შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ტანგო 2


20-12-2016, 15:51
ავტორი მაშენკა
ნანახია 1 389

ჩამოდი გოგო, ჩამოდი. ტელეფონი აღებული არ მაქვს, უკვე ლილიას კისკისი მესმის. ვუთიშავ და ტანსაცმლის ჩანთას ვიღებ. ყურსასმენებს შორტის ჯიბეში ვიტენი, მარიკას დარიგებებს ბოლო წუთამდე ვუსმენ და კიბეზე ვეშვები.
ქვემოთ ლილია და სოფო მელოდებიან.
-შეთე? ვკითხულობ და თან ორივეს ვკოცნი.
-ეგ და გიორგი იქ არიან უკვე სიცილით მპასუხობს სოფო და მანქანის კარს აღებს.
-ჩავასიკვდილებდი შენს ადგილზე, რომ ვიყო. შინაურულად ვხუმრობ და გვერდიტ ვუჯდები მოცინარს. არ ვიმჩნევ გიორგის ხსენებაზე, რომ უცნაური გრძნობა მეუფლება. ჩემი ანტიდეპრესანტი.
ლილიასთვის გაგიმეტა ხო? მეცინება და გაბრაზებული მეგობრის სახეს ვაკირდები.
-ანა დოლიძე, დაგტოვებ გზაში. ენას მიყოფს და საჭესთან იკავებს ადგილს. მუსიკას რთავს და მანქანა სწრაფად წყდება ადგილს. გიჟი ვფიქრობ და სფოსთან ერთად ვიწყებ სიმღერას. მუსიკა იცვლება. პირველი, მეორე, მესამე და ვიღლებით.
ახლა უკვე წყნარი მუსიკის ფონზე ვათვალიერებ გარემოს. სადაცაა მივალთ.
მამას უყვარდა მთა.
მახსენდება და თვალებში შაგუბებულს სიტხეს გადმოსვლის საშუალებას არ ვძლევ.
სოფო და ლილია გაუთავებლად განიხილავენ რარაც თემას, მაგრამ არ მესმის რას. მოგონებებში ვარ მთლიანად.
ნაცნობი კადრი მიდგას თვალწინ.
ჩემი, თეთრი სარაფანი მაცვია. გვირილებით სავსე მინდორში ვართ მე და მამა. გაუთავებლად მელაპარაკება ცხოვრებისეულ ღირებულებებზე. მეუბნება, რომ უბრალოება და სიკეთე ყველაზე ღირებულია ადმიანში. მე უკმაყოფილოდ ვკრავ წარბებს და ვამტკიცებ, რომ ყველაზე ღირებული პირდაპირობაა.
-მამა არ გგონია, რომ შენი პირდაპირობიტ გულს ტკენს სხვებს. ყველაფრის მოგვარება უფრო მარტივად შეიძლება.
მე წარბებს არ ვხსნი. მამას ეცინება და გულში მიკრავს, მერე შუბლზე მკოცის.
თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი.
მე, მამა, გვირილებით სავსე მინდორი და ათასი მოგონება.ვოხრავ და რეალობაში დაბრუნებული ვხუჭავ თვალებს. მეძინება.
ჩათვლემას ვერ ვასწრებ, ჩემი ტელეფონის ზუზუნი მაფხიზლებს და მესიჯს ვხსნი.
-"არ დაგლეწოთ ლილიამ, ჯერ ახლა გიპოვე". არანაირი საფუძველი არ მაქვს, მაგრამ გონებაში შეტყობინების ავტორად გიორგი მიტრიალებს და პასუხს ვუბრუნებ.
-"სანერვიულო არაფერია, დამშვიდდი"
თავს მინას ვადებ და საყვაელ მუსიკას განაბული ვუსმენ ისევ მოდის მესიჯი.
-"რა იცი ვინ ვარ?"
-"არ ვიცი" მოკლედ ვპასუხობ.
"რატომ არ მეკითხები?"
-"თუ არ მითხარი ე.ი არ იყო საჭირო" მეღიმება და ველი პასუხს.
-"მე მგონია, რომ ძალიან კარგად ხვდები ყველაფერს" ვკითხულობ და ბრაზნარევი ვიცინი. ტრადიციულად კერავს გოგოს.
ვერ მოგართვი ვაჟბატონო!
-ვის წერ? სარკეში მაკვირდება ლილია.
-გიორგის
-დაუფარავად ვპასუხობ და არ ვიმჩნევ ამ ორის კმაყოფილ სახეს.
მანქანა ძველი სახლის წინ ჩერდება . სამივე ერთად გადავდივართ. ჩემს ჩანტას ვიღებ და სიცილით ვაგდებ ძირს , გოგონების ჩემოდნებს, რომ ვუყურებ. ძლივს მოათრევენ.
-რა გაცინებს გოგო? ლილიასაც ეცინება და გაბრწყინებული უყურებს ჩვენსკენ წამსულ შეთეს, გონია, რომ ჩემოდანს გამოართმევს, მაგრამ იმედები უცრუვდება, შეთე სოფოს კოცნის და ბედნიერი სახით ართმევს ბარგს..
-ცხოველო, და უნდა მიაგდო ყოველთვის ბედის ანაბარა. ცეცხლდება ლილია და ყველას გვეცინება.
-მომეცი ეგ ჩემოდანი სიცილიტ ართმვს დას ბარგს და შუბლზე კოცნის.
-აი ბავშვი, წამოიღო ჯიგრულად პატარა ჩანთა. მე მიყურებ შეთე. საცხოვრებლად გადმოხვედიტ თქვენ? უღრენს დას და საცოლეს.
-ნუ იღრინები, ხომ ხედავ ჩამოგიყვანე დამამშვიდებელი თვალს უკრავს ლილია ძმას და სიცილით შედის ეზოში.

სვანეთ...
როგორც იქნა თავი დავაღწიე დამღლელ სამსახურს და ქალაქს.
ფაქტობრივად ჩემი ბავშობის ოცნებაა სვანეთი.
ამაყი და თამამი მზერით ვათვალიერებ ლატალის, შეუდარებელ ბუნებას.
ყავის ფინჯანს ხელიდან არ ვუშვებ და აივნის, მოაჯირს ვეყრდნობი.
არგანცდილ სიმსუბუქეს და ბედნიერებას ვგრძნობ.
-ანა! მგონი შეყვარებული ხარ. ეზოდან, მეძახის ჩემი მეგობარი.
-რა შემატყე შეთე? ვიღუშები და მაინც მეცინება.
-თვალები, რომ გიბრწყინავს? ეჭვის თვალით მიბრუნებს კითხვას.
-შემეშვი. უაზროდ ვიქნევ ხელს და შიგნით შევდივარ.
მოფუსფუსე ჩემ მეგობრებს ვუყურებ და მეღიმება.
მახსენდება- ძველი დრო. უკვე, სავარძეში მოკალათებული ვუღიმი სივრცეს. ცოცხალი თავით არ ვეშვები მოგონებებს.
-ანა, შენ იურისტო. თავზე მახტება ლილია. გახსოვს გოგო სვან და ჯმუხ ქმარზე, რომ ოცნებობდი. იცინის და სულს ძლივს ითქვამს. მე გაკვირვებული და ნაწყენი ვიუყურებ. "ჩემ ფიქრებს კითხულობს?" ჩემივე ფიქრზე მეღიმება.
-მახსოვს. ვჩურჩულებ და ისევ ვიღიმი.
ხელი მომკიდა და ძალით გამათრია გარეთ.
-გადი გოგო! გაახილე თვალი, იქნებადა ვინ აიარ-ჩამოიაროს. ისევ იცინის და მეხუტება.
-ჩემი ცანცარა. ვბუტბუტებ და ხელებს ვხვევ, დიდიხნის მეგობარს.
ყველაფერი იდეალურადაა. ზაფხულის მიუხედავად მაინც, ცივა და ღუმელს ვანთებთ.
დაღლილები სიჩუმეში ყოფნას ვამჯობინებთ. რაც ჩამოვედით გიორგი არ გამოჩენილა და დროდადრო გონება მის ადგილ სამყოფელზე ინფორმაციას იტხოვს და მეც შვეულებრივად ვაიგნორებ ამ ფაქტს.
შებინდდა.
სახლის კარი ჭრიალით გაიღო და მოულოდნელობისგა შევხტი.
გიორგი შემოვიდა ოთახში და გაკრეჭილი წამოვიდა ჩვენსკენ.
-ჰა, ნახე საძმო? ღიმილით კითხა დამ.
-ვნახე, ვნახე. ხვალ გურიკა მოვა და ერთად წავალთ აქაურობის დასათვალიერებლად.
-რა მაგარია შემდაუნებურად ვიძახი და სახე მებადრება.
-გურიკა თუ ლატალი? ეცინება გიორგის/
-ვგიჟდები უაზრო ხუმრობებზე. ირონიულად მეღიმება და ხელებს ვიჟვარედინებ მკერდთან.
-აბა სვანეთზე და სვანზე ოცნებობდაო და ისევ ცინის.
მე განრისხებული ვუყურებ შეთეს და ლილიას, ისინი მაიგნორებენ/
-ეგ ღრმა ბავშობაში იყო. მტკიცედ ვპასუხობ და ტვს ვაქნევ. ჩემს პასუხზე მხოლოდ ეღღიმება და რაღაცას ბურტყუნებს.
***
დაღლილები შევდივართ ოთახში და საწოლებზე ვემხობით. მე ლილია და სოფო ერთად ვართ. მიუხედავად დაღლილობისა საოცარი სიმსუბუქის და ბედნიერების შეგრძნება მიპყრობს.
მე, სვანეთი, მეგობრები და..
მეტიარაფერია საჭირო, თავდაჯერებული ვფიქრობ და გოგონებს ვუყურებ.
-აი ნახე როგორ მოგეწონებათ სვანეთი. კისკისებს სოფო და საწოლის კუთხეზე ჯდება.
სიყვარულის მხარეა სვანეთი და არ გამოვრიცხავ დაწყვილებულები მიბრძანდეთ. გაკრეჭილი გვიყურებს მე და ლილიას.
-ოჰო მოიგონა გოგომ ამბები ეცინება ლილიას და ბალიშს ესვრის სარძლოს.
-სოფო, ჯერ არ გამხდარხარ რძალი და უკვე გარბევს. შეწუხებული სახით ვპასუხობ და ლოყაზე ვკოცნი ამ საოცარ გოგოს.
-ისე შენ და შეთე ერთ ოთახში რატო არ ხართ? ეშმაკობს ჩემი დაქალი და მოჭუტული თვალებით უყურებს სარძლოს.
-არავიტარ შემთხვევაში! ჯვრისწერამდე არაფერი არ იქნება! წიწმატდება სოფო და წითლდება.
-პფფფ იმენა დედაჩემის სარძლოა რა. ფერი ფერსო ხარხარებს ლილია და გაბრაზებულ სარძლოს იკრავს გულში.
სოფოს ტელეფონი წკრიალებს და ყველა ვჩუმდებით.
სახეგაბადრული კითხულობს რაღაცას და მერე ღიმილით აჩერდება ლილიას
-შენმა ძმამ შემოგითვალა მანდ არ შემომიყვანოს მაგანო .
_ნწ, ნწ ხო აი მარტო ეგ წერია მანდ, სახეზე გატყობ ისევ იცინის ლილია და ნასრილ ბალიშს იჭერს...

***
მეორე დილით მე და ლილია ოთახს ვაწესრიგებთ, თმას ერთდროულად ვიკრავთ და კარში ძლივს ვეტევით. ერთდროულად ჩავრბივართ კიბეზე, დივანზე გათხლაშულ შეთეს და გიორგის ვაიგნორებტ და სამზარეულოში შევრბივართ. სოფო ბულგარულს ჭრის ომლეტისთვის. ჩვენ ლოყაზე ვკოცნით და ხაჭაპურის თითო ნაწერს ვიღებთ.
-ხაჭაპური საიდან? გემრიელად ილუკმება ლილია.
-მე გავაკეთე იბადრება სოო.
-ვაიმეე, ოქროს გოგო ხარ. ხმამაღლა ვამბობ მე და ჭამით გავდივარ მისაღემში, სადაც შეთე მეგულება.
-ვაჟბატონო, საცოლე და ამბები, რომ გინდოდა ნდა მიეხმარო იმ გოგოს!
-ახლა, რომ ყბა გაქვს გამოტენილი მაგ ხაჭაპურის გაკეთებაში მივეხმარე იკრიჭება ჩემი მეგობარი.
-რა გააკეთე?
-ცხიმი წაუსვა. იცინის გიორგი და შეთეს მხარზე ურტამს ხელს.
უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს და მაგიდის გაშლას ვიწყებ.
-რას დაბზრიალებ ანაკო? აქ დარჩენას ხომ არ აპირებ?
ჯანდაბა საიდან აჩნდება ხოლმე ჩემს გვერდით ვბრაზდები და მოჩვენებითი ღიმილით ვუყურებ ჩემს გვერდით მდგარ გიორგის.
-რატომაც არა?
-არ დაგიტოვებენ! ენას მიყოფს და მაგიდასტან ჯდება.
-ვნახოთ! ვჯიუტდები მე.
-ვნახოთ, ვნახოთ.
***
მშვიდად მივირთმევთ საუზმეს და სოფოს ყველა ერთხმად ვადიდებთ. ჭურჭლის რეცხას ვასრულებთუარა ახალგაზრდა ბიჭი შემოდის ეზოში.
-გამარჯობა! ღიმილით მესალმება და დაბნეული ვუკრავ თავს.
-ხოჩა ლადეღ, გურიკ. (გამარჯობა) გიორგიმ გადმოსძახა აივნიდან.
-ხოჩა ლადეღ. ღიმილით პასუხობს გურიკა და ეზოში მდგარ სკამზე ხდება.
კიბეზე სოფ ჩამორბის და გურიკას ეხუტება.
-იმჟი ხარი, გურიკ? (როგორ ხარ?)
-ხოჩამდ, ხოჩამდ. (კარგად, კარგად)
მერე ყველას სათითაოდ გაგვაცნეს გურიკა და საბოლოოდ ნანატრი წამიც დადგა. ლატალის დასათვალიერებლად წავედით. ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი ამ სილამაზეს.
ერთ-ერთ ტაძარში მივედით. გურიკამ ჩაახველა და ომახიანად დაიწყო.
"ეს არის იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, რომელიც XI-XII საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ეს ამ წმინდანის სახელობის ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში. ტაძრის საგანძურში დაცულია XI საუკუნის მაცხოვრის მოზრდილი ხატი. მაცხოვარი გამოსახულია მაკურთხეველი მარჯვენით, სახარებით ხელში. ხატი მთლიანად ოქროცურვილი ვერცხლით არის მოჭედილი, საღებავით მხოლოდ მაცხოვრის სახეა შესრულებული, რომლისაც კონტურიღა შემორჩა. ჩარჩოს ქვედა ზოლზე შესრულებული სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული, ეკლესიაში მომხდარ ხანძარსა და ეკლესიის საგანძურის ბედზე მოგვითხრობს: "ვნახეთ ეკლესია დარღვეული, ვიპოვეთ სამკაული ეკლესიისა შენისაი მოპარული და დაფლული... რათა შენივე შენდა შევსწიროთ..." წარწერა, ხატის ჩარჩო და მაცხოვრის შარავანდედი ხატის პოვნის შემდეგ უნდა იყოს შესრულებული."
უამრავ ფოტოს იღებთ ამ საოცარ ადგილებში და ფეხიტ ვსეირნობთ.
-ხო იცი სვანეთი სვანეთია და რომ მოგიტაცონ?
ჯანდაბა. მოულოდნეობისგან ვკრთები და დაბნეული ვუყურებ გუურიკას.
-რას ბოდავ? აზრზე მოსული ვწიწმატდები, კანონით ისჯება მსგავსი ტიპის ძალადობაც!
-ოჰ, იურიდიულად გამირჩიე საქმე-მეთქიი არ მითქვამს. იცინის და მეკვრის, რომ სელფშო რომელსაც ვიღებდი თვითონაც გამოჩნდეს.
-არ მომიტაცებენ! ვპასუხობ გაბრაზებული და ვცილდები.
-ვთქვატ და მოგიტაცეს მერე?!
-მერე მე აქ არ ვარ? ჯანდაბა ახლა გიორგი მაშინებს და წელზე მხვევს ხელს. მსგავსი ქმედებით ვიბნევი და გურიკაც აშკარად დაბნეული სახიტ უყურებს დადვანს...
***
ძვირფასებო,ბოდიში შეცდომებისთვის.
მადლობ, რომ კითხულობთ.
ველი შეფასებას და კრიტიკას.
ჩემი სვანური არ გაიშვა არსად.



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

კარგი გოგო ხარ
მომეწონა ^^
მესამე თავში ტანგოს ველი
ოჰ რა რთული დავალება დაგაკისრე :დდ

 


№2  offline წევრი Mtirala

Gmerto miyvats giorgi imedia ana gurikas ar sheuyvardeba da ar chaxlartavs ambebs xo da kidev meti giorgi da meti gurika miyvars es istoria
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline წევრი მაშენკა

kata-nia
კარგი გოგო ხარ
მომეწონა ^^
მესამე თავში ტანგოს ველი
ოჰ რა რთული დავალება დაგაკისრე :დდ

Madloba dzvirfaso! Xo, davaleba rtulia :Dd

Mtirala
Gmerto miyvats giorgi imedia ana gurikas ar sheuyvardeba da ar chaxlartavs ambebs xo da kidev meti giorgi da meti gurika miyvars es istoria

Madloba didi, chemo kargo ♥♥
Gurikas sheidzleba, magram verafers shecvlis didat :D

 


№4  offline წევრი LSD

Vaimee rogor momwona es tavii magari gogoxar raa est magar istorias rower ❤❤ es tavi ragac saswauli iko tbili veli shemdegs da warmatebebi tkbilo❤❤

 


№5  offline წევრი მაშენკა

LSD
Vaimee rogor momwona es tavii magari gogoxar raa est magar istorias rower ❤❤ es tavi ragac saswauli iko tbili veli shemdegs da warmatebebi tkbilo❤❤

Ughrmesi madloba tkbilo ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent