შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა (11)


29-10-2016, 15:49
ავტორი N7
ნანახია 2 157

11
ქუჩას არეული მოვუყვებოდი. იოანეს სიტყვები გონებაში ნელა და ექოს თანხლებით ვრცელდებოდა. მისი მონაყოლი რამდენადაც სისულელედ მეჩვენებოდა, იმდენადვე ვიყავი დარწმუნებული მის სისწორეში. და რამდენადაც ვრწმუნდებოდი, მით მეტად მიპყრობდა შიში და გაოგნება. ორივე გრძნობა მხოლოდ იმიტომ, რომ ამხელა შარში უბრალო სეირნობისას გავეხვიე და ახლა, როცა თვალები და ყურები ყველგან გამომება შიშისგან, დარწმუნებული აღარაფერში ვიყავი.
ხელში პარკები მეჭირა, ძაღლის საჭმლით სავსე და არც მყავდა ძაღლი, უბრალოდ, ჩემი იქედან გამოსვლა ცარიელი ხელებით ეჭვებს დაბადებდა, თუნდაც პოლიციისთვის თავი უკვე დაღწეული მქონოდა.
ეზოში რომ მივედი, დიდსულოვნება გამივიჩინე და ეზოს გაჩხიკულ ძაღლებს გემრიელი სადილით გავუმასპინძლდი.
მაშინ არ მეგონა, დიდი ხნის მანძილზე თუ ვეღარ ვიხილავდი სინათლეს.

-ელენა კიკნაძე, დაპატიმრებული ხართ! - გული შემეკუმშა, კარი რომ გავაღე, - ბრალად გედებათ პოლიციისთვის სამხილების გადამალვა. ყოველი სიტყვა გამოიყენება თქვენ წინააღმდეგ.
და მერე ჩემი სამყარო კიდევ ერთხელ შეიცვალა.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ათას მკვლელს, ნარკომანსა და ფსიქოპათს შორის საკანში ვიქნებოდი გაჭედილი. გალიაში, რომელსაც სამი მტკიცე კედელი და ერთი გასასვლელი აქვს, რომლითაც დღეში სამჯერ გაქვს სარგებლობის უფლება, როცა ჭამ. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ამ რეალობაში აღმოვჩნდებოდი. ეს, აშკარად, ჩემი ბედი არ იყო… ჩემი დროის ხაზი სადღაც გადაკვეთილიყო. რა გამომრჩა?
დიდხანს ველოდი ვინმეს, ვინც მოვიდოდა და მეტყოდა, რომ მალე გამათავისუფკებდა, თუმცა მხოლოდ დედა ვიხილე, ისიც მეექვსე ჯოჯოხეთურ დილას. გაუბედავი ნაბიჯებით შემოვიდა პაემნების ოთახში და თვალი ვერ გამისწორა ნახევარი საათის მანძილზე. მინდოდა მესაუბრა, გული გადამეშალა, აბსოლუტურად გულახდილი ვყოფილიყავი… და სიტყვა ყელში გამეჭედა. ხმის ნაცვლად, გულისმიერი ხველა ამივარდა.
ნახევარი საათი უხმოდ ვისხედით და წასვლისასღა მითხრა:
-მრცხვენია, ელა.
ასე მომმართავდა ხოლმე, გაბრაზებული რომ იყო… ელა. და მაინც, მისი სიტყვები ჩემს სულს მალამოდ მოეცხო.
მინდოდა მეთქვა:
-მაპატიე, დედა.
მაგრამ ვერ შევძელი.
ვეAრაფერი შევძელი ხმამაღალი ოხვრის გარდა.

-რა იცი? - ყოველდღე მესმოდა ეს კითხვა გამომძიებლის მიერ დასმული.
ის იჯდა მაგიდაზე და მტრულად მიყურებდა. თითქოს მისი სიცოცლე ჩამეგდო საფრთხეში და არა ჩემი…
-არაფერი! - ვუმარცვლიდი ყოველ ჯერზე.
და ერთ დღეზ, მეათე, მგონი, გამომძიებელი შემიცვალეს. ის ტაქტიკურად იყენებდა ფსიქოლოგიას.
-იცი რა? - მითხრა თავიდანვე, - მე არაფერს გკითხავ, რადგან არც მე დავძრავდი კრინტს შენს ადგილზე, მაგრამ რომ მცოდნოდა, ჩემი სიჩუმით ჩემს მშობელ დედას ვავნებდი… ვიფიქრებდი რამეზე! - თვალი ჩამიკრა.
მეგონა მოვკვდი.
-არ გაბედო! - კბილებს შორის სიტყვები თავისთავად გამოიცრა.
-მართლა? - მითხრა და მწკრივად ჩალაგებული სიყვითლეშეპარული კბილები შემომანათა, - ბრძანება გაეცი პირდაპირ!
- გეუბნებით, არაფერი ვიცი-მეთქი და რა გავაკეთო სხვა? - ხმა ამიკანკალდა.
- ო, როგორ გვატყუებ და არც გამოგდის…
- რაში მჭირდება ტყუილი? ირაკლი ჩემი შეყვარებულია, სხვა არაფერი. აქ როგორ აღმოვჩნდი, ვერ ვხვდები. დანარჩენი რა გითხრათ, რაც არ ვიცი? - ვიცრუე მერამდენედ, სათვალავი ამერია.
- მასე არ ხდება, ლამაზო…
ვიგრძენი, ყელში ბოღმა შემომაწავა. ბოღმა და სიძულვილი. ხველა ამივარდა. ხელები ისე მქონდა მაგიდაზე მიბმული, თითქოს საშიში ბოროტმოქმედი ვიყავი და აქაო და რამეს მოვიმოქმედებდი.
წყლით სავსე ჭიქას დაავლო და ტუჩებთან მომიტანა.  კინაღამ ვაღებინე. თავი მარჯვნივ გავწიე და გადავაფურთხე. ეს რომ არ მექნა, ვაღებინებდი.
-ანგელოზი რომ არ ხარ, ჩვენც ვიცით და შენც ხვდები. ამოღერღე რა იცი, თუ გინდა, რომ კიდევ იხილოს შენმა თვალებმა დედაშენის სილუეტი! - სიმკაცრე ხმაში შეუჩნდა და უნებურად შიშსგან თითები ამიკანკალდა. - ღმერთს გეფიცები, სიზმარშიც ვეღარ ნახავ დედაშენს! - დაამატა მცირე პაუზის შემდეგ.
ტუჩებზე გადამივიდა თრთოლა და თვალებში წყალი ჩამიდგა. და თითქოს ღმერთმა თავის მფარველობის ქვეშ ახლაღა მომიქციაო, კარი გაიღო და იცით ვინ შემოვიდა? ალექსანდრე! არა, არც მე დავიჯერე მაშინვე და რამდენჯერმე შევათვალიერე, ლამის ხელითაც შევეხე, და მერე მომიწია რწმენა თავის ადგილას დამებრუნებინა და იმედით ავსებულიყავი.
- დამთავრდა დაკითხვა, გია, - უთხრა და უფრო ღრმად შემოვიდა ოთახში.
- რა უფლებით შემომეჭერი? - გიამ ზიზღისგან კბილები გააღრჭიალა და მეც გადმომდო ზიზღი. ოღონდ თავისი თავის მიმართ.
- ვინ ვარ, ხომ არ დაგავიწყდა? - ალექსანდრემ ყველაფერი ჩატია ოთხ სიტყვაში. ის სათქმელი, რასაც მე ოთხ წინადადებაშც ვერ ჩავტევდი. ჯადოქარი იყო ალექსანდრე, მოკლედ.
გიამ კიდევ ერთხელ გვესროლა ცალ-ცალკე ორივეს მტრული მზერა და ისე დატოვა ოთახი. ალექსანდრე უთქმელად მივიდა დაბურულ ფანჯარასთან და მის გვერდზე მოთავსებულ პატარა ყუთში მოთავსებულ ორ ღილაკს დააჭირა. მერეღა დაიწყო თავისუფლად საუბარი, თან პირს აფარებდა ხელს საუბრისას.
- ხომ შეგეძლო მანამ მოსულიყავი ჩემთან, სანამ აქ ჩაგსვამდნენ?
- და რა, რომ მოვსულიყავი? - მეც ოდნავ ავაფარე ტუჩებს ხელი და ძლივს შევძელი მისთვის თვალის გასწორება.
- დაგეხმარებოდი! - გაუმკაცრდა ხმა.
- ახლა რა? - შიშმა დამიარა სხეულში დენივით.
- ახლა ვეღარაფერი, - მომიჭრა მოკლედ.
- საერთოდ არაფრის შანსი არაა? - ხმა ამიკანკალდა.
- სანამ შენი ირაკლი არ აღიარებს ყველაფერს, სანამ არ დაიბრალებს და სანამ ყულფში არ გააყოფინებენ თავს, მანამ არაფრის შანსი არაა.
უცებ ტვინმა კივილი წამოიწყო.
- შენც ხარ ამ საქმეში? - ძლივს დავსვი კითხვა.
- რა საქმეში, რაზე საუბრობ? - მშვიდად მითხრა ალექსანდრემ.
- არა, არაფერი… - თავი გავიქნიე და თვალები დავხარე. ახლა კი ნამდვილად ვეღარ გავუსწორებდი მზერას.
- მისმინე, ადრე თუ გვიან, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ირემაძეს დანაშაულს დაუმტკიცებენ და იქ დასრულდება მისი საქმე. ამიტომ, თუ შენივე ტყავის გადარჩენა გინდა, მიეცი ჩვენება მის წინააღმდეგ. ყველაფერი ილაპარაკე, რაც იცი და რაც არ იცი, სხვა გზა მაინც არ გაქვს. არც  მას აქვს.
- რას მეუბნები, ხვდები? - წამოვენთე მე.
- რომ ვერ ვხვდებოდე, არც გეტყოდი, ხო? - შემომიტია მანაც.
- არაფერი ვიცი, რა ვთქვა? - ეს მე არ მითქვამს, ჩემმა ალტერ-ეგომ თქვა, ჩემივე ნებისგან დაუკითხავად.
- რას ქვია, არ იცი? აბა, მართლა შეყვარებულია შენი ირაკლი? - გაბრაზდა, ძალიან, ძალიან გაბრაზდა.
თავი დავხარე. დამცხა და მივხვდი, სიწითლე ლოყებზეც შემომეჩვია. შიშისგან გამოწვეული ბუნებრივი რეაქცია იყო, რომელიც ისე გამოჩნდა, თითქოს ის შემრცხვა, რომ ყოფილთან მიწევდა ჩემ აწმყოს სიყვარულზე საუბარი.
- არა, ელენა, არა! - განერვიულდა ალექსანდრე და კედელს ისეთი დაუშინა მუშტი, მომეჩვენა მთელი შენობა შეზანზარდა. - მატყუებ, ხო? მითხარი, რომ მატყუებ! - დამემუქრა.
- რატომ უნდა გატყუებდე? - ესეც ალტერ ეგოს დასცდა.
- უნდა მატყუებდე! უნდა მატყუებდე! ხვდები, რა ელის ირაკლის? ხვდები რამხელა მძღნერშია? - ყვირილზე გადავიდა. სახე ბრაზმა შეუცვალა. წარბები შეეჭმუხნა, ლოყები აწითლებოდა, საფეთქლებში სისხლი ისე მიმოუდიოდნენ, თითქოს მალე გასკდებოდნენ. ყელთან ძლიერად ფეთქავდა სისხლი.
- და რა ვქნა მე, რომ არის? - ავუწიე ხმას მეც და თან ცრემლი ჩამომიგორდა.
არ მეგონა, ასე თუ გამომადგებოდა ემოციურობა კრიზისულ მომენტში.
ხმამაღლა ამოიხვნეშა.
- მისმინე, მოგიგვარებ ამ საქმეს, - დაამატა დაბალი ხმით და დაკითხვის ოთახიდან ისე გავიდა, მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი.
მისი გასვლა და გიას შემოსვლა ერთი იყო.
- რაო, დაგიფარავო, მამიკომ? - მეუბნებოდა და თან ბორკილებს მხსნიდა. საკანში მაბრუნებდნენ.

ვიცი, რომ პატარა თავია, მაგრამ ზედმეტად ბევრი მოვლენა განვითარდა და კიდევ ვერ დავამატებდი ამავე თავში, ძალიან გაიბერებოდა.
მიყვარხართ და მიხარის, რომ ხართ!
პს როგორ მიძლებთ? (მართლა, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ გამიგია...)



№1  offline წევრი An_Gel

აუ,აუ,აუ,აუუ მე შენ მოგკლავ! ეს რაიყო? ასე მოწმენდილ ცაზე რატო გამიგდე მეხი?! უბრალოდ შუადღის შემოვლა მქონდა საიტზე და გადავქანდი კინაღამ სკამიდან შენი ნიკი რომ დავინახე. კარგი,დადე ახალი თავი,დადე,მაგას რა ჯობია,მაგრამ ასეთიი??? შოკზე შოკი თავი იყო! აიი ალექსანდრე რომ შემოვიდა ოთახში მანდ ჩავისუნთქე მეორედ მგონი :D და რომ უთხრა,მოგიგვარებ ყველაფერსო მანდ დავიხრჩე მგონი და ეხლა მიქელას მობილურიდან გწერ. როგორ გიძლებ კიარა,ნეტა ოდნავ მაინც ხვდებოდე რა ხარ რაა! დამაყენებ ხოლმე აქ ქაოსის ქარცეცხლს და მერე აღარ ვიცი ხოლმე ეს მოწოლილი ემოციები სად ჯანდაბაში გადმოვღვარო. აიი,ეს ნელი და საოცრად ფრთხილი ტემპი,რომელსაც იყენებ,ნელ-ნელა მკლავს,ჰოდა ბოლოში ყველაფერს რომ აეხდება ფარდა (იმედია) ალბათ მეც ამოვისუნთქებ :D. ალექსა არის სუპერმენი,წიტელი ტრუსები უშოვე რამენაირად და ეგარის! :D
პ.ს როგორ "გიძლებთ" შენ ვერასდროს გაიგებ მაგას,იმიტომ,რომ უცხო თვალით ვერასდროს შეხედავ შენსავე ნაწერს,ასე რომ გშურდეს ჩვენი :D <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

უმაგრესი ხარ და მაგიტომ გიძლებთ გენაცვალე.არ დააგვიანო
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი N7

ტკბილებო! ღმერთმა ძალიან დამაჯილდოვა თქვენით❤❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline მოდერი Eleniko13

გიძლებ ხო ხედავ.
ელაო, ირემაძეო... სახელიც მომპარე და გვარიც ხო?
კიდე კარგი ცალ-ცალკეა, და მე ჩემი თავი ისევ ერთადერთი მგონია.

ჰო, რა გითხრა?
ალექსანდრე ის მა ლავ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

წინა ტავზე კომენტარი რომ დავტოვე ასე როგორ გამოძვრა ელენა ამ საქმიდან მეტქი ეს არ მიგულისხმია, კაცო. :დ
ახლა უფრო მეტად მინდა ირაკლის გააქტიურება და ეს ალექსანდრე, მოღალატე ალექსანდრე რატომ იჭაჭება ვიცოდე მაინც. რა უნდა? ზუსტად ვიცი ეგეც გარეულია ამ საქმეში.
ისიც ვიცი რომ ელენას მალე გამოუშვებენ. ( კაი ჰო ვოცნებობ)

 


№6  offline წევრი Salivan

ოჰ ღმერთო ეს რა იყო? საწყალი ელენე. მაინც გასვარეს. მგონია ალექსანდრეს ჯერ კიდევ აქვს მის მიმართ გრძნობა და დაიხსნის. მაგრამ ვერ წარმომიდგენია რა ელის ირაკლის. მაგარი გოგო ხარ. საინტერესოდ გადმოსცემ მოვლენებს. ყოჩაღ!!!

 


№7  offline წევრი keso11

უმორჩილესად გთხოვ ასე ნუ აჭიანურებ ახალი თავების დადებას pensive თან მგონია მალე არ დასრულდება ისტორია და მკითხველები ძალიან ცოდოები ვართ worried

 


№8 სტუმარი Guest სალო

აღარ აგრძელებ?გეტყვი იმას რომ უბრალოდ შენი მკითხველის მიმართ ასეთი მოპყრობა აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი!ასეთი არაფერი გამიგია კულმინაციამდე მიიყვანო ამბავიც მკითხველიც და შუა გზაში გაწყვიტო წერა.დაცინვაა ეს.(თუ რა თქმა უნდა ნამდვილად საპატიო მიზეზი არ არსებობს)!! rage

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ აი მართლა ძალიან საინტერესოა, ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent