შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო დამშვიდობება


8-12-2016, 01:32
ავტორი leonambroladze
ნანახია 2 359

სუსხიანი ღამე იყო ,მოწმენდილი ცა,რომელზეც ათასობით ვარსკვლავი მოჩანდა,ტემპერატურა -6° -მდე დაეცა მე ბინის წინ მანქანაში ვიჯექი,სადაც ველოდებოდი ადამიანს,რომელსაც შეეძლო ჩემი სიყვარულის მიმართ გაყინული გული ახალ გულად გარდაექმნა. ჩემი მოძველებული მუსიკების კრებული ჩავრთე ერთი სევდიანი სიმღერა ამოვარჩიე,ვარსკვლავებს ავხედე და ფიქრი დავიწყე.სიმღერა იყო ოცნების ქალზე ,რომელიც თითქოს სულის სახით არსებობს და სხვადასხვა სხეულებს ირგებს.

"Y la encontrare de nuevo pero
და მე მას ვიპოვი ხელახლა მაგრამ
con otro rosto y otro nombre diferente.
სხვა სახით და განსხვავებული სახელით.

ამ სიტყვებმა უფრო დამაფიქრა ,მოსვენება არ მომცა,გარედ გავედი და ლოდინი იქ გავაგრძელე.-6 გრადუსი იყო მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ მას ჩემი დანახვა გაახარებდა მზის ენერგიას მაძლევდა თითქოს და მათბობდა.ცალკე მთვარე მინათებდა ღამეს და ათასი ფიქრი მაწვებოდა ერთად.
-უარი რომ მითხრას?ჰაჰა თუმცა ამაში ახალი არაფერი იქნება.....ჰაჰა მან მითხრა დავფიქრდებიო ესეიგი ვერ მთმობს...მე და ის ერთად ვიქნებით და უბედნიერეს გოგოდ ვაქცევ,ისეთად ყველა ჩემგან წასულ გოგოს რომ შეშურდება...ნუთუ,როგორც იმ სიმღერაშია მეც ვიპოვე ის სხვა სახელით და სახით...
ამ ფიქრებში ვიყავი,როდესაც მარი სადარბაზოდან გამოვიდა აი სწორედ მაშინ წავიკითხე მის სახეზე ის,რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
ის ,არც წამოსულა ჩემკენ.წასვლას აპირებდა,როდესაც მე ვთხოვე დამლაპარაკებოდა მან ძალით გადმოდგა ნაბიჯები ჩემკენ და თვალები დახარა.
მინდოდა შემერცხვინა მისი ასეთი საქციელისთვის მაგრამ თავი მოვთოკე და ჯიბიდან მისი საყვარელი შოკოლადი ამოვიღე.
-მინდოდა დღე შემეცვალა შენთვის.და ღიმილით გადავეცი შოკოლადი
ის ისევ ჩუმად იყო და მოწყენილი სახით მიყურებდა.ვიცოდი არ სურდა ჩემს გვერდით არცერთი წამის გატარება მაგრამ მე მაინც არ გავიტეხე გული შემდეგ მან დაიწყო საუბარი

-ვიფიქრე შენს ნათქვამზე და ვფიქრობ არაფერი გამოგვივა.მან მაგრძნობინა რომ ეს სიტყვებიც ძალით თქვა
-რატომ ფიქრობ ეგრე,მე ხომ გითხარი რომ შენთვის ყველაფერს შევცვლი და არ წავალ.ვუთხარი მშვიდი ხმით.
-ხო ვიცი,მაგრამ მე ვაპირებ წასვლას სხვა ქალაქში და არ ვიცი როგორ იქნება.
-მარი,ადამიანები კონტინენტებით არიან დაშორებულები ერთმანეთზე მაგრამ მაინც ახერხებენ ურთიერთობას. ცივმა ქარმა დაუბერა და ორივეს გაგვაჟრიალა.
-ხო მაგრამ არ ვიცი რა,მირჩევნია მეგობრებად დავრჩეთ.გოგონამ თვალები დახარა და გაჩუმდა მე ამოვისუნთქე და ვუთხარი
-შენი ნებაა მაგრამ იცოდე მე არ მინდა რომ წახვიდე და  თუ თავი უცებ დაგანებე ნუ იფიქრებ რომ არაფერს ვგრხნობდი შენს მიმართ
უბრალოდ დროთა განმავლობაში აღარ გიჩნდება სურვილი ვინმეს სთხოვო რომ დარჩეს.
-ხოო მესმის
-ნამდვილად გინდა უარი თქვა?
-აუ არ ვიცი,ძალიან ბევრი წინაღობაა.მან გაიღიმა
-რა წინაღობაზეა საუბარი?
-ჩვენ შორს ვიქნებით ერთმანეთისგან და არ ვიცი რა რა იქნება. ის თავდახრილი იხედებოდა სხვადასხვა ადგილზე,მე ერთი ნაბიჯი წჯნ გადავდგი მას კი წასასვლელი აღარ ჰქონდა და მანქანას მიეყრდნო
-ნამდვილად გინდა უარი თქვა?მას თვალებში შემოხედვა ვთხოვე
-აუ არ ვიცი. თითქოს ეჭვი შეეპარა თავის წინა სიტყვებში და ისევ უფრო აღელვებული მეუბნება.
-აუ არ ვიცი.
-თვალებში შემომხედე და მითხარი.
მან ბოლოჯერ გაჭირვებით თქვა.
-არ ვიცი დათო.
მე ვიფიქრე რომ სიტყვები ზედმეტი იყო მივუახლოვდი და ჩავეხუტე მარი თავიდან ცოტა შემეწინააღმდეგა მაგრამ შემდეგ მომენდო,მე ცოტახნით ჩახუტებული მყავდა და ყურში ჩავჩურჩულე.
-დაფიქრდი გთხოვ.
მაგრამ მალევე მივხვდი,რომ ამ ჩახუტებასაც არ ჰქონდა აზრი,არ მოდიოდა მარისგან ის სითბო,რომელიც ქვეცნობიერში შევქმენი ,არც ეს გოგო ყოფილა ის ქერა ცისფერთვალება გოგო,რომელიც ბავშვობიდან არ მაძლევდა გონებაში მოსვენებას,მე ცივ იერიან სხეულს მოვშორდი და მარის კიდევ ერთხელ ვთხოვე.
-დაფიქრდი არ მინდა გაგიშვა.
-ვნახოთ დავფიქრდები მაგრამ რა აზრი აქვს მაინც არას გეტყვი.
მის სახეზე უფრო მეტი ბრაზი დავინახე ჩახუტების შემდეგ მაგრამ არაფერი ვთქვი,არც ცრემლი მომდგომია როგორც ადრე და არც ფსიქოლოგიური ძალადობა დამოწყია უბრალოდ შემოვბრუნდი მანქანაში ჩავჯექი და წავედი "სპიდომეტრი" 180 -მდე ავიდა ,გზაში  1000 ფიქრი მიტრიალებდა მაგრამ წარსული საყრდენივით მედგა ყველა მხრიდან რათა ისევ არ დავცმულიყავი,გულში კი ვფიქრობდი
-სად არის ის?როდის ვიპოვი მას კიდევ რამდენი სხეული უნდა გამოიცვალოს?
იმ ღამეს დავლიე და არა მარიზე ფიქრი არამედ ყველა ტკივილმა ერთად შემომიტია.

Leon.



№1  offline მოდერი Kira

Momwons <3 bevrad uketesia vidre wina ase gaagrdzele magram tavebi kide ufro gazarde .. warmatebebi
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent