შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირტუალური მეგობარი (მეხუთე თავი) დასასრული


5-11-2016, 13:44
ავტორი murachashvili
ნანახია 2 247

მეხუთე თავი

როგორც წესი, გელას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ჩემი ასანთის კოლოფის ზომის ავტომობილი, თუმცა ამჯერად ვაჟასთან ერთად დაძაბული იჯდა და ხმას არ იღებდა. დავინახე, ჩემი ტარების მანერით დამფრთხალმა, რამდენჯერმე როგორ წამოიწია, თითქოს ფეხებით ცდილობდა არ არსებული მუხრუჭებისთვის დაეჭირა, როგორც კი მანევრირებას ვასრულებდი, ისიც კმაყოფილი და ბედნიერი სახით აწვებოდა ბეჭებით სავარძელს. სპიდომეტრზე სიჩქარის მაჩვენებელი, როგორც კი ასს ასცდებოდა, მარჯვენა ხელით საკიდზე ეკიდებოდა. მისი შეშინებული სახის დანახვაზე ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან.
თუმცა გელასგან განსხვავებით, საერთოდ არ იღებდა ხმას ვაჟა, დაძაბულს ტუჩები მაგრად მოეკუმა, აშკარად საკუთარ ფიქრებში ჩაძირული საქარე მინიდან იყურებოდა. სარკიდან დავინახე, რამდენჯერმე როგორ გააკანკალა, ისე ამოიოხრა თითქოს გულიც ამოაყოლა ჰაერს.
შფოთვა და გაურკვევლობა არც მე მასვენებდა, იმის შიშით, რომ giorgi-82 პასუხს მომწერდა და წაკითხვას ვერ მოვახერხებდი, სკაიპი ტელეფონშიც ჩართული მქონდა, წარა - მარა გამირბოდა თვალი ეკრანისკენ. საკუთარ თავთანაც კი ვერ ვაღიარებდი, მაგრამ პანიკურად მეშინოდა იმედგაცრუების.
ნერვიულად შევეხე ისევ მობილურის ეკრანს.
- გაუშვი ხელი ტელეფონს! - თვალები დამიქაჩა გელამ.
- რომ მომწეროს?! - ხმა გამებზარა.
- იმედია გორამდე ცოცხლებს ჩაგვიყვან!... - ღრენით გამომიცხადა, როცა გვერდზე სწრაფი სიჩქარით ჩავლილმა ჯიპმა ჩემი ავტომობილი საგრძნობლად შეარყია.
მინდოდა რაღაც მეპასუხა, მაგრამ ვაჟას დაღვრემილი სახის დანახვაზე, გაჩუმება ვამჯობინე.
- ჩავალთ, აუცილებლად ჩავალთ! - ჩემს ნაცვლად უპასუხა მამაკაცმა.
გგონიათ დიდხანს მივდიოდით, სულ რაღაც ორმოცდახუთი წუთი, მაგრამ გზა უსაშველოდ გაიწელა, ხმას არ ვიღებდით, გასუსულები გავცქეროდით ჩაჟამებულ, უფერო ბუნებას, წვიმდა და სიჩუმეს მხოლოდ საბურავების გუგუნი არღვევდა.
ქალაქის შესასვლელში მდგომი ტრაფარეტის დანახვაზე შვებით ამოვისუნთქე, ტკივილით გავხედე ერთ დროს ალბათ შინდისფერ, ნახევრად დამწვარ კორპუსს. თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო ვაჟა ისე თქვა:
- რომ გეკითხა, მხოლოდ სამხედრო ნაწილებს ურტყამდნენ!.
ჭავჭავაძის ქუჩისკენ მიმავალი გზაც მანვე იცოდა, მოხერხებულად დავძვრებოდი ვიწრო ქუჩებში, ავტომობილის გაჩერება არ გამჭირვებია, თითქმის სირბილით შევედით ჰოსპიტლის ეზოში.
მაშინვე რეგისტრატურისკენ მივაშურეთ:
- გამარჯობათ! - ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი მღელვარებისგან.
- გამარჯობა! - არც კი შემოუხედავს ისე მიპასუხა კომპიუტერის ეკრანს მიჩერებულმა თეთრ ხალათიანმა გოგონამ.
- დონორი გინდოდათ, IV ჯგუფი... - წინადადების დასრულება ვეღარ მოვახერხე.
- დონორი?! თქვენ? - როგორც იქნა ყურადღება მოგვაქცია ქალიშვილმა.
- მე. - წინ უკვე მკლავებდაკაპიწებული ვაჟა ედგა.
- წამობრძანდით! - წინ გაუძღვა გოგონა, თუმცა როგორც კი დაინახა, რომ მე და გელაც უკან მივყვებოდით, მკაცრი სახით გადმოგვხედა - თქვენი შემოსვლა არ შეიძლება, მიმღებში დაელოდეთ! - თავით გვანიშნა შემინულ ოთახზე.
- ძალიან გთხოვთ! - ლამის ავტირდი, მაგრამ გოგონას ცივი მზერის დანახვაზე, ისევ დანებება ვარჩიე.
მიმღებად მოხსენიებულ საკმაოდ ნათელ და კომფორტულად მოწყობილ ოთახში უხალისო და უკმაყოფილო სახით შევედით მე და გელა და იქვე, კუთხეში მდგომ თავისუფალ სკამებზე მოვთავსდით. მიმღებში მჯდომ ხალხში მაშინვე გამოარჩევდით ოთხ სამხედრო ფორმიან ახმახს, თითქოს არც კი სუნთქავდნენ, ქანდაკებებივით უძრავად მჯდომნი დაბღვერილი, სერიოზული სახეებით ჯიუტად ერთ აგილს მისჩერებოდნენ.
რატომღაც სულაც არ გამკვირვებია, რამდენიმე წუთში კიდევ ერთი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახმახის შემოსვლა, უძრავად მჯდომი ოთხეული სწრაფად წამოიშალა.
- რა ხდება, გიო?!
- გადავრჩით, დონორი გამოჩნდა! - ალალი, ბედნიერი ღიმილით შესცინა მეგობრებს. ოთხივენი ისე ძლიერად მოეხვიენ შემოსულს, ვიფიქრე ფერებაში გაჭ....ტდნენ. წამიერად მოეშვნენ, ახმაურდნენ ბიჭები. მაშინვე მობილური მოვიმარჯვე, თუმცა მესიჯის მოწერა გადავიფიქრე, გელას ვანიშნე წამომყოლოდა და ღიმილით მივუახლოვდი გახარებულებს.
- გამარჯობათ! - უხერხულად ვიშმუშნებოდი და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მღელვარება დამემალა.
- გამარჯობათ! - დაბნეული მიმზერდა უცნობი მეგობარი - mariami-mariami?! - მეუცნაურა სკაიპის სახელით მომართვა. ღიმილი ვერც მე შევიკავე, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- დონორი თქვენ ჩამოიყვანეთ?! არც კი იცით თქვენი როგორი მადლობლები ვართ! - ძლიერად ჩამოართვა ხელი გელას და მეც ისე თბილად ჩამეხუტა თითქოს კარგახნის ნაცნობები ვიყავით - დროულად მოგვისწარით, გადასხმა უკვე დაიწყეს, ოპერაციაც დასრულდა, საფრთხემ უკვე გაიარა, უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა და... - სხაპა-სხუპით გვიხსნიდა ვაჟი.
- გიო!... - მკაცრი ხმით ისე შეაწყვეტინა ოთხეულიდან ერთ-ერთმა, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს გვანდობდა.
- ჩვენ მტრები არ ვართ! - დაბღვერილმა, ნაწყენმა გავხედე და...
ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულისცემა, გაფითრებული ვუმზერდი მის ფორმაზე ამოტვიფრულ წარწერას, შავ ფონზე ოქროსფერი ასოებით გარკვევით ეწერა: ზაზა კიკნაძე და მხოლოდ პოლიციელის სიტყვები მახსენდებოდა: - ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც მესიჯი მიიღეთ ვინმე ზაზა კიკნაძეზეა რეგისტრირებული.
- უკაცრავად, ცუდად მოგვივიდა, უბრალოდ ჯერ მისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ დაგვირეკავს!.- მეგობრის უხეშობის გამართლება სცადა გვერდზე მდგომმა.
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე: - დიახ, რა თქმა უნდა. ალბათ, როგორ ელიან...
- ნომერი იცი? - ერთ-ერთმა ჰკითხა ზაზას.
- მესიჯებს ჩემი ნომრიდან გზავნიდა... - ტელეფონს დასწვდა კიკნაძე.
ვხედავდი როგორ ეძებდა ვაჟი ძველ მესიჯებს და ვგრძნობდი რომ ბედნიერებისგან გაგიჟებას აღარაფერი მაკლდა. ცალი ხელით გელას ვეყრდნობოდი, ემოციებს გული ვეღარ უძლებდა. ცრემლები, რომელიც დარდის დროს სანატრელი გამხდომოდა, უკითხავად იკვლევდნენ გზას. ამდენი ხნის ნაგროვები ემოციებისგან ერთბაშად ვიცლებოდი. შეშინებული, თვალებ გაფართოვებული მიყურებდა გელა, მე კი ხმას ვერ ვიღებდი... არ მინდოდა, დედას გეფიცებით ამ წუთებში ყველაზე ნაკლებად მინდოდა ტირილი, მაგრამ...
- მარიამ, კარგად ხარ?- პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე, უსიტყვოდ მივაწოდე ჩემი მობილური გელას, ზაზა კიკნაძის ნომრიდან ზარი შემოდიოდა, სულელივით ბედნიერები ვიღიმებოდით და ტელეფონის აღებას არც კი ვფიქრობდით.

ოდნავ თვალებ მოჭუტულმა, კმაყოფილმა იდაყვი გაჰკრა giorgi-82-მა კიკნაძეს. ვაჟმა გაოცებულმა ჯერ ჩვენ შემოგვხედა, შემდეგ ჩემს ტელეფონზე აციმციმებულ საკუთარ ნომერს დაჰხედა. მის მზერაზე მივხვდით, რომ მთლად ნორმალურებად არ ჩაგვთვალა, მაგრამ ეს სულაც არ გვაღელვებდა, ბედნიერები ერთმანეთს ვეხვეოდით მე და გელა.

ხომ ვნატრობდი, ხომ ვეჭვობდი, თითქმის ვიცოდი, მაგრამ არსებული რეალობა მაინც რთულად დასაჯერებელი აღმოჩნდა. თვალები რამდენიმეჯერ დავხუჭე და გავახილე, თითქოს მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდებოდა, წამებში დაიბრუნა ცხოვრებამ ფერები, აზრი. ბიჭების თვალებში დანახულმა მოწიწებამ და სითბომ ისევ რეალობაში დამაბრუნა.
მიმღებში სახე გაბრწყინებული ვაჟა შემოვიდა. ვეღარ მოვითმინე, მთელი ძალით ჩავეხუტე.
- მადლობ, ამ დღისთვის მადლობ! - ხმა უთრთოდა მამაკაცს- ადი, გელოდება...
მივდიოდი. არა, თითქმის მივქროდი. ხუთი ახმახის თანხლებით მივაბიჯებდი საავადმყოფოს კოლიდორში, ყურადღებას არ ვაქცევდი გაოცებულ ექიმებს, გული გამალებით მიცემდა, თითქოს ამოვარდნას ლამობდა. იქ, ერთ-ერთ პალატაში ის მელოდა.
მხრებზე თეთრი ხალათი მოვიხვიე, პირზე პირბადე დავიმაგრე და როგორც იქნა შევედი. სუნთქვა შეკრული მივჩერებოდი მოციმციმე აპარატებსა და სხვადასხვა ზომის მილებში ჩაკარგულ მონატრებულ სახეს. თვალები დაეხუჭა, თითქოს სუნთქვაც უჭირდა, მკერდი მძიმედ აუდიოდა, სახვევები თითქმის მთელ მკერდს უფარავდა. სახეზე უჩვეულოდ თეთრს ტუჩებზე სილურჯე შეჰპარვოდა. კარების ხმაზე თვალები მძიმედ გაახილა, შემდეგ ოდნავ მოეჭუტა, მიმიკურმა ორმა წვრილმა ნაოჭმა ადგილი ისევ იპოვეს საფეთქელთან, ოდნავ ჩაეჩვრიტა ლოყებთან და ისევ გამიღიმა.
და, მაშინ ვიწამე, აი, იმ წუთში... ბედნიერი, მის ლოგინთან დაჩოქილი, სადენების გარეშე დარჩენილ მარჯვენას ვუკოცნიდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი ამხელა სიხარულისთვის.
შემდეგ? შემდეგ იყო გორიდან თბილისში დაბრუნება. თვენახევრიანი რეაბილიტაცია. დავიბრუნე ღიმილი, დავიბრუნე ფერები. საკმაოდ ბევრს საკითხთან დაკავშირებით შევიცვალე შეხედულება და ვისწავლე: - წამის დაფასება.
გვქონდა დაგეგმილი, ვიწრო წრეში ჩატარებული ქორწილი. მხოლოდ - მეგობრები, მხოლოდ ოჯახის წევრები. მეცვა თეთრი, სადა კაბა, თავზე მედგა მინდვრის ყვავილებისგან გაკეთებული დიადემა, მხარს მიმშვენებდა ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთად-ერთი აზრი იყო და მყავდა უცვლელი მეჯვარე: giorgi-82.

სხვა? ჩვენი ოჯახი არ იყო მშვიდი, არ იყო იდეალური ურთიერთობები, იყო კამათიც, წყენაც, გაბუტვაც, მონატრებაც, იქნებ იმედგაცრუებაც, მაგრამ გვქონდა ერთად-ერთი უცვლელი გრძნობა, გვქონდა შერიგება და გვქონდა პატიება.
არც ქორწინებიდან ერთ თვეში აღმომიჩენია ორსულობა და არც ჩვენი შვილი არ დაბადებულა ცხრა თვეში. შემდეგ გაგვიჩნდა ახალი ოცნება, შვილი.
ექიმები გვარწმუნებდნენ, რომ ცალ-ცალკე შვილის ყოლა ორივეს შეგვეძლო, ერთად კი... ლოგიკაში არ ჯდებოდა, ახსნა არ მოეძებნებოდა, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, ოთხი წლის შემდეგ, 2012 წლის 23 ნოემბერს, თითქმის შუაღამისას, ღამის 11.50 საათზე დაიბადა ჩემი გიორგი. ყველაზე ცელქი, ყველაზე მოუსვენარი, როგორც შაკო ამბობდა ნათლიის მსგავსი.
არის მომენტები, როცა არ გჯერა, როცა ყველაფერში ეჭვი გეპარება, როცა გეშინია, როცა სუსტი ხარ და როცა გტკივა. არის მომენტები, როცა ახსნას ვერ პოულობ, როცა გრძნობებს თავს ვერ უყრი, სახელს ვერ არქმევ და მხოლოდ იღიმები.
არის მომენტები, როცა ჯიუტად უმზერ კომპიუტერის ეკრანს და ელი, ერთად-ერთ მეგობარს, იქნებ - უცნობს, იქნებ - ნაცნობს, ადამიანს რომელიც მოგისმენს და უბრალოდ გაგიგებს, შენს უცნობ მეგობარს.



№1 სტუმარი ემი

კარგი იყო ზალიან... ძალიან ბევრი კი მატირე, მაგრამ ძალიანაც ბევრი მასიამოვნე heart_eyes
ეს ისტორია ალბათ ნაკლებად იყო, ჩემი აზრით უფრო ემოცია იყო, იმდორინდელი, ძალიან ბევრი ადამიანის, რომელიც შენ მხატვრულად გადმოეცი, თან ძალიან ემოციურად და კარგად და ამისთვის დიდი მადლობა. kissing_heart

პ.ს. არ მინდოდა დასრულება... თავიდან მეგონა, რომ უფრო დიდი ისტორია იქნებოდა, ბევრი თავით, მაგრამ ამ თემაზე ამაზე მეტი საჭირო არ იყო და შენც სწორად გადაწყვიტე..
კი მეგონა, კიდე დიდხანს მექნებოდა შენთან ყოფნის სიამოვნება... მაგრამ იმედია არ გვალოდინებ და ახალი ისტორიით მალე დაბრუნდები... bowtie

 


№2 სტუმარი Nino lomidze

Ra intriga shemogvigde tavidan?

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორ მატირე შენ არ იცი... ჩემს თვალწინ გაიარა ყველაფერმა... თვალნათლივ ვხედავდი ყველა მომენტს... ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი და ყველაზე სასიამოვნო წუთები როდესაც ნაცნობი ნომრიდან ნაცნობი ზარი შემოვიდა, იმედი გაჩნდა და ბოლოს ამ იმედს ხელით შეეხო, რეალობაში ასახა... ძალიან მაგარი იყო შენ კიდევ უფრო მაგარი ხარ...

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
კარგი იყო ზალიან... ძალიან ბევრი კი მატირე, მაგრამ ძალიანაც ბევრი მასიამოვნე heart_eyes
ეს ისტორია ალბათ ნაკლებად იყო, ჩემი აზრით უფრო ემოცია იყო, იმდორინდელი, ძალიან ბევრი ადამიანის, რომელიც შენ მხატვრულად გადმოეცი, თან ძალიან ემოციურად და კარგად და ამისთვის დიდი მადლობა. kissing_heart

პ.ს. არ მინდოდა დასრულება... თავიდან მეგონა, რომ უფრო დიდი ისტორია იქნებოდა, ბევრი თავით, მაგრამ ამ თემაზე ამაზე მეტი საჭირო არ იყო და შენც სწორად გადაწყვიტე..
კი მეგონა, კიდე დიდხანს მექნებოდა შენთან ყოფნის სიამოვნება... მაგრამ იმედია არ გვალოდინებ და ახალი ისტორიით მალე დაბრუნდები... bowtie

აგვისტოს 5 დღე, 5 თავად განაწილებული, მგონი მეტი არ იყო საჭირო. ეს იპიზოდი ამით უნდა დასრულებულიყო. რაც შეეხება ახალ ისტორია, ვნახოთ, ამ თემაზე წერა არც კი მიფიქრია, იმდენად სპონტანურად გამიჩნდა იდეა, რომ იმაზე ადრე გამოვჩნდი, ვიდრე ვგეგმავდი. ურღმესი მადლობა ყოველი სიტყვისთვის, ყოველი ცრემლისთვის და ემოციისთვის. მიყვარხართ ძალიან, უკვე ვიცი დიდხანს თქვენს გარეშე მაინც ვერ გავჩერდები, ასე რომ დიდი ხნით არ გემშვიდობებით heart_eyes

Nino lomidze
Ra intriga shemogvigde tavidan?


სიმართლე გითხრა, თავიდან ცოტა სხვაგვარად ვგეგმავდი ისტორიის განვითარებას, უბრალოდ შემდეგ საკუთარი გმირები ვერ გავიმეტე იმ განვითარებისთვის, შემეცოდნენ, ალბათ სისულელეა არ არსებული ადამიანების შეყვარება, მაგრამ საკუთარი პერსონაჟები დავინდე ჩემივე ფანტაზიებისგან. smile თუმცა მგონი ცუდი ისტორია არ გამოვიდა, აშკარად ასეთი დასასრული უფრო მომწონს smile

უცნობი ქ
როგორ მატირე შენ არ იცი... ჩემს თვალწინ გაიარა ყველაფერმა... თვალნათლივ ვხედავდი ყველა მომენტს... ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი და ყველაზე სასიამოვნო წუთები როდესაც ნაცნობი ნომრიდან ნაცნობი ზარი შემოვიდა, იმედი გაჩნდა და ბოლოს ამ იმედს ხელით შეეხო, რეალობაში ასახა... ძალიან მაგარი იყო შენ კიდევ უფრო მაგარი ხარ...


როგორ მიყვარხარ არ იცი, ყოველთვის ზუსტად იმ მომენტს იჭერ მე რომ ასე მათბობს heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

არც კი ვიცი რა ვთქვა , მოვკვდი ტირილით საოცრება ხარ შენი ისტორიებიანად .

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
არც კი ვიცი რა ვთქვა , მოვკვდი ტირილით საოცრება ხარ შენი ისტორიებიანად .


heart_eyes kissing_heart თბილო, ტკბილო, შენი ტირილი ნამდვილად არ მინდოდა, თუმცა ამ შემთხვევაში უდაოდ გამიხარდა kissing_heart

 


№7  offline წევრი mako-makako

როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ ანი.ძალიან მაგარი იყო და საყვარელი. წარმაებები
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

mako-makako
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ ანი.ძალიან მაგარი იყო და საყვარელი. წარმაებები

შეუდარებელი მე კი არა, თქვენ ხართ, ასე რომ მავსებთ heart_eyes

 


№9  offline წევრი evangelista

ღმერთო.. :( თითქოს ამ ისტორიას რეალურად ვხედავდი და ამას დამატებული იმ დროინდელი მოგონებები.... ისტორია იყო არ ვიცი რა ვთქვა... მთელი ისტორიის კითხვის მანძილზე ცრემლი არ შემშრობია. უძალიანმაგრესი იყო..:) ბედნიერი დასასრულით შენი ისტორია. ნეტა ყველასთან ასე დასრულებულიყო.:'(
პ.ს. ცხოვრებაში ვერასდროს ამოვშლი 2008წლის აგვოსტოს ჩემი გონებიდან. არც დრო წაიღებს და გაფანტავს ამ ტკივილს. ჩემი თვალით დავინახე პირველად როგორ დაგვბომბეს.:'( ღვთოსმშობელო დაიფარე საქართველო,მსგავსი ტკივილისგან.

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

evangelista
ღმერთო.. :( თითქოს ამ ისტორიას რეალურად ვხედავდი და ამას დამატებული იმ დროინდელი მოგონებები.... ისტორია იყო არ ვიცი რა ვთქვა... მთელი ისტორიის კითხვის მანძილზე ცრემლი არ შემშრობია. უძალიანმაგრესი იყო..:) ბედნიერი დასასრულით შენი ისტორია. ნეტა ყველასთან ასე დასრულებულიყო.:'(
პ.ს. ცხოვრებაში ვერასდროს ამოვშლი 2008წლის აგვოსტოს ჩემი გონებიდან. არც დრო წაიღებს და გაფანტავს ამ ტკივილს. ჩემი თვალით დავინახე პირველად როგორ დაგვბომბეს.:'( ღვთოსმშობელო დაიფარე საქართველო,მსგავსი ტკივილისგან.

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, თქვენი ცრემლები ამდვილად არ მინდოდა, თუმცა ამ ისტორიაზე ნამდვილად გამიხარდა. არის ფაქტები, რომელთაც დრო ვერ ახუნებს, ვეც მეხსიერება შლის, ალბათ საჭიროა მომავალმა თაობამ კარგად დაიმახსოვროს, რომ შემდეგ იგივე შეცდომები აღარ დაუშვას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ წაიკითხე heart_eyes

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ალბათ ბევრი გეუბნება რომ არაჩვეულებრივი და საოცრება ხარ.ემოციური იყო ეს თავი.ძალიან მომეწონა
--------------------
ლანა

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ალბათ ბევრი გეუბნება რომ არაჩვეულებრივი და საოცრება ხარ.ემოციური იყო ეს თავი.ძალიან მომეწონა


არც იმდენი, თქვენ რომ ფიქრობთ smile უღრმესი მადლობა heart_eyes kissing_heart

 


№13 სტუმარი სტუმარი მარინა

მომწონს თქვენი წერის სტილი.სხვებისგან განსხვავებული.საუკეთესო ხარ,ანა.თქვენი ფანი ვარ.მიყვარს თქვენი შემოქმედება.საოცრად გადმოცემ გრძნობებს,განსაკუთრებით ტკივილს ,ისე აღწერ,რომ მეც განვიცდი რეალურად.წარმატებას გისურვებ.

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამ

????????❤️♥️ აი ზუსტად აზე ვარ

 


№15 სტუმარი სტუმარი sofi

თუკი რამ დაგიწერია ყველაზე საუკეთესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent