოცხლისთვის, რატო უნდა ჩავამწაროთ? ამის ხორცს მართას ხაჭაპურები აჯობებს.
დიდებულია, ახლა იმაზეც უნდა ვიზრუნოთ თევზს რამე არ „ჩამწარდეს“!
-შენ რავარც გინდა ბაბუა, შენი დაჭერილია.- თბილად ეუბნება თედო.
ნინი თევზს თამამად უახლოვდება, ხელში იჭერს და ისე ძლიერად უჭერს რომ საცაა გაჭყლიტავს. სწრაფად მიირბის და მდინარეში ისე ძლერად აგდებს ვფიქრობ გადარჩა თუ არა.
- რატო გაუშვი-? გაიკვირვა დათომ.
- რა მოხდა მერე, ჩემი დაჭერილი იყო და რასაც მინდოდა იმას ვუზამდი, ასე მითხრა თედო ბაბუამ, შენ რომელსაც დაიჭერ იმას რაც გინდა ის უქენი.
-თუ მომცემთ ანკესს მეც ვცდი.
თედო ჭიაყელას აცვამს კავზე და დათოს უწვდის, ის კი დამცინავი ტონით ამბობს
-იმედია ჭიაყელაც არ შეეცოდება ვინმეს.
-ეგეც საცოდავი და საწყალი არსებაა, მაგან რა დააშავა?
ნინის ეს საქციელი მაცინებს და სიამაყით მავსებს.
-კაი გამარჯობა თქვენი,- მომესმა უცნობი კაცის ხმა ზურგს უკან.
-ვალოდიას გაუმარჯოს! - პასუხობს თედო.
უკან ვბრუნდები და მაღალ ჭაღარა წვერებიან მოხუცს ვხედავ. მუშაობისაგან, დამსკარი და დაღლილი ხელებით ჯოხს დაყრდნობია, გამარჯობის ნიშნად თასვ ვუქნევ. ის კი სოსოსკენ იხედება და ბურტყუნებს:
-ვ აი შენს პატრონს, ამას თუ სათევზაოთ ცალია ახლა, გეერთო ბიჭი, სოსო! - ყვირის ხმამაღლა, სოსო კი წამში მასთან ჩნდება და გაბრაზებული გამომეტყველებით აკვირდება ბაბუამისს.
-რა გინდა?
-მეიცალე ამხელა კაცმა სათევზაოთ? თავში ჭკუა არ გაქ?
-რა გინდა? - უხეშად უმეორებს კითხვას სოსო.
- წამოდი სახლში, საქმე მაქვს გასაკეთებელი.
- ვთევზაობ!
-რო გელაპარიკები საქმე მაქთქო ვერ გეიგე?
-ხო ხედავ რო ვთევზაობთ.
-ამათ რას აყოლიხარ შენე, ესენი ქალაქიდან არიან ჩამოსულები, საქმე კი არაფერი აქვთ ერთობიან და შენ ვენახი რო გადაგიჭამა საქონელმა და მგონია საქმეზე ხარ წამოსული. შენ კიდე აქ დამდგარხარ და თევზაობ.
ვალოდიას სიტყვებზე ვბრაზდები და სისხლი მაწვება. სოსოც რაღაც თავს ისე ვერ იცავს, როგორც საჭიროა, ჩვენთან ერთად რომ არ იყოს ალბათ ამდენსაც არ გაუბედავდა. მერე კი ჩუმად პასუხობს და სესილისკენ აპარებს თვალს.
- წამოდი სახლში თუ არა მერე არ დაგინახო სახლში ფეხშემოდგმული, საცა გინდა იქ წადი. ნათელას საქონელი იყო შემოსული და გადაჭამა მთელი ერთი პწკარი, არ დოუტოვებია ზედე არაფერი, მე შემიძლია თუ არა მაგდენის კეთება აღარ მეკითხები? - ხმას უწევს ვალოდია. ვფიქრობ ჩავერიო თუ არა მათ სუბარში, თუმცა, სოსო ისედაც უხერხულ მდგომარეობაშია და ალბათ ძალიან განიცდის ამ ამბავს, ვალოდია ბრუნდება და მიდის.
-მიდიხარ ბაბუა? - ეკითხება თედო, მზრუნველი ხმით.
- წავალ ხო, ვნახავ რა გადაჭამა საქონელმა. - თავს უნევს სოსო, როგორც კი პირველ ნაბიჯს დგამს, უკან ვაბრუნებ და ვახსენებ:
-ანკესი გრჩება!
-არა, იყოს ითევზაოს სესილიმ, სახლში რათ მინდა.
-არა წაიღე, ჩვენც მალე წავალთ, რაც დავიჭირეთ ისიც წყალში გავუშვით მაინც.
სესილისთან მივირბინე და მოკლედ ვუთხარი რაც ხდებოდა, ანკესს მაშინვე ვუბრუნებთ, ისიც მორხცვად გვემშვიდობება და მიდის.
-ესეთი ბაბუა რომ მყავდეს არ ვიცი რას ვიზმდი. - ამბობს დათო და ანკესს ნაპირზე დებს, - რა იყო ეს, ან რატო გაყვა, დარწმუნებული ვარ არც არსად დადის ეს სოსო და არც ისვენებს.
- ვერაფერსაც ვერ იზამდი,- შეეწინააღმდეგა ნინი,- რასაც სოსო აკეთებს იმავეს გააკეთებდი შენ , მის ადგილას რომ იყო, აქ გაზრდილიყავი და ასეთი ცხოვრება გქონოდა.
-აღარ მინდა თევზაობა. ვისაც გინდათ ითევზვეთ. - ხალისი დაკარგა დათომ.
- ჯობია ჩვენც წავიდეთ, მართა მარტო დავტოვეთ და ცოდოა. კარგი იყო მაინც. შენ კიდე, - ვტრიალდები სესილისკენ, - სოსოსგან თავი შორს დაიჭირე, ძალიან მალე შეხვედი კონტაქტში და შენით აშკარად აღფრთოვანებულია, ნუ მისცემ ტყუილ იმედებს.
სეილი წარბებს კრავს და გამოცებისგან პირს აღებს:
- რაზე მელაპარაკები, რა იმედები, რა თავი შორს დავიჭირო, არაფერი ცუდი არ უთქვამს და არც მიგვრძვნია. ხმაც არ ამოუღია ძირითადად მე ვლაპარაკობდი.
-სოსო ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ სესილი, ის აქ ერთადერთი ახალგაზრდაა, არც ისე დიდი გამოცდილება და არჩევანი აქვს გოგოებთან ურთიერთობის მხრივ, ამიტომ ისე მარტივად არ არის საქმე როგორც ნებისმიერ შენს ნაცნობ ბიჭთან. მოკლედ, მე გაგაფრთხილე.
-უბრალოდ თევზაობა მასწავლა.- თავს გამალებით იცავს სესილი.
- ხო კარგი წავიდეთ.
სოფელში შესვლამდე წინ კიდევ ერთი უცხო და საინტერესო სანახაობა გვხდება: გზაზე პატარა ქერა გოგო მოდის, უკან ფერად ფერებში გამოწყობილი, წელში მოხრილი ბებია მოყვება, გოგონას შავი უჩვეულო თვალები აქვს, მოკლე დახეული კაბით, ფლოსტებიდან კი პატარა თითები უჩანს, ფრჩხილებზე აქა-იქ წითელი ლაქის კვალი შემორჩენია. გვედით კი ჭრელი ქათამი მოყვება, რომელიც კოჭლობს და ცდილობს გოგოს დაეწიოს, გოგონა ჩვენს დანახვაზე კრთება, მერე კი თამამდება და წიწილას თბილი ხმით ეძახის.
-ჩიპო მოდი აქ! - ქათამი მაშინვე მასთან მიდის და თბილად ეხუტება. ის თავზე ხელს უსვამს და ქათამიც ნეტარებისაგან თვალებს ხუჭავს, მერე გოგოს ხელში აჰყავს და ასე ცდილობს დაგვანახოს რა საოცარი ურთიერთობა აქვთ მას და მის ქათამს. ჯერ პატარა ბავშვის დანახვა მაკვირვებს და მერე ქათმის და მისი ურთიერთობა...
- გამარჯობა დარიკო! - ესალმება მოხუც ქალს თედო.
- გაგიმარჯოს თედო! ვინ არიან ეს კაი ხალხი? - ეკითხება დარიკო და ხელით სახეს იჩრდილავს.
- ეს ჩემი შვილიშვილია გეგი, ესენი მისი ამხანაგები. შენ რავა ხარ ბაბუა, შემორჩი სოფელს?- ეკითხება თედო პატარა გოგოს, - რავა არის ჩიპო.
- კარგად!- პასუხობს გოგო და ამ ერთ სიტყვას ისე წელავს ლამის ერთი წუთი მოუნდეს მის თქმას. თან თვალი ჩვენსკენ ეპარება.
-გაგდე გოგო ექ ქათამი ძირს, - უწყრება მოხუცი, - მერე ჩემთან მოდის და მიღიმის,- რავაარის მამაშენი? ასე უნდა დეივიწყო დარიკოთქვა? გადეეცი ჩემ მაგივრად!
-კარგით გადავცემ. - ვუქნევ თავს და ძალით ვიღიმი. იმას ლამის საკუთარი მშობლები დაავიწყდეს და დარიკო ემახსოვრება?
-რამხელა არის გაზრდილი, აბა დაგკაცებია თედო შთამომავალი და ეგ არის. - თავს აქნევს ქალი.
აქ ყველა განსაკუთრებულ სითბოს იჩენს ჩემს მიმართ და ყოველთვის აღნიშნავენ იმას რომ დვკაცდი და ეშველათ მოხუცებს. ეს თითქოს მახარებს, თან მვალდებულებს, რომ არასოდეს მივატოვო ისინი და ვიყო მათ გვერდით, გავულამაზო სიბერე, რაც მათ ძალიან სჭირდებათ. სესილი გოგოს უახლოვდება და იხრება, თან ქათამს თავზე ხელს უსვამს.
- როგორ მოიშინაურე? - ეკიხება გაკვირვებული, გოგოც თითქოს უფრო ამაყი ხდბა და თავის ქათამს სესილის უწვდის რომ კიდევ უფრო კარგად მოეფეროს მას, სესილიც ართმევს ქათამს და ღიმილით ეფერება.
-მე გავზარდე, - პასუხობს ის. - ჩიპო ქვია, მარტო ეს გამოიჩეკა და დედამ მიატოვა.
საუბარში დარიკო ერთვება და უფრო დაწვრილებით ყვება ქათმის ტრაგიკულ ისტორიას.
- კრუხს ფუთურო დეესია და აღარ გაჩერდა კვერცხებზე, მეორე კრუხი არ მყავდა რო დამეჯინა და აგერ ეს გამეიჩეკა მარტო, მერე ჩაგრავდნენ ქათმები, დედმისი აღარ იცავდა და აგერ უპატრონა ამან. ახლა რო მეიცალა ამის სანახავად ჩამევიდა. კიდე ჩაგრავენ და სა მაქ ამისი მოვლის თავი, წევიყვან ბაზარში და გავყიდი. ჩემი თავისთვის ვერ მიმიხედია და სა ვდიო ქათამს.
- თქვენ ქათამზე ეჭვიანობთ?! - ნიშნის მოგებით გახედა სესილიმ დარიკოს, - როგორ შეიძლება ამის გაყიდვა, როგორი მოშინაურებული ჰყავს ნახეთ.
- რაცხა წამეეწევა და მე არ მაქ მაის თავი, კი მიდის ეს აწი და მე არ შემიძლია. - ჩაიქნია ხელი ქალმა. სესილიმ ქათამი პატარა გოგოს დაუბრუნა.
დარიკოს და პატარა გოგოს ვემშვიდობებით და სახლში ვბრუნდებით, ნათელა ადგილზეა და მართასთან ერთად რაღაც სერიალს უყურებს.
მყუდროება დავურღვიეთ!



№1 სტუმარი ani

Auu kide mindoda ar meyo.xval iqneba neta axli tavii?

 


№2 სტუმარი Guest mildiani

ani
Auu kide mindoda ar meyo.xval iqneba neta axli tavii?

ხვალ ღამის 12 საათზე

 


№3  offline წევრი შამხათი

კარგი ისტორიაა, სიამოვნებით ვკითხულობ. ჩემი სოფელი მახსენდება და ყველა ის მოგონება, რაც იქაურობას უკავშირდება. სასიამოვნო ემოციებია ნამდვილად.

 


№4  offline წევრი natia23

ძალიან მომწონს ეს ისტორია.
გუშინდელი კენჭების ამბავი მაინტერესებს და იმედია მომდევნო თავში იქნება :D
რაც შეეხება ახალ პერსონაჟ სოსოს,ასე მგონია თავისით იჩაგრავს თავს და არ უნდა რომ სოფელს გაშორდეს.მას თავისუფლად შეუძლია ის აკეთოს,რაც მოესურვება.უბრალოდ ბაბუამისზე ძალიან არის დამოკიდებული.
გეგი და ნინის წყვილი ასე თუ ისე მომწონს,მაგრამ განვითარებას უფრო მეტს ველოდებოდი )) მითუმეტეს "პირველი კოცნის" მერე..საერთო ჯამში ისტორია ძალიან მომწონს და დამაინტრიგებელია :)) წარმატებები

 


№5  offline წევრი mildiani

natia23
ძალიან მომწონს ეს ისტორია.
გუშინდელი კენჭების ამბავი მაინტერესებს და იმედია მომდევნო თავში იქნება :D
რაც შეეხება ახალ პერსონაჟ სოსოს,ასე მგონია თავისით იჩაგრავს თავს და არ უნდა რომ სოფელს გაშორდეს.მას თავისუფლად შეუძლია ის აკეთოს,რაც მოესურვება.უბრალოდ ბაბუამისზე ძალიან არის დამოკიდებული.
გეგი და ნინის წყვილი ასე თუ ისე მომწონს,მაგრამ განვითარებას უფრო მეტს ველოდებოდი )) მითუმეტეს "პირველი კოცნის" მერე..საერთო ჯამში ისტორია ძალიან მომწონს და დამაინტრიგებელია :)) წარმატებები


ძაკიან დიდი მადლობა შეფასებისთვის , მეხუთე მეექვსე თავი შიშს და ნინის ეთმობა, ასე რომ დღეს ისევ 12 საათზე

შამხათი
კარგი ისტორიაა, სიამოვნებით ვკითხულობ. ჩემი სოფელი მახსენდება და ყველა ის მოგონება, რაც იქაურობას უკავშირდება. სასიამოვნო ემოციებია ნამდვილად.

მადლობა შეფასებისთვის მეხუთე თავი დღეს 12 საათზე

 


№6  offline წევრი natia23

natia23
ძალიან მომწონს ეს ისტორია.
გუშინდელი კენჭების ამბავი მაინტერესებს და იმედია მომდევნო თავში იქნება :D
რაც შეეხება ახალ პერსონაჟ სოსოს,ასე მგონია თავისით იჩაგრავს თავს და არ უნდა რომ სოფელს გაშორდეს.მას თავისუფლად შეუძლია ის აკეთოს,რაც მოესურვება.უბრალოდ ბაბუამისზე ძალიან არის დამოკიდებული.
გეგი და ნინის წყვილი ასე თუ ისე მომწონს,მაგრამ განვითარებას უფრო მეტს ველოდებოდი )) მითუმეტეს "პირველი კოცნის" მერე..საერთო ჯამში ისტორია ძალიან მომწონს და დამაინტრიგებელია :)) წარმატებები

Fb-ze rogor gipovo??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent