შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რელიქვიების მცველი (თავი 4)


23-11-2016, 00:04
ავტორი snazina
ნანახია 1 483

თავი 4

დილით ემმას დიდ სიურპრიზი ელოდა. როგროც კი თვალი გაახილა თავის გვერდით ბალიშზე დალუქული კონვერტი დაინახა. კონვერტის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინა რომ ერთ მახარეს კონვერტს უცნაური გერბი ეხატა, ქვეშ წარწერით: მიმღები ემმა-თაია ლინი .
ემმამ კონვერტი გახსნა და ძველებურ მანქანაზე ნაბეჭდი ფურცელი ამოიღო, რომელზეც ასოები ორ რიგად ეწერა. ერთ რიგში წარწერა უცნაური იეროგლიფებით იყო გაკეთებული, ისეთით როგორიც გულას ხეობაში აღმოჩენილ აკლდამაში. ხოლო მეორე რიგი ძველი ქართული ანბანის ასოებს გავდა. ემმა ლოგინიდან წმოხტა, ტელეფონს მივარდა და ივანს დაურეკა.
- ივან წარწერა გაშიფრე?
-არ ვიცი საიდან, როგორ,მაგრამ მგონი შიფრი მაქვს. 30 წუთში გამოვალ.
-ივან რა დროს ძილია ვერ გაიგე რა ვთქვი შიფრი მაქვს.
ემმამ გამოიცვალა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა სახლიდან.ვერც შეამჩნია რა სწრაფად გაჩნდა ივანის სახლის კართან და მოუთმენლობისგან კარზე გაუჩერებლად დაიწყო დაკაკაუნება.კარი ნამძინარევმა, პიჟამაში გამოწყობილმა ივანმა გაუღო.
-ემ გეყოფა ბრაგუნი გავაღე უკვე.- ემმა სახლში შევარდა ივანს ყურადგებას არ აქცვდა გატაცებით დაიწყო მოყოლა როგორ იპოვა კონვერტი, თან ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში მიმოდიოდა და არ ჩუმდებოდა.
- წარმოგიდგენია ივან, გავიღვიძე და ჩემ გვერდით იდო კონვერტი რომელიც არ ვიცი ვინ მოიტანა, როდის, როგორ, მოკლედ არაფერი არ ვიცი, რა, როგორ, სად, მაგრამ ის რაც ამ კონვერტშია ნამდვილი საოცრებაა, წარმოიდგინე აქ ის იეროგლიფებია და მგონი მათი თარგმანი უნდა იყოს.ივან.-ემმამ მკლავებშ ჩაავლო ხელები ივანს მთელი ძალით მოუჭირა, თვალებში ჩახედა და დამაჯერებელი მომთხოვნი ტონით უთხრა.-ეს უდიდესი აღმოჩენაა, ვგრძნობ ნამდვილი უდიდესი აღმოჩენა. ივან ახლავე დაიწყე, არა ახლავე დავიწყოთ და გადავთარგმნოთ ის წარწერები. რაც მალე იქნება თარგმანი მით უკეთესი.
- ემ დაწყნარდი. მომეცი კონვერტი. დაჯექი ოღონდაც და ჩაცმა მაინც მაცადე.- ემმამ მხოლოდ ახლა შეამჩნია ივანის პიჟამა.
-ოუუჰ. ბოდიში. მოწესრიგდი. ისე შემოვვარდი აღელვებისგან. როგორ ჩავჯექი მანქანაში და აქ როგორ გავჩნდი ისიც კი არ მახსოვს სიხარულისგან.-ემმა კრესლოში ჩაჯდა და მოუთმენლად დაიწყო თითების წვალება.10 წუთის შემდეგ ნერვებმა უმტყუნა.
-ივ.- გასძახა ოთახიდან გასულ ივანს.-ეი, ივ მორჩი დროზე გამოცვლას და დავიწყოთ გადათარგმნა.
-ემი, ემი, ემი. აუტანელი ხარ, როცა საქმე არქეოლოგიას, ისტორიულ აღმოჩენებს ეხება საშინლად აუტანელი ხდები. იცი მაინც რომელი საათია?
-რომელია?
-საათს შეხედე.- ივანი კრესლოში ჩაჯდა და ნახევრად მძინარემ შეხედა კონვერტიდან ამოღებულ ფურცელს.
-ემ ყავა მაინც მომიდუღე თორემ ასოებს ორ-ორად ვხედავ. გახსოვს თვალებს რომ ვიელმებდით ხოლმე ბავშვობაში აი ეგრე.
-რომ მოვალ ერთი სიტყვა მაინც გქონდეს გადათარგმნილი.- დაუქნია მომღიმრმა ემმამ თითი და სამზარეულოში წავიდა.უკან დაბრუნებილს ივანი მთლიანად საქმეში ჩაფლული დაუხვდა.საწერ მაგიდაზე გაშლილ ფოტოებს აკვირდებოდა და რაღაცას წერდა ფურცელზე. ემმამ ყავა დაუდგა მაგიდაზე და შორიახლოს მოკალათდა, ივანს არ უყვარდა როცა მუშაობის დროს გვერდით ვინმე იყო. ცოტა ხანს ას უყურა შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და რაფაზე ჩამოჯდა. ფანჯრიდან მშვენიერი ბაღის ხედი თვალს ახარებდა. ივანი ამ ადგილს ფიქრის რაფას ეძახდა. რადგან როცა რაღაცაზე ფიქრი უნდოდა ყველაზე მოხერხებულად თავს სწორედ აქ გრძნობდა.
ემმას გაახსენდა ივანის ნათქვამი საათზე.საათს გახედა, დილის 6 საათი იყო : ,,ექვსი საათი? საწყალი ივანი ალბათ მთელი ღამე იმუშავა რა სირცხვილია ასე შემოვარდნა.“ ივანისთვის ბოდიშის მოხდა უნდოდა მაგრამ ამ დოს ბაღში რაღაც უცნაური შენიშნა, მოეჩვენა თითქოს დეკორატიული ლელის უკან ვიღაც იდგა.
-ივ ბაღში გავალ ცოტახანს.
- უჰუ, უჰუ.-ჩაიდუდღუნა საქმეში გართულმა ივანმა.
ემმა ბაღში გავიდა, ჩიტები საამოდ გალობდნენ. ბავშვობა გაახსენდა, როგორ ცდილობდა თვალ დახუჭულს გამოეცნო რომელი ჩიტის ხმა ესმოდა. თვალები დახუჭა, წამით გაირინდა, თუმცა სწრაფად გაახსენდა რისთვისაც გამოვიდა, თვალები გაახილა და ლელისკე წავიდა, უცებ ზურგს უკან ფაჩუნი მოესმა შებრუნდა მაგრამ ვერავინ დაინახა, ფეხებზე რაღაც ფუმფულა და თბილი შემოეხვია. დაბლა დაიხედა და ფისო დაინახა.
-გამარჯობა ჯეკ.
-ემმა, შემოდი, რაღაც ვიპოვე.-ემი სახლისკენ შებრუნდა და აღფრთოვანებისგან ბაღში რისთვის წავიდა სულ გადაავიყდა.
-ივ. მაპატიე ასე დილით რომ შემოგეჭერი.
-არაუშავს ის რაც შენ იპოვე ნამდვილად ღირდა გაღვიძებად. ემი მე საქმეში ვარ.
-ექსპედიციაში წამოხვალ?-ემმას გაოცება, სახარული, აღფრთოვანება ყველაფერი ერთბაშად გამოეხატა სახეზე.
- მთელ ტექსტს ჯერ ვერ ჩავხვდი მაგრამ პირველი წინადადება დახლოებით ასე ჟღერს აქ განისვენებს სული გენერლისა, ქვეყნისა და საქმის ერთგულისა. იგი არს მცველად დედუფლისა ჩვენისასა სულისასა მისვენებულსა ამა ქვეყნისასა მიწისასა ზენუბისა მეფობისასა ხანისასა.
-ივ, ჩვენ ის ვიპოვეთ.- ემმას სახეზე აღტაცება და სიხარული გამოეხატა.
- არა ის შენ იპოვე, მე უბრალოდ ვთარგმნე. ოოო ეს მზერა მეცნობა. ექსპედიცია როდის გადის?
- დღესვე. დღესვე გავდივართ. გულას ხეობამდე ვერტმფრენით წავალთ, შემდეგ გამყოლი დამჭირდება ვინც იმ ხეობას იცნობ,შემდეგ...- უცებ გაჩუმდა ივანს სასოწარკვეთილი სახით შეხედა და სავარძელში უღონოდ ჩაეშვა.
- ივ, ადგილობრივებს იმ ხეობის ეშინიათ, წინა ექსპედიციის დროს ყველამ უარი გვითხრა გამოგვყოლოდა, ახლა როგორ დავითანხმებ ვინმეს? იცი, ამბობენ იმ ხეობაში ვინც შევიდა უკან არავინ დაბრუნებულაო.
-საერთოდ არავინ?- ჩეკითხა ღიმილით ივანი. ემმამ გაოცებულმა შეხედა.
-რა იყო? შენ რა იმ ხეობიდან არ დაბურნდი?და ცოცხლაი და უვნებელი ხარ.
- ცოცხალი და უვნებელი?- ემმას გაეღიმა.- ის ბიჭი რომ არა ახლა ჩემი სხეული სადმე უდაბნოში ეგდებოდა სვავების ხროვის ქვეშ, თავი კი იმ შეშლილი ბელადის შუბზე იქნებოდა წამოცმული და ...- უცებ ჩაფიქრდა. - ალბად ამიტომ არ შედიან ხეობაში რომ მაგ უცნაური ხალხის ეშინიათ.
ცოტახანს ჩუმად იყვნენ. ივანი წარწერას თარგმნიდა, ემმა ექსპედიციას გეგმავდა გონებაში.
- ემ მგონი ჯობია დაივიწყო გულას ხეობაში წასვლა. ის რაც აქ წერია თუ სიმართლე აღმოჩნდება იქიდან ცოცხალი არავინ გამოვა.
-ხუმრობ? ასეთი სენსაციური, შესაძლოა უდიდესი აღმოჩენის გაკეთების შანსი ჩამივარდა ხელში და გინდა უკან დავიხიო? გინდა ძებნა შევწყვიტო? ამას ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს. - ემმა-თაიას სიბრაზისგან სახე მოეღრიცა.
- ივ რა წაიკითხე, რას მალავს ეგ იეროგლიფები?!
- ემ გახსოვს ერთხელ ბიბლოთეკაში რობერტ შულიას წიგნი ვიპოვეთ სადაც მას აღწერილი ჰქონდა ...
- მახსოვს ლეგენდარული, მითოლოგიური არსებების თავშესაფარს აღწერდა, რა კავშირი აქვს რობერტ შულიას წიგნს ამ წარწერებთან?-მოთმონება დაკარგულმა გაბრაზებით შეაწყვეტინა ივანს საუბარი.
- რობერტ შულიამ 1956 წელს გამოუშვა სტატია სათაურით ...
- დაკარგული დედოფალი, მითი თუ რეალობა.-
- ემ ნუ მაწყვეტინებ! თავის სტატიაში ის გამოთქვამდა ვარაუდს რომ გულას ხეობაში დამალული იყო უცნობი დედოფლის აკლდამა, რომელსაც მეომართა რაზმი საუკუნეების მანძილზე იცავდა. თუმცა მან ვერ შეძლო თავისი სიტყვების დმტკიცება რადგან მის მიერ აღწერილი დედოფალი, ხეობა და ამ ხეობაში აკლდამის არსებობა არც ერთ ისტორიულ წყაროში არ მოიხსენიებოდა. რობერტ შულიამ საკუთარი სახსრებით მოაწყო ექსპედიცია იმ ტერიტორიის გამოსაკვლევად რომელიც მან სტატიაში აღწერა, ექსპედიცია მოეწყო 1958 წელს, ისინი გაემგზავრნენ გულას ხეობაში და უკან აღარავინ დაბრუნებულა. 2 თვის შემდეგ დაიწყეს მათი ძებნა, მაშველთა რაზმიც ექსპედიციის წევრებივით უკვალოდ გაუჩინარდა გულას ხეობაში შესლის შემდეგ. 5 წელი ცდილობდნენ ამ ხეობის გამოკველევას დაკარგული რაზმების პოვნას, მაგრამ ხეობაში შესვლის შემდეგ უკან არავინ ბრუნდებოდა, მხოლოდ ხეობის დასაწყისის გამოკვლევა შეძლეს, ბოლოს გულას ხეობა შეუსწავლელ ანომალიურ ზონად გამოაცხადეს და მას შემდეგ იქ არავინ შესულა. შენ ერთადერთი ხარ ვინც იმ ხეობიდან ცოცხალი დაბრუნდა, თუმცა ის აკლდამა რომელიც შენ შეისწავლე ხეობის დასაწყისში მდებარეობს და იმ ზონაშია რომელშიც ადამიანები არ უჩინარდებოდნენ. ხეობაში თუ შეხვალ არავინ იცის იქ რა დაგხვდება. ხვდები რას ვამბობ? ემი იქ არ უნდა წახვიდე.
- რა წერია აკლდამის კედლებზე?
- ემ, თუ გეტყვი აქ რა წერია ვიცი შენ შეჩერებას ვეღარ შევძლებ, უბრალოდ გთხოვ დამიჯერე და დაივიწყე ეგ აკლდამა ეგ წარწერები ყველაფერი. გთხოვ არ გინდა ამ ყველაფრის კვლევა.
-არ ვიცი მანდ რა წერია და ასე რამ შგაშინა, მაგრამ მე… ხომ იცი რომ იქ მაინც წავალ და ვერაფერი შემაჩერებს. ჯგუფით თუ მის გარეშე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ხეობის ყველა სანტიმეტრს შევისწავლი და თუ ის დედოფალი და მისი აკლდამა მართლა არსებობს მე მას ვიპოვი. ეს უდიდესი აღმოჩენა იქნება და ისტორიაში სამუდამოდ დამკვიდრდება ჩემი სახელი. ივ ამ შესაძლებლობას არ დავკარგავ და თანაც ახლის ძიება, თავგადასავლები, აღმოჩენები ეს ყელაფერი ჩემი ბუნების ნაწილია. ცნობისმოყვარეობა არ მომასვენებს ვერ გავუძლებ, ასე რომ ჯობია მითხრა რა საიდუმლოს ინახავს ეგ წარწერები.
ივანმა ფურცელი გაუწოდა რომელზეც წარწერების გაშიფრული შინაარსი დაეწერა. ემმამ გამოართვა, ივანს დაემშვიდობა გარეთ გამოვიდა, თავის მანქანასთან მივიდა და ადგილზე გაშეშდა, მანქანა მთლიანად წარწერებით იყო დაფარული. ,, დაანებე თავი კვლევას და დააბრუნე ის რაც შენ არ გეკუთვნის“.
-უკვე ორჯერ გადავურჩი სიკვდილს და არც ახლა მეშნია მისი, ტყუილად ცდილობთ, მაინც გავიგებ ვინ ხართ და რის დამალვას ცდილობთ.- ჩაიბურტყუნა გაბრაზებით ემმამ და მანქანაში ჩაჯდა.
არქეოლოგიურ ექსპედიციას დაფინანსება სჭირდებოდა, ამიტომ ქეთის დაურეკა და ისტორიული რელიქვიებით მოვაჭრე ფირმების წარმომადგენლებთან შეხვედრა დანიშნინა.
ყველა ფირმამ ერთხმადა განაცხადა უარი საეჭვო ექსპედიციის დაფინანსებაზე, არავის სჯეროდა რომ ემმა ხეობიდან ცოცხალი გამოაღწევდა და მითუმეტეს რომ იქიდან რაიმე ღირებულს გამოიტანდა.
ემმა ბიბლიოთეკაში წავიდა რათა არქივში დაცული რობერტ შულიას დღიური ენახა. დღიური დაათვალიერა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახა. ბოლოს გადაწყვიტა გულას ხეობაში დამოუკიდებლად წასულიყო. ქეთის სთხოვა განცხადებები გაევრცელებინა რომ ექსპედიციაში წასასვლელად მოხალისეები სჭირდებოდა. დღის ბოლოსთვის ქეთიმ მოხალისეების სია შეუტანა კაბინეტში. მხოლოდ 2 ადამიანის სახელი და გვარი ეწერა ფურცელზე, ივან ზროცკი და დავით გალურია. ემმას მწარედ ჩაეღიმა. ტელეფონი აიღო და ძველ ნაცნობს დაურეკა.
- გამარჯობა.
- მადლობ კარგა ვარ.
- სასწაული?- გაეცინა.- არა, ჩემი გადარჩენა სასწაული არაა, უფრო იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებას გავს. გიორგი ხვალისთვის გამყოლი მჭირდება, რაღაც პირადი მცველის მსგავსი.
- ექსპედიციაში მივდივარ.
- გარემო უცნობი და შეუსწავლელია ასე რომ რთულ, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობისთვის მზად უნდა იყოს.
- გულას ხეობაში.- ყურმილის მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოწვა.
- გაგიჟდი?- გაისმა უცებ ყურმილის მეორე მხარეს შიშნარევი გაოცებული ხმა. ემიმ არაფერი უპასუხა.
- კარგი, მყავს ერთი ყველაფერზე წამსვლელი გიჟი, ვეცდები დავითანხმო. ოღონდ ანაზღაურება წინასწარ და ორმაგი რაოდენობით მოგიწევს. ამბობენ რომ იქიდან არაინ ბრუნდება. დარწმუნებული ხარ რომ იქ წასვლა გინდა?
- დიახ. დარწმუნებული ვარ რომ, მინდა. და ნუ გეშინია დავბრუნდები. ჭადრაკის პარტია გვაქვს დასამთავრებელი.- ორივეს გაეცინათ, აღარც ახსოვდათ უკვე როდის დაიწყეს თამაში, ყველა შეხვედრის დროს თითო სვლას აკეთებდნენ. ემმამ ტელეფონი გათიშა და სავრძელში მოხერხებულად მოკალათდა, ყურსაცვამები გაიკეთა, ფლეერი ჩართო და თვალები დახუჭა. ცოტა ხანს ასე გარინდული უსმენდა მუსიკას, შემდეგ ივანის მიცემული წარწერების თარგმანი მოძებნა ჩანთაში და კითხვა დაიწო. ივანს მაქსიმალურად თანამედროვე ტერმინოლოგიაზე მორგებული თარგმანი გაეკეთებინა.
,, როცა ოქროს ვაშლის ხე მზის შემომავალ სხივებში აყვავდება, გაიხსნება კარი დედოფლის აკლდამისკენ მიმავალი გზისა. იყავ ბედნიერი ყველა ვინც ამ კარში შევა, რამეთუ იხილავ შენ დედოფლის სილამაზეს, იყავ ბედნიერი შენ ემსახურო მას სხეულითა და სულით შენით რათა იყოს სილამაზე მისი მარადიული და მართოს მან სამყარო ჩვენი, მშვენიერი ვითარცა ღამე ბნელი.”- ემმამ ფანჯარაშ გაიხედა და მძიმედ ამოისუნთქა. შემდეგ ისევ ფურცელს ჩახედა და გაიფიქრა,, ბოდვას გავს, იქნებ მართლა ჯობია საერთოდ არ წავიდე და დავივიწყო ეს დედოფალი? იქნებ არც არსებობს მართლა და დროის ტუილად კარგვაა მისი ძებნა?“ ისევ ამოისუნთქა და ფანჯარასთან მდგარ ნეკერჩხლის ხეს მიაშტერდა. უცებ მოეჩვენა რომ ხის ტოტებში თითქოს ვიღაც შენიშნა, ხეს ინტერესით დაუწყო თვალიერება.
- მაგ ხეს ისე უყურებ თითქოს სიკვდილ- სიცოცხლის ამბავი იყოს მისი ცქერა.- მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა. შემობრუნდა და მომღიმარი ივანი დაინახა.
-ვერ შეგნიშნე როგრო შემოხვედი.- ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა ემმამ და მიდას მიუჯდა. - დაჯექი.- ხელით მინიშნა ივანს მოპირდაპირედ მდგარ სკამზე.
- ხეობაში წამოსვლა რატომ გადაწყვიტე?- ინტერესით შეხედა ივანს სახეში, თითქოს მის გამომეტყველებაში უნდოდა პასუხის წაკითხვა.
- არ შემიძლია იქ მარტო გაგიშვა, ყველას სჭირდება რთულ დროს გვერდით მეგობრის მხარი. მე კი შენი მეგობარი ვარ. ასე რომ შენთან ერთად წამოვალ და მხარში გედგები მანამ სანამ გულას ხეობის რომელიმე საშინელი მონსტრი არ შემჭამს.- ბოლო ფრაზა ისეთი სახით თქვა ივანმა რომ ემმამ ღიმილი ვერ შეიკავა.
- როგორ ფიქრობ რა იმალება იმ ხეობაში?
- იცი მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ. წარწერაში თითქმის გაღმერთებული დედოფლისადმი მსხვერპლშეწირვის რიტუალებია აღწერილი, ჩემი აზრით იმ ხეობაში სექტანტების გადარეული ჯგუფი უნდა ცხოვრობდეს რომლებიც დღემდე სათაყანებელ დედოფალს მსხვერპლს სწირავენ და საკუთარ არსებობას მალავენ რომ ხელი არ შეუშალონ. ალბათ რობერტ შუალიაც მათი მსხვერპლი გახდა.
-მაგარი წარმოსახვის უნარი გაქვს. მოდი ამას აღარ წავიკითხავ ბოლომდე და შენ მომიყევი რა წერია.- ფურცელი გვერძე გადადო ემმამ და სავარძლის საზურგეს მოხერხებულად მიეყუდა, თვალბი დახუჭა და გაირინდა.
- დასაწყისში წერია როგრო უნდა მიხვიდე დედოფლის აკლდამამდე, როგორ გააღო აკლდამის შესასვლელი, შემდეგ ნახსენებია ხაფანგები რომლებიც ჩვენნაირი დაუპატიჟებელი სტუმრებისთვისაა გათვლილი, თუმცა არ წერია მათთვის გვერდის ავლა როგორ შეიძლება ან სადაა ისინი განლაგებული. მერე პატარა ისტორიაა დედოფლის შესახებ. გახსოვს იელას და ჯავეს ტომებზე რომ მოგიყევი ლეგენდა, პირველად ეს ლეგენდები რობერტ შულიამ ააჟღერა საზოგადოებამ კი ისინი საბავშვო ზღაპრებად უფრო აღითქვა ვიდრე მნიშვნელოვან იფორმაციად, მაგრამ ეს წარწერა რომელიც შენ გადაიღე მის სიტყვებს ადასტურებს, როგორც ჩანს იელას ტომის დედოფალი მართლაც მიდიოდა ჯავეს ტომის უფლისწულზე დასანიშნად, მაგრამ გზად თავს დაესხნენ და დედოფალი ბრძოლის დროს ძალიან დასუსტდა, არ ვიცი ეს რას უნდა ნიშნავდეს სიტყვა-სიტყვით ასეთი თარგანი გამოდის, მოკლედ დასუსტდა და მისმა გენერალმა ჯარისკაცებთან ერთად ააგო აკლდამა რომელშიც მოათავსეს დედოფალი და დაიწყს მისთვის მსხვერპლშეწირვა რათა მან დაიბრუნოს თავისი ძალა და სიდიადე რომ დაბრუნდეს და გააგრძელოს მართვა სამყაროსი მშვენიერისა ვითარცა ღამე, ეს რას ნიშნავს ჯერ ვერ მივხვდი. საერთობ ბევრი რამაა ამ წარწერაში ხატოვანი ენით დაწერილი და გაუგებარი.
-ჰო, უყვარდათ ძველ დროში ისტორიების ათასი სისულელით გაფორმება, თითქოს პირდაპირი და გასაგები აღწერის წერისას ხელები მოსტყდებოდათ.- უკმაყოფილომ ჩაიბურტყუნა ემმამ. ესეთ გაურკვეველ სიტუაციაში პირველად იყო. ექსპედიციის დაწყებამდე ყოველთვის ყველაფერს დაწვრილებით გეგმავდა, სახიფათო ადგილებში კი გარემოს დეტალური აწერის და კარგი სანდო გამყოლის გარეშე არ მიდიოდა. ახლა კი თითქოს ვიღაცამ სიფრთხილის გრძნობა გადაუკეტაო ისე იყო გატაცებული გულას ხეობაში წასვლით რომ სხვა არაფერზე ფიქრობდა. თითქოს რაღაც უხილავი ძალა იზიდავდა თავისკენ და ისიც მორჩილად მიდიოდა მისკენ.
- ხვალ დილით ადრე გავალთ, ალბათ შვიდი საათისთვის. ქეთის ვეტყვი ყველა გააფრთხილოს ვინც მოდის.-თქვა ემმამ ჩფიქრებულმა.- ივ როგორ ფიქრობ აკლდამის პოვნას შევძლებ?
ივანს გაეღიმა: - შენსავით ძლიერი ქალი არასდროს შემხვედრია. ვიცი რომ იმ ხეობაში რაც არ უნდა დაგვხვდეს შენ ყველაფერს გაუძლებ და დასახულ მიზნამდე მისვლაში ხელს ვერაფერი შეგიშლის. ერთმანეთს ოცდაორი წელია ვიცნობთ და ამ ხნის მანძილზე არასდროს მინახავს დამარცხებული ემმა- თაია, ასე რომ ახლა სახლში წადი და კარგად დაისვენე, ხვალ კი არც იქნება იქნება, ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით.
ემმა მადლიერებით სავსე სახით შეჰყურებდა ივანს.
- მადლობ.- უთხრა ბოლოს და წამოდგა, ივანს ჩაეხუტა და წამით პატარა დაუცველ გოგოდ გადაიქცა.- მეშინია, მეშინია რომ გულას ხეობაში შევალ და იქ არაფერი არ დამხვდება.
- ნუ ფიქრობ ამაზე, უბრალოდ მიენდე ბედს, თქვი...
- იყავნ ნება შენი და გადაგი ნაბიჯი.- დაასრულა ემმამ ივანის წინადადება და ისევ ოპტიმისტ ემმად იქცა. კაბინეტიდან გამოვიდნენ და ემმამ ქეთის სთხოვა დავითისთვისა და გიორგისათვის ექსპედიციაშ გასვლის დრო და ადგილი ეცნობებინა.
ივანი ფეხით იყო მოსული ამიტომ სახლამდე ემმამ წაიყვანა თავისი მანქანით და მთელი გზა ივანის ხუმრობებს ისმენდა თავისი მანქანის მხიარულ გაფორმებაზე. ( ალბათ გახსოვთ მანქანა ვიღაცამ წარწერებით აუჭრელა ,, დააბრუნე რაც შენ არ გეკუთვნის“).
სახლში დაბრუნებულ ემმას კიდევ ერთი ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდა. ოთახებში ნივთები არეულად ეყარა, ვიღაცას ძალიან გულმოდგინედ გაეჩხრეკია ყველაფერი. ვიდეოკამერა და ფოტოაპარატი დამტვრეული იყო, მაგიდიდან გამოქვაბულში გადაღებული სურათები გამქრალიყო.
- კარგით რა, სერიოზულად?!-წამოიძახა გაბრაზება ნარევი გაკვირვებით ემმამ.-ამ ხალხს მართლა ჰგონიათ რომ თუ სურათებს წაიღებენ და კამერას დამიმტვრევენ ამით შემაჩერებენ?
სავრძელში ჩაჯდა, სახე მარჯვენა ხელში ჩარგო და ვერც შეამჩნია ისე ჩაეძინა.



№1 სტუმარი გიოო

კარგია ძალიაან
თან დიდი თავია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent