შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალტერ ეგო – 1


25-10-2016, 00:22
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 383

ადამიანის ბუნებას განსაზღვრულ მიჯნამდის თუ
ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილისა თუ
ტანჯვის გადატანა,
როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაუღუპება.
გოეთე.
(გამონათქვამი არანაირ კავშირში არ არის მოთხრობასთან.)




ალბათ ყოველმხრივ უსამართლობაა, ჩემი ამბის თხრობას, დასასრულით რომ ვიწყებ: მე მოვკვდი. დიახ! მკვდარი ვარ, მკვდარი ვარ, როგორც ყველა მიწაში ჩამარხული ხრწნილება და თავად ვარ მიწაში, თავად ვარ ხრწნილება. სიბნელეში და სრულ არარაობაში, არ არსებობაში ვიმყოფები, ვით ნიცშე თუ სოკრატე; ლენინი თუ ლიტლერი; გოეთე თუ კანტი; ედგარ პო თუ დოსტოევსკი; ბუდა თუ ქრისტე; ლინკოლნი თუ კენედი, მაგრამ შემიძლია მე ამ ჭირს, როგორც თქვენ სიკვდილს უწოდებთ, პოზიტიურად შევხედო და ვთქვა, რომ მხოლოდ სიცოცხლის შემდეგ ვხდებით სამყაროს ნაწილი. მხოლოდ სიცოცხლის შემდეგ ეხდება ფარდა იმ საიდუმლოებებს, რის გამოც კაცობრიობა დღემდე ჭკუიდან იშლება და რატომღაც, ჭკუიდან შეშლა საამაყო საქმე გვგონია, ვინაიდან იმდენად დაუკმაყოფილებლები ვართ, რომ რაიმე ნიშნის აღმოჩენა საკუთარ თავში, – რაც უთუოდ განგვასხვავებს უმრავლესობისგან, – უმალ გვახარებს და უსასრულობაში, თავი უმნიშვნელოვანესი არსებები გვგონია, როცა არაფრით განვსხვავდებით ჩვენი ფეხის ფრჩხილზე არსებული ბაქტერიისგან, რომელიც, ვინ იცის, იქნებ ფიქრობს, რომ სამყარო უსათუოდ მის გარშემო ბრუნავს და ადამიანზე მეტად, ვგონებ ვიღაცის ფეხის ფრჩხილზე მცხოვრები არსებები ვართ. ხოდა ახლა სამყარო ჩემს გარშემო ბრუნავს, რადგან ის თავად ვარ, ან უბრალოდ სიცოცხლის შემდეგაც ისეთი იდიოტი დავრჩი, როგორც თქვენ სიცოცხლეში.
ხოდა იმას ვამბობდი, ჩემი რაღაც ენით აღუწერელი ტანჯვა, თვრამეტი წლის ასაკში დაიწყო–მეთქი და ეს ის პერიოდია, როცა მე ფილოსოფიით დავინტერესდი, ამასთან კი, გამუდმებით ვუსმენდი ბაროკოს სტილის კლასიკურ მუსიკებს; არც ოჯახური მდგომარეობა მქონდა სახარბიელო და არც ფსიქიკური, მეგობრებზე საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვა. ჩემი მეგობრებისთვის რაღაც კომპიუტერული პროგრამის მსგავსი ვიყავი, რომელსაც გულის გადაშლის მიზნით უგზავნიდნენ ხმოვან შეტყობინებებს და ამ პროგრამის პასუხსს, არათუ ელოდებოდნენ, არამედ სულ ცალ ფეხზე ეკიდათ. ხოდა მე იმის საშუალება არ მქონია, რომ მათვის, ვისაც კი მეგობარს ვეძახდი, გამეზიარებინა ჩემი ნეგატიური თუ პოზიტიური აზრები, მაგრამ ეს უკანასკნელი გრძნობა, პოზიტივი, ავის მომასწავლებლად იშვიათად მეუფლებოდა, მაგალითად მაშინ, როცა ფსიქოტროპულ აბებს ვყლაპავდი იმისთვის, რომ შემდეგ ჰალუცინაციებით მეკაიფა. ჩემს ცხოვრებაში ჰალუცინაციები კლოუნების როლს ასრულებდნენ. ხო, ყველაფერი მართობდა, მათ შორის ღრუბლებზე გაშენებული ჯუჯების სამყარო და ჯოჯოხეთიდან გადმომხტარი დემონები, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ ჩემს შეშინებას, მაგრამ ამაოდ, რამეთუ ჩემი ავადმყოფი გონება თინეიჯერობის პერიოდში, კარგად იაზრებდა რა იყო რეალობა და რა ილუზია. ხოდა წარმოიდგინეთ რას განიცდის ერთი არაფრით გამორჩეული ლაწირაკი, რომელიც როლინგ სტოუნის თანმხლებით უყურებს ცას და იქ ხედავს მილიარდობით მიკროსკოპულ სამყაროს. ყველაზე მაგარი კაიფის დროს, ილუზიის რეალობად გარდაქმნაა, და ფაზები, ერთმნიშვნელოვნად.
პირველი ფაზა: არ იცი სად ჯანდაბაში ხარ და გარშემო ყველაფერს გაკვირვებული უყურებ, ამ დროს კი, ყველაზე მაგარი საკუთარი ხელების ყურებაა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ ამოძრავებ თითებს.
მეორე ფაზა: მსუბუქი ეიფორიიდან, წამში გადადიხარ მძიმე ეიფორიაში და ეს რაღაც დამანგრეველ აფეთქებას ჰგავს, რომელიც გაფართოებას იწყებს და აღარ ჩერდება, როგორც სამყარო, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, კაიფს დასასრული აქვს, რასაც მეორე ფაზაში, როგორც არ უნდა მოინდომო, ვერ გაიაზრებ.
მესამე ფაზა: ჩვეულებრივი გიჟი ხარ და ყველგან რაღაც არარეალურს ხედავ, საითაც არ უნდა გაიხედო, თვალების დახუჭვის შემთხვევაშიც კი. რეალობა, ზღაპარი ხდება და ხეები ცოცხლდებიან, ფოთლებზე კი კაცუნები სახლობენ. მესამე ფაზა, სრული სიგიჟეა და ამ დროს ყველაფრის დანახვა შეგიძლია რასაც კი მოისურვებ, ხოლო არავითარ შემთხვევაში დაითრგუნები ნანახით.
მეოთხე ფაზა: საშინლად აღგზნებული ხარ და საუბრობ შენ მომავალ გეგმებზე, რაც, უეჭველად გამოვა, მაგალითად მეორე დღეს ვოლსთრითზე წასვლა და იქ ბროკერად მუშაობა. გეგმას მნიშვნელობა არ აქვს, მეოთხე ფაზაში, ყველაფერი გამოდის ფიქრისა და ძალისხმევის გარეშე. ასე რომ, თუ თქვენ იმყოფებით მეოთხე ფაზაში, სრულიად შესაძლებელია მეორე დღეს ქალაქის ცენტრში გახსნათ რესტორანი ვეგეტარიანელთათვის და სურვილისამებრ კარებზე მიაწეროთ, რომ არ დაიშვებიან ორსულები, ორსულები და ვეგეტარიანელები, განსაკუთრებით კი ორსული ვეგეტარიანელები. ხოდა, ეს ისე, ხუმრობით, მაგრამ რესტორანი თქვენ ქვეცნობიერში ყოველთვის იარსებებს და სავარაუდოდ, ბევრი კლიენტიც გეყოლებათ.
მეხუთე, უკანასკნელი ფაზა: ეს უკვე ჯოჯოხეთია. რატომღაც საშინლად ითრგუნები, ხედავ მონსტრებს და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ფაზა, თავიდან გაიარო.
და ბოლოს, ჩემო იდიოტო მეგობრებო, ზედმეტი დოზის მიღების გამო, ცოტა არ იყოს და შევიშალე. მოიცა, რამდენი აბი გადავყლაპე?.. ოცი, ხო? ხო, ოცი! ამჯერად კაიფი ორ ფაზად გაიყო: სიგიჟე და სიბნელე, როგორც გონების დაკარგვა. ხო, მე ვიცი რას გრძნობს შეშლილი ადამიანი. ვიცი რას გრძნობს ადამიანი, რომელიც თვალებს ხუჭავს თავის ოთახში და იღვიძებს საავადმყოფოში.
ექიმმა მითხრა, თავს რატომ იკლავდიო.
მე რა ვიცი–მეთქი. აბა იმას ხომ არ ვეტყოდი, კაიფის ოთხივე ფაზის სრულყოფილად დამუღამება რომ მინდოდა.
– შევთანხმდით?! – მკითხა ექიმმა ოც წუთიანი საუბრის შემდეგ.
მეთქი, აბა რა, თავს აღარასდროს მოვიკლავ.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, სრულყოფილად დავამუღამე კაიფის ოთხივე ფაზა და ამ დამუღამება–დამუღამებაში, მართალს გეუბნებით, ფსიქიკურად შევიშალე–მეთქი. აბებს მხოლოდ მაშინ შევეშვი, როცა ფსიქოტროპული წამლების ყიდვა რეცეპტის გარეშე შეწყდა. მე და ჩემმა მეგობრებმა კი შევეცადეთ რეცეპტის შოვნას, მაგრამ ამაოდ. ხო, მართლა, ვაჟიშვილობა კაიფში დავკარგე, ვით ჩემმა პარტნიორმა, – ქალიშვილობა.
რაში გამოიხატებოდა ჩემი სიგიჟე? თავიდან იყო ფილოსოფიის შესწავლის დაუდგრომელი სურვილი, მელანქოლია, შემდეგ მძიმე სულიერი დეპრესია და ბოლოს, ენით აღუწერელი დამთრგუნველობა, რაც ყოველდღიურად თვითმკვლელობისკენ მიბიძგებდა. ჩემ თავში ჩავიკეტე და ღმერთის დაკარგვის შემდეგ, თავად გავხდი ღმერთი. შემდეგ, რომ ვამბობდი, მარტოობა მიყვარს–მეთქი, მივხვდი, რომ ყველაზე გულისამრევი რამ, სწორედ ეს უკანასკნელია.

– აბა, ბავშვებო, რისი სუნი ასდის მარტოობას?
– მძღნერის, მას!
– პასუხი არასწორია, მაგრამ ახლოს ხარ.
– გახრწნილ სხეულზე მიმხმარი ოფლის სუნი, მას!
– არა... არა... მაგრამ ახლოს ხართ.
– ბაბუაჩების და ბებიაჩემის გაზების ნარევი, მას!
– პასუხი არასწორია!
– მას, მარტოობას ავტომობილის საბურავში გახლართული, ერთი კვირის გაჭ....ტილი კატის სხეულის სუნი ასდის!
– არა, ბავშვებო, მარტოობას იმაზე ცუდი სუნი ასდის, ვიდრე თქვენ გგონიათ. ჩაპრესეთ მძღნერში ადამიანის გახრწნილი სხეული, მას კი დაუმატეთ თქვენი ბებიების და ბაბუების დაგროვილი გაზები, შემდეგ კი ამ ყველაფერთან, წარმოიდგინეთ იმ ერთი კვირის წინ გაჭ....ტილი კატის სხეულის სურნელება. ასე რომ, მძღნერს + გახრწნილ სხეულზე მიმხმარი ოფლი + ჩვენი ბებიების და ბაბუების დაგროვილი გაზები + საბურავში გახლართული ერთი კვირის წინ გაჭ....ტილი კატის სხეული = მარტოობას. ამბობენ მარტოობა მშვენიერიაო, მაგრამ ეს ზღაპარია, ზღაპრების კი არ უნდა გჯეროდეთ!

ხო, რატომაც არა, მყავდნენ ძმები/მეგობრები, რომლებიც ჩემ გოგოს პირველივე სახარბიელო მომენტში ძუკნასავით იხმარდნენ და ზოგადად, მგონი ასეთია ადამიანის ბუნება, მე და შენ ვერაფერს შევცვლით. ხოდა, კვლავ მეგობრებზე დავიწყე ყბედობა, ვამბობდი, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გულს გადამიშლიდნენ–მეთქი, მაგრამ ხომ ხვდებით, მე მაინც სხვა რაღაც მჭირდებოდა, რაღაც ეჭვებ გარეშე ურთიერთობა და მონათესავე სული, ვინც აღფრთოვანდებოდა ჩემი სულიერების სამყაროთი. ხო, მინდოდა მეგობარი, – კაცი იქნებოდა ის თუ ქალი, – რომელიც ახსნის გარეშე მიხვდებოდა, თუ რას ვგრძნობდი დაძინებისას, ძილში და გაღვიძებისთანავე. ხოდა მსგავსი არავინ ჩანდა დავცდილობდი მოღალატეებითა და იდიოტებით დავკმაყოფილებულიყავი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს. ყველა ერთმანეთს ჭამდა, პირისპირ კი, საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ამიტომ ჩვეულებრივ ავღვიქვამდი იმ ამბავს, რომ ზურგს უკან მეც აუღელვებლივ მითხრიდნენ საფლავს, რომ ჩემი ყველა კარგი თუ ცუდი თვისება, ბოროტულად ჰქონდათ გაკრიტიკებული, ან უბრალოდ ჩემში იყო პრობლემა და არაფერი არ ხდებოდა ისე, როგორც მეგონა, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
და ცხრამეტი წლის ასაკში, – როცა უკვე გავიარე უამრავი თვითმკვლელობის მცდელობა და როცა უკვე ვესაუბრე მეტად სექსუალურ ფსიქიატრს, – დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე უცნაური ფაზა, სადაც ჩემთან ურთიერთობა, არცერთ სულიერს არ სურდა. რომ ვთქვა, შესახედად უკიდურესად მახინჯი ვიყავი–მეთქი, ვიცრუებ, მაგრამ, აი მოსაწყენი ტიპი კი ნაღდად ვიყავი. ვერა და ვერ ვიცვლებოდი. არ შემეძლო ვყოფილიყავი ის, ვინც არ ვიყავი. ხმას მხოლოდ მაშინ თუ ამოვიღებდი, როცა რაიმე ფილოსოფიურ თემას მოვკრავდი ყურს. უკეთ აგიხსნით: მაგალითად სანაცნობოში ან სამეგობროში თუ ლუდის დალევას გადაწყვეტდნენ, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ქილა ყველას ერგობოდა ჩემს გარდა. ხოდა, კი ვფიქრობდი, ზემოდან ვიღაც მეთამაშება–მეთქი. და გოგოებში, გოგოებშიც აღარ მიმართლებდა. ეს კი შემეძლო გამეგო, მაგრამ ჩემი საყოველთაო უვარგისობა, – არა.
ბოლოს, როცა უკვე ერთი წელი გავიდა ჩემი უკანასკნელი სექსიდან, გადავწყვიტე, რომ მარტოობა უნდა მესწავლა და უფრო მეტიც, ამით დავმტკბარიყავი. ხოდა, ოცნება მქონდა, მეთქი, ვიყიდი ფურგონს, მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოგზაურობას დავიწყებ და თავს წიგნების გაყიდვით ვირჩენ. უთუოდ, ოცნებაში მარტოობა მშვენიერია, მაგრამ რეალობაში, არანაირად.
მართალია ოცნება ვერ ავიხდინე, მაგრამ ყველას დაკიდება კი შევძელი და მიხვდებოდით, უფრო მეტად შევიშალე. ნელ–ნელა ის მეგობრებიც ჩამომშორდნენ, რომლებიც მეგობრები არასდროს ყოფილან. ხო, და ჩემი ცხოვრების მეოცე პროცენტის მსვლელობის დროს, დავობლდი. დედაჩემის შემხედვარემ, ამ ფაქტმა არათუ დამამწუხრა, არამედ გამახარა. ხო, ის პრობლემებით იტანჯებოდა და სიკვდილი ანგელოზის სახით მოევლინა, რომელმაც „ძილინებისა“ უჩვეულოდ მშვიდი ხმით უსურვა და დედაჩემსაც მეტი რა უნდოდა, დაიძინა, რა. ნეტა თავის დროზე მეც მსტუმრებოდა ანგელოზი სახელად „სიკვდილი“.
ვინაიდან და რადგანაც ადამიანი საკვების გარეშე მხოლოდ ერთ თვემდე ძლებს, დავიწყე მუშაობა მშენებლობაზე, აგურების მთრეველ ვირად, უფრო სწორად კი, გაპარსული თურქების მშენებარე კომპანიაში. მეტალო–პლასტმასის მემონტაჟე, გია სულუხიას დამხმარე ვიყავი, რაშიც, ყოველდღიურად ორმოცი ლარი მეკუთვნოდა, მაგრამ რატომღაც ოც ლარზე მეტი არასდროს ამიღია და ეს თვეში მოგეხსენებათ ექვსასი ლარია, რაც მარტოხელა ბიჭს ასე თუ ისე, აცოცხლებს. ვცოცხლობდი, რა, აბა სხვა რა უნდა მეკეთებინა?! ვცოცხლობდი და საღამოობით თუ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს არ მივუყვებოდი, ესე იგი სახლში ვიყავი და ხასიათის შესაფერის მუსიკას ვუსმენდი, უფრო ხშირად კი, მოცარტს! ღმერთმა დაწყევლოს ვოლფგან ამადეუს მოცარტის სული, რამეთუ სწორედ მისი მუსიკაა დამნაშავე ჩემი სიგიჟის გამძაფრებაში. ო, მოცარტ! შენებრ სიგიჟეს მეც მივებარე, შენი არაამქვეყნიური მუსიკის მსმენელი.
დადე აგური აგურზე, რვა საათის განმავლობაში ყლაპე თურქული მტვერი, მოწიე უაზროდ ბევრი სიგარეტი, ჭამე მხოლოდ დღის ბოლოს, ისეირნე მტკვრის პირას, უსმინე დაწყევლილთა მუსიკებს, დაწერე მწუხარების გამომხატველი მინიატურა და ბოლოს, დაიძინე, რადგან თვალის გახელის შემდეგ, ეს ყველაფერი განმეორდეს. არა, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ფსიქიკაში რაღაც რიგზე ვერ მქონდა... ეს კი არა, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.



№1 სტუმარი Guest იგი

უბრალოდ გააგრძელე

 


№2 სტუმარი გოეთე))

ჟედმეტად განათლებულია ავტორი მდაბიო მკითხველისთვის. აბა ყველამ ხო არ იცის ამდენი სახელი? ნიცშე, სოკრატე, სტალინი, ჰიტლერი (ალბათ), გოეთე, კანტი, ედგარ პო, დოსტოევსკი, მოცარტი... უჰ! სად შეგვიძლია ამდენი ჩვენ.

დამღლელი ხარ, პატივცემულო. ძაალიან დამღლელი. გავიგეთ რო ბევრი იცი და გავიგეთ რო ღმერთი ხარ და ღვთაებრივ *ლეზე გკიდივართ ჩვეულებრივი მოკვდავები, მაგრამ დასაწყისშივე ყელში ხარ.

შენ თუ გგონია აი მარტოობის სურნელის აღწერით რამე ძალიან მძაფრი დადე, გეშლება. სიტყვების გულისამრევი რახარუხია და მეტი არაფერი.

"ხო, მართლა, ვაჟიშვილობა კაიფში დავკარგე. ვით ჩემმა პარტნიორმა - ქალიშვილობა." :)))))))))))))))))))

აგურების მთრეველად რო მუშაობდი აი ეგ რა შუაშია იმასთან, რომ ადამიანი საჭმლის გარეშე ერთ თვემდე ძლებს მხოლოდ? ყუეელაჟე ენჩიკლოპედიური მჭერალი ხარ, ბეეექ :))

უღრმესი მადლობა ფილოსოფიის გაკვეთილისთვის.

 


№3  offline მოდერი Eleniko13

მომწონდი მე შენ.
ახლა თავს მაბეზრებ.
კარგი იქნება, რაღაც რეალურ'საც თუ დაწერ.

ძაან მიკვირს ნუ, სხვისკენ იშვერენ ხელებს ზედმეტად ყალბიაო და ამ დროს თვითონ არიან სიყალბის პიკზე.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline წევრი beqaloxishvili

:D :D :D :D
კარგი იყო, გოეთე :D
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№5  offline წევრი ფორთოხალი

ეს უფლებადამცველები მაგრა მევასებით :)
შენ კიდევ კეთილი ინებე და ქართულად მელაპარაკე, ჩემს უცენზურობაზე რომ ღელავ. შეურაწყოფას შენ მაყენებ. მე შეიძლება შეურაცხყოფა მოგაყენო.
აი ფილოსოფიას ოოდნავ უფრო ღრმად რო ეცნობოდე, ლოხიშვილს არ წაიკითხავდი და არ გადაგრევდა. ძაან საყვარლად დაიწვი თავი ❤

შენ თუ ვერ ხვდები, ბ-ნი ლოხიშვილი რომ ხვდება, რაზე ვლაპარაკობ, ზუსტად ვიცი. შენ კიდე მიუბრუნდი ფილოსოფიას. კანტზე გაჩერდი?

P.S მე ვიყავი ღრმად პატივცემული გოეთეც

 


№6  offline წევრი martosuli reinjeri

Shadow Fight 2 - Это великолепное продолжение известной игры, в котором вы дерётесь в лучших традициях файтингов. Но для этого сначала купите оружие, изучите новые способности, удары, и повысьте параметры игрока. Окунитесь в эпический танец с смертельным оружием и сразитесь с множеством противников, ведь мир захватили демоны - души воинов прошлого и их главарей. Вас ждёт огромное количество оружия, а также множество различных ударов, приёмов, которые помогут сразить Зло и закрыть Врата Теней. Для этого бейте ногами, руками, рубите, крушите, чтобы пробить путь к победе. Бейте врагов простыми и понятными управлениями, окунитесь в динамичные схватки с реалистичной анимацией по уникальной технологии. А также снаряжайте своего бойца мечами, бунчуками, когтями, цепями и другим видом оружия, и не забудьте улучшать доспехи, шлемы, магические амулеты - это всё вам понадобится для победы над нечистью. Бейте и выигрывайте.
:D

 


№7  offline წევრი beqaloxishvili

"ორი რამ მაოცებს ქვეყანაზე, – ვარსკვლავების ზეცა ჩემს ზემოთ და მორალი ჩემში"
კანტი
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№8  offline მოდერი Amalthea

ღმერთი, დეპრესია, თვითმკვლელობა და გასაზიზღებული რეალობა.
მხოლოდ ამაზე რატო წერ?
პ.ს ისტორიები არაა შენი საქმე, ჩანახატებზე გადადი.
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№9  offline წევრი Archive

როგორც ის არის გაურკვეველი რატომ უძღვის ტექსტს გამონათქვამი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის მასთან, ზუსტად ასეთივე გაურკვეველია მთელი ტექსტი.
ისეთი ადამიანების სახელების სრულიად უკონტექსტოდ ჩაყრა, რომელთა სახელების ცოდნაც ვითომ ინტელექტზე მიუთითებს. ისეთი წინადადებების ერთმანეთთან დაკავშირება, რომელთაც კავშირი კი არა აზრიც არ აქვს არცცალ-ცალკე და მით უმეტეს არც ერთად და ა.შ. ტექსტს ხდის უაზროს, უიდეოს, ცარიელს და მომაბეზრებელს.
სასაცილო და გამაღიზიანებელია ერთ გვერდზე ეწეროს "გახრწნილ სხეულზე მიმხმარი ოფლის სუნი" (სუნი არ ხმება) და "ო, მოცარტ! შენებრ სიგიჟეს მეც მივებარე".
მოკლედ, მომიტევეთ და იდიოტობაა, თან ფილოსოფიასთან ახლოსაც არ ჩაუვლია თუ ფილოსოფოსების სახელების შვიდ ბრუნვაში ტრიალს არ ჩავთვლით.

 


№10 სტუმარი Guest Salo me

იცის ამ ბიჭმა წერა და თქვენ გინდ მოგეწონოთ გინდ არა დარწმუნებული ვარ სულ ფეხებზე კიდია.

 


№11  offline წევრი beqaloxishvili

"ორი რამ არის უსასრულო, ადამიანის სიბრიყვე და სამყარო, თუმცა ამ უკანასკნელში დარწმუნებული არ ვარ"
ლადო ასათიანი
:D
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№12  offline მოდერი Eleniko13

" ყოველთვის ყველაფრის მწამდა. ღმერთისაც კი, თუმცა ბექა ლოხიშვილის ნიჭის? აქ ცოტა რთულადაა საქმე. "

ელა დოსტოევსკი კოელიოსა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№13  offline წევრი beqaloxishvili

"რწმენა – მე არ მინდა ვიცოდე სიმართლე"
მირზა გელოვანი
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№14 სტუმარი bla..

..ვაახ ჩემი..

 


№15 სტუმარი Guest თამო

შველას საჭიროებ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent