შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 9


8-11-2016, 02:37
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 084

თიკოს გავხედე და მივხვდი რატომაც ჰქონდა ასეთი რეაქცია მის დანახვაზე. სწორედ ის იყო ის ბიჭი ვისზეც ერთი საათის უკან მესაუბრა. მივხვდი რომ ძალიან ცუდად იყო იმ მომენტში. თვრამეტი წლის გოგოსთვის ცოტა სხვანაირია სიყვარული და ეს სიტუაცია ზედმეტად რთული იყო. სახეზე ფერი გადასვლოდა და ვერაფრით მალავდა ირაკლისთან მოულოდნელი შეხვედრით გამოწვეულ დაბნეულობას. მივხვდი რომ უნდა ჩავრეულიყავი რომ ეს ან სანდროს არ შეემჩნია და რამე ცუდი არ მომხდარიყო. მეგობრებს თბილად მივესალმე და ერთმანეთი გავაცანი. ირაკლის კი ყურში ჩუმად ვუჩურჩულე.
-ვიცი რომ თიკოს იცნობ და არაფერი შეიმჩნიო. ისე მოიქეცი თითქოს ახლა გაგაცანით ერთმანეთი.
მანაც არანაკლებად დაბნეულმა შემომხედა და თავი დამიქნია.
-სანდრო გაიცანი ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია ირაკლი. იკუშ ეს სანდროა, ეს კი მისი და თიკო. მათ გამომიწოდეს დახმარების ხელი როცა მჭირდებოდა და ახლა მათთან ვცხოვრობ.
-ძალიან სასიამოვნოა .სანდროს ხელი მეგობრულად ჩამოართვა და მის გვერდით დაჯდა. ეკას უკვე იცნობდნენ. თიკო ისევ დაბნეული იჯდა და ხმას არ იღებდა. არადა ვიცოდი რომ უნდოდა დღეს კარგად გავეტარებინა დრო
-ესეგი შენ ხარ ის რაინდი ჩემი მეგობარი რომ საფრთხისგან იხსნა? საუბარი დაიწყო ირაკლიმ
-რაინდობის რა მოგახსენო, მაგრამ გასაჭირში ადამიანს რომ არასოდეს ვტოვებ ეგ ფაქტია.
-ნეტავ იცოდე იმ არაკაცთან რამდენჯერ მომიხდა ჩხუბი იმის გამო რომ სალომესთვის თავი დაენებებინა, ხან მე ვცემდი, ხან ის დამხვდებოდა ძმაკაცებთან ერთად და ისე დამალურჯებდნენ რამდენიმე დღე ფეხზე ვერ ვდგებოდი. არაფერი არ ჭრის, ჯიუტად დასდევს უკან. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ რომ შეშლილია
-მოიცა ეს როდის ხდებოდა? მე რომ არაფერი ვიცოდი?
-შენ არც უნდა გცოდნოდა სალო. მომიბრუნდა მე.-
-მე კი მეგონა რომ მორიგ გოგოსთან ერთად იკარგებოდი,შენ კი რა ამბავში ყოფილხარ.
-ეგ ნიღაბი იყო რომელიც იმიტომ მოვირგე რომ შენ არ გენახე და არ გაგეგო ჩვენი დაპირისპირების ამბავი. თან ეს ხომ ყოველთვის არ ხდებოდა. გგონია იმ არაკაცს ასე ადვილად შევარჩენდი იმ ამბავს?
-მოიცა რა ამბავს?-ახლა ეკა ჩაგვერთო.
-ისეთი არაფერია. ირაკლის ფეხი ფეხზე მივკარი რომ მეტი არაფერი წამოეროშა.
-ქალების ამბავია რა. ქალის გამო გადაიკვეთა ჩვენი გზები. იცრუა ირაკლიმ მაშინვე.
-ხო აბა ისე როგორ. ჩემი მეგობარი რომ არ იყო იმის გამო რომ ქალები ასე გიყვარს და ერთი ქალით არ კმაყოფილდები მაგრად გცემდი.- დავემუქრე მე.
-როცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ის ერთადერთი შევეშვები. ჩაიცინა მან და ჩუმად გააპარა თიკოსკენ თვალი. რომელიც წვენს სვავდა და გადასცდა, კინაღამ დაიხრჩო.
-თქვენ ქალები ვერ გაიგებთ ამას. ხანდახან გვიწევს სხვანარ ქალებთან ყოფნაც. სხვანაირს ხაზი გაუსვა სანდრომ.-ეს ბუნება ასე გვთხოვს, მაგრამ როცა ჩნდება ისე ერთადერთი მის გამო ყველაფერს თმობ. უარს ამბობ და მისი ერთგული ხდები.
-არა რაა ყველა კაცი ერნაირად აზროვნებს. არ დააკლო ეკამ
-შენ რამდენჯერ გითხარი ბევრს ნუ ლაპარაკობ და ასეთი მწარე ნუ ხარ თქო, თორემ ვერ გათხოვდები. გააბარაზა ირაკლიმ ეკა
-არ გავთხოვდები და შენ რომ ცოლს მოიყვან, სახლში შემოგისახლდები და სიცოცხლეს გაგიმწარებ.-ენა გამოუყო ეკამ
-ღმერთო მიშველე. უნდა გიშოვო ვინმე ბებერი ან ქვრივი და მიგათხოვო რომელიმეს თორემ შენ რა აგიტანს მთელი ცხოვრება ასე. თან რო დაბერდები ავი დედაბერი გახდები.
-თქვენ სულ ასე ხართ?-ჰკითხა სანდრომ და გადაიხარხარა. დანარჩენებსაც გაგვეცინა.
-უფრო უარესადაც გაუბრაზებიათ ერთანეთი.-ვთქვი მე. მთელი ამ დროის განმავლობაში უხმოდ იჯდა თიკო და ისმენდა ჩვენს საუბარს და ხუმრობებზე ჩუმად ეღიმებოდა
-აბა გვეყო მგონი დროა რამე შევუკვეთოთ თან აქ ბოულინგის სათამაშოდ მოვედით. თქვა სანდრომ და ირაკლის მიუბრნდა.-რა შევუკვეთოთ?
-რამე დასალევი. თანახმა ხარ?
-დღეს კი. დაეთანხმა ისიც და ოფიციანტს დაუძახა.
-თქვენ ამას მართლა ამბობთ?-ჰკითხა თიკომ.
-როგორ უცებ გაუგეთ ერთმანეთს.
-მამაკაცური სოლიდარობა სალო.
-ხოდა რადგან ასეა მაშინ ქალებიც ვერთიანდებით დღეს და ჩვენც ვსვავთ.-თქვა ეკამ.
-თან რომ ვითამაშოთ?-იკითხა თიკომ.
-კარგი სანამ შეკვეთა მოვა ვითამაშოთ. აბა ვინ მოიგებს შევეჯიბროთ?
-კარგი ძმაო. მაგრამ სანაძლეო დავდოთ,- თქვა თიკომ.
-ეს უფრო კარგია. აზრი მიეცემა.-გაიცინა ირაკლიმ.-აბა იდეები რაზე ვითამაშოთ?
-მე ვიცი თქვა ეკამ.- ჩვენ გოგოები შეგეჯიბრებით თქვენ ბიჭებს სურვილებზე.
-ოო კარგი იდეააა. ხელები მოიფშვნიტა ირაკლიმ და მოედნისკენ წავიდა.
ბოულიგის ბურთი აიღო და ისროლა. ..მერე ეკა გავიდა. ასე მიყოლებით. ირაკლი დავიმარტოხელე და ვკითხე.
-ირაკლი თიკო მოგწონს?
-საიდან გაიგე რომ ერთმანეთს ვიცნობთ? თვითონ გითთხრა?
-კი თვითონ მითხრა და მომიყვა როგორ გაიცანით ერთმანეთი. ირაკლი ძალინ გთხოვ გული არ ატკინო. თუ მასთან გართობა გინდა არ მოგცემ ამის უფლებას. ის ძალიან კარგი ადამიანია და თან პატარაა იმისთვის რომ გული გუტეხო.
-არა სალო არ ვაპირებ. ალბათ გეტყოდა რომ მისი კურსელის შეყვარებული ვიყავი. იმ გოგოსთან ვერთობოდი უფრო სწორედ. ერთად კარგად ვგრძნობდით თავს. მაგრამ რაც თიკო გავიცანი მას შემდეგ დავშორდი. ეს გოგო ძალიან მომეწონა. სიცოცსლით სავსე და უსაყვარლესია. დამატყვევა მისმა თვალებმა და მისმა საქციელმა. არ გავს მისი ასაკის სხვა გოგოებს. ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული და წესიერი ადამინია. უბალოდ ასე მარტივადაც ვერ ვახერხებ ბოლომდე უარის თქმას ძველ ცხოვრებაზე.
-მოგკლავ ირაკლი თუ რამეს აწყენინებ. გამეცინა მე და მივხვდი რომ ისიც ებმეოდა სიყვარულის მახეში.
-სალო მოდი შენი ჯერია. დამიძახა თიკომ.
-მოვდივარ, მაგრამ მე რომ არ ვიცი თამაში?
-სანდო გასწავლის თქვა თიკომ
-აი ასე დაიჭირე. სანდრო უკან დამიდგა. ხელი ხელზე მომკიდა და ბურთი ერთად გავაგორეთ. ვიგრძენი რომ ეს ჩახუტება უფრო იყო, ვიდრე სწავლა მაგრამ არ შევიმჩნიე. ბურთი ცენტრში გაგორდა და ყველა ფიგურა წაიქცა.
-ასე თუ ასწავლე სანდრო ჩვენ წავაგებთ.- დაიწუწუნა ირაკლიმ
-შენ ნუ ხარ შურიანი,- მიაძახა ეკამ და თავისი ადგილი დაიკავა რომ ხელახლა ეცადა ბედი. ჩვენ და დარწმუნებული ვარ ორივეს უკვე მოფიქრებული ჰქონდათ სურვილები. მერე სუფრასთან გადავინაცვლეთ და იქ გავგრძელეთ. სანდრო და ირაკლი გვარიანად შეთვრენ. მე თავს ვიკავებდი. დღეს არც ეკას და არც თიკოს არ დაუკლიათ სასმელი და ცეკვა-მხიარულება.
-ჩემო სანდრო მოდი ეხლა ამ ჭიქით იცი რას გაუმარჯოს?ჩვენს გულში რომ გვყავს გამოკეტილი ადამინები და იქიდან რომ არასოდეს არ გავუშვებთ იმ ადამიანებს გაუმარჯოთ. მათ გარეშე ხომ აზრი არ აქვს ჩვენს ცხოვრებას, მათით ვარსებობთ, მათი სიხარული გვიხარია, მათი ტკივილი გვტკივა, მოკლედ სანდრო ჩვენს საყვარელ ადამიანებს გაუმარჯოთ ამათი თამადობით. ირაკლიმ ჭიქა აიღო და გამოცალა, მერე სანდრომ ჩაარაკრაკა სადღეგრძელო. არც ეკა და თიკო ჩამორჩნენ.
-შენ ბევრი ხომ არ მოგდის დღეს?-
-არა საან. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მოდი ვიცეკვოთ რააა.
-ხომ იცი რომ არ ვცეკვავ. დაიმანჭა სანდრო.
ირაკლიც თითქოს ამას ელოდაო გამოცოცხლდა და სანდროს მიუბრუნდა
-წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ მე ვეცეკვო შენს დას?
-არა არ ვიქნები.
ირაკლიმ თიკოს ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ წაიყვანა. ერთი კი შეუბღვირა ქალბატონმა, მაგრამ მერე კუსკუსით აედევნა უკან. მათ შორის რა მოხდა არ ვიცი ან რაზე ისუბრეს. რადგან ვატყობდი თიკოს სახე ნელ-ნელა უნათდებოდა. ამასობაში ეკამ დრო იხელთა და ცოტა ხნით გავიდა. მივხვდი ჩვენი მარტო დატოვება მოინდომა. სანდრო ჩემსკენ გადმოჯდა და ხელი გადამხვია.
-დღეს შენ შედარებით ფხიზელი ხარ. აქაც კი თავს იკავებ.
--ხო ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ვუთხარი, მისი ხელი ავიღე მხარიდან და ჩამოვაშვებინე.
-ხომ ნახე მე და ირაკლიმ მოვიგეთ, ასე რომ ჩემთან სურვილები გაქვს წაგებული და უნდა შეასრულო.
-დღეს არა მთვრალი ხარ ხვალიდან დავიწყოთ. ახლა ღამის ორი საათია და მგონი დროა წავიდეთ. უკვე ხალხიც იწყებს წასვლას ნელ-ნელა.
-მართლა? ასე გაგვეპარა დრო?
-კარგი ხვალ იყოს. წავიდეთ სახლებში.
ირაკლი და თიკოც დაბრუნდნენ. ეკაც შემოვიერთდა ისევ და დაშლა გადავწყვიტეთ. გარეთ ყველა ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლებში წავედით. არც მე ვიყავი კარგ დღეში მიუხედვად იმისა რომ ცოტა დავლიე. ჩემზე ხომ ერთი ჭიქაც მოქმედებდა უკვე. სახლში რომ დავბრუნდით მაშინვე ჩვენს საძინებლებს მივაშურეთ. არც ერთს გაგვხსენებია ნანი და ოთარი, რომლებიც ასე გველოდნენ და ჩვენს ლოდინში ჩასძინებოდათ.

დილით ნანის ვიშვიშმა გამაღვიძა. კარგად მივუგდე ყური და გავიგონე რომ წუხანდელი უპასუხისმგებლობა იყო მიზეზი. ხალათი მოვისხი პიჟამოებზე და იქით წავედი საიდანაც ხმაური ისმოდა. სიტუაცია საცილო იყო. დივანზე ერთ მხარეს სანდრო იჯდა, მეორე მხარეს თიკო, სახე გაფითრებოდათ და ხმას ვერ იღებდნენ.
-არა ეს მესმის პატარაა, მაგრამ შენ მაინც რამ გადაგრია ოცდაშვიდი წლის ბიჭი? როდის უნდა დასერიოზულდე ? როდის უნდა დააჭკვიანდე? ნანი მათ წინ იდგა, ხელები გვერდებზე შემოეწყო და ორივეს ლექციებს უკითხავდა.
-როცა ცოლს მოვიყვან დედა.- გახუმრება სცადა სანდრომ, მაგრამ რომ გაიცინა შუბლზე ხელი წაივლო და დაიკვნესა.-ვაი თავი.
-კიდევაც რომ შაყირობს?ამას დამიხედეთ ერთი. ცოლი.. მომინდომა ცოლი. შენ ვინ გამოგყვება ასეთი არასერიოზული რომ ხარ.
-ხანდახან სიგიჟეების ჩადენა საჭიროა დედი.
-სანდრო გაჩუმდი ახლავე. თიკო პატარაა ჯერ თვრამეტი წლისაა.
-შესწორებას შევიტან. ერთ თვეში ცხრამეტის ვხდები ქალბატონო ნანი, ჩაერთო თიკო.
-შენ გაჩუმდი. ჯერ ამას ველაპარაკები.
-კარგი დეე რა ხომ იცი ჩემს გვერდით მას არაფერი დაუშავდებოდა, არც იმდენს დავლევდი რომ გავთიშულიყავი. ხო რაც შეეხება ცოლს არ იდარდო ისეთ გოგოს მოვიყვან შენ რომ მოგეწონება და ღირსეული ადამიანი იქნება,- დასერიოზულდა უცებ
-დილამშვიდობის ნანი დეიდა.- მივესალმე მე
-აი შენც მოხვედი. შენზეც გაბრაზებული ვარ. ამდენის დალევის უფლება როგორ მიეცი.-თბილი ხმით მაგრამ საყვედურით მითხრა მან.
-ბევრი მართლა არ დაგვილევია. მათი დაცვა ვცადე,
-მოკლედ ამ ახალგაზრდებს თავში რა გაქვთ ან რაზე ფიქრობთ ვგიჯდები. ადექით ეხლა აზარი აღარ აქვს თქვენთან საუბარს. ცხელი წვნიანი მოვამზადე და პახმელიაზე გიშველით. გაეცინა მასაც.
-ეგრე რა ნანი. ჯიგარი ხარ . წამოხტა სანდრო და ლოყაზე აკოცა დედას.
-ხმა ეხლა, უხმოდ სამზარეულოსკენ. გვიბრძანა და წინ გაგვიძღვა...

ქორწილი მოახლოვდა. წინა დღეს საჩუქრის საყიდლად წავედი. რადგან ნიკა ქალქში არ იყო გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი. მოვემზადე და ის იყო გასვლას ვაპირებდი რომ სანდრო შემეჩეხა კარში.
-საით გაგიწევია ქალბატონო?
-საქმეზე გავდივარ.
-მე წაგიყვან.
-არ მინდა შეგაწუხო, ისედაც დავალებული ვარ შენგან.
-ეხლა უკვე მაბრაზებ. სახლში წესივრად არც შესულა. დამიბრიალა თვალები. წავედით.
მანქანაში ჩავსხედით და ადგილიდან დავიძარით.
-სად მივდივართ? იმედია ისევ უაზროდ არ უნდა ვიხეტიალოთ ქალაქში.
-არა. მაღაზიაში მივდივართ. ჯერ საჩუქარი უნდა ვუყიდო, მერე კაბა და ის ყველაფერი რაც ქორწილში დამჭირდება.
-არის ქალბატონო. ესეგი დღეს ვშოპინგობთ.-ჩაიცინა და სიჩქარეს მოუმატა. მალე მანქანა ქალაქის ცენტრში გააჩერა საიუველირო მაღაზიის წინ. შესასვლელში თბილად მოგვეგება კონსულტანტი გოგონა .
-გამარჯობათ რით დაგეხმაროთ?
-ჩვენ ბეჭედის ყიდვა გვინდა.-ვუპასუხე მას
-აქეთ მობრძანდით. მან საქორწინო ბეჭდებთან მიგვიყვანა. დავიბენი და ძლივს ვუთხარი
-არა თქვენ ვერ გამიგეთ, მეგობრისთვის ვარჩევთ საჩუქარს.
-აა გასაგებია. მე კი მეგონა თქვენთვის არჩევდით. შესანიშნავი წყვილი ხართ.
-აი ხომ გეუბნები, ხედავ ყველა ამას იძახის. სანდროსაც მეტი რა უნდოდა მაშინვე გამოძებმა მიზეზი ამ თემაზე სალაპარაკოდ.
-მორჩი ხუმრობას
-უჟმურო ვინ გითხრა რომ ვხუმრობ? იქნებ მართალს გეუბნები. იქნებ მართლა ვიყიდოთ ის ბეჭდები?
-ნუ იცინიხარ. ამარჩევინე საჩუქარი, ვერაფერს ვარჩევ უკვე თვალები ამიჭრელდა.
სანდრო დასერიოზულდა და საჩუქრის არჩევა დაიწყო. ეს კი შევრჩიეთ მალე მაგრამ აი კაბის არჩევა იყო საშინელება. უკვე ღამდებოდა და ვერაფერი ავარჩიე. მთელი სავაჭრო ქსელი შემოვიარეთ. ყველა მაღაზია და მაინც ვერაფერი ვნახე. სანდროც დაიღალა და წუწუნი დაიწყო. ბოლოს გავბრაზდი და შავი კაბა ვიყიდე. ლამაზი იყო მომეწონა, სანამ ვიზომავდი კაბებს სანდრო ცოტა ხნით გაქრა და მალე გამოჩნდა. ყავაზე გავედიო,მაგრამ ყავა აშკარად არ მოიტანა.რაღაც ვიეჭვე თუმცა აზრის გამოთქმისგან თავი შევიკავე. შინ დაღლილები დავბრუნდით. ვივახშმეთ და დასძინებლად წავედი. ხვალ დაძაბული დღე მელოდა.

დილით ადრიანად მივაკითხე სალონს. ვარცხნილობაც და მაკიაჟიც სადა შევარჩიე. გრძელი თმები არ შემიკრავს. სტილისტმა ნახევრად დამიხვია და ცალ მხარეს გადმოვიწიე. სანდრო სახლშI იყო და მე მელოდა.
-აბა მზად ხარ?-შემოვიდა ჩემს ოთახში. რომ შევხედე თვალი გამიშტერდა. ისე სიმპატიურად გამოიყურებოდა კლასიკურ ფორმაში. ხელში რაღაც ეჭირა.
-კი ხუთი წუთი მჭირდება.
-სალოო ეგ კაბა არ ჩაიცვა რაა. მთხოვა მან
-რატომ? არ მიხდება?
-არ მინდა შავი გეცვას, აი ეს ჩაიცვი. მან პარკი მომაწოდა.-ჩემი საჩუქარია. იმედია ზომა არ შემშლია.
საჩუქარი გამოვართვი და მადლობა გადავუხადე. კაბა ამოვიღე და გაოცებისგან პირი დავაღე, ულამაზესი წითელი კაბა იყო. გრძელი,ზურგზე ნახევრად ამოღებული. წელში გამოყვანილი და თვლებით გაწყობილი.
-ეს შენ შეარჩიე? როდის? სად ნახე?
-ყავაზე რომ გავედი მაშინ შევამჩნიე და მაშინვე ვიყიდე. არ მინდოდა შენ გენახა.
-აი თურმე სად გაქრი გუშინ და რატომ დაგავიწყდა ყავის მოტანა.
-ხოო,- გაეცინა მას.
-ულამზესია მართლა. ძალიან დიდი მადლობა. პასუხად მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე,
-ახლა გადი და თიკო გამოუშვი დამეხმაროს, მეც მალე გამოვალ.
აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭით. მისი მიხვედილობით, ჯენტლენობით. ეს იყო ადამინი რომელსაც ვერ ამოიცნობდი ბოლომდე. კაბა ზუსტად მომერგო. თიკო რომ შემოვიდა იკივლა ჩემს დანახვაზე.
-იცი რა ლამაზი ხარ? ანგელოზს გავხარ. მოიცა ფოტოს გადაგიღებ,- ტელეფონი მოიმარჯვა და გააჩხაკუნა.
-არა რაა. ხომ იცი არ მიყვარს ფოტოების გადაღება,
-ეხლა ნუ წუწუნებ და დედაბერივით ნუ იქცევი. აბა გაიღიმე და წავედით.
ის პირველი გავიდა.
-აბა მოემზადეთ ერთი ორი და სამი ესეც ჩვენი ფერია. განზე გადგა და გზა დამითმო.
პირველი ვისკენაც გავიხედე ეს სანდრო იყო. მისი მზერა დავიჭირე. გაშტერებული მიყურებდა.
-საოცრად გიხდება მართლა ძალიან ლამაზი ხარ. ანგელოზს პირველად ვხედავ და ის ჩემს წინ დგას.- თქვა მან.
-სანდრო მგონი ეს გოგო არსად გასაშვები არაა. უნდა დავიტოვოთ.
-მართალი ხარ ოთარ. ამაზე კარგი რძალი მე არ მეყოლება.
-არა არა. დავიმორცხვე მე.
-მოიცა ბიჭს გვიწუნებ გოგო?-ხელი წამკრა თიკომ. მის ნათქვამზე ყველას გაეცინა.
-სანდროს რა ჭირს ჩემი დასაწუნი?-ავყევი მეც. აი ჩავიყვან ეხლა ჩემთან და მე დავიტოვებ იქ.
-მიშველე დედა, მამა მგონი საკუთარი ფეხით მივდივარ მომავალ ოჯახში.
-გეყოთ ახლა ჰა. წადით დროზე. ისედაც დიდი გზა გაქვთ გასავლელი. დეე ფრთხილად იარე ხო? მაინც ცუდი ამინდებია და არ მანერვიულოთ. დაარიგა დედამ შვილი.
-ნუ გეშინია დედა. დაამშვიდა სანდრომ
-შენ ასე მიდიხარ? ამ მოშიშვლებული კაბით?
-არა.პალტოს ვიცმევ. წავალ ავიღებ ოთახშია.
-მოიცა მოგიტან.-თიკომ დამასწორ და ოთახში გავრდა. პალტო მომიტანა და ნივთები რომლბიც გავამზადე, დარჩენას ვაპირებდი ერთი ორი დღით და დამჭირდებოდა.
-აბა ფოტოებიიი და წადით. თიკომ მობილური ააჩხაკუნა, ყველას ერთად გადაგვიღო ფოტოები მერე თვითონაც გადაიღო ჩემთან და დამემშვიდობა. ჩვენ წავედით. გზაში ნანიმ ლოცვა დაგვაწია და ზურგს უკან მომესმა როგორ უთხრა ქმარს.
-აი ასეთი რძალი მინდა და გამიხარდება თუ მათ შორის გრძნობა გაჩნდება.
რა იცოდა რომ ის უკვე გაჩენილი იყო და ნელ-ნელა ღვივდებოდა....



№1 სტუმარი Mariami

Dzalian momwons istoria da madloba shen, rom ar agvianeb dadebas..

 


№2 სტუმარი makukuna

კარგია ძალიან. აკოს და თიკოს ამბავი გამიხარდა ძალიან. არ მინდოდა გართულებულიყო. სანდრომ უფრო უნდა იაქტიუროს უკვე, საკმარისი დროა გასული და საკმაოდ ახლოსაც არიან ერთმანეთთან, იმისათვის რომ ერთმანეთში გაარკვიონ რაღაცაები, სიყვარულს და გრძნობებში გამოტყდომას არ ვგულისხმობ. ალბათ ნიკაც უნდა გამოჩნდეს აწი და ამ პრობლემის მოგვარებაც უნდა დაიწყოს, ძალიან რომ არ გაიწელოს ისტორია.
კარგად წერ, მაგრამ ამ თავში მომეჩვენა, რომ ზოგიერთი წინადადება დასრულებული არ იყო, სიტყვები აკლდა, აზრი ირღვეოდა, განსაკუთრებით პირველ ნაწილში. ალბათ ერთი გადაკითხვა უნდა, სანამ დადებ, რომ ასეთი რაღაცაები ჩაასწორო. გრამატიკულ და კომპიუტერულ შეცდომებს არ ვგულისხმობ. გელოდები. ხო იცი, ქორწილის ამბები ძალიან მაინტერესებს.

 


№3  offline წევრი თეონა.უ

არ გელოდიიი და რომიცოდე როგორ გამიხარდიი. კარგია ძალიან და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად.წარმატებები შენ.

დღეს დადებ შემდეგ თავს.არ გვალოდინო

 


№4 სტუმარი elene

Shemdegs moutmenlad velodebii <3

 


№5  offline წევრი kato wiklauri

Game momiwia dawera da ise medzineboda mec mivxbdivrom ai ragac ise arviyo,magram arusavs awi davwer:-D

 


№6 სტუმარი Guest თიკო

ახალი თავი იქნება დღეს?

 


№7 სტუმარი makukuna

kato wiklauri
Game momiwia dawera da ise medzineboda mec mivxbdivrom ai ragac ise arviyo,magram arusavs awi davwer:-D


მე უბრალოდ ვიფიქრე, რამე აზრი არ გამომრჩესთქო და მაგიტო ვთქვი. არაა პრობლემა. მე ჩემსას გავიგებ. შენ მთავარია დაწერე relaxed

 


№8 სტუმარი Guest ელენე

ახალი თავი დღეს იქნება? <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent