შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ბილიკი 1


8-12-2016, 17:18
ავტორი teddy))
ნანახია 2 486

წარსულის ბილიკი

***
მე ყველა ჩემი პერსონაჟი მიყვარს, ვგრძნობ... ოღონდ, ყველა სხვადასხვა სიყვარულით მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა ისინი რა თვისებებს ფლობენ, მე ხომ მათ ვქნი, ისინი ჩემს საკუთრებაში არიან, თუმცა ხანდახან მათი თავისუფლება მაოცებს.

***
აივანზე ვდგავარ და მოსიარულე ხალხს შევყურებ. მოხუცები, რომლებიც ჯოხითაც ძლივს გადაადგილდებიან, ქუჩის კუთხეში მეეზოვე ჯიბეში რაღაცას ეძებს, შეყვარებული წყვილები სკვერში სხედან და ამ ცხოვრებით ტკბებიან, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი ჩქარი ნაბიჯებიით მიიწევს ავტომობილისკენ, თეთრ კაბიანი ქალი კი მობილურზე ხმამაღლა ლაპარაკობს და სამჯერ იმეორებს ,,ყველაფერი მეორდება“! სახლის კარებზე ზარი მესმის და ოთახში შევდივარ. კარებს ვაღებ და მოსწავლე სახლში შემომყავს:
-ნინო, როგორ ხარ?-თმაზე ვეფერები მე.
-კარგად, მას თქვენ?-ისიც თავაზიანათ მიღიმის.
-გმადლობ, კარგად! მოდი მალე, დღეს ახალი გაკვეთილი უნდა აგიხსნა!-ჩემი მოსწავლეც სწრაფად იღებს ჩანთიდან ინგლისურის წიგნებს და მაგიდაზე აწყობს. ლექსიკონის რვეულს ვაშლევინებ და ახალი სიტყვების ჩაწერას ვიწყებთ, შემდეგ ახალ ტექსტს ვუხსნი და ერთ საათიანი გაკვეთილი შემდეგ სახლში ვუშვებ.
-ნახვამდის!-ხელს ვუქნევ და ახალი მოსწავლის მოლოდინში დივანზე ვჯდები და თვალებს ვხუჭავ:
-მოგწონს?-თავზე ყვავილების გვირგვინი დამადგა გიორგიმ.
-კუკარაჩას როლს თამაშობ?-შევეკითხე მე.
-არა, კუკარაჩა რომ ვიყო, ბოლოს ერთად აღარ ვიქნებით!-მითხრა და გვერდზე მომიჯდა.
კაკუნის ხმა მესმის და წარსულის ხმებს უკუვაგდებ და ფეხზე ვდგები.
-გამარჯობა!-ვესალმები ახალ მოსწავლეს და მის მშობელს. სახლში შემოდიან და მაგიდისკენ მივუთითებ.
-შენი სახელი?-ვეკითხები ქერათმიან ხუჭუჭა გოგონას.
-სალომე!-მორცხვად მიღიმის.
-რამდენი წლის ხარ?
-შვიდი წლის!-მპასუხობს ისევ.
-ცოტა უჭირს ინგლისური და თქვენთან მირჩიეს მოსვლა, თან ახალი დაწყებული აქვს!-მეუბნება მშობელი.
-თქვენი სახელი?-კვლავ კითხვების დასმას განვაგრძობ მე.
-თამრიკო!-მპასუხობს ის.
-თამრიკო, პირობას გაძლევთ, რომ თუ სალომე მომყვება, კარგი გოგონა იქნება ინგლისურში!-ვუღიმი თბილად.
-კარგით, გმადლობ, ქალბატონო მარია.-ფეხზე დგება და კარისკენ მიდის: -მაშ, სამშაბათს მოვალთ და ახლა წავალთ, ნახვამდის!-ვაცილებ და მაღაზიის ქსელიდან მოსულ შეტყობინებას, მობილურიდან ვშლი.

***
-დედა გამოდი რა დღეს ჩემთან?!-მობილურის იქით ვგრძნობ დედაჩემის მონატრებულ ხმას. დიდი ხანია მასთან აღარ ვყოფილვარ!
-გამოვალ, გამოვალ!-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ.
საძინებელ ოთახში შევდივარ და კარადის კარებს ვაღებ. იქიდან მწვანე კაბას ვიღებ და ტანზე ვირგებ. ამ კაბის შესახებ კი ვიხსენებ ჩემს ტკბილ წარსულს, თუმცა ახლა უკვე მწარეს.
-გიორგი, როგორ მომენატრე!-ვეხვეოდი მას.
-ჩემი თაფლისფერთვალება გოგო!-თმაზე მისვამდა ხელს.-შენთვის საჩუქარი მაქვს!-სერ ფერში შეხვეულ ყუთი მომაწოდა.
-რა არის?-შევეკითხე მე.
გახსენი!-გამიღიმა და გრძელ სკამზე ჩამოჯდა. გავხსენი და ყუთიდან დაკეცილი, მწვანე კაბა ამოვიღე.
-გორგი, რა ლამაზია!-მასთან მივედი მე.-გმადლობ, გმადლობ!-კვლავ ვეხვევი მას.
-გავისეირნოთ, ადი სახლში, ჩაიცვი! საოცრად მოგიხდებათ შენ და შემოდგომას!-მითხრა და ერთი წუთით მის შავ თვალებს ვუყურებდი, მისი თვალები განსაკუთრებული იყო! ადამიანში ყველაზე მეტად თვალები მიყვარს! ალბათ, იმიტომ რომ ეს უკანასკნელნი ყველაფერს გაგრძნობინებენ, ნაწილობრივ თვალების საშუალებით ადამიანის სულში შეღწევაც შეგვიძლია!

***
-ჩემო საყვარელო, დედიკო, როგორ ხარ?-ლოყაზე ვკოცნი მე.
-შენ როგორ ხარ ის მითხარი, თორემ მე რა მოსაკითხი ვარ?!-სამზარეულოში შედის მანანა.
-კარგი რა, დედა! მე კარგად ვარ, ახალი მოსწავლე ავიყვანე!-ვამბობ და მაგიდაზე დადებულ ლობიანს ვუყურებ.
-დე, გახსოვს ერთხელ, გიორგი რომ ამოვიყვანე სახლში, ისე რომ არ იცოდი!-სევდიანი ღიმილით ვეუბნები მას.-ლობიანები რომ დაგვიცხე! როცა გიორგი წავიდა, ძალიან მოგეწონა, თუმცა მარტო, იმიტომ გამკიცხე გეთქვა, თუ მოგყავდაო!-ვიხსენებ მე.-რატომ არ მითხარი შენ ეს ბიჭი არ გამოგადგებაო?!-თვალები მლაშე სითხით მევსება.
-გეყოფა! ვეღარ ვუყურებ შენ თავს უკვე ასე! არ იმჩნევ, თუმცა ხომ ვიცი რაც ხდება, შენთან შიგნით!-ხელს გულზე მადებს.-უკვე ოცდა რვა წლის ხარ, ჯობს აღარ იფიქრო გირგიზე, რამდენი კარგი ბიჭი დადის, ნუ თუ მარტო გიორგია და სხვა არავინ?!-მასაც ჩემსავით ეტირება.
-არიან, კი!-ჩუმად ვამბობ მე. რვა წლის განმავლობაში, რაც მასთან აღარ ვარ, არასდროს მიტირია დედასთან, არავის ვანახებ ჩემს ცრემლებს. მინდა ძლიერი გამოვჩნდე? ალბათ, კი! არ მინდა ჩემი შინაგანი სუსტი მხარეც დაინახონ!
-კარგი, გვეყოს! დღეს ჩემთან დარჩი!-მთავაზობს დედა.
-ხვალ მოსწავლეები მყავს!-ვეუბნები მას.
-აქედან წადი, გთხოვ, ასე სახლში ვერ გაგიშვებ!-მიყურებს მანანა.
-კარგი, კარგი!-ვნებდები მას და ვეხვევი.-მაპატიე!
-აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი, ახლა ასე ჯობს!-მიღიმის დედა, თუმცა ხომ ვიცი რომ, ამ ღიმილის უკან სევდა იმალება?!
-მამა, მალე მოვა?-ვეკითხები მას.
-აი, მოვიდა!-ჩვენს ყურთასმენას ზარის ხმა წვდება. დედა კარის გასაღებად მიდის და უკან ეგ და შოთა ბრუნდებიან.
-ჩემი ლამაზი გოგო!-მკოცნის მამა და როგორც ბავშვობაში ისე მიღიმის. იცით შოთა სულ სხვანაირია. ბავშვობაში როცა რამეს დავაშავებდი, სულ ამბობდა პატარა არისო, თავი დაანებეთო. ის კი მიღიმოდა, რაღაც სხვა ღიმილით, მამა-შვილურის იქითაც რომ მიდიოდა ეს ღიმილი, არ ვიცი სახელს ვერ დავარქმევ. მამას გათამამებული ვიყავი. მახსოვს ერთხელ მათემატიკას, როგორ მამეცადინებდა. მე კი არ ვაკეთებდი, ხან ყურს არ ვუგდებდი, ხან მართლა არ მესმოდა, ბოლოს კი დაღლილობისგან ტირილამდე მივედი. მამის საყვედური მახსოვს. მე და მამა სასეირნოთაც დავდიოდით. მარჯანიშვილი, რუსთაველი... ეს ქუჩები მრავალ მოგონებას ინახავენ. იცით მარჯანიშვილზე, სკვერში, ჩვენი სკამიც კი გვქონდა. ვიყიდიდით მარწყვის და ბანანის წვენებს და იმ ადგილისკენ მივეშურებოდით, სადაც ვიცოდით რომ ჩვენი საყვარელი ადგილი იყო, იმედი გვქონდა რომ იმ სკამზე არავინ იჯდებოდა... იცით როგორი იყო ის სკვერი? ბავშვების ჟრიამულიც ისმოდა, შეყვარებული წყვილის სახეებს დაინახავდით, მეგობრების, მაგრამ თითქოს რაღაც მათ ლაპრაკს არ ახმოვანებსო, ისეთი მყუდრო იყო... ფოთოლთა შრიალი, ღიმილი, სითბო...

***
დილით ჩემი მშობლების სახლში ვიღვიძებ, ჩემს ოთახში... კედელი იისფერია, მარჯვნივ ხატების კუთხეა, მარცხნივ კი საწერი მაგიდა დგას, მის ზევით კი წიგნებით გავსებული თარო, ფანჯრიდან მზის სხივები შემოდიან, ეს ოთახი ჩემს ბავშობას მახსენებს, ათას ცელქობას, ტყუილს, სითბოს, გაბრაზებას, ბედნიერებას იტევს... მახსოვს ბავშობაში, როგორც კი გავიღვიძებდი ხატების კუთხესთან მივიდოდი და ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რაც გამაჩნდა და ვთხოვდი რომ ჩემი მშობლები კარგად ყოფილიყვნენ, საღამოსაც ძილის ლოცვებს ვკითხულობდი დ ამ დღისთვის მადლობას შევწირავდი და ისევ და ისევ ჩემი მშობლების კარგად ყოფნას ვევედრებოდი... კარგი იყო ბავშვობა, არ იყო ამდენი პრობლემა, რა ვიცოდი რომ მომავალში უფრო მეტი სიძნელე და მრავალფეროვნება მელოდა... ახლაც იგივეს ვიმეორებ. ვდგები და პირჯვარს ვიწერ. ოთახში დედა შემოდის:
-წამოდი, ვაშლის ჯემი გავხსენი!-მიღიმის დედა.
-ხო, წამოვალ!-ხალათს ვიცვამ და სამზარეულოში გავდივართ.
-მე წავედი!-ქურთუკს იცვამს მამა და სამსახურში მიდის.
-მარია, რაღაც მინდა გკითხო...
-მკითხე, დედა!-ვეუბნები მას.
-არ გინდა ჩვენთან გადმოხვიდე? მოსწავლეებიც ჩვენთან მოვიდნენ, ასე მგონია იმ სახლში, მარტო, უფრო ნერვიულობ და მხოლოდ მასზე ფიქრობ! - ,,მასში“ გიორგის გულისხმობს.
-დედა, გვეყო ამაზე ლაპარაკი, კარგი? უბრალოდ გთხოვ, მას ნუღარ მიხსენებ!
-კი ბატონო! იყავი სახლში, მარტო, გამოკეტილი და იფიქრე გიორგიზე, იფიქრე!-ბრაზდება დედა.
-დედა, ხომ იცი არა, როგორ მტკივა? გაჩერდი, გთხოვ!-ხმას ვუწევ მე. გამიგია, ვინც ლაპარაკი გასწავლაო, იმასთან ხმა არ აუწიოო, მაგრამ ძნელია თავი შეიკავო, მაშინ, როდესაც აღარ გსურს ამდენი რამის მოსმენა.
-ხოდა რომ გტკივა, მაგიტომ უნდა იპოვო სხვა, მარტო გიორგი არ არსებობს, არა!-ჩემს ოთახში შევდივარ და ტანსაცმელს ვიცვამ და ისევ სამზარეულოში ვბრუნდები, სადაც დედა ფანჯარასთან დგას და ცრემლები მოსდის.
-სჯობს წავიდე!-თავს მიქნევს და კარის დასაკეტად დგება.
პატარა რომ ვიყავი, მაშინ, როდესაცა ბევრი სადარდებელი არ მქონდა ან მქონდა და დღევანდელ პრობლემებთან, რომლებიც ზრდასრულ ადამიანს ექმნება, იმ დროინდელი წუხილი არაფრად გეჩვენება, მახსოვს დედა თუ ტიროდა ხოლმე, როგორ მტკიოდა. ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი ხოლმე, რატომ? არ ვიცი! ალბათ არ მინდოდა შემეწუხებინა, მაგრამ დედას ხომ მაშინ უხარია შვილის ალერსი. მისი ცრემლები, ახლაც დიდ ფასად მიჯდება, მაგრამ როდესაც გიორგის მიხსენებენ ვიფიტები. განა მე არ ვფიქრობ, გიორგიზე? როგორ არა, მაგრამ, როდესაც მის სახელს მიხსენებენ ასე მგონია სახეზე მაწერია რომ ისევ მიყვარს, ისევ მტკივა, ისევ ვდარდობ... ეს უკანასკნელნი მართლაც რომ მაწუხებენ, თუმცა სხვა რომ ეხება არ შემიძლია, გინდ შენი მშობლები იყვნენ.

-------------------------------------------------------------
წარსულის ბილიკი 1



№1 სტუმარი Shore shore

vaime dazabulobaa tavidanve vnaxot vnaxot zaluan momcons

 


№2  offline წევრი teddy))

Shore shore
vaime dazabulobaa tavidanve vnaxot vnaxot zaluan momcons

უღრმესი მადლობა! innocent heart_eyes

 


№3 სტუმარი გვანცა))

კარგი იყო მომეწონა<3
წარმატებებიი იმედიაა მალე გავიგებ ვინ იყო გიორგიი
არ დააგვიანო❤

 


№4  offline წევრი teddy))

გვანცა))
კარგი იყო მომეწონა<3
წარმატებებიი იმედიაა მალე გავიგებ ვინ იყო გიორგიი
არ დააგვიანო❤

ძალიან დიდი მადლობა! შევეცდები... ❤️

 


№5  offline წევრი teddy))

MoonLady
ღია ღია ცის ფერია, ნუშის არომატით თითქოს...

როგორ მესიამოვნა... გმადლობ!

 


№6  offline მოდერი sopiko

უჰუუ, როგორ ველოდებოდი! ^_^
რაღაც სხვაა... რაღაც ახალი და თან ძალიან, ძალიან მაგარი! heart_eyes
მიყვარს ასეთი ისტორიები... ბევრი რომ არ ვიცი და ძალიან, ძალიან რომ მინდა გაგება! ნელ-ნელა მივყვებით ალბათ წარსულს და ყველაფერს შევიტყობთ...
მარია და გიორგი?! ჰმ...
მომენტებში მიმართვები გერევა, ანუ ის, რომ მძიმით უნდა გამოიყოფოდეს ორივე მხრიდან, ჩემო საყვარელო დედიკო შუაში არ იყოფოდეს სასვენი ნიშნით და ა.შ., მაგრამ ვიცი, გამოასწორებ ამას.
აბა, დაგვიანებები არ გამაგონო! უმუზობა ჩემიც მეყოფა :დ მიყვარხარ, ტესს! heart_eyes

 


№7  offline წევრი teddy))

sopiko
უჰუუ, როგორ ველოდებოდი! ^_^
რაღაც სხვაა... რაღაც ახალი და თან ძალიან, ძალიან მაგარი! heart_eyes
მიყვარს ასეთი ისტორიები... ბევრი რომ არ ვიცი და ძალიან, ძალიან რომ მინდა გაგება! ნელ-ნელა მივყვებით ალბათ წარსულს და ყველაფერს შევიტყობთ...
მარია და გიორგი?! ჰმ...
მომენტებში მიმართვები გერევა, ანუ ის, რომ მძიმით უნდა გამოიყოფოდეს ორივე მხრიდან, ჩემო საყვარელო დედიკო შუაში არ იყოფოდეს სასვენი ნიშნით და ა.შ., მაგრამ ვიცი, გამოასწორებ ამას.
აბა, დაგვიანებები არ გამაგონო! უმუზობა ჩემიც მეყოფა :დ მიყვარხარ, ტესს! heart_eyes

საყვარელო, როგორ გამახარე! ძალან დიდი მადლობა! ხო, ალბათ ერთ დღესაც გამოვასწორებ! ❤️

 


№8  offline მოდერი bibo

Vaime chemi busa :*gochunebiii momenatre me shena pawawina au ra sevda ido ragac dzan amewva marwyvis jemo guliii dzan damewva minda shenairi xalisi da tkbili koklozina tavebi marwyvis jemo saicreba xar saswauli chemo busuna chemi cisartyela gogo vgijdebi me shenze

 


№9  offline წევრი teddy))

bibo
Vaime chemi busa :*gochunebiii momenatre me shena pawawina au ra sevda ido ragac dzan amewva marwyvis jemo guliii dzan damewva minda shenairi xalisi da tkbili koklozina tavebi marwyvis jemo saicreba xar saswauli chemo busuna chemi cisartyela gogo vgijdebi me shenze

მეც ვგიჟდები შენზე, ტკბილოვ! მიყვარხარ! ხალისიანი, რა გითხრა, მაგრამ ხანდახან ამათ პასუხებზე კი გაგეცინება... ჩემი ფერადი ხარ!

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

სევდიანი დასაწყისია , მაგრამ საინტერესო ველოდები შემდეგს.

 


№11  offline წევრი teddy))

lalita
სევდიანი დასაწყისია , მაგრამ საინტერესო ველოდები შემდეგს.

დიდი მადლობა! ❤️

 


№12  offline წევრი kora

საინტერესო დასაწყისია, პირველივე თავმა იმდენი კითხვა და ცნობისმოყვარეობა დამიგროვა, რომ მოუთმენლად დავუცდი ყოველ ახალ თავს <3
განსხვავებული შინაარსი, წარსულის მოგონებები და ახლანდელი დრო საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს.
ერთი სული მაქვს გავიგო რვა წლის წინ მომხდარი ამბები მარიასა და გიორგის ცხოვრებაში.
ანი, კარგი გოგო ხარ, ყოჩაღ! <3
--------------------
kira.G

 


№13  offline წევრი teddy))

kora
საინტერესო დასაწყისია, პირველივე თავმა იმდენი კითხვა და ცნობისმოყვარეობა დამიგროვა, რომ მოუთმენლად დავუცდი ყოველ ახალ თავს <3
განსხვავებული შინაარსი, წარსულის მოგონებები და ახლანდელი დრო საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს.
ერთი სული მაქვს გავიგო რვა წლის წინ მომხდარი ამბები მარიასა და გიორგის ცხოვრებაში.
ანი, კარგი გოგო ხარ, ყოჩაღ! <3

ძალიან დიდი ნადლობა! ძალიან გამახარე!!! მალ-მალე დავდებ ხოლმე ახალ თავებს... მეორე თავი უკვე დევს ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent