შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მეორე თავი)


15-12-2016, 17:06
ავტორი murachashvili
ნანახია 3 106

თამაში მუსიკის წესებით მეორე თავი
მოუხედავად ტატოს პროტესტისა, მარიამმა იმდენი მოახერხა, რომ ბიჭები თავისუფლების მოედნამდე ფეხით სეირნობაზე დაითანხმა, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს, საბას დიდი ხვეწნა არც სჭირდებოდა. გოგონაზე ნაკლებად არც ის იყო აჟიტირებული და მის ნებისმიერ ახირებას უსიტყვოდ ეთანხმებოდა. სამივენი ბავშვობას იხსენებდნენ, ქაშუეთამდე ვერც კი იგრძნეს ისე გალიეს გზა.
- იცი რა მიყვარდა? ახალ წელს დედა ნაძვის ხეზე რომ წამიყვანდა, საჩუქრებში მედალიონის, რუსული მანეთიანის ფორმის „პლიტკა“ შოკოლადსა და მანდარინს რომ ალაგებდნენ... - აშკარად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დანახვაზე მოაწვა ნოსტალგია საბას.
- იცი, რომ სასახლეში საახალწლოდ ახლაც მსგავსი საჩუქრები აქვთ?! - ეშმაკურად გამოხედა მარიამმა.
- კაი?! ისევ მანეთიანის ფორმის შოკოლადებით?! - გაოცება ვერ დამალა ტატომ.
- მთლად მანეთიანის არა, მაგრამ მსგავსი.
- ნაძვის ხეზე შენ არ დადიხარ და საიდან იცი?! - აშკარად არ უჯერებდა საბა.
- შარშან ნაძვის ხის გახსნაზე გახლდით თოვლის პაპასთან ერთად... - ნიშნის მოგებით გადახედა ბიჭებს.
- კაი?!... „სნეგურაჩკა“ იყავი, თუ თოვლის ბებო?! - ირონიულად დახედა საბამ ისევ მკლავზე ჩამოკონწიალებულ გოგონას.
- მგელი!... - მისი ტონით განაწყენებულმა უკმაყოფილო სახით ახედა მარიამმა.
- არა, მართლა…- სიცილს ვეღარ იკავებდა ბიჭი.
- ბოშა ვიყავი და ელფებთან ერთად ახალ წელს მოვყევი...
გოგონას სიტყვებზე ორივენი ახარხარდნენ:
- პირველად გავიგე, თოვლის პაპას ბოშა ახლდეს ახალი წლის მილოცვის დროს... - გაოცება ვერ დამალა ტატომ - გაფიცებ, შენ რას აკეთებდი?
- რა უნდა გამეკეთებინა?! ვცეკვავდი, ვმღეროდი და საჩუქრებს ვარიგებდი. - ისეთი კმაყოფილი სახით გამოუცხადა მარიამმა, თითქოს დიდი საგმირო საქმე ჩაედინოს.
- კაცმა რომ ჰკითხოს, კომპლექსები აწუხებს, ვერ მღერის ქალბატონი, თუ ჩვენთან იფასებ თავს?! - ირონიულად ჩაეკითხა საბა.
- თავის დაფასება რა შუაშია?! ბავშვებს ხომ ვერ ვაწყენინებდი?! მომღერლები არ მოვიდნენ... - თითქოს თავს იმართლებდა საკუთარი სიმღერის გამო გოგონა, ისე დაიმორცხვა.
- კარგი.. სიმღერა რომ მხოლოდ ხვეწნის შემდეგ გეხერხება, ეგ უკვე გავიგეთ, ცეკვაც თუ იცოდი ნამდვილად არ გვეგონა, აშკარად რაღაცას გვატყუებს! - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ტატომ საბას.
- არ გჯერათ? თუ დამიკრავთ ვიცეკვებ! - ზედმეტი თავპატიჟის გარეშე გამოუცხადა გოგონამ.
თითქოს მის დასტურს ელოდნენ, შალითებში შენახული გიტარები მყისვე ამოიღეს, იქვე მდგომ ერთ-ერთ დათოვლილ სკამზე შალითა დააფინეს და ზედ მოთავსდნენ. სულ რამდენიმე წუთი ეყოთ ერთმანეთთან შესაწყობად და ბოშური სიმღერა, „ნანე ცოხაც“ აჟღერდა. მუსიკის სწრაფ ტემპს მოხდენილად აჰყვა მარიამიც, ვისღა ახსოვდა თოვლი და ყინვა, სახე აწითლებული ცეკვავდა ქალიშვილი. თითქოს მისი ბედნიერი სახე ორმაგ სტიმულს აძლევდა ბიჭებსაც, ნელ-ნელა უფრო და უფრო უმატებდნენ მუსიკის ტემპს, მომღერალ ვაჟებს თვითონაც აჰყვა, ისეთი გრძნობით მღეროდა, იფიქრებდით გიტარასთან ერთად კვნესოდა.
ერთობოდნენ, თუმცა ამ გართობა-გართობაში ნელ-ნელა ხალხიც ემატებოდათ, ვერც კი შენიშნეს როგორ გაჩერდნენ გამვლელები, მარიამის ცეკვასა და სიმღერას ღიმილით უცქერდნენ.
- თქვენ გაიხარეთ! - ცეკვის დასრულება და მაყურებელთა ძლიერი ტაშიც ერთი იყო.
- ამ ცივ საღამოს თქვენ თუ გაგვათბობდით. საახალწლო არაფერი იცით?
გულს ხომ არ დასწყვეტდნენ საკმაოდ ასაკიან, ერთ დროს ალბათ ლამაზ წყვილს, საბამ მაშინვე ფრენკ სინატრას “Jingle Bells” -ს წამოიწყო.
სამ ხმაში ტკბილად, შეწყობილად მღეროდნენ მეგობრები, თუმცა როგორც აღმოჩნდა ტექსტი იქ დამსწრე საზოგადოებისთვისაც კარგად ნაცნობი იყო, ვინც ინგლისურად ვერ მღეროდა, ქართულად აჰყვნენ:
- ალილო, ალილო, შობა თენდება! ახალი წლის სიხარულს რა შეედრება!...
- ეს რაა?! რამე ქართული, ისეთი, გულში რომ გაატარო! - წამოვიდა ახალი შეკვეთა იქვე მდგომი ხრიდოლის ქუდიანი მამაკაცისგან.
- ქართული? - ამჯერად ტატოს გახედა საბამ და მათი სიმღერაც ააჟღება - ხევსურის ქალაუ შენა ხარ ერთადერთი!
- ჩვენ შორის ჩამდგარა უფალი ქრისტე ღმერთი! - ისევ წკრილებდა მარიამის პირველი.
- ეე, ესენი აღარ ხუმრობენ ხომ იცი?!.. - იქვე მდგომი ახალგაზრდების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფიც მიუახლოვდათ მომღერლეს.
- აქ რა ხდება?! - გაოცებულმა იკითხა ვიღაც აკადემიურად ჩაცმულმა, შუახნის მამაკაცმა.
- ფულს ვაგროვებთ, საკონცერტოდ!.. - თბილად შესცინა მარიამმა.
- ფულს? ამ ხალხმა აღარ იცის რა აკეთოს! - ვიღაცამ უკმაყოფილოდ ამოიღრინა. თუმცა როგორც კი დაინახა, რომ ბავშვების სიმღერითა და ცეკვით აღტაცებულმა, მამაკაცმა გიტარის გახსნილ შალითაში მომღერლებს ას ლარიანი ჩაუგდო, რეპლიკაც მაშინვე შეწყვიტა - ეეე, ასე მეც ხომ ვიმღერებ?!.. - ლამის უკან გაჰყვა კაცს.
- მერე იმღერე, ვინ გიშლის?! - ისე შეუღრინა მამაკაცმა, რომ ადგილზე გაშეშდა. მის დაბნეულ რეაქციაზე მაყურებლებიც ახარხარდნენ, თავდახრილი და დარცხვენილი მოშორდა შეკრებილ საზოგადოებას, თუმცა შორს მაინც არ წასულა, იქვე ახლოს გაჩერდა და ისე უსმენდა მომღერლებს.
სწორედ ამ დროს მიუახლოვდა ჩვენს მეგობრებს საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, სავარაუდოდ მათივე ასაკის გოგონა.
- უკაცრავად, რამდენიმე წელია გიტარაზე არ დამიკრავს, ნებას მომცემთ?! - გაუბედავად უმზერდა შალითაში მოთავსებულ მარიამის გიტარას.
- დაკვრაზე უარს როგორ გეტყვით! - მხიარულად შესცინა გოგონამ და ინსტრუმენტიც მიაწოდა.
მოხერხებულად მოკალათდა უცნობი ტატოს გვერდით და ყველასგან მოულოდნელად Rock Around The Clock –ის ენერგიული მელოდიაც ააჟღერა.
- აი, ეს მესმის! - აღტაცება ვერ დამალა ტატომ და ყურადღებით შეათვალიერა გვერდით მჯდომი საკმაოდ სუსტი აგებულების გოგონა. თხელი სახე სიცივისგან გაფითრებოდა, გრძელი შავი თმა წონ ჩამოეშალა, ერთად-ერთი რაც დანარჩენებისგან გამოარჩევდა არაბუნებრივად, შავი მოციმციმე თვალები იყო. ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებდით, ამ სუსტ არსებას, თუ ასეთი ცეცხლის დატრიალება შეეძლო.
ბუნებით ლიდერობას მიჩვეული, არ ჩამორჩა უცნობ ქალიშვილს ტატოც. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ისე რიტმულად უკრავდნენ. მარიამი ისევ ცეკვავდა, მაყურებელთა შორის მდგომი ახალგაზრდებიც აიყოლია, ყველაზე მეტად რამოდენიმე წუთის წინ შემოერთებული ვაჟები აქტიურობდნე,. რაც აშკარად არ მოეწონა საბას, მაშინვე ფეხზე წამოხტა და მყისვე შუაში ჩაუდგა მოცეკვავე უცნობებსა და მარიამს. თუმცა ვაჟებს სულაც არ გაუპროტესტებიათ, ზედმეტად ეგოისტი უნდა ყოფილიყავი, რომ საბასა და მარიამის ცეკვისთვის ხელშეშლა მოგენდომებინა. მერწმუნეთ, ასეთ სანახაობას ნამდვილად ვერ ნახავდით. წყვილი საოცრად გრძნობდა ერთმანეთის განწყობას, იმდენად ერთ არსად ქცეულნი ცეკვავდნენ, რომ იფიქრებდით მთელი ცხოვრება „როკენროლის“ ცეკვაში ჰქონდათ გატარებული.
პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის ჯგუფის დანახვაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჯიც გაჩერდა, თუმცა მუსიკოსებისა და მოცეკვავე წყვილის დანახვაზე ავტომობილიდან აღარ გადმოსულან, შორიდანვე ღიმილით აკვირდებოდნენ მუსიკის ტემპს აყოლილ ბავშვებს.
სტვენითა და ტაშის ახალი ტალღით დააჯილდოვეს მაყურებლებმა ჩვენი მეგობრები. წუთების წინ მარიამთან მოცეკვავე ვაჟებმა გიტარის შალითაში რამოდენიმე ოც ლარიანი ჩაყარეს. თითქოს მათ მიბაძეს დანარჩენებმაც, რიგ - რიგობით ყრიდნენ საკმაოდ მსხვილ კუპიუტებს. თვალებს არ უჯერებდნენ მეგობრები, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მარიამის იდეამ გაამართლა, სახე გაბრწყინებული გოგონა ხან საბას ეხუტებოდა და ხან ტატოს.
- უღრმესი მადლობა, თქვენ რომ არა!... - ვინ იცის მერამდენედ უხდიდნენ მადლობას უცნობ ქალიშვილს.
მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არც თვითონ უკრავდნენ, სამივენი აღიარებდნენ, რომ ამხელა მოწონება სწორედ იმ უცნობი გოგონას წყალობით დაიმსახურეს.
- რას ბრძანებთ, პირიქით, იმდენი ხანია არ დამიკრავს, დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის! - ღიმილით დაუბრუნა მარიამს ინსტრუმენტი.
- ერთი წუთით, თქვენ თანხაც გერგებათ! - აშკარად არ ემეტებოდა წასასვლელად გოგონა ტატოს - ახლავე გადავითვლი, მეოთხედი თქვენია!...
- როგორ გეკადრებათ, ეგ თანხა თქვენ გჭირდებათ! - სიცილი ვერ შეიკავა უცნობმა - მე ამ საღამოსთვისაც მადლობელი ვარ, წარმატებები!
- ერთი წუთით მოიცადეთ, იქნებ ყავა მაინც დაგველია?! - ისევ ცდილობდა ტატო მასთან ყოფნის წუთების გახანგრძლივებას.
- არ არის საჭირო, თან მელოდებიან! - იქვე გაჩერებულ შავი ფერის ჯიპზე ანიშნა გოგონამ - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! - დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია ბავშვებს და სწრაფადვე გაქრა ავტომობილის ჩაბნელებულ სალონში.
გულდაწყვეტილმა ერთი კი გახედა ტატომ სწრაფი სიჩქარით მიმავალ ავტომობილს, თუმცა დარდისთვის დრო ნამდვილად არ ჰქონდა, სწრაფად გადათვალეს მოგროვილი თანხა, თვალებს არ უჯერებდნენ, ხუთას ლარზე მეტი მთლიანად მას გადასცეს მეგობრებმა. ამ თანხით ბაკურიანშიც წავიდოდა და ოჯახის ბიუჯეტშიც შეიტანდა მის მცირედ წვლილს, სიხარულისგან გული ყელში ებჯინებოდა ტატოს, მარტო რომ ყოფილიყო ალბათ ატირდებოდა კიდეც.
- არც კი იცით, როგორ მიყვარხართ! - ორივე მეგობარს ძლიერად მოეხვია ის.
ალბათ კარგახანს იდგებოდნენს ასე ჩახუტებულები, დუმილი საბას რომ არ დაერღვია.
- მგონი ხშირად უნდა მოვაწყოთ მსგავსი კონცერტები!... - ღიმილით შეხედა ტატოს მკლავებში მოქცეულ მარიამს და თავადაც ჩაეხუტა ქალიშვილს.
- მოგეწონა ხომ? რა გენაღვლებათ? მე კი გავიჭყლიტე. ფრთხილად იყავით, ჩვევაში არ გადაგივიდეს, ხშირად არ შეიძლება, ჯანმრთელობისთვის მავნებელია!... - სწრაფად გაინთავისუფლა ვაჟების მკლავებისგან თავი გოგონამ.
- კაცმა რომ გკითხოს, არ მოგწონს, არადა, მასთან ჩახუტების შანსს არ უშვებ!... - ირონიულად გადაულაპარაკა ტატომ.
- გნახავ შენც ჩემს დღეში და მაშინ გაგახსენებ! - კბილებში გამოსცრა საბამ.
- ახლა, მართლა სახლში წასვლის დროა, თუ არ ვიჩქარებთ მეტროშიც აღარ შეგვიშვებენ!... - თითქოს მათი საუბარი არც კი გაუგიაო, ისე გამოუცხადა ბიჭებს მარიამმა.
- რა მეტრო, კარგად თუ ხართ?! ფული გვაქვს, ტაქსით წავიდეთ, ჯერ შენ დაგტოვებთ შემდეგ ჩვენ...
დიდად თავპატიჟი არ ერთს არ დაუწყიათ, სიხარულით დაეთანხმნენ ტატოს წინადადებას. ნელა მიიკვლევდა ავტომობილი გზას საბურთალოსკენ.
- აღიაღეთ, ხომ კარგად უკრავდა ის გოგო? - თვალებში ჭინკები უხტოდა მარიამს.
- კი, მაგარი იყო...
- სახელი მაინც გაგვეგო! - დანანებით ჩაილაპარაკა ტატომ.
- ისე უკრავდა, აშკარად პროფესიონალია, სადმე მაინც შევხვდებით... - იმედიანად ჩაილაპარაკა მარიამმა.
- არა მგონია, ჩვენსავით სასტუმროებში გამოდიოდეს! - ირონია ვერ დაფარა საბამ. - თვითონვე თქვა, რამდენიმე წელია არ დამიკრავსო...
ტატოს ხმაში გაჟღერებული სინანული არ გამოჰპარვიათ მარიამს და საბას, ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად შეხედეს, თუმცა კომენტარი აღარ გაუკეთებიათ. გოგონას მითითებით ავტომობილმა სპორტის სასახლესთან შეუხვია და ერთ-ერთი კორპუსის გაჩერდა.
- იცოდე, რომ ახვალ დაგვირეკე და ჩვენც წავალთ!...
- არის, შეფ! - სამხედროს მსგავსად გაკრეჭილი გაებღინძა მარიამი მეგობრებს და სირბილით შევარდა სადარბაზოში.
რამდენიმე წამში საბას მობილურზე ქალიშვილისგან შინ მისვლის მაუწყებელი ზარიც შევიდა.
- ვინმე მოგდევდა?! ასე სწრაფად როგორ ახვედი? - ღიმილს ვეღარ იკავებდა ბიჭი.
- არასერიოზული ადამიანი ხარ! - თბილად ეცინებოდა ტატოსაც.
- მე? - გაოცებულმა გახედა საბამ.
- შენ, აბა მე ხომ არა? რომ გკითხონ მხოლოდ მეგობარია, არადა...
- მხოლოდ მეგობარია, - ისევ ჯიუტად იმეორებდა საბა - ისე, მგონი იმ უცნობმა შენც საკმაოდ მოგხიბლა?! - მოხერხებულად შეცვალა თემა.
- მე აქვე ჩამოვალ, ბუკიას ბაღთან, ეს ყმაწვილი კი, პანკისის კუთხემდე მიიყვანეთ!... - დასმულ კითხვაზე არც მან უპასუხა მეგობარს, სწრაფად გადაიხადა ტაქსის მომსახურეობის ღირებულება, ხელის აწევით დაემშვიდობა საბას და წავიდა.
- მე ვარ ყმაწვილი?! - მეგობრის სიტყვებზე ეცინებოდა საბას.
უნდოდა თუ არ უნდოდა, ისევ მოცეკვავე მარიამის აციმციმებული თვალები უტრიალებდა.
- მეგობარი? - საკუთარ თავთანაც კი უჭირდა იმის აღირება, რომ ასეთი ბედნიერი საღამო აქამდე არ ჰქონია, ამის მიზეზი კი აშკარად მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ზედმეტად გამხდარი, ზედმეტად გიჟი და იქნებ მორცხვიც კი...



№1 სტუმარი გვანცა))

აუ რა კაი იყოო❤
როგორ მომწონსს❤
შენ ისტორიებზე ვგიჟდები

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian momwons. Mec gadmomedo mati dadebiti emocia. Megona rom im wutas mec mattan viyavi da ise mindoda mattan ertad simgera da cekva, sevdac shemomacva rom chemtan axlos ase ti adamianebi ar arian. Momwons dzalian dzaliannnn velodebi shemdegs. Matbobs es istoriaa da mamsubuqebs ar vici rogor vtqva imedia gesmit chemi. Momwons vera fers vityvi metss!!!!!

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გვანცა))
აუ რა კაი იყოო❤
როგორ მომწონსს❤
შენ ისტორიებზე ვგიჟდები

მე კი თქვენზე ვგიჟდები, ისე მავსებთ და მახარებთ heart_eyes

nawkas12345
Dzalian momwons. Mec gadmomedo mati dadebiti emocia. Megona rom im wutas mec mattan viyavi da ise mindoda mattan ertad simgera da cekva, sevdac shemomacva rom chemtan axlos ase ti adamianebi ar arian. Momwons dzalian dzaliannnn velodebi shemdegs. Matbobs es istoriaa da mamsubuqebs ar vici rogor vtqva imedia gesmit chemi. Momwons vera fers vityvi metss!!!!!

უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის, თუ გახალისებთ და გათბობთ ესეიგი მიზანიც მიღწეულია. heart_eyes ახალი თავი კი ალბათ შაბათ-კვირას იქნება smile

 


№4 სტუმარი Shore shore

ra sasiamovno casakitxia rogor momcons

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ ძალიან თბილი და საყვარლობაა აი მართლაც ტომ ახალი წლის გამწყობას ქმნის... ასე გააგრძელე და მიხარია მსუბუქი ისტორია რომ იქნება ზედმეტი ჩახვევების გარეშე... წარმატებები

 


№6  offline წევრი isterichka123

vau dzan magaria nomwons gagrdzele

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი ტკბილი საახალწლო ისტორია დაბრუნდა... გამიხარდა ასე მალე რომ დადე ახალი თავი... რა გითხრა ამ ახალგაზრდებმა გამათბეს და განწყობა ამიმაღლეს... მეც ვიდექი ქუჩაში და ვუყურებდი ამ სამის გამოსვლას ისტორიაში ვიყავი და ვიგრძენი ზამთრის სუსხი, მარიამის სიცივისგან აწითლებული ლოყები... იდუმალი მუსიკოსი რომელმაც მოხიბლა ტატო... მოკლედ ამ ყველაფერმა წინასაახალწლო ჯადოსნურობა და სიხალისე მომიტანა... ძალიან მაგარი იყო...

 


№8  offline წევრი teddy))

რა კარგია ასეთი მეგობრები, როდესაც გყავს... ძალიან მონწონს! თითქმის ჩემ ხელები არიან და უფრო საინტერესოა... სულ ღიმილით წავიკითხე! მოხიბლული ვარ ტატოთი, საბათი და მარიამით! ველი შემდეგ თავს!

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Shore shore
ra sasiamovno casakitxia rogor momcons

heart_eyes kissing_heart

 


№10  offline წევრი ლელუკა

ძალიან საინტრესოა ველოდები ახალ თავს kissing_heart

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ანი ანი
აუ ძალიან თბილი და საყვარლობაა აი მართლაც ტომ ახალი წლის გამწყობას ქმნის... ასე გააგრძელე და მიხარია მსუბუქი ისტორია რომ იქნება ზედმეტი ჩახვევების გარეშე... წარმატებები


თუ ახალი წლის განწყობას ქმნის, გამოდის მიზანმა გაამართლა, რაც ძალიან მახარებს heart_eyes

Shore shore
ra sasiamovno casakitxia rogor momcons

გმადლობთ, რომ კითხულობთ heart_eyes

isterichka123
vau dzan magaria nomwons gagrdzele

heart_eyes

უცნობი ქ
ჩემი ტკბილი საახალწლო ისტორია დაბრუნდა... გამიხარდა ასე მალე რომ დადე ახალი თავი... რა გითხრა ამ ახალგაზრდებმა გამათბეს და განწყობა ამიმაღლეს... მეც ვიდექი ქუჩაში და ვუყურებდი ამ სამის გამოსვლას ისტორიაში ვიყავი და ვიგრძენი ზამთრის სუსხი, მარიამის სიცივისგან აწითლებული ლოყები... იდუმალი მუსიკოსი რომელმაც მოხიბლა ტატო... მოკლედ ამ ყველაფერმა წინასაახალწლო ჯადოსნურობა და სიხალისე მომიტანა... ძალიან მაგარი იყო...


აქ ის ემოციები მაქვს აღწერილი, რასაც ამ ბავშვებთან ურთიერთობისას მე განვიცდი, მიხარია თუ შევძელი და საკუთარი ემოციები მკითხველებამდეც მოვიტანე heart_eyes

teddy))
რა კარგია ასეთი მეგობრები, როდესაც გყავს... ძალიან მონწონს! თითქმის ჩემ ხელები არიან და უფრო საინტერესოა... სულ ღიმილით წავიკითხე! მოხიბლული ვარ ტატოთი, საბათი და მარიამით! ველი შემდეგ თავს!


ასეთი ბავშვები რეალურადაც არსებობენ და ასეთი მეგობრობაც შეუძლიათ, მე ყველაზე მატად ეს მახარებს heart_eyes

 


№12  offline წევრი Shokoladi :D

ისე თბილად, ისე დახვეწილად და იმდენად რეალურიად წერთ რომ შეუძლებელია ადამიანი თქვენს შემოქმედებას გაეცნოს და არ მოეწონოს , მეტიც არ შეუყვარდეს . საოცარი მწერალი ხართ ❤

 


№13 სტუმარი Guest Gvantsa

ძალიან სასიამოვნო ისტორიაა,აი ისეთი კარგ განწყობაზე რომ გაყენებს ძილის წინ და შენი ცხოვრების საუკეთესო წამები რომ გახსენდება.მადლობა შენ ამისთვის <3

 


№14 სტუმარი ემი

მიუხედავად იმისა, რომ გარეთაც ძალიან ცივა და ისტორიაშიც, ისე გავთბი, ისეე.... იმხელა სითბო შემოვიდა გულშიც და სულშიც, რომ ძალიან დიდხანს მეყოფა... blush

უკვე მიყვარს მე ეს ბავშვები... ასეთი ლაღები, სუფთები, თბილები, ტკბილები... ამათ შემხედვარე დიდი პრობლემაც აღარ გეჩვენება დიდი... თვლი, რომ ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია გინდოდეს, გჯეროდეს, გიყვარდეს და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა... relaxed

პ.ს. გამიხარდა, რომ პირველ პირში რომ არ წერ, სულ მაინტერესებდა, როგორი გამოგივიდოდა მესამე პირში დაწერილი... ფაქტია, რომ ძალიან მაგარი გამოვიდა... heart_eyes

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Shokoladi :D
ისე თბილად, ისე დახვეწილად და იმდენად რეალურიად წერთ რომ შეუძლებელია ადამიანი თქვენს შემოქმედებას გაეცნოს და არ მოეწონოს , მეტიც არ შეუყვარდეს . საოცარი მწერალი ხართ ❤


როგორ მიყვარხართ არ იცით, ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან, მიხარია და ბედნიერი ვარ თქვენი სიტყვებით heart_eyes

Guest Gvantsa
ძალიან სასიამოვნო ისტორიაა,აი ისეთი კარგ განწყობაზე რომ გაყენებს ძილის წინ და შენი ცხოვრების საუკეთესო წამები რომ გახსენდება.მადლობა შენ ამისთვის <3

უზომოდ მიხარია, სულ ოდნავ მაინც თუ მოვახერხე დადებითი ემოციების გამოხატვა

ემი
მიუხედავად იმისა, რომ გარეთაც ძალიან ცივა და ისტორიაშიც, ისე გავთბი, ისეე.... იმხელა სითბო შემოვიდა გულშიც და სულშიც, რომ ძალიან დიდხანს მეყოფა... blush

უკვე მიყვარს მე ეს ბავშვები... ასეთი ლაღები, სუფთები, თბილები, ტკბილები... ამათ შემხედვარე დიდი პრობლემაც აღარ გეჩვენება დიდი... თვლი, რომ ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია გინდოდეს, გჯეროდეს, გიყვარდეს და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა... relaxed

პ.ს. გამიხარდა, რომ პირველ პირში რომ არ წერ, სულ მაინტერესებდა, როგორი გამოგივიდოდა მესამე პირში დაწერილი... ფაქტია, რომ ძალიან მაგარი გამოვიდა... heart_eyes

დიდი, დიდი მალობა ამ სიტყვებისთვის. ძალიან მიხარია, ოდნავ მაინც თუ მოავეხერხე საკუთარი ემოციების გადმოეცამა, რაც შეეხება ამ ბაშვების სიყვარულს, ვაღიარებ მეც ძალან მიყვარს სამივე, განსაკუთრებით კი მარიამი smile ვეცადე გამეთვალისწინებინა რჩევა smile მესამე პირში წერა ჩემთვისაც ექსპერიმენტია, თუმცა მომეწონა heart_eyes

 


№16  offline წევრი ლამაზი_

გამარჯობათ

ეს თქვენი ნაწერია?

 


№17  offline მოდერი sopiko

ღმერთო, როგორი გაღიმებული დამტოვე...
უდიდესი ემოცი მრჩება გულში თითოეული თავის წაკითხვის შემდეგ blush

 


№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლამაზი_
გამარჯობათ

ეს თქვენი ნაწერია?

გამარჯობა, მე თუ მეკითხებით, კი, ჩემი ნაწერია smile

sopiko
ღმერთო, როგორი გაღიმებული დამტოვე...
უდიდესი ემოცი მრჩება გულში თითოეული თავის წაკითხვის შემდეგ blush


ჩემო თბილო და ლამაზო heart_eyes kissing_heart

 


№19  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მესმის საახალწლო განწყობა.გაგვათბე,გაგვამხიარულე და უფრო აგვიმაღლე ახალი წლის სიხარული.კარგი იყო.ისეთი სურვილი გამიჩნდა მეც ვყოფილიყავი მათთან ერთად იმ დროს ვერც კი წარმოიდგენ.მადლობა შენ რომ ასე გაგვამხიარულე
--------------------
ლანა

 


№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
აი მესმის საახალწლო განწყობა.გაგვათბე,გაგვამხიარულე და უფრო აგვიმაღლე ახალი წლის სიხარული.კარგი იყო.ისეთი სურვილი გამიჩნდა მეც ვყოფილიყავი მათთან ერთად იმ დროს ვერც კი წარმოიდგენ.მადლობა შენ რომ ასე გაგვამხიარულე


პირიქით, მადლობა შენ ასე რომ მავსებ heart_eyes

 


№21  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ჩემი ტკბილი საახალწლო ისტორია დაბრუნდა... გამიხარდა ასე მალე რომ დადე ახალი თავი... რა გითხრა ამ ახალგაზრდებმა გამათბეს და განწყობა ამიმაღლეს... მეც ვიდექი ქუჩაში და ვუყურებდი ამ სამის გამოსვლას ისტორიაში ვიყავი და ვიგრძენი ზამთრის სუსხი, მარიამის სიცივისგან აწითლებული ლოყები... იდუმალი მუსიკოსი რომელმაც მოხიბლა ტატო... მოკლედ ამ ყველაფერმა წინასაახალწლო ჯადოსნურობა და სიხალისე მომიტანა... ძალიან მაგარი იყო...


მესამე თავთან დაკავშირებით დადებულ კომენტარზე აქედან გადავწყვიტე პასუხის გაცემა: ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, ამ ისტორიას აშკარად შენ უნდა გიმადლოდე, შენი თანადგომა ზალიან მნიშვნელოვანია და ორმაგად მიხარია რომ მოგწონს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent