რელიქვიების მცველი(თავი6)
თავი 6 ივანმა ჩაი დაისხა და სავარძელში ჩაჯდა, ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე მის მაგიდაზე გაჩენილი ფურცელი რატომღაც ჩვეულებრივ მოვლენად ეჩვენებოდა, ჩაის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და შეუბერა, თან ხანჯალზე ფიქრობდა, ეცნობოდა მაგრამ ვერ იხსენებდა სად ნახა. ზარის ხმამ გამოარკვია, ვიღაც მოვიდა. ჭიქა დადგა და კარების გასაღებად წავიდა. კარები გამოაღო და დაიბნა, მის წინ მომღიმარი ემმა იდგა. -ემმა?- ძლივს ამოუვიდა ყელში ხმა. -ანნა.- უპასუხა გოგონამ. -უფფ.- ამოისუნთქა ივანმა.- გული გამისკდა. მეგონა ემმა იყავი. - სახლში არ შემომიშვებ? - რა გინდა?- უკმაყოფილოდ უპასუხა ივანმა. ანნა ემმას და იყო, ერთმანეთს ძალიან გავდნენ ტყუპებივით, თუმცა ანნა 2 წლით ემმაზე პატარა იყო და მისგან ძალიან განსხვავდებოდა. ივანთან ბავშვობიდან ყველაფერზე ჩხუბობდა, ამიტომ ავანს არ უყვარდა მის გარემოცვაში ყოფნა. - ჯერ შემომიშვი და მერე გეტყვი. -ჯერ თქვი.-არ უთმობდა ივანი. ანნამ ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და ივანს აჩვენა, ზუსტად იგივე ხანჯალი ეხატა როგორიც ივანთან და იგივე წარწერა ჰქონდა ,,მოძებნე“ -შემოდი.- ივანი შებრუნდა და სახლში შეუძღვა. თავისი ფურცელი გაუწოდა ანნას.- დღეს დამხვდა მაგიდაზე სახლში რომ მოვედი. -მე ორი კვირაა ასეთ შეტყობინებებს ვიღებ. თავიდან ვიფიქრე ვიღაც მეხუმრებოდა მაგრამ გუშინ ეს მივიღე.- ჯიბიდან მეორე ფურცელი ამოიღო ზედ ეწერა: ,, დააბრუნე რაც შენმა დამ მოგვპარა თორემ მის ბედს გაიზიარებ“. პოლიციას არ შეატყობინე? -ვიყავი, მითხრეს გამოძიებას დავიწყებთო. წერილი ექსპერტიზისთვის დაიტოვეს. სამსახურიდან რომ წამოვედი მანქანაში ისევ ეს ორი ფურცელი დამხვდა.სახლში მარტო წასვლის შემეშინდა. მამა კონფერენციაზეა წასული. შეიძლება შენთან დავრჩე? მამა ხვალ ჩამოვა. -კარგი დარჩი. ეგ რა ხანჯალია იცი?- ანნამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ჩანთა მოიხსნა. -ემმამ ჩამოიტანა გულას ხეობიდან. ,,იუნტეს სტვერს“ მიყიდა. ხვალ აუქციონზე გაიტანენ. -სილამაზის სალონებში აუქციონებზეც ლაპარაკობენ?- ირონიულად ჩაილაპარაკა ივანმა. -არა ინტერნეტში ვნახე. თუმცა ჩემ სალონში ,,იუნტეს სტვერის“ დირექტორიც დადის და 2 მოსაწვევი მაქვს აუქციონზე შესასვლელად. -აუქციონზე შესასვლელად? - ჰო აუქციონზე და შენც მოდიხარ. - რაა? მე რა მინდა? -წერილი შენც ხომ მიიღე, თან შენ ჩემზე კარგად ერკვევი მსგავს აუქციონებში და მესამე ,,იუნტეს სტვერის“ მფლობელის ერთადერთ მემკვიდრეს უამრავი ფული გაქვს ხანჯალი რომ იყიდო. -ეე. ხანჯალი შენ გჭირდება ხოდა თვითონ იყიდე. ანნა დაეჯღანა და გაბუტული სახე დაიჭირა, ივანს გვერდულად გახედა ცალი წარბი ასწია ცოტა ხანს ასე უყურა, მერე ტაქტიკა შეცვალა. -ივ, შენ ხომ კეთილი ბიჭი ხარ და გაჭირვებაში ჩავარდნილ გოგოს ხომ არ მიატოვებ არა?იივ გთხოოვ დამეხმარე. - შრეკის კატასავით თვალებს ნუ იკეთებ. არ გიშველის. ,,იუნტეს სტვერის“ მემკვიდრე ტვას საკუთარი შრომით ირჩენს ასე რომ ხანჯალას ვერ გიყიდი. - წამოდი მაინც. ხანჯალს თვითონ ვიყიდი. -წამოვალ. ეხლა წადი, სტუმრების ოთახი იცი სადაცაა. - მადლობა. -წადი ფიქრში მიშლი ხელს. ანნა სტუმრების ოთახში წავიდა. ივანმა ჩაის ჭიქა აირო და ,,ფიქრის რაფაზე“ ჩამოჯდა. ბაღში ბნელოდა და არაფერი ჩანდა ფანჯარაში ოთახის ანარეკლის გარდა. ეს აკლდამის გამოჩენა, საიდუმლოებით მოცული ყმაწვილი, რომელიც მოულოდნელად ჩნდება და ქრება, ხანჯალი, წერილები, ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. უცებ აკლდამის კედელზე გაკეთებული წარწერის ფრაზა გაახსენდა დედოფალზე რომელიც გულას ხეობაში იყო მიძინებული და ელოდა როდის შესწირავდნენ მსხვერპლს რათა ძალა მოეკრიბა და გათავისუფლებულიყო. პოლიციის თქმით ემმას სიკვდილი ძალიან გავდა რიტუალურ მკვლელობას. ,,მაინც რა საიდუმლოს მალავს გულას ხეობა?“-გაიფიქრა ივანმა და დასაძინებლად წავიდა. დილით ივანი სამზარეულოში ატეხილმა ჩხაკა-ჩხუკმა გააღვიძა. ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა. -რას აკეთებ?- შეეკითხა ანნას რომელიც უჯრებში რაღაცას ეძებდა. -ვეძებ. აი ვიპოვე.- წამოიძახა კმაყოფილმა ანნამ და უჯრიდან მიქსერის სათქვეფი ამოიღო. -და მთალი ეს ამბავი ამ ერთი ჩხირის გამო ატეხე?- შეეკითხა ივანი სამზარეულო მოათვალიერა. უჯრები გაღებული და არეული იყო. -ჰოო, ცოტა ზედმეტი მომივიდა არა?- შეეკითხა ღიმილით ანნა.- ახლავე დავალაგებ. ,,საერთოდ არ გავს ემმას.“-გაიფიქრა ივანმა და თვალი გააყოლა აქეთ-იქით მიმავალ-მომავალ ანნას. -გუშნ ემმას საფლავზე ვიყავი. წარმოსთქვა უცბ. ანნა გაჩერდა, უცებ ხელები აუკანკალდა და ხელიდან ჩაიდანი გაუვარდა, ივანისკენ მობრუნდა, საოცრად გამწარებული სახე ჰქონდა, ხელები მომუშტა და კბილებში გამოსცრა. -აღარასოდეს... აღარასოდეს თქვა ისეთი რამ რაც მის სიკვდილს გამახსენებს.-სამზარეულოდან გავიდა, ივანმა კარების გაჯახუნების ხმა გაიგონა და ფანჯრიდან დაინახა როგორ გარბოდა ატირებული ანნა ქუჩაში. ,,ცუდად გამოვიდა“- გაიფიქრა და შემოსასვლელში გავიდა. ფეხსაცმელი ჩაიცვა და ანნას საძებნელად გაეშურა. ანნა აღარ ჩანდა, ქუჩას ბოლომდე გაუყვა მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნო ამიტომ უკან მობრუნდა და სახლის კიბეზე ჩამოჯდა. იდაყვები მუხლებზე დაიყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. -რა ჯანდაბა ხდება?- ჩაილაპარაკა დაღლილმა და სასოწარკვეთილმა. ამ დროს ანნა ქუჩაში თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, თვითონაც არ იცოდა სად, უცებ მოსახვევში შეუხვია და ვიღაცას დაეჯახა. -მაპატიეთ.- წარმოსთქვა დაბნეულად და თვის წინ მდგარს შეხედა, შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი იყო. ტუჩებთან თითი მიიდო და ჩუმადო ანიშნა ანნას, მერე ზერგისკენ წაიღო ხელი და ხმალი ამოიღო ანნას უნდოდა დაეყვირა მაგრამ ბიჭმა ხელი პირზე ააფარა ელვის სისწრაფით შეატრიალა და ასე პირზე ხელაფარებული მკერდზე მიიკრა, ხმალი შემართა და რაღაცას დაუწყო ლოდინი. უცებ ჟოლოფის ტრუბიდან წითელი, მწვანე თვალებიანი, მკლავის სისხო, გრძელი გველი გამოძვრა და სისინით მათკენ წამოვიდა. ანნას შიშისგან თვალები გაუფართოვდა და აფართხალდა გაქცევა უნდოდა, ბიჭმა უფრო მაგრად მიკრა გულზე. -წყნარად.- ჩასჩურჩულა ყურში ისეთი მშვიდი და დამაჯერებელი ტონით რომ ანნა თავისდაუნებურად დაემორჩილა. -ჰასსა რა მაღრა.- მიმართა ბიჭმა გველს და ხმალი შემართა, გველი წამოიწია და ნახტომის გასაკეთებლად მოემზადა, აშკარად არ აპირებდა უომრად დანებებას. მიჭმა ხმალი მოუქნია და საკბენად გადმომხტარი გველი შუაზე გააპო, თუმცა ამ უკანასკნელმა მოასწრო ხელში კბილების ჩასობა. ბიჭმა ანნას ხელი გაუშვა, უკან დაიხია, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შებარბაცდა და ასფალტზე ჩაჯდა, სახლის კედელს ზურგით მიეყრდნო და ხელიდან გველის კბილები ამოიცალა. ანნას დაბინდული თვალებიტ გამოხედა. -წადი.-ჩაიჩურჩულა უღონოდ და თითით ქუჩისკენ ანიშნა.-გაიქეცი.-წარმოსთქვა გაჭირვებით და გვერძე გადავარდა გონება დაკარგული. ანნას შოკისგან დაყვირებაც კი აღარ შეეძლო, ბიჭს შემოურა და დააკვირდა, ახლოს მისვლა ვერ გაბედა, მერე უცებ შებრუნდა და ივანის სახლისკენ გავარდა. -ჩქარა წამოდი.- მივარდა კიბეზე მჯდარ ჩაფიქრებულ ივანს, ხელი ჩაკიდა გონს მოსვლა არ აცადა მთელი ძალით შესახვევისკენ გაარბენინა. -რა მოხდა?- შეეკითხა ივანი. ანნა არაფერს პასუხობდა, ივანს მთელი ძალით ექაჩებოდა და წინ მიიწევდა, როგორც იქნა შესახვევში შეუხვიეს და გაჩერდნენ. -აქ იყო, ნამდვილად აქ იყო. -ანნა.- ჩაეკითხა ივანი.- რა იყო აქ?- და ჩარიელი ჩიხი მოათვალიერა. -ბიჭი.-თქვა ანნამ და დაბნეული ჩაფიქრდა. -ვინ ბიჭი?- გაოცებული ივანი ცდილობდა მიმხვდარიყო რა ხდებოდა. -ბიჭი. დავეჯახე, მერე პირზე ამაფარა ხელი რომ არ მეყვირა და მერე გველი გამოძვრა აი აქედა.- ანნამ ჯოლოფზე მიუთითა. -მაგარი ფანტაზია გაქვს.- ჩალაპარაკა ივნმა.- წესივრად ახსენი რა მოხდა, ვინმემ გაწყენინა? -არა, ჰო გითხარი, გავრბოდი, მერე დავეჯახე, აი იმ ბიჭს აქ რომ იყო, მერე ჩუმადო მნაიშნა და ხმალი ამოიღო... -ხმალი?- ყურები ცქვიტა ივანმა. -ხმალი. მე დაყვირება მინდოდა, მან ხელი ამაფარა პირზე და მერე გველი გამოძვრა და ამ ბიჭმა ეს გველი შუაზე გადაჭრა და მერე გული წაუვიდა, მე სენთან გამოვიქეცი და აი აქ დავტოვე.- ხელებით აჩენა ადგილზე სადაც ბიჭი იწვა. -შავი ტანსაცმელი, შავი თმა, წინ ცოტა ჩამოზრდილი, ხმალი ზურგზე ჰქონდა გადაკიდებული? -ზუსტად. იცნობ? -არა, როგორც ჩანს ემმა იცნობდა.წავიდეთ.- ხელი მოხვია ანნას და ქუჩისკენ წავიდნენ. იქვე ნაგვის კონტეინერის უკან კი კედელზე ზურგით მიყრდნობილი გაფითრებული ბიჭი გაჭირვებით იკავებდა თავს დამჯდარ მდგომერეობაში, როცა ივანი და ანნა თვალს მიეფარნენ შვებით ამოისუნთქა და ასფალტზე გადაწვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.