წარსულის ბილიკი 3
*** ხუთშაბათი დღეა. სალომეს ველოდები. მინდა, უარი განვაცხადო, რომ ვეღარ მოვამზადებ, მაგრამ რა ავუხსნა მის მშობელს?! კარზე ზარია. ღრმად ვისუნთქავ და კარს ვაღებ. ჩემს წინ გიორგი და სალომე დგნან. -გამარჯობა!-მესალმება გიორგი. თვალებს ვხუჭავ და ვახელ. ფრჩხილებს ხელის გულებს ვაჭერ. ამას ვეღარ ავიტან! ვეღარ შევძლებ, მას ხშირად ვხედავდე. ჭრილობებს მიახლებს... -შემობრძანდით!-გვერდზე ვიწევი და ვატარებ.-სალო შენ აქ დამელოდე, კარგი?!-ვეუბნები ბავშვს და გიორგის ვანიშნებ, რომ საძინებელ ოთახში შემომყვეს. -ნორმალური ხარ?!-ვეუბნები ფანჯარასთაბ მდგომს. -არანორმალურობის რა მჭირს?-ხმადაბლა მეუბნება ის. -კარგი, წინაზე არ იცოდი, ვისთან მოდიოდი და დღეს, დღეს, რატომ მოხვედი?!-ვიძახი მე და უკან ვტრიალდები. თვალები მემღვრევა და თითოეული ცრემლი მას ეკუთვნის... -შენი ნახვა მინოდა, ვერ მოვითმინე, გამიგე!-მიახლოვდება და თავისკენ მაბრუნებს. ერთი წუთი სარკეს უყურებს და მის წინ მაგიდაზე დადებულ ფოტოს. ხელში იღებს და სევდიანი ღიმილით დაჰყურებს. -გახოვს ეს დღე?-მეკითხება ისე, რომ თვალს არ აშორებს. -გიორგი, აქ აღარ მოხვიდე!-ვეუბნები გაბზარული ხმით. -ამ დღეს, ის მწვანე კაბა გეცვა, მე რომ მიყვარდა... ისევ გაქვს შენახული?-განაგრძობს ის. თავს ვუქნევ მე. -რატომ წახვედი?-ვეკითხები მას და თვალებიდან ჩამოვარდნილ სითხეს, ხელის გულით ვიწმინდავ. -მე...-რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ სალომე გარედან ეძახის. -მაპატიე!-ამბობს და მისაღებ ოთახში გადის ფოტოთი ხელში, სალომესთან. იატაკს გაშტერებული ვუყურებ. ყვირილი მინდა, თითქოს ამ ხმას ამოვატან, ჩემს ყველა ტკივილსო. გულზე ხელს ვიდებ და საწოლზე ვჯდები. -ღმერთო, დიდებულო, შენ მიშველე...-ვჩურჩულებ და გარეთ გავიდვარ. -ტირიხართ?-მეკითხება, სალომე. -არა, ჩემო ლამაზო გოგონა!-თმაზე ვეფერები მე. -დედა, მოგაკითხავს!-გიორგი ეუბნება, თავის შვილს. დედა... მათ შვილი ყავთ, უკვე დიდი ხანია ერტად არიან... ვგრძნობ, როგორ ვიფიტები, სკამზე ვჯდები და სალომეს მაგიდასთან ვუხმობ. -სალომე დავალება, ხომ ადვილად დაწერე?-ვეკითხები მე. -დიახ, გაკვეთილი მამას ჩავაბარე!-მიღიმის ის. მამის ხსენებაზე, ტანში მცრის და და მეც ღიმილით ვაჯილდოვებ, სალომეს: -კარგი გოგო ხარ! -გმადლობ!-იფერებს ის. -რვეული მაჩვენე აბა... *** სალომეს გაშვების დრო დადგა და დედას ელოდებოდა. ზარის ხმაზე კარისკენ მივდივარ და თამრიკო შეწუხებული სახით დგას მისაღებში: -უკაცრავად, დამაგვიანდა! -არაუშავს!-თავს დაბლა ვხრი. არ მჯერა, რომ გიორგისთან ერთად სხვაა, ის სხვას უდგას მხარში... -წამოდი, მალე, დაბლა მამიკო გევლოდება!-ეძახის სალომეს. სევდიანად ვიღიმი და სალომეს ქურთუკს ვაწვდი. ვუღიმი და კარებს ვკეტავ. აივანზე გავდივარ და ვხედავ, დაბლა, მანქანასთან მიყუდებული, გიორგის. ნერვიულად ათამაშებს ხელში სიგარეტს და ზევით იხედება. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და ვგრძნობ, მასაც სტკივა ჩემსავით. მასთან თამრიკო და სალომე მიდიან. შვილს ეფერება, ცოლს კი უღიმის და შემდეგ მე მიყურებს დამნაშავე თვალებით. ოთახში ვბრუნდები და მაგიდაზე დადგუმ ლარნაკს ძირს ბაგდებ. გატეხვის ხმა მესმის და ძირს ვჯდები. -ვერ შევძელი მასთან ძლიერი ვყოფილიყავი, ვერა...-მლაშე სითხე, ჩემს სახეზე მოედინება და მთელ სახეს მისველებენ. -მარია, რა გჭირს?-ანა შემოდის ოთახში. -როგორ შემოხვედი? -კარები ღია გქონდა!-მეუბნება და ჩემს წინ იმუხლება. -რა მოხდა?-თავზე ხელს მისვამს. -ცუდათ ვარ, ასე არ შემიძლია...-ხელებს ვხვევ და თავს ვადებ.-გიორგი იყო... ყვირილი მინდა! ჭრილობები განმიახლდა... იმის მაგიერ რომ მძულდეს, ვერ ვივიწყებ, არ შემიძლია მძულდეს... -კარგი დაწყნარდი!-მამშვიდებს, ანა და ისევ ზარის ხმა ისმის. -ნეტავ ვინ არის?!-ფეხზე ვდგები და თვალებს ვიმშრალებ. კარის სახელურს ვწევ და ისევ ის თვალები მიყურებენ, ისევ ის... -რატომ მოხვედი? გინდა მნახო, როგორ მტკივა, გინდა?!-ხმამაღლა ვუყვირივარ, გიორგის.-ვერ გიტან, წადი აქედან, წადი!-ყვირილს განვაგრძობ მე. -დაწყნარდი!-ხელებს მკიდებს და გულში მიხუტებს. -წადი, წადი!-ვჩურჩულებ მე. -გიორგი?!-ანას, გაკვირვებული ხმა მესმის. იმ წამსვე ვიშორებ გიორგის სხეულს. -სალომეს, მობილური დარჩა!-იძახის ის. -მობილური?!-ირონიული ხმით ვეუბნები მას.-მობილური გინდა, არა?! ახლავე!-ოთახში შევდივარ და სალომეს მობილურს მაგიდაზე ვპოულობ.-აი, ინებე!-ხელში ვაძლევ და კარებს ვხურავ. -ყვირილმა ვერ გიშველა, გთხოვ თავი ხელში აიყვანე!-მეუბნება, ანა. -ლუკა, როგორ არის?-ვეუბნები მე, საუბარის სხვა თემაზე გადასატანათ. -ლუკა, კი არა, ლაშამ რაო, დაგირეკა?-ცნობისმოყვარე თვალებით მეკითხება, ჩემი საუკეთესო მეგობარი. -გთხოვ, ლაშას თავი არ მაქვს!-ვეუბნები და ფანჯარასთან ვდგები. *** სუპერმარკეტში, პატარა, წითელი კალათით დავდივარ და რძის ნაწარმის სექციაში მივდივარ. მდნარ ყველს ვავლებ ხელს, რომ ჩემი მობილური მახსენებს თავს: -გისმენთ! -გამარჯობა, ლაშა ვარ!-მესმის ხმა. -ჩემი ნომერი საიდან გაიგე?-გაკვირვებული ვეუბნები მას. -რთული არ იყო!-ეცინება მას. -ხო, საერთო ნაცნობები!-მეღიმება მეც. -დღეს, გამოგივლი და წავიდეთ სადმე!-მთავაზობს ის. -არ ვიცი... იცი დღეს...-ყოყმანს ვიწყებ. ყველა, ვინც კი ჩემს ცხოვრებში გამოჩნდებოდა თავიდან ვიშორდებდი. მორჩა ეს დრო! -დღეს გცალია ხომ?-მეკითხე ის ისე, თითქოს ჩემს ყოყმანს ვერ ამჩნევდეს. -კი, მცალია!-ვეუბნები მას. -მაშ, დროებით, საღამოს შვიდზე გამოგივლი!-ამბობს, ლაშა. -კი ბატონო!-ვეუბნები და ყურმილს ვთიშავ. მორჩა ის დრო, თვალებით მხოლოდ გიორგის ვეძებდე, მასზე ვფიქრობდე, ის მეჩვენებოდეს დასაწყისადაც და დასასრულადაც! უნდა დავანახო, რომ მისი ადგილი მხოლოდ დარბაზის ბოლო რიგებშია. სახლში შევდივარ და პარკებს სამზარეულოს მაგიდაზე ვდებ. პროდუქტს ვახარისხებ და ჩემს საძინებელში შევდივარ. კარადის კარებს ვაღებ და კრემისფერ, მუხლამდე კაბას ვიღებ. საათს ვუყურებ. ჯერ ადრეა. კაბას საუთაოებელ მაგიდაზე ვდებ და მისაღებ ოთახში გავდივარ. -დედა, როგორ ხარ?-ვურეკავ, მანანას. -არამიშავს, შენ როგორ ხარ?-მეკითხება ის. -კარგად! მამიკო, როგორ არის? -კარგად, კარგად! დღეს გამოხვალ? -ვერა, დე!-ვპასუხობ მე. -რატომ?-მოწყენილი ხმით ამბობს, დედიკო. -ნუ მოიწყინე, დათოს მეგობარს უნდა შევხვდე!-ვაცნობ მას. -დათოს მეგობარს? რატომ?-ცნობისმოყვარეობით მეკითხება, ის. -რა ვიცი, გავისეირნებთ, დამპატიჟა!-ვაცნობ მას. -დედა, ჯჭკუით იყავი!-მაფრთხილებს ის. -პატარა აღარ ვარ, ვისწავლე, დედა, ჭკუა!-ვეუბნები მას. -კარგი რა, საწყენად არ მითქვამს!-მეუბნება, მანანა. -ვიცი, ვიცი, ბოდიში! წავედი მე, გკოცნი! -მიდი, მიდი!-მეუბნება და ყურმილს თიშავს. *** მანქანის კარს ვაღებ და წინ ვჯები. -როგორ ხარ?-ვეკითხები, ლაშას. -გმადლობ, კარგად შენ? -მეც, კარგად!-მიღიმის და მანქანა ეზოდან გაჰყავს.-სად წავიდეთ? -არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა!-ვეუბნები მას. -გინდა სადმე წავიდეთ, ღვინო დავლიოთ, დღეს გადატვირთული დღე მქონდა.-მთავაზობს ის. -წავიდეთ!-მხრებს ვიჩეჩ მე. ცოტახანში ავტომობილს აჩერებს და მანქანიდან გადმოვდივართ. შენობის კარებს აღებს და წინ მატარებს. კედლები იისფერია, მოძველებული მაგიდები დგას, მყუდრო ინტერიერის შესაქმნელად, იისფერ კედლებს, პატარა ნახატები ამშვენებს, მაგიდები თითქმის შევსებულია... -აქეთ!-მეუბნება და ფანჯარასთან მდგარ მაგიდისკენ მივყავარ. -რას ინებებთ?-მოდის, საშუალო სიმაღლის, თბილად მომღიმარი გოგონა. -წითელი ღვინო...-აგრძელებს ლაშა, მაგრამ მე აღარაფერი მესმის. კარები იღება და გიორგი და თამრიკო შემოდიან. შუაგულში მდგარი მაგიდისკენ მიდიან და მენიუს იღებენ. თვალებით მათ მივშტერებივარ და ვგრძნობ ფეხები როგორ მიკანკალებს. -კარგად ხარ?-მაფხიზლებს, ლაშა. -კი, კი!-ვპასუხობ და გოგონა მაგიდაზე ღვინის ბოთლს და ჭიქებს გვიდგამს. ლაშა, ჭიქებში ღვინოს ასხამს. -ჩვენ გაგვიმარჯოს!-ღიმილით მეუბნება, ლაშა. -გაგვიმარჯოს!-ანერვიულებული ვპასუხობ და ღვინის ჭიქას ვიღებ და ვსვამ. გიორგი, ჩემს მზერას იჭერს და ისიც არანაკლებ შეცბუნებული ჩანს. ოდნავ თავს მიქნევს და მეუღლისკენ ტრიალდება. -მოგწონს, მასწავლებლობა?-მეკითხება, ლაშა. -ცუდი არ არის, მსახიობობას, ჟურნალისტობას და იურიდიულს ვერ ჯობია, მაგრამ...-ვპასუხობ მე და ღვინოს ვსვამ.-შენ მოგწონს, შენი ბიზნესი?-ვეკითხები, მე. -კი, მომწონს, ცუდი არ არის!-ღიმილით მეუბნება ის. -კარგია!-ვეუბნები და ღია წაბლის ფერ, თმას უკან ვიწევ. -მოგწონს აქაურობა?-აშკარად არ იცის რა მკითხოს. -მომწონს!-ვპასუხობ მე, არადა აქედან წასვლა მინოდა, ვერ ვიტანდი გიორგის, თამრიკოსთან ერთად რომ ვხედავდი. ანერვიულებული, ისევ ღვინის ჭიქას ვწვდები. სასმელი მეკიდება და, რაღაც განსხვავებულ ბურუსში ვეხვევი. -მალე, მოვალ!-მეუბნება, ლაშა და სკამიდან დგება. გიორგის მაგიდისკენ ვიხედები და თამრიკოც აღარ ზის მასთან. ლაშა, როგორც კი თვალს ეფარება, გიორგი ჩემკენ მოდის. -რა იყო შენ პრინცესამ მიგატოვა, მე პრინცმა და მოხვედი?!-სასმლისგან შეთამამებული, ვამბობ მე. -მაშ, პრინცი?-მეკითხება, გიორგი. -რა დაუწუნე, პრინცობისა?!-ვეკითხები მას. -არაფერი, ფერი-ფერსაო!-ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე. -ხო, მე სხვანაირი არც შემეფერება!-მეცინება მე.-ჩემი პრინცი მოდის!-ვეუბნები და უკან იხედება, ამასობაში ლაშაც გვიახლოვდება. -ლაშა, გაიცანი ეს გიორგია, გიორგი ეს ლაშაა!-ერთმანეთს ვაცნობ და ხელს ართმევენ. გიორგის სახეზე ეხატება, თუ როგორ არ არის მისთვის, ლაშას გაცნობა სასიამოვნო, მაგრამ ზრდილობის გამო მაინც ამბობს, ამას. -მე, დაგტოვებთ!-ამბობს, გიორგი, და უკან ბრუნდება. რა არის, მაინც ცხოვრება არა? ერთმანეთს დავშორდით, ერთმანეთს ვაგრძნობინებთ, რომ ჩენთვის აღარაფერს ნიშნავს ერთმანეთი, მაგრამ ამასობაში ორივე ვყიდით ჩვენს თავებს და ვამბობთ რომ შენს გვერდით ჩემს გარდა სხვისი ადგილი არ არისო. -შენი მეგობარია?-მეკითხება, ლაშა. -შეყვარებული!-უკვე, საკმაოდ ნასვამი ვამბობ მე და მეცინება. არასერიოზულად ვიქცევი! -შეყვარებული?-ლაშას, უკვე სახეზე ფერები ეცვლება. -ვიხუმრე, ნაცნობია!-ვეუბნები მას. -გასაგებია!-მეუბნება და საფულიდან ფულს იღებს.-წავიდეთ, არა უკვე დიდი ხანია აქ ვართ!-მეუბნება ის. -ხო, ასე ჯობია!-ვამბობ და შავ მანტოს სკამის საზურგედან ვხსნი. -როგორ ხართ?-ჩემთან, თამრიკო მოიწევს. -კარგად, თქვენ, როგორ ხართ?-ზრდილობიან ღიმილს ვიხატავ სახეზე. -არამიშავს!-მეუბენება ის. -სალომე, როგორ არის?-ვეკითხები მე. -კარგად, არის!-მიღიმის და მემშვიდობება. -ამათი ბავშვი, ჩემი მოსწავლეა!-ვუხსნი ლაშას და გარეთ გამოვდივართ. აღმაშენებელზე ფეხით მივსეირნობთ და თანდათან, ცივი ნიავი მაფხიზლებს. -ლაშა!-ვამბობ მე. -გისმენ! -ვიღაცამ რომ მიგატოვოს ოდესმე და ძალიან გიყვარდეს, ზედმეტადაც კი, რას იზამ?-ვეკითხები მე და მაშინვე ვნანობ ეს კითხვა რომ დავსვი. -სიმართლე გითხრა არ ვიცი, ცხოვრების დინებას მივყვები!-მპასუხობს ის. -ცხოვრების დინება, კი სიყვარულის უსასრულობაში ჩაგითრევს!-ვეუბნები და ფეხით ფოთლებს ვეთამაშები. -შენ რა იზამ?-ჩერდება და კითხვას მიბრუნებს. -მე? უნებლიედ, სიყვარულის უსასრულობაში ჩავეფლობი, თავისივე სამკაულებით: ტკივილის, ლოდინის, მოგონებების...-დიდი ხანია ჩაფლული ვარ და მიჭირს ამ უსასრულობიდან თავის დაღწევა. -ხანდახან უნდა შევეწინაამღდეგოდ, ანუ ცხოვრების დინებას.-ამბობს, ლაშა. -ასეა, ასე!-ვამბობ და ზევით ვიხედები.-მთავარია, ღმერთის გვწამდეს და გვიშველის ცხოვრების დაუნდობელი დინებისგან. ლამპიონები ოდნავ ბჟუტავენ, ფეხქვეშ კი ხმელი ფოთლების ხმაური ისმის, მანქანები ასფალტზე ხმაურიად მიმოქრიან, შენობის კუთხიდან ძაღლის ყეფვა ისმის... -წავიდეთ, ხო?-ვეკითხები მას. -კარგი, შენ როგორც გინდა!-მპასუხობს და ავტომობილისკენ მივდივართ. მანქანაში ჩუმად ვსხდებით და ასევე უხმაუროდ ვმგზავრობთ. -გმადლობ, დღევანდელი საღამოსთვის!-ვპასუხობ და მანქანიდან გადავდივარ! -არაფრის, პირიქით გმადლობ, კარგი საღამო იყო!-მპასუხობს ის. -ღამე მშვიდობის!-ისიც იგივეს იმეორებს და თვალს ეფარება. კიბეებზე ავდივარ და კარებს გასაღებს ვუყრი. ღიაა! რა ხდება? შიშის გრძნობა მძაფრდება ჩემში და ფრთხილად ვაღებ კარებს. -მოხვედი?-მესმის ნაცნობი ხმა და შიშისგან ვხტები. -აქ რა გინდა?-ვეუბენბი ხმამაღლა. -მოვედი და კარები ღია დამხვდა!-თავს იმართლებს, გიორგი. -ღია დამრჩენია!-შუბლს ვისრისავ მე.- ნასვამი ხარ წადი, ახლა ჩემთან კი არა, შენს ოჯახთან ერთად უნდა იყო! -მარია...-ჩემს სახელს ამბობს, გიორგი. -გთხოვ, წადი!-სკამს ვწევ და ვჯდები. -მაპატიე...-ჩურჩულებს ის. არაფერი მითქვას, ნერვიულობისგან ერთ ადგილას ვერ ვჩერდები, ფეხზე ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. უკნიდან ფეხის ხმა მესმის, ისიც ჩენთან ახლოს მოდის და უკნიდან მეხვევა. -გიორგი...-ვეუბნები და ვაგრძნობინებ, რომ ხელები გასწიოს. -მენატრებოდი, ძალიან... მე კი, მე მხდალმა...-ამბობს და უკან იწევს. ჯიბიდან სიგარეტის ღერს იღებს. -რატომ წახვედი?-შევეკითხე და არე-მარეს მოვავლე თვალი. ჩუმად დგას, მიყურებს, სევდიანი თვალებით, თითქოს არ სურს თქმა და ფიქრობს, კიდევ ერთხელ დავკარგავო... მასში, ყველაზე მეტად თვალები მიყვარდა და მიყვარს, მთელი არსებით ვგრძნობ... თვალებს ხუჭავს, უკან ბრუნდება და ოთახიდან გადის, მტოვებს ასე უთქმელად, როგორც, მაშინ რვა წლის წინ... ------------------------------------------ ძალიან მახარებთ! მადლობა, მადლობა, მადლობა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.