შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირტუალური მეგობარი (3 თავი)

2-11-2016, 00:01
ავტორი murachashvili
ნანახია 2 326

მესამე თავი

ლელა ისევ ვერ დაუკავშირდა შვილებს, საბოლოოდ ნერვებმა უმტყუნა და სახლში წავიდა, გელა და თაკოც აღარ გაჩერდნენ. მეც როგორც უკვე გითხარით, სახლში წასასვლელად ვემზადებოდი, არადა შინ წასვლის მეშინოდა, დედაჩემის დაძაბულ მზერას ვერ გავუძლებდი, მის დაუსმელ კითხვებს პასუხს ვერ გავცემდი. თუმცა ვხვდებოდი, რომ აქ ყოფნაც უაზრობა იყო.
კომპიუტერის გამორთვამდე კიდევ ერთხელ შევამოწმე ელექტრონული ფოსტა, ყვითლად მოციმციმე სკაიპში giorgi-82-ის მოწერილი უკანასკნელი ფრაზაც წავიკითხე და ადგილზე გავშრი.
- არ მეგონა ინტერნეტი თუ დაიჭერდა. გორის სამხედრო ბაზაზე ვართ, მტრის ვერტმფრენები თავზე გვივლიან, ქვემოდან შევცქერი და ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელია, აი ახლა კი ნამდვილად... თითოეულ გადაფრენაზე ბიჭები ეზოში მდგომ სატვირთოებისკენ გარბიან, ავტომობილების ძარებს ეფარებიან, თითქოს საფრთხისგან დაიცავს. სასაცილოა, სატირალი თუ არა... მგონი ვგიჟდები, გგონია მეშინია?! არა, უბრალოდ, გული მწყდება.
სამხედრო ბაზიდან გასვლის უფლებას არ გვაძლევენ, ბრძანებას ელოდებიან. თავი სამიზნედ განკუთვნილი კურდღელი მგონია, აქ ყოფნას ისევ გარეთ მტერთან ბრძოლა მირჩევნია!
არაფერს მწერ? მაპატიე, თუ შეგაწუხე. ალბათ, საკუთარი პრობლემები თავზესაყრელად გაქვს.. - ტანში გამაჟრჟოლა, როცა მოწერის დროს დავხედე: 15.30 სთ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მეგონა იმ უცნობის ნაცვლად შაკო მწერდა, ისე მეტკინა, თითქოს ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. იქნებ მასაც უჭირდა, იქნებ მასაც დახმარება სჭირდებოდა?
წასვლის ნაცვლად ისევ კლავიატურას მივუჯექი და მიუხედავად იმისა, რომ giorgi-82 სკაიპში აღარ ანათებდა, პასუხი მაინც მივწერე:
- შენი გზავნილი ახლაღა ვნახე.. არ ვიცი რა გითხრა. მეტკინა, იმაზე მეტადაც კი ვიდრე მინდოდა. - ფიქრებში ისევ შაკოს ვუტრიალებდი - მშვიდობით დაბრუნება მინდა გისურვო შენც და ყველა იმ ადამიანს ვინც ახლა მანდ იბრძვით, სადღეგრძელოს მსგავსად გამომივიდა?!.. ალბათ, მაგრამ გულწრფელი ვარ. - ტკივილით გამეღიმა - რამით თუ შემიძლია დახმარება, თუნდაც მცირედით... არ მაწუხებ, მართლა არ მაწუხებ... - ვხვდებოდი, რომ არეულად ვწერდი, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. მიუხედავად იმისა, რომ პასუხის მიღების იმედი არ მქონდა მაინც გავგზავნე.
19.00 საათზე კომპიუტერი გამოვრთე და წავედი.
- ნეტა შაკო სადაა, იქნებ ისიც? - რამოდენიმე წუთით ვუმზერდი მობილურის ეკრანს, თითქოს ის შეძლებდა დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას, შემდეგ უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი, აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად, ავტომობილში ჩავჯექი და ავტოსადგომიდან ფრთხილად გამოვედი.
ცალი ხელით საჭეს ვატრიალებდი, ცალით კი ისევ შაკოსთან ვცდილობდი დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ, ტელეფონი ავტომატურად გამეორების რეჟიმზე მქონდა დაყენებული, რეკავდა და რეკავდა, ოპერატორიც ჯიუტად იმეორებდა:
- მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან!..
- ჯანდაბა, ჯანდაბა!... - გაღიზიანებული საჭეს ვურტყამდი ხელს, ავტომობილი გავაჩერე და ცრემლებს მივეცი გასაქანი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი გაჩერებული, მესმოდა უკნიდან როგორ ასიგნალებდნენ ავტომობილები, მოუთმენელი მძღოლები გვერდის ავლისას მაგინებდნენ, ვიღაც უსიტყვოდ, გაოცებული მიმზერდა შუა გზაზე გაჩხერილსა და ატირებულს. არავინ მეკითხებოდა რა მჭირდა, რა მატირებდა.
მე კი ამდენი ემოციისგან ვღმუოდი, თითქოს მთელი დღის ნაგროვები ტკივილისგან ვიცლებოდი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ცრემლებმა თითქოს მიშველა, ნელ-ნელა დავმშვიდდი.

არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, ქალაქი თითქოს დაცლილიყო, უჩვეულოდ თავისუფლად გავიარე შინ მიმავალი გზა და შებინდებისას დანიშნულების ადგილამდე მივედი. დედაჩემის შეშფოთებული თვალებით მივხვდი, რომ ჩემზე ნაკლებად არც ის ღელავდა.
ყველა სიკეთესთან ერთად ახალი სიურპრიზიც მელოდა. მისაღებში შეკრებილი ქარელის რაიონში მცხოვრები ნათესავების დანახვაზე ფეხები მომეკვეთა. რამოდენიმე წამი დამჭირდა მხნეობის მოსაკრეფად, საკუთარი ემოციები მოვთოკე და გაჭირვებით გავუღიმე, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი დედების მკერდზე მიხუტებული პატარების დანახვაზე. ჩემი ბინა ერთ დიდ სასტუმროს დამსგავსებოდა. ყველგან სახელდახელოდ შეკრული ფუთები და ჩანთები ელაგა. ბარგსაც კი ეტყობოდა სიჩქარის კვალი.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირი შეხება არ მქონდა, მაინც მახსოვს სოფელ დირბში ყოველ წელს, აღდგომიდან მეორე კვირას, პაპაჩემთან ერთად მის დედმამიშვილებთან როგორ მივდიოდით სტუმრად. დიდად ვერ ვხვდებოდი, რას აღნიშნავდნენ ასეთი პომპეზურობით, მაგრამ წლიდან წლამდე, მოუთმენლად ველოდი გაზაფხულის დადგომას.
თითოეულ მხარეს აქვს მისთვის დამახასიათებელი ნიშანი, თვისებები რაც სხვა კუთხეებისგან გამოარჩევს. დირბი ქართლის ერთი ჩვეულებრივი სოფელი გახლდათ. ალბათ, არც არაფრით გამორჩეული, ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩამწკრივებული სახლებითა და ვაშლის ბაღებით. ძნელია ასეთ დასახლებას სოფელი უწოდო, ყოველ შემთხვევაში მე სოფლად აღქმა მიჭირდა.
ხალხი? ხმაურიანი, მხიარული, როხროხა, ზოგჯერ ზედმეტად ხისტიც კი. არ ვიცი იქნებ მე მიყვარდნენ განსაკუთრებით, იქნებ მხოლოდ მე ვხედავდი მათ ასეთ ფერებში?!. მიუხედავად იმისა, რომ მათთან შეხება არ მქონდა, თუ არ ჩავთვლიდით წელიწადში ამ ერთ დღეს (პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ კი ამ დღესაც აღარ ჩავდიოდი), მთელი გულით მიყვარდა ადგილობრივ დიალექტზე ნათქვამი „დედაი“.
მათგან ვიღებდი ულევ სიყვარულს, ზღვა სითბოს და ენერგიას, რომელიც ალბათ, ნაწილობრივ მამაჩემისთვის იყო განკუთვნილი. მისი მონატრებით, მისი სიყვარულით ორმაგად მეფერებოდნენ და მანებივრებდნენ.
იცით რა მახსოვს? ტკბილი ნაზუქები, აი ისეთი სურამისკენ მიმავალს გზაზე რომ გხვდება გამოფენილი, ოღონდ ამ ნაზუქებს რატომღაც სულ სხვა გემო ჰქონდათ. ნუ მკითხავთ, როგორი, არ ვიცი, ვერ ავხსნი. ნებისმიერ ნამცხვარს მერჩივნა. თავიდან ნაზუქში ჩაყოლებულ ქიშმიშებს ვჭამდი, შემდეგ - ნაზუქის კრაწუნა კანს.
იმდენი ხალხი იკრიბებოდა, რომ ღამით დასაძინებლად ლოგინები არ გვყოფნიდა და იატაკზეც კი შლიდნენ მატყლის ლეიბებს, ბავშვები ერთმანეთს ფეხთით ვუწვებოდით, ერთმანეთს ვუღიტინებდით, ვიცინოდით და ვინ იცის ემოციებით დაღლილები როდის-როდის ვიძინებდით.

ახლა? ვუმზერდი თითქმის ჩემს თანატოლებს, მათი მხიარულებიდან აღარაფერი დარჩენილიყო. ანცი ბავშვებიდან მზრუნველ დედებად ქცეულნი საკუთარი შვილების დასაცავად გამოქცეულნი. დავიწყებოდათ მეუღლეები, დავიწყებოდათ მამები, მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ, საკუთარი შვილები გადაერჩინათ, მოხუცი პაპიდა თითქოს ემოციებს მიმიხვდა, თვალი ამარიდა.
- ბიჭები?! - ხმაჩამწყდარმა მოვიკითხე მამაკაცები.
- დარჩნენ, სოფელი არ დატოვეს, ვერ დატოვეს... - ცრემლებით სავსე თვალებით მიპასუხა ლიკამ (ერთ-ერთმა ნათესავმა) - მთელი ღამე მოვდიოდით, მინდორ-მინდორ მოვიკვლევდით გზას...
- სად ცხინვალი და სად დირბი... - გაღიზიანებას ვეღარ დავმალე.
- არც ისე შორსაა შენ რომ გგონია, ერთი გზა გვყოფს... - მწარედ გაეღიმა ლიკას - დავკარგეთ მარიამ, ყველაფერი დავკარგეთ, გორიც - კი. მოვდიოდით და ფეხდაფეხ მოგვყვებოდნენ. ბიჭებმა ცოცხალი ფარი გააკეთეს, შუაში ჩაგვიყენეს ბავშვები და ქალები... - სიტყვა მობილურმა შეაწყვეტინა, მეუღლე ურეკდა, ვხედავდი ბედნიერებისგან როგორ უბრწყინავდა თვალები.
- კარგად ვართ, ჩვენ რა გვიჭირს... თავს მოუფრთხილდი... მიყვარხარ! - ჩუმად ეჩურჩულებოდა და საკუთარ სიტყვებზე თვითონვე წითლდებოდა.
- ღმერთი არ გაგვწირავს, ასე არ გაგვიმეტებს!.. - იქვე მჯდომი პაპიდა ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა და კალთაში ჩაძინებულ შვილიშვილს კოცნიდა შუბლზე.

ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური ჩართვა გადიოდა, წამყვანი ვინ იცის მერამდენედ აღნიშნავდა:
- შეშფოთებულია ევროპა, აღშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატები!...
- ამათი აღშფოთება გვიშველის ჩვენ?! - თითქმის კიოდა მოთმინება დაკარგული პაპიდა.
ჩემი ტელეფონი მესიჯის მოსვლას მამცნობდა. გულისფანცქალით ვკითხულობდი გზავნილს: - ბიჭებთან ერთად ჯავაში ვართ!
- ცოცხალია... - გული იმედით ამევსო, რადგან ბიჭებამდე მივიდა, მგონია საფრთხე აღარ ემუქრება. ვიცი, სისულელეა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მცირედიც მეყო. ხელები მიკანკალებდა, ასე მეგონა მას ვეხებოდი, ცრემლებით თვალები დამენამა, ასოები აჭრელდა, გაიდღაბნა, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიყავი.
ვიღაცისთვის მინდოდა ჩემი სიხარულის გაზიარება, დედას ვერ ვეტყოდი, მან ხომ ისიც არ იცოდა, შაკო რომ წავიდა.
გელას ნომერი ავკრიფე და მასთან დავრეკე. აივანზე გავედი საუბარი რომ არ გაეგონათ, სიხარულით გავაგებინე მესიჯის შესახებ.
- ჯავაში?! - ვაჟის ხმაში გამკრთალი ტკივილი იმდენად გადამდები იყო, რომ მეც ავცახცახდი.
- გელა, რა ხდება? - ხმის კანკალით ვკითხე.
- რეზერვისტები მოაბრუნეს, ლელას ეხლახანს ვესაუბრე, ლევანიც დაბრუნდა... - მაგრამ რატომღაც სიხარულს ვერ შევატყე ხმაში.
- ხომ მშვიდობაა? ხომ კარგადაა? - პანიკა შემერია.
- კარგადაა, მარიამ, ლევანს რა უჭირს... ჩვენები უკან იხევენ, მშვიდობიანი სოფლები იბომბება, როგორც თქვეს გორის სამხედრო ბაზა რამდენიმეჯერ დაბომბეს!
- გორის ბაზა? – უცნობი giorgi-82-ის გზავნილი გამახსენდა და მეტკინა - ჩვენები გამოდიან? კი, მაგრამ შაკო? დახმარება რომ დასჭირდეთ?... - ტელეფონის მეორე მხარეს დაძაბული დუმილი იმას მიმანიშნებდა, რომ პასუხი არც მას ჰქონდა - გელა, თუ რამე გაიგო... - წინადადებას ვეღარ დავასრულე.
- გაგაგებინებ, მარიამ... - მძიმედ მიპასუხა მან.
ოთახში დაბრუნებული ისევ საინფორმაციო გადაცემის წამყვანის სახეს ვუმზერდი, ბედნიერი გვამცნობდა:
- საფრანგეთის პრეზიდენტი ჩვენს მხარდასაჭერად საქართველოში მოდის!...
თავისუფლების მოედანზე ისეთი სამზადისი იყო, თითქოს ომი მოვიგეთ. თითქოს გავიმარჯვეთ, იქნებ მოვიგეთ? იქნებ? მაშ მე რატომ ვერ ვიგრძენი? რატომ ვერ გავიგე? გულისრევას ვეღარ შევიკავე და აბაზანაში გავიქეცი, როგორც იქნა გამოვედი. კარებში გამომცდელი სახით იდგა დედაჩემი.
- ასე მხოლოდ დღევანდელი მოვლენების გამო ხარ?
თანხმობის ნიშნად თავს დავუქნიე.
- არაფერს მეტყვი? - თითქოს გამჭვირვალე ვიყავი, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა, უთქმელად მიმიხვდა. თვალებში შიში ჩაუდგა - შაკო?!
აი, ჩემი ნაკოწიწები მხნეობაც გაქრა. უბრალოდ მოვეხვიე დედას, მის მკერდს ამოფარებულს მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს კოშმარი მხოლოდ სიზმარი იყო, გავიღვიძებდი და დასრულდებოდა, უკვალოდ გაქრებოდა...
ისევე როგორც ბავშვობაში, ამჯერადაც ლეიბები იატაკზე გავშლეთ, პატარები დავაწვინეთ, ჩვენ კი...
არ გვეძინებოდა, თითქმის გათენებამდე და ვსაუბრობდით, თითქოს ასე ტკივილიც ყუჩდებოდა, წარა-მარა მობილურების ეკრანს მივჩერებოდით, ველოდით, ველოდით და გვეშინოდა. კანკალით პასუხობდნენ შემოსულ ზარებს, შვებით სუნთქავდნენ საყვარელი ხმების გაგონებაზე, ერთმანეთის სიხარული გვიხაროდა.
ყველასთან დარეკეს, მხოლოდ ერთი ტელეფონი დუმდა. ჩემი ტელეფონი დაზეპირებულ ფრაზას იმეორებდა:
- მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან!..

№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ამ ისტორიამ ზუსდატ ის დღეები ისე გამახსენა და ისევ ის ემოცია და გრძნობები გამოიწვია რაც 2008 წლის აგვისტოში გამოვიარეთ.კარგად წერ.თუ შეძლებ დიდი თავები დადე,სულ მინდა ვიკითხო
--------------------
ლანა

№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

არ ვიცი რა გითხრა... ეს ყველაფერი იმდენად ნაცნობია, იმდენად შემოაღწია ჩემში, იმდენად დამაბრუნდა იმ დღეებში ლამის მეც ველოდებოდი ზარს ტელეფონზე... უკვე მენერვიულება შაკოზე და კიდევ უფრო მაინტერესებს გიორგის ბედი... გამიხარდა ახალი თავი რომ დამახვედრე და კიდევ იფრო გამიხარდება მალე ახალ და უფრო დიდ თავს თუ დადებ...

La-Na
ამ ისტორიამ ზუსდატ ის დღეები ისე გამახსენა და ისევ ის ემოცია და გრძნობები გამოიწვია რაც 2008 წლის აგვისტოში გამოვიარეთ.კარგად წერ.თუ შეძლებ დიდი თავები დადე,სულ მინდა ვიკითხო

მახსოვს ლა.. მაშინ შენც გყავდა ვირტუალური მეგობარი მოვლენების ეპიცენტრიდან და ისიც კარგად მახსოვს როგორ ნერვიულობდი... მე იმდენად ვერ ვიგებდი რა გჭირდა ახლა უფრო ვიაზრებ შენს განცდებს... მიყვარხარ გულში...

№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ამ ისტორიამ ზუსდატ ის დღეები ისე გამახსენა და ისევ ის ემოცია და გრძნობები გამოიწვია რაც 2008 წლის აგვისტოში გამოვიარეთ.კარგად წერ.თუ შეძლებ დიდი თავები დადე,სულ მინდა ვიკითხო

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, სამუშაო დღეებში ცოტა მიჭირს მოზრდილი თავების დადება, თუმცა ვეცდები გამოვსწორდე smile heart_eyes

უცნობი ქ
არ ვიცი რა გითხრა... ეს ყველაფერი იმდენად ნაცნობია, იმდენად შემოაღწია ჩემში, იმდენად დამაბრუნდა იმ დღეებში ლამის მეც ველოდებოდი ზარს ტელეფონზე... უკვე მენერვიულება შაკოზე და კიდევ უფრო მაინტერესებს გიორგის ბედი... გამიხარდა ახალი თავი რომ დამახვედრე და კიდევ იფრო გამიხარდება მალე ახალ და უფრო დიდ თავს თუ დადებ...

La-Na
ამ ისტორიამ ზუსდატ ის დღეები ისე გამახსენა და ისევ ის ემოცია და გრძნობები გამოიწვია რაც 2008 წლის აგვისტოში გამოვიარეთ.კარგად წერ.თუ შეძლებ დიდი თავები დადე,სულ მინდა ვიკითხო

მახსოვს ლა.. მაშინ შენც გყავდა ვირტუალური მეგობარი მოვლენების ეპიცენტრიდან და ისიც კარგად მახსოვს როგორ ნერვიულობდი... მე იმდენად ვერ ვიგებდი რა გჭირდა ახლა უფრო ვიაზრებ შენს განცდებს... მიყვარხარ გულში...

არ მინდა წინასწარ დასკვნების გამოტანა და სიხარული, მაგრამ მგონი ნელ-ნელა ისტორია გამოდის. ზედემატად მძიმე და სერიოზული თემაა და მხოლოდ საკუთარი მოგონებების ამარა ცოტა არ იყოს გამიჭირდა kissing_closed_eyes რაც შეეხება ვირტუალურ მეგობარს, მინდა გითხრათ, რომ ეს პერსონაჟი ცოტა შელამაზებული კია, მაგრამ მოგონილი ნამდვილად არაა. უცნობ ადამიანებს შორის ასეთი კავშირის ნაკლებად მჯეროდა და სულ ვფიქრობდი, რომ ასეთი ურთიერთობების სერიოზულად აღქმა არც შეიძლებოდა, პრინციპში დამოკიდებულება დღემდე არც შემიცვლია გარდა ამ იშვიათი გამონაკლისისა smile

№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ფბზე რომ დააანონსე, გითხარი, ვგრძნობ ეს ისტორია გულს მატკენს მეთქი...
საერთოდ სხვა თემა გქონია და ძალიან ძალიან გამიხარდა...
გამახსენდა იმ დროინდელი დაძაბულობა...
დაახლოებით ვხვდები, რაც გაქვს ჩაფიქრებული და ვნახოთ, აბა, რამდენად გამოვიცნობ...
მარიამი არც ისე სუსტი გოგო ჩანს და მომწონს ეგ... ეს ემოციური ფონი, შიში და დაძაბულობა ზომიერადაა... სიამოვნებით მეკითხება სიუჟეტის სიმძიმის მიუხედავად... <3

პ.ს. თხრობის დროს წარსულს და აწმყოს ურევ ხშირად... ამას თუ გააკონტროლებ უკეთესი იქნება ;) <3

№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

[quote=lullaby]ფბზე რომ დააანონსე, გითხარი, ვგრძნობ ეს ისტორია გულს მატკენს მეთქი...
საერთოდ სხვა თემა გქონია და ძალიან ძალიან გამიხარდა...
გამახსენდა იმ დროინდელი დაძაბულობა...
დაახლოებით ვხვდები, რაც გაქვს ჩაფიქრებული და ვნახოთ, აბა, რამდენად გამოვიცნობ...
მარიამი არც ისე სუსტი გოგო ჩანს და მომწონს ეგ... ეს ემოციური ფონი, შიში და დაძაბულობა ზომიერადაა... სიამოვნებით მეკითხება სიუჟეტის სიმძიმის მიუხედავად... <3

პ.ს. თხრობის დროს წარსულს და აწმყოს ურევ ხშირად... ამას თუ გააკონტროლებ უკეთესი იქნება ;) <3[/quote

სიმართლე გითხრა ამ ისტორიის შექმნაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, იმ დრიდან როცა პირველად "ვირტუალურ მეგობარს" ვესაუბრე. იმდენად არადამაჯერებელი იყო ამ ადამიანის გამოჩენა, რომ კარგახანს მის არსებობაშიც კი მეპარებოდა ეჭვი smile ვნახოთ ისტორიის მსვლელობა შენს ვერსიას თუ დაემთხვევა heart_eyes kissing_heart
პ.ს უღრმესი მადლობა მინაწერისთვის, ვცადე გასწორება, იმედია ბევრი შეცდომები აღარ მაქვს smile

№6  offline მოდერი ლილიანა

მესიამოვნა ახალი თავი❤❤
დირბში ნაცნობები მეც მყავს :)
მარი ზედმეტად ხისტია და პირდაპირი.ცოტა ქალური სინაზეც შეამატე :)
ამ თავმმა ამატირა ძალიან,ბევრი ნაცნობი გრძნობა და მოგონება ამიშალა.
როგორ მესმის გიორგის,განწირული უკაბასკნელ იმედს ებღაუჭება და სიკვდილის პირისპირ უცნობიც კი ყველაზე სანდო და საყრდენი ხდება.იმედის ნაპერწკალი.გავიხლიჩე.შაკოც და გიორგიც
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
მესიამოვნა ახალი თავი❤❤
დირბში ნაცნობები მეც მყავს :)
მარი ზედმეტად ხისტია და პირდაპირი.ცოტა ქალური სინაზეც შეამატე :)
ამ თავმმა ამატირა ძალიან,ბევრი ნაცნობი გრძნობა და მოგონება ამიშალა.
როგორ მესმის გიორგის,განწირული უკაბასკნელ იმედს ებღაუჭება და სიკვდილის პირისპირ უცნობიც კი ყველაზე სანდო და საყრდენი ხდება.იმედის ნაპერწკალი.გავიხლიჩე.შაკოც და გიორგიც

დირბში ნაცნობები? კარგად რომ მოვიკითხოთ იქნებ საერო ნაცნობებიც გვყავდეს, ჩემი გვარი წარმოშობით მაგ სოფლიდანაა smile ვნახოთ რა გამოვა მარის სინაზისგან, მაგრამ დიდ იმედს ვერ მოგცემ, მგონი ტიპიური ქართლელია, "დირბელი" smile

№8  offline მოდერი ლილიანა

murachashvili

ჰაჰაჰ,მურაჩაშვილსაც ვიცნობ ოღონდ დირბში არ ცხოვრობს ქარელში ცხოვრობს.:)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№9  offline წევრი mimimimo

ღიმილის ბიჭები - ამ ფრაზაზე იმდენი ვიტირე.
და იმდენი ემოცია იყო.
არ ვიცი...
იმდენად მეტკინა.
მაშინ ზედმეტად პატარა ვიყავი.
არ მესმოდა...
არ მესმოდა დედას ტკივილიანი თვალები..
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მამა წაიყვანეს.
ვუყურებდი ტელევიზორს იმ იმედით, რომ მამას დავინახავდი და...
მოუთმენლად ველოდი..
ახლა, რომ ვაცნობიერებ როგორი დიდი საფრთხის წინაშე იდგა გულასმოკვნილი ვტირი და ვერ ვჩერდები.
ალბათ, ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ უვნებელი დამიბრუნდა.
იმდენად შემოაღწიე ჩემში...
სულ სხვანაირი სტილია...
ბევრი ტკივილი
და...
ანო, საოცარი ხარ!
ჩემი საოცრება.
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს
ახალი ამბებით.

№10  offline წევრი Shokoladi :D

დედააა მოვიცალე ძლივს .... იმდენი ვიტირე ( ზოგადად სულ ვტირი) მოაღწია ჩემამდე და გულზე შემეხო... გამიხარდა რომ დრო გამოვნახე ... ვერ წარმოიდგენ რამდენად დიდი სიამოვნება მივიღე <3 <3

№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
murachashvili
ლილიანა
მესიამოვნა ახალი თავი❤❤
დირბში ნაცნობები მეც მყავს :)
მარი ზედმეტად ხისტია და პირდაპირი.ცოტა ქალური სინაზეც შეამატე :)
ამ თავმმა ამატირა ძალიან,ბევრი ნაცნობი გრძნობა და მოგონება ამიშალა.
როგორ მესმის გიორგის,განწირული უკაბასკნელ იმედს ებღაუჭება და სიკვდილის პირისპირ უცნობიც კი ყველაზე სანდო და საყრდენი ხდება.იმედის ნაპერწკალი.გავიხლიჩე.შაკოც და გიორგიც

დირბში ნაცნობები? კარგად რომ მოვიკითხოთ იქნებ საერო ნაცნობებიც გვყავდეს, ჩემი გვარი წარმოშობით მაგ სოფლიდანაა smile ვნახოთ რა გამოვა მარის სინაზისგან, მაგრამ დიდ იმედს ვერ მოგცემ, მგონი ტიპიური ქართლელია, "დირბელი" smile

ჰაჰაჰ,მურაჩაშვილსაც ვიცნობ ოღონდ დირბში არ ცხოვრობს ქარელში ცხოვრობს.:)

აშკარად ჩემზე მეტ მურაჩაშვილს იცნობ smile თვითონ გვარი დიდი არაა, ერთი ძირი აქვს, ასე რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ყველა მურაჩაშვილი დირბიდანაა წარმოშობით. კარგად რომ მოვიკითხოთ შენი ნაცნობი მურაჩაშვილი მინიმუმ ჩემი ბიძაშვილი მაინც იქნება smile

mimimimo
ღიმილის ბიჭები - ამ ფრაზაზე იმდენი ვიტირე.
და იმდენი ემოცია იყო.
არ ვიცი...
იმდენად მეტკინა.
მაშინ ზედმეტად პატარა ვიყავი.
არ მესმოდა...
არ მესმოდა დედას ტკივილიანი თვალები..
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მამა წაიყვანეს.
ვუყურებდი ტელევიზორს იმ იმედით, რომ მამას დავინახავდი და...
მოუთმენლად ველოდი..
ახლა, რომ ვაცნობიერებ როგორი დიდი საფრთხის წინაშე იდგა გულასმოკვნილი ვტირი და ვერ ვჩერდები.
ალბათ, ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ უვნებელი დამიბრუნდა.
იმდენად შემოაღწიე ჩემში...
სულ სხვანაირი სტილია...
ბევრი ტკივილი
და...
ანო, საოცარი ხარ!
ჩემი საოცრება.
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს
ახალი ამბებით.

mimimimo
ღიმილის ბიჭები - ამ ფრაზაზე იმდენი ვიტირე.
და იმდენი ემოცია იყო.
არ ვიცი...
იმდენად მეტკინა.
მაშინ ზედმეტად პატარა ვიყავი.
არ მესმოდა...
არ მესმოდა დედას ტკივილიანი თვალები..
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მამა წაიყვანეს.
ვუყურებდი ტელევიზორს იმ იმედით, რომ მამას დავინახავდი და...
მოუთმენლად ველოდი..
ახლა, რომ ვაცნობიერებ როგორი დიდი საფრთხის წინაშე იდგა გულასმოკვნილი ვტირი და ვერ ვჩერდები.
ალბათ, ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ უვნებელი დამიბრუნდა.
იმდენად შემოაღწიე ჩემში...
სულ სხვანაირი სტილია...
ბევრი ტკივილი
და...
ანო, საოცარი ხარ!
ჩემი საოცრება.
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს
ახალი ამბებით.

ნამდვილად გულით მიხარია, გილოცავ მამაშენის მშვიდობით დაბრუნებას.
ჩემო თბილო და ჩემო ტკბილო, ნამდვილად არ მინდოდა ასეთი სევდიანი და გილისააჩუყებელი ისტორია გამომსვლოდა, მაგრამ ვერ დავალავ ეგოისტურად მიხარია თქვენი რეაქციაბი.

Shokoladi :D
დედააა მოვიცალე ძლივს .... იმდენი ვიტირე ( ზოგადად სულ ვტირი) მოაღწია ჩემამდე და გულზე შემეხო... გამიხარდა რომ დრო გამოვნახე ... ვერ წარმოიდგენ რამდენად დიდი სიამოვნება მივიღე <3 <3

ჩემო გემრიელო, ნამდვილად არ მინდოდა შენი ცრემლების მიზეზი მე გავმხდარიყავი, მაგრამ რომ გითხრა მეწყინა მეთქი მოგატყუებ smile გამიხარდა დრო რომ გამონახე heart_eyes kissing_heart

№12 სტუმარი ემი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი უშუალოდ მე და ჩემს ოჯახს ფიზიკურად არ შეგვხებია, იმდენად მძიმე გასახსენებელია ჩემთვის იმდროინდელი ემოცია, რომ ვფიქრობ რომ არ მინდა იგივე ემოციის თავიდან განცდა. ხომ ვიცი, რომ ეს უბრალოდ მოთხრობაა და მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ, იმდენად ახლოა ჩემთვის ეს ტკივილი, რომ ვიცი თავიდან ვერ გავუძლებ. ჯერ კიდე ვერ ვხდები, საით მიგყავს და როგორ განავითარებ, მაგრამ საერთო ხაზი ისეთია, რომ უკვე მძაბავს და კარგის მოლოდინი არ მაქვს worried

№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი

არ მინდოდა თქვენთვის ტკივილის მოყენება, არც წარსულში დარჩენილი ემოციების გაშიშვლება და ხელახლა წარმოჩენა, მაგრამ სამწუხაროდ საჭირო ყოფილა. თითქოს გვავიწყდება, მეხსიერება ნელ-ნელა შლის, სხვის ტკივილს ვეღარც ვხედავთ და ვერც ვიზიარებთ. ყველაზე მეტად კი ამის მეშინია, რომ ერთ დღესაც ჩემი პრობლემებით დახუნძლული სხვის განცდებს ვერ მივხვდები და ვეღარ გავუგებ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent