შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირტუალური მეგობარი (მეოთხე თავი)


3-11-2016, 23:06
ავტორი murachashvili
ნანახია 2 392

მეოთხე თავი
ყველაფერი სულ რაღაც ხუთ დღეში დასრულდა. ვინმეს რომ ეთქვა არ დავიჯერებდი. ხუთიოდე დღე საკმარისი აღმოჩნდა, ჩემი ცხოვრების ძირ-ფესვიანად შესაცვლელად...
თბილისიდან გახიზნულნი, თუ საომრად წასულნი დაბრუნდნენ. დევნილები დროებით სკოლებსა და სასტუმროებში გადაანაწილეს. საქართველოს მთავრობამ გორის მიმდებარედ სწრაფი ტემპებით, გაორმაგებული ძალებით დაიწყო ბანაკების მშენებლობა, სადაც დევნილების შესახლება იგეგმებოდა.
ჩემი დირბელები მეორე დღესვე დაბრუნდნენ საკუთარ მხარეში. იყო სიხარულის ცრემლი, თუმცა ასევე იყო სევდა და მოუშუშებელი იარები. იმ სამ დღეში ბევრმა ჩაიცვა ძაძი, ბევრმა მიატოვა საკუთარი ფესვები და ოცდამეერთე საუკუნეში მისივე სამშობლოში ესოდენ საძულველი დევნილის სტატუსიც შეიძინა.
მე? მე არ ვიყავი არც დევნილი, არც დაზარებლი, არც ქვრივი, არც შვილმკვდარი დედა, მაგრამ ხუთ დღიანი ეპოპეა, რომელიც აგვისტოს ომის სახელით დარჩა საქართველოს ისტორიაში, ჩემთვის ერთ დიდ მოუშუშებელ იარად იქცა. შაკო არ დაბრუნდა, არც ერთი მისი ჯგუფიდან, თუმცა ვერც მათი ცხედრები ნახეს. ყველაზე რთული ლოდინი ყოფილა, მუდმივი მოლოდინი.
შაკოს მშობლებთან მივდიოდი, გგონიათ ვახერხებდი ერთად-ერთი ვაჟის დამკარგავი ოჯახის ნუგეშისცემას? პირიქით, მათთან ვეძებდი შვებას, მათთან ვეძებდი იმედს. ყოველ მისვლაზე ვხედავდი დღითი - დღე, როგორ ბერდებოდა თინა დეიდა, ერთბაშად გაჭაღარავდა, ერთბაშად განადგურდა. შიში, რომელსაც მის თვალებში ვხედავდი, ნელ-ნელა დარდმა შეცვალა, თითქოს შეეგუა, თითქოს დაიჯერა. მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია, ხმამაღლა მეყვირა, რომ ნაადრევად გამოიტირა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. დამუნჯებული, გახევებული, უცრემლოდ მივჩერებოდი, სათქმელიც არაფერი დამრჩენოდა. ჩაგუბებული ემოციები შიგნიდან მჭამდნენ და ნელ-ნელა ვიფიტებოდი.
ყველაზე მშვიდად თავს შაკოს ოთახში ვგრძნობდი. მის კუთვნილ ნივთებს ჯერ კიდევ შერჩენოდათ ვაჟის სურნელი. მონატრებული, ვეხებოდი უსულო საგნებს და თავს ვიჯერებდი, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა, ასე უბრალოდ ვერ დამტოვებდა.
არ ვამბობდი, არ მინდოდა ფუჭი იმედი მიმეცა, მორიგი ტკივილის მიზეზი გავმხდარიყავი, მაგრამ დავდიოდი კარდაკარ, სხვადასხვა სამინისტროებში, ვეძებდი, დავდიოდი ამოცნობებზე საავადმყოფოებში, ფეხები მეკვეთებოდა თითოეულ უცნობ ზარზე, მორგში შესვლისას ვლოცულობდი, იქ არ დამხვედროდა.
ვხვდებოდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს. ვითხოვდი, ვემუდარებოდი როგორმე საყვარელი ადამიანის პოვნაში დამხმარებოდნენ, მათთან ერთად ვხვდებოდი დევნილებს, თითოეულს ვეკითხებოდი, სადმე ხომ არ შეხვედროდნენ მსგავსი აღწერილობის მამაკაცს, მაგრამ უშედეგოდ.
თითქმის ორ თვეზე მეტი გავიდა, მე კი ხელში არაფერი მეჭირა. უკვე აღარ ვიცოდი, გამხარებოდა თუ არა შაკოს რომ ვერ ვპოულობდი. თითქოს უბრალოდ გაქრა, არ იყო არც გასაცვლელ ტყვეებში, არც დაკარგულთა სიებში, არც გარდაცვლილთა შორის. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მის ცხინვალში ყოფნასაც კი ვერ ვამტკიცებდი. ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც მესიჯებს მწერდა, ვინმე ზაზა კიკნაძეზე იყო რეგისტრირებული.
ოდესმე გიგძვნიათ, რომ ზედმეტი ხართ? მომაბეზრებელი? ეს შეგრძნელა ნელ-ნელა შემომეპარა. თავიდან თუ ღიმილით მხვდებოდნენ, მოთმინებით მისმენდნენ, დახმარებას მპირდებოდნენ, შემდეგ მემალებოდნენ. ჩემთან შეხვედრაზეც კი უარს ამბობდნენ. თავიდან მართლა მეგონა, რომ მოუცლელობის გამო ვეღარ მიღებდნენ, მაგრამ როცა ერთ დღეს სათადარიგო კარებიდან გაპარული შაკოს ყოფილი კოლეგა შევნიშნე, ადგილზე გავხევდი. მისი მდივანი ირონიულად მიმტკიცებდა, რომ ბატონი დავითი მივლინებაში ბრძანდებოდა და ჩემს მიღებას ვერ შეძლებდა.
დაბნეული, შეურაცყოფილი ვაფახუნებდი თვალებს, ეს იმდენად უცნაური გრძნობა იყო, ცხოვრებაში პირველად მომინდა გავმქრალიყავი, დავპატარავებულიყავი და...
რამე განსაკუთრებულს ვითხოვდი? ბევრს ვითხოვდი? მე არც მათი ნუგეში მჭირდებოდა, არც მათი დამშვიდება, უბრალოდ გაურკვევლობაში ყოფნას ყველაზე ცუდი სიმართლეც კი მერჩივნა, უნდა გამეგო, როგორმე უნდა გამეგო...

ცოცხალ-მკვდარი წამოვედი სამსახურში, დანა პირს არ მიხსნიდა. საკუთარი თავი დავიჭირე, რომ შაკოზე წარსულში ვფიქრობდი და შემეშინდა, რომ მეც დანარჩენების მსგავსად შევეგუებოდი და ერთ დღეს დავივიწყებდი კიდევაც. ერთად - ერთი რაც იმ წუთში მინდოდა ტირილი იყო, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებდი. ცრემლები აღარ მომდიოდა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ მისი დაკარგვის დღიდან ცრემლი არ გადმომვარდნოდა, თითქოს თავი დავიჯერე, რომ დარდისა და ტირილის უფლება არ მქონდა, უბრალოდ არ მქონდა..

უხალისოდ შევედი ოფისის ეზოში, დაღვრემილი სახით მივესალმე თბილად მომღიმარ დაცვის თანამშრომელს, თითქოს მისი ბრალი იყო ჩემი პრობლემები. დამავიწყდა მეთქვა, გელა ჩვენთან აღარ იჯდა, გადასვლის მიზეზი არ უთქვამს, მაგრამ ისედაც მივხვდი, აგვისტოს ომის შემდეგ ერთმანეთისთვის თვალის გასწორება გვიჭირდა.
მდივანს ჩვენთან ამოსატანად გამზადებული დოკუმენტები გამოვართვი და ჩვენი ოთახისკენ გავემართე. ის-ის იყო უნდა შევსულიყავი, რომ თაკოს საკმაოდ გაღიზიანებული, გაკაპასებული ხმაც გავიგონე:
- გადაგვიყოლა, გესმის?! ზედმეტი მოსდის, ისე იქცევა თითქოს მხოლოდ თვითონ აქვს პრობლემები, თითქმის დასრულდა სამუშაო დღე, ჯერ არ მოსულა... - ძნელი მისახვედრი არ იყო, ჩემზე საუბრობდა.
- შეეგუება, ადრე თუ გვიან შეეგუება!... - მის დამშვიდებას ცდილობდა ლელა.
- დავიღალე, ჩემი საქმეც მყოფნის, მისთვის ხელის დაფარებას არ ვაპირებ. ორი თვე გავიდა, რით ვერ მოინელა? რითი ვერ შეიგნო. ცოცხალი რომ იყოს ის ბიჭი აქამდე გამოჩნდებოდა, ეგ თვითონაც კარგად იცის, მაგრამ...
- საკმარისია! - ოთახში შევედი მე, აშკარად არ მელოდა, დავინახე როგორ შეხტა მოულოდნელობისგან - არც კი გაბედო, შაკოს ხსენება!... - ხმაში იმხელა ზიზღი და ღვარძლი ჩავდევი, რომ ტანში მეც კი დამიარა, იმ წუთში ალბათ, დანა რომ დაგერტყათ, სისხლი არ გამომივიდოდა.
- მე... - სიტყვის გაგრძელება ვეღარ მოახერხა თაკომ, არ ვიცი როგორ გამოვიყურებოდი, მაგრამ მისი გაფითრებული სახითა და დაჭყეტილი თვალებით თუ ვიმსჯელებდი, ალბათ შეურაცხადივით.
- არასოდეს, გესმის?! ჩემი ცხოვრების განხილვის ნაცვლად, საკუთარს მიხედო ის გირჩევნია, ეს კორესპონდენცია ცნობისათვის შენ გეკუთვნის! - ზიზღით მივუყარე სამდივნოდან წამოღებული წერილები.
გაოცებულმა გადახედა უფროსს, თითქოს მისგან ელოდა შველას, მაგრამ ქალს ჩარევა არც კი უფიქრია. უსიტყვოდ მომჩერებოდა ლელა თვალებში, თითქოს მიხვდა რასაც განვიცდიდი, ვიცი იგრძნო, თვალები ცრემლებით აევსო, მზერა სწრაფად ამარიდა და ყურადღების გადასატანად დოკუმენტებით სავსე ბაინდერს დასწვდა.
ტკივილით გამეღიმა, ალბათ მისი ცრემლები უნდა გამხარებოდა, მაგრამ ისევ გავბრაზდი, ამჯერად საკუთარ თავზე გავღიზიანდი, არ მინდოდა, მის მზერაში ამოკითხული სიბრალულიც აღარ მინდოდა.
ისევ მომინდა ტირილი, ისევ მომინდა ხმამაღლა ყვირილი, მაგრამ ვერ შევძელი. ისევ მე ვიგრძენი თავი დამნაშავედ. მძიმედ გადავყლაპე ყელში მოწოლილი ბოღმა და საკუთარ მაგიდას მივუჯექი, თავი ხელებში მქონდა ჩარგული, ვერც ერთს ვერ ვუყურებდი.
- ახალი ხომ არ?!... - როგორც იქნა დუმილი დაარღვია ლელამ.
- არა... - ვცდილობდი ნერვები მომეთოკა, მაგრამ ხმამ მაინც გამყიდა - მაპატიეთ, ვიცი, დაგღალეთ, უბრალოდ. არც კი იცი, როგორ მტკივა! - თავი მძულდა ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, მაგრამ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. თუ არ ვიტყოდი, მოვკვდებოდი, უბრალოდ გავსკდებოდი, ნაწილ-ნაწილ დავიშლებოდი - ალბათ, მართალები ხართ, უნდა შევეგუო, მაგრამ... - ტკივილით შევხედე გაფითრებულ თაკოს - არც კი იცი ეს რა გრძნობაა, მისი საფლავიც არ მაქვს. მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ეკლესიაში მაინც შევდივარ. ვერ ვხვდები როგორ მოვიქცე, ვერც პანაშვიდს ვუხდი, ვერც პარაკლისს. ავირიე, მამაომ წმინდა იოანე მხედრის ხატი მაჩვენა...
- იოანე მხედრის?! - ხმა გაებზარა თაკოს.
- მას ევედრებიან დაკარგულის პოვნას! - ძლივს გასაგონას ამოვისლუკუნე.
- დაკარგულის?! მარიამ მომისმინე, ძალიან გთხოვ, სწორად გამიგე... ადამიანის სახე აღარ გაქვს, იდეაფიქსად გექცა, შაკოს გარდა აღარავინ გახსოვს, დედაშენიც კი დაივიწყე... - აშკარად სიტყვებს არჩევდა ლელა.
- იქნებ სასტიკად მოგეჩვენო, მაგრამ უნდა შეეგუო... - როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება თაკომ.
- თავს იჭამ, გართობაზე უარს ამბობ, არსად აღარ მოდიხარ, თავს იკლავ!..
- ხვალიდან ფორმაში ჩავდგები, აკადემიურად გამოვეწყობი, დავიბრუნებ ადამიანის სახეს... - ირონიულად ვუპასუხე ლელას.
აღარაფერი უთქვამს, მაგრამ მისი საყვედურნარევი მზერის დანახვაზე თავი დავხარე და უსიტყვოდ გადავყლაპე ცრემლები. ჩემი მაინც არც ერთს არ ესმოდა.
მაგიდაზე დალაგებული დოკუმენტები დავახარისხე, ელექტრონული წერილები შევამოწმე და სკაიპიც ჩავრთე. გულდაწყვეტილმა შევხედე მეგობრების სიაში ამომხტარ giorgi -82-ს და გაოცებისგან კინაღამ ვიკივლე, აგვისტოს ომის შემდეგ პირველად ანათებდა მწვანედ.
საკუთარი რეაქციის მეც კი გამიკვირდა, განა ნორმალური იყო სრულიად უცნობი ადამიანის დანახვას ასეთი ემოცია მოჰყოლოდა?! არ ვიცი რა მჭირდა, მისმა მოციმციმე ნათებამ თითქოს ახალი იმედი გამიჩინა. ის თუ აენთო, იქნებ ერთ დღეს... ალბათ ილუზია ოყო, მაგრამ ისეთი ტკბილი, ისეთი სასურველი, რომ...მივხვდი, ისევ შეუძლებელზე ვოცნებობდი და კიდევ ერთხელ ჩამწყდა შიგნიდან.
- გამარჯობა მეგობარო! - გაკრეჭილი, ბედნიერი ღიმილი ხელს მიქნევდა.
- გამარჯობა.. - ხელის ცახცახით მივწერე პასუხი.
- როგორ ხარ?
- ალბათ, კარგად... - არ მინდოდა უცნობთან საუბარი წუწუნით დამეწყო, თან უნდა ვაღიარო კიდევაც, იმ წუთას თავს მართლაც ბედნიერად ვგრძნობდი - შენ როგორ ხარ? თუ სწორად მახსოვს ბოლოს გორის სამხედრო ბაზაზე იყავი.
- ვიყავი, ახლაც გორში ვარ! - ისევ გაკრეჭილი ღიმილი გამოგზავნა მან.
- ვერ მივხვდი?!...- ცოტა არ იყოს გამაღიზიანა ყველა სიტყვას შემდეგ დაჯღანულ ღიმილს რომ აყოლებდა.
- გორის ჰოსპიტალში ვარ...
- დაჭრილი ხარ?! - ვიგრძენი როგორ გამაკანკალა.
- დიდი ამბავია, გამოკვლევებს გვიტარებენ და იმედია დღეს გამოგვიშვებენ...
- მრავლობითში რატომ? რამდენი ხართ?
- მე და... - ზუსტი პასუხი არ მომწერა მან.
- და?!... - მისი პაუზით მივხვდი პასუხს არ გამცემდა, ამიტომ კითხვა შევცვალე - ორი თვე სად იყავი?
- ცხინვალში...
მოულოდნელობისგან ნერწყვი ვერ გადავყლაპე და ხველება დამაწყებინა: - იქ როგორ მოხვდი?
- ჯავასთან ვიბრძოდით და ტყვედ ჩავვარდით...
ძარღვებში სისხლი გამეყინა ნაცნობი ადგილის სახელის წაკითხვაზე. ინსტიქტურად მობილურს დავწვდი და შაკოს მოწერილი ბოლო მესიჯი შევამოწმე.
- ჯავასთან? - მღელვარებისგან ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი. ჩემი რეაქცია არ გამოჰპარვიათ გოგოებს, ინტერესით დამადგნენ თავზე, ხმას არც ერთი არ იღებდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ისინიც დაძაბულები კითხულობდნენ giorgi-82-ის მონაწერს.
- ჩემთან ერთად ქართველი ბიჭები იყვნენ, სპეცნაზელები, ტყვეობიდან გამოსვლაში ისინი დამეხმარნენ. ისინი რომ არა იქ ჩავლპებოდი...
- იყვნენ? რა დაემართათ? - დავიფიცებ საკუთარი გულისცემა მეც კი მესმოდა, ცოტაც და ალბათ ისტერიკა დამეწყებოდა.
- ერთ-ერთი დაჭრეს. საოპერაციოში ჰყავთ...
- დაჭრეს?! - ყრუ კვნესა აღმომხდა მე.
- გახსოვს ადრე დამპირდი, თუ დახმარება შემიძლიაო, ჩემს მეგობარს IV ჯგუფის სისხლი აქვს, სისხლის ბანკს დაუკავშირდნენ, მაგრამ დონორს ვერ პოულობენ. იქნებ შენც გაავრცელო, იქნებ ვინმემ დახმარება შეძლოს?!...
- სახელი რა ჰქვია?... - თითქოს განგებ giorgi-82 აღარ ანათებდა - გიორგი, გესმის? სახელი რა ჰქვია? - მაგრამ პასუხი აღარ მომდიოდა. გიორგი აღარ მწერდა.
სამი წყვილი თვალი გაშტერებული მივჩერებოდით მოციმციმე სკაიპს. ვერ ვიჯერებდი.
- ახლა რა ვქნა? - სასოწარკვეთილმა ავხედე ლელას.
- რა? ამას კითხვა უნდა? დონორი უნდა ვიპოვოთ! - ლელას დაასწრო პასუხი თაკომ.
-IV ჯგუფი? - დენდარტყმულივით წამოვვარდი ადგილიდან. გელასთან გავვარდი.
ლიფტს აღარ დავლოდებივარ კიბეები ფეხით ავირბინე. ვეღარ ვსუნთქავდი.
- შაკოს რომელი სისხლის ჯგუფი ჰქონდა?
- გაგიჟდი გოგო? ამის საკითხავად თუ მორბოდი ვერ დარეკე? - გაოცებული მიმზერდა გელა.
- რომელი ჯგუფი? - ძლივს ამოვღერღე მე.
- IV გადარეულო, მე-ო-თხე! - დამიმარცვლა მან.
- შეუძლებელია!... - გამაცახცახა მე, საკუთარი ეჭვი ხმამაღლა ვერ გავაჟღერე, თითქოს ჩემი ფიქრებისვე შემეშინდა - ბიჭია დაჭრილი, მებრძოლი, მაგ ჯგუფის სისხლი ჭირდება, გემუდარები, სისხლი გვჭირდება... - მივაძახე და ისევ უკან გავიქეცი.
თაკო სისხლის ბანკში რეკავდა, ლელა ლევანს ურეკავდა, იქნებ მის მეგობრებშიც იყოს ვინმე ამ ჯგუფის სისხლის მატერებელიო. მე? მე ისევ კომპიუტერთან ვიჯექი, განცხადებებს ვდებდი სოციალურ ქსელში, დონორს ვეძებდი.
- ვიპოვე! - ოთახში შემოვარდა გელა.
- მართლა?!
- ვაჟა ბიძია! ჩემ შვილს მაინც ვერაფრით დავეხმარე და იქნებ სხვისი მაინც გადავარჩინოო! - მისმა სიტყვებმა ერთხელ კიდევ მატკინა, ისევ ჩამწყდა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.
- გორში წამოვა?
- წამოვა, სულელო წამოვა! - თვალები უციმციმებდა გელას.



№1 სტუმარი Guest თაკო

თითქოს გაცოცხლდა, აგვისტოს საზარელი დღეები

 


№2  offline წევრი Elle025

ვაიმე კითხვისას დამბურძგლა..ეს რა მაგარი გოგო ხარ,პირდაპირ ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე!!❤️ :-* :-*

 


№3  offline წევრი natia23

Ametira.mteli istoriis ganmavlobadhi pirvelad..mecodeba mariami

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ცოტაც და ალბათ გავსკდებოდი ტირილით.კარგია.ცოტა დიდი თავები დადე რა
--------------------
ლანა

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე სად გაწყვიტე , გავგიჟდი რა მაგარი ხარ , ასე როგორ გადმოსცემ ემოციებს არვიცი , მაგრამ საოცრებას ქმნი . ცოტა უფრო მეტი დადე შემდრგში და მალე.

 


№6 სტუმარი A

Gtxov shemdegi make dade ar daagviano ra torem guli wamiva. Sul damburdzgla. Es iatoria chemtvis dzalian rtulia. Mec goris raionis erterti soplidan var. Martalia chveni sopeli gadarcha da iq usisxlod chaiara yvelaperma mara mainc dznelia. Rtulia imis axsna ras ganvicdidi is 5 dge an axla ras ganvicdi roca sazgvrebi sul upro da upro iwevs. Sazgvari ki chemi soplis bolozea

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

heart_eyes
Guest თაკო
თითქოს გაცოცხლდა, აგვისტოს საზარელი დღეები

Elle025
ვაიმე კითხვისას დამბურძგლა..ეს რა მაგარი გოგო ხარ,პირდაპირ ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე!!❤️ :-* :-*

La-Na
ცოტაც და ალბათ გავსკდებოდი ტირილით.კარგია.ცოტა დიდი თავები დადე რა

lalita
ვაიმე სად გაწყვიტე , გავგიჟდი რა მაგარი ხარ , ასე როგორ გადმოსცემ ემოციებს არვიცი , მაგრამ საოცრებას ქმნი . ცოტა უფრო მეტი დადე შემდრგში და მალე.

იმედია არ მიწყენთ ყველას სათითაოდ თუ ვერ მოგეფერებოდით heart_eyes heart_eyes დასკვნების წინასწარ გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ მგონი იმდეამ გაამრთლა, რაც უზომოდ მახარებს. როგორც იქნა მივედით ბოლო ეტაპამდე, მაპატიეთ თუ განერვიულეთ და ზედმეტად გავაშიშვლე მიძინებული ემოციები, ამდენი ტირილის შემდეგ არ დავმალავ ზედმეტად მაინტერესებს თქვენი აზრი ფინალურ თავთან დაკავშირებით, დიდი მადლობა, რომ არ დაიზარეთ და ასე გამამახნევეთ თითოეული სიტყვით, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენს შეფასებებს heart_eyes

A
Gtxov shemdegi make dade ar daagviano ra torem guli wamiva. Sul damburdzgla. Es iatoria chemtvis dzalian rtulia. Mec goris raionis erterti soplidan var. Martalia chveni sopeli gadarcha da iq usisxlod chaiara yvelaperma mara mainc dznelia. Rtulia imis axsna ras ganvicdidi is 5 dge an axla ras ganvicdi roca sazgvrebi sul upro da upro iwevs. Sazgvari ki chemi soplis bolozea


შემდეგი თავი სავარაუდოდ შაბათ-კვირას იქნება, კარგი, ლამაზი დასასრულით, ყოველ შემთხვევაში მე ასე მინდა, ვნახოთ რა გამოვა, და როგორ ვიყოჩაღებ heart_eyes რაც შეეხება საზღვარს, ამ ზაფხულს ნათესავებთან სტუმრად ჩასულმა სოფლის ბოლოში გავლებული მართულ-ხლართები რომ დავინახე მე ჩემი დამემართა. ამ ისტორიას ერთი მიზანიც ჰქონდა, ხშირად თბილისელებსა და დევნილებს სხვადასხვა კონტექსტში მოგვიხსენიებენ, სხვადასხვა მხარეებად, ეს ალბათ, მავანთა პროვინციული აზროვნების შედეგი უფროა, ვიდრე თბილისელების მიდგომა, მინდოდა დაგენახათ და გეგრძნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისი არ იბომბებოდა და აქ მტერი არ შემოსულა, არც ჩვენ გვტკიოდა ნაკლებად. ყველას გვყავს ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები, ან თუნდაც მეგობრები, რომლებიც ამ მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. მიყვარხართ ძალიან და იმედი მაქვს, ერთ დღესაც გვექნება ისევ თავისუფალი და მთლიანი საქართველო heart_eyes

 


№8  offline მოდერი ლილიანა

ვაიმე მალე ანუშ მომდევმო თავი გთხოვ ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
ვაიმე მალე ანუშ მომდევმო თავი გთხოვ ❤❤❤❤❤

heart_eyes smile მალე იქნება, მაქსიმუმ კვირას

 


№10 სტუმარი გვანცა))

აუუ რა კაიაა❤
ძალიან მმომწონსს,კარგადდწერ მომწონს შენი წერისს სტილიი ))


მალეე დადე რაა❤❤❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გვანცა))
აუუ რა კაიაა❤
ძალიან მმომწონსს,კარგადდწერ მომწონს შენი წერისს სტილიი ))


მალეე დადე რაა❤❤❤

მადლობა, ჩემო ძვირფასო heart_eyes ვეცდები მალე დავდო ახალი, ფინალურ თავი smile

 


№12  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ღმერთო ჩემო ეს რა იყო... იმდენად ჩამითრია ამ თავმა გულისფანცქალით ჩავიკითხე ბოლომდე და შესაძლო შაკოს გადარჩენა იმდენად გამიხარდა ცრემლები ვერ შევიკავე... ძალიან მაგარი ხარ საოცრება და უნიჭიერესი... ეცადე მალე დადო რა ახალი თავი... მე დღეს ისევ იმ პერიოდსი გადავვარდი და ისევ იმ დღეებით ვიცხოვრე... წიგნის სურნელს ახლაც ვგრძნობ და ასე გააგრძელე რა...

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ღმერთო ჩემო ეს რა იყო... იმდენად ჩამითრია ამ თავმა გულისფანცქალით ჩავიკითხე ბოლომდე და შესაძლო შაკოს გადარჩენა იმდენად გამიხარდა ცრემლები ვერ შევიკავე... ძალიან მაგარი ხარ საოცრება და უნიჭიერესი... ეცადე მალე დადო რა ახალი თავი... მე დღეს ისევ იმ პერიოდსი გადავვარდი და ისევ იმ დღეებით ვიცხოვრე... წიგნის სურნელს ახლაც ვგრძნობ და ასე გააგრძელე რა...


გავთბი heart_eyes არც კი იცი რამდენი ვიფიქრე შესაძლო დასასრულზე, თავში ათასი ვარიანტი მიტრიალებდა, ხან გიორგი მოვკალი და ხან შაკო, მაგრამ კარგი დასასრულის ცდუნებას ვერ გავუძელი, მაგარი იქნებოდა ამის საშუალება ცხოვრებაშიც რომ გქონდეს ადამიანს smile

 


№14 სტუმარი A

უფალმა გისმინოს. მართალი ხარ ეს უფრო მავანთა წარმოსახვის ნაყოპია თორემ ის დევნილიც ხომ შენი სისხლი და ხორცია. შენი ქვეყნის შვილია და მასაც ისე სტკივა როგორც შენ შენტვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვა.ველი ახალ თავს წარმატებები.

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

A
უფალმა გისმინოს. მართალი ხარ ეს უფრო მავანთა წარმოსახვის ნაყოპია თორემ ის დევნილიც ხომ შენი სისხლი და ხორცია. შენი ქვეყნის შვილია და მასაც ისე სტკივა როგორც შენ შენტვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვა.ველი ახალ თავს წარმატებები.

მადლობ, კიდევ ერთხელ heart_eyes

 


№16  offline წევრი mimimimo

დაძაბულობა იმატებს.
პატარა თავი იყო და არ მეყო.

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

mimimimo
დაძაბულობა იმატებს.
პატარა თავი იყო და არ მეყო.


შემდეგი დასასრული იქნება, იმედია მოგეწონებათ heart_eyes

 


№18 სტუმარი ემი

აი რატომაც არ მინდოდა წაკითხვა, პირველივე წინადადებიდან ვიწყებ ტირილს და მერე ტირილ ტირილით ვკითხულობ. იმიტო კი არა, რომ ეს გოგო მეცოდება. არა. ცივია, რომ თანაგრძნობის სურვილსაც არ გაგიჩენს. მესმის მისი სიტუაცია, მაგრამ პრობლემა იმდენად საერთო არის, რომ რატო ითხოვს, რომ მარტო მას გაუგონ, ვერ ვხვდები. ტრაგედია უფრო გულმოწყალეს უნდა ხდიდეს ადამიანს. არ ვიცი, ალბათ მართლა მისი "ქართლური" ხასიათის ბრალია blush (მაპატიეთ ქართლელებმა, ეს შენ თვითონ ახსენე, მეც გეთანხმები და ამიტო გავბედე გამეორება wink)

მე ზუსტად ისე ვტირი, ამის კითხვისას, როგორც იმ ხუთ დღეს, ტელევიზორს რო ვიყავი მიშტერებული და არა მარტო იმ ხუთ დღეს. მერეც...

არ მეგონა ასე მალე თუ დაამთავრებდი და კიდე, მიხარია რომ დასასრული მოგვეწონება heart_eyes

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
აი რატომაც არ მინდოდა წაკითხვა, პირველივე წინადადებიდან ვიწყებ ტირილს და მერე ტირილ ტირილით ვკითხულობ. იმიტო კი არა, რომ ეს გოგო მეცოდება. არა. ცივია, რომ თანაგრძნობის სურვილსაც არ გაგიჩენს. მესმის მისი სიტუაცია, მაგრამ პრობლემა იმდენად საერთო არის, რომ რატო ითხოვს, რომ მარტო მას გაუგონ, ვერ ვხვდები. ტრაგედია უფრო გულმოწყალეს უნდა ხდიდეს ადამიანს. არ ვიცი, ალბათ მართლა მისი "ქართლური" ხასიათის ბრალია blush (მაპატიეთ ქართლელებმა, ეს შენ თვითონ ახსენე, მეც გეთანხმები და ამიტო გავბედე გამეორება wink)

მე ზუსტად ისე ვტირი, ამის კითხვისას, როგორც იმ ხუთ დღეს, ტელევიზორს რო ვიყავი მიშტერებული და არა მარტო იმ ხუთ დღეს. მერეც...

არ მეგონა ასე მალე თუ დაამთავრებდი და კიდე, მიხარია რომ დასასრული მოგვეწონება heart_eyes


მგონი უნდა მოგეწონოთ, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი დასასრული ცხოვრებაში მომეწონებოდა, იქნებ ზღაპარივით, მაგრამ მაინც... რაც შეეხება მარიამ, მგონი უბრალოდ ზედმეტად გაღიზიანებულია და ფაქტებსაც დრამატულად აღიქვამს, თუმცა ეგეც ხომ ადამიანის თვისებაა, მხოლოდ საკუთარი პრობლემა ახსოვდეს?

 


№20  offline წევრი mimimimo

murachashvili
mimimimo
დაძაბულობა იმატებს.
პატარა თავი იყო და არ მეყო.


შემდეგი დასასრული იქნება, იმედია მოგეწონებათ heart_eyes

დასასრული?
ასე მალე?
არ მინდა, რა.
გული დამწყდება.

 


№21  offline ახალბედა მწერალი murachashvili

mimimimo
murachashvili
mimimimo
დაძაბულობა იმატებს.
პატარა თავი იყო და არ მეყო.


შემდეგი დასასრული იქნება, იმედია მოგეწონებათ heart_eyes

დასასრული?
ასე მალე?
არ მინდა, რა.
გული დამწყდება.


ეს ეპიზოდი აქ დასრულდება, ვნახოთ, იქნებ ოდესმე გაგრძელებაც მოჰ smile ყვეს

 


№22  offline წევრი Violeta_ia

კარგად წერ. ყოჩაღ <3 relaxed

 


№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Violeta_ia
კარგად წერ. ყოჩაღ <3 relaxed

heart_eyes kissing_heart

 


№24  offline წევრი yviteli minioni

ძალიან მაგარია ! მალე დადე რა..მოუთმენლად ველიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent