შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რელიქვიების მცველი (თავი 10)


14-12-2016, 16:13
ავტორი snazina
ნანახია 1 352

თავი 10

ივანმა ფეხზე რაღაცის შემოხვევა იგრძნო. თვალები გაახილა და ... სიბნელეში თავდაპირველად ვერაფერი გაარკვია, მხოლოდ იმას გრძნობდა რომ ფეხზე რაღაც სულ უფრო მაგრად უჭერდა, შემდეგ ამ რაღაცამ უზარმაზარი ძალით გაითრია და ქვიდან ჩამოაგდო, უმწეოდ გაასავსავა ხელები, უნდოდა რამეს ჩასჭიდებოდა მაგრამ ამაოდ. ველურმა შიშმა მოიცვა მისი ბუნება, ახლა ის სასოწარკვეთის პიკზე იმყოფებოდა და ღრმად დარწმუნებული იმაში რომ ვეღარაფერი გადაარჩენდა ლოცვას შეუდგა. გაიფიქრა ,, იყავნ ნება შენი“ და უეცრად ირგვლივ ყველაფერი ძლიერმა ცეცხლმა გაანათა. ივანმა მის ფეხზე შემოჭდობილი ლიანა დაინახა, სწორედ ისინი ითრევდნენ ტყის სიღრმისკენ. ხელები ჩაავლო და მათი გაცლა სცადა მაგრამ ვერ შეძლო. ,, სადაა ეს ბიჭი როცა ასე მჭირდება დახმარება“ - გაიფიქრა გამწარებულმა. ბუჩქი შენიშნა და მოეჭიდა. თუმცა მისი ბრძოლა ამ ერთი შეხედვით უწყინარ ლიანასთან ამაო იყო. ლოდს გახედა და მისკენ მომავალ ხმალ შემართულ ფიგურას მოჰკრა თვალი. გულში იმედის ნპერწკალმა გაუელვა. ყლორტებმა ერთხელ კიდევ ძლიერად მოქაჩეს თავისკენ ივანის სხეული, იგრძნო როგორ გაცურდა ხელებში ბუჩქის ტოტები და ხელის გულები გადაუტყავა. ერთხელაც შეხედა მისკენ მომავალ ფიგურას, ისე გაუღიმა თითქოს ამბობდა ყველაფერი დასრულდაო და წყვდიადში გაუჩინარდა.

***

რელიქვიების მცველი ისეთი უშფოთველი სახით იწვა, თითქოს ძალიან მოხერხებულ საწულზე ყოფილიყო წამოკოტრიალებული. ივანს აღიზიანებდა მისი გულგრილობა მათ გარშემო ატეხილი ხმაურის მიმართ. იწვა შეშინებული და თავლს ვერ ხუჭავდა, ბოლოს როგორც იქნა ჩაეძინა.
უეცრად ყმაწვილი წამოჯდა და გარემო მოათვალიერა, თუმცა ის დანახვას არ ცდილობდა, რაღაცას გაფაციცებული უსმენდა. ირგვლივ უამრავი ერთმანეთში არეული ბგერა ისმოდა, მაგრამ ბიჭის ყურადღება, ერთმა, თითქმის შეუმჩნეველმა ფაჩუნმა მიიპყრო. ზეზე წამოდგა და ლოდიდან გადახტა ხმალი ამოიღო, წვერით მიწას მიაბჯინა და ლოდს გაუყვა გარშემო წრის შემოსახაზად. ჩანთიდან ბოთლი ამოიღო და დახაზულ წრეში სითხე ჩაასხა. სწორედ ამ დროს ტყიდან ორი ლიანა მათკენ გამოცურდა და ივანი ტყისკენ წაათრია. ბიჭმა ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და სითხეს ცეცხლი წაუკიდა, არემარე განათდა და ყმაწვილმა ივანი დაინახა, ხმალი შემართა და მისკენ გაემართა, მაგრამ ივანი ტყემ შთანთქა და მცველი გაჩერდა. მძიმედ სუნთქავდა, სახე მშვიდი ჰქონდა, მხოლოდ თვალებში უელავდა ბრაზი და სიძულვილი. ლოდისკენ შებრუნდა, ჩანთა აირო, იქვე ხეს ტოტი ჩამოატეხა, მაისურის ბოლო შემოიხია და ჯოხზე დაახვია, შემდეგ ბოთლში დარჩენილი სითხე დაასხა და სახელდახელოდ გაკეთებული ჩირაღდანი აანთო. შებრუნდა და თავდაჯერებული ნაბიჯით წავიდა იმ ადგილისკენ სადაც რამდენიმე წუთის წინ ივანი გაუჩინარდა. ხეს ხელით მიეყრდნო, ლოდის გარშემო დანთებულ ცეცხლს გამოხედა და გაბედულად შეაბიჯა წყვდიადში.


***

ივანმა თვალები გაახილა. ხეზე იყო ლიანით მიბმული. ამოიკვნესა, თავი საშინლად სტკიოდა. ,, ნეტა რა მოხდა?“- გაიფიქრა და გარემო მოათვალიერა. პირველი რაც დაინახა უამრავი ანთებული ჩირაღდანი იყო, რომლებიც მშვენივრად ანათებდნენ სიძველისგან კედლებ დაქცეულ, მრგვალი დარბაზის მაგვარ ნაგებობას. ნანგრევებში პატარა არსებები მოჩანდნენ, რომლებიც ხან იმალებოდნენ ხან გამოჩნდებოდნენ და ივანს უყურებდნენ, თან ავისმომასწავებელ ბგერებს გამოსცემდნენ და ეტყობოდათ ერთი სული ფქონდათ თავიანთ მსხვერპლს გასაგლეჯად მივარდნოდნენ, მაგრამ რაღაც აკავებდათ.
ნანგრევებში მიმალულ არსებებს თეთრი ფერის კანი, დიდი მრგვალი ყურები, აპრეხილი ოდნავ წვეტიანი ცხვირი და მწვანედ მოელვარე მრგვალი თვალები ჰქონდათ. პირველი რაც მათ დანახვაზე თავში გაგიელვებდა იყო ის რომ ძალიან საყვარლად გამოიყურებოდნენ. ივანმაც თავის დამშვიდება მათი გარეგნობით სცადა და იფიქრა ,, იქნებ ამ ტყეში კარგი არსებებიც არიან და შეჭმას სულაც არ მიპირებენ“. თუმცა მის მბჟუტავ იმედს გამართლება არ ეწერა. ეს პატარა სულიერები ნანგრევებიდან გამოძვრნენ და ივანის გარშემო დაიწყეს თავმოყრა.
- საჰრად, საჰრად.- გაისმა გამყინავი ხმა და არსებებმა მათთან მოახლოებული ქალისთვის გზის დათმობა დიწყეს. ბოლოს ივანმაც დაინახა ის ვინც უახლოვდებოდა და მისი გონებიდან მთლიანად გაქრა საფრთხის შეგრძნება. მისი სხეული მთლიანად უცნაური სასიამოვნო ეიფორიის შეგრძნებით გაიჟღინთა. უყურებდა გრძელ, თეთრ კაბაში გამოწყობილ შავთმიან ქალს და მისი არაამქვეყნიური სილამაზე თავბრუს ახვევდა. ირგვლივ ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ეს მშვენიერი ქალბატონი და გულშ ჩაღვრილი უსაზრვრო ბედნიერების შეგრძნება არსებობდა.


***

რელიქვიების მცველი ხმლით კაფავდა გზად შეხვედრილ გაუვალ ეკალ-ბარდებს და შეუპოვრად წინ მიიწევდა. იცოდა ივანი სად წაიყვანეს,იქ ადრეც ყოფილა. გარემო სულ უფრო უსიცოცხლო ხდებოდა, ირვგვლივ უწყლობით გამოფიტული ნიადაგი და ეკლიანი ბუჩქები ხვდებოდა. აი ჩამოჭრა კიდევ ერტი ეკლიანი ტოტი და ძველი სასახლის ნანგრევებიც გამოჩნდა. ნანგრევების შუაგულში უზარმაზარი ხე იდგა, რომლის ტოტებიდანაც უამრავი ყვავიელბით შემკული ლიანა ეშვებოდა. უმშვენიერესი სანახობა იყო, მაგრამ არა ყმაწვილისთვის რომლის მზერასაც ვერაფერი გამოეპარებოდა. ჯიბიდან პატარა ქისა ამოიღო, ხელის გულზე ცოტაოდენი ოქროსფერი მტვერი გადმოიბნია, ხელი ნანგრევებისკენ მიმართა და სული შეუბერა. ოქროსფერი მტვრის ნაწილაკები ნანგრევებისკენ გაფრინდნენ და რაღაც უხილავ ბარიერთან გაჩრდნენ. ბარიერმა რღვევა იწრო და მცველი სწრაფად გადაეშვა ბარიერს მიღმა.
ის რაც ბარიერს მიღმა ჩანდა სულაც არ იყო მშვენიერი ეყვავებული ხე. შავი გამხმარი ხის ტოტებიდან ეკლიანი ლიანები ეშვებოდა და ივანის სხეულს გარს სულ უფრო მჭიდროს ეკვროდა, ეკლები მის სხეულს გლეჯდნენ მაგრამ მისი დაბინდული გონება ამას ვერ გრძნობდა. ქალი კი რომელიც მის წინ იდგა შავ დაფლეთილ კაპიშონიან მოსასხამში იყო გამოწყობილი და ხარბად იწოვდა ივანის სულის ნაწილაკებს მისი დასუსტებული სხეულიდან.
- დამაგვიანდა.- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მცველმა და ქალისკენ გაქანდა. ბიჭის დანახვაზე პატარა თეთრ არსებებს შიშის ტალღამ გადაუარათ და პანიკური კივილით სამალავებისკენ გაიქცნენ. ქალმა ყმაწვილს გამოხედა და ბოროტად ჩაიღიმა.
მცველი ქალისკენ მირბოდა და ყელიდან რაღაც ჩამოიგლიჯა, კბილებით მოსხნა თავსახური პატარა ბოთლს ( რომელსაც მუდმივად თან ატარებდა კისერზე ჩამოკიდულს) და ქალს წყალი შეასხა.
-დუ რა საღა მად.- წარმოსთქვა დაუნდობელი ტონით. გაისმა საშინელი კივილი და ქალის სხეული წამში ჩაიფერლა. ბიჭმა ლიანები გადაჭრა, ივანი მის მხარზე მიესვენა.
- აა, შენ ხარ?- ივანი ჯერ არ იყო უცნაური ეიფორიული მგომარეობიდან გამოსული და ვერაფერს ხვდებოდა.
- წავედით.- უთხრა ბიჭმა, ხელი მოხვია და გარღვეული ბარიერისკენ წაიყვანა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს და მათ ზურგს უკან ფერფლიდან ქალის მშვეიერი ფიგურა ამოიმართა.
- დიდი ხანია ამ მხარეში არ გამოჩენილხარ. არმ.- მიმართა მცველს. ბიჭი გაჩერდა მისი ხმის გაგონებაზე.
- გაიქეცი.- უთხრა ივანს. ხელი გაუშვა, ქალისკენ მობრუნდა და ხმალი მოიმარჯვა.
- როგორც ხედავ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ძალები აღვიდგინე. წყალი აღარ გაქვს, ახლა რას აპირებ, ხომ იცი რომ ეგ ჩემზე არ მოქმედებს.- ხმალზე მიუთითა ბიჭს, სახეზე გამარჯვების ღიმილი დასთამასებდა და მცველს ნადავლის გასაგლეჯად გამზდებული ძუ ლომის ტვალებით უყურებდა. ყმაწვილმა ივანს გახედა, ბარიერთან მისულიყო.
-ოო, გინდა დრო მოიგო რომ გაქცევა მოასწროს? არ გამოვა.- უთხრა ქალმა და თითები გაატკაცუნა. სოროებიდან თეტრმა არსებებმა დაიწყეს გამოძრომა.
- შეიპყარით.- მიუთითა მცველზე. ეს დიდყურა, ერთი შეხედვით უწყინარი არსებები ერთბაშად შედგნენ ყალყზე, ალესილი კბილები გამოაჩინეს და კივილით შეესივნენ ყმაწვილს.
ამასობაში ივანმა ბარიერი გადალახა და მობრუნდა. ერთ ადგილას ერთმანეთზე შემდგარი თეთრი არსებების გროვა დაინახა. ,, რას აკეთებენ“- გაიფიქრა და ამ დროს რაღაცამ გროვა დაბლიდან ასწია და არსებები აქეთ-იქით მიმოფანტა. ივანმა მცველი დაინახა, ტანსაცმელი ჩამოხეოდა, ძლივს სუნთქავდა, ხმალს გამალებით იქნევდა და თავდამსხმელთ ერთიმეორის მიყოლებით დაუნდობლად კაფავდა.
უცებ ხე შეინძრა, მისი ტოტებიდან ლიანები ბიჭისკენ გაცურდნენ. ყმაწვილი ბარიერისკენ მობრუნდა, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა ოქროსფერი მტვრით დაზიანებული ადგილის აღდგენა და იხურებოდა. რელიქვიების მცველი მთელი ძალით გაიქცა, სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებდა და გააღწევდა, მაგრამ ბოლო წამს ლიანა მისწვდა და ფეხზე შემოეხვია. ივანმა ხელი ჩაკიდა და ცდილობდა არ გაეშვა, ბიჭი ლიანას ლიანაზე ჭრიდა, თუმცა იმავე წუთს სხვა ეხვეოდა და ხისკენ ექაჩებოდა. ივანი თვალებში უყურებდა ყმაწვილს და გრძნობდა როგორ უცურდებოდა ხელი. წამიც და ყველაფერი დამთავრდა, მცველი დახურულ ბარიერს მიღმა აღმოჩნდა. ივანი მუშტებს ურტყამდა უხილავ ზღუდეს, გამწარებული ყვიროდა და ცდილობდა ეს საფარი შეენგრია. ღრენის ხმა შემოესმა, შებრუნდა და მთვარის შუქით განათებულ ბუჩქებში მოელვარე ყვითელი თვალები დაინახა.
- ახლა მოვკდები. ღმერთო ახლა მოვკდები.- ალუღლუღდა და ბარიერზე ზურგით მიკრული შიშისგან ფეხებ წართმეული ჩაიკეცა. მისკენ უზარმაზარი გაურკვეველი წარმოშობის ცხოველი გადმოხტა.
- ახლა მოვკვდები, ახლა მივკვდები. - იმეორებდა და თვალებ დახუჭული ისტერიულად ეჯახებოდა ზურგით უხილავ ბარიერს. იგრძნო რომ თავზე რაღაცამ გადაუფრინა, თვალები გაახილა, მის წინ მცველი იდგა, ხმლიდან სისხლი წვეთავდა. განგმირული ცხოველი ფეხებთან ეგდო და სიკვდილის წინა აგონიაში მყოფი ფართხალებდა. ბიჭი დარლილი ჩაიმუხლა, ხმალს დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო. ჰორიზონტს გახედა.
- გადავჩით.- მზის პირველი სხივი გამოჩნდა.- მადლობ ბარბალე.
დაამთავრა სიტყვის თქმა და დაეცა. ივანი ბიჭისკენ გაბორთხდა.
- როგორ ხარ?- დააცქერდა ბიჭის სახეს. ყმაწვილი იწვა თავლებ დახუჭული და ხმას არ სცემდა.
- შენ რა გძინავს?- გაიკვირვა ივანმა და გულაღმა გაიშოტა. ,, სად ვარ?“- გაიფიქრა და ვიჭს გახედა - ,, ვინ ხარ?“- შეეკითხა ფიქრებში და გადაყვლეფილ ხელისგულებზე დაიხედა, წამოჯდა და შარვლის ჯიბეში ცხვირსახოცი მოძებნა ,, არაფერს ჯობია, ერთს მაინც შევიხვევ“ ფიქრობდა და მარჯვენა ხელი გადაიხვია. ადგა გარემო დაათვალიერა, ჩანთა შენიშნა, გახსნა და ბინტის შეკვრა იპოვა.
- მომზადებული ყოფილა.- ჩაილაპარაკა და მეორე ხელიც გადაიხვია. ბიჭს მოუბრუნდა, დახეულ ტანსაცმელში გაგლეჯილი ხოჩი უჩანდა. ,, მაგრად მოხვედრია“- იფიქრა და მხოლოდ ახლა იგრძნო სხეულში ტკივილი. ჩაიკეცა ,, რა მემართება“- გაიფიქრა გაოცებულმა და თავბრუ დაეხვა.
- ლიანას შხამი მოქმედებს.- უთხრა მცველმა, რომელიც გონს მოსულიყო. ხელი გაიჭრა და ბიჭს გაუწოდა, დალიე. გადაჭრილი თითიდან სისხლმა გამოჟონა. ივანმა შეძრწუნებულმა დახედა ხელზე.
- გაგიჟდი? - წამოხტა და რამდენიმე ნაბიჯით გაეცალა. წაბარბაცდა და დაეცა.
- არა გეხუმრე, საკუთარი სახე უნდა გენახა. დაიღალე ალბათ, გაგივლის ცოტახანში.- გაეცინა ბიჭს ივანის შეშინებულ სახეზე, წამოდგა და ხელი გაუწოდა.
- აქაურობას უნდა გავეცალოთ, გზიდან შორს მოგვიწია გადახვევა, დაღამებამდე უნდა გავიდეთ, კიდევ ერთ ასეთ ღამეს ვეღარ გადაიტან.
ივანმა გამოწვდილ ხელს ტავისი შეაგება და წამოდგა.
- იქით.- მიუთითა მიმართულება ბიჭმა და გზას გაუდგნენ. ვერც ერთმა ვერ შენიშნა ეკლებში მიმალული ლანდი, რომელიც გაფაციცებული ადევნებდა თვალყურს მათ მოქმედებას.


**********
სულმოუთქმელად ველი თქვენს შეფასებებს. პატივისცემით თქვენი სნაზინა.



№1  offline წევრი snazina

მადლობაა. რომ იცოდეთ როგორ მიხარია როცა კომენტარს მიტოვებთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემ შემოქმედებაზე. მადლობთ. heart_eyes

 


№2 სტუმარი Guest Wasp

Erti suli maqvs fibals rodis wavikitxav dzalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent