აირჩიე შენი გზა (ნაწილი 1)
ნენეე!-ყვირილით მირბის კიბეებზე მაშო და ოთახის კარებს ქაჯივით აღებს,ქოშინით საწოლის კიდეზე ჯდება და სიცილს ტეხს -სულელო რა იყო-სარკის წინ თავმომწონედ დგას ნენე და მაკიაჟს ისწორებს, -რა ლამაზი ხარ დეიდაშვილო-კოცნას უგზავნის და ხტება ფეხზე,ნენესკენ მირბის და კაბის გულს უსწორებს სწრაფად. -მადლობ -ხელებს აშვებინებს მაშოს და ანიშნებს რომ გავიდეს ოთახიდან.მაშო მაშინვე გარბის და კიბეებზე ისევ ბრახუნით მიექანება.ნენეს ტელეფონზე კი ზარის ხმა ისმის,იხრება და უცხო ნომერს პასუხობს მშვიდი ხმით -გისმენთ-ჯერ ქოშინის,შემდეგ ლუღლუღის ხმები ესმის და წარბებს ჭმუხნის,სკამზე ჯდება ფრთხილად და პასუხს ელის -ნენე-ისმის დაჩის ჩახლეჩილი ხმა,ნენე იმავდროულად ფორიაქდება და გულზე იკეავს ხელს. -დაჩი? მთვრალი ხარ?-აკანკალებული ხმით კითხულობს -კი ჩემო სილამაზევ,მთვრალი ვარ უსაზღვროდ -ყვირის ტელეფონიდან დაჩი და შეშლილივით იცინის-შენს გამო ნენე !! არ დამტოვო გთხოვ-მუდარით სავსე ხმაში მისი აღელვება იგრძნობა -დაჩი ძალიან გთხოვ არ გინდა !-ნენე კიდებს ყურმილს და ტელეფონს საწოლზე ისვრის.აღელვებული დგება ფეხზე და აკანკალებულ გულს იმშვიდებს.. პირველ სართულზე საქორწილო მზადება არის გაჩაღებული,ერთმანეთში ირევა ყველა და აწყობს სქმეებს. სავარძელში ჩასვენებული მდუმარე ერეკლესკენ კი მიდი მეუღლე მიიწევს,შუბლზე კოცნის და სიგარეტს აცლის პირიდან -ერეკლე დღეს მაინც შეიკავე თავი-ნერვიულად საყვედურობს ნათია და აყენებს ქმარს ფეხზე -კარგი ჩემო ლამაზო ქალბატონო-თავს უკრავს და ხელზე კოცნის ნათიას..ჩუმად ეცლება და გადისს სხვა ოთახში კითხვებზე თავის ასარიდებლად. -ნათია დეიდა -ხო მაშო-უღიმის დიშვილს თბილად და გულში იკრავს -ნენე ვნახე,ძალიან ლამაზია-იღიმის და დეიდას მკლავებში ნებივრობს.. -ხო მაშო ეჭვიც არ მეპარება რომ ლამაზია ჩემი შვილი მესამე სართულზე მზადებაში გართულდ სიძეს ოთახში მეჯვარე ეჭრება,ასხამს ჭიქებში ვისკის და აწვდის -დალიე ძმაო გჭირდება ეს -ართმევს გიორგი ჭიქას და ერთი მოყუდებით ცლის.მაგიდისკენ მიდის და დებს კვლავ თავის ადგილზე. -გაბრიელ ნენეზე რამე არ გაგიგია?-აპარებს ჩუმად გაბრიელს -მე ვინ რას გამაგებინებს-სიცილით ამბობს გაბრიელი და საწოლზე ჯდება -ნეტა როგორაა-ჰალსტუხს ისწორებს სარკის წინ -მშვენივრად იქნება დარწმუნებული ვარ გიორგი-მობეზრებით თქვა გაბრიელმა და სადეთქლები დაიზილა ნაზად. დრო ნელა გადის,ორის ნახევარზე არის ჯვრის წერა..ამ დროის განმავლობაშია რც გიორგი და არც ნენე არ სცილდებოდნენ სარკეს.ახლა კი დროა რომ მოწყდნენ ოთახებს და ქვევით ჩავიდნენ.. ოთახიდან პირველი სიძე გამოვიდა და გაერია ხალხში,ხოლო როგორც კი ნენეს ჩამოსვლის ჯერიდ გება ყველა ეწყობა და მოთმინებით ოწყებენ ლოდინს.. კიბეებზე მოფარფატე ნენეს უკან უმშვენებს ხედს დედამისი,მისი კაბა უჭირაცს და ნაზად მოაცილებს.აუჩქარებლად ჩამოდიაბ და გიორგისკენ იღებს გეზს პატარძალი.. ეს ის მომენტია როდესაც საპატარძლო კაბაში გამოწყობილს,შენს საყვარელ ქალს უყურებ და ანაალიზებ რომ დღეს შენი ხდება.მოწოლილ ცრემლებს იკავებს გიორგიდა ხელს უწვდის,გაშტერებული შეჰყურებს საცოლეს და ემოციებს ვერ მალავს. თავმომწონედ გამოდის პირველად ნეფე-პატარძალი,უკან კი სხვა დანარჩენები მოყვებიან.მანქანაში მეჯვარეებითურთ სხდებიან,უკანა მანქანებში კი ვინც საჭიროა ისინი იკავებენ ადგიკებს,იძვრებიან და ეკლესიისკენ მიემართებიან. ქალაქს ზარზეიმით უვლიან,თითოქს ყველას აგებინებენ რომ დღეს ოჯახი იქმნება ამ ქალაქში. -ბავშვები ხომ ფრთხილად დადიან ერეკლე-კითხვებით უჭედავს ტვინს ნათია ქმარს -კი ნათია ნუ შემჭამე რა ძალიან გთხოვ-თვალებს ჭყიტავს და გზას გაჰყურებს მშვიდი გამომეტყველებით. ეკლესიის ეზოს უახლოვდებიან და ორივეს სახეზე ღიმილი ეფინება,ნათია სევდიანად გადაჰყურებს მანქანისსმონებიდან ბუნებას და ოხვრით გადადის მანქანიდან. წინ ნენე და გიორგი უკვე მოჩანან,გადმოსულია რიან მანქანიდან და ფპტოგრაფი ეკლესიის წინ აპოზიორებს.მამაო გამოდის ტაძრიდან და ეძახია ყველას ვინც ესწრება ჯვრის წერას.. შეციებულ ნენეს მაშო კაბის ჟაკეტს აწვდის და უსწორებს,პირჯვარს სახავს და ეკლესიაში უშვებს.. უზარმაზარი ეკლესია,უამრავი ხატებით მოჭედილი ყოველ წერტილში,არ შეიძლება აქ ვინმე შემოვიდეს და არ გაოცდეს ამ მშვენიერებით.მამაოს მზად აქვს ყველაფერი და იხმობს მთავარ გმირებს თავისკენ. ბედნიერი სახით დგებიან მის წინაშე და უსენემლოცვებს.. ჯვრის წერის მიწურულს ჯვარზე ემთხვევიან და ახლა ფოტოგრაფები კვლავ აპოზიორებენ ხატების წინ.. -აბა წავედიით-გარედან ყვირის ბექა და საკუთარ დას ელის როდის გამოვა. ახლა უკვე დროა მანქანებმა ყურები გამოუჭედონ მთლიან სამყაროს და ქალაქის ყველა კუთხეში გრიალით ჩაიარონ.ყველაფერი შესანიშნავად მიდის იმ მომენტამდე სანამ ყველა ერთიანად არ ყრუვდება ხმით.. მანქანაში მჯდარი მაშო თვალებს აცეცებს და გაბრუებულს სახისკენ მიაქვს ხელი,ცხვირიდან კუპრივოთ სავი სისხლი მოედინება და ახლა ფორიაქს იწყებს.წინა სავარძლებიდან ძვრა არ ჩანს,ნათია და ერეკლე გაუნძრევლად არიან გათხლაშულები.პანიკაში ჩავარდნილი მაშო მანქანიდან იმავდროულად გადმპდის და ბურუსში მოცულ ქუჩაში ეძებს ვინმეს ვინც დასაზმარებლად გაუწვდის ხელს -ხალხოო-ყვირის ბოლო ხმაზე,თუმცა საკუთარი ხმა ისევ გაურკვევლად ჩაესმის ყურბში.შორიდან გამოქცეული ლალი და ნოდარი მაშოს ვარდებიან -სად არიან ?-გიჟებივით მანქანისკენ მორბიან და გამხეცებულები კარებს ეჯაჯგურებიან.ატირებული მაშო დგას გაშეშებული და მისკენ მიმავალ პოლიციელ მამაკაცს უშტერებს თვალს -დროზე გამოიქეცით-ყვირის შორიდან მაგრამ ყურს არცერთი უგდებს-ხალხო მანქანა ფეთქდენა -მაშო გგონზე მოდის და ლალისკენ მირბის,უკნიდან ექაჩება და ხედავს რომ ჩატეხილი მინებიდან გადმოყავა ნათია. ნოდარი იმავეს ცდილობს და ახერხებს კიდეც,მთელი ძალით იღებენ გეზს და საპატრულო მანქანებისკენ გარბიან,ნათიას და ეტეკლეს კი ისეთი სისწრაფით მოაფხოკიალებენ ამას ვერ შეძლებდა ვერავინ სხვა დროს.წამის მეორედში ფეთქდება მანქქნა და ყველა ძირს წვება,გამაოგნებელმა და შემზარავმა ხმამ შიშით მოიცვა ყველა. -ნენე,ნენე-სასწრაფოს მანქანაში ნახევრად გონზე მოსული ერეკლე უკვე ცრემლად იღვრება -ბატონო დამშვიდდით-ერეკლეს ყურებამდე ჯერ შორეულად ჩადის ხმა,შემდეგ აანალიზებს სიტყვებს ”ბატონო დამშვიდდი”ს და გონს ეგება -ნენე -ყვირის იწყებს და ადგომას ლამობს მაგრამ აკავებენ-ჩემი ნენე სად არის ხალხო-გაგიჟებული მამის ქცევები ყველას გულთანა ახლოს ხვდებოდა,ცრემლებს თვით ექიმები ძლივს იკავებდნენ იმ წუთას.დამამშციდებელს უკეთებენ და ათ წუთში მათ მჯლავებში კვლავ უსუსური,შუა ხნის მამაკაცი ხვდება რომელიც დასტირის პატარძალ ქალიშვილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.