შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ტანგო


19-12-2016, 01:13
ავტორი მაშენკა
ნანახია 1 852

ჩემს თავში ისევ ქაოსია.
ისევ უაზროდ ვეკამათები დედას და უკანმოუხედავად ვეშვები კიბეზე.
შოკოლადი მიშველის!
გაწეწილი, სახლის ჩუსტებით შევდივარ თამილას მარკეტში, რომელიც ჩემი სოფლის მაღაზიას ჰგავს.
ყველაფერი ცოტ-ცოტაა და თითქმის ცარიელია.
მეტად დაინტერესებული ვათვალიერებ დახლებს, რომ ჩემს საყვარელ შოკოლადს მოვკრა თვალი. არის! მხოლოდ ერთი.
სანამ ჩემს სტიქიაში ვარ, თამილა დეიდა გამოწკეპილ ბიჭს იმ შოკოლადს აწვდის მე, რომ ავადგი თვალი.
-არა! ვყვირი მოურიდებლად და უცნობის ირონულ მზერასაც ვაწყდები.
-უკაცრავად?! მეუბნება ცალყბად და შოკოლადს ართმევს.
- ეს ჩემი საყვარელი შოკოლადია!
-ჩემს დასაც ძალიან უყვარს, ვერ დაგითმობთ.
-მე დეპრესიაში ვარ! მომეცი ახლავე. ვყვირი და არ ვაშორებ ტვალს.
ფულს იხდის, თამილა დეიდას მადლობას ეუბნება, მერე მე მიყურებს
-გიჟი ხარ! ამბობს ტავისთვის და მარკეტიდან გადის.
ყველა ჩემს წინააღმდეგაა, ყველა!
ისევ სახლში ვბრუნდები. სხვა მარკეტში წასვლის არც თავი მაქვს და არარც სურვილი.
ასეა, სულ ასეა...
მამაჩემის გარდაცვალების დღიდან ყველა ჩემს წინაარმდეგაა.
ჩემი თავიც კი.
ბევრმა მეგობარმა ერ აითანა შეცვლილი ანა და წავიდნენ.
ჯანდაბამდე გზა ქონიათ!
მაგრამ სულ მეფიქრება, როგორ ვერ გამიძლეს, როგორ არ დამეხმარნენ.
იქნებ ჩემი ბრალია.
ჩემი ბრალი არ არის...
მამაჩემის წასვლა ჩემი ბრალი არ არის.
ისევ ტირილით ვემხობი ბალიშზე და ნელ-ნელა ვიცლები ემოციეისგან.
მეძინება.
სიზმარში ისევ ისეთი მხიარული და მოცინარი ანა ვარ. მამაჩემს ვეხუტები და ერთიანად ვთბები. მხოლოდ სიზმარში.
ღიმილით მეღვიძება და ჩემი ხედვის არეალში აქტიურად მოძრაობს ჩემი ბავშობის მეგობარი.
-ლილია? გაკვირვებული ვუყურებ, არ ველოდი.
-ხომ გახსოვს დღევანდელი დღე? თავზე დამჩხავის და ვცდილობ გავიხსენო რა ხდება დღეს. ლილია რათქმაუნდა უსიტყვოდ ხვდება ყველაფერს და გვერდით მიჯდება.
-დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა და თან ხომ გახსოვს, ხელი უნდა თხოვოს იმ გოგოს. შენ შეპირდი და აუცლებლად მოხვალ.
კაბაც მოგიტანე. ამბობს თავდაჯერებული და საწოლზე წითელ კაბას დებს.
***
არ მინდა წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ არის.
მონდომებით ვემზადები საღამოსთვის და დედაჩემის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს.
ჩემი კაბა მარჯვენა მხარეს ჩახსნილია და თითქმის მთელი ფეხი ჩანს. გულში ვლანძღავ ლილიას და მაინც კმაყოფილი ვათვალიერებ საკუთარ თავს. ძველ ანას გავს.
მომწონს.
დედასაც მოწონს და საგულდაგულოდ დამალულ ბედნიერების ცრემლსაც ვამჩნევ.
***
-არანაირი სისწრაფე, ხმაური და მუსიკა გზაში. ჯერ გასული არ ვიყავი სადარბაზოდან ლილიას, რომ მივახალე.
-უიმე უნაირო, უჟმური. გოგო რა ლამაზი ხარ! მაინც იცინის ჩემი დაქალი და მეხუტება.
მანქანაში ვჯდებით და მივდივართ.
ვგრძნობ, როგორი ბედნიერია ჩემი დაქალი და უნებურად მეღიმება.
როგორი სუფთა და კარგია ლილია, ჩემი ფერადი ლილია.
რაც თავი მახსოვს ლილია ჩემი საყრდენია. ამ გოგომ გამიძლო და მეტიც, ფიქრობს, რომ არაფერი არ მაქვს გადაძლები.
-მოვედით.
ფიქრებიდან ლილიას მხიარულ ხმას გამოვყავარ და მანქანიდან უხმოდ გადავდივარ.
იმდენად ვარ ხალხს გადაჩვეული, რომ რესტორანში შესვლა სიკვდილის ტოლფასია. უბრალოდ არსებობს მორალური კანონები, სურვილის საწინააღმდეგო კანონები.
შეძლებისდაგვარად ვიღიმი და ისე შევდივარ შენობაში.
ხალხის მზერას ყირადღებას არ ვაქცევ და პირდაპირ შეთესკენ მივდივარ.
-გილოცავ, გულწრფელად მეღიმება და გაოცებულს ვეხვევი.
-არ გელოდი. მადლობა, მადლობა, როგორ გამახარე. ადგილს ვერ პოულობს შეთე და ვხვდები, როგორ ვატკენდი გულს აქ არ მოსვლით.
-ეს სოფოა. მიმანიშნებს ლამაზ, ქერა გოგოზე და თვალების ციმციმზე ვატყბ ვინცაა... საოცარი ღიმილი აქვს ამ გოგოს, ყველგვარი სიტყვების გარეშე ვხვდები, როგორიცაა.
კმაყოფილი მივყვები ლილიას და მოწყვეტით ვეშვები სკამზე.
მუსიკა ირთვება.
დაბადების დღე ყოველგვარი თამადების გარეშე.
ღმერთო რა მშვენიერია.
განაბული ვუყურებ მოცეკვავე წყვილებს და გული სითოტი მევსება.
გვერდით ვიღაც მიჯდება და ინსტიქტურად ვატრიალებ ტავს.
-შეენ? ეს, ეს ჩემი შოკოლადის ქურდია.
-დიახ, გვერდზე, რომ იყურებდე შემამჩნევდი.
-შეთესთან მოვედი, ბიჭების დასათვალიერებლად არ მოვსულვარ. ვღიზიანდები.
-ვიცეკვოთ! თემა გადააქვს, მე დაბნეული ვუყურებ.
-ამბობენ ტანგო დეპრესიას შველისო, ამბობს და ფეხზე მაყენებს.
მარჯვენა ხელი წელზე მოხვია, მარცხენაში ჩემი მარჯვენა მოიქცია, მხრებში გასწორდა თვალი შამიკრა და დაბნეული ამიყოლია ცეკვაში.
-ლამაზი ხარ, მეუბნება ყურში და ირონიულ მზერას არ იშორებს
-უხ, როგორი სიამოვნებით დაგიმახინჯებდი მაგ სახეს. აზრზე მოსული ვახლი და არანაკლებ ირონიული ღიმილით ვაგრძელებ მოძრაობას.
-ანუ სიმპატიური ვარ?
-არა. სახეს ვმანჭავ და ვტრიალდები.
მისი საფეთქელი ზედეტად ახლოსაა ჩემსასთან და უხეხულობა პიკს აღწევს. მგონია, რომ ჩემს აზრებს კითხულობს... უკვე ნერვები მეშლება მის სიჩუმეზე და სწრაფად ვატრიალებ თავს მარცხნივ.
-გამებუტე? იცინის და ჩემთან ერტად ტრიალებს.
-შემეშვი. ისევ ვღიზიანდები.
ამასობაში მუსიკაც მთავრდება და ტავდაჯერებული მივდივარ ჩემი ადგილისკენ. აცანცარებული ბავშვივით ვცდილობ ჩემში ემოციების ჩახშობას.
დიდიხანია ემოციებს გასაქანს არ ვაძლევ.
ასე ჯობია.
ვის რას ვუმტკიცებ არ ვიცი, მაგრამ ასეა, ასე ჯობია.
ახლა, რომ თინეიჯერი ვიყო, ვიფიქრებდი ბედია- მეთქი.
ჯერ თამილას მაღაზიაში შემხვდა, მერე საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე. ჩემს ფიქრებზე მეცინება და წითელ ღვინოს ვსვამ, მხოლოდ ერთ ყლუპს.
არ მახსოვს, მაგრამ ალბათ შეთეს ძმაკაცია.
ჩემი ძვლი მეგობარი მადგება თავზე და მისი ხმის გაგონებისთანავე მეუფლება გულის რევის შეგრძნება.
-ისევ კარგად ცეკვავ. იკრიჭება და ცდილობს გადამკოცნოს.
თავს გერდით ვწევ და ცალყბად მეღიმება.
ჩემი მარჯვენა წარბი ავტომატურად იწევა მაღლა და ვიწყებ ლაპარაკს.
-უნამუსო ხარ. მხოლოდ ორი სითყვა, მეტი არაფერი მემეტება ამ ბიჭისთვის. ისეთი სუსტი აღმოჩნდა, იმდენად რთულ სიტუაციაში მიმატოვა, რმ შემზიზღდა ისიც და საკუთარი თავიც. იმ ნდობისთვის, რომელიც მქონდა და გამიქრო თავისი საქციელით, ყველაზე მეტად, რომ მჭირდებოდა მაშინ გაქრა. სავადმყოფოების ცივ კედლებში დამტოვა ბედის ანაბარა, როცა საყვარელი ადამიანის სიოცხლე წყდებოდა ჩემთვის.
-ვიცი. დანანებით მპასუხობს და ტავს ხრის.
გულის რევის შეგრძნება მიმძაფრდება. რა მცირეა, როგორც ადამიანი ღმერთო ჩემო.
ფეხზე ვდგები, უკვე დამუღამებული ირონიით უღიმი.
-არაკაცი ხარ ვეუბნები და შეთესკენ მივდივარ.
სოფო ისეთი საყვარელია, რომ უკვე მეორედ მეღიმება გულწრფელად.
-ანა, ეს ჩემი ძმაა, გიორგი, მიღიმის და ჩემი შკოლადის ქურდზე მიმანიშნებს.
-სასიამოვნოა ეშმაკურად იცინის9 თურმე გიორგი) და თვალს მიკრავს.
მე მხოლოდ ხათრით ვიღიმი და ხამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ.
გეგონება არ დაინახავდნენ, რომ ვიცეკვეთ, აფერისტი.

***
-შვენ სვანეთში ვაპირებთ წასვლას და იმედია უარს არ იტყვი ჩვენთან ერთად წამოსვლაზე, თან უკეთ გაგიცნობთ. მეუბნება სოფო და შეთეს ეკვრის.
-რათქმაუნდა არ იტყვის უარს. სულ სამსახური, სამსახური მობეზრდებოდა ალბათ თვალებს მიბრიალებს შეთე და თავზე კოცნის სოფოს.
-წამოვა აბა რა! ამატებს ლილია და ხელებს იქნევა აქეთ-იქით.

***
ყველა ერთად ვცეკვავთ და მე ჩემდაუნებურად ვხალისდები.
მოზღვავებულ ემოციას ვგრძნობ და აქამდე ჩაკლულ ემოციებს |ჩემგან გამოსვლა უნდათ.
ერთადერთი გამოსავალი ტირილია, მაგრამ ადგილი არ მიწყობს ხელს და ისე ღიმილს ვამჯობინებ.
-მარჯვენა ფეხს ნუ ტვირთავ, ნამეტანი მიმზიდველი ხარ ანიკო. იცინის გიორგი და ენერგიულად აგრძელებს ცეკვას.
მე უხერხულობისგან ვწითლდები და კიდევ ერთხელ მინდა ლილიას გაწეწვა ამ კაბის გამო.
***
მუსიკა ჩერდება და ყვეა დაბნეული უყურებს ერთმანეთს.
სცენაზე შეთე ადის, ამასობაში წყნარი მსიკა ირთვება და ლაპარაკს იწყებს.
ძვირფასო, (აშკარად სოფოს მიმართავს)
შენ უკვე მეორე წელია მიფერადებ და მილამაზებ ცხოვრებას.
აშკარად ღელავს და ბოდიშს იხდის.
ეცინება და აგრძელებს.
უკვე მეორე წელია ჩემი სულის ნაწილი ხარ, სულის გესმის?!
მე და შენ, შენ და მე და ჩვენ, რომ გარდაუვალია დიდი ხანია მივხვდი.
მიყვარხარ მე შენ და მინდა, რრომ ჩემი ცოლი გახდე, ძალიან მინდა.
ახლა ცრემლებს ვეღავ ვიკავებ და სიხარულისგან ვტირი.
მხოლოდ შეთეს და სოფოს ვხედავ ერთმანეთზე ჩახუტებულებს.
ღმერთო რა ბედნიერებაა.
-ანიკო რა გჭირს,ასე გეწყინა? კარგი ჯანდაბას შენ მე გამომყევი ცოლად. გიორგის ირონიული ტონი მესმის გვერდიდან და მუჯლუგინით ვცდილობ მის მოშორებს. პასუხად სიცილს ვიღებ და ისევ დგება ჩემს გვერდით.
სათითაოდ ვულოცავთ წყვილს და ცრემლებს მონდომებით ვიწმენდ.
სოფო და შეთე ვალსს ცეკვავენ. აშკარაა, რომ გარშემო ვერავის ამჩნევენ და ჩვენც მოურიდებლად ვაშტერდებით ამ ორს.
მგონია, რომ მათ შორის უხილავი ზაფებია გაბმული და ერთ სფეროში არიან მოქცეულნი. რა უაზრო აზრები მაქსვ. თავს ვაქნევ და ბედნიერი ვიღიმი.
****
დილით მეღვიძება და სიმსუბუქეს ვგრძნობ. მოწესრიგებას ვიწყებ და ღიმილით ჩავრბივარ სამზარეულოში სადაც მარიკა დედიკო მეგულება. ხმაურიტ ვკოცნი ლოყაზე და მაგიდაზე ვჯდები.
-რა იყო დედა? ეჭვნარევი ღიმილიტ მიყურებს და სახეზე გაკვირვებასაც ვატყობ.
-არაფერი დე, არაფერი. ისევ მეღიმება და ტელეფონს ვიღებ მოსული მესიჯის გასახსნელად.
შეტყობინება შეთესგანაა
"ანა-ბანა, ხვალ სვანეთში მივდივართ. რათქმაუნდა უარი არ მიიღება. ისიც ვიცი, რომ უფროსი შენი ბიძაშვილია და შვებულების ამბავსაც მშვენივრად გააჩალიჩებ სამსახურში! გკოცნი."
-სვანეთში მივდივარ! ვამბობ მარიკას გასაგონად და ჩემი უფროსის ნომერს ვეძებ. მესიჯს ვწერ და პასხს ველი.
-ვისთან ერთად, დედა?
_ლილია, შეთე, შეტეს საცოლე და მე.
მარიკას მხოლოდ ეღიმება.
აწკრიალებულ ტელეფონს ვპასუხობ და თან ჩემს ოთახში ავდივარ.
-მეჩვენება თუ ის მესიჯი შენ მომწერე?
ჩამყვირის ჩემი უფროს-ბიძაშვილი.
-მე მოგწერე, მე. ვიცინი. ტანსაცმლის ჩანთას ვიღებ კარადიდან და საწოლზე ვდებ.
-ანა, განცხადებასაც მე დავწერ შენს მაგივრად. რამდენი ხნიტაც გინდა წადი. დაბნეუი მპასუხობს. მადლობის გადახდასაც არ მაცდის ისე მითიშავს.
ჟიტირებული ვალაგებ ბარგს მეორე დღისთვის და დეტალებს ლილიასთან ვაზუსტებ.
დავბრუნდი.
უზარმაზარი ტკივილით, მაგრამ მაინც დავბრუნდი.
ძვლი ემოციებით და ხალისით. ახლა ვიგრძენი დაღლილობა და ისიც, რომ დამქანცველი სამსახურისგან შორს ყფნა მჭირდება. არა მარტო სამსახურისგან.
დავიჯერო ტანგო მართლა შველის დეპრესიას? ჩემს ფიქრებზე მეცინება და ჭრელ სარაფანს ვტენი ჩანთაში. ბარგი მზადაა. საწოლზე ვემხობი და წინასწარ მიხარია სვანეთი.

-------
ამ ისტორიას სხვა ნიკით ვდებდი, მაგრამ რატომღაც ვეღარ შევდივარ...
ველი თქვენს შეფასებას და კრიტიკას.ვეცდები გავითვალისწინო შენიშვნები.



№1  offline წევრი LSD

Vaime rogor momewona ragac gansxvvebulia chemtvis imedimakvs ufro didi tavebs dadeb da mal male ukve vegar vitman veli hemdegs da warmatebebi❤❤

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

კარგია
უბრალოდ ტანგოს უფრო მეტი უნდა
საშინლად მინდოდა ტანგო აგეღწერა, ანუ როგორ იცეკვეს ანამ და გიორგიმ
საშინლად დამაკლდა
უფრო მეტი ემოციაა სსაჭირო
სხვათაშორის სანამ წავიკითხავდი ტანგო ჩავრთე
მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი
არ იყო ის, რაც ტანგოს ჭირდებოდა
სათაური ძალიან მომეწონა,რათქმაუნდა
კარგი ჩანაფიქრია
მაგრამ დახვეწა სჭირდება ძალიან
კარგი გოგო ხარ, უბრალოდ მეტიი მინდა ტანგოსთვის

 


№3  offline წევრი მაშენკა

LSD
Vaime rogor momewona ragac gansxvvebulia chemtvis imedimakvs ufro didi tavebs dadeb da mal male ukve vegar vitman veli hemdegs da warmatebebi❤❤

მადლობა, რომ წაიკითხე და დამითმე დრო. მე შევეცდები არ გაგიცრუო იმედები

kata-nia
კარგია
უბრალოდ ტანგოს უფრო მეტი უნდა
საშინლად მინდოდა ტანგო აგეღწერა, ანუ როგორ იცეკვეს ანამ და გიორგიმ
საშინლად დამაკლდა
უფრო მეტი ემოციაა სსაჭირო
სხვათაშორის სანამ წავიკითხავდი ტანგო ჩავრთე
მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი
არ იყო ის, რაც ტანგოს ჭირდებოდა
სათაური ძალიან მომეწონა,რათქმაუნდა
კარგი ჩანაფიქრია
მაგრამ დახვეწა სჭირდება ძალიან
კარგი გოგო ხარ, უბრალოდ მეტიი მინდა ტანგოსთვის


მართალი ხარ, ჩემო კარგო. ახლა, რომ ვკითხულობ მეც მაკლდება რაღაც, მეტი ემოცია მინდა. ვნახოთ რა გამოვა. მადლობა, რომ წაიკითხე heart_eyes

 


№4  offline წევრი crybaby

დამაინტერესა, დაველოდები შემდეგ თავს, უფრო მეტი ემოციით დატვირთულს blush

 


№5  offline წევრი მაშენკა

crybaby
დამაინტერესა, დაველოდები შემდეგ თავს, უფრო მეტი ემოციით დატვირთულს blush

Madloba didi ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent